თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ სახება ქეთევან დედოფლისა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2008, 03:51 PM

XV საუკუნეში ერთის მხრივ ოსმალეთი, მეორეს მხრივ ყიზილბაშები თავს ესხმოდნენ ბრძოლებში დაქანცულ ქართველებს და უღმერთოდ არბევდნენ ჩვენი წინაპრები ოფლითა და სისხლით მორწყულ ბაღ-ვენახებს. მაგრამ ყველა ეპოქაში გამოჩნდება ქვეყნის მხსნელი, რომლის მისია ამ პერიოდში ქეთევან დედოფალმა ღირსეულად შეასრულა.

ქეთევან წამებული ეს ისა სახებაა, რომელსაც საქართველოს დიდ მნათობთა შორის განსაკუთრებული პატრიოტული, სარწმუნოებრივი და კულტურული მნიშვნელობა აქვს. დიდი აკაკი წერდა: „არც ერთ მოწამეთაგანს იმდენი ტანჯვა არ მიუღია რჯულისა და ქვეყნისათვის, როგორც ქეთევან დედოფალს. გერონტი ქიქოძე აღნიშნავდა, ქეთევან დედოფლის დახლეჩილმა ძუძუებმა უფრო მეტი გმირი აღუზარდა საქართველოს, ვიდრე ასი ათასი დედა გაზრდიდა მათ.“

ქეთევან დედოფალი კონსტანტინე ქართველთა მეფის შთამომავალი იყო, ბაგრატიონთა გვარიდან. სათნო, განსწავლული, ჭეშმარიტი მორწმუნე, კეთილგონიერი ასული ცოლად გაყვა კახთა მეფის ალექსანდრეს ვაჟს, დავითს. ალექსანდრეს ბერად აღკვეცის შემდეგ ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ სულ მალე გარდაიცვალა. შაჰ-აბასმა როგორც კი დავითის სიკვდილი შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ კონსტანტინე მირზას უბრძანა, მოეკლა ღვიძლი მამა, ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო ტახტზე. მან შაჰის განზრახვა შეასრულა და სისხლში გასვრილმა ქეთევანს ცოლობა სთხოვა. შეძრწუნებულმა კახელებმა მოღალატე სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი გვარისათვის შესაფერისი პატივით დაკრძალა.

შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. უმცროს ვაჟს ალექსანდრეს თეიმურაზმა დედაც, წმ. ქეთევანიც გააყოლა. შაჰმა უფროსი შვილიც მძევლად ითხოვა.

შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმინდა დედოფალი შირაზის მმართველის, გათათრებული ქართველის, იმამ ყული ხანის უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი საპატიო ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია ნეტარი სხეული.

ურჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის, ნეტარი დედოფალი წამებისთვის განემზადა. ხალხით გადაჭედილ მოედანზე გამოიყვანეს სათაყვანებელი წმინდანი. ჯალათებმა მოიტანეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმინდა მოწამემ: დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლეთიო. უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს წმინდა ქეთევანი, რკინის მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.

უკანასკნელი სიტყვები დედოფლისა, რომელიც აღძრულ იყო სახარების შეგონებით - ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა. ეს იყო სამშობლო, ქრისტე. წართმეულმა სიცოცხლემ მას წამებულისა და წმინდანის გვირგვინი დაადგა. ქართველობისა და სარწმუნოებისათვის ბრძოლაში ქეთევანის წამება საჭირო იყო, რათა მძიმედ დაჭრილ საქართველოს მომავალ შერკინებაში გამარჯვების იმედი ჰქონოდა.

მღვდელი პეტრე კვარაცხელია


IPB-ს სურათი


ქეთევან დედოფალი


/ანა კალანდაძე/


რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,

ცეცხლს აგზნებდა

კაცთა გრძნობის კონდაქარი...

ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,

ქროდა ქარი...

თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,

ტინად იდგა დედოფალი...

თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,

სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა...

ლოცულობდა...

როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:

„არასოდეს!“

დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,

ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,

ცხელი რკინა,

საქართველოს გულს რომ კვეთდა.

რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,

ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...

ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,

ქროდა ქარი...

ცეცხლით სწვავდნენ

ტანშეძარულ დედოფალსა,

უდრეკ იყო დედოფალი!

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 17 2008, 03:56 PM

მარინე, რა კარგია, რომ წმ. ქეთევანზე გახსენი თემა!

ეს სადიდებელი:

დიდებულებაჲ საწუთოჲსაჲ მოიძულე, დედოფალსა ხათა და ქუეყანისასა ეზიარე, დედოფალო ქეთევან, ჴორცი მოიწუენ სიძისა შენისა ქრისტესთჳს, მას ევედრე ჩუენ მონათა შენთა, ქართველთათჳს.

ესეც ტროპარ-კონდაკი:

ტროპარი: მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის მოწყლულსა ზეცათა დედოფალი ქვეყნიერსა დედოფალსა ასული დავითისი ყოვლად უხრწნელი მარიამ, სანატრელსა ქეთევანს, დავითის ტომით აღმოსრულსა, რომელმან საქმით აჩვენა თვისება მისი და აწ გვირგვინითა შემკული, წინაშე მისსა იღწვის ჩუენ ყოველთათვის.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2008, 04:02 PM

ციტატა(tamuna m @ Mar 17 2008, 03:56 PM) *

მარინე, რა კარგია, რომ წმ. ქეთევანზე გახსენი თემა!

ეს სადიდებელი:

დიდებულებაჲ საწუთოჲსაჲ მოიძულე, დედოფალსა ხათა და ქუეყანისასა ეზიარე, დედოფალო ქეთევან, ჴორცი მოიწუენ სიძისა შენისა ქრისტესთჳს, მას ევედრე ჩუენ მონათა შენთა, ქართველთათჳს.

ესეც ტროპარ-კონდაკი:

ტროპარი: მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის მოწყლულსა ზეცათა დედოფალი ქვეყნიერსა დედოფალსა ასული დავითისი ყოვლად უხრწნელი მარიამ, სანატრელსა ქეთევანს, დავითის ტომით აღმოსრულსა, რომელმან საქმით აჩვენა თვისება მისი და აწ გვირგვინითა შემკული, წინაშე მისსა იღწვის ჩუენ ყოველთათვის.


მადლობა, თამუნა, ლოცვები რომ დადე 2kiss.gif

ძალიან მინდა, რომ ყველანაირი მასალა დავდოთ ამ თემაში, რათა განვადიდოთ ჩვენი ეს საოცარზე საოცარი ქართველი დედოფალი და წმინდანი, ჭეშმარიტი ქართველი ქალი და დიდმოწამე.



ქეთევანი წამებული - სულის გალობანი


„ღვაწლ მრავალი და სამების სანატრელი დედათა შორის, ახოანი დედოფალი და მოწამე, ყოვლად ქებული ქეთევან, ჭეშმარიტი შენ ხარ, ვინცა ერთი რჯული გაათასე“ (თეიმურაზ I).

„ამას იქმს ქალი, ბუნებით ჭირთა მკრთალი“ (ანტონ I).

წმინდა ქეთევან დედოფალს სპარსეთში წასვლის წინ ულოცია გურჯაანის ყველაწმიდის ტაძარში.

მოძღვრის ქადაგებიდან:

ქეთევან დედოფალი, შევიდა სახლში, რომელიც ჰქონდა სალოცველად, მოიდრიკნა მუხლნი და მხურვალეს გულით წარმოსთქვა ვედრება:

„შენ ღმერთსა სამებასა და თანა არსსა ვიცნობ უცნაურსა და უხილავსა, ვერ შემძლებელი თქმად საკვირველებათა შენთა. გევედრები მეუფეო უფალო, შიშნეული მძლავრთაგან მცველთა ჰაერისათა, მომივლინე მე ანგელოზი მცველი სულისა ჩემისა და მიითვალე სული ჩემი, და განმიღე კარი სასძლოისა შენისა; აღმრაცხე მე გუნდსა თანა მოწამეთა შენთასა, არ არს რიცხვი ცოდვათა ჩემთა და არცა ვისმე შენდამი მორწმუნეთაგანსა უცოდავს ჩემებრ, აღგიარებ ცოდვათა ჩემთა. შენ განკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი; მიეც ძესა ჩემსა თეიმურაზსა ძლევაი და რომელნი ჰყოფდენ ხსენებასა ჩემსა მიანიჭე საუკუნო სუფევაი. ქალწულო უბიწოო, შემიწყალე მორწმუნე განგებულებითა ძისა შენისათა“.

რადგანაც არ ჰყავდა მღვდელი, „თავისი ხელით უხრწნელთა საიდუმლოთა თანაზიარ იქმნა და იგი ესრეთ უფლისათან“, გამოვიდა უშიშრად გარეთ და ამაღლებულმა „მტანჯველთა თვისთა, განუცხადა: „როგორ არ იცის თქვენმან მომვლინებელმან, რომ თვით უმეცარნი ყმაწვილნიც კი დაცინვით მიიღებენ იმის რჩევასა და დარიგებასა? მე როგორ შემაცდენს იგი, რომელსაც შემიმოსია ძალი ქრისტესი? მან აღაოხრა სამეფო ჩემი, განაძო ძე ჩემი, მოაკუდინა ძის ძენი ჩემნი, აღაოხრა და შეაგინა ეკლესიანი და ჰსურს სიკვდილიცა ჩემი? მომაკუდინოს - ვჯმნი მაჰმადისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან, და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან! მრწამს მამ, ძე და სული წმიდა: სამება ერთარსი და განუყოფელი. ვევედრები ჯვარცმულსა ჩვენთასა და ყოვლად წმიდასა დედასა მისსა, განმაძლიეროს მე ჟამსა ტანჯვისასა, რათა მით ღირს ვიქმნე მე მოწამეთა გვირგვინსა. აჰა მე ვსდგევარ წინაშე თქვენსა, ჰქმენით რაიცა გნებავსთ“.

ქეთევან დედოფალი იდგა შუაში მტანჯველთა შორის, როგორც კლდე და წყნარად და დამშვიდებით ასე ლოცულობდა: „უფალო იესო ქრისტე, ნუ ჰყოვნი მიღებად სულისა ჩემისა!“.


მოამზადა გიორგი სარაჯიშვილმა

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №35 2004 წ.

http://mamuli.net/qartlosi/bpg/publication_view.asp?InfoID=11801&iabspos=8&vjob=vsub,27&vtkid=

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 17 2008, 04:36 PM

ეს ეკლესია (ვაქირი, კახეთი) შარშან მოვილოცე მამა რაფიელთან (თბილისი, მეტეხის ეკლესიი მღვდელი)...აქ წმ. ქეთევანმა ბოლო ღამე გაატარა ლოცვაში, სანამ შაჰი კარზე წავიდოდ. სამწუხაროდ დაკეტილი იყო და შიგნით ვერ შევედით sad.gif შესაწირი მოუპარავთ და ამის გამო...

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ფოტოების ხარისხზე, ბოდიში!
ცუდი მისადგომი იყო და ვერ გადავიღე ნორმალურად.
მგონი, ზოგად წარმოდგენას მაინც შექმნის

პოსტის ავტორი: ket_ketevani თარიღი: Mar 17 2008, 05:28 PM

გაიხარეთ ამ თემის გახსნისთვის, ძალიან მიყვარს წმინდა ქეთევანი....

გფარავდეთ ყველას

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 17 2008, 08:36 PM

წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი
კახეთის დედოფალი ქეთევანი

http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/qetevani.htm

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Mar 17 2008, 10:17 PM

ჩემი ყველაზე საყვარელი დედოფალი, ის ხასიათი რასაც ვეძებ და მინდა ვხედავდე ყველა მანდილოსანში...

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Mar 17 2008, 11:18 PM

ჩემი მფარველი წმინდანი, ჩემი იდეალია წმინდა ქეთევან დედოფალი....


სათნო, განსწავლული, ჭეშმარიტი მორწმუნე და ბრძენი წმინდა ქეთევანი ბაგრატიონთა შთამომავალი იყო. თოთხმეტი წლის იყო, როცა კახთა მეფე ალექსანდრემ, მოყვრობა შესთავაზა მუხრანბატონს, _ თავისი უფროსი ვაჟისთვის, დავითისთვის, სთხოვა ქეთევანის ხელი. კახეთის ტახტის მემკვიდრე ღვთისმსახური და კეთილგონიერი ჭაბუკი იყო. მათი ქორწილი გვარისა და წოდების წესების შესაბამისად ჩატარდა. მალე ქეთევანმა ქვეყანას მოუვლინა კეთილმსახურების გვირგვინი, ციხე მამაცობისა და მართლმადიდებლობის წალკოტი, თეიმურაზი.
ერთი შეხედვით იღბლიანი ქორწინება იყო, ალბათ ბევრი შენატროდა ქეთევანის ბედს, მაგრამ სწორედ ამ ქორწინებიდან დაიწყო მისი მოწამეობრივი ცხოვრება… მისმა მეუღ-ლემ დავითმა დაგმო რჯული, რადგანაც მის გულში ჩაიბუდა შურმა, მამას ტახტი წაართვა იმის შიშით, რომ თავისი ძმა გიორგი დაიკავებდა მას.. თუმცა კი ხანმოკლე გამოდგა მისი მეფობა, მალე გარდაიცვალა. სპარსეთის მეფემ შაჰ აბასმა როგორც კი გაიგო კახთა ახალგაზრდა მეფის სიკვდილი და ტახტის მემკვიდრედ გიორგის დარჩენა, უბრძანა ალექსანდრეს შვილს, სპარსთა კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინეს, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცი მამა და ძმა გიორგი და გამეფებულს გაემაჰმადიანე-ბინა კახეთი.
დარჩა ულამაზესი და ფაქიზი სულის მქონე ქეთევან დედოფალი ქალ-ვაჟის ამარა. საქართველო და შვილები გახდა მისი ცხოვრების აზრი და მიზანი.



მერაბ კოსტავა
ივერიის მნათობის ქეთევან წამებულისადმი


ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
და სისავსისაგან სრულქმნილი,
იფრქვევა მეწამულ ღველფებად
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან.
მზე ჩავა ლომისფერ ქედებთან,
დასტოვებს ანთებულ ფერვალებს,
შორეულ ოცნებად ედება
დათალხულ, დაბინდულ მწვერვალებს,
წმინდანთა გულივით ანთია,
წმინდანთა სისხლივით ელვარებს.

საღამო იისფრად ბერდება,
კაბადონს წარსტაცებს ჩირაღდნებს,
ბაგეებს მოსკდებათ ვედრება,
როდესაც ვარდისფრად ინათებს

და მოდის ის სულისკვეთება
დედებს რომ მიჰქონდათ აკვნებთან,
ეს გული იდუმალ აკვნესდა,
შენ გიხმობს ქართველთა აგნესავ,
იბერთა სასწაულქმედებავ,
წმიდაო მნათობო ქეთავან.

ნეტართა პარნასში რჩეულო,
ანგელოსთ იერით მღიმარევ,
სიწმინდევ შენ მინანქრეულო,
შენ ჩვენთა ცრემლების მდინარევ.












მედეა კახიძე
ქეთევანი


დუმილი ჩამოწვა მძიმე,
კოცონი ღუოდა წითლად,
დათმეო, რამეთუ მცირე
არისო ქართული მიწა.
და როცა ცეცხლის წინ შევდექ,
მანდილზე მიტაცეს ხელი,
ცხელ შანთებს მადებენ მკერდზე,
დაფარონ სიშიშვლე ჩემი!
კოცონში მაგდებენ უძლურს,
როგორც ღვთის საწირავ ზვარაკს,
მე მტკივა მოჭრილი ძუძუ,
უფრო კი სირცხვილი მზარავს.
მე ვითმენ წამებას დიდხანს
და ყელში მობჯენილ კივილს,
რამეთუ ნაშენი ვიყავ
ქართული მიწით და კირით.
ქოქოლას მაყრიან მძევალს,
ვიწვი და მაინც არ ვგმინავ,
ასევე სჭდავდნენ ძველად
ცეცხლში ხალიბები რკინას.
მე ჩემს სიზვიადეს ვენდე,
ტანთ აბჯრად სიმშვიდე მეცვა…
ეგრე,
დედოფალო,
ეგრე,
ცოტაც და,
იწყება ზეცა...











ქეთევანის წიგნი
საქართველოს მუზეუმში ინახება ხელნაწერი
ლოცვანი, ქეთევან დედოფლის ტყვეობაში ნაქონი.
წიგნის ფურცლებს დღესაც ატყვია ცრემლის
ლაქები და ერთგან სისხლის ნაწვეთალი.

ავტორი
ღამეა. სულ წვიმს. განა ცას
ამდენი უნდა ეწვიმა?
გული შემიკრთო უეცრივ
აჩრდილმა გადმოხვეწილმა.

დედოფლის შესამოსელში
ხელთ წიგნი გამოატარა,
ვიცი, წიგნებში სიტკბოა,
რად მწვავს ეს წიგნი პატარა?

ან მისი ხელში აღება
რამ უნდა გამაბედვინოს?
ზედ ცრემლის ლაქა აცხია,
ვიღაცას უნდა ეტირნოს!

ვიცი, ვინც არის პატრონი,
ან წიგნი ვისაც ჰხლებია,
მისი მიმკრთალი ფურცლები
სიმწარით იკურცხლებიან.

რაც ვერ დაწერა კალამმა,
ალბათ ცრემლმა თქვა მალულმა,
სამშობლოს ფიქრზე საკანში,
ირანს, ტყვედ გადაჩქმალულმა.

რა დაიტირა, რას გვეტყვის
დედოფლის ცრემლის ნაღვენთი? ―
თუ მოინატრა შორიდან
თავისი ტკბილი კახეთი?

ამ წიგნზე თვალთა გიშრების
ყოველი დაწამწამება
ფიქრით იწვოდა, ვით ზიდოს
მან მომავალი წამება.

შანთით, მარწუხით, დახლიჩეს,
გაზით უგლიჯეს ძუძუნი,
ყორნებს მიუგდეს საჭმელად,
ათას ხმლით გადაკუწული.

ათასი ელვის ნათელი
დედოფლის სახე ყოფილა.
ო, რა თვალები... ქართლისთვის
სიკვდილით გადაღობილან.

არ მასვენებენ, სულ მდევენ,
ის განიერი თვალები...
პატარა წიგნი საუბე,
ზედ ცრემლის ნაწვეთალები...


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2008, 10:30 AM

ეს არის დედა ღვთისმშობლის ხატი "ყოველთა დედუფალი" ("პანტანასსა"), რომლის წინაშეც ტყვეობაში მყოფი ქეთევან დედოფალი ლოცულობდა:

IPB-ს სურათი

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
პატივად მისი სასწაულთმოქმედი ხატისა „ყოველთა დედუფალი“ („პანტანასსა“)
ევედრებიან სიმსივნით დაავადებულთა შეწევნისათვის

http://www.orthodoxy.ge/lotsvani/akatisto/pantanassa.htm

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 18 2008, 06:46 PM

პორტუგალიაში, ლისაბონის დეგრასის ტაძარში დაცულია წმინდა ქეთევან დედოფლის 9 მეტრიანი ფრესკა და თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ დადოთ. მეც შევეცდები რამე მოვიძიო

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 18 2008, 07:41 PM

აი, პატარა ინფორმაცია.
თუ დაულაგებლად მიწერია, მაპატიეთ!

პორტუგალიაში, ლისაბონის დეგრასის ტაძარში დაცულია წმინდა ქეთევან დედოფლის 9 მეტრიანი ფრესკა, რომელიც ქაშანურზეა შესრულებული. სადაც ქეთევან დედოფლის წამების სრული სცენაა ასახული. ფრესკა დედოფლის წამების თვითმხილველ პორტუგალიელ ბერებს შეუქმნიათ. მათმა ნაამბობმა მთელი მსოფლიო შეძრა. მე-17 საუკუნეში ევროპა ფუფუნებასა და განცხრომაში ცხოვრობდა. მოულოდნელად ბოჰემურ ცხოვრებაში ჩაფლული ევროპა იგებს, რომ ქრისტიანული ქვეყნის დედოფალი თავს სარწმუნოებისთვის წირავს.
პორტუგალიურად ქეთევანი გეტევანდაა. ქეთევან წამებული ევროპაში რამდენიმე სახელითაა ცნობილი. ზოგან მას კატერინასაც უწოდებენ. ყველამ იცის, რომ ის იბერთა დედოფალი იყო. ამდენი საუკუნის შემდეგაც მის მიმართ მოწიწებას გრძნობენ.

მისიონერი ბერები აღწერენ: "მისი ცხედარი რამდენიმე თვე უხრწნელი იყო და ვარდის სურნელი ასდიოდა"
პორტუგალიელმა ბერმა მამა ამბროსიო დუშ ანჟუშმა თეიმურაზ მეფეს დედის თავის ქალა ჩამოიტანა. როგორც ანჟუს წერილიდან ვიგებთ, თეიმურაზ მეფეს ცრემლები წასკდა და მამა ამბროსიოს უთხრა, მთელი მსოფლიოს საგანძური რომ მოგეტანა, ამაზე ძვირფასი არ იქნებოდაო. ფრესკაზე ტეიმურაზხ მეფეს არის გამოსახული, რომელიც ტირის.
ფრესკაზე სამი სცენაა გამოსახული-დედოფლის ლოცვა, წამება და წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამოსვენება. ფრესკას ასეთი წარწერა აქვს: "პატივცემული დედოფალი გატევანდა, საქართველოს დედოფალი. ეწამა შირაზში, 1624 წლის 22 სექტემბერს". ფრესკაზე გამოსახულია, დედოფალს მარწუხებით მკერდს როგორ გლეჯენ. იქვე კი ლათინური წარწერაა-"ღმერთო, შემეწიე ძუძუთა ჩემთა სატანჯველში"
ეს ფრესკა დედოფლის თანამედროვეების მიერაა შესრულებული, ამიტომ მისი სახება კარგად არის გადმოცემული
ფრესკა დაზიანებულია. იგი, მოზაიკით, ქაშანითა და მოჭიქული მინანქრითაა შესრულებული. ამ მეთოდს მე-17 საუკუნის პორტუგალიელი მხატვრები იყენებდნენ. პორტუგალიაში ერთ-ერთი რევოლუციის დროს ამ ტაძარში ჯარისკაცები მდგარან. მათ მაინცდამაინც ქეთევანის ფრესკა დააზიანეს და რამდენიმე პერსონაჟს ხიშტებით თვალები დაუჩიჩქნეს.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 18 2008, 08:15 PM

"შაჰის ტახტი დაუდგეს, ცეცხლის ტახტზე დაჯდა.
გლეჯდნენ, ღადარს აყრიდნენ, კვნესაც კი არ დასცდა..."

არ მახსოვს მეტი და თუ ვინმემ იცის გააგრძელეთ user.gif

კარგი თემაა და მადლობა ყველას ვინც წერთ wub.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 18 2008, 09:35 PM

ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი, გიორგი კალანდია, რომელიც ამავე დროს ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა იღებდა ფილმს წმ. ქეთევანზე. იგი მუშაობდა კრიმინალისტებთან, ექსპერთებთან და ფსიქოლოგებთან ერთად. მისი ინტერვიუდან: ვფიქრობდი, ისტორიულ წყაროებში ზოგიერთი რამ გადაჭარბებული ხომ არ არის-მეთქი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო, როგორც ეს ისტორიკოსებმა აღწერეს. აღმოჩნდა, რომ წამების ყველა დეტალი სრული სიზუსტითაა გადმოცემული. ფსიქოლოგიური სურათიდან გამომდინარე, ამბობენ, რომ დედოფალი ყველა იმ ტანჯვას გაუძლებდა. სპეციალისტების აზრით, წამების დროს ისეთი მომენტები იქნებოდა, როცა ქეთევან დედოფალი ბევრ რაღაცას ვეღარ იგრძნობდა. თუ ფიზიკური აღწერილობისა და ბიოლოგიური პროცესის მიხედვით მივუდგებით, ზოგჯერ იგი იმდენად დიდ ტკვილის განიცდიდა, რომ მომდევნო წამებას ვეღარ გრძნობდა. გავოცდი, როცა მითხრეს, რომ გახურებული შანთებით დაწვაზე უფრო მტკვივნეული, ფრჩხილების დაძრობა იქნებოდა. სავარაუდოდ, მას გონება არ დაუკარგავს. სიკვდილის დადგომამდე ყველაფერს გრძნობდა. ის, ძალიან მაღალ სუბსტანციაში იმყოფებოდა, ამიტომ ყველაფერს უძლებდა და გონებას არ კარგავდა. როგორც ცნობილია, ბოლო წუთამდე ლოცულობდა.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Mar 19 2008, 12:51 AM

smile.gif მარინე შენ გაიხარე ამ თემის გახსნისათვის,ჩემთვის ალბათ როგორც ყველა ქართველისთვის ძალიან ძვირფასია წმ.დიდმოწამე დედოფალი ქეთევანი.ჩემი (შვილი) ქეთევანი ხომ ქეთევანობას დაიბადა,ამიტომ ორმაგად მადლიერი ვარ ღვთისა და წმ.ქეთევანის.მეც შევეცდები ცოტა რამ დავდო წმ.დედოფალ ქეთევანის შესახებ.გფარავდეთ ყველას მისი ლოცვა-მადლი,განსაკუთებით ქეთევანებს.

გრიგოლ რობაქიძის წერილიდან,ციტატა:ქეთევან დედოფალი - წმიდა ნინოს დობილი, წამებული ვაზის ჯვრისათვის...

ანა კალანდაძე

ქეთევან დედოფალი

რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის კონდაქარი...
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი...
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი...
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა...
ლოცულობდა...
როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:
„არასოდეს!“
დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,
ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,
ცხელი რკინა,
საქართველოს გულს რომ კვეთდა.
რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,
ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,
ქროდა ქარი...
ცეცხლით სწვავდნენ
ტანშეძარულ დედოფალსა,
უდრეკ იყო დედოფალი!

1946


წმ.ქეთევანის ფრესკა:http://imageshack.us


ინგლისურად ვნახე ამ საიტზე: http://www.angelfire.com/ga/Georgian/ketevan.html წმიდა ქეთევან დედოფლის შესახებ,თუ დამეხმარებით ნელ-ნელა გადავთარგმნი.


From a report of the


Augustinian Fathers in Persia




Passion of Queen Ketevan


After Queen Ketevan was conducted to Shiraz, Brother Ambrose, who was then in that town, entered into contact with her and also with all the members of her household, who numbered about forty. They used to come to Mass at Brother Ambrose's church, and showed a great leaning towards the Catholic religion. Queen Ketevan sent to tell Brother Ambrose that she wished him to confess all her retinue (luring Lent; on the day of his patron saint, St. Augustine, she sent him from her chapel and oratory some pictures, candlesticks and carpets to adorn the church, as well as one of her men who could model wax, to make candles and tapers.

While Brother Ambrose was entertaining great hopes of harvesting the fruit of his fatigues through the con-version of these persons, the King of Persia sent certain of his minions to Shiraz; they were instructed to tell the Georgian queen in his name to become a Muhammadan, and that he would take her as his wife and give her great riches. If she refused, they were to put her to death with great torments. The queen replied that nothing on earth would make her abandon the faith of her Saviour, our Lord Jesus Christ, nor her chastity, which she valued more than all the trea~'res in the world. The officials begged her again not to expose herself to suffer such tortures, and to have pity on her tender flesh; but nothing could shake her constancy. When they saw this, the officials, after striving in vain to persuade her, told her to prepare to suffer the torments, and she asked for permission to say her prayers. This being granted, she entered her chapel, went down on her knees and prayed our Lord God to accord her His grace, to give her strength to suffer all these tortures for His holy faith.

When she had committed herself to God's keeping she went out and told the minions that they might do what the king had commanded. The officials begged her afresh to have pity on herself a weak woman, and not to con-demn herself to so miserable a death. The queen replied that they might give up trying to persuade her, for it was time wasted. The officials had already lit a great fire and inserted iron pincers into it, which were now as hot as the fire itself. They stripped the queen from her neck to her walst, and taking the red-hot pincers, they tore away the flesh from her delicate body with great cruelty, until at last the queen fell half dead to the ground, though continuing to invoke our Lord God with the greatest courage and fortitude. When she had fallen to the ground, they picked up the whole brazier and threw it on her body, anti finally put her to death by strangling her with a bowstring.

It is to he believed that this queen is partaking of God's glory in heaven, for although she belonged to the Greek rite, she was most cordially disposed towards the Holy Catholic Church and to all the Latins, showing them every mark of affection and helping them as much as she could. She lived on such good terms with us that it is impossible to believe that she was ill-disposed to the Holy Catholic Church. A rumour was current among the people of her country that her tomb was enveloped in an aura of shining light.

-ასეთი ციტატა ვნახე ერთ-ერთ საიტზე,რომ წმ.ქეთევან დედოფლის წმ.ნაწილები ამ დრომდე განისვენებს წმ. პეტრეს ტაძარში,რომში.
С великим торжеством проводили святые останки до кафедрального, именуемого Алавердским, собора великомученика Георгия и после совершения обычных заупокойных служб положили под престолом собора, во утверждение Церкви и народа грузинского.
Оставшиеся мощи латинские монахи тайно отправили в Рим в богатой раке и положили в усыпальнице святого апостола Петра, где они и почивают до сего дня.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2008, 10:27 AM

მე კი ყველას გიხდით მადლობას, ვისთვისთვისაც ეს თემა ძვირფასი გახდა და ღირებულ პოსტებს დებთ mpua.gif wub.gif

თბილისსში, ავჭალაში არის წმინდა ქეთევანის სახელობის ეკლესია და მისი წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე) ძალიან დაინტერესებულია წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილების მოძიებით და მან ეს შეძლო. ამისათვის რამდენიმე ექსპედიციაშიც მიიღო მონაწილეობა, იყო ინდოეთშიც, პორტუგალიაშიც.

ამ მოძღვრის ღვაწლი ფასდაუდებელია.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 19 2008, 12:19 PM

მინიატურა

საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში არის ერთი მინიატურა, სადაც ქეთევანი შროშანზე ხელებგაშლილი ზის. წამების იარაღი-მარწუხი-ჰაერშია გამოკიდებული. ქართველებისთვის ქეთევან წამებული იმდენად წმინდათაწმინდა იყო, რომ როცა ხატმწერი მის ხატს წერდა, ვერ შეჰკადრა, მარწუხი ხატზე მას შეხებოდა (ხელოვნებათმცოდნე ნელიკო მაჭავარიანი).


ალბათ, ჩვენც შეგვიძლია ვნახოთ, თუ მოვინდომებთ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2008, 02:00 PM

ციტატა(tamuna m @ Mar 19 2008, 12:19 PM) *

მინიატურა

საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში არის ერთი მინიატურა, სადაც ქეთევანი შროშანზე ხელებგაშლილი ზის. წამების იარაღი-მარწუხი-ჰაერშია გამოკიდებული. ქართველებისთვის ქეთევან წამებული იმდენად წმინდათაწმინდა იყო, რომ როცა ხატმწერი მის ხატს წერდა, ვერ შეჰკადრა, მარწუხი ხატზე მას შეხებოდა (ხელოვნებათმცოდნე ნელიკო მაჭავარიანი).
ალბათ, ჩვენც შეგვიძლია ვნახოთ, თუ მოვინდომებთ


რა საინტერესოა. მართლაც, თამუნა, ერთ დღეს იქნებ მოვინდომოთ ფორუმელებმა და ვნახოთ ეგ მინიატურა.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 21 2008, 08:43 PM

ილოცა, შვილი და მამული შეავედრა და შეჰღაღადა უფალს:
-"მეუფეო ქრისტე, სიტყვაო ღვთისაო, არა შუენოდა მხევლისა შენისად უარის ყოფაი შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა", ეზიარა მაცხოვრის ყოვლად-პატიოსან და უხრწნელ სისხლსა და ხორცს და უშიშრად წარსდგა ჯალათის წინაშე. ხალხით გაჭედილ მოედანზე გამოიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოაფალი; მას მგლოვარე ქართველები მოაცილებდნენ. ჯალათებმა მოიტანეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, შეაწყვეს შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოთ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი ითხოვა წმინდა მოწამემ:
-"დედის ნაშობნი ხართ თქვენც და ნუ შეურაცმყოფთ სიშიშვლით".
უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმინდა დედოფალი; "განწიმეს მძაფრიადრე ხელნი და მაჯანი გლახაკთა გამომზრდელნი, ხელნი მარად უბრალონი და წმინდად აღპყრობილნი ღუთისადმი, დაჰგლიჯნეს მარწუხთა მიმართ ძუძუნი და დაჰსდვეს წყლულთა მათ ზედა საჯნი, ლუსამარნი იყუნეს მრავალნი ქუეშე წმინდისა და მათ ზედა განრთხმულ იყო და ზედაცა დაჰყარნეს იგინივე მრავალნი. მაშინ ხორცნი იგი წმიდისანი მრჩობლითა ივნებდეს ტკივილითა, რკინანი იგი თვისით სატანჯუელ იყუნეს და ცეცხლებრ სწვიდეს საშინელ, რამეთუ ნაბერწყალტა სროლადმდე განხურვებულ იყუნეს. მაშინ იპობოდიან ხორცნი ლუსმართაგანი და რაზომცა განამწვეტიყუნეს, ეგრე ხორცთა შინა განვლიდიან. იტყუის მეფე, ხორცნი დაჰსცვნესო, რომელნი აქუნდეს და მათ წილ დასდეს ლუსმარნი და ბრძვილნი, განავლნეს მკვდრეთით ზურგამდე შამფურნი. მაშინ ტკივილნი სატიკობდეს, გრძნობანი ტკვილითანი საშინელ-იყუნეს.გვირგვინი მეფობაი მშუენიერებისაი და შარავანდედი სიკეთისა განიმზადებოდა მიცემად ხელისაგან უფლისა". წმინდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. გამძვინვარებულმა ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმინდა დედოფლის გვამი, რათა შებილწულიყო მისი სიწმინდე, მაგრამ ღმერთმა წმინდანის ნეშტს ნათელი დაადგა. დიდ-მოწამის წმინდა გვამი დიდი პატივით, საკმევლითა და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და რომში, კათოლიკურ ტაძარში გადაასვენეს ავგუსტინეს ორდენის ბერ-მონაზვნებმა, რომლებიც იმ ხანებში სპარსეთში იმყოფებოდნენ და მოწამენი და თვითმხილველნი გახდნენ წმინდა დედოფალ ქეტევანის მოწამეობრივი ღვაწლისა, მისი წმინდა ნაწილები-პატიოსანი თავი და მარჯვენა ხელი-დედოფლის ძეს, ტეიმურაზ მეფეს გადასცეს, რომელმაც ისინი საქართველოში ჩამოასვენა.
აქ კიდევ ერთხელ დაიტირა თავისი დედა დაძენი მეფემ და დიდი პატივით დაკრძალა ალავერდის მონასტერში, წმინდა დიდმოწამე გიორგის საკათედრო ტაძრის ტრაპეზის ქვეშ. მალე ქართლის კათალიკოს პატრიარქმა ზაქარიამ (1613-1630) წმინდანთა დასში შერაცხა დიდ-მოწამე დედოფალი ქეთევანი და ხსენება მისი წამების დღეს 13 (26) სექტემბერს დააწესა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2008, 10:16 AM

თეიმურაზ პირველი


წამება ქეთევან დედოფლისა


67. ვამე, იმ დღისა მხსენესა, დამვიწყდა დღენი წინანი!

მკერდით ზურგამდინ გაავლეს გახურვებულნი რკინანი,

მე ავაზაკი, შემცოდე ახლოს არ ვიყავ, ვინანი,

მარჯვენით ჯვარსა არ ვეცვი, ამად ვარ ცრემლთა მდინანი.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 3 2009, 02:02 PM

კაი თემაა smile.gif

მე ერთგან შემხვდა მოსაზრება რომ ქეთევან დედოფალი კათოლიკე გახდაო, ზოგან კიდე ეკუმენისტი იყოოო (ეს რუსულ საიტებზე)...

რამე გსმენიათ? რამე გაგიგიათ? მე მჯერა რომ მართლმადიდებელი იყო და მართმადიდებელი ეწამა, მაგრამ ზოგს ეჭვი ეპარება.. მეც რით დავუმტკიცო? biggrin.gif მითხარით და მირჩიეთ : )

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 3 2009, 02:06 PM

ქევანა

მიშას კითხე, დაგეხმარება biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 3 2009, 02:14 PM

Atman

ვინ მიშა? სააკაშვილი? huh.gif biggrin.gif laugh.gif


იცი რას ამბობენ, ბოლო წლებში კათოლიკურ სალოცავში დადიოდაო, განსხვავებას კათოლიკურ და მართმადიდებლურ სარწმუნეობაში ვერ ხედავდაო, აბა თუ კათოლიკე არ იყო, თავი რაზე გამოიდეს კათოლიკე ბერებმა, და ა.შ დაიცა იმ რუსულ ფორუმსაც მოვნახავ, ფავორიტებში მეგდო მგონი... : )

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 3 2009, 02:17 PM

ქევანა

ციტატა
იცი რას ამბობენ, ბოლო წლებში კათოლიკურ სალოცავში დადიოდაო, განსხვავებას კათოლიკურ და მართმადიდებლურ სარწმუნეობაში ვერ ხედავდაო


სულ არ გამიკვირდება ეგრე რომ ეფიქრა, პირიქით რომ ეფიქრა ის უფრო გამიკვირდებოდა...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 3 2009, 02:33 PM

ვოოოო, ვიპოვე biggrin.gif

http://katolikforum.ru/index.php?showtopic=553&st=30

იუზერ ბენაზირის პოსტი #37 (არ მკითხოთ ეხლა ასეთი საიტებით რატომ ინტერესდებიო biggrin.gif)

აი ნაწყვეტი მისი პოსტიდან:

ციტატა
Но наверное самая яркая страница во взаимоотношениях грузинского православия и римского католицизма - это поистине экуменическая фигура св. великомученицы Кетеван , претерпевшей страшные мучения за Христа в Иране в 1624 году. Оставленная своей свитой, святая царица в последний, самый тяжкий период своей жизни получала духовное утешение у католических миссионеров-августинцев из Португалии. Они напутствовали ее на Голгофу, они подобрали ее останки, часть их передали в Грузию, а две части ее святых мощей отвезли в Гоа, в Индию, в тамошний монастырь, и в собор Святого Петра в Риме. Мощи православной грузинской мученицы и поныне почивают в самом сердце римского католицизма16. Фрески с изображением мученического подвига св. царицы украшают стены одного из Лиссабонских монастырей17.


აქ ვუაბშე დაკა-დაკაა biggrin.gif
http://forum.catholiconline.ru/index.php?showtopic=5341&st=90

ტაკს, ჩვენ რას ვფიქრობთ აბა? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 3 2009, 02:35 PM

მიშა აგვიხსენი მიშააააა! სონღულაშვილი დაფასთააან!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 3 2009, 08:55 PM

ეგ უბრალოდ არის იმით ინსპირირებული, რომ იქ ესწრებოდნენ მაგ ორდენის სასულიერო პირები და იმდენად აღფრთოვანდნენ წმიდანის სიმხნევით, რომ ცოტა რაღაცეები გაამუქეს, ვითომ კათოლიკე იყოო და ა.შ.

მაგრამ ცოტა რეალობას თუკი გაითვალისწინებთ მიხვდებით, რომ თუ მიდიოდა ტაძარში, იმიტომ კი არა რომ კათოლიკებზე "ამოუვიდა მზე" ან პაპისტურმა "ჭეშმარიტების" ბრწყინვალებამ მოხიბლა, უბრალოდ იქ სხვა არანაირი ტაძარი არ იყო, და დღეს თუ ხვალ იცოდა რაც ელოდა , სულ ესაა...

დანარჩენი უსაბუთო ფანტაზიაა და არაა საჭირო გაბუქება smile.gif

დასტურად მომყავს ვატიკანის ოფიციალური ვებ.გვერდი წმიდანებზე, სადაც ხაზგასმითაა ნათქვამი:
1) წმიდანი არის საქართველოს ეკლესიის (ბუნებრივია იგულისხმება მართლმადიდებლური) წმიდანი
2) პორტუგალიელები უბრალოდ მოხიბლული და გაოცებულები დარჩენენ მისი მარტვილობით (სიტყვაც არაა თქმული ქეთევანის გაკათოლიკებაზე)
3) მიუხედავად იმავი პორტუგალიელი მისიონერების შეთავაზებისა (ამიტომაც დაჭირდათ ქეთევანის "გაკათოლიკების" ისტორიის შეთხზვა) რომის ეკლესიამ არ შერაცხა წმიდანად ქეთევანი უბრალოდ იმიტომ, რომ არ იყო კათოლიკე და ამიტომაც სახელის ქვემოთ წერია (აღმოსავლეთის ეკლესიები)

http://www.santiebeati.it/dettaglio/94730

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 3 2009, 09:15 PM

ციტატა
Оставшиеся мощи латинские монахи тайно отправили в Рим в богатой раке и положили в усыпальнице святого апостола Петра, где они и почивают до сего дня.

ეს კი სრული სიახლეა, ანუ იდეაა რომელიც სხვაგან არ გვხვდება, თავისუფლად შეიძლება ასეც მომხდარიყო, რადგან უამრავი სიწმიდეები ინახება სხვადასხვა საცავებში, ასობით, ათასობით, ათიათასობით ნაწილები არის კარადებში, ზოგი ნამდვილი, ზოგიც ნაყალბები, არავინ იცის რომელი რომლისაა, თუმცა გაკითხვა შეიძლება smile.gif

აი შეპირებული კედლის ფრესკა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონიდან
Azulejos in the Graça convent, Lisbon

IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 4 2009, 07:46 PM

აჰა, გასაგებია :)
ახლა ვიცი რაც უნდა ვუპასუხო ხოლმე : )

Atman
ხედავ, მიშას დაძახება არ იყო საჭირო :D

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 4 2009, 07:54 PM

ქევანა

კაიროს სკაზალ ბოგ სკაზალ smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 4 2009, 08:02 PM

Atman

biggrin.gif ნწ, სათქმელი გქონოდა, შენც იტყოდი რამეს smile.gif

არავის აინტერესებს ისტორია, ხოდა ენგრე user.gif

ლიტერატურა/წყარო მინდოდა, მგონი ევროპელებს აქვთ აღწერილი ქეთევანის წამების შესახებ და ინტერნეტში ვერ ვნახე, წავალ საჯაროს მადლს მივიღებ : )

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 4 2009, 08:06 PM

ქევანა

ისტორიის გაკვეთილებზე შატალოზე დავდიოდი ძირითადად sad.gif

პოსტის ავტორი: ნუნექია თარიღი: Feb 10 2013, 06:52 PM

ჩვენი ტაძარიიი.. ეს ტაძარი საოცრად მადლიანია,ახლა მოქმედია ღვთის შეწევნით და ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე აღევლინება წირვა-ლოცვა..

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 10 2013, 07:43 PM

tamuna m
ვაქირი კახეთის რომელ რაიონშია? მომინდა მანდ წასვლა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2013, 04:00 PM

ჩემი მოკრძალებული ლექსი...


წმინდა დედოფალი ქეთევანი

ეძღვნება ჩემს ბავშვობის მეგობარს – ქეთევან ლომსაძეს

მოიღეს შამფურნი და
შესხნეს ცეცხლსა შინა,
დედოფლის საწამებლად,
დედოფლის დასაშინად.
მუხლნი მოიყარნა,
ზე აღაპყრნა ხელნი,
ფერმკრთალთა ღაწვებზე
დასცვივდა ცრემლნი.
წმიდა ღმრთისმშობლისა
ხატი აღმოიღო,
რომელიც სამშობლოდამ
შირაზს წამოიღო.
შეწევნა შეჰვედრა...
ძნელია სათქმელად,
მაგრამ სატანჯველის
მზა იყო დათმენად.
ტარიგი ქრისტესი
ზეცისა იყო ღირსი,
ვითარცა ანგელოზის
ბრწყინვიდა პირი მისი.
მტანჯველთა განაშიშვლეს,
განურთხეს ხელნი,
მარწუხით აწამეს
წმიდაჲ სანატრელი.
ხარობდნენ ბოროტნი,
ეშმაკნი, ავნი,
დახლიჩეს ძუძუნი,
დაჰგლიჯეს მკლავნი.
მოიღეს ქუაბი
და ცეცხლზე გაახურეს,
წმიდასა ქეთევანსა
თავზე დაახურეს.
გაისმა ლოცვაჲ,
შეჰვედრა სული თვისი,
ადიდა ქრისტე ღმერთმა
ღვაწლი მისი.
წამებით შეიქნა
ბოროტი გათელილ,
ბრწყინვალე გუამსა ზედა
მოვიდა ნათელი.
ყოველთა იხილეს,
ადიდეს უფალი,
თქუეს: ეს არს ჭეშმარიტად
წმიდაჲ დედუფალი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2013, 10:53 PM

marine
ღმერთმა მრავალი კარგი ლექსი დაგაწერინოს!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2013, 04:23 PM

ციტატა(A.V.M @ Apr 12 2013, 11:53 PM) *

marine
ღმერთმა მრავალი კარგი ლექსი დაგაწერინოს!


გისმინოს უფალმა mpua.gif შენც ასევე, ჩემო კარგო a025.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2013, 02:17 PM

“ეს ღვთისმოსავი ქალბატონი ტანდაბალი გახლდათ.

დაახლოებით ორმოცი წლისა უნდა ყოფილიყო, ხელთ მლოცველის ჯოხი ეპყრა.

ქვრივივით შავად მოსილს, თავ-კისერიც მოშავო საბურველით დაეფარა.

მეტად პირმშვენიერი და უაღრესად დარბაისელი იმპერიის დედოფლობის ღირსი იყო.

არაჩვეულებრივად წმინდა და სასიამოვნო, განსაკუთრებულ სიხარულს ჰგვირდა ყველას, ვინც ერთხელ მაინც იხილავდა.

მისი ლამაზი, დიდი, შავი თვალები ირეკლავდნენ იმას, რაც მის სულში ხდებოდა...

დედოფალი იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, თუ მიიწვევდნენ ხანის სასახლეში ანდა თვითონ წავიდოდა ხანის ჰარამხანაში, სადაც მიდიოდა იმისთვის, რომ ენახა ქართველი ქალები, რომლებიც ასევე ტყვეობაში იყვნენ, რათა დიდის გულმოწყალებით დაემშვიდებინა ისინი, მოუწოდებდა რა მათ შეენარჩუნებინათ ქრისტიანული სარწმუნოება, რომელშიც ისინი აღიზარდნენ“.

/პორტუგალიელი მისიონერი ბერი ამბროზიო დუშ ანჟუში/

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 26 2013, 02:27 PM

marine

ციტატა
“ეს ღვთისმოსავი ქალბატონი ტანდაბალი გახლდათ. დაახლოებით ორმოცი წლისა უნდა ყოფილიყო, ხელთ მლოცველის ჯოხი ეპყრა. ქვრივივით შავად მოსილს, თავ-კისერიც მოშავო საბურველით დაეფარა. მეტად პირმშვენიერი და უაღრესად დარბაისელი იმპერიის დედოფლობის ღირსი იყო. არაჩვეულებრივად წმინდა და სასიამოვნო, განსაკუთრებულ სიხარულს ჰგვირდა ყველას, ვინც ერთხელ მაინც იხილავდა. მისი ლამაზი, დიდი, შავი თვალები ირეკლავდნენ იმას, რაც მის სულში ხდებოდა... დედოფალი იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, თუ მიიწვევდნენ ხანის სასახლეში ანდა თვითონ წავიდოდა ხანის ჰარამხანაში, სადაც მიდიოდა იმისთვის, რომ ენახა ქართველი ქალები, რომლებიც ასევე ტყვეობაში იყვნენ, რათა დიდის გულმოწყალებით დაემშვიდებინა ისინი, მოუწოდებდა რა მათ შეენარჩუნებინათ ქრისტიანული სარწმუნოება, რომელშიც ისინი აღიზარდნენ“./პორტუგალიელი მისიონერი ბერი ამბროზიო დუშ ანჟუში/

რა კარგია, კიდე არ გაქვს ასეთი აღწერები ქეთევან დედოფლის?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2013, 02:37 PM

ციტატა(qetevano @ Nov 26 2013, 03:27 PM) *

marine

რა კარგია, კიდე არ გაქვს ასეთი აღწერები ქეთევან დედოფლის?


დავდებ, ქეთ 2kiss.gif




„მადრიდის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემონახულ საბუთში ვკითხულობთ:

სასიამოვნო იყო ქეთევან დედოფალთან საუბარი, მისი საუბარი იყო წმინდა, ადამიანებისადმი ერთგულების სულისკვეთებით განმსჭვალული...

დედოფალი ნატიფ სულს მარხვითა და ლოცვით იმტკიცებდა და სხეულს მომავალი წამებისათვის ამზადებდა.

ტყვე ქრისტიანებს, რომლებიც სპარსეთში მრავლად იყვნენ, დედოფალი იესო ქრისტეს რწმენისა და ერთგულებისაკენ მოუწოდებდა.

თუ გაიგებდა, რომ ვინმემ რწმენას უღალატა, ამ ამბავს დიდად განიცდიდა.

დედოფალს რაც კი გააჩნდა, ქრისტიანებს შორის ანაწილებდა და თვითონ დიდი თანგრძნობით იზიარებდა მათ ჭირსა და განცდას.“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2013, 02:58 PM

"სამაგალითო შვილები კი ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ერის ღირსებას და უდიდეს გავლენას ახდენდნენ ქვეყნის განვითარებაზე;

გავიხსენოთ თუნდაც ქეთევან წამებული. არა მარტო საქართველოს, შუა საუკუნეების მთელ ქრისტიანულ სამყაროს არ ჰყავს ასეთი დიდი მოწამე.

მართალია, ქვეყანა სულიერად დაცემული იყო, მაგრამ მეფე თეიმურაზ I-ის გაუტეხლობით და ქეთევან დედოფლის საარაკო გმირობით ქართველებმა ღირსების დიდი ომი მოიგეს."

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2013, 10:59 AM

წმინდა ქეთევან დედოფლის ანბანთქება

შირაზის ტყვეობაში ყოფნისას წმინდა დედოფალმა დაწერა ლექსი, რომელშიც აისახა მისი შინაგანი ტკივილი. XVII საუკუნის ქართულ საერო მწერლობაში გავრცელებული იყო სალექსო ფორმა - იწერებოდა ანბანური რიგით - აკროსტიქით ანუ კიდურთწერილობით გაწყობილი ლექსები და პოემები. ქეთევან დედოფალმა თავისი „ანბანთქების“ შექმნით ერთგვარი მონაწილეობა მიიღო ქართულ პოეზიაში ლექსის ამ სახეობის დამკვიდრებაში.

ან ამას ვსტირი,
ბან ბნელსა მჯდომი,
გან გულთა მდუღრად
დონ დადაგული,
ენ ესრეთ ვება
ვინ ვის მიება
ზედ ზედა ზედა
ჱ ჱ დართული.
თან თვალნი ჩემნი,
ინ ესრევ ირწყვის,
კან კმარის მისგან
ლას ლამებული,
მან მილად მოდის
ნარ ნაკადულად,
ონ ოდეს ნახონ
პირ პკურებული
ჟან ჟამნი ჩემნი, გამოვიწვილე,
რაე როდესმე,
სან სულო მეყოს.
ტარ ტყება ვიწყე
უნ უთვალავნი,
ფარ ფლობა მიჯობს, ესრეთ რომ მეყოს
ქან ქცევა სოფელს, ერთ წამს საყოფელს,
ღან ღიმილიცა გარდაიმეყოს,
ყარ ყველას ღმერთი თვით განმიმარტებს,
შინ შიშთა მისთა, ხელი მიმეყოს,
ჩინ ჩამომება: სვე უბედური,
ცან ცრემლის დენა
ძილ ძნელად შრება,
წილ წყარო თვალთა
ჭირ ჭმუნვა მყოფთა,
ხან ხარბად დენით გადმონაჩქერება
ჴარ ჴორცნი ღვაწლთა,
ჯან ჯავრმა დაწვნა, წარხდეს ელვათა შვენიერება,
ჰაი, ჰაი, მომშორდა ლხინი და შვება,
ჵ, ჵ წარმიხდა მეხსიერება.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 12 2013, 08:05 PM

wub.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 27 2013, 12:06 PM

ქეთევან დედოფლის ნაწილები არმოაჩინეს ინდოეტში happy.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 27 2013, 12:23 PM

http://www.facebook.com/l.php?u=http%3A%2F%2Fwww.maestro.ge%2F%3Faddress%3Duc%26id%3D57985%26page%3D1&h=zAQHPrsT6AQHwcRv31a3CWc42OQO-iQyua4KXRGbrIlhsVQ&enc=AZOfzXwSn1ujd0kic7mGMtywS6EQ7ZsTc-g1FmN-ik-q5X0Qt3xiyzrTk0QQwhKAZ-CY3ZwWAHvS_JMDb1O1ic6z&s=1
ესეც ვიდეო

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2013, 12:27 PM

ციტატა(qetevano @ Dec 27 2013, 01:23 PM) *

http://www.facebook.com/l.php?u=http%3A%2F%2Fwww.maestro.ge%2F%3Faddress%3Duc%26id%3D57985%26page%3D1&h=zAQHPrsT6AQHwcRv31a3CWc42OQO-iQyua4KXRGbrIlhsVQ&enc=AZOfzXwSn1ujd0kic7mGMtywS6EQ7ZsTc-g1FmN-ik-q5X0Qt3xiyzrTk0QQwhKAZ-CY3ZwWAHvS_JMDb1O1ic6z&s=1
ესეც ვიდეო


ჩემთან არ იხსნება sad.gif რაზეა, ქეთ?

ციტატა(qetevano @ Dec 27 2013, 01:06 PM) *

ქეთევან დედოფლის ნაწილები არმოაჩინეს ინდოეტში happy.gif


ინდოეთში, გოაში, რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს წმინდა ქეთევანის ნაწილები... ახლა ალბათ კიდევ სხვა ნახეს...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 27 2013, 12:28 PM

ციტატა
ჩემთან არ იხსნება რაზეა, ქეთ?

ინდოეთში, კერძოდ გოაში აღმოაჩინეს ძვლის ნაწილები, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა და გაიგეს რომ ქართული წარმოშობისაა და ეკუთვნის ქეთევან დედოფალს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2013, 12:30 PM

ციტატა(qetevano @ Dec 27 2013, 01:28 PM) *

ინდოეთში, კერძოდ გოაში აღმოაჩინეს ძვლის ნაწილები, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა და გაიგეს რომ ქართული წარმოშობისაა და ეკუთვნის ქეთევან დედოფალს.


მადლობა უფალს wub.gif წმინდა ქეთევანი ჩემი სათაყვანებელი წმინდანია...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 27 2013, 12:31 PM

marine

ციტატა
წმინდა ქეთევანი ჩემი სათაყვანებელი წმინდანია...

ჩემიც happy.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2013, 12:35 PM

ციტატა(qetevano @ Dec 27 2013, 01:31 PM) *

marine

ჩემიც happy.gif


ასე მგონია, ქეთ, ვისაც ქეთევანი ჰქვია, ის სულიერად ჰგავს წმინდა ქეთევანს, მასსავით ძლიერი და ზეაღმატებულია smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 27 2013, 12:40 PM

marine

ციტატა
მასსავით ძლიერი და ზეაღმატებულია

არააა, გარწმუნებ მასე არაა smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 27 2013, 09:39 PM

ჩვენმა ფორუმელმა სერგიმ დაწერა ძალიან კარგი ნაშრომი ქეთევან დედოფალზე .
თუ მოახერხა და დადო , ძალიან საინტერესო იქნება...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 27 2013, 09:52 PM

აუუუ დადე სერგი გთხოვთ მთელი ფორუმი.

ხოო კიდე სადრაც წავიკითხე წეღან წმ. ნაწილების სანაცვლოდ ინდოელები მილიონ დოლარს სთხოვენ საქართველოსო. sad.gif იმედია მოახერხებენ ყიდვას

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 27 2013, 11:07 PM

სერგეი მართლაც დაუღალავად შრომობს სულიერი საკითხების გარშემო! გეუბნებით ეს კაცი ნამდვილი თეოლოგია და პატივისცემით მოეპყარით wub.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 27 2013, 11:39 PM

qetevano
წმინდა ნაწილის ყიდვაც არსებობს? ohmy.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 27 2013, 11:46 PM

G_saxva
ყიდვა, გამოსყიდვა თუ რა ვიცი რა ერქმევა რა მნიშვნელობა აქვს. ფული უნდა გადაუხადონ რომ მოგვცენ და

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 28 2013, 04:07 AM

qetevano
რეფერატები მივიტანეთ და მაგან ეგ დაამუშავა რა .
ხელით ეწერა და ისე ჩააბარა , რომ მოვისმინე , მეთქი დაბეჭდე და ფორუმზე დადე მეთქი .
რა ქნა აღარ ვიცი , ხვალე ვნახავ , გამოცდა აქვს მაგ უბედურს და მივცემ ლოცვა-კურთხევას...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 28 2013, 11:56 AM

A.V.M
უF თუ ხელით უწერია ცოდოა საამ მაგას აკრეფავს. იყოს არ გიდა სერგი smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2013, 10:46 AM

ციტატა(A.V.M @ Dec 27 2013, 10:39 PM) *

ჩვენმა ფორუმელმა სერგიმ დაწერა ძალიან კარგი ნაშრომი ქეთევან დედოფალზე .
თუ მოახერხა და დადო , ძალიან საინტერესო იქნება...


ვაიმე, გურამ, სერგის მთელი გულით ვემუდარები, რომ თავისი ნაშრომი ამ თემაში დადოს!!! ვუჩოქებ rolleyes.gif თუ ძალიან ვრცელია, უთხარი, რომ ნაწილ-ნაწილ დადოს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 30 2013, 10:41 PM

გესმის ბიჯო?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 3 2014, 03:22 PM

ინდოეთში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მკლავი, რომელიც დიდი ალბათობით ქეთევან დოდოფლისაა.

http://www.spiegel.de/wissenschaft/mensch/ausgegraben-der-arm-der-koenigin-ketevan-a-944098.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 3 2014, 09:48 PM

სერგოოოოოოოოოოოოოოოოოოო

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2014, 10:23 AM

ციტატა(k@the @ Feb 3 2014, 04:22 PM) *

ინდოეთში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მკლავი, რომელიც დიდი ალბათობით ქეთევან დოდოფლისაა.

http://www.spiegel.de/wissenschaft/mensch/ausgegraben-der-arm-der-koenigin-ketevan-a-944098.html


ქეთ, სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვენ sad.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 4 2014, 01:37 PM

ციტატა(marine @ Feb 4 2014, 07:23 AM) *

ქეთ, სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვენ sad.gif


ხო, მაგრამ დროებით შეიძლებაო წააბრძანონ საქართველოშიო.

კარგი იქნებოდა საფუძვლიანი გამოკვლევა, ნამდვილად არის თუ არა მისი წმინდა ნაწილები...

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Feb 4 2014, 06:09 PM

ციტატა
სერგოოოოოოოოოოოოოოოოოოო



ხო რაიყო? იქნებ ამ ადგილის ისტორია გადამიტარგმნოთ რას წერენ სად აღმოაჩინესო?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 5 2014, 02:35 PM

†სერგი†
2 პორტუგალიელი თვითმხილველი ბერის მიერ წაღებული წმინდა ნაწილები, 3 წელი შირაზში მალავდნენო.
1627 წელს ერთი მკლავი აღმოჩნდა გოა-ში სადაც ის იყო მოთავსებული შავ ყუთში, ან ქვის სარკოფაგში და მოთავსებული იქნა მეორე სარკმელში აუგუსტინეს მონასტრის კაპელისა ძველ გოა-ში. იქ ინახებოდა რელიქვიად. ეს კაპელა დაზიანებული იყო და ინგრეოდა, 1842 წელს კი სრულიად დაინგრა.
არქეოლოგებმა იცოცნენ რომ ამ ნანგრევებში ქეთევანი წმინდა ნაწილები უნდა ყოფილიყო, თუმცა არ ელოდნენ მის პოვნას. ბოლო-ბოლო იპოვეს ქვის სარკოფაგი შიგნით მკლავის ძვლის ნაწილებით და გარეთ კიდევ ორი განყოფილებით სადაც სხვა ნაწილები იყო. ის სხვა ნაწილები დნმ-ის ტესტით ინდოელი წარმოშობისაა ხოლო მკლავის ძვალიო არააო და დნმ რაც მასშია (U1b) ქართველებშიც არისო, ანუ ქეთევანის წმინდა ნაწილები შეიძლებაო იყოს.


// ეს მოკლედ და იმედია გასაგებად დავწერე.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 5 2014, 02:39 PM

k@the
კარგია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 6 2014, 01:49 AM

†სერგი†
ისტორია კი არა , შენი თემა დადე რა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2014, 10:37 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 6 2014, 02:49 AM) *

†სერგი†
ისტორია კი არა , შენი თემა დადე რა...



†სერგი†


გთხოვ, სერგი a025.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Feb 6 2014, 10:29 PM

ციტატა
†სერგი†


გთხოვ, სერგი


ციტატა
ისტორია კი არა , შენი თემა დადე რა...


ჩემი თემა არ არის ერთ-ერთი ისტორიკოსის კონსპექტ გავაკეთე უბრალოდ, და გპირდებით რომ აუცილებლად ავტვირთავ, ჟამთა არაჩემებურად სვლისა გამო ეგ კონსპექტი ძევს ლექტორის სამუშაო მაგიდასა შინა, რომ მოვიცლი გამოვართმევ და აგიკრეფთ მაგრამ იქ ისეთი არაფერი მიწერია რაც აქ არ დევს.

ციტატა
2 პორტუგალიელი თვითმხილველი ბერის მიერ წაღებული წმინდა ნაწილები, 3 წელი შირაზში მალავდნენო.
1627 წელს ერთი მკლავი აღმოჩნდა გოა-ში სადაც ის იყო მოთავსებული შავ ყუთში, ან ქვის სარკოფაგში და მოთავსებული იქნა მეორე სარკმელში აუგუსტინეს მონასტრის კაპელისა ძველ გოა-ში. იქ ინახებოდა რელიქვიად. ეს კაპელა დაზიანებული იყო და ინგრეოდა, 1842 წელს კი სრულიად დაინგრა.
არქეოლოგებმა იცოცნენ რომ ამ ნანგრევებში ქეთევანი წმინდა ნაწილები უნდა ყოფილიყო, თუმცა არ ელოდნენ მის პოვნას. ბოლო-ბოლო იპოვეს ქვის სარკოფაგი შიგნით მკლავის ძვლის ნაწილებით და გარეთ კიდევ ორი განყოფილებით სადაც სხვა ნაწილები იყო. ის სხვა ნაწილები დნმ-ის ტესტით ინდოელი წარმოშობისაა ხოლო მკლავის ძვალიო არააო და დნმ რაც მასშია (U1b) ქართველებშიც არისო, ანუ ქეთევანის წმინდა ნაწილები შეიძლებაო იყოს.



დიახ ჩვენ ვიცით ეგ ისტორია და ვადასტურებთ რომ ზუსტად მაგ მონასტერში, დანგრევამდე, ინახებოდა წმ. ქეთევანის ნაწილები, ბერებმა რომ მიატოვეს მონასტერი თან წაღებულის ნუსხაში არ მოიძებნება დედოფლის ძვალი, აქედან გამომდინარე ვასკვნით რომ როგორც წყაროში არის მითითებული (ძმა ამბროზიოსთან ) სარკოფაგის გვერდით ინახებოდა ჩვენი დედოფლის ნაწილი და იმედი მაქვს რომ ეგ არის რაც აღმოაჩინეს. და მე ვნახცე რაგაც "|გაზიარებები" ფაცებოკზე რომ ფულს ითხოვენო და ა.შ. კაი ვთქვათ ინდოეთის მხარე სიწმიდით ვაჭრობს და დაეცა მაგ დონემდე (ვფიქრობ უფრო მუზეუმები ვაჭრობენ, რომელთაც მიიკუთვნეს ეს წმ.ნაწილი. მეორე მხრივ განა საქართველოს არ უღირს? განა ფასდაუდებელი არ არის ეს საგანძური? ჩვენ, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მთავრობას აწარმოოს მოლაპარაკებები და ნებისმიერი ფასის შემთხვევაში მოვიპოვოთ ეს ფასდაუდებელი საგანძური!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2014, 11:49 AM

"შაჰ-აბას I-ის კარზე ბევრი ევროპელი იყო. სწორედ მათი მეშვეობით გავრცელდა ევროპაში ქეთევანის თავდადების ამბავი.

ქართველი დედოფლის წამება აღწერეს გრეგორიო ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ, კლოდ მალენგრმა და სხვებმა.

გერმანელმა მწერალმა ა. გრიფიუსმა შექმნა ტრაგედია "ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2014, 05:00 PM

"ასე ადვილი რომ იყოს სასუფეველში მოხვედრა, ქეთევან დედოფალს ძუძუებს კი არ დააგლეჯდენენ. თუ უფალმა აქ ჯოჯოხეთი არ განგაცდევინა, იქ სამოთხეში როგორ მოხვდებით?"

/წმ. გაბრიელ სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2014, 05:06 PM

" - მაღლა ცაში, უფალი ტირის ქართველი კაცის ცოდვით, ვეღარსად გაჩერდება ადამიანი, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ, განა ჩვენ წმინდა ქეთევანი გვეყოლებოდა, რომ შეშინებოდა?"

/წმ. გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2014, 08:55 PM

თეიმურაზ მეფის დაწერილი წიგნი ქეთევან დედოფალზე, რომელიც დაცულია გრემის მონასტრის მუზეუმში.


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2015, 02:27 PM

1 მარტი დიდმოწამე ქეთევან დედოფლის დაბადების დღეა wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2015, 06:16 PM

ორი აშოთან მუხრანბატონის მოღვაწეობის კვალი ათონის წმინდა მთაზე

"...კვლევისას აღმოჩნდა, რომ ათონზე მუხრანბატონთა უკვდავსაყოფად ორი ადამიანი იღწვის და თან ორივე სახელით - აშოთანი.

ისინი ერთმანეთთან თითქმის ერთი საუკუნით არიან დაშორებულნი. მათი სახელები ხშირად ჩანს ქართლის ცხოვრების ფურცლებზე, როგორც იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ისტორიის შექმნის მონაწილეებისა; ხოლო მათი ქტიტორული ღვაწლის განსაზღვრა კი მხოლოდ ზემოთ მოყვანილი წერილობითი თუ ზეპირი წყაროების გაცნობის შემდეგ ვლინდება.

პირველად, აშოთანის სახელი, 1560 წელს კარის ღვთისმშობლის ხატისათვის შეწირული სახარების ვერცხლში ნაჭედი ყდაზეა მოხსენიებული.

საქტიტორო წარწერაში ვკითხულობთ:

"ქ:ჩუენ საქართველოს ხელმწიფის ბიძაშვილმან ბაგრატოვანმან ბატონისშვილმან აშოთან შემოგწირე თქუენ პორტაიტისა ღმრთისმშობელსა წმიდა ესე სახარება. ვინც 11 ნახევდეთ, შენდობას ბრძანებდეთ, ამინ. ქორონიკონსა (6068-5508=1560 წელს)"

წარწერაში მოხსენიებული აშოთანი არის ლუარსაბ მეფის ბიძაშვილი და შემდგომში მთელი საქრისტიანოსათვის ცნობილი - წმ. ქეთევან წამებულის მამა.

იმის გამო, რომ მას ვაჟი არ ჰყავდა, გამუხრანბატონების შემდეგ, ეს ტიტული მის ძმას, ვახტანგს და მის შთამომავლობას გადაეცა.

აშოთანი, "ქართლის ცხოვრებაში" რამდენიმე ადგილას ჩანს, მაშინ, როცა თხრობა ეხება სამუხრანბატონოს და როცა იხსენიებენ მის შვილებს: კახთა მეფის დავითის ცოლს - წმინდა მოწამე ქეთევანს და მეორე ქალიშვილს, დედისიმედს, რომელიც იყო მეუღლე ქაიხოსრო ათაბაგისა..."



/სოფიო დავითაშვილი, "ფუძნარი" (წილკნისა და დუშეთის ეპარქიის ყოველთვიური გამოცემა) N1, 2015, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2015, 07:33 PM

„ნუ მძიმე გიჩანს ესე“

ჯვარზე გაკრული არსებობით ამაყობს საქართველო და ამ არსებობის იდუმალი არსი თავდადებულ მამულიშვილთა ცხოვრებაშია გადანასკვნული, ჩაკირული, ჩადუღაბებული...

კახეთის მართლმორწმუნე დედოფალმა ქეთევანმა უმალ დიდებულები მოიხმო, როცა უსჯულოსაგან გამოგზავნილმა ქართველთყოფილმა კონსტანტინე-მირზამ მისგან მაჰმადის სჯულის მიღება, სრული მორჩილება და ცოლობა მოითხოვა. დიდებულებმა ჯარი შეკრიბეს და შაჰის გეგმა კახეთის გამაჰმადიანებისა დამარცხდა - კონსტანტინე მოიკლა. ეს გახდა კახეთისა და მისი დედოფლის უსასტიკესი ტანჯვა-ვაების დასაბამი. ოთხი წლის განმავლობაში არნახული ძალით იბრძოდნენ კახელები, ასოცდაათი ათასი კაცი გაწყდა ამ უთანასწორო ბრძოლაში, დარჩენილები გაბაწრული გადაახასლეს ირანში...

ამ დროს შირაზის ციხეში დატყვევებული სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული დედოფალი ქეთევანი გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას და მოთმინებით ემზადებოდა მომავალი განსაცდელისათვის. ხანგრძლივად მარხულობდა, დღე და ღამ ლოცულობდა, ეძინა იატაკზე და თავი ედო ქვაზე... თითქოს მიწყივ ჩაესმოდა შუშანიკ დედოფლის სიტყვები: „ნუ მძიმე გიჩანს ესე...“

ქეთევან დედოფლის გაუგონარი წამებიდან ერთი წლის შემდეგ უძლიერესად დაიქუხა ქართველთა სულმა, კახეთმა გიორგი სააკაძის მეთაურობით დაამარცხა მარტყოფის ველზე უძლეველად მიჩნეული ირანის არმია და ყოველსა და ყველაფრის გასაგონად დასჭექა - ქართველების გაწყვეტა შეუძლებელიაო“.

/ნონა ახალაძე
„საეკლესიო კალენდარი ყოველდღიური საკითხავებით“ 2012, გვ. 285/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2015, 08:39 PM

"იქვე [ივერთა მონასტერში]არის კოშკი, სადაც თორნიკე ერისთავი მოღვაწეობდა, წმინდა ქეთევან წამებულის აგებული კოშკი და სამლოცველო"

/ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი
"კარიბჭე" N12, 2015, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2015, 11:41 PM

"გილოცავთ ქრისტესმიერ ძმანო და დანო!

დიდება და მადლობა უფალს! 400 წლის ძებნის შემდეგ საქართველოს მნათობის, დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამშობლოში ჰპოვებენ განსვენებას!
"

იხ. ვიდეო - https://www.youtube.com/watch?v=vHkyDjBEzh4

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2015, 11:26 AM

"საინფორმაციო სააგენტო "NEWS.GE" ავრცელებს ინფორმაციას - სექტემბერში ინდოეთიდან საქართველოში ქეთევან დედოფლის ნეშტის ერთ ფრაგმენტის დაბრუნების შესახებ.

ეს არის მარჯვენა ხელის ძვლის ნაწილი, რომელსაც 9 წლის წინ დაგრასის ნამონასტრალში, სარკოფაგში მიაგნეს.

ქართული ექსპედიცია ქალაქ გოადან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, ისინი ინდოეთის კულტურის მინისტრსაც შეხვდნენ, სადაც გადაწყდა, რომ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს უსასყიდლოდ გადაეცემა"

/"კარიბჭე" N15, 2015, გვ. 58/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 10:01 PM

"მართლაც, რაღა აზრი ჰქონდა ჩვენთვის გაცვეთილ ვარდბულბულიანობას, ამ განყენებულ პოეტურ ვარჯიშს და იმ ქვეყნის კულტურის ბრმად მიბაძვას, სადაც ველურად აწამეს ქეთევან დედოფალი, გაირეკეს ნახევარი საქართველო, ვერაგულად გამოასალმეს წუთისოფელს ბევრი ჩვენი მამულისშვილი, საბელით მოაშთეს ლუარსაბ მეფე, თავი მოჰკვეთეს პაატა სააკაძეს და აბუჩად აიგდეს ქართველი ქალის ნამუსი?

საოცარია, რა ამღერებდა მეფე პოეტს თეიმურაზ პირველს იმ შაჰის ენაზე, რომელმაც დედამისი შანთით აწამა? აკი თვითონაც ჩივის, არჩილიც დრტვინავს, სხვებიც ცდილობენ მიბაძვისა და სტილიზაციის ჩარჩოებისა და ბორკილების დამსხვრევას, მაგრამ ალბათ, საჭირო იყო გურამიშვილის მასშტაბისა და გაქანების პოეტი, რომ ტრადიციის მძიმე ბორკილები დაელეწა და სპარსთა დაშაქრულ-დაშარბათებული პოეზიის გავლენისაგან თავი დაეღწია"

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება" ტ. II. გვ.327/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2015, 09:01 AM

http://radikal.ru/big/4154b6b2756548e991683d474f9ef0ae

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2015, 07:17 PM

გამოსვლა 6

იგინივე, ქეთევან დედოფალი, მარიამ, შერმაზინ, ნოდარ, და სხვანი, ქალნი და კაცნი .



ქეთ. (შემოდის, ყმაწვილი ქალები ფეხ-ქვეშ ყვავილებს ფიანდაზად უფენენ) კურთხევა თქვენდა, კახეთის ყვავილნო, ძმანო და დანო! (თავს უკრავს ყოველ მხარეს.)

ხალ. (ქუდ-მოხდით და გატაცებით) სცოცხლობდეს ქეთევან დედოფალი, სცოცხლობდეს კახთა იმედად!

ქეთ. (მიუბრუნდება ნოდარს) უბრძანეთ საზედაშე ქვევრს მოხადონ და ხალხს დაუხვდენ... მე მინდა დღეს ყველანი გამხიარულდნენ...

ხალ. სცოცხლობდეს დედოფალი, სცოცხლობდეს მრავალ-ჟამიერ! (ამბობენ კახურს მრავალჟამიერს.)

ქეთ. აგრეთვე მოხადეთ პურის ორმოები და დაურიგეთ აქ მყოფ გლახაკთა და დავრდომილთა.


/"წამება ქეთევან დედოფლისა" ისტორიული დრამა 5 მოქმედებად
"ივერია" 1883, N4, აპრილი, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2015, 08:01 PM

http://radikal.ru/big/0d6a5c413efb428bbb8a635908ab8b76

წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხატი მიქაელ-გობრონ საბინინის „საქართველოს სამოთხიდან - XIX ს მხატვრობა-- მიხეილ საბინინი“

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2015, 08:59 PM

http://radikal.ru/big/aff4a0d3bb8243da9eeaaebecc3bfb25

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2015, 11:40 AM

უდრეკ დედოფალს
***
კელაპტარივით ციმციმებდა
მზერა დედოფლის,
შირაზის ზაცე იშლებოდა
ღრუბლის ხლართები,
შემოფანტვოდა მზეს სხივები
და ჭირის ოფლის,
ნაწვეთარ ქვაბში
შიშინებდა ცხელი შანთები.
ქართული კაბით იდგა ქალი,
ისე ვით ალვა,
ეშმაკებს თავი მოეყარათ ცეცხლის ალებზე,
არა ტკივილი, არა შიში,
არამედ კრძალვა,
კრძალვა სიშიშვლის
და ქალური რიდი თვალებზე.
არ დასტყობია აჩქარება
მკერდსა და უბეს,
სისხლის წვეთები
ეცემოდა როს ფერმკრთალ მტევანს,
წმინდა სხეულზე უგრილებდნენ
მხურვალე შუბებს,
თუმც კვნესაც კი ვერ დააცდინეს
უდრეკ ქეთევანს.
ერთ მხარეს იდგა
ბნელთა ძალთა მთელი ლაშქარი,
გამარჯვებული სული ციდან
რეკდა ზარივით,
მეორე მხარეს, ერთი სუსტი
სხეული ქალის,
მთელს დედამიწას
ანათებდა კელაპტარივით.

/ნანა მეფარიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2015, 09:24 PM

http://radikal.ru/big/c98a26e389f84db2b38d153d4f042233

ხატმწერი - ვერიკო კოტარია

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2015, 11:38 PM

http://radikal.ru/big/672aa56be760490b85541cd3771416c6

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2015, 08:47 PM

შავი მარგალიტი

იდგა მაშინ მეჩვიდმეტე საუკუნე,
წელი იყო საუკუნის ოცი
და მუხრანის სადედოფლო სანახებში
მწიფდებოდა, შავდებოდა მოცვი.

გრემის ახლოს დაუვარდა მზეს მტევანი,
(მზესაც ჰქონდა, თურმე ცრემლი დარდი)
სულთათანას ლოცულობდა ქეთევანი
კახეთიდან შორს, შირაზის ვარდი.

ისჯებოდა საქართველოს დედოფალი,
სიკვდილის წინ აღავლენდა ლოცვას,
საწნახელში თავს იკლავდა რქაწითელი
და ცრემლები მოსდიოდა მოცხარს.

გათენდა და რა გათენდა თუ გათენდა?!
ზეცას ჰქონდა ისევ ღამის ფერი,
დაღამდა და არ დაღამდა! - გადათეთრდა...
ავარსკვლავდა ზეცა ნათლისფერით!

აალდა და რა აალდა, დაიშანთა,
აღარ კვნესის წამებულის გული,
ისმის ღრენა და ყიჟინი შაითანთა
(კრულნი იყვნენ, კრულნი იყვნენ, კრულნი!)

მაგრამ ჰოი, ღმერთო, შენი საოცრება!
გადმოფრინდა ციდან ორი გვრიტი,
ცეცხლში იწვის საქართველოს დედოფალი
და ანათებს შავი მარგალიტი!...

/ციური მესხიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2015, 11:26 PM

http://radikal.ru/big/6a50d23966054921b6f0f78b4aedb337

ცხოველმყოფელი ჯვარი ჯვრის წმინდა ნაწილით და წმინდა ქეთევან დედოფლის მარჯვენა ხელის ნაწილი.

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2015, 10:10 PM

"...ოთხი წლის შემდეგ იტალიელმა მოგზაურმა, პიეტრო დელა ვალემ დაწერა: "მისი წამება იყო უდიდესი სისასტიკე, რომელიც შაჰ-აბასს ოდესმე ჩაუდენია".

წმინდა ქეთევან დედოფლის ნეშტი საფლავის მინიშნების გარეშე დაფლეს მიწაში და მხოლოდ 3 თვის შემდეგ მიაგნეს. დედოფლის ნეშტის ამოსვენების მთავარი მონაწილე მამა ამბროზიო იყო. წამების მხილველმა ავგუსტინელმა ბერებმა წმინდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს. რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად. (რომელიც შემდგომ ალავერდის ტაძარში დაიკარგა). საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ევროპაში და აზიაშიც წაასვენეს.

პორტუგალიის ქ. ლისაბონში გრასას ეკლესია-მონასტერში აღმოჩენილია წმინდა ქეთევანის წამების ამსახველი აზულეჟო*, რომელიც პორტუგალიელი მხატვრის ვალენტინ დე ალმეიდას მიერ არის შესრულებული XVIII საუკუნეში.

ქეთევანის წმინდა ნაწილები ინახებოდა ინდოეთში (გოა და გრასის მონასტერი), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარი). მისი წამების ამბავი არაერთმა მწერალმა აღწერა".

*აზულეჟო - კერამიკული ფილა

/"ლამპარი" N4, 2015, გვ.5/

http://radikal.ru/big/396c09278e90494fb8830eb38d58effe

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 01:11 PM

ერთად ავაშენოთ ტაძარი!

საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში - კახეთში, არ არის საქართველოს მნათობის, კახეთის დედოფლის, წმინდა დიდმოწამე ქეთევანის სახელობის მოქმედი ეკლესია. ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის პატრიარქის და გურჯაანი-ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, ექვთიმეს ლოცვა-კურთხევით, ერთ ლამაზ სოფელ არაშენდაში ჩაეყარა საფუძველი ტაძრის მშენებლობას. ვისთვისაც ძვირფასია წმიდა ქეთევან დედოფლის სახელი გთხოვთ, შეეწიოთ ამ საშვილიშვილო საქმეს!

ქრისტესმიერი სიყვარულით მღვდელი ნოდარი (არსენაშვილი)

თანხა შეგიძლია გადმორიცხოთ ანგარიშზე:

გურჯაანი-ვეილისციხის ეპარქია,
სოფელი არაშენდა,
წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძარი
ანგარიში (ლიბერთი ბანკი)
GE56LB0111185260684000

ასევე შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:
მაგთი და ბილაინი
0901 - 701 - 034

/"კარიბჭე" N1, 2016, გვ.62/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2016, 10:18 PM

"წმინდა კოზმანს [ხუცეს-მონაზონი, მწიგნობართუხუცესი] დაუწერია "შესხმა ქეთევან დედოფლისა", რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია".

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 42, გვ. 10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2016, 10:47 PM

"გახსოვთ, ჩვენი ერთი აწ გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწე (აღარ დავასახელებ) როგორ გაკადნიერდა, გათავხედდა (ღმერთმა უშველოს და შეუნდოს. ის გარდაცვლილია) და ქეთევან წამებულზე თქვა: რას ითმენდაო! ღმერთმა შეუნდოს და ქეთევან წამებულმა შეუნდოს".

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი" გვ. 237/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2016, 06:16 PM

"1624 წლის 12 სექტემბერს შაჰ-აბას პირველის ბრძანებით სასტიკად ნაწამები კახეთის დედოფალი ქეთევანი აღესრულა. მან არ დასთმო სარწმუნოება, არ უღალატა სამშობლოს, მის მოწამეობრივ აღსასრულსა და გაუტეხელ სიმტკიცეზე წერდნენ: არაქელ თავრიზეცი, პატრი ამბროზიო, დონ კრისტეფორ დე კასტელი, ჟან შარდენი, ანდრეის გრიფიუსი.

"ქართლის ცხოვრების" ცნობით: "ხოლო მუნ დაესწრნენ ფრანგნი და აიღეს წმინდანი ნაწილნი წმიდისა ქეთევანისნი ფრანგთა და წარიღეს თვისთა". წმინდა ქეთევანის ნაწილები მიმოიფანტა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მონასტრებში, ნაწილი ჩამოაბრძანეს და მეფე თეიმურაზმა დაკრძალა ალავერდის მონასტერში, ნაწილი ინდოეთშია გოას დე გრასის მონასტერში, ვატიკანში, ბელგიაში, ესპანეთში.

2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა დავით აღმაშენებელის სახელობის სხდომათა დარბაზში მოეწყო ჩვენი უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის ბესიკ გაფრინდაშვილის ფილმის "ქეთევან წამებულის კვალდაკვალ" ჩვენება.

ფილმზე ისაუბრეს: ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), ისტორიის დოქტორმა ბესიკ გაფრინდაშვილმა, დეკანოზმა გიორგიმ (რაზმაძე), რომელმაც ბევრი რამ გააკეთა წმიდა ქეთევანის ნეშტის მოსაძიებლად და სამშობლოში დასაბრუნებლად".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N2, 2016, ჩანართი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2016, 10:51 PM

"[წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის] თქმით, ბრიტანეთის მუზეუმს შეუძენია წმინდა გიორგის გულსაკიდი ხატი, რომელიც წმინდა ქეთევანს ეკუთვნოდა. დედოფლის წამების შემდეგ ხატში მოთავსებული ძელიცხოვლის ნაწილისთვის ქეთევანის წმინდა ნაწილიც მიუმატებიათ".

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 48, გვ. 65/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2016, 10:31 PM

წმიდა ქეთევან წამებული

(შაჰ-აბასთან ამბად მიტანილი)

- აბა მითხარი,
რა ამბავი ჩამომიტანე,
რა ხდება შირაზს,
დედოფალი შედრკა, შეშინდა?
- ო, მბრძანებელო, მოკვდა ისე,
როგორც წმინდანი,
ზეცას უშიშრად მიაბარა
მან სული წმინდა...
- რას როშავ, ბრიყვო!
ვინ თქვა ზეცად ურჯულოს სული!
ტყუილს თუ ამბობ,
არ შეგრჩება შენც მხრებზე თავი!
თქვი რომ ყვიროდა,
რომ შიშისგან გაუსკდა გული,
ცრემლით, მუდარით სავსე ჰქონდა
ორივე თვალი!
- ალაჰის მადლმა, აბა ტყუილს
ვიკადრებ შაჰთან?
ცრემლი რა არის, ერთი წვეთიც
არ დასდენია!
ჯალათმა ჰკეპა, ჯიჯგნა ხორცი,
მკერდი დაშანთა,
მას კი არც ერთი ამოოხვრა
არ დასცდენია.
უხმოდ იტანდა, ჩუმად საღვთოს
ამბობდა ლოცვას
და მხოლოდ ერთხელ -
უნდა გკადრო, დიდო შაჰინშაჰ, -
ამოიგმინა, ისიც მაშინ,
ჯალათმა როცა
შემოახია კაბა,
მკერდი როს გაუშიშვლა...
- წადი! გამშორდი!
აღტაცებას ვერ მალავ, ბრიყვო!
სასჯელს მიიღებ
ამა ამბის შესაფერისსა...
"ვერ მოვერიე, ვერ მოვკალი,
ოხ, ეს რა მიყო!.."
და ამის შემდეგ მოსვენება
შაჰს არ ეღირსა...

..................
ვერ მოერიე, ქალს, აბასო,
თითქოს უმწეოს,
ვერ მოერიე მიწას შენგან
ბევრჯერ გათელილს!
და შენს ცოდვილ სულს,
ჯოჯოხეთის ცეცხლი უწევსო,
საქართველოს კი ქეთევანის
ადგას ნათელი!

/კახა შალამბერიძე
"წმინდა ნინოს ჯვარი" კრებული 6, 2016, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2016, 09:53 PM

მანდილი რწმენის...

1624 წლის 26 სექტემბერს, სპარსეთში, ქართველობისა და ქრისტეს რჯულისათვის ეწამა ქეთევან დედოფალი-ბაგრატიონი


თუ მართლა უფლის ნება იყო
ჩემი გაჩენა, რაზე
ვემდური ადამიანებს: ან რატომ მოველ ცოდვებით სავსე
ამ ქვეყანაზე,
ან მოსვლა რატომ დავიგვიანე!..
მწარეზე მწარე
აქვე ვთქვა ბარემ:
სამასი და ათორმეტი გრძელი წელით დავიგვიანე...
ვერ მოგისწარი...
იმ ენკენისთვეს
ყველა ვარდი გადაფითრდა თურმე შირაზში...
შეახმა ხელი ყველა ჯალათს,
გარდა იმ ერთის...
სად იყო ღმერთი!
ან მე... მე სად ვიყავი მაშინ!
იმ დანაშაულს, და იმ სირცხვილს, და იმ ტკივილს
რა ჩამობანს იმ საუკუნეს,
რა წლები წაშლის!
პირჯვარს იწერდი ნაწამები...
ვის ესმოდა შენი ლოცვა, შენი ღაღადი,
იმ წამებში
რომ აღავლენდი!
შენ ანგელოსმა მოგართვა ფრთები...
ზეცად ამაღლდი...
შორს დარჩა შენი გომბორის მთები,
შენი შუამთა, შენი გრემი და ალავერდი!
მას აქეთ ბედთან ვეღარ ვრიგდები...
უბედო ბედთან მაინც რას ვდაობ;
დიდი გული გაქვს,
დიდი რწმენა და სიყვარული,
დაგვიანება მომიტევე, დედოფალო,
ქრისტესმიერო დედავ და დაო!
ისევ ლესავსო ჯალათი მახვილს...
შინაურმა თუ გარეულმა
რამდენჯერ გვიმტრო, რამდენჯერ გვავნო...
შენა ხარ ჩემი მანდილი რწმენის,
მასწავლე, როგორ ვიქეთევანო!!!

/თინათინ სიყმაშვილი
"წმინდა ნინოს ჯვარი" კრებული 6, 2016, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2016, 10:16 AM

ქეთევან წამებული

ეს სიცხადეა, საუკუნის ცისფერ ტაძართან,
სივრცე უკუნებს, დაბარბაცებს მკრთალი ნათება,
ზღვისფერ წყვიადში გაინისლა შუქი თანდათან,
ამოიცისკრა ქეთევანის წმინდა ხატება.
მთა-მწვერვალებზე მიეწურვა სული განთიადს,
ანგელოზებმა გაიტაცეს თეთრი სუდარა,
რწმენა ქრისტესი აალებულ ცეცხლად ანთია,
ვერ მოციქულობს უნდილაძის თხოვნა-მუდარა.
გაიისფრდა მზე დაღლილი ტყვევნილ ქართველთა,
ჯვარცმად ეკიდა ზეციონში წმინდა სამება,
სუნთქვა შეიკრა, ულმობელად გული დათენთა,
უებრო ლოცვამ, ღაღადისმა, ფიქრმა, წამებმა.
ჯალათის მზერამ, უბადრუკმა დახანჯლა ღელვა,
მიწა დაირწა, ქაოსურად გაჟამდა სივრცე,
დედოფლის თავზე ავარვარდა სიკვდილის ელვა,
ამაოება ამა ქვეყნის სატანჯველს მისცეს.
არ დაელოდნენ მომხილავნი გამოთენებას,
ვიდრე წამებულს დაფიფქავდა შუქი დილისა,
ქართველ დედოფლის წმინდა ძვლები წმინდა მამებმა
დაინაწილეს ვითარც განძი, ვითარც თილისმა.
და კვლავაც ცოცხლობს დედოფალი ზეციურ ელვად,
სახელი ქვეყნად, სული ღმერთთან მარად მზიანობს,
კელაპტრად გვენთოს, რომ მისაებრ ჩვენმა სახელმა
მარადიული ტაძრისაკენ გაიგზიანოს".

/ანა ბეინაშვილი
"წმინდა ნინოს ჯვარი" კრებული 6, 2016, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2016, 10:37 AM

"1601 წელს ქვათახევის მონასტერს ოქროთი და ვერცხლით 70000 ლევი შეუწირავს სვიმონ მეფის თურქთა ტყვეობიდან გამოსახსნელად. ამ პერიოდში მონასტერს წინამძღვრობდა იოანე (ავალიშვილი), რომელიც ერისკაცობიდან ცნობილი მწიგნობარი, კალიგრაფი და მხატვარი იყო. ჯერ კიდევ ერისკაცობაში გადაუწერია და მხატვრულად გაუფორმებია "ვეფხისტყაოსანი", ხოლო წმინდა მოწამე ქეთევან დედოფლის დაკვეთით გადაუწერია და შეუმკია ლოცვან-დაუჯდომელი".

/"კარიბჭე" N13, 2016, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2016, 10:52 PM

ქეთევან დედოფალს

შირაზის მრუმე ქუჩებში
ასკილის ცეცხლით თენდება...
ცა ღელავს, სულისურჩობით
ხელაპყრობილა ქეთევან!
ასკილის ცრემლის ფერია
გული, თითები, სანთელი...
დედოფლის განაჩენია
ალმოდებული შანთები.
დედოფლის ცრემლის ფერია
წვიმები მზერალურჯები,
სიცოცხლე არაფერია
თუ სამშობლოს არ უძღვენი...
ქარი ქრის, ღრუბლის ნაფლეთებს
აუფრიალებს შაჰ-აბასს...
ეს სისასტიკე მაფეთებს,
სული სამყაროს განაბავს...
სული სინათლის ნისლია,
ვნებული სისხლის ცრემლებით,
თუ ქრისტეს სასძლოდ მისვლია
მზის გულზე ამომერცხლებით...
მზე ლალისფერი სხივებით
მიუსალბუნებს დედოფალს
და ცისკრის ჩამოსხივებით
შეევედრება სვეუფალს...
შირაზის მრუმე ქუჩებში
ასკილის ცეცხლით თენდება...
სიმტკიცე - თმენაუჩვევით
ლოცვად დამდგარა ქეთევან!

/თამარ შაიშმელაშვილი
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2016, 07:26 PM

"გავიხსენოთ, რა საოცრად წარმართა თავისი პოლიტიკა წმინდა ქეთევან დედოფალმა! აი ქალის ჭეშმარიტი თავდადება იმ დროს, როცა მამაკაცებიც კი იხრებოდნენ უსამართლობისკენ. ასეთია ჭეშმარიტი მაგალითი ჭეშმარიტი ქალისა!".

/მამა კონსტანტინე გიორგაძე
"კარიბჭე" N8, 2009, გვ. 58/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2016, 09:55 PM

"- ქართველები, ჩვენდა სამწუხაროდ, ჯეროვნად ვერ ვაცნობიერებთ, თუ როგორი პატივი უნდა მივაგოთ ამ წმინდანს. იყო დრო, როცა სასამართლოებიც კი ეწყობოდა მისი წმინდა სახელის დასაცავად. პროკათოლიკურად მოაზროვნე "ქართველებს" ალბათ სჭირდებათ იმ ჭორის დაჯერება, თითქოს წმინდა ქეთევანი სიმპათიით ყოფილიყოს განმსჭვალული კათოლიკური სარწმუნოების მიმართ.

ჩვენ გვაქვს ფაქტები, დოკუმენტური მასალა - რომის პაპის ურბან მერვის მოხსენება. ჩვენ ეს მოხსენება ვთარგმნეთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, რომ არანაირი ურთიერთობა კათოლიკეებთან წმ. ქეთევანს არ ჰქონია. ურბან მერვის წინაშე ავგუსტინელმა ბერებმა დასვეს საკითხი, რომ წმ. ქეთევან დედოფალი შეერაცხათ კათოლიკური ეკლესიის წმინდანად. პაპმა მათ ჰკითხა, - აღიარა თუ არა წმინდა ქეთევან დედოფალმა პაპის პრიმატიო. მათ კი ხაზგასმით განუცხადეს, რომ დედოფალი ბოლომდე დარჩა ბერძნული სარწმუნოების მიმდევრად. მაშინ რომის პაპმა თქვა, რომ ქეთევან დედოფალს კათოლიკური ეკლესია წმინდანად არ აღიარებდა.

ერთ-ერთი ავგუსტინელი ბერის წერილში ვკითხულობთ, რომ წმ. ქეთევან დედოფალს თან ახლდნენ სასულიერო პირები (გრიგოლი და ვასილი), რომლებიც ისეთი უმანკო ცხოვრებით გამოირჩეოდნენ, რომ ნეტავი ჩვენს ძმებსაც მათთვის მიებაძათო.

კათოლიკე ბერებზე ძლიერად იმოქმედა წმ. ქეთევანის წამებამ. ისინი მასში ხედავდნენ უდიდეს წმინდანს და ხილულ სასწაულს, რომელიც წამების დროს აღსრულდა. წმიდანის გვამს ნათლის სვეტი დაადგა. ამან განაპირობა ის, რომ კათოლიკე ბერებმა გათხარეს ორმო და ამოიღეს წმინდა დედოფლის უხრწნელი და კეთილსურნებელის მფრქვეველი წმინდა ნაწილები. მწველი სიცხის ქვეშ იმყოფებოდა წმინდანის ნეშტის ნაწილები, მაგრამ მაინც არ დაუკარგავთ უხრწნელება და კეთილსურნელება. ეს უკვე მათთვისაც უდიდესი სასწაულებრივი ფაქტი იყო.

ბელგიაში სულ კითხულობდნენ, თუ როგორ მოხვდა წმ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ამ ქვეყანაში. სხვათა შორის, პორტუგალიის ერთ-ერთ არქივში აღმოჩენილია ცნობა ერთ-ერთი ბერისა. იგი შირაზში წმ. ქეთევანის წამებას ესწრებოდა და ისე უმოქმედია მასზე ამ ფაქტს, რომ წმინდანის აკუწული სხეულის მცირე ზომის ნაწილი ჩუმად აუღია და შეუნახავს. ეს ბერი წარმოშობით ნიმიურიდან ყოფილა. შემდეგ მას ეს წმინდა ნაწილი ობენის საკათედრო ტაძარში დაუსვენებია, სადაც დღემდე ინახება. 1914 წელს ეს სიწმინდე გამოფენილი ყოფილა ამ ტაძარში. ჩვენ გვაქვს ფოტო და დოკუმენტური მასალა, რომელიც ამ ფაქტის ნამდვილობას ცხადყოფს".

/მამა გიორგი რაზმაძე
"კარიბჭე" N19, 2016, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2016, 10:09 PM

"ქართველი ხალხის მეხსიერებაში ქეთევან დედოფალი დიდი ხანია გადაქცეულია ყველა ტანჯულისა და წამებულის, მაგრამ სულით უძლეველი და დაუმარცხებელი ადამიანის სიმბოლოდ".

/"კარიბჭე" N19, 2016, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2016, 11:39 AM

"მატერიალური კეთილდღეობისთვის ერთი ხელის მოსმით არ უნდა უარვყოთ ის, რაც წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში სისხლისა და ბრძოლის ფასად დღემდე მოიტანეს. წმინდა ქეთევან დედოფალი გაახსენდება უნებურად კაცს. დედოფალი, რომლის ერთი სიტყვაც კი იკმარებდა, მოსალოდნელი ტანჯვა-წამება რომ აეცილებინა და ძველი დიდება და პატივი გაათმაგებულად დაებრუნებინა".

/დეკ. დავით ხაჭაურიძე
"კარიბჭე" N19, 2016, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2016, 12:02 PM

"აქ [ალავერდში] ტრაპეზის ქვეშ ასვენია დიდმოწამე დედოფალ ქეთევანის წმინდა ნაწილები".

/"კარიბჭე" N19, 2016, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2016, 08:35 PM

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2016, 12:14 PM

"ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში მრავალი სიწმინდეა დაბრძანებული. მათ შორის არის წმინდა ქეთევან წამებულის ხატი (ხატმწერი ქეთევან ხაჟომია) წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილით. აგრეთვე დაბრძანებულია ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომლის წინაშეც ლოცულობდა წმინდა ქეთევანი.

წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარი უძველესი წარსულის მქონეა. გადმოცემის მიხედვით, ტაძარი წმინდა ილია ჭავჭავაძეს საკუთარი ხარჯებით დაუსრულებია - ავჭალის გავლით საგურამოში მიმავალი წმინდა მამა, მშენებარე ტაძრის მდგომარეობით დაინტერესებულა და მის დამთავრებაში საკუთარი წვლილიც შეუტანია. ტაძარში ღვთისმსახურება კომუნისტური რეჟიმის დამყარებამდე მიმდინარეობდა. ტაძრის ერთ-ერთი წინამძღვარი დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი ყოფილა, რომელსაც ტაძრის ტერიტორაზე საკვირაო სკოლაც ჰქონდა გახსნილი. მას ღვთისმსახურებაში დიაკვანი გიორგი ეხმარებოდა. საბჭოთა ხელისუფლების დროს ტაძარი ჯერ საწყობად, შემდეგ კინოთეატრად, მერე ბიბლიოთეკად გადაუკეთებიათ.

ტაძრის აღდგენაში უდიდესი წვლილი მიუძრვის ამავე ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ გიორგი რაზმაძეს, მის სულიერ შვილებს. დაავადებული ხეები როცა მოჭრეს, შვიდი მათგანის მერქანში აღმოჩნდა ჯვრის გამოსახულება. ჯვრის გამოსახულებები ტაძარშია დაბრძანებული.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 1998 წელს, ტაძარი ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა აკურთხა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მამა გიორგი კვლავ განაგძობს წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილების მოძიებას. ღვთის შეწევნით და წმინდა ქეთევანის მეოხებით, იმედია, მალე დაუბრუნდება მშობლიურ მიწას წმინდანის წმინდა ნაწილები".

/"კარიბჭე" N19, 2016, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2016, 03:08 PM

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2016, 09:57 PM

"წმინდა დიდმოწამე ქეთევანს "საქართველოს მნათობი" ეწოდა, რადგან ქვეყნისთვის უმძიმეს XVII-XVIII საუკუნეებში მისი ღვაწლი და მოწამეობა მთელი ქართველი ხალხისთვის სულის ცხონებისა და მამულის გადარჩენის გზის მაჩვენებლად იქცა.

მაჰმადიანობის მიღებას მან ქრისტეს მოწამის გვირგვინი ამჯობინა".

/"კარიბჭე" N9, 2008, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 10:31 AM

"ქეთევან დედოფალმა სპარსეთის ტყვეობაში დაახლოებით 12 წელი გაატარა. იგი იქ 1617 წელს სექტემბერში ჩაუყვანიათ.


დედოფალი იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, მხოლოდ მაშინ, როცა მიიწვევდნენ ხანის სასახელში ანდა თვითონ წავიდოდა ხანის ჰარამხანაში ტყვე ქართველი ქალების დასამშვიდებლად, ქრისტიანულ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად".

/"კარიბჭე" N9, 2008, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 10:49 AM

"ამბროზიო დუშ ანჟუში წერს: ქეთევან დედოფალი იყო წყნარი და კეთილგონიერი, მამაკაცებს არ ხვდებოდა, ლოცულობდა ღმეთზე და სწამდა, რომ მხოლოდ იგი დაეხმარებოდა. სწორედ ამით დაიმსახურა კეთილი ადამიანის სახელი მთელ ქალაქში, სადაც ყველა მის სათნოებასა და სიდინჯეზე ლაპარაკობდა.

ქეთევან დედოფლის 50-მდე (სხვა ცნობით - 40-მდე) თანმხლები პირი, ისევე როგორც თვითონ დედოფალი, მეტად ხელმოკლედ ცხოვრობდა".

/"კარიბჭე" N9, 2008, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 11:20 AM

"ქეთევან დედოფალს თან ჰქონდა საეკლესიო წიგნები. ერთი ევროპელი წერს, რომ მას ქეთევან დედოფლის მღვდელმა მოსემ მიუტანა ორი ქართული მშვენიერი, მოოქრულ ყდაში ჩასმული ხელნაწერი წიგნი. ერთი იყო ძველი აღთქმა ფსალმუნითურთ, მეორე - სახარება. ეს წიგნი პიეტრო დელა ვალესაც უნახავს ქეთევან დედოფალთან სტუმრობისას".

/"კარიბჭე" N9, 2008, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 07:59 PM

"ევროპელი მისიონერების დაკვირვებით, შაჰ-აბასის მიერ ქეთევანისთვის გამაჰმადიანების ან სიკვდილის სასჯელის დადება საგარემო გარემოებითაც ყოფილა გამოწვეული: "მოსკოვის მეფემ შაჰს გაუგზავნა ელჩობა, რათა ეთხოვა მისთვის ქეთევან დედოფლის გათავისუფლება და მოსკოვში გაგზავნა ამ ელჩებთან ერთად.

შაჰი მოსკოვის ელჩის საპასუხოდ მოიქცა ასე. ირანში არსებობდა კანონი, რომლის თანახმადაც გამაჰმადიანებულ ქრისტიანს ნება არ ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებისა. ქეთევანი თუ გამაჰმადიანდებოდა, ის ირანიდან ვერ წავიდოდა. მაშასადამე, რუსეთის მეფის მომლოდინე ელჩები უარყოფით "დამარწმუნებელ" პასუხს მიიღებდნენ, ხოლო თუ სიკვდილით დასჯიდნენ, შაჰი ელჩებს ეტყოდა, რომ იგი გარდაიცვალა.

პიეტრო დელა ვალეს აზრით, შაჰ-აბასმა საბოლოო გადაწყვეტილება მოსკოვის ელჩების მასთან ჩამოსვლის შემდეგ მიიღო. ქეთევან დედოფალი ან უნდა გაემაჰმადიანებინა, ან უნდა მოეკლა".

/"კარიბჭე" N9, 2008, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2016, 11:31 AM

"გრძნობდა მუქარის საშიშროებას, - წერს არქანჯელო ლამბერტი, - და გადაწყვიტა, აღჭურვილიყო ყველა იმ სულიერი იარაღით, რომლის საშუალებითაც შეეძლო დაეცვა თავი ამ საშინელ ბრძოლაში არა სიცოცხლისთვის, არამედ სიკვდილისთვის. ამიტომ ამიერიდან ჩვეულებრივზე მეტად მისცა თავი ლოცვას, ხშირად ეზიარებოდა", რამდენადაც ძალას ატანდნენ, იმდენად უფრო განმტკიცდებოდა. ამიტომ შაჰის ბრძანებით, იგი ჩაამწყვდიეს ბნელ საკანში, შეუწყვიტეს მომსახურება, აუკრძალეს მხლებლებთან შეხვედრა.

როდესაც შირაზის ხანმა გაიგო, დედოფალი წინანდელზე უფრო მტკიცედ დგას თავის გადაწყვეტილებაზეო, უბრძანა, მიეკრათ იგი ერთ ბოძზე დ წელამდე გაშიშვლებული სასტიკად ეცემათ. ეს ბრძანება მაშინვე შეასრულეს და ბოძზე მიკრულს იმდენი სცემეს, რომ ნიაღვარივით სდიოდა სისხლი. მაგრამ ამ დროს დედოფალს კვნესაც კი არ დასცდენია.

არქანჯელო ლამბერტი წერს: "მას თვალწინ ედგა გამათრახებული ქრისტე და უფრო მეტი სურვილი აღეძრა, მონაწილე გამხდარიყო მისი ტანჯვისა. ასეთი წამების მიუხედავად, დედოფალი მზად იყო, არა მარტო ერთი, არამედ ათასი სიცოცხლე რომ ჰქონოდა, ქრისტესთვის დაეთმო. ქეთევან დედოფლის მტკიცე გადაწყვეტილება შაჰ-აბასის მუქარამ ვერ შეარყია".

/"კარიბჭე" N9, 2008, გვ.16/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2016, 12:11 PM

"წმინდა დედოფალმა ქეთევანმა თავისი მაგალითით იხსნა სრულიად საქართველო გამაჰმადიანება-გათათრებისგან. როგორც "წყობილსიტყვაობაში" ანტონ კათალიკოსი წერს, მან წამებისას იგემა:

"ძუძუთა - საჯნი ნაბერწკალ-მკრთოლვარენი,
გულსა - ბარი, წელსა - ჯაჭვი განცეცხლებული,
მუსკულთ - მარწუხნი, შამფურნი მხურვალენი".

სამაგიეროდ, დაადგა ნათელი, სასუფეველი დაიმკვიდრა და უფლება მიიღო მეოხებისა წინაშე ღვთისა"

/"კარიბჭე" N9, 2008, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2016, 08:33 PM

"ჯალათებმა უსასტიკესი წამებით მოკლეს დედოფალი, "მოკვდა დიდებული დედოფალი და წამებული ქეთევანი, რომელიც მიწიერი დედოფლიდან ციური დედოფალი გახდა", - წერს ამბროსიო დუშ ანჟუში. წმინდა ქეთევანი ქართულმა ეკლესიამ იმთავითვე წმინდანად შერაცხა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კათოლიკე მისიონერების სურვილისა, ქეთევან დედოფლის წმინდანად აღიარებაზე რომის ეკლესიამ თავი შეიკავა.

ისმის კითხვა, რა მიზეზის გამო არ აღიარა რომის ეკლესიამ ქეთევანი წმინდანად, მაშინ როდესაც არა ერთი და ორი მისიონერი რომის ხელისუფლებას უმტკიცებდა, ქეთევანმა "კათოლიკური" აღმსარებლობა მიიღო, ამიტომ შეიძლება მისი წმინდანად შერაცხვაო. ქეთევანის მოწამეობის ამბავი, სარწმუნოებისთვის თავის დადება იმდროინდელ საქრისტიანო სამყაროში სწრაფად გავრცელდა. ამიტომაც რომს დიდი სურვილიც ჰქონდა მისი წმინდანად აღიარებისა, მაგრამ როგორც თანამედროვეთა ნაამბობიდან ჩანს, ქეთევანი მტკიცე მართლმადიდებელი იყო და ასევე გარდაიცვალა. ეს თვით შაჰისთვისაც ცნობილი იყო. როცა შაჰ-აბასს ქეთევანის წამებით სიკვდილის ამბავი მოახსენეს, მასთან იმ დროს ყოფილა გამაჰმადიანებული გიორგი სააკაძე. "როდესაც შაჰმა მოისმინა ქეთევან დედოფლის სულიერი სიმტკიცის, სარწმუნოების შენარჩუნებისთვის მისი ტანჯვის შესახებ და ის, რომ მან გამაჰმადიანებას წამებით სიკვდილი ამჯობინა, აღშფოთდა, მიუბრუნდა მოურავ ბეგს და შეჰყვირა: დიახ, ის ქალბატონი დაიღუპა თავისი სარწმუნოებისთვის და არა ისე, როგორც შენო და სილა გააწნა მოურავს".

ქეთევანს რწმენა რომ შეეცვალა და კათოლიკობა მიეღო, მაშინ შაჰს მოურავთან სათქმელი აღარაფერი ექნებოდა, აღარც რუსი ელჩები იქნებოდნენ ქეთევანის ბედით დაინტერესებულნი, რომელთაც სურდათ, კახეთის დედოფალი მოსკოვში წაეყვანათ. შაჰი მათ ქეთევანის მიერ მართლმადიდებლური სარწმუნოების უარყოფის შესახებ აცნობებდა და, რაც მთავარია, ევროპელთა გავლენით, კათოლიკე ქეთევანს აღარც აწამებდა (ევროპა მისი პოლიტიკური მოკავშირე იყო ოსმალებთან ომში)".

/"კარიბჭე" N9, 2008, გვ.16-17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2016, 11:57 AM

"წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია მიმოფანტული".

/"კარიბჭე" N12, 2009, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2016, 07:29 PM

"მნიშვნელოვანია, რომ წმინდა ქეთევანის სახელი მთელ ინდოეთშია ცნობილი. იციან მისი ცხოვრება და მოღვაწეობა".

/"კარიბჭე" N12, 2009, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2016, 11:57 AM

"ბელგიის უძველეს ქალაქ ნამიურში მდებარე წმინდა ობენის საკათედრო ტაძარშიც არის წმინდანის საძვალე. 1914 წლის გაზეთ "სახალხო ფურცელში" გამოქვეყნებული ფოტოს თანახმად, ყოველი ქართველისთვის სათაყვანებელი ქეთევან წამებულის საძვალე ყოფილა. 1857 წლის ჟურნალ "ცისკარში" არის ცნობა, რომ თეიმურაზთან მოვიდნენ ლათინელები, მოწამის ნაწილები მოართვეს და პატარა ნაწილი წაასვენეს ბელგიის ქალაქ ნამიურში, რომელიც დღემდე იქ ინახება. 1893 წლის გაზეთ "ივერიაში" აღწერილია ალავერდის ტაძარი და ქეთევან წამებული, რომ ლათინებმა ზოგიერთი ნაწილი მისი გვამისა - მარჯვენა ხელი და შედედებული სისხლი მიართვეს მეფე თეიმურაზს, რომელიც იმ დროს იყო გოაში, "ხოლო ეს ნაწილი ეხლაც დაცულნი არიან ბელგიაში".

ბელგიაში მოგზაურობის დროს იქაურებს აინტერესებდათ, როგორ მოხვდა მათ ქვეყანაში წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. პორტუგალიის ერთ-ერთ არქივში აღმოჩენილია ცნობა რომელიღაც ბერის შესახებ. იგი შირაზში წმინდა ქეთევანის წამებას ესწრებოდა და ისე უმოქმედია მასზე ამას, რომ წმინდანის სხეულის მცირე ნაწილი ჩუმად აუღია და შეუნახავს. ეს ბერი წარმოშობით ნამიურიდან ყოფილა. შემდეგ მას ნაწილი ობენის საკათედრო ტაძარში დაუსვენებია, სადაც დღემდე ინახება".

/"კარიბჭე" N12, 2009, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2016, 03:18 PM

"ჩვენი შეთანხმებით, წმინდა ქეთევანის ქანდაკება უნდა ვაჩუქოთ გოას მუნიციპალიტეტს, დაგრასის მონასტერს, სადაც დაიდგმება წარწერით - აქ განისვენებდა საქართველოს დეოფალი ქეთევან წამებული, რომელიც ეწამა მართლმადიდებლობისთვის სპარსეთში შაჰ-აბასის მიერ".

/"კარიბჭე" N12, 2009, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2016, 11:45 AM

"ჩვენი სოფლისთვის [ქსოვრისი] ყველაზე მტკივნეული დემოგრაფიული კრიზისია, მოსახლეობა თითქმის აღარ მრავლდება. სახლები ცარიელდება და ნადგურდება. ამას ემატება მეზობელი სოფლიდან მუეძინის ხმა (დღე-ღამეში 5-გზის). ამ ძირძველ ქართულ კუთხეში, მუხრან-ბატონის მამულში (იქ, სადაც აღიზარდა წმინდა დედოფალი ქეთევანი) , ქსნის ერისთავთა სამყოფში (წმინდა მოწამეთა შალვა და ელიზბარის მიწებზე) მუეძინის კივილი ჩვენი სირცხვილია".

/"კარიბჭე" N12, 2008, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2016, 06:43 PM

"დატყვევებულ დედოფალ ქეთევანს სპარსეთის შაჰმა მკაცრი პირობა წაუყენა - ან გამაჰმადიანებულიყო და ცოლად გაჰყოლოდა, ან წამებით დაასრულებინებდა სიცოცხლეს. ქეთევანმა მტკიცე უარი განუცხადა: "თუ მე გავწყვეტ ერთგულების კავშირს იესო ქრისტესთან, რას იზამს ყველა დედოფალი, ყველა ქალი და ქალიშვილი, რომელიც ჩემს ქვეყანაში არიან, თუ მათ შეემთხვევათ მსგავსი რამ და თუ მათ სიკვდილით დაემუქრებიან... არა, ხელმწიფევ, თქვენ დროს კარგავთ, მე სიკვდილს ვამჯობინებ ჩემი უფლის სიყვარულისთვის!" განრისხებულმა შაჰმა ბრძანება გასცა ჯალათებს - ეწამებინათ და სიკვდილით დაესაჯათ დედოფალი. 1624 წლის 13 სექტემბერს უამრავი ხალხი შეიყვარა შირაზში წამების სანახავად".

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2017, 07:44 PM

"სინაზითა და სილამაზით განთქმული დედოფალი ისე შეეგება სიკვდილს, შეწყალება არ უთხოვია"

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2017, 07:17 PM

"წმინდა ქეთევან დედოფალს სადაც ფეხი დაუდგამს, ჩემთვის უდიდესი სიწმინდეა. მეუფემ იცის ხოლმე თქმა, მუხრანის ხალხს რომ გადავხედე, მანდილოსნებში ქეთევან დედოფლის სახე ამოვიკითხეო. ალბათ განსაკუთრებით ამიტომაც მომიწევს გული მუხრანისკენ."

"ამ ისტორიულ ტაძარში წმინდა ქეთევანმა დაიწერა ჯვარი, ეს მადლიანი ტაძარი მეუფე ზოსიმემ მაცხოვრის აღდგომის სახელზე აკურთხა."

/"კარიბჭე" N4, 2008, გვ.42-43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2017, 10:32 AM

"1675 წელს კახეთში სოფელ ხოდაშენში ქეთევან დედოფალმა მამული უბოძა მახარებელ გოგოჭურს."

/"კარიბჭე" N16, 2008, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 10:52 PM

"სიამაყეს მგვრის იმის გახსენება, რომ მუხრანი ეკლესიის დიდი მოწამის, წმინდა ქეთევანის, სამშობლოა, ღვთისმშობლის შემდეგ იგი ქართველთა უდიდესი მეოხია წინაშე ღვთისა".

/დიაკონი პართენი (მიქელაძე)
"ფუძნარი" N6, 2017, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:21 AM

იდგა მამა მოსე გაავებული ბრბოსა და მრისხანე ხანის წინაშე მარტო და სანამ ქვებითა და დაშნებით ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯილი ძირს არ დაეცა, ნირი არ უცვლია...


შუა საუკუნეთა საქართველოში (და არა მხოლოდ იქ) არ დარჩა ადგილი, სადაც არ მივიდა ამბავი ქართველთა დედოფლის, ქეთევანის, ქრისტესთვის უმაგალითო წამებისა.

ამ ამბავზე აუარება მასალა, მოწმობა და მოგონება არსებობს იმდროინდელი ევროპელი თუ აღმოსავლელი მოღვაწეებისა, რომლის ნაწილიც ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია, ნაწილს კი, იმედია, დროის მსვლელობასთან ერთად აეხდება ფარდა, მაგრამ ვინ იყო წმინდა დედოფლის სულიერი მოძღვარი, ცოტამ თუ იცის.

ილია ტაბაღუამ თავის ნაშრომში "საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში" სხვა ფასეულ მასალასთან ერთად ქეთევან დედოფლის თანამედროვე უცხოელ მოღვაწეთა არაერთი მოწმობა შეკრიბა მისი მოძღვრის, მრავალმხრივ ღირსეული ადამიანის, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანისთვის სრულიად უცნობი მღვდლის, მამა მოსეს შესახებ.

მაგალითისთვის, პორტუგალიელი ელჩი, დონ გარსია დე სილვა იფიგერიო, იმდენად ყოფილა აღფრთოვანებული ქართველი სასულიერო პირით, რომ მისი ზნეობა მაგალითად დაუსახავს თანამემამულეთათვის. აი მისი ნაწერიც: "გარდა იმისა, რაც გარეგნულად ჩანდა, მასში ამოიკითხავდით ცხოვრების წმინდა წესს და ჩვეულებათა სიმარტივეს, ხოლო ეს ხდიდა იმის ღირსად, რომ ჩვენს ევროპელ მღვდლებს მისთვის მიებაძათ". მსგავსადვე ფიქრობდა სახელგანთქმული მოგზაური პიეტრო დელა ვალეც.

მამა მოსეს ღრმა სულიერება და მხურვალე სარწმუნოება უცხოობაში კიდევ უფრო განამტკიცებდა წმინდა დედოფალს, რაც შეუმჩნეველი, რაღა თქმა უნდა, არ დარჩენიათ ირანის სამეფო კარზე და თავიდან მოსაცილებლად ხან რა დასწამეს მოსე მღვდელს, ხან რა. ერთნი ამბობდნენ, - შირაზის ხანის მდივნის თანამეცხედრეს გაუმიჯნურდაო... ამ საშინელი ცილისწამებით წაქეზებული ქმარი "შურის საძიებლად" იარაღით შეიჭრა მამა მოსეს სამყოფელში, მაგრამ ამ უკანასკნელმა ჯერ დაშნა გამოსტაცა და ფანჯრიდან გადააგდო, შემდეგ კი მდივნის მხლებელ სამხედროებს თავისი დატუსაღების უფლება მისცა.

შირაზის ხანმა მყისვე გაიყვანა თავისი სასახლის დიდ მოედანზე მსჯავრდადებული მღვდელი და "დიდსულოვნად" შესთავაზა: - გადმორჯულდი, ქრისტე დათმე და სიცოცხლესთან ერთად პატივსა და ქონებასაც მიიღებო. ალბათ, თქმა აღარ უნდა, თუ რა პასუხი მიიღო ხანმა - ქეთევან დედოფლის მოძღვისგან სხვა საქციელს რომელი ქრისტიანი წარმოიდგენდა?

იდგა მამა მოსე გაავებული ბრბოსა და მრისხანე ხანის წინაშე მარტო და სანამ ქვებითა და დაშნებით ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯილი ძირს არ დაეცა, ნირი არ შეუხრია...

იტალიელი მისიონერი ამბროსიო დუშ ანჟუში წერდა, მამა მოსესადმი წაყენებული ბრალდება სწორედ იმან გამოიწვია, რომ მაჰმადიანნი, საზოგადოდ, ქრისტიანთა მტრები არიან და ყოველჟამს მათ დაღუპვას იქადიანო. თავად ილია ტაბაღუა კი მიიჩნევდა, რომ "ქეთევან დედოფლის მოძღვრის - მოსე მღვდლის მკვლელობის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ, სპარსელთა აზრით, იგი დედოფალს ქრისტეში განამტკიცებდა და თუ მოაშორებდნენ, დედოფალიც ადვილად დათმობდა რწმენას და ისლამს შეუდგებოდა..."

ეს ამბავი წმინდა დედოფლის წამებამდე ხუთი წლით ადრე მოხდა და ამან არათუ დააძაბუნა, წარმოუდგენლად განაძლიერა კახთა დედოფლის სარწმუნოება - ჯალათთა მარწუხების, მუგუზლებისა და ენით უთქმელი წამების შედეგად საქართველოს უდიდესი წმინდანი და მეოხი შეეძინა.

მოდით, ნაგვიანევი პატივი მაინც მივაგოთ მამა მოსეს უწმინდეს სულს და მდაბლად ვთხოვოთ, ჩვენი შუამდგომელიც იყოს უფლის უწმინდესი საყდრის წინაშე.

/"კარიბჭე" N18, 2009, გვ.22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 11:19 AM

"დღეს რომ ქუჩაში გააჩეროთ მორთულ-მოკაზმული ადამიანები და შეეკითხოთ, რა ღვაწლი გასწია წმინდა ქეთევან დედოფალმა ღვთის და ერის წინაშე, შესაძლოა, ვერ გიპასუხოთ."

/მამა გიორგი რაზმაძე
"კარიბჭე" N20, 2009, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2017, 02:55 PM

23 სექტემბერს საქართველოში წმინდა დიდმოწამის, დედოფალ ქეთევანის წმინდა ნაწილის საქართველოში დროებით ჩამობრძანებასთან დაკავშირებით საპატრიარქო მრევლს განცხადებით მიმართავს.

„23 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოში ინდოეთიდან დროებით ჩამობრძანდება ჩვენი დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. ასეთი ტანჯული, ღვთისა და ქვეყნისათვის ასეთი თავდადებული დედოფალი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია. ფრიად სამწუხაროა, რომ მისი ნეშტი ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ კვირას, 24 სექტემბერს, წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილი, წირვაზე, 11:00 საათზე, მუზეუმიდან გადაბრძანებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში და თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება, თქვენი სიყვარული და პატივისცემა გამოხატოთ მისდამი.

ლუსკუმა წმინდანის ნაწილით 25 სექტემბერს, ორშაბათს, 13:00 საათზე, წაბრძანდება კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე წმინდა ქეთევანს მლოცველებმა იქ სცენ მას თაყვანი.

შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.

ყველა ქეთევანს, სრულიად საქართველოს ვულოცავთ დიდმოწამის წმინდა ნაწილის შემობრძანებას სამშობლოში“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2017, 10:40 PM

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2017, 11:37 AM

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 09:32 AM

"დედოფალი ქეთევანი შემოივლის მთელს საქართველოს და შეხედავს, როგორ ბრძანდება საქართველო მის გარეშე. ვიმედოვნებთ, მისი ლოცვა შეგვეწევა და უკეთესი ცხოვრება გვექნება".

/ილია მეორე
"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2017, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 10:00 AM

"ასეთი ტანჯული, ღვთისა და ქვეყნისთვის ასეთი თავდადებული დედოფალი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2017, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2017, 09:13 PM

"დღეს მთელი ქართველი ხალხი თითქოს შეუერთდა ცას. ცა და ქვეყანა გამთლიანდა, ჩვენთან დაბრუნდა ჩვენი საყვარელი დედოფალი ქეთევანი. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც იღვაწა და იპოვა ეს წმიდა ნაწილები. ეს არიან სამღვდელოება, ასევე მადლობას ვწირავ ინდოეთის ხელისუფლებას, ელჩს.

ქეთევან დედოფალი შეგვეწევა და უკეთესი ცხოვრება გვექნება", - ბრძანა პატრიარქმა".

/"ქვაკუთხედი" N10, 2017, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2017, 10:19 AM

------

"ქ. გოას მუზეუმიდან საქართველოში [2017 წლის 23 სექტემბერს] ჩამოასვენეს წმინდა ქეთევან წამებულის მარჯვენა მკლავის ორად გადატეხილი წმინდა ნაწილი.

წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილებს თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა საგანგებოდ მორთული თეთრი ჯიპი, რომელსაც თავზე ყვავილებით შემკული სამეფო გვირგვინი ადგა. გვირგვინი ცოცხალი ყვავილებისგან ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დედებმა დაწნეს მონაზონ თეკლას (სიხარულიძე) ხელმძღვანელობით".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2017, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2017, 10:19 AM

"უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სიტყვით მიმართა ქართველთა მნათობ წმინდა დედოფალ ქეთევანს:

"ქართველი ხალხი დიდი სიყვარულით და მოწიწებით მოგესალმებათ თქვენ, ქეთევან დედოფალო, მიესალმება თქვენს დაბრუნებას სამშობლოში!

ყველანი იმედით შევცქერით თქვენს ჩამობრძანებას საქართველოში!

ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ლოცვით გამთლიანდება ჩვენი ქვეყანა, დამშვიდდება საქართვველოს ეკლესია და ჩვენი მომავალი იქნება კეთილი და მშვიდობიანი!

გიხაროდენ, ფრიად მშვენიერო მოწამეთა შორის!

გიხაროდენ, ქეთევან დედოფალო, ბრწყინვალეო, გვირგვინოსანთა შორის, ამინ!"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2017, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2017, 01:36 PM

"შირაზის მცხოვრებნი ქართველთა დედოფლის წამებას დაესწრნენ. მოწამისადმი დიდი სიბრალულის მიუხედავად, შაჰის შიშით ვერავინ გაბედა მის წმინდა ნეშტთან მიახლოება".


"როგორც კი ქეთევან დედოფალმა სული განუტევა, მისი ნეშტი ტომარაში ჩააგდეს და ორ კაცს დაავალეს იგი მინდორში წინასწარ გამზადებულ ღრმა ორმოში დაეფლათ. ცხედარი ორმოში ჩააგდეს და ისე დააყარეს მიწა, რომ ქრისტიანებს ვერც კვალი შეემჩნიათ და არც რაიმე მოსაგონარი დარჩენოდათ... დედოფლის ნეშტი დამარხული იყო სამი თვისა და ცამეტი დღის განამვლობაში..."

/მამა ამბროზიო დუშ ანჟუში/

/"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2017, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2017, 09:01 PM

"1588 წელს ტახტის კანონიერ მემკვიდრეს, დავითს, ცოლად აშოთან მუხრანბატონის 16 წლის ქალიშვილი ქეთევანი შერთეს. დავითსა და ქეთევანს ორი შვილი მიეცათ: თეიმურაზი და ელენე".

/"კარიბჭე" N8, 2004, გვ.22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2017, 09:47 PM

"წმინდა დედოფლის უხრწნელი სხეული კეთილსნელებას გამოსცემდა, მიუხედავად იმისა, რომ მოწამეობით აღსრულებული დედოფლის გვამი მრავალი საათის განმავლობაში მწველი მზის პაპანაქება სიცხეში ესვენა".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2017, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2017, 09:42 PM

"მამა ამბროზიომ თეიმურაზ მეფეს მიართვა წმინდა დედოფლის თავის ქალის ნაწილი და ფეხი, რომელსაც ჯერ კიდევ ემჩნეოდა მარწუხების კვალი. თეიმურაზ I-ის ბრძანებით, დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძრის საკურთხეველში დაასვენეს".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2017, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2017, 11:24 AM

"როგორც რუსეთის ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული მასალებიდან ირკვევა, თეიმურაზ I-ს ალავერდში არსებული ნეშტის ნაწილიდან, მცირედი რელიკვია რუსეთის მეფისთვის ალექსეი I-ისთვის გაუგზავნია 1656 წლის 18 აპრილს და მიუწერია კიდეც: "Да послал я к тебе часть мощей матери моей от ноги великого перста". ზოგიერთი წყაროების თანახმად, ეს სიწმინდე უნდა ინახებოდეს ზაგორსკის მონასტერში".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2017, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2017, 10:29 AM

"ალავერდში დარჩენილი წმინდა ნაწილები 1723 წელს დაიკარგა, როდესაც კახეთის სამეფოს თავს დაესხნენ ოსმალები და ლეკები".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2017, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2017, 10:43 AM

"ისტორიული წყაროებიდან ასევე ცნობილია, რომ წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები გოაში, დაგრასის ავგუსტინელთა მონასტერში, ჩასვენებული იყო შავი ქვის კუბოში და საკურთხეელის მარჯვენა ნაწილში ინახებოდა.

2006 წლის ზაფხულში ინდოელმა არქეოლოგმა ნეზამუდინ ტაჰირმა გოას ავგუსტინელთა მონასტერში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიაკვლია წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს. აღმოაჩინეს წმინდა ქეთევან დედოფლის მარჯვენა ხელის ძვალი. როდესაც სიწმინდე კუბოდან ამოიღეს, იგი შუაზე გადატყდა.

ძვალს ჩაუტარდა სპეციალური ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს მართლაც მარჯვენა ხელის ძვალი იყო და სტრუქტურული აღნაგობით ქალს ეკუთვნოდა. მოკვლეულ სიწმინდეს ჩაუტარდა დნმ-ის ანალიზი. უახლესი ტექნოლოგიებით მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ნეშტი ეკუთვნის კავკასიური რასის ქალბატონს ბაგრატიონთა გვარიდან და იგი XVII საუკუნით დაათარიღეს.

წმინდა ნაწილები ნაპოვნი იქნა სწორედ შავ კუბოში გოას ავგუსტინელთა ტაძრის ტერიტორიაზე. ამიტომ წმინდა ნაწილების კუთვნილებაზე არავითარი ეჭვის საფუძველი აღარ არსებობს".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2017, გვ.9-10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2017, 07:14 PM

"წამების წინ დედოფალმა სამშობლო შეავედრა უფალს, შესთხოვა, მიეცა მისთვის ძალა და მხნეობა, რათა გაეძლო ტანჯვისათვის და ღირსეულად შეხვედროდა აღსასრულს. მხოლოდ ეს ითხოვა, "ხელებს მაჰმადიანივით ზურგსუკან ნუ გამიკრავთ, წინ შემიკარით, როგორც ქრისტიანს შეშვენის, რათა შემეძლოს მაღლა, უფლისაკენ, აღვაპყროო".

/"კარიბჭე" N8, 2004, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2017, 07:51 PM

"XVII საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს, ავგუსტინელ მისიონერებს წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი სთხოვა ცნობილმა იტალიელმა მოგზაურმა, პიეტრო დელა ვალემ. ბერებმა მას შესწირეს დედოფლის ქვედა ყბა კბილების გარეშე. ეს სიწმინდე 1631 წლის 5 ივნისს, რომში, პიეტრო დელა ვალეს გადასცეს თეატინელმა ბერმა დონ პიეტრო ავიტაბილემ და მამა ანტონიო დე სანტო ვისენტემ, რაც დოკუმენტური ხელმოწერებით გაფორმდა. ეს სიწმინდე პიეტრო დელა ვალეს ოჯახში ინახებოდა და მისი ადგილ-სამყოფელი დღეისთვის უცნობია.

1894 წელს ჟურნალ "მწყემსში" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც აღნიშნულია: "ქეთევან დედოფლის ნეშტის ნახევარი გორში თეიმურაზ მეფესთან გაგზავნეს, მეორე ნახევარი კი ევროპაში წაიღეს და რომში წმინდა პეტრეს ტაძარში მოათავსეს". ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, წმინდა პეტრეს ტაძარში დაბრძანებულია წმინდა დედოფლის ქვედა ყბის წმინდა ნაწილი".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2017, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 11:06 AM

"წმინდა დედოფალ ქეთევანის წამების შედეგად საქართველოს გამოფხიზლება და თავისუფლების სულის აღზევება მოჰყვა. 1625 წელს მოხდა მარტყოფის ბრძოლა, რომლის შედეგად განადგურდა სეფიანთა ირანის ლაშქარი შაჰ-აბასის უდიდეს მხედართმთავართან, ყარჩიხა-ხანთან ერთად. იმავე წლის შემოდგომას გაიმართა მარაბდის ბრძოლა, სადაც სეფიანთა ირანის ჯარი თითქმის მთლიანად განადგურდა.

წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამეობამ საბოლოოდ ჩაშალა შაჰ-აბასის გეგმა გურჯისტანის მთელი მოსახლეობის სრულად გამაჰმადიანების თაობაზე!"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2017, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 11:20 AM

"იგი არ ტიროდა, არც კვნესოდა, მხოლოდ ჩურჩულით ლოცულობდა"

/"კარიბჭე" N8, 2004, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 11:38 AM

"ეკლესიის ისტორიაში, მთელს მსოფლიოში უპრეცედენტოა ქვეყნის დედოფლის ესოდენი სასტიკი წამება ქრისტეს სჯულისთვის, როგორიც წილად ხვდა წმინდა ბრწყინვალე მნათობს ქართველთა ქეთევან დედოფალს! ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მძიმე ჟამს ჩამობრძანდა. ქართველთა წმინდა დედოფალი ქეთევანის ლოცვა შეეწიოს ჩვენს ერს და სრულიად საქართველოს!"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2017, გვ.11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 09:12 PM

"ქეთევან დედოფალმა, რომელიც ირანის შაჰის ტყვეობაში აღმოჩნდა, მართლმადიდებლური სარწმუნოების მტკიცე დაცვითა და შეუპოვრობით ერს ღირსება შეუნარჩუნა".

"ქეთევან დედოფალზე შეგვიძლია გავიმეოროთ გერმანელი მწერლის ა. გრიფიუსის მიერ წმინდა ქეთევანზე დაწერილი ტრაგედიის სათაური "ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N28, ჩანართი "ქართული უნივერსიტეტის გამოცემა" გვ.1/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2017, 06:31 PM

"დედოფლის დამწვარი, დასახიჩრებული სხეული სპარსელებმა მინდორში საიდუმლოდ დაფლეს, რათა ქრისტიანებს ვერ ეპოვათ იგი. სამი თვე ამაოდ ეძებდნენ შირაზში მცხოვრები ავგუსტინელი მისიონერები დედოფლის საფლავს, სანამ ზეციდან გადმოსულმა ნათლის სვეტმა ნიშანი მისცა მათ.

სპარსელების შიშით ღამე ღრმა ორმო გათხარეს, ამოასვენეს დედოლის უკვე დაშლილი ნეშტი და თავიანთ მონასტერში წაასვენეს. "წმინდანის სხეული ისეთ სურნელს აფრქვევდა, ყველა იქ მყოფს სიმშვიდე მოჰგვარაო", - წერდა მამა ამბროზიო დუშ ანჟუში.

მისიონერები წმინდა ნაწილების შირაზში დატოვებას მოერიდნენ და ისინი ჯერ ისპაჰანში, შემდეგ კი გოაში, პორტუგალიელ ავგუსტინელთა მონასტერში, გადაასვენეს.

ქეთევან წამებულის სხეულის ნაწილები უდიდეს სიწმინდედ ითვლებოდა. უამრავ მონასტერს სურდა ესოდენ ძვირფასი რელიკვიის მიღება. ასე გაიფანტა დროთა განმავლობაში წამებული ქართველი დედოფლის ნეშტის ნაწილები თითქმის მთელ მსოფლიოში".

/"კარიბჭე" N8, 2004, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2017, 06:55 PM

"1626 წელს ავგუსტინელმა მისიონერებმა წამებული დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოასვენეს. ქვეყანა მათ ომებითა და შემოსევებით აოხრებული დახვდათ. ხალხს არ ჰქონდა პური, მხოლოდ გარეული ხილით იკვებებოდნენ, მაგრამ სპარსელთა უღლისგან განთავისუფლებულნი მაინც ბედნიერად თვლიდნენ თავს.

ავგუსტინელებმა წმინდა ნაწილები მეფე თეიმურაზს გადასცდეს. "მთელი მსოფლიოს განძი რომ ჩამოგეტანათ ჩენთვის, დედაჩემის სხეულის ჩამოსვენებას ვერ შეედრებოდაო", - უთქვამს მას. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს".

/"კარიბჭე" N8, 2004, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2017, 03:37 PM

"ქეთევან დედოფალი იდგა შუაში მტანჯველთა შორის, როგორც კლდე და წყნარად და დამშვიდებით ასე ლოცულობდა: "უფალო იესო ქრისტე, ნუ ჰყოვნი მიღებად სულისა ჩემისა!"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2017, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:44 PM

"შეგახსენებთ, რომ ინდოეთიდან ჩამოტანილი ქართველი დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში 6 თვე დარჩება და ქვეყნის ყველა ეპარქიას მოივლის".

/"კარიბჭე" N23, 2017, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2017, 09:49 PM

"წმ. ქეთევანის ცხოვრების გზა მუხრანში დაიწყო. აქედან გაათხოვეს 14 წლის ყმაწვილქალი. "...იყო იგი მცოდნე საღვთო წერილისა, სათნოებითა მომგები ქალწული, ქალი ნარნარი და მხნე კეთილთა მოქმედებითა, ყრმამშვენიერი და უმშვენიერესი..." წერდა მემატიანე".


"ჩემს სულს სხეულის გადარჩენისათვის არ გავწირავ, არ გავწირავ ქრისტიანობას და ქართველებს, სხეული მიწაა და დღეს თუ ხვალ ისიც მიწად უნდა გადიქცეს, ხოლო ქრისტეს სჯული და საქართველო, რომელიც ჩემში დაბადებიდანვეა ჩასახული - უკვდავება და მარადიული!" - ბოლო სიტყვებია დედოფლის".

/ია ბაგრატიონ-მუხრანელი
"ქაროზი" N75, 2017, გვ.2/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 10:43 AM

"საჯელს დამნაშავეებს უსჯიან, ქეთევან დედოფალი კი ქრისტეს და სამშობლოს სიყვარულისთვის უსასტიკესი წამებით გამოასალმეს სიცოცხლეს. როცა სული ანგელოზებმა წააბრძანეს, ტანჯულ სხეულს ნათელი სვეტი დაადგა. დედოფლის გულშემატკივრები მიხვდნენ, რომ უდიდესი წმინდანი ესვენა მათ წინაშე. დაბრმავებულმა ჯალათებმა კი ტომარაში ჩააგდეს და შორს, მინდორში, წინასწარ ამოთხრილ ღრმა ორმოში ისე ჩაფლეს, ქრისტიანებს კვალისთვის რომ ვერ მიეგნოთ.

მამა ამბროსიო დუშ ანჟუშმა იცოდა ის ადგილი და სამი თვის შემდეგ, თანამზრახველებთან ერთად, საიდუმლოდ გათხარა საფლავი. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა - დაფლეთილი სხეული ვარდის სურნელს გამოსცემდა (ალბათ ამიტომაც უწოდეს "შირაზის ვარდი"). ეს საზარელი სცენა ერთი ფრაგმენტია დაგრასას ტაძრის კედელზე თვითმხილველის მიერ დახატული ფრესკიდან, რომელზედაც წმ. ქეთევანის სრული წამებაა ასახული".

/ქაროზი" N75, 2017, გვ.3/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 08:39 PM

"და, აი, გაისმა სამეუფო ზარების რეკვა. გაიღო ჭიშკარი და ეზოში შემოცურდა თეთრი ავტომანქანის თავზე დაბრძანებული ყვავილებით დაწნული უშველებელი გვირგვინი.

...მოცურავდა გვირგვინი ნელა, ამაყად, ვითარცა სინდისი ქართველი ერისა, რომელიც ასე ღირსეულად ატარა დედოფალმა..."

/ქაროზი" N75, 2017, გვ.3/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2017, 11:42 AM

"...ამ ამბის მერე კი განსაკუთრებით გაახშირა სავედრებელი პარაკლისები. 2015 წლის ივლისში მუხრანში წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. დღესდღეობით ცოტაღა აკლია, რომ ჭერი შეიკრას".

/"კარიბჭე" N24, 2017, გვ.21/

ძალზედ საინტერესო ამბავს გაეცანით ჟურნალში smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 10:01 PM

ქეთევან დედოფალს!

/ვლადიმერ ბერუაშვილი/

...მიიღო ძლევაი ხორცთა ზედა...
დედაო ჩვენო, როგორ ევნე, როგორ ეწამე,
რა განსაცდელი მოგივლინა ბედმა, რა კრული,
შირაზის ბაღში სერაფიმი იჯდა ლერწამზე,
არ გათათრდეო, შენ გეძახდა თავგადაკლული,
ქრისტეს რჯულისთვის, ხორცთა ძლევით ტანჯვით ეწადე,
რომ გარდმოგეხსნა საქართველო ჯვარზე გაკრული.

რად არ შეჰკივლე სუსტმა ქალმა უფალს ხსნისათვის,
როცა მკერდიდან აგაგლიჯეს ძუძუ მარწუხით,
თვით იესოც კი მთაზე შესდგა, ეთქვა ცისათვის,
რომ განეშორა მამას მისგან შხამი ნამწუთხი.

ჩამოგაგლიჯეს გულზე ჯვარცმა, მიწა ქართული,
შემოგაფხრიწეს ნაზ სხეულზე თეთრი სუდარა,
მარტვილობის წინ ისე იყავ ლოცვით გართული,
არ წაგცდენია ბაგეთაგან ხვეწნა-მუდარა.

ვარვარა შანთი დააძგერეს შენს ნაძუძურებს:
"უარჰყავ ერი, ქრისტეს რჯული, ქალო, უარჰყავ!
ვიღასთვის კვდები? საქართველოც დაგიუძლურეს,
აღარც ქმარ-შვილი, უფლისწულნიც, ქალ, თუ არ გყავს?!"

მაგრამ, შენს უკან საქართველო იდგა ჯვარცმული,
ფენიქსივით რომ აღმდგარიყო შენი ფერფლიდან,
მარად ჰქონოდა ქრისტეს მადლი ნინოს წარსცხმული,
და სათნოება, დედოფალო, ღვთით რომ გეფინა.

შენი სამშობლო ჯერ ასე არ გამწარებულა,
სისხლმოწყურებულ ურჯულოთა შემოსევებით,
რჯულისთვის ქალი, დედა შენებრ არ წამებულა,
რომ სულსა შენსა განესვენა ცად მოსვენებით.

სისხლით უძღები შაჰის ზრახვებს შეეჭიდე და,
ერთი ცრემლიც კი არ გადმოსკდა შენს თვალს, წამწამებს,
იცოდა მანაც, შენც იცოდი ვის რა სჭირდება,
და ამიტომაც, დედოფალო, უღვთოდ გაწამეს!

არ შეაშრება შენი სისხლი შირაზის მიწას!
არც შაჰ-აბასის ბოროტების მიშვებულ აღვირს,
შენს ნატიფ სხეულს, შენს ძუძუებს ქვაფენილს მიმწვარს,
საამაყო ცრემლს ერთი შენი სამას წელს აღვრის!

არც ლეგენდა ხარ, არც ზღაპარი, ან რაღაც მითი,
ისტორია ხარ წამებული! შვილთათვის დედა,
საკუთარ ნებით ერის ხსნისთვის ცეცხლზე რომ მიდის,
და არასოდეს ჟამთასვლაში აღარა კვდება!

დედაო ჩვენო, ღვთისმშობელის ტერფებთან მყოფი,
ციდან დაგვყურებ, როგორც მთვარე, ღვთის გზას არ აცდეთ,
რადგან ჯერ წინ გვაქვს გასავლელი ველი მარტყოფის,
ქრისტეში ვიყოთ ერთ კონად და კი არ დავცალდეთ,
რომ არ დაგვიდგეს მომავალი ყოფნა-არყოფნის,
თავგანწირვა კი, შენი, შვილებს ხსოვნად გადავცეთ.

თუნც ერთი ბწკალი, დედოფალო, შენი ძვლების,
შეიძლებოდეს ჯვართან ერთად გულით ვატარო,
იმ ტკივილს ვგრძნობდე ხორცსა ზედა შენზე ძლევისა,
ცად უფლისაკენ შენი რწმენით მეც, რომ მატაროს,
რომ მე, ქართველი, ეს ეპოქაც რყევა-ძვრებისა,
ჩემთვის საშიში მაცხოვრის გზით გადამატაროს.

/ლიტერატურული ჟურნალი "ოლე" N4, 2017, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2018, 11:48 AM

შირაზის ვარდი

......
ქართლის კათალიკოსმაო,
წმინდა ზაქარიამაო,
ქეთევან წამებულიო
წმინდანადა შერაცხაო.
დიდმოწამის ხსენებაო
წამების დღეს დაწესდაო,
ათცამეტ სექტემბერსაო,
მუნ ენკენიობასაო.
ნაწილნი მარტვილისაო
დაცულია მცხეთასაო,
სამთავროის ტაძარსაო,
ოცდაერთნაწილიანო
წმინდა ნინოის ხატსაო,
მუნცაო ავჭალასაო,
წმინდა დიდმოწამისაო
ქეთევანის ტაძარსაო.
მსგავსადა სხვა ქვეყნებსაო:
მუზეუმ-მონასტრებსაო,
ინდოეთსა - გოასაო,
ბრიტანეთსა, ზაგორსკსაო,
ბელგიას, ესპანეთსაო...
ცნობილია წმიდისაო,
თქმული პყრობილებასაო:
"ანბანთქება", "ვედრებაო"
სხვანიო შესხმანიაო,
სად წინასწარმეტყველაო:
"ჰაი, ჰაი, მომშორდა ლხინი და შვება,
ჰოი, ჰოი, წარმიხდა სახიერება"...


საქართველოს მთიებსაო,
კახეთის დედოფალსაო,
იბერთა მეოხსაო,
წმიდასა ქეთევანსაო
მაცხოვარმა დაადგრაო,
გვირგვინიო ძლევისაო,
სამოთხესა იშვებსაო,
"მეორე მზე" ქართველთაო".

/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)
"ივერთა მზეო ქართველთ ლხენაო" გვ. 118/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2018, 10:48 AM

"ავალიშვილი იოვანე - XVII ს-ის დამდეგს სამცხეში საფარის მონასტრის წინამძღვარი უნდა ყოფილიყო; 1605 წელს იგი უკვე ქართლში ჩანს, ხოლო 1609 წელს ქვათახევის წინამძღვარია.

ამავე წელს მას კახეთის დედოფლის ქეთევანისათვის გადაუწერია "იბაკონი ღმრთისმშობლისანი", როგორც ამას ხელნაწერისათვის დართულ ანდერძში ვკითხულობთ.

1612 წლიდან იოვანე ალავერდის მთავარეპისკოპოსია, 1630 წელს ქართლის მთავარეპისკოპოსია, ხოლო 1639 წელს უკვე გარდაცვლილად იხსენიება".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009", გვ.124/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2018, 09:48 PM

"ტანჯვათა ფერადოვნებით" აღესრულა ქრისტეს რჯულის ახოვანი დამცველი".

"1636 წელს კლოდ მალენგრმა, ხოლო 1646 წელს ანტონიო დე გრივამ ფრანგულად დაბეჭდეს წმიდა ქეთევანის ცხოვრება"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N12, 2018, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2018, 10:22 AM

"მკვლევართა ვარაუდების მიუხედავად, კვლავ ბუნდოვანი რჩებოდა დაბადების თარიღი. სადღეისოდ, საკითხი ასე დგას: ჩვენ ვიზიარებთ ისტორიკოსის გიორგი სარაჯიშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წმინდა ქეთევანის შობის თარიღი მოცემულია მისი შვილის, მეფე თეიმურაზ პირველის ზემოთ ხსენებულ პოემაში "წამება ქეთევან დედოფლისა".

კერძოდ, პოემის 76-ე სტროფში ვკითულობთ: "მათ აწამეს წმინდა ესე სეკდენბერსა ათორმეტსა" და იქვე: "...ათერთმეტსა მარტში დარჩა მას მეუფეს ქრისტიანი ნათლის სვეტსა".

მაშასადამე, დასახელებულ სტროფში ავტორი ერთდროულად გადმოგვცემს დედის აღსასრულისა და შობის ("ათერთმეტი" - ახალი სტილით - 24 მარტი) რიცხვებს".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N12, 2018, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2018, 09:28 PM

"დღეისათვის, აქ, ნატაძრალის ფუძნარზე უკვე ორნავიანი ბაზილიკაა ამომართული. ტაძრის მაშენებლები რეკლამას ერიდებიან და უჩინრად ცდილობენ საღვთო საქმის კეთებას.

სათაყვანო წმინდანისადმი განსაკუთრებული სასოება და სიყვარული კი იმითაც გამოხატეს, რომ დასრულებული და გუმბათზე ჯვრით გამშვენებული ტაძრის სრული სიმაღლე 1624 სანტიმეტრი - წამების თარიღის შესაბამის იქნება. ვინ იცის, ეგებ, თავად მშვენებლობაც, 1624 დღეში დასრულდეს..."

/"საპატრიარქოს უწყებანი" N12, 2018, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 06:57 PM

"მე-17 საუკუნის II ნახევრისთვის საქართველო მოძლიერდა. 1632 წელს ქართლში მეფედ დანიშნეს როსტომ-ხანი. იგი 1658 წლამდე მეფობდა და არაფრით გამოუჩენია თავი გარდა იმისა, რომ ირანის შაჰის მორჩილი ყმა იყო და ამიტომ ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგურა, რამაც შექმნა საფუძველი ლიტურგიკული ცხოვრების გამოცოცხლებისა.

ამ პერიოდშივე იწყება ქართული საეკლესიო პროზის გამოცოცხლებაც. გაჩნდა პირველი თხზულება წმინდა ქეთევანის შესახებ - "წმინდა ქეთევანის წამება" და საგალობელიც. მათი ავტორი გახლდათ გრიგოლ დოდორქელი (ვახვახიშვილი).

ქვეყანაში წინა პლანზე წამოვიდა ეროვნულ-პატრიოტული განწყობა. ქართული საეკლესიო კალენდარი შეივსო წმინდანებით: ქეთევან წამებულით, 1659 წლის გმირებით, წმინდა ლუარსაბ II-ით და ა.შ."

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.20-21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2018, 08:44 PM

-----

"გრემის ტერიტორიაზე პირველი დასახლება, სავარაუდოდ, გვიან ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა. თუმცა მისი, როგორც სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორია, XV საუკუნიდან დაიწყო. გვიან ფეოდალურ ხანაში გრემი კახეთის ერთ-ერთი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო. 1466 წელს კახეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა.

XV საუკუნიდან აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს; აქვე ლიტერატურულ-კულტურულ მოღვაწეობას ეწეოდნენ დავით მეფე, ქეთევან დედოფალი, თეიმურაზ I და სხვები. ხალხში დღემდე შემორჩენილია გადმოცემა გრემში სამეცნიერო დაწესებულების - აკადემიის არსებობის შესახებ; აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები."

/"კარიბჭე" N14, 2011, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2018, 03:36 PM

"მცოდნე საღმრთო წერილისა, და სათნოებათა მომგები, ქალწული მორცხვი, ბრძენი, კეთილგონიერი, ქალი ნარნარი და მხნე კეთილთა მოქმედებათადმი", - ასე გახასიათებენ შირაზში გაცნობილ დედოფალს პორტუგალიელი მისიონერები".

/"ფუძნარი" N1, 2018, გვ. 9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2018, 06:08 PM

"თამარ მეფის შემდეგ, საქართველოს არ ჰყოლია შენებრ თვალსაჩინო ქალბატონი, მაგრამ შენ მარტო ჩვენი კი არა, უკვე მრავალი ქვეყანა გისაკუთრებს".


"11 ენაზე შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებში, საოპერო და დრამატული თეატრების სცენებზე გამართულ წარმოდგენებში, ფერწერაში, კედლის მხატვრობაში გაცოცხლდა შენი სახე".

/"ფუძნარი" N1, 2018, გვ. 10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2018, 01:01 PM

"1636 წელს კლოდ მალენგრმა, ხოლო 1646 წელს ანტონიო დე გრივამ ფრანგულად დაბეჭდეს შენი ცხოვრება. გერმანელმა გრივიუსმა შექმნა პიესა, რომელიც ორასი წლის განმავლობაში იდგრემბოდა თეატრში, იტალიელმა პიეტრო დელა ვალემ დაწერა მუსიკალური დრამა...

ევროპამ მიგიღო, გაგითავისა, შეგიყვარა და ასე იქეცი პორტუგალიელებისთვის "გატევანდა დედოპოლად", ესპანელებისთვის "ქეთევანად", იტალიელებისთვის "ქეთეოსად", გერმანელებისა და ფრანგებისთვის "კატარინად", სომხებისთვის "მარიამად".

ამაოდ ეცადნენ წამების თვითმხილველი კათოლიკე მისიონერები შენს წმინდანად შერაცხვას... "წვალებათაგან განლტოლვილო და მართლმადიდებლობითა მოზღუდვილო..."

/"ფუძნარი" N1, 2018, გვ. 10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2018, 01:43 PM

"ითმენდი წამებას დიდხანს და ყელში მობჯენილ კივილს, რამეთუ ნაშენი იყავ, ქართული მიწით და კირით..."



"გარეთ გაუსვლელობის, შინაპატიმრობის 11 წელი... ტყვეობაში მხნედ მოსაგრეობდაო - წერენ, იშვიათად ტოვებდა უნდილაძის სახლს და ისიც, ჰარამხანაში მყოფი ქართველების გასამხნეველბლადო... არადა, იქ ხომ მეფეთა და დიდებულთა ასულები, მათ შორის, შენი ელენეც იყო... ამდენი ტკივილის დამტევი, სხვათა ნუგეში იყავი, დედი..."

/"ფუძნარი" N1, 2018, გვ. 11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2018, 03:55 PM

"ადრე თუ წმინდა ნაწილთა გადმოცემაზე იყო საუბარი, ახლა უკვე, ინდოეთში შენი სახელობის მუზეუმის მშენებლობასაც აპირებენო, მაშინ ხომ საერთოდ ვეღარ დაგთმობენ... შენ მაინც აქ იქნები, ყველაზე მეტად შენი შობის ადგილს არ მიატოვებ, მჯერა... და იქნებ, არც არასოდეს წასულხარ აქედან..."

/"ფუძნარი" N1, 2018, გვ. 11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2018, 08:28 PM

"წმ. დედოფალი ქეთევანი დაიბადა და გაიზარდა ღვთისმოსავ ოჯახში. ბავშვობის წლები გაატარა მუხრანელ ბაგრატიონთა მამულში. სწორედ აქ ეზიარა ღვთის სიტყვასა და ჭეშმარიტებას, აქ მიღებულმა მაცხოვნებელმა მადლმა შეამზადა მისის სული დედოფლობისათვის და მომავალში წამებისათვის.

წმინდანის მამა - აშოთანი დიდად ეწეოდა სულიერი ცხოვრების აღორძინებას, მან აღაშენა ტაძარი სოფ. მუხრანში, რომელიც დღემდე მოქმედია და მასში აღესრულება ღვთისმსახურება.

კახთა მეფე ალექსანდრეს ვაჟმა, დავითმა, ქეთევანზე ამ ტაძარში დაიწერა ჯვარი. ასევე დიდი ღვაწლი მიუძღვის აშოთანს ათონის ივერთა მონასტრის აღდგენა-გამშვენებაში".

/დიაკონი პართენი (მიქელაძე)
"ფუძნარი" N9, 2017, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2018, 04:13 PM

"წმინდა დედოფლის მხილველნი, არა მის ხორციელ მშვენიერებაზე, არამედ მის სულიერ და სათნო შესახედაობაზე მიუთითებდნენ. ავგუსტინელმა ბერმა ამბროზიო დუშ ანჟუნმა წმ. დედოფალი ასე წარმოადგინა:

"ეს ღვთისმოსავი ქალბატონი ტანდაბალი გახლდათ, შავად მოსილ ქვრივს თავ-კისერი მოშაო საბურველით დაეფარა, მეტად პირმშვენიერი და უაღრესად დარბაისელი, არა მარტო სამეფოს, არამედ მთელი სუვერენული იმპერიის დედოფლობის ღირსი იყო"

შეუძლებელია ავგუსტინელთა ორდენის ბერის სიტყვებში ქეთევანის ხორციელ მშვენიერებაზე იყოს საუბარი".

/დიაკონი პართენი (მიქელაძე)
"ფუძნარი" N9, 2017, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2018, 06:35 PM

"მომხდურებმა დედოფალს რჯულის დატევება და შაჰის ცოლობა შესთავაზეს, პასუხი კი ასეთი იყო: "შეუძლებელ არს ჩემ მიერ უარყოფა ქრისტეს მეუფისა ჩემისა".



"უნდა აღინიშნოს, რომ წმ. ქეთევანს განადიდებენ ინდოეთშიც, გოაში, სადაც მას უწოდეს ინდოეთის მარგალიტი, მის პატივსაცემად იქ იმართება მუსიკალური ფესტივალი, რომელიც დედოფლის სახელითაა ცნობილი".

/დიაკონი პართენი (მიქელაძე)
"ფუძნარი" N9, 2017, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2019, 07:48 PM

"საქართველო მოწამეთა ქვეყანაა და ამ მოწამეთა შორის გამორჩეულია დედოფალი ქეთევანი".

/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N18, 2019, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2019, 10:14 PM

"თითქმის არავინ იცის, რომ წმიდა დედოფალ ქეთევანის ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ის სიკვდილამდე ლოცულობდა საქართველოში, 300 წლის შემდეგ ქართველმა დედა-შვილმა, ნანა მიროტაძემ და ოლღა ხარშილაძემ, დააბრუნეს.

ეს ის ხატია, რომელიც დედოფალს ტყვეობაში ახლდა და წარმოუდგენელ ტკივილს ათმენინებდა და აძლებინებდა. დღეს ხატი დედაქალაქის პატარა ეკლესიაში, ავჭალის წმიდა ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძარში ბრძანდება".

/"ქვაკუთხედი" N6, 2019, გვ.8/

ხატის პოვნის საინტერესო ისტორიას ვრცლად ჟურნალში გაეცანით.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2019, 08:32 PM

"როდესაც ქეთევან დედოფალი უნდა ეწამებინათ, ერთი რამ შესთხოვა ჯალათებს: თქვენც ოჯახის შვილები ხართ, დედა გყავთ, და გყავთ და ნუ იკადრებთ, რომ ჩემი სიშიშვლე გამოაჩინოთ.

მან მხნედ დაიცვა და არ დათმო სარწმუნოება, რომ ქვეყანა გადაგვარებისგან გადაერჩინა. კახეთი, საქართველო აოხრებული იყო, მაგრამ მან თავისი სიმტკიცით, ზნეობის და სარწმუნოების დაცვით, ღვთის სიყვარულით და შემდეგ ღვთის შემწეობით იხსნა საქართველო.

აი, რა შეუძლია ქალს!"

/მამა გიორგი სამსონიძე
"კრიალოსანი" N5, 2008, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2019, 11:13 PM

"წმინდა მოწამის ლოცვით განიკურნა მრავალი სნეული - "ცხროიანი, გინა წყლითმანკიერი, სხვითა სენითა რაითმე შეპყრობილნი" (გრიგოლ დოდორქელი)".

/"კრიალოსანი" N9, 2008, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2019, 03:03 PM

-----------

"ღვაწლ მრავალი და სამების სანატრელი დედათა შორის, ახოანი დედოფალი და მოწამე, ყოვლად ქებული ქეთევან, ჭეშმარიტი შენ ხარ, ვინცა ერთი რჯული გაათასე" (თეიმურაზ I).

/"კანდელი" N8, 2019, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2019, 12:23 PM

"შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმიდა დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მმართველის, გათათრებული ქართველის, იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა.

ნაქართველი თათარი დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს და ამბობდა, დიდად საპატიო სტუმარი არისო ჩვენი, ის კი არ არის ტყვე, ჩვენ თვითონ ვართ მისი ტყვეები. მისი ბრძანებით წმიდა დედოფალს არ უმხელდნენ, თუ რა საშინელი ბედი ეწიათ ბატონიშვილებს - ლევანს და ალექსანდრეს.

ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი "საპატიო" ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა და ზედ დაჰფოფინებდა თავის სამწყსოს - მის გამგებლობაში მყოფ ოციოდე ქართველს"

/"კანდელი" N8, 2019, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2019, 03:27 PM

"წმინდა ქეთევან დედოფალს სპარსეთში წასვლის წინ ულოცია გურჯაანის ყველაწმიდის ტაძარში.

მოძღვრის ქადაგებიდან:

ქეთევან დედოფალი შევიდა სახლში, რომელიც ჰქონდა სალოცველად, მოიდრიკნა მუხლნი და მხურვალეს გულით წარმოსთქვა ვედრება:

"შენ ღმერთსა სამებასა და თანა არსსა ვიცნობ უცნაურსა და უხილავსა, ვერ შემძლებელი თქმად საკვირველებათა შენთა. გევედრები მეუფეო უფალო, შიშნეული მძლავრთაგან მცველთა ჰაერისათა, მომივლინე მე ანგელოზი მცველი სულისა ჩემისა და მიითვალე სული ჩემი, და განმიღე კარი სასძლოისა შენისა; აღმრაცხე მე გუნდსა თანა მოწამეთა შენთასა, არ არს რიცხვი ცოდვათა ჩემთა და არცა ვისმე შენდამი მორწმუნეთაგანსა უცოდავს ჩემებრ, აღგიარებ ცოდვათა ჩემთა. შენ განკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი; მიეც ძესა ჩემსა თეიმურაზსა ძლევაი და რომელნი ჰყოფდენ ხსენებასა ჩემსა მიანიჭე საუკუნო სუფევაი. ქალწულო უბიწოო, შემიწყალე მორწმუნე განგებულებითა ძისა შენისათა"

/"კანდელი" N8, 2019, გვ.9/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2019, 04:33 PM

"ამას იქმს ქალი, ბუნებით ჭირთა მკრთალი" (ანტონ I)

/"კანდელი" N8, 2019, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2019, 09:49 PM

"ხედავდა გულმრისხანე შაჰი, რომ "უდრეკ იყო დედოფალი", ისევ წმიდა სამებას სასოებდა კახეთის მანათობელი ვარსკვლავი, ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ ქვეყანას და ემზადებოდა დიდი მიისათვის.

უსჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლებინებინა ქეთევანისათვის. მისი უზნეობა და თავხედობა იქამდე მივიდა, რომ ცოლობა სთხოვა ზნესრულ დედოფალს და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა წმიდანმა თავისი შვილიშვილების ბედი შეიტყო".

/"კანდელი" N8, 2019, გვ.8-9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2019, 04:34 PM

"კახიდან მთავარი გზით გამოვემგზავრეთ. გზად გავიარეთ სოფელი "შოთავარი", რომელიც ლამის ცხრაასი წელია ატარებს ამ სახელს. იქვე ხელმარცხნივ სოფელი ძეგამი და თასმალოა. ძეგამში კახეთის მეფე ალექსანდრეს, მისი შვილისა და შვილიშვილ იესეს დაკრძალვის ადგილიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ქეთევან დედოფალმა ნეშტები გრემში გადაასვენა".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N25, 2019, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2019, 08:17 PM

"ქეთევან დედოფალი - წმინდა ნინოს დობილი"

/გრიგოლ რობაქიძე
"კრიალოსანი" N8, 2009, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2021, 05:24 PM

"სიკვდილის წინ მან მხოლოდ სამი სიტყვა სთქვა: უფალი... მამული... შვილი..."

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.333/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2021, 05:51 PM

"ქეთევან წამებული წმინდანადაა შერაცხილი როგორც მართლმადიდებლების, ასევე კათოლიკების მიერ. მისი ფრესკები და წმიდა ნაწილები ამშვენებენ ორივე აღმსარებლობის ტაძრებს".

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.333/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2021, 08:52 PM

"დიდმოწამე ქეთევანმა თავისი უდიდესი მოწამეობრივი ღვაწლით სრულიად საქართველო იხსნა გამაჰმადიანება-გათათრებისაგან".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.116/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2021, 07:55 PM

"2021 წლის 9-10 ივლისს, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილი ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობამ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს საჩუქრად გადასცა"

/"კარიბჭე" N9, 2021, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 07:49 PM

"წმინდა ქეთევანი გამორჩეულია თავისი უმძიმესი ცხოვრებით არა მარტო ჩვენს რეალობაში, არამედ, შეიძლება ითქვას, მსოფლიოშიც. მეუღლის სიკვდილი, მამამთილისა და მაზლის მეორე მაზლისგან მოკვდინება, შვილის, თეიმურაზის განსაცდელებით სავსე ცხოვრება, თორმეტი წელიწადი ტყვეობაში ყოფნა და ბოლოს, ენით გამოუთქმელი ტანჯვის დათმენა"

/მეუფე შიო მუჯირი
"კარიბჭე" N9, 2021, გვ.21/

--------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2022, 02:05 PM

"1928 წელს მან [კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე] თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიძველეთსაცავს, დღევანდელ ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდს, შესწირა ხელნაწერები: ქეთევან დედოფლის ნაქონი, XVI ს. "ლოცვანი", "მარგარიტი" (XVIII ს.); დავით რექტორის გადაწერილი "სჯულის კანონი" და სხვ."

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ.89/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2022, 01:39 PM

"XVII საუკუნის პირველი ნახევრის იტალიელი მისიონერის, პიეტრო დელა ვალეს ცნობით: "ბაღოსნობაში ქართველები სპარსეთზე უფრო დახელოვნებულად ითვლებოდნენ, ამიტომ, შემთხვევითი არ უნდა იყოს ის გარემოება, რომ შირაზში შაჰ-აბასის კარზე სამუშაოდ მიწვეული ყოფილა ბაღოსნობის დიდი მცოდნე ვინმე გიორგი, რომელიც კახეთის დედოფლის ქეთევან წამებულის მხლებელი ყოფილა. ეს იმ ქალაქში იყო, რომელიც მსოფლიოში ძველთაგანვე განთქმულია ბაღებითა და მებაღეობით".

"XII-XIII საუკუნეებში ქვეყნის დაწინაურება მიწათმოქმედების სხვადასხვა დარგის, მათ შორის მებაღეობა-მეხილეობის განვითარებაზე აისახა. "ამავე პერიოდის ინტესიურ მეხილეობაზე სამეფო კარზე "მეხილეთუხუცესის" თანამდებობის წარმოშობა მიგვანიშნებს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 110/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2022, 07:02 PM

"პროფ. ტ. რუხაძე ქეთევან დედოფალს მიაკუთვნებს კიდევ სამ ლექსს: "აღვალს ბედსა", "ამისთვის ბაგე გავსწირე" და "აწ ალვისა". მკვლევარი არც ხელნაწერებს ასახელებს და არც თავის საბუთებს გვამცნობს. ამის გამო ძნელია ამ საკითხებზე მსჯელობა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 85/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2022, 02:23 PM

"ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ ვახტანგ VI-ის ძმამ იესემ დედის ბიძას, ქაიხოსრო ამირეჯიბს, წაართვა ცოლი და თვითონ შეირთო. როდესაც კათოლიკოსმა დაგმო ასეთი საქციელისათვის, მან უპასუხა: "ვარ მაჰმადიანი, ესრეთ ჯერ არს ჩემდა". ასევე მაჰმადიანობას იმიზეზებდა კონსტანტინე - ალექსანდრე II კახთბატონის (1574-1605 წწ.) ძე, რომელსაც უნდოდა თავისი ძმის, დავითის, ცოლის - ქეთევანის - ცოლად მოყვანა: "ჯერ არს სჯულსა მაჰმადიანისასა შერთვა რძლისა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.261/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2022, 07:51 PM

წმ. ქეთევან დედოფლის ორდენი

"ორდენი უდნა ყოფილიყო I და II ხარისხისა. მათზე უნდა აღბეჭდილიყო პორტრეტი ერისა და სარწმუნოებისათვის თავდადებული დედოფლისა - ქეთევანისა, რომლის მეუღლეც იყო კახეთის მეფე დავით I (მეფობდა 1601 - 1602 წლებში).

1624 წელს შაჰინშაჰმა აბას I-მა სეფიანმა სპარსეთში მყოფ დაქვრივებულ ქეთევანს გამაჰმადიანება შესთავაზა. აბას I-ის აზრით, ქართველ ერში უდიდესი რეპუტაციის მქონე ქრისტიანი დედოფლის გამუსულმანებას მაგალითის ძალა ექნებოდა საქართველოს ღრმად მორწმუნე მოსახლეობისთვის.

ქეთევან დედოფალი ქრისტიანული სარწმუნოების ერთგული დარჩა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლა 1624 წლის 22 სექტემბერს, ქ. შირაზში. ეს წამება აღწერეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა ავტორებმაც. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქეთევანი წმინდანად შერაცხა.

პროექტის თანახმად, დედოფლის პორტრეტი უნდა ჩასმულიყო ვარსკვლავის ცენტრში მოთავსებულ მედალიონში. ორდენს უდნა ჰქონოდა წითელი საორდენო ლენტი ყვითელი არშიით, ანდა არშიის გარეშე. ორდენი უმაღლესი ჯილდო უნდა გამხდარიყო წარჩინებულ ქართველ მანდილოსანთათვის"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გერბები, დროშები და ჯილდოები", გვ. 235/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2023, 08:00 PM

"10 წელი იტანჯებოდა "საპატიო" ტყვეობაში დედოფალი. მარხვითა და ლოცვით, სამშობლოს ბედზე ფიქრით ილეოდა დრო. მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა, დაჰფოფინებდა თავის სამწყსოს - მასთან მყოფ ოციოდ ქართველს. ქეთევანს ჰბაძავდნენ სპარსეთში მყოფი ქართველ თავადიშვილთა ცოლები. როდესაც შაჰმა ჰკითხა ქართველ თავადებს, რატომ არ გამაჰმადიანდებითო, ერთმა ახალგაზრდა თავადიშვილმა გულუბრყვილოდ მიუგო: "როდესაც ჩვენს ცოლებს ვეუბნებით, მიიღეთ მაჰმადიანობაო, ისინი გვეუბნებიან, დედა თეიმურაზისა ქრისტიანია და ჩვენ როგორ გავმაჰმადიანდეთო ("საქართველოს კალენდარი" 1893 წ.)". ამის შემდეგ შაჰ-აბასმა იმამ-ყული-ხანის პირით მოსთხოვა დედოფალს, სარწმუნოება გამოეცვალა. შედრკა იმამ-ყული-ხანი, შიკრიკი აფრინა შაჰთან, - ნუ აღმართავო ხელს უმწეო დედაკაცზე. მაგრამ შეუვალი იყო შაჰის პასუხი: "რაც გიბრძანე, ის აღასრულეო". ქეთევანს შაჰის ბრძანება და შვილიშვილების ბედი ერთად ეუწყა. სხვის დასანახად მაინც აღიარე მაჰმადი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო, - ეაჯებოდა ქეთევანს იმამ-ყული-ხანი, მაგრამ ვერ დაიყოლია. ქრისტესთვის სიკვდილი შვებად უჩნდა კახეთის დედოფალს"

/ნინო ტარყაშვილი, "საქართველოს წმინდა მეფენი", გვ.62/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2023, 04:11 PM

"ხალხით გაჭედილ მოედანზე გამოიყვანეს ქართველები. მათ წინ დედოფალი ქეთევანი მიუძღოდა. "დედოფლის მოსამსახურეთ, როცა ანათებულ ცეცხლთან მიიყვანეს, თავზარი დაეცათ და მაჰმადიანთა სასიხარულოდ უარჰყვეს ქრისტე. თვითონ დედოფლის მოძღვარი, მღვდელი გიორგი, როცა მოედანზე გამოიყვანეს, ათრთოლდა, არ იცოდა, რა ექნა და დედოფლის წინაშე მზად იყო, სპარსელებს დაჰყოლოდა ნებაზე. მაშინ დედოფალმა გამამხნევებელი ხმით დაუწო დარიგება მოძღვარს და ურჩევდა, მტკიცედ დაეცვა ქრისტეს სარწმუნოება. დედოფლის გამამხნევებელმა რჩევამ ისე იმოქმედა მღვდელზე და მის მოსამსახურეებზე, რომელთაც უკვე უარჰყვეს ქრისტე, რომ მაშინვე აღიარეს მაცხოვარი, ისინი უმალ დახოცეს. შემდეგ მწვალებლები მიუბრუნდნენ დედოფალს და დაუწყეს წვალება. ჯალათებმა მოიტანეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, შეაწყვეს შიგ შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს (მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმინდა მოწამემ: "დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლით"). ჯალათები როდესაც სწვდნენ რათა ხელები ზურგსუკან შეეკრათ მისთვის, კიდევ ერთი რამ ითხოვა დედოფალმა: "მაჰმადიანივით უკან ნუ შემიკრავთ ხელებს, წინ შემიკარით, როგორც ქრისტიანებს უკრავენ, რათა შემეძლოს ხელები მაღლა აღვაპყრო ჩვენი ღმერთისა და უფლისკენო"

/ნინო ტარყაშვილი, "საქართველოს წმინდა მეფენი", გვ.63/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2023, 04:26 PM

"არსებობს ასეთი ინფორმაციაც: "1723 წელს ოსმალებისა და ლეკების მიერ იერიშმიტანილი კახეთის ბატონიშვილი თეიმურაზი, ქეთევან დეოფლის შვილიშვილის შვილი, ახლობლებთან და ეპისკოპოსებთან ერთად ანანურში გადადიოდა, თან ქეთევანის წმინდა ნაწილები მიჰქონდა ცხენით. ცხენმა წაიბორძიკა და მდინარე არაგვში ჩავარდა. წმინდა ნაწილი წყალმა წაიღო".

/ნინო ტარყაშვილი, "საქართველოს წმინდა მეფენი", გვ.64/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2023, 08:21 PM

"ცა განაკვირვა და განაკრთო მისმა თმენამა"

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.79/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)