IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> დახმარება მჭირდება, :)
დავით ივერიელი
პოსტი Jan 7 2008, 10:33 PM
პოსტი #1


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ხალხო თუ მოგეპოვებათ წმიდა მამათა აზრები და გამონათქვამები.. ხორციელ სნეულებებზე.. როგორ უნდა ვებრძლოლოთ მათ და არის თუ არა მათი გამომწვევი მიზეზი ცოდვა... smile.gif ოღონდ ზუსტი ფრაზები მინდა და ვის ეკუთვნის.. smile.gif

მადლობა წინასწარ smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 7 2008, 10:40 PM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



დავით ივერიელი
როდისთვის გინდა? დავძებნი...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jan 7 2008, 10:41 PM
პოსტი #3


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



მარიამი
სტატიას ვწერ და სადღაც ოთხშაბათისთვის მზად უნდა მქონდეს.. და მინდოდა ჩმაერთო ციტატები smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 7 2008, 10:42 PM
პოსტი #4


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მამათა გამონათქვამების რამდენიმე ბროშურა მაქვს. მოვძებნი და თუ რამე ვიპოვე, აქ დავპოსტავ smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jan 7 2008, 10:53 PM
პოსტი #5


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



მარიამი
გაიხარე მადლობა smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jan 7 2008, 11:08 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ხორციელი სნეულების განსაცდელი ადამიანს ემართება მისი ცოდვების გამო ან წმინდა მამებს ბოროტი სულიერად ვერაფერს აკლებდა ხორციელი სნეულების მოვლენით ებრძოდა თუ უფალი დაუშვებდა (მაგ პავლე მოციქული და აშ).
მათ კი უნდა ვებრძოლოთ იმით რომ ყველა ფერი მოთმინებით და მადლობით დავითმინოთ.როგორც პავლე მოციქულს ეუბნება უფალი (ზუსტად არ მახსოვს)რომ უძლურებასა შინა შენსა ძალი ჩემი სრულ იქმნების.
წმინდა მამების ნათქვამს ამ საკითხზე ვნახავ თუ ვიპოვე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 7 2008, 11:38 PM
პოსტი #7


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



დავით, მარტო გამონათქვამები გინდა თუ პატერიკებიც?

"სნეულება ზოგ შემთხვევაში გვეგზავნება ცოდვათაგან განსაწმენდად, ზოლო ზოგჯერ - მზვაობრობის სიმდაბლით აღსაკვეთად. როდესაც სახიერი ღმერთი იხილავს, რომ ადამიანი სულიერ ღვაწლში მცონარეა, მის ხორცს სნეულებით დაამდაბლებს, როგორც სასიხარულო ღვაწლით. ზოგჯერ კი სულსაც განწმენდს არაწმინდა ვნებებისა და გულისთქმებისაგან“
წმ. იოანე კიბისაღმწერელი (კიბე, 26,55)


"როდესაც დაუძლურდები, წარმოთქვი: ნეტარია, ვინც ღირსი გახდება ღმერთმა გამოსცადოს იმით, რის გამოც ცხოვრებას დაიმკვიდრებს. სენს ღმერთი სულის განსაკურნებლად წარმოგვიგზავნის. ერთ-ერთი წმინდანის სიტყვებია: „შემინიშნავს, რომ იმ მონაზონზე, რომელიც უფალს ღმრთივსათნოდ არ ემსახურება, არ იღვწის მოშურნედ სულის ხსნისათვის და მცონარეა სათნოებების აღსრულებაში, ღმერთი უსათუოდ დაუშვებს განსაცდელს, რათა არ დარჩეს მცონარე და ამის გამო უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.
ღმერთი იმიტომ უშვებს განსაცდელს ზარმაც ადამიანზე, რომ მან იფიქროს განსაცდელებზე და არა - ამაოებაზე. ღმერთი ამას მის მოყარეებს მოუვლენს, რათა გულისხმისყოფაში ჩააგდოს, განაბრძნოს და განსწავლოს თავისი ნებისაებრ. და როდესაც შეჰღაღადებენ, არ შეისმენს მათ ხმას იქამდე, ვიდრე სნეულებით დაუძლურებულნი უეჭველად შეიცნობენ, რომ ეს განსაცდელი დაუდევრობისა და სიზარმაცის გამო მოეწიათ“.
წმ. ისააკ ასური


"სხეულის ჯანმრთელობაც და სნეულებაც ღმერთზეა დამოკიდებული, რომელიც ბრძანებს: "მე მოვაკუდინი, მე ვაცხოვნი, მე მოვწყლი, მე განვკურნი და არა არს, რომელი განერეს ხელსა ჩემსა" (2 რჯლ. 32,39). ამდენად, როდესაც ღმერთი ინებებს, გვანიჭებს ჯანმრთელობას მკურნალთა ხელით, ზოგჯერ კი - თავისი სიტყვით.
ტანჯვის გახანგრძლივება თუ შემოკლება ღმერთის განგებით ხდება. ამიტომ ისნი, ვინც სრულად მიენდვნენ ღმერთს, არ ზრუნავენ საკუთარი თავისთვის, არამედ ღმერთი თავიანთი ნებით აღასრულებს მათთვის სასარგებლოს".
წმინდა ბარსანოფი დიდი


"ის, რაც საღმრთო განგებულებას ექვემდებარება, ან ღმერთის ნებით ხდება, ანდა მისი დაშვებით. ღმერთის ნებით აღესრულება ყოველივე ის, რაც უდავოდ კარგია, კეთილია; ხოლო ღმერთის დაშვებით ხშირად ისეთი რამეც ხდება, რაც არ არის უდავოდ კარგი და კეთილი. ასე, მაგალითად, ზოგჯერ ღმერთი დაუშვებს მართალი მორწმუნის განსაცდელში შთავარდნას, იმას, რომ კეთილმსახურმა ადამიანმაც ჭირი, უბედურება და მწუხარება დაითმინოს, რათა ამგვარად სხვა ადამიანებსაც დაანახოს მათში დაფარული სათნოებანი.
სწორედ ღმერთისმიერი ამგვარი დაშვებით აღსრულდა მართალი იობის თავს დატეხილი უბედურებანი და მრავალი ვნება. ზოგჯერაც ღმერთი რაღაც უცნაურ, ყოველად საკვირველ საქმეთ დაუშვებს, რათა ასეთი, აშკარად შეუსაბამო მოქმედებით დიდი და საოცარი რამ აღასრულოს. ასე, მაგალითად, ღმერთმა ჯვარის მეშვეობით აღასრულა ადამიანთა ხსნის საკვირველი საქმე. სხვა შემთხვევებში ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ წმიდა ადამიანიც ევნოს და უძმიმესი სნეულებანი დაითმინოს, რათა არ მოაკლდეს კეთილსინდისიერება, ანდა მონიჭებულ ღვთაებრივ ძალთა და მადლთა მიზეზით ამპარტავნებით არ აღივსოს. ასე დაემართა, მაგალითად წმიდა პავლე მოციქულს, რომელიც მთელი ქვეყნიური ცხოვრების მანძილზე იქენჯნებოდა „საწერტელითა ხორცთაითა“, რათა არ აღემაღლებინა თავი (II კორინთ. 12,7-9).
წმ. იოანე დამასკელი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 7 2008, 11:52 PM
პოსტი #8


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



"ყველაფერი ღმრთისგანაა - სნეულებებიც და სიჯანსაღეც; ღმრთისგან ყველაფერი ცხონებისათვის გვეძლევა. შენც ასე მიიღე შენი სნეულება და ჰმადლობდე ღმერთს, რომ შენი ცხონებისათვის ზრუნავს. რით შეეწევა ღმრთისგან მოცემული (სნეულება) ჩვენს ცხონებას, ეს შეიძლება არ გამოვიძიოთ, იმიტომ, რომ ალბათ ვერც გავიგებთ. ღმერთი სნეულებას ზოგჯერ სასჯელად გვიგზავნის, როგორც ეპიტიმიას; ზოგჯერ გონზე მოსასვლელად, რომ გამოფხიზლდეს კაცი; ზოგჯერ უბედურებისაგან გადასარჩენად, რომელშიაც ჩავარდებოდა კაცი, ჯანმრთელად რომ ყოფილიყო; ზოგჯერ იმისთვის, რომ კაცმა მოთმინება გამოავლინოს და ამით უფრო დიდი ჯილდო მიიღოს; ზოგჯერ რომელიმე ვნებისაგან განსაწმენდად; და კიდევ სხვა მრავალი მიზეზით..."
წმ. თეოფანე დაყუდებული

"სნეულებებს უფალი ცოდვათაგან განწმენდისათვის გვიგზავნის, ხოლო ზოგჯერ, რათა შეაჩეროს ჩვენი სწრაფვა დაცემისაკენ".
წმ. იოანე კიბისაღმწერელი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Jan 7 2008, 11:56 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ეგნატე ბრიანჩინინოვის გამონათქვამები მაქვს მოვძებნი და დავდებ smile.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 7 2008, 11:58 PM
პოსტი #10


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



"ექიმის დახმარებაზე სრულებით უარი არ უნდა თქვა: არც ისაა მიზანშეწონილი, რომ მთელი ჩვენი სასოება მასზე დავამყაროთ. მსგავსად იმისა, რომ თუმცა მიწას თავად ვამუშავებთ, მოსავალზე უფალს ვსასოებთ... ასევე ექიმს რომ მივმართავთ, უფლის სასოება უნდა გვქონდეს"
წმ. ბასილი დიდი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 8 2008, 12:03 AM
პოსტი #11


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(დავით ივერიელი @ Jan 7 2008, 11:33 PM) *

ხალხო თუ მოგეპოვებათ წმიდა მამათა აზრები და გამონათქვამები.. ხორციელ სნეულებებზე.. როგორ უნდა ვებრძლოლოთ მათ და არის თუ არა მათი გამომწვევი მიზეზი ცოდვა... smile.gif ოღონდ ზუსტი ფრაზები მინდა და ვის ეკუთვნის.. smile.gif

მადლობა წინასწარ smile.gif

laugh.gif რას წერ ამდენს, უკვე 2008 დადგა biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 8 2008, 12:25 AM
პოსტი #12


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ალბათ ამ ქადაგებიდანაც შეიძლება ფრაზების ამოღება:

წმინდა იოანე ოქროპირი

სნეულებების, ექიმებისა და ლაზარეს შესახებ

ადამიანო, ოდეს სნეულება რამ შეგეყრება, გაიხსენე იობის სხეული, მისი წმინდა ხორცი, რამეთუ ამგვარი წყლულებით შემოსილი, იგი მაინც წმინდა იყო და სუფთა. და მართლაც ვინ ყოფილა ოდესმე ასე სნეული, თუ რგებია ვინმეს, ან თუ ვინმეს უნახავს კაცი, ვისაც ასეთი ტანჯვა და უბედურება რგებოდეს? არა, არავის. თანდათან იფიტებოდა მისი სხეული, ყველა ასოდან მატლები სდიოდა, და ნაკადი იგი უწყვეტი იყო. ირგვლივ საშინელი სიმყრალე იდგა, სხეული იობისა თანდათან იხრწნებოდა და საძაგელს ხდიდა საჭმელს. უჩვეულო და გაუგონარ შიმშილს განიცდიდა იგი, იმიტომ, რომ ვერ ჭამდა მიწოდებულ საჭმელს. გული არ მიმდისო, ამბობდა, ისეთი საძაგელიაო ჩემი პური (იობი, VI, 7). მაგრამ შენ იტყვი, მას საკმაო ნუგეში და შვება უნდა ჰქონოდა იმის შეგნების გამო, რომ ეს უბედურებანი ღმერთმა მოუვლინაო. პირიქით, სწორედ ეს აღონებდა და აშინებდა იობს განსაკუთრებით, რადგან ფიქრობდა, რომ ღმერთი ემტერებოდა, ღმერთი, რომელსაც წლების მანძილზე მსახურებდა. ასე ფიქრობდა, რადგანაც ვერ ეპოვნა ვერავითარი გონივრული მიზეზი თავსდატეხილ უბედურებათა გამო. ხოლო თუ შენ მიგაჩნია, რომ ეს კმარა სანუგეშოდ, შეგიძლია თვითონაც მიიღო ასეთი ნუგეში, თუკი შენ ღმერთის გულისთვის კი არ მოგიხდება რაიმე უბედურების დათმენა, არამედ კაცთა ბოროტების გამო დაგატყდება თავს. მაგრამ აუგი და ძრახვა არ უნდა დაგცდეს, არამედ მადლობით უნდა განადიდებდე ღმერთს, ვისაც შეეძლო წინააღდგომოდა უბედურებას, მაგრამ შენს გამოსაცდელად არ გააკეთა ეს. და შეიმოსები მაშინ იმ გვირგვინით ღმრთისთვის წამებულთ რომ ერგოთ. და შენც იმავ სასყიდელს მიიღებ, რადგან მხნედ გადაიტანე კაცთაგან მიყენებული უბედურებანი და მადლობით განადიდე ღმერთი. არ არის არცერთი კეთილი ადამიანი ცოდვის გარეშე და არც ბოროტი სიმართლის გარეშე; მისაგებელი კი ერთსაც მიეგება და მეორესაც. თუ ღვთის სათნო კაცი ბოროტს რაიმეს ჩაიდენს, ავად გახდება და დაისჯება, ამან არ შეგაცბუნოს, არამედ თქვი: ამ კაცს ოდესმე მცირე ბოროტება ექნება ჩადენილი და აქვე მიეგება ამ ბოროტებისთვის, რათა იქ არ დაისაჯოსო. ასევე, თუ დაინახავ, რომ ცოდვილი ვინმე იტაცებს, ატყუებს, ათას უკეთურებას და ბოროტებას სჩადის და მიუხედავად ამისა, მაინც კეთილდღეობს, ნუ შეცბუნდები, არამედ თქვი: ამ ცოდვილს, ათას უკეთურებას და ბოროტებას რომ სჩადის, ოდესღაც რაიმე სიკეთე ექნება გაკეთებული, და ამიტომაც აქ იმკის სიკეთეს, იქ რომ არ მოითხოვოსო ჯილდო. ამის დანახვა, ლაზარეს მაგალითზეც შეიძლება. ვინაიდან მასაც ჰქონია რაღაც ცოდვანი, ხოლო მდიდარსაც თავის მხრივ, რაიმე სიკეთე გაუკეთებია. მაშ, ისმინე, რას ამბობს აბრაამი: „შვილო, გაიხსენე, რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომაც ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები“ (ლუკა, 16, 25). ამიტომ როცა დაინახავ, რომ ღვთის სათნო კაცი ისჯება, ნეტარი უწოდე მას და თქვი: ამ მართალ კაცს რაღაც ცოდვა გააჩნია, მისთვის ღებულობს მისაგებელს და იმ ქვეყნად სუფთა მიდისო. ხოლო თუ ის უფრო მეტად ისჯება, ვიდრე მისი ცოდვანი იმსახურებენ, ეს მას სათნოების გამრავლებად ეთვლება. იობი იყო ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული კაცი და სხეული მისი აქ მიეცა სასჯელს, რათა იქ მიეღო ჯილდო. და განა ააცდინა ეს წმინდანი ცოლის რჩევამ გზას? პირიქით, საპირისპიროდ მოიქცა და კიდევ უფრო მეტად განმტკიცდა. კიდეც გაკიცხა ცოლი. და ამჯობინა მან ეურვა, ეტანჯა, ათასი გაჭირვება დაეთმინა, ვიდრე გმობით მიეღო ბოროტებათაგან განთავისუფლება. ზოგნი კი, როგორც კი რაიმე სნეულება შეეყრებათ, უმალ გმობას იწყებენ ღვთისას, ეს კი სნეულებას ამძიმებს, მოთმინების გზით მოპოვებულ სარგებლობას კი კარგავს. რასა სჩადიხარ ადამიანო? შენს მწყალობელს, მაცხოვნებელს დამცველს, მზრუნველს ძრახავ? ვერ ამჩნევ, რომ უფსკრულში მიექანები და უკიდურესი წარწყმედის მორევს აძლევ საკუთარ თავს? განა იმისთვის არ გივლენს ეშმაკი ათას გაჭირვებას, რათა ამ თხრილში გადაგჩეხოს? და ოდეს ხედავს, რომ ძრახავ და გმობ უფალს, ადვილად ამრავლებს და აძლიერებს შენს წუხილს, უნდა რომ ტანჯვით დამძიმებული კვლავ მიეცე დრტვინვას. ხოლო თუ ხედავს, რომ ვაჟკაცურად ითმენ და იტან, და რაც მეტად ძლიერდება ტანჯვა, მით უფრო მეტად ჰმადლობ ღმერთსა, უმალვე გშორდება, რამეთუ ხედავს თავისი ხრიკების ამაოებასა და უსარგებლობას. რატომ დრტვინავ, ადამიანო, და რატომ ანთხევ გმობას, მოულოდნელ უბედურებაში ოდეს ჩავარდები? განა მსუბუქს შეიქმ შენს ტანჯვას, ძრახვას თუ მოჰყვები? პირიქით, გააძლიერებ მას, და გაცილებით მძიმეს შეიქმ მწუხარებას. მაგრამ იქნებ არ შეგიძლია იყუჩო, როცა მწუხარება გმსჭვალავს? მაშინ ძრახვის ნაცვლად მადლობა მიაგე, დიდებით შემოსე ღმერთი, ქება შეასხი მას. უფალს თუ დაგმობ, ღმერთის დახმარებასაც უარყოფ და ეშმაკსაც უფრო ძლიერს შეიქმ შენს წინააღმდეგ. ხოლო თუ მადლს მიაგებ, მზაკვარ დემონის ხრიკებსაც მოიგერიებ და მფარველი ღმერთის ზრუნვასაც მიიპყრობ. მაგრამ შენ იტყვი ხშირად ჩვეულების გამო ენა ისწრაფისო უხამს სიტყვათა წარმოსათქმელად. იცოდე, ოდეს აუგის თქმა დააპირო, ყოველი მხრიდან მაგრად ჩაიკვნიტე ენა კბილებით და ეს სიტყვები კი არ ათქმევინო. უმჯობესია ახლა სდიოდეს მას სისხლი, ვიდრე იმ დღეს, როცა წვეთი წყალი მოენატრება, შვება კი არსით არ მიეცემა. უმჯობესია დაითმინო დროებითი ტკივილი, ვიდრე განუწყვეტლივ და საუკუნოდ იწვოდე ცეცხლში იმ ქვეყნად. მაშ ასე, თუკი შენ მძიმე სნეულება შეგეყრება და მრავალნი გაიძულებენ შელოცვით, ავგაროზებით ან კიდევ სხვა ჯადოსნური საშუალებებით შეიმსუბუქო ტანჯვა, შენ კი ღვთის შიშით ვაჟკაცურად და მტკიცედ გადაიტან სნეულების სიმძიმეს და უარს იტყვი ამგვარი მკრეხელობის ჩადენაზე - წამების გვირგვინს გარგუნებს უფალი. და ეჭვი ნუ შეგეპარება იმაში, რომ როგორც წამებული დაითმენს წამების ვაებას მხნედ ოღონდ კი არ ეთაყვანოს კერპს, ასევე შენც დაითმენ ტანჯვას, რათა მკრეხელური საქმით არ სცოდო. და განა მართლაც არ იმოსები შენ წამების გვირგვინით, ოდეს ციებ-ცხელება გაწვალებს და გწვავს, შენ კი სხვათა შეგონების მიუხედავად, უარყოფ შელოცვას? როდესაც შეარცხვენ და სახლიდან გამოაგდებ შემლოცველებს და გრძნეულებით კურნებას უარყოფ? ყველა ვინც კი გაიგებს ამის შესახებ, შეგაქებს და განკვირდება შენით. გაიხსენე ნეტარი ტიმოთე, რომელსაც სნეულება არასდროს სტოვებდა და მუდამ უტანჯავდა სხეულს. და თუ ეს მართალი და წმინდა კაცი იტანდა ამდენს, რომელსაც ქვეყნიერებისთვის ზრუნვა ჰქონდა მინდობილი, რომელიც მკედრებს აღადგენდა, დემონებს განდევნიდა და ურიცხვ სნეულებათაგან ჰკურნავდა ადამიანებს, რაღა მიტევება გექნება შენ, ხანმოკლე ავადმყოფობის დროსაც რომ შფოთავ და დრტვინავ? მამები ხშირად დაუმსახურებლად სჯიან თავიანთ ვაჟიშვილებს და აიძულებენ მოთმინებით აიტანონ სასჯელი, შენ კი ის ვერ აგიტანია ღმერთი რომ გსჯის. რატომ? მას ხომ უფრო მეტად უყვარხარ, ვიდრე მამებს თავიანთი შვილები, ის ხომ ყველაფერს შენდა სასიკეთოდ და სასარგებლოდ აკეთებს, შენ კი, უმნიშვნელო სნეულებაც რომ შეგეყაროს, უმალვე გამოდიხარ მისი მეუფებიდან და დემონებთან გარბიხარ. აბა, რა მიტევებას მიიღებ? როგორ იმართლებ თავს ქრისტეს წინაშე? როგორ მოიხმობ მას შენს ლოცვებში? რა სინდისით შეხვალ ამის შემდეგ ეკლესიაში? რა თვალებით შეხედავ მღვდელს? რა ხელით შეეხები წმინდა ტრაპეზს, რა ყურებით მოისმენ იქ წაკითხულ საღვთო წერილს? სხვა ვერავინ ვერ ილოცებს შენთვის, თუნდაც მოსეს შემართება ჰქონდეს. ან იქნებ არ გესმის, რას ეუბნება ღმერთი იერემიას იუდეველთა შესახებ: „მოსე და სამუელიც რომ წარდგნენ ჩემს წინაშე, მაინც არ მომიბრუნდება გული ამ ხალხზე“-ო. (იერ. XV,1)? როგორც მონებით მოვაჭრენი სთავაზობენ პატარა ბავშვებს ღვეზელს, ტკბილ ხილსა და მისთანებს, და ამგვარი სატყუარებით დამორჩილებულთ თავისუფლებას და თვით სიცოცხლესაც კი წარსტაცებენ, ასევე გრძნეულნი წარწყმედენ სულის ცხონებას სნეული ასოს მორჩენის დაპირებებით. ხომალდზე მყოფნი მესაჭეს იმას კი არ მიუთითებენ, როგორ ეჭიროს საჭე და როგორ მართოს ხომალდი, არამედ მის ხელოვნებას მინდობილნი გემბანზე სხედან და ასე იქცევიან არა მარტო მაშინ, როცა ხომალდი მშვიდობიანად მიცურავს, არამედ მაშინაც, როცა მას უკიდურესი საფრთხე ემუქრება. და მხოლოდ ღმერთს არ უნდათ მიენდონ, ღმერთს, რომელიც მზრუნველობით იქმს ჩვენთვის სიკეთეს, და ემსგავსებიან ავადმყოფს, რომელიც ექიმს იმის მიცემას კი არ თხოვს, რაც მას ავადმყოფისგან იხსნის, არამედ პირიქით რაც კვებავს ამ ავადმყოფობას. მაგრამ ექიმი განა შეისმენს ავადმყოფის ვედრებას, თუნდაც მტირალი და შესაბრალისად მავედრებელი იხილოს იგი. ის არ მიაქცევს სნეულის ცრემლებს ყურადღებას და თავისი ხელობის წესს კვლავ დაიცავს. ასეთ უყურადღებობას ჩვენ გულქვაობას კი არ ვუწოდებთ, არამედ კაცთმოყვარეობას, რადგან თუკი ექიმი ავადმყოფს დაუჯერებს და ასიამოვნებს მას, მაშინ ის მისი მტერი შეიქმნება, ხოლო თუ თავისაზე დადგება და შეეწინააღმდეგება ავადმყოფის სურვილს, ამით გულმოწყალებასა და სიყვარულს გამოავლენს. არც მოყვარული მამა მისცემს თავს იმის უფლებას, რომ დანა ან გავარვარებული ნაკვერჩხალი მისცეს შვილს (როცა ის ამას თხოულობს), რადგან კარგად იცის, რომ ასეთი თხოვნის დაკმაყოფილება დამღუპველი იქნება მისთვის. ასევე არ სურს ღმერთს, წარსაწყმედელი რამ მისცეს მთხოვნელთ. რადგანაც იცის, რომ ეს დაღუპავს მათ სულებს. თუმცაღა მვედრებელთ კი ჰგონიათ, რომ თავისთვის სასარგებლო რამეს ითხოეენ. ასე რომ თუ ჩვენ ავად შევიქმნებით, უმჯობესია კვლავაც ვიავადმყოფოთ, ვიდრე სნეულებისგან განთავისუფლების იმედით მკრეხელობას მივეცეთ. თუ გრძნეულმა განგკურნა კიდეც, მან ვნება უფრო მეტი მოგაყენა, ვიდრე სარგებლობა. მას ხშირად მოუნდა სარგებლობა ხორცისთვის, რომელიც, მოგვიანებით მაინც უნდა მოკვდეს და გაიხრწნას მაგრამ უკვდავ სულს კი ზიანს აყენებს.

გსმენია ლაზარეს ამბავი? გსმენია, როგორ ებრძოდა იგი მთელი თავისი სიცოცხლე შიმშილს, ავადმყოფობას და სრულ მარტოობას, თავად კი სიცოცხლე მდიდრის კარებთან მიგდებულმა დაასრულა. შესაზიზღი იყო ლაზარე, თვითონ ნიადაგ მშიერი, ძაღლების კერძი შეიქნა. იმ ზომამადე დასუსტდა ხორცით, რომ იმ ძაღლებსაც კი ვერ იგერიებდა, რომლებიც თავს ესხმოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ. და მაინც არ უძებნია შემლოცველი, არ დაუკიდნია ავგაროზნი, არ მიუმართავს ჯადოქრებისთვის, არ მოუხმია გრძნეულები და არც სხვა რამ აკრძალული გაუკეთებია. ასეთ ყოფაში მომკვდარიყო ამჯობინა ვიდრე ნაწილობრივ მაინც ეღალატნა კეთილმორწმუნეობისთვის. და თუ ლაზარე ამდენ ტანჯვა-წვალებას ითმენდა და მედგრად იტანდა ჭირს, რაღა მიტევება გვექნება ჩვენ მცირე რამ ციებ-ცხელების ან ჭრილობების გამო რომ ვუხმობთ გრძნეულთ? ზოგი ისე ავადმყოფობს, საჭირო საჭმელი არ აკლია, სხვები კი ნიადაგ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, თუმცა კი ჯანმრთელნი არიან. ლაზარე კი იმდენად იყო ილაჯგაწყვეტილი, რომ ძაღლებსაც ვერ იგერიებდა, იწვა, ვითარცა ცოცხალი ლეში და უყურებდა, როგორ ესხმოდნენ თავს. აღარ ჰქონდა მათი მოგერიების თავი - ისე დაუძაბუნდა სხეულის ასონი, ისე გაუსავათდა ავადმყოფობით, ისე დაუუძლურდა გამოცდით. და თუკი თავისთავად თითოეული ეს უბედურება აუტანელი და საშინელია, მაშ ვით ითმენდა იგი მათ, ერთად თავს დატეხილთ? სადმე, უკაცრიელ და უდაბურ ადგილზე რომ ყოფილიყო, ასე უპატრონოდ და ყოველგვარ ზრუნვას მოკლებულს ეთმინა ტანჯვანი, განა ასე დამწუხრდებოდა, მაშინ მარტოობა აიძულებდა მოეთმინა თავსდატეხილი უბედურება ძალაუნებურად. მაგრამ ის გარემოება, რომ ამდენ განცხომაში მყოფი ადამიანის თვალწინ იწვა და ზრუნვაც კი არავისგან ღირსებია, ბევრად უფრო უმწვავებდა ტკვილს. წარმოიდგინე, რა უნდა ეგრძნო მას, როდესაც ხედავდა, როგორ ჩადიოდნენ, ამოდიოდნენ, გადიოდნენ, გამოდიოდნენ, ხმაურობდნენ, განცხრებოდნენ მუქთახორები, პირმოთნენი. ჩვენ ათასი უბედურებაც რომ გვქონდეს გადატანილი, თავად ლაზარეს შემყურეთ შეგვიძლია თავი ვინუგეშოთ, რამეთუ მჭვუნვარეს უდიდეს ნუგეშს ჰგვრის ის, რომ თავისი ტანჯვა-წამების მონაწილე ეგულება სადმე. ლაზარეს კი ამ დროს თვალწინ არავინ ჰყოლია ისეთი, მასავით რომ ეტანჯა...

მაშ ყველამ მივბაძოთ ლაზარეს, მდიდრებმაც და ღარიბებმაც, რომელმაც არა თუ ერთი ან ორი სათნოებით იღვაწა, არამედ გაცილებით მეტი დაითმინა. იყო უპოვარი, სნეული, არ ჰყოლია მფარველი, არ უნახავს სხვა ლაზარე, მთელი ცხოვრება ასეთ დღეში ჰხედავდა თავის თავს, მდიდარს კი განცხრომაში მყოფს. მას არ შეეძლთ სიბრძნით ეფიქრა აღდგომაზე, რამეთუ მადლზე უწინ ცხოვრობდა. ამას კიდევ ის ემატებოდა, რომ ამ ვაებათა გამო ადამიანები ამრეზით უყურებდნენ.

ხომ ხედავთ რამდენი უბედურება დაითმინა ლაზარემ. აბა მითხარით, რა მიტევება გვექნება ჩვენ, ამის ნახევარსაც კი რომ ვერ ვიტანთ და ვიწყებთ საშინელ გმობას უფლისას?

სწორედ იმიტომ წარმოგვიდგინა უფალმა ლაზარე იგავში, რომ ჭირში ჩაცვენილნი მისი სიბრძნითა და ტკივილით ვინუგეშებოდეთ. ლაზარე არის საერთო მოძღვარი მთელიმ სამყაროსთვის, რამეთუ ჭირში ყოფნის ჟამს შეგვიძლია გავიხსენოთ ის, რომელმაც საკუთარ ვაებათა სიმრავლით სძლია ყოველთა.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jan 8 2008, 02:07 AM
პოსტი #13


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



მარიამი

უი შენ გაიხარე მარიამ.... დიდი მადლობა smile.gif

თამარი_ცქნაფო
ვუი ვუი.... აგენტურა..... laugh.gif რესპონდენტების პრობლემა მაქვს თამარ sad.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 8 2008, 11:42 AM
პოსტი #14


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(დავით ივერიელი @ Jan 8 2008, 02:07 AM) *



თამარი_ცქნაფო
ვუი ვუი.... აგენტურა..... laugh.gif რესპონდენტების პრობლემა მაქვს თამარ sad.gif

გექნება, რადგან რესპოდენტია და არა რესპოდენტი laugh.gif

და რა საჭიროა ისინი, მასალა არაა აუცილებელი ინტერვიუ იყოს, ჩანართების სახით გამოიყენე მათის სიტყვები და ანონიმებად დატოვე smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 8 2008, 12:28 PM
პოსტი #15


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



თამარი_ცქნაფო

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 8 2008, 10:42 AM) *

გექნება, რადგან რესპოდენტია და არა რესპოდენტი laugh.gif


არა no.gif

დავით ივერიელმა კარგად დაწერა yes.gif

სწორი ფორმაა: რ ე ს პ ო დ ე ნ ტ ი

საერთაშორისო სიტყვის ლათინიზირებული ვარიანტი ქართულში შემოსულია რუსულიდან: респондент

რუსულში კი შესულია ინგლისურიდან: respondant

ეს ფორმა წარმოებულია შემდეგნაირად: respond + ant (respond-პასუხი/პასუხის გაცემა, ant(ent) სუფიქსი ინგლისურ ენაში ზმნას გარდაქმნის ზედსართავად (ინგლისური გაგებით - adjective) და ამ შემთხვევაში ნიშნავს ინდივიდს, რომელიც პასუხობს ანუ მოპასუხეს

ასე, რომ რ ე ს პ ო დ ე ნ ტ ი smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 8 2008, 01:26 PM
პოსტი #16


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა( გიორგი @ Jan 8 2008, 12:28 PM) *

თამარი_ცქნაფო
არა no.gif

დავით ივერიელმა კარგად დაწერა yes.gif

სწორი ფორმაა: რ ე ს პ ო დ ე ნ ტ ი

საერთაშორისო სიტყვის ლათინიზირებული ვარიანტი ქართულში შემოსულია რუსულიდან: респондент

რუსულში კი შესულია ინგლისურიდან: respondant

ეს ფორმა წარმოებულია შემდეგნაირად: respond + ant (respond-პასუხი/პასუხის გაცემა, ant(ent) სუფიქსი ინგლისურ ენაში ზმნას გარდაქმნის ზედსართავად (ინგლისური გაგებით - adjective) და ამ შემთხვევაში ნიშნავს ინდივიდს, რომელიც პასუხობს ანუ მოპასუხეს

ასე, რომ რ ე ს პ ო დ ე ნ ტ ი smile.gif

ეჰ, მეც ეგრე ვწერდი, მაგრამ თითქი დამიქმიეს, ეგრე არაო.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 8 2008, 01:35 PM
პოსტი #17


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



გიორგი
ციტატა
ასე, რომ რ ე ს პ ო ნ დ ე ნ ტ ი

მოიცა კაცო რას ლაპარაკობ huh.gif

ქართული სიტყვა რომ არაა გასაგებია, მაგრამ ქართულ სინამდვილეში როგორ გაიგება?

ინგლისურში - ნ, არ გამოითქმის, დახშულია ხომ, ქართულში რომ გამოითქვას, რახაც ძალიან ცუდად ისმის ქართული ენის თვისებებიდან გამომდინარე.

ამასთან როგორაა მიღებული საქართველოში ესაა მთავარი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 8 2008, 01:45 PM
პოსტი #18


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



კაი, ნუ დახოცავთ ამაზე ერთმანეთს, ვისაც როგორც გნებავთ, ისე წერეთ, ახლა ორთოგრაფიულშიც ვნახე, იქ საერთოდ არ წერია biggrin.gif საღამოს გადავამოწმებ სახლში. მე არ ვწერდი ხოლმე, რადგან ერთხელ ამომაღებინეს, სტუდენტობისას და ამს მერე მწარედ დამამახსოვრდა biggrin.gif ვისაც გნებავთ, წერეთ smile.gif
ისე აფხაზის შენიშვნას ვეთანხმები, არის გარკვეული სიტყვები, იქ ნ იწერება, ჩვენთან კი - არა, ამოწერილიც მქონდა, მაგრამ სადღა მცალაი მე ასეთებისთვის sad.gif სკლეროზ! biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jan 8 2008, 01:54 PM
პოსტი #19


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



რესპოდენტს ვხმარობდი მაგრამ ქართულის ლექტორმა შენიშვნა მომცა.. და რე ვიცი.. რა მნიშვნელობა აქვს? ისე მგონი გიორგი მართლაია wink.gif რახან საერთაშორის სიტყვა, ვფიქრობ გადაკეთებ-გადმოკეთება არ ღირს....


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 8 2008, 02:03 PM
პოსტი #20


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(დავით ივერიელი @ Jan 8 2008, 01:54 PM) *

რესპოდენტს ვხმარობდი მაგრამ ქართულის ლექტორმა შენიშვნა მომცა.. და რე ვიცი.. რა მნიშვნელობა აქვს? ისე მგონი გიორგი მართლაია wink.gif რახან საერთაშორის სიტყვა, ვფიქრობ გადაკეთებ-გადმოკეთება არ ღირს....

biggrin.gif მეც ლექტორმა მომცა შენიშვნა, რას გაიგებ მაგათსას biggrin.gif ამ ჩიქობავა-შანიძის სკოლების დავამ ხომ საერთოდ biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 01:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი