ქცევის კულტურა და ეტიკეტის დაცვა :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქცევის კულტურა და ეტიკეტის დაცვა :) |
marine |
May 6 2008, 01:57 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ეს თემა საინტერესო იქნება. მე ხელთ რა მასალებიც მაქვს ნელ-ნელა დავდებ და გაგაცნობთ ეტიკეტის დაცვის ნორმებს, თქვენც შემომიერთდით შეიძლება თემა სახალისოც გამოვიდეს
1. ნუ წარუდგენთ მანდილოსანს გასაცნობად მამაკაცს, კაცს წარუდგენენ ქალს მიუხედავად რანგისა. ასაკით უმცროსებს წარუდგენენ უფროსი ასაკის ადამიანებს. 2. ნუ შეეცდებით ხელის შეხებით მიიპყროთ მოსაუბრის ყურადღება. ქუჩაში ზრდილობიანი ადამიანი ქუჩას არ ანაგვიანებს, არ იფურთხება, ბავშვებს არ უყვირის, თითით არ უჩვენებს, ქუჩაში თვალს არ აყოლებს გამვლელ ქალს, მით უმეტეს, თუ მისი თანამგზავრი ქალია. თუ ქუჩაში ნაცნობი შეგხვდა, ნუ ჰკითხავ, თუ სად მიდის. ქალი წყვილში მარჯვენა მხარეს იკავებს. გასასვლელში მამაკაცი წინ ქალს ატარებს, მაგრამ თუ გასვლა გაძნელებულია (ხალხი, ვიწრო გასასვლელი) მაშინ მამაკაცი ქალს გზას უკაფავს და ხელსაც აშველებს. რათქმაუნდა, ქალს ყოველთვის უნდა მიეშველოს მამაკაცი მძიმე ტვირთის ტარებაში, მაგრამ ნამდვილად სასაცილოდ გამოიყურება იგი, თანამგზავრი ქლის ჩანთით, ჟაკეტით თუ ქოლგით ხელში. შემთხვევით გამვლელს არ შენიშნოთ: "თქვენი კოლგოტი გახეული" ან "თქვენს პალტოზე ტალახის შხეფია" - ეს მხოლოდ უტაქტობაა და არა კეთილი სამსახური, მაგრამ სრულიად მიზანშეწონილია უთხრათ უცნობ ქალბატონს, რომ მისი ჩანთა გახსნილია. ხოლო თუ უცნობი მამაკაცის ჯიბიდან ბოლი ამოდის, დაუყოვნებლივ ამცნეთ! /გაგრძელება იქნება/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 6 2008, 02:08 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
წვეულებაზე:
1. ნუ დაიგვიანებთ წვეულებაზე. 2. ნუ შეხვალთ სასტუმრო ოთახში ლაბადით. 3. არ არის აუცილებელი წვეულების ყველა დამსწრესთვის ხელის ჩამორთმევა. ხელს ართმევენ მასპინძელს, დანარჩენებს კი თავს უხრიან. 4. მაგიდას არ მიუჯდეთ, სანამ ქალები არ დასხდებიან ან ვიდრე დიასახლისი არ მიგწვევთ. 5. სუფრაზე თქვენს მარჯვნივ მჯდომ ქალს განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყარით. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Amuza |
May 6 2008, 02:42 PM
პოსტი
#3
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ერთს დავამატებდი.
თუ ქუჩაში ნაცნობი შეგხვდა, მოკითხვის შემდეგ ნუ შეეკითხები; "რამდენი გაქვს ხელფასი, კმაყოფილი ხარ? " არაეთიკურია და უხერხულ სიტუაციაში ჩააგდებ მას -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
- თეკლა - |
May 6 2008, 02:45 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 19-March 08 წევრი № 4,245 |
მარინე ძალიან კარგი თემაა - ყოჩაღ
1. დაუთმეთ ადგილი ქალბატონებს და მოხუცებს ტრანსპორტში 2. დახმარების ხელი გაუწოდეთ ყველას - რაც, სამწუხაროდ, დავიწყებას მიეცა 3. ნუ დააგვიანებთ ქუჩას (დავეთანხმები მარინეს), მაგრამ გამოვყოფდი შემდეგს - ნუ დაყრით მზესუმზირას ისევ თქვენივე ცხვირწინ და ფანჯრებიდან ნუ გადმოყრით ნაგავს, ისევ თქვენ შეგაწუხებთ 4. ყოველთვის "დახარეთ თვალები", როცა თქვენზე უფროსი და თქვენზე განსწავლული გესაუბრებათ 5. ხშირად გაიღიმეთ 6. (ცოტაოდენი ხუმრობით) ფეხზე ნუ გაიხდით, თუ მოგიწევთ ჩემს სახლში შემოსვლა - გაჭუჭყიანდება, გავწმინდავ - არაა პრობლემა ბევრი რამის სწავლა შეიძლება ნამდვილად ამ თემიდან - მარინე თიკო -------------------- არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი...
უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი; გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა... თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა, როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება. ილია II |
Amuza |
May 6 2008, 02:48 PM
პოსტი
#5
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
თუ ჩოყლაყობას(ქართული სიტყვაა და კავალერობას ნიშნავს) უწევ მანდილოსანს, არაეთიკურია სხვა მანდილოსანის ღირსებებზე ისაუბრო, ან სუფრასთან ყურადღება მოაკლო და თამადას ეხუტო და ეცეკვო იმის ნაცვლად.
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Amuza |
May 6 2008, 02:52 PM
პოსტი
#6
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ჩემმა ახლობელმა თქვა:
- საზოგადო ტრანსპორტში არასოდეს ვმჯდარვარო. - ეგ როგორ?- გავიკვირვე მე. - აი ასე, სულ ფეხზე ვდგევარო, მაშასადამე, არასოდეს დავმჯდარვარო. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
marine |
May 6 2008, 03:30 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
რაკი მოგეწონათ თემა, ვაგრძელებ
1. სტუმრად ან საზოგადოებაში ყოფნის დროს არ გაიწმინდოთ, არ მოიჭრათ ფრჩხილები, არ დაივარცხნოთ თმა, არ დაიწყოთ ტანსაცმლის წესრიგში მოყვანა. 2. ნუ დაიწყებთ საკუთარ თავსა და საქმეებზე, ან თქვენს ავადმყოფობაზე, წარუმატებლობაზე ლაპარაკს. 3. ნუ გაიხუმრებთ ვინმეს მისამართით, ნუ დასცინებთ სხვას. 4. ნუ დაიწყებთ ძველი ხუმრობის, ანეკდოტისა და ამბის მოყოლას. 5. ნუ იქნებით მოწყენილი იმის გამო, რომ ყურადღების ცენტრში არ იმყოფებით. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
nino_ni |
May 6 2008, 04:19 PM
პოსტი
#8
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
არაეთიკურია კიდევ კითხვა:აუ რა კაი რაღაც გაცვია, რა მიეცი? სად იყიდე?
ვერ ვიტან... მოერიდეთ ამდაგვარ კითხვებს -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
ართი ვარდი |
May 6 2008, 06:01 PM
პოსტი
#9
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
არ მიყვარდა როცა მეკითხებოდნენ არ თხოვდებიო არც ახლა მიყვარს, მაგრამ ახლა პასუხი მაინც მაქვს -------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
Amuza |
May 6 2008, 07:08 PM
პოსტი
#10
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ასევე ამაზრზენია, ხმამაგლა დაცემინება, შეუკავებელი ხარხარი და ჩაის კოვზის წკარუნით მორევა.
არაკულტურული ქცევაა. მე როცა ვეწეოდი, სუფრაზე არასოდეს მომიწევია. გავსულვარ გარეთ მომიწევია და შემოვსულვარ. ახლა პირდაპირ თვალებში აბოლებენ. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
T I K O |
May 6 2008, 08:36 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
კიბეზე ჩამოსვლის დროს მამაკაცი ერთი-ორი საფეხურით წინ მიდის ქალზე, ხოლო კიბეზე ასვლისას - პირიქით (ფეხის დაცურების შემთხვევაში მამაკაცი დაიჭერს, თუ რამე პირადი ბოღმა არ ამოძრავებს, რასაკვირველია ) მისალმებისას, ყოველთვის, პირველი მამაკაცი ესალმება ქალს და უმცროსი - უფროსს. როცა ქუჩაში სამი ადამიანი მიდის, ყველაზე საპატიო ადგილი უკავია შუაში მდგომს, შედარებით ნაკლებად საპატიო - მარჯვენას, კიდევ უფრო ნაკლებად საპატიო - მარცხენას. როდესაც ამ სამიდან ორი მამაკაცია შუა ადგილი ქალს უნდა დაუთმონ კინოში, თეატრში და ა.შ დარბაზში რიგებს შორის გამვლელმა, ყოველთვის, მაყურებელთა მიმართ პირით უნდა გაიაროს. ამ დროს პირველი მამაკაცი მიდის, შემდეგ - ქალი. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
ქევანა |
May 7 2008, 12:17 AM
პოსტი
#12
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
მომწონს ეს თემა
მე თვითონ როგორც შემიძლია ვიცავ ეტიკეტს (თუმცა ზოგ ზოგიერთებს უზრდელი ვგონივარ ეს იმიტომ რომ ზრდილობის განმარტება არ იციან ) *** ხმამაღლა დაცემინება კი არის არაეთიკური, მაგრამ დაუშვათ დაგაცემინა (რაც ბუნებრივია, როცა გაციებული ხარ), მაშინ ბოდიში უნდა მოიხადო ასთეა ასთე ეს წესი.. ცხვირის მოხოცვაც არ ითვლება უზრდელობად, თუ ეს პროცესი უხმაუროდ ხდება -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
nana_007 |
May 7 2008, 02:26 AM
პოსტი
#13
|
I need a hero... ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 |
ციტატა ცხვირის მოხოცვაც არ ითვლება უზრდელობად, თუ ეს პროცესი უხმაუროდ ხდება ქეთ, გერმანიაში ყველა სოციალურ ფენაში ეს პროცესი ხმაურით ხდება და იმენა გულისამრევია, განსაკუთრებით სუფრასთან როცა ხარ და ვინმე მოახრიალებს... გრრრ "ახალი" წესია გერმანიაში, დაცემინებისას "ჯანმრთელობის" თქმა არ ითვლება ესთეთიკურ ნორმად, არამედ არც უნდა შეიმჩნიო ეს დაცემინება, რომ ამით უხერხულში არ ჩავარდეს ის, ვინც დააქსიტინებს ბევრი წესიც ხალხთა ტრადიციებზეცაა დამოკიდებული და შესაბამისად სხვადასხვა ქვეყნებისთვის სხვადასხვაა. მაგალითად, გერმანიში პირველად კაცი შედის რესტორანში და შემდეგ ქალი, იტალიაში პირიქით ყოფილა, მიზეზად კი მოჰყავთ შემდეგი: გერმანელი კაცი ჯერ ათვალიერებს სიტუაციას და შემდეგ თუ მოსაწონია, მიჰყვება ქალი. იტალიაში კი მაინც ქალის კულტია და ჯერ შედის ქალი, რომ მოოიხვეჭოს ყურადღება და პატივი და შემდეგ მიჰყვება კაცი. სერბიაში მაგალითად დიასახლისი არანაირ წამყვან როლს არ ასრულებს კამპანიის დროს, გარდა სუფრის მომზადება-გაწყობისა. მამასახლისი ჯდება პირველი სუფრასთან და აცხადებს: რომ "ისადილეთ", ამის შEმდეგ აქვს უფლება ოჯახის წევრებს თუ სტუმრებს შეუდგნენ ტრაპეზს. გარდა ამისა, ოჯახის უფროსს აქვს მაგიდასთან მუდამ ერთი ადგილი, რომელიც თაობებზე გადადის () , მის ადგილს სხვა ვერ დაიკავებს მაგიდასთან... ნუ , ახლა თუ აყალმაყალი არ უნდა... მე არ მომწონს ეს გადამეტებული პატრიარქატი... გამაღიზიანებელია წვრილმანური ეტიკეტები. -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
marine |
May 8 2008, 01:55 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოკლედ, ვაგრძელებ
კაფე, რესტორანში თუ კაფეში ან რესტორანში შეხვედრაზე შეთანხმდნენ ქალი და მამაკაცი, ეს უკანასკნელი ვალდებულია რამდენიმე წუთით ადრე მივიდეს და დაიჭიროს თავისუფალი მაგიდა. მაგრამ თუკი ადგილზე პირველი ქალი მივიდა, ეს არ იქნება ტრაგედია; მამაკაცმა ბოდიში უნდა მოიხადოს და გარკვევით აუხსნას დაგვიანების მიზეზები. ქალმაც დიდსულოვნად უნდა აპატიოს პარტნიორს და არ ჩაამწაროს საღამო თავისი მოღუშული სახით. რესტორანში შესვლისას ზედა ტანსაცმელს გარდერობში ტოვებენ. გამოსვლისას მამაკაცი ეხმარება ქალს პალტოს ჩაცმაში. გარდერობის სარკესთან შეიძლება მხოლოდ ვარცხნილობის შესწორება და არა სხვა კოსმეტიკური ოპერაციები. /გაგრძელება იქნება/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
KAIROS |
May 11 2008, 03:36 AM
პოსტი
#15
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ცხვირის მოხოცვაც არ ითვლება უზრდელობად, თუ ეს პროცესი უხმაუროდ ხდება სწორი დაწერა ნანამ, ევროპის ბევრ ქვეყანაში, კარგა დემონსტრაციულადაც აკეთებენ ამ საქმეს ერთერთმა ჩემმა ყოფილმა ლექტორმა შუა ლექცია გააჩერა და ასობით სტუდენტის წინ 5 წუთიანი გასუფთავება ჩაიტარა, მერე ცხვირსახოცი გახსნა, "შეამოწმა", დაკეცა და შეინახა ასევე ძალიან მიღებულია, ჭამის შემდეგ პირზე ცალი ხელის აფარება და საჩიჩქნით კბილების გასუფთავება ეგ ჩემთვის ისე მიუღებელია, რომ... მდაა კულტურული ევროპა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
marine |
May 13 2008, 02:03 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვაგრძელებ
კაფეში, რესტორანში ფინჯანი ისე დაიჭირეთ სახელურით, რომ მასში საჩვენებელი თითი არ გაუყაროთ. კოვზით მხოლოდ შაქარი მოურიეთ, შემდეგ კი ლამბაქზე დადეთ. ჩაის და ყავას სვამენ ფინჯნით და არა კოვზით, ხოლო თუ სასმელი ცხელია, მოთმინებით დაელოდეთ გაგრილებას, სულის შებერვა მიუტევებელია. ლამბაქის ხელში აღება და ფინჯნიდან ისე დალევაც უზრდელობაა. რაც შეეხება ლიმონის ნაჭერს ფინჯანში, გავიხსენოთ ნატაშა როსტოვა - თავადის ასული, რომელსაც ბავშვობიდან ასწავლიდნენ ეტიკეტს: ის ამბობს მავანზე "Он из плебеев" - ложкой жмет лимон в стакане. ასე რომ, არ გამოწუროთ ლიმონი, დატოვეთ ის ჭიქაში. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 14 2008, 10:50 AM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
კაფეში, რესტორანში
/გაგრძელება/ თუ ყავას ან ჩაის ღვეზელთან ან ტორტთან ერთად მიირთმევთ, ჭიქაზე არ დატოვოთ ცხიმიანი ლაქები, იხმარეთ ქაღალდის ხელსახოცი და დატოვეთ იგი თეფშზე და არა საფერფლეზე. სიგარეტი ჩააქრეთ მხოლოდ საფერფლეზე და არა თეფშზე, ან ლამბაქზე. მენიუს მამაკაცი აწოდებს ქალს, დიდ კომპანიაში კი ერთი წევრი ხმამაღლა კითხულობს მას. სრულიადაც არ ჩაგეთვლებათ უტაქტობად, თუ ოფიციანტს ჰკითხავთ ამა თუ იმ კერძის შესახებ, რადგან დღესდღეობით უამრავი სახის კერძი არსებობს და ჩვენ სრულიადაც არ ვართ ვალდებულნი, ყველა მათგანის შესახებ ვიცოდეთ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 14 2008, 01:56 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვაგრძელებ:
სამსახურში ახალი თანამშრომელი კოლექტივს უნდა წარუდგინოს ხელმძღვანელმა. სამსახურის ტელეფონით რაც შეიძლება ნაკლებად ილაპარაკეთ პირად საკითხებზე, ილაპარაკეთ ხმადაბლა, შეკვეცილი ფორმით. თუკი კოლექტივში ტრადიცადაა დამკვიდრებული დაბადების დღის აღნიშვნა, აღნიშნეთ, ოღონდ ღრეობად ნუ გადააქცევთ. მილოცვების მიღებისას იუბილარი ფეხზე დგას. არ გაუმასპინძლდეთ სტუმრებს ძალზე ხელგაშლილად, ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებთ მომავალ იუბილარებს, საკმარისია ყავა, ხაჭაპური და ნამცხვარი. ოფისში შესვლისთანავე შეფი პირველი ესალმება თანამშრომლებს. თუ ვინმე ბევრს ეწევა, მან არ უნდა იწუწუნოს იმაზე, რომ ოთახს ხშირად ანიავებენ. უმჯობესი იქნება, თუ ამას თვითონ გააკეთებს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
nana_007 |
May 14 2008, 03:01 PM
პოსტი
#19
|
I need a hero... ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 |
ციტატა მენიუს მამაკაცი აწოდებს ქალს, დიდ კომპანიაში კი ერთი წევრი ხმამაღლა კითხულობს მას. ეს ეტყობა ძალიან ძველი წესია რაც არ უნდა დიდი იყოს კამპანია, ყველა სათითაოდ ღებულობს მენიუს. ციტატა სამსახურის ტელეფონით რაც შეიძლება ნაკლებად ილაპარაკეთ პირად საკითხებზე, ილაპარაკეთ ხმადაბლა, შეკვეცილი ფორმით. არის ფირმები, სადაც პირადი საუბრები ტელეფონზე საერთოდ აკრძალულია, ზოგან მაილის ნახვაც კი ... მოწევა ოფისებში ახლა თითქმის ყველგან დაუშვებელია. პ.ს. ისე, როგორ ცვლის დრო შეხედულელებსაც კი -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
- თეკლა - |
May 15 2008, 03:29 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 19-March 08 წევრი № 4,245 |
ოფისში ყოფნისას, შეეცადეთ, რაც შეიძლება ხმადაბლა "აკაკუნოთ" კლავიატურაზე, უზრდელობა ყოფილა, განსაკუთრებით თუ უცხოელებთან მუშაობთ, ქართველები ხმაურიანი ხალხი ვართ და თურმე ნაკლებად აღიზიანებთ - სახლში კი რამდენიც გინდათ
-------------------- არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი...
უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი; გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა... თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა, როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება. ილია II |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი