თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ ფერწერის ტექნიკა

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 1 2013, 04:49 AM

მშვიდობა. ცოტა მოულოდნელი თემის წამოჭრა განვიზრახე, მაგრამ მემგონი არ უნდა იყოს უინტერესო და, როგორც მე ვიცი, ფორუმელებიდანაც მრავალი ხატავს. ამიტომ, მათთვის და ფორუმის მომავალი წევრებისათვის (რომლებიდანაც, იმედია, მხატვრობით დაინტერესებულნიც იქნებიან) საინტერესო იქნება.

http://pix.ge/

"ფერწერის ტექნოლოგია" აერთიანებს მასალების მომზადების წესს, მათ ქიმიურ-ფიზიკურ თვისებებს და იმ რთულ ტექნოლოგიურ პროცესს, რომელსაც განიცდის ეს მასალები სურათის წერის მომენტიდან წლების განმავლობაში. "ფერწერის ტექნიკა" კი განსაზღვრავს სურათის შექმნის ძირითად ეტაპს, როდესაც მხატვარი უშუალოდ იწყებს შემოქმედებით მუშაობას. ამ შემთხვევაში ამ ცნების შინაარის გამოხატავს ჩვევებს, რის შედეგადაც ცნობილი ხდება ფერწერული ამოცანების გადაწყვეტა.

ლ. კვასხვაძე

მოდი პირდაპირვე ამოვწერ ამ წიგნიდან (ლ. კვასხვაძე, "ფერწერის ტექნიკა და ფერწერულ მასალათა ტექნოლოგია") რაიმეს. ე სიქნება სამხატვრო გრუნტის შესახებ, ე.ი. ამ შეთხვევაში ტილოს მომზადება დასახატად.


ციტატა
ტილოს დაგრუნტვა ზეთის ფერწერისათვის

ზეთის ტექნიკის განვითარების პირველი ნაბიჯებიდან, ე.ი XV საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, გრუნტის რეცეპტების უამრავი რიცხვი დაგროვდა; რომ გავარჩიოთ კარგი გრუნტი ცუდისაგან საჭიროა მათი განხილვა, გაანალიზება და კლასიფიკაცია, ვინაიდან სპეციალურ ლიტერატურაშI ბევრი ისეთი რეცეპტია, რომელიც ვერ პასუიხობს ზეთის ფერწერის მოთხოვნილებას.

ისმება კითხვა, რა მოთხოვნას უნდა უყენებდეს მხატვარი გრუნტს?
  1. გრუნტმა უნდა დაიცვაას ტილო ზეთის ზემოქმედებისაგან (ზეთმა შეიძლება ტილო დააზიანოს, შეასუსტოს, გახვრიტოს);
  2. გრუნტის ფენა უნდა იყოს მტკიცე და ელასტიკური, რათა გაუძოს სხვადასხვა ფიზიკურ-მექანიკურ დატვირთვას, რომელიც გარაუვალია მუშაობის პროცესში;
  3. გრუნტის ფენა მტკიცედ უნდა იყოს დამაგრებული საფუძველზე;
  4. გრუნტის სისე თანაბარი უნდა იყოს მთელ ფართOბზე, ზედაპირის ფაქტურა კი ერთნაირი, სამუშაოდ მოხერხებული და სასიამოვნო;
  5. გრუნტს უნდა შესწევდეს უნარი, მტკიცედ მიიმაგროს თავის ზედაპირზე საღებავების ფენა;
  6. გრუნტის შედგენილობაში არ უნდა შედიოდეს ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ცუდად იმოქმედებს საღებავებზე; აგრეთვე უნდა ვერიდოთ ადვილად ლპობადი მასალების გამოყენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სათანადოდ იუნდა იქნეს დამუშავებული;
  7. გრუნტის ზედაპირს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მყარი ფერი, რამდენადაც იგი უშუალოდ მონაწილეობს სურათის კოლორიტის შექმნაში;
ეს კონკრეტული მოთხოვნები გრუნტის მიმართ აუცილებელია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღემდე არც ტრადიციული და არც სინთეთიკური გრუნტი მთლიანად ვერ პასუხობს ყველა ამ მოთხოვნას.

გრუნტების თვისებები ძირითადად განისაზღვრება შემაკავშირებელი ნივთიერებებით და ამიტომ იმ მაკავშირებლის სახელს ატარებს, რომელზეც დამზადებულია ესა თუ ის გრუნტი. მაგალითად: ზეთის და ნახევარზეთის გრუნტი, წებოს გრუნტი, კაცეინის, ემულსიური, სინთეტიკური და სხვ.; გრუნტები იყოფა ორ ჯგუფად: შემწოვ და არაშემწოვ გრუნტებად. პირველს ეკუთვნის: წებოზე, კაზეინზე, ემულსიასა და სინთეტიკურ მაკავშირებლებზე დამზადებული გრუნტები, მეორე-ს ზეთის, ნახევარზეთის და ალკიდის გრუნტი (რომელზეც ქვმეოთ მინდა მოკლედ გესაუბროთ).

მხატვართა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ამა თუ იმ გრუნტს და კატეგორიულად უარყოფს დანარჩენს. მხატვარი, რომელიც გამოიმუშავებს საკუთარ ხერხებს, ტექნიკას და მუშაობის მანერას, მოითხოვს ისეთ გრუნტს, რომელიც მისი მუშაობის პრინციპს შეესაბამება. მზა, დაგრუნტული ტილოს ნაკლი სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ მას შეუძლია დააკმაყოფილოს მხატვართა მხოლოდ გარკვეული ნაწილი, ვინაიდან წარმოება სერიულად ამზადებს მხოლოდ ერთI სახის, კერძოდ, სინთეტიკური გრუნტით დამუშავებულ ტილოს, რომელიც პოდოლსკის კომბინატში 1970-1971 წელს დაინერგა; მანამდე მზადდებოდა ემულსიური გრუნტი სერიული წარმოებისათვის, რომელიც ვერ პასუხობდა ზეთის ფერწერის მოთხოვნილებას, რადგან რეცეპტურაშI თავიდანვე იყო შეცდომა დაშვებული; დღეისათვის ეს ჩეცდომა გამოსწორებულია, მაგრამ სერიული წარმოებისათვის ასეთი გრუნტის დამზადება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ტილოს ხელახალი გადაჭიმვის დროს ქვეჩარჩოზე, გრუნტი საკმაოდ ზიანდება, რისი გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია. ასეთ გრუნტზე შესრულებული ნამუშევარი ნაკლები გამძლეობით ხასიათდება.

ბევრი დიდი მხატვარი, როგორც ძველად, ისე ეხლაც, თვითონ ამზადებდა და ამზადებს გრუნტს; ერთი მხრივ, ამან განაპირობა, რომ მათი ნამუშევრები დღემდე კარგად არის შემონახული, მაგრამ ავტორის მიერ შესრულებული გრუნტის ყოველთვის არ მოგვცემს სასურველ შედეგს, თუ მან არ იცის გრუნტის და მასში შემავალ მასალათა თვისებები და არ არის დახელოვნებული გრუნტების დამზადებაში.


ახლა კი ალკიდის გრუნტი; რატომღაც მე ეს ავირჩიე, ალბათ აღწერილთაგან უფრო კარგი, ხარისხიანი, დადებითი თვისებებით დატვირთული და ზეთის ფერწერის მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი მეჩვენა.
მაშ ასე ალკიდის გრუნტი:

ციტატა
არაშემწოვ გრუნტებს მიეკუთვნება ალკიდის გრუნტი, რომელიც თავისი თვისებებით ტრადიციული ზეთის გრუნტის ანალოგიურია, მაგრამ განსხვავდება რიგი დადებითი თვისებებით. ტილოს დაგრუნტვა ალკიდის თუთია-ტიტანის თეთრათი (белилa титаного-цинковые, zinc-titan white) შეიძლება პირდაპირ, გაწებვის გარეშეც, ან დავკმაყოფილდეთ წებოს ერთი ფენით.

ჯერ პემზით ან ზუმფარით (ე.წ. შკურკა) უნდა დავამუშავოთ ტილოს ზედაპირი (თუ ადგილ-ადგილ ძალიან ამოიჩეჩა მაკრატლით ან ბრიტვით, ისე რომ ტილოს ქსოვილი არ დაიჭრას, წავჭრით ნაჩეჩებს) , შემდეგ საღებავს გამოვწურავთ ტუბიდან და მასტიხინის საშუალებით გავშლით ისე, რომ ფორები კარგად ამოივსოს; საკმარისია ერთი ფენაც, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, ორი-სამი დღის შემდეგ შეგვიძლია დავფაროთ მეორე ფენითაც. ზეთის გრუნტისაგან განსხვავებით ალკიდის გრუნტი ძალიან სწრაფად შრება და საიმედოდ იცავს ტილოს დაძველებისაგან. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია სასურათე ტილო უკანა მხრიდანაც დავფაროთ თუთია ტიტანის თეთრათი და ამით საბოლოოდ დავიცავთ ატმოსფეროს ზეგავლენისაგან.

ზეთის გრუნტისაგან განსხვავებით, ალკიდის გრუნტზე მუშაობა შეგვიძლია დავიწყოთ ორი-სამი დღის შემდეგ და , რაც მთავარია, ზედაპირის საფენათაშორისო ლაქით დამუშავების გარეშე, ურომლისოდაც ზეთის და ნახევარზეთის გრუნტებზე მუშაობა დაუშვებელია.

ალკიდის თუთია-ტიტანის თეთრა ხასიათდება დიდი ადგეზიური უნარით და ამიტომ ამ საღებავით დაფარულ ზედაპირზე ზეთის საღებავები მტკიცედ მაგრდება საფენათაშორისო ლაქის გარეშეც. ეს თვისება ერთ-ერთი და უდავოდ ალკიდის გრუნტის დიდი დადებითი მხარეა.

ალკიდის გრუნტი, ისე როგორც ზეთის და ნახევარზეთის გრუნტი, არ იწოვს ზეთს საღებავებიდან, რის გაოც მათი უთხელესი ფენაც კი მასზე ინარჩუნებს პირველად ტონს და ჟღერადობას. საღებავები აქაც ისევე, შრება, როგორც ზეთის და ნახევარზეთის გრუნტზე.


ავტორი: ლ. კვასხვაძე, "ფერწერის ტექნიკა და ფერწერულ მასალათა ტექნოლოგია"

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 1 2013, 11:05 AM

საინტერესო თემაა smile.gif სხვათაშორის, ხელოვნებათმცოდნეს თუ უნდა რომ მხატვარს გაუგოს, ხატვა უნდა ისწავლოს biggrin.gif

გრუნტს რაც შეეხება, დღეს ზოგადად ეზარებათ დაგრუნტვა და უკვე მზა სახის, დაგრუნტულ ტილოს ყიდულობენ.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 1 2013, 01:18 PM

აკაკი
ვააა კაი თემაა, მეც დავდებ ცოტა მერე რაღაც მასალებს აქ.

ციტატა(ქევანა @ Feb 1 2013, 11:05 AM) *

გრუნტს რაც შეეხება, დღეს ზოგადად ეზარებათ დაგრუნტვა და უკვე მზა სახის, დაგრუნტულ ტილოს ყიდულობენ.

მე თითქმის სულ ჩემით ვგრუნტავ თუ ძაან არ მეჩქარება ხოლმე. ხატისთვის ყოველთVის ჩემით და ზეთებისთვის ხან მეზარება ხოლმე და ვყიდულობ smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 12 2013, 02:53 AM

დასაგრუნტი მასალები - ხის დაფა

უძველესი დაზგური ნამუშევრები ძირითადად შესრულებულია ხის დაფებზე და უმეტესი მათგანი დღემდე არის შენახული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ძველმა ოსტატებმა შესანიშნავად იცოდნენ ამ მასალის თთვისებები და მისი დამუშავების წესი ფერწერის დანიშნულებისათვის.

ადრეული პერიოდიდან მე-15 საუკუნის დასაწყისამდე ხის დაფას, როგორც საფუძველს, გაბატონებული ადგილი ეკავა. XVI-XVII საუკუნეში ტილოს ქსოვილმა მოიპოვა უპირატესობა, მაგრამ ამ პერიოდშიც ბევრი მხატვარი მაინც ხის დაფას ანიჭებს უპირატესობას, განსაკუთრებით მცირე ზომის ნამუშევრებისათვის.

ხის დაფა შეიძლება იყოს მთლიანი ან რამდენიმე ნაჭროსაგან შეწებებული, რომლისთვისაც მასალად გამოიყენება თითქმის ყველა ჯიშის ხე: მუხა, კაკალი, მსხალი, წაბლი, ნაძვი, კედარი, კვიპაროსი, არყის ხე, ნეკერჩხალი და სხვ.

ხის დაფას რიგი უარყოფითი თვისებები აქვს, მაგალითად: იგი ადვილად რეაგირებს ატმოსფეროს ცვალებადობაზე, რაც საბოლოოდ იწვევს ხის დაფის გამრუდებას, გრუნტის და საღებავების ფენების დასკდომას ან ამობურცვას მის ზედაპირზე; სინესტეში იგი ადვილად ლპება და სოკოვანი დაავადება უჩნდება. გარდა ამისა, ხის ჭიას მოკლე დროის განმავლობაში შეუძლია იგი ნახერხად აქციოს.

არსებობს ხის მასალის დამუშავების სხვადასხვა წესი, რომლის ცოდნაც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ის არასასიამოვნო შედეგები, რაზეც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი.

მაგალითად:

  1. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ხის მასალის გამოშრობას. საუკეთესოდ ითვლება ისეთI მასალა, რომლის გამოშრობა მიმდინარეობს წლების განმავლობაში. ნედლი მასალის გაშრობა შეიძლება რამდენიმე დღეშიც სპეციალურ საშრობში, ცხელი ჰაერის საშუალებით, მაგრამ ასეთი მასალა უხარისხოა.
  2. უძველესი დროიდან ცნობილია, რომ ატმოსფეროს ცვალებადობის და სინესტის მიმრთ ხის დაფა იძენს განსაკუთრებული გამძლეობის განსაკუთრებული გამძლეობის უნარს თუ ჩვენ მას წყალში გამოვხარშავთ; ამ დროს ხიდან გამოიყოფა ხსნადი ნივთიერებები და იკვრება მცენარეული ცილები, რომლიდანაც იწყება საერთოდ ხის გაფუჭება. კიდევ ურო ეფექტურ შედეგს შეგვიძლია მივაღწიოთ მაშინ, თუ ჩვენ მას ზეთში გამოვხარშავთ. როდესაც დაფის ზომა გამოხარშვის საშუალებას არ გვაძლევს, უმჯობესია იგი გავჟღინთოთ ცხელი ზეთით ან ისეთი ახალი ნივთიერებებით, როგორიც არის ფენოლფორმალდეჰიდის ფისი, რომელსაც გავადნობთ 70-80°C-ზე და შემდეგ ამ ცხელი ფისით გავჟღინთავთ დაფას.
  3. ხის ჭიისაგან და სინესისაგან დასაცავად დაფა შეგვიძლია გავჟღინთოთ ეთილის სპირტში გახსნილი 1%-იანი სულემის ხსნარით ან რომელიმე ფისით. ისეთი ხის ჯიშებისაგან დამზადებულ დაფებს, რომლებიც ბუნებრივად არის გაჟღენთილი მძაფრსუნიანი ნივთიერებით, ჭია არ უჩნდება, ამიტომ, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასალის არჩევასაც. მაგალითად, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ წიწვოვან მცენარეებს, რომლებიც მდიდარია ფისოვანი ნივთიერებებით და მუხას, რომლიც შეიცავს ტანინს, ნაკლებად ეტანება ჭია. ასეთივე თვისებებით გამოირჩება წაბლი, თელა, ცაცხვი და სხვ.
  4. ხის გამრუდებისაგან დასაცავად სხვადასხვა საშიალება გამოიყენება. მაგალითად: რუსი ხატმწერები დაფებს უკანა მხრიდან სოლებით ამაგრებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში, ისინი კარგავდნენ თავის ფუნქციას და ბოლოს მაინც მრუდდებოდნნენ. ამიტომ უმჯობესია დაფა უკანა მხრიდან გავამაგროთ არა სოლებით, არამედ მოძრავი პარკეტაჟით რაც საიმედოდ დაიცავს მას გამრუდებისაგან, ან ორივე მხრიდან თანაბრად დავგრუნტოთ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, თუ როგორ იქნება ხე დახერხილი - ტანგეტალური ჭრილის დაფები ადვილად მრუდდება რადიალური ჭრილის დაფებთან შედარებით.
უფრო კარგად რომ გავერკვეთ ხის მასალის თავისებურებაში, საჭიროა ვიცოდეთ მისი ანატომიური აგებულება. რომელიმე ხის ტოტი განივად რომ გადავჭრათ თვალით ადვილად შევამჩნევთ მის მთავარ ნაწილებს. ღერო გარეად დაფარულია ქერქით, შემდეგ მოდის მერქანი, რომელსაც ღეროში ყველაზე მეტი ადგილი უჭირავს; შუაგულში კი მოთავსებულია რბილი ნაწილი ან გულგული.

ლაფანსა და მერქანს შორის მოთავსებულია მეტად ნაზი, ცოცხალ უჯრედთა შრე. როდესაც ხეს ქერქს ვაძრობთ ეს ნაზი შრე იშლება და მისი უჯრედის შიგთავის გადმოიღვრება. ამ ნაზი უჯრედების შრეს კამბიუმი ეწოდება. კამბიუმის უჯრედების გაყოფის შედეგად ხდება ხის გაზრდა სისქეში და ამგვარად წარმოიქმნება მცენარი წლიური რგოლები მერქანში, რაც თვალისათვის ადვილად შესამჩნევია გადაჭრილ ხეზე.

მერქანი ღეროს ძირითადი ნაწილია. მისი უჯრედები სხვადასხვა ფორმისა და სიდიდისაა, რაც დამოკიდებულია ხის ზრდის თავისებურებაზე. გაზაფხულზე, როდესაც ხე უფრო აქტიურად იზრდება. ნამადი მეტია და უჯრედების კედლები უფრო თხელია, ვიდრე ზაფხულის ნამატის უჯრედების კედლები. ამიტომ ტანტეტალურად გაჭრილი ხის დაფის გამრუდება იმით არის გამოწვეული, რომ დაფის ორივე მხარეს სხვადასხვა სიდიდის უჯრედებია განლაგებული, რომლებიც წარმოქმნის არათანაბარი სიმტკიცის ქსოვილებს. თუ გვინდა, რომ დაფის გამრუდება თავიდან ავიცილოთ, საჭიროა დაფას უკანა მხრიდან მივამაგრო მოძრავი პარკეტაჟი, რომელიც შემდეგნაირად კეთდება: წლიური რგოლების მიმართულების პარალელურად დაფაზე უნდა დავაკრათ ამოჭრილი ძელაკები თანაბარი ინტერვალებით, ომლებშიც განივად თავისუფლად გაეყრება თამასები, რაც საშუალებას მისცემს ხეს თავისუფლად იმოძრაოს წლიური რგოლების მიმართულების პერპენდიკულარულად. ასეთI წესით დამაგრებული გისოსი საიმედოდ იცავს დაფას გამრუდებისაგან. თუ განივ თამასებსაც დავამაგრებთ უძრავად, მაშინ გარდაუვალი იქნება ხის გასკდომა, ვინაიდან ხეს ესპობა სუნთქვის საშუალება. ამიტომაა, რომ არშეიძლება ხის დაფაზე შესრულებული ნამუშევრის სქელ ჩარჩოში მჭიდროდ ჩასმა. მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, თუ როგორ დავკიდებთ ხის დაფაზე შესრულებულ სურათს; უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ნამუშევარი კედლიდან მოშორებული უნდა იყოს იმისათვის, რომ ჰაერის მუდმივი ცირკულაცია ხდებოდეს. თუ მოძრავი პარკეტაჟის გაკეთები საშუალება არ გვექნება, შეგვიძლია დაფა ორივე მხრიდან დავგუნტოთ და ამით თავიდან ავიცილოთ მისი გამრუდება. ამ მეთოდს იყენებდნენ ჯერ კიდევ იტალიის აღორძინების ხანაში, რის შესახებაც ცნობას ჩვენ ვხვდებით ჩენინო ჩენინის ტარქტატში, რომელშიც ხაზგასმით არის მითითებული, რომ დაფის გამრუდებისაგან დასაცავად საჭიროა მისი ორივე მხრიდან თანაბრად დაგრუნტვა. ხშირად ასეთი წესით დაგრუნტულ დაფაზე სურათI ორივე მხრიდან სრულდებოდა. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ პიერო დელა ფრანჩესკას ურბინოს ჰერცოგის ფედერიგო და მონტეფელროს და მისი მეუღლის ბატისტა სფორცას პორტრეტები.

გულგულის ირგვლივ მერქანი მუქი ფერისაა, ხის ამ ნაწილს ხის გული ეწოდება. იგი გახევებული მკვდარი უჯრედებისაგან შედგება და მასში ხის ზრდა აღარ მიმდინარეობს. ხის გული ღეროს ყველაზე მაგარი და მკვრივი ნაწილია; ამ მასალისაგან დამზადებული ხის დაფა უფრო მაღალი ხარისხისაა.

გულგული, რომელიც ღეროს ცენტრშIა მოთავსებული, შედგება მსხვილი თხელკანიანი უჯრედებისაგან. იგი მუქი ფერისაა და მისი დიამეტრი 1სმ-ს აღწევს. გულგული ღეროს ყველაზე რბილი ნაწილია და დაფა, რომელიც შეიცავს მას, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფერწერის დანიშნულებისათვის.

მერქანში გადის გულგულიდან გამომდინარე ე.წ. გულგულის "სხივები", რომლებიც ღეროს სოლებად ყოფს და ამცირებს ხის სიმტკიცეს. გულგულის სხივები ხელს უწყობს ხის დახეთქვას და დაპობას; ისინი მერქანს აწვდიან საკვებს და ღია კარებია ღეროს სიღრმეში, ამიტომ გულგულის სხივები მთავარ როლს ასრულებს ხის მასალის გამოშრობაში. ტანტეტალური ჭრილის ფიცრები, რომლებშიც სხივები განივადაა გადაჭრილი, უფრო მალე გაშრება რადიალური ჭრილის ფიცრებთან შედარებით.

დაფებისათვის უმჯობესია გამოვიყენოთ საშუალო ასაკის ხის მასალა, ვინაიდან ბებერი ხე მიდრეკილია ლპობისაკენ, ახალგაზრდა კი დიდი რაოდენობით შეიცავს საკვებ ნივთიერებებს. უნდა ვერიდოთ აგრეთვე კოჟრიანი ხის გამოყენებას.

ჩვენთვის რომ უფრო კარკვეული იყოს ჩვენამდე შესანიშნავად მოღწეული ხის დაფებზე შესრულებული დაზგური სურათების გამძლეობის უნარი, საჭიროა გავეცნოთ იმ წყაროებს, რომლებშიც გაშუქებულია ხის მასალის დამუშავების საკითხები. მაგალითად, პლინიუსის ნაშრომიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ ამ უძველეს ხანაშI საოცრად ბევრი რამ იცოდნენ სხვადასხვა ჯიშის ხის თვისებების შესახებ. ასე, მაგალითად, ცნობილი იყო, რომ დაფის დამზადება უმჯობესი იყო სოჭის ხის იმ მასალისაგან, რომელიც იზრდებოდა ალპების დასავლეთის კალთებზე, რომ მუხას გაზაფხულზე მოჭრილს უფრო ადვილად უჩნდება ხის ჭია, ზამთარში მოჭრილთან შედარებით, რომლისგანაც დამზადებული დაფა ნაკლებადა მიდრეკილი დასკდომისაკენ, აგრეთვე რბილწიწვიანი ხის გულისაგან დამზადებული დაფა გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობის უნარით და არასოდეს არ დასკდება. ხის ჭიისაგან დასაცავად კი ხეს ჟღენთდნენ კედარის ან ლავანდის ზეთით. პლინიუსი თვლიდა, რომ კვიპაროსისა და ფიჭვის ხე ითვლება უფრო გამძლედ ხის ჭIის მიმართ, რომ, საერთოდ, ამ თვისებით ხასიათდება ყველაზე, რომელიც ბუნებრივად გაჟღენთილია მძაფრსუნიანი ფისოფანი ნივთიერებებით.

ცნობები ხის მასალის მოზდადების შესახებ ფერწერის დანიშნულებისათვის გვხვდება აგრეთვე XII საუკუნეში თეოფილის ხელნაწერებში (თავი 17), რომელშიც ვხვდებით დაფისათვის ფიცების კაზეინის წეობით შეწებების წესს; იგი ამტკიცებს, რომ ასეთI წესით შეწებებული დაფები გაშრობის შემდეგ გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობით სინესტისა და ტემპერატურის მიმართ.

ჩენინო ჩენინის მიხედვით (თავი 13) მცირე ზომის დაფებს წყალში ხარშავდნენ. თუ ხეს კოჟრი ჰქონდა, მას ამოაგდებდნენ და ამ ადგილს ამოავსებდნენ წებოში არეული ნახერხით. გამშრალ ხეს დაგრუნტვის წინ აკრავდნენ ტილოს ქსოვილს.

XV საუკუნეში ანტევერპენის გლიდიის წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას უთMოვდნენ ხის მასალის მომზადებას ფერწერის დანიშნულებისათვვის და არც ერთ მხატვარს უფლება არ ჰქონდა შეესრულებინა ნამუშევარი ისეთ დაფაზე, რომელსაც არ ექნებოდა გილდიის მიერ დასმული სპეციალური ნიშანი, რომელიც ადასტურებდა, რომ დაფა უნაკლოდ იყო მომზადებული ფერწერის დანიშნულებისათვის.

პალომინოსა და ველასკესის მასწავლებლის, პაჩეკოსაგან ვგებულობთ, რომ ესპანეთში ხის ჭიისაგან დასაცავად დაფებს უსვამდნენ ნივრის წვენს.

ლეონარდო და ვინჩი ხის მასალის თვისებების და ფერწერის დანიშნულებისათვის მისი მომზადების შესახებ შემდეგს წერს:

ციტატა
"ის დაფა მრუდდება ნაკლებად, რომელიც გამოჭრილია დასავლეთისაკენ მიქცეული ხის ღეროს ნაწილისაგან. უფრო სწორი ნახეთებით გამოირჩევა იმ ხის ღერო, რომელიც იზრდება შედარებით შორს ტყის პირისაგან, უფრო დამახინჯებული ნახეთქებით კი ხე, რომელიც იზრდება სამხრეთის ტყის პირას. თუ გინდა, რომ გაშრობის დროს ხეს ნახეთქები არ გაუჩნდეს, იგი დიდხანს უნდა იხარშოს წყალში, ანდა მანამდე უნდა იდოს მდინარის მსკერზე, სანამ არ დაკარგავს გაჟღენთვის უნარს".

ბ. სლინსკი. ფერწერის ტექნიკა. გვ. 275.


შემდეგ ლეონარდო ამბობს, რომ ხის ნახეთქები უნდა ამოივსოს სკიპიდარში გახსნილი მასტიკით. ხის ჭიისაგან დასაცავად კი ორჯერ-სამჯერ უნდა დამუშავდეს (განსაკუთრებით დაფის უკანა მხარე) ეთილის სპირტით, რომელშიც გახსნილი იქნება დარიშხანი ან სულემა. ამის შემდეგ დაფა უნდა გაიჟღინთოს გამოხარშული ცხელი ზეთით, დაგრუნტვის წინ სუფთად გაიწმინდოს ჩვრით და ხის ფითხის საშუალებით წაესვას ტყვიის თეთრა ლაქთან ერთად.

ლეონარდოს "ჯოკონდა" დაწერილია ალვის ხის მთLიან დაფაზე, რომელიც უკანა მხრიდან არ არის გამაგრებული, არც პარკეტაჟით, არც გრუნტით, მაგრამ მასზე არ შეიმჩნევა დაზიანების რაიმე კვალი, ეს არც არის გასაკვირი თუ მხედველობაშI მივიღებთ იმ ფაქტს, როგორ არჩევდა ლეონარდო ხის დაფის მასალას თავისი ნამუშევრებისთვის.

XVII საუკუნიდან ევროპაში ხის დაფებზე შესრულების ტრადიცია ეცემა და ტილოს ქსოვილი იმკვიდრებს გაბატონებულლ ადგილს. (ჩემი აზრით ეს განპირობებული იყო იმით, რომ შედარებით მოზრდილი ზომის ნამუშევრები შესრულებულიყო მასზე. აკი წერია ზემოთ, რომ ხის დაფეზე შედარებით მცირე ზომის ნამუშევრებისთვის მუშაოდნენ - აკაკი.)


ავტორი: ლ. კვასხვაძე, "ფერწერის ტექნიკა და ფერწერულ მასალათა ტექნოლოგია"

შემდეგ, შეძლებისამებრ, დავწერ ფანერების შესახებ...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 12 2013, 01:52 PM

ფანერი

ფერწერის დანიშნულებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას აგრეთვე ფანერი, რომელიც მზადდება საკმაოდ დიდი ზომის ხის ფირფიტებისაგან, რომელთა რიცხვი უმეტესად კენტია. ამ ფირფიტებს ერთმანეთთან აწებებენ წებოს საშუალებით დიდი წნების ჰიდრავლიკურ წნეხებში

ფერწერის დანიშნულებისათვის წარმოება სპეციალურ ფანერს არ ამზადებს. ჩვენი საქმისათვის შეგვიძია გამოვიყენოთ ჩვეულებრივი სადურგლო, ლარტყის ან საავიაციო ფანერი, რომელიც ყველაზე მაღალი ხარისხისაა. ფანერი მიდრეკილია გამრუდებისაკენ, ამიტომ მისი გამოყენების შემთხვევაში უმჯობესია მისი დაკვრა ქვეჩარჩოზე ან დაგრუნტვა ორივე მხრიდან (ან სულაც ორივე smile.gif - აკაკი).

ხელოვნური ხის დაფა

გარდა ფანერისა წარმოება დღეისათვის ამზადებს აგრეთვე ხელოვნური ხის დაფებს, რომელიც მიიღება ზოგიერთი ჯიშის ნაძვის ხის დეფიბრირების შემდეგ მისი შეწებებით მინერალური წებოთი დიდი წნების ჰიდრავლიკურ წნეხებში, რის შედეგადაც ღებულობენ სხვადასხვა სიმტკიცისა და სისქის დაფებს. მაღალი ხარისხის ნახერხის დაფა საიმედო და გამძლე მასალაა. ტრადიციული ხის დაფებისაგან განსხვავებით მას არ ეტანება ჭია და არ ავადდება სოკოვანი დაავადებით. თუ ხელოვნური დაფის დაგრუნტვა დაგვჭირდება წებოზე დამზადებული ცარცის ან თაბაშირის "ლევკასით"1, მაშინ ორივე მხრიდან თანაბრად უნდა დავგრუნტოთ, რაც დაიცავს მას გამრუდებისაგან. სინთეტიკურ მაკავშირებლებზე დამზადებული "ლევკასით" კი დავფარავთ მხოლოდ ერთI მხრიდან, რადგან ხელოვნური დაფა, თავისთავად, არ არის მიდრეკილი გამრუდებისაკენ. სინესტისაგან დასაცავად კი დაგრუნტვის წინ გავჟღინთავთ ცხელი ზეთით.

1 ლევკასი - (ბერძ. ლევკოს - თეთრი) ცარცის გრუნტი შუა საუკუნეების რუსულ ფერწერაში.

ავტორი: ლ. კვასხვაძე, "ფერწერის ტექნიკა და ფერწერულ მასალათა ტექნოლოგია"

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 12 2013, 03:01 PM

ციტატა(აკაკი @ Feb 12 2013, 01:52 PM) *

ფანერი

ფერწერის დანიშნულებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას აგრეთვე ფანერი, რომელიც მზადდება საკმაოდ დიდი ზომის ხის ფირფიტებისაგან, რომელთა რიცხვი უმეტესად კენტია. ა

და რამე მნიშვნელობა აქვს კენტი იქნება თუ არა? 4 რომ მიაწებო არ გამოდგება ნეტაა?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 12 2013, 04:32 PM

qetevano
მემგონი სხვა რამეს გულისხმობ.. ის მასიური ხის დაფაა.. ამას ამბობ ხომ?


აქ საუბარია ასეთ ფანერაზე.. http://yongsheng.ru/d/163415/d/54467601_6.jpg


პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 12 2013, 04:57 PM

აკაკი
არა მასეთზე ვამბობ, აი დავთვალე და მანდ არის 11 ფენა და 10 რომ იყოს ვთქვათ რამე მოხდება?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 12 2013, 05:11 PM

qetevano
მართალი ვთქვა, არ ვიცი უმეტესობა კენტი რატომაა. ან რა მოხდება ლუწი რომ იყოს.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 12 2013, 05:52 PM

ჩემს კონსპექტებში ფანერის ფენების რაოდენობაზე არაფერი ნათქვამი biggrin.gif

გადავქექავ რუსულ ლიტერტურას, რა უცნაურია ისე smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 12 2013, 05:56 PM

მე ხელოვნური ხის დაფას ვარჩევ.. დადებითი თვისებები აქვს. გამრუდებისკენ ნაკლებადაა მიდრეკილი, ჭია ცომ არ უჩნდება, მტკიცეაა.. თან სუფთააა სამუშაოდ.. ხატიც დაიწერება მასზე.. თუმცა კარგი გრუნტი რასაც არ უნდა დაედოს მაინც სუფთავდება... ხელოვნური ხის დაფაზე გრუნტის გარეშეც შეიძლება დაიწეროს. ადვილია, ზედმეტი დამუშავებები არ სჭირდება.. იყიდი, ზომებში დაჭრი და მორჩა.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 12 2013, 06:39 PM

ციტატა(ქევანა @ Feb 12 2013, 05:52 PM) *

ჩემს კონსპექტებში ფანერის ფენების რაოდენობაზე არაფერი ნათქვამი biggrin.gif

გადავქექავ რუსულ ლიტერტურას, რა უცნაურია ისე smile.gif

ეგ წესით ვინმე დურგალს ან ასეთ ვინმეს ეცოდინება

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Mar 16 2013, 09:57 PM

ხატმწერებო, შეგიძლიათ შეძლებისამებრ ჩამოაყალიბოთ ხატის დაწერის პროცესი?... რითი ვიწყებთ, როგორ?

ან წიგნი მაინც თუა... პდფ?

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 17 2013, 06:14 PM

აკაკი
ვიდეო არ გამოგადგება? წერილობითი ფორმა გინდა?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Mar 17 2013, 06:28 PM

გამომადგება, მაგრამ იქიდან ხომ ვერ გავიგემ რა ნივთიერებები გამოიყენება.. რა თანმიმდევრობით. როგორ, რა დოზით.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 17 2013, 06:34 PM

რაღაც წიგნს ვეძებ ეს 2 დღეა, აქ რომ დაწერე იმის მერე და ვერ ვპოულობ, მგონი ვათხოვე ვიღაცას და თუ ვიპოვე დაგისკანერებ მაშინ.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 17 2013, 06:53 PM


ეს ემულსიის მომზადება

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 17 2013, 07:08 PM

აკაკი

ესეც დაფის მომზადებიანად

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 17 2013, 07:33 PM

http://iveria-tv.ge/forum/index.php?topic=86.585;wap2 აქაც ნახე

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Mar 17 2013, 08:34 PM

დიდი მადლობა. ადრე იყო მახსოვს პდფ წიგნი...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 17 2013, 09:10 PM

ფერწერის ტექნოლოგიის წიგნი მეხც მქონდა, მაგრამ გავაჩუქე,
უფრო სწორად გავათხოვე და აღარ მოვიკითხე :|

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 17 2013, 09:30 PM

tamuna m
ხვალ უნდა მომიტანონ მე, დავავალე უკვე და მგონი ვიპოვი საჭირო ინფორმაციას იქ happy.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 18 2013, 11:05 AM

tamuna m
qetevano
ფერწერის ტექნიკაზეც არა, მაგრამ კომპოზიციურ აგებაზე მაქვს წიგნები, რუსულენოვანი. ერთი ჩემ დას სჭირდებოდა როცა ხატვაზე დადიოდა და მერე მე "დავაწერე" და მეორე სპეციალურად ვიყიდე. ეგეთ წიგნებს კრუხივით ვაჯდები და ვერავის ვათხოვებ biggrin.gif

ტექნიკაზე ყველაზე კარგი წიგნი მე მახსოვს გრაბარის, რუსულენოვანია ეგეც, საჯაროში შემხვდა და ნაწილი დაქსეროქსებული მაქვს (თავის დროზე რაც მჭირდებოდა)

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 23 2013, 08:56 PM

ციტატა(აკაკი @ Mar 16 2013, 09:57 PM) *

ხატმწერებო, შეგიძლიათ შეძლებისამებრ ჩამოაყალიბოთ ხატის დაწერის პროცესი?... რითი ვიწყებთ, როგორ?

ან წიგნი მაინც თუა... პდფ?

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
აკაკი იმედია გამოგადგება

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Mar 24 2013, 02:00 PM

უღრმესი მადლობა..

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 2 2013, 11:46 PM

ადრე მახსოვს ვიღაცამ რომელირაც თემაში მიტხრა ფერებზე დადე ინფორმაციაო. დამავიწყდა და ახლა დავდებ smile.gif ამ თემაში იყოს მეტი ვერ შევუსაბამე მაპატიეთ.





ფ ე რ ე ბ ი
ძირითადი ფერები
ძირითადი ფერები- ფერები, რომელთა შერევითაც შეიძლება ყველა დანარჩენი ფერის მიღება.
სულ 3 ძირითადი ფერი არსებობს: წითელი, ყვითელი და მწვანე. "ფერების წრის” დანარჩენი ფერები კი ამ სამი ფერის სხვადასხვა პროპორციებში შერევით მიიღება.
ფერების შერევა დამოკიდებულია “ფერების მოდელზე”. არსებობს “ფერების მოდელის” 2 ტიპი: I ტიპის შერევის დროს შეიძლება მივიღოთ აბსოლუტურად შავი ფერი, II ტიპის შერევის დროს შეიძლება მივიღოთ თეთრი ფერი.
ფერების კლასიფიკაცია
თბილი და ცივი ფერები
ფერები იყოფა თბილ და ცივ ფერებად. ფერების ასეთი დახასიათება ძირითადად განპირობებულია ადამიანზე მათი ზემოქმედებით. ფერების თეორიაში სრულიად გაურკვეველ ადამიანსაც კი არ გაუჭირდება “ემოციური შეფასების” დახმარებით “ფერების წრეზე” თბილი და ცივი ფერების გარჩევა.
თბილი მიეკუთვნება ყველა ის ფერი, რომელიც განლაგებულია“ქრომატული წრის” ყვითელსა და წითელ-მელნისფერ ფერებს შორის.
ცივ ფერებს მიეკუთვნება ყველა ის ფერი, რომელიც განლაგებულია“ქრომატული წრის მელნისფერსა და ყვითელ-მწვანე ფერებს შორის.
თბილი ფერები თითქოს სიკეთეს და ნდობას ასხივებენ, ცივი ფერები კი დამოუკიდებლობას, განყენებულობას და დისტანციას.
ფერებთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები და სიმბოლოები
ფერები, რომელსაც ადამიანის თვალი ხედავს, სინამდვილეში იმ ელექტრომაგნიტური სპექტრის პატარა ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ერთი მხრიდან ინფრაწითელი სინათლითაა შემოსაზღვრული და მეორე მხრიდან კი- ულტრაიისფერით. ტრადიციულად, როდესაც სპექტრის ფერებზე საუბრობენ, მხედველობაში აქვთ ცისარტყელის 7 ფერი. ჩვენ კი აქ განვიხილავთ ქრომატული წრის 12 ფერს:
სპექტრი
წითელი
ცეცხლი, სიცხე, სიცოცხლე, ენერგია, აქტიურობა, ნებისყოფა, ბრძოლა, მგზნებარება, აგრესია, სიბრაზე.
ნარინჯისფერი
მოძრაობა, სიჩქარე, რითმი, სიხარული, ემოცია, მგრძნობიარობა, სიცოცხლისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა, დამოკიდებულობა, განებივრებულობა.
ყვითელი
მზე , დღე, თავისუფლება, ზეიმი, მხიარულება, მოთმინება, სიჯიუტე, კრიტიკულობა, აფორიაქება, ღალატი.
მწვანე
ბუნება, სიცოცხლე, რწმენა, ჰარმონია, ექსტრავაგანტულობა, ბუნებრიობა, სიკეთე, სირბილე, იპოქონდრია, ეგოიზმი.
ზურმუხტისფერი
კეთილდღეობა, სოლიდურობა, იზოლაცია, მომთხოვნელობა, თანამიმდევრობა.
ფირუზისფერი
ტალღა, ლაგუნა, წვიმა, განწმენდა, ევოლუცია, ცვლილებები, სიმშვიდე, თავშეკავებულობა, მორიდებულობა, პატივმოყვარეობა.
ცისფერი
ქარი, ცა, სიცივე, ყინული, სისუფთავე, გულახდილობა, ლაპარაკი, ტაქტიანობა, ჩაკეტილობა, გულგრილობა, მანიპულირება.
ლურჯი(ინდიგო)
სამყარო, ხედვა, სიჩუმე, დათრგუნულობა, შფოთიანობა, იდეალიზმი, ფანატიზმი.
იისფერი
სიბრძნე, სულიერება, მისტიკა, შთაგონება, არტისტიზმი, კეთილშობილება, კანონიერება, მართვა, ფანატიზმი, გაუცხოვება, სიკვდილი.
იასამნისფერი
ინტუიცია, მარადიულობა, მეფობა, სიმდიდრე.
მალინისფერი:
სიყვარული, სინაზე, სიყრმე, მისწრაფება, ინტიმურობა, არაკეთილსინდისიერება, ირეალობა.
ვარდისფერი
ქალური საწყისი, უსიტყვო სიყვარული, რომანტიულობა, მეგობრობა, სიკეთე, ქალურობა, ქარაფშუტობა, ზედმეტი მგრძნობიარობა.
და კიდევ სხვა 4 ფერს:
ყავისფერი
ნიადაგი, დედამიწა, შემოდგომა, სანდოობა, იმედიანობა, გამძლეობა, მოწყენილობა, კონსერვატიულობა, შიში.
ნაცრისფერი
ჩრდილი, ღრუბელი, უძრაობა, სტაბილურობა, კეთილგონიერება, რეალიზმი, გაორება, მოწყენილობა, დარდი.
შავი
ღამე, სიმშვიდე, წყვდიადი, საიდუმლო, გამოწვევა, მოწყენილობა, დათრგუნულობა, სიკვდილი.
თეთრი
სინათლე, სიმშვიდე, სისუფთავე, სიცარიელე, ზრდილობა, სიწმინდე, კონცენტრირება, განყენებულობა, სიმარტოვე.
ქრომოთერაპია
დადგენილია რომ ფერები გავლენას ახდენენ ადამიანის განწყობაზე. მეცნიერებაც კი არსებობს ასეთი - ქ რ ო მ ო თ ე რ ა პ ი ა, რომელიც ასწავლის თუ როგორ გავლენას ახდენენ სხვადასხვა ფერები ადამიანის სულიერ მხარეზე.


პოსტის ავტორი: davita74 თარიღი: Feb 8 2015, 07:42 PM

აკაკი
ქევანა

არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რამდენი ფენისგან შედგება ფანერა, ფანერა შეიძლება იყოს 11 ფენიანი და სისქე იყოს 9მმ, და ასევე შეიძლება შედგებოდეს 16 ფენისაგან და სისქე ჰქონდეს 20 მმ, მთავარია ხარისხს დააკვირდეთ, არის ფანერები რომლებიც ცუდად არის დაპრესილი, დღესდღეისობით საუკეთესოდ ითვლება უკრაინული და თურქული წარმოშობის ფანერები, ასევე საუკეთესო ხარისხისაა ფანერა რომელსაც ავიაციისთვის იყენებენ(ყავისფრად არის დაფერილი, მაგრამ ამ უკანასკნელის დასაგრუნტად საჭიროა ზედაპირის თხელი ე.წ "შკურკით" კარგი დამუშავება რათა წებო და გრუნტი კარგად მიიღოს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)