რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა, ურთიერთკავშირი, არგუმენტები და ფაქტები. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა, ურთიერთკავშირი, არგუმენტები და ფაქტები. |
Маиа |
Jan 16 2010, 03:16 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
პატარა დეტალი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ჩანასახს არ აქვს სული, პირიქით. სულს ეძლევა სამართავად სხეული. ჩანასახს აქვს სული... თუ არ მოკალი ხელი, ფეხი, თვალი და ცხვირიც განუვითარდება -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
gurulo |
Jan 16 2010, 04:00 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 815 რეგისტრ.: 1-November 07 მდებარ.: tbilisi,vaja წევრი № 3,082 |
ციტატა ჩანასახს აქვს სული... თუ არ მოკალი ხელი, ფეხი, თვალი და ცხვირიც განუვითარდება მერედა ხელი, ფეხი და ცხვირი ვის უვითარდება? - სხეულს. მე სხვა რამეს ვამბობ, იმის თქმა რომ ჩანასახს, თუნდაც ჩამოყალიბებულ სხეულს გააჩნია სული, არასწორია. წინააღმდეგი შემთხვევა ემსგავსება ისეთ მაგალით რომ ვთქვათ ..მანქანას გააჩნია ადამიანი". არადა ყველაფერი პირიქითაა. სული იღებს გადაწყვეტილებას ისევე როგორც პასუხისმგებლობას თავის ნამოქმედარზე და სხეულით, რამდენადაც ის მისცემს ამის საშუალებას, გამოხატავს თავის ნებას დედამიწაზე. -------------------- წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
|
lingvo |
Jan 16 2010, 06:38 PM
პოსტი
#23
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
lingvo რატომ? კარგი... შენი აზრით არის ღვთის საქმეში ჩარევა ნაყოფიერებისათვის ანუ რეპროდუქციისათვის მკურნალობა? ადამიანს არ უჩნდება შვილი, თუმცა ხელოვნური ჩარევის შედეგად ანუ გარკვეული მედიკამენტებით და ქიმიური საშუალებით მკურნალობის შედეგად (ამ შემთხვევაში ხელოვნურ განაყოფიერებას არ ვგულისხმობ) შესაძლებელია რომ შეძლოს რეპროდუქტირება ანუ ბავშვის გაჩენა... ამგვარი მკურნალობაც უნდა აიკრძალოს? არადა შენი ლოგიკით ესიც პირდაპირი და ხელოვნური ჩარევაა. ამ ჩარევის გარეშე ახალი სიცოცხლე აღარ დაიბადება. ესიც მიუღებელია? თუ მაინცდამაინც სინჯარაშია საქმე? მკურნალობა დასაშვებია, მგარამ ხელოვნური განაყოფიერება არა. ზღვარი აქაა ჩემი აზრით. თუ მკურნალობამ შედეგი არ მოიტანა არ უნდა მიმართოს წყვილმა ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს. ეს მხოლოდ ჩემი აზრია და დიდი სხვაობას ვხედავ გიო მკურნალობასა და ხელოვნურ განაყოფიერებას შორის. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
გიორგი |
Jan 16 2010, 07:09 PM
პოსტი
#24
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
lingvo
ციტატა ეს მხოლოდ ჩემი აზრია და დიდი სხვაობას ვხედავ გიო მკურნალობასა და ხელოვნურ განაყოფიერებას შორის. რა პრინციპულ სხვაობას ხედავ? მეთოდები ორივეგან ხელოვნურია (ანუ ადამიანის მოგონილი) პრეპარატები და პროცესები ორივეგან ქიმიურია. აქ სინჯარაშია საქმე, რეპრუდუქციისთვის საჭირო კამერაში თუ სადაა პრინციპული სხვაობა? ციტატა თუ მკურნალობამ შედეგი არ მოიტანა არ უნდა მიმართოს წყვილმა ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს. რატომ? თუ ადამიანის ფეხზე მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და ამპუტაცია გახდა საჭირო, ხელოვნური ფეხი ან ხელოვნური ძვალი აღარ გაიკეთოს და დარჩეს ცალფეხა? პრინციპი სად არის? ასე იქამდე მივალთ რომ უფეხომ ჯოხი არ დაიჭიროს ხელში, მაინც არაფერი შველისო... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
lingvo |
Jan 16 2010, 07:18 PM
პოსტი
#25
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
რა გითხრა? ვერ გიპასუხებ გიო. მეტ არგუმენტს ვერ მოვიყვან, ადამიანი ირჩევს.
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
gurulo |
Jan 16 2010, 08:41 PM
პოსტი
#26
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 815 რეგისტრ.: 1-November 07 მდებარ.: tbilisi,vaja წევრი № 3,082 |
ციტატა რატომ?თუ ადამიანის ფეხზე მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და ამპუტაცია გახდა საჭირო, ხელოვნური ფეხი ან ხელოვნური ძვალი აღარ გაიკეთოს და დარჩეს ცალფეხა?პრინციპი სად არის? ავადმყოფი უკვე გაჩენილია და მისი უფლებაა საკუთარი სიცოცხლის დაცვა. ხოლო ბავშვის გაჩენა, ქრისტიანისთვის მანამდე არ არის საკუთარი უფლება ვიდრე ჯვარს არ დაიწერს, ანუ ღმერთი არ დართავს ნებას. ჯვრისწერის შემდეგაც ღმერთი წყვეტს ბავშვის გაჩენას და თუ შენი ლოგიკით ვიმსჯელებთ მივალთ იმ დასკვნამდე რო სიყვარულის შემთხვევაში წყვილის უფლებაა ცოლქმრული ურთიერთობით დაკავება თუნდაც ჯვრისწერის გარეშე. სხვა თანაბარ პირობებში, გამრავლების მოტივით, ჯვარდაუწერელი თანაცხოვრება და ხელოვნური განაყოფიერება ერთმანეთის მსგავსია. და კიდე, მკურნალობას, ღმერთის მიერ მონიჭებული უფლების აღსასრულებლად, არავინ არ გიკრძალავს -------------------- წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
|
გიორგი |
Jan 16 2010, 10:01 PM
პოსტი
#27
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
lingvo
ციტატა რა გითხრა? ვერ გიპასუხებ გიო. მეტ არგუმენტს ვერ მოვიყვან OK. gurulo ციტატა ავადმყოფი უკვე გაჩენილია და მისი უფლებაა საკუთარი სიცოცხლის დაცვა. აქ ადამიანების უფლებების საერთაშორისო დეკლარაციაზეა ლაპარაკი? ეგეც არ იყოს და ეს მაგალითი პრინციპულობისთვის მოვიყვანე. უნდა ჩაერიოს თუ არა ადამიანი ხელოვნურად სხვადასხვა პროცესებში? ნებისმიერი სახის მკურნალობა, ოპერაცია, ამპუტაცია, ხელოვნური ფეხი და თვით ჯოხიც კი არის არაბუნებრივი მოვლენა, თავისი არსით არის ხელოვნური, ადამიანის მიერ მოგონილი. საკითხი კი ასე დგას: უნდა ჩაერიოს თუ არა ადამიანი ხელოვნური მეთოდებით სხვადასხვა პროცესებში? ჩარევა/არ ჩარევის პრინციპზეა ლაპარაკი. - თუ ამბობ, რომ ადამიანი არ უნდა ჩაერიოს ხელოვნურად არაფერში და ჩარევა/არ ჩარევის საკითხია მთავარი, მაშინ მკურნალობაც უნდა ავკრძალოთ. (ნებისმიერი ფორმით) - თუ ამბობ, რომ ადამიანი არ უნდა ჩაერიოს ბავშვის გაჩენაში (და სხვაგვარი მკურნალობა დასაშვებია) და ახალი სიცოცხლის დაბადება/არ დაბადების საკითხია მთავარი, მაშინ შვილიერებაზე ანუ რეპროდუქციაზე მკურნალობაც უნდა ავკრძალოთ. (ნებისმიერი ფორმით) და საერთოდ რას ნიშნავს ღვთის საქმეებში ჩარევა? ხელოვნური განაყოფიერება რატომაა ღვთის საქმეში ჩარევა? თვლი რომ რადგან სხვაგვარად ბავშვი არ უჩნდება წყვილს ე.ი. ღმერთს არც უნდა რომ გაუჩნდეს? მაშინ მკურნალობაზეც იგივე უნდა იფიქრო, რადგან ადამიანი თუ ავადაა, ან ფეხი მოიტეხა, მისი მკურნალობა და გამთელება ღმერთს არ ნდომებია, აბა ისე რატომ მოტეხავდა ფეხს, და არ უნდა ჩაერიო. თუ იტყვი რომ მკურნალობაც ღვთისგან მოდის და ამგვარი გზით უნდა ღმერთს რომ ადამიანი გამოაჯანმრთელოს, მაშინ იგივე ითქმის ხელოვნურ განაყოფიერებაზეც, იქნებ ღმერთს ამგვარი გზით უნდა რომ მისცეს წყვილს შვილი. თუ მეტყვი, რომ "რა ღმერთი ისე ვერ შეძლებდაო თუ საჭირო იყოო?" მეც იმწამსვე გიპასუხებ, რომ "რა ღმერთი ისე ვერ შეძლებდა რომ ადამიანი მორჩენილიყო ან საერთოდ არ გამხდარიყო ავად თუ ასე იყო საჭირო-თქო" თუ მიგაჩნია რომ სრულყოფილ სხეულს ფეხი არ უნდა აკლდეს და ხელოვნური ფეხი იმის იმიტირებაა, რაც წესით ღვთისგან ადამიანს ეძლევა, მაშინ ხელოვნური განაყოფიერებაც იმ სრულყოფილების იმიტირებაა, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს/შეეძლოს მაგრამ არ აქვს/შეუძლია. ციტატა ხოლო ბავშვის გაჩენა, ქრისტიანისთვის მანამდე არ არის საკუთარი უფლება ვიდრე ჯვარს არ დაიწერს, ანუ ღმერთი არ დართავს ნებას. ჰო, მაგრამ შვილი, როგორც წესი ჯვარდაწერილებს უნდებათ ზუსტად. აბა, გელფრენდ/ბოიფრენდს და მითუმეტეს პროსტიტუციის შედეგად გაჩენილი ბავშვი არავის უნდა. რადგან ყველაფერი ქრისტეანულ ჭრილში იხილება, მეც შესაბამისად ქრისტეან, ჯვარდაწერილ წყვილს ვგულისხმობ, რომლებსაც ბავშვის გაჩენა უნდათ. ჯვარდაწერილი წყვილისთვის რატომ არ არის ნებადართული ხელოვნური განაყოფიერება? აბა, ვინც ათეისტია, ან სხვა რელიგიის წარმომადგენელი იმას ვერც დაელაპარაკები ქრისტეანობის ენით და იმან თავისი საქმე თვითონ იცის. თუმცა ასევე მწვავე დისკუსიის საგანი შეიძლება გახდეს ის, ტუ რა უნდა ქნას ათეისტმა წყვილმა, რადგან ღმერთის არ სწამთ შვილის ყოლის სურვილი არ შეიძლება ჰქონდეთ? ისინი ჯვარს არასოდეს დაიწერენ, რადგან არ ჯერათ არც ჯვრისწერის მადლის და არც ღმერთის და ამიტომ გამრავლებას ვერ აუკრძალავ. თუმცა ეს სხვა საკითხია. დავუბრუნდეთ ქრისტიან წყვილს და ქრისტეანულ მიდგომას. რა პრინციპით უნდა აეკრძალოს ქრისტეან წყვილს ხელოვნური განაყოფიერება? ციტატა ჯვრისწერის შემდეგაც ღმერთი წყვეტს ბავშვის გაჩენას წყვიტავს. თუმცა ხანდახან მკურნალობითაც ეხმარებიან და ისე ჩნდება ბავშვი. საინტერესოა, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად რომ გაჩნდეს ბავშვი ის ღვთის ნების საწინააღმრდეგო, რატომ იქნება? იქნებ ეგეც ღვთის ნებაა? რაიმე სერიოზული არგუმენტი გაქვს...? ოღონდ არ მითხრა ბუნებრივიო და ა.შ. თუ არა იმწამსვე გეტყვი რომ მაშინ არც ერთი ხელოვნური პროცესი ღვთის ნება არ ყოფილა-თქო. ციტატა თუ შენი ლოგიკით ვიმსჯელებთ მივალთ იმ დასკვნამდე რო სიყვარულის შემთხვევაში წყვილის უფლებაა ცოლქმრული ურთიერთობით დაკავება თუნდაც ჯვრისწერის გარეშე. ისე, რაღაც კარგად ვერ გავიგე ეს ამას როგორ დაუკავშირდა... ისე თუ წყვილი არარელიგიურია ცხადია ეს მათი უფლებაა და შენ ვერანაირად ვერ მოთხოვ და ვერც აუკრძალავ ბავშვის გაჩენას. ათეისტები არასოდეს იწერენ ჯვარს და შენი აზრით შვილის ყოლის უფლება არ აქვთ...? თუმცა ეს სულ სხვა საკითხია და რადგან ჯვრისწერის საიდუმლოს პრობლემა განაღვლებს მინდა გითხრა რომ ლაპარაკი დისკუსია ჯვარდაწერილ წყვილზე მიდის. ციტატა და კიდე, მკურნალობას, ღმერთის მიერ მონიჭებული უფლების აღსასრულებლად, არავინ არ გიკრძალავს საოცარია. ისევ იგივე. რატომ არის მკურნალობით ღმერთის მიერ მონიჭებული უფლების აღსულება მისაღები და ხელოვნური განაყოფიერებით ღმერთის მიერ მონიჭებული უფლებების არსრულება არასწორი? ციტატა სხვა თანაბარ პირობებში, გამრავლების მოტივით, ჯვარდაუწერელი თანაცხოვრება და ხელოვნური განაყოფიერება ერთმანეთის მსგავსია. იყოს ერთმანეთის მსგავსი. ათეისტი ისეც გამრავლდება და ასეც. შენი ლოგიკით ჯვარდაწერილი წყვილის ხელოვნური განაყოფიერება დასაშვები გამოდის... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
lingvo |
Jan 16 2010, 10:29 PM
პოსტი
#28
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
უშვილობა ჯვარია. ადამიანს შეუძლია მიიღოს ეს ჯვარი ან თავისი ნებით როგორც უნდა ისე მოიქცეს. ხშირია შემთხვევა როცა მორწმუნე ოჯახს ლოცვით მიემადლებათ შვილი. ეს წმიდა წერილშიც აღწერილია. საქმე სხვა რამეშია: "მე მინდა შვილი" და ამისთვის გმაოვიყენებ ხელოვნურ განაყოფიერებას. ესეიგი ჩემი ჭკუით და ნებით ვმართავ ცხოვრებას. ფაქტიურად გამოდის, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. როცა შეიძლება გაზარდო მიტოვებული ბავშვი როგორც შენი შვილი, მაინც და მაინც თვითმიზანია ბიოლოგიური შვილის ყოლა? ამაშია საქმე.
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
გიორგი |
Jan 16 2010, 10:34 PM
პოსტი
#29
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
lingvo
ციტატა უშვილობა ჯვარია. ადამიანს შეუძლია მიიღოს ეს ჯვარი ან თავისი ნებით როგორც უნდა ისე მოიქცეს. ხშირია შემთხვევა როცა მორწმუნე ოჯახს ლოცვით მიემადლებათ შვილი. ეს წმიდა წერილშიც აღწერილია. საქმე სხვა რამეშია: "მე მინდა შვილი" და ამისთვის გმაოვიყენებ ხელოვნურ განაყოფიერებას. ესიეი ჩემი ჭკუით და ნებით ვმართავ ცხოვრებას. ფაქტიურად გამოდის, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ასევე ხშირია შემთხვევა როდესაც მორწმუნე ადამიანი ლოცვით განიკურნება. ესიც აღწერილია წმინდა წერილში. ამიტომ მხოლოდ ლოცვის იმედად ვიყოთ და არავითარი წამალი? "მე არ მინდა მქონდეს სიცხე" და ამისთვის გამოვიყენებ ხელოვნურ მედიკამენტს. ე.ი. ჩემი ჭკუით და ნებით ვმართავ ცხოვრებას და ცოდვაში ვარ...? მეტი ლოგიკა და არგუმენტაციაა საჭირო -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
lingvo |
Jan 16 2010, 10:48 PM
პოსტი
#30
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
lingvo ასევე ხშირია შემთხვევა როდესაც მორწმუნე ადამიანი ლოცვით განიკურნება. ესიც აღწერილია წმინდა წერილში. ამიტომ მხოლოდ ლოცვის იმედად ვიყოთ და არავითარი წამალი? "მე არ მინდა მქონდეს სიცხე" და ამისთვის გამოვიყენებ ხელოვნურ მედიკამენტს. ე.ი. ჩემი ჭკუით და ნებით ვმართავ ცხოვრებას და ცოდვაში ვარ...? მეტი ლოგიკა და არგუმენტაციაა საჭირო მეტი ლოგიკისა და არგუმენტების მოხმობა მგონი შეუძლებელია. ზემოთ დავწერე აზრი რომ, უნდა მოხდეს გამიჯვნა მკურნალობისა და ხელოვნური განაყოფიერებისა. ეს ისე განსხვავდება როგორც ცა და მიწა, მაგრამ თითქოს ერთი და იგივედ წარმოჩინდება -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
gurulo |
Jan 16 2010, 10:53 PM
პოსტი
#31
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 815 რეგისტრ.: 1-November 07 მდებარ.: tbilisi,vaja წევრი № 3,082 |
გიორგი
მაგ ფორმატით საუბარი არასწორია, იქნება უბრალოდ აზრების გაზიარება და უშედეგო კინკლაობა. რაღაც თემაზე რომ იკამათო საჭიროა, საწყისი ურთიერთგამომრიცხავი დებულებების დაწერა და შემდეგ მისი არგუმენტაცია. ასევე საჭიროა რაღაც დებულებებზე შეთანხმება, რომელიც გაამარტივებს საკითხს. შევთანხმდეთ იმაზე რომ საკითხს ვიხილავთ მართლმადიდებლური რელიგიის ჭრილში მე ვთქვი: 1 ადამიანის უფლებაა იზრუნოს საკუთარი ჯანმრთელობისთვის 2 დასაშვებია არახელოვნური გზით მკურნალობა 3 მკურნალობა და ხელ. განაყოფიერება სხვადასხვა რამ არის 4 ჯვრისწერის გარეშე სქესობრივი კავშირი ცოდვაა 5 ადამიანის ჩასახვა უფლის ნებით ხდება თუ დავა გინდა შენ უნდა თქვა ამ დებულებებიდან ერთ–ერთი ან რამოდენიმე ერთად – 1 არ არის ადამიანის უფლება საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზრუნვა 2 დაუშვებელია არახელოვნური გზით მკურნალობა ... -------------------- წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
|
lingvo |
Jan 16 2010, 10:56 PM
პოსტი
#32
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
2 დასაშვებია არახელოვნური გზით მკურნალობა ყველა დებულებაში გეთანხმები, მაგრამ ეს განმიმარტე. რას ნიშნავს არახელოვნური გზით მკურნალობა? -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
athos |
Jan 16 2010, 11:04 PM
პოსტი
#33
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
lingvo
ამ საკითხს სხვა კუთხით რომ შევხედოთ? ექსტრაკორპორალური განაყოფიერება უკვე ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და ამ გზით ბევრი ბავშვი იბადება 1. რამდენად სრულყოფილია ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ადამიანი? 2. აქვს თუ არა მღვდელს უფლება უარი თქვას ასეთი გზით დაბადებული ბავშვის მონათვლაზე? -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
gurulo |
Jan 16 2010, 11:05 PM
პოსტი
#34
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 815 რეგისტრ.: 1-November 07 მდებარ.: tbilisi,vaja წევრი № 3,082 |
lingvo
ციტატა ყველა დებულებაში გეთანხმები, მაგრამ ეს განმიმარტე. რას ნიშნავს არახელოვნური გზით მკურნალობა? ცოტა რთული ტერმინია, არახელოვნური გზა გასაგებია რაც არის მარა მკურნალობად ვინ რას მიიჩნევს ეგ მეორე. არ ვიცი მაგრამ დღევანდელი მეცნიერება ისე განვითარდა რომ შეიძლება რაიმე ქიმიური ზემოქმედებით ადამიანს ,,შეაყვაროს" რომელიმე სუბიექტი ან ობიექტი..ან მკურნალობად ჩათვალოს ის რომ ჰომოსექსუალი თავის სხეულში ვერ გრძნობს თავს კარგად და სქესი შეუცვალოს... მე ვიგულისხმე ის ხელოვნური ჩარევები რომელიც გიორგიმ ახსენა - ანტიბიოტიკები, ხელოვნური ფეხი, გლანდების ოპერაცია და ა.შ. -------------------- წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
|
აბე |
Jan 16 2010, 11:05 PM
პოსტი
#35
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
პირადად მე მიმაჩნია, რომ თუ ღმერთი ბავშვს არ გაძლევს, ესე იგი ასეა საჭირო.
-------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
kato_Bato |
Jan 16 2010, 11:53 PM
პოსტი
#36
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ძალიან საინტერესო დისკუსია ყოფილა აქ, გადმოვცხოვრდები თქვენის ნებართვით გააგრძელეთ
-------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
S a l l y |
Jan 17 2010, 12:20 AM
პოსტი
#37
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
გიორგი მაგ ფორმატით საუბარი არასწორია, იქნება უბრალოდ აზრების გაზიარება და უშედეგო კინკლაობა. ... მე პირიქით ვფიქრობ.. ამ თემაში სადაც ერთდროულად, ეთიკაა, მედიცინას და რელიგიას განვიხილავთ ძნელია რომელიმე ერთი სდებულებების მიხედვით მსჯელობა..პირადად მე მოწონს ამ ფორმატით საუბრის წარმართვა, სხვა ვერაგფერზე გვექნება პრეტენზია თუ არა აზრების და არგუმენტების გაცვლაზე.. აქ რამის ერთმნიშვნელოვანი მტკიცება წარმოუდგენელია.. lingvo ამ საკითხს სხვა კუთხით რომ შევხედოთ? ექსტრაკორპორალური განაყოფიერება უკვე ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და ამ გზით ბევრი ბავშვი იბადება 1. რამდენად სრულყოფილია ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ადამიანი? 2. აქვს თუ არა მღვდელს უფლება უარი თქვას ასეთი გზით დაბადებული ბავშვის მონათვლაზე? სწორედ მაგ კუთხით დასმულმა საკითხმა მაიძულა ამ თემას ჩავღრმავებოდი.. რომელიღაცამ დაწერა, საშინელებაა ხელოვური გზით გაჩენილი ბავშვის ნათლობაო.. თუ ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით ასეთ ბავშვს სული აქვს თუ არა( დავუშვათ რომ აქვს), და არ ვნათლავთ უარეს ხომ არ ჩავდივართ? იქნებ ბავშვი ღვთის სიყვარულით იზრდება, ტაძარში დადის.. და იმის გამო რომ არ ვიცით ვაიდა უსულოა არ მოვნათლოთ?! ამით ხომ ღმერთთან მისასვლელ ყველანაირ გზას ვუკეტავთ?! -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
გიორგი |
Jan 17 2010, 12:42 AM
პოსტი
#38
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
lingvo
ციტატა ეს ისე განსხვავდება როგორც ცა და მიწა, მაგრამ თითქოს ერთი და იგივედ წარმოჩინდება თუ ისე განსხვავდება, როგორც ცა და მიწა მაშინ ერთი სერიოზული არგუმენტიც კი რატომ ვერ მოვისმინე? მხოლოდ ცარიელი ლაპარაკი: დაუშვებელია, მიუღებელია და ა.შ. gurulo ციტატა 1. ადამიანის უფლებაა იზრუნოს საკუთარი ჯანმრთელობისთვის დიახ, ადამიანის უფლებაა იზრუნოს საკუთარი ჯანმრთელობისათვის. ციტატა 2. დასაშვებია არახელოვნური გზით მკურნალობა არახელოვნური გზით მკურნალობა არ არსებობს, ამიტომ ის არც დასაშვებია და არც დაუშვებელი. აბსოლუტურად ყველა მკურნალობა (გამონაკლისის გარეშე) გულისხმობს ბიო-სამედიცინო და ქიმიურ ჩარევას. ის არის ადამიანის მიერ მოგონილი/აღმოჩენილი მეთოდი. აბსოლუტურად ყველა მათგანი გულისხმობს ადამიანის სხეულზე ზემოქმედებას. მკურნალობა ყოველთვის ხელოვნურია, ლოცვით განკურნების გარდა. ციტატა 3 მკურნალობა და ხელ. განაყოფიერება სხვადასხვა რამ არის მკურნალობა და ხელ. განაყოფიერება სხვადასხვა რამ არის, მაგრამ ორივე ხელოვნური. ციტატა 4 ჯვრისწერის გარეშე სქესობრივი კავშირი ცოდვაა დიახ, ჯვრისწერის გარეშე სქესობრივი კავშირი ცოდვაა. ციტატა 5 ადამიანის ჩასახვა უფლის ნებით ხდება ადამიანის ჩასახვა უფლის ნებით ხდება, უფლის ნებითვე ხდება მისი მკურნალობაც. (მკურნალობა ყოველთვის ხელოვნურია, ლოცვით განკურნების გარდა) და ამ ყველაფრით რისი თქმა გინდა? lingvo ციტატა ყველა დებულებაში გეთანხმები, მაგრამ ეს განმიმარტე. რას ნიშნავს არახელოვნური გზით მკურნალობა? არაფერს. რას უნდა ნიშნავდეს? რომელი მკურნალობაა ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ინსტრუმენტების და ქიმიური საშუალებების გარეშე? არც ერთი. არახელოვნური მკურნალობა იმ გაგებით რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის მხოლოდ ერთი - ლოცვით განკურნება. athos ციტატა 1. რამდენად სრულყოფილია ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ადამიანი? რამდენადაც მე ვიცი საკმაოდ სრულყოფილი. თუმცა აქ პრინციპზეა საქმე. თუ არაა სრულყოფილი (თუნდაც ცალკეული შემთხვევები) მაშინ მეთოდია ასამაღლებელი. ციტატა 2. აქვს თუ არა მღვდელს უფლება უარი თქვას ასეთი გზით დაბადებული ბავშვის მონათვლაზე? არამც თუ უფლება აქვს, ეს ბარბაროსობაზეც კი მეტია... ადამიანი (ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული) რომ მივიდეს სასულიერო პირთან და მომნათლეო რომ უთხრას, ქრისტეანი მინდა ვიყოო და ამაზე სასულიერმა პირმა უარი რომ უთხრას, მომაკვდინებელ ცოდვას აიღებს საკუთარ თავზე - ადამიანისთვის ქრისტეს ეკლესიის გზის ჩაკეტვას. gurulo ციტატა ცოტა რთული ტერმინია, არახელოვნური გზა გასაგებია რაც არის მარა მკურნალობად ვინ რას მიიჩნევს ეგ მეორე. არ ვიცი მაგრამ დღევანდელი მეცნიერება ისე განვითარდა რომ შეიძლება რაიმე ქიმიური ზემოქმედებით ადამიანს ,,შეაყვაროს" რომელიმე სუბიექტი ან ობიექტი..ან მკურნალობად ჩათვალოს ის რომ ჰომოსექსუალი თავის სხეულში ვერ გრძნობს თავს კარგად და სქესი შეუცვალოს... მე ვიგულისხმე ის ხელოვნური ჩარევები რომელიც გიორგიმ ახსენა - ანტიბიოტიკები, ხელოვნური ფეხი, გლანდების ოპერაცია და ა.შ. შენი ლოგიკის პრობლემაც ამაშია... აბსოლუტურად ყველა მკურნალობა არის ხელოვნური: ანტიბიოტიკებითაც, ხელოვნური ფეხის მონტაჟითაც და ტრანს-სქესობრივი ოპერაციითაც (სქესის შეცვლა). აბსოლუტურად ყველა ხელოვნურია, უბრალოდ ზოგი მისაღებია რელიგიისთვის და ზოგი - არა, მაგრამ იმის განსაზღვრა თუ რომელია მისაღები უნდა მოხდეს ცალსახა კონკრეტული არგუმენტირებით და არა იმით, რომ ეს ხელოვნურია და ის არა, ყველა ხელოვნურია ლოცვით განკურნების გარდა და თუ რომელიმე მკურნალობა (ან პროცესი) მიუღებელია რელიგიისთვის ეს სხვაგვარად უნდა ჩამოყალიბდეს მკაფიოდ და არა იმაზე აპელირებით თუ რა არის ხელოვნური... აბე და თუ ღმერთი ფეხს გტეხავს ე.ი. ასეა საჭირო და არ ვმკურნალობთ, არ ვისვამთ ფეხს თაბაშირში და ვაგდივართ შუა ოთახში და საშინელი ტკივილისგან ისტერიულად ვკივით? თუ ღმერთის გავლენა არაა ფეხის მოტეხვა და ღმერთი მხოლოდ უნაყოფობის საკითხში ერევა ხოლმე? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
Jan 17 2010, 01:01 AM
პოსტი
#39
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
S a l l y
ციტატა თუ ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით ასეთ ბავშვს სული აქვს თუ არა( დავუშვათ რომ აქვს), და არ ვნათლავთ უარეს ხომ არ ჩავდივართ? იქნებ ბავშვი ღვთის სიყვარულით იზრდება, ტაძარში დადის.. და იმის გამო რომ არ ვიცით ვაიდა უსულოა არ მოვნათლოთ?! ამით ხომ ღმერთთან მისასვლელ ყველანაირ გზას ვუკეტავთ?! რა საოცარი ფენომენია ისე... რას ნიშნავს რომ ადამიანი აზროვნებს, ცნობიერება გააჩნია და არ ვიცით მას სული აქვს თუ არა...? ჩვენ ან ყველას გვაქვს სული ან არც ერთს. სულ ერთია ხელოვნური განაყოფიერებით არის ადამიანი დააბადებული, ბუნებრივი შობადობით თუ მოლეკულებით ხელოვნურად კონსტრიურებული, სახის კანის ერთი უჯრედის გენეტიკური კოდის მიხედვით. თუ სული არის ადამიანის აზროვნების და ცნობიერების პირველწყარო, მაშინ ვერ იარსებებს მოაზროვნე ბავშვი, რომელსაც ცნობიერება ექნება და სული არა. თუ ადამიანის აზროვნება და ცნობიერება მხოლოდ ტვინია, მაშინ საერთოდ რას ვერჩით ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვს? ისედაც ყველანი უსულოები ვყოფილვართ... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
S a l l y |
Jan 17 2010, 01:02 AM
პოსტი
#40
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
ხელოვნურ განაყოფიერებაზე ნაკლებ სადაო არც ღეროვანი უჯრედებსი თემაა..გული მიგრძნობს ამასაც დიდი ამბავი მოჰყვება..
სულ ციტა ხნის წინ, კბილის პულპის უჯრედებიდან შექმნეს ყბის ძვალი, რომელიც ქვედა ყბის ძვლის დექტის აღსადგენად გამოიყენეს.. ამიტ იმის თქმა მინდა რომ ღეროვანი უჯრედების თემა ნელ-ნელა ლაბორატორიიდან კლინიკაში გადადის.. მოგეხსენებათ საქართველოშიც არსებობს უკვე ღეროვანი უჯრედების კრიო ბანკი, სადაც შეგიძლია ემბრიონული ღეროვანი უჯრედები შეინახო და საჭიროების შემთხვევაში სათანადოდ გამოიყენო.. ნებისმიერი იმპლანტანტს რომ აუტოლოგური ქსოვილი ჯობია, დარწმუნებული ვარ ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ თუ ამ უჯრედებისგან ყველა ორგანოს გამოყვანა იქნება შესაძლებელი, მოიმატებს სიცოცხლის ხანგრძლივობა, რადგან ბევრი დაავადების დამარცხება და განკურნება იქნება შესაძლებელი.. იქნებ ესეც უფლის საქმეში ჩარევაა? :უნსურე: -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი