IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?)
გლახა
პოსტი Nov 14 2006, 01:07 PM
პოსტი #41


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



დათიკო
ციტატა
ეხლა ვეძებ იმ მტკიცებულებებს საეკლესიო კრებებიდან და მამათა შრომებიდან, სადაც ინსტუმენტყული მუსიკის აკრძალვაა.


დათიკო ახლა ასეთი შეკითხვა (შეკითხვები) მაქვს შენთან: ვინ შეჰქმნა მუსიკა?
...და თუკი არ შეიძლება ღმერთს ხოტბა შეასხა ინსტრუმენტებით, რატომ უნდა შეიძლებოდეს, რომ ქრისტიანმა ადამიანმა სხვაგან სადმე ანსამბლში დაუკრას რაიმე ინსტრუმენტი და ან საერთოდ მოუსმინოს თანამედროვე ინსტრუმენტებით აჟღერებულ მუსიკას?
wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 14 2006, 10:34 PM
პოსტი #42


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



glaxa
ციტატა
ვინ შეჰქმნა მუსიკა?

ღმერთმა შექმნა მუსიკა, ისევე როგორც სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე smile.gif
ისე უფრო დეტალურად ჩემს ზედა პოსტებში წერია და იმ სტატიებში მე რაც დავდე.
ეს ერთ-ერთი ლინკია, სადაც ამომწურავადაა ეს ინფორმაცია.
http://www.12urokovpravoslavia.ru/muzstatya.htm
იქ საუბარია იმაზე რომ პირველი ე.წ. მომღერლები ანგელოზები იყვნენ.
იქვე საუბარია იმაზე თუ როგორ ვითარებაში ჩაისახა ინსტრუმენტებიც. ეს კაენის შტოს დამსახურებაა.
ციტატა
და თუკი არ შეიძლება ღმერთს ხოტბა შეასხა ინსტრუმენტებით

ვინ თქვა რომ არ შიელძლება?
მე სიგიჟემდე მიყვარს ბახის იოანეს და მათეს ვნებანი. ჰ მოლ მესა და სხვა აუარებელი საორღანო თუ არასაორღანო ნაწარმოებები.
მაგრამ ამ ნაწარმოებთა ეკლსიაში საღვთო ლიტურგიის დროს გამოიყენება არ შეიძლება.
ამ მიზეზებზე სწორედ ახლა მიდის საუბარი და ძლიან მალე შევეცდები დავდო საეკლესიო კრებათა დადგენილებების, სადაც ეს ოფიციალურადაა დამტკიცებული.
რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ მუსიკას, მისი ადგილი საკონცერტო დარბაზშია და არა ეკლესიაში. ჩვენ ღმერთი უნდა ვადიდოთ ყველა არსებული ხერხით, მათ შორის მუსიკითაც. მე თვითონ მუსიკოსი ვარ და ვცდილობ თვითეული ნოტი უფლის სადიდებლად ავიღო.
აქვე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი მუსიკა შესაძლებელია სულისთვის მარგებელი იყოს, მაგრამ მათი ლიტურგიკული დანიშნულებით გამოყენება არ შეიძლება. პარალელს გავიყვან: ისეთი ლიტერატურის მსგავსად, რომელიც მარგებელია სულისთვის, მაგრამ ღვთის მსახურებისას არ გამოიყენება. მაგალითად ბასილი დიდის ექვსთა დღეთა, ხოლო იგივე ბასილი დიდის მიერ არის დაწერილი ლიტურგია, რაც გამოიყენება ეკლესიში ღვთისმსახურებისას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 15 2006, 12:03 AM
პოსტი #43


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ციტატა
მე მგონია რომ ყველანაირი ინსტრუმენტით შეიძლება ხოტბა შეასხა ღმერთს....

კი, მასეა
ციტატა
და ყველგან

ყველგან, ეკლესიის გარდა wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 17 2006, 02:07 PM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



დათიკო შენ უფრო ლიბერალური მიდგომა გაქვს. . . biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 17 2006, 03:04 PM
პოსტი #45


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



mnate
ციტატა
დათიკო შენ უფრო ლიბერალური მიდგომა გაქვს.

რას გულისხმობ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 17 2006, 03:18 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რას გულისხმობ?


არაფერს. . კარგი მიდგომა გაქვს smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 22 2006, 08:13 PM
პოსტი #47


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



აღნიშნული საკითხის შესახებ ვესაუბრე სასულიერო აკადემიის ეკლესიის ისტორიის ლექტორს მამა გიორგის (საბიაშვილი), სასულიერო აკადემიის დეკანს საეკლესიო სამართლის ლექტორს იღუმენ დოსითეოსს და ასევე კანონისტიც შეეცადა მოეძია გარკვეული ცნობები ამ საკითხის შესახებ.
მოკლედ როგორც აღმოჩნდა არანაირი კანონი ინსტრუმენტთა ტაძარში გამოყენების შესახებ არ არსებობს.
არის მხოლოდ ტრადიცია მისი არგამოყენებისა
ანუ ეს საკითხი მხოლოდ ეკლესიის ტრადიციას ეფუძნება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2006, 09:12 PM
პოსტი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(დათიკო @ Nov 22 2006, 09:13 PM) *

აღნიშნული საკითხის შესახებ ვესაუბრე სასულიერო აკადემიის ეკლესიის ისტორიის ლექტორს მამა გიორგის (საბიაშვილი), სასულიერო აკადემიის დეკანს საეკლესიო სამართლის ლექტორს იღუმენ დოსითეოსს და ასევე კანონისტიც შეეცადა მოეძია გარკვეული ცნობები ამ საკითხის შესახებ.
მოკლედ როგორც აღმოჩნდა არანაირი კანონი ინსტრუმენტთა ტაძარში გამოყენების შესახებ არ არსებობს.
არის მხოლოდ ტრადიცია მისი არგამოყენებისა
ანუ ეს საკითხი მხოლოდ ეკლესიის ტრადიციას ეფუძნება.



აგაშენებს ღმერთი... ასე, რაა, გასაგებად და მოკლედ .. smile.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariana
პოსტი Apr 30 2007, 11:09 AM
პოსტი #49


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 53
რეგისტრ.: 10-April 07
წევრი № 1,620



ზოგ ზოგიერთების არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ძალიან მისაღებად მიმაჩნია ინსტრუმენტის თანხლებით გალობა. მუსიკა ხომ რაიმე გრძნობის ბგერებით გადმოცემაა. ხოლო ინსტრუმენტები ისეთი ადამიანებისთვის არის მოგონილი ვინც კარგი ვოკალით არ დააჯილდოვა ღმერთმა, მაგრამ უბოძა მუსიკალური სმენა.ვოკალი ხომ ინსტრუმენტია რომელიც ადამიანს ბუნებრივად აქვს ინსტრუმენტი კი მისი ხელივნური შემცვლელია. რატომ არ შეიძლება ადამიანმა ღვთისადმი სიყვარული ინსტრუმენტით გადმოსცეს? მუსიკაში ხომ მთავარი ის გრძნობაა რაზეც საუბარია და თუ მუსიკოს შეუძლია ამის გადმოცემა რატომ არ უნდა გააკეთოს ეს ინსტრუმენტით? მეეჭვება ღმერთი წინაამღდეგი იყოს ვინმემ ის მუსიკით ადიდოს. wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Apr 30 2007, 10:31 PM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
აღნიშნული საკითხის შესახებ ვესაუბრე სასულიერო აკადემიის ეკლესიის ისტორიის ლექტორს მამა გიორგის (საბიაშვილი), სასულიერო აკადემიის დეკანს საეკლესიო სამართლის ლექტორს იღუმენ დოსითეოსს და ასევე კანონისტიც შეეცადა მოეძია გარკვეული ცნობები ამ საკითხის შესახებ.
მოკლედ როგორც აღმოჩნდა არანაირი კანონი ინსტრუმენტთა ტაძარში გამოყენების შესახებ არ არსებობს.
არის მხოლოდ ტრადიცია მისი არგამოყენებისა
ანუ ეს საკითხი მხოლოდ ეკლესიის ტრადიციას ეფუძნება.

დადგენილებების არ ქონა იმაზე მიუთითებს რომ როგორც ჩანს არავის არ მოსვლია თავში ასეტი რამე ისე რომ სერიოზული მოძრაობა ყოფილლიყო ამის მომხრეთა.
გალობა არის ლოცვა. სალამურით როგორ უნდა ილოცოს კაცმა ?
პ.ს ყველაფერზე დადგნილება ხომ არ შეიძლება იყოს ?! ასეთი რაღაცეები უბრალოდ უნდა ზურგის ტვინით მიხვდე smile.gif


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 30 2007, 11:34 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



Iona

ზედმეტად თამამ განცხადებას აკეთებ.. შენეულ ინტერპრეტაციას გვთავაზობ და ზურგის ტვინის უფუნქციობამდე ერთუჯრედიანები გამოგყავართ (მეტად ქრისტეანული საქციელია ვერაფერს იტყვი) სინამდვილეში კი ადამიანთა ერთი ნაწილი შესანიშნავად უგალობს უფალს ყოველივეთი...

წინწილით, ბუკით და ა.შ.. ეს არავის აუკრძალავს და ისტორიის უვიცობაა იმის 'მოთხრა' რომ თავში არავის მოსვლია - იმ დროს როცა რომის ეკლესია ჯერ კიდევ ეკლესიაში იყო, ისევე გუგუნებდა ორღანი როგორც დღეს wink.gif ასე რომ რამდენჯერ უნდა შევნიშნოთ შეეშვით დოგმატიკის აღრევას ხელოვნებაში - თქვა? biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი May 1 2007, 12:06 AM
პოსტი #52


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



მნათე

ჭეშმარიტების ბურჯი ხარ შენ!:)

ციტატა
ზედმეტად თამამ განცხადებას აკეთებ.. შენეულ ინტერპრეტაციას გვთავაზობ და ზურგის ტვინის უფუნქციობამდე ერთუჯრედიანები გამოგყავართ (მეტად ქრისტეანული საქციელია ვერაფერს იტყვი) სინამდვილეში კი ადამიანთა ერთი ნაწილი შესანიშნავად უგალობს უფალს ყოველივეთი..

ყველაფერი რატომღაც ყვეალზე საშინელ ტონებში გესმის.

გალობა არის ლოცვა. ხომ არის. ხოდა უნდა ვილოცოთ სიტყვებით.

კათოლიკეები და პროტესტანტები მასე როკ კონცერტებსაც მართავენ ეკლესიებში მარა რა ?! ჩემი აზრით საშინელებაა.


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 1 2007, 12:26 AM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ჭეშმარიტების ბურჯი ხარ შენ!:)


ვაიმე აწი "მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა" - მეოთხე წერვად მომიხსენიეთ laugh.gif

ციტატა
ყველაფერი რატომღაც ყვეალზე საშინელ ტონებში გესმის.


არა მე პოლიფონიას მომაჩვიეს laugh.gif

ციტატა
გალობა არის ლოცვა. ხომ არის. ხოდა უნდა ვილოცოთ სიტყვებით.


გალობა არის ლოცვა, განწყობით.. რადგან ტონალობა განწყობას ქმნის smile.gif

ციტატა
კათოლიკეები და პროტესტანტები მასე როკ კონცერტებსაც მართავენ ეკლესიებში მარა რა ?! ჩემი აზრით საშინელებაა.


როკს ვერ ვიტან, მაგრამ ბაყაყის ყიყინიც შეიწირა უფალმა - თავის ადგილზე biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი May 1 2007, 05:02 AM
პოსტი #54


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(mariana @ Apr 30 2007, 07:09 AM) *

ზოგ ზოგიერთების არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ძალიან მისაღებად მიმაჩნია ინსტრუმენტის თანხლებით გალობა. მუსიკა ხომ რაიმე გრძნობის ბგერებით გადმოცემაა. ხოლო ინსტრუმენტები ისეთი ადამიანებისთვის არის მოგონილი ვინც კარგი ვოკალით არ დააჯილდოვა ღმერთმა, მაგრამ უბოძა მუსიკალური სმენა.ვოკალი ხომ ინსტრუმენტია რომელიც ადამიანს ბუნებრივად აქვს ინსტრუმენტი კი მისი ხელივნური შემცვლელია. რატომ არ შეიძლება ადამიანმა ღვთისადმი სიყვარული ინსტრუმენტით გადმოსცეს? მუსიკაში ხომ მთავარი ის გრძნობაა რაზეც საუბარია და თუ მუსიკოს შეუძლია ამის გადმოცემა რატომ არ უნდა გააკეთოს ეს ინსტრუმენტით? მეეჭვება ღმერთი წინაამღდეგი იყოს ვინმემ ის მუსიკით ადიდოს. wink.gif


ნეტა დაუშვან გალობა ინსტრუმენტების თანხლებით და დიდი სიამოვნებით დავუკრავდი ვიოლინოზე, შევკრიბავდი კამერულ ორკესტრს და...აბა წარმოიდგინეთ რა ლამაზი იქნება ორკესტრთან ერთად პატრიარქის კირიე ელეისონი? smile.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 1 2007, 10:27 AM
პოსტი #55


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ზებედე
ციტატა
აბა წარმოიდგინეთ რა ლამაზი იქნება ორკესტრთან ერთად პატრიარქის კირიე ელეისონი?




იმედია ხუმრობ


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 1 2007, 01:15 PM
პოსტი #56


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
იმედია ხუმრობ


უნდა გაგიცრუო იმედები smile.gif

ზებედე, ვიოლინოზე არ იყო საუბარი და დასარტამ ინსტრუმენტებზე, არამედ მხოლოდ ორღანზე, შენი ორკესტრით კი კონცერტს კარგად ჩაატარებ და არა ლოცვას, მართლა სადღაც ხომ უნდა გადიოდეს ზღვარი კონცერტსა და ლოცვას შორის? მუხრუჭები გაგეცვითა ამ ბოლო დროს, თავად "ქართული გალობის "დამცვლემა ( ყოჩაღ), უცებ ძველ ქართულს შეუტიე, მერე სინოდის განჩინებას, ახლა ოქროპირის წირვას... ფრთხილად ძამიკო!

დამატების სახით:

მამა დოსითეოზის და კანონისტის ინფორმაცია საინტერესო იყო, როდესაც ამას ვწერდი, აქვე ახლოს სამხრეთ ამერიკელმა კათოლიკე ბერებმა ლოცვა დაიწყეს სამი გიტარის თანხლებით, "იესოო შენ ხარ ჩემი მხსნელიიიი, რა კარგიააა" აი როგორც სექტებშია ზუსტი ასლი...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 1 2007, 01:31 PM
პოსტი #57


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მართლა ასე ამბობენ, რა კარგიაო laugh.gif, კარგია კარგგი თქო წაეხმარე შენც laugh.gif

გუჯას მონახაზით, რომ წირვა ცატარდეს, იცით ვს დავემსგავსებით, ფერადკანიანების ეკლესიას, ტან რომ გალობენ თუ ამას გალობა სეიძლება ეწოდოს, თან, რომ ცეკვავენ და ტაშშ უკრავენsmile.gif ან ის არ გახსენდებათ რაღაც გაურკვეველი მიმდინარეობის ქადაგებები, რომ გადიოდა ხოლმე ადრე ტვ-თი, დაყენებული ღიმილით იყო ყოველთვის მისი წამყვანი ჩვეულებრივი სამოქალაქო სტილზე იყო ცაცმული, ხალხს ექსტაზში აგდებდა, ტიროდნენ ხელს ცაკიდებდნენ ერთმანეტს, ერთხელ ეს კაცი გამოვიდა და სახლიდან აგდებდა სიღარიბეს იესოს სახელით, მე ასე ვქნეი და განიდევნაო.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariana
პოსტი May 1 2007, 02:44 PM
პოსტი #58


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 53
რეგისტრ.: 10-April 07
წევრი № 1,620



თუ ტაძარში ინსტრუმენტებით შეასრულებენ გალობას ეს არ ნიშნავს რომ კონცერტს დაემსგავსება წირვა. გალობა ღვთიასდმი მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოებია, სადაც ღვთისადმი სიყვარულია გადმოცემული როგორც ლოცვებში. მასში ღმერთს ადიდებენ. თუ ლოცვაში ამას სიტყვებით გამოხატავენ მუსიკაში ეს ბგერებით ხორციელდება. მთავარია ნაწარმოები ამ მოთხოვნას პასუხობდეს. ინსტრუმენტს კი მნიშვნელობა არ აქვს. ამ გრძნობების გადმოცემა ნებისმიერი ინსტრუმენტით შეიძლება კარგ შემსრულებელის მეშვეობით.ფერადკანიანების ასევთქვათ გალობა კი ამ მოთხოვნას არ ასრულებს. იმ ნაწარმოებებში ღვთისადმი სიყვარულზე არ ლაპარაკობენ. ის მართლა კონცერტია. დარწმუნებულივარ ზებედე მშვენივრად შეძლებს ღმერთი ადიდოს მუსიკით, ზუსტად შეძლებს იმ გრძნობის გადმოცემას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი May 1 2007, 04:20 PM
პოსტი #59


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(KAIROS @ May 1 2007, 09:15 AM) *

უნდა გაგიცრუო იმედები smile.gif


მეც უნდა გაგიცრუო იმედები biggrin.gif მე დავწერე რომ გალობა ლამაზი იქნებოდა ორკესტრთან ერთად, მე არ დამიწერია რომ წირვაზე საგალობლები უნდა შესრულდეს ორკესტრთან ერთად, და კამერული ორკესტრი პატრიარქის წირვაზე დაუკრავსთქო biggrin.gif ჩემმა მეგობარმა არანჟირება გააკეთა პატრიარქის კირიე-ელეისონის ორკესტრული ხმებით, და ლამაზი გამოვიდა....ანუ მე საუბარი მაქვს თანამედროვე საგალობლების ინსტრუმენტთან ერთად გალობაზე, მაგრამ არა წირვაზე! აბა წარმოუდგენელია შემოქმედის, გელათის, იყალთოს სკოლის საგალობლები რომელიმე ინსტრუმენტის თანხლებით შეასრულო, ეს გამორიცხულია....

ციტატა(KAIROS @ May 1 2007, 09:15 AM) *

ზებედე, ვიოლინოზე არ იყო საუბარი და დასარტამ ინსტრუმენტებზე, არამედ მხოლოდ ორღანზე, შენი ორკესტრით კი კონცერტს კარგად ჩაატარებ და არა ლოცვას


ჩაგვიტარებია biggrin.gif და კარგი კონცერტი იყო, ბოდბის მონასტრის ეზოში smile.gif თანაც პატრიარქის კურთხევით biggrin.gif ნახეთ რა "პატარა" ვარ ამ ფოტოში 2000 წელს biggrin.gif

IPB-ს სურათი


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 1 2007, 07:31 PM
პოსტი #60


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(mariana @ May 1 2007, 01:44 PM) *

თუ ტაძარში ინსტრუმენტებით შეასრულებენ გალობას ეს არ ნიშნავს რომ კონცერტს დაემსგავსება წირვა. გალობა ღვთიასდმი მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოებია, სადაც ღვთისადმი სიყვარულია გადმოცემული როგორც ლოცვებში. მასში ღმერთს ადიდებენ. თუ ლოცვაში ამას სიტყვებით გამოხატავენ მუსიკაში ეს ბგერებით ხორციელდება. მთავარია ნაწარმოები ამ მოთხოვნას პასუხობდეს. ინსტრუმენტს კი მნიშვნელობა არ აქვს. ამ გრძნობების გადმოცემა ნებისმიერი ინსტრუმენტით შეიძლება კარგ შემსრულებელის მეშვეობით.ფერადკანიანების ასევთქვათ გალობა კი ამ მოთხოვნას არ ასრულებს. იმ ნაწარმოებებში ღვთისადმი სიყვარულზე არ ლაპარაკობენ. ის მართლა კონცერტია. დარწმუნებულივარ ზებედე მშვენივრად შეძლებს ღმერთი ადიდოს მუსიკით, ზუსტად შეძლებს იმ გრძნობის გადმოცემას.


მარიანა, უფალი არ ითხოვს რომ საგალობელს აკომპანიმენტი გაუკეთონ ინსტრუმენტებით წირვაზე, მხოლოდ ადამიანების მიერ შესრულებული გალობაც საკმარისია და შეიწირება smile.gif თუმცა ინდივიდუალურად შეიძლება ინსტრუმენტით ადიდო უფალი, საესტრადო სიმღერებიც არის მაგ: ნანი ბრეგვაძე მღერის ღვთისმშობელზე სიმღერას, რასაც ინსტრუმენტული არანჟირებით ასრულებს....წმ. სინოდმა განაჩინა რომ ეკლესიებში იგალობებოდეს ძველი ქართული საგალობლები, რომლებზეც ინსტრუმენტის ჩანაცვლება ან აყოლა დამახინჯება იქნება და ულამაზო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი