მამა პაისი მთაწმინდელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა პაისი მთაწმინდელი |
marine |
Jul 28 2017, 10:59 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1988 წელს მთელი საბერძნეთი ააღელვა სკორსეზეს ფილმმა "ქრისტეს უკანასკნელი ცთუნება". ელადის ეკლესიამ გადაწყვიტა, ორდღიანი საპროტესტო აქცია ჩაეტარებინა და ათონის მთასაც მოუწოდა. ბევრი უარობდა - ეს ფილმის რეკლამა იქნებაო.
მამა პაისი ათონელის აზრი სრულიად საპირისპირო გახლდათ: "ხატმებრძოლობის დროს კონსტანტინოპოლის ოქროს კარებთან ათმა ქრისტიანმა მტკიცედ დაიცვა ქრისტეს ხატი და მისი გულისთვის ეწამნენ კიდეც. ახლა, როცა ილანძღება სახე ქრისტესი - გულგრილნი არ უნდა დავრჩეთ. ჩვენ, ასეთ "გონიერ" და "განმსჯელ" ადამიანებს, იმ ეპოქაში რომ გვეცხოვრა, იმ ათ ქრისტიანს ალბათ ვეტყოდით: "ასე მოქცევა არასულიერი საქციელია. ყურადღებას ნუ მიაქცვთ იმ კაცს, ხატის ამოსაგდებად კიბეზე რომ მიცოცავს. ხოლო როცა მდგომარეობა შეიცვლება, მაგ ადგილას სხვა, უფრო ბიზანტიურ ხატს დავკიდებთ". სწორედ ესაა საშინელება! ჩვენს დაცემას, ჩვენს ლაჩრობას, კარგად და მყუდროდ ცხოვრების ჩვენეულ სურვილს რაღაც ამაღლებულად ვაცხადებთ". მამა პაისის მაგალითმა გაამხნევა ათონელი ბერები. ასამდე მამა შეუერთდა სალონიკში ქრისტიანთა აქციებს, პროტესტმა შედეგი მოიტანა - საბერძნეთის ხელისუფლებამ აკრძალა ამ ფილმის ჩვენება." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 2 2017, 12:08 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პაისი არა მარტო შეიგრძნობდა კეთილსურნელებას, არამედ თვითონ გახდა "კეთილსურნელება ქრისტესი". საღმრთო მადლი უამრავჯერ გასცემდა მას კეთილსურნელებით, რომელიც, როგორც "მირონი გარდამომდინარე", მიმოიფრქვეოდა მისგან, მისი პირადი ნივთებიდან, ადგილიდან, სადაც ის ცხოვრობდა და აუწყებდა სხვებს მის წმინდანობას."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 13 2017, 11:37 AM
პოსტი
#43
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ის სიტყვები, მამა პაისი გაჭირვებულს რომ ანუგეშებდა, შეიძლება სხვამაც თქვას, მაგრამ მის ნათქვამს სხვა ძალა ჰქონდა, რომელიც ადამიანებს ღვთის ძალას გადასცემდა."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 19 2017, 01:39 PM
პოსტი
#44
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
უცხო ენებზე მოსაუბრე
"ცნობილია, რომ მამა პაისიმ ბერძნულის გარდა არც ერთი ენა არ იცოდა, მაგრამ, როცა საჭიროება მოითხოვდა, შეეძლო უცხო ენაზე მოლაპარაკეთა ნათქვამის გაგებაც და მათ ენაზე საუბარიც. "ერთხელ მამა პაისის კალივაში ვიჯექი, - ჰყვება მამა ე.კ., - ჩემთან ერთად სამი სტუმარიც იყო, მათ შორის ერთი ფრანგი, რომელმაც ერთი სიტყვა ბერძნული არ იცოდა. როცა მისი რიგი მოვიდა, მამა პაისისთან ერთად განზე გავიდა. კუნძებზე ჩამომსხდარნი რაღაცაზე გაცხოველებით საუბრობდნენ. საოცარია, როგორ უგებდნენ ერთმანეთს. არადა ფრანგი ძალზე გახარებული და კმაყოფილი წავიდა". ათონზე სამოგზაუროდ ჩამოვიდა კიდევ ერთი ფრანგი, რომელმაც მამა პაისიც მოინახულა. ძალზე კმაყოფილი დარჩა. ამბობდა, მამა პაისი უნაკლოდ ლაპარაკობს ფრანგულად და მშვენივრადაც ვისაუბრეთო. წმინდა გრიგოლის მონასტრის ბერი მამა ბასილიც ასეთივე ამბავს ჰყვებოდა. ერთხელ მამა პაისის კალივაში ერთი ამერიკელი ბერძენი ნახა, რომელმაც, ინგლისურის გარდა, სხვა ენა არ იცოდა. ამ ჭაბუკმა ბასილს თარჯიმნობა სთხოვა. დაიწყეს საუბარი და ბერმა შეამჩნია, რომ მამა პაისის უკეთ ესმოდა ყველაფერი, რასაც ეს ბიჭი ამბობდა, ვიდრე თვითონ გადაუთარგმნა. მამა პაისის სულიერი შვილი ჰყვება: ერთხელ, განთიადისას, მამა პაისისთან, "პანაღუდაში", კუტიკარზე დავაკაკუნე. ბერმა ღიმილით გამიღო კარი და მკითხა: "როგორ ფიქრობ, მამაო, როცა ეფრემ ასური ბასილი დიდთან მივიდა, თარჯიმანი დასჭირდათ?" ვფიქრობ, არა-მეთქი, - მივუგე. არქონდარიკში უცხოელი სტუმარი დავინახე. სანამ ბერი სანუგეშოდ ტრაპეზს ამზადებდა, მე ჩემი სუსტი ინგლისურით გამოვესაუბრე. მითხრა, ათონის ბილიკებზე გზა ამებნა და "პანაღუდას" გადავეყარეო. ბერმა თავისთან დაიტოვა, რადგან უკვე გვიანი იყო. მითხრა, რომ მამა პაისის თავისუფლად ესაუბრა ინგლისურად, ისიც ინგლისურადვე ელაპარაკებოდა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 24 2017, 12:35 PM
პოსტი
#45
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე ჰყვებოდა: "მამა პაისი პირველად 1976 წელს ვნახე, მაშინ დიაკვანი ვიყავი. თან ნაცნობი დიაკვანი მახლდა. ბერი პატიოსანი ჯვრის კალივაში ცხოვრობდა. დავაკაკუნეთ კუტიკარზე. მოუთმენლად ველოდით, როდის გამოვიდოდა. გამეგონა, მამა პაისი უჩვეულო ადამიანიაო და მისი გაცნობა მინდოდა.
გამოვიდა, კუტიკარი გაგვიღო. გამხდარი იყო, მხრებზე საბანი ჰქონდა წამოსხმული. ზამთარი იდგა. როცა ვსაუბრობდით, მამა პაისი საუცხოო გუნებაზე იდგა და ათასნაირ სასეირო ამბავს გვიყვებოდა. სიმართლე რომ ვთქვა, ნირი წამიხდა და გავიფიქრე: - ეს არის დიდი მამა და სასწაულმოქმედი, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ-მეთქი? მაშინ წმინდანებზე სხვანაირი წარმოდგენა მქონდა. მას კი განსაკუთრებული არაფერი უთქვამს - მარტო ხუმრობდა და გასართობ ამბებს ჰყვებოდა, თან წარამარა გვთავაზობდა ლუკუმსა და სხვა ტკბილეულს. წამოსვლისას კუტიკარამდე მოგვაცილა. დამშვიდობებისას შევკადრეთ: - მამაო, რაიმე სულიერ საგანზე გვესაუბრეთო. გვიპასუხა: "რა გითხრათ, ბიჭებო? რაც შეიძლება ხშირად მოიდრიკეთ მუხლი". "რამდენი მეტანია შევასრულო?" - ვკითხე. არაფერი გვიპასუხა, უეცრად შეიცვალა. სწორედ ამ დროს ირგვლივ ყველაფერი გამოუთქმელი, უჩვეულოდ ძლიერი და მძაფრი კეთილსურნელებით აივსო. ყველაფერი კეთილსურნელებდა - ჰაერი, ქვები, ხეები. ბერი აჩქარდა და გასასვლელისკენ გვიბიძგა: "აბა, სწრაფად, სწრაფად, ჩქარა წადით, ჩქარა". დავემშვიდობეთ, ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, უდიდესი სიხარული ვიგრძენით. მივრბოდით და ვიცინოდით. კეთილსურნელება კი ბურეზერამდე მიგვყვა. ამ მოვლენის შემდეგ ბერის მიმართ დიდ კეთილმოკრძალებას ვგრძნობდი, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მასზე სხვა რამეს ვფიქრობდი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 27 2017, 04:37 PM
პოსტი
#46
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
1987 წლის მარიამობას მეტამორფოზის მონასტრის სამი მონაზონი სტუმრად იყო სუროტის დედათა მონასტერში (მამა პაისის აშენებული) და წირვას ესწრებოდა. მამებმა (რომლებიც მარჯვენა კლიროსზე გალობდნენ) წირვის დროს სამჯერ გაიგონეს საკურთხევლიდან მამა პაისის შეგალობება, რომელიც ამ დროს ათონზე იყო.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 29 2017, 09:41 AM
პოსტი
#47
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ზემოხსენებული მონასტრის ბერი, მამა გრიგოლი, ჰყვებოდა: ერთხელ ბერს "პანაღუდაში" ვეწვიე. უამრავი ხალხი ჰყავდა. შემომთავაზა, ამაღამ ჩემთან დარჩიო. სწრაფად წავიტრაპეზეთ. მერე მითხრა, წავიდეთ, დავისვენოთ, რადგან ორი ღამე არ მიძინიაო. დილით მიმიხმო ეკლესიაში ცისკარზე: - მთელი ღამე თვალი არ მომახუჭინესო. ვინ-მეთქი. ათონის გარეთ, ერთ-ერთ მონასტერში ღამისთევის ლოცვას ატარებდნენ. ღამისთევა მართლაც მშვენიერი იყოო. მთაწმინდაზე მყოფი მამა პაისი მონაწილეობდა ათონის გარეთ მდებარე მონასტერში აღვლენილ ღამისთევის ლოცვაში."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 13 2017, 07:40 PM
პოსტი
#48
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1923 წელს, ლოზანის ხელშეკრულებით, თურქეთმა და საბერძნეთმა მოსახლეობა გაცვალეს: მცირეაზიელი ბერძნები საბერძნეთში გადასახლდნენ, ხოლო იქ მცხოვრები თურქები - თურქეთში. ფარასელები ააფორიაქა ამ ახალმა ამბავმა. მამა არსენი მათ ამშვიდებდა. პირველ რიგში ყველა მოუნათლავი ბავშვი მონათლა. ამ დროს მოუნათლავთ მამა პაისი ათონელიც. მამა არსენს ყრმისთვის თავისი სახელი უწოდებია. ვიცი, რომ გინდათ მემკვიდრე დატოვოთ, - უთქვამს მისი მშობლებისთვის, - მეც მომინდა ჩემს შემდეგ ბერი დავტოვო, რომელიც ჩემს გზას გააგრძელებსო."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 16 2018, 08:26 PM
პოსტი
#49
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1977 წელს, ავსტრალიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიწვევით, მამა პაისი ავსტრალიაში გაემგზავრა, რათა სულიერად შესწეოდა იქაურ ბერძნებს. მერე ჰყვებოდა: "თვითმფრინავში უეცრად სულში ცვლილება ვიგრძენი და ვიკითხე, რომელი ქვეყნის თავზე მივფრინავთ-მეთქი. ქვევით სირია ყოფილიყო. ამ ქვეყანას დიდი მადლი აქვს მის უდაბნოში მოსაგრეთა გამო. იგივე ვიგრძენი, როცა წმინდა მიწას გადავუფრინეთ.
მერე უეცრად ვიგრძენი ერთგვარი დემონური "გამოსხივება" და ამ დროს სტიუარდესამ გამოაცხადა, პაკისტანის თავზე მივფრინავთო. როცა ავსტრალიაში ჩავფრინდით, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ეს ქვეყანა ჯერ არ განწმენდილა მოწამეთა სისხლით და ღირს მამა-დედათა ოფლით, მაგრამ ეს მოხდება". მართლაც დიდი ნუგეში იყო მორწმუნეთათვის მამა პაისის სტუმრობა. "მამა პაისი ბრძენი ადამიანი იყო. მან შენი პრობლემები მანამდე იცოდა, სანამ მათ მოყოლას დაიწყებდი. ის ერთიანად კეთილსურნელებდა - თვითონაც და ის ოთახიც, სადაც ცხოვრობდა", - ჰყვებოდა მისი მელბურნელი მასპინძლის დეკანოზ იოანეს ქალიშვილი დესპინე. მელბურნის წმინდა ნექტარიოსის ტაძრის წინამძღვარმა, მამა სპირიდონმა გაიხსენა: ჩემს მეზობელს, დიონისეს, დაემართა მძიმე ფორმის ინსულტი. ექიმებმა - დიდხანს ვერ გაატანს, ხოლო თუ იცოცხლებს, კომაში იქნებაო. ის მელბურნის სამეფო საავადმყოფოში იწვა. მამა პაისი მივუყვანე. ბერმა ავადმყოფს თავზე მრავალგზის გამოსახა ჯვარი პატარა ყუთით, რომელშიც წმინდა არსენ კაბადოკიელის წმინდა ნაწილები იდო. რამდენიმე დღის შემდეგ, ყველას გასახარად და განსაცვიფრებლად, დიონისე სრულიად ჯანმრთელი გამოეწერა საავადმყოფოდან. ერთი ავსტრალიელი ბერძენი ჰყვებოდა: ერთხელ ეკლესიის საკურთხევლიდან გამოსულ მამა პაისის ერთი დედაკაცი მიუახლოვდა და კურთხევა სთხოვა. ბერმა ხელით ანიშნა, აქაურობას მოშორდიო. გაოცდა ქალი: "რისთვის მიბრაზდებით, მამაო, რა დავაშავე?" "წადი და პირველად შენს ბიძაშვილს შეურიგდი და მერე მოდიო", - უთხრა ბერმა. მართლაც, ეს ქალი ბიძაშვილთან იყო ნაჩხუბარი და ხმას არ სცემდა. როცა მამა პაისი ათონზე დაბრუნდა, ერთი ავსტრალიელი მღვდელი ამბობდა: ჩვენ ვგრძნობთ, რომ მან აკურთხა ავსტრალია ოთხივე კუთხით. ის, ვინც მამა პაისის იცნობდა, ახლაც სათუთად ინახავს მის ხსოვნას და შეწევნასაც შესთხოვს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 17 2018, 05:47 PM
პოსტი
#50
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღეს ლოცვასა და ხელსაქმეში ატარებდა. ხელი რომ არავის შეეშალა, თავისი კელიის მისასვლელთან კლდეზე თავის ქალა და ძვლები დახატა. ცდილობდა, მისი ყურადღება არაფერს გაეფანტა. ამიტომაც დიდმარხვისას სხვა, უფრო მოშორებულ ადგილას გადიოდა საცხოვრებლად. თან ის თუნუქის ქილა მიჰქონდა. მთელ დიდმარხვას თითქმის არაფერს ჭამდა.
მამა პაისი სხვამხრივაც თრგუნავდა სხეულს, ფეხშიშველი დადიოდა, ფეხსაცმელები გუდაში ეწყო და მხოლოდ მონასტერში ჩასვლისას იცვამდა, ანდა ვინმეს შეხვედრისას. არადა ისეთი ცხელი იყო ქვიშა, ბედუინები მასში კვერცხს წვავდნენ, ღამით კი ყინულივით ცივდებოდა. ბერი პაისი მონასტერში ორ კვირაში ერთხელ, კვირადღეს ჩამოდიოდა, მონაწილეობდა ღვთისმსახურებაში, დურგლობდა, ძმებთან ერთად შრომობდა. მონასტერს ტვირთად არ დასწოლია, კუთვნილ პროდუქტს მამებს უნაწილებდა. ფულს ხომ საერთოდ არ ეკარებოდა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 19 2018, 08:46 PM
პოსტი
#51
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პაისის [ათონელი] მოწყალებას ზღვარი არ ჰქონდა. ყველაფერს გასცემდა, რასაც კი ჩუქნიდნენ. "მხოლოდ სიკეთის გაკეთებაზე ფიქრობდა. თუ ამის საშუალება ჰქონდა, წამსაც არ კარგავდა, ადამიანს დახმარებოდა", - ამბობდა მისი სულიერი შვილი. ამ სიკეთეს კი დელიკატურად აკეთებდა, არ უნდოდა, მის წინაშე თავი დავალებულად გეგრძნო. ღვიძლ ძმასავით გეპყრობოდა და თავისი ქცევით შენც ასეთნაირად განგაწყობდა.
ის ადვილად გასცემდა, მაგრამ ძნელად იღებდა სხვისგან საჩუქარს. როცა ინვალიდს ან ძალზე გაჭირვებულ ადამიანს ხედავდა, მთელ გულს უძღვნიდა, ან სკვნილს აჩუქებდა, ან სვიტერს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 20 2018, 01:51 PM
პოსტი
#52
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პაისის [ათონელი] სიყვარული იქიდანაც ჩანს, თუ როგორც ამხელდა ანდა ლანძღავდა გზასაცდენილს, ისევე, როგორც დედა კიცხავს შვილს, ის კი არ შორდება, რადგან ამ კიცხვაში მშობლის სიყვარულს ხედავს... ხალხიც გრძნობდა ამას და მადლიერებით იღებდა მის შენიშვნასა თუ საყვედურს."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 21 2018, 12:54 PM
პოსტი
#53
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[ღირსი პაისი ათონელი] როცა ავადყოფებისთვის ლოცულობდა, ამბობდა: "ღმერთო, შეეწიე ამ ავადმყოფს და სანაცვლოდ მე წამართვი ჯანმრთელობაო".
ამბობდა: "როცა ადამიანები თავიანთ სატანჯველებზე მესაუბრებიან, ამ დროს პირი სიმწარით მევსება, თითქოს ხახვი მეჭამოს, მაგრამ როცა ჩემთან მოდიან ადამიანები, რომელთა მდგომარეობა მეტნაკლებად კარგია ანდა რაღაც პრობლემები გადაჭრეს, ვამბობ ხოლმე: დიდება ღმერთს, ახლა ლუკუმით გამიმასპინძლდნენ-მეთქი. როცა სხვის ტკივილს ვისმენ, თუნდაც ბოთლის ნამსხვრევებზე ვიდგე ანდა ეკლებზე შიშველი ფეხებით დავდიოდე, - ვერაფერს ვიგრძნობ. თუ კაცი მართლაც იტანჯება, მის საშველად მზად ვარ მოვკვდე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 11 2018, 04:41 PM
პოსტი
#54
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბატონი ვასილი ცოლაკისი მოგვითხრობს: "2001 წელს ჩემმა მეუღლემ, ელენემ სალონიკში ჩვენი ვაჟი, ნიკოლოზი წაიყვანა სამედიცინო გამოკვლევაზე - ის თირკმელების აზვესტოურიით იტანჯებოდა. ცოლმა გზად წასაკითხად მამა პაისის ერთ-ერთი წიგნი წაიღო. უეცრად გადაშლილი წიგნიდან კეთილსურნელება ამოვარდა, რომელიც პატარა ნიკოლოზმაც შეიგრძნო. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო. მას მერე ის თავს მშვენივრად გრძნობს. ჩემი მეუღლე კი მამა პაისის წიგნს არ იშორებს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 13 2018, 06:10 PM
პოსტი
#55
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეკატერინე პატერა მოწმობდა: "ოსტეოპოროზით ვიტანჯებოდი. დავიწყე ექიმის გამოწერილი აბების სმა. რამდენიმე დღეში ათი კილო დავიკელი. ძალზე გამიჭირდა, გამოვიფიტე. ერთხელ, ძილის წინ, შევხედე მამა პაისის ფოტოს - მამაო, თავს ცუდად ვგრძნობ-მეთქი. გამომეცხადა და მითხრა: - შენთან მოვედი, რადგან მეძახდი. კარგად წაიკითხე ის ფურცელი, რომელიც დევს აბებიან კოლოფშიო. ამის მერე ის გაქრა. წავიკითხე - სიმსუქნის საწინააღმდეგო აბები ყოფილიყო.
მამა პაისი ჩვენს გვერდითაა, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 9 2018, 08:27 PM
პოსტი
#56
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მამა პაისი ამბობდა: "ეშმაკს ყველაზე მეტად არ უნდა, რომ ვილოცოთ. როცა ვინმე ლოცულობს და ხელის შეშლა არ შეუძლია, ეცდება, მლოცველს ფიქრები გაუფანტოს ათასნაირ საგნებზე; თუ ვერ მოახერხა, შეიძლება მლოცველს გამოეცხადოს კიდეც, მხოლოდ იმიტომ, რომ შეგაშფოთოს, აგრიოს და ლოცვითი განწყობილებიდან გამოგიყვანოს. ერთხელ ჯვარიპატიოსნის კალივის ეზოში მამა ტიხონის საფლავთან ვლოცულობდი. როცა წარმოვთქვი: "ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი", - ზურგს უკან განათდა, თითქოს პროჟექტორი აანთესო. მივხვდი, ეშმაკის ოინი იყო და ლოცვა მშვიდად გავაგრძელე.
ეშმამ დაინახა, რომ "სინათლის მოფენით" გული ვერ ამიტოკა და სხვა ოინი მოიგონა. ჩემგან რამდენიმე მეტრის დაშორებით ორი პატარა ეშმაკი, მეტრნახევარი სიგრძისა, ერთმანეთს ხელისგულებს ურტყამდა და პანღურებს სთავაზობდა. აქ უკვე თავი ვეღარ შევიკავე და გავიცინე. როცა ნახა, რომ მისი "ნათელით" არ ავღელდი, ყურადღების გასაფანტავად ჭინკები გამომიგზავნა ბოროტთა მეთაურმა". ერთხელ ღამით, ძილში მამა პაისის ვიღაცამ გვერდში ხელი წაჰკრა და გააღვიძა, - ადექი და შენი საბერო კანონი ჩამომილოცეო. "ნეტავ ამ შუაღამისას ვინ მაღვიძებს?" - გაიფიქრა ბერმა და თვალები გაახილა. საწოლთან ეშმაკი დაინახა. "შენა ხარ?" - უთხრა ბერმა და მეორე მხარეს გადაბრუნდა. ბოროტი არ მოეშვა: - დიახ. ჩაგეძინა, არადა საბერო კანონი უნდა შეასრულოო. "თვითონვე ვიცი, როდის რა შევასრულო, - არ შეეპუა ბერი, - ჩემი ლოცვით კი შენზე ვიბატონებო. ერთხელ მამა პაისის შორიდან არტილერიის ხმა მოესმა - ქვემეხებს ისროდნენ. სკვნილი აიღო და მეზობელ ქედზე ავიდა, უკეთ რომ დაენახა, რა ხდებოდა. მოეჩვენა რომ თითქოს ომი დაიწყო. დადგა ლოდზე და იესოს ლოცვა დაიწყო. უეცრად წინ რაღაცამ გაიელვა და პაისი მაშინვე მიწაზე დაეცა. რა მოხდა ნეტავ? თურმე ვიღაც მონადირეს შორიდან დაუნახავს, თხად მოსჩვენებია და უსვრია. მამა პაისიმ მზეზე თოფის ლულის ანარეკლი დაინახა, მიწას გაეკრა და გადარჩა. ეტყობა, ეშმაკს, რომელსაც ომები და ბრძოლა ანიჭებს სიხარულს, არ სურდა, რომ ბერს თავის სამშობლოში მშვიდობისთვის ელოცა. ერთხელ ბერი ტყეში ლოცულობდა, მონადირემ ესროლა და მაშინაც უფალმა გადაარჩინა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 10 2018, 07:34 PM
პოსტი
#57
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
წმინდა ეფემიას გამოცხადება
"ერთხელ ერთი ბერი, მამა პაისის სულიერი შვილი, ჯვარიპატიოსნის კალივაში მივიდა. აღელვებული მოძღვარი ეზოში იდგა და იმეორებდა: "დიდება შენდა, ღმერთო... ასე ადამიანი არარაობა ხდება, ამ სიტყვის კეთილი გაგებით", - უთხრა ბერს. "ვისზე ამბობ, მამაო?" - ჰკითხა სულიერმა შვილმა. "ვიჯექი ჩემთვის კელიაში წყნარად, მშვიდად. მოვიდა და წონასწორობიდან გამომიყვანა... გეტყვი, ოღონდ არავის უთხრა, - და მამა პაისიმ უამბო: ცოტა ხნის წინ სოფელში ვიყავი წასული ერთი საკითხის გამო, რომელიც ეკლესიას ეხებოდა. და კვლავ ათონზე დავბრუნდი. სამშაბათს კელიაში ჟამნებს ვკითხულობდი. უეცრად კარზე კაკუნი და ქალის ხმა მომესმა: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა..." "საიდან გაჩნდა მთაწმინდაზე დედაკაცი?" - ვამბობ გაოცებული და გულში ღვთაებრივ სიტკბოებას ვგრძნობ. "ვინ არის?" "ეფემია". "ვინ ეფემიაა ნეტავ, ნუთუ ვინმე გიჟმა ჩაიცვა მამაკაცის სამოსი და ათონზე შემოაღწია? რა ვქნა ახლა?" - ვფიქრობ. ისევ გაისმა კაკუნი და ლოცვა. ვეკითხები და მპასუხობს, ეფემია ვარო. როცა მესამედ დააკაკუნა, შიგნიდან დაკეტილი კარები თავისით გაიღო. ვიღაცა შემოვიდა. დერეფანში ნაბიჯების ხმა მომესმა. კელიიდან დერეფანში გავვარდი. ჩემს წინ შალწამოსხმული ქალი იდგა. "ვინ ხარ?" მოწამე ეფემიაო, - მიპასუხა. "თუ მოწამე ხარ, წავიდეთ და ყოვლადწმინდა სამებას თაყვანი ვცეთ. რასაც მე ვაკეთებ, შენც ისე მოიქეცი". შევედი ტაძარში, მუხლი მოვიდრიკე და ვთქვი: "სახელითა მამისათა..." მანაც დაიჩოქა და ლოცვის სიტყვები გაიმეორა. როცა დავრწმუნდი, წმინდა მოწამე იყო, მუხლი მოვუდრიკე. ამის მერე წმინდანი სკამზე დაჯდა, მეც იქვე სკივრზე ჩამოვჯექი. წმინდა ეფემიამ პასუხი გასცა კითხვას, რომელიც ეკლესიას ეხებოდა. მერე კი თავისი ცხოვრება მომიყვა. მომითხრო ქრისტესადმი თავის მოწამეობაზე. მე არა მხოლოდ ვისმენდი, ვხედავდი და თანაგანვიცდიდი იმ სატანჯველს, რაც წმინდანმა დაითმინა. ძრწოლამ ამიტანა, საშინელებაა! რამხელა სატანჯველი დაუთმენია! როგორ გაუძელი ამხელა სატანჯველს-მეთქი. რომ მცოდნოდა, რამხელა დიდებაში არიან წმინდანები, ალბათ ყველანაირად შევეცდებოდი, ეს სატანჯველი გაგრძელებულიყოო". ამ ამბიდან სამი დღე-ღამე ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო პაისიმ და განუწყვეტლივ ადიდებდა ღმერთს. "ვერასოდეს გადავუხდი ვალს წმინდა ეფემიას, რომელიც მოვიდა ჩემთან, სრულიად უცნობთან, და ასეთი პატივი მომაგო", - წერდა მამა პაისი. მამა პაისი განცვიფრებული იხსენებდა, - წმინდანი პატარა, გამხდარი, სიფრიფანა ქალი იყო, როგორ დაითმინა ასეთი სატანჯველიო. მამა პაისის სოფელში გასვლა არ უყვარდა, ახლა კი წავიდა თავის მიერ აშენებულ დედათა მონასტერში და იქაური დები თავისი სიხარულის თანაზიარნი გახადა. მისი ხელმძღვანელობით, დედებმა წმინდა ეფემიას ხატი ისეთი გამოსახეს, როგორიც ბერს გამოეცხადა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 19 2018, 12:46 PM
პოსტი
#58
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პაისის საფლავზე ამოკვეთილია მისივე ლექსი:
"აქ მიწიერი შეწყდა ცხოვრება და უკანასკნელი ამოსუნთქვა. და ღმერთს ევედრება ჩემი ანგელოზი განმართლებისთვის სულისა, მის გვერდით კი ზეციური სამოსით მოსილი ჩემი წმინდანი სულისთვის გამოითხოვს მაცხოვნებელ იმედის ნათელს, სადაც ბრწყინვალე ღვთისმშობელია - უწმინდესი პანაღია!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 23 2018, 09:11 PM
პოსტი
#59
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1988 წელს მთელი საბერძნეთი ააღელვა სკორსეზეს ფილმმა "ქრისტეს უკანასკნელი ცთუნება". ელადის ეკლესიამ გადაწყვიტა, ორდღიანი საპროტესტო აქცია ჩაეტარებინა და ათონის მთასაც მოუწოდა. ბევრი უარობდა - ეს ფილმის რეკლამა იქნებაო.
მამა პაისი ათონელის აზრი სრულიად საპირისპირო გახლდათ: "ხატმებრძოლობის დროს კონსტანტინოპოლის ოქროს კარებთან ათმა ქრისტიანმა მტკიცედ დაიცვა ქრისტეს ხატი და მისი გულისთვის ეწამნენ კიდეც. ახლა, როცა ილანძღება სახე ქრისტესი - გულგრილნი არ უნდა დავრჩეთ. ჩვენ, ასეთ "გონიერ" და "განმსჯელ" ადამიანებს, იმ ეპოქაში რომ გვეცხოვრა, იმ ათ ქრისტიანს ალბათ ვეტყოდით: "ასე მოქცევა არასულიერი საქციელია. ყურადღებას ნუ მიაქცვთ იმ კაცს, ხატის ამოსაგდებად კიბეზე რომ მიცოცავს. ხოლო როცა მდგომარეობა შეიცვლება, მაგ ადგილას სხვა, უფრო ბიზანტიურ ხატს დავკიდებთ". სწორედ ესაა საშინელება! ჩვენს დაცემას, ჩვენს ლაჩრობას, კარგად და მყუდროდ ცხოვრების ჩვენეულ სურვილს რაღაც ამაღლებულად ვაცხადებთ". მამა პაისის მაგალითმა გაამხნევა ათონელი ბერები. ასამდე მამა შეუერთდა სალონიკში ქრისტიანთა აქციებს, პროტესტმა შედეგი მოიტანა - საბერძნეთის ხელისუფლებამ აკრძალა ამ ფილმის ჩვენება". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 15 2018, 01:09 PM
პოსტი
#60
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მამა პაისი ათონელი გვასწავლის: "მოიპოვე დედის გული. იცი, თავს როგორ გრძნობს დედა: ის ყველაფერს პატიობს და ხანდახან თავს ისე აჩვენებს, თითქოს ზოგიერთ ცელქობას ვერ ამჩნევდეს. დაითმინე და გაამართლე. შემწყნარებელი იყავი სხვების მიმართ, რათა ქრისტემაც შეგიწყალოს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი