IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ეთნოფილეტიზმი
მნათე
პოსტი Feb 9 2007, 02:04 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ჩვენ უკუვაგდებთ და ვგმობთ ეთნიკურ დაყოფას, ე.ი. ეთნიკურ განსხვავებებს! ხალხთა შორის ცილობასა და უთანხმოებას ქრისტეს ეკლესიაში, როგორც სახარების სწავლებისა და ჩვენი ნეტარი მამების კანონების საწინააღმდეგოს, რომლებზეც დამყარებულია ეკლესია.

მათ, ვინც ღებულობენ ასეთ დაყოფას ტომებად და ბედავენ მასზე აქამდე არნახული ტომობრივი შესაკრებლების დამყარებას, წმიდა კანონთა თანახმად ვაცხადებთ უცხოდ ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა და ჭეშმარიტ სქიზმატებად!


კონსტანტინეპოლის 1872 წ. განჩინებიდან ნაწყვეტი wink.gif აღმოსავლეთის ყველა პატრიარქი იქ იყო, იერუსალიმის გარდა...



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 9 2007, 02:27 AM
პოსტი #2


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



მნათე

ლევან, ვიცი ამით რისი თქმაც გინდა, იქნებ დააკონკრეტო? smile.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 9 2007, 02:55 AM
პოსტი #3


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
ჩვენ უკუვაგდებთ და ვგმობთ ეთნიკურ დაყოფას, ე.ი. ეთნიკურ განსხვავებებს! ხალხთა შორის ცილობასა და უთანხმოებას ქრისტეს ეკლესიაში, როგორც სახარების სწავლებისა და ჩვენი ნეტარი მამების კანონების საწინააღმდეგოს, რომლებზეც დამყარებულია ეკლესია.

მეც უარვყოფ და უკუვაგდებ ცილობასა და უთანხმოებას ქრისტეს ეკლესიაში

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე ვარ ბელორუსი ან მაკედონიელი, და რომ მე თბილისი და მინსკი ერთნაირად უნდა მიყვარდეს

რამდენადაც უფალმა დაყო ადამიანები ხალხებად მისი გაერთიანების წინააღმდეგ წასვლის მცდელობაც კი არის უფლის ნების წინააღმდეგ გალაშქრება

და კიდევ:

განმარტე, შეეშალა თუ არა საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდს (უფალო, მომიტევე ეს მკრეხელობა), როდესაც წმ. ილია მართალი, წმ. ექვთიმე ღვთისკაცი, წმ. ცოტნე აღმსარებელი წმიდათა დასში შერაცხა სამშობლოსათვის თავდადების გამო??


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 9 2007, 03:20 AM
პოსტი #4


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(კანონისტი @ Feb 8 2007, 10:55 PM) *

მეც უარვყოფ და უკუვაგდებ ცილობასა და უთანხმოებას ქრისტეს ეკლესიაში

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე ვარ ბელორუსი ან მაკედონიელი, და რომ მე თბილისი და მინსკი ერთნაირად უნდა მიყვარდეს

რამდენადაც უფალმა დაყო ადამიანები ხალხებად მისი გაერთიანების წინააღმდეგ წასვლის მცდელობაც კი არის უფლის ნების წინააღმდეგ გალაშქრება



მაგრამ ქრისტეში ხომ ერთია ბერძენი ქართველი რუსი ესპანელი...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 9 2007, 11:46 AM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გუჯა
ციტატა
მაგრამ ქრისტეში ხომ ერთია ბერძენი ქართველი რუსი ესპანელი...

ერთია და არა ერთიდაიგივე

ქართველი იმიტომ არის ქართველი, რომ ის რუსი არაა. ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მათგანს უპირატესობა ან ნაკლი აქვს მეორესთან შედარებით. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ქართველი და რუსი ერთიდაიგივე არ არის. შესაბამისად, როგორც ცალკეულ პიროვნებას, ისე ერსაც აქვს თავისი ჯვარი, რომელიც უნდა ზიდოს მან და ამ ჯვრის ზიდვაში მონაწილეობას შეგვიძლია ვუწოდოთ პატრიოტიზმი.

სწორედ ამიტომაა, რომ კანონიზაციის 8-დან ერთ-ერთი საფუძველი არის დიდი დამსახურება ერის წინაშე (!)

ეროვნება განა ცხონებასთან არის კავშირში? ადამიანთა მოდგმას ორი სქესი არ აქვს? განა მამაკაცი და ქალი ერთი არაა უფლის წინაშე? მაგრამ ერთიდაიგივე ხომ არ არის?? ისეა ესეც....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 9 2007, 12:46 PM
პოსტი #6


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
ერთია და არა ერთიდაიგივე

აუ კარგი რაააა....კანონისტ.... საიდან იგონებ ხოლმე ასეთ რამეებს...ადრე ეძიკამ იცოდა ეგეთი ლაპარაკი...ალიევზე თქვა ერთხელ მძიმედ არის და თან კარგად არისო...
ციტატა
განმარტე, შეეშალა თუ არა საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდს (უფალო, მომიტევე ეს მკრეხელობა), როდესაც წმ. ილია მართალი, წმ. ექვთიმე ღვთისკაცი, წმ. ცოტნე აღმსარებელი წმიდათა დასში შერაცხა სამშობლოსათვის თავდადების გამო??

საინტერესო შეკითხვაა.... წმინდანებზე ლოცულობენ ხომ და სთხოვენ კიდეც...
შეიძლება თუ არა ილია ჭავჭავაძეზე ილოცო ან დახმარება სთხოვო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 9 2007, 01:30 PM
პოსტი #7


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ციტატა
აუ კარგი რაააა....კანონისტ.... საიდან იგონებ ხოლმე ასეთ რამეებს...

ეს არის ელემენტარული სამეცნიერო ტერმინი. არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია

შენ ხომ გყავს მეგობრები. ისინი გიყვარს ერთნაირად, ანუ ერთია შენთვის ისინი, ვერცერთს ვერ დააყენებ წინ, ვერ მიანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ერთიდაიგივე ხომ არ არის? სხვადასხვა ადამიანებია

ბოდიში, თუ ბუნდოვანება შემოვიტანე, მეგონა გასაგებად ვთქვი

ციტატა
შეიძლება თუ არა ილია ჭავჭავაძეზე ილოცო ან დახმარება სთხოვო?

თავისთავად. მართლმადიდებლებს გვაქვს მისი ხატი, და ვლოცულობთ მის წინაშე, რომ მეოხ გვეყოს უფლის წინაშე

არსებობს ილია მართლის დაუჯდომელი, პარაკლისი და სხვა ლოცვები


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 9 2007, 01:39 PM
პოსტი #8


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
შენ ხომ გყავს მეგობრები. ისინი გიყვარს ერთნაირად, ანუ ერთია შენთვის ისინი, ვერცერთს ვერ დააყენებ წინ, ვერ მიანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ერთიდაიგივე ხომ არ არის? სხვადასხვა ადამიანებია

მე ღმერთი არა ვარ...აი ეს ყველაზე დიდი განსხვავება ჩემო ბატონო...
ციტატა
ციტატა
შეიძლება თუ არა ილია ჭავჭავაძეზე ილოცო ან დახმარება სთხოვო?

თავისთავად. მართლმადიდებლებს გვაქვს მისი ხატი, და ვლოცულობთ მის წინაშე, რომ მეოხ გვეყოს უფლის წინაშე

არსებობს ილია მართლის დაუჯდომელი, პარაკლისი და სხვა ლოცვები

მაპატიეთ ილია ჭავჭავაძე ჩემი საყვარელი მწერალია, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს მას ვთხოვო ღმერთთან მიშუამდგომლოს...

შუამდგომელი ერთია! იესო მაცხოვარი! ჰო და ამინ!

"სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით."
საქმე მოციქულთა 4:12
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 9 2007, 01:41 PM
პოსტი #9


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გლახა
აქ მართლმადიდებლური ფორუმი რომაა, ხომ არ გავიწყდება ხოლმე ხანდახან? ჩვენ წმინდანთა შუამდგომლობას ვაღიარებთ, ასე რომ, ეგეთები შეგიძლია აქ არ დაწერო... მაინც არავინ დაგიჯერებს.
ან ცალკე თემა გახსენი წმინდანებთან დაკავშირებით და იქ ვიმსჯელოთ dry.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 9 2007, 01:47 PM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ციტატა
მე ღმერთი არა ვარ...აი ეს ყველაზე დიდი განსხვავება ჩემო ბატონო..

ჰმ, გასაკვირია პირდაპირ...

მეც მაგას არ ვამტკიცებ, რომ რადგან ადამიანი უფალი არ არის, ის ვერ შეიყვარებს გადამთიელს თავისი თანამემამულესავით, ვერასდროს! ამიტომ იმის მკტიცება რომ თურმე ყველა ერთნაირად გვიყვარს და უნდა გვიყვარდეს ნიშნავს ხიბლს

ციტატა
მაპატიეთ ილია ჭავჭავაძე ჩემი საყვარელი მწერალია, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს მას ვთხოვო ღმერთთან მიშუამდგომლოს...

შუამდგომელი ერთია! იესო მაცხოვარი! ჰო და ამინ!

blink.gif blink.gif

შუამდგომელი ღვთის წინაშე იესო მაცხოვარიაოოო? ohmy.gif
აბა ძე ღვთისა ვინ არის? თუ იქნებ ქრისტე მაცხოვარს ღმერთად აღარც თვლი?...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 9 2007, 01:49 PM
პოსტი #11


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მარიამი
როგორ გამიხარდება ხოლმე ხალხს რომ შევაფუცხუნებ smile.gif ჰაჰაჰაჰაჰა
უცბად ამოძრავდებით ხოლმე...
ჩემნაირი პროვოკატორებიც საჭირონი ვართ..არა? smile.gif
ციტატა
ჩვენ წმინდანთა შუამდგომლობას ვაღიარებთ

აღიარე მერე..მე გითახარი არ აღიაროვო?..მე ჩემს აზრს გამოვხატავ ..21 საუკუნეა ბოლოს და ბოლოს tongue.gif tongue.gif wub.gif

კანონისტი
ციტატა
მეც მაგას არ ვამტკიცებ, რომ რადგან ადამიანი უფალი არ არის, ის ვერ შეიყვარებს გადამთიელს თავისი თანამემამულესავით, ვერასდროს! ამიტომ იმის მკტიცება რომ თურმე ყველა ერთნაირად გვიყვარს და უნდა გვიყვარდეს ნიშნავს ხიბლს

გინდა განგისაზღვრო რა არის ნამდვილი სიყვარული? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 9 2007, 01:54 PM
პოსტი #12


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ციტატა
გინდა განგისაზღვრო რა არის ნამდვილი სიყვარული?

მნათეს განუსაზღვრე შენი ჭირიმე, მე არ მინდა პატარა კაცი ვარ.... laugh.gif

მაგას აწუხებს ეთნოაღაპია biggrin.gif თუ პირიქით, ეთნოაღაპოფობია biggrin.gif biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 9 2007, 01:57 PM
პოსტი #13


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
მნათეს განუსაზღვრე შენი ჭირიმე, მე არ მინდა პატარა კაცი ვარ....

უხ კარქი ახლა რა...ნუ იკნინებ თავსა შენსა wink.gif

მნათეს?
მივხედავ მე მაგას smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Feb 9 2007, 02:04 PM
პოსტი #14


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



კანონისტი

დავით გეთანხმები აბსოლუტურად ყველაფერში smile.gif


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 9 2007, 02:10 PM
პოსტი #15


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Cotne
ციტატა
დავით გეთანხმები აბსოლუტურად ყველაფერში

გაიხარე!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 9 2007, 02:12 PM
პოსტი #16


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



დავით, ახლა მეც გეთანხმები smile.gif

მივხვდი რაც დაწერე smile.gif



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 9 2007, 02:16 PM
პოსტი #17


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გუჯა
ციტატა
დავით, ახლა მეც გეთანხმები

შენც გაიხარე! smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 9 2007, 02:19 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
განმარტე, შეეშალა თუ არა საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდს (უფალო, მომიტევე ეს მკრეხელობა), როდესაც წმ. ილია მართალი, წმ. ექვთიმე ღვთისკაცი, წმ. ცოტნე აღმსარებელი წმიდათა დასში შერაცხა სამშობლოსათვის თავდადების გამო??


რიტორიკულ შეკითხვებს სვამ, რას ქვია შეეშალა? სამშობლოს ცნება ვინ უარყო? აქ საუბარია ეთნოფილეტიზმზე blink.gif

ციტატა
როგორც ცალკეულ პიროვნებას, ისე ერსაც აქვს თავისი ჯვარი, რომელიც უნდა ზიდოს მან და ამ ჯვრის ზიდვაში მონაწილეობას შეგვიძლია ვუწოდოთ პატრიოტიზმი.


ჯვარს ზიდავს ეკლესია და არა ერი wink.gif გეკითხები არის თუ არა გლახა ქართველი? არის! არის თუ არა მუსლიმანი აჭარელი ქართველი? არის! შენ გინდა მუსლიმანს მოსთხოვო ჯვარის ტვირთვა? მაშ ვის უნდა მოსთხოვო? ეკლესიას! რა საჭიროა აქ ეროვნული დაყოფები?

მე ვარ ქართველი, მიყვარს საქართველო და მისი ყოველი მოქალაქე, განურჩევნად ენისა, ეროვნებისა და შეხედულებებისა wink.gif და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ქრისტეანი ვარ wink.gif სიყვარულს მიკრძალავთ?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 9 2007, 02:20 PM
პოსტი #19


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



თქვენ თუ სიყვარული "ტანში ჟრუანტელის დავლა" გგონიათ..მაშ ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 9 2007, 02:24 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
თქვენ თუ სიყვარული "ტანში ჟრუანტელის დავლა" გგონიათ..მაშ ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით ...


არა ზოგს სიყვარული სუფრაზე დღლორბნაობა გონია wink.gif ქრისტეს ეს არ უსწავლებია!


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 11:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი