IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> მამაკაცი და ქალი, იერარქიული განსხვავება
Atm@n
პოსტი Sep 8 2012, 07:51 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



გამარჯობათ! მინდა გავხსნა თემა ქალზე და მამაკაცზე და წარმოგიდგინოთ ოლეგ ბოკაჩოვის სტატია ამ საკითხზე, რომელიც ძალიან მომეწონა და შეესაბამება მართლმადიდებლურ პატრიარქალურ იერარქიას.

წყარო:

http://1-veda.info/_vedic/man-and-woman.html



მამაკაცი და ქალი

მამაკაცები და ქალები... რატომ განსხვავდებიან ასე?

მგონი ჩვენ არ გადაგვიწყვიტავს, ვყოფილიყავით თუ არა განსხვავებულნი, ვყოფილიყავით თუ არა ორი სქესი დედამიწაზე. მამაკაცები და ქალები უბრალოდ არსებობენ. და რატომღაც არ არსებობს სამი ან ოთხი სქესი. ისინი მხოლოდ ორია. ჩვენი სამყაროს შემოქმედმა გააკეთა ასე. მას უნდოდა, რომ განსხვავებულნი ვყოფილიყავით. ჩვენს განსხვავებულობაშია ჩვენი ძალა. მამაკაცის ძალა იმაშია, რაშიც ქალი სუსტია. ქალის ძალა იმაშია, რაშიც მამაკაცია სუსტი. მამაკაცს და ქალს არ სურთ გაერთიანდნენ, რომ დანაკლისი ძალები შეავსონ ერთმანეთში, და ერთიანობის ძალა მოიპოვონ. ეს ის ძალაა, საიდანაც გამოვლინდნენ მამაკაცური და ქალური ძალები და ისინი კვლავ ცდილობენ მის მოპოვებას. მასში ყველა ურთიერთწინააღმდეგობა ერთიანდება. ეს – შემოქმედის მდგომარეობაა. მამაკაცი და ქალი ცდილობენ შემოქმედის მდგომარეობა მოიპოვონ. ამისათვის თვითოეული მათგანი ცდილობს გაერთიანდეს მეორე ადამიანთან – იმ ძალის წარმომადგენელთან, რომელიც მას აკლია. ჩვენ ყველანი ძალისკენ მივიწევთ. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ცხოვრებაში, ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ უფრო ძლიერები გავხდეთ, ანუ ძალა მოვიპოვოთ. ჩვენ საკუთარ არსს სხვა არსებებს ვუერთდებთ, რათა მათ გაგვაძლიერონ. უფრო მეტად განსხვავებული (საწინააღმდეგო) არსებას საპირისპირო სქესის არსება წარმოადგენს. ანუ უფრო მეტად განსხვავებული ადამიანები საპირისპირო სქესისანი არიან. სხვა არჩევანი არ არის. შემოქმედმა ყოველი სქესისთვის მხოლოდ ერთი საწინააღმდეგო სქესი შექმნა. რაც უფრო მეტად განსხვავებული იქნება საპირისპირო სქესი, მით უფრო ძლიერი იქნება ურთიერთობები. ურთიერთობების ძალა სქესთა სხვაობაშია. რაც უფრო მეტად განსხვავდება მამაკაცი ქალისგან, მით უფრო მეტია მათ შორის კავშირი.

როგორ ჩნდებიან მამაკაცი და ქალი? საიდან ვლინდებიან ისინი?

თუკი ღრმად ჩავიხედავთ საკუთარ თავში, დავინახავთ, რომ მთელი ჩვენი არსებობა, ჩვენი ცნობიერების ფონზე მიმდინარეობს. ჩვენი ცნობიერებაა იმ ყველაფრის შემოქმედი, რაც ჩვენშია, ყველაფრის, რასაც სიცოცხლეს ვეძახით. პირველი შეგრძნება, რომელიც ჩვენი ცნობიერებისგან ჩნდება, არ ის შეგრძნება – “მე ვარ, მე ვარსებობ”. თუ საკუთარ თავს ჩავუღრმავდებით, შეგვიძლია ვიგრძნოთ, რომ ჩვენი “მე” სადღაც ძალიან ღრმად, ცენტრშია, კონცენტრირებულია, ცოცხალია, ჩვენი არსებობის წყაროს წარმოადგენს, ცხელია, ძლიერია, მუდმივია, უნიკალურია, დიდებულია და ყველაზე მთავარია ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენს ცხოვრებას ჩვენი “მე”-ს გარშემო ვაწყობთ. იგი გვაძლევს არსებობის აზრს და შთაგვაგონებს, რომ უფრო და უფრო ძლიერი გავხადოთ იგი. თუ ღმერთი არსებობს, იგი ჩვენი “მე”-ს სიღრმეშია, როგორც ჩვენი მმართველი. ჩვენი “მე” მისი წარმომადგენელია აქ, დედამიწაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი “მე” – ეს თავად ღმერთი არაა. იგი ჩვენი “მე”-ს, ადამიანის არსია. ადამიანი უღრმავდება საკუთარ “მე”-ს ღმერთის შეცნობის სურვილით.

ჩვენი პირველი შეგრძნება, რომლის გარშემოც ვაგებთ ცხოვრებას, არის შეგრძნება «მე ვარ”. მეორე ბუნებრივი შეგრძნება, რომელიც “მე”-დან მოდის – ესაა შეგრძნება “აღვიქვამ, ვგრძნობ”. ჩვენი “მე” აღიქვამს, გრძნობს. ეს შეგრძნება “მე”-სგან პერიფერიაზე იმყოფება. იგი ეხმარება ჩვენს “მე-“ს რომ უკეთ იგრძნოს თავი. იგი მრავალმხრივია, ნატიფია, რბილია, ნაზად ახვევს გარს ჩვენს “მე”-ს მრავალ შეგრძნებას, ქმნის სასიამოვნო და რბილ გარსს. ამგვარად, თუკი დავაკვირდებით ნებისმიერ არსებულ მოვლენას, შევძლებთ დავინახოთ, რომ მას შინაგანი ცენტრი აქვს, ერთადერთი, ცენტრში განლაგებული, ამ მოვლენის წყარო. იქნება ეს ატომი, ცოცხალი უჯრედი, პლანეტა ან მზის სისტემა, ყოველ არსებულ მოვლენაში არის შინაგანი ცენტრი – ამ მოვლენის არსი. და არის ის, რაც ამ არსს გარშემო აკრავს. ელექტრონები ატომის ირგვლივ, ციტოპლაზმა უჯრედის ბირთვის ირგვლივ, პლანეტები მზის ირგვლივ. თუკი განვიხილავთ ჩვენს სხეულს, ასევე შეგვიძლია დავინახოთ ცენტრალური სტრუქტურა – ხერხემალი, ძვლები, და პერიფერიული სტრუქტურები – სხეულის რბილი ნაწილები. ნებისმიერ მოვლენაში ჩვენ ვხედავთ ორი ფუნდამენტალური ძალის გამოვლინებას, რომლებიც ნებისმიერ არსებულ მოვლენაში მსგავსი თვისებებით ვლინდებიან. ცენტრში – რაღაც ერთია, კონცენტრირებული, ცხელი, სტაბილური, ძლიერი. პერიფერიაზე – რაღაც რბილია, მრავალფეროვანია, ცვალებადია, ერთიანი ცენტრისგან ზემოქმედების მიმღებია. უძველესი ბრძენები ამ ძალებს – სურიას (მზე) და ჩანდრას (მთვარე) უწოდებდნენ. იგივე ორი ძალა ვლინდება კაცობრიობაში – ორი სქესის სახით. მთელი სამყარო გამსჭვალულია ამ ორი ძალით. არავის ძალუძს ამ ძალების წინააღმდეგ წასვლა. სწორედ სურიას და ჩანდრას ძალები აძLევენ არსებობას და განვითარებას მთელ ჩვენს სამყაროს. ისინი, ვინც ამ ძალებს პატივს სცემენ, ყველა შესაძლებლობას იყეებენ. ხოლო ისინი, რომლებიც პატივს არ სცემენ მათ, თანდათანობით განიცდიან უკმარისობას, დათრგუნულობას, წარუმატებლობას, წინააღმდეგობებს და დარდს.

მამაკაცი და ქალი ყოველ ჩვენგანშია. მამაკაცი – ჩვენი “მეა”. ქალი – ესაა ჩვენი “აღვიქვამ, ვგრძნობ”. ისინი ჩვენს ცნობიერებაშI იმყოფებიან, განმსჭვალავენ ჩვენს პიროვნებას და ქმნიან ჩვენს ფიზიოლოგიას დამ თელ ჩვენ გარემოცვას. მამაკაცებში სურიას (მზის) ძალა უფრო ძლიერად ვლინდება, ქმნის უფრო ძლიერ სულს (Дух), და სხეულის უფრო მეტად ძლიერ ცენტრალურ სტრუქტურებს – ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხერხემალს და ძვლებს. ქალებში ჩანდრას (მთვარის) ძალა უფრო ძლიერად ვლინდება, ქმნის რა უფრო რბილ პიროვნებას, მგრძნობიარეს და ინტუიტიურს, აძლევს უფრო რბილ და ფაქიზ სხეულს, რათა შეგრძნებები გაუძლიერდეს. შესაბამისად ჩვენში არსებობს იდეალური მამაკაცი და ქალი, რომლებსაც იდეალური ურთიერთობა აქვთ. ისინი ცდილობენ, რომ ჩვენი პიროვნების და ჩვენი ცხოვრების ყველა საფეხურზე გამოავლინონ თავი. მაგრამ ცხოვრების ყველაზე ზედაპირულ დონეზე – სოციუმის დონეზე, ჩვენ მოვახერხეთ, რომ დაგვეკარგა კავშირი ცხოვრების ამ ორ მთავარ ძალასთან, და ჩავიძირეთ რთულ კონცეფციებში იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური ურთიერთობები. ამაზე კამათს აზრი არა აქვს. საკმარისია დავაკვირდეთ ჩვენი სულის და ჩვენი სხეულის ურთიერთობას. ასეთივე უნდა იყოს მამაკაცის და ქალის ურთიერთობაც. თუ გვინდა, რომ ეს ურთიერთობები უფრო სრულყოფილი გავხადოთ, უნდა ვიცოდეთ, თუ სად ვეძებოთ სრულყოფილება. ჩვენი სული სურიას ძალის წარმომადგენელია, ჩვენი სხეული კი – ჩანდრას ძალის. შესაბამისად მამაკაცი სულის წარმომადგენელია, ხოლო ქალი სხეულის ფუნქციას იღებს თავის თავზე. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მამაკაცი ყველა ქალისთვის სულის წარმომადგენელია, ხოლო ყველა ქალი ყველა მამაკაცისთვის სხეულის წარმომადგენელი. მამაკაცი მხოლოდ თავისი ქალისთვის ასრულებს სულის როლს, ქალი კი მხოლოდ თავისი მამაკაცისთვის ასრულებს სხეულის ფუნქციას მათ ურთიერთობებში.

სადაც სული, იქაც სხეული. სხეული სულის გარეშე დაიშლება. სულს შეუძლია სხეულის გარეშე, რადგანაც ის თავად წარმოადგენს ღმერთის სხეულს. ღმერთი ინდივიდუალური სულებით იმოსება, რათა საკუთარი თავი ჩვენს სამყაროში გამოავლინოს. სხვაგვარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სული ჩვენი ცნობიერების სხეულია. სანამ ინდივიდუალურ სულშI ცნობიერება არსებობს, სული ყოველთვის იარსებებს. სანამ სხეულში სული არსებობს, სხეულიც იარსებებს. ქალისთვის ძნელია მამაკაცის გარეშე არსებობა, რადგანაც ის მისი სულია. იგი აძლევს მას არსებობის ძალას. თუ გვერდით მამაკაცი არ ჰყავს, ქალმა არ იცის რა აკეთოს, რისთვის არსებობს საერთოდ. თუ მამაკაცში სული არაა, მან არ იცის რა აკეთოს, რატომ არსებობს. მამაკაცი ღმერთთან (სურიასთან) მიმართებაში მიმღები მხარეა (ჩანდრაა). მამაკაცი თავის სულში იყურება ღმერთის პოვნის იმედით. ქალი თავის მამაკაცს უყურებს ღმერთის პოვნის იმედით. ორივე, ქალიც და მამაკაციც, ღმერთს მამაკაცის სულში უსმენენ.

მამაკაცი მიმართულია იმაზე, რომ საკუთარი თავი უფრო ძLიერად გააცნობიეროს, საკუთარი არსებობა გააძლიეროს, და საერთოდ უფრო ძლიერად იგრძნოს თავი. მამაკაცს სურს დაამკვიდროს საკუთარი “მე” დათავი გაავრცელოს ყველაფერზე, რაც გარშემოა, რათა უფრო ძლიერად იგრძნოს თავი. ქალი მიმართულია იმაზე, რომ შეიწოვოს საკუთარ თავში ყველაფერი, რასაც მამაკაცი ასხივებს. ცდილობს მთელი მამაკაცი შეიწოვოს. ქალი წარმოადგენს იმ გარემოს, რომელშიც მამაკაცი ცდილობს თავის გავრცელებას. ქალის გარდა მამაკაცი გარეგნულ ცხოვრებაშიც ცდილობს გავრცელდეს. ქალი – ესაა მამაკაცის ცხოვრება მინიატურაში, რომელშიც იგი ცდილობს გაავრცელოს საკუთარი თავი, საკუთარი წესები, კანონები და პრინციპები, მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება, მიაღწიოს ყველა შესაძლებლობას, სრულ თავისუფლებას და ჰარმონიას საკუთარ თავთან. ქალი ეხმარება რომ განახორციელოს ეს ყველაფერი, ისე რომ არ ავლენს თავის პირად “მე”-ს. ქალი მსხვერპლად სწირავს თავის პირად “მე”-ს მამაკაცს, როგორც სხეული სწირავს თავს სულისთვის. მამაკაცებისთვის დამახასიათებელია მსხვერპლად შესწირონ თავისი სხეულის ინტერესები იმ იდეისთვის, რისი მიღწევაც უნდათ. სხეული მორჩუილად მიჰყვება სულს, მისითაა სრულად გაჟღენთილი. ქალი იჟღინთება მამაკაცით, მისი მსგავსი ხდება, მისი ჩვევების და ინტერესების ქვეშ ეწყობა, იმაშიც კი ეხმარება, რამაც შეიძლება თავად ავნოს (ქალს). მას აინტერესებს მხოლოდ ის, რომ მუდმივად გრძნობდეს თავის მამაკაცს, ბოლომდე იყოს მისი – საკუთარი სულის – მორჩილი. სწორედ ასევე სხეული ცდილობს ბოლომდე შეეწყოს საკუთარ სულს, იგრძნოს ყველაფერი, რაც მისგან გამოდის. სწორედ ასევე სული ცდილობს შეეწყოს თავის წყაროს – შემოქმედს, იყოს მისი მორჩილი. ქალი მთელი თავისი სხეულით უსმენს მამაკაცს. მისგან გამომავალი იმპულსებით ვიბრირებს. ქალი მამაკაცის ყველაზე ნატიფი იმპულსებითაც კი იმსჭვალება. ამის გამო მამაკაცისგან გამომავალ იმპულსებს უფრო მეტი წონა ეძლევა, უფრო გამოვლენილი და მყარი ხდება. მამაკაცი უკეთ გრძნობს იმას, თუ რა გამომდინარეობს მისგან და რას წარმოადგენს თავად. ქალი ჩანდრას ძალით ეხმარება რომ უკეთ იგრძნოს საკუთარი თავი, საკუთარი ძალა – სურია. მამაკაცი, ქალს აძლევს არსს, რომლის გარშემოც აწყობს თავის ცხოვრებას. აძლევს იდეას, და ქალი თავის აზრებს ამ იდეის გარშემო განალაგებს. იგი მამაკაცი იძლევა შთაგონებას; ქალი თავის გრძნობებს და ემოციებს ამ შთაგონების გარშემო განალაგებს. მამაკაცი ქალს აძლევს სხეულიან არსს მომავალი ბავშვის სახით, ის კი განაწყობს თავის სხეულს ამ ბავშვის გარშემო და კვებავს მას. ყველაფერს, რაც მამაკაცის სხეულისგან გამოდის, ქალი იტაცებს და სხეულს – ცოცხალ გარსს – ანიჭებს. ხდება განხორციელება – სულის შესვლა ხორცში, ცხოვრების უფრო მყარ სფეროებში. ასევე ბუნება აძლევს გამოვლინებას ჩვენს სამყაროში მოვლენილ სხვადასხვა სულებს. დედამიწა მიმღები მხარეა, რომელიც ამა თუ იმ სულის ცეცხლოვან ბუნებას იწვევს თავისთან. დედამიწა, როგორც კვერცხუჯრედი, ელოდება მამაკაცის თესლს, ელოდება თავის სულს, რათა განახორციელოს იგი და შემდეგ ძალა მისცეს, რათა წინ იაროს, სულის უფრო მაღალ მდგომარეობამდე, უფრო მაღალ სამყაროებამდე. ეხმარება რა თავის მამაკაცს სულის განვითარებაში, ქალი თავადაც იზრდება სულიერად. ქალის სულიერი პრაქტიკა მისი მამაკაცია. უმჯობესია, თუ ქალი არ დაკავდება სხვა სულიერი პრაქტიკით გარდა თავისი მამაკაცისა. სულიერ პრაქტიკას წარმოადგენს საკუთარი სულის უკეთ შეგრძნების უნარის განვითარება. ქალის სული მისი მამაკაცია. ქალის სულის განვითარების პრაქტიკა მამაკაცის სულის მორჩილება უნდა იყოს. იგი ყველა თავისი შესაძლებლობით ეხმარება თავის მამაკაცს (სულს) უფრო მეტი ძალისკენ წინსვლაში. ასევე სხეული გვეხმარება რომ ჩვენი სულის მისწრაფებების რეალიზაცია მოვახდინოთ. ქალი სიხარულს პოულობს თავის დანიშნულებაში – დაეხმაროს მამაკაცს უფრო ძლიერად შეიგრძნოს თავის სული, ისევე როგორც მამაკაცი პოულობს სიხარულს იმაში, რომ შემოქმედის არსის გამგრძელებელი იყოს, დაეხმაროს მს საკუთარი არსის უკეთშეგრძნებაში. უმეტესწილად ასეთია ქალის დანიშნულება. მისი უფრო დეტალური ფუნქციები ამ ძირითად ფუნქციას ექვემდებარება.

როდესაც ჩვენ ვიყენებთ “ქალის” ცნებას, სინამდვილეში ვგულისხმობთ ადამიანს, რომელიც მიმღებ ფუნქციას ასრულებს. “ქალის” ცნებით ჩვენ მხედველობაში გვაქვს მხოლოდ მხოლოდ ამ სულის (ატმას) დანიშნულება ჩვენს სამყაროში სხვა სულთან დამოკიდებულებაში, რომელიც “მამაკაცის” ფუნქციას ასრულებს. როცა საზოგადოებამ მუშაობისთვის შეამზადა ქალი, ანუ იმისთვის, რომ “საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო”, მან დაკარგა თავისი დანიშNულება თავისი ერთადერთი მამაკაცის წინაშე. მან მრავალი სხვა “მამაკაცის” მსახურება დაიწყო. მაგალითად ემსახურება თავის ხელმძღვანელს (მაშინაც კი, თუ ეს “მამაკაცი”ქალია), ანუ თავის საქმეს (მაშინაც კი, თუ ის ადამიანიც კი არაა). ყველა შემთხვევაში მან განაცალკევა თავი თავისი მამაკაცისგან და კიდევ სხვა რამეს დაუწყო მსახურება. მამაკაციც ასევე ემსახურება არა მხოლოდ შემოქმედს, არამედ კიდევ მრავალ “ღმერთს” – იმავე სამუშაოს, უფროსს, სახელმწიფოს ან კიდევ სხვა რამეს. შედეგად ქალი გაიჟღინთა არა მხოლოდ თავისი მამაკაცით, არამედ კიდევ სხვა მრავალი არსებით. მამაკაცი გაიჟღინთა არა მხოლოდ შემოქმედით, არამედ მრავალი სხვა არსებით, რომლებმაც შეიპყრეს იგი და სულიერ გზას ააცდინეს. სულიერი გზიდან გადახვევა თანდათანობით მოხდა, როცა მამაკაცი სულ უფრო მეტად გადაერთო სიამოვნებებზე, იმაზე, რამაც დამხმარე ფუნქცია უნდა შეასრულოს. მან სიამოვნება დააყენა თავის ღმერთად, და ყურადღება მოწყვიტა თავის წყაროს – შემოქმედს. იგი სულ უფრო და უფრო ნაკლებად გრძნობდა შემოქმედს, შემდეგ კი მთლიანად დაკარგა ხედვის არედან. ქალი, ხედავდა რა, რომ მამაკაცი სუსტდებოდა, ცდილობდა მეტად დახმარებოდა იმით, რომ თავის ბუნებრივ ხასიათს ავლენდა – სიამოვნების მინიჭებას, რითაც უფრო მოწყვიტა მამაკაცი სულს. მაგრამ ქალი მხოლოდ და მხოლოდ თავის ბუნებრივ ნატურას ავლენს. მას შეუძლია მხოლოდ ის მისცეს მამაკაცს, რასაც წარმოადგენს. რაღაც მომენტში მამაკაცი დანებდა თავის სისუსტეს; და მაშინ დამხმარე (ქალი) ღმერთად იქცა მისთვის. სექსუალური ძალის თაყვანისცემა – ეს ქალის თაყვანისცემაა. სექსუალური ძალა – ეს სიამოვნების ძალაა. ჩვენ მას ვღებულობთ ასევე საჭმლისგან, სილამაზის და კომფორტის შეგრძნებისგან. როცა მამაკაცი ამ ყველაფერს პირველ ადგილზე აყენებს, იგი თავისი გზიდან უხვევს. სინამდვილეში ქალისთვის სრულიად ბუნებრივია ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა მისცეს, მაგრამ მხოლოდ თავის მამაკაცთან კონტექსტში. ქალი დაკავებულია კომფორტით, საჭმლის მომზადებით, იმ საგნების შექმნით, რომლებსაც სილამაზე და სიამოვნება მოაქვთ თავიანთი მამაკაცისთვის. ის, რაც ქალისთვის კარგია, მამაკაცისთის მავნეა. და ის, რაც მამაკაცისთვის კარგია, ქალისთვისაა მავნე. მამაკაცი და ქალი თვისობრივად სრულიად განსხვავებულ ძალებს წარმოადგენენ, რომლებიც მხოლოდ ერთნმანეთისთვის არიან განკუთვნილნი, მაგრამ საპირისპირო ფუნქციებს ასრულებენ.

სულით სუსტი მამაკაცი გაღიზიანებას იწვევს ქალში. ქალურ თვისებებში დასუსტებული ქალი კი მამაკაცს აღიზიანებს. როცა ასეთი სუსტი მამაკაცი და ქალი შედიან ურთიერთობაში, გაღიზიანება მათი ჩვეულებრივი მდგომარეობა ხდება.

თანამედროვე საზოგადოება მკაფიო მაგალითია სულიერად დასუსტებული ადამიანებისა, რომლებმაც პრაქტიკულად ყველა ორიენტირი დაკარგეს. მასში ყველაფერი უკუღმაა ამოტრიალებული. ის, რაც ხრწნის და ანგრევს ადამიანებს, მათ ურთიერთობას და ჯანმრთელობას, იდეალად აღიქმება. “თანასწორობა! თავისუფლება! დემოკრატია!” – მოგვიწოდებს საზოგადოება. თუმცა კონკრეტულად ვინ მოგვიწოდებს, გაუგებარია. რომელიღაც “საზოგადოება” მოგვიწოდებს. მაგრამ თუ თვითოეულ ადამიანს ცალ-ცალკე გამოვკითხავთ, თითქმის ყველა ლანძღავს “დემოკრატიას”, ყოველი აცნობიერებს, რომ სიცოცხლის ფორმების მრავალფეროვნებათა ამ სამყაროში ვერანაირი თანასწორობა ვერ იქნება. ვერანაირი თავისუფლება საზღვრების სამყაროში ვერ იქნება.

მაშ ვინ იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იმ გზის გამო, რომელზეც საზოგადოება დგას?

- არავინ.

"არავინ" მოგვიწოდებს თანასწორობისკენ. სიბნელე. ვერავინ ხედავს სიბნელეს. შეუძლებელია სიბნელის დანახვა, რადგანაც ეს სინათლის არ არსებობაა. მაგრამ ყველას შეუძლია დაინახოს სინათლე. ის კაშკაშა და მკაფიოა. ჩვენს დროში ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარ პასუხისმგებლობაზე უნდა განაცხადონ, დაბნეულნი მოუწოდებენ დემოკრატიისკენ და თანაბრობისკენ.

თანასწორნი არიან თუ არა მამაკაცი და ქალი? თანასწორნი არიან თუ არა ზრდასრული ადამიანი და ბავშვი? თანასწორნი არიან თუ არა სულით ძლიერი ადამიანი და ის ადამიანი, ვინც ფიქრობს მხოლოდ საჭმელზე, სექსზე და სიამოვნებებზე?

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი სამყაროს ერთი სისტემის არსებები ვართ. მაგრამ ყოველი სისტემა მხოლოდ იერარქიული პრინციპით მუშაობს, ერთიანი ცენტრისგან მართული. უნდა არსებობდნენ სისტემის ელემენტები, რომლებიც სისტემის ამა თუ იმ დონის მმართველის პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. არანაირი თანასწორობა და არანაირი დემოკრატია არც ერთ ცოცხალ სისტემაში არ ყოფილა და არც იქნება. სისტემა ემორჩილება იმ პრინციპებს, რომლებიც არ ირჩევა არჩევნების გზით. სამყაროს კანონებზე არჩევნებს არ ატარებენ, მათ უბრალოდ ასრულებენ. თუკი ცდილობენ ამ კანონებისგან დარღვევას, მაშინ საკუთარი გამოცდილებით რწმუნდებიან, რომ ამის გაკეთება არ ღირდა. ასე იცავს სიცოცხლე თავის თავს დანგრევისგან. იმის ნიშნები, რომ ჩვენი საზოგადოება და მისი წევრები დაშლის პირას არიან, თვალნათელია.

მაშ როგორ მოვიქცეთ?

- დავბრუნდეთ სახლში, იქ საიდანაც მოვედით, ჩვენი ცნობიერების და ურთიერთობების ძალიან უბრალო მდგომარეობაში. ეს – ძალების გზაა. მამაკაცი თავისი ძალისკენ უნდა მოძრაობდეს, ქალი თავისი ძალისკენ. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ძალა ვიცნოთ იმ სხეულით, რომელიც ამ ცხოვრებაში მივიღეთ. თუ მამაკაცის სხეული გვაქვს, იგი მამაკაცის ფუნქციის (სურიას) შესრულებაში დაგვეხმარება. თუ ქალის სხეული გვაქვს, მაშინ ქალის ძალაში (ჩანდრა) ვართ. ჩვენი სხეულები იმ ძალების გამოვლინებაა, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომლებიც გვაცოცხლებენ. რატომ უნდა მოვიგონოთ ის, რაც არ არსებობს, როცა უკვე არსებობენ სიცოცხლის ძალები, რომ სიცოცხლეში დაგვეხმარონ? იმისათვის, რომ სიცოცხლის ძალების დახმარებით ვისარგებლოთ, საკმარისია რომ უბრალოდ არ შევეწინააღმდეგოთ მათ. მამაკაცის დანიშნულებაა უსმინოს საკუთარ სულს, საშუალება მისცეს სულს, რომ მისი გავლით გამოვლინდეს, გაავრცელოს თავისი გავლენა ქალზე (თავის გარემოცვაზე) და აიღოს მასზე (მთელ თავის გარემოცვაზე) პასუხისმგებლობა. ეს მისგან არ მოითხოვს ძალისხმევას. სიამოვნებით აკეთებს ამას და ძალის მომატებას გრძნობს. ქალის დანიშნულებაა განიმსჭვალოს მამაკაცით, მისი სულით. მას ეს სიამოვნებს. ეს მისგან არ მოითხოვს ძალისხმევას. პირიქით, რაც უფრო მეტად ივსება მისით, მით უფრო მეტ ძალას გრძნობს. რა თქმა უნდა ასე მაშინ ხდება, თუ მამაკაცი და ქალი შეესაბამებიან ერთმანეთს.

მაშინ ბუნებრივია ჩნდება კითხვა. როგორ ვიპოვოთ ჩვენი მამაკაცი ან ჩვენი ქალი?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მამაკაცი და ქალი სრულიად განსხვავებული, თვისებებით საპირისპირო არსებები არიან. შესაბამისად პარტნიორის არჩევის მეთოდი ცხოვრებაში მათთვის განსხვავებულია. მაგრამ არის რაღაც საერთო, რაც აერთიანებს მამაკაცს და ქალს სოციალურ დონეზე. ეს საეთო ცნებაა – ეთნოსი (Род).


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Sep 8 2012, 01:34 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



იდეალური ურთიერთობები მამაკაცსა და ქალს შორის

იდეალური ურთიერთობების განხილვა კარგი იქნება საზოგადოების ყველაზე იდეალური ადამიანების – იდეალური მეფის და დედოფლის მაგალითზე. ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრების მეფეა. ამიტომ თუ მისი ურთიერთობები არაა იდეალური, ე.ი. ის ცუდი მეფეა. ყოველი მეფე ამსახურება მხოლოდ ღმერთს. თუ ადამიანი ღმერთის (საკუთარი სულის) გარშემო მოაწყობს თავის ცხოვრებას, მაშინ ის ბოლოს და ბოლოს შემოქმედის მიერ ბოძებულ თავის ადგილს დაიკავებს. მამაკაცი დანიშნულია ღმერთის მიერ ოჯახის სულად. მისმა ცოლმა იგივე მდგომარეობა უნდა დაიკავოს თავის ქმართან მიმართებაში. ცოლმა თავისი “მე”-თი არ უნდა მოწყვიტოს სხვა ადამიანების ყურადღება თავისი ქმრისგან. ის იმდენად გამჭვირვალე უნდა გახდეს, რომ პრაქტიკულად არ უნდა ჩანდეს მისი ქმრის გვერდით. მისი გვერდით ნატიფად ყოფნა შთაგონებას აძლევს მეფეს, რომ სრულად შეიგრძნოს თავისი ძალა. მისი ცოლი არა მხოლოდ არ ამჟღავნებს არავითარ აქტივობას, ის მხოლოდ ისრუტავს მისი ქმრისგან გამომავალ ყველა იმპულსს. მასში მეფის კაშკაშა შუქი ნატიფ, ფაქიზ ნაკადებად, ვიბრაციებად იშლება, ისე, რომ რბილ და სასიამოვნო სინათლეს ასხივებს. ის არ საუბრობს თავის ქმარზე მეტს და ხმამაღლა. იგია, ვისაც შეუძლია მუდმივად იმყოფებოდეს მეფის გვერდით. რა შეიძლება აინტერესებდეს ქალს, როცა იგი თავად მეფესთანაა? ის ყოველთვის მის უკან დგას და ვერც კი გაბედავს თუნდაც ფიქრებით დაუდგეს წინ. ის არ ესაუბრება სხვა ადამიანებს ქმრის თანდასწრებით, და თავს ნებას აძლევს ისაუბროს მხოლოდ მაშინ, როცა ქმარი მიიწვევს ამის გასაკეთებლად. სწორედ ქალის ასეთი ქცევა მისი ქმრის თანდასწრებით ამაღლებს მას დედოფლის სტატუსამდე. ქალია პასუხისმგებელი იმაზე, რომ არ დაფაროს თავისი არსებობით თავისი ქმარი, არამედ დაეხმაროს ქმრის სულს უფრო ძლიერად, ღმერთის მსგავსად გამოვლინებაში. გაღმერთება ნიშნავს ვინმეს ღმერთის სტატუსამდე დაყენებას. ქალი უნდა აღმერთებდეს თავის ქმარს. იგი თავის მხრივ მთელი ძალით შეეცდება, რომ შეესაბამებოდეს ამ სტატუსს. თუ ყველაზე ახლობელი ადამიანი არ დაუდგება გვერდით მეფეს, მაშინ ვინღა დაუდგება? ყველა დაინახავს, რომ ცოლი არ უდგას გვერდში თავის ქმარს. არადა ის ხომ თავის ქმარს ყველაზე უკეთ იცნობს. ე.ი. მისი პატივისცემა მართლაც არაა საჭირო. დედოფალს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ერთი მილიმეტრითაც კი არ დადგეს ქმარზე წინ, შემთხვევითაც კი. მეფე სულით არ უნდა დაეცეს. ისევე, როგორც სხეული ახსენებს სულს, რომ იგი ცოცხალია, ძლიერია და უნიკალურია, ცოლიც იგივეს ახსენებს თავის ქმარს. და ამას იმით ახსენებს, რომ გამუდმებით უსმენს და ემორჩილება. იგი სხვას არავის ემორჩილება გარდა თავისი ქმრისა, საკუთარ თავსაც კი, საკუთარ “მე”-საც არ უსმენს. მისი “მე” მისი ქმრის გაგრძელებაა. მაშინაც კი, თუკი ქმარი სადმე წავა საქმეებზე, იგი გრძნობს მას საკუთარ “მე”-ში, საკუთარ გულში. მისი “მე” და მისი ქმარი ერთი და იგივეა. სანამ იგი თავის ქმართან იმყოფება, არაფერი დაემართება. მან ეს ზუსტად იცის. ის არც ერთი წამით არ აშორებს ყურადღებას თავის ქმარს, რადგანაც ის მეფეა, მასზე უკეთესი ვერავინ იქნება. თავისი ყურადღებით მასთანაა მაშინაც კი, როცა ის გამგზავრებულია. ქმარმაც იცის, რომ მისი ცოლი თავისი ყურადღებით ყოველთვის მის გვერდით იმყოფება. ამიტომ ყოველთვის გრძნობს პასუხისმგებლობას მის მიმართ. ქმარი ყოველთვის ცოლშია, ცოლი კი ყოველთვის ქმრის გვერდითაა. ის ყოველთვის ყურადღებითაა, რომ არ შევიდეს ქმარში. ის, ვინც სხვაში შედის, სულის – მმართველის პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. ცოლი არ ერევა ქმრის საქმეებში, არ აძლევს რჩევებს, არ ასწავლის, არ ცდილობს თავის უკან ატაროს. ის ქმარს მიჰყვება უკან. არ ჩამორჩება მას, მაგრამ არც მის ტერიტორიაზე, მის ადგილზე, მის ტახტზე შეჭრას ცდილობს. იმიტომ, რომ ის – მეფეა. ის ცდილობს ისეთი რბილი გახდეს, რომ ქმარი იოლად შევიდეს მასში სადაც მოუნდება. ცდილობს გახსნილი იყოს ყველაფერში გახსნილი იყოს მისთვის. ქმარი გრძნობს, რომ მას შეუძლია შეაღწიოს მასში და იმოქმედოს უფრო ღრმა დონეზე მხოლოდ მაშინ, თუკი თავის ძალას იმდენად გაანატიფებს, რომ ის სინათლესავით გახდეს, რომელიც ყველაზე ნატიფ ქსოვილებშიც შედის. როცა მამაკაცი ასეთი ნატიფად ძლიერი გახდება, რომ ქალი სულ მცირე ზეწოლასაც კი არ იგრძნობს მისი მხრიდან, მაშინ ის შეძლებს მისი არსების ყველა ასპექტში და ყველა დონეზე შეაღწიოს, და ის ბუნებრივად გახსნის ქმარს საკუთარ თავში. როცა ცოლი ისეთი რბილი და მგრძნობიარე გახდება მის მიმართ, რომ მთლიანად გაიხსნება მასში, ის (ქმარი) ბუნებრივად შეუშვებს მას საკუთარ თავში. ქალი ისწრაფვვის, რომ მთელი მამაკაცი შეიწოვოს. მამაკაცი ცდილობს გაიხსნას, ანუ მაქსიმალურად გავრცელდეს ქალში. მაშინ ისინი ერთი მთლიანი ხდებიან – ღმერთი!

ურთიერთობების ასეთი აღწერილობა ჩვენი რეალობისგან ძალიან მოწყვეტილად გვეჩვენება. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, თუკი არ ვიქნებით მომართულნი ურთიერთობების ყურადღებით შესწავლისკენ. ნებისმიერი ჩვენი ურთიერთობა დაიყვანება შეგრძნებებამდე – “მსიამოვნებს – არ მსიამოვნებს”. სწორედ შეგრძნება აყალიბებს ჩვენს აზრებს, გადაწყვეტილებებს და მოქმედებებს ერთიმეორესთან დაკავშირებით. მამაკაცის შეგრძნებები აჩვენებენ მას, რომ ის თავის გავლენას ავრცელებს ქალზე, შედის მასში. ქალის შეგრძნებაა – ის საკუთარ თავში უშვებს მამაკაცს. თუკი შეგრძნებებს პირველ ადგილზე დავაყენებთ პრიორიტეტში მოქმედებებს, გადაწყვეტილებებს, აზრებსა და შეგრძნებებს შორის, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მაშინ ასეთ განსხვავებულ მამაკაცისა და ქალის იდეალური ურთიერთობების აღწერა აღარ იქნება რეალობას მოწყვეტილი. შეგრძნებების დონეზე ჩვენი ურთიერთობები ღია და ნათელი ხდება. ეს იმაში მდგომარეობს, რომ შეგრძნებებში მაშინვე ჩანს, ვინ ვისში შედის და ვინ იღებს ზეგავლენას. თუ მამაკაცი განაწყენდება ქალზე, ე.ი. მან საკუთარ სულში შეუშვა იგი, იმიტომ რომ არც თვითონ იყო მზად ამისთვის და არც ქალი ჰყავდა მომზადებული. ქალი შევიდა მასში და უხეშად იმოქმედა. თუ ქალი ნაწყენდება მამაკაცზე, ე.ი იგი თავის “მე”-ს იცავს მამაკაცისგან.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 9 2012, 07:26 PM
პოსტი #3


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აუუუუუუუ....

დავიწყე კითხვა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Sep 9 2012, 09:22 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



A.V.M
ციტატა
აუუუუუუუ....დავიწყე კითხვა...



მერე რაო, ვერაო? biggrin.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Sep 9 2012, 09:33 PM
პოსტი #5


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
შეესაბამება მართლმადიდებლურ პატრიარქალურ იერარქიას.


მე პირადად ვერაფერი მართლმადიდებლური ამ სტატიაში ვერ ვიპოვე.
ძალიან შორსაა ქრისტიანობისგან.
ვფიქრობ, გადასატანია ამ განყოფილებიდან.



--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Sep 9 2012, 09:37 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



athos
ციტატა
ძალიან შორსაა ქრისტიანობისგან.


გადაიტანე თუ გინდა მაგრამ ქრისტიანობისგან რატომაა შორს? მგონი ქრისტიანობაშIც პატრიარქატია.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Sep 9 2012, 10:02 PM
პოსტი #7


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
შესაბამისად მამაკაცი სულის წარმომადგენელია, ხოლო ქალი სხეულის ფუნქციას იღებს თავის თავზე.
სანამ სხეულში სული არსებობს, სხეულიც იარსებებს. ქალისთვის ძნელია მამაკაცის გარეშე არსებობა, რადგანაც ის მისი სულია. იგი აძლევს მას არსებობის ძალას.

ამის წაკითხვის შემდეგ გასაგები ხდება "სატი"-ს ტრადიცია და ფესვები საიდან მოდის

ციტატა
ქალი თავის მამაკაცს უყურებს ღმერთის პოვნის იმედით. ორივე, ქალიც და მამაკაციც, ღმერთს მამაკაცის სულში უსმენენ.
ქალის სული მისი მამაკაცია. ქალის სულის განვითარების პრაქტიკა მამაკაცის სულის მორჩილება უნდა იყოს.

ამ სტატიის მიხედვით ქალი მხოლოდ ნახევრად ადამიანია და არც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი არ არის
ეს შენი აზრით მართლმადიდებლობას შეესაბამება? blink.gif

ციტატა
თანასწორნი არიან თუ არა მამაკაცი და ქალი? თანასწორნი არიან თუ არა ზრდასრული ადამიანი და ბავშვი?

ნუ, ეს ყველაზე მაგარია rolleyes.gif


მხოლოდ უმცირესი ნაწილი დავაციტირე. მთვარეებზე, მზეებზე და ჩანდრებზე აღარ შეჩერებულვარ smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Sep 9 2012, 10:09 PM
პოსტი #8


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



Romelimem dadet ra wm.ioane oqropiris swavleba,martlmadideblur ojaxze romaa,mobilurit amdens ver vaketeb...


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Sep 9 2012, 10:11 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



ციტატა
ეს შენი აზრით მართლმადიდებლობას შეესაბამება?


მართლმადიდებლობას შეესაბამება პატრიარქალური პრინციპი თორე კონკრეტული შედარებები რომ "ერესია" მეც მშვენივრად ვიცი biggrin.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Sep 9 2012, 10:24 PM
პოსტი #10


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



Atm@n
ციტატა
მართლმადიდებლობას შეესაბამება პატრიარქალური პრინციპი თორე კონკრეტული შედარებები რომ "ერესია" მეც მშვენივრად ვიცი

რამდენად შეესაბამება პატრიარქალური პრინციპი მართლმადიდებლობას ჯერ კიდევ გასარკვევია.
ყოველ შემთხვევაში, ქალის ასე დაკნინება და არასრულ ადამიანად მიჩნევა

ნაწყვეტი იოანე ოქროპირის ქადაგების განმარტებიდან:
ქრისტიანთა ქორწინება თავისი ჭეშმარიტი არსით წარმოადგენს ცოლისა და ქმრის არა მარტო გარეგნულ შეერთებას, არამედ მათი სულების შინაგან განმთლიანებას, ურთიერთ შეწევნასა და სრულყოფეილებისაკენ ლტოლვას. ამიტომ ოჯახები, ქორწინებით განმტკიცებულნი და ღმრთივკურთხეულნი, ჯანსაღი საზოგადოებრივი ორგანიზმის შექმნის საწინდარია. „ისმინეთ ყოველთა, ქმრებო, აღზარდეთ ცოლები“ - ამბობს წმ. იოანე ოქროპირი და იხსენებს აბრაამისა და სარრას წმინდა ცხოვრებას. დაე, ცოლისათვის ქმარი ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი იყოს, ქმრისათვის კი ცოლი - უსაყვარლესი. ცოლი ყოველთვის ქმრის თანამზრახველი და თანამეინახე უნდა იყოს. ამაზეა დამყარებული მთელი კაცობრიობის კეთილდღეობა.

ამ ქადაგების მიხედვით, ცოლ-ქმრობა ერთმანეთზე ზრუნვა და თანადგომაა, და არა მხოლოდ მამაკაცის სრული და უპირობო დომინირება


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Sep 9 2012, 10:38 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



athos

მზის, ანუ მამაკაცის პრინციპი იერარქიულად უნდა იდგეს პირველ ადგილზე, თორემ ზოგადად, და მითუმეტეს ჩვენთვის ერთადერთი მხსნელი მთვარის პრინციპია, იმიტოკმ რომ მამაკაცი ღმერთისადმი უნდა იყოს უპირობოდ მორჩილი და ყველაფერზე მაღლა დააყენოს იგი, ცოლი კი ქმრის მიმართ უნდა იყოს ასე.

ეს უზენაესი რგოლისკენ - ღმერთისკენ მიმავალი ჯაჭვია, რომელშიც არ არსებობს დაკნინებული ან დასუსტებული, უბრალოდ სულიერად უფრო დაბალგანვითარებული და უძლური ემორჩილება უფრო მაღალგანვითარებულს და ძლიერს. თუკი ზემოთ, ღმერთისკენ გინდა სიარული ამ ჯაჭვს ვერტიკალურად უნდა აუყვე. ხოლო თუ თანასწორობა გინდა, მაშინ ჰორიზონტალზე ივლი.

აქ პრინციპია სწორად გასაგები, თორემ დეტალები - მზე მთვარე, ქალი კაცი ეს უბრალოდ არსის გამოსახატავი სიტყვებია.

მამაკაცი კი არ უნდა თვლიდეს თავს ქალზე მაგრად, უბრალოდ უნდა აცნობიერებდეს, რომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს მართვის და მესაჭის ფუნქცია და ქალი უპირობოდ უნდა დაემორჩილოს მას, ხოლო თვითონ მამაკაცი უნდა დაემორჩილოს თავის მესაჭეს - სულიერ მოძღვარს (რომელიც ღმერთის წარმომადგენელია მისთვის).

შენ აირჩევ მოძღვრად ისეთ პიროვნებას, რომლის სულიერი განვითარება დაახლოებით შენნაირია? სწორედ ასევე ქალი უნდა ეძებდეს მამაკაცს, რომელიც მასზე გაცილებით ძლიერია. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ღია თუ ფარული ბრძოლა მესაჭეობისთვის.

და ქალური საწყისის (და არა ზოგადად ქალის) მესაჭეობამ კარგად დაგვანახა დღევანდელი ცივილიზაციის ბედი.

მე მგონი გასაგებად ავხსენი ზოგადი პრინციპი და დეტალებში ნუ გამომეკიდებით. თან მე იდეალური ვარიანტი წარმოვადგინე და არა საშუალოოსტატისტიკური.

ხოლო რაც შეეხება ზრუნვას, მამაკაცმა თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მეუღლეზე, ხოლო ქალმა თავისი. ამით ისინი ერთმანეთს გააძLიერებენ.

მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ თანამედროვე ოჯახური ურთიერთობები ძააალიან შორს დგას იდეალურისგან.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 9 2012, 11:25 PM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რაც დაიწერა ყველაფერს რომ წავიკითხავ ბოლომდე მერე დავწერ ჩემსას...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Sep 10 2012, 12:25 AM
პოსტი #13


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



Tu orive gonieri adamiania da swori gza aqvs archeuli,ojaxic mshvenieri eqnebat, kacebic bevrs da tyuilad qaqaneben da qalebic, martali siyvaruli da sulieri ertoba araa warmmartveli da orives unda sxvebis dasanaxad "magari" gamochndes,am dros is aviwydebat,sxvebis dasanaxad ki ara-ertmanetistvis sheugldnen. Sxvanairi sisavse da sicocxlis suntqvaa gvtis siyvarulit gamtbar ojaxebshi. Es ramdenime kviris win ert adamians vutxari da mogcliao mipasuxa.... sad.gif arada vxedav udides sxvaobas


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Sep 10 2012, 05:29 AM
პოსტი #14


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



Atm@n
ციტატა
მზის, ანუ მამაკაცის პრინციპი იერარქიულად უნდა იდგეს პირველ ადგილზე, თორემ ზოგადად, და მითუმეტეს ჩვენთვის ერთადერთი მხსნელი მთვარის პრინციპია, იმიტოკმ რომ მამაკაცი ღმერთისადმი უნდა იყოს უპირობოდ მორჩილი და ყველაფერზე მაღლა დააყენოს იგი, ცოლი კი ქმრის მიმართ უნდა იყოს ასე.

ეს უზენაესი რგოლისკენ - ღმერთისკენ მიმავალი ჯაჭვია, რომელშიც არ არსებობს დაკნინებული ან დასუსტებული, უბრალოდ სულიერად უფრო დაბალგანვითარებული და უძლური ემორჩილება უფრო მაღალგანვითარებულს და ძლიერს. თუკი ზემოთ, ღმერთისკენ გინდა სიარული ამ ჯაჭვს ვერტიკალურად უნდა აუყვე. ხოლო თუ თანასწორობა გინდა, მაშინ ჰორიზონტალზე ივლი.

აქ პრინციპია სწორად გასაგები, თორემ დეტალები - მზე მთვარე, ქალი კაცი ეს უბრალოდ არსის გამოსახატავი სიტყვებია.

მამაკაცი კი არ უნდა თვლიდეს თავს ქალზე მაგრად, უბრალოდ უნდა აცნობიერებდეს, რომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს მართვის და მესაჭის ფუნქცია და ქალი უპირობოდ უნდა დაემორჩილოს მას, ხოლო თვითონ მამაკაცი უნდა დაემორჩილოს თავის მესაჭეს - სულიერ მოძღვარს (რომელიც ღმერთის წარმომადგენელია მისთვის).

შენ აირჩევ მოძღვრად ისეთ პიროვნებას, რომლის სულიერი განვითარება დაახლოებით შენნაირია? სწორედ ასევე ქალი უნდა ეძებდეს მამაკაცს, რომელიც მასზე გაცილებით ძლიერია. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ღია თუ ფარული ბრძოლა მესაჭეობისთვის.

და ქალური საწყისის (და არა ზოგადად ქალის) მესაჭეობამ კარგად დაგვანახა დღევანდელი ცივილიზაციის ბედი.

მე მგონი გასაგებად ავხსენი ზოგადი პრინციპი და დეტალებში ნუ გამომეკიდებით. თან მე იდეალური ვარიანტი წარმოვადგინე და არა საშუალოოსტატისტიკური.

ხოლო რაც შეეხება ზრუნვას, მამაკაცმა თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მეუღლეზე, ხოლო ქალმა თავისი. ამით ისინი ერთმანეთს გააძLიერებენ.

მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ თანამედროვე ოჯახური ურთიერთობები ძააალიან შორს დგას იდეალურისგან.


დავწერე უკვე და კიდევ ვიმეორებ, არ არის ეს არც მართლმადიდებლური და არც ქრისტიანული სწავლება.
ქრისტიანობაში ქალიც და მამაკაციც ღმერთისკენ იყურება, ის არის ცენტრი, რომლისკენაც ორივე მიდის და როგორც სხივები, რომლიბიც რაც უფრო ახლოსაა დისკთან მით უფრო ახლოსაა ერთმანეთთან, რაც უფრო ახლოს მიდიან ღმერთთან, უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს.


საერთოდ, ხე ნაყოფით იცნობა, და რა სწავლებასაც შენ გვთავაზობ, მაგისი ნაყოფი იყო სატი (მაგ სწავლებით სრულიად გამართლებული) რომლის აღმოფხვრას მთელი მე-20 საუკუნე ცდილობდნენ და მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არის შემთხვევები.

ციტატა
და ქალური საწყისის (და არა ზოგადად ქალის) მესაჭეობამ კარგად დაგვანახა დღევანდელი ცივილიზაციის ბედი.


მამაკაცური მესაჭეობის და აყვავებული ცივილიზაციების მაგალითები შეგიძლია მოიყვანო?


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Sep 10 2012, 06:29 AM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



athos
ციტატა
მაგისი ნაყოფი იყო სატი


სატი რას ნიშნავს ვერ ამიხსნი? პირველად მესმის.



athos
ციტატა
მამაკაცური მესაჭეობის და აყვავებული ცივილიზაციების მაგალითები შეგიძლია მოიყვანო?


წინა ეპოქებში თითქმის ყველა ცივილიზაცია ეგეთი იყო (არიული ცივილიზაციები). ამ ეპოქაში კი ყველაფერი უკუღმა წავიდა, თუმცა შედარებით იმუშავა შუმერულმა და რომაულმა ცივილიზაციებმა.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Sep 10 2012, 09:22 AM
პოსტი #16


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



Atm@n
ციტატა
სატი რას ნიშნავს ვერ ამიხსნი? პირველად მესმის.

ქალის რიტუალური თავის დაწვა გარდაცვლილი ქმრის საფლავზე
http://en.wikipedia.org/wiki/Sati_(practice)

ციტატა
წინა ეპოქებში თითქმის ყველა ცივილიზაცია ეგეთი იყო (არიული ცივილიზაციები). ამ ეპოქაში კი ყველაფერი უკუღმა წავიდა, თუმცა შედარებით იმუშავა შუმერულმა და რომაულმა ცივილიზაციებმა.

შეგიძლია აღწერო ეგ ცივილიზაციები რა ჰქონდათ ეგეთი განსაკუთრებული?
როგორი იყო რიგითი ადამიანის ცხოვრება?


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 10 2012, 09:53 AM
პოსტი #17


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



athos
ციტატა
მამაკაცური მესაჭეობის და აყვავებული ცივილიზაციების მაგალითები შეგიძლია მოიყვანო?



გემრიელად გამაცინე : ))))


ციტატა
ეს შენი აზრით მართლმადიდებლობას შეესაბამება?



სწორედ იმის დასაწერად შემოვედი, რომ დაბრუნდა ატმანი და დაიწყო გაუტავებელი ვედები, კრიშნები , ციფერი ბიჭუნა გოგონები და მათი უაზრო ფილოსოფია + ყურადღებამოდუნებული მოდერები და პასუხგაუცემელი თემები.

ატმან, შენი ჭირიმე რა, აღარ გათენდა?

მოაშორე ამ ფორუმიდან შენი რვახელა, ცისფერი და სახემოთხუპნული კერპები, თავისი ქადაგებებით!

გადაიტანეთ ვინმემ ეს თემა აქედან, არის ქალის და მამაკაცის თემა ჩვენს ფორუმზე, შეუერთეთ და ვედების ჭრილით განიხილეთ თუ მიანც და მაინც სხვისი ფილოსოფიით დანახული ტანასწრობა ხიბლავს ვინმეს.

ისეთი უკვდავი ღმერტი არაა, როგორც კერპი!
და მერე გონიერია ადამიანიო, იტყვიან smile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 10 2012, 10:11 AM
პოსტი #18


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



,,არა არს რჩევა დედაკაცისა მამაკაცისაგან.'' ამბობს პავლე მოციქული.
ღმერთის წინაშე ერთნაირი პასუხისმგებლობა აკისრიათ ქალსაც და კაცსაც.არანაირი სხვაობა არაა მატ შორის გარდა ფიზიოლოგიური დეტალებისა.

და კიდევ. მაინტერესებს მამაკაცებს როდემდე ექნებათ იმის ილუზია რომ ქალებზე რამეთი მეტნი არიან და ეს უპირატესობა ღმერთისგან მიიღეს?

ჯერ იყო და ფორუმზე იმას გვიმტკიცებდნენ ქალის ღალატი ღალატია კაცისა კი არაო.მერე ქალი ღმერთის ხატი და მსგავსი არააო. (მერე აღარ გავაგრძელებ)

მოკლედ რა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 10 2012, 10:14 AM
პოსტი #19


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



A.V.M
ციტატა
რომ ქალებზე რამეთი მეტნი არიან და ეს უპირატესობა ღმერთისგან მიიღეს?



მანამ,სანამ სხვადასხვა ფერის და ზომის თვალებბრიალა ,,ღმერთების,, აღიარებას არ შეწყეტენ.
იმედია, მოდერები სამოდეროში შეიხედავენ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Sep 10 2012, 12:17 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



athos
ციტატა
ქალის რიტუალური თავის დაწვა გარდაცვლილი ქმრის საფლავზე


ამ ეპოქაში ეგ აკრძალულია, და ვინც ამას აკეთებდა თავისი უმეცრებით აკეთებდა.

ციტატა
შეგიძლია აღწერო ეგ ცივილიზაციები რა ჰქონდათ ეგეთი განსაკუთრებული?როგორი იყო რიგითი ადამიანის ცხოვრება?


აქ ამის აღწერა არ მინდა. ბევრს არ ესიამოვნება.

მხევალი ნინო

და თუ წესებს დავარღვევ შესაბამისად ბანი დამადე, ან თემა გადაიტანე, მაგრამ ზედმეტებს ნუ აიღებ შენ თავზე! ან თუ გინდა აიღე, რა პრობლემაა, მაგრამ მე რასაც ჩავთვლი საჭიროდ იმას დავწერ!


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd May 2024 - 01:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი