IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> პირველი მოწოდება, მოქცევა წმ. წერილში და ჩვენს რეალობაში
KAIROS
პოსტი May 10 2009, 04:18 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ეს ახალი თემა smile.gif


უსარგებლო კამათს სექტანტებთან მოდით ისევ წმ. წერილის სწავლებას მივყოთ ხელი.

ახლა მინდა ისეთ რამეზე ვისაუბროთ, რომელიც მშრალად არ იქნება წმ. წერილიდან, არამედ პარალელებს მოვნახავთ ჩვენს ცხოვრებაში, იმაში რაც ჩვენს ირგვლივ ხდება.

რადგანაც ყველა ადამიანი განსაკუთრებულია და ინდივიდია, ასევე ინდივიდუალურია და განუმეორებელი ის გზა, რომლითაც ადამიანი უფალთან მიდის, უფლის მოწოდებაც ასევე განსაკუთრებულია, რადგან უფლის ქმედებაც ამოდის ადამაინის ინდივიდიდან და ამის უამრავ მაგალითს ვნახავთ წმ. წერილში თუ პატერიკებში.

მოდი დავიწყოთ ამ საოცარი ფაქტებით:

დავიწყოთ ე.წ. მყისიერი მოქცევებით:

მოციქულები პეტრეს და მისი ძმა ანდრია ,ძმები იაკობი და იოანე და მოციქული და მახარებელი მათე:

მთ. 4,18-22

18. და როდესაც მიდიოდა იესო გალილეის ზღვის პირას, იხილა ორი ძმა: სიმონი, რომელსაც ეწოდა პეტრე, და ანდრია, მისი ძმა, ისროდნენ ბადეებს ზღვაში, რადგან იყვნენ მებადურები;

19. და უთხრა მათ: მოდით, შემომიდექით მე, და გაქცევთ თქვენ კაცთა მებადურებად.

20. ხოლო მათ მყისვე დატოვეს თავისი ბადეები და გაჰყვნენ მას.

21. როდესაც იქიდან წამოვიდა, იხილა სხვა ორი ძმა: იაკობ ზებედესი და იოანე, მისი ძმა, ნავში, ზებედესთან, მათს მამასთან ერთად, რომლებიც ბადეებს ამზადებდნენ, და უხმო მათ.

22. ხოლო მათ მყისვე დატოვეს ნავი და თავისი მამა და გაჰყვნენ მას.

*****************
მარკოზი 1: 14

14. და როდესაც გაიარა, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზვერეში, და უთხრა მას: გამომყევი მე. და ადგა და გაჰყვა მას.

*****************

მაგრამ ყველა ასე უცებ არ მოქცეულა,

ზოგს უფალი ჯვარცმული უნდა ენახა რომ ეღიარებინა, მაგალითად გონიერ ავაზაკს და რომაელ ასისთავ ლონგინოზს,


ზოგს უფლის სასწაული მოაქცევდა 18. და აღ-რაჲ-ვიდა იესუ ნავსა, ევედრებოდა მას, რომელი-იგი იყო პირველ ეშმაკეული, რაჲთა მის თანა იყოს. 19. და არა უტევა იგი, არამედ ჰრქუა მას: წარვედ სახიდ შენდა თჳსთა შენთა თანა და უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან და შეგიწყალა. 20. და წარვიდა იგი და იწყო ქადაგებად ათქალაქსა მას, რაოდენი უყო მას იესუ; და ყოველთა უკჳრდა. და ასე ყოფილი ეშმაკეული მის ერთერთ პირველ მქადაგებლად იქცა.

ზოგს უფალი მრისხანე და მამხილებელი უნდა ენახა რომ მოქცეულიყო, მაგალითად მოციქული პავლე:

საქმე მოციქულთა თავი 9

1. ხოლო სავლე უფროჲსად განრისხნებოდა და სავსე იყო გულის წყრომითა და კლვითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა, მოუჴდა მღდელთ მოძღუარსა მას 2. და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაჲთა მივიდეს და, თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა, მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ. 3. და მი-ოდენ რაჲ-ვიდოდა იგი და მიეახლნეს დამასკესა, მეყსეულად იყო გარემოჲს მისსა ბრწყინვალებაჲ ნათლისაჲ ზეცით გარდამო. 4. და იგი დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ. 5. მან მიუგო და ჰრქუა: შენ ვინ ხარ, უფალო? ჰრქუა მას: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი. 6. არამედ აღდეგ და შევედ ქალაქად, და მუნ გეთხრას შენ, რაჲ-იგი ღირდეს შენდა საქმედ. 7. და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, დგეს დაკჳრვებულნი. სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას. 8. აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ჴელი მისთანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ. 9. და წარჴდეს სამნი დღენი, და არარას ხედვიდა და არცა ჭამა და არცა სუა.


ზოგს უბრალოდ უფლის დანახვისას რაღაც შინაგანი ეხსნებოდა და უფლის მოწოდებაც კი არ ჭირდებოდა, არამედ თავისით იხსნებოდნენ, მაგალითად სისხლმდინარე დედაკაცი და მემრუშე ქალი, როცა უფალთან უხმოდ მივიდა, ტიროდა, ცრემლებით ფეხებს უსველებდა და თმებით უმშრალებდა, მერე კი მირონი სცხო, ისე რომ სიტყვაც არ უთქვამს:
36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა.

37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი;

38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა.

39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო.

40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი!

41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს - ორმოცდაათი;

42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი?

43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე.

44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა.

45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს.

46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი.

47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული.

48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი.

49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო?

50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!


ლუკა 7:37-50

*****

ბევრია ასეთი საოცარი ადგილები, იქნებ თქვენც თქვენი თქვათ smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი May 10 2009, 04:36 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



KAIROS
ციტატა
უსარგებლო კამათს სექტანტებთან მოდით ისევ წმ. წერილის სწავლებას მივყოთ ხელი.

ძალიან საინტერესოა და აქტუალურიც smile.gif

პ.ს. კაიროს, ამ ტექსტს ( წმინდა წერილიდან ) შენ კრიბავ თუ გაქვს წმინდა წერილი დიგიტალურ ფორმატში? მე მჭირდება ძალიან და ვერ ვნახე, ჩვენს ბიბლიოტეკაშიც ვეძებე და ვერ მივაგენი sad.gif თუ მოგეპოვებათ მინდა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 10 2009, 04:41 AM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ამ ტექსტს ( წმინდა წერილიდან ) შენ კრიბავ თუ გაქვს წმინდა წერილი დიგიტალურ ფორმატში

უი, არა მაგის აკრეფაში რამდენი დრო წავიდოდა smile.gif
ბევრი ვერსიაა წმ. წერილისა ინტერნეტში, ერთი დევს საპატრიარქოს მთავარ გვერდზე რამოდენიმე ვერსიაა ერთად აქ:

http://www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm

აბა თემის ირგვლივაც იაქტიურეთ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 10 2009, 05:06 PM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დღევანდელ წირვის სახარებაში მოვისმინე ერთი მსგავსი პირველი მოწოდება, განრღვეული კაცი რომელიც განკურნებას ელოდა 38 წელი!!!

და უფლის პირველი სიტყვებია; გნებავსა, რაჲთა განიკურნო?
შემდეგ კი: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!
და ბოლოს : აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ.

ამ სამ სიტყვაში მთელი ჩვენი ცხოვრებაა, სურვილი და ჩვენი ნებით არჩეული გზა ქრისტესაკენ, შესაბამისად საღვთო საიდუმლოებების მაკურნებელი ძალა, და ბოლოს ამ მადლის და ძალის შემმანარჩუნებელი პირობა "არა ცოდო, რომ უარესი არ დაგემართოს"

არაჩვეულებრივი ნაწილია, რამდენი ჩვენგანი აღუმართია ასე უფალს? რამდენი ჩვენგანის ლოცვა უსმენია უფალს და გულის სიღრმეში გაგვიგონია მისი კითხვა, ნამდვილად გინდა? და მერე აღდეგ და ვიდოდე და შემდეგ ნუღარა სცოდავ!

წავიკითხოთ თავიდან:

2. და არს იერუსალჱმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაჲ, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ ბეთეზდა, და ხუთ სტოვა იყო. 3. ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთაჲ, ბრმები, მკელობლები, განჴმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმრღუევასა. 4. რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღჳის წყალი იგი; და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა. 5. იყო ვინმე მუნ კაცი, რომელსა ოც და ათრვამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა. 6. ესე იხილა იესუ მდებარე და გულისჴმა-ყო, რამეთუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა. ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო? 7. მიუგო უძლურმან მან და ჰრქუა: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა, რაჟამს წყალი ესე აღიმრღუეს, და შთა-მცა-მაგდო საბანელსა ამას. ვიდრე მე მოვიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის და განიკურნის. 8. ჰრქუა მას იესუ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე! 9. და მეყსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი. 10. ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: შაბათი არს, და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი. 11. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან-იგი განმკურნა მე, მან მჰრქუა: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე! 12. ჰკითხვიდეს უკუე მას ჰურიანი იგი და ჰრქუეს: ვინ არს კაცი იგი, რომელმან გრქუა შენ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე? 13. ხოლო განკურნებულმან მან არა უწყოდა, ვინ არს, რამეთუ იესუ მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას. 14. ამისსა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ. 15. წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე.

იოანე 5 : 1-16

დაწერეთ თქვენი მოქცევის შესახებ, ასევე იქნებ დავფიქრდეთ ვის მოქცევას უფრო გავს?

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი May 10 2009, 05:12 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
დაწერეთ თქვენი მოქცევის შესახებ, ასევე იქნებ დავფიქრდეთ ვის მოქცევას უფრო გავს?

მამის გარდაცვალების 39-ე დღის თავზე მე და ჩემმა დამ , რომელიც 80 კმ-ით მოცილებული იყო ჩემგან, დეტალების დონეზე ერთნაირი სიზმარი ვნახეთ smile.gif ჩემთვის ეს გამოცხადება იყო და მეტი რაღას უნდა დავლოდებოდით, გავიარეთ კათაკმევლობა და მოვინათლეთ მალევე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 11 2009, 12:20 AM
პოსტი #6


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ძალიან საინტერესოა... მადლობა, წმინდა წერილს ჩაღრმავება ყველა განსაცდელისას უნდა გვახსოვდეს 2kiss.gif

მაქ მე კითხვა, ოღონდ ეხლა ზუსტი ციტატა არ მახსოვს სახარებიდან, მოვნახავ და დავწერ smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 11 2009, 11:05 AM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მოვნახავ და დავწერ

აუცილებლად, ეს თემები არ გავიგოთ ისე, რომ მაინცდამაინც რაიმე თეოლოგიური მიგნებები უნდა ვწეროთ, ეს წმიდა წერილია, უფლის სიტყვებია და ყველა გულთან განსხვავებულად მიდის და ყველა ენა განსხვავებულად აღწერს, ჰოდა ამიტომ ამ თემებში ყველას თავისუფლად შეუძლია წერა.

ციტატა
დეტალების დონეზე ერთნაირი სიზმარი ვნახეთ ჩემთვის ეს გამოცხადება იყო და მეტი რაღას უნდა დავლოდებოდით, გავიარეთ კათაკმევლობა და მოვინათლეთ მალევე.



მართლა საინტერესოა smile.gif

ახლა რა აიცით, აი კიდევ ერთი უცნაური მოწოდებების სახე, როელიც წმიდა წერილში გვხვდება, ესაა ჩვენებითი მოწოდება, რომელიც რადიკალურ ცვლილებებს იწვევს ადამიანში, ერთერთი პირველი მსგავსი რამ შეემთხვა მამათმთავარ აბრაამს, ნახეთ როგორ იწყება დაბადების 12 თავი

1. და უთხრა უფალმა აბრამს გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი ნათესაობიდან და შენი მამის სახლიდან და წადი ქვეყანაში, რომელსაც შენ გიჩვენებ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან აქ არაა რაიმე მომამზადებელი ეპოქა, არამედ გამოცხადება და მყისიერი ცვლილება, რომელიც ერთი შეხედვით საოცარია თავისი სიძნელით, ის უნდა გამოვიდეს ყველაფერ იმიდან, რასაც აქამდე იყო მიჯაჭვული "შენი ქვეყნიდან და შენი ნათესაობიდან და შენი მამის სახლიდან " !!!
ასეა ვისაც სახნისი უჭირავს უკან აღარ იყურება, დამთავრდა რა წარმართული ცხოვრება უკან ლოტის ცოლივით არ უნდა მივიხედოთ და არ უნდა მივტიროდეთ, რაკიღა გამოგვიხმო უფალმა, ნიშნავს იმას რომ რწმენით უნდა შევუდგეთ, უმრავლესი განმარტებებლებისა ყურადღებას ამახვილებენ ასევე აბრაამის უდიდეს რწმენაზე, მან მიატოვა ყველაფერი მისთვის უცნობი და უხილავი მიწისათვის, მან არ იცოდა სად წაიყვანდა უფალი,მაგრამ რაკიღა მიიღო მცნება : " წადი ქვეყანაში, რომელსაც შენ გიჩვენებ. " ე.ი. უნდა დამორჩილდეს, რადგან თუკი ღმერთი უჩვენებს ე.ი. მისთვის საუკეთესოა smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 11 2009, 01:04 PM
პოსტი #8


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



მივაგენ.. მოციქულების არჩევა

მათეს 10 თავი
2. ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია; იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე;

3. ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მებაჟე; იაკობი ალფესისა და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული;

4. სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.

5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში.

6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს.

7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი.


ხო მაგრამ სად გაგზავნა, ჯერ ხომ მზად არ იყვნენ? smile.gif თუ დროში ამერია, ვერ გავიგე sad.gif დიდი ხანია მინდოდა მეკითხა და რატომ ვიკავებდი თავს არ მესმის sad.gif

ამის მერე ყველაზე საინტერესო: 11 თავი
1. და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად.

2. ხოლო იოანემ შეიტყო საპყრობილეში ქრისტეს საქმენი, და გამოგზავნა თავისი ორი მოწაფე.

3. რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?


ესეც არანაკლებ გასაოცარი ფაქტია, უკვე საპყრობილეში მყოფი (ქრისტეს მონათვლის მერე) იოანე აგზავნის თავის მოწაფეებს ქრისტესთან, წადითო და კითხეთო, ნამდვილად ის არის, ვისაც ველოდებითო?


იოანეს სახარებაში არის კიდე მგონი, რომ ნათლისმცემლის მოწაფეების ნაწილი ქრისტეს მოწაფეები გახდნენ smile.gif მათ ირწმუნეს მისი... იოანესგან მომზადებულებმა იცნეს უფალი

პ.ს. და ჩემთან უფალი დაბადებიდან არის, უბრალოდ მე ვერ ვხედავდი გარკვეული დრო და ეხლაც, ზოგჯერ ვერც ვხედავ, როცა გონება დაბინდებულია...
აი მფარველ ანგელოზს კი... ვგრძნობ ჩემს ახლის კი, ბავშვობაში არაერთგზის ... რაც გინდათ ის იფიქრეთ, მე მეტს უბრალოდ ვერ ვიტყვი...


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი May 11 2009, 05:30 PM
პოსტი #9


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



მართლა საინტერესო თემაა. ყველა ადამიანს მართლაც ინდივიდუალური მიდგომა უნდა რა...


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი May 11 2009, 11:04 PM
პოსტი #10


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
ყველა ადამიანს მართლაც ინდივიდუალური მიდგომა უნდა რა...

ჰოო smile.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი May 11 2009, 11:15 PM
პოსტი #11


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



არ ვიცი რა ჩავთვალო მოქცევად, ჩემი შეგნებული რწმენა, თუ პირველად ტაზარში მისვლა...

ჩვენს ოჯახში პირველად დედიკომ დაიწყო ლოცვების კითხვა, მაგრამ მოძღვარი არ ყავდა, არც ტაძარში დავდიოდით... ჩემი უახლოესი მეგობარი კი ყოველკვირა დაყავდათ მშობებს სიონში... სწორედ მათ წამიყვანეს პირველად ტაძარში. მახსოვს კიდეც ჩემი პირველი "აღსარება"... მაშინ მხოლოდ 8 წლის ვიყავი და მოუთმენლად ველოდი კვირა დღეს, რადგან ზიარება საოცარი ბედნიერებით მავსებდა და ისეტი განცდა მქონდა, თითქოს დავფრინავდი...

უფლის როგორც ღმერთის, როგორც ცხოვრების საყრდენის და ჩემთვის თავგაწირულის შეგრძნება მოგვიანებით მოვიდა ჩემში და ეს ცოტა რთული იყო... თავიდან ისეთი განცდა მქონდა, თითქოს სიცარიელეს ვეპოტინებოდი...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamar84
პოსტი May 11 2009, 11:52 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 60
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,516



"24. და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა. და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად. 25. რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული სულითა არაწმიდითა ურვეული, და მოვიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა. 26. ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკელი, ზღჳსკიდით, და ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა. 27. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. 28. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნამუსრევისაგან შვილთაჲსა. 29. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაგის სიტყჳსათჳს ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა. 30. და წარვიდა დედაკაცი იგი სახიდ თჳსა და პოვა, რამეთუ ეშმაკი იგი განსრულ იყო, და ასული იგი მისი შემოსილი, მჯდომარე ცხედარსა ზედა."

მიჭირს იმ წუთების გახსენა, პატარა ანიტა სიკვდილს ებრძოდა, სრული სიცარიელა და სიცივე, აუტანელი სიცივე..., გაყინული იყო საავადმყოფოც და ქვეყანაც (თითქოს...), ილოცეთ, თქვა ჩემმა ნათესავმა..ილოცეთ...და ზემოთ აღნიშნული ამბავი მოყვა სახარებიდან...მე ცოდვილს ლოცვაც არ შემეძლო...
ახლა ვიცი, რომ იმ სიჩუმეში, იმ სიბნელეში, იმ ყინვაში მომიწოდა ცხადად უფალმა, შემახო მადლიანი ხელი და მტკივნეულად მიმითითა ჩემს ცოდვებზე....
გმადლობ უფალო ყველაფრისთვის....

P.S. ეს პატარა მონაკვეთი სახარებიდან ყოველთვის მახსენებს ჩემს პირველ შეხებას რაღაც აუხსნელთან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქრისტიანე
პოსტი May 12 2009, 03:18 AM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,907



კარგი და სულისთვის სასარებლო თემაა მართლაც. ჩემთვის სახარებიდან ასევე საოცრად შთამბჭდავია აღმოსავლელი მოგვების, ინდოელი საჭურისის და კორნელიოს ასისთავის მოქცევის ეპიზოდები. ვარსკვლავთმრიხცველ მოგვებს ვარსკვლავმავე ასწავლა ქრისტეს გზა, როგორც შობის კონდაკშია ნათქვამი "რომელნი ვარსკვლავს მსახურებენ ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყვანისცემა შენი".
ინდოელი საჭურისის მოქცევაც საოცარი ისტორიაა: შორეული ინდოეთიდან იერუსალიმში მომავალი ინდოელი გზაში ესაია წინასწარმეტყველს კითხულობს, რომლის შინაარსიც არ ესმის და გულში ფიქრობს, რას უნდა ნიშნავდეს წინასწარმეტყველის ეს სიტყვები. გულთამხილავი და მოწყალე უფალი არ ტოვებს მას გაურკვევლობაში და მაშინვე უგზავნის ფილიპე მოციქულს, რომელიც ჯერ განუმარტავს ესაიას წინასწარმეტყველებას ქრისტეზე და შემდეგ მონათლავს კიდეც მას უახლოეს წყაროზე.
ინდოელი საჭურისის მსგავსად მოაქცევს უფალი კორნელიოს ასისთავს, რომელიც ღვთის სათნო ცხოვრებას ეწეოდა- მარხულობდა, მოწყლებას გასცემდა, თუმცა ქრისტეს შესახებ არაფერი იცოდა. აქაც არ უკარგავს უფალი სათნო ცხოვრებას კორნელიოსს და პეტრე მოციქულს მიუგზავნის, რომელიც მას და მთელ მის სახლეულს მოაქცევს უკვე ქრისტეს გზაზე.
სამივე ეპიზოდს, ჩემი აზრით, საერთო მოტივი აქვს: შინაგან ძიებას არსთა საწყისისას ან სიკეთის ქმნას ადამიანი ყოველთვის მიყავს ღმერთამდე.
ამის საოცარ მაგალითად მიმაჩნია სერაფიმ როუზის ცხოვრებაც: იბადება მართლმადიდებლური სამყაროსგან მოწყვეტილ ამერიკაში , ზრდიან პროტესტანტი მშობლები, ბავშვობიდან იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა არის მისი ცხოვრების მთავარი არსი და მიზანი, ამ ფიქრს მიყავს ის ფილოსოფიის სკოლამდე, იწყებს ძიებას, კარგა ხანი ექცევა ნიცშეს ტყვეობაში, რომელსაც შემდეგ აღმოსავლური რელიგიით გატაცება და კონფუზიანელობა ენაცვლება, შინაგან წესრიგს მაინც ვერ პოულობს, სულიერ შფოთს ვერ აღწევს თავს, სანამ შვებად დოსტოევსკი ("ძმები კარამაზოვები") არ მოევლინება. აქედან იწყება უკვე მისი თვითგამორკვევის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ბოლოს იმით მთავრდება , რომ ერთ მშვენიერ დღეს შემთხვევით შევა რუსულ ეკლესიაში, ესწრება წირვას და დარდისგან გათანგულს აღმოხდება : ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი! ამას მოყვება მერე ბერად აღკვეცა, მონასტრის დაარსება ამერიკაში და დიდი საგანმანათლებლო საქმიანობის წამოწყება.
მართლაც რომ "დიდ არიან საქმენი უფლისანი"!

მე კი საკუთარ მოქცევას ჩემს ქართულის მასწავლებელს ვუმადლი..smile.gif თუმცა, რომ ვუფიქრდები, ღვთის ძიების პროცესი უფრო ადრე დამეწყო, ასე 5 წლის ასაკში, როცა ერთი ნათესავი გარდაიცვალა და პირველად მაშინ ამიხსნეს, რას ნიშნავდა ადამიანის სიკვდილი; იყო და აღარ არისო, უბრალოდ აღარ არსებობსო... ისეთი სტრესი მივიღე, ღამეები არ მეძინა. ვფიქრობდი, რა საშინელებაა, ადამიანები იმიტომ იბადებიან, რომ მერე მოკვდნენ და ამის მეტი მათ ცხოვრებას აზრი არ აქვს-მეთქი. ასე დაიწყო ჩემი თვითგამორკვევა და დამთავრდა სკოლის პერიოდში, როცა ერთ მშვენიერ დღეს ქართულის მასწავლებელმა მომკიდა ხელი და თავის ეკლესიაში წამიყვანა...


--------------------
"ეჰ, ვინ იცის, ეგებ ყველაფერი, რასაც მიველტვით, ეშმაკის მოჩმახული აღმოჩნდეს ერთ დღეს" (კ. გამსახურდია)
ამიტომ:
"ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ".
თუმცა:
"ყოველსა, რომელსა უნდეს ქრისტიანე ყოფად, იდევნნენ".
არ შედრკე, ვინაიდან არის ნუგეში:
"სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევის სოფელსა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 12 2009, 04:04 AM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ქევან, კითხვები "გამარკვიეთში" შემდეგ smile.gif მოკლედ პასუხები, გაგზავნა მოციქულებისა მოხდა, მხოლოდ ერთი დავალებით, რომ მესია მოვიდა და მოდით და უსმინეთ, ხოლო იოანემ რომ გააგზავნა მოციქულები უფალთან, ეს იმიტომ კი არა რომ თავად იოანეს აინტერესებდა ან ეჭვი ეპარებოდა უფალში, უბრალოდ იმიტომ თავად ამ მოციქულებს მიეღოთ იესო , როგორც მესია, ცნობილია, რომ მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, ბევრმა მაინც არ გადავიდა იესოსთან და ბოლომდე დარჩა იოანესთან, იოანეს სურვილის საწინააღმდეგოდ...

ციტატა
თითქოს სიცარიელეს ვეპოტინებოდი...



ეგ საინტერესო განცდაა ისე და ხშირად შევხვდებით, ოღონდ სხვანაირ სახეობით წმ. წერილში, უფრო საკუთარი სიცარიელის გამოა ეგ , ვიდრე ის რომ ზემოთაა სიცარიელე, გახსოვთ როგორ უთხრა ბავშვის მამამ "შეეწიე, ურწმუნოებასა ჩემსა"?
ნახეთ როგორ მოაქცია ეს კაცი, უფალს ევედრება რომ მისი ძე განკურნოს,
და პასუხიც ლოგიკურია:

23. ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის.

და ეს არაა მხოლოდ "ლოგიკური პასუხი", არამედ ერთგვარი მხილება, და ისეთი მხილება, რომ სინანულს მყისვე იწვევს და ქმედით სინანულს:

24. ბავშვის მამამ მყისვე შეჰღაღადა ცრემლების ფრქვევით: მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას. (მარკოზი თავი 9)

ანუ უცებ კი არ განკურნა, უცებ კი არ აღადგინა, არამედ ჯერ სული განუკურნა მამას, ჯერ რწმენა აღუდგინა და მერე ქმედება, იგივე მოხდა თამარ84 .ის მიერ მოყვანილ მართლაც ულამაზეს ნაწყვეტში, როგორ მოაქცია ის ქალი? ძალზე უცნაურად, ვერც ვცნობთ მაცხოვარს ლამის...
ყურადღებას არ აქცევს თითქოს, თითქოსდა ხელს კრავს, არ უსმენს, ძაღლსაც კი ადარებს, განსაცდელდატეხილ ქალზე ახალი განსაცდელია თითქოს, უფალმაც კი არ უსმინა თითქოს, მაგრამ ეს ყველაფერი თითქოსაა, ეს ყველაფერი მხოლოდ იმისათვის კეთდება, რომ ამ ქალში, როგორც ზემოთ ეშმაკეულის მამაში, სინანული გამოიწვია, და კურნებაც მოვიდა, შეიძლება ითქვას, რომ ერთერთი პირველი რასაც უფლისადმი გზაზე სიარულში ადამიანში იღვიძებს არის მორჩილება და სინანული, სინანული იმიტომ, რომ ადამიანი მოულოდნელად შეიგრძნობს საკუთარი ცოდვების სიმრავლეს და სიმძიმეს, და ღმერთის ძალას, როგორც დაბნელებულ ოთახში შეიჭრება მზის სხივი და ასევე შედის მადლი ღვთისა და გამოაჩენს იმათ რასაც ადრე ვერ ხედავდნენ...

ქრისტიანეს მაგალითები კი შეუდარებელია, სამივე შემთხვევაში გულში ეჯდა უფალი ამ საოცარ ადამიანებს, განსაკუთრებით საჭურისს, რამდენს უნდა ვუმადლოდეთ იმ ადამიანებს ვინც ეკლესიის კარგი გაგვიღო, ჰო ისე, კაიროსიც ასე მივიდა ეკლესიაში, ერთი ძალიან კარგი, განათლებული და მისიონერი ადამიანის დამსახურებით, რომელმაც სკოლები მოარა, ლექციებს ატარებდა, მერე როცა ასობით მსმენელიდან დაილექა ყველაზე დაინტერესებულების მცირე ჯგუფი, ყველა ეკლესიაში მიგვიყვანა, აღსარება ჩაგვაბარებინა, ვეზიარეთ... მერე საკუთარ სახლში გამატარებინა რატომღაც მარტო მე სააღდომო მარხვა, სწავლა, ლოცვა და ხელის საქმე საათივით იყო აწყობილი მის საოცარ ოჯახში, მისივე რჩევით გავაგრძელე სასულიერო სწავლება და ასე...(დანარჩენი პრაივასია biggrin.gif )... მოკლედ აზროვნებისა და რწმენის, გულისა და გონების შესანიშნავი ნიმუშია ის ადამიანი ( საკმაოდ ცნობილია და ვერ დავასახელებ) თავად ძლიერი მათემატიკოსი მათემატიკაში როცა ამზადებდა მოწაფეებს, ბუნებრივად უქადაგებდა კიდეც და ყველა მათგანი ახლაც ეკლესიურია და სულიერად ერთმანეთთან დაკავშირებულები... მოკლედ ძალიან საინტერესოა არამარტო ის გზანი უფლისანი, არამედ ჩვენი გზები უფლისაკენ, სადაც თანამგზავრად და წინამძღვარად ისევ უფალი და მის მიერ მოვლინებული ადამიანები არიან...

იხარეთ;

კაიროსი!




--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 12 2009, 05:06 AM
პოსტი #15


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა

რადგანაც ყველა ადამიანი განსაკუთრებულია და ინდივიდია, ასევე ინდივიდუალურია და განუმეორებელი ის გზა, რომლითაც ადამიანი უფალთან მიდის,

ჩემი აზრით ამ თემაში აქცენტი უნდა გაკეთდეს ადამიანის მზაობაზე თუ რამდენად მიმღებია იგი ღვთისა.
თუკი ადამიანი გახსნილია ამისთვის, როგორი გახსნილი და განმზადებულიც იყო წმინდა ანდრია, ან მათე, ან სხვა მოციქულები, უფალი აუცილებლად მივა მათთან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 12 2009, 12:06 PM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ნამდვილად მაგ ორის ურთიერთდამთხვევა და ნებათა სინერგია არის სწორედ ამ თემის მიზანი, როგორ ხდება სწორად მოქცევა და ნამდვილი მოწოდება ღვთისაგან, ანუ როგორ ემზადება შინაგანად ადამიანი ამისათვის და როგორ მიდის ღმერთი მასთან, და ეს ორივე ინდივიდუალურია, მაგალითად საჭურისი წმ.წერილზე ფიქრობდა, იოანე და ანდრია ნათლისმცემელმა გაუშვა, ხოლო ასისთავი კი ჯვარმა შეძრა...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი May 12 2009, 04:47 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ოთხი წლის წინ, როცა ურწმუნო ვიყავი დავფიქრდი იმაზე, ღმერთი რო ვყოფილიყავი როგორი ვიქნებოდი ან რას გავაკეთებდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ამ ფიქრებმა მომხიბლა biggrin.gif და ბევრი ფიქრის შემდეგ აღმოვაჩინე რომ ზუსტად ისეთი ვიქნებოდი როგორიც ქრისტე იყო. (ამპარტავნებაში ნუ ჩამითვლით biggrin.gif )


ამის მერე დავფიქრდი იმაზე - ღმერთი რო არსებულიყო როგორი იქნებოდა იგი და შევქმენი რა საკუთარი ღმერთი, მივხვდი რო იგი ზუსტად ისეთია როგორც ქრისტიანობა გვასწავლის. მარა ერთი განსხვავება მაინცაა!...

ასე ვირწმუნე ურწმუნომ...


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 15 2009, 04:35 AM
პოსტი #18


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კარგი თემაა და აქაც ვიაქტიუროთ:

ახლა მინდა გავიხსენოთ ორი ბრმის ამბავი, დაუკვირდით რა ერთგულებაა, მიუხედავად იმისა ყველა აჩუმებდა, მაინც ეძახდნენ უფალს ( უფალი განზრახ არ პასუხობდა, რათა ბოლომდე გახსნილიყვნენ) და როცა მიიღეს კურნება, მარტო ფიზიკური კი არა, არამედ სულიერი თვალებიც აეხილათ, როგორც პავლეს ნათლობისას და მირიან მეფეს თხოთის მთაზე:

ორი ბრმის განკურნება იერიქოში
(მკ. 10, 46-52; ლკ. 18, 35-43.)
29. და როცა გამოვიდნენ ისინი იერიქოდან, გამოჰყვა მას მრავალი ხალხი.

30. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას, და როდესაც გაიგონეს, რომ იესო მოდიოდა, შეჰღაღადეს და თქვეს: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისაო;

31. ხოლო ხალხი რისხავდა მათ, რათა გაჩუმებულიყვნენ; მაგრამ ისინი უფრო მეტად ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისაო.

32. და შეჩერდა იესო, მოუხმო მათ და უთხრა: რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ თქვენ?

33. უთხრეს მას: უფალო, რომ აგვეხილოს ჩვენ თვალები.

34. და შეებრალა იესოს, შეეხო მათს თვალებს, და მაშინვე აეხილათ მათ თვალები, და გაჰყვნენ მას.


და ასეც დასკვნა" და შეებრალა იესოს, შეეხო მათს თვალებს, და მაშინვე აეხილათ მათ თვალები, და გაჰყვნენ მას."


მოწოდება სასწაულითაა, და სასწაული მოწოდების შესაბამისად ნაყოფიერია.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 06:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი