წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
N. R. |
Aug 23 2007, 01:56 PM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი
მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი. ყოველთვის ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ მფარველობას. დიდი ხნის მანძილზე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მის მიმართ ვერაფრით ამეხსნა, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრების შესახებ დიდი წიგნი ვიყიდე და დაბადების თარიღად ამოვიკითხე 1 აგვისტო, ჩემი დაბადების დღე არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, მაგრამ ჩემთვის მართლაც სასწაული იყო; საქმე იმაში გახლდათ რომ სადაც მისი ცხოვრება წამეკითხა, ყველგან 19 ივლისი ეწერა. დარწმუნებული ვარ ფორუმზე ბევრისთვის საყვარელი წმინდანია -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
.ნინო |
Aug 23 2007, 04:03 PM
პოსტი
#2
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
წმიდა სერაფიმე საროველის მიერ აღსრულებული სასწაულები
1. პოლტავოს ეპარქიის მოძღვრის 1898 წლის ჩანაწერებში ვკითხულობთ: ჩემი მეუღლე ცხელებით ავად გახდა, რასაც კბილის ტკივილიც დაერთო. იგი შუა ოთახში იწვა, მე კი სამზარეულოში ხმამაღლა ვკითხულობდი წიგნს მამა სერაფიმეს ცხოვრებასა და მისი სასწაულებრივი კურნებების შესახებ. შემდეგ გადავწყვიტე, მელოცა და მეთხოვა მამა სერაფიმესათვის ჩემი ავადმყოფი მეუღლის განკურნება. სანამ ხატების ოთახში გავიდოდი, მივედი ჩემს მეუღლესთან, მივუტანე ტუჩებთან მამა სერაფიმეს სურათი, იგი ემთხვია. ამის შემდეგ ვილოცე და სამზარეულოში დავბრუნდი, ცოტა რომ მეჭამა. ჩემს ცოლს ჩასძინებოდა. 10-15 წუთის შემდეგ იგი ადგა და საჭმელი მოითხოვა. მანამდე ორი დღე-ღამე ვერაფერს ჭამდა. მან განაცხადა, რომ სავსებით ჯანმრთელია და არაფერი აწუხებს. მე ვუთხარი, რომ მამა სერაფიმეს უნდა უმადლოდეს გამოჯანმრთელებას და ორივემ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით საროვოში და სამადლოებელი ლოცვა გადაგვეხადა. 2. 1900 წელს მამა სერაფიმეს ლოცვებით აღრსულდა შემდეგი სასწაული. დივეევოს მონასტრის ახალგაზრდა მორჩილი, 22 წლის მარიამ მოროზოვა ავად გახდა. მისი დედა, მონაზონი სერაფიმა, მანამდე ამჩნევდა, რომ რაც არ უნდა ეთქვათ მარიამისთვის, იგი აუცილებლად საწინააღმდეგოს უპასუხებდა. მდგომარეობა თანდათან რთულდებოდა. დაეწყებოდა შეტევები, ადამიანებს ესხმოდა თავს და იმდენად დაუმორჩილებელი იყო, რომ რამდენიმე ადამიანი ძლივს აკავებდა. ბოლოს და ბოლოს ექიმმა იგი სულიერ ავადმყოფად გამოაცხადა და ურჩია დედებს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოეთავსებინათ. ქვემო ნოვგოროდში გამგზავრების წინ რჩევისათვის იღუმენიამ ნეტარ პრასკოვიასთან გაგზავნა დები მონასტერში. ნეტარმა უთხრა: წაიყვანეთ, დაავადება მაინც მასთან დარჩება, მე ფეხი მტკიოდა და მოხუცმა მიშველა. რომელმა მოხუცმა? ჰკითხეს დებმა. სერაფიმემ, რა თქმა უნდა, და მისმა წყარომ. იქ წაიყვანეთ. ავადმყოფი ქვემო ნოვგოროდის ნაცვლად საროვოში წაიყვანეს წყაროზე. წყაროზე სამი განბნვის შემდეგ იგი სავსებით განიკურნა. -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მართა |
Sep 5 2007, 04:45 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
მე ამ ბოლოდროინდელ სასწაულს მოგოთხრობთ სერაფიმე საროველის მიერ აღსრულებულს რომელიც ჩემდა გასაკვირად არ არის გაჟღერებული!ვისაც ეს შეემთხვა მინდა პირადად ვინახულო და მერე უფრო დაბეჯითებით მოგითხრობთ მაგრამ მანამდე გულმა არ მომითმინა:
მოკლედ,ქ.ქუთაისში წმ.გიორგის სახელობის ტაძრის ერთ-ერთ მრევლის წევრს ფეხზე წყლულები გაუჩნდა და ექიმები ვერა და ვერ ახერხებდნენ მის მორჩენას,ეს ქალბეტონი მიეცა ხანგრძლივ ლოცვას და რის ვაი-ვაგლახით ფეხზე მდგომი ცდილობდა ელოცა როგორც კი ტკივილები დაეწყებოდა,ჩაუქრობლად ანთებდა კანდელს სერაფიმე საროველის სახელზე და მის დაუჯდომელს კითხულობდა.ერთ დღესაც გადაწყვიტა მის ტაძარში წასულიყო და თეატრის გვერდზე ჩამოვიდა (ვინც იცის დასახელებული ტერიტორია მიხვდება) ჰოდა იქედან ფეხით აპირებდა მისვლას გადადგმულიც არ მქონდა ნაბიჯიო ჯიპს გაუჩერებია და უთხოვია მისთვის წმ.გიორგის ტაძარი აქ სადააო?ამ ქალმა უპასუხა მეც იქ მივდივარ შვილო აქვეაო და ჩაჯდა ჯიპში.ეს კაცი გაეცნო და მოუთხრო რომ რუსეთიდან ახალი ჩამოსულია თბილიოსელი და იგი ამ ტაძარში მლოცველ ქალს ეძებს რომელთანაც მალამო გამოატანეს.უფლება არ მაქვს მონაზვნების თხოვნა არ შევასრულო და ამიტომ პირადად ჩამოვედიო, საქრთველოში რომ ვბრუნდებოდი ამის გამო გამომატანესო,ვინ ქალიაო ამას უკითხავს და მის სახელს და გვარს არ ეუბნებაა,შოკში ჩავარდიო იხსენებდა ეს ქალი ამ კაცს თან დაუყოლებია გადაეცით რომ მისი თხოვნა შეისმინა წმ.სერაფიმემ და სულ მალე მორჩებაო.ტაძარი რა თქმა უნდა სერაფიმე საროველის სახელობის იყო და ეს კაცი მის მოსალოცად ბრძანდებოდა მონაზვნებს რომ უთხოვიათ საქართველოში ამა და ამ ქალაქში უნდა ჩაიტანოთ ეს მალამოო.როგორია? მე ვაპირებ ამ ქალთან გასაუბრებას და უფრო დაზუსტებით მერე მოგახსენებთ. -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
დავით ივერიელი |
Sep 5 2007, 04:52 PM
პოსტი
#4
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
ციტატა ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი. ნაცნობი სიტუაციაა... მეც ყოველთვის მას ვთხოვ მეოხებას უფლის წინაშე.. .და დღემდე თვეში ერთხელ ვკითხულობ მის დაუჯდომელს... -------------------- მერე რა რომ . . .
|
ნათია |
Sep 5 2007, 04:54 PM
პოსტი
#5
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ანემზიანი არქიეპისკოპოსი ინოკენტი: „ღირსი სერაფიმეს სახით ჩვენ მოგვევლინა ჩვენი წმიდა და ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებელი, მსასოებელი და მეოხი ჩვენი, მოძღვარი, რომელსაც უნდა ვბაძავდეთ და რომელიც ამავე დრობით ფრთაშესხმულნი ჩვენ მაინც არ გამოვფხიზლდებით ცოდვის ძილისაგან და ჭეშმარიტების იმ გზას არ დავადგებით, რომლითაც იგი ამაღლდა ზეცად, ვერც ზენაარ მამულს დავიმკვიდრებთ მისი შეწევნით“.
P.S. უსაყვარლესი წმინდანია -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ქავთარაძე |
Sep 5 2007, 04:58 PM
პოსტი
#6
|
დაურეგისტრირებელი |
N. R.
უი მე გერგეთის ექსკურსიაზე წავიკითხე მისი ცხოვრების მცირე ნაწილი დავით ივერიელის წიგნში და დათომ მარტო მისი სწავლებანი მაჩუქა , ის წიგნი ვერ წავართვი მოხიბლული ვარ ამ წმინდანის ცხოვრებით პ.ს ისე ყველა წმინდანი ძალიან უნდა გიყვარდეს |
ნათია |
Sep 5 2007, 05:01 PM
პოსტი
#7
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
საროველი სასწაულთმოქმედის, ღირსი მამა სერაფიმეს სახელი განთქმულია მთელს რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ იგი თითქმის ჩვენი თანამედროვეა, მას თაყვანს სცემენ საყოველთაოდ ცნობილი ძველი წმიდანების თანაბრად.
სერაფიმე საროველი დაიბადა 1759 წლის 19 ივლისს ქალაქ კურსკში, კეთილმორწმუნე და შეძლებული მშობლების - დიდვაჭარ ისიდორე მოშნინისა და მისი მეუღლის - აღათიას ოჯახში. მისი ნათლობის სახელი იყო პროხორი. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ქავთარაძე |
Sep 5 2007, 05:03 PM
პოსტი
#8
|
დაურეგისტრირებელი |
ციტატა რომ იგი თითქმის ჩვენი თანამედროვეა, მას თაყვანს სცემენ საყოველთაოდ ცნობილი ძველი წმიდანების თანაბრად. ვერ მივხვდი ჩვენ ხომ ყველა წმინდანს თანაბრად უნდა ვცეთ თაყვანი ? |
xornabujeli |
Sep 6 2007, 05:02 AM
პოსტი
#9
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
მეც ძალიან მიყვარს ეს წმინდანი,შეგვეწიოს ყველას მისი ლოცვა.სხვათა შორის ჩემს სოფელში არის მისი სახელობის მონასტერი,რუსების მიერ 19-საუკუნეში აშენებული,ამჟამად ყოველკვირას ვერ სრულდება იქ წირვა-ლოცვა,რადგან მოსაწესრიგებელია საკურთხეველი და ბევრი სხვა რამ ,რასაც გარკვეული ფინანსები სჭირდება.ისე ვისაც სურვილი ექნება შეეწიოს ამ მონასტრის აღდგენას,დამიკავშირდით და მე დაგაკავშირებთ მოძღვართან ვინც ამ ეკლესიაში დრო და დრო აღავლენს ლოცვებს.ეს ეკლესია მდებარეობს ბოდბის ეპარქიაში,კერძოდ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში(კომუნისტების დროს ამ სოფელს ერქვა ჯაფარიძე,რასაც ახლაც ასე ეძახის უმრავლესობა.ხოლო სამრეკლო მისი ისტორიული სახელია).აქვე ვდებ სერაფიმ საროველისადმი სავედრებელ ლოცვას:
"სავედრებელი ლოცვა ღირსისა მამისა სერაფიმე საროველისადმი ჰოი, დიდად სათნომყოფო უფლისა, ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო სერაფიმე! მოიხილე საყდრითა დიდებისათა ჩვენ უძლურთა და უღირსთა მრავალთა ცოდვათა გამო ტვირთმძიმეთა, შენისა ლოცვისა და ნუგეშინისცემისა მთხოვნელთა ზედა, შეგვიტკბე ჩვენ გულმოწყალებისა შენისათვის და შეგვეწიე, რაჲთა ქრისტეს მცნებანი უმანკოდ დავიცვად, სარწმუნოება მართლმადიდებლობისა მტკიცედ ვიპყრათ, სინანული ცოდვათა ჩვენთათვის უფალსა გულწრფელად მივართვათ და ღმრთისმსახურებასა შინა წარვემატებოდეთ, რაჲთა ღირსნი ვიქმნეთ ლოცვათა შენითა წინაშე ღმრთისა ჩვენთვის შეწირულისა. ჰოი, წმიდაო ღმრთისაო, შეისმინე ჩვენი, შენდამი სიყვარულითა და სარწმუნოებითა ლოცვათა შემწირველთა და ნუ მომიძაგებ, ჩვენ, რომელნი ვითხოვთ შეწევნასა შენსა: აწ და ჟამსა აღსსრულებისასა შეგვეწიე ჩვენ და გარე შეგვზღუდე ლოცვითა შენითა მზაკვართა ეშმაკთა ზედა დასხმისაგან, რაჲთა არა გვეუფლნენ წინააღმდგომნი სულნი ბოროტნი, არამედ ღირს ვიქმნეთ მეოხებითა შენითა დამკვიდრებად სასუფეველსა ცათასა. შენზედა დაგვიძს სასოებაჲ ჩვენი მამაო მოწყალეო, გვექმენ ჩვენ მმართებლად გზასა ზედა ხსნისასა, რაჲთა წინამძღოლობითა შენითა მივიწივნეთ დაუღამებელსა ნათელისა საყდარსა ყოვლადწმიდისა სამებისასა, რომელსა ვუგალობთ და ვადიდებთ ყოველთა წმიდათა თანა, ყოვლად თაყვანისსაცემსა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჰოი უსაკვირველესო მამაო სერაფიმე, საროვოს დიდო სასწაულთმოქმედო, სწრაფლშემსმენო შენდა მოლტოლვილთაო! ჟამსა ამას სოფელში მოღვაწებისასა არავინ არს წარსულ შენგან უნუგეშოდ და სევდიან, არამედ ყოველთათვის საამო იყო ხილვა სახისა შენისა და კეთილ მითვალულ ხმა ბაგეთა შენთა, ნიჭი კურნებისა მჭვრეტელობისა, უმწეოთა სულთა წამლობისა უხვად არს შენში, ყოვლად ნეტარო, ოდეს უფალმა მოგიწოდა შენ, ღირსო მამაო სერაფიმე ზეციურ განსვენებისათვის, სიყვარული შენი არა დაუტევე ჩვენგან, არამედ აღურაცხელ არიან საკვირველებანი შენნი და ურიცხვ ვითარცა ვარსკვლავნი ცისანი, ღირსო მამაო, საკვირველმოქმედო სერაფიმე, სასოებით გიღაღადებთ: უწყნარესო და მშვიდო წმიდაო ღმრთისაო, უფლისადმი შემმართებელო მლოცველო, შენდა შევრდომილნი შეწევნასა შენსა ვითხოვთ: მიართვ მადლმოსილი ლოცვაჲ შენი ჩვენ ცოდვილთათვის უფალსა ყოვლისა მპყრობელსა, რაჲთა აცხოვნოს სულნი ჩვენნი, განამტკიცოს სამშობლო ჩვენი,მოგვანიჭოს ყოველი კეთილი ამა ცხოვრებასა შინა და უმჯობესი სულისა ჩვენისა, დაგვიფაროს ცოდვით დაცემისაგან და მოგვმადლოს ნიჭი ჭეშმარიტი სინანულისა, რაჲთა დაუბრკოლებლად მივიწივნეთ სამარადისოსა სასუფეველსა ცათასა, სადაცა დაუსრულებელ არს წარუვალი ნათელი დიდებისა მისისა და ჩვენცა ყოველთა წმიდათა თანა შევასხმიდეთ გალობასა, პატივსა და თაყვანისცემასა, ყოვლადწმიდასა ერთარსსა, ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა, საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ. ჩემი მობილურია:899-925-129 -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
დათიკო |
Sep 6 2007, 09:31 PM
პოსტი
#10
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მომწონს მისი ხატი, სამების ტაძარში რომ არის. ალექსი II ს ნაჩუქარი.
შეგვეწიოს |
catherina_10 |
Sep 26 2007, 01:26 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
|
N. R. |
Jan 15 2008, 01:28 PM
პოსტი
#12
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
დღეს სერაფიმ საროველის ხსენების დღეა, ყველას გილოცავთ
-------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Маиа |
Jan 15 2008, 05:23 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
მეც გილოცავთ ყველას წმინდა სერაფიმ საროველის ხსენების დღეს!
დღეს ვემთხვიე წმინდა სერაფიმ საროველის ხატს, როგორც მომიყვეს წმ. გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიასთან ახლოს იყო ნაპოვნი თოვლში, გაყინული... ძველი ხატია. ზუსტად ვერ გეტყვით რომელი საუკუნისაა... მაგრამ ესეც რაღაც სასწაულია მაინც -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
llaasshhaa |
Jan 16 2008, 10:19 PM
პოსტი
#14
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
დღეს მაჩუქეს წმინდა სერაფიმს ხატი უბედნიერესი ვარ
-------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
თათარაშვილი |
Jan 16 2008, 10:19 PM
პოსტი
#15
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
მიყვარს ეს წმინდანი
|
მნათე |
Jan 16 2008, 11:54 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მამა სერაფიმე
ყოველთვის მამით მივმართავ... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ket_ketevani |
Jan 17 2008, 02:01 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 1-July 07 მდებარ.: somewhere over the rainbow... წევრი № 2,360 |
-------------------- "გულწრფელი ღიმილი მთქნარებასავით გადამდებია".
----------------------------------------------------- "დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო!" !!! /გ.დოჩანაშვილი/ |
llaasshhaa |
Jan 18 2008, 02:36 AM
პოსტი
#18
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
ket_ketevani
შენც ისე რა მაინტერესებს იცით ბევრ წმინდანს ხო მოუხდენია სასწაული ზოგს ბრმა გაუკურნია ზოგს რა ზოგს რა ილია 2 გაუკეთებია რამე სასწაული? -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
makiki |
Mar 4 2008, 08:11 PM
პოსტი
#19
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
წმინდა სერაფიმ საროველი ნამდვილად დიდი მადლის მქონეა,ყველას გვფარავდეს მისი მადლი
-------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
N. R. |
Mar 9 2008, 07:36 PM
პოსტი
#20
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
მეც გილოცავთ ყველას წმინდა სერაფიმ საროველის ხსენების დღეს! დღეს ვემთხვიე წმინდა სერაფიმ საროველის ხატს, როგორც მომიყვეს წმ. გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიასთან ახლოს იყო ნაპოვნი თოვლში, გაყინული... ძველი ხატია. ზუსტად ვერ გეტყვით რომელი საუკუნისაა... მაგრამ ესეც რაღაც სასწაულია მაინც შეგიძლია უფრო ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდო? ნათ, 19 ივლისი ძველი სტილითაა, სინამდვილეში 1 აგვისტოსაა დაბადებული -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი