თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ მცხეთა... სვეტიცხოველი...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2017, 12:38 PM

"მცხეთა დასავლეთიდან მდინარე მტკვარს აქვს შემოქობილი, მისი მღვრიე ტალღები ძველ, ჩამუქებულ ვერცხლს ჰგავს. სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხეთას მთის ქედისგან მჩქეფარე არაგვი ჰყოფს, რომლის წყალიც ბროლივით გამჭვირვალე და წმინდაა. აქ, ორი მდინარის შესართავთან, მოხდა ქართველი ერის ნათლობა. მტკვრის სიახლოვეს წამომართულა ცხოველმყოფელი სვეტის ტაძარი - სვეტიცხოველი. იქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი სიწმინდე - კვართი უფლისა, რომლის წყალობითაც უძველესი დროიდან მცხეთას "მეორე იერუსალიმს" ეძახდნენ. სვეტიცხოვლის ჩრდილოეთით, როგორც მისი უმცროსი ძმა, დგას ტაძარი, რომელსაც "სამთავროს" ეძახიან. ამ ადგილას დასახლდა წმინდა ნინო უბრალო ქოხში, შემდგომში აქ ეკვდერი აიგო. მცხეთა საქართველოს პირველი დედაქალაქია. ის, გადმოცემით, დააარსა მცხეთოსმა, კავკასიის ხალხთა წინაპრის, თარგამოსის შვილიშვილმა. "მცხეთა" ასევე ზეთის ცხებას ნიშნავს, ანუ წყალობას ღვთისა. სულიერი გეგმით, მცხეთა დღესაც რჩება ივერიის დედაქალაქად, სვეტიცხოველი კი ტახტია ღმრთაებისა."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2017, 01:42 PM

"ძველად ჯვარსა და სვეტიცხოველს შორის ჯაჭვის კიბე ყოფილა გაჭიმული, რომლითაც, როგორც უფსკრულზე გადებული ხიდით, მონაზვნები და მომლოცველნი მცხეთიდან ჯვარზე ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. მაგრამ ვინც ამ კიბეს უნანელი, ცოდვიანი შეუდგებოდა და ულოცველი, ამაო ფიქრით მოცული მიდიოდა, მოწყდებოდა ხოლმე და ქვემოთ ვარდებოდა. ყოველწლიურად უფრო და უფრო ნაკლები ახეხებდა ამ საჰაერო გზის გავლას, მერე კი ადამიანთა ცოდვების სიმძიმის გამო თვითონ ეს ჯაჭვიც გაწყდა."

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.55/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2017, 02:56 PM

"მგონია, რომ სვეტიცხოველი - ქვის მკერდია საქართველოსი, რომელშიც ცოცხალი გული ფეთქავს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2017, 11:16 AM

"ყველაზე დიდი, საქართველოში არსებულ სიწმინდეთა შორის, სვეტიცხოველის დიდებული ტაძარია".

"სვეტიცხოველი ქრისტიანობის უდიდესი სასწაულია საქართველოში. სვეტიცხოველი სიმბოლოა ქრისტიანობისა ჩვენში და ჩვენი რწმენის აღმნიშვნელია".

/ბერ-დიაკონი ზენონი (ანდრიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2017, 09:52 PM

"ძველი აღთქმის მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა შესამოსელთან ერთად აუცილებლად ნაქსოვი კვართიც უნდა სცმოდა. იცოდა ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და ამიტომაც ყრმა იესოს, მომავალ "მღვდელმოძღვარს წესსა ზედა მელქისედეკისასა", კვართი მოუქსოვა.

"ხოლო კვართი იგი... იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად". რაც ხანი გადიოდა, "წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა" იესო და სასწაულებრივად იზრდებოდა ღვთისმშობლის მოქსოვილი კვართიც, რომელსაცა "ნეტარებით შეეცვა ნათელთა ყოველთა მფლობელი გვამი წმიდა ცეცხლისა მის ღვთაებისა".

თეოდორე ზიგაბენის მიხედვით, კვართი სახელოებიანი ყოფილა. მოკლესახელოიანი კვართია გამოსახული გაბრატიონთა გერბზეც. ხოლო XVII საუკუნეში, იერუსალიმში გავრცელებული ერთი გადმოცემის თანახმად, უფლის კვართი ლაჟვარდისფერი ყოფილა, მანტიის მსგავსი, უსახელო, განიერი და გრძელი, მაგრამ რისგან იყო იგი მოქსოვილი, ეს უცნობია.

ერთი კია - ამ ნეტარმა შესამოსელმა, როგორც ღრუბელმა, შეიწოვა ოფლი, სისხლი და ცრემლი, რომელიც კაცთა მოდგმის ხსნისთვის გაიღო და დაღვარა მაცხოვარმა".

/ბერ-დიაკონი ზენონი (ანდრიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 08:10 AM

"ძველ აღთქმაში იაკობის ხილვას, რომელიც კიბით ზეცად ადიოდა და ჩამოდიოდა, ასე განმარტავენ: კიბე ნიშნავს ღვთისმშობელს, რომელმაც ღმერთი და ადამიანი შეაერთა. იგივე შეიძლება ითქვას სვეტიცხოველზე: ის არის დედა ტაძარი, რომლის ცხოველსმყოფელმა სვეტმა ერთმანეთს შეაერთა ზეცა და მიწა".

/ბერ-დიაკონი ზენონი (ანდრიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 08:32 AM

"ადგილთა სახელწოდებებისა და სიწმინდეთა მფლობელობის გამო, მცხეთა მეორე იერუსალიმად იწოდებოდა. 7 სვეტზე აგებული სვეტიცხოვლის ტაძარი სოლომონის ტაძარს მიემსგავსა.

სვეტიცხოვლის აღმართვის შემდეგ მცხეთა "ახალ იერუსალიმად" იწოდა, სვეტიცხოვლის ტაძარი - "წმინდათა წმინდად", მსგავსად სოლომონის ტაძრის წმინდათა წმინდისა, სადაც ინახებოდა აღთქმის კიდობანი, ხოლო ქართველი ერი - "ერად საზეპუროდ" და "ვენახად ქრისტესი".


/ბერ-დიაკონი ზენონი (ანდრიაშვილი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2017, 02:58 PM

"ძველი საუკუნის ჭაღარა გამშვენებს,
ახალ ასწლეულშიც შერჩი დედამიწას ,
ღვთისმშობლის ნაქსოვი კვართით დაიბეჭდა
უფლის კურთხეული შენი ცა და მიწა".


+

"ახლანდელი [სამთავროს] დედათა მონასტერი XIX საუკუნის შუა ხანებში დაფუძნდა. უხუცესი მონაზვნის, დედა ეფემიას (ხიზანიშვილი) მონაყოლიდან მახსოვს, რომ სამონასტრო ცხოვრების დაწყებამდე სამთავროს ტაძრის ტერიტორია თურმე გაუკაცრიელებული ყოფილა. სამეგრელოდან მცხეთაში შემთხვევით ჩამოსულ ვინმე აზნაურ ფაღავას ფრიად მოსწონებია ეს ადგილი და გული დასწყვეტია იმის გამო, რომ ასეთი სიწმინდე კაცთაგან უპატიოდ იყო დატოვებული. აქ აღარავინ მოღვაწეობდა.

სამეგრელოში დაბრუნებულმა ფაღავამ ეს ამბავი თავის გასათხოვარ დას - დარიას უამბო. დარიას ისედაც გულში ჰქონია მონაზვნობის სურვილი. ამდგარა ჩუმად, მამაკაცის ტანსაცმელი გადაუცვამს და ისე ჩამოსულა მცხეთაში. მონასტერი მასაც ძალიან მოსწონებია, გავლენიანი პირების დახმარებით მაშინდელ ეგზარქოსთან შესულა და ამ ადგილას დედათა მონასტრის დასაფუძნებლად ნებართვა უთხოვია. შეუკრებია დედები და დაუარსებია დედათა მონასტერი, რომელიც, ღვთის მადლით, დღემდე მოქმედებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 10:05 AM

+

"ამაღლების ტაძარი სურამის ერთ-ერთი უძველესი დასახლების, გვერდისუბნის, სამხრეთ-დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას დგას. 1999 წელს ის მეუფე იობმა აკურთხა. აქვე დაარსდა დედათა მონასტერი. 2003 წელს მონასტრის გარშემო მოიჭრა მიწა, ეს ფაქტი იქცა ახალი აღმოჩენის საფუძვლად: დღევანდელი ტაძრის სამხრეთით გამოჩნდა მიწის სიღრმეში ჩაფლული ეკლესიის საძირკველი, ხოლო აღმოსავლეთით - სამრეკლოსი. ამ ადგილს კვართისას უწოდებენ, გადმოცემის თანახმად, ელიოზ მცხეთელსა და ლონგინოზ კარსნელს მცხეთისკენ მიმავალ გზაზე სწორედ აქ შეუსვენიათ და მაცხოვრის უკერველი კვართი, რომელსაც იერუსალიმიდან მოაბრძანებდნენ, აქ დაუბრძანებიათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 12:37 PM

"თავიდან ტაძარი [სვეტიცხოველი] მაცხოვრის სახელობისა ყოფილა. იგი ხისგან იყო ნაგები. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა ძველი, დაზიანებული ტაძრის ადგილას ააგო ახალი საკათალიკოსო ტაძარი, რომელსაც უკვე სხვა მნიშვნელობა დაეკისრა. მოგეხსენებათ, წმინდა ვახტანგ გორგასლის დროს საქართველოს ეკლესია გამოეყო ანტიოქიის ეკლესიას და ამ დროიდან იგი იწოდება ავტოკეფალიურ ეკლესიად. ავტოკეფალიის ბოძებასთან ერთად გაიზარდა ეპარქიებისა და მღვდელმთავრების რიცხვი და მცხეთის ტაძარი საკათალიკოსო ტაძრად გამოცხადდა. აქამდე მცხეთაში იჯდა მთავარეპისკოპოსი, რომელიც მართავდა საქართველოს ადგილობრივ ეკლესიას. სამთავარეპისკოპოსო ტაძრად განიწესა სამთავროს ტაძარი, რომელშიც თავის დროზე დაიკრძალნენ წმინდა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. ასე რომ, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ მცხეთაში ახალი სამღვდელმთავრო კათედრა დაფუძნდა.

XI საუკუნეში, პატრიარქ მელქისედეკისა და მეფე გიორგი პირველის დროს აიგო უკვე მესამე ტაძარი სვეტიცხოვლისა, რომელიც საქართველოს ეკლესიის დიდება და მშვენება გახლავთ. ეს ტაძარი წმინდა ვახტანგ გორგასლის დროსვე იკურთხა 12 მოციქულის სახელზე, რაც ისევ და ისევ ავტოკეფალიასთან იყო დაკავშირებული. ეპარქიათა რიცხვიც გაიზარდა."

/მიტროპოლიტი ზოსიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 11:03 PM

"სვეტიცხოველი, ეს ჭეშმარიტად ეკლესიათა დედოფალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 11:16 AM

"- სვეტიცხოველში არის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელზე ნაკურთხი ტაძარი, სადაც ინახება მისი ხალენი, რომელიც ასევე ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა. წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენის საქართველოში ჩამოტანაც, რაღა თქმა უნდა, არ იყო შემთხვევითი... რამდენად დიდი წყალობა იყო ეს ჩვენი ერისთვის?

- წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენის საქართველოში ჩამოტანა და საერთოდ, ამ უდიდესი წმინდანის საქართველოსთან დაკავშირება ღვთის საკვირველი განგებულება გახლავთ. წმინდა ილია წინასწარმეტყველის დროს გადაგვარდა ებრაელი ერი, წარმართობა გაძლიერდა ძველი აღთქმის ეკლესიაში. ილია წინასწარმეტყველი იყო ერთადერთი მართალი, სიკეთისა და მადლის მატარებელი. ბიბლიიდან ცნობილია, რომ მეფე აქაბს ჰყავდა 400-ზე მეტი ცრუ წინასწარმეტყველი, რომლებიც იმდროინდელ საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობდნენ. ილიას კი დევნიდნენ და მოსაკლავად დასდევდნენ. ძლივს გადაურჩა მეფის მახვილს, საბოლოდ კი ცეცხლოვანი ეტლით ზეცას იქნა ატაცებული. წმინდა ილია წინასწარმეტყველი იყო განსაკუთრებული წმინდანი ძველი აღთქმის ეკლესიისა. იმ ნიჭსა და მადლს, რომელსაც იგი ფლობდა, ეს სოფელი ვერ იტევდა. სამაგიეროდ, მისი დიდება ზეციდან დამოწმდა. წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენთან ერთად საქართველოში შემოვიდა ამ წმინდანის მადლი და ძალა. ვინ იცის, შეიძლება დადგეს ისეთი დრო, რომ მეტად გაძნელდეს ჭეშმარიტი სიკეთის პოვნა დედამიწაზე და სწორედ ჩვენს ქვეყანაში შემოინახოს ღმერთმა ის განსაკუთრებული, ილიასეული ნიჭი და მადლი, რომელიც თავის დროზე ვერ შეიცნო ქვეყნიერებამ.

ილიასეული მადლის საქართველოში შენახვა მაძლევს იმედს, რომ ჩვენს ქვეყანასაც გადაარჩენს უფალი. წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენის ჩამოტანასთან ერთად ძველი აღთქმის ებრაელებმა საქართველში შემოიტანეს მესიის მოლოდინის რწმენა. ეს იყო წანამძღვარი, რომელსაც შემდეგ უფლის კვართიც მოჰყვა. ანუ ეს იყო გზა, რომლითაც უფალი მოდიოდა ჩვენთან. და, რაღა თქმა უნდა, მცხეთა იქნა ამისათვის გამორჩეული. საოცარია, ეს ყველაფერი ერთი დიდი წიგნივითაა გადაშლილი - ძველი აღთქმაც აქ არის და ახალიც, მხოლოდ გულდასმით უნდა წაიკითხო, გონების თვალი უნდა გადაავლო და აქ დაინახავ შენს წარსულსაც და მომავალსაც. ასეთი წიგნია მცხეთა. დაე, ღმერთმა აგვიხილოს სულიერი თვალი ამ მადლმოსილი წიგნის წასაკითხად."

/მეუფე ზოსიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 09:54 AM

"ასე მგონია, ყველა ქართული ეკლესია მაინც იქით იყურება, სვეტიცხოვლისკენ, იქ ეგულება მშობელი დედა".

/მეუფე ზოსიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 09:56 PM

"საუკუნეების მანძილზე მრავალ ღირსეულ მღვდელმთავარს უმოღვაწია სამთავროს ეკლესიაში, რომელსაც ზოგჯერ "ღვთაების მონასტერსაც" უწოდებდნენ მე-17 საუკუნიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მთავარეპისკოპოს დომენტის (შემდგომში კათალიკოსს) აქ გადმოუსვენებია ხელთუქმნელი ხატი - პირი ღვთისა."




"[სამთავროს] მონასტრის იღუმენიად დებს დარია (ფაღავა) აურჩევიათ. საინტერესოა მისი შემონაზვნების ისტორია: ოდიშის თავადის, ხიტუ ფაღავას ასულს, დარიას, მცხეთიდან სამეგრელოში ჩასული ვაჭრისაგან შეუტყვია საქართველოს საკათალიკოსოს და ქართლის საეპისკოპოსოს გაუქმება და სამთავროს ტაძრის უპატრონოდ დარჩენა. თავადის ერთადერთ ასულს, ღვთის განგებით, უყოყმანოდ დაუტოვებია მშობლები, შვიდი ძმა და ვაჟურად გადაცმული, როგორც მოსამსახურე, მალვით გამოჰყოლია ვაჭარს მცხეთაში.

სამთავროს მონასტრის ეზოში თავდაპირველად სათონესთან დასახლებულა. ერთხელ არაგვისპირას გასულს ბებრის ციხესთან სამი ცხენოსანი შეუნიშნავს, ძმებად შეუცვნია და არაგვში შეუცურავს. ძმები დასდევნებიან. წყლიდან გასული ქალი მღვდელს შეუფარებია. მღვდელსა და მის მეუღლეს სიზმარეული ჩვენებით სცნობიათ ეს ამბავი და ქალი გულმოდგინედ გადაუმალავთ. იღუმენია დარიას წინამძღვრობისას მონასტერი ოფიციალურად დამტკიცდა. დედა დარიას მონასტრის შენობების აღდგენაზე უზრუნია. მონასტერში წყალი გაუყვანია. იგი მტკიცედ იცავდა მონასტრის ქონებას და უარი განუცხადებია, როცა მოუთხოვიათ სამრეკლოს მიმდებარე მიწაზე სომხური სასაფლაოს გახსნა. სულ ექვსი წელი წინამძღვრობდა მონასტერს. 1853 წელს გარდაიცვალა და სამთავროს დიდი ტაძრის აღმოსავლეთის ფასადის წინ დაუკრძალავთ."




"სიყრმიდანვე მივეც აღთქმა თავსა ჩემსა, რომ შემეწირა ჩემი სიჭაბუკე, სრულასაკობა და მოხუცება კეთილდღეობისათვის ამ მონასტრისა. როგორ შევასრულე ეს ჩემი სიტყვა და რა ნაყოფი მიიღო ჩემმა შრომამ, მისი გასინჯვა მე არ შემიძლიაო"

/იღუმენია ნინო ამილახვარი-უმცროსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:18 PM

"ქრისტიანებმა ევსტათის წმინდა ნეშტი პატივით და დიდებით დაკრძალეს სვეტიცხოველში, წმინდა ტრაპეზის ქვეშ. ე.ი. მისი მეორე სამშობლო შეიქნა მცხეთა და ამის გამო ეწოდება მას სახელად მცხეთელი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2017, 09:17 AM

"მცხეთა საქართველოს ისტორიის გასაღებია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2017, 11:44 AM

+

"სვეტიცხოვლის ტაძარი მუხრანელ ბაგრატიონთა საგვარეულო განსასვენებელი იყო. ამიტომაც მეფეთა გვერდით განისვენებენ ბაგრატიონთა სხვა წარმომადგენლებიც - დედოფალი მარიამი (როსტომ მეფის მეუღლე), ანა (ერეკლე II-ის მეუღლე), ერეკლე II-ის ქალიშვილი თეკლე, მათი შვილები და შვილიშვილები."



"სვეტიცხოვლის ტაძრის მაღალი სარკმლებიდან ეშვება ("ჩამოესვეტება") ნათლის სვეტი ანუ სვეტიცხოველი, ცოცხალი და ცხოველმყოფელი თავისი სულიერებით და აკავშირებს ზეცასა და ქართულ მიწას. ადამიანი მას ვერ ხედავს ჩვეულებრივი მზერით. იგი ყველამ თავისი სულიერი ხედვით უნდა წარმოიდგინოს. ვინც ამას წარმოიდგენს, მის სულში ჩნდება სვეტი-ცხოველი, ზეცისა და მიწის შემაკავშირებელი, ადამიანის სულიერად განმწმენდელი და გამაცხოველებელი. ყველას შეიძლება გვქონდეს საკუთარ სულიერ წიაღში საკუთარი სვეტიცხოველი, ხატი და სიმბოლო იმ მთავარი სვეტი-ცხოვლისა ანუ ღვთაებისა. დღევანდელი სვეტიცხოვლის ტაძარში იმ სულიერ სვეტი-ცხოველს ფრესკებით მოხატული ქვით ნაშენები სვეტი ფარავს."



"მცხეთის მშენებლობას გადმოცემა ბიბლიური ნოეს შვილთაშვილს, ქართველთა მითური წინაპრის ქართლოსის ვაჟს, მცხეთოსს მიაწერს: ,,და აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკვრისა და არაგვისასა და უწოდა სახელი თვისი მცხეთა. ქალაქი მცხეთა განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთასა და უწოდდეს დედა-ქალაქად" ("ქართლის ცხოვრება")."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2017, 11:51 AM

მომავალ თაობას

სვეტიცხოველი მიხმობს
უნდა ვეახლო უმალ
და თაფლის კელაპტრები
ფერხთით დავუნთო უფალს.

სვეტიცხოველი მიხმობს,
ჩამოვქნი სანთლებს ხელით,
თაფლის სიტკბოთი გევლოთ,
გზა გაინათეთ რწმენით!..

სიყვარულს ვეძებ ყველგან,
უფლის სამწყსოსთან ახლოს,
გულით აქა ვარ, თქვენთან,
სულით კი ზეცად ვსახლობ".

/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2017, 10:13 AM

"...უბიწოთა დედისა მისისა ხელითა შეთელილისა კუართისა საუფლოსა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2018, 06:38 PM

"მცხეთა არის უწმინდესი -
გული - საქართველოსი!"

/კესარია (დოდო) აბაშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2018, 06:50 PM

"ცხოველმყოფელი უფლის კვართი -
დედაღვთისმშობლის გვიცავს კალთა,
მცხეთა მირონით გვნათლავს".

/იამზე არველაძე-ხეცურიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 06:08 PM

"ელიოზიშვილები რაჭის ერისთავების შთამომავლები არიან. მამა მეუბნებოდა, რომ რაჭის მთავრის შვილები იყვნენ ძმები: გედეონი და ელიოზი. სწორედ ელიოზი ერქვა კაცს, რომელმაც მაცხოვრის კვართი მცხეთაში ჩამოიტანა. ალბათ, ამიტომაც ამშვენებს ეს სიმბოლო ელიოზიშვილთა საგვარეულო გერბს.

მარცხენა ზედა კუთხის წარწერა გვამცნობს: "ღერბი სამცხეთოს სარდლებისა და მცხეთის მოურავებისა". ხოლო მარჯვენა ზედა კუთხის წარწერა ასეთია: "თავად გედევანიშვილებისა ელიოზის ძეთა გედეონისძეთა". წრეში ჩასმული სიმბოლოებიდან უმთავრესია მაცხოვრის კვართი - ნიშანი ქართველთა სარწმუნოებისა. ამასვე ადასტურებს ათი მცნება, რომელიც მარცხენა ზედა განაყოფზეა აღბეჭდილი, აგრეთვე - მარჯვენა ზედა განაყოფში მოქცეული ჯვრიანი გვირგვინი - ნიშანი კათალიკოსობისა. მარცხენა ქვედა განაყოფში გამოტანილი გასაღები მცხეთის მოურავობის მაცნეა, ხოლო მარჯვენა ქვედა განაყოფში ჩასმული ხმალი - მცხეთის მთავარსარდლობისა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 09:20 PM

"ზედაზნის მთების უკან ამოცურებულმა შემოდგომის თბილმა მზემ უპირველესად ჯვრის მონასტრის ზურმუხტისფერი გუმბათი გაანათა, ამის შემდეგღა ჩახედა მცხეთას. აალევარა სუეტიცხოველის თავზე დაბრძანებული ჯვარი ოქროისა, შემდეგ მტკვრის ტალღებს გაეთამაშა ცელქი ბალღის ლაზღანდარობით".

/ბესარიონ სოლოღაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2018, 11:42 PM

"სვეტიცხოველი ორი იერუსალიმისხელა ტაძარია!"

/წმ. გაბრიელ სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 08:58 PM

"უფლის კვართმა განწმინდა იქაურობა, აკურთხა მიწა, ადგილი სადაც შემდგომში ქართველთა ერთობისა და ძლიერების სიმბოლო სვეტიცხოველი აღიმართა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 09:50 PM

"სვეტიცხოვლის აღმდგენლის მეფე ალექსანდრე I-ის ბრძანებით, ეკვდერი მთავარანგელოზის სახელობისა ყოფილა და 1442 წელს "მიურქვამს" ნეშტი მაშინ უკვე შემონაზვნებული მეფისა ანუ ბერისა ათანასესი და მისი მეუღლის თამარისა. ტაძრის ჩრდილოეთით 1526 წელს მთავარანგელოზთა სახელზე აუგია ეკვდერი დავით VIII-ს, კონსტანტინე III-ის ძეს, ბერობაში დამიანეს".

"XIII საუკუნიდან სვეტიცხოველი ბაგრატიონთა განსასვენებლად იქცა"

"ქართლის მეფე გიორგი X სვეტიცხოველში იქნა დაკრძალული. მეფე ქართლში იდგა თურმე, მეჯვრისხევში. მოურთმევიათ თაფლი, შეჰყოლია ფუტკარი. ეცა ენაზე, გაუსივდა ნაკბენი და 8 ნოემბერს გარდაიცვალა. წამოუსვენებიათ და მცხეთის საპატრიარქო საყდარში დაუკრძალავთ. სხვა ვერსიით, გიორგი X შაჰმა მოაწამვლინა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2018, 06:36 PM

----

"მცხეთა - საქართველოს წმინდათა წმინდა, გული ქართლისა, მოწამეთა სისხლით გაპოხილი, ჩვენი წმინდა მიწის სულიერი ცენტრია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2019, 06:04 PM

"დედატაძარი - სვეტიცხოველი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2019, 12:39 PM

"კითხვა: მართლა ასვენია თუ არა სვეტიცხოველში წმიდა ილია წინასწარმეტყველის კვართი (ხალენი)?

პასუხი: დიახ, წმიდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი, რომელიც მისგან ელისე წინასწარმეტყველს ხვდა წილად, ნაბუქოდონოსორისგან დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს მცხეთაში და ის სვეტიცხოველშია დავანებული."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2019, 08:19 PM

"ჩვენი სულიერი დედაქალაქი - მცხეთა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2019, 02:14 PM

"შემთხვევითი რა არის ის ფაქტი, რომ პირველი ეკლესია სვეტიცხოველში თორმეტი მოციქულის სახელზე აშენდა. მსოფლიო საპატრიარქოშიც ასევე პირველი ეკლესია აშენდა 12 მოციქულის სახელზე"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2019, 04:55 PM

"დღეს მცხეთა, საქართველოს ძველი სამეუფო ქალაქი, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურთა ნუსხაშია შეტანილი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის "იუნესკოს" მფარველობაშია, როგორც ქალაქი-მუზეუმი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2019, 04:25 PM

"საუფლო კვართი, მოგეხსენებათ მცხეთაში, სვეტიცხოველშია. ამაზე დიდი სიწმინდე ქვეყანაზე არ არსებობს. იგი არის უდიდესი სიმდიდრე, მსოფლიოს უმდიდრესი საუნჯე, რის გამოც მცხეთას მეორე იერუსალიმს უწოდებენ. სვეტიცხოველი ქართველთა უმთავრესი და უპირველესი ტაძარია"

/არქიმანდრიტი სერაფიმე (კიკონიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 12:27 PM

დიდი ხანია სვეტიცხოველში არ ვყოფილვარ და გუშინ მოვილოცე... იატაკი დაუგიათ... კომფორტული იყო, მაგრამ მე მაინც ის ძველი იატაკი მირჩევნია, სიძველის შეგრძნებას ტოვებდა, ახალმა კი თითქოს დაუკარგა წლები და წარსული ტაძარს...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 03:26 PM

"ისტორიის მთავარ საზრისსა ქმნის სვეტი-ცხოველი, სულიერ ნათლად ქცეული ბურჯი ეკლესიისა"

/პროფესორი რევაზ სირაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2019, 04:20 PM

"სვეტი-ცხოველია" საზრისი ქართველთა სულიერი ცხოვრებისა"

/პროფესორი რევაზ სირაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2019, 08:31 PM

"ერთ-ერთმა საეკლესიო ტრადიციამ, რომელიც ძირითადად ეფუძნება სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე სასულიერო პირთა ზეპირ გადმოცემას, შემოგვინახა მეტად საინტერესო ვერსია ელიოზის დისა და უფლის კვართის მცხეთაში ერთად დაფვლის შესახებ.

ამ ვერსიით, როდესაც კვართი ხელიდან ვერავინ გამოაცალა სიდონიას, "უცებ დედამიწა გაიხსნა და მართალი სიდონია კვართით გულზედ სწრაფად მიწაში ჩაექანა. უხილავმა და ყოვლისშემძლებელმა ხელმა გააპო მიწა, გაუღო პირი და უფსკრულში დაჰმალა წმინდა ღვთის განძი და წმინდა გვამი".

მართალია, აღნიშნული ფაქტის სანდოობა წერილობითი წყაროებით არ დასტურდება, მაგრამ წარმოდგენილი ზეპირი გადმოცემა თავისთავად საინტერესოა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2019, 06:48 PM

"ქრისტეს სიცოცხლე და ნათელი, რომელიც ჩამოიტანა უფლის კვართმა, როგორც სულიერი ჩირაღდანი, მოეფინა მთელ საქართველოს, ანათებს, გადაგვარჩენს და გვაცხოვნებს ჩვენ".

/არქიმანდრიტი სერაფიმე (კიკონიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2019, 05:17 PM

-----------

"მსოფლიო ისტორიოგრაფიაში არავინ დაობს, რომ მაცხოვრის უკერავი კვართი მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშია დაკრძალული, ხოლო რაც შეეხება მაცხოვრის მოსასხამს, რომელიც სახარების თანახმად ოთხ ნაწილად იქნა გაყოფილი, მისი ერთი ნაწილი, რომელიც სვეტიცხოველში ინახებოდა, შაჰ-აბას I-ის მიერ საქართველოს აწიოკების შემდეგ რუსეთის მეფის გულის მოსაგებად მიხეილ ფეოდორის ძეს უბოძა და ამჟამად მოსკოვის კრემლის მიძინების ტაძარშია შენახული. ეს ინფორმაცია არის რუსულ და სპარსულ წყაროებზე დაყრდნობით"

/მამა ილია ჩაკვეტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2019, 09:48 PM

"უფლის კვართს მამისაგან მაღლით ერთიანობა ჰქონდა მიცემული, მისი დანაწევრება არ შეიძლებოდა, მისი მცველი ერიც ერთხელ და სამუდამოდ მთლიანი და განუყოფელი უნდა დარჩეს. შეუძლებელია ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას განშორდება"

/მეუფე ანანია ჯაფარიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2019, 04:41 PM

"თუკი კვართის შემობრძანება ქრისტიანობის გავრცელების ტოლფასია, მისი "მცხეთაში დაფლულობა საფუძველია საქართველოს ეკლესიის დაარსებისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2019, 03:56 PM

"საქართველოს მიწა წმინდაა. მის წიაღში განისვენებს მაცხოვრის კვართი"

/ილია მეორე/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2020, 09:36 PM

"როგორც მეფე მირიანი გადმოგვცემს, მორწმუნეთა უმრავლესობა ვერ კადნიერდებოდა სვეტიცხოველის ტაძარში შესულიყო, "რამეთუ შიში დიდი დაცემულ იყო ყოველსა ზედა კაცსა სუეტისა მისგან ცხოველისა". როგორც ჩანს, პირველ ქრისტიან მეფე მირიანსაც ჰქონია ღვთის ასეთი შიში ცხოველსმყოფელი სვეტის მიმართ, რაც მისი სიტყვებიდან კარგად ჩანს: "ვერ ვიკადრე წინაშე მისსა აღმოკვეთად მიწა სამარედ ჩემდა".

მის ამ სიტყვებში ღვთისმოსაობასთან ერთად კარგად ჩანს, იგი თავის თავს უღირსად თვლიდა, საბოლოო განსასვენებელი ასეთ წმინდა ადგილზე გაეჩინა. ამიტომ იგი ანდერძისამებრ თავის მეუღლე ნანა დედოფალთან ერთად იმ დროს ახლადაგებულ ზემო ეკლესიაში, ანუ სამთავროს ტაძარში დაკრძალეს.

აქვე დავძენთ, რომ სვეტიცხოველის ტაძარში პირველი, ვინც სამეფო ოჯახიდან დაიკრძალა, იყო მეფე მირიანის უფროსი ძე. ტახტის მემკვიდრე და წმ. ნინოს ცხოვრების ერთ-ერთი აღმწერის სალომე უჯარმელის მეუღლე რევი. მან ქრისტიანული თავმდაბლობით უარი განაცხადა მეფობაზე და თავისი მოღვაწეობა მხოლოდ ახალ სარწმუნოებაზე ზრუნვას მოახმარა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2020, 06:27 PM

"ქართული წყაროების მიხედვით, მცხეთაში დაფლული კვართი უხილავია. გარკვეულ დრომდე მას ნივთიერი სახით ვერავინ იხილავს. მისი გამოჩინება მხოლოდ მეორედ მოსვლის დროს მოხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2020, 06:10 PM

"სვეტიცხოველში სუნთქავს საქართველო და უხილავი მადლით ივსება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2020, 08:28 PM

"მცხეთა - მეორე იერუსალიმი, სადაც ელია წინასწარმეტყველის ხალენს შეუერთდა ახალი აღთქმა - კვართი უფლისა იესო ქრისტესი... და დასაწყისიდან დასასრულამდე მოვდივართ ქრისტეს ჯვრითა და სახარებით..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2020, 12:41 PM

--------------------


"სვეტიცხოველი და ჯვარი,
ღმერთის ქალაქია მცხეთა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2020, 12:43 PM

"სვეტიცხოველმა გადაარჩინოს ჩვენი ერი !"

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2020, 10:11 PM

"სვეტიცხოვლობა არის საოცარი დღესასწაული, ღვთის დიდი წყალობისა და მადლის მიღების დღე!"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2021, 07:51 PM

"მცხეთას იცავდა ოთხი ციხე-სიმაგრე. მცხეთაში არსებობდა რამდენიმე უბანი: აბანოთ უბანი, სარკინეთ უბანი, ურიათა უბანი და სხვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2021, 09:31 PM

"მირდატის [ბაქარის ძე] მეფობის დროს დაიწყეს ქართველებმა სვეტიცხოველისაგან ნაწილის გამოღება და მისგან ჯვრების გაკეთება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2021, 09:53 PM

"ტერმინ "მცხეთის" შესახებ 1850 წელს ცნობილმა ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა წამოაყენა სრულიად ახალი მოსაზრება, თითქოს იგი უნდა წარმომდგარიყო სახელისაგან "მესხი". ეთნოტერმინ "მესხს" დართული ჰქონდა რთული სუფიქსი ეთ -ა, გამოდიოდა მესხეთა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2021, 08:11 PM

"იერუსალიმში აღდგომის ეკლესიაა, მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარს, მოიაზრებენ როგორც აღდგომის ტაძარს; იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ეკლესიაა, ხოლო სვეტიცხოველის ტაძარში - მისი სრული ასლი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2021, 07:48 PM

"სვეტი-ცხოველი - უფლის კვართსა და სიდონიას საფლავზე ამოსული კვიპაროსი სამი ასწლეულის მანძილზე იდგა როგორც ბეჭედი უდიდესი სიწმინდისა. მცხეთის მცხოვრებლებმა შეამჩნიეს, რომ სნეული ჩიტები მიფრინდებოდნენ ხესთან, სხდებოდნენ ტოტებზე, კენკავდნენ წიწვებს და იკურნებოდნენ. გარეული ცხოველებიც მოდიოდნენ და ისინიც ჭამდნენ ჩამოცვენილ წიწვებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2021, 08:01 PM

"სიკვდილის წინ მირიან მეფეს წიგნი დაუწერია, რომელიც ასეთი სათაურისაა: "წიგნი, რომელი დაწერა მირიან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკვდილისა მისისასა". ეს წიგნი აღსარებას უფრო ჰგავს, სადაც თავის თავს მირიან მეფე მხოლოდ ცოდვის მოქმედად თვლის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2021, 08:40 PM

"წმ. მირიან მეფე (261-342) და წმ. ნანა დედოფალი - "ქართლის ცხოვრების" მიხედვით მირიან მეფე 24-ე მეფეა საქართველოსი. 23-ე მეფეს ასფაგურს ერთადერთი ასული - 6 წლის აბეშურა დარჩა.

ქართლის ერისთავებმა, მაეჟან სპასპეტის მეთაურობით, აბეშურას ქმრად გამოითხოვეს სპარსეთის ტახტზე ახლად ასული მეფე ხოსროს (ქასრეს) მხევლისაგან შეძენილი შვიდი წლის ვაჟი - მირიანი. ხოსროს გამოუკითხავს აბეშურას გენეალოგია და როცა დარწმუნებულა მის ბიბლიურ წარმომავლობაში, დიდი სიხარულით დათანხმებულა.

ქართველებს მირიანი გაუმეფებიათ იმ პირობით, რომ იგი შეისწავლიდა ქართულ ენასა და ზნე-ჩვეულებებს და არ მოშლიდა ქართველთა სარწმუნოებას (მაშინ უკვე კერპთაყვანისმცემლები ყოფილან ქართველები); ამავე დროს სპარსელებს თავისი ჯარი ქართლში არ უნდა ჩაესახლებინათ.

თხუთმეტი წლის მირიანს მოუკვდა აბეშურა და მოიყვანა საბერძნეთის მეფის პონტოელი მხედართმთავრის ასული ნანა, რომლისაგან ორი ძე შეეძინა: რევ და ბაქარი. ბაქარი მძევლად წაიყვანა საბერძნეთის მეფემ, რევს კი ცოლად შერთო სომხეთის მეფის - თრდატის ასული სალომე, რომელიც დედით ქართველი იყო. მირიანმა რევს სამეფოდ მისცა უჯარმა და სალომეც ამის შემდეგ "სალომე უჯარმელად" მოიხსენიება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 09:54 PM

"სიდონია ქრისტეს პირველი წმინდანია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში: როცა მან ქრისტეს ჯვარცმის ამბავი გაიგო ელიოზისაგან, უფლისადმი სიყვარული ტანჯვად და ტკივილად ექცა და სული განუტევა. სიტყვა "სიდონია" ფინიკიურ ენაზე "თევზს" ნიშნავს, თევზი კი ქრისტიანობის ერთ-ერთი სიმბოლოა, რადგან ადამიანი მარადიულ სიცოცხლეს სულიწმინდის მადლით წყალში ნათლობით იღებს.

არქიმანდრიტი რაფაელი წმ. სიდონიას შესახებ წერს: "არსებობს გადმოცემა, რომ მეორედ მოსვლის დროს წმ. სიდონია კვართით ხელში გამოვა მაცხოვრის შესახვედრად, მისი მარადიული სიყვარულის დასტურად".

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის" გვ.209, 2013 წ./

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2021, 01:04 PM

"სვეტიცხოვლის მადლით, მისი წინამძღოლობით დიდხანს გევლოს წინ, გამარჯვების გზაზე!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2021, 09:14 PM

"მე მიყვარხართ ყოველი, როგორც სვეტიცხოველი!"

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2021, 08:11 PM

"საქართველო ყველაზე დიდი ქვეყანაა იერუსალიმის შემდეგ. აბა, სხვანაირად როგორ ავხსნათ, ისეთი დიდი სიწმინდე, რასაც უფლის კვართი წარმოადგენს, ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ჩვენთან რომ ჩამოიტანეს და დღესაც ჩვენთანაა... ღვთის ასეთი დიდი სიყვარულისვის განა, ჩვენ, ქართველები, სულ მუხლმოყრილი არ უნდა ვიყოთ უფლისა და ღვთისმშობლის წინაშე?"

/გურამ დოჩანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 08:43 PM

"ჩვენს უკან - სვეტიცხოველი,
დედა და კელაპტარია..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 10:49 PM

"თვალს სვეტიცხოველი შემოეფეთა"

"უეცრად სვეტიცხოველის კამარიდან მტრედები ტაშის ცემის ხმაზე აფრინდნენ"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2021, 02:23 PM

"მცხეთის ჯვარი კი ჩამქრალ, ჩამოღვენთილ კელაპტარივით გადმომდგარიყო და ყოველი მხრიდან ახალი სახითა და შინაარსით ევლინებოდა შეყვარებულ მგოსანს... ხან დროისგან გარუხებულ, ზღაპრულ ბროლის ციხის მსგავსი იყო... ხან აბჯარში ჩამჯდარ ბერ-მეომარს ედარებოდა... ხან ამაყი სულის მზეგაკრულ ალმად ენთო... ხან ქვაში ნათქვამ ქართულ ლექსსა და საგალობელს გამოსახავდა"

/ლევან გოთუა, "წიწამურის მიწა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2021, 06:27 PM

"დანახვა კიდევ არ ნიშნავს შემჩნევას! აი, არაგვს გაღმა - მცხეთაა, მაგრამ აზრი არ მიჰყვება თვალს... არაგვს მისდევს აღმა და უეცრად მისი ატეხილი ჭალები, კლდოვანი მუხლები თუ ირგვლივ ქედები თითქოს გამჭვირვალენი ხდებიან..."

/ლევან გოთუა, "წიწამურის მიწა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2021, 06:45 PM

"ილიამ [ჭავჭავაძე] თვალი რომ გააყოლა, ხარ-ურმები, ყურძენი, მტკვარ-არაგვი და სვეტიცხოველი ერთ თვალის კილოში მოექცნენ და თითქოს მთელი საქართველო გამოუხატეს"

/ლევან გოთუა, "წიწამურის მიწა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 08:51 PM

"სვეტიცხოველმა შეაერთოს დაყოფილი და დაბნეული ერი, ქრისტეს კვართის გარშემო!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2021, 12:41 PM

"დედასაქართველოს რწმენის ბალავარი - სვეტიცხოველი და მცხეთის ჯვარი"

/არნოლდ გეგეჭკორი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2021, 10:41 PM

"სვეტიცხოველმა დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ერი და მეტი სიყვარული მოგვანიჭოს, რომლის გარეშე ფიზიკური და სულიერი სნეულების განკურნება შეუძლებელია!…"

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2021, 10:56 PM

"სვეტიცხოვლის სარკმლიდან შემოჭრილმა სხივმა გაგვინათოს გული და გონება!…"

/მამა პეტრე კვარაცხელია/

----------------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 09:45 PM

"ემოგრაციაში მყოფი გრიგოლ რობაქიძე ქართველ დედას ანდერძს უტოვებს… მისთვის სვეტიცხოველში ერთი სანთელი აანთონ… მწერალი ამბობს, მეტი სათხოვარი არ მაქვსო…
მიაშურეთ სვეტიცხოველს, ილოცეთ ერთმანეთისთვის…."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 10:28 PM

"ქართველთა ხასიათი, ტემპერამენტი, ცხოვრების ნირი, ქცევის ნორმები დიდწილად განსაზღვრა ქრისტიანულმა სიბრძნემ. სვეტიცხოველის კედელზე გამოსახული სამოთხისეული "სიცოცხლის ხეც" ხომ ქართველმა კაცმა ვაზის მტევნებით შეამკო და ამგვარად ვაზი და ღვინო უკვდავებას დაუკავშირა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2022, 08:27 PM

"ეპისკოპოსთა პირველი შეკრება საქართველოში მოხდა წმ. მირიან მეფის ანდერძის წასაკითხად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2022, 04:52 PM

"როგორც ღვთისმშობელი ცხრა თვე ატარებდა უფალ იესო ქრისტეს თავისი მუცლით, ასევე სვეტიცხოველის ტაძარი მეორედ მოსვლამდე ინახავს უფლის კვართს. "სვეტიცხოველის ტაძარი სულიერი ზეცის განსახირებაა და ამავე დროს არის შემაერთებელი მიწისა და ცისა", - წერს წმ. თამარ მეფის დროინდელი კათოლიკოსი - ნიკოლოზ გულაბერიძე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2022, 02:06 PM

"ანტიკური ხანის ციხე-ქალაქებიდან გამაგრების სტილითა და სრულყოფილი სახით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში ვანი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - მცხეთა.
მცხეთა აღმოსავლეთ საქართველოში, ანტიკურ ხანაში, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად გამაგრებულ ციხე-ქალაქს წარმოადგენდა. იგი მდებარეობდა მტკვრისა და არაგვის შესართავთან და მასთან მისასვლელი ყველა ძირითადი გზა ციხე-ქალაქებით იყო გამაგრებული - ჩრდილოეთიდან არაგვის გზა გადაკეტილი იყო ციხე-ქალაქ წიწამურით, დასავლეთიდან მომავალი გზა მტკვრის ვიწროებში - სარკინეთი, აღომსავლეთის შემოსასვლელი კი - არმაზციხეთი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 220/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2022, 01:25 PM

"კურთხევა არის ერთობა იესო ქრისტესთან. წმინდა იოანე ოქროპირი კურთხევას სულიერ იარაღს უწოდებს და ამბობს, რომ იგი ქრისტიანს ყოველი მხრიდან იცავს და იფარავს. მართლაც, კურთხევის ძალა და მადლი მორწმუნეს შეეწევა, როგორც სულიერ სფეროში, ისე ამქვეყნიურ, ყოფით ვითარებაშიც. ამის მრავალი მაგალითის მოხმობა შეიძლება.
გავიხსენოთ სვეტიცხოვლის მშენებლობის ისტორია. ცხოველი სვეტი ვერავინ დაძრა ადგილიდან, ვიდრე ცრემლით არ ილოცა წმინდა ნინომ და არ აკურთხა მშენებლები, რომ სვეტს მიახლოვდებოდნენდა აღემართათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2022, 07:56 PM

"სვეტიცხოველი არის ერთ-ერთი უდიდესი მათ შორის, რომელზეც მისმა უწმინდესობამ შესანიშნავად ბრძანა ასეთი შედარება: "ეს არის დიდი და მძლავრი კელაპტარი, რომელიც დაანთეს წმინდა მოციქულთასწორმა ნინომ, მეფე მირიანმა და დედოფალმა ნანამ"

/მეუფე შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2022, 08:12 PM

"დღეს კვართი არის ერთიანობის, ერთობისა და განუყოფელობის სიმბოლო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2022, 10:20 PM

"მცხეთობა! სვეტიცხოვლობა! რა წმიდა და საღმრთო გრძნობებს უღვიძებენ ქართველს ეს სიტყვები! რა საამო და ნაცნობი სურათები გვეფინება თვაწლინ მათ გაგონებაზე!"

/სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2022, 04:37 PM

"ყურადღებას იმსახურებს აგრეთვე მცხეთაში სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილი ახ. წ. IV საუკუნის საფლავის ქვსი ეპიტაფია - "ავრელი აქოლისი, არქიტექტონი და არქიზოგრაფი". ამ წარწერის მიხედვით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ანტიკურ მცხეთაში, ყოველ შემთხვევაში ას.წ. პირველ საუკუნეებში, არსებობდა სპეციალური თანამდებობრივი პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა ქალაქის მშენებლობასა და არქიტექტურას, მის კეთილმოწყობასა და მხატვრულ სრულყოფას"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია", გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2023, 10:02 PM

"მცხეთას არს დიდი ტაძარი, სამთავროდ იწოდვისაო,
მუდამ ანთია კანდელი ერთი სავანის პირსაო,
აქ განისვენებს მეფე და დედოფალ ივერისაო,
რომელთაც ნინოის ლოცვით გზა ჰპოვეს სულთა ხსნისაო,
უარჰყვეს ბნელი კეპრები, მიიღეს მადლი ღვთისაო,
ერსა ნათელი უჩვენეს ქრისტეს მართალი გზისაო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2023, 07:47 PM

"...მოქუჩდა სამღვდელოება მტკვართან. პატრიარქმა ბრძანა, ჩაესხათ მღვდლებს ემბაზში მტკვრის წყალი. აასრულეს პატრიარქის ბძანება. მაშინ მამათავარმა გაბანა ჯვარი ემბაზში და განაბანი წყალი მტკვარში გადაასხა იმ ადგილას, სადაც ძველი ხიდის ბურჯია. აი, ამ ბურჯის მახლობლად, აღმოსავლეთისკენ, მოინათლა მირიანი სახლობით და დანარჩენი ქართველობა - ცოტა მოშორებით, ქვემოთკენ..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2024, 03:09 PM

ახალი იერუსალიმი (სვეტიცხოველი)

სულაჩუყებულს მომერია სავედრებელი,
გულში ჩაკრული "უფლის კვართით" იდგა სამყაროც,
ვერ გავუძელი, მადლის ტევნა ვეღარ შევძელი
და "სულსასუნთქად" სარკმელები ზეცამ დააღო,
ამაო ჩანდა დროის სრბოლა და სურვილები,
გადმოიფრქვა აღმავსება სულად ნეტარი,
სვეტიცხოველს, სიბრწყინვალე აკრთობდა ღმერთის,
ღვთისმშობელს ახლდნენ: ნანა-მირიან, რაჟდენ, ევსტათი.
ცრემლები წამსკდა სიმწრისა და საქართველოსი,
ვგრძნობდი, სამყარო ეტეოდა "ქართლის მცხეთაში",
სიცოცხლე გინდა? ეძიე და ქრისტესთვის მოკვდი!
სვეტიცხოვლიდან ახლო გზაა უფალ ღმერთამდე.

/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)