IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არის ქალი ღვთის ხატი?, და რას ნიშნავს ღვთის ხატად ყოფნა
Otherguy
პოსტი Apr 29 2012, 11:25 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



დაბადების პირველ თავში წერია:

26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

“კაცი” ანუ ებრაულად “ადამი”, ნიშნავს ადამიანს, ამიტომაც კონკრეტდება “მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი”.

კითხვა მდგომარეობს შემდეგში – არის თუ არა ქალი ღვთის ხატი? და რას ნიშნავს ღვთის ხატად ყოფნა?

კონტექსტი აშკარად მიუთითებს, რომ ქალიც და კაციც ღვთის ხატია, თუმცა დაბადების მეორე თავში წერია, რომ ადამი პირველად შეიქმნა, ხოლო ევა კი მისი ნეკნისგან.

როგორც ჩანს ეკლესიის მამათა უმრავლესობა ქალს ღვთის ხატად მიიჩნევდა, გამონაკლისია ანტიოქიური სკოლა და რამოდენიმე დასავლელი საეკლესიო მოღვაწე.

საინტერესოა ამ სკოლის ოთხი გამოჩენილი წარმომადგენლის – დიოდორე ტარსელის, თეოდორე მოფსუესტელის, თეოდორიტე კვირელის და წმ. იოანე ოქროპირის აზრი ამ საკითხებზე.

ანტიოქიის ჰერმენევტიკული სკოლის დამაარსებელი, დიოდორე ტარსელი წერდა:

“ზოგიერთი ფიქრობს, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი, რადგან მას უჩინარი სული აქვს. მაგრამ მე ამას არ ვეთანხები, რადგან ანგელოზიც უჩინარია და დემონიც. აუცილებელია ითქვას, რომ ქალი და კაცი ერთი ბუნებისაა, სულით და ხორცით. მაშ რატომ ამბობს პავლე, რომ კაცი ღვთის ხატია და ქალი არა, თუ ღვთის ხატობა სულის ქონას ნიშნავს? რადგან იგი ამბობს: “ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა.”(1 კორ 11:7) რადგანაც ვისაც არ უწევს თავსაბურავის გაკეთება რადგანაც ღვთის ხატია, მაშინ ცხადია რომ ვისაც ეს უწევს, ის ღვთის ხატი არაა, მიუხედავად იმისა რომ მას სული აქვს. მაშ როგორაა ადამიანი ღვთის ხატი? როგორც ჩანს ეს ძალაუფლებას და მმართველობას ეხება; რადგან როცა ღმერთი ამბობს: “გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად”, იქვე აგრძელებს: “ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს. ” ანუ როგორც ღმერთი არის ყველაფრის მმართველი და პატრონი, ასევე მისცა მან ადამიანს ყველაფრის მმართველობა დედამიწაზე. ხოლო ქალი? განა ქალსაც არ შეუძლია უპატრონოს ამ ყველაფერს? შეუძლია, მაგრამ მას კაცი ჰყავს თავად(1 კორ 11:3). ასე რომ ნეტარმა პავლემ სწორად თქვა, რომ მარტო კაცია ღვთის ხატი და მისი დიდება, ხოლო ქალი კი კაცის დიდებაა.”

აღსანიშნავია, რომ როგორც დიოდორე, დასავლეთში მოღვაწე ტერტულიანეც(ნაშრომში – “ქალის კაბაზე”) უარყოფს ქალის ღვთის ხატობას, თუმცა მათთვის “ღვთის ხატი” არ ეხება ადამიანურ ბუნებას და ორივე აღიარებს, რომ ქალი ისეთივე სრულყოფილი ადამიანია, როგორც კაცი.

დაბადების 2:23-ზე კომენტარის დიოდორე საინტერესო მიგნებას აკეთებს:

“კი მაგრამ, თუ ევას ქალი ჰქვია, რადგანაც იგი ადამიანის ნეკნისგანაა, მაშინ მათ შვილს ქალი აღარ უნდა ეთქვას, რადგან სულ სხვანაირადაა შობილი.”

როგორც ჩანს, მან კარგად იცოდა ებრაული, ამიტომაც გააკრიტიკა სეპტუაგინტის თარგმანი:

“მაგრამ როგორც ჩანს მთარგმნელებმა დაუშვეს შეცდომა, რადგან ტექსტი არ ამბობს “ქალი”, არამედ “მდედრობითი ადამიანი”. რადგანაც მამრობითი ადამიანი არის ‘’ish’, რომელიც ოდნავ სხვანაირი ინტონაციით გამოითქმება, მდედრობითი კი ‘’ishsha,’.”

აქ არამარტო ჩანს ის, რომ დიოდორე კარგად ერკვეოდა ებრაულ ორიგინალში, არამედ ისიც, რომ იგი ბუნებით სრულიად თანასწორად თვლიდა ქალსა და კაცს.

მისმა მოსწავლემ, თეოდორემ, ეს აზრი ასე გამოხატა:

“ქალი ნამდვილად არაა კაცზე ნაკლები სათნოებასა და რწმენაში, როგორც ნეტარი პავლე ამბობს: “თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში.”(1 კორ 11:1) მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ქალი კაცზე სუსტია, სულის მიხედვით თანაბრად რაციონალურია, უკვდავია და არანაირად არაა მეორეხარისხოვანი კაცთან მიმართებაში. და ამის გამო იგი კაცის მსგავსად ჯილდოვდება.”

რაც შეეხება ღვთის ხატობას, თეოდორეც ხედავს ამაში დილემას.

“მაშ თუ მარტო ადამიანია ღვთის ხატი, მაშინ მისი რომელიღაც კონკრეტული, უნიკალური თვისების გამო მოხდა ასე. მაგრამ ადამიანი ანგელოზზე უფრო მეტად არც ინტელექტუალურია, არც რაციონალური, არც უჩინარი სულის მატარებელი.”

ამის შემდეგ იგი ადარებს ადამიანის შექმნას რომაულ წესს, როცა იმპერატორები თავიანთ ქანდაკებას ტოვებდნენ ქალაქში, მისი არყოფნის დროს რომ მისთვის ეცათ თაყვანი. როგორც ჩანს ადამიანი ღვთის ხატი ამ გაგებითაა, მაგრამ თუ რატომ ამბობს პავლე, რომ ქალი ღვთის ხატი არაა, მაინც გაუგებარია.

თეოდორე წერს:

“ყოველი ხატი, მიგვანიშნებს უჩინარზე, რისი ხატიცაა იგი. ამიტომ წესია რომ შეიქმნას ამგვარი რამეები, რომლებიც გამოხატავს იმათ რაც არ ჩანს, რის მერეც მათდამი მოწიწება და პატივისცემა არის მიმართული.”

როგორც ჩანს, კაცის ძალაუფლება და მმართველობა მთელ დედამიწაზე, ხატია ღვთის უხილავი ძალაუფლებისა. ღმერთმა შექმნა ხილული არსება, რომელიც გამოხატავდა მის ძალაუფლებას ხილულ სამყაროში.

თეოდორიტე კვირელი ოდნავ დაშორდა ანტიოქიურ მიდგომას და მიიჩნევდა, რომ ქალი, როგორც მინიმუმ ღვთის ხატის ხატია, თუმცა იმ მუხლის განმარტებისას აღიარებს, რომ კაცი ქალზე უპირატესია და კაცის ღვთის ხატობა სწორედ ამ უპირატესობაში გამოიხატება.

საინტერესო იქნება წმ. იოანე ოქროპირის განმარტების განხილვა კორინთელთა მიმართ I წერილის 11 თავისა, რადგან იგიც ხომ ანტიოქიურ სკოლას ეკუთვნოდა:

“აი აქაც: კაცი არაა ვალდებული თავსაბურავი გაიკეთოს, რადგან უფლის ხატია, არამედ ქალია ვალდებული. არამარტო იმიტომ, რომ კაცს ქრისტე ჰყავს თავსაბურავად როგორც მოციქული ამბობს, არამედ იმიტომაც, რომ მას ძალაუფლება გააჩნია ქალზე.”

როგორც ჩანს ღვთის ხატი მართლაც ძალაუფლებას ეხება და არა ადამიანურ ბუნებას, რომელიც ქალსაც და კაცსაც სრულიად იდენტური აქვთ.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 24)
A.V.M
პოსტი Sep 29 2012, 01:24 AM
პოსტი #21


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ულფ ეკმანი თუ არ იცი ვინაა მაშინ მთლად გლეხები ვყოფილვართ ქტისტიანობაში

რაღა მშველებია თუ ვიღაც პროტესტანტი ტვინნაღრძობი არ ვიცი ვინაა...
biggrin.gif

მე სხვა რამის გამო გკითხე ვინაა მეთქი და არა იმიტომ რომ მისი ვინაობა არ ვიცოდი.
მაინც შეგახსენებ რამე ეჭვი რომ არ გაგიჩნდეს.

მოკლედ ეს ,,სიცოცხლის სიტყვა'' გნებავთ ევანგელური ეკლესია დაარსა ერთმა მწალებელმა შვედმა ულფ ეკმანმა.სათავე კი ამ ყველაფერს ,,ბიბლიის შემსწავლელმა'' ტვინნაღრძობების ჯგუფმა დაუდო.
მერე დაიწყეს აღმა-დაღმა ბოდიალი და ამას მისიოლოგიას ეძახდნენ.
თავად მოძღვრებით ბევრით არაფრით განსხვავდებიან ორმოცდაათიანელებისგან.აღიარებენ ქორწინების , ნათლობის და ზიარების საიდუმლოებს.
აქვთ საინტერესო დამოკიდებულება წმ.სამების დოგმატთან დაკავშირებით და.ა.შ.
ნუ აღარ გავაგრძელებ რა...

მეზარება...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Sep 29 2012, 12:11 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა
ულფ ეკმანი თუ არ იცი ვინაა მაშინ მთლად გლეხები ვყოფილვართ ქტისტიანობაში

იქ პროფესორი ზოიძე თუ ფუტკარაძე არვიცით ..
უწიგნურები ვართ და დაგვერხევა პროფესორები გვეუბნებიან ამას @ქართულიოცნება : P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2016, 09:32 PM
პოსტი #23


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...რადგან ის მამაკაცმა შეამჩნია, ესე იგი, არის მასში რაღაც განსაკუთრებული..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2021, 08:49 PM
პოსტი #24


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქალი მამაკაცზე ნაკლებად როდი მონაწილეობს სამოქალაქო და სულიერ საქმეებში. ქალთაგან ბევრი ეწამა ქრისტესთვის. ქალს მამაკაცზე მეტადაც შეუძლია სიწმინდის დაცვა, რადგან მასში ვნებები ისე მძლავრად არ მოქმედებენ. ქალს თანაბრად შეუძლია გააჩნდეს ისეთი სათნოებები, როგორიცაა: თავმდაბლობა, უმანკოება, უანგარობა, პატიოსნება, რომელთა გარეშეც "ვერავინ იხილავს უფალს".

/წმ. იოანე ოქროპირი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2021, 09:06 PM
პოსტი #25


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველა ქალს სხვაზე უკეთესი ჰგონია თავი. ამას ვერც იმან უშველა, რომ რა ხანია, ქვეყნად სარკე მოიგონეს"

/მწერალი ოტია იოსელიანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 04:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი