IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით
guest
პოსტი Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ძვირფასო მეგობრებო,

ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე.

მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო".

ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით.

ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ.

დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო.

გმადლობთ.

დიდი სიყვარულით

ნანა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
28 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(120 - 139)
გიორგი
პოსტი Feb 20 2008, 11:08 PM
პოსტი #121


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ეკატერინე
ციტატა
მე არ ვამბობ რომ ისინი სრულად უდანაშაულონი არიან, მაგრამ სხვებსაც მიუძღვით "წვლილი".

ამაში მართალი ხარ. სხვებსა - ... ანუ ძირითადი დამნაშავე ყოველთვის ცენტრია. იმპერია დაიშალა და ომს დამოუკიდებლობა მიღებული სახელმწიფოები ხომ არ დაიწყებდნენ. ომი აწყობდა ბელგრადს დ არა სარაევოს ან ზაგრებს ან ლიუბლიანას და ა.შ.
ციტატა
ამიტომ არა მგონია შენ რასაც კითხულობ სრულიად ობიექტური ინფორმაცია იყოს

ობიექტურია...
ციტატა
გააგის ტრიბუნალზე გადაცემულნი მარტო სერბები არ არინ, ხორვატი სამხედრო პირებიც არიან სხვათა შორის

კი, ძირითადად სერბები, მაგრამ ხორვატებიც...

ციტატა
აფხაზეთი ხომ საქართველოა , ძველი მიწა, რაა ბოსნია სერბიისთვის? არაა სერბული მიწა? პროვინცია იყო ისეთივე, უფრო ნაკლები, ვიდრე აფხაზეთი. ვინ იყო წმინდა საბა, სერბი მთავრის შვილი ხომ? რომელი ტერიტორიის მტავარი იყო? დღევანდელი ბოსნია და ზღვისპირეთის. სად მოღვაწეობდნენ მათ წმინდანთა უმეტესი ნაწილი? დღევანდელ ბოსნიის და ჩერნოგორიის მიწებზე.

მაგაში მართალი ხარ, მაგრამ იურიდიულად ეგრე არ არის. აფხაზეთი არ იყო და არ არის სუვერნიტეტის მატარებელი, ბოსნია - კი. ეს იმათი ბრალია ვინც ასეთი სტატუსი მიანიჭა მაგათ თავის დროზე. აი, კოსოვოს დამოუკიდებლობას არანაირად არ ვემხრობი...

staywhite
ციტატა
ჩერნოგორიელს რომ უთხრა სერბი არ ხარო, გაგიბრაზდება. დიდი სერბები "ცრნა გორა"-დან არიან ძირითადად.

დამოუკიდებლობა კი გამოაცხადეს და... თუმცა ეს სხვა საკითხია.

ციტატა
დღეს მილიონობით ალბანელი ცხოვრობს კოსოვოში და მაკედონია მთლიანად რომ ჩამოსულიყო,მაინც ვერ იქნებოდნენ იმდენი,რაც დღეს არიან.

მთლიანი ეთნოწმენდა კი არ იყო. 600 000...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 20 2008, 11:09 PM
პოსტი #122


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
ვერ დაბრუნდება, აქ კამათი ზედმეტია

უნდა დაბრუნდეს... ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ ძალიან ბევრნი არ არიან და ეგაა პრობლემა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 20 2008, 11:11 PM
პოსტი #123


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



სერბთა და ხორვატთა რიცხვი ჰააგაში თიტქმის ერთნაირია, ბოშნიაკები უფრო ცოტაა. ეს ინფორმაციისთვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 21 2008, 12:01 AM
პოსტი #124


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
გაიხარე, საინტერესო საუბარი იყო.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
besik
პოსტი Feb 21 2008, 12:26 AM
პოსტი #125


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 196
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,769



ყველას კარგად მოეხსენება რომ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა,ოღონდ ფარულად ჯერჯერობით.თუკი ამ ყველაფერს სათანადო პასუხი არ გაეცემა და თავისი სახელი არ დაერქმევა,რომ ამით რაგაც ფარულ გარიგებასთან გვაქვს საქმე,არ არის გამორიცხული სხვა მართლმადიდებლური სახელმწიფოებიც დადგნენ ასეთი საფრთხის წინაშე.


--------------------
გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ.
skype=besobesiki1
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 21 2008, 12:39 AM
პოსტი #126


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გაიხარე, ბესიკ, უფალი შეგეწიოთ მანდ ბიჭებს და ყველგან საერთოდ.

გიო, ვნახე რაღაც რიცხვები, გერმანელების შეფასება, ვაზუსტებ ჯერ, და დაიჯერე სერბებზე მეტი აქვთ სერბთა რიცხვი და ლტოლვილი ალბანელები კი 263 000. სხვა საომარი სტატისტიკა, ანუ რამდენი ტანკი, ავიაბომბერი, ქვეითი და ასე შემდეგ ამაზე მაქვს ინფო,მაგრამ ეს არაა ახლა საინტერესო. თუ რამე , ქრონოლოგიურად მაქვს UNO-ს სტატისტიკა. მე მგონი ზედმეტია ახლა ამის ცოდნის აუცილებლობა, ისე კი კაი ბლომათაა.

რომ დავადგენ კიდევ იმ რიცხვებს, დავწერთ და შევადაროთ სხვადასხვა ქვეყნების დამკვირვებელთა მიერ დაწერილი ინფორმაციები.

იხარეთ, იმედია ეს რეისიც მშვიდობიანად ჩაივლის ჩემს ახლოში მაინც sad.gif მოიხსენით ხოლმე ლოცვებში. მადლობთ, იცოცხლეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 21 2008, 03:30 AM
პოსტი #127


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მოკლედ, უახლოესი ინფორმაციის მიხედვით, რაც "ლოკალური წყაროებიდან" ( smile.gif რა ოფიციალური ვარ) გავიგე, ისაა რომ ხვალ მზადდება დიდი დემონსტრაცია ბელგრადში და მთელს სერბიაში. სკოლები და საწავლო დაწესებულებები დაითხოვეს ხვალისთვის. ჯარის გაძლიერებული კონტიგენტი დგას კოსოვოს საზღვართან და ასევე გაძლიერებულად ხდება უსაფრთხო სახმელეთო ტერიტორიის დაცვა. მთავრობა ამტკიცებს, თავდასხმა თვით კოსოვოზე გამორიცხულია, მაგრამ მოსალოდნელია შინაგანი არეულობები და იმას აწერს საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებას. ეშინია, ხალხმა არ აიღოს ხელში იარაღი. მოსახლეობაში კი არამშვიდი განწყობაა.

მე გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ერთმორწმუნე ხალხი, ვუსურვოთ განსაცდელის აცდენა და მშვიდობიანობა, სულიერად გაძლიერება და დათმენა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Feb 21 2008, 11:11 AM
პოსტი #128


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ციტატა
500-600 სერბი დაიღუპა


გიო ეგ არსად არ თქვა. მე გუშინ დავწერე ოთხი სოფელი, სერბული, გადაბუგული ვნახე საკუთარი თვალით. როგორ გგონია ამ ოთხ სოფელში მარტო 600 სერბი ცხოვრობდა. თან არ გეგონოს იქაური სოფლები ჩვენებურ სოფლებს გავდეს. გორი უფრო პატარა სოფელია და თან გაცილებით ჩამორჩენილი ვიდრე კოსოვოს სოფლები. იქ განვითარება სოფლებიდან იქყება, მე ყოველშემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა


ნიანიას მერე ცალკე დაველაპარაკები

მიშველეთ გიო მემუქრება ohmy.gif tongue.gif biggrin.gif mpua.gif


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 21 2008, 11:50 AM
პოსტი #129


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
მე გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ერთმორწმუნე ხალხი, ვუსურვოთ განსაცდელის აცდენა და მშვიდობიანობა, სულიერად გაძლიერება და დათმენა.


ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს ჩვენ ქრისტეს მიერი ძმათა სამკვიდრო მიწა - სერბეთი!

წმ. საბა სერბის, წმ. ნიკოლოზ სერბის, მეტოქიელ ღირსთა მამათა და დედათა, პეჩსა შინა დავანებულთა მოღვაწეთა და სერბული ეკლესიის ყოველთა წმიდათა ლოცვითა და მეოხებით, უფალმა მიმადლოს მშვიდობა და წყალობა სერბეთს და მის ხალხს, აშოროს სისხლის ღვრა, აკურთხოს წყალობით, მიმადლოს ძლევაი და გამარჯვებაი მტერთა ზედა, რათა ყოველნი მკვიდრნი მისნი ადიდებდნენ ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩვენსა - ყოვლადწმიდასა სამებასა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ


wub.gif Србиjа!!! cool.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
besik
პოსტი Feb 21 2008, 12:49 PM
პოსტი #130


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 196
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,769



დიახ,ამას სერბი ხალხი არ მოითმენს,მართლაც არ არის გამორიცხული რომ ეს ძალიან დიდ არეულობასადა საომარ მოქმედებებში გადაიზარდოს და ყოველივე ეს,თუკი კვლავ სისხლი დაიღვრება,იმ ქვეყნების სინდისზე იქნება ,ვინც ამ ნამუსგარეცხილ,არაქრისტიანულ და სერბი ხალხის გასანადგურებლად მიმართულ გარიგებებში მიიღო მონაწილეობა.
დიახ ეს ჩვენი,ყველა მართლმადიდებლის ვალია ,ვილოცოთ ჩვენი ერთმორწმუნე ხალხისათვის,რათა ღერთმა შემწეობა არ მოაკლოს მათ და დაუბრუნოს ის,რის წაგლეჯასაც ასე გაშმაგებით ცდილობენ ბნელი ძალები.


--------------------
გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ.
skype=besobesiki1
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 21 2008, 02:18 PM
პოსტი #131


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნიანია
ციტატა
გიო ეგ არსად არ თქვა.

ეგ ზუსტად ეგრეა, ოღონდ მარტო 1999 წელს. ერთ რაიმეზე უნდა შევთანხმდეთ, კოსოვოში გაცილებით მეტი ალბანელი დაიღუპა ვიდრე სერბი, თუ სხვა მონაცემები გაქვთ კოსოვოს ომზე დადეთ და წყაროც მიუთითეთ.
ციტატა
მე გუშინ დავწერე ოთხი სოფელი, სერბული, გადაბუგული ვნახე საკუთარი თვალით.

ეგ არ ნიშნავს რომ იმ სოფლის მოსახლეობა მთლიანად დაიღუპა, ან თუნდაც ნახევარი. იგივეს ვიტყოდი ბელგრადში დანგრეულ შენობებზე. დანგრეული შენობის პატრონი შესაძლოა გახიზნული იყო ან იარაღით ხელში იბრძოდა სხვა ადგილას ანდა უბრალოდ შემთხვევით გადარჩა სიკვდილს.
ციტატა
გორი უფრო პატარა სოფელია და თან გაცილებით ჩამორჩენილი ვიდრე კოსოვოს სოფლები.

გორის მოსახლეობა ოფიციალურად არის 50 000, არა ოფიციალურად + ცხინვალიდან დევნილების გათვალისწინებით დაახლოებით 70-80 ათასი, ამხელა კოსოვოს სოფლები კი არა სერბეთში სულ რამოდენიმე ქალაქია... დაახლოებით ათამდე... რაის გორზე დიდი სოფლები კაცო?! smile.gif

P.S. საერთოდ დისკუსიის დროს დაასახელეთ ზუსტი მონაცემები: მოსახლეობა, დაღუპულთა რაოდენობა, ქალაქების და სოფლების დასახელებები, გენერლების სახელი და გვარი და ა.შ. თუ არა "ეგ არსად თქვა", "ჩემი თვალით ვნახე გადაბუგული სოფელი", "კოსოვოში გორზე დიდი სოფლებია იმიტომ რომ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა" და ა.შ. არგუმენტები არ არის... მე როდესაც რაიმე საკითხის გარკვევით ვინტერესდები (სულ ერთია პოლიტიკური, მეცნიერული თუ რელიგიური) ზუსტ მონაცემებს და წყაროებს ვკითხულობ, წინააღმდეგ შემთხვევაში დისკუსია უაზრო გახდება, რადგან ყველას თავისი აზრი აქვს... კი, ბატონო დადეთ მონაცემები, რომ კოსოვოს ომში სერბი მეტი დაიღუპა ვიდრე ალბანელი და დავიჯერებ, დადეთ მონაცემები ან კანონები რა უფლებით იცავდა სერბეთი თავის მოსახლეობას სხვის სუვერენულ ტერიტორიაზე და ამასაც დავიჯერებ...


besik
ციტატა
დიახ, ამას სერბი ხალხი არ მოითმენს, მართლაც არ არის გამორიცხული რომ ეს ძალიან დიდ არეულობასადა საომარ მოქმედებებში გადაიზარდოს

არ გამოვრიცხავ, რომ NATO-ს ბლოკპოსტებზე სერბულმა პარამილიტარულმა შენაერთებმა შეიარაღებული თავდასხმები მოაწყონ...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 21 2008, 03:01 PM
პოსტი #132


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Reuter-ის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ გამძვინვარებულმა დემონსტრანტებმა დაარბიეს იმ სახელმწიფოების საელჩოები ვინც აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. yes.gif

მასობრივი დემონსტრაცია მზადდება ბელგრადში, საგანგებოდ გამოყოფილი უფასო მატარებლებით ხელისუფლებას თვითონ ჩამოყავს დემონსტრანტები, დღევანდელი დღე უქმედ გამოცხადდა.

რუსეთი ღია მხარდაჭერას უცხადებს სერბეთს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 21 2008, 10:43 PM
პოსტი #133


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გიო,

კარგი რა, დაგინებული გაქვს კაცო ამ ალბანელების მსხვერპლი მსხვერპლად გაიგო და სერბებს კი შავი ქვა სულშიო? sad.gif ყველა ცოდვაა, უდანაშაულო, მაგრამ ასე უარყოფა არ შეიძლება . რას ქვია წყაროები, გიო, ვერ გავიგე, სოფლების სახელები დავწეროთ? დავწერ, ეგეც არ იქნება სიძნელე, მაგრამ რა აზრი აქვს ვერ ვხვდები. ან, ნიანიას ნათქვამ სოფლებზე რომ ამბობ, ყველა არ მოკვდებოდაო, ეგ საიდან იცი? სახლი აღარ დგას დამწვარ-გაპარტახებული რომ არ იყოს და ქათამიც არ დარჩებოდა ცოცხალი, გიმეორებ: გენოციდი დაიწყო სწორედ ალბანელების UÇK-მ მოხნა სერბული სოფლები, დიდ-პატარას არ ინდობდა,სკალპს ხდიდა სერბებს, დიდი სისასტიკით ჟლიტა და კიდევ მათი მსხვერპლი მსხვერპლია და სერბების კი ხუმრობა? მასე ნუ იძახი. გაცილებით მეტი ალბანელი იმიტომაც დაიღუპა მერე, რომ სერბები აღარ იყვნენ ფაქტიურად. რა სიძლიერით უპასუხა სერბების არმიამ UÇK-ს ბეზპრედელს, ეგ უკვე მეორე საკითხია და იმ დაღუპულ უდანაშაულო სერბების მოწამეობრივი სიკვდილი მაგით არ უფასურდება.

ციტატა
გორის მოსახლეობა ოფიციალურად არის 50 000, არა ოფიციალურად + ცხინვალიდან დევნილების გათვალისწინებით დაახლოებით 70-80 ათასი, ამხელა კოსოვოს სოფლები კი არა სერბეთში სულ რამოდენიმე ქალაქია... დაახლოებით ათამდე... რაის გორზე დიდი სოფლები კაცო?!


მე შემიძლია მოვიძიო ან გადავიღო მომავალში სურათები სერბული სოფლებისა, რომელიც ნამდვილად არის ტერიტორიით გორის ხელა. რაც არ გინახავს, იმას მაინც დაუჯერე ვინც ნახა. რაიონი, დაბა როგორცადმინისტრაციული ერთეული იქ არ არსებობს: არის ან სოფელი ან ქალაქი.

არის არგუმენტები გიო, ის, ვინ რა იხილა მისი თვალით, მე თუ სუბიექტურობას დამწამებ, ნიანიას რა ინტერესი აქვს მაინც არ მესმის, რომ რაიმე გააზვიადოს, თუმცა არც მე ვაზვიადებ. რაც შეეხება გენერლებს და თუნდაც საომარ ტექნიკას, სტრატეგიულ განხორციელებს, არ არის პრობლემა, შემიძლია დავწერო,მაგრამ რამდენად აუცილებელია ეგ არ ვიცი.

გიორგი,

შენ პპოსტებში ჩანს ასე, რაც ზემოთ დავწერე, არ გეგონოს იმას გაბრალიდე, რომ ხალხის წინააღმდეგი ხარ და აუბრალოვებ მათ ტრაგედიას. ვიცი შენი მაქსიმალისტობა, არ არის ეგ ცუდი,მაგრამ ვინც არ გიცნობს მე როგორც დაგიწერე ისე ეგონება. შენს ამ მიმართულების პოსტებზე მახსენდება გერმანიაში დაბადებული ახალი ტერმინი 90-იანი წლების ბოლოს:

Serbien muss Sterbien -> sterben - გერმანულად ნიშნავს სიკვდილს, გარდაცვალებას, მოკვდინებას, muss კი დამხმარე ზმნაა და იგივეა რაც რუსული должен. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ sad.gif

ციტატა
მასობრივი დემონსტრაცია მზადდება ბელგრადში, საგანგებოდ გამოყოფილი უფასო მატარებლებით ხელისუფლებას თვითონ ჩამოყავს დემონსტრანტები, დღევანდელი დღე უქმედ გამოცხადდა.


ეს არ არის სწორი ინფორმაცია.ხელისუფლება ხელს არ უწყობს დემონსტრაციებს. სკოლები დაითხოვეს, რომ ბავშვები ქუჩაში არეულობაში არ მოყვნენ.ხელისუფლებამ კი , როგოც ზემო პოსტში მიწერია, გააძლიერა სპეცნაზის მობილიზაცია შიგა არეულობების თავიდან ასაცილებლად.

ციტატა
Reuter-ის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ გამძვინვარებულმა დემონსტრანტებმა დაარბიეს იმ სახელმწიფოების საელჩოები ვინც აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა.


...მხოლოდ ამერიკის და ხორვატიის.იყო დიდი დემონსტრაცია ბელგრადში მთავრობის სახლის წინ.ახლა კი დემონსტრანტები წმინდა საბას ტათარში წავიდნენ სალოცავად !!!!!! ეს არის უახლესი უტყუარი ინფორმაცია და ვიმედოვნებ მის სიმართლეში არავის გაუჩნდება ეჭვი გარკვეული მიზეზების გამო,სხვა თუ არაფერი.

უფალი შეეწიოს მართლმორწმუნე სერბეთს. ამინ.

პ.ს. კუშტუნიცა განუდგა თითქოს ტადიჩს, ტადიჩს კი კიდევ უნიონის კურსი უჭირავს.რა იქნება მერე გამოჩნდება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 22 2008, 01:10 AM
პოსტი #134


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
კარგი რა, დაგინებული გაქვს კაცო ამ ალბანელების მსხვერპლი მსხვერპლად გაიგო და სერბებს კი შავი ქვა სულშიო?

ციტატა
დაღუპულ უდანაშაულო სერბების მოწამეობრივი სიკვდილი მაგით არ უფასურდება.

მე მსგავსი არაფერი მითქვამს. no.gif
უბრალოდ ერთი რამ უნდა ვაღიაროთ, კოსოვოს ომის დროს დაიღუპა ბევრად უფრო მეტი უდანაშაულო ალბანელი ვიდრე სერბი. მე არც იმას უარვყოფ, რომ სეპარატიზმი ალბანელებმა დაიწყეს და არც მოწამეებს ვაყენებ ჩრდილს, მაგრამ თუ ობიექტურობა გვინდა აუცილებლად ცალსახად უნდა დავაფიქსიროთ, რომ სერბეთის არმიამ უსასტიკესად უპასუხა ალბანურ სეპარატიზმს მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით, რასაც შეეწირა მრავალი ათასი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე.

ერთი რაიმე ყველამ კარგად უნდა გაიგოს, ქრისტეანობისათვის უმოწყალოდ მოკლული ნებისმიერი სერბი მოწამეა, მაგრამ სერბეთი, როგორც სახელმწიფო ტყუილა ცდილობს თვითონ დაიდგას მოწამეობის გვირგვინი, რადგან მათმა პასუხმა უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მე არ ვიძახი, რომ სერბების მსხვერპლი ხუმრობაა, მე ვარ ნეიტრალური, მე ვიძახი რომ სერბების მსხვერპლი ძალიან ცუდია, მაგრამ იმის ფონზე, როდესაც უდანაშაულო ალბანელთა მსხვერპლი უფრო დიდი იყო სერბეთის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება მიქრება.

თუ ჩემი არ გჯერა ცოტა ხანში დავდებ პრიშტინას ეპისკოპოსის ქადაგებას, რომლის თვალწინ მოხდა ორივე ომი: ალბანელებთანაც და NATO-სთანაც. მან ნამდვილად კარგად უწყის კონკრეტული სერბი მოწამეების ფასი, მაგრამ გარკვევით აღნიშნავს, რომ ნუ ხდება ომის განხილვა, როგორც "მართლმადიდებლური სერბეთზე" თავდასხმაო, ოფიციალური ბელგრადი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა იმპერიის აღდგენას დასავლურ წინააღმდეგობას წააწყდაო, ეს არის და ესო. ის კაცი 100%-იანი მართალია...
ციტატა
მე შემიძლია მოვიძიო ან გადავიღო მომავალში სურათები სერბული სოფლებისა, რომელიც ნამდვილად არის ტერიტორიით გორის ხელა. რაც არ გინახავს, იმას მაინც დაუჯერე ვინც ნახა. რაიონი, დაბა როგორცადმინისტრაციული ერთეული იქ არ არსებობს: არის ან სოფელი ან ქალაქი.

ნახვა რად უნდა... ინფორმაცია ნებისმიერ ატლასში ან ინტერნეტში წერია... ქალაქების და სოფლების ფართობით გაზომვა არაა პოლიტგეოგრაფიაში მიღებული, რადგან ეს მკაფიო სურათს არ იძლევა. ფართობით ძირითადად სახელმწიფოებს ზომავენ. ჩვენს შემთხვევაშიც მსხვერპლზე და შესაბამისად მოსახლეობაზე იყო ლაპარაკი, ამიტომ არაფერი არ მეშლება, 70-80 ათასიანი სოფელი სერბეთში არ არსებობს. no.gif
ციტატა
ნიანიას რა ინტერესი აქვს მაინც არ მესმის, რომ რაიმე გააზვიადოს

ნიანიას თავისი აზრი აქვს. არც არაფერს არ აზვიადებს, მან არც სერბული სოფლების მოსახლეობა იცის, არც მსხვერპლის რაოდენობა. ის იყო პრიშტინაში, იქ ნახა მაღალი შენობები, განვითარებული ინფრასტრუქტურა, ეფექტურად განათებული სოფლები, ნაგებობები, რაც საერთო ჯამში ტოვებს დინამიკური დასახლებული პუნქტის შთაბეჭდილებას და გგონია რომ ძალიან დიდ ქალაქში ან სოფელში ხარ, მაგრამ რეალურად მოსახლეობით შესაძლოა ქ. ონი უფრო დიდი იყოს. ასე, მაგალითად ერთი ჩემი ახლობელი ვერაფრით ვერ დავარწმუნე, რომ ბრემენი და დიუსელდორფი, ორივე ერთად აღებული ჯამში არაა თბილისზე დიდი მოსახლეობით... ცათამბრჯენები, ეფექტური კონსტრუქციები და ურბანიზაცია დიდი ქალაქის ეფექტს იწვევს.

ეს ერთი, ახლა მეორე ნიანიას ძალიან ეცოდება ერთი სერბი გოგო, რომელიც იქ ნახა ძალზედ გაჭირვებულ მდგომარეობაში, მას ობიექტურობა დაკარგული აქვს იმ ადამიანის საცოდავი მდგომარეობის გამო და აგრეთვე იმ სერბების გამო, რომელიც იქ ანკლავში ნახა. რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით დათვალიერებული სხვაა და პოლიტიკური რეალობა სხვა. დიქტატორ სლობოდან მილოშევიჩს, რომ გასვლოდა თავისი დაწყებული საქმე კოსოვოში ბოლომდე, მაშინ ნიანიას დღეს გააგზავნიდნენ ვიზიტით მაკედონიაში, სადაც შეხვდებოდა ვინმე საწყალი ალბანელი ბიჭი, რომელსაც ფეხმძიმე მეუღლე დაეღუპა ბავშვიანად სერბული არმიის უსასტიკესი პასუხის დროს და მაშინ ადამიანურობიდან გამომდინარე იმ ალბანელის საცოდაობით დაიწვებოდა.

აქ რომ შემოვა ნიანია თვითონ დაწერს, რამდენად ჩავხვდი მის ფიქრებს... wink.gif

ნიანიას ვნახავ ეკლესიაში და იქ გავისაუბრებთ თუ დრო მექნება.
ციტატა
Serbien muss Sterbien

ამას მე არც ერთ ერს არ ვუსურვებ, რა სისულელეა... ის რომ მე სერბების სამხედრო დანაშაულებზე ვამახვილებ ყურადღებას სულაც არ ნიშნავს, რომ ალბანელებს ვემხრობი. უბრალოდ არ მინდა, რომ მოხდეს ოფიციალური ბელგრადის ბოროტმოქმედების მიჩქმალვა და ამ სახელმწიფოს იმპერიალისტური პოლიტიკის უგულებელყოფა ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან. აქ, როგორც მართლმადიდებლურ ფორუმზე ხდება იმის წარმოჩინება, რომ თითქოს სერბეთზე თავდასხმა მიზანმიმართული ანტი-მართლმადიდებლური ქმედება იყოს. ეს არის აბსურდი. იუგოსლავიის სახელმწიფოს უამრავი დანაშაული მიუძღვის ადამიანურობის წინააღმდეგ და ამის თქმა აუცილებელია, თუ არა... ვინმემ, რომ ალბანელი სეპარატისტების ქება-დიდება დაიწყოს, ან ნაძირალა იბრაჰიმ რუგოვასაგან თავისუფლების მოყვარე ერის ლიდერის იმიჯი დახატოს იმასაც სასტიკ ოპონირებას გავუწევ, არანაკლები დეტალური ინფორმაცია მაქვს "ალბანელთა ხსნის არმიის" არაკაცობებზეც, უბრალოდ ახლა არ ვლაპარაკობ მაგაზე.
ციტატა
ხელისუფლება ხელს არ უწყობს დემონსტრაციებს.

ციტატა
სრული დეზინფორმაციაა

ციტატა
არანაირი დარბევა არ ყოფილა

ძალიან ცუდი. yes.gif
შენ ვერ გაიგე მე რისი თქმა მინდოდა, ეს ნეგატიურ კონტექსტში დაწერილი არ ყოფილა, არამედ პირიქით. მე უკმაყოფილო დავრჩები თუ სერბეთის ხელისუფლება შეეგუება კოსოვოს დამოუკიდებლობას.

ახლა მოდი კარგად დავფიქრდეთ, რეალურად ყველაზე სამართლიანი ომი ალბანელებთან სწორედ ახლა იქნება. yes.gif სლობოდან მილოშევიჩის უსასტიკესი ეთნოწმენდა, როდესაც ერთ მოკლულ სერბზე 10-ზე მეტი ალბანელი მოდიოდა და ნახევარ მილიონზე მეტი მაკედონიაში გაიქცა ლტოლვილად, იყო სრული უგუნურება, პოლიტიკური სიბეცე და ნაძირლობა. მაშინ საჭირო იყო სპეც. ოპერაცია, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, და "ალბანეთის ხსნის არმიის" წევრების პოლიციური დევნა და ლიკვიდაცია. არამც და არამც ეს არ უნდა გადაზრდილიყო ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში, რასაც მრავალი ათასი მშვიდობიანი ალბანელის სიცოცხლე შეეწირა. დღეს აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა. კოსოვოს დამოუკიდებლობა ნიშნავს პრიშტინას დაპირისპირებას ბელგრადთან. ეს არც დივერსიული თავდასხმებია, არც ალბანელთა ხსნის არმიის თარეში და არც სერბი მოსახლეობის დაწიოკება კრიმინალური ბანდების მიერ, ერთი შეხედვით ვითომ წინაზე ბევრად უფრო მშვიდობიანი ნაბიჯი - ოფიც. პრიშტინას მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება არის სერბეთის სუვერენული ტერიტორიების ხელყოფა და გაცილებით დიდი დანაშაულია ვიდრე ის, რაც იბრაჰიმ რუგოვას დროს ხდებოდა... პოლიტიკურად ასეა... ამიტომ სასურველი იქნებოდა სერბეთს შეექმნა პარამილიტარისტული ორგანიზაციები და მცირე დივერსიული ჯგუფები, რომლებიც დახურული პოზიციებიდან დაბომბავდნენ NATO-ს ჯარების ბლოკპოსტებს მსხვერპლის გამოწვევის მიზნით და სერბეთის ტერიტორიიდანვე რეაქტიული ჭურვებით რეგულარულ იერიშს მიიტანდნენ პრიშტინას ხელისუფლების შენობებზე. ეს გამოიწვევდა ერთის მხრივ მსხვერპლს, რაც აიძულებდა NATO-ს ჯარების გაყვანას თვეების განმავლობაში დიდი სიკვდილიანობის და დანაკარგების გამო და მეორეს მხრივ მშვიდობა არ ეღირსებოდათ ალბანელებს, რაც დაღლიდა მათ და კვლავ სერბეთში ინტეგრაციისკენ უბიძგებდა მშვიდობის სანაცვლოდ.

რუსეთს კიდევ ქართველების მიწებზე ხელის ფათურს ურჩევნია ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს და "გაეროს" უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვეტო დაადოს კოსოვოს დამოუკიდებლობას და "გაეროში" არ მიაღებინოს, ეს ძალიან შეუკვეცავდა ფრთებს სეპარატისტულ მოძრაობას. yes.gif

ბოლოს დასკვნის სახით:

კოსოსვოს ომი

1. კოსოვო და მეტოქია არის სერბეთის უძველესი მხარე, ამიტომ მე არ ვემხრობი მის დამოუკიდებლობას. სეპარატიზმს არც იურიდიული საფუძველი არა აქვს.
2. კოსოვოში სეპარატისტული მოძრაობა დაიწყეს ალბანელებმა, მათ მოახდინეს პირველი პროვოკაციები.
3. ოფიციალურმა ბელგრადმა ნაცვლად სეპარატიზმის აღკვეთისა პოლიციურ დონეზე, კოსოვოში შეიყვანა რეგულარული არმია, რომელიც უსასტიკესად გაუსწორდა არა მარტო "ალბანელთა ხსნის არმიის წევრებს" და ბანდფორმირებებს, არამედ უდანაშაულო მოსახლეობას. საბოლოო ჯამში უდანაშაულო ალბანელთა მსხვერპლმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა უდანაშაულო სერბთა მსხვერპლს. ნახევარ მილიონზე მეტი უდანაშაულო ალბანელი უსახლკაროდ დარჩა.

ბოსნიის ომი

1. სერბეთის სახელმწიფო ვერ შეეგუა იუგოსლავიის დაშლას - აქედანაც ჩანს, რომ ის მინი-იმპერია იყო და დაიწყო ომი სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე სერბი მოსახლეობის დასაცავად. ეს სასტიკად ეწინააღმედეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
2. სერბების მიერ დაწყებულ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს სხვა სახელმწიფოში შეეწირა უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, საერთო ჯამში ასი ათასამდე, მაგრამ დაღუპულებში უმეტესობა ბოსნიელი იყო.
3. სერბმა სამხედროებმა მოაწყვეს სრებრენიცას საშინელი ტრაგედია, სადაც მათ ერთ დღეში დახოცეს 8000-მდე უდანაშაულო ადამიანი. კონკრეტულად ასეთი მასშტაბების სისასტიკე უდანაშაულო ადამიანების მიმართ არ დასტურდება არც ერთ სხვა კონფლიქტში 90-იანი წლების გარიჟრაჟზე.
4. ისტორიული სამართლიანობით დღევანდელი ხორვატიის, ბოსნიის, სერბეთის და მონტენეგროს მიწები სერბებს მიეკუთვნებოდათ, რომ არა ერთი მომენტი, შიდა და გარე ფაქტორების გამო, წლების განმავლობაში სერბი ერი დაიშალა... კათოლიკებს - ხორვატები ეწოდათ, მუსულმანებს - ბოსნიელები. მას შემდეგ რაც ამ ერებმა თავი სერბებად აღარ ჩათვალეს და იურიდიულად მათ სუვერენიტეტი მიენიჭათ ჯერ იუგოსლავიის შემადგენლობაში, შემდეგ კი სრული დამოუკიდებლობა, მათი ტერიტორიები სერბების ისტორიულ კუთვნილებად ვეღარ ჩაითვლება, ამასვე ადასტურებს საერთაშორისო სამართლის ნორმები. სერბი ერის დაშლის საბოლოო ნაბიჯი იყო მონტენეგროს მიერ გამოყენებული უფლება დამოუკიდებლობის გამოცხადებისა. რატომღაც პრაქტიკულად იგივე ერმა (რელიგიური ნიშნითაც იგივემ) ყოველგვარი სისხლიანი კონფლიქტის და მუქარის გარეშე დამოუკიდებლობა არჩია.

P.S. ამდენი დროც არ მაქვს, რომ იუგოსლავიის მოვლენების ფართოდ გარჩევა დავიწყო, თუ მეტ-ნაკლები კონსესუსი ვერ მიიღწა ვეცდები ნიანიასთან ეკლესიაში გავისაუბრო თუ დრო მექნა და შემხვდა ნინო სადმე. დანარჩენი რა ვთქვა... კონკრეტული ერების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ იუგოსლავიაში მიმდინარე მოვლენებზე ასე მარტივად არ შევიცვლი აზრს, ყველაზე უკეთეს შემთხვევაშიც კი უბედურების მიზეზის ნახევარი მაინც სერბეთის ბრალი იყო. (ისე, რეალურად ცენტრის ბრალი ყოველთვის უფრო მეტია) ჰოდა, ასეთ დროს, როდესაც თუნდაც დანაშაულის ნახევარში მაინც მიგიძღვის წვლილი მართლმადიდებლობისთვის წამებულის იმიჯი აშკარად უადგილოა...

აწი თქვენ წერეთ და მე წავიკითხავ ხოლმე...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 22 2008, 01:56 AM
პოსტი #135


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გიო,

არც ნინოს და არც მე არ გვიმტკიცებია, რომ სოფელი შეიძლება იყოს 70 000-იანი მოსახლებით,მაგრამ შენი რიცხვი 600 ნამდვილად არასწორია, 600 კაცი ნამდვილად შეიძლება ცხოვრობდეს ერთ დიდ სოფელში. და არის ნამდვილად დიდი სოფლები,სადაც მეტიც ცხოვრობს, ტერიტორიულად კი ნამდვილად დიდი სოფლებია უმრავლესობა,თითო სახლში რამდენი კაცი ცხოვრობს ეგ სხვა საქმეა.

მაკედონიაში რომ ენახა ნინოს ალბანელი,მოკლული ცოლის ქმარი, ეჭვი არ მეპარება რომ შეეცოდებოდა ისევე როგორც მე მეცოდება.მაგრამ იმ ალბანელმა თუ არა მისმა ძმამ მოკლა ასევე სერბის ცოლი და შვილი წამებით.
მაგას მე არ ვამტკიცებ, რომ არმიის შეყვანა კოსოვოში მილოშევიჩის მიერ იქნება იყო გამართლებული,მაგრამ რომ მშვიდობიანი მოსახლეობა შეიწირა,ამას მე არ ვიწონებ, მე ცხოველიც მებრალება ისე წესით. რატომაა იმპერიალიზმი მაინც ვერ ვიგებ, ვიღაცას მიიღებ სახლში, გაჭირვებულს,ხელს გაუმართავ,მერე ის გამრავლდება 10-ჯერ მეტად ვიდრე შენ და გამოგაგდებს შენი სახლიდან, თუ არ მოგკვეთა მანამდე თავი, ამის გაპროტესტება არაა იმპერიალიზმი. ბერძნები რომ ხოცავდნენ ალბანელებს, იქ თავი ვინც დააღწია სერბიაში გამოიქცა და სერბებმა შეიკედლეს. დღეს კი ამის გამო მან დაკარგა ისტორიულად და გენეტიკურად რგებული მიწა,წინაპრების სისხლით მორწყული. კოსოვოს ამბავში არაა სერბია იმპერიალისტი.

მილოშევიჩს რაც შეეხება მაგაზე დავწერე ზემოთ: ეკლესიას არ მოსწონდა მისი საქციელი გასაგები მიზეზების გამო, ვიმეორებ, მილოშევიჩი არ დაუკრძალავთ ეკლესიური რიტუალის დაცვით. მეუფეები მივიდნენ მაინც გასვენებაში და გამოაგდეს მისმა ძველმა ქვეშემდგომებმა! ასე რომ ხალხი , რწმენა და მილოშევიჩი სერბების მიმართებაში ძლიერ გამიჯნულია, მილოშევიჩს კი ხალხი არ ადარდებდა არასოდეს. მისი ცოლი კი ერთი დიდი "ერის" გენს ატარებს და სერბი, მე , შენ და სხვა მისთვის ღირებულება არასოდეს ყოფილა.

ეს ქმედებები კი ნამდვილად მართლმადიდებლების წინააღმდეგ რომაა,ამაში ზედმეტია ბაასი, რამდენადაც ხალხს ეხება ეს უბედურებები და არა ერთეულებს (რომლებიც არც არასოდეს ყოფილან მორწმუნენი და არც მართლმადიდებელი) . ხალხი კი მართლმადიდებლურ სარწმუნოებას მიმდევარია და ასე გამოდის საბოლოო ჯამში.

აი, ამ საკითხზე გავჩერდეთ: კოსოვოს ომის მერე დაიდო 1244 UN -რეზოლუცია, რომლის თანახმადაც კოსოვო კვლავ შედიოდა და მოიხსენიებოდა სერბიის მიწად, მის შემადგენელ ნაწილად. (მაპატიე, მალე გავაგრძელებ, სასწრაფოდ უნდა დაველაპარაკო ვიღაცას და მოვალ)


(ვაგრძელებ)

აი, ამ საკითხზე გავჩერდეთ: კოსოვოს ომის მერე დაიდო 1244 UN -რეზოლუცია, რომლის თანახმადაც კოსოვო კვლავ შედიოდა და მოიხსენიებოდა სერბიის მიწად, მის შემადგენელ ნაწილად, რომელსაც ხელს აწერდა ამერიკა, ევროგაერთიანება და სერბია.

ამის თანახმად კოსოვოში უნდა მდგარიყო სერბიის არმიის ნაწილი, არაუმეტეს 1000 კაცისგან შემდგარი, თუნდაც ალბანეთის, როგორც სხვა ქვეყნის საზღვართან,სხვა თუ არაფერი. რამდენიმე ხანი ასეც იყო, ამ მისიას ასრულებდა ე.წ. მესამე მექანიზირებული სპეციალური ბატალიონი, რომელიც არ იყო რაოდენობით იმხელა, როგორც ბრიგადა, მაგრამ უახლესი ტექნიკით აღჭურვილი და მეტად გაწვრთნილი, მომარაგებული,, რამდენიმე თვე საომარ პირობებშიც კი გარე შენამატის გარეშე რომ შეეძლო საქმის კეთება. მაგრამ, რეზოლუციის მიუხედავად ეს ბატალიონი გამოყვანილი იქნა დასავლეთის სურვილის მიხედვით. რატომ არ სრულდებოდა ეს ხელშეკრულება? განა ისინი რამეს აშავებდნენ იქ? იცავდნენ სახელმწიფო საზღვარს, როგორც ნებისმიერი ქვეყნის არმია აკეთებს ამას.

ახლა რომ ომი დაიწყოს, დიდი უბედურება იქნება, თუნდაც ქონდეთ სერბებს ამის საბაბი, მაინც მათ დაბრალდებათ ყველაფერი და ხალხი შეეწირება, იქნება "Serbien muss Sterbien" განხორციელდეს კიდეც.მე ძალიან მეშინია sad.gif ვნახოთ, რა იქნება.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ვეტოს დადებას, შეგახსენებ იმას რაც ჩემზე უკეთ იცი: რუსეთს მის გარდა არავინ აინტერესებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 22 2008, 02:26 AM
პოსტი #136


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
მაკედონიაში რომ ენახა ნინოს ალბანელი, მოკლული ცოლის ქმარი, ეჭვი არ მეპარება რომ შეეცოდებოდა ისევე როგორც მე მეცოდება, მაგრამ იმ ალბანელმა თუ არა მისმა ძმამ მოკლა ასევე სერბის ცოლი და შვილი წამებით.

შეიძლება სულაც არ მოუკლავს "იმ ალბანელის" ახლობელს არც ერთი სერბი. მრავალ მშვიდობიან ალბანელს არავინ არ მოუკლავს საერთოდ ისე ემსხვერპლა სერბეთის არმიას. აი, ამაშია მთელი უბედურება და ამიტომაც იყო მილოშევიჩი სასტიკი სამხედრო დამნაშავე. ახლა, ის რომ მილოშევიჩი არ იყო ეკლესიური, "არასასიამოვნო" გენების ცოლი ჰყავდა და ა.შ. არაფერს არ ცვლის... ის სერბეთის პრეზიდენტი იყო, ახორციელებდა სერბეთის სახელმწიფოს პოლიტიკას, მას ემორჩილებოდა სერბეთის შეიარაღებული ძალები და სრულიად ბუნებრივად მის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულები სერბულ სახელმწიფოს ბრალდება. ცხადია, როგორც ერს სერბებს არაფერს არ ვერჩი, მაგრამ რანაირადაც არ უნდა შელამაზდეს, მილოშევიჩი სერბული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყო წლების განმავლობაში და შესაბამისად ყოველი მისი ქმედება ოფიციალური ბელგრადის დანაშაულიც არის.
ციტატა
მე ძალიან მეშინია

შიში - არა 2kiss.gif
ის მიწა სერბებს ეკუთვნით, ყველაზე მართალი სერბები სწორედაც რომ ახლა არიან ყველა იმ ომთან შედარებით, რაშიც მათ მიიღეს მონაწილეობა 90-იანი წლებიდან მოყოლებული...
ციტატა
რუსეთს მის გარდა არავინ აინტერესებს!

ეგ ეგრეა, მაგრამ შეიძლება მისი გამყენებაც. ყოველ შემთხვევაში სასტიკად არ უჭერს რუსეთის მხარს კოსოვოს დამოუკიდებლობას და აშშ-ს მორიგი კონფლიქტის ესკალაციით ემუქრება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 22 2008, 02:30 AM
პოსტი #137


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
და აშშ-ს მორიგი კონფლიქტის ესკალაციით ემუქრება.


გიო,

ეს არ ვიცოდი, მართლა თუ ემუქრება, რომ აკრიტიკებდა ვიცი, რუსეთი და ჩინეთი,მარა მუქარა არ ვიცი. თუ არ შეგეზარება დაწერე მოკლედ.

ხო,ვნახოთ აბა, მარა კაი პირი არ უჩანს, ერთ ომში ბავშვი ჩემს გარეშე იყო იქ, ახლა რომ დაიწყოს, მეც წავალ sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 22 2008, 02:42 AM
პოსტი #138


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
თუ არ შეგეზარება დაწერე მოკლედ.

MOSCOW-Russian Foreign Minister Sergey Lavrov said Friday that granting independence for Kosovo would have "the most negative consequences" for the Balkans and Europe, Russian media reported, some of the strongest language yet on an issue that has deepened Moscow's disagreements with the West.

Lavrov reiterated a warning issued in September that Russia could use its veto power in the U.N. Security Council if it disagreed with a proposal by U.N. envoy Martti Ahtisaari, according to remarks reported by the RIA-Novosti news agency. The proposal must be approved by the U.N. Security Council to take effect.






--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 22 2008, 03:10 AM
პოსტი #139


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ეს ესაა დემონსტრანტებმა ცეცხლი მოუკიდეს ამერიკის საელჩოს, ახლა ვუყურებ ინგლისურად ინტერნეტში...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 22 2008, 03:13 AM
პოსტი #140


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კი, გიო, მასეა, ხორვატიისაცო და რა ვიცი. ცუდია ეგ,მარა ბრბოა ხალხი რას იზამ.

პ.ს. სოლჯერმა მთხოვა აქ მეთარგმნა მისი ტექსტი, ახლა შემოვალო და დავდებო, ლინკი მივეცი და მერე მე პახოდუ გადავთარგმნი. ცოტა დრო მაქვსო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

28 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 02:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი