ხარების სახელობის დედათა მონასტერი, იქნებ შევძლოთ დახმარება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხარების სახელობის დედათა მონასტერი, იქნებ შევძლოთ დახმარება... |
mariami-k |
Apr 1 2012, 08:25 PM
პოსტი
#1
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
მშვიდობა...
დიდი ხანია ფორუმზე აღარ შემოვსულვარ და ძალიან მომენატრეთ... ეს თემა მინდა ქარელში მდებარე დედათა მონასტრის შესახებ გავხსნა. მონასტერი არის მშენებარე. მასში 2 მონაზონი მოღვაწეობს - მონაზონი ანგელინა და სქემ-მონაზონი მასტრედია... დედები ცხოვრობენ ნაქირავებ სახლში, რომელიც 1 აგვისტოს უნდა დაცალონ. მშენებარე შენობის 1 სართულის კედლები ამოყვანილია, მის მშენებლობაში უდიდესი წვლილი მიუძვით ბავშვებს, რომელთა შორის უმრავლესობა ტაძრის მრევლია და მთელი ზაფხულის განმავლობაში გვერდით ედგნენ დედაოს... მათ შორის მეც მომეცა საშუალება მონაწილეობა მიმეღო მონასტრის მშენებლობაში. მუშა ხელის არარსებობის გამო საძირკველში ჩასალაგებელი ალმატურა ჩემი შეკრულია მე ამ მონასტერში გალობას ვასწავლი ბავშვებს და კარგად ვიცი იქ არსებული მდგომარეობა... მონასტერს არ აქვს მშენებლობის გასაგრძელებელი სახსრები... თუ ვინმეს გაგიჩნდებათ მონასტრის დახმარების სურვილი შემეხმიანეთ და დაგაკავშირებთ დედაოს... ღმერთმა მოგცეთ ძალა მოწყალებისა... -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 06:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი