IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> აიურვედა (მეცნიერება ჯანსაღი ცხოვრების შესახებ)
Atman
პოსტი May 18 2010, 10:11 PM
პოსტი #41


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



self
ციტატა
Atman რატომაა ეს სურვილი აუცილებლობა ან თუნდაც სასურველი?


არ ვიცი, მაგ დონეს რომ მივაღწევ გეტყვი smile.gif

self
ციტატა
Atman ფსიქოლიგია



ამ თემაში დავიწყე ფსიქოლოგიის სემინარი:
http://church.ge/index.php?showtopic=7774&st=220


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 15 2010, 11:34 AM
პოსტი #42


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



კიდევ ერთი რჩევა: წყალი დალიეთ იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ორგანიზმი ითხოვს. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან 2-3 საათის მერე.

დილით გაღვიძებისთანავე დალიეთ 1 ჭიქა წყალი და ეს ყოველდღიური ჩვევა უნდა იყოს. (ჯობია ლოგინთან გედოთ რომ არ დაგავიწყდეთ.

საერთოდ ადამიანის ორგანიზმს იმაზე გაცილებით მეტი წყალი ჭირდება, ვიდრე ჩვენ ვსვამთ. წყურვილი რატომ არ გვაქვსო იკითხავთ ალბათ. წყურვილი იმიტომ არ გვაქვს რომ დაჩლუნგებულია ჩვენი მგრძნობელობითი სისტემა და სანამ კარგად არ გაიწმინდება ნატიფი და უხეში სხეული, მანამდე ძნელია რომ ორგანიზმის "მოთხოვნებს" ენდო.

თუ ნდობაა ყველაზე მეტად მაინც ყნოსვას ენდეთ და არა გემოს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 24 2010, 08:13 AM
პოსტი #43


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ვინმეს ხომ არ გაქვთ სამი თითით მაჯის პულსის (სხუვური პულსის) დიაგნოსტიკის მეთოდზე რაიმე წიგნი?

აიურვედული მეთოდია ეგეც, მერე გავრცელდა ჩინეთში და სხვა აღმოსავლეთის ქვეყნებში. გავიგე თბილისში ვიღაც ჩინელი აკეთებს დიაგნოსტიკას მაგ მეთოდითო.

ძალიან მაგარი მეთოდია, მახოლოდ პულსით შეგიძლია დაადგინო 300-ზე მეტი დაავადება.

მასწავლოს რა ვინმემ sad.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 24 2010, 08:50 AM
პოსტი #44


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ახლა ცოტას კიდევ ვილაპარაკებ დღის რეჟიმის შესახებ:

აიურვედაში არსებობს ისეთი ცნება როგორიცაა დოშები. მათ ახსნას არ დავიწყებ ახლა, მაგრამ მოკლედ ვიტყვი რომ არსებობს სამი დოშა:

ვატა, პიტა და კაპჰა. 24 საათიც ამ დოშების მიხედვითაა დაყოფილი. დავიწყოთ ღამიდან:

ღამის 2-დან 6 საათამდე მოქმედებს დოშა ვატა. ვატა უმეტესწილად დაკავშირებულია ჰაერის ელემენტთან და ამ დროს გონება და ჭკუა უფრო ლაბილორი და მოძრავია. ამ შუალედში გაღვიძება ყველაზე კარგია (და მე თუ მკითხავთ აუცილებელიც), იმიტომ რომ რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს ამ დროს უფრო ადვილია ადგომა, ვიდრე მაგალითად 7 საათზე. თანაც 3-დან 5 საათამდე არის ე.წ. ბრაჰმა-მუჰურტას პერიოდი, როცა მატერიალური გუნები არ მოქმედებენ და ჭკუა ყველაზე გაწონასწორებულია, შესაბამისად ეს ყველაზე საუკეთესო დროა ლოცვისთვის და სხვა სულიერი პრაქტიკისთვის. 5 საათიდან უკვე ძალაში შემოსვლას იწყებს სათნოების გუნა. ამ დროს იღვიძებს ბუნება (ჩიტებიც ამ დროს იწყებენ ჭიკჭიკს biggrin.gif

6-დან 10 საათამდე მოქმედებს კაპჰა. კაპჰა დაკავშირებულია სიმყარესთან, გამაგრებასთან. ეს დრო ყველაზე საუკეთესოა რაიმეს დამახსოვრებისთვის და სწავლისთვის, იმიტომ რომ რაც შედის ჭკუაში მყარად ჯდება ამ დროს. ასევე შეამჩნევთ, რომ ამ დროს გეძინებათ, იმიტომ რომ კაპჰას დამახასიათებელი თვისება ძილისადმი მიდრეკილებაცაა (მაგრამ ამ დროს ძილი არ შეიძლება).

საუზმობა ყველაზე კარგი 7-8 საათის შუალედშია. საუზმე აუცილებლად უნდა შეიცავდეს ტკბილ გემოს. კარგია მაწონი, იოგურტი და ზოგიერთი სხვა რძის პროდუქტი (რძის, და ყველის გარდა). ძალიან კარგია თაფლი. ხილი კი დილის პროდუქტად ითვლება და მისი საღამოს ჭამა არ შეიძლება.

10-დან 14 საათამდე მოქმედებს პიტა, რომელიც ცეცხლთანაა დაკავშირებული. ცეცხლი კი ტრანსფორმაციასთან, ცვლილებასთან. ამ დროს ძალაში შედის ვნების (რაჯა) გუნა, რომელიც საღამომდე გრძელდება.

სადილობა ყველაზე კარგი 11-დან 1 საათამდეა, იმიტომ რომ ამ დროს მზის ენერგია მაქსიმალურად გვეხმარება საჭმლის მონელებაში. სხვა დროს კი (მაგალითად ღამე ან საღამოს ჭამისას) ჩვენი სასიცოცხლო ენერგია დიდი რაოდენობით იხარჯება მონელებაზე.

14-დან 18 საათამდე ისევ ვატა შემოდის ძალაში.

შემდეგ 18-დან 22 საათამდე ისევ კაპჰა (და ამ დროს დაძინება ყველაზე საუკეთესოა, იმიტომ რომ ჯანმრთელი დანორმალური ფსიქიკის ადამიანს ამ დროს აქვს ძილისკენ მიდრეკილება. თუ 22 საათს გადაცდა, უკვე გვიჭირს დაძინება, იმიტომ რომ ისევ პიტა შემოდის ძალაში. პიტა კი ცეცხლია, აქტიურობაა.

ასევე 18 საათიდან შემოდის ძალაში უმეცრების (ტამა) გუნა. როგორც ვიცით დასავლეთში სწორედ მაგ დროს იწყება "ცხოვრება" და "გართობა" (თუკი რა თქმა უნდა ძალა შემორჩათ მონური მუშაობის შემდეგ).

18 საათის შემდეგ საჭმლის ჭამა აღარ შეიძლება, და ისედაც ვახშამი ძალიან მსუბუქი უნდა იყოს, ბოსტნეულისგან და ადვილად მოსანელებელი პროდუქტისგან შემდგარი. მამაკაცებისთვის საღამოს ტკბილის ჭამა არ შეიძლება. ქალებისთვის შეიძლება ოღონდ ცოტა. ასევე გავიმეორებ, რომ ცომეულის და მარცვლეულის ჭამა მხოლოდ სადლზე შეიძლება, დილით და საღამოს კუჭს უჭირს მათი მონელება.

როგორც უკვე ავღნიშნე 22 საათიდან ძალაში შედის პიტა და გრძელდება ღამის 2 საათამდე.

რამდენიმე საყურადღებო ინფორმაცია:

ჭკუა ისვენებს (მთვარის ენერგიის გავლენით) მხოლოდ 22-დან 24 საათამდე შუალედში. მაგის მერე რამდენიც არ უნდა გვეძინოს ჭკუა ვერ ისვენებს და ვერ აღიდგენს ენერგიას, ისვენებს მხოლოდ სხეული. ხოლო იმ 2 საათის შუალედში დასვენება სრულიად საკმარისია ჭკუისთვის.

ზრდასრულ ადამიანს უნდა ეძინოს 6 საათი. 20-დან 2-3 საათამდე, 21-დან 3 საათამდე ან 22-დან 4 საათამდე. გაღვიძების ნორმალური მაქსიმუმი მამაკაცებისთვის 5 საათია, ქალებისთვის კი 6. (მნიშვნელობა არა აქვს ზამთარია თუ ზაფხული). ძილის წინ ცოტა ძროხის რძის დალევის სარგებლობაზე უკვე ბევრი ვისაუბრე.


თუკი ამ რეჟიმს დაიცავთ გარანტიას გაძლევთ მცირედ ავადმყოფობებსაც თავისით განიკურნავს ორგანიზმი და ასევე საუკეთესო პროფილაქტიკაა ყველანაირი ავადმყოფობისთვის.

ისევ ვიმეორებ: ხორცის ჭამა აიურვედის მიხედვით დაუშვებელია (თანამედროვე აიურვედა უშვებს, მაგრამ ეს მხოლოდ კომერციის და სიტუაციაზე მორგების გამო მოხდა).

ასევე აიურვედა არ გირჩევთ კოფეინის შემცველი და სხვა აღმაგზნებელი სასმელის ან საჭმელის მიღებას.

ქართველებს რომ იცნობდეს აიურვედა ღვინის დალევას (ზომიერად) დაუშვებდა biggrin.gif მაგრამ ლუდი და არაყი დროა ამოიღოთ რაციონიდან.


ყველა ეს პრინციპი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და როცა ერთს ვიცავთ, ეს მეორეს დაცვაშიც გვეხმარება და პირიქით.

ვინც დროს სწორად ანაწილებს ყველაფერს ასწრებს: ღმერთისთვისაც, სხვებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Fee
პოსტი Jun 24 2010, 06:50 PM
პოსტი #45


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 18-April 10
წევრი № 8,647



Atman ძალიან გთხოვ სხვა ფორუმზე რომ ლინკი დადე ადრე "ვედების ხმა"(ეგრე ერქვა თუ არ ვცდები), იქნება დადო.

მეტი ინფო თუ გაქვს დოშების შესახებ დადე ძალიან გთხოვ, საინტერესოა. ადრე ტესტი შევავსე და პიტა ვიყავი, ყველაფერი მაინტერესებს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 24 2010, 06:58 PM
პოსტი #46


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Fee

ციტატა
Atman ძალიან გთხოვ სხვა ფორუმზე რომ ლინკი დადე ადრე "ვედების ხმა"(ეგრე ერქვა თუ არ ვცდები), იქნება დადო.


http://golosved.com/

ციტატა
მეტი ინფო თუ გაქვს დოშების შესახებ დადე ძალიან გთხოვ, საინტერესოა. ადრე ტესტი შევავსე და პიტა ვიყავი, ყველაფერი მაინტერესებს


ქართულად არ მაქვს ინფო და რუსულად მაგ საიტზეცაა და ტექსტური მოკლე ინფო აქაც დევს:

http://www.vyasa.ru/ayurveda/?id=87

დოშები მეც არ შემისწავლია ჯერ ნორმალურად. პრანამაიას და მანამაიას (ანუ პრანის და ჭკუის ნატიფ სხეულებს) ვსწავლობ ჯერ-ჯერობით.

ძალიან რთული და უნივერსალური მეცნიერებაა და ძნელია მხოლოდ წიგნებით და მოსმენით სწავლა sad.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jun 24 2010, 09:27 PM
პოსტი #47


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ჭკუა ისვენებს (მთვარის ენერგიის გავლენით) მხოლოდ 22-დან 24 საათამდე შუალედში. მაგის მერე რამდენიც არ უნდა გვეძინოს ჭკუა ვერ ისვენებს და ვერ აღიდგენს ენერგიას, ისვენებს მხოლოდ სხეული. ხოლო იმ 2 საათის შუალედში დასვენება სრულიად საკმარისია ჭკუისთვის.

ზრდასრულ ადამიანს უნდა ეძინოს 6 საათი. 20-დან 2-3 საათამდე, 21-დან 3 საათამდე ან 22-დან 4 საათამდე. გაღვიძების ნორმალური მაქსიმუმი მამაკაცებისთვის 5 საათია, ქალებისთვის კი 6. (მნიშვნელობა არა აქვს ზამთარია თუ ზაფხული). ძილის წინ ცოტა ძროხის რძის დალევის სარგებლობაზე უკვე ბევრი ვისაუბრე.


ატმან, ანუ შენ გინდა თქვა, რომ 10ის ნახევარზე დავწვეთ დავიძნოთ და ასე 2-3ისთვის გავიღვიძოთ? ნუ ზრდასრულ ადამიანს 4-5 საათიც ეყოფაო fiqri.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 25 2010, 04:31 AM
პოსტი #48


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ქევანა
ციტატა
ატმან, ანუ შენ გინდა თქვა, რომ 10ის ნახევარზე დავწვეთ დავიძნოთ და ასე 2-3ისთვის გავიღვიძოთ? ნუ ზრდასრულ ადამიანს 4-5 საათიც ეყოფაო


ყოფნით ზოგს 1 საათიც ყოფნის მაგრამ ნორმა 6 საათია. 10-დან 12 საათამდე აუცილებლად უნდა გეძინოს რომ ჭკუამ დაისვენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნების რიტმს არღვევ და და საკუთარი ენერგიის რესურსებს ხარჯავ (თანაც არაეკონომიურად). ინდოეთში და აღმოსავლეთის ზოგიერთ ნაწილში თითქმის ყველა მაგ რიტმზეა აწყობილი. დილის 4 საათზე იქ ცხოვრება დუღს უკვე და ქუჩები ხალხითაა სავსე (ძირითადად მაგ დროს ტაძრებში მიდიან).

პ.ს. პატრიარქმაც მოგცათ კურთხევა დილით ადრე ადგომაზე და ნათელი მინიშნება გააკეთა რომ ადრე ადგომაა საჭირო.

პ.პ.ს. დილამშვიდობის! biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Fee
პოსტი Jun 25 2010, 04:38 PM
პოსტი #49


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 18-April 10
წევრი № 8,647



ატმან მადლობ ლინკისთვის.
დილას ხან გერკულესს მივირთმევ, ხან "პშონკას", ხან სიმინდის ფაფას, ძალიან შევეჩვიე და მიყვარს, ანუ არ არის კარგი?


პრანაზე ქართულად სად ვნახო ინფო? ძალიან მაინტერესებს წიგნები არსებობს???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 25 2010, 04:52 PM
პოსტი #50


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Fee
ციტატა
დილას ხან გერკულესს მივირთმევ, ხან "პშონკას", ხან სიმინდის ფაფას, ძალიან შევეჩვიე და მიყვარს, ანუ არ არის კარგი?


ჰერკულესი კარგია, მსუბუქია, სიმინდის ფაფას 10 საათამდე არ გირჩევ.


ქართულად არ არის წიგნები, ყოველ შემთხვევაში ნაღდი აიურვედული მე არ მინახავს. აგერ რამდენიმე ძალიან კარგ წიგნს აგიტვირთავ ტორსუნოვისას. ოღონდ რუსულადაა. მაგათ გარდა კიდევ სხვა წიგნებიცაა მანდ, ერთი დიპაკ ჩოპრას წიგნია (იდეალური ენერგია).მე ტორსუნოვის წიგნები ამოვაპრინტერე ჯერ და ნელ-ნელა ვკითხულობ. კონკრეტულად პრანაზე ტორსუნოვის წიგნია ამ ლინკზე და ასე ქვია: "Жизненная энергия человека".

http://bin.ge/file/4562/ayurveda.rar.html

თუ წაკითხვა დაგეზარება შემიძლია გათხოვო (ოღონდ ამობეჭდილი მაქვს, წიგნად არ მაქვს).


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Fee
პოსტი Jun 26 2010, 12:27 PM
პოსტი #51


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 18-April 10
წევრი № 8,647



მთაში მივდივარ, არ მეცლება ეს კვირები და მერე აუცილებლად მინდა გეთხოვო.

ჩემს თავს აშკარად ვატყობ რომ აღარ მინდა ესე, აღარ მინდა ღამის 2 საათზე დაძინება და დილას ჩემი გამოშტერებული სახის ყურება biggrin.gif ლუდი და ასე შემდეგ.
რამე უნდა ვიღონო, არადა გარშემო სულ ასეთი ხალხი მყავს, სხვებს არ ვაბრალებ, მაგრამ.....
აღსარება biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 26 2010, 12:30 PM
პოსტი #52


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Fee
ციტატა
აღსარება


რომ ჩამოხვალ მთიდან მოგცემ კურთხევას ჯანსაღ ცხოვრებაზე biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Fee
პოსტი Jun 26 2010, 01:09 PM
პოსტი #53


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 18-April 10
წევრი № 8,647



biggrin.gif:D:D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 30 2010, 08:25 AM
პოსტი #54


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



World According to Monsanto
სამყარო მონსანტოს მიხედვით


დეტექტივი, დოკუმენტური
2008
საფრანგეთი
მარი-მონიკ რობინი
არპად პუშტაი
”საკვები - ეს არის ძალაუფლება! ჩვენ მას ვიყენებთ, რათა შევცვალოთ ადამიანთა ქცევა. ზოგი ამას მოსყიდვასაც დაარქმევს. ჩვენთვის კი სულერთია - მაინც არ ვაპირებთ შეცვლას...” (კატერინა ბერტინი) ფილმი არის ”დარტყმა” ყველასთვის, ვონც გენმოდიფიცირებული პროდუქტის, ბიოტექნოლოგიების და გლობალიზაციის მომხრეა...(V)

IPB-ს სურათი

http://gol.ge/index.php?cat=movies&details=7048&order=1.1

მონსანტოს შესახებ გაგებული გექნებათ ალბათ. ეს არის უდიდესი ამერიკული მონსტრ-კორპორაცია, რომლისთვისაც შემოსავალია ყველაზე მთავარი და ამას სწირავს კაცობრიობას, ბუნებას და დედამიწას!

მონსანტო ფულს უხდის ამერიკელ ფერმერებს, რომ მათი გენმოდიფიცირებული ხორბალი, სიმინდი, შვრია და სხვა პროდუქტები დათესონ, ხოლო ბუნებრივი ხორბლის შესყიდვას და განადგურებას ახდენენ, რომ საბოლოოდ მოსპონ.

დარწმუნებული ვარ მონსანტოს პროდუქტი საქართველოშიც ფართოდაა გავრცელებული, ოფიციალური ან შენიღბული სახით.

მოკლედ საინტერესო ფილმია და გირჩევთ ნახოთ!

ეს კი ძალიან კარგი ქართული სტატიაა მონსანტოს შესახებ:

http://ucnauri.com/17/05/2010/მონსანტო/

აკონტროლეთ რას მიირთმევთ!

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


P.S.თუ ეწვევით “მონსანტოს” ოფიციალურ საიტს ნახავთ მრავალ ფერად-ფერად ფოტოს ბედნიერი ოჯახებითა და “აყვავებული” გარემოთი.თუმცა ეს მხოლოდ შეფუთვაა და მის უკან ბევრი შავ-ბნელი საქმე იმალება,რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა გარემოს.
ცივილიზებული სამყაროს 99% დაცულია გენეტიკური პროდუქტებისგან,რადგან არის კონტროლის მექანიზმები.მართალია ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე,მაღაზიებში მრავლად ნახავთ გენური ინჟინერიის “შედევრებს” თუმცა მათზე არის დიდი ასოებით დატანებული წარწერა “გენეტიკურად მოდიფიცირებული”.
ხოლო საქართველოს მსგავსი ქვეყნები კი ყველაზე დიდ ზიანს იღებენ,რადგან ასეთი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს და არავინ არ იცის რას მივირთმევთ-ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას თუ “მონსანტოს” მსგავსი კომპანიების ტექნოლოგიებით მიღებულ ნაგავს.

პ.პ.ს. ასეთი კომპანია მარტო მონსანტო არაა!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 30 2010, 12:26 PM
პოსტი #55


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



„დიროლი“ ბავშვებში - გონებრივ ჩამორჩენილობას,
ორსულებში კი ნაყოფის მუტაციას იწვევს


ერთი შეხედვით უვნებელი საღეჭი რეზინი - „დიროლი“ სიცოცხლისთვის საშიშია. „დრონი.ჯი“-ს მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით, საღეჭი რეზინი „დიროლი“ ბავშვებში - გონებრივ ჩამორჩენილობას, ხოლო ფეხმძიმე ქალებში ნაყოფის მუტაციას იწვევს.

სამეცნიერო კვლევითი ცენტრების მტკიცებით, საღეჭი რეზინი „დიროლი“ შეიცავს დამტკბობ ნივთიერებას - ასპარტამს, რომელიც ორი ამინომჟავისაგან შედგება, ასპარჰინის მჟავისაგან და ფენილალანილისაგან.

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი, ფენილალანს ჩვეულებრივად ამუშავებს, მაგრამ იმ ადამიანებზე, ვინც დაავადებულნი არიან თანდაყოლილი ფენილკეტონურიით, რაც გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, საკმაოდ სავალალოდ მოქმედებს და შესაძლოა, ტვინისა და ნერვული სისტემის დარღვევაც კი გამოიწვიოს.

ვითომდა უვნებელი საღეჭი რეზინი „დიროლი“ შეიცავს სწორედ იმ გამანადგურებელ ნივთიერებას - ფენილალანს, რამაც შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ბავშვის ფსიქიკაც ადრეული ასაკიდან.

„დიროლის“ გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ ასევე ფეხმძიმე ქალბატონებმაც, რათა მათი ნაყოფის განვითარებას ზიანი არ მიადგეს.

„დრონი.ჯი“-ს მიერ ინტერნეტის საშუალებით მოძიებულ დოკუმენტებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „დიროლი“ უარყოფითად მოქმედებს როგორც ნაყოფის განვითარებაზე, ისე ბავშვის (მოზარდის) ფსიქიკასა და მის გონებრივ განვითარებაზეც.

უცხოური სამეცნიერო კვლევითი ცენტრების დასკვნებს „დიროლის“ შესახებ ეთანხმებიან ქართველი ექიმებიც. დიეტოლოგებისა და პედიატრების აზრით, საღეჭი რეზინი, კონკრეტულად კი `დიროლი~ ადამიანის ორგანიზმისათვის საშიშია.

პედიატრმა „დრონი.ჯი“-ს განუცხადა, რომ „დიროლის“ გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენილობა. „გამორიცხული არაა, რომ „დიროლის“ ინტენსიურმა მოხმარებამ ბავშვის ფსიქიკის დაზიანება გამოიწვიოს“.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 5 2010, 10:17 AM
პოსტი #56


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ვიწყებ წიგნის თარგმნას დროის რეჟიმზე. უმორჩილესად გთხოვთ ყველას, რომ წაიკითხოთ:



დღის რეჟიმი
(მოკლე კონსპექტი ო. ტორსუნოვის წიგნიდან)

არსებობს დროსთან სწორი დამოკიდებულების მხოლოდ ერთი საშუალება – გვეშინოდეს მისი და დავემორჩილოთ მას. პასუხისმგებლობიანი შეგვიძლია ვუწოდოთ იმ ადამიანს, რომელსაც ესმის დროის ძალის მნიშვნელობა და ემორჩილება მას. როგორ უნდა ვცეთ პატივი დროს? ამისთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით და შევეცადოთ გავიგოთ, როგორ მოქმედებს დრო, როდესაც მის მიერ ნაკარნახებ განრიგს ვარღვევთ და პირიქით, როგორ გვექცევა იგი, როდესაც ყველაფერს დროიანად ვაკეთებთ.

მკითხველი: როგორ ვისწავლოთ დროისადმი დამორჩილება?
ავტორი: უპირველეს ყოვლისა ამის სურვილი უნდა გვქონდეს, რომელიც ავტომატურად მოდის ადამიანთან, ვინც ხასიათის ამ ორ თვისებას ფლობს:
1. მისწრაფება, რომ ცხოვრება უქმად არ გავატაროთ. ეს მისწრაფება გონიერებას აძლიერებს ადამიანში და იმის შეგნებას, რომ ამ სამყაროში დაქვემდებარებული მდგომარეობა უკავია.
2. დროის ძლევამოსილების შეგნება. ეს აძლიერებს დროის ძალისადმი პატივისცემას, პარალელურად კი ჩნდება პატივისცემა სამყაროს სხვა კანონებისადმი.

მკითხველი: როგორ შეიძლება პრაქტიკულად ამის განხორციელება (დროისადმი დამორჩილება), და რა შედეგებამდე მივყავართ დაუმორჩილებლობას?
ავტორი: მზე დროის ეტლია (კალა-ჩაკრა). თავისი მოძრაობით, რომელიც დროის ძალითაა აღსავსე, ის აიძულებს ჩვენს ორგანისმს, რომ ციკლურად იმუშაოს. ყველა ცოცხალ ორგანისმს დროისადმი დაქვემდებარების თავისი ეტაპი აქვს. იგი განისაზღვრება კარმის გავლენით, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ წარსულში ჩადენილი საქციელების გავლენით. ზოგიერთი ადამიანი ადვილად ასრულებს დროის და მზის მოთხოვნებს, ზოგი ძნელად, ზოგს კი საერთოდ არ გამოსდის ეს. დღის რეჟიმის დაცვა დამოკიდებულია:
1. ამის გაკეთების აუცილებლობის გაცნობიერებაზე;
2. ნებისყოფის (ნების) ძალაზე;
3. რეჟიმის დაცვის ფიზიკურ შესაძლებლობაზე (ცუდი კარმა ყველაზე მეტად მოქმედებს ამ ფაქტორზე).

მკითხველი: თუ ცუდი კარმა საშუალებას არ აძლევს ადამიანს, რომ რეჟიმი დაიცვას, მაშინ რა დაემართება მას?

ავტორი: თუ მზის ციკლს არ დავემორჩილებით, ცხოვრება სხვადასხვაგვარ ტანჯვებს მოგვიტანს.

მკითხველი: ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომაა ასეთი უსამართლობა – ზოგიერთი პრაქტიკულად განწირულია ტანჯვისთვის, ზოგი კი არ ხვდება დროის დამსჯელი ძალის ზემოქმედების ქვეშ?

ავტორი: პასუხი ძალიან მარტივია: ისინი, ვინც წინა ცხოვრებებში მრავალჯერ და გაცნობიერებულად არღვევდნენ დღის რეჟიმს, ამ ცხოვრებაში მრავალ წინააღმდეგობას აწყდებიან, მიუხედავად იმისა თუ სურვილიც კი გააჩნიათ რეჟიმის დაცვისა. დაბადების დრო, ხშირად მიუთითებს დღის რეჟიმთან ადამიანის დამოკიდებულებაზე წინა ცხოვრებებში.
მაგალითად თუ ადამიანი დილით დაიბადა, მას აქვს მადლი, რომ დღის რეჟიმი ადვილად დაიცვას. როგორც წესი მისთვის დილით ადრე ადგომა პრობლემას არ წარმოადგენს. მისი ტემპერამენტის მთავარი აქტივობა დილის საათებს ემთხვევა.

თუ ადამიანი დღისით იბადება, მაშინ მისი აქტივობა დღის საათებში უფრო მეტია. ესეც არაა ცუდი.

თუ ადამიანი საღამოს იბადება, როგორც წესი დილაობით იგი მოთენთილი და დუნეა, დღის განმავლობაშიც ნაკლებ აქტივობას ავლენს და მხოლოდ საღამოს ხდება მაქსიმალურად აქტიური. ეს კი ძალიან უშლის ხელს დღის სწორი რეჟიმის დაცვაში.

თუ ადამიანი ღამის პირველ ნახევარში იბადება, მისი ქმედითი ძალა ღამის საათებში უფრო ვლინდება, რაც არაკეთილსასურველია.

აქედან მოდის ადამიანების დაყოფა „ტოროლებად“ და „ბუებად“. ეს გავლენა მომდონარეობს წინა ცხოვრებებში დროსთან ჩვენი ურთიერთობიდან. აღმოჩნდა, რომ დილით, დღისით და ღამის მეორე ნახევარში დაბადებულები როგორც წესი ადვილად იცავენ დღის რეჟიმს, დანარჩენები კი - ძნელად. მიუხედავად სირთულისა, „ტოროლებმაც“ და „ბუებმაც“ უნდა ისწავლონ ადრე ადგომა და ადრე დაწოლა.

მკითხველი: კი მაგრამ, თუ მაგალითად „ბუ“ ვარ და 10 საათზე არ მეძინება, ძალით უნდა ვაიძულო თავს?

ავტორი: დიახ, ამ შემთხვევაში საკუთარი თავი უნდა ვაიძულოთ... თუ მაგალითად ადამიანი სამკურნალოდ მოდის ჩემთან და მეუბნება: „ცხოვრებისგან დავიღალე!“ მე მაშინვე ვპასუხობ: „თქვენ გვიან იძინებთ.“ ის მეუბნება: „მე ბუ ვარ.“ ეს ნიშნავს, რომ მას არ ესმის, რომ დროს არ აინტერესებს - „ბუა“ იგი თუ „ტოროლა“. დრო ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროა და შედეგებიც შესაბამისი იქნება. გვიან დაძინების გამო ქრონიკული ფსიქიკური დაღლილობა ჩნდება და ფრაზით - “მე ბუ ვარ“, ვერაფერს შეცვლი.

ადამიანს სწორად მოქმედების სწავლა ორი გზით შეუძლია:
1. ჭეშმარიტი ცოდნის მიღებით – კანონების ნებაყოფლობითი შესწავლით და მათი ნებაყოფლობითი დაცვით.
2. თუ არ არის მცნებების შესწავლის და მიყოლის სურვილი, მაშინ ტანჯვის საშუალებით მოხდება იმის გაგება, თუ რა არის სწორი და რა არასწორი.


მკითხველი: კი მაგრამ, ეს ბედნიერი ცხოვრების კანონები მე უბედურს მხდიან.
ავტორი: ასე მოქმედებს ადამიანზე ჭეშმარიტება – თავიდან უხალისოს და მოწყენილს გვხდის, შემდეგ გვაიძულებს საკუთარ ხასიათზე ვიმუშაოთ; და მხოლოდ ამის შემდეგ უეჭველად მივყავართ ბედნიერებამდე. თუ ვგრძნობთ, რომ გვიჭირს რეჟიმის დაცვა, ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ამაზე და რაიმე საბაბით გავამართლოთ შემდეგ ეს საქციელი. მიუხედავად იმისა, რომ „ბუებად“ ვთვლით თავს, უნდა დავემორჩილოთ მზის და დროის კანონებს.

ადამიანს მზის ენერგიასთან დროის ძალის გავლენით ყოველ წამს აქვს შეხება. ეს ურთიერთქმედება სხვადასხვაგვარად მოქმედებს ჩვენზე და დამოკიდებულია მზის მოძრაობის ფაზებზე. დროის ყოველ წამს სრულიად განსაზღვრული პროცესები ხდება ჩვენს ორგანიზმში და მათი მიმდინარეობა მზის ფაზებზეა დამოკიდებული. მთელი ეს სისტემა ძალიან დიდი სიზუსტით მუშაობს. და ჩვენ დროის და მზის ამ მოქმედებაში არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, ამიტომაც დღის რეჟიმი მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს.

დავიწყოთ თავიდან: ღამის 12 საათი – ესაა წერტილი, როცა მზე თავის ყველაზე დაბალ მდგომარეობაში იმყოფება. ამ დროს ჩვენი ორგანიზმი მაქსიმალურად უნდა იყოს დასვენების (ძილის) მდგომარეობაში. თუ გავითვალისწინებთ ვედების რჩევას, რომ ადამიანს 18-დან 45 წლამდე საშუალოდ 6 საათი უნდა ეძინოს, საუკეთესო დრო ძილისთვის იქნება: სამი საათი 24:00-მდე და 3 საათი 24:00-ის შემდეგ. ამგვარად ადამიანს უნდა ეძინოს 21:00-დან 3:00-მდე. შესაძლოა ასეთი ვარიანტებიც: 22:00-დან 4:00-მდე ან 20:00-დან 2:00-მდე. რაც არ უნდა იყოს 22:00-დან 2:00-მდე აუცილებლად უნდა გვეძინოს. ამ დროს ვერანაირი სხვა დროის ძილით ან დასვენებით ვერ შევცვლით.

მკითხველი: სად გინახავთ ადამიანები, რომლებიც მაგ რეჟიმით იძინებენ და იღვიძებენ?
ავტორი: დიახ, ასეთი ხალხი ცოტაა, მაგრამ მათ შორის, ვინც ვედებს შეისწავლის, ბევრი ენთუზიასტი მინახავს.
მკითხველი: ეჭვი მაქვს, რომ თუ ამ განრიგს დავიცავ, ძალიან მალე ქრონიკული უძილობა მექნება.
ავტორი: რა თქმა უნდა მრავალი სირთულე არსებობს იმ ადამიანის გზაზე, ვინც სწორი რეჟიმის დაცვა გადაწყვიტა, მაგრამ თუ შეძლებთ, რომ საკუთარ თავს სწორ დროს ძილი ასწავლოთ, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ რეჟიმის დაცვით უფრო კარგად გამოიძინებთ და დღის განმავლობაში 2-ჯერ უფრო მეტ საქმეს გააკეთებთ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ადრეული დილის პერიოდში ჭკუა ბევრად უფრო სწრაფად და კონცენტრირებულად მუშაობს, ვიდრე სხვა დროს. დილის 3-დან 6 საათამდე ჭკუა დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე დღის 3-დან 6-მდე.

მკითხველი: რა წინააღმდეგობები შემხვდება დღის რეჟიმის დაცვის მცდელობისას?

ავტორი: პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რომ ძილ-ღვიძილის რეჟიმის შეცვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ყოველ დღე უნდა დავწვეთ და ავდგეთ 5-10 წუთით ადრე. რამდენიმე თვეში სრულიად გადაეწყობით სწორ რეჟიმზე... ასევე ეტაპობრივად უნდა შევამციროთ ძილის დროც. თუ ადრე 8 საათი გვეძინა, ჯერ 30 წუთი უნდა მოვაკლოთ. რაღაც დროის შემდეგ 30 და ა.შ.

მკითხველი: გულახდილად რომ ვთქვა, არანაირი ენთუზიაზმი არ მაქვს ამის გაკეთებისთვის. რაიმე ფაქტები მინდა ამასთან დაკავშირებით, რომ მოვისმინო.

ავტორი: მაშინ უნდა გავარკვიოთ, თუ რა ემართება ადამიანს, როცა განსაზღვრულ დროს არ ძინავს:

„ძილის რეჟიმის დარღვევის შედეგები“

ყველაზე ღრმა პროცესები ჩვენს ორგანიზმში უფრო ადრე „ისვენებენ“, ზედაპირულნი კი – შედარებით გვიან.

გონება და ჭკუა ყველაზე აქტიურად 21:00-დან 23:00-მდე ისვენებს, ამიტომ 10 საათზე მაინც თუ არ დაიძინეთ, გონების და ჭკუის ფუნქციები დაირღვევა. თუ უგულვებელვყოფთ ამ რჩევას და 11-ის მერე დავიძინებთ, ჭკუის შესაძლებლობები და გონიერება თანდათან შესუსტდება. ეს უცებ არ ხდება და ბევრისთვის ძნელია ამის დანახვა საკუთარ თავში, მაგრამ თუ გვეცოდინება ჭკუის და გონების შესუსტების პირველი ნიშნები და ის, თუ რა მოყვება ამას შემდგომში, უფრო ადვილად დავინახავთ ჩვენს ცნობიერებაში ამ ფსიქიკურ პრობლემებს.

მკითხველი: და როგორია გონების და ჭკუის დაღლილობის ეს პირველი ნიშნები?

ავტორი: ცნობიერების დეგრადაციის ეს პირველი ნიშნებია - ყურადღების კონცენტრაციის უნარის შესუსტება და ჭკუის ზედმეტი დაძაბულობა. გონების ძალის შესუსტებაზე მავნე ჩვევების გაზრდა, ნებისყოფის ძალის შესუსტება და სექსისადმი, ჭამისადმი და კონფლიქტებისადმი მოთხოვნილების გაზრდა მიუთითებს.




--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 6 2010, 08:35 AM
პოსტი #57


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მკითხველი: ბოლო დროს მართლა ვატყობ ყურადღების კონცენტრაციის შესუსტებას და ხშირად უმიზეზოდ ვღიზიანდები, ნუთუ ეს გვიან დაძინების გამო ხდება?
ავტორი: დიახ, ყველაზე ხსირად მიზეზი ესაა.
მკითხველი: ამის მერე რა მელის?
ავტორი: ხანგრძილივი დროის განმავლობაში გვიან დაძინებას მივყავართ ქრონიკულ ფსიქიკურ დაღლილობამდე და ზედმეტ ნერვულ დაძაბულობამდე, რომლის მოხსნასაც სიგარეტით ან ყავის დიდი დოზებით ცდილობენ. ეს მავნე ჩვევები დღის რეჟიმის დარღვევასთანაა დაკავშირებული. ხშირად სისხლძარღვოვანი რეგულაციაც ირღვევა და როგორც წესი ჩნდება არტერიული წნევის მომატებისადმი მიდრეკილება. სიფერმკრთალე, დაღლილი და მღვრიე გამომეტყველება, ფსიქიკური შენელებულობა, თავის ტკივილები – ყველაფერ ეს იმის გამოა, რომ გონება და ჭკუა დასვენებას ვერ ასწრებს.

მკითხველი: თუ ადამიანი 11 საათის შემდეგ წვება მას რა მოელის?
ავტორი: თუ რაიმე მიზეზების გამო ადამიანს 11-დან 1 საათამდე არ ძინავს, მაშინ მისი პრანის (სასიცოცხლო ენერგიის) აქტივობა დაითრგუნება. როგორც პრანის ფუნქციონირების დარღვევის შედეგი – რაღაც დროის შემდეგ გამოვლინდება ნერვული და კუნთოვანი სისტემების დარღვევები. ამიტომ თუ ადამიანი რემდენიმე დღე არ ისვენებს ამისთვის განკუთვნილ დროს, მაშინ იგი იგრძნობს სისუსტეს, მოთენთილობას, პესიმიზმს, მადის დაქვეითებას, სხეულში სიმძიმეს, ფსიქიკურ და ფიზიკურ “გატეხილობას”.

თუ ადამიანს ღამის 1-დან 3 საათამდე არ ძინავს, მაშინ მისი ემოციური ძალა ითრგუნება. შედეგად ჩნდება ზედმეტი გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ანტაგონიზმი.

მკითხველი: დიახ, უკვე მესმის რომ დროსთან ხუმრობა არ ვარგა. და მაინც არსებობს თუ არა მიზეზები, როს გამოც შეგვიძლია 6 საათზე მეტი გვეძინოს?

ავტორი: დიახ, რა თქმა უნდა. ყველა ადამიანს საკუთარი მოთხოვნილება აქვს ძილზე. ეს ძლიერაა დამოკიდებული რეჟიმის დაცვაზე და ასაკზე. ასაკთან ერთად ძილის მოთხოვნილება მცირდება, მაგრამ თუ დღის რეჟიმს დავარღვევთ, ეს მოთხოვნილება მუდმივად მაღალი იქნება. ასევე ეს დამოკიდებულია ადამიანის კონსტიტუციურ ტიპზე და საქმიანობის სფეროზე. თუ ადამინის საქმიანობა მუდმივი ნერვული დაძაბულობის ფონზე მიდის, მაშინ მისთვის ნაჩვენებია 7 საათიანი ძილი და დილის 4-5 საათზე ადგომა, ხანდახან 8 საათი ძილი და 5-6 საათზე ადგომაც. მაგრამ საღამოს 10 საათზე გვიან დაძინება საზიანოა როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობისათვის.

წმინდა ადამიანებს 3 საათიანი ძილი ან ნაკლებიც ყოფნით, მაგრამ ძირითადად მათთვის, ვინც სერიოზულადაა დაკავებული სულიერი პრაქტიკით, რეკომენდებულია 9 საათზე დაძინება და 3 საათზე ადგომა (6 საათიანი ძილი). სხვა დანარჩენი ადამიანებისთვის კი სასურველია 9-10 საათზე დაძინება და 4-5 საათზე ადგომა.

თუ ადამიანი გონების და ჭკუის აქტივობის დაქვეითების ცხადი ნიშნების დროსაც კი არ იძინებს საჭირო დროს, იგი თანდათან დეპრესის მდგომარეობაში ჩავარდება. ეს მდგომარეობა შეუმჩნევლად ვითარდება. 1-3 წლის შემდეგ დეპრესია დაგროვდება და ვიგრძნობთ, რომ ცხოვრების ფერები ფერმკრთალდება, ყველაფერი მოქუფრული ხდება გარშემო. ეს იმის ნიშანია, რომ ტვინი ვერ ისვენებს და მისი ფსიქიკური ფუნქციები იფიტება.

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ გონებისა და ჭკუის ძალის შესუსტების ნიშნები: იმ მდგომარეობაში, როცა გონების ძალა ქვეითდება, ადამიანს აღარ შეუძლია გაიგოს რისი გაკეთებაა კარგი და რისი - ცუდი. ძნელად ერკვევა, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. ეს განსაკუთრებით სახიფათოა ბუნებრივი ცხოვრებისეული გამოცდების პერიოდში, როცა უწევს არჩევანის გაკეთება როგორი ცოლი ან ქმარი უნდა ყავდეს, როგორ აღზარდოს ბავშვი, რა სამუშაოზე იმუშაოს. თანდათან ძნელდება მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება. ყველაფერი ეს ხდება, როდესაც გონებაა დათრგუნული და შესუსტებული.

ჭკუის ძალის შესუსტებისას იწყება მოუსენრობა და მეხსიერების დაქვეითება. რაღაც დროის მერე ადამიანი მუდმივ ნერვიულ დაძაბულობას გრძნობს, ხდება კონფლიქტური, ბრაზიანი, ნერვიული, ხშირად ილანძღება და ტირილს იწყებს. ჩნდება ფსიქიკური არამდგრადობა. ქვეითდება მეხსიერება და შეიძლება აღმოაჩინოს, რომ დიდი ხნით ვეღარ იმახსოვრებს რაიმეს. თავიდან გრძელვადიანი მეხსიერება ქვეითდება, შემდეგ კი მოკლევადიანი.

მკითხველი: თქვენ ასევე საუბრობდით, პრანის, ანუ სასიცოცხლო ენერგიის დაქვეითებაზე.

ავტორი: დიახ, სასიცოცხლო ენერგია იფიტება, როდესაც ადამიანი 12-დან 2 საათემდე ფხიზლობს. სწორედ ამ დროს ხდება ორგანიზმში პრანის დაგროვება. თუ ამ დროს ნორმალურად არ გძინავთ, მაშინვე იგრძნობთ სისუსტეს. იმდენად, რამდენადაც პრანის მოქმედება დაკავშირებულია ნერვულ სისტემასთან, დროთა განმავლობაში ეს უკანასკნელიც მწყობრიდან გამოდის. ამას მივყავართ იქამდე, რომ ირღვევა სასიცოცხლო ფუნქციების ბალანსის რეგულაცია, რაც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და ქრონიკული დაავადებების განვითარების დაწყებას. თუ ამის შემდეგაც არ დავიცავთ დღის რეჟიმს, ორგანიზმი შეიძლება მივიდეს კრიტიკულ მდგომარეობამდე, რომელიც მიგვიყვანს ნერბული სისტემის და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების მოშლამდე.

1-დან 3 საათამდე ხანგრძლივი დროის განმავლობაში სიფხიზლისას იფიტება ემოციური ძალები (გრძნობისმიერი ძალები). ქალები მამაკაცებზე ემოციურები არიან, ამიტომ ეს მათზე უფრო ადრე აისახება ხოლმე და ამ დროს ძილი ქალებისთვის განსაკუთრებულად საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მძიმე ემოციური გამოფიტვა და ისტერიულ შეტევებამდეც კი მივიდეს ადამიანი. შესაძლებელია განვითარდეს მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, რომლის დროსაც რაღაც პერიოდი ადამიანი ზედმეტად აგზნებულია, შემდეგ კი ემოციურ დეპრესიას განიცდის.

ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ დღის რეჟიმის მსგავსი დარღვევების დროს თანდათან სმენითი აღქმაც ჩლუნგდება. ასევე შეიძლება დაქვეითდეს მხედველობითი, შეხებითი, გემოვნებითი და ა.შ. აღქმა.

მკითხველი: თქვენ ამბობდით, რომ წმინდა ადამიანს 3 საათი ან ნაკლებიც ყოფნის. როდის წვება და როდის იღვიძებს ასეთი ადამიანი?
ავტორი: როგორც წესი ისინი საშუალოდ 9-ზე წვებიან და 1-ზე დგებიან.
მკითხველი: საიდან იღებენ ისინი ემოციურ ძალას?
ავტორი: თუ ადამიანი სერიოზულადაა დაკავებული სულიერი პრაქტიკით, მაშინ ემოციურ ძალას ლოცვისგან მიიღებს. ამ დროს ემოციური ძალა კი არ იფიტება, პირიქით – დღითიდღე ძლიერდება. ამიტომ დროთა განმავლობაში 2 საათის ძილიც კი ეყოფა. მაგრამ არ შეიძლება ამ მდგომარეობის ხელოვნური იმიტაცია გავაკეთოთ.



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 8 2010, 09:13 AM
პოსტი #58


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518




ახლა ვისაუბროთ დილით ადგომაზე. აღმოჩნდა, რომ არსებობს კანონზომიერებები, რომლებიც აკავშირებს ჩვენს განწყობას და ბედსაც კი დილით ადგომის დროსთან. გონების, ჭკუის და ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსი პირდაპირ კავშირშია ამასთან. ამიტომ დაწვრილებით განვიხილოთ ეს ურთიერთკავშირები:

თუ ადამიანი ფსიქიკური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარეშე დგება 3 საათზე, მაშინ მას შეუძლია მნიშვნელოვნად განვითარდეს სულიერ პროგრესში. ამ დროს მზის აქტივობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტია, ხოლო მთვარე საკმაოდ ძლიერად მოქმედებს ჭკუაზე. შედეგად ჭკუა ბუნებრივად იმყოფება მშვიდ მდგომარეობაში. ამ დროს ძალიან კარგია ღმერთზე ფიქრი და ლოცვა. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ამ დროს დგებიან, ძალიან მგრძნობიარე ფსიქიკის მატარებელნი არიან და მათთვის არაა რეკომენდებული ხალხმრავალ ადგილსი დიდხანს ყოფნა. ამიტომ ასეთი ადრეული ადგომა რეკომენდებულია ძირითადად მღვდელმსახურებისთვის და ჩვეულებრივი მიწიერი ცხოვრებისგან მოწყვეტილი ადამიანებისთვის.

ის, რომ ბრძენი ადამიანების გრაფიკი ცოტა “სასაცილოა”, ბჰაგავად-გიტაშიც დასტურდება:

“ის, რაც ღამეა ყოველი არსებისთვის, თვითკონტროლირებულისთვის გამოღვიძების დროა; და ყოველი არსების გამოღვიძების დრო ღამეა თვითდაკვირვებული ბრძენისათვის.”

მათ, ვინც 3-დან 4 საათამდე დგება, ასევე საკმარისი ძალა ექნება სულიერი განვითარებისთვის. ამასთან მათი ფსიქიკური მგრძნობელობა არც ისეთი მაღალია, რომ განდეგილური ცხოვრების წესით იცხოვრონ.

ადრეულ საათებში რეკომენდებულია მხოლოდ სულიერი პრაქტიკით დაკავება, იმიტომ რომ ეს დრო ბუნების მიერ სწორედ ამ მიზნისთვისაა განსაზღვრული. იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ადრეულ დილას ლოცულობენ, დრო სიურპრიზს უმზადებს – მათ სულის დიადი საიდუმლოებები გაეხსნებათ. ერთადერთი პირობაა – ისინი უნდა ეცადნონ უფრო მეტი დრო გაატარონ წმინდა ადამიანებთან და ნაკლები მათთან, ვისი ცნობიერებაც ცოდვითი საქმიანობითაა დაბინძურებული.

მკითხველი: გამოდის, რომ სახლიდან არ უნდა გამოვიდეთ და არ უნდა ვიმუშაოთ?

ავტორი: არა, ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები. მაგრამ უნდა გვესმოდეს, როგორ მოვიქცეთ იმ ხალხთან, ვისაც სულიერი პროგრესირება არ უნდა. გონიერი ადამიანი არ მოუსმენს ყურადღებით მათ უაზრო ლაპარაკს. მოსმენის პროცესი ძალიან მოქმედებს გონებაზე, ამიტომ ცუდი ურთიერთობის შედეგად შეიძლება ენთუზიაზმიც გაგვიქრეს იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება ბედნიერებისკენ შევცვალოთ.

თუ ადამიანი თავის დღეს 4-დან 5 საათამდე იწყებს, მას შეუძლია პესიმისტიდან ოპტიმისტი გახდეს. სწორედ ამ დროს დედამიწა ოპტიმიზმის მდგომარეობაშია. ყველა მგალობელი ჩიტი, რომელიც სათნოების გუნაშია, გრძნობს ამას და ჭიკჭიკს იწყებს. იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად იღვიძებენ ამ დროს, შეუძლიათ გახდნენ კარგი მეცნიერები, პოეტები, მუსიკოსები ან უბრალოდ ოპტიმისტი ადამიანები. ადრეული ადგომა ყოველთვის სიხარულთან ასოცირდება. რელიგიური ადამიანები ამ დროს დიდ ბედნიერებას განიცდიან, ღმერთს უგალობენ, მსახურებას ატარებენ. ამ დროს კარგია ლოცვა, სულიერი წიგნების კითხვა და ა.შ.

ადამიანებს, რომლებიც 5-დან 6 საათამდე დგებიან, შეუძლიათ, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფიზიკური და ფსიქიკური სიფხიზლე ჰქონდეთ. მათი შესაძლებლობები, რომ ნებისმიერი ავადმყოფობა დაამარცხონ, საკმაოდ მაღალია. ამ დროს ასევე კარგია სულიერი პრაქტიკით დაკავება. განსაკუთრებით კარგია ლოცვების, ან იმ ინფორმაციის დამახსოვრება, რომელიც სულიერი განვითარებისთვის გვჭირდება. მზე ჯერ არაა აქტიური, მაგრამ უკვე მთვარეც აღარაა აქტიური, ამიტომ ჭკუა ძალიან მგრძნობიარე ხდება ნებისმიერი ინფორმაციისადმი. და ეს ინფორმაცია სწრაფად და ღრმად ინახება მეხსიერებაში.

ისინი, ვინც 6-დან 7-მდე დგებიან, მზის ამოსვლის შემდეგ დგებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ ცნობენ დროის კანონებს, მაგრამ მაინც ცდილობენ რომ ძალიან ბევრი არ იძინონ. მათი ტონუსი შედარებით ნაკლები ინება, ვიდრე სასურველია და საქმეებიც არც თუ ისე ცუდად წაუვათ, მაგრამ ცხადი ხარვეზებით. მათი ჯანმრთელობა ასე თუ ისე ნორმალური იქნება (მაგრამ ეს არ ეხება მათი ცხოვრების კრიტიკულ სიტუაციებს). ანუ ვინც ამ დროს დგება, არ ექნება საკმარისი მარაგი ფიზიკური და ფსიქიკური მდგრადობისთვის. და ბუნებრივია არ ექნებათ დიდი პროგრესი ცხოვრებაში.

მკითხველი: და თუ ზამთარში მზე 8 საათზე ამოდის, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეს გრაფიკი 2 საათით გვიან უნდა გადავწიოთ?

ავტორი: უკიდურესი ჩრდილოეთით მზე საერთოდ არ ამოდის ნახევარი წლით და მეტითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ადამიანები ზამთრის ძილის მდგომარეობაში უნდა იყვნენ. ჩემს მსჯელობაში იგულისხმება არა ცხადი განთიადი და ჰორიზონტზე მზის გამოჩენა, არამედ მზის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც იგი აქტიურ მოქმედებას იწყებს დედამიწის იმ წერტილში, სადაც ვიმყოფებით. ის, ვინც ადრე დგება, გრძნობს, რომ 6 საათამდე ბუნება მშვიდია, 6-ის მერე კი დედამიწა მაშინვე გადადის მშვიდი მდგომარეობიდან ფხიზელ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა ზამთარია თუ ზაფხული.

თუ ადამიანი 7-დან 8 საათამდე დგება, მისთვის გარანტირებულია უფრო დაბალი ფიზიკურ-ფსიქიკური ტონუსი, ვიდრე მისთვის ბედითაა განსაზღვრული. ამგვარად ის ხელიდან უშვებს ყველაზე სასიკეთო დროს, ამიტომ მთელი დღე ექნება მოუსვენრობა, ან იმის შეგრძნება, რომ ენერგია არ ყოფნის საქმიანობაზე ყურადღების კონცენტრაციისთვის. ასეთ ადამიანს მიდრეკილება აქვს ჰიპოტონიისკენ, თავის ტკივილისკენ, მადის დაქვეითებისკენ, იმუნიტეტის დაქვეითებისკენ, პასიური ცხოვრებისეული პოზიციისკენ, კუჭის მჟავიანობის და ღვიძლის ფერმენტული აქტივობის შემცირებისკენ. ხოლო თუ ცხოვრება აიძულებს მას, რომ ყოველდღე მოუწიოს ენერგიის უკმარისობის დაძლევა, მაშინ ჩნდება ნევროზულობა, მოუსვენრობა, ზედმეტი დაძაბულობა, და პირიქით, ზედმეტი მადისკენ, არტერიული წნევის მომატებისკენ, ზედმეტი მჟავიანობისკენ, ანთებითი პროცესების მომატებისკენ მიდრეკილება.

მკითხველი: მგონი ყველა დაავადება ჩამოთვალეთ.

ავტორი: აბა რა გეგონათ? ყველა დამრღვევი უნდა დაისაჯოს, დროის კანონებთან ხუმრობა კი ცუდია. მაგრამ ეს არაა ყველაზე დიდი საშინელება.

მათ, ვისაც ჩვევად აქვს 8-დან 9 საათამდე ადგომა, უეჭველია, რომ უკვე აღარ შეუძლიათ ხასიათის ნაკლოვანებების დაძლევა და როგორც წესი რაღაც ცუდი ჩვევები აქვთ. ამ დროს ადგომა განაპირობებს ცხოვრებისეულ სიძნელეებთან დაჯახებას, ქრონიკული დაავადებების დიდ რისკს, იმედგაცრუებებს და წარუმატებლობებს. ასეთ ადამიან ყოველთვის გაუჭირდება სიტუაციის სწორად შეფასება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ისინი ვერ გააკეთებენ სწორ ცხოვრებისეულ არჩევანს და მოვლენათა დინებას გაყვებიან, ისე რომ არ ექნებათ ძალა რაიმე შეცვალონ თავის ცხოვრებაში.

ის ადამიანები, რომლებსაც “ჭკუა ჰყოფნით”, რომ 9-დან 10 საათამდე ადგნენ, ცხოვებაში დეპრესიას, აპათიას და სიცოცხლის წყურვილის დაკარგვას, საკუთარი ბედის გამო იმედგაცრუებას, შიშებს, ბრაზიან ხასიათს და ა.შ. აწყდებიან. ასევე უკონტროლო მავნე ჩვევებს, უბედურ შემთხვევებს, სწრაფად პროგრესირებად ავადმყოფობებს და ადრეულ სიბერეს...

უკვე აღარ გავაგრძელებ იმათ აღწერას, ვინც 10 საათის შემდეგ დგება...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 9 2010, 01:07 PM
პოსტი #59


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ძალიან მაგარი ვიდეოლექციაა! ყველას გირჩევთ:

Олег Гадецкий Тренинг 5. КУЛЬТУРА ЧИСТОЙ ЖИЗНИ

http://video.yandex.ru/users/nshb/view/689


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 12 2010, 12:46 AM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ატმან შენ გეცოდინება... რაღაც ენები იცი მგონი შენ რომ "გევასება" ეგეთური...

არალი, რას ნიშნავს? ან არალო. იგივე ჰარალი.... ან ჰარალო....

იმიტომ, რომ ბევრს სიმღერაშია

ჰარი არალი არალო.

biggrin.gif სასაცილო ჩანს.. მაგრამ ჩარი რამა... ც ხომ არის რაღაცა....

აი არალიზე ვიპოვე რაღაცა შენებური.... სათაურში არალი არის გამოყენებული

http://www.youtube.com/watch?v=W_VhU7hsWMs
აი კიდე http://www.youtube.com/watch?v=sNHkbGQSTvI


რა არის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 09:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი