ორსული ღვთისმშობლის ხატი, დირბის დედათა მონასტერი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ორსული ღვთისმშობლის ხატი, დირბის დედათა მონასტერი |
k@the |
Mar 23 2009, 06:08 PM
პოსტი
#61
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
expert:)
ამ თემაში არის ხატწერის კანონიკაზე საუბარი, თუ რამეს გაგვიზიარებ, გაგვიხარდება http://church.ge/index.php?showtopic=5086 კეთილი იყოს, შენი შემომატება. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
expert:) |
Apr 4 2009, 02:20 PM
პოსტი
#62
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 15 რეგისტრ.: 20-March 09 წევრი № 6,686 |
დავიწყოთ იქიდან რა აქრის ხატი,იგი არის სარკმელი სასუფევლისა და ასახავს ყოველივეს მარადიული ღირებულებით. ხატში ყველა დეტალი არის საოცრად საკრძალველი და საკრალურიც.ვინ არის ღვთისმშობელი?იგია დედა ყოველთა და დედოფალი სამყაროსი, იგია ერთადერთი განღმრთობილი ადამიანი. რა არის ორსულობა? ჩვეულებრივი მოკვდავისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა, ამშემთხვევაში კი ღვთისმშობელი ჩვეულებრივი მოკვდავვით არის გამოსახული და თითქოს მის დიდებულებას ჩრდილი ადგება ორსულად გამოსახვისას. იმის თქმა მინდა რომ ჩვეულებრივი მოკვდავივით არის გამოსახული. წმინდანის ჩვეულებრივი მოკვდავივით გამოსახვა კი საეკლესიო კრებების მიერაა აკრძალული, ისევე როგორც ჯვრის გამოსახვა იატაკზე და ა.შ. რაც შეეხება დირბის ამ კონკრეტულ ხატს იგი არის კომპოზიციის მხოლოდ ერი დეტალი, რომლის კომპოზიციიდან ამოგლეჯა კიდევ ერთი დიდი შეცდომაა. ღვთისმშობლის ნებისმიერი ხატის წინაშე ლოცვა კი შეეწევა უშვილოს, ის ხომ დედაა ყოველივე ქმნილისა. . . . დამიჯერეთ ღვთისმშობელი ყველას გულმხურვალე ლოცვას სეისმენს, არაა საჭირო დავამცროთ მისი დიდებულება. დაგვლოცოს დედაღვთისამ......
|
ruso-roso |
May 12 2009, 03:55 PM
პოსტი
#63
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 11-May 09 წევრი № 6,973 |
მიდგომილი ღვთისმშობელი არ არის ხატი,არის ფრესკა და ხატსა და ფრესკას შორის განსხვავებაა და მისი როგორც ხატად გამოკყენება არ არის დაშვებული.
|
mogzaura |
May 12 2009, 10:18 PM
პოსტი
#64
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
და აბა სამებაში რომ არის ??როგორ თუ დაუშვებელია?
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
tamara |
May 13 2009, 06:08 PM
პოსტი
#65
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ნამყოფი ვარ დირბში -
ბრეთა და ულუმბოსთან ერთად ვნახეთ და მოვილოცეთ - ულამაზესი ფრესკაა. |
dodona |
May 18 2009, 12:44 AM
პოსტი
#66
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 15-October 08 წევრი № 5,809 |
მინდა გიტხრატ ,რომ დედაგვტისმსჰობლის ტცკალობიტ "მიდგომილი" ხატი სასტცაულებრივად ცჰამოვაბრდზანე ამერიკასჰი და დაბრდზანდა ტცმიჰდა ნინოს კარტულ ეკლესიასჰი ნიუ-იორკსჰი. დაიჯერებტ? მე კიდევ არ მჯერა რომ ეს ბედნიერება მერგო ტცილად.ეს არის ფრესკის მე-სამე ასლი,რომელიტც უნდა ტცაბრდზანებულიკო დირბის დედატა მონასტერსჰი, სჰემტხვევიტ ვნახე ეს ხატი და ავენტე სურვილიტ,რომ ტცამებრდზანებია ამერიკასსჰი,მეორე დგეს მოვპრინავდი,და მოხდა სასტაული ხატმა ინება ცჰემტან ერტად ამერიკასი ცჰამობრდზანება!!!!!!!!!
|
Bivrili |
May 27 2009, 11:27 PM
პოსტი
#67
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 29-April 09 წევრი № 6,917 |
-------------------- უფალო შეგვიწყალენ...
|
shavlegi |
Dec 23 2009, 04:34 PM
პოსტი
#68
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 117 რეგისტრ.: 7-July 09 წევრი № 7,229 |
ამ ხატის ავტორი ვიცი ვინც არის
|
tamar Chkhaidze |
Jan 28 2010, 12:39 PM
პოსტი
#69
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 20-January 10 წევრი № 8,004 |
ამ ხატის ავტორი ვიცი ვინც არის ირაკლი ცინცაძე; ვინც რა უნდა ის თქვას, მაგრამ თუკი ადამიანს გული აქვს და გულით ფიქრობს, ნამდვილად გულგრილი ვერ დარჩება ვერც ამ ადგილის და ვერც ღმრთისმშობლის ფრესკიდან და ხატებიდან გარდმომავალი მადლის მიმართ. ასევე დადასტურებულად მინდა ვთქვა რამდენიმე უშვილო ოჯახის თაობაზე, ვისაც მიდგომილი ღმრთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ შვილი მიმადლა უფალმა. შეგვეწიოს მისი მადლი |
თერალ ი |
Jan 28 2010, 01:03 PM
პოსტი
#70
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 273 რეგისტრ.: 26-July 08 წევრი № 5,402 |
ირაკლი ცინცაძე; ვინც რა უნდა ის თქვას, მაგრამ თუკი ადამიანს გული აქვს და გულით ფიქრობს, ნამდვილად გულგრილი ვერ დარჩება ვერც ამ ადგილის და ვერც ღმრთისმშობლის ფრესკიდან და ხატებიდან გარდმომავალი მადლის მიმართ. ასევე დადასტურებულად მინდა ვთქვა რამდენიმე უშვილო ოჯახის თაობაზე, ვისაც მიდგომილი ღმრთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ შვილი მიმადლა უფალმა. შეგვეწიოს მისი მადლი მოგესალმებით თამარ თქვენ ადრე დადეთ, ინფორმაცია მობილურის ნომერის შესახებ, რომლიდანაც შეიძლება თანხის გადარიცხვა, ის ნომერი კვლავ მოქმედებს? ივერიელები ვიყავით დირბის მონასტერში 2010 წლის 24 იანვარს , მართლაც საოცრებაა ... ქვემოთ , დირმის მონასტერზე თავმოყრილი მასალებია http://iveria-tv.ge/forum/index.php?topic=...67290#msg167290 http://iveria-tv.ge/forum/index.php?topic=...67291#msg167291 |
თერალ ი |
Jan 28 2010, 01:55 PM
პოსტი
#71
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 273 რეგისტრ.: 26-July 08 წევრი № 5,402 |
აქაც იყოს , მასალები ძირითადად კარავის ფოუმიდანაა, რამდენიმე ჩემი სურათი დავამატე მხოლოდ:
დირბის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერი - შიდა ქართლი (ქარელის რაიონი) მდინარე ფრონის ხეობა დირბის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერი მდებარეობს შიდა ქართლში (ქარელის რაიონში), მდინარე ფრონის ხეობაში . მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, საიდანაც ვგებულობთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქეონი (ანუ დაქვემდებარებული) მონასტერი იყო და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე ყოფილა. იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის. დირბის მონასტერი ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია ყოფილა შიდა ქართლში. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: "არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისაი, არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქარველთა და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ჰფლობს ესე და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმში". დირბის "ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას "კუბოსა ღმრთისმშობლისასაც უწოდებენ". ეკლესიის აშენების თარიღად მიჩნეულია X საუკუნე. ჩანს, ტაძარს მრავალი სახეცვლილება განუცდია. იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა. მოგვიანებით, ჩრდილოეთ მხარეს მიუშენებიათ ქვის ეკვდერი. ასეთივე აგურის მინაშენი გაუკეთებიათ სამხრეთ მხარსაც. ამჟამად ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა. ტაძრის აშენების შესახებ იუწყება ქვის ფილა, რომელიც ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშია ჩატანებული. ფილაზე ასომთავრული წარწერაა რომელიც ასე იკითხება: "ამისა წმიდისა ადგილსა მადლითა მე გლახაკმან ოთანის ძემან ესე ეკლესია დავიწყე ლეონის მეფობისა, იოანეს ერისთავობასა, აბრაამის დეკანოზობასა ჩემდა ებრძანა, შენ დაიწყე. მე ხელი მომცა და ავაგე ამ ადგილისა სალოცავი"... აქ მოხსენიებული მეფე ლეონი, ლეონ III აფხაზთა მეფე უნდა იყოს. ეკლესიის სამხრეთით ორსართულიოანი სამრეკლო დგას, გვიან ფეოდალურ ხანაში მე-XVII საუკუნეში ეკლესიის გადაკეთებისას აგებული. იგი კუბური ფორმის ნაგებობაა. I სართული სამხრეთით და ჩრდილოეთით ფართო, შეისრული თაღებითაა გახსნილი და ეზოში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს. ღმრთისმშობლის ტაძრის უკან დღემდე დგას დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება. ტაძრის სამხრეთით შემონახულია მოზრდილი ნაფუძარი მარნისა, რომელიც რიყის ქვის ნახევრად მიწაში ჩაფლულ ნანგრევებს წარმოადგენს. შემორჩენილია დასავლეთ კედლის უკან ცენტრალურ ნაწილში მიდგმული კამარით გადახურული მცირე სათავსო ნიშებითა და ქვევრებით. დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიაში XX ს-ის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი ბერები. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღმრთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ტაძარში არსებული ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ხოლო თვით ტაძარი დანგრევის პირას მივიდა. მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარდა სარესტავრაციო და არქელოგიური სამუშაოები. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა მრავალი სამარხი, წყალსადენი მილები, შენობათა ნაშთები, რომელიც მოწმობს მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას მონასტრის ტერიტორიაზე. ტაძარსა და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია. მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა ძველი ფრესკები, მათ შორის არის ერთერთი უნიკალური ფრესკა "იოსების ყვედრება", სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული გამორჩეული სითბოთი სავსე "მიდგომილი" (ფეხმძიმე) ღმრისმშობელი. აი ეს ფრესკაც მიდგომილი ღმრთისმშობლის ზემოთ გამოსახულია ღმრთისმშობლის დედის წმ. ანას ხარების სცენა, მის გვერდიტ კი ღმრთისმშობლის მამის იოაკიმის ფრესკა ჩანს. იგივე ფრესკა სხვა რაკურსით აი სხვა ფრესკებიც: წმ. გიორგი ”ტაძარი ღმრთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მაგრამ გარდა ღმრთისმშობლის მიძინებისა, იქ მეორე კანკელიც არის. მონასტრის წინამძღვარ დედა ნატალიას გადმოცემით, აშკარად შეიმჩნეოდა ეკლესიაში მეორე კანკელის არსებობის კვალი, მაგრამ არ იცოდნენ, რომელი წმინდანის სახელობის იყო. რუის-ურბნისის ეპარქიის მეუფე იობს გადაუწყვეტია, წმ. ბარბარეს სახელობის იქნებაო. როცა ხელოსანი მოუყვანიათ, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობდა, მაშინვე უკითხავს ამ ადამიანს: "წმ. ბარბარეს კანკელს აკეთებთო?", დედა ნატალიას გაკვირვებულს უკითხავს: "საიდან იციო?", თურმე ამ ადგილას მართლაც წმ. ბარბარეს სახელობის კანკელი ყოფილა და ამ ხელოსანს თავის წინაპრებისგან გადმოცემით სცოდნია. - "დედას სულ აქ დავყავდით და წმ. ბარბარეს სახელზე სანთლებს ვანთებდითო" კანკელი: მეორე კანკელი: ხატმწერ ირაკლი ცინცაძის მიერ ახლადდახატული ხატი - მიდგომილი ღმრთისმშობელი ხედი ციხიდან დირბის მონასტერზე კოსმოსიდან |
თერალ ი |
Jan 28 2010, 02:10 PM
პოსტი
#72
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 273 რეგისტრ.: 26-July 08 წევრი № 5,402 |
ეხლა ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები,
ხარისხინები არაა მაგრამ, ფრესკების განლაგებას თვით ტაძარში შედარებით უფრო ნათლად გადმოცემენ ტაძარში რომ შედიხარ, ეგრევე ხედავ ძირითადი ნავის, ჩრდილოეთ კედელზე მარცხენა უკიდურეს მხარეს, წმ. გიორგის ხატით, რომელიც მახვილით დიოკლიტიანეს გნგმირავს ხედი ტაძარში შესვლისას, მარჯვნივ, კანკელებისაკენ ძირითადი ნავის ფრესკები. სურათის გადაღებისას ვდგავრ წმინდა გიორგის ხატის ძირთან ძირითადი ნავის ფრესკები. სურათის გადაღებისას ვდგავრ წმინდა გიორგის ხატის პირდაპირ ძირითადი ნავის ჩრდილოეთ კედელი, ნელ-ნელა გადავდივარ მარცხნიდან მარჯვნივ, კადრში გამოჩნდა, ძირითადი ნავის ჭერის ფრესკები, კანკელის მხარეს მოვტრიალდი 90 გრადუსით, საკურთხევლის ჭერის ფრესკები მთავარი კანკელი დასავლეთ კედელი ვდგავარ ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, პირით ტაძრის შემოსასვლელი კარებისაკენ, ანუ სამხრეთისაკენ ღმრთისმშობლის დედის წმ. ანას ხარების სცენა, მის გვერდით კი ღმრთისმშობლის მამის იოაკიმის ფრესკა ჩანს. |
თერალ ი |
Jan 28 2010, 05:15 PM
პოსტი
#73
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 273 რეგისტრ.: 26-July 08 წევრი № 5,402 |
ციტატა ციტირება: tamar chkhaidze on December 28, 2009, 08:14:00 PM და კიდევ ისევ დავწერ ნომერს, რომელზე დარეკვითაც თქვენ შეგიძლიათ მატერიალური თანადგომა აღმოუჩინოთ დირბის ღმრთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერსა და ეკლესიას - 700 613 მაგთიდან და ჯეოსელიდან საინტერესოა ცოცხალია ეს ნომერი? |
ნონა |
Jan 28 2010, 05:30 PM
პოსტი
#74
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ფრესკები ძალიან დაზიანებულია
პირვანდელი სახის დაბრუნება მათთვის შესაძლებელია? ფინანსური სირთულეების გამო ვერ ხერხდება აღდგენა თუ რამე სხვა პრობლემაა? -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ქევანა |
Jan 29 2010, 02:50 PM
პოსტი
#75
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
თერალ ი
მადლობა, კარგია რომ ფოტოები გადაიღე ნონა მაგ დაზიანებულ ფრესკებს უნდა კონსერვაცია, მთლიან კომპოზიციას ვეღარ აღადგენ, მაგრამ შეიძლება ცალკეული პატარა ფრაგმენტების, ნაკაწრების შევსება, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დაზიანებულია, მაგას ფინანსები უნდა, სპეციალისტები სჭირდება ... ეგაა სულ -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
tamar Chkhaidze |
Jan 29 2010, 03:10 PM
პოსტი
#76
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 20-January 10 წევრი № 8,004 |
საინტერესოა ცოცხალია ეს ნომერი? კი ნამდვილად ცოცხალია, უკანასკნელი მონაცემებით ასეა. თერალ ი მადლობა, კარგია რომ ფოტოები გადაიღე ნონა მაგ დაზიანებულ ფრესკებს უნდა კონსერვაცია, მთლიან კომპოზიციას ვეღარ აღადგენ, მაგრამ შეიძლება ცალკეული პატარა ფრაგმენტების, ნაკაწრების შევსება, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დაზიანებულია, მაგას ფინანსები უნდა, სპეციალისტები სჭირდება ... ეგაა სულ ზემოთ დავწერე, კონსკერვაცია გაუკეთეს, ამ ეტაპზე ფრესკებს არაფერი ემუქრება. იქ მოღვაწე დედებიც ცივ ნიავს არ აკარებენ ტაძარს ძალიან გამეხარდა მონასტრის მიმართ ასეთი ინტერესი დირბი მონასტერი ჩემი გულია, 2 კვირა ვერ ვძლებ ისე რომ ერთი დღით მაინც არ ჩავიდე. დირბთან გენტიკური კავშირიც მაქვს ჩემი გამზრდელი დიდი ბებია დირბიდან იყო და მთელი ჩემი ბავშვობა დასტიროდა დირბის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიას და მის შეურაცხყოფილ - გადალესილ ფრესკებს.... ღვთის წყალობით დღეს მზრუნველი ხელი არ აკლია იქაურობას. თუ სურვილი გაქვთ ერთად მოვილოცოთ... დახმარების სურვილი თუ გაუჩნდა ვინმეს შემიძლია მონასტერს დაგაკავშიროთ. გარდა ამისა, 2009 წლის 15 დეკემბერს გავმართეთ ჩემი დის ფოტოგამოფენა დირბის მონასტრისადმი მიძღვნილი, აქ ავტვირთავ ფოტოებს, იმედია მოგეწონებათ ესეც სურათები ავტორი მაია ჩხაიძე: |
tamar Chkhaidze |
Jan 29 2010, 04:15 PM
პოსტი
#77
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 20-January 10 წევრი № 8,004 |
დამღუპველი შეცდომა არაა. ხატებს აქვს თავისი დინამიკა ფრესკებს თავისი. ერთი შეხედვიტ მიხვდები სად არის ფრესკული სივრცე და სად ხატის შეზღუდული ფართიდან გამომდინარე ,მაქსიმალურად შეკუმშული და ვერტიკალურად მოწესრიგებული კომპოზიცია. საღვთისმეტყველო თვალსაზრისით სხვაობა რა თქმა უნდა არაა. |
ლეონტი |
Feb 9 2010, 11:08 AM
პოსტი
#78
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ვინ არის ღვთისმშობელი?იგია დედა ყოველთა და დედოფალი სამყაროსი, იგია ერთადერთი განღმრთობილი ადამიანი. რა არის ორსულობა? ჩვეულებრივი მოკვდავისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა, ამშემთხვევაში კი ღვთისმშობელი ჩვეულებრივი მოკვდავვით არის გამოსახული და თითქოს მის დიდებულებას ჩრდილი ადგება ორსულად გამოსახვისას. იმის თქმა მინდა რომ ჩვეულებრივი მოკვდავივით არის გამოსახული. წმინდანის ჩვეულებრივი მოკვდავივით გამოსახვა კი საეკლესიო კრებების მიერაა აკრძალული... ვინ დაგნიშნა შენ ექსპერტად და კანონიკის განმხილველად? გაასწარი ეხლა სანამ მოვიდენ კანონისტები. რაღაც საკუთარი ღვთისმეტყველება გაქვს. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
ლეონტი |
Feb 9 2010, 11:19 AM
პოსტი
#79
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
აღმოაჩინეს ორსული(მიდგომილი) ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ერთადერთია მართლმადიდებლურ სამყაროში... გამაყრუებლად ხმამაღლაა ნათქვამი, ეგეთი ფრესკები ბევრია,აი მაგალითი მეექვსე საუკუნის მოზაიკა. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
tamuna m |
Feb 10 2010, 01:25 PM
პოსტი
#80
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ლეონტი
ციტატა ეგეთი ფრესკები ბევრია დანარჩენებს არ დადებ? -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი