თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ათონის მთა

პოსტის ავტორი: gvirila_mari თარიღი: Jul 27 2006, 01:18 PM

IPB-ს სურათი

შეიძლება ფოტო არ არის ხარისხიანი, მაგრამ მაინც.. ათონის მთაა!

პოსტის ავტორი: gvirila_mari თარიღი: Jul 27 2006, 01:29 PM

IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: gvirila_mari თარიღი: Jul 27 2006, 01:44 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ellada თარიღი: Jul 27 2006, 02:26 PM

ყოჩაღ გვირილა მარი.
კარგი ფოტოები მოგიკვლევია(იმედია შენი გადაღებული არ უნდა იყოს).
ხომ არ იცი რომელი მონასტრებია აღბეჭდილი?

პოსტის ავტორი: gvirila_mari თარიღი: Jul 27 2006, 02:29 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Jul 27 2006, 02:29 PM

ეს თუ მეხსიერება არ მღალატობს გრეგორიუსის მონასტერია smile.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: gvirila_mari თარიღი: Jul 27 2006, 02:35 PM

mnate
დასახელება ნამდვილად არ ვიცი! ისე თუ ამოიცნობთ, ეგ არის. ჩემმა მეგობარმა მომაწოდა ეს ფოტოები. მე ღმეთმა დამიცვას ათონზე წავიდე!

პოსტის ავტორი: gvirila_mari თარიღი: Jul 27 2006, 03:03 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: gvirila_mari თარიღი: Jul 27 2006, 03:34 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 27 2006, 04:28 PM

ეს ბოლო რუსული პანტელეიმონის მონასტერი უნდა იყოს. მწვანე გუმბათებზე ვიცანი...

პოსტის ავტორი: gvirila_mari თარიღი: Jul 27 2006, 05:07 PM

ესეც ათონელი კუ
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 27 2006, 05:36 PM

ამობენ, ათონზე მდედრობითი სქესის ცხოველებიც კი არ ჰყავთო... ნეტა მართალია? (ამ კუს არ ეხება, რა თქმა უნდა... შინაურ ცხოველებზეა საუბარი) smile.gif

პოსტის ავტორი: gvirila_mari თარიღი: Jul 27 2006, 05:39 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 27 2006, 06:16 PM

ჩვენი ივერონი

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: gvirila_mari თარიღი: Jul 27 2006, 06:30 PM

მარიამი
შენ გაიხარე, ჩემო კარგო!

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Jul 27 2006, 06:42 PM

ციტატა
ამობენ, ათონზე მდედრობითი სქესის ცხოველებიც კი არ ჰყავთო... ნეტა მართალია? (ამ კუს არ ეხება, რა თქმა უნდა... შინაურ ცხოველებზეა საუბარი)


კი მემგონი ასეა smile.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jul 31 2006, 04:58 AM

კარგია

აი კიდე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 31 2006, 05:25 PM

დოქიარის მონასტრის ხედები. სწორედ ამ მონასტრიდან ჩამოაბრძანეს ღვთისმშობლის ''მსწრაფლშემსმენელი'' ხატი, რომელიც ახლა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ფილოთეოსის მონასტერი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 31 2006, 05:41 PM

გრიგორიუსის მონასტერი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ივერონის ქართველთა მონასტერი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 31 2006, 06:13 PM


წმიდა პანტელეიმონის რუსული მონასტერი, სადაც მოღვაწეობდა წმიდა სილუან ათონელი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ქსენოფონტეს მონასტერი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ხიროპოტამის მონასტერი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

სიმონაპეტრას მონასტერი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Aug 5 2006, 03:35 AM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 11 2006, 06:23 AM

IPB-ს სურათი

შუაში იყო ქართული წარწერა, მაგრამ სამწუხაროდ ბერძნებმა მოსპეს

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 11 2006, 10:21 AM

ციტატა
შუაში იყო ქართული წარწერა, მაგრამ სამწუხაროდ ბერძნებმა მოსპეს


საშინელებაა, გამართლებას ვერ ვუძებნი.

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 12 2006, 11:38 AM

IPB-ს სურათი




IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 12 2006, 12:08 PM

salome

sad.gif ათონზე რა სიამოვნებით წავიდოდი რამოდენიმე დრით sad.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 12 2006, 12:09 PM

ციტატა(mnate @ Aug 12 2006, 08:08 AM) *

salome

sad.gif ათონზე რა სიამოვნებით წავიდოდი რამოდენიმე დრით sad.gif


ვა, მე ამ შემთხვევაში როგორ ვინატრო, გემით შემომავლევინათქო??? biggrin.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 12 2006, 05:36 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Jul 31 2006, 02:13 PM) *


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

ხომ გავს???
ეს არის ბოდბეში უწმინდესის აივანი, დილით რომ გამოდის ამ სავარძელზე ჯდება და უცქერის წინ გადაშლილ ულამაზეს ხედსsmile.gif
ამ თემაში არაა ამის ადგილი მარააა.... rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 12 2006, 11:42 PM

IPB-ს სურათი


აი, წინ რა ხედიაsmile.gif)

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 14 2006, 12:53 PM

IPB-ს სურათი


ძალიან მომწონს ასეთი აგებული შენობები

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 21 2006, 11:53 PM

რა ლამაზი ფოტოებია. დალოცვილი ადგილია და ალბათ სურათებიც იმიტომ გამოდის ასეთი კარგი

პოსტის ავტორი: lashka თარიღი: Sep 30 2006, 09:19 PM

ათონის მთის შესახებ ვიდეო ftp://ftp.predanie.ru/video/Svagora_Afon.avi

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Oct 21 2006, 10:42 PM

ვათოპედის მონასტერი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Oct 21 2006, 11:13 PM

კარიესი.
IPB-ს სურათი

ხარისხისთვის ბოდიშს ვიხდი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2006, 12:49 PM

რამდენიმე წლის წინ, ინტერნეტში, წავაწყდი საიტს სადაც ათონის მთაზე, ერთ-ერთ მონასტერში, ღვთისმშობლის ხატის წინ ვირტუალურად შესაძლებელი იყო იყო სანთლის დანთება.. სამწუხაროდ ახლა ვეღარ ვპოულობ იმ საიტს sad.gif , არც ის მახსოვს რომელი მონასტერი იყო, ვინმე ხომ არ იცით იმ საიტის მისამათი?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 3 2006, 03:36 PM

marine

ციტატა
ვინმე ხომ არ იცით იმ საიტის მისამათი?

http://www.inathos.gr/athos/en/athos.asp?m=04004&c=1

მე ჩემის მხრივ მინდა შემოგთავაზოთ ამონარიდები საბერძნეთის კონსტიტუციიდან მართლმადიდებლობისა და წმინდა მთის შესახებ

http://image.700up.com

საბერძნეთის რესპუბლიკის
კონსტიტუცია


( ამონარიდი)

სახელითა წმიდისა, თანაარსისა და განუყოფელისა სამებისათა


კარი I. თავი II
ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა


მუხლი 3

1. საბერძნეთში უპირატეს სარწმუნოებას წარმოადგენს ქრისტეს აღმოსავლურ-მართლმადიდებლური ეკლესიის სჯული. საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მის თავად აღიარებს უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, მოძღვრების მხრივ განუყოფელ ერთობაშია კონსტანტინოპოლის დიდ ეკლესიასთან და ყველა სხვა ქრისტესმიერ ეკლესიებთან, რომლებიც იმავე მოძღვრებას აღიარებენ. იგი მათ მსგავსად წმინდად ინახავს წმიდა მოციქულთა და კრებების კანონებს და წმინდა გარდამოცემას.

კარი III. თავი VI
მმართველობა


მუხლი 105


1. მეღალი ვიღლადან მოყოლებული ათონის ნახევარკუნძული, რომელიც ქმნის წმინდა მთის რეგიონს, უძველეს პერიოდში ბოძებული სტატუსის შესაბამისად და საბერძნეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეულახავდ წარმოადგენს მის ავტონომიურ ნაწილს. სულიერად, წმინდა მთა უშუალოდ ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს. ყველა პირს, რომელიც დაიწყებს მონასტრულ ცხოვრებას, დამატებითი ფორმალობების გარეშე მორჩილად ან ბერად მიღებისთანავე ენიჭება საბერძნეთის მოქალაქეობა.

2. წმინდა მთა იმართება თავისი ტიპიკონის შესაბამისად ოცი წმინდა მონასტრის მიერ, რომელთა შორის გაყოფილია ათონის ნახევარკუნძული; ნახევარკუნძულის ტერიტორია გასხვისებას არ ექვემდებარება. წმინდა მთის მართვა ხორციელდება წმინდა მონასტრების წარმომადგენელთა მიერ, რომლებიც ქმნიან წმინდა კინოტს. დაუშვებელია რაიმე ცვლილების შეტანა მის მმართველობით სისტემაში, წმინდა მთის მონასტერთა რიცხოვნობაში, იერარქიულ მოწყობასა და დაქვემდებარების წესში. უცხოდ-მადიდებლის ან სქიზმატის შესვლა აკრძალულია.

3. წმინდა მთის სტატუსი და საქმიანობის წესი დეტალურად განისაზღვრება წმინდა მთის წესდებით, რომელსაც სახელმწიფოს წარმომადგენელთან ერთად შეიმუშავებს და იღებს ოცი წმინდა მონასტერი და ამტკიცებენ მსოფლიო საპატრიარქო და საბერძნეთის პარლამენტი.

4. წმინდა მთის საძმოთა სარწმუნოებრივი ზედამხედველობა წარმოადგენს სულიერი თვალსაზრისით მსოფლიო საპატრიარქოს უფლებამოსილებას, ხოლო მმართველობითი თვალსაზრისით - სახელმწიფოს უფლებამოსილებას, რომელიც აგრეთვე ექსკლუზიურად პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვაზე.

5. სახელმწიფოს ზემოხსენებული უფლებამოსილებანი ხორციელდება გუბერნატორის მიერ, რომლის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება კანონით.
კანონით მსგავსადვე განისაზღვრება მონასტრის წინამძღოლთა და წმინდა კინოტის სასამართლო უფლებამოსილებანი, აგრეთვე წმინდა მთის უპირატესობანი საბაჟოზე და გადასახადებზე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2006, 04:40 PM


უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 3 2006, 04:47 PM

marine

ციტატა
ინტერნეტში, წავაწყდი საიტს სადაც ათონის მთაზე, ერთ-ერთ მონასტერში, ღვთისმშობლის ხატის წინ ვირტუალურად შესაძლებელი იყო იყო სანთლის დანთება.

ვირტუალურად სანთლის დანთება პირველად მესმის blink.gif


მასწავლეთ რა როგორ ავანთო სანთელი ვირტუალურად. ამ საიტზე ვერაფერი გავიგე biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2006, 02:19 PM

QUOTE(ალექსანდრე @ Nov 3 2006, 04:47 PM) *

marine

ვირტუალურად სანთლის დანთება პირველად მესმის blink.gif
მასწავლეთ რა როგორ ავანთო სანთელი ვირტუალურად. ამ საიტზე ვერაფერი გავიგე biggrin.gif


გამარჯობა, ალექსანდრე smile.gif საწუხაროდ ეს საიტი ამჟამად უმოქმედოთაა. როცა მუშაობდა, მაშინ ასე ხდებოდა სანთლის ანთება: ღვთისმშობლის ხატის წინ იყო შანდალი, რომელზეც ერთი სანთელი ენთო. ხელმარცხნივ ელაგა სანთლები, რომელთა აღებაც შესაძლებელი იყო მაუსით, მიიტანდი ანთებულ სანთელთან და ისიც ინთებოდა, მერე ვირტუალურად ჩადებდი შანდალში და შეგეძლო გელოცა smile.gif საწუხაროა რომ ეს საიტი აღარ მუშაობს..

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Nov 6 2006, 09:39 PM

http://www.pigizois.gr/index2.htm ნახავთ ვიდეოს ათონის შესახებ. მანდ კიდევ სხვა ვიდეოებიც არის.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 7 2006, 12:47 AM

marine

ციტატა
გამარჯობა, ალექსანდრე საწუხაროდ ეს საიტი ამჟამად უმოქმედოთაა. როცა მუშაობდა, მაშინ ასე ხდებოდა სანთლის ანთება: ღვთისმშობლის ხატის წინ იყო შანდალი, რომელზეც ერთი სანთელი ენთო. ხელმარცხნივ ელაგა სანთლები, რომელთა აღებაც შესაძლებელი იყო მაუსით, მიიტანდი ანთებულ სანთელთან და ისიც ინთებოდა, მერე ვირტუალურად ჩადებდი შანდალში და შეგეძლო გელოცა საწუხაროა რომ ეს საიტი აღარ მუშაობს..

გამარჯობა smile.gif ეს საიტი მუშაობს და სანთლებიც ინტება, მაგრამ ეს ძალიან არასერიოზულია, და ღიმილისმომგვრელია. მიჩნდება აზრი, რომ ამ საიტის შემქმნელებს ან საერთოდ წარმოდგენა არა აქვთ სანთლის დანიშნულებაზე ან უბრალოდ ლამაზი სანახაობისატვის გააკეთეს smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 14 2006, 05:09 AM

ათონის მთის შესახებ: ათონის წმინდა მთა (ბერძ. Hagion Oros ახ. ბერძ. Ajön Oros წმინდა მთა) მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილიზე. იგი 50 კილომეტრით შეჭრილია ეგეოსის ზღვაში, სიგანე 10 კილომეტრს შეადგენს. ათონის მთა, რომელიც ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2033 მეტრის სიმაღლეზეა აშოლტილი.
ათონის მთის იურიდიულ ორგანოს წარმოადგენს პროტატი, რომელიც მდებარეობს ათონის ცენტრში კარიესში. პროტატს ხელმძღვანელობს პროტი. მას ირჩევს 5 უპირატესი მონასტერის 20 წარმომადგენელი. ეს მონასტრებია: დიდი ლავრა, ივერონი, ვატოპედი, .

IPB-ს სურათი

ათონის წმინდა მთაზე, ამჟამად 20 მონასტერი, 12 სკიტე და სხვა ცალკეული კელიები და საცხოვრებლები მოქმედებს. მოკლე ისტორია: გადმოცემის მიხედვით ათონის მთაზე საქართველოში გამომგზავრებულმა დედა ღმრთისმშობელმა დადგა თავისი წმინდა ფეხი. როგორც იცით საქართველო საქადაგებლად წილად ხვდა ზეციურ დედუფალს. საქართველოში საქადაგებლად ზღვით მომავალი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, ღმრთის განგებით ამოვარდნილმა ქარიშხალმა ათონის წმინდა მთაზე გარიყა. ნაპირზე გადმოსულმა მადლიერების ნიშნად წარმოსთქვა შემდეგი სიტყვიბი: "მადლი ჩემგან შობილისა ჰფარავდეს ამ მიწას დღემდე მეორედ მოსვლისა".
ათონზე მონაზვნური ცხოვრება უძველესი დროიდან მოდის. ოფიციალურად პირველი მონასტერი (დიდი ლავრა) ათანასე ათონელმა დაარსა 963 წელს, ამიტომაც ამ ლავრას "ათანასეს ლავრა"-საც უწოდებენ. ათანასე ათონელი გახლდათ საქართველოს კანდელის - იოანე მთაწმინდელის მოძღვარი და მეგობარი. სწორედ იოანე და თორნიკე მთაწმინდელებმა დაარსეს ივერონის მონასტერი (980-983 წწ.) და დიდი წვლილი შეიტანეს, როგორც დიდი ლავრის აღმშენებლობაში, ასევე ზოგადად წმინდა მთის - ათონის მონასტრების აღშენება დაარსებაში.
ბარდა სკლიაროსზე გამარჯვებით (979 წ.) თორნიკე ერისთავმა დიდძალი სიმდიდრე შეიტანა ათონის წმინდა მთაზე. სწორედ ამ სახსრებით აშენდა და გამშვენდა უამრავი საცხოვრებელი თუ მონასტერი, მათ შორის ივერონი, ვატოპედი და დიდი ლავრა. სკიტე: სკიტეები ათონის მთაზე პირველად XIX საუკუნეში გამოჩნდა. ისინი დაარსდა ათონის კონკრეტული მონასტრების კუთვნილ მიწებზე, მათთან დადებულ კონტრაქტების საფუძველზე. კონტრაქტები რატიპიცირებულ იქნა კონსტანტინოპოლის საპტრიარქოს მიერ. დღესდღეობით ათონის წმინდა მთაზე 12 სკიტე არსებობს, ყველა ისინი, კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნიან ამა თუ იმ მონასტერს. სკიტე - იგივე მონასტერია, შეზღუდული უფლებებით. თუმცაღა სკიტესაც ყავს თავისი წინამძღვარი და მათი ცხოვრება უფრო ძნელია, ვინაიდან დამოკიდებულნი არიან თავიანთ შრომასა და მეურნეობაზე. სკიტეებში მონაზვნური ცხოვრება განსხვავებულია, ზოგიერთი სკიტე იდიორითმული ცხოვრების წესით ცხოვრებს, ზოგი კი ზოგადსაცხოვრებელი ცხოვრების წესით.

http://www.tveni.ge/

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 10 2007, 05:00 PM

ათონის მთის საიტზე და იერუსალემის საპატრიარქოს საიტზე ხშირად შევდივარ. მაღტალი გითხრათ მე პირადად ძალიან მომწონს, ვირტუალურ მოგზარუობაშიც ვარ ნამყოფი ათონის მთის საიტზე, მაგრამ სანთლის დანთებაზე არაფერი ვიცოდი. იერუსალემის საიტზე კარგი ვიდეოა ღვტაებრივი ცეცხლის გარდამოსვლაზე და გარდა ამისა ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაციაც. ვფიქრობ ღირს შესვლა. შორიდან მაინც ვნახოთ.

პოსტის ავტორი: irak თარიღი: Feb 1 2007, 12:10 AM

www.samegrelo.ucoz.ru ქართველნო ყველას გელით გვეწვიეთ დაათვალიერეთ..... სამეგრელოს საქართველოს ულამაზესი კუთხის საიტია.... და ყველამ წაიკითხეთ .. ჩვენი თანამემამულე წმიდა მთაზე ლინკი >>> http://samegrelo.ucoz.ru/forum/15

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: lado s თარიღი: Feb 16 2007, 04:07 PM

მღვდელმონაზონი ბასილი

ათონი მართლმადიდებელი ეკლესიის
სულიერ ცხოვრებაში

არსებობს მრავალ ენაზე დაწერილი სხვადასხვა სახის ფართო ლიტერატურა ათონის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ათონზე მოგზაურთა აღწერილობები, რომელთაგან ყველაზე ადრეული რუსი წარმომავლობის ნოვგოროდელ იეროდიაკონს, ზოსიმეს ეკუთვნის. მან ათონის მთაზე 1420 წ. იმოგზაურა და ამ მოზაურობის მოკლე აღწერილობა დაგვიტოვა. მომდევნო ხელნაწერი დაწერილია იტალიელი ბუონდელმონტის მიერ, რომელმაც ათონი XV საუკუნის შუა წლებში მოინახულა. აქედან მოყოლებული ჩვენს დრომდე მსგავსი სახის აღწერილობები უწყვეტად იწერებოდა. შთაბეჭდილებების ამ ძირითად მასას შეიძლება დავამატოთ ასევე ათონის ისტორიის, არქეოლოგიის, ხელოვნების, იურიდიული წყობისა და სამონასტრო ცხოვრების შესახებ დაწერილი წიგნები. ასეთი ლიტერატურული პროდუქტიულობა, ეჭვგარეშეა, მიუთითებს ბოლო საუკუნეების განმავლობაში უწყვეტ ცოცხალ ინტერესზე ამ მონაზონთა ქვეყნის მიმართ, როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური სამყაროების მხრიდან. მაგრამ ყველა ეს წიგნი, ჩვეულებრივ, უზუსტობებით არის სავსე, არ იძლევა ზოგადად ათონის და კერძოდ მისი სულიერი ცხოვრების სრულყოფილ სურათს, რის გამოც წმ. მთა ბევრისათვის იდუმალი და ამოუცნობი რჩება. მასზე გამოთქმულია დიამეტრულად საპირისპირო შეხედულებები. შეფასებათა ასეთი სხვაობა, გარკვეულ ეტაპზე, შესაძლოა, იმ გარემოებითაც აიხსნას, რომ შთაბეჭდილებების უმრავლესობა ეფუძნება ადგილობორივი ენის არმცოდნე პიროვნებების ხანმოკლე მოგზაურობებს, რომლებიც ვერ ერკვევიან მართლმადიდებელი ეკლესიის, აღმოსავლური მონაზვნობისა და მისი სულიერი ცხოვრების ელემენტარულ საკითხებში.
ათონი, როგორც ბერმონაზვნური ქვეყანა, როგორც ჩანს, VII-VIII საუკუნეებიდან არსებობს. მისი წარმოშობა, შესაძლოა, დაკავშირებულია მუსულმანთა მიერ ეგვიპტის, პალესტინისა და სირიის დაპყრობასთან, ასევე ამ ქვეყნებში მონოფიზიტური ერესის გავრცელებასთან. აღმოსავლეთის დაკარგვის შემდეგ მართლმადიდებლური მონაზვნობის ცენტრი გადატანილი იქნა ათონზე, თუმცა ამ პროცესის დამთავრებამ შედარებით დიდი დრო მოიცვა. IX საუკუნეში მოჩანს მხოლოდ პირველი ელემენტები ათონზე ორგანიზებული მონაზვნური საცხოვრებლებისა, რომელთაც ცენტრალური მმართველობის მცირე სავანეების სახე ჰქონდათ. პირველი დიდი მონასტერი, წმ. ათანასეს ლავრა აქ 963 წ. დაარსდა. 972 წ. უკავშირდება წმიდა მთის პირველი საერთო სტატუტი, ე.წ. “ტრაგოსი” (ანუ “თხა”, რადგან დაიწერა თხის ტყავისგან გაკეთებულ პერგამენტზე), რომელსაც ხელი მოაწერეს წმ. ათანასემ და იმპერატორმა იოანე ციმისხმა. X-XI სს-ში ათონი უკვე კარგად იყო ორგანიზებული. აქ იყო: სხვადასხვა ტიპის მონასტრები, ცენტრალური ადმინისტრაცია, განსხვავებული ეროვნების ბერები, რომელთაგან, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ბერძნები, შემდეგ – ქართველები, ბულგარელები, რუსები და სერბები. ლათინებსაც კი ჰქონდათ წმ. მარიამ ამალთიელის სახელობის მონასტერი, რომელიც, მართალია, ლათინური ტიპიკონისა იყო, მაგრამ კონსტანტინეპოლელი პატრიარქის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა მას შემდეგაც, რაც დასავლეთი აღმოსავლეთის ეკლესიას გამოეყო.
ეს პერიოდი, რომელიც ქრონოლოგიურად ლათინების აღმოსავლეთზე თავდასხმამდე, ანუ ე.წ. მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობამდე, ლათინთა მიერ კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე (1204 წ.) და თესალონიკში ლათინური სამეფოს დაარსებამდე გრძელდებოდა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად აყვავებული ხანა ათონის მონაზვნობის ისტორიაში. წმიდა მთის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი მონასტერი იყო მიმოფანტული. მონაზვნური დასახლებები, როგორც ჩანს, ამ დროს ყველაზე მეტი იყო სხვა პერიოდთან შედარებით. ზოგიერთი ისტორიკოსის თქმით ათონზე 50000 ბერი ცხოვრობდა, თუმცა ეს რიცხვი მეტად გაზვიადებულია. უფრო სავარაუდოა – 15000 ბერი. ამ მონაკვეთის სულიერ ყოფას უდიდესი პიროვნება, წმ. ათანასე ტრაპიზონელი განსაზღვრავდა (გარდ. დაახლ. 1000 წ.). საერთო მონაზვნური ცხოვრების ბრძენი ორგანიზატორი და შესანიშნავი სულიერი წინამძღვარი ათანასე ძალიან განათლებული ადამიანი იყო. მან თავისი სიწმინდითა და სიბრძნით ათონზე მოიზიდა მონაზვნები ქრისტიანული სამყაროს ყველა მხრიდან. წმ. ათანასეს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართველებთან (რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ მისი დედა იყო ქართველი) და ლათინებთან. მისი მხარდაჭერით წმიდა მთაზე ივერიული (ქართული) და ლათინური მონასტრები დაარსდა. ივერთა მონასტერი მოკლე ხანში ქართული კულტურის მნიშვნელოვან ცენტრად გადაიქცა, სადაც მრავალი წიგნი ითარგმნა ქართულ ენაზე...
უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში (X-XII სს) ათონი ჯერ კიდევ არ თამაშობდა მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთის სულიერ ცხოვრებაში. ეჭვგარეშეა, ამ ხანის ათონის მონასტრების საშუალო სულიერი დონე საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ შესაბამისი პერიოდის სასულიერო მწერლობის ძალიან მცირე ნაწილი თუ ეკუთვნის ათონელ ბერებს. წმ. ათანასეს შესანიშნავი ისტორიული ცხოვრების და უფრო იურიდიული ხასიათის მქონე რამდენიმე წესდების გარდა, ამ პერიოდის ერთადერთ მნიშვნელოვან სასულიერო ნაწარმოებს წარმოადგენს მეუდაბნოე წმ. პეტრე ათონელის ცხოვრება. მართალია, ის მოკლებულია ისტორიულ ცნობებს, მაგრამ შესანიშნავია, როგორც ადრეული გადმოცემა ისიხასტური სულიერების და წმ. მთის მფარველი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული თაყვანისცემისა. მოგვიანებით, XIV ს-ში პეტრე ათონელის ცხოვრება ისიხასტური იდეალის აპოლოგიის მიზნით ლიტერატურულად დაამუშავა წმ. გრიგოლ პალამამ. ათონზე ამ დროს გავრცელებული იყო საერთო საცხოვრებელი ტიპის მონაზვნური წესის ცხოვრება, – იყო დიდი მონასტრები, და ეს, შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზია წმიდა მთის არაპროდუქტიულობისა სასულიერო ლიტერატურის სფეროში. ყოველ შემთხვევაში, ამ ეპოქის დიდი სასულიერო მწერლები არ მიეკუთვნებიან ათონს, მაგალითად წმ. ათანასეს უმცროსი თანამედროვე დიდი მისტიკოსი და გამოჩენილი მწერალი წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (გარდ. 1022 წ.) და მისი მოწაფე ნიკიტა სტითელი, რომლებიც ცხოვრობდნენ კონსტანტინეპოლში, ასევე ილია ეკდიკი, თეოფილე სინელი და სხვ.
სინას მთა, მიუხედავად აღმოსავლეთისგან იზოლაციისა, და კონსტანტინეპოლი, ჯერ კიდევ X-XI სს-ში რჩებიან მისტიციზმის ცენტრებად, თუმცა ათონი უკვე ემზადება მიიღოს მათი მემკვიდრეობა და უფრო მეტად განავითაროს მათი სულიერი სწავლებები, რაც მოხდა კიდეც XIII-XV საუკუნეებში.
სულიერი თვალთახედვით, XIII-XV საუკუნეები – საუკეთესო პერიოდია ათონის ისტორიაში, თუმცა გარეგნულად ის სავსე იყო სხვადასხვა უბედურებებით. XIII ს-ში აქ ადგილი ჰქონდა ლათინელ ჯვაროსანთა თავდასხმებსა და ყაჩაღობებს. დამპყრობლებმა ათონის საზღვრებზე განსაკუთრებული ციხე-სიმაგრეც კი აღმართეს, ე.წ. “ფრანკო-კასტრო” (ფრანკების ციხე-სიმაგრე), რათა უფრო მოხერხებულად გაექურდათ წმ. მთა. კიდევ მეტად საშინელი იყო კატალონელ ჯარისკაცთა თავდასხმები XIV ს-ის დასაწყისში, როცა ათონის უამრავ მონასტერი დაწვეს ბერებთან ერთად. ამავე საუკუნის დასასრულს ხდებოდა თურქების ყაჩაღური თავდასხმებიც. ადგილი ჰქონდა დევნას უნიატელი იმპერატორის მიქაელ VIII-ს მხრიდან, რომელიც ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა რომთან უნიის დადებას. ყველა ამ უბედურებას ბუნებრივ შედეგად მოჰყვა ანტირომაული განწყობილების განვითარება და განმტკიცება, რაც მას შემდეგ ძალიან დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა ათონელ ბერებში. თუმცა სულიერად ათონის მთა ამ მძიმე განსაცდელების ჟამს აყვავდა და მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში “ისიხაზმის” სახელწოდებით ცნობილი ერთ-ერთი უდიდესი მისტიკური მოძრაობის ცენტრი გახდა. აღნიშნული სახელწოდება მოდის სიტყვიდან “ისიხია”, რომელიც სიტყვასიტყვით “სიმშვიდეს” ნიშნავს. ეს სიტყვა გამოხატავს მისტიკური სიმშვიდის მდგომარეობას, როდესაც ადამიანი თავისუფლდება წარმოსახვის ზემოქმედებისა და გონებაგაფანტულობისაგან და ლოცვით მთლიანად გადაერთვება შინაგან ადამიანზე, რაც ხელს უწყობს ღმერთთან უფრო მჭიდრო კავშირსა და სულიწმიდის მადლის შეთვისებას. ეს მდგომარეობა არაფრით არ უნდა დავუკავშიროთ იმას, რაც დასავლეთში “კვიეტიზმის” სახელწოდებითაა ცნობილი.
ამ სულიერებაში არაფერია განსაკუთრებულად ახალი, გარდა XIV ს-ში ამ მოძრაობის ინტენსიურობისა და არამარტო მონაზვნებში, არამედ ერისკაცებშიც მისი ფართო გავრცელებისა. თავისი არსით ის იყო ძველი მჭვრეტელობითი და მისტიკური გარდამოცემა აღმოსავლური მონაზვნობისა, IV-V სს-ში ევაგრესა და მაკარის მიერ გადმოცემული.
მჭვრეტელობითი ცხოვრების ამ უძველესმა სწავლებამ ე.წ. “იესოს ლოცვის” თეორიისა და პრაქტიკის ძლიერი გავლენა განიცადა დაწყებული V ს-დან და შემდეგ პერიოდში. ეს ლოცვა ათონს არ შეუქმნია. მისი უძველესი ცენტრები, როგორც ჩანს, პალესტინა, ეგვიპტე და განსაკუთრებით სინას მთა იყო, საიდანაც ის გავრცელდა მთელ მართლმადიდებელ სამყაროში და ერისკაცთა ფართო წრეებშიც შეაღწია. იგი შემდეგნაირად გამოითქმის: “უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე”.
XIV ს-ის დიდი ასკეტი – წმ. გრიგოლ სინელი (გარდ. 1346 წ.) ათონზე სულიერი აყვავების მთავარ წამომწყებად უნდა მივიჩნიოთ. აღმოსავლეთის სხვადასხვა მონასტრებში დიდი ხნის ყოფნის შემდეგ ათონზე მისული გრიგოლი, როგორც თვითონ ამბობს, ბევრ სათნო და ღვთისმოსავ ადამიანს შეხვდა, მაგრამ მათ შორის ძალიან ცოტა იყო ჭეშმარიტად მჭვრეტელი ადამიანი, რომელიც გონებით ლოცვის უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა. მაგრამ მათაც კი მხოლოდ პრაქტიკიდან ისწავლეს ასეთი ლოცვა, არ იცოდნენ მისი თეორია და არ შეეძლოთ ის სხვებისათვის ესწავლებინათ. გრიგოლი თვითონ დაეუფლა იესოს ლოცვას სინას მთაზე და კიდევ უფრო გააღრმავა ის კვიპროსზე ერთი წმ. ბერის – არსენის დახმარებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ლოცვის გადაცემა ყოველთვის პირადი სწავლების გზით ხდებოდა. წმ. გრიგოლ სინელმა პირადი ხელმძღვანელობითა და სასულიერო ნაწერებით შეძლო შეექმნა ათონზე სულიერი ცხოვრების ძლიერი აღმავლობა. აქედან მოყოლებული დიდი ხნის მანძილზე ათონი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი და საღვთისმეტყველო ცენტრი იყო, რომელსაც უზარმაზარი გავლენა ჰქონდა მთელ მართლმადიდებელ სამყაროზე. წმ. გრიგოლმა მართლმადიდებელ ქვეყნებში მჭვრეტელობითი ცხოვრების და მოუკლებელი ლოცვის შესახებ თავისი შეხედულებების გასავრცელებლად მთელი რიგი მისიონერული მოგზაურობები წამოიწყო. სულიერი აღორძინების საქმიანობაში მას აქტიურად ეხმარებოდა ათონის სხვა დიდი წმინდანი მაქსიმე კავსოკალიველი. არსებობს ოთხი ცხოვრება ამ წმინდანისა. წმ. მაქსიმე წმ. გრიგოლისაგან განსხვავებით უბრალო, უსწავლელი ადამიანი იყო. მას არ დაუტოვებია სასულიერი წერილები, მაგრამ სულიწმიდის მადლის ჭეშმარიტი მატარებელი გახლდათ. ის იყო ქარიზმატიკოსი, მჭვრეტელი და სასწაულთმოქმედი. ეს უბრალო ადამიანი ღრმად იყო გათვითცნობიერებული სულიერი ცხოვრების ყველაზე წვლილად საკითხებშიც კი. იგი ცხოველ ინტერესს იჩენდა თავისი დროის საღვთისმეტყველო საკითხებისადმი და მათთან მიმართებაში სრულიად განსაზღვრულ პოზიციას იკავებდა. მიუხედავად ამისა, მას წიგნებიდან არ მოუპოვებია მოუკლებელი ლოცვის მადლი. ეს მან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მიიღო, როგორც განსაკუთრებული საჩუქარი. წმ. მაქსიმე კავსოკალიველთან ერთად ათონზე კვლავ ჩნდება აღმოსავლური სულიერების ადრეული მისტიკური თემა, ღვთაებრივი ნათლის ხედვა, რომელსაც ცენტარული ადგილი ეჭირა მაკარისა და წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მისტიკურ გამოცდილებაში. წმ. მაქსიმეს “ცხოვრებებში” გვხვდება “უხილავი ხედვის” მრავალი აღწერა, რომელიც, როგორც თვითონ ამბობდა, ზეგრძნობადი და უნივთოა, მაგრამ მიუხედავად ამისა იმდენად ობიექტური და ჭეშმარიტი, რომ წმ. მაქსიმეს ერთერთმა მოსწავლემ მარკოზ უბრალომ ერთხელ ლოცვისას წმინდა მამა ცეცხლოვანი ღრუბლით გარშემორტყმული იხილა. ნათლის ამ ხედვას ხანდახან ზეგრძნობადი კეთილსურნელების განცდაც ახლდა თან. წმ. მაქსიმეს სწავლება ექსტაზური მდგომარეობების შესახებ, როცა წყდება ყოველგვარი ლოცვა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. აქ წმ. მაქსიმე ძალიან უახლოვდება VIII ს-ის დიდ ასურელ მისტიკოსს ისააკ ნინევიელს.
წმ. გრიგოლ პალამას უკავშირდება ისიხასტური მოძრაობის სისტემატურ კამათსა და საღვთისმეტყველო მსჯელობებში ჩართვა. თესალონიკის მთავარეპისკოპოსი წმ. გრიგოლ პალამა 1359 წ. გარდაიცვალა და მთელი ცხოვრების მანძილზე მჭიდრო კავშირში იყო ათონთან. აქ იგი 21 წლის ასაკში აღიკვეცა მონაზვნად და დატოვა კონსტანტინეპოლი, სადაც დაიბადა ცნობილ ოჯახში და მიიღო შესანიშნავი განათლება. დიდი ხნის განმავლობაში ის ათონზე ცხოვრობდა, სამი წლის განმავლობაში იყო საერთო საცხოვრებელი მონასტრის – ესფიგმენის იღუმენი, მაგრამ უარი თქვა წინამძღვრობაზე “ისიქიის” სიყვარულის გამო და განმარტოებით ცხოვრობდა წმ. ათანასეს ლავრის შემოგარენში. ის ალბათ აქვე დარჩებოდა სიცოცხლის ბოლომდე, რომ არა ერთი კალაბრიელი ბერი ვარლაამი, “აღორძინების” პერიოდის თავისებური ავანტიურისტი და ზედაპირული მეცნიერი, ამასთან სულიერი ცხოვრებისთვის სრულიად უცხო ადამიანი. ათონზე ხანმოკლე ყოფნის შემდეგ მან სასტიკი თავდასხმა განიზრახა წმ. მთის მჭვრეტელ მამებზე, იმის გამო, რომ ისინი დაკავებულნი იყვნენ მოუკლებელი იესოს ლოცვით. არასწორად შემეცნებული ასკეტური სწავლებიდან ვარლაამმა თვითნებური დასკვნები გამოიტანა, რომლებიც უვიც პირთა მოსაზრებებზე იყო დაყრდნობილი. წმ. გრიგოლ პალამამ დაუტევა განმარტოება და ისიხაზმის ასკეტური სწავლების დაცვას შეუდგა. პოლემიკა ძალიან მალე დაშორდა ასკეტურ ნიადაგს და ისეთ საღვთისმეტყველო და მეტაფიზიკურ საკითხებზე გადავიდა, როგორებიცაა შეუქმნელი ღვთაებრივი ნათელი, მადლის ბუნება, ღმრთაებრივი არსი ღმრთაებრივ “ენერგიასთან” მიმართებაში და სხვ. ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერი საყვედურობს პალამას იმისათვის, რომ მან დაუტევა მჭვრეტელობითი ცხოვრება დოგმატური პოლემიკის გამო. მაგრამ ასეთი საყვედური არ არის სამართლიანი. გარდა იმისა, რომ პალამა დოგმატურ პოლემიკაში არა საკუთრივ პირადი წამოწყებით, არამედ ათონის სულიერ ხელმძღვანელთა დავალებით ჩაერთო, ის ასეთი მოქმედებით მხოლოდ იმ ძველი ასკეტი მამების ტრადიციულ კვალს მისდევდა, რომლებიც არასდროს ყოფილან გულგრილნი სულიერ ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი დოგმატური საკითხების მიმართ. მსგავსი საყვედურები შეიძლება გამოთქმულიყო წმ. მაქსიმე აღმსარებლის მიმართაც იმისათვის, რომ ის ანტიმონოთელიტურ პოლემიკაში ჩაერთო, ან წმ. თეოდორე სტუდიელის მიმართ იმ მიზეზით, რომ წმ. ხატების თაყვანისცემის დაცვას შეუდგა. დიდი ასკეტი მოღვაწეები არასდროს ყოფილან გულგრილნი მართლმადიდებლობასთან მიმართებაში...
ამ საღვთისმეტყველო ბრძოლაში წმ. გრიგოლ პალამას აქტიურად უჭერდა მხარს მთელი ათონის მთა. აქ ჩვენ შეგვიძლია მითითება გავაკეთოთ ცნობილ “მთაწმინდის ტომოსზე”. ისიხასტური მოძრაობის ეს თავისებური მანიფესტი, რომელშიც გადმოცემულია ყველა მთავარი საღვთისმეტყველო პუნქტი, კამათის დასაწყისში შედგენილია ათონელი ბერის ფილოთეოს კოკინოსის, მომავალი კონსტანტინეპოლელი პატრიარქის მიერ. ის ხელმოწერილია საერთო კრებაზე წმ. მთის იღუმენების მიერ მის დედაქალაქ კარეაში. იოლი მისახვედრია ათონის მნიშვნელობა ამ პერიოდის საერთო საეკლესიო საქმეებში, გამომდინარე მსოფლიო პატრიარქების დიდი რაოდენობიდან, რომლებიც ამ თანამდებობაზე არჩევამდე წმ. მთის ბერები იყვნენ. დავასახელებთ მხოლოდ რამდენიმე მათგანს, რომლებმაც კვალი დატოვეს სულიერების ისტორიაში. კალისტოსი – პირველი ავტორი წმ. გრიგოლ სინელის ცხოვრებისა და სხვა თხზულებებისა, ზემოხსენებული თეოფილე კოკინოსი, მონათლული ებრაელი, ბიოგრაფი წმ. გრიგოლ პალამასი და სხვა მისი თანამედროვე წმინდანებისა, ძალზედ ცნობილი ღვთისმეტყველი კალისტოსი, დიდი მისტიკოსი მწერალი, სავარაუდოა, რომ XIV ს-ის ბოლოს ეგნატე ქსანთოპულოსთან ერთად მან შექმნა ისიხასტური სულიერების ცნობილი სახელმძღვანელო, რომელსაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და ცხოველსმყოფელობა ჩვენს დრომდეც კი. ის ასევე საინტერესოა, როგორც დამმოწმებელი იმისა, რომ სულიერი წინამძღვრობა ამ პერიოდში დიდი საერო საცხოვრებელი მონასტრებიდან გადავიდა უფრო პატარა დასახლებებში, “სკიტეებში”, – რომლებიც ნახევრადგანდეგილური და უფრო მეტად მჭვრეტელობითი ცხოვრებისათვის იყო განკუთვნილი. ათონზე მოღვაწეთა შორისაა ასევე ყოფილი იმპერატორი იოანე კანტაკუზენი, რომელიც ტახტიდან გადადგომის შემდეგ იოასაფის სახელით აღიკვეცა ბერად ვატოპედის მონასტერში. “ისიხასტური” პერიოდის ცნობილი ისტორიის გარდა მან დაწერა რამდენიმე ისეთი ფასეულობის საღვთისმეტყველო ტრაქტატი, რაც ძნელი წარმოსადგენია ყოფილი იმპერატორისგან და ამასთან ბიზანტიელისაგან. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ძირითადი ნაწილი ამ ნაშრომებისა გამოუქვეყნებელია.
თურქთა ბატონობის პირველ პერიოდში წმიდა მთა არ გამოირჩეოდა დიდი სულიერები მოღვაწეობით, თუმცა მისი სიწმინდე განაგრძობდა აყვავებას. და მრავალი წმინდანიც გვყავს ამ დროის: ღირსი ნილოსი (XVII ს.), ღირსი იეროთეოსი (XVII ს.), ღირსი აკაკი (XVIII ს.) და სხვ. მაგრამ ჩვენ ცოტა რამ თუ ვიცით მათ შესახებ, რადგან მათ არ გამოუჩნდათ ისეთი ბრწყინვალე ბიოგრაფები, როგორებიც ჰყავდათ მათ წინამორბედებს ისიხასტურ პერიოდში. თურქთა ბატონობის დროინდელ ათონთან დაკავშირებულ წმინდანთა ახალი ტიპი გახლავთ ახალმოწამეები. ისინი იყვნენ წმ. სარწმუნოების აღმსარებლობისათვის თურქთაგან წამებული ქრისტიანები, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს ათონელი ბერები შეადგენდნენ. მათ შორის იყვნენ ის ქრისტიანებიც, რომლებსაც ბერებმა მოწამეობისაკენ მოუწოდეს. ათონელი ბერები ასწავლიდნენ, რომ სარწმუნოების უარმყოფი გამუსულმანებული (რაც არცთუ იშვიათად ხდებოდა დევნისას) ქრისტიანი ხშირი სინანულითაც ვერ იხსნიდა სულს განდგომილებაში. მას ცხადად უნდა ეღიარებინა ქრისტიანული სარწმუნოება თურქების წინაშე. ისლამის ამგვარი უარყოფა მაჰმადიანთა მიერ თურქული კანონებით მკაცრად ისჯებოდა: პირს, რომელიც ასე მოიქცეოდა, სასტიკად კლავდნენ. წმ. მთის სწავლებამ განცხადებული აღმსარებლობის აუცილებლობის შესახებ მრავალი მოწამე დაბადა. ზოგი ამ სწავლებას ადამიანური ბუნებისგან ძალზედ ბევრის მოთხოვნაში დებდა ბრალს, ბევრი კი მას საქმით ახორციელებდა. ათონელი ბერების მხრიდან ეს იყო გამოხატულება რწმენის ერთგულებისა და იმ სერიოზულობისა, რომლითაც ისინი უდგებოდნენ სულის ცხონების საკითხს.
ათონის ახალი მშვენიერი ხანა დაიწყო XVIII ს-ის მეორე ნახევარში. ის გრძელდებოდა საბერძნეთში მომხდარ აჯანყებამდე (1821 წ.) და შესაძლოა უფრო დიდხანსაც. წმ. მთამ კვლავ მმართველი ადგილი დაიკავა მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში. აქ ჩვენ არ ვგულისხმობთ ათონზე საღვთისმეტყველო აკადემიის დაარსებას. ის რამდენიმე წლის განმავლობაში განაგრძობდა არსებობას XVIII ს-ის ცნობილი ბერძენი მეცნიერის ევგენი ბულგარისის (გარდ 1816 წ.) ხელმძღვანელობით, რომელიც ენციკლოპედიური ცოდნის ღირსეული ადამიანი იყო; ამასთანავე ის იყო ეკლექტიკოსი და ალბათ რამდენადმე ზედაპირულიც. იგი მართლმადიდებლური დოგმატებისა და საეკლესიო ჩვეულებათა ერთგულიც იყო და განმანათლებლობის ეპოქის გერმანელ ფილოსოფოსთა იდეებისკენაც იხრებოდა. რთული გასაგები არ არის, რომ მისი ვოლფის ფილოსოფიით გაჟღენთილი სწავლება, რომელიც საკმაოდ სცილდებოდა წმ. მამათა გადმოცემებს, დიდ წინააღმდეგობას შეხვდა ათონელ ბერებში, შესაძლოა უსწავლელებში, მაგრამ მართლმადიდებლური სწავლების წყაროებთან უფრო დაახლოებულებში. ბულგარისი იძულებული გახდა დაეტოვებინა ათონი და წასულიყო რუსეთში, სადაც ხელი დაასხეს ეპისკოპოსად. აქ ეკატერინე II-ს მეფობისას ბულგარისმა მისთვის უფრო შინაურული გარემო იპოვა, ვიდრე ათონზე, სადაც მის აკადემიას დიდხანს აღარ უარსებია და გაცილებით უფრო ელემენტარული სკოლით შეიცვალა. უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ხანგრძლივი მონაზვნური ტრადიციის აღსადგენად და სულიერ ცხოვრებაზე გაცილებით ღრმა წარმოდგენის დასაბრუნებლად შექმნილ შესანიშნავ სულიერ მოძრაობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ათონზე ამავე პერიოდში. ის დაკავშირებულია სამი ცნობილი ბერძენი პიროვნების: ყოფილი კორინთელი ეპისკოპოსის მაკარის, ნიკოდიმოს მთაწმინდელისა და ათანასე პარიელის სახელთან. მაკარი – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანია. მცირე ხნის წინ ღრმა კმაყოფილებით შევიტყვეთ, რომ კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო განიხილავს წინადადებას ნიკოდიმოსის კანონიზაციის შესახებაც, რომელსაც დიდ პატივს სცემენ ათონელი ბერები. მაკარისთან ერთად ის იბრძოდა ძველი სულიერი მჭვრეტელობითი გადმოცემის აღსადგენად, რომელიც დროთა განმავლობაში გარკვეულწილად დავიწყებული იქნა ათონზე. ისინი თვლიდნენ, რომ ახალი მაღალი სულიერი მდგომარეობის მისაღწევად მთავარ გზას წარმოადგენს მოღვაწე მისტიკოსი ბერების შესწავლა, იესოს ლოცვა და უფრო ხშირი ზიარება.ამ სამი მამის თანამედროვეთა მონაზვნური და საერთოდ რელიგიური ცხოვრება ძალზედ იყო დაშორებული მათ მიზნებს, რის გამოც დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდათ თავიანთი შეხედულებების დასაცავად და გასავრცელებლად. ხშირი ზიარებისკენ მოწოდებას განსაკუთრებით ბევრი მოწინააღმდეგე შეხვდა ათონზეც კი. დაიწყო დიდი და ფიცხელი დავა...
ხშირი ზიარების დასაცავად მაკარი კორინთელმა 1777 წ. ვენეციაში გამოუშვა წიგნი, რომელსაც კვალდაკვალ მოჰყვა ნიკოდიმოსისა და ათანასე პარიელის ნაშრომები. ყველა მათგანი მხარს უჭერდა უფრო ხშირ ზიარებას, ვიდრე ჩვეულებრივ მიღებული იყო იმ ხანის ბერებსა და საერო პირებში. თუმცა სხვები, მაგალითად ასევე ათონელი ბერი, ნეოფიტე კავსოკალიველი საწინააღმდეგო შეხედულების პასუხს იძლეოდნენ. ამ კამათში მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია მყარი არ ყოფილა. თავდაპირველად ის მაკარის წიგნის მომხრე იყო, თუმცა მოგვიანებით გაკიცხა იგი, საბოლოოდ კი უარყო თავისი კიცხვა და ეს საკითხი ღია დატოვა. დიდი პატრიარქი წმ. გრიგოლი V (1821 წ. თურქებისგან ჩამომხრჩვალი) ხშირი ზიარების მომხრე იყო და ყოველთვის მხარს უჭერდა ამ მოძრაობას. ის მჭიდრო კავშირში იყო წმ. მთასთან, სადაც მრავალი წელი გაატარა დევნილობისას. მან დიდი ღვაწლი გასწია ათონის დიდ მონასტრებში საერთო საცხოვრებელი წესის აღსადგენად, რომელიც თურქების ბატონობის პერიოდში უმეტესად “იდიორითმით” სახელდებული თავისებური სისტემით შეიცვალა. ძირითადი მონაზვნური აღთქმები – მორჩილება და უპოვარება მეტად შესუსტებული იყო ამ არაკანონიკურ წყობაში, ბერებს ნება ეძლეოდათ პირადი საკუთრება ჰქონოდათ. “იდიორითმი” ხელს უწყობდა ათონის სულიერ დაკნინებას. დღემდეც ის წარმოადგენს წმ. მთის ერთერთ ყველაზე სუსტ მხარეს.
დიდი შრომა იქნა გაწეული ასევე მჭვრეტელობითი ცხოვრების ძველი ასკეტური გადმოცემის აღსადგენად. ნიკოდიმოსი ძალიან ნაყოფიერი სულიერი მწერალი იყო. მის ზოგიერთ წიგნში, მაგალითად “უხილავი ბრძოლა”, მჟღავნდება დასავლური სულიერების გავლენა. დიდი ფასეულობა აქვთ სხვა მის ნაშრომებს, მაგალითად “სულიერი ხელმძღვანელობა”. ეს შესანიშნავი წიგნი საინტერესოა, როგორც მცდელობა ისიხასტური ასკეტური პრაქტიკის შემდგომი გავრცობისა. მაგრამ ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ ნაწარმოებს, ეჭვგარეშეა, წარმოადგენს “ფილოკალია” (Добротолюбие) – შესანიშნავი ასკეტური და მისტიკური კრებული, რომელიც ნიკოდიმოს მთაწმინდელისა და მაკარი კორინთელის მიერ გამოიცა ვენეციაში 1782 წ. ამ სულიერმა ქრესტომათიამ ხელმისაწვდომი გახადა ძველი მამების საუკეთესო ნაწერები (განსაკუთრებით იესოს ლოცვის შესახებ) მართლმადიდებელი ხალხის ფართო წრეებისათვის, როგორც ბერების, ასევე საეროებისათვის. ამ დრომდე ისინი ათონის ბიბლიოთეკების გამოუქვეყნებელ ხელნაწერებში იყო დამარხული.
ეს კრებული ძალიან მალე ითარგმნა სლავურ და რუმინულ ენებზე. “ფილოკალიამ” ძალიან შეუწყო ხელი სულიერი ცხოვრების გამოცოცხლებას და ჭეშმარიტი ასკეტური გადმოცემის დაბრუნებას ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაში. ეს განსაკუთრებით სწორია რუსეთთან დამოკიდებულებაში, სადაც იგი ბევრჯერ გამოიცა. პირველი სლავური თარგმანი ეკუთვნის XVIII ს-ის ცნობილ პიროვნებას პაისი ველიჩკოვსკის. ის იყო წარმოშობით რუსი და გარდაიცვალა რუმინეთში, სადაც დიდი მონასტრების ორგანიზატორმა და წინამძღვარმა თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა (კანონიზებულია რუსეთის მართლმ. ეკლესიის მიერ 1988 წ.). პაისი ველიჩკოვსკის ცხოვრება მკვეთრად ჰფენს ნათელს ათონის საყოველთაო მართლმადიდებლურ მნიშვნელობას ამ პერიოდის სულიერ ცხოვრებაში. პაისი თავდაპირველად რუსეთში მონაზვნობდა, მაგრამ იქ არსებული მონასტრების იმდროინდელი სულიერი გარემოებებით უკმაყოფილო რუმინეთში, შემდეგ კი ათონზე გაემგზავრა უფრო ამაღლებული სულიერი ცხოვრების საძიებლად. თუმცა დასაწყისში ათონზეც იმედგაცრუებული იყო იმით, რაც იქ ნახა. ეს იყო მანამ, სანამ “კოლივადების” სულიერი მოძრაობა თავისი ნაყოფის გამოღებას მოასწრებდა. მოგვიანებით მან პირადად გაიცნო წმ. მაკარი კორინთელი და სხვა ღირსეული პიროვნებები, რომელთა ცხოვრებამ და ღვაწლმა, რომელიც გაწიეს მისტიკოსი მამების ნაწერების მოსაპოვებლად “ფილოკალიის” გამოსაცემად, მასზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. ამ წიგნის გამოსვლისთანავე პაისიმ ის სლავურ ენაზე გადათარგმნა. ბევრი კვლევითი ნაშრომი დაიწერა რუსი წარმოშობის სულიერ წინამძღვრებზე – XIX ს-ის ბერებზე, განსაკუთრებით ოპტინელებზე, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ მათ წყაროებს წარმოადგენდა ათონი და XVIII ს-ის უკანასკნელი პერიოდის “კოლივადები” მაკარი კორინთელის მეთაურობით. მართლაც, რუსმა “სტარცებმა” უფრო მეტი ზეგავლენა იქონიეს XIX ს-ის რუსეთის ცხოვრებაზე, ვიდრე ბერძენმა “ღერონდებმა”1 თავიანთ ქვეყანაში. მათ კავშირი ჰქონდათ ასევე უფრო ინტელექტუალურ სამყაროსთან. მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან დოსტოევსკი, გოგოლი, კირეევსკი, რომლებიც ოპტინელ მამათა ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. მსგავსი რამ საბერძნეთშიც ხდებოდა. გამოჩენილმა ორმა ახალმა ბერძენმა მწერალმა, ალექსანდრე პაპადიამანდისმა (გარდ. 1908 წ.) და ალექსანდრე მორაიტიდისმა (გარდ. 1930 წ.) ათონელი ბერების ძლიერი გავლენა განიცადეს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე მწერლობაშიც. მორაიტიდისი განსაკუთრებით ღრმადმორწმუნე ადამიანი იყო. მისი სულიერი მოძღვარი იყო ათონელი ბერი დიონისე. მორაიტიდისი თავადაც აღიკვეცა მოხუცებულობაში ათონთან მდებარე პატარა კუნძულ სკიფაოს მონასტერში, იგი ამ კუნძულზე იყო დაბადებული. უეჭველია, რომ რუს მწერალ კონსტანტინე ლეონტიევს, ორიგინალურ ფილოსოფოსსა და დიდი ნიჭის მქონე ლიტერატორს, ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა ათონთან ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მან გასული საუკუნის 60-იან წლებში წმ. მთაზე იმოგზაურა, წარმართობიდან ის მხურვალე, თუმცა თავისებურ მართლმადიდებლად გარდაიქმნა. გარდაიცვალა მორჩილებაში მოსკოვთან მდებარე წმ. სერგის ლავრაში.
როგორია დღევანდელი ათონის სულიერი მდგომარეობა და რა ადგილი უჭირავს მას მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში? ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემა არ შემიძლია. ბევრი ეცადა ათონის ხანმოკლე მონახულებით ამ საკითხის გადაჭრას. როცა რაიმე საკითხში პირადი და ხანგრძლივი გამოცდილება გაქვს, უფრო რთული ხდება განსაზღვრული დასკვნების გაკეთება, მით უფრო კი მომავლის პროგნოზი. მე მოკლე შენიშვნებით შემოვიფარგლები.
50-იან წლებში ათონის მთა მწვავე და საშიშ კრიზისს განიცდის განუსაზღვრელი შედეგით. ამის მიზეზი ბევრია, როგორც გარეგანი, ასევე შინაგანიც. წმ. მთა თავისი განცალკევების მიუხედავად, მაინც სამყაროს ნაწილია. ის, რაც ხდება მის გარეთ, აირეკლება ათონის ცხოვრებაში. მისი კრიტიკული მდგომარეობის ყველაზე მკვეთრი გამოხატულება, რა თქმა უნდა, ბერმონაზვნური დასახლებების სწრაფი კლებაა. მიმდინარე საუკუნის დასაწყისში, პირველ მსოფლიო ომამდე ათონზე თითქმის 10000 ბერი იყო. ახლა მათი რიცხვი 2000-ზე ნაკლებია. თავის მხ<

პოსტის ავტორი: lado s თარიღი: Feb 16 2007, 04:59 PM

დასასრული:

50-იან წლებში ათონის მთა მწვავე და საშიშ კრიზისს განიცდის განუსაზღვრელი შედეგით. ამის მიზეზი ბევრია, როგორც გარეგანი, ასევე შინაგანიც. წმ. მთა თავისი განცალკევების მიუხედავად, მაინც სამყაროს ნაწილია. ის, რაც ხდება მის გარეთ, აირეკლება ათონის ცხოვრებაში. მისი კრიტიკული მდგომარეობის ყველაზე მკვეთრი გამოხატულება, რა თქმა უნდა, ბერმონაზვნური დასახლებების სწრაფი კლებაა. მიმდინარე საუკუნის დასაწყისში, პირველ მსოფლიო ომამდე ათონზე თითქმის 10000 ბერი იყო. ახლა მათი რიცხვი 2000-ზე ნაკლებია. თავის მხრივ ეს რიცხვი (2000) ჯერ კიდევ არ არის ძალიან ცოტა. წარსულში, მაგ. XVI-XVII სს-ში ამავე რაოდენობის მოსახლეობა ხშირად ყოფილა ათონზე. მხოლოდ თავდაპირველად (X-XII სს) და XVIII ს-ის მეორე ნახევარში საბერძნეთში მომხდარ 1821 წლის ამბოხებამდე აღწევდა ბერების რაოდენობა წმ. მთაზე 10000 და მეტს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ბერების რაოდენობის კლების სიჩქარე ამაღელვებელია. ამ მოვლენის მიზეზებში ზოგიერთი უფრო გარეშე და პოლიტიკურიცაა. ახლახან მომხდარი ისტორიული მოვლენების ფონზე ათონი მართლმადიდებლური სამყაროს უდიდეს ნაწილს მოწყდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ათონი ჩამოცილდა რუსეთს, ხოლო ბალკანეთის მართლმადიდებელ ქვეყნებს, გარდა საბერძნეთისა – მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოყოლებული. საბერძნეთის მმართველობის პოლიტიკამ ეროვნულ უმცირესობასთან მიმართებაში, კიდევ უფრო გააძლიერა წმ. მთის იზოლაციის პროცესი. დიდი სირთულეები შეექმნათ ათონის მონასტრებში ბერად აღკვეცის მსურველ არაბერძნული წარმომავლობის პირებს.
ისტორიის განმავლობაში ათონი არასდროს ყოფილა და არც შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ერის საკუთრება. ის ყოველთვის იყო ხელმისაწვდომი ყველა ეროვნების მართლმადიდებელთათვის, როგორც მონაზვნობის მსოფლიო მართლმადიდებლური ცენტრი. აქ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წარსულში ქართველების უდიდესი როლი ათონზე, ისევე როგორც სერბებისა თავიანთი ისტორიული ხილენდარის მონასტრით XIII-XVI სს-ში და რუსებისა XIX ს-ში. თითოეულმა ამ ერმა დიდი სულიერი და კულტურული წვლილი შეიტანა ათონის აყვავებაში და იმავდროულად არ წაურთმევია მისთვის უპირატესი ბერძნული ხასიათი. მხოლოდ ერთი ერით შემოფარგლული ათონი დაკარგავდა თავის მსოფლიო მართლმადიდებლური ცენტრის მნიშვნელობას და მალე დაკნინდებოდა. ათონზე მოსახლეთა შემცირების იგივე პროცესი, სინამდვილეში ბერძნულ მონასტრებშიც მიმდინარეობდა, თუმცა უფრო ნელი ტემპით. დღევანდელ დღეს ათონზე მოღვაწე პიროვნებების რაოდენობა არ არის საკმარისი. ამის გარდა ბოლო წლებში შეიმჩნევა ბერების საკმაო რაოდენობა, რომლებსაც სურთ წავიდნენ ერში საეკლესიო საქმიანობისათვის. რა არის ამ სამწუხარო მოვლენის მიზეზი, რომელსაც წარსულში არ უარსებია? უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს სულიერი ცხოვრების საერთო დასუსტება და მორწმუნეების მიდრეკილება უფრო მეტად მისიონერული ღვაწლისკენ, ვიდრე მჭვრეტელობითი ცხოვრებისაკენ. ათონის სამონასტრო ტიპიკონის ასკეტურ სიმკაცრეს რთულად ეგუებიან თანამედროვე ადამიანები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც გათამამებულია თანამედროვე კომფორტით. შესამჩნევია აგრეთვე ზოგადად სულიერი წინამძღვრობის და კერძოდ ზოგ მონასტერში მორჩილების სწორი აღზრდის უკმარისობა. კანონიკური წყობიდან და წმ. მამების ჭეშმარიტი გადმოცემებიდან გადახვევა, რომელიც არის ათონის ახალ იურიდიულ ორგანიზაციაში, ხელს უწყობს დიდ უსამართლობას, რაც ძალიან ცუდად აისახება მონაზვნურ ცხოვრებაზე (მაგ. დამოკიდებულება იდიორითმულ მონასტრებში სხვადასხვა კლასის ბერებს შორის; “გაბატონებულ” მონასტრებსა და მათდამი “დაქვემდებარებულ” სენაკებსა და სკიტეებს შორის). ათონზე საღვთისმეტყველო განათლების არარსებობა და სირთულეები, რომლებსაც აწყდებიან მეცნიერები, როდესაც სურთ მონასტრებში საღვთისმეტყველო საქმიანობას მიუძღვნან თავი, არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ათონის მონაზვნობას ძირითადად 50 ან 60 წელს გადაცილებული ხანდაზმული ადამიანები შეადგენენ. ახლა რთულია იპოვო ვინმე ოცდაათ წელზე ნაკლები ხნის. ასეთები საერთოდ აღარ არიან არაბერძნულ მონასტრებში. ახალგაზრდა შრომისუნარიანი ბერების არარსებობა უდიდეს სირთულეებს ქმნის მონასტრების საეკლესიო მსახურების და საერთოდ სამონასტრო სამუშაოების შესრულებაში. ამ მოვლენის (ანუ ახალგაზრდა ბერების არარსებობა) არასასურველი სულიერი შედეგები კიდევ უფრო მძიმეა იმ მხრივ, რომ სამონასტრო ცხოვრება უსიცოცხლო, უმოქმედო, დაცემული ხდება. თითქმის იგივე შეიძლება ითქვას განათლებული ხალხის არარსებობაზე. რა თქმა უნდა, მართლმადიდებლური მონაზვნობა არასდროს არ უყურებდა მეცნიერებას და განსწავლულობას, როგორც მიზანს ან არსებით მხარეს, ან სულაც როგორც გამართლებას მონაზვნური ცხოვრებისა. ის ყოველთვის ღია იყო ყველა მდგომარეობისა და განათლების დონის პიროვნებებისათვის. ძმებისთვის არასდროს ყოფილა განსხვავება განათლებულ და გაუნათლებელ ადამიანებს შორის. ასეთი მიდგომით აღმოსავლელი მონაზვნები უფრო უახლოვდებიან ადრეული მონაზვნობის ჭეშმარიტ სულს, ვიდრე ზოგიერთი მონაზვნური ორდენები დასავლეთში, რომლებიც განასხვავებდნენ “მამებს” და “ძმებს”, რაც ძირითადად განათლების დონის სხვაობას ემყარებოდა. მიუხედავად ამისა, როცა მონაზვნური ძმობა თითქმის მხოლოდ გაუნათლებელი ადამიანებისაგან შედგება, მაშინ ეს არ შეიძლება იყოს ხელსაყრელი სულიერი ცხოვრებისათვის. ჭეშმარიტი მონაზვნური გადმოცემების შენარჩუნების აზრით ამას შეიძლება საშიში შედეგებიც მოჰყვეს. როგორი შესანიშნავი პირობები იყო ძველად, როცა ათონზე ასე ბევრი მაღალკულტურული ადამიანის დათვლა შეიძლებოდა!
მიუხედავად ზემოთქმულისა, ათონს უცვლელად უჭირავს თავისი ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში. ის ერთადერთია, სადაც აღმოსავლეთის უძველესი მონაზვნური გადმოცემა ჩვენს დრომდე მოყოლებული ჯერ კიდევ წარმოადგენს ცოცხალ ადამიანურ სინამდვილეს. აქ ის ბატონობს უცვლელად და თავის განსაკუთრებულ დაღს ასვამს ამ მხარეს. ის არის ერთადერთი ადგილი, სადაც სრული საეკლესიო წლის განმავლობაში ტარდება ბიზანტიური ღვთისმსახურება მთელი მისი სიმდიდრითა და სილამაზით. სამრევლო ეკლესიებში და ათონის გარეთ არსებულ მონასტრებშიც კი ჩვენ შეგვიძლია, ჩვეულებრივ, სრული მართლმადიდებლური ღვთისმსახურების მხოლოდ ფრაგმენტების ხილვა. წმიდა მთა ერთერთია იმ მცირერიცხოვან ადგილთა შორის, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის ისეთი დიდი ასკეტებისა და მისტკიოსების სწავლებები, როგორებიც იყვნენ მაკარი დიდი, წმ. იოანე კიბისაღმწერელი, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და სხვ. წარმოადგენენ არა მხოლოდ თეორიული შესწავლისა და ზოგიერთი მეცნიერ-სპეციალისტის კვლევის საგანს (პატროლოგების და ბიზანტოლოგების), არამედ რეალობის ცოცხალ სულიერ გადმოცემას, რომელიც განიცდება მთელი ჩვენი არსებით და ჭეშმარიტად არის სულიერი საარსებო პური. მე მახსენდება საუბარი ერთ გერმანელ პროფესორთან ათონზე. მან მკითხა, თუ რომელ წიგნებს კითხულობენ უფრო მეტად ჩვენი ბერები. პასუხად მე ბევრი ასკეტი მწერალი და მათ შორის წმ. იოანე კიბისაღმწერელი დავასახელე. “როგორ, – გაოცებით წამოიძახა პროფესორმა, – ჩვენთან მხოლოდ ძალიან ცოტა მაღალგანათლებულ ადამიანს შეუძლია ისეთი ავტორების წიგნების კითხვა, როგორიც იოანე კიბისაღმწერელია. თქვენი ბერები ძალიან განსწავლულები უნდა იყვნენ”. პროფესორს არ შეეძლო გაეგო, რომ როცა ვინმე ეკლესიის ცოცხალ გადმოცემას ეკუთვნის, მისთვის აღარ არის დიდი თეორიული ცოდნა საჭირო იმისათვის, რომ ჩაწვდეს ამ გადმოცემის გამომხატველ ნაწერებს. და მართლაც, ათონის ბევრ უსწავლელ ბერს ესმის და კითხულობს მშვენივრად არა მარტო კიბისაღმწერელს, არამედ ისააკ ასურს, სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველსა და სხვა მამებს...
იმისთვის, რომ ღირსეულად შეაფასო ამ მოვლენის მთელი მნიშვნელობა, უნდა გახსოვდეს, რომ თანამედროვე მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა უმრავლესობისთვის თითქმის სრულიად უცხოა ასკეტური გადმოცემა. მართლმადიდებლური მისტიციზმის მიმართ ისინი იმ თეორიულ ინტერესსაც არ ამჟავნებენ, რომელიც ხშირია დასავლეთის მეცნიერებში. არცთუ იშვიათად მათ არ იციან სახელებიც კი იმ დიდი მისტიკოსებისა, რომლებიც წმინდანად შერაცხა მართლმადიდებელმა ეკლესიამ. სამწუხაროდ, თითქმის იგივე შეიძლება ითქვას ზოგიერთ თანამედროვე ქრისტიანულ მოძრაობაზე საბერძნეთში და ვფიქრობ, სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებშიც. მე ვგულისხმობ ისეთ მოძრაობებს, რომლებიც თავიანთ ყურადღებას მისიონერულ სამუშაოზე, ქადაგებასა და საერთოდ სამოღვაწეო ცხოვრებაზე ამახვილებენ. ეჭვგარეშეა, რომ მათ დიდი და ღირებული შრომა გასწიეს ამ სფეროში, მაგრამ გაუცხოება მართლმადიდებლური სულიერი გადმოცემის, გონებითი ლოცვისა და საერთოდ მჭვრეტელობითი ცხოვრების მიმართ, რამდენადმე ზედაპირულ ელფერს აძლევს ყველა ამ მოძრაობას. ეს ყოველივე ბევრ მათ ახალგაზრდა და გულწრფელ წევრს სულიერად დაუკმაყოფილებელს ტოვებს. მახსოვს, ათონის მთის ყოფილი ბერი, ახალგაზრდა დიაკონი ათენში, ჩიოდა იმ სულიერი სიცარიელის გამო, რომელსაც ის განიცდიდა თავისი საქმიანობით მსგავსი ქრისტიანული მოძრაობის წევრად ყოფნისას. “და რაც ყველაზე ცუდია, – დაუმატა მან, – არცერთ ჩვენს ხელმძღვანელს ჩემი არ ესმის”. მას ძალიან სურდა ათონზე დაბრუნება. უეჭველია, რომ თანამედროვე ქრისტიანული მოძრაობის და მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი გადმოცემების უფრო მჭიდრო კავშირი ბევრ რამეში დაეხმარებოდა ამ მოძრაობებს ხალხში სულიერი ხელმძღვანელობის და აღსარების აღდგენაში. ათონს აქაც შეეძლო მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა.
ასკეტური გადმოცემის უბრალო შენახვაზე მნიშვნელოვანი მისი სულიერი ნაყოფია. ერთი სიტყვით, ეს ნაყოფი შეიძლება განისაზღვროს, როგორც სულიწმიდის მადლით მიღწეული სიწმინდე, რაშიც მდგომარეობს ჭეშმარიტება მონაზვნური ცხოვრებისა. მაგრამ ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა ჩვენს დროში იპოვო სიწმინდე ათონზე? თანამედროვე ადამიანისთვის ძალიან ძნელია ამ კითხვაზე ობიექტური პასუხის გაცემა. დასკვნა ეკლესიამ უნდა გააკეთოს. მე კი, თავს უფლებას მივცემ, რამდენიმე სიტყვით გამოვხატო ჩემი პირადი აზრი. ახლაც კი ათონზე ბევრი მაღალი სულიერებისა და ჭეშმარიტი სიწმინდის ადამიანი ცხოვრობს. იქ ცხოვრების წლებში მე სხვადასხვა ეროვნების ბერებს შევხვდი, რომლებმაც ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინეს მათში ცხადად არსებული სულიწმიდის მადლით. ეს ფაქტი ჩემთვის ეჭვგარეშეა. მე მხოლოდ დავამატებ, რომ ათონის გარდა მე არსად შემხვედრია სულიწმიდით ასე ნათლად გაბრწყინებული ადამიანები. მონაზონი მამები, რომლებსაც მე ვგულისხმობ, მონაზვნური ცხოვრების სხვადასხვა სახეს მიეკუთვნებიან, – ესენი არიან როგორც საერთო საცხოვრებელ მონასტერში მცხოვრებნი, ასევე განდეგილები. სულიწმიდით აღვსილი წმ. მამის მაგალითად შემიძლია მივუთითო პანტელეიმონის მონასტრის ბერზე – მამა სილუანზე, რომელიც 1938 წ. გარდაიცვალა. მთელი მისი ცხოვრება აღბეჭდილია სიწმინდით, რომელიც მის უდიდეს თავმდაბლობასა და ადამიანთა სიყვარულში გამოიხატა. ვფიქრობ, ეს იყო ერთადერთი ადამიანი ჩემს ნაცნობებში, რომელიც არასდროს განიკითხავდა მოყვასს. მას, უეჭველად, ჰქონდა ძალიან მდიდარი სულიერი სამყარო, ფლობდა უწყვეტი გონებითი ლოცვის ნიჭს. წარმომავლობით ის იყო გლეხი, ყოველგვარი მაღალი განათლების გარეშე. მან დიდი სულიერი სიბრძნე მოიხვეჭა. ამაში ყველა დარწმუნდა, ვისაც მასთან ურთიერთობის საშუალება ჰქონდა. ის იყო ერთ-ერთი სულიერი მამა, რომელსაც შეეძლო ეთქვა თითოეულისათვის ის, რაც მისთვის იყო საჭირო. მისი სიკვდილის შემდეგ დარჩა ბერის ჩანაწერები, რომლებშიც მოჩანს მისი სულიერი ზრახვები და გამოცდილება. შესაძლოა მისი წერის ენა ხანდახან არაოსტატურია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდ გავლენას ახდენს მკითხველზე თავისი ჭეშმარიტებით და სრულიად განსაკუთრებული ხასიათით. არც თუ იშვიათად ის წმ. მამების ძველი მისტიკური ნაშრომების სიმაღლეს აღწევს. მასთან ურთიერთობით ბევრმა განიცადა მადლმოსილი გავლენა, რომელმაც საფუძვლიანად შეცვალა მათი შემდგომი ცხოვრება.
საბოლოოდ ვიტყვი, რომ ათონის ჭეშმარიტი მნიშვნელობა უპირველეს ყოვლისა მდგომარეობს იმაში, რომ შვას სიწმინდის ისეთი მოვლენები, როგორიც იყო სხვა მამებს შორის ეს ნეტარი ბერი სილუანი. და სანამ ეს პროცესი გრძელდება, წმ. მთის არსებობა სრულიად გამართლებულია და დიდი მნიშვნელობის მატარებელია მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში.

ათონის წმ. პანტელეიმონის მონასტერი, 1952 წ.
შემოკლებული თარგმანი

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 20 2007, 01:20 PM

ამ მოძღვარის გარდა ათონის წმინდა მთაზე ერთი ქართველი ბერი უკვე 10 წელზე მეტია მოღვაწეობს. ჩემი ახლობელი ხშირად დადის ათონის მტაზე, საპატრიარქოს დაჰყვება. ის ქართველი ბერი მისი კლასელი იყო, თვითონ ამბობს ხოლმე, რომ ათონის მტაზე ამ ქართველ ბერს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. ჩვენი პატრიარქის ტავმდაბლობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ამ ბერთან შეხვედრისას პატრიარქი მას ხელზე ეამბორა. ამ ბერს მამა პეტრე ჰქვია. მის შესახებ ერთ წიგნში წერია, რომელსაც ათონის მთის დღიური უნდა ერქვას თუ არ ვცდები. როგორც ვიცი ის უკვე თავისი კელიიდანაც აღარ გამოდის. ახალგაზრდაა 42 წლის მაქსიმუმ. ამასთან, ჩემი მამიდაშვილის ძალიან ახლო მეგობარი იყო, ძმაკაციო, რომ იტყვიან. ათონის მთამდე საქართველოში ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდა. რაღაც გული მწყდება, მის შესახებ ბევრმა, რომ არ იცის.

თქვენ მაინც იცოდეთ მამა პეტრეს შესახებ. ასე, რომ საქართველოს ორი მლოცველი ჰყავს წმინდა მთაზე. მამა პეტრე წარმოშობით გურულია, ისე თბილისელია მთაწმინდელი.

პოსტის ავტორი: geller04 თარიღი: Feb 25 2007, 04:32 AM

მხევალი ნინო დიდი მადლობა ამ იმფორმაციისათვის, არც ვიცოდი თუ ათონის მთაზე ქართველი ბერები იყვნენ, რადგან სამწუხაროდ ივერიის მონასტერი ბერძნებმა დაიკავეს

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Mar 1 2007, 02:25 AM

დღეს მოვუსმინე საპატრიარქოს რადიოში რომ წმიდა მამას დედალი შეუყვენია ათონის მთაზე და მერე ხილვა უნახია რახაც და უკან გაუყვანიათ და იმის მერე აღარც შეყავთ მდედრობითი ცხოველი თურმე.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 1 2007, 10:44 AM

geller04

ციტატა
ივერიის მონასტერი ბერძნებმა დაიკავეს




არც მამა პეტრე არ არის ივერიის მონასტერში. მე ვიცი, რომ სამი ქართველი ბერია ათონის მთაზე.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 24 2007, 03:41 PM

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Apr 1 2007, 06:23 PM

მაგარი სურათებია

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 10 2007, 06:02 PM

დღეს ათონის წმინდა მთა და მასთან ერთად მთელი მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კარიბჭისად წოდებული ხატის სასწაულებრივ გამოჩენას ქართველთა მონასტერთან

შეგეწიოთ საქართველოს მფარველი ხატის მადლმოსილება!!

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Apr 11 2007, 10:30 AM

კანონისტი

ციტატა
შეგეწიოთ საქართველოს მფარველი ხატის მადლმოსილება!!

ამინ!

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 13 2007, 03:50 AM

ივერონი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 13 2007, 06:32 AM

ივერონი
IPB-ს სურათი

ხიროპოტამის მონასტერი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ვატოპედი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: du_du_na თარიღი: May 4 2007, 05:22 AM

IPB-ს სურათი
ვატოპედი

IPB-ს სურათი
..........

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
.......

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
კელია...

IPB-ს სურათი
ვატოპედის სატრაპეზო.

IPB-ს სურათი
იქაური ბოსტანი.

IPB-ს სურათი
უკომენტი...

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: May 17 2007, 01:36 AM

ციტატა(ალექსანდრე @ Apr 13 2007, 06:32 AM) *



IPB-ს სურათი



ეს ხომ ქართველი ბერია!!! მამა ევტიქი ჯელია

ქსიროპოტამის მონასტრის ქართველი ბერი.
არ მითხრა არ ვიცოდიო!!!

თუ არ იცოდი საოცარი დამთხვევაა რაღა ეს ფოტო გამოირჩიე?!!

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 17 2007, 03:36 AM

ციტატა(ჯამბაკური @ May 16 2007, 09:36 PM) *

ეს ხომ ქართველი ბერია!!! მამა ევტიქი ჯელია

ქსიროპოტამის მონასტრის ქართველი ბერი.
არ მითხრა არ ვიცოდიო!!!

თუ არ იცოდი საოცარი დამთხვევაა რაღა ეს ფოტო გამოირჩიე?!!

ნამდვილად არ ვიცოდი, ათონზე მარტო ერთი ქართველი ბერი, ბერი ერმოლაოსი მეგონა რომ მოღვაწეობდა smile.gif

მართლაც საოცარია, იქნებ რაიმე ბიოგრაფიული ცნობები იცი ამ ბერის შესახებ. რამდენი ხანია რაც ათონზეა?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 17 2007, 12:15 PM

du_du_na

ციტატა
IPB-ს სურათი
კელია...


რა ევრორემონტიანი სენაკია.... laugh.gif

ციტატა
IPB-ს სურათი
ვატოპედის სატრაპეზო.


ნახეთ, ფრესკაზე ქართველი ბერების - ექვთიმე მთაწმინდელისა და გაბრიელ ქართველის ხატებია rolleyes.gif

პოსტის ავტორი: gio_giorgi თარიღი: May 17 2007, 01:35 PM

i[font=Arial][size=1]

kidev atoni


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 17 2007, 01:38 PM

ჯამბაკური

ციტატა
ეს ხომ ქართველი ბერია!!! მამა ევტიქი ჯელია

რას ამბობ??? ohmy.gif

დედაჩემია ჯელია და ვინაა ეგ ნეტავ??

შეიძლება ნათესავიც იყოს...... unsure.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 6 2007, 11:17 PM

_ნინო_

ციტატა
ვინმემ თუ იცით მომწერეთ ათონის მთისა და იერუსალიმის საპატრიარქოს საიტები.

იერუსალიმის საპატრიარქოს საიტი დიდი ხანია გატიშულია, მიმდინარეობს საიტის შეკეთება, რაც შეეხება ათონის საიტს აბა ეს ნახე, მგონი გამოგადგება wink.gif

http://www.rollins.edu/Foreign_Lang/Greek/athzogr.html

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 11 2007, 06:21 PM

ვინმემ ხომ არ იცით ათონზე როგორ ხდება წასვლა? აბა გაგვიზიარეთ გამოცდილება biggrin.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 11 2007, 06:50 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Jun 11 2007, 06:21 PM) *

ვინმემ ხომ არ იცით ათონზე როგორ ხდება წასვლა? აბა გაგვიზიარეთ გამოცდილება biggrin.gif

აპირობ??
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 12 2007, 10:09 AM

ციტატა(di_onise @ Jun 11 2007, 02:50 PM) *

აპირობ??
biggrin.gif

თუ უფალმა ინება smile.gif

პოსტის ავტორი: ნი-კაპა თარიღი: Jul 31 2007, 07:39 PM

აუ როგორ მინდა აქ წასვლა



მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jul 31 2007, 09:17 PM

ზებედე
დაშავებით არაფერი დაუშავებით, მსგავსი კანონები ასევე მონასტრებზეც ვრცელდება როგორ საბაწმინდის მონასტერში, თავის დროზე თვით საბას არ მიუღია დედამისი სანახავად რომ ჩასულა.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 1 2007, 11:54 AM

ციტატა(მარიამი @ Jul 27 2006, 05:36 PM) *

ამობენ, ათონზე მდედრობითი სქესის ცხოველებიც კი არ ჰყავთო... ნეტა მართალია? (ამ კუს არ ეხება, რა თქმა უნდა... შინაურ ცხოველებზეა საუბარი) smile.gif



არ ვიცი ვინ შემოიტანა ეგ წესი, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, მას ბერი მანიაკი ეგონა აშკარად biggrin.gif

ციტატა(ზებედე @ Jul 31 2007, 10:33 PM) *

პრობლემას ვერ ვხედავ რატომ არ უნდა მივიდნენ ქალები ათონზე



შენ მონასტერი რა არის თუ იცი?

რიგ ქალთა მონასტერებში კაცებს არ უშვებენ
და
რიგ კაცთა მონასტრებში - ქალებს

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Aug 4 2007, 04:04 PM

ვატოპედი
IPB-ს სურათი
სიმონო პეტრას მონასტერი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 27 2007, 11:00 PM

ერთი ეს კაიროსი როდის გვაღირსებს ათონის ფოტოებს rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 27 2007, 11:04 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Sep 27 2007, 11:00 PM) *

ერთი ეს კაიროსი როდის გვაღირსებს ათონის ფოტოებს rolleyes.gif

იყო უკვე? smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 13 2007, 10:03 PM

ახლა ''იმედზე'' ფილმია ათონის მთისა და მასზე უწმინდესის ვიზიტის შესახებ smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 13 2007, 11:25 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 13 2007, 10:03 PM) *

ახლა ''იმედზე'' ფილმია ათონის მთისა და მასზე უწმინდესის ვიზიტის შესახებ smile.gif

ეუფ რა კარგ დროს ვნახე biggrin.gif იმედის საიტზე ხომ არ დევს შემთხვევით?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 14 2007, 03:00 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Oct 14 2007, 12:25 AM) *

ეუფ რა კარგ დროს ვნახე biggrin.gif იმედის საიტზე ხომ არ დევს შემთხვევით?

არ ვიცი, მგონი ერქვა ''შეხვედრა ათასი წლის შემდეგ''. ნარგი იყო, უფრო -ქრონიკა-ინფორმაციული, მაგრამ ბოლოს ნამდვილად ამაღელვებელი smile.gif იქნებ კიდევ გაიმეორეონ.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 14 2007, 10:38 PM

ჩანაწერი იდოს მაინც სადმე sad.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 14 2007, 11:25 PM

ალექსანდრე
yes.gif მეც მინდა ჩანაწერი

პოსტის ავტორი: Tornike Lobzhanidze თარიღი: Oct 24 2007, 10:59 AM

ციტატა(ალექსანდრე @ Nov 7 2006, 12:47 AM) *

marine

გამარჯობა smile.gif ეს საიტი მუშაობს და სანთლებიც ინტება, მაგრამ ეს ძალიან არასერიოზულია, და ღიმილისმომგვრელია. მიჩნდება აზრი, რომ ამ საიტის შემქმნელებს ან საერთოდ წარმოდგენა არა აქვთ სანთლის დანიშნულებაზე ან უბრალოდ ლამაზი სანახაობისატვის გააკეთეს smile.gif

გეთანხმები ვირტუალური სანთელის დანთება მართლაც რომ ''არასერიოზულია, და ღიმილისმომგვრელია'' smile.gif

პოსტის ავტორი: shengela თარიღი: Dec 19 2007, 09:38 PM

ათონი ძაან მაგარია, იგი ბერების რესპუბლიკად იწოდება!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 19 2007, 11:13 PM

ათონის შესახებ სურათები ჩემს თოფიქშია "ზაფხულის ჩანაწერები" smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Dec 20 2007, 03:45 PM

ციტატა(KAIROS @ Dec 19 2007, 10:13 PM) *

ათონის შესახებ სურათები ჩემს თოფიქშია "ზაფხულის ჩანაწერები" smile.gif

ხომ არ ინებებდი, რომ შენი ჩანაწერები ათონზე მოგზაურობისა ამ თემას შემოგვეერთებინა? smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 20 2007, 05:32 PM

ციტატა
ხომ არ ინებებდი, რომ შენი ჩანაწერები ათონზე მოგზაურობისა ამ თემას შემოგვეერთებინა?



რა ვიცი, იქ ყველაფერზეა საუბარი, ათენზე, თესალონიკზე, სტამბულზე, ბარსელონაზე, მაშინ ის ნაწილი, სადაც ათონის მთაზეა საუბარი გადმოვიტანოთ აქეთ, ისე რომ იქაც დარჩეს, შეიძლება? smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Dec 20 2007, 11:59 PM

ციტატა(KAIROS @ Dec 20 2007, 04:32 PM) *

რა ვიცი, იქ ყველაფერზეა საუბარი, ათენზე, თესალონიკზე, სტამბულზე, ბარსელონაზე, მაშინ ის ნაწილი, სადაც ათონის მთაზეა საუბარი გადმოვიტანოთ აქეთ, ისე რომ იქაც დარჩეს, შეიძლება? smile.gif

მაშინ ის ადგილი რომ დააკოპიროთ და აქ დადოთ უმჯობესია, ფორუმელები როდესაც კონკრეტულად ათონის მთის თემას დაათვალიერებენ მათ შორის თვენს ჩანაწერებსაც წაიკითხავენ smile.gif მგონი ასე სჯობს

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 22 2007, 02:26 PM

ციტატა
ვენს ჩანაწერებსაც წაიკითხავენ

კარგი, მე ჩანაწერებს გადმოვიტან, თქვენ "ნაჩალნიკებმა" biggrin.gif კი სურათები გადმოიტანეთ smile.gif ან გადმოიტანეთ რაც გნებავთ ის smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 24 2007, 08:31 PM

ურანოპოლისი

ეს არის საკმაოდ პატარა, კარგად მოვლილი და სუფთა, ტურისტული ქალაქი. ამ ქალაქის მერე არის ათონის მთის საზღვარი. 27 აგვისტო იყო ჩვენ რომ ურანოპოლისში ჩავედით. აქ დაჯავშნული გვქონდა სასტუმრო, სადაც გამაგრილებელი შხაპი მივიღეთ და კარგად მოვისვენეთ. ჩვენი სასტუმრო პირდაპირ გადაჰყურებდა ზღვას და ურანოპოლისის პორტს, საიდანაც მეორე დღეს უნდა გაგვეცურა გემით ათონისაკენ.


დილით ადრე გავემართეთ პორტისაკენ, სადაც ჯერ უნდა აგვეღო ოფიციალური საშვი ათონზე შესასვლელად. საშვი უპრობლემოდ ავიღეთ;
რაც კი საბერძნეთში ვიყავით ამინდი სულ ჩვენსკენ იყო. მოწმენდილი ცა, წყნარი ზღვა, სიცხე. იმ დღესაც ამინდმა გაგვახარა. ზღვა კი ცალკე აღწერის ღირსია: მშვიდი, სუფთა და გამჭვირვალე, ფერით ხან ზურმუხტოვანი, ხან მელნის ფერი და ხან ცისფერი. იმდენად გამჭვირვალე იყო რომ ფსკერი ჩანდა გამოკვეთილად, ხან თევზების გუნდიც გამოაჩენდა თავს, ალაგ ალაგ კი დიდი და ნარინჯისფერი მედუზებიც გამოჩნდებოდა ხოლმე.

გემი საკმაოდ დიდი იყო. უფრო სწორედ ეს იყო ბორანი. პირველ სართულზე მანქანები იყო, მეორე და მესამეზე კი მგზავრები. ჩვენ ვიყავით სულ ბოლო სართულზე – ღია ადგილას და გაოცებულები თვალს ვერ ვაშორებდით ათონის მთის სილამაზეს. უნდა აღინიშნოს რომ ათონის მწვერვალი ითვლის 2033 მეტრს და მკაფიოდ მოჩანდა გემიდან. საოცარი სანახაობაა. ამ მწვერვალზე განთავსებულია ფერისცვალების მონასტერი. მართლაც საოცარ ადგილასაა...

ურანოპოლისიდან დაფნიმდე, ათონის მთავარი პორტი, გზის დასაფარად გემს 2 საათი დასჭირდა. გზადაზგა ვჩერდებოდით სხვადასხვა მონასტრებთან. დიდებული სანახაობა იყო – ზღვასთან ახლოს, მთის ძირში, მაგრამ ზღვიდან ცოტა ამაღლებულ დონეზე განთავსებული მონასტრული კომპლექსები. როგორც იცით, ათონზე სულ 20 მონასტერია, გარდა ამისა არის სკიტებიც რაც ზომით უფრო პატარაა. უნდა აღინიშნოს რომ ივერონის მონასტერი იერარქიულად არის მესამე მონასტერი ათონის მთაზე და მას გააჩნია ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკა.

პირველი ბერი

ჩვენი გემი უახლოვდებოდა ერთერთ მონასტერს, როცა მის მისადგომთან შევნიშნეთ ბერი რომელიც ჯდებოდა გასაბერ ნავში. ჩვენ მას დავაკვირდით. როცა კარგად მოკალათდა შეხედა ჩვენს გემს და დაგვიქნია ხელი. მანძილი შორი იყო, მაგრამ ჩანდა რომ თბილად გვიღიმოდა ყველას. ჩვენც, ვინც გემის ბაქანზე ვიდექით, ყველამ დავუქნიეთ ხელი და უცბად ამ ბერმა აამუშავა ელექტროძრავა და თავისი ნავი ”გააჭენა” ისე როგორც ცხენს აჭენებენ – ნავის ცხვირი ჰაერში ავარდა. ძალიან კარგი სანახაობა იყო, ყველას გაგვეღიმა. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა იქაურ ბერთან.

დაფნი და კარიესი

შუადღისას ვიყავით უკვე დაფნიში. იქვე დაგვხვდა ავტობუსები, რომლითაც ჩავედით ათონის ადმინისტრაციულ დედაქალაქში – კარიესში. ძალიან პატარა ქალაქია, თავისი მაღაზიებით, ბანკით, ფოსტით ტელეფონების ჯიხურებით. დაფნიდან კარიესისაკენ მიმავალი გზის ნაწილი იყო კარგად მოპირკეთებული, ნაწილი კი უბრალო მტვრიანი გზა იყო. კარიესში იდგა მიკროავტობუსები. ჩვენ მოვნახეთ ივერონში მიმავალი ავტობუსი და ასე 40 წუთში აღმოვჩნდით ნანატრ ადგილას.

ივერონი

28 აგვისტო, სამშაბათი.
ვერ გადმოგცემთ ჩვენს გრძნობას. მადლობა ღმერთს! ჯერაც არ გვქონდა გააზრებული თუ სად მოვხვდით – ათონი და მერე ივერონი!

მონასტერი განლაგებულია ძალიან ახლოს ზღვასთან. კომპლექსის გარეთა ნაწილი ხარაჩოებშია ჩასმული, მიმდინარეობს მშენებლობა და ალბათ რეკონსტრუქცია. მონასტრის შესასვლელთან დიდი აბრაა ბერძნული წარწერით. ჩვენ ბერძნული არ ვიცით, მარამ ასე მივხვდით რომ ევროგაერთიანებას გამოყოფილი აქვს დაახლოებით 3 მილიონი ევრო, როგორც ჩანს, რეკონსტრუქციისათვის.

ჩვენ ჩავედით ივერონში 28 აგვისტოს, მიძინების დღესასწაულს, შუადღის მერე. სადღესასწაულო მსახურება უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ხალხი, ბერი და ერი, იყო მონასტერში. ჩვენ მივედით სასტუმრო კომპლექსში, სადაც მაგიდაზე დაგვხვდა ცივი წყალი და ბერძნული ტკბილეულობა – ლუქუმი. ცოტა მოვისვენეთ და სული მოვითქვით იმ სიცხიან დღეს. ცოტათი მოგვიანებით გამოჩნდა ბერი – მამა იერემია, რომელსაც ევალებოდა სტუმრების მიღება. მან ინგლისური იცოდა კარგად, ასე რომ ურთიერთობა არ გაგვიძნელდა. ახალი მომლოცველები ბევრნი იყვნენ სტუმართა კომპლექსში და ყველა ელოდებოდა მამა იერემიას. როცა ჩვენი რეგისტრაციის რიგი დადგა, მან გადახედა ჩვენ ადრე გაგზავნილ ფაქსს, დაგვსვა სკამებზე და თბილად გამოგვკითხა თუ საიდან ვიყავით, რა სპეციალობის. გაეხარდა რომ გაიგო რომ საქართველოდან ვიყავით და აღნიშნა რომ მარიამობის დღესასწაულს ივერონში დაახლოებით 40-მდე ქართველი დაესწრო. უნდა ითქვას რომ დიდი პატივით მიგვიღო. ჯერ აგვიყვანა მეორე სართულზე, სადაც 10 კაციან ოთახში უკვე 4 კაცი იყო განთავსებული და გვკითხა გვსურდა თუ არა ამ ოთახში დარჩენა. ჩვენ უარი არ ვუთხარით და დავიწყეთ დაბინავება. მაგრამ ჩანდა რომ მამა იერემია რაღაცაზე დაფიქრდა და გვთხოვა მას გავყოლოდით. აგვიყვანა ბოლო სართულზე, სადაც მოგვცა ერთადგილიანი ოთახი (ერთი გაწყობილი ლოგინით), სადაც მოგვიტანა გასაშლელი მეორე ლოგინი და ზეწრები და მოგვიმზადა ლოგინი. საოცრად თავმდაბალი ადამიანი იყო. რამდენჯერმე შევთავაზე და ვცადე კიდეც მოხმარება, მაგრამ მან დამაწყნარა – დაბრძანდიო და დაისვენეთო, მე ამას მივხედავო. მოგვიანებით კაიროსი და მე ვსაუბრობდით მის შესახებ, ჩვენ ვიფიქრეთ რომ ალბათ მორჩილი ან ახალი ბერი არის. თუმცა მოგვიანებით ვნახეთ რომ ის იყო მღვდელმონაზონი (მასთან აღსარებაც ჩავაბარეთ). აი ასეთი თბილი და თავდაბალი მოპყრობა, რასაც ხშირად ჩვენ ვივიწყებთ ან არ ვკადრულობთ, სამწუხაროდ.

ჩვენ ოთახი იყო ძალიან სადა და კოხტა, ქონდა გასასვლელი აივანზე, რომელიც იმ სართულზე განლაგებულ სხვა ოთახებს უერთდებოდა. ჩვენი ოთახი, თავისი გასაღებით – სუფთა ”ლუქსი” პირობები. ოთახში კედელზე ეკიდა ივერიის ღმრთისმშობლის ხატი, და ეს ხატი ყველა ოთახში, სართულზე იყო დაკიდული. ჩვენი ოთახის გვერდით იყო განთავსებული პირსაბანი და ტუალეტი. იდეალური სისუფთავე იყო მანდაც.

ცოტათი რომ მოვისვენეთ, ჩავედით დაბლა მონასტრის ცენტრალურ მოედანზე. მანდ ნახავდით ბევრ ბერს და მომლოცველებს. ვნახეთ 4 ქართველიც, მათ შორის ორი კაიროსის ახლობელი აღმოჩნდა. საღამოთი დავესწარით მსახურებას ივერონის ძირითად ტაძარში, სადაც ივერიის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იყო დაბრძანებული მიძინების დღესასწაულის გამო. სხვა დღეებში კი ხატს ათავსებენ თავის ადგილას – კარში, რომლის გვერდით დაშენებულია პატარა ტაძარი.

მოვილოცეთ და ვილოცეთ ამ დიდებული ხატის წინ. წარმოუდგენელი იყო ეს ჩვენთვის!

მთავარი ტაძარი შედგებოდა სამი ნაწილისაგან – ჯერ პატარა ოთახი ხატებით და ფრესკებით, მერე მეორე ოთახი ხატებით და ფრესკებით და მერე გავდიოდით ძირითად ნაწილში, სადაც დაბრძანებული იყო ივერიის, ანუ კარის ღმრთისმშობლის ხატი. მსახურება საინტერესო იყო. ბერები იყვნენ ტაძრის ყველა ნაწილში, კედლებთან განთავსებული იყო სპეციალური სკამები, სადაც შეიძლებოდა ჩამოჯდომა როგორც სკამზეა ან თუ გადააკეთებდით ამ სკამს, მაშინ ჩამოჯდებოდით უფრო მაღალ დონეზე (როგორც ბარის სკამებია), გარდა ამისა დგომისას შეიძლებოდა იდაყვების დაყრდნობა მოაჯირებზე ანდა ფეხების ოდნავ მაღლა შემოდება. მსახურება დიდ ხანს მიდიოდა, და ამიტომ ზოგი ბერი ჯდებოდა, ზოგი იდაყვებით დაყრდნობილი იყო და როცა საჭირო იყო ყველა დგებოდა.

მსახურებაც საინტერესო იყო. ჯერ ერთი მკითხველები იყვნენ ტაძრის ცენტრალურ ნაწილის ჩრდილიოთ და სამხრეთ კუთხეში და მორიგეობით ხან ერთი კუთხიდან ისმოდა ლოცვა ან გალობა და ხან მეორე კუთხიდან. ყველაფერი მიედინებოდა წყალივით და შეუჩერებლივ. სამცუხაროდ ბერძნული არ ვიცით, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო მსახურება. თანაც მსახურებაში მონაწილეობას ღებულობდა ბევრი ბერი, თითქოსდა საერთო და ერთიანი მსახურება იყო. ამან მე პირადად გამაოცა.

ივერიის ღმრთისმშობლის ხატს ქართული პერანგი ემოსა და ძალიან ლამაზი იყო. რაც ძალიან მომეწონა ტაძარში, ეს იყო სიმშვიდე და მოწესრიგებულობა, სიყვარული და სიწყნარე. არავინ არავის შენიშვნას არ აძლევდა, ყველა კონცენტრირებული იყო მსახურებისათვის და ჩაღრმავებული იყო პირად ლოცვებში. ეს ჩვენთვის არის სამაგალითო.

მსახურების მერე გაიმართა ტრაპეზი. ხალხი ბევრი იყო, იმედნი, რომ ჩვენ ვერ შევძელით სატრაპეზოში შესვლა და გარეთ დარჩენილ ხალხს შევუერთდით სატრაპეზოდ. ტრაპეზი მოკრძალებული იყო: მაკარონი და რვაფეხა, მოზრდილი ნაჭერი ბერძნული ყველისა, პური, ხილი და ჭიქა წითელი ღვინო. თითქოსდა ცოტა იყო, მაგრამ ისეთი მადლიანი იყო რომ მაშინვე დაგვანაყრა.

იმ ღამეს დავრჩით ივერონში და დილით გავემზადეთ ჰილანდრის, სერბულ, მონასტერში წასასვლელად.

გზა ჰილანდრისაკენ

29 აგვისტო, ოთხშაბათი.
რუქაზე დაშორება ივერონსა და ჰილანდრის მონასტრებს შორის თითქოსდა არ ჩანდა დიდი, მაგრამ სინამდვილეში ...
ჯერ წავედით კარიესში, იქიდან არაფერი არ მიდიოდა ჰილანდარში ან ჩვენ ვერ ვნახეთ ვერაფერი. მაგრამ გვითხრეს რომ დღეში ერთხელ დადის სწრაფი გემი ივერონიდან ჰილანდრის მიმართულებით. მაშინვე დავბრუნდით ივერონში და დაველოდეთ იმ გემს. მაგრამ ეს გემი ერთ დღეს ერთი მიმართულებით მიდიოდა და მხოლოდ მეორე დღეს ბრუნდებოდა უკან. ეს კი ჩვენთვის ნიშნავდა რომ მოგვიწევდა ჰილანდარში გაჩერება. მე ადრე ინტერნეტიდან ვიცოდი, რომ ჰილანდარში სტუმრებს ვერ ღებულობდნენ სამი წლის წილ მომხდარი ხანძრის გამო, რომელმაც მონასტრის თითქმის ნახევარი გაანადგურა.

ჩვენც მივენდეთ უფალს და გავყევით ამ გემს ჰილანდრისაკენ. გემი პატარა და მართლაც ჩქარი იყო. თან დაგვემგზავრა ერთი ჩეხი მართლმადიდებელი ახალგაზრდა კაცი – პეტრე. ძალიან თბილი და საყვარელი პიროვნება. მაშინვე დავუვახლოვდით ერთმანეთს.

გემი კი ცალკე ისტორიაა; ერთ ოთახში ვიყავით ყველა მგზავრებიც და გემის ”კაპიტანიც” და მისი თანაშემწე, რომელიც აგრეთვე მოლარეც იყო. სუფთა ჩვენი სოფლისაკენ მიმავალი ავტობუსის ვარიანტი. კაპიტანს თან ქონდა "ჯპრ" ნავიგაციის სისტემა, რომელიც ერთ მომენტში გაეთიშა და მოძვრა. სახიფათო ან საგანგაშო არაფერი არ იყო. ჩვენ ხომ ნაპირს მივუკვებოდით და ძალიან ახლოს ვიყავით ნაპირთან. თანაც გარეთ არაჩვეულებრივი ზღვა იყო და ჩვენ ცურვას მონატრებული ვიყავით biggrin.gif მაგრამ ერთი უნდა გენახათ როგორ აყენებდა გემის კაპიტანი GPრ–ის სისტემას და თან საჭეს არ უშვებდა ხელს. უფრო სწორედ ღიპით საჭე ეჭირა და ხელებით ამ სისტემას თავის ადგილას აყენებდა. ჰოდა, როგორც მოგეხსენებათ, ღიპი ხელი არ არის, და ჩვენი გემი ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ გაუხვევდა, ჩვენ კი სიცილს ძლივს ვიკავებდით. მერე როგორც იქნა სისტემა თავის ადგილას ჩაჯდა და ჩვენც მივაღწიეთ ჰილანდარის მისადგომს.

მისადგომიდან მონასტრამდე 30-40 წუთი ფეხით სავალი გზა იყო. მაგრამ გზაში დავინახეთ პატარა ტრაქტორზე მიბმული ურემი, სადაც რამოდენიმე კაცი და ერთი ბერი იყო. ისინი ჰილანდარში მიდიოდნენ და თან ბოსტნეულობა მიქონდათ. ჩვენ რომ დაგვინახეს, მაშინვე გაგვიჩერეს და თან წაგვიყვანეს. ურემზე რომ ავედით, ბერმა მაშინვე დამითმო თავსი ადგილი და იქვე კუთხეში ჩაჯდა. ცხადია მეუხერხულა და ვთხოვე რომ მჯდარიყო და მე დამვჯდებოდი კუთხეში, მაგრამ ვერაფერს გავხდი – ათონელი ბერები საოცრად თავმდაბლები არიან. ერთმანეთს ნახევრად რუსულად და ნახევრად ხელხბით ვესაუბრებოდით. რომ ვუთხარით რომ ქართველები ვართ, ბერმა – მამა ეფრემმა – მაშინვე გვითხრა რომ მათთან მონასტერში ერთი ქართველი ბერია – მამა ილარიონი – და გვთხოვა გავჩერებულიყავით მისაღებ ოთახში სანამ ის იმ ბერს მონახავდა. ჩვენ მივედით მისაღებ ოთახში, სადაც სხვა ბერმა გვიმასპინძლა ცივი წყლით და ლუქუმით. მისაღებ ოთახში ვიკითხეთ წმინდა სვიმეონის ვაზის შესახებ (უკვე მრავალი საუკუნეა, არც ამ ვენახთან დაკავშირებულ სასწაულიდან უშვილო ოჯახები ხდებიან ნაყოფიერნი, მათ შორის ჩვენც განვიცადეთ ეს მადლი). მან თავაზიანად აგვიხსნა, თუ სადაც არის ვაზი და ჩემს თხოვნაზე რომ მოეცა რამოდენიმე ნაყოფი სხვა უშვილო ოჯახებისათვის, ჯერ მთხოვა დამეწერა მათი სახელები (მათთვის ბერები ილოცებენ) და მკითხა თუ რამდენი მინდოდა. მე რომ ვთხოვე სამი, შუბლი შეიჭმუხნა ცოტათი და ვერაო, მაგრამ მაინც ჩადო სამი ნაყოფი და თბილად გამიღიმა...

დავათვალიერეთ მონასტერი. სამი წლის წინათ მომხდარ ხანძარს მონასტრის თითქმის ნახევარი გაუნადგურებია. აქაც მიდიოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ოღონდ ივერონთან შედარებით უფრო ნაკლები მაშტაბის. გავოცდით ფრესკებით და ფერებით. ძალიან ლამაზი მოხატულობა გააჩნიათ. ვნახეთ ხსენებული ვაზი წმინდა სვიმეონისა. საოცრებაა, ის ამოდის წმინდა სვიმეონის საფლავიდან და თითოეული მტევანი შეფუთული აქვთ.

ამასობაში მივხვდით რომ იმ დღეს ივერონში ვეღარ დავბრუნდებოდით და დავბრუნდით მისაღებ ოთახში, სადაც ვკითხეთ თუ დაგვტოვებდნენ მონასტერში იმ ღამეს. როგორც ადრე ვახსენე, ხანძრის და დიდი ზარალის გამო მონასტერი ვერ ახერხებდა სტუმრების მიღებას, როგორც ინტერნეტში ეწერა, თუმცა ეს სულაც ვერ ვიგრძენით. პირიქით ბევრი მომლოცველი იყო მოსული დასარჩენად და ყოველგვარი პრობლემის გარეშე მონასტერმა მიგვიღო და დაგვაბინავა. იქაც, ისევე როგორც ივერონის მონასტერში, საოცარი სიუფთავე იყო, სასტუმრო ოთახი კრიალებდა, საშხაპეები (რასაც არ მოველოდით მანდ) და ტუალეტები ძალიან სუფთად ქონდათ მოვლილი. მოგვათავსეს საერთო ოთახში, სადაც ჩვენს გარდა იყვნენ ბერძნები, რუსი და ჩეხი მართლმადიდებელი.

იმ დღეს მამა ილარიონი ვერ ვნახეთ, ეტყობა დაკავებული იყო სხვადასხვა მორჩილებების შესრულებით. საღამოს ჩატარდა მსახურება, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 1..5-2 საათი. მერე გვქონდა საერთო ტრაპეზი, რასაც მოჰყვა ისევ მსახურება, ოღონდ უფრო მოკლე. საღამოს 8-8.30 საათის მერე თავისუფლები ვიყავით. შევეცადეთ მოგვენახა მამა ილარიონი, მაგრამ ისევ უშედეგოდ. მერე ვკითხეთ იღუმენს (ძალიან გავდა ქართველს) – მამა ნათანაელს – თუ შეიძლებოდა ვზიარებულიყავით მეორე დღეს და მივიღეთ დადებითი პასუხი. ძილის წინ ვეასუბრეთ რუსს მართლმადიდებელს, რომელსაც აინტერესებდა წმინდა სვიმეონის ვაზი და რაღაცეები ავუხსენით. გარდა ამისა ვესაუბრეთ ბერძნებს და იმ ჩეხსაც, რომელსაც ძალიან დავუვახლოვდით. როგორც კაიროსი ამბობდა მაშინ – ჩვენი პეტრუშკა სად არისო?

ცისკრის მსახურება დაიწყო დილის 4.00 საათზე. ჩვენ ადრევე ავდექით და ტაძრისაკენ გავეშურეთ. საინტერესო იყო ტაძარში – სულ რამოდენიმე კანდელი და სანთელი ენთო და ძირითადში სიბნელე იყო. მანდაც ისევე როგორც ივერონის მთავარ ტაძარში, კედლებთან განთავსებული იყო სპეციალური სკამები. მსახურება სერბულად იყო და ლამაზი იყო ძალიან. ყველაზე მეტად მოვიხიბლე ”რომელი ქერუბიმთა”-ს გალობით, არაჩვეულებრივი იყო. ცისკარს მოება წირვა და თითქმის ყველანი ვეზიარეთ სიწმინდეებს. ტაზარში ბევრი ხატი და ფრესკაა, ხოლო მთავარი ხატი იყო ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ცნობილი ხატი ”სამხელა”. (ორიგინალი ! ) გავოგნდით, ვინაიდან არ გვახსოვდა ეს. ისევე როგორც ივერონის მთავარი ტაძარი, ჰილანდრის მთავარი ტაძარიც სამი ნაწილისაგან შედგება. მთავარ ნაწილში კი ერთერთი ყველაზე დიდი სიწმინდეა განთავსებული – წმინდა სვიმეონის საფლავი. წმინდა სვიმეონი და მისი შვილი წმინდა საბა არიან ჰილანდარის დამაარსებლები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტაძრის ერთ მხარეს დაბრძანებული იყო წმინდა ნინოს ხატი. ალბათ მამა ილარიონის იქნებოდა, ვიფიქრეთ ჩვენ.

წირვის დასრულებამდე ერთმა სერბმა მიგვანიშნა თუ რომელი იყო მამა ილარიონი – აი ისაო, ყველაზე დაბალი ბერიო (სერბები ხომ მაღლები არიან). მივედით და გავიცანით მამა ილარიონი. ძალიან გაეხარდა მასაც. მე გადავეცი მამა ილარიონს ნანას და ჩემი წერილი ჩვენს ბავშვებსა და წმინდა სვიმეონის ვაზის თაობაზე. წერილთან ერთად სურათებიც გადავეცი და ჩვენ კოპენჰაგელი სერბი მღვდელიც – მამა რადმილო – ვახსენე. მამა ილარიონმა ეს რომ გაიგო, მერე მკიხვდა რომ მე საქართველოდან არ ვიყავი ჩასული და უცბად წამოიძახა – ესე იგი ეს თქვენ ხართ დანიიდან? და უცბად ტაძრის მეორე ნაწილში გავიდა და იქიდან მოიტანა ფაქსი სერბული ეკლესიის სკანდინავიის ეპარქიიდან, სადაც ჩვენზე ეწერა (როცა ჩვენ დავიწყეთ მარხვა რათა მიგვეღო წმინდა სვიმეონის აზის ნაყოფი, უნდა გვეცნობა ჩვენი სახელები ჰილანდრის ბერებისათვის, რათა მათ ელოცათ ჩვენთვის). KAIღOშ და მე გავოგნდით, მამა ილარიონმა კი აგვიხსნა, რომ როცა ეს წერილი მონასტერმა მიიღო ბერებმა რომ ნახეს რომ ნანა და მე ქართველები ვართ, გადაწყვიტეს მამა ილარიონისათვის - ქართველი ბერისათვის – გადაეცათ ჩევნი სახელები. საოცრება არ არის? ქართველი ბერი სერბებთან ერთად ლოცულობდა თურმე ჩვენთვის. დიდება და მადლობა ღმერთს! ამის მერე იღუმენს გადავეცით ჩემი მეუღლის მიერ მოხატული წმინდა სვიმეონის ხატი, რომელიც მაშინვე წმინდა სვიმეონის საფლავზე მოათავსეს.



შესასვლელი ჰილანდარში. მარცხნივ მისაღები ოთახია სტუმრებისათვის


წირვის მერე იყო ტრაპეზი, ხოლო მის მერე დავემშვიდობეთ მამა ილარიონს. მან გადმოგვცა ხატები და აგრეთვე გვთხოვა დაგვენთო დიდი კელეპტარი, რომელიც ჩვენი პატრიარქისგან ქონდა მიღებული, ივერიის ღმრთისმშობლის ხატის წინ, რაც ცხადია შევასრულეთ. სამწუხაროდ სურათი ვერ გადავიღეთ ერთად, ბერები არიდებენ ამას თავს და თანაც შიგ ტაძარში სურათების გადაღება არ არის ნებადართული, მხოლოდ გარეთ შეიძლება. ტრაპეზის დროს შევეცადე დამეთვალა თუ რამდენი ბერი იყო მანდ და დაახლოებით 25 დავთვალე.

მამა ილარიონთან დამშვიდების მერე ერთმა სერბმა ბერმა სხვა სტუმრებთან ერთად დაგვათვალიერებინა ჰილანდარის მუზეუმი, სადაც მე-13 საუკუნის ხატებია დაბრძანებული. მათ შორის იყო ცნობილი სერბული ხატები უფლისა (პანტოკრატორი) და დედაღმრთისასი.
მამა ილარიონმა დამშვიდების წინ გვითხრა რომ მონასტრიდან ვიღაცა მანქანით წაგვიყვანდა ჰილანდარის ნავსადგურთან, სადაც ივერონისაკენ მიმავალ ნავში ჩავჯდებოდით. ასეც მოხდა ყველაფერი. მალევე აღმოვჩნდით ნავში და გავცურეთ ივერონისაკენ.

ისევ ივერონი

30 აგვისტო, ხუთშაბათი.
დილის 11-თვის ჩავედით ივერონში. მონასტრის ტერიტორიაზე ის ქართველი, სახელად დათო, მომლოცველი ვნახეთ, რომელიც ურანოპოლისში ათონზე შესასვლელი საბუთის ოფისში გავიცანით. მსახურება უკვე დამთავრებული იყო ტაძარში და იწყებოდა ტრაპეზი. ტრაპეზის მერე გავეშურეთ წმინდა წყაროსთან. ეს ის ადგილია, საიდანაც წყალმა ამოხეთქა როდესაც ქართველმა ბერმა წმინდა გაბრიელმა ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ამოაბრძანა ზღვიდან. საოცარი რამეა, წყარო მდებარეობს ზღვასთან ძალიან ახლოს, სულ რამოდენიმე ნაბიჯში, მაგრამ წყალი მტკნარია, მარილის გემო საერთოდ არა აქვს.


საღამოთი მსახურების წინ მამა იერემიას გადავეცით ნანას მოხატული ხატი წმინდა გიორგი მთაწმინდელისა. მამაოს ძალიან გაეხარდა და გვთხოვა იღუმენისათვის გადაგვეცა ხატი. მინდა ცოტა უკან დავიხიო და ხაზი გავუსვა, რომ ჰილანდარშიც და ივერონშიც უამრავი ხატია ტაძრებში, და სანამ ჩვენ გადავცემდით ხატს, მე ვფიქრობდი რომ მიიღებდნენ მხოლოდ როგორც საჩუქარს, მაგრამ ორივეგან ბერებმა გამოხატეს ძალიან დიდი სიხარული ორივეგან გვთხოვეს რომ იღუმენისათვის გადაგვეცა ხატები. ამას კი მართლა არ ველოდი. ერთი სიტყვით, გადავეცით ხატი იღუმენს, რომელმაც დიდი მალდობა გადაგვიხადა და საკურთხეველში შეაბრძანა. მერე მამა იერემიამ გვითხრა რომ რაღაცას მოგვცემდა. ცოტა ხანში, მამაომ ჩუმად გადმოგვცა კაიროსს და მე ორ-ორი პატარა ბოთლი ივერიის ღმრთისმშობლის ხატის კანდელიდან ზეთით. ეს ჩვენთვის მართლა დიდებული საჩუქარი იყო.



ჩვენთვის გამოყოფილი დღეები ათონის მთაზე იწურებოდა, მაგრამ ისეთი გრძნობა გვეუფლებოდა, რომ თითქოს აქ უკვე დიდი ხანი ვიყავით, დავუვახლოვდით ხალხს, მივეჩვიეთ იქაურობას...

31 აგვისტოს, დილაუთენია დავესწარით ცისკარს, ლიტურგიას და მერე გავემზადეთ ათონიდან წამოსასვლელად.



უკან

ივერონიდან კარიესში, კარიესიდან კი დაფნიში წავედით ავტობუსით. დაფნიში ვნახეთ უკვე გაცნობილი ხალხი. სანამ გემში ჩავჯდებოდით, გავიარეთ საბაჟო – სადაც ამოწმებდნენ თუ რაიმე ღირებული ნივთი მოგვქონდა ჩუმად ათონიდან.
როგორც კი მივაღწიეთ ურანოპოლისს, მაშინვე ვიგრძენით განსხვავება. გემთან ახლოს სანაპირო იყო, სადაც ნახევრად შიშველი ხალხი იყო. პრობელმა ეს არ არის, მაგრამ პორტიტდან ცოტა მოშორებით მაინც გაეკეთებინათ საცურაო ადგილი.

-----------------------------------------------------------------------------------------

და ეს უცბად მოსული ჩანაწერია, ოდნავ მაინც ვთქვი რაც მინდოდა


ათონი

იქ წასვლა არაა უბრალო მოგზაურობა, ან თუნდაც რიგითი პელეგრიმობა, იქ თითქოს ცხოვრების აუცილებელ შემადგენელ რაღაც დაკარგულ დეტალს პოულობ, იქ თითქოს კი არ მიდიხარ, არამედ გადიხარ მიწიერიდან, იქ თითქოს სახელიც ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს, მსგავსი ნახევარკუნძულისა, ანუ რაღაც შუა, მიწასა და წყალს შორის, ხიდი თავისებური, თუმცა არა მარტო მიწასა და წყალს, არამედ მიწასა და ზეცას, ამიტომაც ჩვენს მას მთას ვუწოდებთ, მთა, რომელიც ჯვრით მთავრდება, და ზედ ტაძრით რომელიც ფერისცვალებისაა, უკვე გემიდანვე ხედავ ამ მთას, მი სილუეტს და ხვდები, რომ ეს ის გზაა რომელიც ტაძარში მიდის;ფერისცვალების ჯვაცმული გზა.
ამ ფიქრებით ჩავფრინდი ათენში, ამ ფიქრებითვე წავედით თესალონიკში და ამ ფიქრებით შევცურდით ათონის მთისკენ მიმავალ -აია პანტელეიმონ-ად სახელდებულ ბორანზე, იქ სულ ფიქრები დაგკობა თან, როგორც კი გემზე ავედით, ყველა სახლს სურათს ვურებდით, ყველა მონასტერი გვეგონა, ყველა ნასახლარი კელია... და ეს არაა უბრალო ემოციები, ესაა ყველა ის გრძნობა, რამაც აქამდის მოგიყვანა, ხედავ ქვემოთ ისე წმიდა წყალს, რომ ლამის ქვებიც გამოჩნდეს, თევზები,როგორც აკვარიუმში ისე დაცურავენ, ყველაფერი უცნაურია, წმინდაა...
მერე ფეხი დავაბიჯე დაფნის მიწას და ემოციები ბოლომდე ვერც კი შევიგრძენი, რომ ჩვენმა ავტობუსმა, რომელიც ათონის მთის დედაქალის კარიესისაკენ წაგვიყვანა, გზად საოცარი ხედები გადაგვიშალა, იქით მონასტერი, აქეთ კელია, იქ კიდევ გამოქვაბული... ეს ყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა, რომ გააზრებას ძლივს ვასწრებდით, მალე ივირონისაკენ მიმავალ მიკრო ავტობუსში გადავინაცვლეთ, აქ კი საერთოდ ამავსო ფიქრმა და ემოციამ, ჩუმმა, უთქმელმა, მაგრამ ძალიან მეტყველმა, ივირონმა! მეც, ივერიის ერთი პატარა შვილი, იქ მივდივარ, სადაც ათასი წლის უკან მიდიოდნენ და მიდიოდნენ შემდეგშიც, სადაც იზრდებოდა, იხვეწებოდა და იჭედებოდა ჩვენი კულტურა და ჩვენი ისტორია, სადაც აღვლენილი ლოცვები ზე-ეფარებოდა მრავალტანჯულ ერთ მუჭა ერს, სადაც უამრავი ქართველი მოღვაწე აღესრულა, სადაც ბევრი ღვთის სათნო ღმერთს ესათნოა... კარიბჭეში შესულს, მისალმებასავით ხატი დაგვხვდა, ლამის იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოს, ვინა ხარ და სად შედიხარ, ქტიტორები იოანე, ექვთიმე და გიორგი, ასე გვაუწყებდა ბერძნული წარწერა, მთაწმიდელთა ხატებზე, გვერდით კი გაბრიელი ზღვაზე მუხლმოყრილი მიირქმევდა ივირონის ხატს, ხატი, რომელიც ტაძარში იყო გამოსვენებული, აკი 28 აგვისტო იყო. სავსე ეზო, უცნაურად ბევრი ხალხი, მონასტერი გადაჭედილი, მოსაცდელში მომლოდინე ცივი წყალი და ლუხუმი, ყველაფერი ის, როგორც ფილმში ისე მიდიოდა ჩემს წინაშე, ივირონში ვიყავი, შეიძლება ღვთის მადლით, შემდეგშიც მომიწიოს ჩასვლა, მაგრამ როცა პირველად მიდიხარ, ასეთ წმინდა ადგილზე, სულ სხვა განსხვავებული და განუმეორებელი გრძნობა გიპყრობს, მერე იყო სწრაფი მთხვევა იმ ხატისადმი, რომლის მხოლოდ ასლები მინახავს ადრე, ცოტა ხანში დრო ვიხელთე და მთელი ნახევარი საათი ვიდექი დედა ღვთისმშობლის იმ ხატის წინ, რომელიც იდუმალებიდან მიყურებდა, ხატის პერანგის ქვევიდან რაღაცნაირად ნათელი ბუნდოვანებიდან ღვთისმშობლის ძალიან თბილმა მზერამ თავიდან ფეხებამდე დამიარა და ხატის წინ ვერცხლის, ლამაზის მცირე ლიმონის ხის ზომისა და ფორმის სასანთლეზე დანთებულ დიდ, თაფლის სანთელივით ვიყავი მეც, სანამ რომელიღაც ბერმა არ მანიშნა, რომ ტაძარი უნდა დაეკეტა...
ახლა თითქმის ყველაფერი ბერძნულია, ყველა საგანი ბერძნულად მეტყველებს, მაგრამ არცერთი არაა ისეთი ხმამაღალი და სულში ჩამწვდომი, როგორც ის ძველიქართული წარწერა ღვთისმშობლის ხატის პერანგზე ფრაგმენტულად რომაა და ბუსუსებს რომ გაყრის მისი შეხედვისას...
ლოცვა შუაღამიანი, ჭაღნი თაფლსანთლიანი, ბერნი შავმანტიანი, რეკვა ჩაქუჩიანი, ასეთია ის მოკლე გაფიქრებები, რომლებიც შუაღამის ოთხ საათზე ამდგარს და მთვარით განათებულ ქვაფენილზე მიმავალს, თავში კი არა გულში გიტრიალებს, ხანდახან ტაძარში შემავალ ბერს ვერც ხედავ, ჩქარებია, და ღამის წყვდიადში შავი მანტიით მოსილნი ტაძარში შევლენ, ასეთივე ჩქარი და თან კდემამოსილი მოძრაობით შემოილოცავენ ტაძარს და კუთხეში მდგარ სკამებზე ოდნავ დაეყრდნობიან და თავჩახრილნი ლოცვაში იძირებიან, ხანდახან გამორკვეულვარ ლოცვიდან, და ჩუმად თვალი შემივლია ამ მიწის ანგელოზთ, ღრმა თვალებს და თბილ. თეთრ წვერებს, ან მკაცრ შავს, და მაინც თბილს... მოკლედ, მერე შემდეგ შეიძლება ისევ მივუბრუნდე ამ საოცარ მოლოცვას ათონისა, მაგრამ ახლა საკმარისია, ის პირველი გრძნობები დაუმუშავებლად და შეულამაზებლად გადმოვეცი, ვგონებ თქვენც ოდნავ მაინც მიმიხვდით ნაგრძნობს და თუ ასეა, მაშინ დროებით აქ შევჩერდები...

ღმერთს ებარებოდეთ, იხარეთ ქრისტეში!

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 3 2008, 03:11 AM

საჭირო ინფორმაცია ათონზე წასვლის მსურველთათვის, ინფორმაციის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდი კაიროსს.


http://docs.google.com/View?docid=dhhvfn2w_2fnn5zjgx

პოსტის ავტორი: gabo თარიღი: Jan 30 2008, 04:04 PM

ციტატა(Irine @ Aug 21 2006, 11:53 PM) *

რა ლამაზი ფოტოებია. დალოცვილი ადგილია და ალბათ სურათებიც იმიტომ გამოდის ასეთი კარგი



smile.gif 10 საათი უნდება ამის გადმოწერას და არ შეგიძლია სხვანაირად რო მომაწოდო როგორმე smile.gif ??

ციტატა(lashka @ Sep 30 2006, 09:19 PM) *

ათონის მთის შესახებ ვიდეო ftp://ftp.predanie.ru/video/Svagora_Afon.avi


smile.gif 10 საათი უნდება ამის გადმოწერას და არ შეგიძლია სხვანაირად რო მომაცოდო როგორმე smile.gif ?

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Mar 14 2008, 05:11 PM

ერაზმუსელი ბიჭები იყვნენ smile.gif
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: nino nino თარიღი: Mar 14 2008, 07:46 PM

ათონის რომელი მონასტრის სურათებია?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 14 2008, 11:31 PM

იოანა

ციტატა
ერაზმუსელი ბიჭები იყვნენ

უხ შე რა გითხარი biggrin.gif თოვლი დევს ათონზე კაცო? smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 14 2008, 11:34 PM

ციტატა(იოანა @ Mar 14 2008, 05:11 PM) *

ერაზმუსელი ბიჭები იყვნენ smile.gif
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


რა ლამაზია! ეჰ...

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Mar 15 2008, 01:14 PM

ძაან მომეწონა ათონის მთის ჩანაწერები. smile.gif smile.gif smile.gif KAIROS

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 17 2008, 02:45 AM

ციტატა
ძაან მომეწონა ათონის მთის ჩანაწერები. KAIROS

წადი შენც და შეეცადე დაწერო, საერთოდ იქ ყველა პერსონალურად გრძნობს იქაურობას, ინდივიდუალურად შეიგრძნობს მადლს და ასევე სრულიად განსხვავებულად გადმოცემს ამ შეგრძნებას... ყველას ვუსურვებ ( მამაკაცებს რათქმაუნდა biggrin.gif) ათონის მთისეული ეს შეგრძნება განეცადოს და მერე აქ დაეწეროს smile.gif
იხარე;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 17 2008, 03:03 AM

ნათია

ციტატა
ეჰ...


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 17 2008, 01:05 PM

ციტატა(KAIROS @ Mar 17 2008, 01:45 AM) *

წადი შენც და შეეცადე დაწერო, საერთოდ იქ ყველა პერსონალურად გრძნობს იქაურობას, ინდივიდუალურად შეიგრძნობს მადლს და ასევე სრულიად განსხვავებულად გადმოცემს ამ შეგრძნებას... ყველას ვუსურვებ ( მამაკაცებს რათქმაუნდა biggrin.gif) ათონის მთისეული ეს შეგრძნება განეცადოს და მერე აქ დაეწეროს smile.gif
იხარე;
კაიროსი!

რამდენჯერ გამჩენია რაიმეს დაწერის სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ ასე მხატვრულად დაწერა და გადმოცემა არ მეხერხება sad.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Mar 17 2008, 05:48 PM


ციტატა
წადი შენც და შეეცადე დაწერო, საერთოდ იქ ყველა პერსონალურად გრძნობს იქაურობას, ინდივიდუალურად შეიგრძნობს მადლს და ასევე სრულიად განსხვავებულად გადმოცემს ამ შეგრძნებას... ყველას ვუსურვებ ( მამაკაცებს რათქმაუნდა ) ათონის მთისეული ეს შეგრძნება განეცადოს და მერე აქ დაეწეროს
იხარე;
კაიროსი!



KAIROS გაიხარე შენც!

პ.ს
გთხოვ მომიხსენიო მე ,მონა ღვთისა შალვა, ლოცვებში.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 17 2008, 06:00 PM

ციტატა
გთხოვ მომიხსენიო მე ,მონა ღვთისა შალვა, ლოცვებში.

მოგიხსენოს ღმეთმა, მაგრამ ათონის მთაზე მარიამობას ვიყავი 4 დღით biggrin.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Mar 17 2008, 06:14 PM

ციტატა
მოგიხსენოს ღმეთმა, მაგრამ ათონის მთაზე მარიამობას ვიყავი 4 დღით


მესმის მაგრამ,
დღეს მომიხსენე აქ smile.gif

ვერა ვარ ჯანზე უბრალოდ.

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Mar 26 2008, 04:01 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Mar 14 2008, 09:31 PM) *

იოანა

უხ შე რა გითხარი biggrin.gif თოვლი დევს ათონზე კაცო? smile.gif


თებერვალშია გადაღებული smile.gif

პოსტის ავტორი: tako@tako თარიღი: May 9 2008, 11:47 AM

java script:paste('KAIROS')


ემოციებს ვეღარ ვთოკავ ძალიან ლამაზად და დაწვრილებით გაქვს აღწერილი ყველაფერი,კითხვა რომ დავიწყე ვეღარ გავჩერდი და აჰა დამაგვიანდა მაგრამ ეს ისეთი საცრება იყო რომ ყველანაირ საქმეს გადადებს ადამიანი ამის წასაკითხად და შეცაგძნობად,გაიხარეთ ღმერთმა დაგლოცოთ.

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: alibaba თარიღი: Sep 9 2008, 12:34 AM

ამ თემის პოსტები ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ ათონის გაგონებაზე ეგრევე ვწერ: "ჩემი ოცნებაა ათონის მოლოცვა."
უცხოეთში მარტო მანდ მინდა წასვლა, სხვა არსად.

პოსტის ავტორი: zura27 თარიღი: Oct 21 2008, 12:20 PM

მშვიდობა!თუ ვინმეს გაქვთ დოკუმენტური ფილმი კახაბერ იმნაიშვილის ,,უფლის ჯარისკაცები",რომელიც ბერად აკვეცაზეა ზალიან გთხოვთ დადეთ.წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: MARI-MARIKO თარიღი: Oct 23 2008, 11:28 PM

ძალიან საინტერესოა, დიდი მადლობა, მანდ ვერასოდეს ჩავალ და ასე მაინც ვნახო და აზრზე მოვიდე....? მადლობა. გაიხარეთ.

პოსტის ავტორი: MARI-MARIKO თარიღი: Oct 23 2008, 11:46 PM

ზოგჯერ ზიხარ და უყურებ კომპსჰი ატას ლამაზ რამეს, ყოველი გვერდი მხიბლავს და ვინუსხები. ვგრდზნობ, თქვენც ხომ იმიტომ დებთ აქ ყოველივეს, რომ სხვამაც გაიზიაროს, ნახოს ისიამოვნოს, განათლდეს კიდეც. ხოდა ალბათ ეგ ხატიც და ვირტუალური სანთლის დანთებაც მოქმედებს დადებითად, თუ კი გვეამება და ლამაზია თუ რა ვთქვა არ ვიცი...? საჭირო სიტყვეს ვერ ვპოულობ, მარა რა უჩირს? თუ კი ისიც რაგაც დადებითს და ლამაზ გააღვიძებს თუ აღძრავს ჩვენში? რა ვიცი...? იქნებ ვცდები კიდეც, უბრალოდ ასე გავიფიქრე.

ამ ინგლისურად და ქართულად ბეჭვდამ შერეულად smile.gifsmile.gif დამგალა, ხოდა აი შედეგიიიიი! smile.gif რანაირად ვწერ ააა! ასოებს ვურევ. მექანიკურად უკაცრავად, იმედია მაინც იგებთ. sad.gifsad.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: KveS_! თარიღი: Jan 15 2009, 01:19 AM

ციტატა(. Besa @ Jan 15 2009, 01:11 AM) *

ჩემი ოცნებაა ათონის მთაზე წასვლა

ჩემიც smile.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Dec 15 2009, 04:55 PM

მაინტერესებს ვინმემ თუ იცით როგორ ხდება ათონზე რომელი მონასტერში გამგზავრება...
საბერძნეთში გამგზავრების გარდა რა არის საჭირო რომ მონასტერში მიგიღონ დროებით საცხოვრებლად...

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 15 2009, 06:54 PM

lch

ჩემი მამაო წავიდა 2 დღის წინ : )

100 $ ჯდება ავტობუსით , ანუ წასვლა-წამოსვლა 200$ დაგიჯდება

უკვე უნდა წახვიდე, თორემ მერე აღარ იღებენ a075.gif

მეტი მეც არ ვიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Dec 15 2009, 07:48 PM

ციტატა
100 $ ჯდება ავტობუსით , ანუ წასვლა-წამოსვლა 200$ დაგიჯდება

უკვე უნდა წახვიდე, თორემ მერე აღარ იღებენ

მერე აღარ იღებენ რას ნიშნავს, ათონი იკეთება?...

მე წასვლა-წამოსვლაზე, უბრალო ექსკურსიაზე არ მითქვამს...
მე ათონზე 1-2 კვირით დარჩენა მინდა...

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 15 2009, 08:02 PM

ციტატა(lch @ Dec 15 2009, 07:48 PM) *

მერე აღარ იღებენ რას ნიშნავს, ათონი იკეთება?...

მე წასვლა-წამოსვლაზე, უბრალო ექსკურსიაზე არ მითქვამს...
მე ათონზე 1-2 კვირით დარჩენა მინდა...

არც ჩემი მამაო წასულა 2 დღით , 1 თვე იქ დარჩება smile.gif

შარშან უნდოდა და უარი უთხრეს, რადგან აღარ იყო ადგილი

მისნაირი ბევრი ჩადის, მითუმეტეს მარხვისას a075.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Dec 15 2009, 10:36 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Dec 15 2009, 08:02 PM) *

არც ჩემი მამაო წასულა 2 დღით , 1 თვე იქ დარჩება smile.gif

შარშან უნდოდა და უარი უთხრეს, რადგან აღარ იყო ადგილი

მისნაირი ბევრი ჩადის, მითუმეტეს მარხვისას a075.gif

დარჩენის ამბავი აქედანვეა ალბათ შესათანხმებელი.... ვისთან?..

იქ რაიმე თანხაა გადასახდელი სტომრობისთვის თუ როგორ, არ იცი?...

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 15 2009, 10:42 PM

ციტატა(lch @ Dec 15 2009, 10:36 PM) *

დარჩენის ამბავი აქედანვეა ალბათ შესათანხმებელი.... ვისთან?..

იქ რაიმე თანხაა გადასახდელი სტომრობისთვის თუ როგორ, არ იცი?...

ამდენი აღარ ვიცი sad.gif

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Apr 26 2010, 07:39 PM

ციტატა(lch @ Dec 15 2009, 10:36 PM) *

დარჩენის ამბავი აქედანვეა ალბათ შესათანხმებელი.... ვისთან?..

იქ რაიმე თანხაა გადასახდელი სტომრობისთვის თუ როგორ, არ იცი?...

როგორც ვიცი ჯგუფები კეთდება 5 კაციანი მამაოს ჩათვლით... მამაო და 4 კაცი.... ფასი თუ არ ვცდები 300 ევროდან არის (ამდენი დაგჭირდებაო კაკ მინიმუმ ) მგონი და იქ 15 დღემდე ხარ ..... დარჩენაზე შეთანხმება წინასწარ ხდება ... თანხაზე არ ვიცი....

პოსტის ავტორი: shavlegi თარიღი: May 17 2010, 05:02 PM

ჩემი მოძღვარი ძალიან ხშირად ჩადის წმინდა მთაზე და იქიდან საჩუქრად უამრავი სიწმინდე ჩამოაქვს. პირველი და ერთადერთი ხატი ,, პანტანასსა”, რომელიც ათონელმა ბერებმა დაწერეს ჩვენს ტაძარშა დაბრძანებული. ეს ხატი ძალიან დიდ სასწაულებს აღასრულებს.

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 17 2010, 05:52 PM

იქ რომ მდედრებს არ უშვებენ..
unsure.gif

პოსტის ავტორი: shavlegi თარიღი: May 22 2010, 07:04 PM

მერედა ვი თქვა შეუშვესო smile.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Aug 22 2010, 05:04 PM

lch

ციტატა
დარჩენის ამბავი აქედანვეა ალბათ შესათანხმებელი.... ვისთან?..

იქ რაიმე თანხაა გადასახდელი სტომრობისთვის თუ როგორ, არ იცი?...

ფაქსი უნდა გაგზავნო მონასტრებში რომ მიდიხარ, მაგრამ თუ ადგილი ქონდაც მიგიღებენ უმეტეს შემთხვევაში თუ არა და სხვა მონასტერში წახვალ თუ ზაფხულის პერიოდი იყო კიდე კარშიც შეიძლება დარჩენა smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Aug 22 2010, 09:49 PM

შოთა

ციტატა
ფაქსი უნდა გაგზავნო მონასტრებში რომ მიდიხარ, მაგრამ თუ ადგილი ქონდაც მიგიღებენ უმეტეს შემთხვევაში თუ არა და სხვა მონასტერში წახვალ თუ ზაფხულის პერიოდი იყო კიდე კარშიც შეიძლება დარჩენა

კაი ფაქსი გავაგზავნე ვთქვათ და მიმიწვიეს, საელჩოდან არ შემიქმნიან პრობლემას ნეტა?

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Sep 21 2010, 11:19 PM

მეგობრებო - მინდა თქვენი ფოტოები დავდო აქ
http://saunje.ge/index.php?option=com_content&view=article&id=605:2010-09-20-18-10-15&catid=1:2010-01-24-19-54-07&Itemid=1&lang=ka

თუ მომცემთ ნებას
და თუ კი - ფოტოს ავტორები მჭირდება
რომ მივუთითო ფოტოზე...

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Sep 22 2010, 01:25 PM

ალექსანდრე
საელჩო სხვა საკითხია , როგორც წესი იმ დოკუმენტებს გთხოვენ რასაც ყველა ევროპის ქვეყნის საელჩო,
სამუშაო ცნობა ჯამრთელობის დაზღვევა სასტუროს ჯავშანი და ბილეთი.

საერთოდ ჩემი რჩევა იქნებ თუ წასვლას დაპირებთ რაც უფრო ცოტანი იქნებით მით უფრო არ გაუჭირდებათ თქვენი დაბინავება შესაბამისად წინასწარ შეუთანხმებლადაც შეძლებენ თქვენს მიღებას უფრო ადვილათ .

ციტატა
იქ რაიმე თანხაა გადასახდელი სტომრობისთვის თუ როგორ, არ იცი?...


არაფერი არ არის გდასახდელი მიგიღებენ დაგაპურებენ ღამეს გაგათევინებენ და მეორე დღე უნდა წამოხვიდე უკვე იქიდან და წახვალ სხვა მონასტერში. სკიტეში თუ მიგიღეს იქ როგორც წესი მუშაობითაც უნდა მოეხმარო ტყვილა ვერ გაჩერდები .

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Sep 24 2010, 08:17 AM

სტატია National Geographic-ში ათონის მთაზე:

http://ngm.nationalgeographic.com/2009/12/athos/draper-text/1

პოსტის ავტორი: aamirani თარიღი: Jan 15 2012, 10:27 PM

ათონის მთა (1)


http://martlmadidebloba.ge/tadzrebi10.html

პოსტის ავტორი: aamirani თარიღი: Jan 20 2012, 03:45 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 25 2013, 04:05 PM

ძალიან გული მწყდება ივერონი ჩვენ რომ აღარ გვეკუთნის . sad.gif თქვენი აზრი მაინტერესებს ამ თემასთნა დაკავშირებით. ( ადმინ მედია ტეგი მუშაობს? )

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2013, 04:15 PM

G_saxva

სამწუხაროდ, დღესდღეობით, "ივერონში" ქართველებს უფლება არ აქვთ, რომ იმოღვაწეონ... ძალიან სამწუხაროა...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 25 2013, 04:22 PM

რამხელა საშინელებაა ასეთი სავანე გქონდეს ერს და დაკარგო sad.gif ღმერთმა ქნას მალე დაგვებრუნებინოს ეს ზღაპრული ადგილი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 26 2013, 02:30 AM

marine

ციტატა
სამწუხაროდ, დღესდღეობით, "ივერონში" ქართველებს უფლება არ აქვთ, რომ იმოღვაწეონ... ძალიან სამწუხაროა...

მე ვიცნობ პირადად არაერთ ქართველ ბერს , ვინც ათონზე მოღვაწეობს...

თუმცა ყველა ვარიანტში გეთანხმები , რომ ცუდი სიტუაციაა ამ მხრივ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 26 2013, 09:04 AM

ციტატა(A.V.M @ Mar 26 2013, 02:30 AM) *

marine

მე ვიცნობ პირადად არაერთ ქართველ ბერს , ვინც ათონზე მოღვაწეობს...

თუმცა ყველა ვარიანტში გეთანხმები , რომ ცუდი სიტუაციაა ამ მხრივ...

ათონზე მოღვაწეობენ, მაგრამ არც ერთი ივერონში. ყველაზე ცუდი ის არის რომ ჩვენს სავანეში არ გვაქვს უფლება რომ ვიმსახუროთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2013, 10:25 AM

ციტატა(G_saxva @ Mar 26 2013, 10:04 AM) *

ათონზე მოღვაწეობენ, მაგრამ არც ერთი ივერონში.


yes.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 25 2013, 05:42 PM

ათონის წმიდა მთაზე, 80 წლიანი პაუზის შემდეგ, უწყვეტი ქართული წირვა-ლოცვა აღდგა - ამის შესახებ ინფორმაციას ათონის წმიდა მთის წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერი, მამა ერმოლაოსი (ჭეჟია) ავრცელებს.

მამა ერმოლაოსის ინფორმაციით, ამა წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, სიმონოპეტრას მონასტრის კუთვნილ წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სენაკში ოთხმა ქართველმა ბერმა დაიდო ბინა და უწყვეტი ღვთისმსახურება დაიწყო.

"მეგობრებო, ეს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა!
უკანასკნელად უწყვეტი წირვა-ლოცვა ქართველი ბერების მიერ აღესრულებოდა პანტელეიმონის მონასტრის კუთვნილ წმ. სტეფანეს სახ. სენაკში, სადაც 1919 წელს ივერონის მონასტრის სენაკიდან გამოყრილმა 17 ქართველმა შეაფარა თავი. სამწუხაროდ, 1932 წლის 4 სექტემბერს (ძვ, სტილით) ამ სენაკს ხანძარი გაუჩნდა, რომელმაც რამდენიმე ბერი იმსხვერპლა, სრულიად დაიწვა ბიბლიოთეკა და არქივი. მას შემდეგ ათონზე ქართულ ენაზე უწყვეტი წირვა-ლოცვა ბერებს აღარ აღუვლენიათ.

გილოცავთ ჩემო მეგობრებო, ვულოცავ მთელ საქართველოს ამ დიად მოვლენას და ყველას გთხოვთ, ვილოცოთ ერთად ახალ ქართულ სავანეში მოღვაწე ბერებისთვის: წინამძღვარი - არქიმანდრიტი გრიგოლი, საძმო: მღვდელმონაზონი ეგნატე, ბერი მალაქია და მორჩილი დავითი", - ნათქვამია მამა ერმალიოსის მიერ გავრცელებულ წერილში.
რუ:http://timer.ge/13090-athonis-mthaze-80-tsliani-pauzis-shemdeg-utsyveti-qarthuli-tsirva-locva-aghdga.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2013, 03:25 PM

ღმერთმა ისმინოს ჩვენი ქართველი ბერების ლოცვა და გამრავლდნენ ათონის მთაზე wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2015, 09:58 PM

"აქ, ტიპიკონით, მდედრობითი სქესის ცხოველების ყოლაც კი ეკრძალებათ ბერებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2015, 03:54 PM

"სასიხარულოა, რომ ათონზე დღესაც მოღვაწეობენ ქართველი ბერები, რომელთა გულში დადენილი ცრემლებით ირწყვება ჩვენი სულის ხრიოკი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2015, 11:18 PM

"წმინდა მთაზე არავინ ქორწინდება, აქ არ მრავლდებიან, არ იბადებიან ბავშვები, თუმცა ათონი არასოდეს დაცარიელებულა, ყოველთვის მოუკლებლად ივსება უფლისაკენ მოწადინებული, ზეგარდმო კვალადშობილი, ზეციური ფერიცვალებით გაბრწყინვებული მრავალი სულით".

/მღვდელ-მონაზონი მიქაელი (ბრეგვაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2015, 03:25 PM

"პატარა გემმა ნელ-ნელა საერო ცხოვრებიდან წმინდად წოდებულ მთაზე გადაგვიყვანა: როგორც ამბობენ, წარმავლობის საპირისპირო მარადიულ ნაპირზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2015, 08:45 PM

"ათონის მთაზე პირველშეწირულის წირვა შუადღისას სრულდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2015, 03:38 PM

ჩემო საყვარელო მეგობრებო! მინდა გაგიზიაროთ ჩემი უდიდესი სიხარული: ათონის წმიდა მთაზე, 80 წლიანი პაუზის შემდეგ, უწყვეტი ქართული წირვა-ლოცვა აღდგა! ამა წლის 21 სექტემბერს, დედა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, სიმონოპეტრას მონასტრის კუთვნილ წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სენაკში ოთხმა ქართველმა ბერმა დაიდო ბინა და დაიწყო უწყვეტი ღვთისმსახურება. მეგობრებო, ეს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა! უკანასკნელად უწყვეტი წირვა-ლოცვა ქართველი ბერების მიერ აღესრულებოდა პანტელეიმონის მონასტრის კუთვნილ წმ. სტეფანეს სახ. სენაკში, სადაც 1919 წელს ივერონის მონასტრის სენაკიდან გამოყრილმა 17 ქართველმა შეაფარა თავი. სამწუხაროდ, 1932 წლის 4 სექტემბერს (ძვ, სტილით) ამ სენაკს ხანძარი გაუჩნდა, რომელმაც იმსხვერპლა რამდენიმე ბერი, სრულიად დაიწვა ბიბლიოთეკა და არქივი. მას შემდეგ ათონზე ქართულ ენაზე უწყვეტი წირვა-ლოცვა აღარ აღუვლენიათ ბერებს. გილოცავთ ჩემო მეგობრებო, ვულოცავ მთელ საქართველოს ამ დიად მოვლენას და ყველას გთხოვთ ვილოცოთ ერთად ახალ ქართულ სავანეში მოღვაწე ბერებისთვის: წინამძღვარი - არქიმანდრიტი გრიგოლი, საძმო: მღვდელმონაზონი ეგნატე, ბერი მალაქია და მორჩილი დავითი. დედაო ღვთისავ, შეეწიე ჩვენს ძმებს, რომ ღისეულად ადიდონ უფალი ჩვენი იესო ქრისტე! უფალო, კაცთმოყვარეო, გევედრები, შეისმინე მათი ლოცვა და გააერთიანე და ააღორძინე ჩვენი სამშობლო - საქართველო!

/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2015, 03:06 PM

"სულიერი ცხოვრების ბასტიონი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2015, 07:06 PM

"მაგრამ რამდენიმე ბერია ათონზე, რომლებიც ცხოვრობენ პატარა სკიტებში, სენაკებში, რომლებიც ამ სოფელს ემალებიან.


ათონელ მონაზვნებსაც უხდებათ ხშირად ვნებებით დამძიმებული და მოწამლული ამა სოფლის ჰაერის შესუნთქვა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2015, 11:36 PM

„თურქების ბატონობისას ათონზე ზარების რეკვა აკრძალული იყო და ძელისცემით მოუწოდებდნენ ლოცვისთვის, რაც თურქების წასვლის შემდეგ ტრადიციად იქცა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 11:41 AM


„ერთხანს მატერიალისტური იდეების ლაბირინთში გზა აებნა და ღმერთი დაივიწყა. როცა „გონს მოვიდა“, მიატოვა ყველაფერი და ათონს მიაშურა, რათა კვლავ შეეძინა ღმერთი, შეხვედროდა უფალს უდაბნოში, სადაც ცხადად იგრძნობა მისი მყოფობა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 12:03 PM

„მთაწმინდაზე ხასიათი უწონასწორდებათ, უმარტივდებათ, ჩამოშორდება ყოველგვარი მოჩვენებითი, ერისკაცული სიაზიზე, მსახიობური თავაზიანობა. განიწმინდება გულწრფელობის და იმ ალალი სიყვარულის ემბაზში, რომლის ძებნაში ასე დავიღალეთ სოფლად“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 09:28 PM

"მოიძულა დიდება და სახელი, უარყო სოფლის ამაოება და მთაწმინდაზე მოვიდა, რათა ღვთისმშობლის ბაღის სულიერი ბულბული ყოფილიყო"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 11:32 AM

"ღამისთევის ლოცვები ათონელ ბერებს სულიერ სიკეთეს მატებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 02:44 PM

"იმავე გადმოცემის თანახმად, დედამიწაზე ბოლო ლიტურგიის აღასრულებს ეს თორმეტი უხილავი ბერი. მათი რიცხვი არ იცვლება, რადგან თუ თორმეტიდან რომელიმე გარდაიცვლება, მათ ადგილს იკავებს მთაწმინდის რომელიმე საუკეთესო ბერი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 03:44 PM

"მაგრამ ერთ დღესაც ზეციური მამა განცხადებულად მოგაგებთ თქვენი ღვაწლის საფასურს, რომ მთელმა სამყარომ შეიცნოს, "თუ რა არის სიგრძე, სიღრმე და სიმაღლე" იმ ზეციური არსებებისა, რომელთაც მთაწმინდელ ბერებს ეძახიან და რამდენად მიუწვდომლად მნიშვნელოვანნი არიან ისინი საზოგადოებისა, ეკლესიის სხეულისა და სრულიად კაცობრიობისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2015, 11:09 PM

"ათონელ ბერთა ჩვეული სენი - რევმატიზმი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 12:22 PM

"ამის შემდეგ მთაწმინდაზე წავიდა, ვითარცა უმანკო ყვავილი, აღიზარდა ღვთისმშობლის ბაღში და მოპოვებულ სათნოებათა კეთილსურნელება გამოსცა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2015, 01:04 PM

"პირველი, რაც მათ ასწავლა, პრაქტიკული რჩევა იყო: თავი დაეცვათ მთაწმინდის ცივი ქარებისგან, სადაც უნდა წასულიყვნენ, გუდაში გამოსაცვლელი პერანგი ჰქონდათ. "გაოფლიანდები, გამოიცვალე, თორემ მერე ექიმებთან მოგიწევს სირბილი" (ეს რჩევა არც ათონის დღევანდელ ქართველ მომლოცველებს აწყენთ)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2016, 09:11 PM

"ათონი სახლია სიგლახაკისა, ათონი სიბრძნეა ყოვლადწმინდა დედოფლისა, ათონი ჰიმნია ღვთის განდიდებისა, ათონი ტკივილია ეშმაკთა, ათონი მდუმარებაა "ოქრო ქებული", ათონი დედამიწის სამკაულია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2016, 10:22 PM

"დღემდე ათონი ითვლება მართლმადიდებლობის შუქურად და იმ ადგილად, სადაც ღვთისმოყვარული სულები სრულყოფილებას აღწევენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 10:58 PM

"მთაწმინდა მსოფლიო სიწმინდეა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2016, 11:40 AM

"მთაწმინდელებს ასეთი გამოთქმა აქვთ: - სხვისი კატა და სხვისი მონაზონი შენს საძმოში არ მიიღოო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2016, 08:37 PM

"ათონი თითქოს ცისა და მიწის შესაყარია, ორი სამყაროს მესაიდუმლე... აქ დროც ჰაერივით გაირინდა ზეციური დედოფლის გამოცხადებით... ღვთისმოყვარე სულთათვის იგი ცხონების ნავმისადგომია - ადგილი, რომელმაც უამრავი წმინდა კაცი შესძინა სამყაროს..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2016, 08:49 PM

"როდესაც წმინდა მთაზე ვინმე იკარგება, იტყვიან ხოლმე, - უხილავმა მოსაგრეებმა წაიყვანესო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2016, 10:22 PM

"წმინდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებით, ივერიის ღვთისმშობელი ათონს დატოვებს, წმინდა მთას მისი საფარველი გადაეხსნება. სანამ ღვთისმშობელი წასვლას დააპირებს, ივერონს მიწისძვრა შეარყევს, ხოლო როდესაც ივერიის ღვთისმშობელი მთაწმინდა დატოვებს, "ყველა ტაძარი დაიხრება მხსნელის წაბრძანების გამო..." ზოგიერთი ათონელი ამოწმებს, რომ ეს ხატი უფლის მეორედ მოსვლის წინ თავის პირვანდელ სამყოფელში - ივერიაში წაბრძანდება, საქართველოს მეორე კვართი გადაეფარება და ანტიქრისტეს ხელთაგან იხსნის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2016, 10:46 PM

"ათონზე სიცოცხლე გრძელდება, ბერული ცხოვრების სტილი არ იცვლება, აქ სიკვდილიც კი მარადისობაში გადადგმული ერთი ნაბიჯია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 11:48 AM

"მთაწმინდის მიწა სურნელოვანია, ჰაერი - უძრავი და ისე გამჭვირვალე, თითქოს ღვთისმშობლის გამოცხადებით გაირინდაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 02:52 PM

"ქრონოსის ათვლა მთაწმინდაზე უძველესი ბიზანტიურ წესს ეფუძნება. შუაღამედ დაისია მიჩნეული და სწორედ აქედან იწყებენ დღე-ღამის ათვლას. რადგან ყოველთვე მზე სხვადასხვა დროს ჩადის, აქაურებს საათის გადაწევა ყოველთვიურად უწევთ. ამასთან, დროის ათვლა სხვადასხვა მონასტერში განსხვავებულია, რადგან ზოგი ზღვის ნაპირასაა, ზოგი კი მთებში და მზის ჩასვლასაც სხვადასხვა დროს აფიქსირებენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 08:39 PM

"ღვთისმსახურების შესრულების წესიც თითქმის შუა საუკუნეთა ბიზანტიის ქრისტიანული პერიოდის იდენტურია. ტაძრები მხოლოდ სანთლებითა და კანდელებით ნათდება და მსახურების დიდი ნაწილი სრულ სიბნელეში მიმდინარეობს. მაგალითისთვის, ექვვსფსალმუნებასა და ზოგიერთ ლოცვას მამები ზეპირად წარმოთქვამენ. შუაღამიანი და ცისკარი გათენებამდე მთავრდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 08:57 PM

"საოცარია ათონის მთა. თითქოს შეუცნობელ სამყაროში შედიხარ. როცა იქიდან მოდიხარ, ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს საკუთარ სახლს ტოვებ და ვენატრება. ფაქტობრივად, იქ ადამიანი სასუფეველში ხარ. წარმოიდგინე, 22 მონასტერი ღამე ღმერთს უთევს და მამები უფალს მთEლი ღამის განმავლობაში ადიდებენ".

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 09:23 PM

"გარკვეული დროის შემდეგ მონასტრის წევრები ხსნიან საფლავებს. თავის ქალას იღებენ, სახელს აწერენ და ინახავენ. ძვლებს - საერთო საძვალეში ჩააბრძანებენ. განსაკუთრებით ღვაწლით მცხოვრები ადამიანების თავის ქალებს ლიმონისფერი დაჰკრავს. მეც მინახავს იქ ჯვარგამოსახული თავის ქალები".

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 09:42 PM

"ათონის მთას პროტატი მართავს, სადაც ათონის ოცი მონასტრის წარმომადგენელია. პროტატის მმართველს კი რიგითობით ოთხი მონასტრის - დიდი ლავრის, ვათოპედის, ივერონისა და ქილანდარის წარმომადგენლებიდან ირჩევენ. პროტატის ბეჭედი, ღვთისმშობლის მიძინების ხატის გამოსახულებით, ოთხ ნაწილად არის გაყოფილი და თითოეული მონასტრის წარმომადგენელს თავისი ნაწილი აქვს. ამიტომაც, თუ რაიმე საბუთზე ოთხივე ნაწილი არ არის გამოსახული, ნამდვილად არ ითვლება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2016, 07:20 PM

"ხალხური რწმენით, ათონის მთაზე ჩიტები ბუდეს არ აშენებენ და ბარტყებს არ ჩეკავენ, მდედრობითი სქესის ადამიანი ათონზე არ უნდა იყოს. "ეს კანონი თითქოს უტყვ არსებაზეც ვრცელდება, - გვიყვება მამა სერგი, - თურქების ბატონობის პირველ წლებში ერთმა აქაურმა აღამ მთაწმინდის კანონები ცრურწმენად შერაცხა და ცხვრის ფარა შემორეკა. მაგრამ მისი ცდა, რომ მთაწმინდის კანონები დაერღვია, ჩაიფუშა. ცხვრები მოედვნენ ათონის მდელოებს, აღა კი მეორე დილით მოუთმენლად ელოდა რძეს, მაგრამ მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მწყემსმა დაუფიცა, - ცხვრებს რძე არ აქვთო. დღეს დილით შენთვის რძის ჩამოწველა მინდოდა, მაგრამ ნერბებს ძუძუებიდან სისხლი მოედინებათო. აღამ არ დაუჯერა, წავიდა ფარეხში და ნახა, რომ ცხვრები მართლაც სისხლს იწველიდნენ. ბრძანა, ცხვრები დაეხოცათ და ამის შემდეგ აღარ შეწინააღმდეგებია ზეცის ნებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2016, 07:41 PM

"ათონზე ზოგიერთ მამას, წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, განსაკუთრებული ღვაწლი აქვს. ტრაპეზის დროს შუბლზე ჩამოფარებული აქვთ კუნკულები, ისე, რომ მათ სახესაც ვერ ხედავ. ამ დროს ისინი მხოლოდ იესოს ლოცვით არიან დაკავებულნი და არ ტრაპეზობენ. მართლაც საოცარი საყურებელია. ერთ დიდ სატრაპეზოში ტრაპეზის დროს ერისკაცები და მონასტრის წევრები ცალ-ცალკე სხედან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2016, 07:52 PM

„იმ პერიოდში ათონზე სალოცავად მოსულა მონაზონი „ჰრომი ქვეყნისაი“, კაცი განთქმული სიდარბაისლითა და კეთილშობილებით, ძმა ვენევენტოს ლუკასი ექვსი მოწაფის თანხლებით. მათ ქართველების მონასტერიც მოუნახულებიათ. ივერიელებმა სიხარულით უმასპინძლეს და მონასტერში დარჩენა სთხოვეს - „ჩვენც უცხო ვართ და შენცა უცხო ხარო“.

ივერონში მათი დარჩენის ამბავი რომ შეიტყვეს, უამრავი ერისკაცი ჩამოვიდა რომიდან, რათა მონაზვნად აღკვეცილიყვნენ. მაშინ ქართველებმა მათ მიწა უყიდეს და მონასტრის აშენებაში შეეწივნენ. მერეც ხშირად მიდიოდნენ მათთან და სულიერად განაძლიერებდნენ.

მეცნიერთა ნაწილის აზრით, რომაელთა მონასტერი ახლანდელი ყარაყალის მონასტერია, სხვები ფილოთეოს მონასტერს ასახელებენ.

წმინდა გიორგი მთაწმინდელი მოგვითხრობს, რომ ღირს მამა გაბრიელ ქართველსა და ლეონ დიდს, რომაელს, „ფრიადი სიყვარული აქვნდათ სულიერი“. მამა ლეონს ღირსი გაბრიელის გვერდით ჰქონდა სენაკი. როცა შებნელდებოდა, გამოვიდოდნენ თავიანთი სენაკებიდან, დასხდებოდნენ და ცისკრამდე საღმრთო საგნებზე საუბრობდნენ. უცნაური ამაში ის იყო, რომ ისინი თავ-თავიანთ ენაზე საუბრობდნენ და თანამოსაუბრის ენა არ იცოდნენ, მაგრამ მათი სიწმინდის გამო ყველაფერი შესაძლებელი იყო“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2016, 09:28 AM

"ათონზე, იმ ადგილას, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ფეხი დადგა, შემდგომში მთაწმინდის ერთ-ერთი პირველი მონასტერი აშენდა. ამ მონასტერს კლემენტოს მონასტერს უწოდებდნენ, რომელიც არაბთა შემოსევისას დანგრეულა და მიგდებული იყო, ვიდრე იქ ქართველები არ დასახლდნენ. მონასტერს ახლა ივერთა მონასტერი ეწოდა, თუმცა კარგა ხანს შემორჩა ძველი, კლემენტოს სახელი.

მეცინერებაში გამოთქმულია აზრი, რომ ქართველები ათონის მთაზე ადრევე დასახლდნენ. მღვდელმთავარ პორფირე უსპენსკის მტკიცებით, ქართველები 787 წლის ახლოს უკვე ცხოვრობდნენ ათონზე, მათ სამყოფს ათო ეწოდებოდა. მის აზრს არაერთი მკვლევარი იზიარებს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია. ათონზე ქართველთა სავანის დაარსება ღირსი მამის, იოანე სახელთან არის დაკავშირებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2016, 09:41 AM

"ათონზე ყოფნის დროს სულიერად ისე სწრაფად იზრდები, რომ იქიდან წამოსვლა არ გინდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2016, 10:14 AM

"მამა ბენედიქტეს [ბარკალაია] თავისი თვალით უნახავს, როგორ ხმარობდნენ ბერძნები ბოთლის საცობებად უძველეს ქართულ ფოლიანტებს, როგორ ამოშალეს ქართველთა მონასტერში ქართველთა მეფეთა სახელები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 09:15 PM

"ათონის მთაზე მამებიც ამბობენ და ბევრ მომლოცველსაც უთქვამს, რომ აქ ვერაფერს დაგეგმავ, ყველაფერს ღვთისმშობელი გეგმავსო. მართლაც, რამდენჯერაც რაღაც დავგეგმე, ისე არ გამოდის. როგორც ღვთის ნება იქნება, ისე მოვიქცევი. ათონი ღვთისმშობლის წილხვედრი მიწაა და დიდი ბედნიერებაა, რომ ერთი წილხვედრიდან მეორეზე მოვხვდი".

/ნიკოლოზ ბადურაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2016, 11:07 AM

"ათონზე ძალიან დიდი სიმშვიდე და სიყვარულია. უცხო ვერ მიხვდება, ვინ ბერია, ვინ - იღუმენი, ისეთი თავმდაბლები არიან. იღუმენი გამოდის და ნაგავი მიაქვს გადასაყრელად, საოცარი ხალხია".

/ნიკოლოზ ბადურაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 02:37 PM

"მონაზონი, რომელიც ხშირად ტოვებს მთაწმინდას, სიცოცხლეს ან სოფელში დაასრულებს, ან უნაყოფოდ დარჩება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2016, 12:03 PM

"ათონზე განდეგილობა ძალიან დაფასებული ბერული ღვაწლია. არ არის მონასტერში ბერი, განდეგილობაზე რომ არ ოცნებობდეს, თუმცა ყოველი მორჩილებით ელოდება მოძღვრის ანუ ღვთის კურთხევას".

/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2016, 11:54 AM

"ივერთა ქართული მონასტრის დამაარსებლები ათონზე ბერმონაზვნობისა და დიდი ლავრის დამაარსებლის - ათანასეს მეგობრები იყვნენ. წმინდა ათანასე ტრაპიზონელი ლაზი იყო. დედა ქართველი ჰყავდა. დედა-შვილი ჯერ ერთ მონასტერში იღვწოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მრავალი ქართველი შემოუერთდათ, დედამ ცალკე მონასტერი აიშენა".

/წმ. გრიგოლ ფერაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2016, 11:47 AM

"ათონის მთაზე მოღვაწე ერთ-ერთი ბერი ამბობდა, რომ მთაწმინდაზე მცხოვრებ მამებს ზღვის ნაპირზე სეირნობა არ სჩვევიათ. მართალია, ეს არ ეკრძალებათ, მაგრამ გაურბიან თვალისა და ყურის გართობას, ზღვისა და მთების წარმტაცი სილამაზით ტკბობას. უჯობთ, თავ-თავიანთ სენაკებში განმარტოვდნენ, რათა მყუდროება შეინარჩუნონ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2016, 10:02 PM

"რადგან ბერს პირადი ქონება არ გააჩნია, თუკი მას მონასტერში რაიმე დასჭირდება, წინამძღვართან მიდის და ეუბნება. მისი ნებართვის შემდეგ შეგიძლია, მიხვიდე შესაბამის საწყობში და ისარგებლო იმ ნივთით, რომელიც გჭირდება, შემდეგ უნდა დააბრუნო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2016, 12:44 PM

"ათონური წესის თანახმად, სადაც არის შენი თმა, საფლავიც იქ უნდა იყოს, ანუ სადაც ბერის აღკვეცა ხდება, მისი საბოლოო ადგილიც იქ არის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 10:48 PM

"ისიქაზმი შინაგანი სიმშვიდის მიღწევისა და მჭვრეტელობითი ლოცვის განსაკუთრებული ფორმაა. ისიქაზმი XIII საუკუნეში ათონის მთის მონასტრის მკვიდრთა შორის განვითარდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 11:08 PM

"ალბათ არსად არ არის ძველი სამონასტრო ტრადიციები შენარჩუნებული ისე, როგორც ათონის წმინდა მთაზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 10:30 AM

"დიდმარხვაში იქ შაბათ-კვირას ხსნილია ზეთით, თუ დღესასწაული არ დაემთხვა, ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი მარხვის დღეებია ანუ უზეთო. დიდმარხვაში ტრაპეზი ერთხელ არის დღეში, დანარჩენ მარხვებში - 2-ჯერ, თუმცა ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ვერ ეგუება ამ წესს, არის წინამძღვრისგან დაშვება საღამოს ცოტა წაიხემსოს. როცა სუფრაზე დევს ზეთი, მაშინ იქვე დევს ღვინოც და ვისაც სურვილი აქვს შეუძლია დალიოს 1 ჭიქა წყალგარეული ღვინო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 01:08 PM

" - როცა ხსნილდება, მაშინ რას მიირთმევენ?

- როგორც ჩვენთან, ათონური ტრადიცია გამორიცხავს ხსნილის დროს ხორცის მიღებას. ძირითადად ხსნილდება თევზით და რძის პროდუქტით. დაშვებულია ყველი, რძე, მაწონი, სადღესასწაულო დღეებში ნამცხვარი, ტკბილეული, ძირითადად იქ თხის ყველს ჭამენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2016, 09:05 PM

"მოგეხსენებათ, ვათოპედის მონასტერი ათონზეა, მაგრამ ათონის ყველა მონასტერს ქალაქში აქვს იმავე სახელის მონასტერი, სადაც ქალებს შეუძლიათ მოილოცონ სიწმინდეები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2017, 10:16 AM

გიორგი მთაწმინდელი

ღირსი იოანესა და ექვთიმეს ღვაწლი დაასრულა ღირსმა გიორგი მთაწმინდელმა. მან ბაგრატ კურაპალატის დახმარებით აღაშენა ივერთა მონასტრის მთავარი ტაძარი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელზე და აქ გადმოასვენა ორი ღმერთშემოსილი მამის პატიოსანი ნაწილები.

ღირსი გიორგი ღირსი ექვთიმეს გვერდით იყო დაკრძალული ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარში. ღირსი გიორგისა და სხვა ქართველი წმინდა მამების: იოანეს, ექვთიმეს, იოანე თორნიკყოფილის, გიორგი მაშენებლის, გაბრიელისა და სხვათა პატიოსანი სხეულები ლათინმა ჯვაროსნებმა გაიტაცეს და მათი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია, ივერთა სავანეში ინახება მხოლოდ ღირსი გაბრიელის თითი. გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელები საქართველოს ორი უკანასკნელი მოციქულია, რომლებმაც "შეამკეს და აღაყვავეს ენაი ჩვენი და ქვეყანა თარგმანებითა წმიდათა წერილთაითა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2017, 04:30 PM

"როგორც ცნობილია, ათონი არა მხოლოდ მონაზვნების უნიკალური რესპუბლიკაა, სადაც უკვე ათასი წელია, ასკეტიკური და სულიერი ცხოვრება მკვიდრობს და ვითარდება, არამედ, ამავდროულად ეს არის ადგილი, სადაც უნიკალური ქრისტიანული ხელნაწერებია თავმოყრილი, რომელთა ანალოგიც პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში არ იპოვება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2017, 02:06 PM

"მრწამსს", "მამაო ჩვენოს" თუ ექვსფსალმუნს, ათონური წესით, მოძღვარი ანდა ყველაზე პატივცემული მონაზონი კითხულობს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2017, 06:33 PM

"ბერი ათანასე კამბანაოსი განსწავლული ექიმი გახლდათ, სახელგავარდნილი, ნიჭიერი და კეთილი. ყველა ადამიანს თავისი ხასიათისდამიხედვით ექცეოდა.
ჩემი მოძღვარი მასთან ახლობლობდა და მისგან შევიტყვე, რომ მამა ათანასე მოღვაწე ბერი იყო. ჩვევად ჰქონდა, ხშირად მოენახულებინა მეუდაბნოენი. ამბობდნენ, რომ ის იმ თორმეტ ასკეტთანაც იყო დაკავშირებული, რომლებიც, ათონური გადმოცემით, მთაწმინდის ყველაზე წმინდა ბერები არიან და ცხოვრობენ სრულიად განმარტოებით, უცნობ ადგილას.
მხოლოდ ის ამარაგებდა მათ სეფისკვერით და ღვინით საღმრთო ლიტურგიისთვის. იმავე გადმოცემის თანახმად, დედამიწაზე ბოლო ლიტურგიას აღასრულებს ეს თორმეტი უხილავი ბერი. მათი რიცხვი არ იცვლება, რადგან თუ თორმეტიდან რომელიმე გარდაიცვლება, მათ ადგილს იკავებს მთაწმინდის რომელიმე საუკეთესო ბერი".

/არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2017, 07:44 PM

"მიუხედავად იმისა, რომ ათონის მთაზე მონასტრები ძალიან მდიდარია, ეს არ აისახება ბერების პირად ფუფუნებაზე. ყველა მონსტერში ტრაპეზზე აქვთ მეტალის ჭურჭელი. ეს არის სწორედ იმ ტრადიციის ერთგულება, რაც ათონის მთას ახასიათებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2017, 11:03 AM

"მამა კალენიკე, ერისკაცობაში კონსტანტინე თიასპრისი, 1853 წელს დაიბადა ათენში. იგი სიყრმიდანვე ერთგული შვილი იყო დედაეკლესიისა, არასოდეს გააცდენდა ღვთისმსახურებას, უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა. მაგრამ მის სულს უფრო ამაღლებული, უფრო აღმატებული ცხოვრება უნდოდა. იმ ხანებში გაიცნო ერთი კაცი, რომელიც მას ათონზე, იქაურ მამებზე უყვებოდა და ყმაწვილიც ფიქრებით ათონს მიეჯაჭვა, სწამდა, რომ იქ აღივსებდა ნაკლულ სულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 10:32 AM

"ათონის მთაზე ბერ-მონაზვნები ვალდებულნი არიან სულიერი მოძღვრის წინაშე გულგახსნილად ისაუბრონ. სულიერი მოძღვარი ვალდებულია, აღსარებიდან გამომდინარე იზრუნოს მონასტრული ცხოვრების განგებულებაზე, ყოველდღიური გულის გახსნა უპირველესია მონასტერში."


"IX საუკუნეში იმპერატორ ბასილი I-ის ბრძანებით ათონის მთა ბერების სამკვიდრებლად გადაიქცა და ერისკაცებს იქ ცხოვრება აეკრძალათ. X საუკუნის ბოლოს იმპერატორ ალექსი I კომნენოსის ბრძანებით ათონზე ასვლა ყველა ქალს აეკრძალა. ხოლო 1046 წელს იმერატორმა კონსტანტინე მონომახმა ათონს ოფიციალურად "მთა წმინდა" უწოდა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 11:12 PM

1755 წელს მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი წმინდა მიწისა და ათონის მოსალოცად გაემგზავრა. ათონზე, დიონისოს მონასტერში, მას ქართველი ბერი თევდორე უნახავს, რომელსაც მისთვის თავისი თავგადასავალი უამბია.

თევდორე ქართლელი ყოფილა, სოფელ უსიტყისიდან, სამთავისის საყდრის ყმა. როცა ქართლი ლეკებმა მოაოხრეს, ისიც სხვებთან ერთად დაატყვევეს და კონსტანტინოპოლში ერთ უკეთურ თურქს მიჰყიდეს. თურქი სჯულის გამოცვლას აიძულებდა, სცემდა, გუთანში აბამდა. ჰპირდებოდა, თუ მაჰმადიანი გახდები, გაგათავისუფლებ და დაგასაჩუქრებო. მონა უარზე იდგა. ბოლოს პატრონი სიკვდილით დაემუქრა. თევდორემ სთხოვა, მოსაფიქრებლად ერთი ღამე მიეცა. წავიდა, სანთლები იყიდა, ეკლესიაში აანთო და ღვთისმშობელს შეევედრა: "ტყვედქმნილთა, გლახაკთა და უცხოობაში მყოფთა ხელისაღმპყრობელო, მიხსენ ამ მწარე ტყვეობისგანო".

ლოცვისას ჩასთვლიმა. ძილში ორი მოხუცებული გამოეცხადა. ნუგეშს სცემდნენ და ეტყოდნენ: "მხნედ იყავ, თევდორე, ნუ უღალატებ შენს სარწმუნოებას... ღმერთი მოწყალეა, გიხსნის ჭირისა და მწუხარებისგანო".

მონად გაყიდულს გაეღვიძა და მადლი შესწირა ყოვლადძლიერ ღმერთს. მივიდა თურქთან და უთხრა: ასო-ასო რომ ამქნა, რჯულს მაინც არ ვუღალატებო. განრისხებულმა პატრონმა ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა.

შუაღამისას თევდორემ ძალ-ღონე მოიკრიბა და გაიპარა. ზღვის პირას, ტყეში, ერთი დაქცეული ეკლესია იპოვა და მას შეაფარა თავი. თურქებმა მიაგნეს, მაგრამ ეკლესიის ზღურბლს ვერა და ვერ გადააბიჯეს. კარგა ხანს იდგნენ ასე. გულმოცემულმა მონაყოფილმა მოიმარჯვა პატარა ცული, თან რომ წაეღო და მდევართა მოგერიება განიზრახა, მაგრამ საღმრთო ძალმა გარეთ არ გაუშვა.

თურქებს შესვლის იმედი გადაეწურათ და წავიდნენ.

როცა დარწმუნდა, რომ საფრთხე აღარ ელოდა, თევდორემ გზა განაგრძო და ზღვის ნაპირთან მივიდა. იქ ქრისტიანებმა ნავზე დასვეს და ათონზე მიიყვანეს. ერთხანს ერთ ბერს ემსახურებოდა. ერთ ღამეს ხმა ჩაესმა, რომელიც დიონისოს მონასტერში წასვლას ჩააგონებდა. კითხვა-კითხვით მიაგნო მონასტერს. იქაურ იღუმენს ჩვენება ეხილა მისი მოსვლის შესახებ და ბრძანება მიეღო, რომ უცხოტომელი ბერად აღეკვეცა და მივიდა თუ არა თევდორე, უმალვე მონაზვნად აკურთხა.

წმინდა ანას სკიტში მეუფე ტიმოთეს უნახავს სენაკებიდან მოშორებით მცხოვრები დაყუდებული ქართველი ბერი ანთიმოზ ჯავახი, ფრიად მოღვაწე და მშრომელი, სრულიად შიშველი და უპოვარი, რის გამოც გარეთ ვერ გამოდიოდა. მის სენაკს კარი არ ჰქონდა და ქვით დაეხშოთ. ათონზე შეხვედრია სხვა ქართველებსაც: ატოცელ გერასიმე სამარლანიშვილს, ფცელ გერასიმეს, საქარელ ხრისტოდულოსა და დაყუდებულ კახელს, ალავერდის ყმა გრიგოლს, "ფრიად პატიოსანს მონაზონებითა". დიონისოს მონასტერში უმოღვაწიათ ღვანკითელ გაბრიელს, ლეონტი დაღეთელს და ქართლელ სერაბინს. შეეწიოს მათი წმინდა ლოცვა დღევანდელ ათონელ ქართველებს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 06:27 PM

"წმინდა [ათონის] მთაზე განსაკუთრებით გასაოცარია "დღის წმინდანის" მოვლენა (საეკლესიო კალენდრის მიხედვით, ყოველდღე რომელიმე წმინდანი იხსენიება). მონასტრებში უამრავი სხვადასხვა წმინდანის წმინდა ნაწილია, ამიტომ ხშირად კალენდრის მიხედვით მოხსენიებული წმინდანის ნაწილები სამთხვევად გამოაქვთ. გამოტანისას ტაძარში ანთებენ დიდ კანდელს და გარემო ნათდება. სანაწილეში, როგორც წესი, რამდენიმე წმინდა ნაწილს ერთად ათავსებენ და იმ დღის წმინდანის ნაწილს სპეციალური ვერცხლის მაჩვენებლით მიუთითებენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2017, 12:22 PM

"ათონის მთა სულიერი გამოცდილების წიგნია, რომელიც შენს თვალწინაა გადაშლილი და შეგიძლია სულიერი თვალით ამოიკითხო სასარგებლო რჩევები."

/მამა გიორგი ხარებაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2017, 10:55 AM

"ათონის მთა - ეს განსაკუთრებული ადგილია: ადგილი ზეცასა და მიწას შორის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 06:06 PM

"მასზე [ათონის მთაზე] დღის განმავლობაში მოხვედრა შეუძლია 100 მართლმადიდებელ და 10 არამართლმადიდებელს დღეში სამი დღე-ღამის დარჩენის უფლებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2017, 01:55 PM

"ჩემ საქართველოს ათონზე ვერ გავცვლი"

/წმ. გაბრიელ სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2017, 02:10 PM

"ათონის მთა, სადაც ერთმანეთს ერწყმის წარმავალი და მარადიული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:20 PM

„რუსეთში რევოლუცია რომ მოხდა, ბერძნებმა ქართველები გამოაძევეს. ერთი ბერიღა დარჩა, რომელიც პროტესტის ნიშნად დადუმდა და ასე მდუმარებაში გაატარა მთელი სიცოცხლე.“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2017, 10:06 PM

"წამოვედი ერთი ისეთი დიდი მაგალითის ხილვით გამდიდრებული, როგორსაც უძღვნის ხოლმე თავის ბერებს მთაწმინდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 02:34 PM

"ათონი არა მხოლოდ ნათელი ცენტრია ქრისტიანული სამყაროსი, ცხოველი სულიერი კერაა მთელი ცივილიზებული კაცობრიობისთვის, რომელმაც ამდენი საუკუნის, სიბნელისა და ბარბაროსობის პერიოდში ჩაუქრობლად და ხელუხლებლად შეინარჩუნა თავისი სიწმინდის ელვარება, ეს უმაღლესი რწმენის უნიკალური ადგილი დედამიწაზე. ამიტომ ყოველთვის მიიზიდავს ქრისტიანებს, აღაფრთოვანებს მათ, ისევე, როგორც ყოველი ქმნილება, რომელიც საკუთარ თავში მარადისობას შეიცავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 10:00 PM

"ათონის ივერთა მონასტრის წესდებაში არის წესი: არ მიეცეს მღვდლობა იმას, ვინც ამისკენ მიილტვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2018, 10:25 AM

"ღირსი ათანასეს ხსენებისას (5 ივლისს) დიდ ლავრაში კოლიოს ამზადებენ. კოლიოს ზედაპირზე ხატმწერები საკვები საღებავებით ღირსი მამის გამოსახულებას აკეთებენ. დღესასწაულის საღამოს, სავანის ქტიტორთა პანაშვიდის შემდეგ, კოლიოს ზედაპირზე ორთავიან არწივს გამოხატავენ. ამ ტრადიციას იცავენ სხვა მონასტრებშიც, თავიანთი ტაძრის დღესასწაულებზე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2018, 10:49 AM

"არც ერთ სამონასტრო დაწესებულებას ისეთი მნიშვნელობა არ ჰქონია ჩვენი მწერლობისა და კულტურის ისტორიაში, როგორიც ათონის ივერთა მონასტერს. უიმისოდ ჩვენი კულტურის ისტორიას შეიძლება სხვა სახე და ხასიათი მიეღო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2018, 12:57 PM

"- შენი აზრით, რით განსხვავდება საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესია-მონასტრები?

- განსხვავება მხოლოდ ენაშია. ათონის მთაზე ხშირად უთქვამთ მამებს - ჩვენ ვართ ერთი და განსხვავება არის ენაო. აშკარად იგრძნობა მატერიალური განსხვავებაც. საბერძნეთში ყველა მონასტერს აქვს საკუთარი ფინანსები. აქ მხოლოდ საღვთო მოშურნეობაზე, მოღვაწეობასა და წინამძღვრის მორჩილების აღსრულებაზე ფიქრობენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 10:52 AM

"[ივერთა] მონასტრის ქართველთადმი კუთვნილებით აიხსნება ისიც, რომ გაჭირვების დროს იქაური ქართველები თანამემამულეებს მომართავდნენ და ქართველი მეფე-დიდებულებიც (ყვარყვარე და მზეჭაბუკ ათაბაგები, ლევან კახთა მეფე, აშოთან მუხრანბატონი, ერეკლე მეორე და სხვ.) შეძლებისდაგვარად მფარველობდნენ და ეხმარებოდნენ.

არც ისაა ინტერესს მოკლებული, რომ გვიანი ხანის ქართველი მოღვაწენი (ამბროსი სამცხელი, აკაკი მონაზონი, ფ. შაქარაშვილი და სხვ.) ივერთა სავანეს "ჩუენ მონასტრად" იხსენიებდნენ. ყოველივე აღნიშნული უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ კალისტეს ტენდენციურმა გადაწყვეტილებამ ბერძნებს საბოლოო გამარჯვება ვერ მოუტანა და ქართველებს თავიანთ ძველ სავანეზე ხელი ვერ ააღებინა".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009", გვ.135/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 12:30 PM

"ერთი ათონური ხელნაწერის ცნობით, "ჩყპგ [=1883]-სა ბერძნებმა [ივერთა] მონასტერშიდ დახატული ქართველი მეფის და დედოფლების სახელი ამოხოცეს და ბერძნის დაწერეს, ვითამცა მათი მეფეები ყოფილ იყოს. თორნიკიც ამოხოცეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 07:55 PM

"16-19 იანვარს მომლოცველთა ჯგუფი (თემურ ანდრიაძე, ნიკო ჩიქოვანი, დავით გალეგაშვილი, გიორგი ანდრიაძე, ლევან თითმერია) გაემგზავრა ათონის წმინდა მთაზე. ეს მოგზაურობა უჩვეულო იყო იმით რომ მომლოცველებს ათონელ ბერებთან შესაწირავად ჩაჰქონდათ ქართული ქვევრის ღვინო - საფერავი.

ნათლისღების დღესასწაულზე საპატრიარქოს მეღვინეობა-მევენახეობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის (რომლის დამფუძნებელიც არის საქართველოს ხუთი უნივერსიტეტი) ინიციატივით ნახევარი ტონა საზედაშე წითელი ღვინო და თერთმეტი ქვევრი შესაწირის სახით გადაეცა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტერს.

საეკლესიო ღვინო დამზადდა ლისის საეკლესიო მარანში, ხაშმის და შავნაბადას მონასტრებში, ასევე კერძო შეწირულობა გააკეთეს მრევლის წევრებმა. ქვევრებიც ამ პიროვნებებმა შეიძინეს. ტვირთის ტრანსპორტირება დააფინანსა ირაკლი ანდრიაძის საქველმოქმედო ფონდმა "ქართული საქმე". ეს ინიციატივა მრავალჯერადი იქნება, სააღდგომოდ და მარიამობის დღესასწაულზე იგივე შენაწირის გაკეთება იგეგმება.

ამჯერად ღვინოს მიიღებენ ათონის მთის სხვა მონასტრები და აქ არსებული ორი ქართული სკიტი. მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, ვინც ტრადიციული წესით ამზადებს საზედაშე ღვინოს.

მათ ასევე შეეძლებათ ათონის მთაზე გამგზავრება და ამ შეწირულობის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. მსურველები უნდა დაუკავშირდნენ მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნულ ცენტრს საქართველოს საპატრიარქოში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ლისის საეკლესიო მარანში საზედაშე ღვინო ჩვენი ლაზი ძმების მიერ ნაყიდი და შემოწირული საფერავის ყურძნისაგან მზადდება. აღნიშნული ღვინო მესამე წელია რაც უსასყიდლოდ ურიგდება საქართველოს მაღალმთიან ეპარქიებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2018, 06:37 PM

"ათონის მთაზე ყველაზე პოპულარული სასმელი ცივი წყალია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2018, 04:10 PM

"ათონის წმინდა მთაზე, სადაც უამრავი წმინდანის ნაწილები ინახება, სერობის ლოცვას ყოველდღიურად თან ერთვის "აგიას ლიაპრა" - სიწმინდეების მოლოცვა. თაყვანისცემისთვის გამოაბრძანებენ მონასტერში დაცულ წმინდა ნაწილებს, რათა მომლოცველებს მათთან მიახლებისა და პატივის მიგების საშუალება ჰქონდეთ."

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2019, 03:25 PM

"ეს მთა შეიძლება შევადაროთ ტაძრის საკურთხეველს, სადაც მხოლოდ ღვთისმსახური მამაკაცები დაიშვებიან"

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 08:05 PM

"ერთ-ერთი სტუმრობისას [ივერონში] გავიცანი საძმოს უხუცესი წევრი, სწორედ ეს უკანასკნელი იცნობდა იმ ბოლო ქართველ ბერს, რომელსაც, თურმე 102 წელი უცოცხლია...

მომიყვა: ზაფხული იდგა, ჩემმა მშობლებმა ტრადიციულად საზაფხულო არდადეგების დროს ათონზე გამომიშვეს, პატარა ვიყავი 12-13 წლის, ცელქი და მოუსვენარი...

ერთხელ ვთამაშობდი. დავინახე, გზად მოდიოდა ერთი მოხუცი ბერი, ხელში ისეთი დიდი სკვნილი ეჭირა, რომ ძირს ეთრეოდა. მივეპარე, უკან გავყევი და ჩუმად სკვნილის ნაწილს ფეხი დავადგი, მოხუცმა თავი ვერ შეიკავა და დაეცა...

სიცილი ამიტყდა, შემნიშნეს უფროსმა ბერებმა. მოვარდნენ, დამტუქსეს, მოხუცი ფეხზე წამოაყენეს და სწორედ მაშინ დავინახე და გავიგონე ის, რაც უნდა დამენახა და გამეგონა:

მოხუცმა ბერმა მცირე მეტანია შეასრულა ჩემ წინაშე და მითხრა, - მაპატიე, შენ არაფერ შუაში ხარო.

საუბარი დაასრულა, შემომხედა და მეუბნება ცრემლიანი თვალებით, - ასეთ იყო ბოლო ქართველი ბერი ივერონშიო".

/სქემ-იეროდიაკონი ირინეოსი (შენგელია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 08:45 PM

"ივერონში კიდევ შემორჩა ქართული სუნი, ჩვენს ძველ ტაძრებს რომ სდის ხოლმე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 04:02 PM

"დილა მთაზე მათრობელი და მომნუსხველია"

"საღამო მთაზე! ეს არის მადლითა და სასწაულებით აღვსილი და დუმილით გადაფარული საღამოები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2019, 04:51 PM

"დღისით და ღამით ლოცვის ალმურით არის მთა შემოსილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2019, 09:04 PM

"ათონი უამრავი საუცხოო ბულბულის მკვებავია"

/წმ. ნიკოდიმოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2019, 02:38 PM

"- ერიდან მოხვედი?
-დიახ.
- რა ხდება ერში?
ეს არის ჩვეულებრივი შეკითხვა, რომელსაც მთაზე მოისმენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 12:15 PM

"- გვაკურთხეთ, მამაო, - მივმართე.
- ღმერთი გაკურთხებს, - მიპასუხა.
მთაზე ამგვარად ესალმებიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 04:39 PM

"ბილიკს თავჩაქინდრული მივუყვები, გულით, გონებითა და ბაგეებით ვლოცულობ, რადგან უბრალო მომლოცველი წმინდა მთას ასეთი გრძნობით უნდა ეწვიოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2019, 09:52 PM

"ნუ წახვალ ათონზე და ერთხელ წადი სოფელში, ნახე მამაო, რომელსაც დახეული კაბა აცვია და უყიდე შესამოსელი".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2019, 09:56 PM

"მაღლა, ათონის მთაზე უჩინარდებიან ადამიანები; ადგილობრივი გადმოცემა მათ "ცხრა უხილავს" - "ცხრა ბერს" უწოდებს, რომელთაც აღიტაცებენ ხოლმე ანგელოზები. ამავდროულად, გადმოცემის თანახმად, მათ ნაცვლად ანგელოზები უშვებენ სხვა ბერებს და 9 ბერის ეს ჯგუფი საიდუმლოდ მართავს ათონს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2019, 11:19 PM

"არქონდარიკი (ბერძნ.) - ადგილი მონასტერში, სადაც ღებულობენ და უმასპინძლდებიან მომლოცველებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2020, 10:37 PM

"ბერი [ანთიმოზი წმინდა ანას სკიტიდან] განსაკუთრებით დედა ღვთისმშობელს სცემდა თაყვანს. ან კი, განა მოიძებნება წმიდა მთაზე ბერი, რომელიც იმავეს არ გრძნობს?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2020, 09:42 PM

"ოდესღაც მთაწმინდაზე 8000 მონაზონი ვიყავით და მიუხედავად ყველანაირი ტანჯვისა, სირთულისა, მძიმე შრომისა და დაუცხრომელი ღვაწლისა, ყველაფრით კმაყოფილნი ვიყავით. ახლა კი შეხედე დღევანდელ მონაზვნებს: ეს მიეცი, ის მიეცი... წინ და უკან სხდებიან მანქანებში. შფოთი, საზრუნავი, მოარულ სნებად ქცეულა მატერიალურ სიკეთეებზე გამოდევნება. და ისინი რაც უფრო მეტია, მით მეტია საზრუნავი. ეს დაწყევლილი წრეა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2020, 08:36 PM

"მართლმადიდებლობის კიდობანი - ათონის წმინდა მთა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2020, 08:01 PM

"ვიგლა - ერთ-ერთი ძნელად მისდგომი და მკაცრი სამოღვაწეო ადგილი ათონზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 08:17 PM

"ათონიადას სკოლა - ათონის მთაზე მდებარე ერთადერთი სასულიერო სკოლა (საშუალო და მაღალი კლასები), რომელიც 1749 წელს ვატოპედის მონასტრის ინიციატივით მის ტერიტორიაზე დაფუნდა. ამჟამად კარიესში ფუნქციონირებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2020, 09:25 PM

"დიაკო = ყოველდღიურ ცხოვრებაში ათონზე დიაკვნებს ასე უწოდებენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2020, 08:23 PM

"აღსანიშნავია, რომ კარელისა და კატუნაკის უდაბნოში, პეტრე ათონელის კელიაში, ბერები განსაკუთრებით გამოირჩევიან თავიანთი ცხოვრების წესით და ეს მათ ყოფით პირობებსა და გარეგნობაზეც პირდაპირ ეტყობა. ცდილობენ, ძველი მამებივით იცხოვრონ, ღვთის ნებას მიენდონ და უარი თქვან ამქვეყნიურ კომფორტზე, ეს, მით უფრო დასაფასებელია დღეს, როცა ცივილიზაცია, ყოველ წუთს დანგრევით ემუქრება ჩვენს სულიერებას. კომფორტისკენ სწრაფვა ათონის მთაზეც იგრძნობა"

/მამა დანიელი (გიორგობიანი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2020, 08:36 PM

"სამწუხაროა, რომ ათონი, რომელსაც მე ვეძებდი და წიგნებში მქონდა წაკითხული, მხოლოდ ცალკეული პატარ-პატარა კერების სახით არის შემორჩენილი, რაც გამოიხატება რიგ მონასტრებში ევრო-რემონტებით, ბიზნეს-საქმიანობით, მრავალფეროვანი ყუათიანი და გემრიელი საჭმელებით. ეს ყველაფერი შეუთავსებელია იმასთან, რასაც ბერობა და ბერული ცხოვრება გულისხმობს. ეს სამწუხაროდ, არ არის მარტო ჩემი სუბიექტური აზრი, იგივე მითხრა ათონის მთაზე ათწლეულობით მოღვაწე რამდენიმე ბერმა: "ის ათონი, რომელსაც შენ ეძებ და რომელიც წიგნებსა და პატერიკებში წაგიკითხავს, აღარ არსებობსო".

/მამა დანიელი (გიორგობიანი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2021, 08:07 PM

"ათონის მთის გაჩენაზე ერთ-ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, თითქოს ამ ადგილზე ერთმანეთს ეხეთქებოდნენ საომრად აღძრული გიგანტები და ღმერთები. თრაკიელი გიგანტის მითიური სახელი ყოფილა ათოსი. (თრაკია ბულგარეთის ერთ-ერთი რეგიონია). ამ მითის მიხედვით ბრძოლის მიზანი იყო ღმერთებსა და გიგანტებს შორის საზღვრების დადგენა. ათოსმა მოატეხა დედამიწას უზარმაზარი კლდე და ესროლა ზღვაში ამომართულ პოსეიდონს. ამ კლდით ზღვაში გაჩნდა ხმელეთი. ხმელეთს ათოსის პატივსაცემად ეწოდა ათონი, რომელიც ბერძნულად გამოითქმის როგორც ათოსი. ეგეოსის ზღვაში შეჭრილი მთიანი ნახევარკუნძული გაჩნდა - ვითარცა საზღვარი - გიგანტთა და ღმერთთა საბრძანებელთა შორის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2021, 08:15 PM

"ეს [ათონის მთა] ერთადერთი ქალაქია დედამიწის ზურგზე, რომლის ქუჩებში რამდენიც არ უნდა იაროთ, ვერ შეხვდებით ქალს, ვერ გაგიგებთ ბავშვების ჟრიამულს, ხმამაღალ ლაპარაკსა და სიცილს. როგორც ამბობენ, ესაა დედაქალაქი ქვეყნისა, სადაც სიცოცხლე გრძელდება ადამიანთა დაბადების გარეშე, რომლის მოსახლეობის უმთავრესი საქმიანობა არის ლოცვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 12:02 PM

"ათონის მთაზე ბევრი მიდიოდა, მაგრამ ძალიან ცოტა რჩებოდა ბოლომდე. როგორც უფალი იესო ბრძანებს: "მრავალნი არიან წვეულ და მცირედნი რჩეულ" (მათ. 20:16).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 02:26 PM

"წმიდა გადმოცემით, ათონის მთაზე პირველი ბერი პეტრე - თვით ღმრთისმშობელმა მიიყვანა, ოფიციალურად კი - VI საუკუნიდან ჩნდებიან ბერები და განდეგილებად იწყებენ ცხოვრებას. წმ. მთაზე პირველი მონასტრის დამაარსებელია ბიზანტიის კეისარი კონსტანტინე პოგონატი (668-685), 30 წლის შემდეგ მოსულმა ანტიქრისტე კეისარმა - იულიანე განდომილმა ძირიანად მოთხარა ეს მონასტერი, ოთხმოცი წლის შემდეგ კი ღრმად მორწმუნე იმპერატორმა თეოდოსი მეორემ ააშენა ახალი მონასტერი. სწრაფად იზრდებოდა სამონასტრო და საასკეტო ცხოვრება ათონის მთაზე. შემდგომ - აზიაში არაბთა გამძლავრებამ და იქაურ ქრისტიანთა სამოღვაწეო საცხოვრისზე მათმა მიმძლავრებამ, უფრო აღამაღლა ათონის სახელი, ვითარცა ურწმუნოთაგან დევნილი ქრისტიანების მხსნელისა და გადამრჩენელისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2022, 07:42 PM

"წმინდა მთა მართლმადიდებლური სულიერების კიდობანია, ის ბევრს არ იტყვის, მაგრამ ბევრი განცდა აქვს. ის ამ და იმ სოფლის სამანია".

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2022, 07:55 PM

"ნავი ხუთასი მოდისაი" მოხსენიებულია XI საუკუნეში, გიორგი მთაწმინდელის ერთ თხზულებაში, რომელიც გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების, იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებას შეეხება. "მოდი" ბიზანტიური წონის ერთეულია. გიორგი მთაწმინდელის ამ ნაწარმოებში მისი ხსენება გასაკვირი არ არის, რადგან ზემოთ ხსენებული ნავი ბიზანტიაში არსებულ ათონის მთის ქართული მონასტრის ბერებს აჩუქა იმპერატორმა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 62/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2022, 01:19 PM

"პ. უსპენსკის მიერ ნანახი პირველადი წყაროების მიმოხილვით მტკიცდება, რომ ათონის მთაზე განლაგებულ მონასტრებს შორის ივერთა მონასტერი მოწინავე იყო საექიმო საქმის ორგანიზაციის მხრივ"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 136/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2022, 07:05 PM

"ათონის მთაზე, ერთადერთი, ქსეროპოტამის მონასტრის ბერები მიეგებნენ რტოებით ლათინებს. ბერებს ძალიან ძვირად დაუჯდათ მართლმადიდებლობის ასეთი ღალატი: როცა ერთობლივი ლოცვის დროს მოიხსენიეს რომის პაპი და მისი თანამოაზრე მეფე, მიწა ინძრა საშინლად, მონასტერიც და მასში არსებული ყველა შენობა დაინგრა. ლათინთაგან ზოგმა თავიანთ გემებს მიაშურა, ზოგმაც მართლმადიდებლობა აღიარა და ათონის მთაზე დარჩა. რაც შეეხება მონასტრის ბერებს, თავიანთი შეცოდება აღიარეს და მწარედ გოდებდნენ, არარა გააჩნდათ და უგზოუკვლოდ დაეხეტებოდნენ მთებში.

როგორც სარწმუნო მოწმობები გვაუწყებენ და ათონის მთაზე გავრცელებული სურათიდანაც სჩანს, ამ ბერებსი სხეულები დღემდე იმყოფებიან იქ, უხრწნელნი და ნახშირივით გაშავებულნი. მათ სახეებს მიღებული აქვთ საშინელი, დემონური იერი, შეაგონებლად და შიშის მოსაგვრელად ყველასათვის, ვინც, მათი შემხედვარე, დაფიქრდება მართლმადიდებლობისაგან განდგომილთა სიკვდილისშემდგომ ბედზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2022, 10:30 PM

"1278 წელს ლათინები შეიჭრნენ ათონის მთაზე. ბერების სენაკები და ტაძრები დაანგრიეს, ხატები, საფლავები წაბილწეს. წმინდანთა ნაწილები გაიტაცეს, ქართველთა დიდებული სავანის - ივერონის მონასტრის მხცოვანი ბერები წყალში ჩაახრჩვეს, ხოლო ახალგაზრდები წაიყვანეს იტალიაში და მონებად გაყიდეს. ვატოპედის მონასტერში მოხუცებულნი და სნეულნი დაწვეს, ხოლო, ვინც გაქცევა სცადა, შეიპყრეს და ჩამოახრჩვეს. ადგილს, სადაც ეს საშინელება ჩაიდინეს ლათინებმა, დღემდე ეწოდება "სახრჩობელას მთა". ზოგრაფის მონასტრის ბერები იქვე, ერთ-ერთ ციხეში, ცოცხლად გამოწვეს. წმიდა მოწამეებს ტანჯვის დროს გამოეცხადათ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, რომელმაც დალოცა: "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა". ზოგრაფის მოწმეთა ღვაწლი 1767 წ. დაიბეჭდა ივერთა მონასტერში. ათონის წმ. მთის პატერიკს საფუძვლად უდევს სტეფანე მთაწმინდელისა და ზოგრაფის მონასტრის ცოცხლად გადარჩენილი ერთ-ერთი ბერის - პართენის მონათხრობი. სულ 26 ბერი იყო და შემონახულია ყველას სახელი. იღუმენი იყო წმ. თომა, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ამხილებდა კათოლიკებს. წმ. პართენი კოშკიდან მიწაზე ცეცხლის ალმა გადმოაგდო და 30 დღე იცოცხლა და ყველაფერი აუწყა დროებით დამალულ და შემდგომ დაბრუნებულ ძმებს. ზოგრაფის მონასტერზე ძალიან საინტერესო ცნობაა მოთხრობილი წიგნში: "პაპისტების თავდასხმა ათონის მთაზე" (გვ. 16-20)."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2022, 05:15 PM

"ცხონების წყნარი ნავსაყუდელი - წმინდა მთა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2022, 09:15 PM

"ბილიკს თავჩაქინდრული მივუყვები, გულით, გონებითა და ბაგეებით ვლოცულობ, რადგან უბრალო მომლოცველი წმინდა მთას ასეთი გრძნობით უნდა ეწვიოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2023, 09:19 PM

"1930 წელს საბერძნეთში უპრეცედენტო სკანდალი მოხდა - პარიზში გამართული „,მის ევროპა 1930-ის“ გამარჯვებულმა, ცნობილი ადვოკატის შვილმა, 18 წლის ბერძენმა ალიკი დიპლარაკუმ, მრავალსაუკუნოვანი აკრძალვა დაარღვია, რომელიც ათონის მთაზე მდედრობითი სქესის წარმომადგენლების დაუშვებლობას გულისხმობს.
მისი საქმროს, ერთ-ერთი მდიდარი ბერძენი ბიზნესმენის იახტაზე სტუმრად ყოფნისას, გოგონამ მამაკაცის ტანსაცმელი მოირგო და წმინდა მთის სანაპიროზე გავიდა... მას შემდეგ, რაც ფაქტი მედიისთვის გახდა ცნობილი. საბერძნეთი მასშტაბურ სკანდალში გაეხვა. ბერძენთა ნაწილი აღფრთოვანებული იყო „მის ევროპა - 1930-ის“ საქციელით და გამარჯვებად მიიჩნევდნენ, უმრავლესობამ კი მას ზურგი აქცია და „სატანა“ უწოდეს.

ინციდენტიდან ცოტა ხანში, ალიკი მძიმედ დაავადდა და სამკურნალოდ შვეიცარიაში წავიდა. უკურნებელი სენით დაავადებული, სასოწარკვეთილი ალიკი იძულებული გახდა საკუთარ თავში ძალა მოეძებნა, ცოდვები მოენანიებინა და ათონის მთის ბერებს საჯაროდ მიტევება სთხოვა.

ამის შესახებ მოგონებებში არქიმანდრიტი გაბრიელ დიონისაცკი წერს:

„1930 წელს მე „წმინდა საზოგადოების“ წარმომადგენელი ვიყავი და ჩემს ხელში „მისს ელადის“ წერილი აღმოჩნდა, რომელიც იტყობინებოდა:

წმინდა მამებო, მინდა მთელი გულით მოვინანიო და ვაღიარო ჩემი შეცდომა, რომელიც გასულ თვეს ვატოპედის მონასტერში დავუშვი.

იმ ადგილას, ჩემი საქმროს, ბატონი მორანის გემით მივედით და როდესაც მონასტრის სიახლოვეს აღმოვჩნდით, იქ შეღწევის ბოროტმა აზრებმა შემიპყრო, მიუხედავად იმისა, რომ იქ ქალების ყოფნის აკრძალვის შესახებ ვიცოდი.

ჩავიცვლი ჩემი საქმროს ტანსაცმელი და მასთან ერთად შემოვუარე ტაძრებსა და სხვა ადგილებს, ისე რომ არავის დავუნახივარ. ძვირფასო მამებო, მას შემდეგ დავავადდი და აქ აღმოვჩნდი, შვეიცარიის სანატორიუმში, სადაც სიცოცხლისთვის ვიბრძვი, თუმცა ჯერჯერობით გაუმჯობესებას ვერ ვხედავ.

ერთს მივხვდი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღვთისმშობლის სასჯელია, რომელიც ჩემი უპატივცემულობის გამო მანახა. მე, განათლებული გოგონა ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ახლა წარმოუდგენლად ვნანობ და ნეტარ ღვთისმშობელს პატიებას ვთხოვ. მომიტევეთ თქვენც, მხცოვანო მამებო ჩემი ცოდვილი სული და გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან 5 000 დრაქმა, რათა აღესრულოს წირვა და შენდობა ჩემი გამოჯანმრთელებისთვის.“

მამა გაბრიელი აღნიშნავს, რომ უფალმა გოგონას მომანიება მიიღო და მას ჯანმრთელობა დაუბრუნა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოჯანმრთელების შემდეგ 1945 წელს ალიკი დიპლარაკუ მეორედ გათხოვდა ინგლისელ არისტოკრატზე, ბედფორდის ჰერცოგ სერ რასელზე და გახდა ინგლისელი ლედი ალის რასელი.

„მის ევროპა 1930“ 2002 წელს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი პანაშვიდი ლონდონში, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში გაიმართა და ბედფორდში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2023, 10:04 PM

"თუკი ადამიანს ცოტა მაინც აქვს წაკითხული ათონის მთაზე და გაუგია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ მისი მფარველობის შესახებ, იქ მოხვედრის პირველივე წუთებიდანვე, არ ტოვებს განცდა, რომ ახლა ის ღვთისმშობლის სტუმარია და სწორედ ღვთისმშობელია ამ ეზო-კარის დიასახლისი და მისი მასპინძელი..."

/დეკ. სერაფიმე დანელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2023, 09:15 PM

"რა ქართველები ვიქნებოდით, ორიოდე ჭიქით რომ არ დაგველოცა აქედან ჩვენი საქართველო, "ნაქორალი, ნაქარალი", მიწებდაკარგული, ათონწართმეული..."

/დეკ. სერაფიმე დანელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2023, 07:56 PM

"მსახურების დაწყებამდე მოვილოცეთ ის ადგილი, სადაც პირველად დააბრძანა ივერიის ღვთისმშობლის ხატი ქართველმა გაბრიელ ბერმა. იქ სასწაულებრივად ამოსული წყაროდან წამოვიღეთ წმინდა წყალი, რომელსაც ზიარების შემდგომ მისაყოლებლად ვასმევთ მრევლს, რომ იქაური მადლი იხმიონ"

/დეკ. დავით ლასურაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2023, 12:04 PM

"მამა იოანეს [ბეთანიელი] თვალზე ცრემლები მოადგებოდა, როცა იხსენებდა, როგორ გამოდევნეს ქართველი ბერები ათონიდან, რომელთა შორის თავადაც იყო.

- მუსლიმები არ მოგვექცეოდნენ ისე, როგორც ბერძნები მოგვექცნენო, - იტყოდა ხოლმე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2024, 08:46 PM

"განდეგილობა, წმიდა ნაწილები, მიუვალობა და უძვირფასესი ხენაწერები (უფრო მნიშვნელოვანიც) არის სხვაგანაც (წმინდა მიწაზე - სინაზე), მაგრამ უწყვეტი მონაზვნური ტრადიცია ამდენი საუკუნის მანძილზე, ამდენი ბერი და ყველანაირი ტიპის ბერული ცხოვრება, არ მოიპოვება და არ არსებობს არსად სხვაგან, გარდა ათონისა. აქედან გამომდინარე, ათონის წმიდა მთა ერთადერთია.

ჩვენს ეპოქაში მონასტერთა განახლების აზრი დაიბადა, ფრესკების გაწმენდის და რესტავრაციის, საგანძურის დაცვისთვის ზრუნავს, მაგრამ მრავალტანჯვაგამოვლილი ათონის მთის ტრადიციის შენარჩუნებას ცდილობს ვინმე?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2024, 03:45 PM

"ათონის წმინდა მთის შესახებ საეკლესიო გადმოცემა საყოველთაოდაა ცნობილი: დაახლოებით 48 წელს ამ მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაადგა ფეხი და ამგვარდ აკურთხა ის.

მეოთხე საუკუნიდან წმინდა მთაზე იწყება და აღარასოდეს წყდება სამოღვაწეო ცხოვრება. დღეისათვის აქ 20 მოქმედი მონასტერია და ახალი მონასტრის დაარსება აკრძალულია. ეს მონასტრებია: დიდი ლავრა, ვატოპედის, ივერიის, ხილანდარის, დიონისეს, კუტლუმუშის, პანტოკრატორის, ქსიროპოტამის, ზოგრაფის, დოქიარის, კარაკალის, ფილოთეოსის, სიმონაპეტრას, წმინდა პავლეს, სტავრონიკიტას, ქსენოფონტეს, გრიგორიატის, ესთიქმენის, პანტელეიმონის, კონსტამონიტის მონასტრები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2024, 07:16 PM

"წმინდა მთის ცხოვრებას ადამიანური წესრიგიც აქვს და აქ ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელი ნაკლიც შეგხვდება. წმინდა მთის მცხოვრებლებსაც ახასიათებთ ადამიანური სისუსტეები. წმინდა მთაზე ცოდვაც არის და ბოროტის ხრიკებიც. შეცდომებიც მოსდით. ქვეყნის ყველა უბედურება აქაც ხდება. წმინდა მთის ბინადრებსაც აქვთ ბუნება ადამისა, რომელსაც ოდესღაც ღვთიური ნათელი ემოსა. მაგრამ ადამმა შესცოდა, წაახდინა ღვთიური ნათელის ეს სამოსი და შეიტყო, რომ შიშველია. ანუ, გახდა შიშველი. ქიტონი დაკარგა და ლეღვის ფოთლები შეიმოსა. მან თავისი სიშიშვლე და ვნება ჩვენ გადმოგვცა. მაგრამ მოდის ქრისტე, ახალი ადამი, და ჩვენ ახალ სამოსს გვაცმევს"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2024, 07:07 PM

"ცნობილია, რომ წმინდა მთის ღვთისმსახურებებში თითქმის ყოველთვის მონაწილეობენ ერისკაცებიც. ძველადაც ხომ ათონი არასოდეს ყოფილა მხოლოდ მონაზვნური ცხოვრების ადგილი. აქ დღემდე ცხოვრობენ ერისკაცებიც - გლახაკები, სნეულები, მშრომელები, სიმშვიდისა და სიხარულის მაძიებელნი"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2024, 08:27 PM

"კარგად დაიმახსოვრეთ: რაც უფრო ხშირად გაიგებთ ათონზე ამ ორ სიტყვას, იცოდეთ, რომ ჟამი დადგა. ეს სიტყვებია: "სწრაფად" და "კომფორტულად". მამებო, იცოდეთ, რომ ეს სიტყვები არაა ადამიანის, ეს სიტყვები არის დემონის, რომელიც ამ სიტყვებით დაარღვევს ჩვენს მთას. და როცა გაიგებთ ვიღაცისგან ამ სიტყვებს, გაიქეცით მისგან, ვითარცა თავად ეშმაკისგან"

/ხუცესი ეფრემ არიზონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)