სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
afxazi |
Dec 25 2007, 02:56 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.
აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ. განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან" "როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს. სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ. სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას. ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
თამარი_ცქნაფო |
Dec 25 2007, 02:58 PM
პოსტი
#2
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მე მართლა მაინტერესებს, შესაძლებელია მეცნიერულად სიყვარულის ახსნა?
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მხევალი ნინო |
Dec 25 2007, 06:29 PM
პოსტი
#3
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
თამარი_ცქნაფო
ციტატა მე მართლა მაინტერესებს, შესაძლებელია მეცნიერულად სიყვარულის ახსნა? სიყვარულს? ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულს რომელღაც ჰორმონის მატებას უკავშირებენ. დაიწევს ამ ჰორმონების რაოდენობა სისხლში და გაქრება გულის მტკივნეული შეკუმშვები ვიღაც-ვიღაცეების დანახვაზე -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ბიძია თომა |
Dec 25 2007, 09:29 PM
პოსტი
#4
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
რამდენათაც ამქვეყნად ყოველი საგანი თავისი არსებითა და მოქმედებით სულიერ საგანთა მხოლოდ სიმბოლოს წარმოადგენს, სწორედ სწორედ იგივეითქმისმიწიერ სიყვარულზე.ის.რასაცადამიანები ამქვეყნად სიყვარულს უწოდებენ,ოდენ სუსტი სიმბოლოა ჭეშმარიტი,ზეციური სიყვარულისა
ყოველგვარი არსება ორ ნაწილად განიყოფა ,ქმნილად და შეუქნელად ,შეუქმნელი მხოლოდ ღმერთია, ხოლო შექმნილი ყველა დანარჩენი, სიყვარულიც შეუქმნელია, შეუქმნელი და მარადიული.რადგანაც სიყვარული ღმერთის თვისება კი არარის არამედ მისი სახელია,მისსხვა სახელებთან ერთად და-საღმრთო არსებობის .ამიტომაც არის ნათქვამი,ღმერთი სიყვარული არს -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
k@the |
Dec 25 2007, 09:56 PM
პოსტი
#5
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ციტატა სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. afxazi არ გეგონოს სიტყვებზე გეკიდებოდე, მარა ეგ ჩამონათვალი არ მომწონს. გათანაბრებულია ეგ სამი? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
afxazi |
Dec 25 2007, 10:04 PM
პოსტი
#6
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
t.d
ხომ ვთქვი, მხოლოდ სუფთა ფსიქოლოგიური დაკვირვებისა და ცდების შედეგებზე ვისაუბროთ. გასაგებია შენ რასაც გულისხმობ, მაგრამ სხვა კუთხით მინდა დავინახოთ სულის ეს თვისება. k@the ციტატა არ გეგონოს სიტყვებზე გეკიდებოდე, მარა ეგ ჩამონათვალი არ მომწონს. გათანაბრებულია ეგ სამი? არა მე რა უნდა მეწყინოს, ეს გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვებია. ის აგრეთვე საუბრობს ეჭვიანობაზე, როგორც სიყვარულის ერთ-ერთ თვისებაზე. მინდა რომ სწორედ ამ კუთხით განვავრცოთ ჩვენი საუბარი. ანუ ვთქვათ ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ბიძია თომა |
Dec 25 2007, 10:05 PM
პოსტი
#7
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
მაპათ თუ გინდა წაშალეთ ეგ პოსტი ნუმე კარგათ ავხსენი სიყვარულის არსიდამაგისთანებს ბევრს დავდებდი მარა რაცხა არ შესაბამება არა?
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
ქეთუ |
Dec 25 2007, 10:18 PM
პოსტი
#8
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
თამარი_ცქნაფო სიყვარულს? ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულს რომელღაც ჰორმონის მატებას უკავშირებენ. დაიწევს ამ ჰორმონების რაოდენობა სისხლში და გაქრება გულის მტკივნეული შეკუმშვები ვიღაც-ვიღაცეების დანახვაზე ეს კიდევ სულ სხვა თემაა ჰორმონებზე და "სიყვარულის ქიმიაზე" ბიოლოგები უფრო ბევრს საუბრობენ ფსიქოლოგები ძირითადად სიყვარულზე, როგორც სოციალურ კულტურულ ფენომენზე საუბრობენ. რაც შეეხება სიყვარულისა და "ქიმიური ელემენტების დამოკიდებულებას", მოდი ჯერ ამაზე ვისაუბროდ ცოტა ვრცლად რომ არ გვქონდეს ზედაპირული წარმოდგენა, "რაღაც ჰორმონები", "თავის ტვინში ხდევა რაღაც ქიმიური პროცესები" და მსგავსი ფრაზები... მოკლედ ამ ყველაფრის შესახებ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებდა და იკვლევდა Rutgers-ის უნივერსტეტის პროფესორი და ექსპერტი ჰელენ ფიშერი, მან ეს მთელი პროცესი სამ ნაწილად დაყო (lust, attraction,attachment) და აღნიშნავდა რომ სხვადასხვა შემთხვევის დროს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები ახდენდნე ზეგავლენას ადამიანის ტვინზე... ციტატა რომელღაც ჰორმონის მატებას უკავშირებენ ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში... და ისე ამ რომელიღაცა ჰორმონების(ტესტესტერონი ესტროგები) მატების გარდა ადამიანის ტვინზე თანმიმდევრულად ახდენს ზეგავლენას მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებები. მეორე შემთხვევაში ისეთი ტიპის ნეიროტრანსმიტერები როგორიცაა, დოპამინი, სეროტონინი,ნორადრენალინი... მათი ზემოქმედებით სტიმულირდება ტვინის pleasure center (ქართულად ვერ ვიხსენებ უკაცრავად...) რის საშუალებითაც იმართება მთელი რიგი პროცესები: ციტატა გულის მტკივნეული შეკუმშვები ანუ იზრდება ჰართ რეით, აგრეთვე იწვევს უმადობას და უძილობას და ინტენსიური მღელვარების?(excitement) შეგრძნებას. და არის კიდევ მესამე სტადია, შემთხვევა თუ რაც გინდა ვუწოდოთ, როდესაც საუბარია რამოდენიმე წლის, რაღაც დადებითი სახის ურთიერთობის შედეგად გაჩენილ გრძნობებზე, მაგალითად როგორც სიყვარულის წარმოშობა საუკეთესო მეგობრებს შორის.(ოჰ ფრიად აქტუალურ და მტკივნეულ საკითხს შევეხე მგონი ) ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგთან, როგორებიცაა Oxytocin და vasopressin. -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
afxazi |
Dec 25 2007, 10:23 PM
პოსტი
#9
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
t.d
ციტატა მაპათ თუ გინდა წაშალეთ ეგ პოსტი ნუმე კარგათ ავხსენი სიყვარულის არსიდამაგისთანებს ბევრს დავდებდი მარა რაცხა არ შესაბამება არა? არა საპატიებელი არაფერია, უბრალოდ სხვა კუთხით მინდა ვისაუბროთ. იმედი მაქვს ხვდებით რის თმაც მინდა? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
თამარი_ცქნაფო |
Dec 25 2007, 10:23 PM
პოსტი
#10
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
არა, მართლა სერიოზულად მაინტერესებს, რატომ ჩნდება ხოლმე მეგობრებს შორის ასეთი სიყვარული? ფსიქოლოგიურად როგორ აიხსნება ეს? რამდენად მყარია მსგავის ურთიერთობა და რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს გაუმართლებელი? (ანუ კრახის ალბათობა ვიგულისხმე)
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
k@the |
Dec 25 2007, 10:24 PM
პოსტი
#11
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ციტატა ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 0 სტუმარი და 6 დამალული წევრი) 0 წევრი: მთელი ფორუმის 'იდუმალი' წევრები აქაა. afxazi გასაგებია, მარა დაახლოებით რომელი საუკუნისაა ეგ აზრები? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ბიძია თომა |
Dec 25 2007, 10:31 PM
პოსტი
#12
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
რაც შეხება გოგოსადა ბიჭს მეგობრობას შეიძლება და თითქმის ბევრშემთხვევაში ეს გადაზრდილა სხვაგვარ სიყვარულში რაც იმიზმიზეზი უფროა ალბათ როისენიეჩვევიან ერთმანეთს უგებენ ერთმანეთს და ძალიან უახლოვდებიან შესაძლებელია ასეთი რამმოხდეს და შეუყვარდეს ან ერთს ანმეორეს,მემაგალითად ცოტა სხვაგვარ ადამიანებს მივეკუთნები და ასეთი რამარ მევასება მე მყავს მეგობარი გოგო და ძალიან მყვარს ჩემდას ვეძახი რა დე ასეთი რამგამორიცხულია მირჩევნიმოვკვდე ვიდრე მე ის შემიყვარდეს და მასზე ვიფიქრომან ძმათ ან დათ მიგიღო შენკი სხვა გვარად დაიწყე ფიქრე ეს არ მომწონს,ასერომმე ვიცი ბევრი შემთხვევა ძან მაგარ მეგობრებშ შეჰყვარებით ერთმანეთი ან ერთს შეყვარებია და Aსე შემდეგ რა
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
თამარი_ცქნაფო |
Dec 25 2007, 10:34 PM
პოსტი
#13
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მე მაინც მგონია, რომ როცა მეგობრებს შორის ასეთი რამ იბადება, იქ დავიდანვე, სულ ოდნავ, მცირე დოზით მაინც იდო რაღაც, რაც ჯერ მეგობრობაში გადაიზარდა და შემდეგ მობრუნდა ისევ უკან. ანუ თავიდან არა მეგობრული, უფრო ბიჭისა და გოგოს ჩვეულებრივი ურთიერთობა იყო, აღიქვამდი ბიჭად და ის - გოგოდ, მერე დამეგობრდი და ცოტა ხანში ურთიერთგაგებამ, საიხლოვემ, მიჩვევამ და ა.შ. გაამძაფრა ის უწინდელი საპირისპირო სქესისი აღქმა.
ნაღდად არ ვიცი, თეორია მაქვს უბრალოდ, მაგას რომ მივმხვდარიყავი, აქ კი არ ვიჯდებოდი -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ბიძია თომა |
Dec 25 2007, 10:49 PM
პოსტი
#14
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
იცი რა არის მე ისეთ ბიჭს არ ვცემპატივს გოგოზეროფიქრობსმეგორობას და და დზმობას როეფიცება დაჰფიცავს გავაერთიწელი და მე შენმიყვარხარო,ასეთი რამ თქვი ახლა შენ ხო თამარ?
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
S a l l y |
Dec 25 2007, 10:50 PM
პოსტი
#15
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
ეს კიდევ სულ სხვა თემაა ჰორმონებზე და "სიყვარულის ქიმიაზე" ბიოლოგები უფრო ბევრს საუბრობენ ფსიქოლოგები ძირითადად სიყვარულზე, როგორც სოციალურ კულტურულ ფენომენზე საუბრობენ. რაც შეეხება სიყვარულისა და "ქიმიური ელემენტების დამოკიდებულებას", მოდი ჯერ ამაზე ვისაუბროდ ცოტა ვრცლად რომ არ გვქონდეს ზედაპირული წარმოდგენა, "რაღაც ჰორმონები", "თავის ტვინში ხდევა რაღაც ქიმიური პროცესები" და მსგავსი ფრაზები... მოკლედ ამ ყველაფრის შესახებ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებდა და იკვლევდა Rutgers-ის უნივერსტეტის პროფესორი და ექსპერტი ჰელენ ფიშერი, მან ეს მთელი პროცესი სამ ნაწილად დაყო (lust, attraction,attachment) და აღნიშნავდა რომ სხვადასხვა შემთხვევის დროს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები ახდენდნე ზეგავლენას ადამიანის ტვინზე... ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში... და ისე ამ რომელიღაცა ჰორმონების(ტესტესტერონი ესტროგები) მატების გარდა ადამიანის ტვინზე თანმიმდევრულად ახდენს ზეგავლენას მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებები. მეორე შემთხვევაში ისეთი ტიპის ნეიროტრანსმიტერები როგორიცაა, დოპამინი, სეროტონინი,ნორადრენალინი... მათი ზემოქმედებით სტიმულირდება ტვინის pleasure center (ქართულად ვერ ვიხსენებ უკაცრავად...) რის საშუალებითაც იმართება მთელი რიგი პროცესები: ანუ იზრდება ჰართ რეით, აგრეთვე იწვევს უმადობას და უძილობას და ინტენსიური მღელვარების?(excitement) შეგრძნებას. და არის კიდევ მესამე სტადია, შემთხვევა თუ რაც გინდა ვუწოდოთ, როდესაც საუბარია რამოდენიმე წლის, რაღაც დადებითი სახის ურთიერთობის შედეგად გაჩენილ გრძნობებზე, მაგალითად როგორც სიყვარულის წარმოშობა საუკეთესო მეგობრებს შორის.(ოჰ ფრიად აქტუალურ და მტკივნეულ საკითხს შევეხე მგონი ) ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგთან, როგორებიცაა ოქსიჯენი და vasopressin. ქეთ,არ შეგიძლია ამ ინფორმაციის წყარო მომაწოდო?ძალიან მაინტერესებს ბოლოს ოქსიჯენი რომ გიწერია ოქსიგენს(oxygen) ანუ ჟანგბადს გულისხმობ? ვასოპრესინი ჰიპოთალამუსში სინთეზირებადი ანტიდიურეზული ჰორმონია და მისი ზემოქმედება შEიძლება რაღაცით კავშირშია ზემოთ თქმულთან,მაგრამ ჟანგბადიი??მოკლეთ ნამეტანი დამაინტერესა -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
ქეთუ |
Dec 25 2007, 10:52 PM
პოსტი
#16
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
მე მაინც მგონია, რომ როცა მეგობრებს შორის ასეთი რამ იბადება, იქ დავიდანვე, სულ ოდნავ, მცირე დოზით მაინც იდო რაღაც, რაც ჯერ მეგობრობაში გადაიზარდა და შემდეგ მობრუნდა ისევ უკან. ანუ თავიდან არა მეგობრული, უფრო ბიჭისა და გოგოს ჩვეულებრივი ურთიერთობა იყო, აღიქვამდი ბიჭად და ის - გოგოდ, მერე დამეგობრდი და ცოტა ხანში ურთიერთგაგებამ, საიხლოვემ, მიჩვევამ და ა.შ. გაამძაფრა ის უწინდელი საპირისპირო სქესისი აღქმა. ნაღდად არ ვიცი, თეორია მაქვს უბრალოდ, მაგას რომ მივმხვდარიყავი, აქ კი არ ვიჯდებოდი ამას ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად განსაზღვრავს და ახასიათებს, ფსიქოლოგიაშჲც რიგი აზრთა სხვადასხვაობაა, კონკრეტულად თითოეული იდივიდის პიროვნულობასა და აზროვნებაზეც ბევრია დამოკიდებული. მე უფრო იმ თეორიას ვეთანხმები როცა რაღაც პერიოდის ურთიერთობის შემდეგ ჩნდება საერთო ინტერესები, ქვეცნობიერად ყველა ადამიანი საკუთარ თავზეა ყველაზე მეტად შეყვარებული, და იმ შემთხვეაში როცა იგი იგივეს აღმოაჩენს სხვა ადამიანშიც, ანუ ფაქტიურად ხედავს სხვაში იმას რაც თავისთავში უკვე უყვარს ხო? აქედან გამომდინარე უფრო რეალური და ლოგიკურია... John Alan Lee თეორიის მიხედვით ასეთ შემთხვევაში ძირითადად სიყვარულის ორ სახეობასთან შეიძლება გვქონდეს საქმე: (ციტირებას გავაკეთებ თუ არ მიწყენთ ჩემი სიტყვებით ისე კარგად ვერ დავწერდი და ...) "1) Storge — an affectionate love that slowly develops, based on similarity. 2)Agape — selfless altruistic love; spiritual" -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
ქეთუ |
Dec 25 2007, 10:59 PM
პოსტი
#17
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ქეთ,არ შეგიძლია ამ ინფორმაციის წყარო მომაწოდო?ძალიან მაინტერესებს სალო წყარო მივუთითე, ჰელენ ჶიშერის ექსპერიმენტული ნაშრომები პერიოდულად მაქვს ნასწავლი და ბევრგან ამოკითხული, კონრეტულ სახელმძღვანელოს აუცილებლად მიგითითებ, გადავხედავ სადაც უფრო ვრცლადაა ეს ყველაფერი -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
შოთაძე |
Dec 25 2007, 11:22 PM
პოსტი
#18
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
აუ კაი რა მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა როგორ უნდა ამოხსნან სიყვარული როცა თვით საკუთარ სიყვარულს ვერ ხსნი ბოლომდე და სხვამ როგორ უნდა ამიხსნას სიყვარული რა არის?
იგივეა რომ სასწაულს დაუწყო მეწნიერული ახსნა და ბოლოს რო არაფერი გამოდით აღიარებენ რო ღმერთი მართლა არსებობსო რავი ახლა მგონი ისე დავწერე რო ზოგისთვის მიუღებელისავით იყოს მარა სიყვარულს მეცნიერები ბოლომდე მაინც ვერ ახსნიან ისევე როგორც სასწაულს თუ არ სწამთ უფლის -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
Маиа |
Dec 25 2007, 11:25 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. ჭეშმარიტი სიყვარული ალბათ მაინც თავგანწირვაა, როცა სხვისი უფრო გტკივა ვიდრე შენი... და თავგანწირვით უნდა ვლინდებოდეს. დანარჩენი ალბათ მართლა მხოლოდ და მხოლოდ ვნებაა და არა სიყვარული -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
თამარი_ცქნაფო |
Dec 26 2007, 12:04 AM
პოსტი
#20
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
იცი რა არის მე ისეთ ბიჭს არ ვცემპატივს გოგოზეროფიქრობსმეგორობას და და დზმობას როეფიცება დაჰფიცავს გავაერთიწელი და მე შენმიყვარხარო,ასეთი რამ თქვი ახლა შენ ხო თამარ? ნუ, მთლად მასეთი არა, მაგრამ ჰგავს. თუმცა პატივს არ ვცემ, არ მეჩვენება მე გამართლებულ ნათქვამად, თუ იმ ხაზს გავყვებით, მე რაც დავხატე -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი