IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 5 6 7  
Reply to this topicStart new topic
> "ფანატიზმი" და მორწმუნეობა, ფანატიკოსობის თეორია
marine
პოსტი Oct 30 2022, 09:09 PM
პოსტი #121


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხელისუფლების მარწუხებისაგან თავისუფალ რელიგიებში, როგორც წესი, არ არსებობს ფანატიზმი. ეს კიდევ ერთი არსებითი კომპონენტია. ფანატიზმს, იზრდება რა გაუნათლებელი მოსხლეობის რომელიღაც ბნელ ნაწილში, ყოველთვის იმედი აქვს ხელისუფლების მხარდაჭერისა"

/მღვდელი გიორგი ჩისტიაკოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 31 2022, 08:48 PM
პოსტი #122


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლობა სულის სიხარულია; ფანატიზმი მწუხარება. მართლმადიდებლობა სხვებში კეთილის დანახვის უნარია; ფანატიზმი სხვათა ცუდის მაძიებელია. მართლმადიდებელი საკუთარ ცოდვებს ხედავს; ფანატიკოსი სხვებისას".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 3 2022, 05:01 PM
პოსტი #123


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფანატიზმი არის სულიერი ამპარტავნება, საკუთარ თავზე ორიენტირება, საკუთარი აზრის და არა ჭეშმარიტების რწმენა. ფანატიზმი სხვა ადამიანების სიყვარულის დეფიციტი ანდა მისი სრული უქონლობაა. ესაა პოზა, რომლის დროსაც სხვისი აზრი საერთოდ არ აინტერესებთ. ფანატიზმი შეუღწეველი სულიერი გარსია, რომლის მიღმაც კაცი სხვას ვერაფერს ხედავს. ფანატიზმი გარკვეულწილად საკუთარი თავის რელიგიაა: "მე ყოველთვის მართალი ვარ" - ესაა ამ რელიგიის აღმსრულებელთა კრედო".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 25 2022, 06:44 PM
პოსტი #124


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფანატიზმიც არის ერთგვარი გაუკუღმართებული და გამრუდებული რელიგიური ცხოვრება. რელიგიური ცხოვრება, რომელიც რაიმე კერპის სახეს მიიღებს, რომელიც დემონური ძალით იმართება, რა თქმა უნდა, ფანატიზმად იქცევა"

/მამა იაკობ მუჯირი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2022, 09:38 PM
პოსტი #125


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საეკლესიო ისტორიაში მოთხრობილია, თუ რა იყო ერთ-ერთი ობიექტური მიზეზი ხატმებრძოლობისა. ეს არის გაკერპება ხატებისა, ანუ არასწორი და არამართებული თაყვანისცემა ხატებისა, რომელიც ასევე მართლმადიდებლურ წიაღში არსებობდა და ხატმებრძოლთა განრისხება განაპირობა. რა თქმა უნდა, თავისთავად ხატმებრძოლობა, როგორც მწვალებლობა, უკუგდებულია ეკლესიისგან და შეუწყნარებელია, მაგრამ საეკლესიო ისტორიის ობიექტური ავტორები ხაზგასმით ამბობენ იმასაც, თუ რა იყო ობიექტური გამომწვევი მიზეზი და კონკრეტულად არის უწებული ამის შესახებ. ბავშვის ნათლობის დროს ისინი ნათლიად იყენებედნენ არა ცოცხალ პიროვნებას, არამედ ხატს. მაგალითად, წმინდა ნიკოლოზის ხატი იყო ნათლია რომელიმე ახალნათელღებული ბავშვისა, ეს იყო საეროთაგან ხატთაყვანისცემის არაჯანსაღი გამოვლინება, მაგრამ სასულიერო პირთა მხრიდანაც იყო არაჯანსაღი თაყვანისცემის ფორმები. საეკლესიო ისტორიაში ამგვარი გარემოებაც არის აღწერილი: როდესაც გარაისახებოდა სისხლი და ხორცი ყოვლადწმინდა ტარიგი, სასულიერო პირები, მწირველი მღვდელი ფხეკდა მაცხოვრის ხატიდან პიგმენტს, ანუ საღებავს, ფეშხუმთან ერთად ტარიგზე დააბრძანებდა და ამ ფორმით ეზიარებოდა. ფეშხუმზე იყო გარდასახული ტარიგი და, ამავდროულად, ხატიდან აფხეკილი პიგმენტი. ეს არის არასწორი ფორმა ხატთაყვანისცემისა და ეს არის ერთ-ერთი ფანატიკური გამოვლინება"

/მამა იაკობ მუჯირი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2023, 07:18 PM
პოსტი #126


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფანატიზმს არანაირი კავშირი არა აქვს ქრისტესთან. იყავი ნამდვილი ქრისტიანი, მაშინ კი აღარ განაწყენდები ვინმეზე, არამედ შენი "სიყვარული... ყოველსა თავს-იდებნ". არამართლმადიდებლებთანაც კი ქრისტიანი იყავი, ანუ თავაზიანად, პატივისცემით მოექეცი მას, განურჩევლად მისი სარწმუნოებისა. შეგიძლია მუსულმანის მიმართაც გამოიჩინო მზრუნველობა, როდესაც მას ეს სჭირდება, გაესაუბრო მას, ურთიერთობა იქონიო მასთან. პატივი უნდა ვცეთ სხვის თავისუფლებას, როგორც ქრისტე "დგას კარსა ზედა და ჰრეკს". ძალით კი არ ცდილობს კარების გაღებას, არამედ ელოდება, რომ სულმა თვითონ, თავუსუფლად შეიწყნაროს იგი. ჩვენც ასევე დავდგეთ თითოეული ადამიანის წინაშე"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 5 6 7
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი