IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> 100 წლის წინ, წარსულისა და აწმყოს მსგავსი მოვლენები
G_I_O_R_G_I_
პოსტი Sep 4 2008, 01:17 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ამ თემაში დადეთ სურათები ან აღწერილობა იმ მოვლენებისა რაც დროის დიდი მონაკვეთის მიუხედავად ძაან გავს ერთმანეთს.
დავიწყებ.ეს არის დეკანოზ დავით კენჭოშვილის მიერ მისი მოგზაურობისას იერუსალიმში 1899 წელს მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის აღწერა.
ისე დეტალებში გავს აღწერა იერუსალიმში ცეცხლის გარდამოსვლისა რომ თითქოს დღეს წერდეს და არა 109 წლის უკან.განსხვავება ის ვნახე მხოლოდ ოსმალთა ჯარის ნაცვლად ეხლა ებრაელთა ჯარია.

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა
დღესასწაულობა წმ. ცეცხლის გამოჩენისადიდს შაბათს, დილითგან ადრე, იკრიბებიან წმ. საფლავის ტაძარში მომეტებული ნაწილი მართლმდიდებელთა ქრისტეანეთა ადგილობრივ მცხოვრებთა და ყოველნი მლოცავნი, რომელნიც მოსრულნი არიან ყოველთა კიდეთაგან ქვეყანისათა ფერად-ფერადთა ეროვნებათა, გარდა ლათინებისა, და დალაგდებიან ტაძრის სხვა და სხვა კუთხეებში, სადაც ვინ ჰპოვებს უმჯობესად. ყოველნი ლამპარნი და სანთელნი, რომელნიც მოიპოვებიან ტაძარში, დაიშრიტებიან. მრავალ-რიცხვოვანი ჯარიც ოსმალთა დალაგდება გარეშემო წმ. საფლავის სამლოცველოსი და საშუალ ადგილებზედ ტაძრისა ასაშორებელად და დასამშვიდებელად უწესოებისა, რომელიც შესაძლებელია მოჰხდეს ტაძარში შეჯახების დროს ამ დღეს ამოდენთა ერთა და ხალხთა შორის.

დიდ-შაბათის ცისკრის დაწყების წინად, არაბნი მართლმადიდებელის სარწმუნოებისა შეასრულებენ ძველის დროჲდან ნება-დართულის სულთანის ფირმანით ჩვეულებასა სიხარულის გამოცხადებისათვის წმ. ცეცხლის გამოჩენის მიზეზისა გამო: ხმა-მაღალის გროვით იგინი შემოურბენენ სამგზის გარეშემო კუვუკლიასა, სცემენ ტაშსა და მაღლა ხმით ღაღადებენ: „უფალო შეგვიწყალენ“ და „არა არს სხვა სარწმუნოება, გარდა მართლმადიდებელის სარწმუნოებისა“! შესავალი კუვუკლიისა ანუ წმ. საფლავის სამლოცველოსი დაიხშვება და მიიბეჭდება განსაკუთრებითის ბეჭდითა მაჰმადიან მეკარეთაგან წმ. საფლავის ტაძრისათა. საკრებულო ტაძრის საკურთხეველში შეიკრიბებიან ბერძენთა პატრიარქი და მის იქ არ ყოფნაში ერთი მღვდელ-მთავართაგანი იერუსალიმის საყდრისა (ტახტისა), ჩვეულებრივ მიტროპოლიტი პეტრის ქალაქისა სრულის მართლმადიდებელის სამღვდელოების თანადასწრებითა, შემდეგ სომეხთა სამღვდელოება და მოდასენი სხვათა ქრისტეანეთა ეროვნებათა. ხოლო ოდეს იგი მოიწევა დანიშნული ჟამი, სამეუფო კარნი გაიღებიან და სამოსელ-გახდილი პატრიარქი ანუ მიტროპოლიტი ერთს მხოლოდ თეთრს ბისონში, გროვა სანთლებით ხელთა შინა, რომელნიც არიან დანიშნულ მისაღებად წმ. ცეცხლისა, წინამძღომელობითა მთელის სამღვდელოებისათა, შემოსილითა სრულის ბრწყინვალე შესამოსელითა, წარემართება წმ. საფლავის სამლოცველოსაკენ გალობითა: „აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა და ჩვენცა ქვეყანასა ზეღა ღირს-მყვენ წმიდითა გულითა დიდებად შენდა“.

საღმრთო კრება სამგზის შემოუვლის წმ. კუვუკლიას, ლიტანიის შემდეგ ბეჭედი კარებიდან აიხსნება და მართლმადიდებელი ბერძნის პატრიარქი ზოგად სომხების პარიარქისათანა შევალს წმ. საფლავის ქვაბსა. მხოლოდ საფლავსა შესვლის უწინარეს ოსმალნი უშინჯავენ ჯიბეთა და თითქმის წვერსაც, რომ დაფარული არა ჰქონდეს წუმწუმა. ამ დღესასწაულობითს წამს დამშვიდდება ეკკლესიაში აღელვება, ყოველივე აღივსება მოლოდებითა და ღრმა დუმილი სუფევს ყოველსა კუთხესა ვრცელის და მრავალ-ეროვნულის მორწმუნეთა კრებისა. ერთბაშად მოისმის ქუხილის მსგავსი ყვირილი სხვა და სხვა ენაზედ 30 ათასის კრებისა, რომელიც შეაძრწუნებს ძარღვებსა, და მაღალი თაღებიც ტაძრისა აორკეცებენ ამ ხმიანობასა. წმ. ცეცხლი აღმობრწყინდება თვით ქრისტე მაცხოვრის საფლავიდამ, და იქიდამ აღანთებს სანთელთა პატრიარქი. ამ წმ. ცეცხლს მოლურჯო ნათელი აქვს და არცა სწვავს. ზოგნი პირისახეზედაც შემოივლებენ ანთებულს სანთელსა და არა სწვავსო, ვითარცა გადმომცეს იქ დამსწრეთ წმ. ცეცხლის გამოჩენის დროსა. ამ დროს თითოეულს იქ დამსწრეს, დიდსა და პატარას, უნდა ეპყრას ხელთა შინა ოცდა ცამეტი სანთელი, სახსოვრად ქრისტე მაცხოვრის ქვეყნიერად ცხოვრებისა 33 წელთა. წმ. ცეცხლი გარდაეცემა მარჯვენით რგვალის სარკმელით ანგელოზის სამხრედამ მართლ-მადიდებელის პატრიარქისა მიერ, ხოლო მარცხენით კერძო - სომეხთა პატრიარქისაგან.

მარჯვენის სარკმელიდამ წმ. ცეცხლს მიიღებს ჩვეულებრივ რომელიმე გამოჩენილი პატივცემული სახლობა ადგილობრივთა მართლ-მადიდებელთაგანი და გარდაიტანს მას საკრებულო ტაძრის საკურთხეველში, სადაცა კანდელაკი წმ. საფლავისა დაურიგებს ყოველთა ტაძარში მყოფთა. ხოლო სომეხნი, კოპტები და სირიელნი მიიღებენ წმ. ცეცხლსა სომხების პატრიარქისაგან მარცხენა სარკმელიდან (ფანჯრიდან), გარდაიტანენ თავის სამლოცველოებში და დაურიგებენ თვისთა ზარების რეკითა, რკინის სარაკუნებელის ტყეპითა, სასიხარულო ხმითა დედაკაცთა და ტაძრის განათებითა 30 ათასის ცეცხლითა პატრიარქს გარდაიყვანენ არაბნი ხელითა უკანვე საკრებულო ტაძრის საკურთხეველში, სადაც დაუყოვნებლივ დაიწყება დიდშაბათის ცასკარი. ამ წამიდან იერუსალიმის ეკკლესიებში და გარემო სოფლებში აღეგზნება ცეცხლები. ხოლო ტაძარში მყოფნი თითოეული ამ ჟამად მხოლოდ ხუთს წამს აღანთებს 30-ს სანთელს და შემდეგ ერთბაშად მოასვენებს განგებ მომზადებულის შავის შალის ანუ მაუდის ქუდითა, ერთბაშად დახურავს და ჩააქრობს, რომ სანთლის კორიანტელმა ანუ კვამლმა არ შეაწუხოს იქ მდგომარენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 02:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი