სიყვარული, ბრწყინვალების უფსკლული და მარადიულის გამარჯვება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, ბრწყინვალების უფსკლული და მარადიულის გამარჯვება |
Маиа |
Oct 13 2009, 04:23 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
როგორ თუ არ არსებობს სიყვარული არაა ეს?
- ბებოო? - რაო, შვილო? - სიყვარული რა არის? - სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს! -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
Atman |
Oct 13 2009, 06:25 PM
პოსტი
#22
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა - ბებოო? - რაო, შვილო? - სიყვარული რა არის? - სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
malemo |
Nov 24 2009, 11:55 AM
პოსტი
#23
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 30-October 09 წევრი № 7,669 |
მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, არ გეტანხმები ცემო კარგო.ერთხელ გაბრიელ ბერტან კალი მივიდა და უთხრა ცრემლის გვრით:მამა გაბრიელ კველაზე ცოდვილი ვარო. რაზეც ბერმა უპასვხა:შე ამპარტავანო შენ რა იცი ვინ როგორია ეს მხოლოდ გმერტმა იცის დამას რატომ უტოლებ ტავს მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, არ გეტანხმები ცემო კარგო.ერთხელ გაბრიელ ბერტან კალი მივიდა და უთხრა ცრემლის გვრით:მამა გაბრიელ კველაზე ცოდვილი ვარო. რაზეც ბერმა უპასვხა:შე ამპარტავანო შენ რა იცი ვინ როგორია ეს მხოლოდ გმერტმა იცის დამას რატომ უტოლებ ტავს |
Amuza |
Nov 24 2009, 11:09 PM
პოსტი
#24
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
შეიყვარეთ სიყვარული!
სიყვარული არის ღმერთი! სიყვარულია ის, რაც არას არ გათქმევინებს-- ეს უკვე ჩემიაა -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
KAIROS |
Nov 26 2009, 05:01 AM
პოსტი
#25
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
პავლეს ეპისტოლენი
პირველი კორინთელთა მიმართ თავი მეცამეტე 1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. 2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. 3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია. 4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; 5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; 6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; 7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. 8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა. 9. რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი წინასწარვმეტყველებთ. 10. ხოლო როდესაც მოიწევა სრულქმნილება, მაშინ განქარდება ნაწილობრივი. 11. როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს. 12. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები. 13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Amuza |
Nov 26 2009, 03:04 PM
პოსტი
#26
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. ძალის მომცემი სიტყვებია. მაძლიერებს. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Atman |
Apr 12 2010, 07:52 AM
პოსტი
#27
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
Apr 12 2010, 11:32 AM
პოსტი
#28
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
დიდო მგოსანო, მომიტევეთ კადნიერება, სულ პატარა ვარ მოარული ლექსის შარაზე, სიმართლე გითხრათ? არ არსებობს ბედნიერება და სიყვარულიც არ არსებობს ამ ქვეყანაზე . . . ყოჩაღ შენ KAIROS რა საჭირო დროს დაწერ ხოლმე ... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Atman |
Apr 12 2010, 11:39 AM
პოსტი
#29
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
მაგარი სიტყვებია და ვინმემ ინგლისურიდან თარგმნეთ რა, არაა დიდი
http://www.youtube.com/watch?v=-yFzCBIK-PY&feature=related ესეც რუსულად (ოღონდ სხვა ტექსტი): http://www.youtube.com/watch?v=oZ7j1sqTCAc -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Apr 12 2010, 12:26 PM
პოსტი
#30
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
დედა ტერეზე "მსახურების გზა":
არსებობენ უგუნური, ულოგიკო და ეგოისტი ადამიანები. ყველა შემთხვევაში აპატიეთ მათ. თუ თქვენ ამჟღავნდებთ სიკეთეს, ადამიანები კი გადანაშაულებენ საიდუმლო ანგარებიან ზრახვებში, მაინც გამოამჟღავნეთ სიკეთე! თუ პატიოსანი და გულახდილი ხართ, ადამიანები ხშირად მოგატყუებენ. მაინც პატიოსანი და გულახდილი იყავით! ის, რასაც წლობით აშენებდით, შეიძლება საათში დაინგრეს. მაინც აშენეთ! თუ თქვენ მოიპოვეთ უშფოთველი ბედნიერება, ბევრს შეშურდება თქვენი. მაინც ბედნიერი იყავით! სიკეთეს, რომელიც დღეს გააკეთეთ, ხვალ დაივიწყებენ, მაგრამ მაინც აკეთეთ სიკეთე! გაუზიარეთ ადამიანებს საუკეთესო რაც გაქვთ, ეს არასოდეს არ იქნება საკმარისი. და მაინც ისევ გაუზიარეთ საუკეთესო რაც გაქვთ! ბოლოს და ბოლოს ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ადამიანებს კი არა თქვენ გჭირდებათ და ღმერთს. ილოცეთ ერთად და იყავით ერთობაში! სიცოცხლე შესაძლებლობა. გამოიყენეთ იგი! სიცოცხლე ბრძოლაა. გაუძელით მას! სიცოცხლე სილამაზეა. აღფრთოვანდით მისით! სიცოცხლე ბედნიერებაა. შექმენით იგი! სიცოცხლე მოვალეობაა. აღასრულეთ იგი! სიცოცხლე ნეტარებაა. შეიგრძენით იგი! სიცოცხლე სიყვარულია. დატკბით მისით! სიცოცხლე ტრაგედიაა. გადალახეთ იგი! სიცოცხლე ოცნებაა. აისრულეთ იგი! სიცოცხლე თამაშია. გაიმარჯვეთ მასში! სიცოცხლე გამოწვევაა. მიიღეთ იგი! სიცოცხლე სიმდიდრეა. გაუფრთხილდით მას! სიცოცხლე ძალიან მშვენიერია. ნუ დაღუპავთ მას! სიცოცხლე საიდუმლოა. შეიცანით იგი! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
terra |
Apr 12 2010, 02:08 PM
პოსტი
#31
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ოქროს სიტყვებია. Atman -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
newbie |
May 2 2010, 08:04 PM
პოსტი
#32
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
როგორ თუ არ არსებობს სიყვარული არაა ეს? - ბებოო? - რაო, შვილო? - სიყვარული რა არის? - სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს! : ))) უი ყოფილა სიყვარული, : )) მე კიდევ მეგონა არ არსებობდა.. კიარადა არსებობს და საოცარია ალბათ, მაგრამ ვინმეს უნახავს..? ანუ ურთიერთობებში ძირითადად არ ჩანს 'მიყვარს', არის 'მინდა' ან არის 'მაწყობს', ნუ თუ ორივე ერთადაა მთლად უკეთესი : P, და თუ ამ რომელიმესთან კითხვის ნიშანი გაჩნდა იბზარება ურთიერთობა, მაგრამ სიყვარული ? სხვა კონკრეტული ადამიანის მისი თვისებებით, ინდივიდუალობით, უბზარავი შესაბამისად, ესეთი რამე გინახავთ? იავი ქომფლიქეითიდ |
izi-bartki |
May 2 2010, 09:25 PM
პოსტი
#33
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
რაღაც წერა მომინდა...
მოგენატრა ციცინათელები? - სიყვარული? - ჰო... - სიყვარულს ნაჩუქარ ყვავილებში ვერ იპოვნი და არც ცივ ასფალტზე დანთებულ ცეცხლის გულში დაგხვდება, სიყვარული რაღაც სხვაა, დიდი და დაუტევნელი. მთლიანი არსებაა, ცოცხალი და ნამდვილი. სიყვარულიც ისევე სუნთქავს როგორც ჩვენ, ყველანი, უჩქარდება გული, თვალები უბრწყინავს და უხარია, - სტკივა კიდეც. სიყვარული სანთლის შუქზე დაწერილ პიესას გავს ----- უკვდავია, უბრალოდ, დროდადრო ძალის მოსაკრებად იძინებს. ზოგჯერ ყველაზე დიდი მდუმარებაა ან პირიქით, - ქმედება და ქაოსია. . . სიყვარული ღმერთიცაა და ადამიანიც, ცაც და ჰაერიც, დაგუბებული ტბაც და პაწიას ღიმილიც, არტერიაა, არა, უფო მეტი - სისხლივით შეუცვლელია. თბილი თითების შეხებაა სახეზე და ჟრუანტელი მთელს სხეულში. თავზეხელაღებულია მეკობრესავით და ცრემლებივით უმართავი. - . . . smile.gif - ცრემლებზე რატომ გეღიმება? გული სიყვარულის საბუდარია, იმიტომ რომ, გულში, ყველაზე მეტად თბილა, თუმცა დრო სჭირდება ნაჭუჭის გამოსამტვრევად, ნაჭუჭი ეგოიზმია და არ უშვებს სიყვარულს თავის ნამდვილ სამყოფელში, სამყოფელი - სულია, სული კი ყველაფერი! როგორ ციმციმებენ სიყვარულით სავსე სულები, ისინი ყოველთვის ციცინათელები მგონია, ლამპიონებივით თვალებს არ გჭრიან და ყოველთვის თავისკენ გიზიდავენ, განსაკუთრებით ღრუბლიან ღამეში, როცა მთვარე იმალება და უკუნეთი სიბნელეა, ანათებენ მბჟუტავი შუქით, სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვენ, უბრალოდ, შუშის ქილაში არ უნდა გამოამწყვდიო, თუ მოუნდება თავად მოფრინდება და შენს ეზოში დასახლდება. . . ოოოჰ, რამდენი მალაპარაკე. . . რაო, მოგენატრა ციცინათელები?Dდაელოდე და მოფრინდებიან, - როდის? - გაზაფხულზე ან ზაფხულში, ან იქით გაზაფხულზე ან იქით ზაფხულში, აბა მე რა ვიცი როდის? ი.ბ. 19.02.2010. ეს პატარა სიყვარული, ჩემებურად მალე სხვასაც შემოგთავაზებთ (გაუმჯობესებულ ვერსიას ეს ჩანახატებში კი დავდე, მაგრამ, შემიტყუა თემის სათაურმა და აქაც დავდებ თქვენის და მოკრძალებული ნებართვით -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
marine |
Oct 17 2014, 09:48 PM
პოსტი
#34
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„როდესაც მძიმე სიტყუაციაში მოხვდება ადამიანი, გამოცდას აბარებს.
ქმედითი სიყვარული, თავგანწირვა, ასეთ წუთებში მჟღავნდება. როდესაც ვამბობთ, ესა თუ ის ადამიანი თავგანწირულიაო, ცხადია, ხიფათის ჟამს ის საკუთარ თავს არაფრად აგდებს და სხვებზე ფიქრობს. ...ანდაზაც ხომ გვეუბნება, „მეგობარი ჭირში იცნობაო“. თუ ახლა, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგალითად, ჭურვები დაიწყებს ცვენას, მაშინვე აშკარა გახდება, ვინ ფიქრობს სხვებზე და ვინ - საკუთარ თავზე. ვინც მიჩვეულია მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრს, მძიმე წუთებში ისევ საკუთარ თავზე იფიქრებს და ღმერთიც აღარ იფიქრებს მასზე. და თუ ვინმე მიჩვეულია სხვებზე ფიქრს, ის ხიფათის დროსაც სხვებზე იფიქრებს. მაშინ აშკარა გახდება, ვის აქვს ჭეშმარიტი თავგანწირვის უნარი და ვინ - თავისმოყვარეა“. /მამა პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
Nov 25 2014, 03:38 PM
პოსტი
#35
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
რომ ამბობენ სიყვარული ღმერთიაო რას ნიშნავს ეეს? ვინც მიყვარს მასში ღმერთს ვხედავ?
არ ვიცი რა ვქნა ერთი გოგონა მომწონს ძალიან, მაგრამ ვერ გამირჩევია რატომ, ფიზიკურობა, სულიერება თუ ორივე ერთად ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება უცნობი ადამიანის სული მოგეწონოს? მე ხომ არ ვიცი ის როგორია სინამდვილეში? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
sanfol |
Nov 25 2014, 06:01 PM
პოსტი
#36
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
დაწერეთ რამე
-------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
Nov 25 2014, 06:14 PM
პოსტი
#37
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
რომ ამბობენ სიყვარული ღმერთიაო რას ნიშნავს ეეს? ვინც მიყვარს მასში ღმერთს ვხედავ? არ ვიცი რა ვქნა ერთი გოგონა მომწონს ძალიან, მაგრამ ვერ გამირჩევია რატომ, ფიზიკურობა, სულიერება თუ ორივე ერთად ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება უცნობი ადამიანის სული მოგეწონოს? მე ხომ არ ვიცი ის როგორია სინამდვილეში? ახლოს რომ გაიცნობ, მერე მიხვდები თუკი გაქვთ საერთო ინტერესები, ინტელექტი, მსოფლმხედველობა... ფიზიკურად მოწონება ერთია და სულიერად მოწონება მეორე... საერთოდ ძალიან არ უნდა გაგიჟდე და გადაირიო ყველა ადამიანში არის ნაკლოვანება... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
Nov 25 2014, 09:12 PM
პოსტი
#38
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
შეუძლებელია მოიხიბლო უცნობი ადამიანის სულიერებით? თავს ვატყუებ ამით და მხოლოდ ფიზიკურად მომწონს ის გოგონა?
-------------------- მშვიდობა თქვენდა
|
G_saxva |
Nov 26 2014, 09:11 AM
პოსტი
#39
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
sanfol
ციტატა შეუძლებელია მოიხიბლო უცნობი ადამიანის სულიერებით? თავს ვატყუებ ამით და მხოლოდ ფიზიკურად მომწონს ის გოგონა? ფიზიკურად რომ მოგწონდეს ეგ პრობლემაა? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
sanfol |
Nov 26 2014, 06:20 PM
პოსტი
#40
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
G_saxva
არა არაა პრობლემა მაგრამ კარგი იქნებოდა სულიერიც ყოფილიყო როგორ გავარჩიო ეს ორი? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი