მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
A L U B A L A |
Dec 1 2006, 09:15 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
მამა გაბრიელი(ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს,თბილისში თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში,წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.მამა ადრე რაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ.დედა,შემდგომში მონაზონი ანა,გარდაიცვალა 200 წლის 26 აპრილს,დაკრძალულია წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში.ძმა ადრევე გარდაეცვალა,ჰყავდა ორი და.ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში.მეზობელი ჟენია ქობალაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას:,,ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში,არ მახსოვს მისთვის მასწავლებელს შენიშვნა მიეცა,დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას.მისი ერთადერთი გართობა ეს იყო.რომელი დღეები არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს,ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა.შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა.ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა,მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
მამა გაბრიედმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება და სწორედ ამ ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები თავის საეკლესიო ცხოვრებაში. 1965 წლის პირველ მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12 მეტრიანი სურათი დაწვა,რის გამოც იგი ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს.დაკითხვაზე მან განაცხადა]:,,ეს ჩავიდინე იმისთვის,რომ რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი,რას დაგიწერიათ ,,დიდება ლენინს",კაცს რად უნდა დიდება,უნდა ეწეროს ,,დიდება ქრისტე ღმერთს''.ამ სიტყვებმა საგამოძიებო ოგანოებში ეჭვი დაბადა,რის გამოც იგი გადაგზავნილი იყო ფსიქიატრიულ შემოწმებაზე.მან დაახლოებით ერთი თვე დაჰყო ფსიქიატრიულში იმიტომ,რომ ღმერთის სწამდა(!). მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული მოუვლინა ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ.მისი სასწაულმოქმედი ზეთის წყალობით მრავალი ადამიანი განიკურნა უკურნებელი სენისგან. თქვენ რას ფიქრობთ მამა გაბრიელზე და თქვენ თავზე თუ გამოგიცდიათ მისი სასწაულებრივი ძალა? |
:სამეფო: |
Dec 2 2006, 02:28 AM
პოსტი
#2
|
ვასილი ჯგუფი: Members პოსტები: 167 რეგისტრ.: 26-November 06 წევრი № 522 |
დიდი მამა იყო. მამა გაბრიელმა თქვა რომ ხედავდეთ წირვაზე რა მადლი გადმოდის ეკლესიაში მტვერს მოხვეტავდით და სახეზე წაისმევდითო.
|
iako |
Dec 2 2006, 06:45 PM
პოსტი
#3
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
მამა გაბრიელი დღეს ძალიან მეხმრება ჩემი ცხოვრების გზაზე, თითქმის ყოველდღიურად ვესაუბრები მას და ვგრძნობ რომ ის ჩემს გვერდით არის. ყოველდღიური პრობლემების დაძლევას ძალიან მიადვილებს.
მისი სათნო სახის შეხედვისას გული საოცარი სითბოთი მევსება და დიდი მხნეობით მავსებს. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
A L U B A L A |
Dec 2 2006, 07:02 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
მეც ზუსტად მასე ვარ,ყოველთვის ვგრძნობ,რომ მეხმარება
|
თამარი |
Dec 2 2006, 10:28 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
"საქართველოში წმინდანთა ჯაჭვი უწყვეტია. ქართულ ეკლესიას სულიწმიდის მადლი არასოდეს მოკლებია და არც მოაკლდება".
მამა გაბრიელი. A L U B A L A ქავთარაძე waska81 iako მე არ წამიყვანთ? -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
NaNuKa |
Dec 3 2006, 12:35 AM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 17-November 06 წევრი № 489 |
ძალიან მიყვარს მამა გაბრიელი და დედა პარასკევაც ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი მის საფლავზე რაღაც ისეთი გრძნობა მაქვს ხოლმე თითქოს ვიცნობდი და ჩემი სულიერი მამა იყო .. ბევრი წიგნი იყიდება მასზე და მის ცხოვრებაზე.. სასწაულებზეც.. თუ გინდათ მერე დაგიბეცდავთ აქ
|
NaNuKa |
Dec 3 2006, 12:52 AM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 17-November 06 წევრი № 489 |
როგორც მამა გაბრიელის დები იგონებენ ვასიკო (ასე ეძახდნენ ბავშვობაში) ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა იუმორის გრძნობით. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით ის ხშირად ქვიშაში ეკლესიას აგებდა, შიგ ასანთის ღერებს ამაგრებდა და ამბობდა ეს სანთლებიაო.საღამბით ხელით აწეულ ჯოხზე ღამურების გროვა შემოასხდებოდა და ასე დაარბენინებდა ეზოშიო.
|
iako |
Dec 3 2006, 03:54 PM
პოსტი
#8
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
გაბრიელ ბერის ანდერძი.
დიდება ქრისტე ღმერთს, უწმინდესისაგან და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქისაგან ილიაII- ისგან ვიღებ შენდობასა და ლოცვა- კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს ყველას გიტოვებთ ლოცვა - კურთხევას და შენდობა-პატიებას. ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია მთელი ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. იყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმა. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლით, სიკეთით და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს-მართმადიდებელი ერისა და დაბადებული ადამიანისა. მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოებადა მარადისობაში დამკვიდრება. და მეცა ამას გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაჰკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა. არა არს კაცი სცხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური, ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით დიდი ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეც. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია. უდიდესი სიმდაბლის და სიყვარულის მაგალითი გვაქვს მისი სახით. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
თამარი |
Dec 3 2006, 04:16 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
-------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
კავკასიელი |
Dec 13 2006, 08:50 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 147 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 677 |
მამ გაბრიელი არის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი
საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში. "ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია" ეს სიტყვები ყველამ უნდა გაიაზროს. მეც სიამოვნებით შემოუერთდები თქვენს წამოწყებას: მამა გაბრიელის საფლავზე წასვლის თაობაზე. -------------------- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
|
გლახა |
Dec 14 2006, 12:04 PM
პოსტი
#11
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ქავთარაძე
ჩვენ უკვე ასჯერ ვიყავით და რატომ არ მოდიხარ ხოლმე ცვენთან ერთად? kavkasieli ციტატა "ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია" მთლად ვერ მესმის რისი თქმა უნდოდა ამითი... ციტატა მამ გაბრიელი არის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი მე როგორც ვიცი ჯერ არ არის წმიდანად შერაცხული iako ციტატა მამა გაბრიელი დღეს ძალიან მეხმრება ჩემი ცხოვრების გზაზე, თითქმის ყოველდღიურად ვესაუბრები მას და ვგრძნობ რომ ის ჩემს გვერდით არის. ყოველდღიური პრობლემების დაძლევას ძალიან მიადვილებს. მისი სათნო სახის შეხედვისას გული საოცარი სითბოთი მევსება და დიდი მხნეობით მავსებს. ქრისტეს შენთან ყოფნას თუ გრზნობ და მას თუ ესაუბრები? |
მარიამი |
Dec 14 2006, 12:13 PM
პოსტი
#12
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE მე როგორც ვიცი ჯერ არ არის წმიდანად შერაცხული ეგ არაფერ შუაშია, ეკლესიის მიერ მხოლოდ კანონიზირება ხდება, წმინდანი კი კანონიზაციამდეც წმინდანია. სხვათაშორის კანონიზაციის ერთ-ერთი პირობა (როგორც მე ვიცი) ისიცაა, არის თუ არა ის მანამდე წმინდანად აღიარებული ხალხში. ვფიქრობ, მამა გაბრიელის კანონიზაციასაც მოვესწრებით -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კავკასიელი |
Dec 14 2006, 01:06 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 147 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 677 |
მე როგორც ვიცი ჯერ არ არის წმიდანად შერაცხული ჯერ არ არის შერაცხული, მართალი ხარ, მაგრამ ადამიანი წმიდანი მაშინ კი არ ხდება ან მაშინ კი არ ცხონდება როცა ეკლესია შერაცხავს. წმიდანად შერაცხვის შემდეგ დადგინდება მისი ხსენების დღე , დაიწერება ხატი შეიქმნება ტროპარი ... -------------------- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
|
მნათე |
Dec 14 2006, 01:09 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა წმიდანად შერაცხვის შემდეგ დადგინდება მისი ხსენების დღე , დაიწერება ხატი შეიქმნება ტროპარი ... ეს შემდგომი პროცესია. . .წმინდანად შერაცხვა ნიშნავს რომ, კათოლიკე ეკლესია უპირობოდ აცხადებს და ადგენს მისი ცხონება არ ცხონების საკითხს. სანამ უპირობო ჭეშმარიტების ხარისხში არ ავა, მანამ ვერ ვიტყვით ვერაფერს მის შესახებ თუმცაღა უდაოდ დიდი ბერი იყო. . . -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ზებედე |
Dec 14 2006, 03:49 PM
პოსტი
#15
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ეს შემდგომი პროცესია. . .წმინდანად შერაცხვა ნიშნავს რომ, კათოლიკე ეკლესია უპირობოდ აცხადებს და ადგენს მისი ცხონება არ ცხონების საკითხს. სანამ უპირობო ჭეშმარიტების ხარისხში არ ავა, მანამ ვერ ვიტყვით ვერაფერს მის შესახებ თუმცაღა უდაოდ დიდი ბერი იყო. . . ჩემთვის ბერი გაბრიელი წმინდანია, რადგან ქრისტესათვის მრავალჯერ აწამეს, და სიმართლისთვის დევნიდნენ, და როგორც ვხედავთ და გვწამს ის ეხლაც შეგვეწევა უძლურების ჟამს...(მე პირადად მეხმარება) -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
G_I_O_R_G_I_ |
Dec 15 2006, 03:13 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
უფალმა ბრძანა ხე ნაყოფით იცნობაო არ შეიძლება ხენეშმა ხემ გამოიღოს კარგი ნაყოფი.ვინც არ იცით მამა გაბრიელის ცხოვრება და მისი გამონათქვამები გირჩევთ გაეცნოთ და ბევრ სულისთვის სასარგებლოს ჰპოვებთ.რამაც მე გამაოცა მამა გაბრიელის ცხოვრებაში ეს იყო რომ იმ პერიოდში როდესაც ეკლესიაში სიარული მოწამეობას უდრიდა მან თავისი ხელით ააგო ეკლესია თავის ეზოში,ასევე თურმე 20 წელი სასაფლაოებზე ათევდა ღამეებს და მოკლედ მთელი მისი ცხოვრება გასაოცარია.განსაკუთრებით მე მომხიბლა როდესაც გავეცანი მის შეხედულებებსა და გამონათქვამებს სხვადასხვა საკითხებზე მათში ისეთი სიღრმე იგრძნობა და რომ ასეთ ცოდნას ვერცერთ ინსტიტუტში ვერ ისწავლი ანდა გინდაც მთელი სახარება და ფსალმუნები ზეპირად იცოდე.ასეთ სიბრძნეს მხოლოდ უფლისგან იღებს ადამიანი.ისე კი ვიტყვი რომ მამა გაბრიელის დამსახურებაცაა რომ ეკლესიაში დავიწყე სიარული
|
kaxa-beri |
Dec 15 2006, 11:52 AM
პოსტი
#17
|
kaxa-beri ჯგუფი: Members პოსტები: 180 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 672 |
თუ ადამიანს გინდა გაიგო ვინ იყო მამა გაბრიელი, მის წმინდა საფლავზე უნდა მიეახლო და ყველაფერს მიხვდები, ისეთ რამეს შეიგრძნობ რაც თვითონაც გაგაოცებს, ისეთ .... ერთი სიტყვით მოილოცეთ მამა გაბრიელის საფლავი და დანარჩენს თავად მიხვდებით
-------------------- † † † !!! გახსოვდეს რომ ცოდვილი ხარ !!! † † †
|
ვალერი |
Dec 16 2006, 01:13 AM
პოსტი
#18
|
ვაკო გელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 |
წავიდეთ მამა გაბრიელის საფლავზე მე ვაპირებდი და იქნებ ერთად წავსულიყავით მეც ძალიან მინდა მამა გაბრიელის საფალავზე წასვლა. იქნებ იქით შაბათ-კვირას მოვახერხოთ. რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ერთხელ დადა პარასეკევამ მამა გაბრიელის საფლავზე გადაღებული სურათები დამათვალიერებინა, სადაც ჩანს თუ როგორ ამოდის მამა გაბრიელის საფლავიდან ნათლის სვეტები, ცეცხლის ენები; ასევე მანახა მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლი (რომელიც მისი სისხლის ანალიზის აღების შემდგომ არის დარჩენილი). ასევე მსმენია თუ როგორ უშველა მამა გაბრიელის ზეთმა პატარა ბავშვს, რომელსაც თვალის კაკალი ჰქონდა საკმაოდ დაზიანებული და რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვს თვალი ისე მოურჩა, რომ ექიმი გაოგნებული დარჩენილა,ბაშვს საერთოდ არ ეტყობოდა რომ თვალი ნატკენი ჰქონდა. -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
marine |
Dec 21 2006, 02:18 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს. რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები. როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას."
მამა გაბრიელი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ლეონტი |
Dec 21 2006, 02:47 PM
პოსტი
#20
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ეს ამბავი თანამშრომელმა მიამბო.
ის მეტეხის ტაძრის გახსნაში მონაწილეობდა და ახლადგახსნილ ტაძარში, სადაც მოწყობა, მოწესრიგება მიმდინარეობდა ხშირად უწევდა ყოფნა. ახლადგახსნილ მეტეხის ტაძარში დილით არავინ არ იყო გარდა მესანთლისა,ზემოთ ხსენებული მეგობრისა და ერთი სტუმრისა. ამ დროს ხმამაღალი მოთქმით და კივილით შემოვიდა მამა გაბრიელი. ის ყვიროდა: დიდება უფალო შენს სახელს, გმადლობ უფალო, ეს რას მომასწარი, ეს რას მოვესწარი ,ამ ტაძრის გახსნას. იგი შუაგულში შემოვიდა, შემდეგ ანალოგიაზე მდებარე ხატის ახლოს დაიჩოქა და დაიწყო იატაკზე მთელი ძალით თავის ცემა, ამ დროს იგივე სიტყვებს მოთქვამდა მთელი ხმით. იატაკი ჯერ მოწესრიგებული არ იყო, მას ჰქონდა უსწორმასწორო ამონაშვერები, ამიტომ მამა გაბრიელს შუბლი გაუტყდა და სისხლი წამოუვიდა, მაგრამ თავის ცემას განაგრძობდა. მაშინ შეებრალა ჩვენს მეგობარს და მივარდა წამოსაყენებლად. მამა გაბრიელი კი მოუბრუნდა და მთელი ხმით დაუყვირა :გადიიიიი. და გააგრძელა ღვთის დიდება. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი