IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფოლკლორი კვდება...
potiabesbaia
პოსტი Jul 27 2009, 01:34 PM
პოსტი #1


ფოთი ფოთელებს
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 473
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი
წევრი № 924



ამ ბოლო ხანებში რომ დავაკვიდი და დავფიქრდი, ერთ აზრამდე მივედი, რომ ეს ჩვენი ნაქები და სატრაბახო ფოლკლორი არავის არაფერში არ ჭირდება საქართველოში. საზოგადოების გემოვნება ნათლად მიუთითებს თუ რისი მოსმენა სურს ხალხს(მასას), და ამის საწინააღმდეგოდ ძალიან რთულია რამის მოფიქრება და გაკეთება. სამწუხაროდ საქართველოში, საზოგადოებაში შექმნილია ცრუ წარმოდგენები ფოლკლორულზე. ზოგს ჯანაია გონია ხალხური სიმღერა და ზოგს კონტრაბასფანდური ფოლკლორული საკრავი. ნუ ცეკვაზე ხო საერთოდ არ მაქვს საუბარი, ეგ დიდი ხნის გარდაცვლილია!
დროა ყველა დაფიქრდეს და გააკეთოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი რომ გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული საგანძური.
ნუ გავცვლით ჩვენს მონაპოვარს აფრიკულ რიტმებსა და დასავლურ თანამედროვე ჰანგებში!!!


გამოფხიზლდით ქართველებო!!!


--------------------
www.didgorelebi.ge

პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!!
ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!!


კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
racha sopeli chiora
პოსტი Jul 27 2009, 01:53 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 21-March 08
წევრი № 4,273



გეთანხმები მეგობარო........

უნდა გამოვფხიზლდეთ და დავაფასოდ ის რაც ჩვენიაsmile.gif


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jul 27 2009, 02:43 PM
პოსტი #3


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



potiabesbaia
ციტატა
ამ ბოლო ხანებში რომ დავაკვიდი და დავფიქრდი, ერთ აზრამდე მივედი, რომ ეს ჩვენი ნაქები და სატრაბახო ფოლკლორი არავის არაფერში არ ჭირდება საქართველოში. საზოგადოების გემოვნება ნათლად მიუთითებს თუ რისი მოსმენა სურს ხალხს(მასას), და ამის საწინააღმდეგოდ ძალიან რთულია რამის მოფიქრება და გაკეთება.

ამაში ვერ დაგეთანხმები ფოთი ! ხალხს (მასას) რასაც მოასმენინებ და რასაც დიდი დოზით მიაწოდებ ის უყვარს a075.gif ავიღოთ ნათელი მაგალითი smile.gif აგერ ლექს-სენი არც აფრიკული რითმებით ხელმძღვანელობს და არც რაიმე განსაკუთრებულია მის ნამღერში , უბრალოდ მის კლიპებს გადამეტებული სიხშირით ატრიალებდა რამოდენიმე ტელეკომპანია a075.gif აღარაა ლექს-სენის კლიპები და ხალხმაც დაივიწყა ის . ყოველ შემთხვევაში, რა პოპულარობაც ჰქონდა იმის 10-15 %-ღა აქვს a075.gif ავიღოთ ანსამბლი იბერეთის "ქალავ სიცოცხლე" . ეს სიმღერა ერთ-ერთი დაბალი დონის ფოლკლორული ნიმუშია იმ მრავალფეროვანი და მრავალგვარი სიმღერებიდან რაც ქართველებს საბედნიეროდ გაგვაჩნია a075.gif გადაიღეს კლიპი , სხვათაშორის საკმაოდ კარგი კლიპი smile.gif ასეა თუ ისე ვისაც არ უნდა ჰკითხო ამ ანსამბლის შესახებ ყველა გეტყვის , რომ ანსამბლი "იბერეთი" მღეროდა "ქალავ სიცოცხლე"-ს და წაგიმღერებს კიდეც smile.gif ხალხს , ვისაც ხელეწიფება ფოლკლორის აღორძინება ფინანსური ხელშეწყობით , ბოდიში და სულ ფეხებზე ჰკიდიათ შენი ფოლკლორი !!! აი ესაა ჩვენი პრობლემა ! აბა ჩაწერე კარგი ხალხური სიმღერა , ან სიმღერების პოპური , შემდეგ გადაიღე ამ სიმღერაზე ასევე გემოვნებიანი კლიპი და ნახავ რამხელა პოპულარობას მოიპოვებს . ასე რომ გააკეთებინონ რამოდენიმე ფოლკლორულ ანსამბლს , ჩვენი ხალხური სიმღერის პოპულარობის დონეც საგრძნობლად აიწევს ხალხში a075.gif


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჩაკრულო
პოსტი Jul 27 2009, 03:55 PM
პოსტი #4


ფოლკლორის მძღოლი!
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 694
რეგისტრ.: 14-October 06
მდებარ.: ფოლკლორში
წევრი № 276



თან საქმე მეგობრებო, თან საქმე, მე სულ ამას ვამბობ და კიდევ ერთხელ "მოგიწოდებთ" biggrin.gif

ხოდა კიდევ ერთი მიზეზი, ნუ განვიკითხავთ სხვას და საქმე ვაკეთოთ საკუთარი ჭიის გასახარებლად ისე რომ სხვასაც გავუხაროთ თავისი ჭია, თორე დათვივით თუ დავტორეთ ვინმე ჩვენი აზრებით ის ჯიქურ შემოგიბრუნებს ბრჭყალსაო, ნათქვამია ძველ ფოლკლორისტულ მიგნებაში a075.gif biggrin.gif

კლიპებზე თუ მიდგა საქმე, ჩვენ გადავიღეთ კლიპი, რომელსაც მე ფოლკლორში არ გავუშვებ, მხოლოდ რამდენიმე ინსტრუმენტია, ყველა არა, ფოლკლორული, ანუ ჩონგური მარტო, და ჰარმონიებიც ქართულია დასმული, ასევე კრიმანჭულიც კარგად არის გამოყენებული ჩემი აზრით და გუნდის განვითარებაც ბოლოს 8 ხმაზე ადის... მაგრამ მაინც ბლუზის სტილი უფროა ეს ვიდრე ფოლკლორი ჩემთვის, მაგრამ არცერთმა ტელევიზიამ და რადიომ, გარდა სტერეოსი არ მიიღო, ისიც მეგობრობით და წარსული ურთიერთOბით, ასე რომ კლიპიც იბლოკება საქართველოში, იბერეთმა კი კარგი მარკეტინგული სვლები გააკეთა თავის დროზე, ასევე თიკო ჩხეიძემ, ხოდა მოდი ამ ხალხიდან ავიღოთ ეს ფანდები და სწორი სტრატეგია დავგეგმოთ...

მე მარტო მოწოდებისგან "გავერთიანდეთ" ძალიან შორს ვარ, გავერთიანდით კიდეც ჩვენ მგონი გახსოვთ, 1 კვირაში 2 პროექტი დავდე კიდეც, ყველამ ტაში დაუკრა მაგრამ ჩემი ხურდა.... საქმეს არავინ მიუდგა საჭიროდ...


თან საქმე ამხანაგებო, თან საქმეეეე laugh.gif


--------------------
დაგბადოთ... გაგზარდოთ... გაცხოვროთ... დაგაბედოთ და... დაგხოცოთ

www.myspace.com/chveneburebiband
შემოდით ვიმეგობროთ :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jul 27 2009, 04:40 PM
პოსტი #5


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



ჩაკრულო
ციტატა
ხოდა კიდევ ერთი მიზეზი, ნუ განვიკითხავთ სხვას და საქმე ვაკეთოთ საკუთარი ჭიის გასახარებლად ისე რომ სხვასაც გავუხაროთ თავისი ჭია, თორე დათვივით თუ დავტორეთ ვინმე ჩვენი აზრებით ის ჯიქურ შემოგიბრუნებს ბრჭყალსაო, ნათქვამია ძველ ფოლკლორისტულ მიგნებაში

საკუთარი ჭიის გასახარებლად კი არა , ფოლკლორის პოპულარიზაციისთვისაა საქმე საკეთებელი , თორემ მე ჩემს ჭიას სარეპეტიციო ოთახშიც მშვენივრად ვახარებ !!! უნდა ვიფიქროთ არა საკუთარ კეთილდღეობაზე და კმაყოფაზე , არამედ ჩვენი ფოლკლორის , ჩვენი საგანძურის აღორძინებაზე ! ეს კი არც თუ ისეთი ადვილი საქმეა ფინანსური შეწევნისა და საჭირო ხალხის გვერდში დგომის გარეშე !

აქ განკითხვის ტონით კი არ დაიწერა , გულის ტკივილი იქნა გამოთქმული ძია ! ქართული ფოლკლორის დაცვა შენ "დათვივით დატორვა"-დ მიგაჩნია?? დათვივით უნდა დატორო კი არა კბილებით უნდა დაიცვა შენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფასეულობა ! "ჯიქურ ბრჭყალების შემობრუნებას" რაც შეეხება , არასწორად შემობრუნებულ ბრჭყალებს რა მოსდის კი იცი შენც კარგად a075.gif !

ციტატა
მე მარტო მოწოდებისგან "გავერთიანდეთ" ძალიან შორს ვარ, გავერთიანდით კიდეც ჩვენ მგონი გახსოვთ, 1 კვირაში 2 პროექტი დავდე კიდეც, ყველამ ტაში დაუკრა მაგრამ ჩემი ხურდა.... საქმეს არავინ მიუდგა საჭიროდ...

რა პროექტი დადე აბა?? huh.gif

ციტატა
თან საქმე ამხანაგებო, თან საქმეეეე

ე ბიჭო რა თან საქმე , თან საქმე ?! კონცერტს ვატარებთ სოლოს ყოველ წელს ! ყოველ წელს ვაახლებთ რეპერტუარს , 1 დისკი გამოვუშვით მეორეზე ვმუშაობთ . მეტი საქმე დაინტერესებული პირების ფინანსური შემწეობის გარეშე ძალიან ძნელად გასაკეთებელია !

ციტატა
კლიპებზე თუ მიდგა საქმე, ჩვენ გადავიღეთ კლიპი, რომელსაც მე ფოლკლორში არ გავუშვებ, მხოლოდ რამდენიმე ინსტრუმენტია, ყველა არა, ფოლკლორული, ანუ ჩონგური მარტო, და ჰარმონიებიც ქართულია დასმული, ასევე კრიმანჭულიც კარგად არის გამოყენებული ჩემი აზრით და გუნდის განვითარებაც ბოლოს 8 ხმაზე ადის... მაგრამ მაინც ბლუზის სტილი უფროა ეს ვიდრე ფოლკლორი ჩემთვის,

ხო , ფოლკლორში არც მე გავუშვებ მაგ სიმღერას a075.gif


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
potiabesbaia
პოსტი Jul 27 2009, 04:42 PM
პოსტი #6


ფოთი ფოთელებს
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 473
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი
წევრი № 924



ჩაკრულო
QUOTE
ჩვენ გადავიღეთ კლიპი, რომელსაც მე ფოლკლორში არ გავუშვებ, მხოლოდ რამდენიმე ინსტრუმენტია, ყველა არა, ფოლკლორული, ანუ ჩონგური მარტო, და ჰარმონიებიც ქართულია დასმული, ასევე კრიმანჭულიც კარგად არის გამოყენებული ჩემი აზრით და გუნდის განვითარებაც ბოლოს 8 ხმაზე ადის...


მე თქვენს ადგილზე დროს და ენრგიას დავხარჯავდი კაი ხალხური სიმღერის კლიპის გადაღებაზე a075.gif და კლიპსაც უფრო შინაარსიანს გადავიგებდი. ცოტა არიყოს და ნამეტანი ეროტიულია ფოლკლორული ანსამბლისთვის tongue.gif

QUOTE
მაგრამ არცერთმა ტელევიზიამ

ჩაწყობა ყველგან საჭიროა და ახლობელი ხო იცი

QUOTE
ხოდა მოდი ამ ხალხიდან ავიღოთ ეს ფანდები და სწორი სტრატეგია დავგეგმოთ...

დამიჯერე ეგ ხერხები არაფერია ქართული სიმღერის გენიალურობასთან შედარებით. მთავარია რომელიმე ეფექტური სიმგერა გაკეთდეს მაგალ პროფესიონალურ დონეზე და კარგი რეჟისორის მიერ იქნას გადაღებული. აი მერე ნახე შენ ტელევიზიების მოთხოვნა a075.gif



--------------------
www.didgorelebi.ge

პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!!
ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!!


კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qarcivadze
პოსტი Jul 27 2009, 05:24 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,460
რეგისტრ.: 30-January 07
წევრი № 971



ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ეს ფსევდოფოლკლორის გავრცელება. ეგ ყველაფერი რომ აიკრძალოს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, გაცილებით გაგვიადვილდებოდა საქმე


--------------------
იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჩაკრულო
პოსტი Jul 27 2009, 05:28 PM
პოსტი #8


ფოლკლორის მძღოლი!
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 694
რეგისტრ.: 14-October 06
მდებარ.: ფოლკლორში
წევრი № 276



ძიებოო, მთელ ჩემ ენერგიას და ფინანსურ რესურსაც რაც შეილება რომ მე მქონდეს ყველაფერს ამ საქმეს ვალევ, ლამისარია სახლიდან გამამგდონ, მაგრამ ასე არაფერი გამოვა თუ ცოტა მარკეტინგულ და რბილ მიდგომას არ შევიმუშავებთ :))

მაგ დატორვაში ის ვიგულისხმე რომ ვიღაცას ვერ მივუვარდებით და ვერ ვეტყვით რომ გინდა თუ არა ფოლკლორი გაუშვი, ან გინდა თუ არა ფოლკლორი ისმინეო, მაგრამ ჩვენი საქმით უნდა ვაკეტოთ ეგ, ისე უნდა შევფუთოთ ამას გეუბნები ;)

ჭიის გახარებაში ის იგულისხმება, სხვა რომ დაინახავს რომ ნიჭიერი ხარ, კარგად გამოგდის რაღაცეები, "თამადა ძიას" ფენომენი შენგან შორს და
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Jul 27 2009, 05:40 PM
პოსტი #9


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



მე მაპატიეთ, რომ ვიჭრები მაგრამ ვეთანხმები დიდგორელს

მაგალითად, პაატა თედიაშვილიც საკმარისია biggrin.gif სად მაგის ნამღერი და სად ფოლკლორი, მაგრამ სულ ტრიალებს კლიპები და ძალიან პოპულარულია dry.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jul 27 2009, 05:58 PM
პოსტი #10


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ფოლკლორი კვდება? კვდება კი არა, მკვდარია და აცოცხლებენ.

ყანაში ნამღერი ნადური ფილარმონიაში, რო გადმოვა და მიკროფონით გავრცელდება ეგ არაა ფოლკლორი. თან ვინ ავრცელებს ამ ფოლკლორს, ისევ ქალაქელი ბიჭები (ნუ ძირითადში ასეა) ხოლო სოფელში მაცხოვრებელ ხალხს, უტყდება, თითქოს ხალხური სიმღეის სიმღერა, მოსმენა, ავლენენ დაბალ დონეს და დასცინიან კიდეც ისეთ პიროვნებას, რომელიც მათგან გამორჩეულია, ცოტა გემოვნებით.
საქმე იმაშია, რაც დრო გავა ფოლკლორს, სულ თანდათან მოაკლდება მსმენელი,კიდევ ვიმეორებ ღმერთმა ნუ ქნას,მაგრამ ეს მოსალოდნელია, იმიტომ რომ, ცივილიზაციამ ფოლკლორი არ იცის. ფოლკლორის სასიცოცხლო არეალი სოფელია, ჰოდა სოფელში, მერამდენედ ვიძახი "შუფუტინსკის" და "ბუტირკას" უსმენენ. რაც გვქონდა იმსაც ვკარგავთ, თუ კარგად არ შევისისხლხორცეთ და ვუყარაულეთ,უარესი დაგვემართება. აგერ რად გინდა, სოფელში უძველესი ფირფიტები მქონდა, რამოდენიმე ცალი, მერე რა რომ ვერ ჩავდიოდი, მაგის გამო პატარა ბავშვს, უნდა აფრიალებინო ბუმერანგივით და გააფუჭებინო, შე დალოცვილო ბიძაჩემო, ეგ თუ პაპაჩემია და პაპაჩემის ნამოღვაწარს ვუფრთხილდებოდი, რა ბიძაშენი არ იყო თუ რა? ჰოდა, ასე უსისხლოდ ანიავებენ ყველაფერს იმ სოფელშიც, რაც ფოლკლორთანაა დაკავშირებული. ეს ეხება ყველაფერს ძველი ჭურჭელიდან და ნივთებიდან დაწყებული დამთავრებული ინსტრუმენტებით. და რად გინდა, ხო გეუბნები, იმის გამო რო ქვევრი არ გარეცხონ და გადაღება-გადმოღებით არ იწვალონ, ბევრი კახელი გლეხი ხის კასრებში (ხის კასრს კიდევ რა უჭირს) და პლასტმასის "ამერიკულ ბიდონებში" აყენებს ღვინოს და ახლა იმას მოთხოვე შენ ფოლკლორი და ხალხური სიმღერა, "რაიონნი პროკურორს"- კი გიმღერებს, ხმის ჩახლეჩვაზე. smile.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 27 2009, 09:18 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
აბა ჩაწერე კარგი ხალხური სიმღერა , ან სიმღერების პოპური , შემდეგ გადაიღე ამ სიმღერაზე ასევე გემოვნებიანი კლიპი და ნახავ რამხელა პოპულარობას მოიპოვებს


ჩაწერეთ მერე თქვენც smile.gif სიმგერა კი იცით და .....

მიდექით მოდექით შეაწუხეთ ვინმე smile.gif))))) პაატა თედიაშვილი თუ იგებს თქვენ როგორ ვერ უნდა გადაიღოთ?


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 27 2009, 09:23 PM
პოსტი #12


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



[b]Iona[
ციტატა
ჩაწერეთ მერე თქვენც სიმგერა კი იცით და .....

თუ დააფინანსებთ მგონი უარს არ იტყვიან biggrin.gif
ეს არის მთავარი პრობლემა საქართველოში და არა მარტო ამ სფეროში smile.gif ვისაც ფული აქვს ის "ქაჩავს" და გემოვნებიანი მუსიკა ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჩაკრულო
პოსტი Jul 27 2009, 09:34 PM
პოსტი #13


ფოლკლორის მძღოლი!
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 694
რეგისტრ.: 14-October 06
მდებარ.: ფოლკლორში
წევრი № 276



კლიპი დაგვიჯდა 5 კილო პამიდორი, 3 კილო კიტრი, ვასჰლ ატამა, რეჰანი, 8 პური და 2.3 კგ ყველი და 1 საზამთრო, პლიუს 15 ლიტრა ბენზინი და 10 ლარის გაზი სულაი გულყვითელაითვინsmile.gif)))


--------------------
დაგბადოთ... გაგზარდოთ... გაცხოვროთ... დაგაბედოთ და... დაგხოცოთ

www.myspace.com/chveneburebiband
შემოდით ვიმეგობროთ :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jul 27 2009, 11:45 PM
პოსტი #14


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



Iona
ციტატა
ჩაწერეთ მერე თქვენც სიმგერა კი იცით და .....მიდექით მოდექით შეაწუხეთ ვინმე ))))) პაატა თედიაშვილი თუ იგებს თქვენ როგორ ვერ უნდა გადაიღოთ?

შენ მოგვიძიე სპონსორი და ვინც ხვალვე არ დაიწყოს მუშაობა იმისი კაცობა შევარცხვინე ჩვენდათავად biggrin.gif ბიჭო , კონცერტის ჩასატარებლად , დარბაზის დასაქირავებელი ფინანსები ვერ მოვიძიეთ და "პოსლე"-ზე გვქონდა კონსერვატორია დაქირავებული , რომელი კლიპის ფულზეა საერთოდ საუბარი biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jul 28 2009, 12:27 AM
პოსტი #15


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



დასკვნა: ტრადიციული ფოლკლორის დაფინანსება არა მომგებიანი საქმე,

პაპსა ფოლკის-კი

სათანადო PR ჭირდება ჩვენს ტრადიციულ ფოლკს და დარწმუნებული ვარ ყველფერი თავისით მოგვარდება smile.gif





--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jul 28 2009, 01:00 AM
პოსტი #16


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



S a l l y
ციტატა
დასკვნა: ტრადიციული ფოლკლორის დაფინანსება არა მომგებიანი საქმე,პაპსა ფოლკის-კი სათანადო PR ჭირდება ჩვენს ტრადიციულ ფოლკს და დარწმუნებული ვარ ყველფერი თავისით მოგვარდება

ვერ დაგეთანხმები სალი a075.gif სწორედაც რომ ძალიან მომგებიანი საქმეა , უბრალოდ დაწყება უნდა ამ ყველაფერს , რასაც სამწუხაროდ ყველა თავიდან ირიდებს ! არ გახსოვს ერისიონის კლიპს რამხელა რეზონანსი მოჰყვა?? ხალხი შოკში იყო , ყველას ძალიან მოეწონა ! ჩვენს ქვეყანაში მრავლად არიან ეროვნული ფასეულობების მტრები ! ვოტ სადაა ძაღლის თავი დამარხული a075.gif


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jul 28 2009, 01:14 AM
პოსტი #17


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(Didgoreli @ Jul 28 2009, 01:00 AM) *

S a l l y

ვერ დაგეთანხმები სალი a075.gif სწორედაც რომ ძალიან მომგებიანი საქმეა , უბრალოდ დაწყება უნდა ამ ყველაფერს , რასაც სამწუხაროდ ყველა თავიდან ირიდებს ! არ გახსოვს ერისიონის კლიპს რამხელა რეზონანსი მოჰყვა?? ხალხი შოკში იყო , ყველას ძალიან მოეწონა ! ჩვენს ქვეყანაში მრავლად არიან ეროვნული ფასეულობების მტრები ! ვოტ სადაა ძაღლის თავი დამარხული a075.gif


კაკრაზ იმიტომ ქონდა ერისიონის ქლიპს რეზონი- კარგად რომ გააპიარეს a075.gif

ფულის ჩადებაა საჭირო და სათანადო გაპიარება,მეტი არაფერი smile.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Satevari
პოსტი Jul 28 2009, 01:44 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 594
რეგისტრ.: 28-January 08
წევრი № 3,777



Didgoreli
ერისიონის კლიპს კი მოყვა დიდი გამოხმაურება ძია მარა ეგ ისეთი ნამღერი არაა ფოლკლორისტებს რო მოგეწონოთ და კლიპის ხარისხიც სხვა არის, ჩვენების გადაღებული კლიპი არაა. ხარისხი ბევრად კარგია
მაგ სიმრერაში ბევრი ელექტრონული საკრავია გამოყენებული და როგორც მახსოვს დრამიც არის, ანუ გათანამედროვებულია და შორს დგას ენდემური სახისგან

რა ვიცი აბა


--------------------
სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jul 28 2009, 02:23 AM
პოსტი #19


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



Satevari
ციტატა
ერისიონის კლიპს კი მოყვა დიდი გამოხმაურება ძია მარა ეგ ისეთი ნამღერი არაა ფოლკლორისტებს რო მოგეწონოთ და კლიპის ხარისხიც სხვა არის, ჩვენების გადაღებული კლიპი არაა. ხარისხი ბევრად კარგიამაგ სიმრერაში ბევრი ელექტრონული საკრავია გამოყენებული და როგორც მახსოვს დრამიც არის, ანუ გათანამედროვებულია და შორს დგას ენდემური სახისგან

ძია , მე იმას ვამბობ რომ ეს ერისიონი ითვლება სახელმწიფო ანსამბლად . ცეკვის გარკვეული რაოდენობა ელემენტებისა , სამოსი და ა.შ. კლიპში ხალხურია და ხალხს სწორედ ეს მოსწონს ! არავის უთქვამს "აუ რა მაგარი ელექტრონული საკრავები ჟღერდა ამ კლიპში" , ან "აუ რა მაგრად უკრავენ დრამზე" ! ყველას მოსწონს ჩაცმულობა , მოძრაობები , ცეკვა , ფარიკაობა ( თუ რაც არის ) და ქართული სიმღერა ( მართალია არა ბოლომდე ფოლკლორული , მაგრამ მაინც... ) . ეხლა ესეთივე ხარისხით რო გადაიღონ სუფთა ქართული კლიპი ყველანაირი მაიმუნობების ( დრამები , ელექტრონული საკრავები ) გარეშე რაა , არ აიტაცებს ხალხი?? აიტაცებს და მერე როგოორ... მაგას ვჩივი , თორემ არც ეგ კლიპია ხალხური , არც იბერეთის ქალავ სიცოცხლე და არც მითუმეტეს პაატას ბინდისფერია ! მოკლედ სუფთა ფოლკლორული კლიპი დღესდღეობით ქართულ სინამდვილეში არ არსებობს !!!

ციტატა
ძია მარა ეგ ისეთი ნამღერი არაა ფოლკლორისტებს რო მოგეწონოთ

ძია , ფოლკლორისტი არა ვარ მე a075.gif


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Satevari
პოსტი Jul 28 2009, 03:33 AM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 594
რეგისტრ.: 28-January 08
წევრი № 3,777



Didgoreli
მეეჭვება ძია სათანადო ხარისხით გაკეთდეს კლიპი, მაშინ უნდა მოვიწვიოთ ვიღაცეები ტავიანთი აპარატურით, მაგას კიდე მეეთები უნდა, მეეთები კიდე ჭირს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია biggrin.gif
ციტატა
პაატას ბინდისფერია

მაგითვინ ძია კარგა ხანია ბინდის ფერია და უკვე სიშავეში გადაუდის



--------------------
სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 11:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი