IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> წინასწარმეტყველება მეორედ მოსვლაზე, ძველი აღთქმიდან
დათიკო
პოსტი Oct 11 2007, 06:45 PM
პოსტი #1


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გთხოვთ დამეხმაროთ მოვიძიო მეორედ მოსვლის წინასწარმეტყველება ძველი აღქმის წინასწარმეტყველებებთან.
ესაიასთან უნდა იყოს მგონი... სხვებთანაც ... არ ვიცი...
კონკრეტული ადგილები და მუხლები მჭირდება, მათ ეგზეგეზას თავად ვიპოვნი მერე. ნუ თუ რამე გექნებათ ეგეც დადეთ, მაინტერესებს.
გმადლობთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Oct 11 2007, 09:23 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



დათიკო
ძველი აღთქმიდან ამოძებნა მჭირდება , წმიდა მამების ბლომად მაქვს. თუ გნებავს...?


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 11 2007, 09:37 PM
პოსტი #3


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



რაღაც წიგნი ვნახე სახლში - "ბიბლიის მეგზური", სადაც არის საძიებელი ბიბლიიდან თემების მიხედვით. სარჩევში ვნახე თავი "ესქატოლოგია", მაგრამ ძველი აღთქმიდან თითქმის არაფერია sad.gif
დავასკანერე ყოველი შემთხვევისთვის. იქნება რამეში გამოგადგეს.

IPB-ს სურათი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 11 2007, 09:55 PM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დავითის თხოვნა მე ვერ შევუსრულე ( დრო არ მეყო) შევეცადოთ ერთად მივხედოთ, ისე უნდა გავითვალისწინოთ რომ მხოლოდ რამოდენიმე წინასწარმეტყველება ეხება პირდაპირ მეორედ მოსვლას ძველ აღთქმაში, რადგან ის ძირითადად მესიანისტური მაცნეა...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 11 2007, 09:56 PM
პოსტი #5


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



abo
ციტატა
წმიდა მამების ბლომად მაქვს. თუ გნებავს...?

თუ არის მაგ შრომებში ისეთი რომელიც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებს შეეხება, ძალიან მაინტერესებს.
გმადლობ smile.gif
მარიამი
ციტატა
რაღაც წიგნი ვნახე სახლში - "ბიბლიის მეგზური", სადაც არის საძიებელი ბიბლიიდან თემების მიხედვით. სარჩევში ვნახე თავი "ესქატოლოგია", მაგრამ ძველი აღთქმიდან თითქმის არაფერია

გაიხარე მარიამ.
ახალი აღქმიდან პრობლემა არ მაქვს, მეც არ მიჭირს მაგ წინასწარმეტყველებების მოძიება. აი, ძველ აღთქმაში კი გაბნეულია ძალიან ზოგადად და მიჭირს ამოკრება.
მაინც მადლობა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 11 2007, 10:02 PM
პოსტი #6


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ვა, რაღაცეები ვიპოვე. აბა ნახეთ:

1. ზაქარიას წინასწარმეტყველება - მე-14 თავის დასაწყისი. მე-13 თავიც ბოლო ჟამის მოვლენებს ჰგავს.
2. ესაია - მე-13 თავის მე-9 მუხლიდან. კი წერია ბაბილონზეა წინასწარმეტყველებაო, მაგრამ ძალიან ჰგავს მეორედ მოსვლის ნიშნებს.
3. ეზეკიელი - 32-ე თავის მე-7 მუხლიდან
4. იოელი - მე-3-4 თავები. ზოგ ვერსიაში - მე-2 თავის ბოლო ითვლება მე-3 თავად.

შეიძლება რამე შემეშალა, გადაამოწმეთ.

ციტატა
ძველ აღთქმაში კი გაბნეულია ძალიან ზოგადად და მიჭირს ამოკრება

მე როგორ ამოვკრიბე გეტყვი: ვნახე ახალი აღთქმიდან მეორედ მოსვლაზე რაც ყველაზე ცნობილია - მათეს სახარების 24-ე თავი. და იქ ზოგიერთი მუხლის ქვემოთ რომ არის მიწერილი წვრილი შრიფტით პარალელური ადგილები ბიბლიის სხვა თავებიდან, იმის მიხედვით გავყევი smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Oct 11 2007, 11:46 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ადრე გავაკეთე ძველ აღთქმაში (ჩემის შეფასებით)რაც წინასწარმეტყველები შემხვდა მომავალზე უფლის მოსვლაზე,ასევე ანტიქრისტესა და ბოლო ჟამზე და სამი გვერდი გამომივიდა მარტო იმ ადგლილების გვერდების და თავების მონიშვნით.თუ ვიპოვე ის რვეული დაგიწერ.ეხლა ზეპირად რაც მახსენდება.როდესაც უფალი ამბობს ანტიქრისტეზე და ბოლო ჟამზე "სიბილწე მოოხრებისა თქმული დანიელ წინასწარმეტყველის მიერ "(კარგად არ მახსოვს)ამიტომ დანიელ წინასწარმეტყველთან ნახე 1თუ 2 გვერდი არის ამ საკითხზე ზუსტად რომელი თავებია და გვერდი არ მახსოვს თუ გავიხსენე დავწერ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 12 2007, 03:47 PM
პოსტი #8


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მარიამი
solomony
მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 12 2007, 05:18 PM
პოსტი #9


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



დათიკო
დანიელ წინასწარმეტყველსაც აქვს, რამდენადაც ვიცი smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 12 2007, 05:48 PM
პოსტი #10


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



კანონისტი
ციტატა
დანიელ წინასწარმეტყველსაც აქვს, რამდენადაც ვიცი

კონკრეტულად რომელი მუხლებია ხომა რ გახსოვს?

საქმე იმაშია რომ სანამ ეგზეგეზას არ წაიკითხავ შიძლება ვერ მიხვდე რომ სწორე მეორედ მოსვლის წინასწარმეტყველებაა ესა თუ ის მუხლი. შესაძლებელია სრულიად სხვა რამე გეგონოს და ამ დროს ეგ იყოს ან პირიქით. სწორედ ამიტომ მაინტერესებს კომპეტენტურად ამორჩეული და დანამდვილებით ცნობილი მუხლები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 12 2007, 08:02 PM
პოსტი #11


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დავით, მოკლედ მაინც მაძლევინე ჩემს მცონარებას smile.gif

კარგი, რადგან მე მთხოვე თავიდანვე, მაინც გადავდობ საქმეებს და მცირედ მეც დაგიწერ smile.gif

ესაა მუხლები, რომლებიც მეტ-ნაკლებად არის სწორედ საყოველთაო განკითხვაზე, საბოლოო გამოხსნაზე... ანუ მეორედ მოსვლაზე!

ოსია 2,16-22

16. და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - მხადოს მე მან ქმარი. ჩემი და არღარა ხადოს მან ბალამის.

17. და მოიღოს სახელი ბალამის პირისა მისისაგან და არღარა მოიჴსენონ სახელები მათი.

18. და აღუთქუა მათ აღთქმა მათი მათ დღეთა შინა მჴეცთა თანა ველისათა, და მფრინველთა ცისათა და ქუეწარმავალთა ქუეყანისათა მშმჳლდი და ბრძოლა და მახჳლი შევმუსრო ქუეყანით. და დაგამკჳდრო შენ სასოებით,

19. და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა საუკუნოდ,

20. და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა სიმართლით, და განკითხვით, და წყალობით, და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა სარწმუნოებით, და იცნა შენ უფალი.

21. და იყოს მას დღესა შინა, -- იტყჳს უფალი, -- ვისმინო მე ცისა. და ცამან ისმინოს ქუეყანისა და ქუეყანამან ისმინოს იფქლისა და ღჳნისა, და მათ ისმინონ იეზრაელისა.

22. და დავსთესო იგი თავისა ჩემისა ქუეყანასა და შევიწყალო არა შეწყალებული იგი. და ვრქუა არა ერსა ჩემსა: ერი ჩვმი ხარი შენ. და მან მრქუას: უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ.


ამოსი 5,18.

18. ვაჲ რომელთა გული უთქუამს დღესა უფლისასა. რასათვის თქუენდა დღე იგი უფლისაჲ? და იგი არს ბნელ და არა ნათელ.

იერემია 31,31-34

31. აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა აღთქმაჲ ახალი,

32. არა აღთქმისაებრ, რომელი აღუთქუ მამათა მათთა დღესა შინა, პყრობისა ჩემგან ჴელისა მათისასა, გამოყვანებისათჳს მათისა ქუეყანით ეგჳპტით; რამეთუ იგინი არა დაადგრეს აღთქმისა შორის ჩემისა, და მე უდებ ვყვენ იგინი, - თქუა უფალმან,

33. რამეთუ ესე არს აღთქმაჲ, რომელი აღუთქუ სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა, შემდგომად მათ დღეთა, - თქუა უფალმან, მიმცემელმან შჯულთა ჩემთამან გონებათა მიმართ მათთა და მკერდსა ზედა გულთა მათთასა დავწერნე იგინი, და ვიყო მათდა ღმერთად, და იგინი იყუნენ ჩემდა ერად.

34. და არა ასწავებდეს კაცადი მოყუასსა თჳსსა, და კაცადი ძმასა თჳსსა მეტყუელი: იცან უფალი, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე, მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათდა, - თქუა უფალმან, - რამეთუ მლხინებელ ვეყო მე უსჯულოვებათა მათთა და ცოდვათა მათთაჲ არა მოვიჴსენო მერმე.


იეზეკიელი 16,59-63.


59. ამათ იტყჳს ადნაი უფალი: და ვყო შენ შორის, ვითარცა ჰყავ, ვითარცა უპატივო-ჰყავ წყევაჲ ესე გარდასლვად მცნებისა ჩემისა.

60. და მოვიჴსენო მე აღთქმისა ჩემისა შენდა მიმართისაჲ დღესა შინა სიჩჩოჲსა შენისასა და აღგიდგინო შენ აღთქმა ჩემი აღთქმად საუკუნოდ.

61. და მოიჴსენნე გზანი შენნი და უპატივო იქმნე მოხუმასა შენგან დათა შენთა, უხუცესთა შენთასა, უმრწემესთა თანა შენთა, და მიგცნე იგინი შენ გამოსაცდელად და არა აღთქმად შენდა.

62. და აღვადგინო მე აღთქმაჲ ჩემი შენ თანა და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი,

63. რაჲთა მოიჴსენო და გრცხუენოდის, და არა იყოს შენდა მერმე აღებად პირისა პირისაგან უპატიოვებისა შენისა ლხინებასა შენსა ჩემგან ყოველთაგან, რომელნი ჰყვენ, - იტყჳს ადონაი უფალი.



34:22-31;

22. და ვაცხოვნნე ცხოვარნი ჩემნი, და არა იყვნენ წარსატყუენველ მერმე და ვსაჯო საშუალ ვერძისა ვერძისა მიმართ.

23. და აღვადგინო მათ ზედა მწყემსი ერთი, რომელი ჰმწყსიდეს მათ, მონაჲ ჩემი დავითი, მან მწყსნეს იგინი, და მან განუსუენოს მათ და იყოს იგი მწყემს.

24. და მე, უფალი, ვიყო მათდა ღმერთად და მონაჲ ჩემი დავითი მთავარ შორის მათსა. მე, უფალი, ვიტყოდე.

25. და აღუთქუა დავითსა აღთქმაჲ მშჳდობისაჲ და უჩინო-ვყუნე მჴეცნი ბოროტნი ქუეყანისაგან და დაემკჳდრნენ უდაბნოსა შინა სასოებით და დაიძინონ მაღნართა შორის.

26. და მივსცნე იგინი გარემოჲს მთისა ჩემისა კურთხეულებად. და გარდამოვიყვანო წჳმაჲ თქვენი ჟამსა შინა, წჳმანი კურთხევისანი იყვნენ მისსა.

27. და ხეთა ველისათა მოსცენ ნაყოფი მათი და ქუეყანამან მოსცეს ძალი მისი; და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა სასოებითა მშჳდობისათა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, შე-რა-ვმუსრნე საჴივნი უღლისა მათისანი, და გამოვიჴსნნე იგინი ჴელისაგან დამმონებელთა მათთაჲსა.

28. და არა იყვნენ მერმე წარსატყუენველ წარმართთა და მჴეცთა ქუეყანისათა, არღა მერმე დაჭამნენ იგინი და დაემკჳდრნენ სასოებით და არა იყოს, რომელი აშინებდეს მათ.

29. და აღუდგინო მათ ნერგი მშჳდობისა სახლად, და არა მერმე იყვნენ მცირეებ რიცხჳთა ქუეყანასა ზედა, და არა მერმე იყვნენ წარწყმედილ სიყმილითა ქუეყანასა ზედა, და არა მოიღონ მერმე ყუედრებაჲ წარმართთაჲ.

30. და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, ღმერთი მათი, მათ თანა, და იგინი ერი ჩემი, სახლი ისრაჱლისა, - იტყჳს უფალი, უფალი,

31. და თქუენ - ცხოვარნი ჩემნი და ცხოვარნი საძოვრისა ჩემისანი, კაცნი ხართ და მვ უფალი ღმერთი თქუენი, - იტყჳს უფალი, უფალი.


ისაია 42,1-7;

1. იაკობ, ყრმა ჩემი, შევეწიო მას. ისრაილ, რჩეული ჩემი, შეიწყნარა იგი სულმან ჩემმან. მივეც სული ჩემი მის ზედა. სამართალი წარმართთა გამოართუას.

2. არ ღაღადებდეს, არცა დააცადოს, არცა სასმენელ იქმნეს გარვ ჴმაჲ მისი.

3. ლელწამი განტეხილი არა შემუსროს და პატრუკი მკუმოლვარე არა დაშრიტოს,

4. არამედ ჭეშმარიტებად გამოიღოს მშჯავრი. განაბრწყინვოს და არ მოესრულოს, ვიდრემდის დადვას ქუეყანასა ზედა მშჯავრი, და სახელისა მიმართ მისისა წარმართნი ესვიდენ.

5. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ და დაამტკიცა იგი და დაამყარა იგი და მისშორისნი და მისცა ერსა მისსა სამშჳნველი, რომელი არს მას ზედა, და სული ყოველთა მთრგუნველთა მისთა.

6. მე, უფალმან ღმერთმან, გიწოდე შენ სიმართლისა მიერ, და გიპყრა ჴელისა შენისა, და განგაძლიერო შენ. და მიგცე შენ აღთქუმად ნათესავსა, ნათლად წარმართთა,

7. განხუმად თუალებსა ბრმათასა და გამოყვანებად საკრველთაგან შეკრულთა, და სახელისაგან საპყრობილისა მსხდომარეთა ბნელსა შინა.


49,1-9;

. ისმინეთ ჭალაკთა და მოიხილეთ წარმართა, მრავლით ჟამითგან დეგით, - იტყჳს უფალი, - მუცლითგან დედისაისათ გიწოდა შენ სახელი ჩემი.

2. და დადვა პირი ჩემი, ვითარცა მახჳლი მკუეთი, და საფარველსა ქუეშე ჴელისა მისისასა დამფარა მე. დამდვა მე, ვითარცა ისარი რჩეული, და კაპარჭსა შინა მისსა დამფარა მე.

3. და მრქუა მე: მონაჲ ჩემი ხარ, ისრაილ, და შენ შორის ვიდიდო.

4. და მე ვთქუ: ცუდად დავშუერ, ამაოთა მიმართ და არარათა მიმართ მივეც ძალი ჩემი, ამისთჳს საშჯელი ჩემი უფლისა მიერ და შრომა ჩემი წინაშე ღმრთისა ჩემისა.

5. და აწ ესრეთ იტყჳს უფალი, აღმზელელი ჩემი, მუცლითგან მონად თავისა თჳსისა: შესაკრებელი იაკობისი, და ისრაილ მის თანა შევკრიბო, და ვიდიდო მე წინაშე უფლისა. და ღმერთი ჩემი იყოს ძალ ჩემდა.

6. და თქუა ჩემდამო: დიდ არს შენდა ესე წოდებაჲ შენი მონად ჩემდა დადგენად ტომთა იაკობისთა და განთესულებასა ისრაილისასა მოქცევაჲ. აჰა, დაგდევ შენ აღთქუმად ნათესავთა, ნათლად წარმართთა, ყოფად მაცხოვარებად ვიდრე უკუანასკნელამდე ქუეყანისა.

7. ესრეთ იტყჳს უფალი, მჴსნელი ღმერთი ისრაილისა: წმიდა-ყავთ, რომელი ბიწიან-ჰყოფს სულსა მისსა, მოძაგებული წარმართთა მიერ მონათა მთავართასა, მეფეთა იხილონ იგი და აღდგენ მთავარნი და თაყუანი-სცემდენ უფალსა, რამეთუ სარწმუნო არს წმიდა ისრაილისა, და გამოგირჩიე შენ.

8. ესრეთ იტყჳს უფალი: ჟამსა შეწყნარებულსა შევისმინე შენი, და დღესა შინა მაცხოვარებისასა შეგეწიე შენ, და მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა, დაწყნარებად ქუეყანისა და დამჳდრებად სამკჳდრებელთა უშენთა.

9. მეტყუელად წარმართთა საკრველთშინანი გამოვედით და ბნელისშინანი გამოჩნდით, შორის ყოველთა გზათა ძოვდენ და შორის ყოველთა ალაგთა საძოვარი მათი.


50,4-9;



4. უფალმან, უფალმან მცეს მე ენა სწავლულებისა ცნობად, ოდეს ჯერარს თქუმად სიტყჳსა, დამდვა მე განთიად, შემძინა მე ყური სმენად.

5. და სწავლა უფლისაჲ განახუამს ყურთა ჩემთა, ხოლო მე არა ურჩ ვარ, არცა ვაცილობ.

6. ზურგი ჩემი მივეც გუემათა და ღაწუნი ჩემნი ყურმილის-ცემათა, ხოლო პირი ჩემი არ განვაყენე სირცხჳლისაგან ნერწყუვათასა.

7. და უფალი შემწე ჩემდა იქმნა, ამისთჳს არა მრცხუენა, არამედ დავდევ პირი ჩემი, ვითარცა მყარი კლდე, და ვაგრძენ, ვითარმედ არა მრცხუენეს,

8. რამეთუ მახლობელ არს განმამართლებელი ჩემი, ვინ არს მოსაჯული ჩემი? წინააღმიდეგინ მე და ვინ არს განმკითხველ ჩემდა? მომეახლენ მე.

9. აჰა, უფალი შემეწევის მე. ვინ განმაბოროტოს მე? აჰა, ყოველნი თქვენ, ვითარცა სამოსელი, დასძუელდეთ და ვითარცა მღილმან, შეგჭამნეს თქუენ.

52,13-53,2.

13. აჰა, გულისხმა-ყოს ყრმამან ჩემმან და ამაღლდეს და იდიდოს და განიცხროს ფრიად,

14. ვითარსახედ განკჳრდენ შენ ზედა მრავალნი, ეგრეთ უდიდებლობდეს კაცთაგან სახეები და დიდებაჲ შენი ძეთაგან კაცთასა.

15. ესრეთ უკჳრდეს წარმართთა მრავლად მის ზედა და შეიყონ მეფეთა პირი მათი, რამეთუ რომელთა არა მიეთხრა მისთჳს, იხილონ და, რომელთა არა ესმა, გულისხმა-ყონ.

53
1. უფალო, ვის ჰრწმენა სასმენელი ჩუენი და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?

2. მიუთხართ წინაშე მისსა, ვითარცა ყრმაჲ და ვითარცა ძირი ქუეყანასა წყურიელსა; არა არს სახე მისი, არცა დიდებაჲ, და ვიხილეთ იგი და არა აქუნდა სახე მისი, არცა სიკეთე


ზაქარია 9,9-10.

9. იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო, ქადაგებდ, ასული იერუსალჱმისაჲ. აჰა, მეუფე შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, თავადი მშჳდი, და მჯდომარე კარაულსა ზედა, და კიცუსა ახალსა.

10. და მოსრას ეტლები ეფრემისაგან და ცხენები იერუსალჱმისაგან და მოისპოს მშჳლდი საბრძოლელი და სიმრავლე და მშჳდობა წარმართთაგან. და ემთავროს წყალთა ვიდრე ზღუადმდე და მდინარეთა მომვლელთა ქუეყანისათა.



დანიელი 7,3-14.

3. და ოთხნი მჴეცნი დიდნი აღმოვიდოდეს ზღჳსაგან, განსხუაებულნი ურთიერთას,

4. პირველი - ვითარცა ლომაჲ, და ფრთენი, ვითარცა არწივისანი. ვხედევდ, ვითარმედ მოეფხურნეს ფრთენი მისნი, და აღღებულ იქმნა ქუეყანით, და ფერჴთა ზედა კაცისათა დადგა და გული კაცისაჲ მოეცა მას.

5. და, აჰა, მჴეცი სხუაჲ, მსგავსი დათჳსა, და ნაწილსა ერთსა ზედა დადგა, და სამნი გუერდნი პირსა შორის მისსა საშუალ კბილთა მისთა, და ესრეთ ეტყოდეს მას: აღდეგ, ჭამენ ჴორცნი მრავალნი!

6. შემდგომად ამისსა ვხედევდ და, აჰა, სხუაჲ მჴეცი, ვითარცა ვეფხი, და მისნი ფრთენი ოთხნი მფრინველისანი ზეშთა კერძო მისსა, და ოთხნი თავნი მჴეცსა, და ჴელმწიფებაჲ მოეცა მას.

7. და შემდგომად მისსა ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, მჴეცი მეოთხე საშინელი და განსაკჳრვებელი და ძლიერი მეტად, და კბილნი მისნი რკინისანი და დიდნი, ჭამდა და დააწულილებდა, და დანაშთომთა მისთა დასთრგუნვიდა. და იგი განხრწნიდა მეტადრე უფროს ყოველთა მჴეცთა უწინარესთა მისთასა და რქანი ედგნეს მას ათნი.

8. და რქათა მისთა განვიცდიდ, ათნი რქანი მისნი, და, აჰა, რქა სხუაჲ მცირე აღმოვიდოდა შორის მათსა. და სამნი რქანი წინასწარნი მისნი აღმოიძირნეს პირისაგან მისისა. და, აჰა, თუალნი ვითარცა თვალნი კაცისანი, რქისა მის შორის და პირი მეტყუელი დიდ-დიდთა. და ჰყოფდა ბრძოლასა წმიდათა მიმართ.

9. და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი - ცეცხლი მოტყინარე.

10. მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს.

11. და ჯდა და წიგნნი განეხუნნეს. ვხედევდ მას შინა ჴმისაგან სიტყუათა დიდთაჲსა, რომელთა რქანი იგი იტყოდიან. მხილველ ვიყავ, ვიდრემდის მოიკლა მჴეცი და წარწყმდა, და სხეული მისი მიეცა დასაწუელად ცეცხლითა.

12. და ნეშტთაცა მჴეცთაჲ გარდადგა მთავრობაჲ. და სიგრძე სიცოცხლისა მიეცა მათ ვიდრე ჟამისამდე და წამისა.

13. ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაჲსამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი.

14. და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას.



მიქეა 4:1-5

4
1. და იყოს უკანასკლნელთა დღეთასა საჩინოჲ მთაჲ უფლისაჲ განმზადებულ თხემებსა ზედა მთათასა და განსაცხრომელ იქმნეს ზეშთა ზედათ ბორცუთასა და მიისწრაფდენ მისდამი ერნი მრავალნი.

2. და მოვიდოდიან ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ სახიდ უფლისა და სახლისა მიმართ ღმრთისა იაკობისსა და მიჩუენონ ჩუენ გზაჲ მისი და ვიდოდით შორის ალაგთა მისთა, რამეთუ სიონისგან გამოვიდეს სჯული და სიტყუა უფლისაჲ ისრაჱლისაგან.

3. და შჯიდეს შორის ერთა მრავალთა და ამხილოს ნათესავსა ძლიერსა ვიდრე შორადმდე. და დაშჭრიდენ მახჳლებსა მათსა საჴნისად, და შუბებსა მათსა მანგლად და არა მერმე არ აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.

4. და განისუენებდეს კაცადი ქუეშე ვენაჴსა თჳსსა, და კაცადი ქუეშე კერძო ლეღვისა თჳსისა და არა იყოს მაშინებელი, რამეთუ პირი უფლისა ყოვლისა მპყრობელისა იტყოდა ამათ:

5. ვითარმედ ყოველნი ერნი ვიდოდიან - თითოეული გზასა თჳსსა, ხოლო ჩუენ ვიდოდით სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა საუკუნოდ და მიერ კერძო.



იოველი 2:28-32

28. და იყოს, ამათსა შემდგომად მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორცსა და წინაწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი, და ასულნი თქუენნი, და მოხუცებულნი თქუენნი ძილისშორისსა იძილისშორისებდენ, და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ.

29. და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაწარმეტყუელებდენ,

30. და ვსცე ნიშები ცასა შინა ზე და სასწაულებ ქუეყანასა ზედა ქუე, სისხლი და ცეცხლი და ალმური კუამლისა.

31. მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ მოსლვადმდე დღე უფლისაჲ დიდისა და მჩენი.

32. და იყოს, ყოველმან, რომელმანცა ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს, რამეთუ შორის მთასა სიონსა და იერუსალჱმსა შინა იყოს ცხოვნებული, ვითარცა თქუა უფალმან, და მახარებელნი, რომელთა უფალმან უწოდოს.



დაბადება 12,2-3;

. და გყო შენ ნათესავად დიდად, და გაკურთხო შენ, და განვადიდო სახელი შენი და იყო კურთხეულ.

3. და ვაკურთხნე მაკურთხეველნი შენნი და მწყევარნი შენნი ვწყევნე. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.


და ბოლოს მომყავს მთლიანად რამდენიმე ფსალმუნი, რომელიც ზუსტად საუბრობს საყოველთაო განკითხვაზე, ბოროტის საბოლოო ძლევაზე და საუკუნო მეუფობის დამყარებაზე!


ფსალმუნი 46;

46
1. დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს ფსალმუნი

2. ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ჴმითა სიხარულისათა.

3. რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა.

4. დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და წარმართნი ქუეშე ფერჴთა ჩუენთა.

5. გამომირჩია ჩუენ სამკჳდრებელი თჳსი, შუენიერებაჲ იაკობისი, რომელ შეიყუარა.

6. ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ჴმითა საყჳრისათა.

7. უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა ჩუენსა, უგალობდით.

8. რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისა ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით.

9. სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, ღმერთი ზის საყდარსა მისსა ზედა წმიდასა.

10. მთავარნი ერთანი შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისა, რამეთუ ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს.


92;

92
ფსალმუნი დავითისი, დღესა შაბათსა, რაჟამს დაემტკიცა ქუეყანაჲ, გალობაჲ

1. უფალი სუფევს, შუენიერებაჲ შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი გარეშეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.

2. განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ.

3. აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ჴმანი მათ აღდგენ მდინარენი სლვასა თჳსსა.

4. ჴმითა წყალთა მრავალთა საკჳრველ არიან განცხრომანი ზღჳსანი; საკჳრველ არს მაღალთა შინა უფალი. წამებანი შენნი სარწმუნო იქმნნეს ფრიად;

5. სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა.


95;
95
გალობაჲ დავითისი, აღშენებისათჳს ტაძრისა შემდგომად ტყუეობისა

1. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაჲ;

2. უგალობდით უფალსა, აკურთხევდით სახელსა მისსა, ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა.

3. მიუთხართ წარმართთა შორის დიდებაჲ მისი და ყოველსა ერსა შორის _ საკჳრველებაჲ მისი.

4. რამეთუ დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროს ყოველთა ღმერთთა;

5. რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნნა.

6. აღსაარებაჲ და ჰაეროვნებაჲ არს წინაშე მისსა, სიწმიდე და დიდად შუენიერებაჲ არს სიწმიდესა მისსა.

7. შესწირევდით უფლისა ტომები თესლებისა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა;

8. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; აღიღეთ მსხუერპლები, და შევიდოდეთ ეზოთა მისთა;

9. თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა; შეძრწუნდინ პირისა მისსისაგან ყოველი ქუეყანაჲ.

10. თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას; განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.

11. იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაჲ, აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი.

12. იხარებდენ ველნი და ყოველი, რაჲ არს მათ შინა; მაშინ იხარებდენ ყოველნი ხენი მაღნარისანი

13. პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი ჭეშმარიტებითა თჳსითა.


96-98

96
დავითისი, ოდეს ქუეყანა მისი დაემკჳდრებოდა, წარუწერელი ებრაელთა შორის

1. უფალი სუფევს, იხარებდინ ქუეყანაჲ, და იშუებდედ ჭალაკნი მრავალნი.

2. ღრუბელი და ნისლი გარემო არს მისსა, სიმართლე და განკითხვა წარმართება საყდრისა მისისა.

3. ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოს მტერნი მისნი.

4. გამოჩნდეს ელვანი მისნი სოფელსა, იხილა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ.

5. მთანი, ვითარცა ცჳლი, დადნეს პირისაგან უფლისა, პირისაგან უფლისა ყოვლისა ქუეყანისა.

6. უთხრეს ცათა სიმართლე მისი, და იხილონ ყოველთა ერთა დიდებაჲ მისი.

7. ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ჴელითქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა. თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა.

8. ესმა და იხარებდა სიონი, და იშუებდეს ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათჳს, უფალო.

9. რამეთუ შენ, უფალი, მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა, ფრიად ამაღლდი შენ უფროს ყოველთა ღმერთთა.

10. რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი; დაიცვნეს უფალმან სულნი წმიდათა მისთანი. და ჴელთაგან ცოდვილისათა იჴსნნეს იგინი.

11. ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა _ სიხარული.

12. იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა. დიდება

97
ფსალმუნი დავითისი

1. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკჳრველ-ქმნა უფალმან; აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან.

2. აჩუენა უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი.

3. მოიჴსენა მოწყალებაჲ მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაჲ მისი _ სახლსა ზედა ისრაჱლისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისა.

4. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, უგალობდით და იხარებდით და აქებდით.

5. უგალობდით უფალსა ებნითა, ებნითა და ჴმითა ფსალმუნისათა;

6. ნესტჳთა ჭედილითა და ჴმითა ნესტჳსა რქისათა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა.

7. აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა.

8. მდინარეთა აღიტყუელონ ჴელნი თანად;

9. მთანი იხარებდენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი _ სიწრფოებით.

98
ფსალმუნი დავითისი, წარუწერელი ებრაელთა შორის

1. უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერობინთა, შეიძარნ ქუეყანა.

2. უფალი სიონს დიდ არს და მაღალ არს ყოველთა ზედა ერთა.

3. აუარებდენ სახელსა შენს დიდსა, რამეთუ საშინელ და წმიდა არს.

4. და პატივსა მეუფისასა სამართალი უყუარს; შენ განჰმზადე სიწრფოებაჲ, და განკითხვა და სიმართლე იაკობის თანა შენ ჰყავ.

5. აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-სცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.

6. მოსე და აჰრონ მღდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა; ჰხადოდეს უფალსა და მას ესმა მათი,

7. და სუეტითა ღრუბლისათა ეტყოდა მათ; რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა, რომელ მოსცნა მათ.

8. უფალო ღმერთო ჩუენო, შენ ისმინე მათი; ღმერთო, შენ მომტევებელ ექმენ და შურისმეძიებელ ყოველთა ზედა საქმეთა მათთა.

9. აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ეცით მთასა წმიდასა მისსა, რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.



.....................................................................


იმედია, მოთხოვნა ასეთუისე ამოწურულია smile.gif

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Oct 12 2007, 08:18 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ბოლოჟამზე დანიელის მე7 თავიდან მე 13 თავამდე ოღონდ თქვენი ჭკუით განმარტებას ნუ დაიწყებთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 12 2007, 08:21 PM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ოღონდ თქვენი ჭკუით განმარტებას ნუ დაიწყებთ.


რახან სოლომონამ გაგვაფრთხილავიქნებით ჭკუით biggrin.gif რა შეგვატყვე ასეთი შე კაცო biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Oct 12 2007, 08:24 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



შენზე არ მითქვია ზოგადად ვთქვი rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 13 2007, 02:26 PM
პოსტი #15


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
იმედია, მოთხოვნა ასეთუისე ამოწურულია

2kiss.gif
შენ გაიხარე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 13 2007, 11:32 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მეც მახსოვს დანიელის წიგნშია წინასწარმეტყველებები


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 20 2007, 10:50 PM
პოსტი #17


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მახსოვს დანიელის წიგნშია წინასწარმეტყველებები


biggrin.gif ზემოთ რატომ არ კითხულობ? biggrin.gif

ციტატა
დანიელი 7,3-14.

3. და ოთხნი მჴეცნი დიდნი აღმოვიდოდეს ზღჳსაგან, განსხუაებულნი ურთიერთას,

4. პირველი - ვითარცა ლომაჲ, და ფრთენი, ვითარცა არწივისანი. ვხედევდ, ვითარმედ მოეფხურნეს ფრთენი მისნი, და აღღებულ იქმნა ქუეყანით, და ფერჴთა ზედა კაცისათა დადგა და გული კაცისაჲ მოეცა მას.

5. და, აჰა, მჴეცი სხუაჲ, მსგავსი დათჳსა, და ნაწილსა ერთსა ზედა დადგა, და სამნი გუერდნი პირსა შორის მისსა საშუალ კბილთა მისთა, და ესრეთ ეტყოდეს მას: აღდეგ, ჭამენ ჴორცნი მრავალნი!

6. შემდგომად ამისსა ვხედევდ და, აჰა, სხუაჲ მჴეცი, ვითარცა ვეფხი, და მისნი ფრთენი ოთხნი მფრინველისანი ზეშთა კერძო მისსა, და ოთხნი თავნი მჴეცსა, და ჴელმწიფებაჲ მოეცა მას.

7. და შემდგომად მისსა ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, მჴეცი მეოთხე საშინელი და განსაკჳრვებელი და ძლიერი მეტად, და კბილნი მისნი რკინისანი და დიდნი, ჭამდა და დააწულილებდა, და დანაშთომთა მისთა დასთრგუნვიდა. და იგი განხრწნიდა მეტადრე უფროს ყოველთა მჴეცთა უწინარესთა მისთასა და რქანი ედგნეს მას ათნი.

8. და რქათა მისთა განვიცდიდ, ათნი რქანი მისნი, და, აჰა, რქა სხუაჲ მცირე აღმოვიდოდა შორის მათსა. და სამნი რქანი წინასწარნი მისნი აღმოიძირნეს პირისაგან მისისა. და, აჰა, თუალნი ვითარცა თვალნი კაცისანი, რქისა მის შორის და პირი მეტყუელი დიდ-დიდთა. და ჰყოფდა ბრძოლასა წმიდათა მიმართ.

9. და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი - ცეცხლი მოტყინარე.

10. მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს.

11. და ჯდა და წიგნნი განეხუნნეს. ვხედევდ მას შინა ჴმისაგან სიტყუათა დიდთაჲსა, რომელთა რქანი იგი იტყოდიან. მხილველ ვიყავ, ვიდრემდის მოიკლა მჴეცი და წარწყმდა, და სხეული მისი მიეცა დასაწუელად ცეცხლითა.

12. და ნეშტთაცა მჴეცთაჲ გარდადგა მთავრობაჲ. და სიგრძე სიცოცხლისა მიეცა მათ ვიდრე ჟამისამდე და წამისა.

13. ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაჲსამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი.

14. და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას



პ.ს.

თემა ან უნდა დაიხუროს, ან კიდევ განმარტებებს უნდა მივყვეთ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 21 2007, 09:06 PM
პოსტი #18


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
თემა ან უნდა დაიხუროს, ან კიდევ განმარტებებს უნდა მივყვეთ

კი ბატონო, დავხუროთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 08:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი