თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ გურამ დოჩანაშვილი

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Oct 23 2007, 02:12 PM

ძალინ მინდოდა ამ ინტერვიუს დადება ფორუმზე... და შესაფერისი თემა ვერ ვნახე..

ხოდა, იყოს ეს თემა, ბატონ გურამზე ვისაუბროთ ხოლმე...
smile.gif
გენიოსია ეს ადამიანი...

smile.gif
ესეც ინტერვიუ:



-საშინლად ორპირი ვარ, როცა ვერდს ვუსმენ, ის მირჩევნია როსინს, როცა როსინს ვუსმენ, მაშინ როსინი მირჩევია ვერდის.
-და უფრო დიდი მაინც ვინ არის?
-ბახი და მოცარტი, რომელიც ისეთია, საცეკვაო მოედანზე რომ ხულიგნები შემოცვივდებიან...
-ასე თუ გავაგრძელებთ, ორპირი კი არა, `მრავალპირი~ აღმოჩნდებით.
-ასე გამოვა ალბათ თუ კი ყველას ჩამოვთვლი.
მაგრამ გინდათ, დიდი საიდუმლო გაგანდოთ? იცით, რომ შემოქმედი არ არსებობს? ისინი ყველანი მეორადები არიან, შავი მუშები, გადამწერები. ხელოვნება სულიმინდაა. სულიწმინდის მადლი, ღმერთი ქმნის მათი ხელით. იბლიიდან მოდიან ბახიც და მიქელანჯელოც. რუსთაველის ყველა აფორიზმი ბიბლიურია და, საერთოდ, შემოქმედის დანიშნულებაა, ბიბლია უბიბლიოდ მოიტანოს ადამიანებამდე. ბიბლიიდან მოდიან შოთაც, ილიაც, აკაკიც, ნიკო ლორთქიფანიძე – ჩვენი სინდისი და პატიოსნება.
ოცით, დავით გურამიშვილი მიყვარს განსაკუთრებით. ერთი შეხედვით აკადემიურია და თითქოს უცნაურია, მე რომ მომწონს, მაგრამ წარმოიდგინეთ, დღეს რომ ასეთი კაცი გვყავდეს...
-თანამედროვე ქართულ მწერლობაზე რას იტყვით?
-ოთხი მოთხრობა მიყვარს: რეზო ინანიშვილის `თოვლი~, გიორგი ლეონიძის `ღვინჯუა~, რჩეულიშვილის `შაშას რევოლუცია~ და ჯ. ქარჩხაძის `იგი~.
-თქვენი უამრავი გმირიდან ყველაზე გამორჩეულად ვინ გიყვართ?
-ყველა კარგი ბიჭია. ხომ კარგი ბიჭები არიან კადუნოსელები? ლუკა რა კარგი ვინმეა, არა? განსაკუთრებით მიყვარს დილის ქალი – როსა. გახსოვთ? ის თვით დიდ ქალზე – ტერეზაზეც კი ძლიერია...
-ანა-მარია? რატომ კლავთ ამ მშვენიერებას ასე უცებ და საზარლად?
-სხვათა შორის, ადრეც მკითხეს და იცით რა ვუპასუხე? განა შეიძლება ბედნიერება დიდხანს აგრძელდეს-მეთი? ჩემი ირაკლის წასვლის შემდეგ გამახსენდა და ვინანე – ეს რამ მათქმევინა-მეთქი. ეტყობა, ბედნიერება მართლა ძალიან ხანმიკლეა... იცით რა ბიჭი იყო ირაკლი? კეთილი, ლამაზი, ჭკვიანი. უკეთ ვინ მიცნობდა. იცოდა ჩემი პანიკიორი ხასიათი და სულ მამშვიდებდა ხოლმე. იცით რა კარგი ბიჭი მყავდა? არა, კი არ მყავდა, მყავს...
არა, ათი წელი მაინც უნდა ვიცხოვრო, თინათინს (შვილიშვილს) რომ დავამახსოვრდე. ისე არ წავალ...

პოსტის ავტორი: NinucebiNinucebi თარიღი: Oct 23 2007, 02:17 PM

ეს კაცი ისედაც ძალიან მიყვარდა და ამ ინტერვიუს მერე უფრო შემიყვარდა.გენიალური პიროვნებაა.

პოსტის ავტორი: ირაკლი თარიღი: Oct 23 2007, 02:23 PM

ციტატა
გენიოსია ეს ადამიანი...


ნამდვილად , ''სამოსელი პირველი'' - აქ შეიცნობა მისი გენიის არსი და სიღრმე umnik2.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 23 2007, 02:32 PM

რომ არა დოჩანაშვილი, აბა თქვენი ნერვების მომშლელი ვინ იქნებოდა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 23 2007, 02:47 PM

ციტატა
რომ არა დოჩანაშვილი, აბა თქვენი ნერვების მომშლელი ვინ იქნებოდა?


ეჰ კანუდოს, კანუდოს laugh.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Oct 23 2007, 02:51 PM

კანუდოსელი

ციტატა
რომ არა დოჩანაშვილი, აბა თქვენი ნერვების მომშლელი ვინ იქნებოდა?

რა ამბებია კანუდოსში? ხო მშვიდობაა smile.gif

მანუელო კოსტას, მენდეს მასიელს და ზე მორეირას დიიდი მოკითხვები ჩემგან smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 24 2007, 02:27 AM

ციტატა(_Matasi_ @ Oct 23 2007, 02:51 PM) *

კანუდოსელი

რა ამბებია კანუდოსში? ხო მშვიდობაა smile.gif

მანუელო კოსტას, მენდეს მასიელს და ზე მორეირას დიიდი მოკითხვები ჩემგან smile.gif



მიჩინიოს რომ მიბრიყვებ და იირკოლა ჩის არ მიხსენებ - არ გაპატიებ ამას biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 24 2007, 12:43 PM

ციტატა
მიჩინიოს რომ მიბრიყვებ

ამაზე გამახსენდა...
"სამოსელი პირველს" რომ ვკითხულობდი, რომელიღაც ფორუმზე ვნახე ვიღაცის ნიკი - მიჩინიო. ცხადია, სანამ ბოლომდე გავიდოდი, მიჩინიო ბოროტმოქმედი მეგონა და განვიკითხე, მარა რა განვიკითხე biggrin.gif მიჩინიოს რომ დაირქმევ კაცი-თქო... თურმე სადა ხარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 26 2007, 10:13 PM

ამ გახსენებაზე, ''სამოსელი პირველი'' ინტერნეტში არ დევს არსად?

მარიამ, შენ გეცოდინება smile.gif

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Oct 27 2007, 01:42 AM

ოო თემა გადასარევია და უდიდეს გენიოსსაც ეძღვნება...
ძალიან მიყვარს გურამ დოჩანაშვილი, ძალიან...
გენიოსია ეს კაცი, მეამაყება ჩვენს ეპოქაში რომ ცხოვრობს და მოღვაწეობს ეს გენიოსი.

იცი რომ ჩაუფიქრდები ადამიანი და აღმოაჩენ რომ ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი და კიდევ რამოდენიმე გენიოსი დღევანდელი ქართული საზოგადოების ნაწილია, თითქოს რაღაც იმედის ნაპერწკალი ჩნდება და ფიქრობ რომ მთლად წყალწაღებულნიც არ ვყოფილვართ და ჯერ კიდევ იქმნება საქართველოში მსოფლიო დონის შედევრები...

"სამოსელი პირველი", ეს დიდებული რომანი არა მარტო ქართული მწერლობის, არამედ მე-20 საუკუნის მშოფლიო ლიტერატურის შედევრია , უამრავი წიგნი მაქვს წაკითხული მაგრამ ამდენი რამ არსაიდან მისწავლია, ეს წიგნი ცხოვრებას გასწავლის და იმას თუ როგორ უნდა იცხოვრო ადამიანად!


თამარი_ცქნაფო
თამო ეს ნახე smile.gif

http://publish.dlf.ge/guramdochanashvili/mTavari.html

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Oct 27 2007, 05:09 AM

smile.gif -მეც ძალიან მიყვარს ბატონი გურამი როგორც მწერალი და როგორც უბრალოდ ქართველი კაცი.ამას წინათ სიონში იყო, შაბათს ,მიცვალებულების წირვაზე,სადაც ჩემმა მეგობარმა გამაცნო და სამახსოვრო სურათებიც გადავიღეთ,ისე შემოვიდა კონტაქტში თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით,მადლობა ღმერთს რომ მისი ახლოს გაცნობის საშუალება მომეცა.მართლაც ჩვენი დროის დიდი ადამიანია,ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს!

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Oct 27 2007, 06:09 AM

ციტატა(xornabujeli @ Oct 26 2007, 09:09 PM) *

smile.gif -მეც ძალიან მიყვარს ბატონი გურამი როგორც მწერალი და როგორც უბრალოდ ქართველი კაცი.ამას წინათ სიონში იყო, შაბათს ,მიცვალებულების წირვაზე,სადაც ჩემმა მეგობარმა გამაცნო და სამახსოვრო სურათებიც გადავიღეთ,ისე შემოვიდა კონტაქტში თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით,მადლობა ღმერთს რომ მისი ახლოს გაცნობის საშუალება მომეცა.მართლაც ჩვენი დროის დიდი ადამიანია,ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს!

გეთანხმები, ძალიან უშუალო ადამიანია smile.gif
მეც ვამაყობ რომ მქონდა ბედნიერება ამ გენიოსის გაცნობის და მასთან გასაუბრების smile.gif...
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს smile.gif


ციტატა
მაგრამ გინდათ, დიდი საიდუმლო გაგანდოთ? იცით, რომ შემოქმედი არ არსებობს? ისინი ყველანი მეორადები არიან, შავი მუშები, გადამწერები. ხელოვნება სულიმინდაა. სულიწმინდის მადლი, ღმერთი ქმნის მათი ხელით. იბლიიდან მოდიან ბახიც და მიქელანჯელოც. რუსთაველის ყველა აფორიზმი ბიბლიურია და, საერთოდ, შემოქმედის დანიშნულებაა, ბიბლია უბიბლიოდ მოიტანოს ადამიანებამდე. ბიბლიიდან მოდიან შოთაც, ილიაც, აკაკიც, ნიკო ლორთქიფანიძე – ჩვენი სინდისი და პატიოსნება.


ამაზე ამბობს ზუსტად : )

„მწერალი არ არსებობს, არის გადამწერი, არ არსებობს მხატვარი, არის გადამხატავი, სულიწმინდა უბიძგებს ყველა ხელოვანს. “

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 27 2007, 01:21 PM

ციტატა(ქეთი. @ Oct 27 2007, 02:42 AM) *

ოო თემა გადასარევია და უდიდეს გენიოსსაც ეძღვნება...
ძალიან მიყვარს გურამ დოჩანაშვილი, ძალიან...
გენიოსია ეს კაცი, მეამაყება ჩვენს ეპოქაში რომ ცხოვრობს და მოღვაწეობს ეს გენიოსი.

იცი რომ ჩაუფიქრდები ადამიანი და აღმოაჩენ რომ ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი და კიდევ რამოდენიმე გენიოსი დღევანდელი ქართული საზოგადოების ნაწილია, თითქოს რაღაც იმედის ნაპერწკალი ჩნდება და ფიქრობ რომ მთლად წყალწაღებულნიც არ ვყოფილვართ და ჯერ კიდევ იქმნება საქართველოში მსოფლიო დონის შედევრები...

"სამოსელი პირველი", ეს დიდებული რომანი არა მარტო ქართული მწერლობის, არამედ მე-20 საუკუნის მშოფლიო ლიტერატურის შედევრია , უამრავი წიგნი მაქვს წაკითხული მაგრამ ამდენი რამ არსაიდან მისწავლია, ეს წიგნი ცხოვრებას გასწავლის და იმას თუ როგორ უნდა იცხოვრო ადამიანად!


თამარი_ცქნაფო
თამო ეს ნახე smile.gif

http://publish.dlf.ge/guramdochanashvili/mTavari.html


ქეთიიიიი, მიყვარხარ! wub.gif 2kiss.gif
მგონი ბოლომდე არაა, მაგრამ ეგ არაფერი, ესეც საკმარისია ჩემი მსოწავლეებისთვის ჯერ biggrin.gif მოთხრობებიც რომ დევს, მთლად გადასარევია smile.gif

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Oct 27 2007, 03:20 PM

ციტატა(ქეთი. @ Oct 27 2007, 02:09 AM) *

„მწერალი არ არსებობს, არის გადამწერი, არ არსებობს მხატვარი, არის გადამხატავი,


მუსიკოსი არ არსებობს? და არსებობს გადამუსიკებული, გადამღერებული თუ გადამკვრელი? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 27 2007, 03:22 PM

ზებედე

ციტატა
მუსიკოსი არ არსებობს? და არსებობს გადამუსიკებული, გადამღერებული თუ გადამკვრელი?

შენ ეტყობა ციატატის აზრი ვერ გაიგე.

ერთი მარტივი სიტყვით, აქ იგულისხმება, რომ მწერალი წერს იმაზე, რაც უკვე არის და მხატვარიც იმას ხატავს, რაც უკვე შექმნილია(უფლისმიერი), თუნდაც წარმოსახვაში.
ასე რომ ნუ აბითურებ ყველაფერს wink.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Oct 27 2007, 03:47 PM

ზებედე

ციტატა

მუსიკოსი არ არსებობს? და არსებობს გადამუსიკებული, გადამღერებული თუ გადამკვრელი?



ციტატა
ხელოვნება სულიმინდაა. სულიწმინდის მადლი, ღმერთი ქმნის მათი ხელით


პოსტის ავტორი: NinucebiNinucebi თარიღი: Oct 27 2007, 04:23 PM

ციტატა(ქეთი. @ Oct 27 2007, 01:42 AM) *




http://publish.dlf.ge/guramdochanashvili/mTavari.html[/b]

გაიხარე შენ ამისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Oct 27 2007, 04:50 PM

ციტატა
ხელოვნება სულიმინდაა. სულიწმინდის მადლი, ღმერთი ქმნის მათი ხელით


ეს ვისი სიტყვებია? ვინ თქვა?

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Oct 27 2007, 05:05 PM

ზებედე

ციტატა

ეს ვისი სიტყვებია? ვინ თქვა?

ვინ თქვა და დოჩანაშვილმა smile.gif

ჭეშმარიტ ხელოვნაბაზე თქვა smile.gif

ოღონდ არ თქვა ეხლა არაჭეშმარიტი რომელი ხელოვნებააო

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Oct 27 2007, 07:49 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 27 2007, 05:21 AM) *

ქეთიიიიი, მიყვარხარ! wub.gif 2kiss.gif
მგონი ბოლომდე არაა, მაგრამ ეგ არაფერი, ესეც საკმარისია ჩემი მსოწავლეებისთვის ჯერ biggrin.gif მოთხრობებიც რომ დევს, მთლად გადასარევია smile.gif

თამუ მეც 2kiss.gif

თამო მუშაობენ და დაასრულებენ მალე... ყველა მის ნაწარმოებს დადებენ მაგ საიტე : )


დოჩანაშვილი რომ გაიაზროს ნებისმიერმა ადამიანმა არც ისე ადვილია : ) მე მაგალითად პირველად რომ წავიკითხე "სამოსელი პირველი" მართლა ვერ ჩავწვდი მის აზრს ბოლომდე... ახლა დაახლოებით 5ჯერ ან უფრო მეტჯერ მაქვს წაკითხული და თავისუფალ დროს ისევ უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ smile.gif....

გუჯა
ციტატა(ზებედე @ Oct 27 2007, 07:20 AM) *

მუსიკოსი არ არსებობს? და არსებობს გადამუსიკებული,


სხვათაშორის აქვს ასეთი მოთხრობა : ) "მუსიკოსი". წაიკითხე ვფიქრობ მოგეწონება...







პოსტის ავტორი: NinucebiNinucebi თარიღი: Oct 27 2007, 09:05 PM

ციტატა(ქეთი. @ Oct 27 2007, 07:49 PM) *


დოჩანაშვილი რომ გაიაზროს ნებისმიერმა ადამიანმა არც ისე ადვილია : ) მე მაგალითად პირველად რომ წავიკითხე "სამოსელი პირველი" მართლა ვერ ჩავწვდი მის აზრს ბოლომდე... ახლა დაახლოებით 5ჯერ ან უფრო მეტჯერ მაქვს წაკითხული და თავისუფალ დროს ისევ უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ smile.gif....



გეთანხმები სრულიად,მე წავიკითხერამდენიმე წლის წინ და ვპიქრობ რომ რაღაცეებს ვერ ჩავწვდი ბოლომდე და ვაპირებ კიდევ წაკკითხვას.ამ საიტისთვის დიდი მადლობა,მართლა მაგრად გამიხარდა

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 27 2007, 09:50 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 26 2007, 11:13 PM) *

ამ გახსენებაზე, ''სამოსელი პირველი'' ინტერნეტში არ დევს არსად?

მარიამ, შენ გეცოდინება smile.gif

უიმე, ვიპოვე: http://publish.dlf.ge/guramdochanashvili/samoseli.html
ნეტა მთლიანადაა? unsure.gif მგონი არა sad.gif

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Oct 27 2007, 10:06 PM

ციტატა(მარიამი @ Oct 27 2007, 01:50 PM) *

უიმე, ვიპოვე: http://publish.dlf.ge/guramdochanashvili/samoseli.html
ნეტა მთლიანადაა? unsure.gif მგონი არა sad.gif

არა მარიამ, ბოლოკდე არაა, მაგრამ მალე დაასრულებენ smile.gif მეც იგივე საიტი დავდე smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 27 2007, 10:12 PM

ციტატა(მარიამი @ Oct 27 2007, 10:50 PM) *

უიმე, ვიპოვე: http://publish.dlf.ge/guramdochanashvili/samoseli.html
ნეტა მთლიანადაა? unsure.gif მგონი არა sad.gif

ისე შენც უნდა დადო სიატზე მისი მოთხრობები, კარგი იქნება smile.gif


პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 27 2007, 10:17 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 27 2007, 11:12 PM) *

ისე შენც უნდა დადო სიატზე მისი მოთხრობები, კარგი იქნება smile.gif

პ.ს. როდის გვეწვევი? ახლაი კიბე გვაქვს biggrin.gif

და ვინ თქვა რომ არ დევს? rolleyes.gif
http://literatura.iatp.ge/dochavashvili/literatura1.htm
http://literatura.iatp.ge/dochavashvili/erti_ramis_sikvaruli1.htm
http://literatura.iatp.ge/dochavashvili/tavparavneli1.htm
tongue.gif


პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 27 2007, 10:18 PM

ციტატა(მარიამი @ Oct 27 2007, 11:17 PM) *

და ვინ თქვა რომ არ დევს? rolleyes.gif
http://literatura.iatp.ge/dochavashvili/literatura1.htm
http://literatura.iatp.ge/dochavashvili/erti_ramis_sikvaruli1.htm
http://literatura.iatp.ge/dochavashvili/tavparavneli1.htm
tongue.gif

ახალ კიბეს ვინახულებ უახლოეს მომავალში smile.gif და cd-writer-საც wink.gif

ვიგულისხმე, მათ გარდა-მეთქი biggrin.gif

მოდი, მოდი, გაოცდები, ისეთია smile.gif

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Oct 27 2007, 10:52 PM

მარიამი
მარი ეს შენი საიტია?
2kiss.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Oct 28 2007, 02:21 PM

ციტატა(ქეთი. @ Oct 27 2007, 08:49 PM) *

[b]დოჩანაშვილი რომ გაიაზროს ნებისმიერმა ადამიანმა არც ისე ადვილია : ) მე მაგალითად პირველად რომ წავიკითხე "სამოსელი პირველი" მართლა ვერ ჩავწვდი მის აზრს ბოლომდე... ახლა დაახლოებით 5ჯერ ან უფრო მეტჯერ მაქვს წაკითხული და თავისუფალ დროს ისევ უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ smile.gif....

დოჩანაშვილი ჩემი საყვარელი მწერალია, "სამოსელი პირველი" კი ჩემი საყვარელი ნაწარმოები, მაგრამ მის აზრს ვერც მე ჩავწვდი მგონი ბოლომდე... mellow.gif huh.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 28 2007, 05:29 PM

"სამოსელი პირველი: ძნელიაო და "ლოდი ნასაყდრალი" თუ გაქვთ წაკითხული, ეგ ადვილია?...

მაგხელა ემოციური დატვირთვა, ძნელად თუ მიმიღია რომელიმე ნაწარმოებიდან...

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Oct 28 2007, 05:48 PM

ციტატა(kato_Bato @ Oct 28 2007, 09:29 AM) *

"სამოსელი პირველი: ძნელიაო და "ლოდი ნასაყდრალი" თუ გაქვთ წაკითხული, ეგ ადვილია?...

მაგხელა ემოციური დატვირთვა, ძნელად თუ მიმიღია რომელიმე ნაწარმოებიდან...



"სამოსელი პირველი" ძნელი არაა, უბრალოდ ერთხელ წაკითხვით ვერ ჩაწვდები სრულად იმას რასაც ეს შედევრი იტევს : )

"გეთანხმები "ლოდი ნასაყდრალი" მართლა უძლიერესია...


პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Oct 28 2007, 09:40 PM

ციტატა
"გეთანხმები "ლოდი ნასაყდრალი" მართლა უძლიერესია...

სახლში მაქვს და ვერ ვკითხულობ cray.gif
რამდენჯერაც დავიწყე, გავიჭედე sad.gif

"სამოსელი პირველი" კი რთულია, მაგრამ ადვილად წავიკითხე, "ლოდი ნასაყდრალი" 3 წელია სახლში მიდევს sad.gif ლოდივით

პოსტის ავტორი: chiamaialologi თარიღი: Nov 6 2007, 03:10 PM

"უყვარდა როგორ..."















მატასი, რა კარგად თქვი:
"ლოდი ნასაყდრალი" 3 წელია სახლში მიდევს ლოდივით"

biggrin.gif e025.gif e025.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 6 2007, 03:31 PM

მაგ ლინკზე წავიკითხე, რომ გამოსულია ახალი მოთხრობა "ლუბავ, ჩემო სიყვარულო", სადაც ძმები კეჟერაძეების დის ამბებია მოთხრობილი. ხომ არ იცით სად იყიდება?

პოსტის ავტორი: chiamaialologi თარიღი: Nov 6 2007, 06:53 PM

მე მგონი პარნასში.

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 19 2007, 11:50 AM

ციტატა(ქეთი. @ Oct 27 2007, 06:09 AM) *

„მწერალი არ არსებობს, არის გადამწერი, არ არსებობს მხატვარი, არის გადამხატავი, სულიწმინდა უბიძგებს ყველა ხელოვანს. “[/b]
სამწუხაროდ, ყოველთვის სულიწმიდა არა. გააჩნია ვის უფრო აყვება შემოქმედი.

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 15 2007, 10:51 PM

ციტატა(M.M. @ Nov 19 2007, 03:50 AM) *

სამწუხაროდ, ყოველთვის სულიწმიდა არა. გააჩნია ვის უფრო აყვება შემოქმედი.

კი გეთანხმები რღაც მომენტში, მაგრამ ჩემი აზრით, საქმეც ეგაა რომ "ვის ამყოლ" გადამწერებს გურამ დოჩანაშვილი შემოქმედებად და ხელოვნად აარ აღიქვავს... smile.gif

„მწერალი არ არსებობს, არის გადამწერი, არ არსებობს მხატვარი, არის გადამხატავი, სულიწმინდა უბიძგებს ყველა ხელოვანს. “

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Feb 22 2008, 09:39 PM

ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Feb 23 2008, 01:48 AM

სიმართლე ვთქვა ბავშვობაში რატომღაც დოჩანაშვილი ამოვითვალწუნე და და მის შემოქმედებას არ ვკითხულობდი, მაგრამ ამ ზაფხულში მეგობრის რჩევით (რჩევა არ ერქვა, მაგრამ ასე დავარქვათ) წავიკითხე მის ნაწარმოებები და ახლა ძალიან მიყვარს!!!!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 23 2008, 05:09 AM

ციტატა
"სამოსელი პირველი

ინტერნეტ ვერსიას ვერ ვნახულობ, არსად არ ხსნის...
აბა დახედეთ იქნებ რომელიმეს გაქვთ და დადეთ, ეგ ცოტა უფრო ხშირად
უნდა იკითხოს დღეს ადამიანებმა...
მადლობა;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Feb 23 2008, 05:35 AM

KAIROS
მე რომ დავდე იმ გვერდს ხსნიდა და ახლა ალბათ დროებით გათიშეს sad.gif კომპიუტერში მქონდა, sad.gif ზუსტად ერთი კვირის წინ უბედური შემთხვევა დაემართა ჩემ კომპს და უზარმაზარი ბიბლიოთეკა დამეკარგა sad.gif არადა მათ დასკანერებაზე ღამეები მაქვს ნათენები, თანაც ქართული წიგნები დამენანა ძალიან sad.gif
მითხრეს არის შანსი რომ აღგიდგინოთო და იმედს არ ვკარგავ თორემ sad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 23 2008, 11:56 AM

ოხ რა მაგარია დოჩანაშვილი...
არა უძლიერესი !!!
ეხლა ისე ჩოხელს ვკითხულობ ისიც გენიოსია


პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Feb 23 2008, 03:12 PM

დოჩანაშვილმა დამარწმუნა, რომ ნამდვილად არიან მწერლები, რომლებიც მთელი ცოხოვრება რომ იკითხო, არ მოგბეზრდებიან ალბათ...

კიდევ უნდა წავიკითხო "სამოსელი" smile.gif


"ანა მარია ქალი იყო მაგრამ შველს ჰგავდა...


სამწუხაროა, რომ როგორც ვიცი მხოლოდ რუსულ ენაზეა ნათარგმნი ...

არადა მარკესი რომ წავიკითხე "მარტობის ასი წელი" ძალიან მომეწონა, მაგრამ დოჩანაშვილი უფრო მეტად დავაფასე... რატომ არ თარგმნიან? sad.gif

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Feb 23 2008, 06:30 PM

მართლაც უძლიერესი პიროვნება.... მაგრამ ცოტა ძნელად ჩასაწვდომი.....

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Feb 23 2008, 08:44 PM

ციტატა(_Matasi_ @ Feb 23 2008, 07:12 AM) *


სამწუხაროა, რომ როგორც ვიცი მხოლოდ რუსულ ენაზეა ნათარგმნი ...

არადა მარკესი რომ წავიკითხე "მარტობის ასი წელი" ძალიან მომეწონა, მაგრამ დოჩანაშვილი უფრო მეტად დავაფასე... რატომ არ თარგმნიან? sad.gif

smile.gif თამუსი :* დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი"ს ან პირიქით მარკესის "Cien anos de soledad" ს რომ ვკითხულობ შეგრძნებები და ემოციები იმდენად ძლიერია და იმდენად მსგავსი, ხანდახან ვიკარგები და მომენტალურად ვერ ვხვდები რომელი წავიკითხე სულ რაღაც 2 წუთის წინ smile.gif. უუუძლიერესია smile.gif

ძალიან დიდი სურვილი მქონდა და მაქვს დოჩანაშვილი მეთარგმნა ესპანურად, განსაკუთრებით "სამოსელი პირველი", დავიწყე და ორიოდ გვერდის შემდეგ მივხვდი რომ გამიჭირდებოდა, არა გამიჭირდებოდა კი არა ვერ შევძლებდი sad.gif, პროფესორს რომ ვაჩვენე მითხრა ნორმალრი თარგმანია იმუშავე და დახვეწავო მაგრამ...
როგორ გინდა შენ ახლა "ჩამომალაბორანტეს" და მსგავსი უამრავი, ისე თარგმნიო სხვა ენაზე რომ სტილი და ემოცია არ დაუკარგო smile.gif. შეუძლებლად მომეჩვენა, ამ ეტაპზე მაინც... smile.gif ვინ იცის, წლები რომ გავა იქნებ ოდესმე ვისწავლო ისე კარგად რომ შევძლო, აუცილებლად ვეცდები მაინც, ოღონდ წლების შემდეგ smile.gif.

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Feb 24 2008, 01:01 AM

ციტატა(ქეთუ @ Feb 23 2008, 09:44 PM) *

ვინ იცის, წლები რომ გავა იქნებ ოდესმე ვისწავლო ისე კარგად რომ შევძლო, აუცილებლად ვეცდები მაინც, ოღონდ წლების შემდეგ smile.gif.[/b]

თარგმნე აუვილებლად. yes4.gif ძალიან დიდ საქმეს იზავ.yes4.gif

Grandissimohalle!.. smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 12 2008, 12:28 AM

უძლიერესია უძლიერესი ეს ადამიანიც.
რამე ვქნათ რა ხალხნო...
აგერ ანა წაგვივიდა რო ვალი ვერ დავუბრუნეთ და ეხლა ეს კაციც არ გაგვექცეს... მერე რა პირით შევხედავთ კაცო?

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Mar 12 2008, 04:33 PM

ქავთარაძე
დიიდ ხანს გვიცოცხლოს უფალმა smile.gif

18 მარტს დაბადების დღე აქვს.. მართლა რამე ვქნათ რა..

პოსტის ავტორი: taicko თარიღი: Apr 4 2008, 01:32 PM

ციტატა(_Matasi_ @ Mar 12 2008, 04:33 PM) *

ქავთარაძე
დიიდ ხანს გვიცოცხლოს უფალმა smile.gif

18 მარტს დაბადების დღე აქვს.. მართლა რამე ვქნათ რა..

რამდენის გახდა?

პოსტის ავტორი: ninela თარიღი: Apr 16 2008, 09:08 PM

უმაგრესი მწერალია! მაგრამ მე მისი "განს მდგომი შუაკაცი","ბახვა" და "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" მომწონს!არაჩვეულებრივი მწერალია!

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Apr 16 2008, 11:23 PM

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს. დიდხანს გვიცოცხლოს ასეთი ადამიანები,რომლებიც ეპოქას ქმნიან. sad.gif

პოსტის ავტორი: falestra თარიღი: Apr 17 2008, 12:01 AM

_Matasi_

ციტატა
არადა მარკესი რომ წავიკითხე "მარტობის ასი წელი" ძალიან მომეწონა, მაგრამ დოჩანაშვილი უფრო მეტად დავაფასე.

2kiss.gif 100%

პოსტის ავტორი: marselioza თარიღი: May 1 2008, 01:07 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Oct 24 2007, 03:27 AM) *

მიჩინიოს რომ მიბრიყვებ და იირკოლა ჩის არ მიხსენებ - არ გაპატიებ ამას biggrin.gif

ჩემგან კი უუზარმაზარი მოკითხვა ანა-მარიას, რომელიც ,,ქალი იყო, მაგრამ შველს ჰგავდა

პოსტის ავტორი: marselioza თარიღი: May 1 2008, 01:42 PM

ციტატა(yipiani gio @ Feb 22 2008, 10:39 PM) *

ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება

გურამ დოჩანაშვილი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, რომ არაფერი ვთქვათ მის შემოქმედებაზე

პოსტის ავტორი: tekla_ თარიღი: May 18 2008, 03:35 PM

ძაააალიან მიყვარს ეს მწერალი, აი, ძალიანი ადამიანია, ის უკვე კლასიკოსი მწერალია.

"ლოდი ნასაყდრალი" შესანიშნავი წიგნია, რაღაცნაირი ღრმაა.

"სამოსელი პირველზე" აღარაფერს ვამბობ.

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Aug 4 2008, 11:04 AM

"- ჩვენ გავიმარჯვებთ კონსელეირო, აი ნახავთ, თუ არა! - წამოიძახა აღელვებულმა ჟოაო აბადომ, - თითო ჩვენგანი აუარება იმათს ვუდრივართ, და აი, ნახავთ, თუ არ გავიმარჯვებთ, მზე მაღლა იქნება. თოფებიც გვაქვს და ტყვია-წამალიც, ყველაფერი, აუცილებლად გავიმარჯვებთ, კონსელეირო!
მაგრამ აქ მენდეს მასიელმა ყოვლად გაუგებარი რამ ჩაილაპარაკა:
- ღმერთმა დაგვიფაროს... "

smile.gif "სამოსელი..."

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Sep 8 2008, 12:34 PM

გურამ დოჩინაშვილიიიიიიიიიიიიიიი მაგარია
სამოსელი პირველი
ამ წიგნს ვკითხულობ უმაგრესია

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Sep 8 2008, 12:35 PM

ეხლა დოჩანაშვილია მოდაში biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Sep 8 2008, 01:39 PM

მატასი

ციტატა
მაგრამ აქ მენდეს მასიელმა ყოვლად გაუგებარი რამ ჩაილაპარაკა:
- ღმერთმა დაგვიფაროს... "

კი, რადგან გამარჯვება ამა სოფლისა არაა...

პოსტის ავტორი: NICA თარიღი: Sep 8 2008, 02:16 PM

მე ყველაზზე მეტად "ვატერპოლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები" მიყვარს smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 4 2008, 01:11 AM

ციტატა(NICA @ Sep 8 2008, 03:16 PM) *

მე ყველაზზე მეტად "ვატერპოლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები" მიყვარს smile.gif

მეც. მანდ არის ერთი პაწაწკუნა მომენტი: ვიღაც მარტოხელა ქალი ეზოს წინ თავისთVის რომ ცეკვავს ბოლეროს. სულ 2 წინადადებაა, მაგრამ რამდენჯერაც წავიკითხავ, იმდენჯერ მბურძგლავეს, ამ 2 წინადადებაში მისი მთელი ცხოვრებააა ჩადებული smile.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 6 2008, 03:30 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 4 2008, 01:11 AM) *

მეც. მანდ არის ერთი პაწაწკუნა მომენტი: ვიღაც მარტოხელა ქალი ეზოს წინ თავისთVის რომ ცეკვავს ბოლეროს. სულ 2 წინადადებაა, მაგრამ რამდენჯერაც წავიკითხავ, იმდენჯერ მბურძგლავეს, ამ 2 წინადადებაში მისი მთელი ცხოვრებააა ჩადებული smile.gif

თუ დაკვირვებიხარ და ეს მუსიკა თუ გესმის ზუსტად იმ მომენტში?

http://www.youtube.com/watch?v=6Dcrep_G0K4

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 6 2008, 12:34 PM

ციტატა(georgianeli @ Oct 6 2008, 04:30 AM) *

თუ დაკვირვებიხარ და ეს მუსიკა თუ გესმის ზუსტად იმ მომენტში?

http://www.youtube.com/watch?v=6Dcrep_G0K4

blink.gif blink.gif ჰოოო, დაახლოებით. გავგიჟდი, შენ ზუსტად პოულობ ხოლმე ჩემს მუსიკალურ განწყობას kiss1.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 7 2008, 12:18 AM

ესა თუ ის დიდი შემოქმედი შეიძლება ფერებით აღიქვა, მოძრაობისმიერი გრაციით, სურნელით და გემოთიც კი, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე ღრმა მაინც მელოდიური აღქმაა. გულისყური რომ დაუგდოს ადამიანმა, ყველას საკუთარი მუსიკა გააჩნია: დანტესაც, შექსპირსაც, შოთასაც, ირრუბაქიძესაც (ეს კავკასიური ორკესტრი და რიტმი), ჰესსესაც, მანსაც, გალასაც, დოსტოევსკისაც... დოჩანაშვილის შემთხვევაში რაღაცნაირად რაველის ასოციაცია მიჩნდება. ალბათ, იმიტომ, რომ ორივე თევზია. შესაბამისად ღრმა, კეთილშობილი, გენიალურად უბრალო, ოკეანისებური სიღრმეებივით მოლურჯო და ზეციური ალიონივით მოვარდისფრო შემოქმედება აქვს დოჩანაშვილს. უკვე ზემოთხსენებული მომენტის ჯუფთი კომპოზიცია დავდე ხომ და ესეც მისი მელანქოლიური მხარის კიდევ ერთი რაველისებური პარალელი:

http://www.youtube.com/watch?v=GKkeDqJBlK8

ხოლო ამზიურებული წყლის მოტივებისათვის კი

http://www.youtube.com/watch?v=U4JYYRa832c

ბატონ სვიატოსლავს ბოდიში, მაგრამ დოჩანაშვილთან არგერიხის შესრულებული უფრო მეახლოება.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 7 2008, 07:31 PM

დოცანაშვილს როსინი უყვარს, ეს მისგანც მრავალჯერ მსმენია. მოთხობებშიც კი აშკარად იგრძნობა smile.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 7 2008, 11:51 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 7 2008, 07:31 PM) *

დოცანაშვილს როსინი უყვარს, ეს მისგანც მრავალჯერ მსმენია. მოთხობებშიც კი აშკარად იგრძნობა smile.gif

ეს საერთოდ ცალკე საკითხია. მეც კი ვუსმენ როკს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მიყვარს იგი, რადგან კლასიკოსები და ხალხური მუსიკა უფრო მეტს მაძლევს.

ნიშანდობლივი ნიუანსი დოჩანაშვილის როსინისადმი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით: თავისი ერთ-ერთი გმირის, მაესტროს პირით ძალიან ნათლად და ზუსტად გადმოსცემს გენიისა და გენიოსის ზოგად სახეს. მსგავსი აზრი ფურცელზე მქონდა დაფიქსირებული ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩემგან დოჩანაშვილის შემოქმედების ცნობა "თავფარავნელი ჭაბუკი"-თ შემოიფარგლებოდა (გენიალურ ადამიანებს ის განასხვავებს სხვათაგან, რომ ისინი ხუთ წელიწადშიც კი ქმნიან ისტორიას მაშინ, როცა სხვები მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ ისტორიის საფუძვლების ჩაყრას უნდებიან). ამ ცოცხალი კლასიკოსის ნაწარმოებებით ძირითადად ჩემი გულის დედოფალმა და მისმა სულმა დამაინტერესა თაურ. არც მინანია. ამ ფაქტმა იმაზე უფრო ღრმად გამაცნო დოჩანაშვილი და მისი შემოქმედების მხარეები (და არა მარტო მისი), ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება. როგორი იყო, იცი? მმმმ... fiqri.gif აი, გულისხმიერი თვალისათვის დუმილის ენით... გადმოცემულში რომ უფრო მეტი ცნაურდება, ისეთი. სიყვარულით წაკითხული მაინც სხვაა-ყველაფერი ცოცხალზე უფრო ცოცხალი ხდება მაშინ.

p.s. სხვათა შორის, როსინიც-თევზი smile.gif მოკლედ, ერთადერთი სასულე გამონაკლისის გარდა... კრუგომ-ბეგომ თევზები ხართ რაsmile.gif მამა, დაიკო; დაჟე თამარ-ცქნაფო biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 8 2008, 12:21 AM

ციტატა(georgianeli @ Oct 8 2008, 12:51 AM) *

; დაჟე თამარ-ცქნაფო biggrin.gif

აქედან უნდა დაგეწყო biggrin.gif kiss1.gif

ის მოთხრობა გახსოვს? ''დიდო ქლაბატონო, ანა მანიანი, სიყვარული არის!'' _ ვგიჟდები ამ სიტყვებზე... ზუსტად ამ მოთხრობაში აქვს როსინს დათმობილი დიდიდ ადგილი, როგორც მახსოვს.

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 8 2008, 12:29 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 8 2008, 12:21 AM) *

ანა მანიანი

შეეცადე, არ გაიცინო biggrin.gif
მანიანიც თევზი biggrin.gif
თავისებური სილამაზის დიდებული მსახიობი იტალიელი ქალბატონი. მშვენიერი სულის ადამიანი, რაც სახეზე ძლიერ მეტყველად აქვს კიდეც აღბეჭდილი. შინაარსიანი მზერა აქვს, რამდენიც არ უნდა დააკვირდე მის ფოტოებს. უდიდეს პატივს სცემდა მას იტალიური კინემატოგრაფიის პრინცი, ტოტო.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 8 2008, 12:31 AM

ციტატა(georgianeli @ Oct 8 2008, 01:29 AM) *

ოღონდ არ გაიცინო biggrin.gif
მანიანიც თევზი biggrin.gif
თავისებური სილამაზის დიდებული მსახიობი იტალიელი ქალბატონი. მშვენიერი სულის ადამიანი, რაც სახეზე ძლიერ მეტყველად აქვს კიდეც აღბეჭდილი. შინაარსიანი მზერა აქვს, რამდენიც არ უნდა დააკვირდე მის ფოტოებს. უდიდეს პატივს სცემდა მას იტალიური კინემატოგრაფიის პრინცი, ტოტო.

როგორ არ გავიცინო biggrin.gif

რა თავმდაბლობაა, მაგრამ ბარემ გეტყვი. იყო დრო, დოჩანაშვილზე სერიოზულად ვმუსაობდით მე და ჩემი მეგობრები. ერთხელ ულ უცნობი მსახიობი მოვიდა (მაშინ არ ვიცნობდი), შემომხედა და მითხრა, შენ ანა მანიანის თვალები გაქვსო, თან ამ დროს სწორედ მაგ მოთხრობაზე ვიყავი შეყვარებული და მოჯადოებული oops.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 8 2008, 12:51 AM

აი, ასეთ ნიუანსებზე თვით დოჩანაშვილიც არ იტყოდა უარს smile.gif აპააა

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 8 2008, 12:52 AM

ციტატა(georgianeli @ Oct 8 2008, 01:51 AM) *

აი, ასეთ ნიუანსებზე თვით დოჩანაშვილიც არ იტყოდა უარს smile.gif აპააა

მატარებელზე დაგვიანების პანიკური შიშით შეპყრობილი ქალი გახსოვს? აშკარად მგავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 29 2008, 02:27 AM

..."ეზოდან ამოსული ცოტახანს ვისვენებდი.
- ბებო, რამე წამიკითხე, - ვეტყოდი ხოლმე შემდეგ.
ბებიაც მიკითხავდა გრიმების ზღაპრებს, მიამბობდა ამირანის ამბავს...
ერთხელ „მუმუ“ წამიკითხა.
- ბებო! - შევშფოთდი - დაიღრჩო?
- დაიღრჩო...
- მოკვდა?
- მოკვდა...
- რატომ დაიღრჩო, ცოდვა არ არი? - შევაცქერდი ბებიას და ტირილი დავაპირე.
ტირილი ხმამაღალი მიყვარდა. ისეთ ღრიალს ამოვუშვებდი ხოლმე, რომ...
- დაიცა, დაიცა, - დაფაცურდა ბებია, - ჯერ არ დამიმთავრებია. მუმუმ იცოდა კარგი ცურვა, - განაგრძო “კითხვა“ ბებიამ, - გასცურა მდინარე, მივიდა გერასიმესთან და ახლაც იქ ცხოვრობენ კარგად და ბედნიერად... ფქვილი აქა, ქატო იქა, - დაუმატა დამაჯერებლობისათვის" ("პირველი კონცერტი"). smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 29 2008, 05:29 AM

უი, მე ბოდიში ამ საინტერესო დიალოგს რომ გაწყვეტინებთ ,მაგრამ მაინტერესებს ნეტში დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" არის სადმე? smile.gif

აჰ, მივაკვლიე smile.gif

სამოსელი პირველი

http://www.lib.ge/body_text.php?4425

მადლობა მაინც, გააგრძელეთ, საინტერესოა smile.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Oct 29 2008, 11:47 AM

რა საინტერესოდ საუბრობთ smile.gif

ციტატა
- ჯერ არ დამიმთავრებია. მუმუმ იცოდა კარგი ცურვა, - განაგრძო “კითხვა“ ბებიამ, - გასცურა მდინარე, მივიდა გერასიმესთან და ახლაც იქ ცხოვრობენ კარგად და ბედნიერად... ფქვილი აქა, ქატო იქა, - დაუმატა დამაჯერებლობისათვის" ("პირველი კონცერტი").

და მერე სტუმრებს რომ უყვება "მუმუს"... biggrin.gif


პირველად რომ წავიკითხე"სამოსელი პირველი" მეათე კლასში ვიყავი, მართალია ბევრი რამ ვერ გავიგე, მაგრამ მახსოვს ისეთი ბედნიერი ვიყავი...
სუნთქვა მეკვროდა როცა ვკითხულობდი როგორ იწვოდა კოცონზე სამოსელის თვლები... როგორ ბრწყინავდა დიდი ამეთვისტო...
მერე კიდევ წავიკითხე, და კიდევ smile.gif ისეთი რამაა ყოველ წაკითხვაზე უამრავ ახალს რომ აღმოაჩენ და კიდევ უამრავი აუხსნელი კითხვა გებადება.
smile.gif

მთელი ცხორებაა ჯერ ლამაზ ქალაქი, მერე კამორა, კანუდოსი...

ძალიან საინტერესო იქნება, რელიგიური კუთხით რომ განვიხილოთ... smile.gif

P.S.თამუ შენ გეცოდინება ვინმეს თუ აქვს განხილული

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 29 2008, 08:10 PM

ციტატა(მატასი @ Oct 29 2008, 11:47 AM) *

და მერე სტუმრებს რომ უყვება "მუმუს"... biggrin.gif

ვინ აცლის ბოლომდე მოყოლას, თორე კი smile.gif

ციტატა(მატასი @ Oct 29 2008, 11:47 AM) *

ძალიან საინტერესო იქნება, რელიგიური კუთხით რომ განვიხილოთ... smile.gif

P.S.თამუ შენ გეცოდინება ვინმეს თუ აქვს განხილული

ასევე, რელიგიური სიმბოლოებითაა დახუნძლული "თავფარავნელი ჭაბუკი". პირველად რომ ვკითხულობდი, იმთავითვე სულიწმინდის ასოციაცია გამიჩნდა ტბის გაღმა მცხოვრებ დედოფლის სახით და ასეცაა (წარმართობიდან შემორჩენილი სიმბოლიკის კოშკში მცხოვრები ყამარ-ქალის სახე, რომელიც მთვარისა და მისი ნათლის განსახიერებაა. ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში კი მთვარე სულიწმინდის ალეგორიაა). მეტის თქმაც შეიძლება: ჩემი გულის დედოფალი ჩემთვის სულიწმინდის ყველაზე საყვარელი და ახლო ხატია ("და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი..." დაბ. 1, 27, სადაც თაურ კაცში იყო მამა-კაციც და დედა-კაციც; იგივე ანდროგინული რაობა. ქართული ენის ეს გენიალური და უღრმესი შინაარსის სიტყვები).

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 29 2008, 08:34 PM

ციტატა(KAIROS @ Oct 29 2008, 05:29 AM) *

უი, მე ბოდიში ამ საინტერესო დიალოგს რომ გაწყვეტინებთ ,მაგრამ მაინტერესებს ნეტში დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" არის სადმე? smile.gif

აჰ, მივაკვლიე smile.gif

სამოსელი პირველი

http://www.lib.ge/body_text.php?4425

მიაკვლიე კი არა, სადიზმია მაგი smile.gif დასაწყისი რომ აქვს ჩადებული იმ ოჯახაშენებულს, დამთავრება დაავიწყდა? მერამდენე წელია, რაც დოჩანაშვილის საითიდანაა გადმოტანილი ლიბ.გე-ზე და...
ესაა საქმე? :ხელისგულის-ხელისგულზე-აღშფრთოვანებით-შემოკვრის-სიცილაკი:
მაგას არ შეურცხვა ულვაში, რაც აქვს დადებული, იმისთვის მაინც huh.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Nov 7 2008, 08:47 PM

"განა ჩვენ მხოლოდ ტაშისთვის ვიღწვით, კონსტანტინე?" ("მიხეილი და ალექსანდრე")

და კიდევ

- "იმ ყვავილს ხედავ? მომიტანე, მინდა". ("ვატერ(პო)ლო, ანუ ფანტასტიური მოთხრობა")

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Dec 16 2008, 01:04 AM

"- ძალიან გეტკინა, შვილო? - იქა ჰკითხეს.
ფერები იყო უცხო, საკვირველი, დაბინდულივით, მაგრამ სუყველა შინაგანად აბჟუტებული, მსგავსი სილამაზე კი არა, რაღამეტი, რომ არნანახი სილამაზეც აღარ ეთქმოდა, სჭვიოდა იქა, დართადერთი სამხმოვანება გაისმოდა, მაგრამ ისეთი, მარადიულად წელადი და მომცველი ისე, ვიღას და რაღას არ ჩაიტევდა, და გოგონამაც, ვინც ვეღარ ხედავდა თავის სუსტსა და გამხდარ სხეულს, მაგრამ აშკარად გრძნობდა, რომ უფრო იყო,ოყო, თანაც, რამდენად უკეთესად და უკეთესი, ფერებს გაოცებული აღიქვამდა და სამხმოვანებით გაჟღენთილიყო, ეს რა ყოფილა ნეტარება, მაგრამ როდესაც ისევ გაუმეორეს, როგორი მაღლივის ხმით მერე, - „ძალიან გეტკინა, შვილო?“- ხმადაბლა მიუგო და უთხრა:
- მე არ მოველოდი.
უხილავ თავზე, ჭრილობასთან, წყნარად დაედო ფრთხილი, ფაქიზი,დაუჯერებლად მომფერებელი, დაკოჟრილი დიადი ხელი....."

"ორნი აქა-იქ" დოჩანაშვილი smile.gif

ამ წუთას ამოვიკითხე და მონდოდა თქვენც წაგეკითხათ smile.gif

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Dec 16 2008, 02:36 PM

http://publish.dlf.ge/vaxtangvi/guramdochanashvili/mTavari.html

smile.gif

პოსტის ავტორი: galaqtikosi თარიღი: Dec 16 2008, 02:46 PM

მიყვარს... wub.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Dec 16 2008, 02:55 PM

ციტატა(მატასი @ Dec 16 2008, 01:04 AM) *

"- ძალიან გეტკინა, შვილო? - იქა ჰკითხეს.
ფერები იყო უცხო, საკვირველი, დაბინდულივით, მაგრამ სუყველა შინაგანად აბჟუტებული, მსგავსი სილამაზე კი არა, რაღამეტი, რომ არნანახი სილამაზეც აღარ ეთქმოდა, სჭვიოდა იქა, დართადერთი სამხმოვანება გაისმოდა, მაგრამ ისეთი, მარადიულად წელადი და მომცველი ისე, ვიღას და რაღას არ ჩაიტევდა, და გოგონამაც, ვინც ვეღარ ხედავდა თავის სუსტსა და გამხდარ სხეულს, მაგრამ აშკარად გრძნობდა, რომ უფრო იყო,ოყო, თანაც, რამდენად უკეთესად და უკეთესი, ფერებს გაოცებული აღიქვამდა და სამხმოვანებით გაჟღენთილიყო, ეს რა ყოფილა ნეტარება, მაგრამ როდესაც ისევ გაუმეორეს, როგორი მაღლივის ხმით მერე, - „ძალიან გეტკინა, შვილო?“- ხმადაბლა მიუგო და უთხრა:
- მე არ მოველოდი.
უხილავ თავზე, ჭრილობასთან, წყნარად დაედო ფრთხილი, ფაქიზი,დაუჯერებლად მომფერებელი, დაკოჟრილი დიადი ხელი....."

"ორნი აქა-იქ" დოჩანაშვილი smile.gif

ამ წუთას ამოვიკითხე და მონდოდა თქვენც წაგეკითხათ smile.gif

ძალიან კარგია smile.gif და "რასაც სხვა ვერ იზამდა" ესეც ძალიან მიყვარს

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Dec 16 2008, 05:18 PM

ეგვიპტელი ქურუმი ვაჰხსტევნთრაფესა და მისი შვილის - პეტეისეს ამბავი წაგიკითხავთ? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Dec 16 2008, 05:24 PM

გურამ დოჩანაშვილის '' კაცი რომელსაც ლიტერატურა უყვარდა'' და ''ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება'' ძალიან მიყვარს.

''სამოსელი პირველი'' ადრე წავიკითხე და ნამდვილად ვერ ჩავწვდი.დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ეხლა, მაგრამ ინეტრნეტში მხოლოდ I თავი დევს. სახლიდან გამოგზავნა კი არც ისე იოლია sad.gif

იქნებ სხვა გვერდებზე ატვირთვა მოხერხდეს.
T.L.

http://publish.dlf.ge/vaxtangvi/guramdocha...li/mTavari.html

დიდი მადლობა ამ ლინკისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: sali-j თარიღი: Jan 28 2009, 08:36 PM

ბატონო გურამ! ჩემი საყვარელი მწერალი ბრძანდებით! მინდა დიდხანს იცოცხლოთ! დღეგრძელობას გისურვებთ!

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Apr 23 2009, 11:39 PM

ციტატა
რგვიპტელი ქურუმი ვაჰხსტევნთრაფესა და მისი შვილის - პეტეისეს ამბავი წაგიკითხავთ? biggrin.gif biggrin.gif

სამწუხაროდ არა sad.gif

და იცით პრეზიდენტმა რა საჩუქარი გაუკეთა იუბილეზე? smile.gif ძალიან სურდა იტალიაში მოგზაურობა, ჰოდა... smile.gif
მაგრამ შესრულდა თუ არა და ბატონი გურამი უკვე წავიდა თუ დაბრუნდა, მაგდენი არ ვიცი

პოსტის ავტორი: ana-bana თარიღი: Apr 26 2009, 12:22 AM

ციტატა(მატასი @ Dec 16 2008, 01:04 AM) *

"- ძალიან გეტკინა, შვილო? - იქა ჰკითხეს.
ფერები იყო უცხო, საკვირველი, დაბინდულივით, მაგრამ სუყველა შინაგანად აბჟუტებული, მსგავსი სილამაზე კი არა, რაღამეტი, რომ არნანახი სილამაზეც აღარ ეთქმოდა, სჭვიოდა იქა, დართადერთი სამხმოვანება გაისმოდა, მაგრამ ისეთი, მარადიულად წელადი და მომცველი ისე, ვიღას და რაღას არ ჩაიტევდა, და გოგონამაც, ვინც ვეღარ ხედავდა თავის სუსტსა და გამხდარ სხეულს, მაგრამ აშკარად გრძნობდა, რომ უფრო იყო,ოყო, თანაც, რამდენად უკეთესად და უკეთესი, ფერებს გაოცებული აღიქვამდა და სამხმოვანებით გაჟღენთილიყო, ეს რა ყოფილა ნეტარება, მაგრამ როდესაც ისევ გაუმეორეს, როგორი მაღლივის ხმით მერე, - „ძალიან გეტკინა, შვილო?“- ხმადაბლა მიუგო და უთხრა:
- მე არ მოველოდი.
უხილავ თავზე, ჭრილობასთან, წყნარად დაედო ფრთხილი, ფაქიზი,დაუჯერებლად მომფერებელი, დაკოჟრილი დიადი ხელი....."

"ორნი აქა-იქ" დოჩანაშვილი smile.gif

ამ წუთას ამოვიკითხე და მონდოდა თქვენც წაგეკითხათ smile.gif

მომეწონა... ძალიან სევდიანი იყო... sad.gif

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Apr 30 2009, 01:37 AM

”კაცი რომელსც ლიტერატურა ძლიერ უყავრდა”
მარტო ეს მაქვს წაკითხული...
მმიყვარს...
დღეის მერე უფრო..
wub.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: May 12 2009, 09:32 PM

ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი!!! მაგარია ძალიან smile.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: May 13 2009, 12:29 PM

mogzaura

ციტატა
ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი!!! მაგარია ძალიან smile.gif

ჩემი ხელმოწერა wub.gif

....მას გაოცებამდე მშვენიერი თვალები ჰქონდა...
...

უყვარდა და თან როგორ....

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: May 13 2009, 12:42 PM

" _ იმ ღამით ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი და ერთ რამეს მივხვდი.
_ რას?
_რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.

მთლად გატრუნული იდგა წყვდიადში მგზავრი. მერე ვეღარ მოითმინა, განზე მობრუნდა და დაიღრიალა:
_ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს
_ ადამიანი რომ გყვარებოდა...."

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: May 24 2009, 06:25 PM

მაგარია კი
რომ იქ ადამიანები ძმებივით არიან და თანაბრად იყოფენ ყველაფერს

პოსტის ავტორი: salomeaa თარიღი: Jun 13 2009, 10:15 PM

ციტატა(მატასი @ May 13 2009, 01:42 PM) *

" _ იმ ღამით ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი და ერთ რამეს მივხვდი.
_ რას?
_რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.

მთლად გატრუნული იდგა წყვდიადში მგზავრი. მერე ვეღარ მოითმინა, განზე მობრუნდა და დაიღრიალა:
_ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს
_ ადამიანი რომ გყვარებოდა...."

ძალიან მიყვარს ეს ნაწყვეტი და საერთოდ ,,სამოსელი პირველი" wub.gif

მარტო ამ ფრაზისთვის არის გენიალური მწერალი wub.gif
,,მე ღარიბი ვარ, როგორც იესო"

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Jun 13 2009, 11:42 PM

მათთვის, ვისაც უყვარს დოჩანაშშვილი : თუმანიშვილის თეატრში ახალი სპექტაკლი დაიდგა, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების მიხედვით smile.gif
"ორნი, აქა იქა"

პრემიერა 16 ვნისს smile.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jun 14 2009, 02:19 PM

ანუ ვისაც დოჩანაშვილის შემოქმედება უყვარს და თბილისშია.
ვინც არა, თვითონ წარმოისახავს სპექტაკლსsmile.gif)

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 14 2009, 02:22 PM

ციტატა(მატასი @ Jun 14 2009, 12:42 AM) *

მათთვის, ვისაც უყვარს დოჩანაშშვილი : თუმანიშვილის თეატრში ახალი სპექტაკლი დაიდგა, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების მიხედვით smile.gif
"ორნი, აქა იქა"

პრემიერა 16 ვნისს smile.gif

ვინ დგამს?

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Feb 13 2010, 08:35 PM

საღამოს ფიქრები

(როცა სიტყვები და ფიქრები მუსიკა-ყვავილებია)


საღამო იყო. ვკითხულობდი დოჩანაშვილის ნოველებს. წამიერად თვალებშიც ფიქრი ჩამიდგა და უცებ აღმომხდა: რობაქიძე ესთეტია! კოწია კიდევ-გვირგვინოსანი, რჩეული საფერავი. დიდი ქართველები სწვდებიან ქართულ სულს და სულთან ერთად სხეულიც ულამაზდებათ ყველგან, ყოველთვის, ყველაფერში: სუფრაზე, ქცევაში, სიარულისას, მზერაში, საუბრისას, საქმიანობისას, ცეკვაში, მღერაში, სიფიცხესა, თუ სიხარულში.

თვითონ ქართული ენაა ჩუქურთმების ენა, თავისი მადლიანი სიტყვებით, მოხაზულობითა და დედააზრით. ამავე დროს, ყოველთვის მაღიზიანებდა ზედაპირული დეკორი, მაგრამ ნაცხოვრები და ღრმადგააზრებული ჩუქურთმა? ლხენაა.

რატომ მიყვარს გურამ რჩეულიშვილი? მისი შემოქმედება მის ცხოვრებას ჰგავს. ამიტომ. წამითაც არ უღალატია არცერთი დაწერილი სიტყვისათვის. ბოლომდე ღრმად და სავსედ იყო ის, რასაც წერდა. მისი პიროვნება იყო მისი ნაწარმოებები და პირიქით. ეს ოდენ გმირულად დიდ პიროვნებებს ძალუძთ, რადგან შემოქმედი მათი შინაგანი სამყაროს ორგანულად შემადგენელი ნაწილია და არა დაცალკევებული, ან კიდევ უარესი-ურთიერთგანსხვავებული რეალობა. ამით ეს ბუმბერაზები მაცხოვარ ღმერთკაცს ემსგავსებიან, რადგან მათი სიტყვა საქმეა და საქმითაც მეტყველებენ. ისინი დუმილშიც ქმნიან.

გურამ რჩეულიშვილმა სიკვდილი დაღუპვამდე დიდი ხნით ადრე დაამარცხა. თავიც დადო მოყვასის გადასარჩენად და ნებისმიერ წამს მზად იყო უზარმაზარი სიყვარულის მოწამეობისათვის. გაცილებით ახალგაზრდა დაიღუპა, მაგრამ დოჩანაშვილზე დიდიცაა და ყველა მის თანამედროვე, თუ შემდგომი ხანის მწერლებზე აღმატებულიც. თქმა არ უნდა, ჩვენს მწერლობაში მასზე უფრო დიდი ავტორებიც მოგვეპოვება და ღმერთმა გვიმრავლოს. რჩეულიშვილის ტანმომცრო მოთხრობებში ქარიშხლის ძალაა ჩაკირული. მზიური გრიგალია, ბაჯაღლო ოქრო, სრულყოფილი, მაჭარის ზღვა, რომელსაც დაღვინება არ დასცალდა, თუმცა, ამით საკუთარი გზის პოვნაში ხელი არ შეშლია და არც მის საგანძურს დაჰკლებია რამე. ძლიერ ინდივიდუალური და დაბადებიდანვე დიონისური შემოქმედებით ღირსეულად დაიმკვიდრა ქართულ მწერლობაში თავისი კუთვნილი ადგილი.

როცა მართლა ცხოვრობ, ყველგან, ყოველთვის, ყველასთან ხარ შეგნებულად და პრინციპულად ალალი, წრფელი, პირდაპირი; და როცა ეს ასეა, პირად, საზოგადო და შემოქმედებით ცხოვრებაში ხარ ერთი: არ ხარ ორი, სამი, სამასი პიროვნება, არამედ ხარ ერთი. შენ ხარ შენ და არ ხარ ობივატელი ქამელეონი. ხარ პიროვნება, შენი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ეს ორი უკანასკნელი კანონზომიერებაა, არავინაა გამონაკლისი და ამაზე უფრო მთავარი ადამიანთა შორის ურთიერთშეხამებისა და ურთიერთგაგების მომენტია.

დიახ, მართა მიყვარს. მართა სხვისი ცოლია, მაგრამ ჩემი სულიერი დაა. ვეფხვია, ავაზა! თვითონ ბრწყინვალე, ყაყაჩოსგვარა თავადი, ჩემი და საქართველოს პატარა და დიდი დედოფალია. თვალაუწვდენელ მთასავით და უძირო ზღვასავით ადამიანობა აქვს. ჩემთვის უფრო ამადაა დედოფალი. უზარმაზარი მანძილების მიუხედავად, ჩემს გვერდითაა და ისე ახლოს, რომ მისი სუნთქვაც მესმის. სადაც კი რჩეულ წითელ ღვინოს, წითელხასხასა ვარდს, ან ყაყაჩოს დავინახავ, ჩემი სულიერი დაიკოც ისაა. და ძმისთვის მწარეა-ო, უთქვამს ჩემს წინაპარს... ღამ-ღამობით ეღვიძება მართას და ტირის. მიეყრდნობა მერე სარეცლის ზურგს, იწყებს ფიქრს და თოლები უსველდება. მფარველობს მაშინ: ჩემს კოკას ავი არ მიეკაროსო და ორი მფარველი ანგელოზი მიცავს. ჩემს წერილებს კითხულობს და ცრემლი მოსდის. ტკივილით და სიხარულით იცრემლება. უკურნებელი სენი სჭირს მართას, მაგრამ ბედნიერებისაგან სიკვდილს ჩირადაც არ აგდებს, რადგან ერთმანეთს დავუმეგობრდით; ბედნიერება და უკვდავება კი მხოლოდ ალალ გულს მოაქვს, რადგან ალალი გული ალალად ამბობს ალალს, უზაკველს და როგორიც არ უნდა იყოს, უღრმესად ადამიანურს. თავადაც ფართო გული აქვს მართას. ამ გულსაა, რომ მოყვასის დიდი სიყვარული შეუძლია. თავდადებული ადამიანები ასეთები იბადებიან: დიდსულოვანნი და სანთელივით ჩუმი, თავიანთ დუმილში სხვათა მრავალსიტყვაობაზე უფრო მეტი ძალის დამმალავნი. ახლაც ვგრძნობ და ვხედავ ჩემს ვაჟკაც და ამავე დროს, უნაზეს დაიკოს: თუ როგორ ჰყავს ჩაყვანილი თავის მეუღლეს ნიუ-ჯერსიში სამკურნალოდ და რომ ძალიან, ძალიან, ძალიან კარგადაა და რომ პირველი საბედისწერო წარუმატებლობის შემდეგ კვლავ ელოდება პატარას. მუდამ სევდიანი თვალები აქვს, სიყვარულითსავსე. ისიც მინახავს, თუ როგორ უბრწყინავენ, როცა ბედნიერია. მისი სიხარულისაგან და მადლიანი ქართულით შეცხადებული ხმაც კი ვიცი, როგორია. არადა, თითქოს იქ არ ვიყავი მაშინ... ადამიანის შესაგრძნობლად და დასანახად არ სწყვეტს ყველაფერს დრო-სივრცობრივი განზომილება. მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის ხდება იგი ამ შემთხვევაში. მთავარია, შინაგანად იგრძნო და გიგრძნოს. სხვაგვარია მაინც გულისხედვა და ამადაც.

ასევე, ჩემი მფარველი ანგელოზები არიან ჩემი აღმზრდელი და სულიერი ძმა-ბიძაჩემი, ძვირფასი მშობლები, და-ძმანი. მათი ცხოვრება ჩვენდამი თავდადების იშვიათი გმირული მაგალითია.

ალალი დაც მყავს, რომელიც დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო მიყვარდება. ვენატრები, მაგრამ ვაჟკაცურად იტანს უჩემობას-არ მეუბნება. მე კი ვიცი-რა დამემალება?! უმცროსია და ჭკვიანი; სევდიანი, ღრმა და კეთილი თვალებით. ბუნებით ჩვენს გამზრდელ ბებიას ჰგავს. ცხონებული: ახალგაზრდობაში, სადაც კი გაივლიდა, ყველანი ემხვარის ქალს უწოდებდნენ-ისეთი ლამაზი იყო. 70 წელს გადაცილებულს სიმსივნე მოეძალა. ახლაც თავთით მიდევს მისი ავადმყოფობის დასაწყისში გადაღებული სურათი-მზესავით განათებული მიღიმის. სანდომიანი, ლამაზი, პროპორციული სახის ნაკვთები. კეთილი თვალები; ბოლოში მომშვილდული წარბები; ვერცხლისფრად შეთეთრებული, კოხტად, ყურადღებით და ლამაზად შეკრული თმები; კეთილშობილური იერი (დიდი ბებია აფაქელას ქალი მყავდა). აცნობიერებდა სენს, მაგრამ ბოლომდე არ გაუტყდა. საწოლში ზედმეტ ხანს წოლა წყევლად მიაჩნდა და ეზარებოდა. სიკვდილსაც მჯდომარე შეხვდა. შორს არც წასულა. აქვეა, გულში. მუდამ ცოტანი არიან ასეთი ადამიანები.

ვაკვირდები: უფრო სევდიანი თვალების, დინჯი და დაჩაგრული ადამიანები იქცევენ ჩემს ყურადღებას. ამაზე აფხაზებს აქვთ კარგი გამოთქმა: იქ მიგეჩქარებოდეს, სადაც უჭირთ, რადგან ლხინში მისვლას მუდამ მოასწრებ-ო.

კიდევ. ცათა დედოფალი მიყვარს. არა-კი არ მიყვარს, ჯერ არ მსურს მიყვარდეს, რადგან უმისოდ და უსაქართველოდ არ მინდა შემიყვარდეს. აქედან სიყვარულს არ ვაკადრებ. რომელს წარმოუდგენია, თუ რას ნიშნავს თავის ხელში აყვანა მაშინ, როცა გრძნობის მოძალებისაგან ზოგჯერ კალამსაც კი ვერ კიდებ ხელს და ასე გაოცებულ-გახევებული კიდევ უფრო უღრმავდები ღვთიური ენით მეტყველებას? როცა უფრო და უფრო გიზიდავს და გატკბობს? უდიდესი წმინდა მამები, მათ შორის, დუმილის გენია, “სულიწმინდის ქნარი”-ეფრემ ასური და მისი ამ იდუმალებით გასხივოსნებული ჰიმნოგრაფიაა ზემოთქმულიხ ბრწყინვალე მაგალითი (აღსანიშნავია ეგნატე ანტიოქიელიც, არსენ დიდი, ისააკ ნინევიელი, იოანე დიდი). შენ? არა, ჯერ შენ ვერ წარმოიდგენ. საშშშშშშშშინელებაა! და მაშინ ვცდილობ ნათელი კუთხიდან მივუდგე თავშეკავებას. თვითგანადგურების საწინააღმდეგოდ გამომუშავებული იმუნიტეტია, რადგან სიყვარული კარგი კი არა, აუტანელად ტკბილი შეიძლება იყოს (თვითონ წმინდა სამებაა ასეთი და გონებამიუწვდომლად უტკბესი) თავისი სიღრმით, სიდიადით, მოთმინებით, დიდსულოვნებით, სასწაულებრივი ძალით, სიძლიერით, ადამიანობით, სიალალით, სიკეთით, დაცემით, აღმაფრენით, აღდგომით და ხელახლა დაბადებით, ბავშვურობით, სიდინჯით, სინათლით, ბედნიერებით, სიცოცხლით, ტკივილებით, სიხარულით, სიტკბოთი, სითბოთი, მოსიყვარულებით, სისავსით, ურთიერთგაგებით; ორი ნახევრის ერთქმნით, ურთიერთგაძლიერებით, ერთმანეთის სიცოცხლით გამოკვებით, ერთი მეორის მოძრაობაში მოყვანით; ნებისმიერი, ზუსტად რომ ნებისმიერი წინააღმდეგობის ერთად და ერთმანეთით დაძლევით, ღვთის ურთიერთში ბრუნვით, მისი დანახვითა და მისით ურთიერთზიარებით, მისით გავსებით, მთების გადადგმით, ამ ძალითვე ყველაფრის შეძლებით, გამარჯვებით (დამარცხების არ მწამს), ღმერთქმნით. ადრე მრავალწერტილებს შეგნებულად იშვიათად ვხმარობდი, მაგრამ სწორედ, რომ მრავალწერტილებიცაა სიყვარული-იგი იწყება და უსასრულოდ, სულ უფრო იზრდება; თვით გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება. მხოლოდ და მხოლოდ იგია ერთადერთი უზენაესი კანონზომიერება, სხვა ყველაფერი მოჩვენებაა, აჩრდილია, არარაობაა. აბა, ყური დაუგდეთ მის უხმო ჟღერადობას-ეს უთქმელი მუდამ თქმულზე შეუდარებლად უფრო მეტის მთქმელია. მთავარია, ოდნავ ყური ათხოვოთ, რომ თქვენს წინაშე მანამდე უხილავი, უზარმაზარი და საოცარი სამყარო გადაიშლება. მისი ყველაზე მტკიცე საფუძველია სულიერი მეგობრობა. ამ ურყევ კლდეზე დამყარებულს დრო არ და ვერ ამარცხებს; ამაგრებს. ამ ყოველივეს გამოა, რომ სიყვარულის კენტად დატევა რამდენადაც არაადამიანურად ტკბილია, იმდენად არაადამიანურად ძნელი ასატანიცაა-ზეკაცურ სიღრმესა და მოთმინებას მოითხოვს. იმუნიტეტს კი რაც შეეხება, მზიური ღიმილი იცის-სახეს, გულს და სულს რომ გაგინათებს. თბები მაშინ

...ისევ დოჩანაშვილი: თბილია მისი მოთხრობები. უბრალო, უპრეტენზიო, კეთილი. ერთი, “თავფარავნელი ჭაბუკი” არაა მის ნოველებს შორის უპრეტენზიო. თითქოს სადაა, კეთილი, მაგრამ უზარმაზარი დინამიზმითაა გახსნილი გენიალური მესხური ლეგენდის ფაბულა. პირველი, რაც წავიკითხე მის ნაწარმოებთაგან, ეს ნოველა იყო. ერთ-ერთი ყველაზე გენიალურად უბრალო რამაა, რაც კი ოდესმე წამიკითხავს: ჭეშმარიტება, უზენაესი სიყვარული, გმირობა, წმინდა სამება. კარგი დასაწყისია.

თბილია დოჩანაშვილის მოთხრობები, რადგან იქ შენ ხშირად გხვდები:
“იმ ქუჩაზეც ხშირად ვარ...
- რომელზე?
- ის რომ ცხოვრობს...
, ,ის“ ერთი კარგი გოგოა, სიცილი და წითელი კაბა უხდება”

(“მუსიკოსი”. წითელი კაბა... ალბათ, ისიც ყველაზე ქალური ნიშნის ქვეშ იყო დაბადებული).

ისე კი, დოჩანაშვილში კი არა, ყველგან მხვდები. სტროფებს შორის, ბუნებაში. პილატეს ცოლ, თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ და ჭკვიან ქალ კლაუდიაშიც გხედავდი; აბელარის ელოიზაშიც; აუგუსტ შლეგელის მეუღლეშიც; შარლოტა ფონ შტაინშიც (გოეთეს გულის ვარდი), კოწიას მირანდაშიც (იერი ტყუპი გაქვს მასთან რამდენიმე წლის წინ გადაღებულ ფოტოდან “Lady in Red”); ოლღა გურამიშვილშიც, რომელიც ღირსეული მეგობარია დიდი ილიასი და ღირსეულად გააკეთა ის, რასაც მისი მართალი ფერი გააკეთებდა (ილიას მკვლელთა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი გამოვიდა და აპატია ეს საზარელი დანაშაული მათ, რამეთუ არ იცოდნენ, რა ჩაიდინეს). თითქოს არსად ჩანდა ეს დიდებული ქალბატონი, მაგრამ როცა გამოჩნდა, დაიქუხა; ისეთივე ძლიერი ხმით, როგორიც იყო თვითონ დიდი ილიას ცხოვრება. ერთმანეთის ტოლ-ფერნი იყვნენ და ამ ერთ ნაბიჯში გაცხადდა ამ ორი უდიდესი ადამიანის უდიდესი სულიერი მეგობრობა. ისინი კაცობრიობის უდიდეს მანდილოსანთაგანნი არიან.

ყველაზე ღირებული კი ისაა, რომ შენ ხარ შენ და არ ხარ არავინ სხვა-ხარ ცისკრის ახალი ვარსკვლავი. ეს ყველაფერი შენამდე დიდი ხნით ადრე-და იცი, რამდენი ვიარე? ცხრა კი არა, ყველა მთა შემოვიარე. არრა ხდება ისე.

აი, ახლაც: გვიანი ღამეა, სარკმელში ცას გავხედე და იქიდანაც ვერცხლისფრად გაბადრული მიღიმი. სავსე ხარ და მოსიყვარულე. ათასწლეულების სიღრმეში დაფარულ მისტერიებივით იდუმალია მთვარის სახე, მაგრამ მისი თვალები მაინც არაფერს მიმალავენ. მარტო შენ იცი და შეგიძლია იცოდე, თუ რამდენს მეუბნებიან ისინი.
... განა ეს ფიქრები ბევრი საუბარია? ღმერთის ენაზე განუზომლად მეტს გესაუბრები. უხმოდ. შენ იცი, სად, როგორ, როდის: არსად და ყველგან.

ახლა ჩოხელი მახსენდება:

“-ბებო, სიყვარული რა არის?
-სიყვარული არ ხარ, მა რა ხარ, ბებო გენაცვალოს?!”


ჰოდა, სიყვარულო.

...არა. ძალიან, ძალიან, ძალიან თბილია დოჩანაშვილის მოთხრობები.

1989 წლის 9 აპრილზე დაწერილ ნოველადან “ორნი აქა-იქ”:

“ციმციმ წაიყვანეს”

“საყვარელი შტერუკანა”

“ყუჩ იესოს”

“მიწა-კეთილი”

“მზე-მარიამი”

“დეიდა წმინდა ნინო”

“ყვავილხე”

”პატარა გოგონას დღიური: „ჩემი არავის ესმის...“ „დღეს კარგად წვიმდა...“ „მე მიყვარს...“ პატარა კაბა... პატარა ფეხსაცმელი... მძივი..”

“სურნელი ჰქონდა? ბარბაცებდი”.

”გოგონამ უკვე იცოდა წმინდა ნინოსგან რაღაცეები, მაგრამ ბევრ რამეს ვერა ხვდებოდა:
ო ანდა, ბარაბა რატომ განუტევეს? თვით იმის ნაცვლად...
ო ამ ბუჩქთან მოდი.
დიადი ბუჩქი ამოზრდილიყო რომ? თვალუწვდენლად უხვფოთლება, ისეთი ლამაზი და მშობლიური ფოთლები არსად ენახა, ფოთლები ესხა? - დედასავით, არსად ენახა იმდენი დედა, და ყოველ ფოთოლზე დედის სხვადასხვაგვარი, მალამოსავით სიტყვები ეწერა, წმინდა ნინომ კი ერთ-ერთი ხელისგულზე დაიდო, სახესთან ახლოს მიუტანა, რა ეწერა და:
„ბარაბა – განვრცობა“.
ო სულხან-საბასია, დეიდა წმინდა ნინო?
ო სულხან-საბაა, შვილო. და ეს მთავარი ბუჩქი შენი ენაა, მშობლიური, სამუდამოდ დალოცვილი მზე-მარიამისგან.
გოგონას აღარ შეეძლო მეტის ატანა, და შვების ბუჩქთან მივიდა, დადგა:

„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო“.

“დეიდა წმინდა ნინო, მე მეჩვენება, თუ საქართველო მართლა კარგია?
მხარზე დაედო წმინდანის ხელი:
- წამოდი, გაჩვენებ.
სად წაიყვანა და, ხალხის ჭალაში.
ირგვლივ, მდინარე დაბრუნავდა, წყაროზე წმინდა..
გაბრუებული იდგა გოგონა – ცეკვები ჰქონდათ? რომელსაც სხვა ვერ გაიგებდა: სხვა, დიდი-დიდი, აღფრთოვანებულიყო. სიმღერები ჰქონდათ? რომელსაც სხვა ვერ ჩასწვდებოდა, სხვა, დიდი-დიდი, აღტაცებულიყო. ფრესკები ჰქონდათ? მოიხიბლებოდნენ სხვებიც. ეკლესიები ედგათ? ციდან სულის მყარ მალამოდ დაკიდებულნი, გული ჰქონდათ რომ? სხვა ვერასდროს დააფასებდა.. და, დიადი ხალხური პოეზია ჰქონდათ ისეთი, რომლის გაგებაც სხვას არ ეწერა.”


წაიკითხეთ, ქართველებო-სიყვარულის, სითბოსა და ტკივილისაგან გულები დაგესერებათ:

“- მე ერთხელ იმის ძეგლს დიდი პამიდორი ვესროლე და შიგ მხარში მოვარტყი! -გახარებულმა წამოიძახა გოგონამ.
- თუთ... - გაუღიმა დეიდა წმინდა ნინომ, - შე ყაჩაღანა... შენ გენაცვალე, - გულზე ძალიან ფრთხილად მიიკრა გოგონას ჭრილობიანი თავი, თუმც იქ არავის არაფერი არა ტკიოდა”.

“ყუჩი გოგონა”

“ყუჩი სანთლები”

შემდეგ კი....
რა უბრალო, მაგრამ რა ღრმაა.



2007 წელი
კოკა

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Sep 6 2012, 06:15 PM

დოჩანაშვილის შემოქმედების თაყვანისმცემლებს: რომელიმეს თუ გაქვთ წაკითხული მისი "იოჰან სებასტიან ბახი"?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 6 2012, 07:26 PM

georgianeli
ეჰ არა sad.gif

ცალკეული მოთხრობები და ეხლა დავიწყე "სამოსელი პირველი" happy.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Sep 6 2012, 09:15 PM

არა, უშუალოდ დოჩანაშვილის "იოჰან სებასტიან ბახი" მინდა.
ღირს კითხვად, პასუხად და განსახილველად

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Sep 14 2012, 09:41 PM

??
დოჩანაშვილის შემოქმედების მჭერმეტყველნო, ახტუნგ, ახტუნგ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2012, 04:06 PM

"შიმშილავ"

ასე მიმართავდა ძალიან გამხდარ და აწოწილ გურამ დოჩანაშვილს კონსტანტინე გამსახურდია smile.gif

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: Jun 5 2014, 11:36 AM

ახლა "სამოსელ პირველს" ვკითხულობ და შემხვდა გუშინ ასეთი უკვდავი აფორიზმი smile.gif )))

ციტატა
- რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?
- ქალს? - სამი რამ უნდა ჰქონდეს კარგი - ხასიათი, ტან-ფეხი და სახე.


მე რა მაინტერესებს... საერთოთ არსებობს ასეთი სიტყვა - "ტან-ფეხი" - თუ არა? smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 5 2014, 12:14 PM

გულთმისანი
დიახ არსებობს. მე მაგალითად საუბრის დროს გამომიყენებია smile.gif როგორც თვალ-წარბი ან თუნდაც ხელ-ფეხი.

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: Jun 5 2014, 12:37 PM

ციტატა(G_saxva @ Jun 5 2014, 12:14 PM) *

გულთმისანი
დიახ არსებობს. მე მაგალითად საუბრის დროს გამომიყენებია smile.gif როგორც თვალ-წარბი ან თუნდაც ხელ-ფეხი.

გმადლობთ smile.gif
ალექსანდრო შემდეგ ასე ამბობს ამ სიტყვაზე:
ციტატა
- არა, მაინც რა უბედური გამოთქმა იყო - ტან-ფეხი...

და მე ასე გამიგია, რომ დუილიომ თვითონ გამოიგონა ასეთი სიტყვა ))

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 5 2014, 12:47 PM

გულთმისანი
არ წამიკითხავს სამწუხაროდ ეგ მოთხრობა და ვერ გეტყვი ავტორი რას გულისხმობს მაგ გამოთქმაში. სალაპარაკო ქართულში კი არსებობს ასიტყვა ტან-ფეხი, რომელსაც საკმაოდ დიდი გმაოყენება აქ ჩემი მხრიდან თუ ლამაზ გოგოს ვხედავ ტან-ფეხიანს biggrin.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jun 5 2014, 12:58 PM

ციტატა(გულთმისანი @ Jun 5 2014, 12:37 PM) *

ალექსანდრო შემდეგ ასე ამბობს ამ სიტყვაზე:

- არა, მაინც რა უბედური გამოთქმა იყო - ტან-ფეხი...

და მე ასე გამიგია, რომ დუილიომ თვითონ გამოიგონა ასეთი სიტყვა ))


არა, თვითონ არ გამოუგონია, ალექსანდროს ეგ კომენტარი იმან გამოიწვია, რომ დუილიო ყოველთვის "მაღალფარდოვნად" და გრძლად საუბრობდა ყველაფერზე, რაღაც მარტივ თემასაც ძალად გააფილოსოფიურებდა და გაპრანჭავდა... ახლა კი როცა მართლაც საინტერესო რამეზე ჩამოვარდა საუბარი (ქალზე და მის სილამაზეზე wub.gif ) დუილიომ რაღაც 6 სიტყვიანი წინადადება თქვა და თან ტან–ფეხიო, გეგონება რამე ცხოველს ან საგანს ახასიათებდეს და არა ადამიანს... ძაან მკვახედ მოუვიდა და არადუელიოსეულად biggrin.gif

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: Jun 5 2014, 03:04 PM

ციტატა(MIRDAT @ Jun 5 2014, 12:58 PM) *

არა, თვითონ არ გამოუგონია, ალექსანდროს ეგ კომენტარი იმან გამოიწვია, რომ დუილიო ყოველთვის "მაღალფარდოვნად" და გრძლად საუბრობდა ყველაფერზე, რაღაც მარტივ თემასაც ძალად გააფილოსოფიურებდა და გაპრანჭავდა... ახლა კი როცა მართლაც საინტერესო რამეზე ჩამოვარდა საუბარი (ქალზე და მის სილამაზეზე wub.gif ) დუილიომ რაღაც 6 სიტყვიანი წინადადება თქვა და თან ტან–ფეხიო, გეგონება რამე ცხოველს ან საგანს ახასიათებდეს და არა ადამიანს... ძაან მკვახედ მოუვიდა და არადუელიოსეულად biggrin.gif

მართლაც უბედურება გამოვიდა biggrin.gif

კაი, ბოლომდე უნდა წავიკითხო და მერე ჩემ აზრს გამოვთქვამ.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jun 8 2014, 12:35 AM

გულთმისანი
წაიკითხე და გაგვიზიარე შენი შეხედულება, მეც ჩავერთვები განხილვაში...

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: Jun 16 2014, 04:34 PM

ციტატა(MIRDAT @ Jun 8 2014, 12:35 AM) *

გულთმისანი
წაიკითხე და გაგვიზიარე შენი შეხედულება, მეც ჩავერთვები განხილვაში...

დავამთავრე... ვერ ვთქვამ რომ ყველაფერი გავიგე, მაგრამ შესანიშნავი ნაწარმოება არის უეჭვად. მაინც ბევრი კითხვაც დამრჩა, მაგალითად:
ციტატა
მერე დინჯად, აუღელვებლად ირჯებოდა: სქელი ფიცრები იპოვნა, მაგრად გადააბა თოკით, ორი ტოტი აასხიპა გადარჩენილ ხეს, ფიცარზე მიაჭედა, და პაწია ეჟვნები ჩამოკიდა ზედ. ეს მცირე ტივი მდინარეში შეაცურა, ნაპირზე ჩასობილ პალოს მიუბა. მერე ერთხელაც გახედა კანუდოსს, მშვიდად, მორჩილად თქვა: ეჰ, მენდეს მასიელ, კონსელეირო... ცრემლი მოადგა მომწვანოდ შეფერილ თვალებზე, ეჰ მანუელო კოსტა, მანუელ... - და დიდის კრძალვით წარმოსთქვა მერე - ეჰ, ზე მორეირა, ზე... ფრთიანი ქუდი მოიხადა, განზე ისროლა, მდაბლად დაუკრა კანუდოსს თავი, მერე მუხლამდე შეაბიჯა მდინარეში, ფიცრებზე გაწვა, რვად დაკეცილი მოსასხამი თავქვეშ ამოიდო, ჩექმის ჯიბიდან მაჩეტე ამოიღო, თოკზე არც დაუხედია, ისე გადაჭრა, და მდინარესავით ნელა დაიძრა მცირე ტივი, ეჟვნები მორიდებით აწკარუნდნენ - უკანასკნელი არტისტიზმი, და დონ დიეგომ აუჩქარებლად, საქმიანად გადაისერა ორთავე მაჯა, მაჩეტე გააგდო, ხელები ჩაჰყო მდინარეში. ნელინელ მიუყვებოდა ზვირთებს ეს უცნაური, ეჟვნებიანი არტისტული კუბო, და მდინარეში ორ მოვარდისფროდ მკრთალ ზოლს სტოვებდა, დონ დიეგო კი ყუჩად იწვა, უყურებდა ცას.

ა, ასე მშვიდად მიიცვალა სხვა დროს დიდ აყალმაყალთა ამტეხი, მეხუთე დიდი კანუდოსელი. ეს თვითმკვლელობა არ იყო, ეს - ძმათა ხათრით სიკვდილი გახლდათ, ეჰ, დონ დიეგო, დონ..."

მე ვერ გავიგე რატომ არ იყო ეს თვითმოკლელობა.

მარშალ ბეტანკურის პატრონი ვინ იყო? რომელსაც ოქროს ნატახს აძლევდა მარშალი?

კონსელეიროს შესახებ.
ციტატა
ხელები განზე გაშალა უცხომ, მენდეს მასიელმაც, მონუსხულმა, განზე გაშალა ორივე ხელი. გრეგორიო პაჩეკო და სენობიო ლўოსა უცხოს სახეს ვერა ხედავდნენ, ქალაქელი მენდეს მასიელი კი ისე კუშტად, ისე მრისხანედ მიუახლოვდა მგზავრს, დაშუბლზე მიადო შუბლი. და ასე იდგნენ, ხელებგაშლილნი, თავფეხიანა ერთმანეთს მიწებებულნი, მუხლი მუხლზე მიებჯინათ, და ისე ჯიუტად, ისე მრისხანედ ჩასცქეროდნენ ერთმანეთს თვალში. და შორით მოსული უცხო კაატინგას თუ ჰგავდა, რადგან ქალაქელი მენდეს მასიელი დაპატარავდა, დაკნინდა და დაიწრიტა, ოღონდ ბოლომდე მრისხანე ჰქონდა თვალი, და უცნაურმა მგზავრმა მთლიანად რომ შეისრუტა ბაზრობათა ქალაქის მენდეს მასიელი, ძვლებიც არ გამოუყრია მზეზე ისე, გაოგნებულ გრეგორიო პაჩეკოსა და სენობიო ლўოსას მიუბრუნდა და უთხრა:
- დღეის ამას იქით კონსელეირო დამიძახეთ. კონსელეირო მრჩეველსა ნიშნავს.
.

ეს თავად მენდესი. და ახლა ვნახოთ რას ამბობს მოლოქეზე:
ციტატა
-ჯერ ხნულში იდგა მოლოქე იგი, ისიც სხვასავით ჯერ გლეხი გახლდათ, იმის მეზობელს კი იანე ერქვა - ერთი თქვენსავით ჩვეულებრივი კაცი იყო... მაგრამ მოლოქემ ერთ დაწყევლილ დღეს თვალში შეხედა. საღამო იდგა და ძილისწინა მიყუჩებისას, დაღლილ იანეს სოხანეზე დაგებულ ცხვრის ტყავებისკენ რომ ეზიდებოდა ნამუშევარი, დგომით დაღლილი წვრილი ფეხები, თითქოს ახლახან გამოღვიძებულ მოლოქეს თვალებს წააწყდა, და შეეშინდა! და რადგან ჯერაც არ გაჩენილა ამქვეყნად ისეთი ბზარი, სადმე სხვაგან რაიმე რომ არ გაემაგრებინოს, იმ ყურებისას მოლოქე იგი - გოროზდებოდა, ღონეს იკრეფდა, უმაგრდებოდა წყეული გული, ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ და საცოდავი იანე კიდევ - პატარავდებოდა მთლად... ფუჰ, ლაწირაკი, და, უგუნურნო, თქვენ ყველას გგავდათ!

არა და ჰგვანან ერთმანეთს კონსელეირო და მოლოქე...

ლამაზ-ქალაქელი ედმონდო რატომ მოკვდა?
და ბოლოს და ბოლოს ჰალე რას ნიშნავს? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jun 16 2014, 05:14 PM

ციტატა(გულთმისანი @ Jun 16 2014, 04:34 PM) *

მე ვერ გავიგე რატომ არ იყო ეს თვითმოკლელობა.

ეგ საინტერესოა, ვერ გეტყვი, რატომ არ იყო, თუმცა მაგაზე ჩემი შეხედულება მაქვს და დავწერ რომ მოვიცლი.

ციტატა

მარშალ ბეტანკურის პატრონი ვინ იყო? რომელსაც ოქროს ნატახს აძლევდა მარშალი?

ლამაზ-ქალაქელი ედმონდო რატომ მოკვდა?

ამ კითხვებზე რომ გიპასუხო, 1 ხელ კიდევ უნდა გადავკითხო ეგ ადგილები, სამწუხაროდ ჩემი წიგნი, მეგობარს აქვს და კითხულობს dry.gif

ციტატა

და ბოლოს და ბოლოს ჰალე რას ნიშნავს? rolleyes.gif

არც არაფერს ჩემო გრანდჰალლეbiggrin.gif კამორელების ზრდილობიანი და აღმატებითი მიმართვის ფორმაა laugh.gif

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: Jun 16 2014, 05:23 PM

ციტატა(MIRDAT @ Jun 16 2014, 05:14 PM) *

არც არაფერს ჩემო გრანდჰალლეbiggrin.gif კამორელების ზრდილობიანი და აღმატებითი მიმართვის ფორმაა laugh.gif

მაშ ცუდი რა იქნებოდა, დომენიკო თუ ითქმიდა ხოლმე ჰალეს? rolleyes.gif
ციტატა
ჰალეს მოგცემ შენ, - ბრაზიანად წაისისინა კაცმა, - აღარ გავიგო შენგან ეს სიტყვა. მაგით დაიწყებ, და მერე თანდათან ისე აგიყოლიებენ, როოო... - ალექსანდროსავით გაწელა.

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: Jun 18 2014, 04:46 PM

"ზედამხედველი ნავოლე, როგორც ყოველთვის, პირღია იყო, ოღონდ დოყლაპია, რაღა თქმა უნდა, სულაც არ გახლდათ. უბრალოდ, პირით სუნთქავდა, ცხვირში ლაპარაკობდა, თითქოს ცხვირპირმა ერთმანეთის საქმეები გაცვალესო. ისე კი, საჭმელს მაინც პირითა ჭამდა და მრისხანედ გამობურცული თვალებით შესცქეროდა დომენიკოს".

რაღაც გამახსენდა ეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2017, 07:44 PM

"ერთხელ ჩემმა მეგობარმა ასეთი რამ მიამბო: იდგა თურმე წირვაზე ბატონი გურამი, ხელში ანთებული სანთელი ეჭირა და მოთმინებით ელოდა, როდის ჩაიწვებოდა, რომ ეზოში გასულიყო სიგარეტის მოსაწევად.

არ იქნა და არ ჩაქრა თურმე სანთელი, რომელიც, ჩვეულებრივ 15-20 წუთი იწვის; არ ისურვა უფალმა, წირვა დაეტოვებინა მწერალს და ეშმაკს მომსახურებოდა (აკი იტყვიან, სიგარეტის კვამლი ეშმაკის საკმეველიაო), თავისთან დაიტოვა, ჩანაფიქრზე ხელი ააღებინა, თავისი ძალა და უპირატესობა აჩვენა და საბოლოოდ აუვსო გული რწმენით".

/"კარიბჭე" N8, 2004, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2021, 03:22 PM

სიკვდილი ერთადერთია პოეტს, მწერალს, მღვდელს, პედაგოგს, იურუსტს რომ ათანაბრებს...
მთავარი მაინც ის არის, როგორ შევძლებთ ,,სამოსელი პირველით” შევიმოსოთ!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

გარდაიცვალა გურამ დოჩანაშვილი sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2021, 08:37 PM

"ზოგჯერ მეუბნებიან, ასაკი რომ გვემატება, სიკვდილი გვიახლოვდებაო. მე ვხუმრობ,ბახის და ჰენდელის ასაკის ვარ და რაღა დროს ჩემთვის სიკვდილის შიშია-მეთქი. ბახმა და ჰენდელმა ხომ იცით, თითქმის მთელი საუკუნე რომ იცოცხლეს?!... ჩემი ცხოვრების მანძილზე იცით რა მიქნა ღმერთმა?! სულ ხელჩაკიდებული მატარა და ასე გამხადა მწერალი".

/გურამ დოჩანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2021, 08:58 PM

"ირაკლი 22 წლისა წაიყვანა ღმერთმა. იცით რა ბიჭი იყო!.. მაგრამ არასოდეს მისაყვედურია ღმერთისთვის. მან იცის, ვისი ადგილი სად არის. ამისათვის ღმერთმა თინათინით დამაჯილდოვა. მე ორნი მზრდიან - იმ ქვეყნიდან ჩემი ირაკლი, ამქვეყნად - ეს "ჟულიკი" თინათინი. იგი მასწავლის, როგორ უნდა ვიცხოვრო".

/გურამ დოჩანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2021, 09:17 PM

"ირაკლი ჩემი შვილი კი არა, მამა გახდა.. მე კი - მისი შვილი... ის გზას მინათებს და ვცდილობ, ვიცხოვრო ისე, რომ როცა მის წინაშე წარვდგები, არ შემრცხვეს"

/გურამ დოჩანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2021, 08:31 PM

"მარტოობაზე ძვირფასი არაფერია. ესაა ფანტაზიისა და წარმოსახვის პირველი მეგობარი, რომელთანაც შეგიძლია იფიქრო, იოცნებო, შეთხზა. ნაღდ მარტოობას რა ჯობია. მე საათსაც ვერ ვიკეთებ წერისას - სხვა ხმაურზე აღარაფერს ვამბობ. ქუჩის ხმაურს რაღაცნაირადდ შევეჩვიე".

/გურამ დოჩანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 06:28 PM

"როცა ვწერ, უცხოელი მკითხველი სულაც არ მაგონდება, პირველ რიგში მე ჩემი ხალხისთვის ვწერ"

/გურამ დოჩანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 06:38 PM

"მიუხედავად იმისა, რომ მზის სითბოთი ჩვენ გათამამებულები ვართ, სულ მინდოდა იმაზე მეტი სითბო, ვიდრე ეს ბუნებამ მოგვცა და მთელი ჩემი შემოქმედება "ცოტა მეტი სითბოა" ან "ცოტა მეტი სითბოს" ძიება, სიყვარული"

/გურამ დოჩანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 06:48 PM

"ძალიან მეშინოდა სიყალბისა, ახლაც მეშინია. ჩემი შემოქმედება სიყალბის წინააღმდეგ ბრძოლაა. ვერ ვიტანდი სიტყვის გაყალბებას... მე დიდი გმირობა არ ჩამიდენია, მაგრამ სიტყვით არ მიმრუშია. არაფერი დამიწერია იმისთვის, რომ თანამდებობა ანს სხვა "სიამოვნებები" მიმეღო".

/გურამ დოჩანაშვილი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)