IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ყოვლისშემძლეობის პარადოქსი
new member
პოსტი Jul 19 2011, 11:14 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 18-July 11
წევრი № 11,347



ალბათ ყველამ იცით ყოვლისშემძლეობის პარადოქსთან დაკავშირებული პრობლემა.

ანუ მაგალითად შეუძლია თუ არა ღმერთს შექმნას ისეთი მძიმე ქვა, რომელსაც თავად ვერ აწევს ?

როგორი პასუხიც არ უნდა გავცეთ ამ შეკითხვას, შედეგად ყველა შემთხვევაში იმას მივიღებთ, რომ ღმერთს არ შეუძლია რაღაცა : ან ქვის შექმნა ან აწევა.

არადა ღმერთის ყოვლისშემძლეობა ერთ-ერთი მთავარი დოგმაა მართმადიდებლობაშიც და სხვა მონოთეისტურ რელიგიებშიც.

მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ღმერთის ყოვლისშემძლეობის შესახებ ანუ როგორ მოიაზრებთ ყოვლისშემძლეობას, როგორც ღმერთის აბსოლიტურ შესაძლებლობებს გააკეთოს ყველაფერი გამონაკლისის გარეშე თუ უშვებთ იმის შესაძლებლობას რომ ყოვლისშემძლემ შეიძლება რაღაცა ვერ გაკეთოს ?

მე პირადად მიმაჩნია რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა ჩვენთან შედარებით, ანუ მისი შესაძლებლობები ჩვენს შესაძლებლობებზე იმდენად აღმატებულია რომ ყოვლისშემძლედ აღვიქვათ მას, მაგრამ რეალურად არის ისეთი რაღაცეები რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია.

თქვენ როგორ ფიქრობთ ?

და წმინდა მამების მოსაზრებებიც მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით თუკი გამოუთქვამთ რა თქმა უნდა.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 19 2011, 11:18 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



new member

მე მგონი ამგვარი თემა უკვე იყო.

მეორეც არ მიწყინო, მაგრამ მსგავსი "ლოგიკური" კითხვები უკვე მოძველებულია.

ციტატა
მე პირადად მიმაჩნია რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა ჩვენთან შედარებით, ანუ მისი შესაძლებლობები ჩვენს შესაძლებლობებზე იმდენად აღმატებულია რომ ყოვლისშემძლედ აღვიქვათ მას, მაგრამ რეალურად არის ისეთი რაღაცეები რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია.


და თუკი არ გვესმის ცნება "ღმერთი", ძნელია ვისაუბროთ. ის მოსაზრება, რაც ამ ფრაზაშია ნათქვამი, უკიდურესად დაკნინებულ არსებაზე საუბრობს, რომელიც არათუ ყოვლისშემძლეა, არამედ არაფრის შემძლეა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 19 2011, 11:19 PM
პოსტი #3


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გული მიგრძნობს აქ ასეთი საუბარი წავა ერთმა რომ დაწერა ფორუმზე:,,ღმერთს შტანგის აწევა თუ შეუძლიაო"(შეუნდოს ღმერთმა)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 19 2011, 11:23 PM
პოსტი #4


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



A.V.M

ციტატა
გული მიგრძნობს აქ ასეთი საუბარი წავა ერთმა რომ დაწერა ფორუმზე:,,ღმერთს შტანგის აწევა თუ შეუძლიაო"(შეუნდოს ღმერთმა)


ამგვარი კითხვები ათეისტებს აწუხებდათ ხოლმე და თითქმის ყველა ათეისტურ სახელმძღვანელოშია დაბეჭდილი, ვითომცა და ისეთი მიგნება, რომელზეც ქრისტიანებს თავის დახრა მოუწევთ. მაგრამ ვიცი, რომ ეს ყველაფერი მოძველდა და ეხლა აღარავის აწუხებს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
new member
პოსტი Jul 19 2011, 11:25 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 18-July 11
წევრი № 11,347



afxazi
ციტატა
მეორეც არ მიწყინო, მაგრამ მსგავსი "ლოგიკური" კითხვები უკვე მოძველებულია.

არა მგონია მოძველებული იყოს. მასეთი საკიტხები არ ძველდება.
ლოგიკა ღმერთის მიერ მოცემული ნიჭია და არა მგონია ღმერთის სურვილი იყოს უარი ვთქვათ მასზე
ციტატა
ის მოსაზრება, რაც ამ ფრაზაშია ნათქვამი, უკიდურესად დაკნინებულ არსებაზე საუბრობს, რომელიც არათუ ყოვლისშემძლეა, არამედ არაფრის შემძლეა.

არაფრის შემძლე რატომ ??? გარკვევით დავწერე ადამიანზე წარმოუდგენლად მაღალი შესაძლებლობების მეთქი, მაგრამ ყოვლისშემძლეობის პარადოქსსაც რომ გავექცეთ არ გამოვა. ეგ სირაქლემას პოზიცია იქნება და არა მგონია სწორი საქციელი იყოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 19 2011, 11:26 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



new member


ციტატა
მე პირადად მიმაჩნია რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა ჩვენთან შედარებით


არაა სწორი.
უფალი, აბსოლუტურად ყოვლისშემძლეა და არა ვინმესთან შედარებით.
ამ საკითხსაც აქვს ლოგიკური პასუხი, მაგრამ, ვშიშობ, ამომწურავად ვერ ჩამოგიყალიბებ.
გამოჩნდება კომპეტენტური იუზერი და დაწერს.
ადრე, ვგონებ, რომელიღაც თემაში ვეხებოდით აღნიშნულ საკითხს.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 19 2011, 11:32 PM
პოსტი #7


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



new member

ციტატა
არაფრის შემძლე რატომ ??? გარკვევით დავწერე ადამიანზე წარმოუდგენლად მაღალი შესაძლებლობების მეთქი


ციტატა
უფალი, აბსოლუტურად ყოვლისშემძლეა და არა ვინმესთან შედარებით.



თუკი ჩვენ ღმერთის ამა თუ იმ თვისებას ვინმესას (ქმნილების) თვისებას შევადარებთ, როგორი აღმატებული ხარისხითაც არ უნდა მოვიხსენიოთ ეს თვისება, მაინც იძულებული ვიქნებით ეს თვისება დავაკნინოთ, რადგან მას ვინმესთან შედარებით ვამბობთ და ეს შედარება გულისხმობს აგრეთვე სხვასაც, რომელიც ამ თვისებაზე მაღლა მდგომი იქნება.

ღმერთი ზეიერარქიულია და მისი ესა თუ ის თვისება განუზომლად აღმატებულია.

ციტატა
ლოგიკა ღმერთის მიერ მოცემული ნიჭია და არა მგონია ღმერთის სურვილი იყოს უარი ვთქვათ მასზე


დავამატებდი საღი ლოგიკა, თორემ სოფისტებსაც(თუ არ ვცდები) ქონდათ ლოგიკა, რომელიც აბსურდამდე დადიოდა. ლოგიკა კი აბსურდს არ უნდა გულისხმობდეს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
new member
პოსტი Jul 19 2011, 11:37 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 18-July 11
წევრი № 11,347



terra
ციტატა
ამ საკითხსაც აქვს ლოგიკური პასუხი, მაგრამ, ვშიშობ, ამომწურავად ვერ ჩამოგიყალიბებ.
გამოჩნდება კომპეტენტური იუზერი და დაწერს.

კი ბატონო დაველოდოთ.

აქვე მეორე კითხვაც მექნება შეუძლია თუ არა ღმერთს არსებობა შეწყვიტოს ?

თუ შეუძლია უკვდავი აღარ გამოდის, თუ არ შეუძლია ყოვლისშემძლე არ გამოდის.

ამაზეც გამცეს იმ კომპეტენტურმა პასუხი smile.gif

afxazi
ციტატა
ღმერთი ზეიერარქიულია და მისი ესა თუ ის თვისება განუზომლად აღმატებულია.

განუზომლად აღმატებულია, მაგრამ არა უსასრულოდ. ყველაფერი მაინც შედარებითია .
ციტატა
დავამატებდი საღი ლოგიკა, თორემ სოფისტებსაც(თუ არ ვცდები) ქონდათ ლოგიკა, რომელიც აბსურდამდე დადიოდა. ლოგიკა კი აბსურდს არ უნდა გულისხმობდეს.


აბსურდია ის რაც ლოგიკას ეწინააღმდეგება. ლოგიკას კი აბსოლიტური ყოვლისშემძლეობა ეწინააღმდეგება .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 19 2011, 11:39 PM
პოსტი #9


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



new member

ციტატა
აქვე მეორე კითხვაც მექნება შეუძლია თუ არა ღმერთს არსებობა შეწყვიტოს ?

თუ შეუძლია უკვდავი აღარ გამოდის, თუ არ შეუძლია ყოვლისშემძლე არ გამოდის.


ამაზე ვამბობ, რომ ლოგიკა აბსურდამდე არ უნდა დადიოდეს. თუკი არ გვესმის არსი ღმერთის შესახებ სწავლებისა, ეს და ამგვარი "ლოგიკა" შეგვაწუხებს.

მარტივად გეტყვი, ღმერთს არ შეუძლია (მე მაინც მოვერიდები ამ სიტყვას) იმოქმედოს ის, რაც მის ბუნებას ეწინააღმდეგება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ზეარსი არ არის. თუკი ჩვენ ღმერთში ორ დაპირისპირებულ ფენომენს დავუშვებთ, მაშინ ეს ჩვენ აღარ უნდა ვთქვათ, რომ ღმერთი ერთია, არამედ ორი. მაგრამ ორსაც ვერ ვიტყვით, რადგან ესეც წარმოუდგენელია. ამიტომ ის არის მარადიული (განუზომლად) და არ მოქმედებს ამ თვისების საწინააღმდეგოდ. არა იმიტომ, რომ არ შეუძლია, არამედ ბუნებითად შეუძლებელია ეს თვისება მას ქონდეს.

new member

ციტატა
აბსურდია ის რაც ლოგიკას ეწინააღმდეგება. ლოგიკას კი აბსოლიტური ყოვლისშემძლეობა ეწინააღმდეგება .


ათეისტს ვესაუბრები?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
new member
პოსტი Jul 19 2011, 11:47 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 18-July 11
წევრი № 11,347



afxazi

ციტატა
ამიტომ ის არის მარადიული (განუზომლად) და არ მოქმედებს ამ თვისების საწინააღმდეგოდ. არა იმიტომ, რომ არ შეუძლია, არამედ ბუნებითად შეუძლებელია ეს თვისება მას ქონდეს.

"არ შეუძლია" და "მის ბუნებაში არ დევს ეგ თვისება" ერთიდაიგივეა და მხოლოდ სიტყვების თამაშია.
შინაარსობრივად ორივე გამორიცხავს აბსოლიტურ ყოვლისშემძლეობას
ანუ რეალურად შენც უარყოფ აბსოლიტურ ყოვლისშემძლეობას თუმცა რატომღაც ამას ვერ აღიარებ . yes.gif

ციტატა
ათეისტს ვესაუბრები?


არა დეისტი ვარ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 19 2011, 11:49 PM
პოსტი #11


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



,,ღმერთი არის ყოველივეს წინასწარმცოდნე,მაგრამ არა წინასწარგანმსაზღვრელი.რადგან წინასწარ იცის რაც ჩვენზეა დამოკიდებული,თუმცა წინასწარ არ განსაზღვრავს მას.არ ნებავს,რომ მოხდეს ბოროტება და არც ის რომ გვაიძულოს სიკეთე."

,,განგება არ ვრცელდება ცხოველებსა და ადამიანებზე,აქ შემთხვევა ბატონობს.შესაბამისად მცენარე და ცხოველი მიზნობრიობას კი არა აუცილებლობას ემორჩილებიან და ავტომატურად მოქმედებენ."(პიეროკლე ალექსანდრიელი)
afxazi
გითხარი მე ვისაც ესაუბრები! rolleyes.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
new member
პოსტი Jul 19 2011, 11:54 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 18-July 11
წევრი № 11,347



A.V.M
ციტატა
ღმერთი არის ყოველივეს წინასწარმცოდნე,მაგრამ არა წინასწარგანმსაზღვრელი.რადგან წინასწარ იცის რაც ჩვენზეა დამოკიდებული,თუმცა წინასწარ არ განსაზღვრავს მას.არ ნებავს,რომ მოხდეს ბოროტება და არც ის რომ გვაიძულოს სიკეთე

შეუძლია მაგრამ არ აკეთებს ეგ სულ სხვა თემაა.
ეს თემა იმაზეა შეუძლია თუ არა ყველაფერი ღმერთს .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 19 2011, 11:56 PM
პოსტი #13


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



კითხვა აპრიორი არასწორადაა დასმული. არათუ რა შეუძლია ღმერთს, არამედ რა სურს მას, ეს არის მთავარი ...



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 19 2011, 11:58 PM
პოსტი #14


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



new member

ციტატა
არა დეისტი ვარ


biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
"არ შეუძლია" და "მის ბუნებაში არ დევს ეგ თვისება" ერთიდაიგივეა და მხოლოდ სიტყვების თამაშია.


გეტყობა ლოგიკასთან როგორც ხარ. კარგი ასეთ შეკითხვაზე მიპასხუე: რა არ შეუძლია ადამიანს (ადამიანური ბუნების გათვალისწინებით)?



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 20 2011, 12:03 AM
პოსტი #15


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ესეც მნათეს ძველი პოსტი, მიყვარს მნათეს ამ პოსტის ციტირება. ნოსტალგიაა ალბათ. smile.gif


ციტატა(mnate @ Nov 22 2006, 12:37 AM) *

იოანე დამასკელი "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა"

თავი მერვე
წმინდა სამების შესახებ

"ამრიგად, გვწამს ერთი ღმერთი, ერთი დასაბამი - დაუსაბამო, შეუქმნელი, უშობელი, წარუწყმედელი, უკვდავი, საუკუნო, უსასრულო, გარეშეუწერელი, შემოუსაზღვრელი, უსასრულოდ ძლიერი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, წარუდინებელი, უვნებო, უცვლელი, გარდაუქმნელი, უხილავი, წყარო სიკეთისა და სამართლიანობისა, გონისმიერი სინათლე, მიუახლებელი, არარა საზომით შეცნობილი ძალა, მარტოდენ საკუთარი სურვილით განზომილი, რადგან ყოველივე, რაც ნებავს, ძალუძს, არის რა ყველა ხილული და უხილავი ქმნილების შემქმნელი, ყოველივეს შემამტკიცებელი და შემნარჩუნებელი, ყოველივეს წინაგანმგებელი, ყოველივეს მპყრობელი, მოთავე და მეუფე, დაუსრულებელი და უკვდავი მეუფებით, არარა საწინააღმდეგოს არ მქონე, ყოველივეს აღმავსებელი, არვისგან გარეშეცვული, უმალ კი თვით ყოველივეს გარეშემცველი, შემამტკიცებელი და წინასწარმქონე, ყველა არსებამდე შეურყვნელად მიწევნილი და ყოვლის მიღმიერი, ყველა არსებისგან გაშორებული, როგორც ზეარსი და ყოველივეზე ზემყოფი,ზე ღმერთი,ზეკეთილი, ზესრული, ყველა უფლებამოსილებისა და წესის განმსაზღვრელი და ყველა უფლებამოსილებაზე და წესზე ზედაფუძნებული, უზემოესი არსებაზე, სიცოცხლეზე, სიტყვაზე და აზრზე, თვითსინათლე, თვითსიკეთე, თვითსიცოცხლე, თვითარსება, როგორც სხვა არაფრისგან, რაც კი არსებობს, არმქონე არსებობისა. თვით არსთა არსებობის წყაროდ მყოფი, ცოცხალთათვის მიზეზი სიცოცხლისა, სიტყვასთან წილმქონეთათვის - სიტყვისა, და ასე, ყოველივესთვის - ყოველივე სიკეთისაჯღღღიის მცოდნე ვიდრე მათ შექმნამდე. ერთი არსება, ერთი დმრთეება, ერთი ძალა, ერთი ნებელობა, ერთი მოქმედება, ერთი დასაბამი, ერთი ხელმწიფება, ერთი უფლება, ერთი მეუფება სამ სრულ გვამოვნებაში (შეურევლად შეერთებულებში და განუცალკევებლად განყოფილებში, რაც არის სწორედ საკვირველი) ცნობილი და თაყვანცემული ერთი თაყვანისცემით, ყველა მოაზროვნე ქმნილებისგან რწმენილი და მსახურებული, მამა, ძე და წმინდა სული, რომელთა მიმართაც ნათელვიღეთ, რადგან ამგვარად ნათლისცემა ამცნო უფალმა მოციქულებს, უთხრა რა: „ნათელსცემდეთ მათ მამის, ძის და წმინდა სულის მიმართ“ (მათე 25,19)."

ეს სწავლებაა წმიდა სამების შესახებ, არ ვიცი ამ თეორიის შემქმნელ-გამავრცელებლებს, რამდენად ქონდათ კოკრეტულ თავში ჩახედილი, მაგრამ ერთი ფაქტია,-მიდგომა რომლითაც მათ ყოვლისშემძლეობის განსაზღვრა დააპირეს, ძირშივე არასწორია. აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას კონკრეტული არსების სხვა თვისებები. ანუ პირობები.

როგორც იოანე დამასკელი წერს, გარდა ყოვლისშემძლეობისა ეს ძალა, (პირ. ზებუნებრივი ინტელექტი) ვერანაირი საზომით ვერ შეიცნობა, ანუ ახასიათებს რა ყოვლისშემძლეობა თანაარსებობს შეუცნობელობასთან.

აქვე ირკვევა გარკვეული წყობა შემოქმედებისა, "რაც ნებავს, ძალუძს" მაშასადამე, საკითხის დასმა "შეუძლია, შექმნას დაუძლეველი ქვა" არასწორია, ღმერთს ყოველივე ძალუძეს, მაგრამ ყოველივე არ ნებავს! ამ შემტხვევაში ჩაძიება "რომ მოისურვოს" სულელურია biggrin.gif

კიდევ ერთი-იგი წესებს თავად ადგენს, ამიტომ მის მიმართ პირობის წაყენება-და შესაძლებლობების ადამიანურ ლოგიკასთან დაქვემდებარება ფილოსოფიური შეცდომაა.



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 20 2011, 12:06 AM
პოსტი #16


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



k@the

მე ამ პოსტს ვეთანხმები და ვფიქრობ არაფრის დამატებაც აღარაა საჭირო, ნუ მისთვის ვისაც რეალურად აწუხებს ეს შეკითხვა. მაგრამ ეჭვი მაქვს ათეისტური "ლოგიკა" ასე იოლად არ შედრკება biggrin.gif biggrin.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 20 2011, 12:07 AM
პოსტი #17


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



new member
ციტატა
მე პირადად მიმაჩნია რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა ჩვენთან შედარებით, ანუ მისი შესაძლებლობები ჩვენს შესაძლებლობებზე იმდენად აღმატებულია რომ ყოვლისშემძლედ აღვიქვათ მას, მაგრამ რეალურად არის ისეთი რაღაცეები რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია.



დამარცხებული ღმერთი გამახსენე ერთი.

A.V.M
ციტატა
გული მიგრძნობს აქ ასეთი საუბარი წავა ერთმა რომ დაწერა ფორუმზე:,,ღმერთს შტანგის აწევა თუ შეუძლიაო"(შეუნდოს ღმერთმა)



შტანგის აწევა შეუძლია, ცოტა ბარდოს ტყორცნა უჭირს ...

ვერ იზრდება ეს ხალხი და ვერა... ისევ შტანგაზე და მარხვაში ქათმიჭამია მღვდლებზეა საუბარი. საბჭოთა კავშირი არ დამტავრდა ცნობიერებაში?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 20 2011, 12:07 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



afxazi
ციტატა
ასეთ შეკითხვაზე მიპასუხე: რა არ შეუძლია ადამიანს

ეხლა გიპასუხებს - იდაყვზე კბენაო smile.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 20 2011, 12:07 AM
პოსტი #19


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(afxazi @ Jul 19 2011, 10:06 PM) *

k@the

მაგრამ ეჭვი მაქვს ათეისტური "ლოგიკა" ასე იოლად არ შედრკება biggrin.gif biggrin.gif


ეგ მადარდე ეხლა biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 20 2011, 12:10 AM
პოსტი #20


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



k@the
მხევალი ნინო

ათეისტები თუ გამოაცოცხლებენ აქაურობას laugh.gif laugh.gif

terra

ციტატა
ეხლა გიპასუხებს - იდაყვზე კბენაო


laugh.gif laugh.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th September 2024 - 06:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience