თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ჯემალ ქარჩხაძე

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Apr 29 2009, 09:45 PM

ვისაუბროთ ამ ადამიანის ხელოვნებაზე. მისი რომელი ნაწარმოებები მოგწონთ.

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Apr 29 2009, 09:53 PM

ერთი ნაწარმოები წავიკითხე, ესე ერთი თვის წინ : "იგი"

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Apr 29 2009, 09:56 PM

"იგი" ძალიან ღრმა და თან მარტივი ნაწარმოებია, როგორ ფიქროობთ რას უწოდებს ქარჩხაძე "იგის?"

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 29 2009, 10:55 PM

cinemamu

ციტატა
ვისაუბროთ ამ ადამიანის ხელოვნებაზე. მისი რომელი ნაწარმოებები მოგწონთ.

მოიცათ ახლა smile.gif ვინც არ ვიცით (საპატიო მიზეზების გამო) ვინაა ეს ჯემალი, თემის გახსნისას არ უნდა ახსნათ ვინაა, რა ჟანრი აქვს , როდის დაიწყო და ა.შ. + ერთი-ორი ნაწარმოები დააკოპიროთ ან ამონარიდები... რა წესია ასე ერთწინადადებიანი თემები, ვიმარჩიელოთ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Apr 29 2009, 11:04 PM

staywhite

სამწუხაროდ ვერ დავდებ იმ ნაწარმოებს, ზედმეტად დიდია ასაკრეფად sad.gif

წელს შეიტანეს ეროვნული გამოცდების საპროგრამო მასალაში და დავინტერესდი...



პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Apr 29 2009, 11:07 PM

ა ნ უ კ ა
სამი წელია სასკოლო პროგრამაშია ''იგი'' smile.gif

მე დაგიდებთ ბმულს და წაიკითხეთ
http://forum.rustavi2.com/index.php?showtopic=1282

კიდევ რამდენიმე მოთხრობა ისწვალება, თუ ვნახე ნეტში, დავდებ მათაც. ერთ-ერთია ''მარიანა''.

მისი რომანებიდან აღსანიშნავია: ''ქარავანი'' და ''მდგუმრები''

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Apr 29 2009, 11:16 PM

აქ დევს ''ქარავანი''

http://www.lib.ge/each_author.php?218



ჯემალ ქარჩხაძე
(ბიოგრაფიული მონაცემები)

1936 წლის 13 მაისი, ვანის რაიონის სოფელი უხუთი – 1998 წლის 8 ნოემბერი, თბილისი.
1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1961 – 1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროში, ქართულ სახელმწიფო თოჯინების თეატრში და კინოსტუდია „ქართულ ფილმში”.
პირველი პუბლიკაცია – 1962 წელი, მოთხრობა „აბზიანიძეების ოჯახი”.

ბიბლიოგრაფია (პირველი გამოცემები):
• „სასწაული” – მოთხრობების კრებული, 1967
• „მეთერთმეტე მცნება” – მოთხრობების კრებული, 1979
• „მდგმური” – რომანი, 1979
• „დღე ერთი” – მოთხრობების კრებული, 1982
• „ქარავანი” – რომანი, 1984
• „ანტონიო და დავითი” – მოთხრობების კრებული, 1987
• „ზებულონი” – რომანი, 1988
• „ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა” - მოთხრობა, 1989
(ჟურნალი „მნათობი” №9)
• „იუპიტერის სინანული” – მოთხრობა, 1994
• „მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება” – მოთხრობა, 1998
• „განზომილება” – რომანი, 2001
(პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში” 1999წ. №№3-4-5-6-7)

თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე.
დავიდ წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰ. ლაქსნესის „ატომის სადგური”, ლ. ფოიხტვანგერის „ცრუ ნერონი”, რ. კიპლინგის ზღაპრები, გრიმების ზღაპრები და სხვ.


ესეც ამონარიდები:



სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე.



ვისაც უკეთესი ბედი აქვს ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს, შეუძლია ნადირადაც იქცეს -ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავის ზურგით უნდა ზიდოს.



ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს

ესეც ნახეთ:


http://www.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20kartuli/interviu%20mcerlebtan/proza/jemal%20qarchxadze/jemalindex.html

http://arili2.blogspot.com/2009/03/blog-post_14.html

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Apr 29 2009, 11:17 PM

,,ქარავანი"

,,მდგმური"
,,იგი"

აი,ის რაც მიყვარს smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Apr 29 2009, 11:21 PM

მე ''ანტონიო და დავითი'' მიყვარს. დავდებ ახლა მასაც:

http://forum.rustavi2.com/index.php?showtopic=1801&st=0&start=0

ეს მოთხრობა კი მეთორმეტე კლასის წიგნშია შეტანილი

http://www.urakparaki.ge/?m=4&ID=633

ეს ინტერვიუა მასთან:

http://mimosfinn.wordpress.com/2008/12/22/

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Apr 30 2009, 01:34 AM

http://www.radikal.ru

მმმიყავრს..
სულ პირევლად "იგი" წავიკითხე და უბრალოდ გაოგნებული ვიყავი..
შემდეგ "მარიანა" და სულ ბოლოს"რაჰათ-ლუხუმი".
ძალიან მომწონს და ვთლი რომ მართლა უძლიერესი პროზაიკოსია..

wub.gif


ეს ამონარიდები "რაჰათ-ლუხუმიდან"


"გურჯისტანი ტკბილია,როგორც იქაური ყურძნის მარცვალი.ნელ-ნელა უნდა დააჭირო კბილი და ისე გასრისო,რომ სისხლის უოველ წვეთს გემო ჩაატანო"

" ბუნებით ყველა გურჯი მოღალატეა,ოღონდ ეგ არის,ზოგს ეძლევა ღალატის საშუალება და ზოგს არო,მაგრამ მოღალატესთან საქმის დაჭერას სიბრძნე ჭირდება,რადგან ვინც მოყვარეს უღალატებს ,ის მტერსაც უღალატებს,შენი მტირს მოღალატე ან უნდა მოკლა ან ძალიან დიდი ჯამაგირი გაუჩინო"

"შურიანები არიან გურჯები,ერთიმოერს სიკეთე მოსვნებეას უკარგავთ და ვინც მათს ამ თვისებას ბრძნულად გამოიყენებს ,როცა დასჭირდება,ერთმანეთს იოლად გადაკიდებს.გურჯი უნდა აქო,თავი ისე უნდა მოაჩვენო,ვითომ შენ იმის ფერხთა მტვრად არა ღირარო,გურჯი გულუბრყვილოა,თანაც გადამთიელის ნათქვამს უფრო იოლად იჯერებს ,ვიდრე თავისიანის,ამიტომ სწრაფად მოგენდობა და შეუყავრდები,საკუთარი ძმა შესძულდება ,რადგან ერთი გურჟის გულშI ორი სიყვარული ვერ ეტევაო.გურჯების უგუნურობა ყველაზე უკეთ მათს ამპარტავნებაში ჩანს;თავიანთ ურიცხვ ნაკლს ისე სასოებით მალავენ,თითქოს ერთი რამ საგანძირო იყოს;ყველაფერი შეიძლება გაპატიონ,მაგრამ მათი ნაკლი თუ შემაჩნიე,ამას არამც და არამც არ გაპატიებენ."



.....................................................................







”სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე.”


”ვისაც უკეთესი ბედი აქვს ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს, შეუძლია ნადირადაც იქცეს -ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავის ზურგით უნდა ზიდოს.”


”ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს”

http://www.urakparaki.ge/?m=4&ID=633

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 30 2009, 01:44 AM

ვაი, რა კაი ტიპია wub.gif მადლობა ყველას, რომ "გამაცანით" smile.gif

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Apr 30 2009, 01:56 AM

ციტატა(staywhite @ Apr 30 2009, 01:44 AM) *

ვაი, რა კაი ტიპია wub.gif მადლობა ყველას, რომ "გამაცანით" smile.gif

ხოო..
ძალიან საყავრელია..
wub.gif

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Apr 30 2009, 07:27 AM

ამბობენ, რომ ძალიან საინტერეოა მისი ბოლო დაუმთავრებელი რომანი "განზომილება", რომელიც გამოცემულია და პარნასში ვნახე, სამწუხაროდ ჯერ არ წამიკითხავს.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Apr 30 2009, 11:57 AM

ციტატა(cinemamu @ Apr 30 2009, 08:27 AM) *

ამბობენ, რომ ძალიან საინტერეოა მისი ბოლო დაუმთავრებელი რომანი "განზომილება", რომელიც გამოცემულია და პარნასში ვნახე, სამწუხაროდ ჯერ არ წამიკითხავს.

აქ დავდე ნაწყვეტები. ლინკს დააჭირე.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 30 2009, 11:57 AM

მე მარტო "იგი" და "მარიანა" მაქ წაკითხული, ისიც ჩემი დის სკოლის წიგნში იყო და დამაინტერესა smile.gif
ჩემს დროს არ იყო ამდენი მასალა შეტანილი...

მოკლედ, ძალიან საინტერესოა... მე მომწონს.. უბრალო და გასაგები ენით გადმოსცემს, არც მაინცდამაინც რთული აღსაქმელია შიგ ჩადებული აზრი... წერს იმაზე, რაც დიდი ხანია მწერლობის ყურადღების საგანია... თუნდაც "იგი"-ში, თუ გახსოვთ როგორ გახდა იგი შემოქმედი, როგორ უპირისპირდება თავის ტომს.. და ბოლოს როგორ მთავრდება .. კვდება

ხოდა, ისე წერს, სხვებისგან განსხავვდება, თან

პოსტის ავტორი: ana.anu თარიღი: May 12 2009, 12:39 PM

მე ყველაზე მეტად "იგი" და "მარიანა" მიყვარს,გულწრფელად გირჩევთ ვისაც არ წაგიკითხავთ,წაიკითხოთ smile.gifsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: May 13 2009, 12:47 PM

ძალიან მიყვარს "იგი" wub.gif

კიდევ ძალიან საყვარელი მოთხრობაა "მაგნოლიის ყვავილი" smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 13 2009, 02:30 PM

გუშინ ''სოლომონიანი'' წავიკითხე და მომეწონა. მისი წერის მანერა, ლექსიკა, მხატვრული სახეები და აღქმა მომწონს ძალიან smile.gif

პოსტის ავტორი: salomeaa თარიღი: Jun 13 2009, 10:19 PM

,,იგი" მაქვს წაკითხული და ძალიან მომეწონა wub.gif ეს მწერალი აღმოჩენა იყო ჩემთვის. სხვა ნაწარმოების წაკითხვა მინდა თუ შემხვდა სადმე

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 19 2009, 08:53 PM

ახლახანს მოვრჩი ქარჩხაძის "ბიძაჩემი იონას" წაკითხვას.. biggrin.gif დავწექი სიცილით, რა ენით წერია.. ღმერთოოო.... მიყვარს ეს მწერალი biggrin.gif
მაგრამ ამავე დროს რა მწარ მწარე ქვეტექსტებია biggrin.gif


- იუმორ -
იქ ეპიზოდია ერთი, ბიძა აწერინებს დისწულს თემას სანაკლიოზე, რომელიც მიაქვს სკოლაში და რამდენიმე დღის მერე მასწავლებელი შემოდის საკლასო ოთახში, ხოოდა განხორციელდა "გადახევის ცერემონიალი" biggrin.gif

ნაწყვეტი:
"ამის შემდეგ გადახევის რიტუალს შეუდგა. რვეულს ორივე ხელი მოუჭირა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გასწია და გამოსწია. სახე დაეძაბა და თვალები ოდნავ გადმოეკარკლა. კლასში სამარისებული დუმილი იდგა, ყველანი სულგანაბული მივჩერებოდით. პოლიევქტს დიდი ხანი იყო არაფერი დაეხია და გულით გვაინტერესებდა, შენარჩუნებული ჰქონდა თუ არა სპორტული ფორმა. ცოტა ხნის შემდეგ პოლიევქტმა შეისვენა, ხელები მოადუნა, თან ყოველი შემთხვევისთვისათვის, მრისხანედ და გამაფრთხილებლად მოგვაჩერდა. მერე, რა დაისვენა, ისევ საქმეს შეუდგა. მეოთხე ცდაზე, როგორც იქნა, პირი გადაუხსნა (აქამდე ორ ცდაზე მეტი არასდროს დასჭირვებია) და ყველამ, იმანაც და ჩვენც, შვებით ამოვისუნთქეთ. რაკი ერთი პირი გადაუხსნა, გახია, კიდევ გახია, მომიახლოვდა, ორივე ხელით შემომაყარა სახეში, როგორც აღტაცებული მაყურებელი შეაყრის ყვავილებს ვალმოხდილ მსახიობს, და მითხრა:
- ხვალ თუ მშობელს არ მოგივყანია, სკოლაში მოსული არ გნახო!"

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jun 19 2009, 08:59 PM

"იგი"
ჩემი უსაყვარლესი მოთხრობა, რომელიც ბევრმა დაიწუნა..

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Jul 19 2009, 03:20 PM

ციტატა(m16 @ Jun 19 2009, 07:59 PM) *

"იგი"
ჩემი უსაყვარლესი მოთხრობა, რომელიც ბევრმა დაიწუნა..

+1..

ახლა ”მდგმურს” ვკითხულობ..
და კიდევ ერთხელ უფრო გავოცდი..

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 25 2009, 04:22 PM

გეყოთ ლაყბობა და ეს წაიკითხეთ...

ჯემალ ქარჩხაძის ზღაპარია: "ბედნიერების მაძიებელი უფლისწული". მხატვრულობით დიდი არაფერია, ზღაპარის სტილია, მაგრამ ძალიან ღრმა და ფილოსოფიურ-მისტიური ვეშია რა... ჩემი ხელით ავკრიფე რომ წაგეკითხათ და აბა თქვენ იცით, ველოდები კომენტარებს a075.gif

http://bin.ge/file/102927/bednierebis-maZiebeli-ufliswuli.doc.html

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 25 2009, 06:52 PM

ციტატა(Atman @ Nov 25 2009, 04:22 PM) *

გეყოთ ლაყბობა და ეს წაიკითხეთ...

ჯემალ ქარჩხაძის ზღაპარია: "ბედნიერების მაძიებელი უფლისწული". მხატვრულობით დიდი არაფერია, ზღაპარის სტილია, მაგრამ ძალიან ღრმა და ფილოსოფიურ-მისტიური ვეშია რა... ჩემი ხელით ავკრიფე რომ წაგეკითხათ და აბა თქვენ იცით, ველოდები კომენტარებს a075.gif

http://bin.ge/file/102927/bednierebis-maZiebeli-ufliswuli.doc.html

ვაიმე გენაცვალეეე kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif
დიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: natiamaxaradze თარიღი: Jan 5 2010, 09:14 PM

ჯემალ ქარჩხაძე უძლიერესი მწერალიაა..... ძალიან მიყვარს. წაკითხული მაქვს "ქარავანი" "მდგმური" და "იგი" როომელიც სასკოლო პროგრამაში შემხვდა და ძალიან გამიხარდა. მე თვითონ ერთმა კაცმა მირჩია მისი წაკითხვა და მადლობელი ვარ მისი... ღმერთო იმ კაცს ნათელი დაუმკვიდრე. sad.gifsad.gif .....

ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ჯემალ ქარჩხაძე..... "ქარავანზე" ბევრი ვიცინე.... შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Mar 29 2010, 04:35 PM

ახლა ვკითხულობ ჯემალ ქარჩხაძის დაუმთავრებელ ბოლო რომანს: "განზომილება". მინდა პროლოგიდან ნაწყვეტი დავწერო:


ღმრთისა მიმართ


გმადლობ, უფალო, იმისთვის, რაც მომეც, რაც არ მომეც, იმისთვისაც გმადლობ, უფალო, რამეთუ შენა ხარ არსი ჭეშმარიტი და თავად უწყი, ვის რა მისცე და რამდენი მისცე. დანარჩენი, ვიცი, ჩემზეა დამოკიდებული, და იმისთვისაც გმადლობ, რომ დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული. მხოლოდ ერთი სათხოვარი კი მინდა კრძალვით შემოგბედო: ვინიცობისაა ტვინი ისე გადამიბრუნდეს, გონება ისე დამიბნელდეს, გემოვნებამ ისე მიმტყუნოს, ლიტერატურული თვალისჩინი ისე დავკარგო და მხატვრული გზაკვალი ისე ამერიოს, რომ ფეხი სიყალბის ბილიკზე გადამიცდეს, ნუ ამაღებ ხელს, ნუ შემაქცევ ზურგს, ნუ მიმატოვებ საკუთარი სინდისის საჯიჯგნად, ნუ გამიმეტებ გრძელი ტანჯვისთვის! მომმადლე წყალობა და მომანიჭე შენი მაღალი რისხვა დამსახურებისამებრ!
სხვაფრივ დავიშთები სიმართლის ერთგული მსახური და ფარისეველთა შეურიგებელი მოწინააღმდეგე.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 29 2010, 04:40 PM

ციტატა(Atman @ Nov 25 2009, 04:22 PM) *

გეყოთ ლაყბობა და ეს წაიკითხეთ...

ჯემალ ქარჩხაძის ზღაპარია: "ბედნიერების მაძიებელი უფლისწული". მხატვრულობით დიდი არაფერია, ზღაპარის სტილია, მაგრამ ძალიან ღრმა და ფილოსოფიურ-მისტიური ვეშია რა... ჩემი ხელით ავკრიფე რომ წაგეკითხათ და აბა თქვენ იცით, ველოდები კომენტარებს a075.gif

http://bin.ge/file/102927/bednierebis-maZiebeli-ufliswuli.doc.html

არ იწერს და რა ვქნა? სხვაგან ათვირთე თუ შეძლებ smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Mar 29 2010, 04:43 PM

ikanosi

ციტატა
არ იწერს და რა ვქნა? სხვაგან ათვირთე თუ შეძლებ


http://allshares.ge/download.php?id=CAE60F4B9

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 29 2010, 05:59 PM

ციტატა(Atman @ Mar 29 2010, 04:43 PM) *

ikanosi
http://allshares.ge/download.php?id=CAE60F4B9

გმადლობ smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 5 2010, 11:44 AM

"როდესაც ზეგარდმო ძალას სურს რაიმე გვამცნოს, ინფორმაციას კოდის სახით დებს მიზეზ-შედეგობრიობის დინამიკაში და, თუ კოდი რთული არ არის, ანუ მიზეზ-შედეგის იმაზე მეტ რგოლში არ არის გაბნეული, ვიდრე შემეცნება გვწვდება, ჩვენ კოდს ვშიფრავთ და ინფორმაციას ვითვისებთ. ეს არის სულ, მაგრამ თუ ინფორმაცია რთული სახითაა მოწოდებული და შემეცნების ამჟამინდელ შესაძლებლობებში ვერ ეტევა, ჩვენ ვპოულობთ ან მხოლოდ მიზეზს, ან მხოლოდ შედეგს და მას "სასწაულს" ვუწოდებთ, რაც ჩვენი უფლებაა."

(ნაწყვეტი რომანიდან "განზომილება")

"- ღმერთი მიტო გვწამს, რო თვალით არ გვინახავს და არ ვიცით, რა არის, თვარა, ახლა რო მაცხოვარი გამოგვეცხადოს - იდიდოს მისი სახელი - და გამოგველაპარაკოს, გიჟია-თქვა ვიტყვით და ქე შევაქცევთ ზურგს."

(ნაწყვეტი რომანიდან "განზომილება")

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 6 2010, 02:34 PM

ციტატა
"- ღმერთი მიტო გვწამს, რო თვალით არ გვინახავს და არ ვიცით, რა არის, თვარა, ახლა რო მაცხოვარი გამოგვეცხადოს - იდიდოს მისი სახელი - და გამოგველაპარაკოს, გიჟია-თქვა ვიტყვით და ქე შევაქცევთ ზურგს."

thumbs.gif
ადამიანური ზნის რაოდენ დიდი ცოდნა დგას ამ სიტყვებს მიღმა yes.gif
და აღიარების რა უბრალო და წონიანი ნება fiqri.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 24 2010, 11:31 PM

ექსკლუზიურად ჩარჩელებისთვის!

ნაწყვეტი ჯემალ ქარჩხაძის დაუმთავრებელი რომანიდან "განზომილება".

"უფლისწული და გველეშაპი"
(ზღაპარი)

http://allshares.ge/download.php?id=9F5C1C2431

დიდი არაა და ყველას გირჩევთ წაიკითხოთ a075.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Apr 25 2010, 12:03 AM

ციტატა(Atman @ Apr 24 2010, 10:31 PM) *

ექსკლუზიურად ჩარჩელებისთვის!

ნაწყვეტი ჯემალ ქარჩხაძის დაუმთავრებელი რომანიდან "განზომილება".

"უფლისწული და გველეშაპი"
(ზღაპარი)

http://allshares.ge/download.php?id=9F5C1C2431

დიდი არაა და ყველას გირჩევთ წაიკითხოთ a075.gif

ნაწყვეტი არ მაკმაყოფილებს მეტი მინდააა ... rolleyes.gif
ისედაც დაუმთავრებელია და კიდევ ნაწყვეტი? კარგი რაა sad.gif მარილიც მოაყარე სიკეთეს kiss1.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 25 2010, 03:02 AM

იმის შემდეგ რაც წავიკითხე, ქარჩხაძის

ციტატა
ბედნიერების მაძიებელი უფლისწული
გასაგებია, რატომ ატვირთა იგი ატმანმა biggrin.gif
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ანტიქრისტიანული სწავლებებია შიგნით, ბევრ სიმცდარეს ავრცელებს, არ ვწერ არასოდეს (თითქმის) არგუმენტების გარეშე, აი ეს ძალიან შორსაა სიკეთისა და ბოროტების, მადლისა და ცოდვის ქრისტიანული გაგებიდან:
ცოდვა თუ არ დათესე, მადლს ვერ მოიმკი; სისხლი თუ არ დაღვარე, სისხლდენას ვერ შეაჩერებ; ულმობელი თუ არ იქენი, ლმობიერებას ვერ შეძლებ; ბრძოლაში თუ არ დაიქანცე, ლოცვად მუხლს ვერ მოიყრი; სიძულვილად თუ არ აენთე, სიყვარულად ვერ დაიწვები"
ნამდვილად არაა ასე, ცოდვის დათესვით ადამიანი მხოლოდ ცოდვის ნაყოფს, ღმერთისაგან განშორებას და სწორედ რომ მადლის დაკარგვას იმკის და არა პირიქით აპოვნინებდეს, სისხლის დანთხევით სწორედ რომ ახალ დანთხევას უწყობს ხელს და არა პირიქით აჩერებდეს, ულმობელობით სწორედ რომ ლმობიერებას ამცირებს და არა პირიქით ხელს უწყობდეს; ხოლო სიძულვილი კი სწორედ რომ სიყვარულისაგან განაშორებს ადამიანს და არა პირიქით აახლოვებდეს..
მოკლედ, ეს ქრისტიანობაში დიდი აბსურდია და სხვა რელიგიებში თუ ასეა, ეს მათი პრობლემაა, თუკი საღვთისმეტყველო კამათები წავა, ატმანს ვთხოვ იგი აპოლოგეტიკის თემაში გააგრძელოს,
იფრთხილეთ;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 25 2010, 07:49 AM

izi-bartki

ციტატა
ნაწყვეტი არ მაკმაყოფილებს მეტი მინდააა ... ისედაც დაუმთავრებელია და კიდევ ნაწყვეტი? კარგი რაა მარილიც მოაყარე სიკეთეს


თავად ეგ ზღაპარი დასრულებული და მთლიანია. ასე ვთქვათ ზღაპარია რომანში, რომელსაც რომანთან კავშირი არ აქვს. მთელი რომანი თუ გინდა იყიდე ბატონო, ან გათხოვებ წიგნს და აკრიფე მთელი 600 გვერდი თუ მარილის მოყრა გინდა biggrin.gif


KAIROS
ციტატა
ნამდვილად არაა ასე, ცოდვის დათესვით ადამიანი მხოლოდ ცოდვის ნაყოფს, ღმერთისაგან განშორებას და სწორედ რომ მადლის დაკარგვას იმკის და არა პირიქით აპოვნინებდეს, სისხლის დანთხევით სწორედ რომ ახალ დანთხევას უწყობს ხელს და არა პირიქით აჩერებდეს, ულმობელობით სწორედ რომ ლმობიერებას ამცირებს და არა პირიქით ხელს უწყობდეს; ხოლო სიძულვილი კი სწორედ რომ სიყვარულისაგან განაშორებს ადამიანს და არა პირიქით აახლოვებდეს..


შენ შემოგევლე მაგ სიტყვებს მეფე ეუბნება უფლისწულს და უფლისწული ბოლოს სულ სხვა და სწორედ ამაღლებულ ქრისტიანულ რეალობას აღმოაჩენს, ასე რომ ან ბოლომდე არ წაგიკითხავს ეგ ზღაპარი, ან სოფისტობ და "კილაოზნიკობ". ქარჩხაძეს თავი დაანებე და წმინდა წერილები იკითხე შენ. ეგაა შენი "მისია" a075.gif

პ.ს. ვაჟას პოემებშიც ბევრია არამართლმადიდებლური სიტყვები და ხომ არ აგვეკრძალა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 25 2010, 07:06 PM

ციტატა(Atman @ Apr 24 2010, 11:31 PM) *


დიდი არაა და ყველას გირჩევთ წაიკითხოთ a075.gif


სირცხვილი ჩემს თავს და ამ მწერლის გაცნობა სულ ახლახანს დავიწყე sad.gif
ისიც შენი დამსახურებით smile.gif


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 26 2010, 03:39 AM

უყურე შენ smile.gif
რაო ატმან, რად კადრულობ მაგას?

ციტატა
კილაოზნიკობ

ასე არ საუბრობენ აქ, და რაა ჩემი მისია და რა არა, ეგ შენი გასარჩევი ნამდვილად არაა, და მეორეჯერ შეეცადე არ "შეწუხდე" smile.gif

რაც შეეხება ქარჩახაძის და ვაჟას შედარებას, უკომენტაროდ ვტოვებ, ხოლო ქარჩახაძე რომ გაჯერებულია არაქრისტიანული სწავლებებით, ეს უნათლესია, მე აკრძალვებზე კი არ ვწერ, არამედ სიფრთხილეზე, რაც აუცილებელია,.

ნაწარმოები არაა ისე დიდი კაიროსს, მაგის წაკითხვა გაუჭირდეს, და თუ გინდა თავიდანაც, შუიდანაც და ბოლოდანაც, ამოგიკრიფავ ანტიქრისტიანულ დებულებებს რაც საკმაოდ უხვადაა შიგნით, ასე რომ ცოტა დახვეწე ტერმინები და მომართვები, შეგეძლო გეთქვა კი ბატონო აქვსო, და მორჩებოდა ამით.

არ მომეწონა შენი ტონი sad.gif
კაიროსი!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 26 2010, 08:54 PM

ციტატა(Atman @ Apr 25 2010, 12:31 AM) *

ექსკლუზიურად ჩარჩელებისთვის!

ნაწყვეტი ჯემალ ქარჩხაძის დაუმთავრებელი რომანიდან "განზომილება".

"უფლისწული და გველეშაპი"
(ზღაპარი)

http://allshares.ge/download.php?id=9F5C1C2431

დიდი არაა და ყველას გირჩევთ წაიკითხოთ a075.gif




წაიკითხეთ ვინმემ? მაინტერესებს თქვენი აზრი, მე ვფიქრობ ძალიან ქრისტიანული ზღაპარია a075.gif

კაიროსს ყური არ უგდოთ tongue.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Apr 29 2010, 08:29 PM

ძალიან მძიმე ზღაპარია ადრე რომ დადე მაშინ წავიკითხე. ბავშვის წასაკითხი, რომ არ არის ეს ფაქტია, ამდენად გარკვეულწილად ზღაპრის სახესაც კარგავს ამით, რაღაც თითქოს ოსკარ უაილდის სტილშია დაწერილი, ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, კაიროსს გარკვეულ წილად ვეთანხმები ციტატის კრიტიკაში.
რაც შეეხება მის ზღაპარში ქრისტიანული მოტივების დაჭეარას - მგონია რომ არ ღირს არამარტო ამ ზღაპარში არამედ სხვაშიც მსგავსი მოტივები ვეძებოთ და ქრისტიანულად მოვნათლოთ.

რაც შეეხება დადებით და უარყოფით მომენტებს იქ ერთიც ბევრია და მეორეც. თავად ზღაპარიც კარგია, უბრალოდ მძიმე წასაკითხია, ჩემი აზრით.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 29 2010, 08:32 PM

sable

ციტატა
ძალიან მძიმე ზღაპარია ადრე რომ დადე მაშინ წავიკითხე. ბავშვის წასაკითხი, რომ არ არის ეს ფაქტია, ამდენად გარკვეულწილად ზღაპრის სახესაც კარგავს ამით, რაღაც თითქოს ოსკარ უაილდის სტილშია დაწერილი, ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, კაიროსს გარკვეულ წილად ვეთანხმები ციტატის კრიტიკაში.რაც შეეხება მის ზღაპარში ქრისტიანული მოტივების დაჭეარას - მგონია რომ არ ღირს არამარტო ამ ზღაპარში არამედ სხვაშიც. რაც შეეხება დადებით და უარყოფით მომენტებს იქ ერთიც ბევრია და მეორეც. თავად ზღაპარიც კარგია, უბრალოდ მძიმე წასაკითხია, ჩემი აზრით.


არასაბავშვო ზღაპარი რომაა ეგ ცხადია. რომანიც ისეთია რომ ბავშვი კი არა ბევრი მოზრდილიც ვერ გაიგებს კარგად...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 11 2010, 05:11 PM

პრომეთეოს დიდებულიძის აზრები რომანიდან "განზომილება":


"სიცოცხლე, კაი, წარმავალია, მარა სიქვტილი თუა მარადიული?"

"სანამდის ვარსებობთ, ვერ გევიგებთ, რატომ ვარსებობთ, და, თუ გევიგებთ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ აღარ ვარსებობთ."

"შენ უნდა იყო კაი, და შენ თუ კაი იქნები ყველაფერი კაი იქნება"

"მხატვარი რომ საკუთარ ნახატს გაჩუქებს, საამაყო კია, მაგრამ ცოტა საჩოთიროცაა, ვინაიდან მოგწონს თუ არა, მაინც კედელზე უნდა გეკიდოს, თორემ ავტორმა რომ გაიგოს კედელზე არ გიკიდია, შეიძლება ეწყინოს".

გაგრძელება იქნება... smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 11 2010, 06:38 PM

"არა "დიდმა სიყვარულმა იცის დიდი სიძულვილი, არამედ "ცხოველურმა სიყვარულმა იცის ცხოველური სიძულვილი." ეს კი განვითარების ეტაპია."


"შორეული სოკრატე ახლა ყველასთვის კარგი და მოსაწონია, მაგრამ ყველასთვის კარგი და მოსაწონი იქნება, ახლაც რომ ბაზრის მოედანზე იდგეს და თავისებურად ყბედობდეს?"

"ზნეობრივი გააფთრება უფრო ხშირად უზნეობის ნიშანია"

"მონა თუ იბრძვის, იმისთვის იბრძვის, რომ სხვები დაიმონოს, და არა იმისთვის, რომ თავისუფლება მოიპოვოს. თავისუფლების მოსაპოვებლად მხოლოდ ის იბრძვის, ვინც თავისუფალია."

"როცა ვამბობთ "რაც მეტი აქვს, მით მეტი უნდა", ასე გვგონია, თითქოს სიხარბის აბსოლუტური კანონი ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ საკმარისია ეს დებულება სულიერ ფასეულობათა სფეროში გადავიტანოთ, წამსვე არსებობის ღვთაებრივ პირველიმპულსს მივიღებთ".

"მონობაში, სანამ გახსოვს რომ მონა ხარ, ჯერ კიდევ თავისუფალი ხარ; საბოლოოდ მაშინ იქცევი მონად, როცა დაგავიწყდება, რომ მონა ხარ."

"და სხეული ტაძარია სულისა თუ ციხე? - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, როცა ავად იყო, - თუ ციხეა, უნდა დაინგრეს; თუ ტაძარია, უნდა გარემონტდეს."

პოსტის ავტორი: arjuni თარიღი: May 11 2010, 07:44 PM

ციტატა
"შორეული სოკრატე ახლა ყველასთვის კარგი და მოსაწონია, მაგრამ ყველასთვის კარგი და მოსაწონი იქნება, ახლაც რომ ბაზრის მოედანზე იდგეს და თავისებურად ყბედობდეს?"

გენიალური კითხვაა
ალბათ სასამართლომდეც არ მიიყვანდნენ საქმეს

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 11 2010, 08:09 PM

ციტატა(Atman @ Apr 25 2010, 12:31 AM) *

ექსკლუზიურად ჩარჩელებისთვის!

ნაწყვეტი ჯემალ ქარჩხაძის დაუმთავრებელი რომანიდან "განზომილება".

"უფლისწული და გველეშაპი"
(ზღაპარი)

http://allshares.ge/download.php?id=9F5C1C2431

დიდი არაა და ყველას გირჩევთ წაიკითხოთ a075.gif



ეს ზღაპარი წაიკითხა ვინმემ? ტყუილად ავკრიფე ამდენი? sad.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 11 2010, 10:49 PM

Atman
ატმან! ოსკარი ხარ, მაგრამ აქაურობაზე მცდარი წარმოდგენა გქონია.
აბო

პოსტის ავტორი: self თარიღი: May 11 2010, 11:44 PM

ციტატა(Atman @ May 11 2010, 08:09 PM) *

ეს ზღაპარი წაიკითხა ვინმემ? ტყუილად ავკრიფე ამდენი? sad.gif



არ გრცხვენია ატმან? ტყუილად როგორ ჩაივლის ერთმა და ორმა ადამიანმა მაინც თუ წაიკითხა, და მითუმეტეს თუ მოეწონა (ერთერთი მე ვარ, მომეწონა კი არა . . . აი, აი უძალიანესად მომეწონა) a075.gif

ამასთან დაკავშირებით მეზობელ ფორუმზე გამოვხატე ჩემი ემოციები, და აქ აღარ ჩავთვალე საჭიროდ laugh.gif a075.gif


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 12 2010, 06:53 AM

abo
self


ცუდი ჩვევა მაქვს ძალიან, რაც მე მიყვარს მინდა, რომ სხვასაც უყვარდეს ხოლმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: self თარიღი: May 12 2010, 11:47 AM

Atman არ არის ეგ ცუდი ჩვევა, მთავარია ძალადობაში არ გადაიზარდოს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 12 2010, 02:22 PM

ციტატა(Atman @ May 11 2010, 08:09 PM) *

ეს ზღაპარი წაიკითხა ვინმემ? ტყუილად ავკრიფე ამდენი? sad.gif

კი წავიკითხე...ერთი 5 წუთია რაც დავამთავრე...და რეინკარნაციის ჯერა ქარჩხაძეს?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 12 2010, 02:33 PM

ikanosi

ციტატა
და რეინკარნაციის ჯერა ქარჩხაძეს?


მისი ნაწარმოებებიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ სჯერა.

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Aug 19 2013, 09:54 PM

ისევ დავდებ ამ ზღაპარს:


ბედნიერების მაძიებელი უფლისწული

გადმოსაწერი ლინკი:

http://bin.ge/dl/85969/bednierebis-maZiebeli-ufliswuli.doc.html]http://bin.ge/dl/85969/bednierebis-maZiebe...iswuli.doc.html

გმადლობ, უფალო, იმისთვის, რაც მომეც. რაც არ მომეც, იმისთვისაც გმადლობ, უფალო, რამეთუ შენა ხარ არსი ჭეშმარიტი და თავად უწყი, ვის რა მისცე და რამდენი მისცე. დანარჩენი, ვიცი, ჩემზეა დამოკიდებული, და იმისთვისაც გმადლობ, რომ დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული. მხოლოდ ერთი სათხოვარი კი მ ინდა კრძალვით შემოგბედო: ვინიცობისაა ტვინი ისე გადამიბრუნდეს, გონება ისე დმიბნელდეს, გემოვნებამ ისე მიმტყუნოს, ლიტერატურის თვალისჩინი ისე დავკარგო და მხატვრული გზა-კვალი ისე ამერიოს, რომ ფეხი სიყალბის ბილიკზე გადამიცდეს, ნუ ამაღებ ხელს, ნუ შემაქცევ ზურგს, ნუ მიმატოვებ საკუთარი სინდისის საჯიჯგნად, ნუ გამიმეტებ გრძელი ტანჯვისთვის! მომმადლ წყალობა და მომანიჭე შენი მაღალი რისხვა დამსახურებისამებრ!"

"- ღმერთი მიტო გვწამს, რო თვალით არ გვინახავს და არ ვიცით, რა არის, თვარა, ახლა რო მაცხოვარი გამოგვეცხადოს - იდიდოს მისი სახელი - და გამოგველაპარაკოს, გიჟია-თქვა ვიტყვით და ქე შევაქცევთ ზურგს."

(ნაწყვეტი რომანიდან "განზომილება")

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 19 2013, 11:09 PM

ქარჩხაძის ზღაპარია?

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Aug 20 2013, 07:10 AM

A.V.M

აბა ამ თემაშI სხვისას დავდებდი?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 20 2013, 09:13 AM

ყველაზე მაგარი მწერალია . ყველაზე მეტად მომწონს თანამედროვე მწერლებში.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Aug 20 2013, 06:36 PM

მე დიდად არ მომწონს რა ვიცი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 20 2013, 09:20 PM

Atm@n

ციტატა
აბა ამ თემაშI სხვისას დავდებდი?

ჯერ არ გაგიოფებია... biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 21 2013, 08:46 AM

qetevano
რატომ? ohmy.gif არა და ერთ დროს ამის წიგში 16 ლარი მივეცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Aug 21 2013, 01:12 PM

მიყვარს ძალიან !!!!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 21 2013, 01:17 PM

G_saxva

ციტატა
რატომ? არა და ერთ დროს ამის წიგში 16 ლარი მივეცი

მდიდარი ყოფილხარ ...biggrin.gif
ქარჩხაძის წიგნში თუ 16 ლარს იხდი...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 21 2013, 01:20 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 21 2013, 01:17 PM) *

G_saxva

მდიდარი ყოფილხარ ...biggrin.gif
ქარჩხაძის წიგნში თუ 16 ლარს იხდი...

თან მაშინ 16 ლარი 16 ლარობდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Aug 21 2013, 03:08 PM

G_saxva

ციტატა
რატომ? არა და ერთ დროს ამის წიგში 16 ლარი მივეცი

როცა დუმბაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ლევან გოთუა (შედარებით თანამედროვე მწერლებს ვამბობ) რატომ უნდა მომწონდეს ქარჩხაძე?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 21 2013, 03:11 PM

qetevano
მე მაგალითად ყველაზე მეტად ქარჩხაძე მომწონს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 21 2013, 05:50 PM

qetevano

ციტატა
როცა დუმბაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ლევან გოთუა (შედარებით თანამედროვე მწერლებს ვამბობ) რატომ უნდა მომწონდეს ქარჩხაძე?


--------------------

yes.gif yes.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 21 2013, 06:04 PM

ქარჩხაძე ჩემთვის ყველაზე სასყვარელი მწერალია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 21 2013, 06:22 PM

G_saxva

ციტატა
ქარჩხაძე ჩემთვის ყველაზე სასყვარელი მწერალია.

კაი ბატონო...biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Aug 21 2013, 06:31 PM

გემოვნებაზე არ დაობენ რა ვქნათ აბა smile.gif მაგრამ კარგი რა დუმბაძის მერე...

ნუ კარგი კარგი smile.gif

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Aug 21 2013, 11:00 PM

დუმბაძე დუმბაძეა, ქარჩხაძე ქარჩხაძე. შოთა ილია აკაკის ხომ არ უნდა შეაკვდეთ? biggrin.gif

ქარჩხაძე გენიალური და უნიკალურია თავისი სტილით, ისევე როგორც დუმბაძე, და მათი შედარება არც შეიძლება. თუმცა მე პირადად ქარჩხაძე მირჩევნია ინტელექტუალიზმის სტილითაც და მხატვრული ოსტატობითაც. დუმბაძე თავის სტილში იყო ვირტუოზი, ქარჩხაძე კი რამდენიმე სტილშია თანამრად გენიალური. და იუმორითაც არაფრით არ ჩამოუვარდება.

სკოლაში რომ ასწავლიან მაგან უფრო გაუფუჭა სახელი, რადგანაც სკოლაშI როგორც წესი ყველაფერს ძალით და უგერგილოდ სწავლობენ...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Aug 21 2013, 11:58 PM


შოთა ილია აკაკის არც ვაკვდები. ჩემთვის დუმბაძეა გენიალური. მის თითოეულ წინადადებაზე საათობით შეგიძლია იფიქრო, ისეთი აზრები აქვს ნაგულისხმები ერთი შეხედვით უბრალო სიტყვებში. თან ზევით კიდევ 2 ჩემი საყვარელი მწერალი დავწერე. მათ არ ვადარებ, უბრალოდ ისინი შეუდარებლები არიან. არ გედავებით იმაში რომ ქარჩხაძე მოგწონთ, ყველას გულთან სხვადასხვა რამე აღწევს ახლოს.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 22 2013, 09:00 AM

მართალია ტყუილად ვდაობთ იმაზე ვის ვინ მოსწონს და რატომ.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Aug 25 2013, 06:17 AM

ციტატა(Atm@n @ Aug 22 2013, 12:00 AM) *

დუმბაძე დუმბაძეა, ქარჩხაძე ქარჩხაძე. შოთა ილია აკაკის ხომ არ უნდა შეაკვდეთ? biggrin.gif

ქარჩხაძე გენიალური და უნიკალურია თავისი სტილით, ისევე როგორც დუმბაძე, და მათი შედარება არც შეიძლება. თუმცა მე პირადად ქარჩხაძე მირჩევნია ინტელექტუალიზმის სტილითაც და მხატვრული ოსტატობითაც. დუმბაძე თავის სტილში იყო ვირტუოზი, ქარჩხაძე კი რამდენიმე სტილშია თანამრად გენიალური. და იუმორითაც არაფრით არ ჩამოუვარდება.

სკოლაში რომ ასწავლიან მაგან უფრო გაუფუჭა სახელი, რადგანაც სკოლაშI როგორც წესი ყველაფერს ძალით და უგერგილოდ სწავლობენ...


მართალი ხარ, მასე რომ მიყვე, მარტო რუსთაველი უნდა მოგწონდეს კაცს smile.gif

სკოლა ალბათ მართლაც აუფასურებს ბევრ ნაწარმოებს, რადგან ძალით გასწავლიან. მახსოვს არაფერი არ მისწავლია გულით. ბოლო კლასებში საერთოდ წიგნი არ გადამიშლია, ვეფხისტყაოსანი ხო ყველა მოსწავლისთვის ტანჯვაა, მაგრამ რა მახსოვს იცი? როგორ ვიჯექი კლასსში და როგორ ვკითხულობდი ქარჩხაძის "იგი"–ს მაშინ როდესაც მასწავლებელი შუშანიკს ხსნიდა smile.gif სკოლაში ერთადერთი ნაწარმოები რომელიც გულით ვისწავლე და თან მანამდე სანამ მასწავლებელი მოგვცემდა ეს იყო "იგი". ახლაც ეგაა ჩემი საყვარელი ქარჩხაძის ნაწარმოები.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 26 2013, 09:16 AM

ციტატა(MIRDAT @ Aug 25 2013, 06:17 AM) *

მართალი ხარ, მასე რომ მიყვე, მარტო რუსთაველი უნდა მოგწონდეს კაცს smile.gif

სკოლა ალბათ მართლაც აუფასურებს ბევრ ნაწარმოებს, რადგან ძალით გასწავლიან. მახსოვს არაფერი არ მისწავლია გულით. ბოლო კლასებში საერთოდ წიგნი არ გადამიშლია, ვეფხისტყაოსანი ხო ყველა მოსწავლისთვის ტანჯვაა, მაგრამ რა მახსოვს იცი? როგორ ვიჯექი კლასსში და როგორ ვკითხულობდი ქარჩხაძის "იგი"–ს მაშინ როდესაც მასწავლებელი შუშანიკს ხსნიდა smile.gif სკოლაში ერთადერთი ნაწარმოები რომელიც გულით ვისწავლე და თან მანამდე სანამ მასწავლებელი მოგვცემდა ეს იყო "იგი". ახლაც ეგაა ჩემი საყვარელი ქარჩხაძის ნაწარმოები.

მეც ასე ვიყავი ერთადერთი საყვარელი ნაწარმოები სკოლიდან ეგ იყო, მაგრამ სხვაც ბევრი აქვს კარგი იგის გარდა.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Aug 26 2013, 02:04 PM

ვიცი, მაგრამ მე მაინც იგი მომწონს ყველაზე მეტად. ალბათ იმიტომ რომ თან წარსულს მახსენებს smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 26 2013, 03:59 PM

MIRDAT
იგის თავის სილამაზე აქვს მაგრამ ბევრი კიდევ ლამაზი მოთხრობა აქვს ქარჩხაძეს.

პოსტის ავტორი: sybil თარიღი: Apr 25 2014, 09:35 PM

ღიმილში ის სიტყვა შეიძლება იგულისხმო, რომელიც გულშიც კი არ გაგივლია.... ამითაა ღიმილი საშიში.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Apr 26 2014, 04:35 AM

sybil
აჰაა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 26 2014, 11:21 PM

გადააშენეთ ქარჩხაძე ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 28 2014, 09:06 AM

A.V.M

ციტატა
გადააშენეთ ქარჩხაძე ...

გურამ პირად შეურაწყოფად მივიღებ ამ სიტყვებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)