თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ კ უ თ ხ უ რ ო ბ ა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 09:32 AM


ვთვლი, რომ ჭეშმარიტი ქართველი ვარ, რადგან ვარ ტრფიალი კუთხურობისა smile.gif მინდა ამ თემაში საქართველოს ყველა კუთხე და მისი მახასიათებლები ჩავატიო smile.gif


"საუკუნეების მანძილზე გარეშე ძალა ყოველთვის ცდილობდა ქვეყნის დაყოფას და კუთხურობის ნიშნით დაპირისპირების შექმნას".

/ილია II
"კარიბჭე" N24, 2017, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 08:02 PM

"თედო სახოკია განსაკუთრებული სიყვარულით გადმოსცემს გურიაში მოგზაურობის ამბებს: "ბედნიერთა გუნდს მივაკუთვნებდი თავს, რადგან მომელოდა ნახვა გურიისა, გურულებისა, რომლებიც საფუძვლიანად ამაყობენ თავისი კოხტა გურიათი, სწავლა-განათლებით დაწინაურებულ გურიათი. მომელოდა ნახვა გურულებისა, რომელთაც სილამაზით, სიცქვიტით და სხვა სანაქებო თვისებებით თითქოს განსაკუთრებული და თან საპატიო ადგილი უჭირავთ ქართველებში"

გურულების სიფიცხისა და თოფის წამალივით უეცარი აფეთქების შესახებ ისედაც ყველამ იცის. "გურული ფიცხია, "გულმწყრალია". ვახუშტისა არ იყოს, თუ ჰგონია, რომ ოდნავადაც არის, შეურაცხყავით, არ დაგინდობთ. თავი ცოცხალი არ უნდა, თუ სამაგიერო არ გადაგიხადათ".

/"კარიბჭე" N24, 2017,გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2017, 06:17 PM

"გურული ცნობილია ბრაზიანობით, ანუ როგორც თვითონ ამბობენ, "კუჭიანობით" და ამასთან გულადობითაც სწორუპოვარია საქართველოს პროვინციებში. გურული და გულფიცხი მეგრელს სინონიმებად მიაჩნია", - შენიშნავს თედო სახოკია".

/"კარიბჭე" N24, 2017,გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2018, 02:10 PM

"გურიაში სტუმარს მეორე დღეს გაოცებულს უკითხავს: გურიაში წყნარი და მშვიდი გურული თუ გყავთო? - კი, რავა არა. ეგერ, გეიხედე, სასაფლაოს ხომ ხედავ? მაქანე ყველა დაწყნარებული გურული წევს ახლაო" smile.gif

/"კარიბჭე" N1, 2018, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2018, 10:06 PM

"იმერეთი საქართველოს სხვა კუთხეებისაგან თავისი სამზარეულოთი და უგემრიელესი კერძებით გამოირჩევა, ეს საახალწლო სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანს".

/"კანდელი" N1, 2018, გვ.11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 09:15 PM

"რაჭველისნაირი კეთილი ადამიანი არსად მეგულება. ჩვენ ყველა კუთხის შვილს ვეგუებით. რაჭველი სუფრას რომ გაშლის, ყველა მხარის პურ-მარილს ამზადებს".

/"კარიბჭე" N26, 2010, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 06:52 PM

"თედო სახოკია წერდა, რომ გონების დაწინაურების მხრივ გურია პირველ ადგილზეაო"

/"კარიბჭე" N2, 2018, გვ.37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:00 PM

"იგი [ილია მეორე] აჭარას საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების კერად, განმანათლებლად მოიხსენიებს და ეს ჩვენ განსაკუთრებით გვეამაყება".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N3, 2018, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2018, 12:22 PM

"კახეთში შეგიძლია გარდასულ საუკუნეთა სურათები იხილო: ძელური სახლი, ძველი კერამიკული ჭურჭელი, იარაღი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა... მოხუცებულ კახელებს დღესასწაულებზე უყვართ თავიანთი ტრადიციული კოსტიუმის - ქამარშემოჭერილი ჩოხის ჩაცმა და ნაბდის ქუდის დახურვა, რომელიც მონაზვნის სკუფიას ჰგავს. იქ დრო არ დევნის კაცს, ადამიანები ცხოვრობენ აუჩქარებლად და გგონია, რომ კახეთის თავზე მზეც კი ნელა მოძრაობს."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
"კარიბჭე" N16, 2009, გვ. 48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2018, 09:00 PM

"საქართველოში პირველი ქრისტიანები იყვნენ აჭარის მკვიდრნი".

/"კარიბჭე" N16, 2009, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2018, 01:45 PM

"მრავალი ასეული წლების წინათ სვანი ისე მღეროდა, როგორც ახლა მღერის. სვანეთის განსაკუთრებული გეოგრაფიული პირობების (კარჩაკეტილობა) გამო სიმღერები დღემდე შემონახულია შეულახავად".

/"კარიბჭე" N19, 2009, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2019, 06:49 PM

"ბებიაჩემი, კახელი ქალი, სამეგრელოში გათხოვდა.
მაშინ ეს მოვლენა იყო. დიდი ამბავი! იმსიშორიდან... იმსიშორეს...

ეხვეოდნენ გარეშემო მულები, ქმრის ნათესავები, მეზობლები... მუშტრის თვალით ათვალიერებდნენ – „აქ დაილია ქალები, იქიდან რომ არ მოეყვანა კირილეს?“ – ამ საზომით (ბაბუაჩემი ქიზიყში მუშაობდა, ბოდბისხევში, სკოლის დირექტორად და ახალმოყვანილ ცოლთან ერთად დაურბუნდა კერას). ჩურჩულებდნენ და ბუტბუტებდნენ გაუთავებლად. მეგრულად, რა თქმა უნდა...

უჩა, უჩა... – გამუდმებით ესმოდა ეს სიტყვა ლარისას.

რას ნიშნავსო – ქმარს ჰკითხა დაეჭვებულმა.

ლამაზსო – განუმარტა ბაბუაჩემმა. არა, ცხადია. შავს ნიშნავს უჩა. შავგვრემანი იყო ბებია და ჭორავდნენ ფითქინა მარგალები.

დაიცა, მაგრე არ უნდაო! – გაბრაზდა ქიზიყურად. ადგა და ერთ წელიწადში უკვე მეგრულს სხლავდა 23 წლის ობოლაანთ ქალი.

გამართულად და უშეცდომოდ საუბრობდა. ქმარ-შვილ-სამეზობლოში სულ მეგრულად ლაპარაკობდა. კილოც კი მეგრული ჰქონდა. „წიე“ – სულ ასე მომმართავდა. „დია“ – ასე გაიკვირვებდა ხოლმე. ნაგვაზაოში რომ ჩავიდოდი და ჭიშკარს ჭახუნით გამოვაღებდი, გრძელი ეზოს ბოლოდან დაიძვრებოდა ნელ-ნელა, გაბადრული და ხელებგაშლილი და „სკანი ჭირი სკანი ბებოს“ იმეორებდა. სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ... რამდენჯერაც ჩახუტებამდე მოასწრებდა, იმდენჯერ. მერეც...

მხოლოდ გაბრაზებისას შეეცვლებოდა კილო და მისი წარმომავლობაც უმალ მჟღავნდებოდა: „ფეხებზე ჩაჲკიდამ!“ – არ განაღვლებსო, აღშფოთდებოდა და მომაძახებდა ხოლმე ქიზიყურად.

მერე, როცა დამშვიდდებოდა, კვლავ მეგრულად მოუქცევდა: ხაჭაპური გაგიცივდება, წიე...

აი, როგორ არ უნდა გიყვარდეს ან სამეგრელო, ან კახეთი ქიზიყიანად (არ შემომივარდეთ ახლა ქიზიყელები, მშვენივრად ვიცი ეგ თქვენი ესავართ-ისარავართ-ობები! smile.gif ).

ან მთელი ქართველეთი თავის ენა-კილო-კავ-ჯიგრობებიანად!"

/ბუბა კუდავა
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 10:24 PM

"თედო სახოკია წერს: "გურიაში თუ ერთი პირი მოიხსნა ცამ, მერე გადაღება არ მოაგონდება"

/"კარიბჭე" N12, 2019, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2019, 04:01 PM

"უკანასკნელი ორასი წელი საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ამ დროს შეირყა ეროვნული ცნობიერება, ჩამოყალიბდა კუთხურობა"

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
"კრიალოსანი" N12, 2008, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 07:26 PM

"კიდევ კარგი, რომ გურულ ადამიანს იუმორი შველის, არ ახასიათებს ნახსიანობა (წყენის დიდხანს დახსომება და ძვირისხსენება)"

/"კარიბჭე" N2, 2020, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2020, 09:15 PM

"მშვენიერი მიმართვაა, მაგალითად, ლაზური "შური მშინე" ("სულის მომხსენებელი"). ასე უწოდებს ლაზი თავის პატარა შთამომავალს, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი მისი სულის მომხსენებელი იქნება"

/ილია II
"კრიალოსანი" N5, 2010, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2020, 10:41 PM

"აჭარული ხაჭაპურის ისტორია ლაზებთან არის დაკავშირებული, რომლებიც საუკეთესო ნაოსნები იყვნენ... მის პოპულარობას ნავის ფორმა და გულში მზის სიმბოლოდ მოაზრებული კვერცხი განაპირობებს... როგორც ჩანს, ლაზებმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობა კვების კულტურაშიც გადმოიტანეს...

კიდევ ერთი გავრცელებული ვარიაციის მიხედვით, აჭარული ხაჭაპურის წარმოშობის ისტორია ასეთია: ძველად ლაზები ძირითადად მეთევზეობას მისდევდნენ. პირველად სწორედ მათ გამოაცხვეს აჭარული ხაჭაპური და ნავის ფორმის მიცემა თავიანთ საქმიანობას დაუკავშირეს. კიდევ ერთი ვერსიით, აჭარულ ხაჭაპურში მოთავსებული კვერცხი ნავში ჩამწყვდეულ მზესაა შედარებული"

/"კარიბჭე" N5, 2020, გვ. 47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2020, 05:15 PM

შამფურის ხაჭაპური

"ერთხელ, თურმე, იმერელ აზნაურს კახელი თავადი ესტუმრა. ის პერიოდია, როცა თავადებიც და აზნაურებიც სიმდიდრით ვერ დაიკვეხნიდნენ, მით უფრო, იმერეთში. ძალიან შეწუხდა მასპინძელი, წიწილა კი დაკლა, მაგრამ მარტო წიწილა რას ეყოფა ამხელა თავადს?! რადა, იცის კახელების გემოთმოყვარეობის ამბავი. თანაც, კახეთში სტუმრობისას კახელი თავადი სუკის მწვადებით გაუმასპინძლდა. გაახსენდა, რომ წათხში სამეგრელოდან ჩამოტანილი სულგუნი ჰქონდა შენახული.

სხედან სუფრასთან და ერთადერთ წიწილას შეექცევიან ტყემალთან ერთად. ხედავს იმერელი, რომ შორი გზიდან მოსული თავადი მაინც და მაინც კმაყოფილი არ არის მასპინძლობით.

- გახსოვს, შენთან სუკის მწვადი რომ ვჭამეთ? - მოაგონა კახელს მასპინძელმა აზნაურმა. - ახლა კი მე დამაცადე, ისეთი მწვადი უნდა შეგიწვა, არსად, არასოდეს რომ არ გიჭამია.

ადგა და მალე, საკუთარი ხელით მომზადებული, ცომში გახვეული სულგუნის მწვადი მიართვა"

/"კარიბჭე" N6, 2020, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2021, 07:58 PM

"გურიაში მასპინძელს "მარნის კარი სულ უჭრიალებს", მაგრამ თუ ზედმეტი მოუვიდა სტუმარს, ნუ გეშინიათ, მასპინძელი არ მოერიდება... ჩვეული გურული იუმორით გავა ფონს... ერთი ანეკდოტია: "გურულის სტუმარი კარგა ხნის ქეიფისა და მოლხენის შემდეგ ხელებგაშლილი ამღერდა: - ვაი, ვეღარ ვხედავ მზეეეს...
მასპინძელმა დრო იხელთა და ჰკითხა:
- მზეი შორია, მარა ჭიშკარსაც ვერ ხედავ?"
ასე რომ, გურულმა კაცმა ჭიშკართან "მოპატიჟებაც" კარგი იცის და იმავე ჭიშკრამდე გასაგნები გზის მითითებაც, საჭიროების შემთხვევაში".

/"კარიბჭე" N2, 2021, გვ.36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2021, 07:20 PM

"ცნობილი ანეკდოტია: "მე გურული ვარ, მაგრამ ვმკურნალობო", ან კიდევ, კაცი გაგიჟდება და გურიაში არ ჩაგვასწროს,თორემ რას ვიპოვითო?!"

/"კარიბჭე" N6, 2021, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2021, 03:00 PM

"არც ერთი კუთხე, არც ერთი ხეობა ერთმანეთს არ ჰგავს. თივის ზვინსაც კი სულ სხვადასხვანაირად დგამენ სხვადასხვა კუთხეში".

/არნოლდ გეგეჭკორი

"კარიბჭე" N8, 2021, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 01:22 PM

"ნათქვამია, მეგრელმა ცის კარები ნახა გახსნილი, იცოდა, რომ რასაც ინატრებდა, აუსრულდებოდა და ინატრა სიმინდის ჩენჩო და დო. როცა დასცინეს, უპასუხა, - ჩენჩო თუ გაქვს, ე.ი. სიმინდი გაქვს, ღომი გაქვს, მჭადი გაქვს, საქონლისა და ფრინველის საჭმელი გაქვს, ფუჩეჩი გაქვს, ჩალა გაქვს (მეგრულად "ჭა"), "გუნგა" (სიმინდის ტაროს გული) გაქვს, ე.ი. სითბო გაქვს, რადგან კარგად იწვის. რაც შეეხება დოს, დო რისგან რჩება? ე.ი. ძროხა გყავს, ყველი ამოყვანილია, ნადუღი მოხდილია, კარაქი, ჭვიშტარი და ელარჯი გაქვს".

/"კარიბჭე" N9, 2021, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 01:11 PM

"საერთოდ, ეს ჩვენი ქართული - ხან გურული, ხან კახური, ხანაც იმერული კილოთი ლაპარაკი - კიდევ ერთი მიზეზია იმისა, განსაკუთრებულად მიყვარდეს ჩემი ხალხი".

/ნინო ახობაძე
"კარიბჭე" N3, 2022, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 03:48 PM

"ზემო იმერეთის მკვიდრნი განსაკუთრებულად ალალი, მშრომელი და მადლიერი ადამიანების არიან და თუ ვინმეს მათდამი კეთილგონიერება შეამჩნიეს, სიცოცხლის ბოლომდე უერთგულებენ"

/მეუფე დიმიტრი (კაპანაძე)
"კარიბჭე" N3, 2022, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2022, 02:31 PM

"ვახუშტი ბაგრატიონი ხაზს უსვამდა, რომ თუშები საქართველოს სამეფო კარის მოლაშქრეები არიანო და განსაკუთრებით მათ ბრძოლისუნარიანობას აღნიშნავდა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 152/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2022, 05:07 PM

"რაჭველებს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ ჩრდილო-კავკასიელ მთიელებთან. ისინი ერთმანეთს შვილებს უგზავნიდნენ აღსაზრდელად, რათა მეზობელთა ენა და წეს-ჩვეულება ესწავლათ. ეს მათ ერთმანეთთან ურთიერთობას უადვილებდა. ამ წეს-ჩვეულებას რაჭველები "კერძო-მოკეთეობას" უწოდებდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 164/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2022, 08:31 PM

"სვანები გაურბიან უხეშ გამოთქმებს და თუ მაინც ვერ უვლიან გვერდს ამგვარ გამოთქმებს, იმ შემთხვევაში ბოდიშს იხდიან. მათ რეპერტუარში არ შემხვედრია არც ერთი უხამსი სიტყვა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2022, 07:21 PM

"ყველაზე კონსერვატიული იყო ხევსურეთი; აქ, ფაქტობრივად, ცალკე პიროვნება არც არსებობდა. მთელი ტერიტორიული თემი ერთ ერთეულს წარმოადგენდა. დადგენილი ნორმებიდან გამოსვლა თემთან დაპირისპირებას ნიშნავდა და ასეთი პიროვნების ადგილი ერთგვაროვან საზოგადოებაში აღარ იყო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 39/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)