IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სამართალი და ჩვენი ეკლესია
marine
პოსტი Aug 16 2017, 11:32 AM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,047
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საკათედრო ანუ საეპისკოპოსო ეკლესიებს, რომელთაც "საყდარი" ეწოდებოდათ, ვითარცა საეპარქიო ცენტრებს, როგორც წესი, გააჩნდათ შემოსავალი თავიანთი სამწყსოდან. ჩვენამდე მოღწეულია "სამთავისის ღმერთების საყდრის სამწყსოს დრამისა და შესავლის წიგნი". შემოსავლის აღმნუსხველ ამ წიგნს ასევე "გუჯარიც" ეწოდება, იგი "ძველთაგან განაჩენი" ყოფილა. "ძველთაგან" დამტკიცებული ეს წიგნი, როგორც ჩანს, ხელახლა დაუმტკიცებია 1459 წლის კრებას. წიგნი წარმოადგენს კანონების კრებულს და ეხება სამწყსოს გადასახადს სხვადასხვა სარწმუნოებრივ თუ საყოფაცხოვრებო მომენტთან დაკავშირებით. საქართველოში კანონმდებელს წარმოადგენდა უმაღლესი საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთობლივი კრება, რომელსაც გამოჰქონდა კანონები ანდა ამტკიცებდა ძველს. 1459 წელს პატრონ ერისთავ შალვას წინაშე მისულა სამთავნელი ეპისკოპოსი გრიგოლი, მას მოუხსენებია, მის სამწყსოში წარმოქმნილი მრავალი უწესო საქმის შესახებ. შალვას ბრძანებით: "შევიყარენით ჩუენ ცხრაძმისხევისა სამისავე ხევის კრებულნი და მამასახლისნი და ესე პირი მოვახსენეთ სამთავნელისა და ჯუარსა და ომოფორასა".

ეს სამართლის წიგნი საზღვრავდა სამთავნელი ეპისკოპოსის უფლებებსა და შემოსავალს. პირველი მუხლის მიხედვით, თუ რომელიმე ხუცესი (მღვდელი) უკანონოდ დაწერდა ჯვარს ახლო ნათესავებს, ნათლია-ნათლულს, მონატაცებ ქალს ანუ იმ პირებს, რომელთა ურთიერთქორწინება აკრძალულია - სამთავნელ ეპისკოპოსს უფლება ჰქონდა ორივე მხარისთვის გადასახადი დაედო, ვითარცა დამნაშავეებისთვის და ეს გადასახადი აუცილებლად უნდა გადახდილიყო, თუნდაც ქსნის ერისთავმა ანდა სამთავისის მთელმა სამწყსომ (პატრონმა და ქვეყანამ) უშუამდგომლონ. ამ ძეგლში ორჯერ გვხვდება სიტყვა - "სვინდიკინოზი" (სვინტიკინოზი), რაც ნათლიას, ნათლია-ნათლულს ნიშნავს. "სვინა" ნათლიაა. ეს სიტყვა ათონელთა ნაწერებშიც გვხვდება... ეს წიგნი შედგება სულ 27 მუხლისგან. საფიქრებელია, რომ ეს "სამწყსოს საკანონო წიგნი", რომელიც იყო "ძველთაგან დამტკიცებული", წინ ედო ზემოაღნიშნულ კრებას 1459 წელს. კრებამ ეს წიგნი ხელმეორედ დაამტკიცა და ზედ დაურთო თავისი ახალი ბრძანება."

/"კარიბჭე" N2, 2006, გვ.26/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   სამართალი და ჩვენი ეკლესია   Aug 16 2017, 11:32 AM
marine   "მეცნიერები მიიჩ...   Aug 21 2017, 10:43 AM
marine   "სამცხის მმართვე...   Sep 7 2017, 10:28 AM
marine   "წმინდა წერილი მო...   Jan 31 2018, 09:22 PM
marine   "გაბრიელ ჭყონდიდ...   Feb 11 2018, 08:09 PM
marine   "ცნობილია მისი [დ...   May 11 2018, 06:35 PM
marine   "ევდემონ ჩხეტიძე...   May 17 2018, 05:23 PM
marine   "ამ ძეგლით, რომელ...   Nov 9 2019, 03:06 PM
marine   "კირილე ალავერდე...   Apr 29 2020, 05:27 PM
marine   "ვახტანგ VI - მოაწე...   May 14 2020, 02:38 PM
marine   "კვიპრიანე სამთა...   May 14 2020, 03:11 PM
marine   "წმინდა ექვთიმე მ...   Jul 18 2020, 12:52 PM
marine   "საქართველოს ეკლ...   Feb 8 2022, 07:34 PM
marine   "ასევე ამხილა ღირ...   Feb 13 2022, 12:10 PM
marine   "ქართული სამართლ...   Feb 28 2022, 03:14 PM
marine   "დავით აღმაშენებ...   Feb 28 2022, 05:21 PM
marine   "ფიცი, როგორც დამ...   May 5 2022, 01:04 PM
marine   "როდესაც მზითვის ...   Jun 21 2022, 01:43 PM
marine   "XIII-XIV სს. საქართველ...   Jun 22 2022, 12:23 PM
marine   "ვახტანგ VI-ის სამა...   Jun 25 2022, 02:05 PM
marine   "თავისუფლების მა...   Jul 29 2022, 08:12 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 10:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი