IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> საქართველოს საეკლესიო კრებები, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
Georg
პოსტი Nov 21 2006, 10:34 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122




მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

საქართველოს საეკლესიო კრებები



1. შესავალი

საქართველოს წმიდა ეკლესია წარმოადგენს ერთ-ერთ ნაწილს საყოველთაო მსოფლიო ეკლესიისა, ამიტომაც მისი სამართლის წყაროები იგივეა, რაც მსოფლიო ეკლესიისა, თუმცა ცხადია, მას ვითარცა ადგილობრივ ეკლესიას საკუთარი
წყაროებიც აქვს, ესენია საქართველოს საეკლესიო კრებათა დადგენილებანი, ეკლესიის მეთაურთა, კათალიკოს-პატრიარქთა ეპისტოლეები და დადგენილებანი, სახელმწიფო კანონმდებლობანი საეკლესიო საქმეთა შესახებ, სამოქალაქო ხასიათის
იურიდიული დოკუმენტები ეკლესიის შესახებ, აგრეთვე ეკლესიის ავტორიტეტულ მამათა განმარტებანი.

საქართველოს ეკლესიის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქართული საეკლესიო სამართალი, რომლის მთავარი წყარო ადგილობრივი საეკლესიო კრებები და მისი კანონმდებლობაა. მართალია, ჩვენში საეკლესიო კრებებს უძველესი დროიდანვე იწვევდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე არც ადგილობრივი საეკლესიო კანონების კრებული და არც თვით კრებათა განზოგადებული ანალიზი გაგვაჩნდა. ამ უკანასკნელთა შესწავლის მხრივ, ჩვენში გარკვეული ჩამორჩენა იგრძნობა. მართალია, ხხ ს-ის დასაწყისში ნიკო მარის, ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძისა და სხვა დიდ მეცნიერთა ღვაწლით საფუძველი ჩაეყარა ქართული სამართლის ზოგადი ისტორიის შესწავლას, მაგრამ ათეისტური რეჟიმის დროს, XX ს-ის 20-იანი წლებიდანვე ჩაიშალა საეკლესიო სამართლის შესწავლის ახალწამოწყებული საქმე. წყაროების ნაკლებობასთან ერთად, ალბათ ამით უნდა აიხსნას, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში მხოლოდ რამდენიმე საეკლესიო კრებაა განხილული, მაშინ, როცა IV საუკუნიდან XX-მდე, თითქმის 1600 წლის მანძილზე, საქართველოში ასობით საეკლესიო კრება უნდა ყოფილიყო
მოწვეული, დღეისათვის მათი უმრავლესობა არათუ შესწავლილი, გამოვლენილიც კი არ არის. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ძნელია საეკლესიო კრებების გამოვლენა ზღვა საისტორიო მასალიდან, არ არსებობს ამ კრებების შესახებ პირდაპირი მითითება, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. მკვლევარი იძულებულია სხვადასხვა სიგელგუჯარსა და მატიანეებში ეძიოს მხოლოდ ირიბი მინიშნება ანდა მოწმობა ადგილობრივ საეკლესიო კრებათა შესახებ, მათი გამოვლენის გარეშე კი, როგორც
აღინიშნა, შეუძლებელია სამართლის ისტორიისა და, მაშასადამე, საქართველოს ეკლესიის სრული ისტორიის დაწერა.

მოციქულთა, წმიდა მამათა და მსოფლიო კრებათა კანონებზე დაფუძნებული საეკლესიო სამართალი ძველთაგანვე მოქმედ
სამართალს წარმოადგენდა საქართველოში1. ამ ცოდნას ეფუძნებოდა წმიდა ექვთიმე მთაწმიდელისა და არსენ იყალთოელის მიერ გამოცემული "მცირე" და "დიდი" სჯულისკანონები. ჩვენში, როგორც ჩანს, ასევე იცნობდნენ მსოფლიო კრებების
კანონების განმმარტებლების: ბალსამონის, ზონარას, არისტინესა და მათეოს ბლასტარის შრომებს, ამიტომაც ამ უკანასკნელის "ალფაბეტური სინტაგმისა" და არმენოპულოს შრომათა თარგმანები "მეფე რჯულმდებლის", ვახტანგ VI-ის ღვაწლით გამოკრებილი სახით მიეცათ ქართველებს. ეს გვაფიქრებინებს, რომ თუ არა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება უცხო ძალების მიერ, უეჭველად, საეკლესიო სამართალი საქართველოშიც მიაღწევდა შესაბამის სიმაღლეს. ერთ
უმცირეს, მოკრძალებულ ნაბიჯად ამ გზაზე ალბათ შეიძლება მივიჩნიოთ ქვემდებარე ნაშრომი, რომელიც დაიწერა ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სადიდებლად.

ნაშრომის მიზანია ვრცელი საისტორიო მასალიდან საქართველოს ადგილობრივი კრებების შესახებ მონაცემების გამოვლენა, მათი ანალიზი ისტორიულფილოლოგიური თვალსაზრისით და მათი დალაგება გარკვეული პრინციპების შესაბამისად (ქრონოლოგიურად და სისტემატურად), ამასთანავე, ნაკვლევის შეჯერება მსოფლიო საეკლესიო სამართლის თანამედროვე დონესთან, შესაძლებლობის ფარგლებში. ივანე ჯავახიშვილის აღნიშვნით, სამართლის სფეროში მომუშავე უნდა
იყოს ისტორიკოს-ფილოლოგოსი და ამასთანავე უნდა ჰქონდეს სპეციალური იურიდიული განათლება, ამიტომაც ჩვენ, ვითარცა მხოლოდ ისტორიკოსი და არა იურისტი, უფრო მეტად ვიხილავთ საეკლესიო კრებებს ისტორიულ-ფილოლოგიური
თვალთახედვით და ნაკლებად ვეხებით მათ დოგმატიკურ-კანონიკური მხრივ, თუმცა კი მოგვაქვს უხვი მასალა მის შესახებაც. ამასთანავე, 20-ზე მეტი წლის მანძილზე ჩემი ეპისკოპოსობის დროს, როგორც ეპარქიაში, ისე წმიდა სინოდში ხშირი შეხება
მქონდა საეკლესიო-კანონიკურ სამართალთან, ამ პრაქტიკულმა საქმიანობამ ცოტაოდნად გაამდიდრა ჩემი ცოდნა ამ სფეროში. ვლოცულობთ, რათა შემდგომ თაობას, უფრო მეტად დახელოვნებულს იურიდიულ სფეროში, ჩვენი ნაშრომი
გამოადგეს, ვითარცა ერთი საფეხური უფრო მაღალ სიმაღლეზე ასასვლელად.
--------------------
1. ი.დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.III; 1970 წ. წინასიტყვაობა, გვ. 5.

+ + +

ესაა მცირეთგან უმცირესი ფრაგმენტი(შესავალი) მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის კვლევიდან - "საქართველოს საეკლესიო კრებები"

(გავაგრძელო?)



--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 05:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი