IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> საქართველოს შესახებ წინასწარმეტყველება, ბერკირილეს განმარტებული იოანეს სახარება აპოკალიფსი
llaasshhaa
პოსტი May 5 2010, 04:20 PM
პოსტი #1


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



საქართველოს შესახებ არაერთი წინასწარმეტყველება არსებობს. ზოგი მათგანი ქართულ საეკლესიო წრეებშია გაცხადებული. მაგალითად, სიტყვები, რომელიც მაცხოვარმა უთხრა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს: `ჰოი დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის.”
უცხოელებსაც გაცხადებიათ საქართველოს მისიის შესახებ. რუსულ და ბერძნულ საეკლესიო წრეებში საქართველოსადმი ეჭვიც კი წარმოშობილა ამის გამო. რასაც ნამდვილად ვერ დაარქმევს კაცი საღმრთო შურს, უფრო შოვინიზმის გამოვლინებაა, ალბათ. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მარტო რუსთველის ფრესკის გადაფხეკის ფაქტის გახსენებაც კმარა.
მიუხედავად ამისა, როგორც რუსი, ასევე ბერძენი ნამდვილი წმიდა მამები მუდამ აფასებდნენ ქართული ეკლესიის როლს აღმოსავლეთის ქრისტიანობაში, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ აღმოსავლეთის ეკლესია აღმოსავლეთის ქრისტიანობაში.
ზოგიერთი უცხოელი წმიდა მამა უფალმა უდიდესი ნიჭით დააჯილდოვა, აუწყა რა მას განსაკუთრებული საიდუმლო. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ბუქარესტში მოღვაწე ბერძენი ბერი კირილე ლავრიოტისი.
მამა კირილეს მთელი სიცოცხლე მიუძღვნია იოანეს გამოცხადების განმარტებისათვის. თავისი შრომებით იგი სრულიად განსხვავდება აპოკალიფსისის სხვა ეკზეგეზეტებისაგან.

ყველაზე მეტად, რაც ჩვენთვის საინტერესოა, ბერ კირილეს იოანეს გამოცხადებაში შეუმჩნევია წინასწარმეტყველება საქართველოზე, როგორც ერთადერთ ქვეყანაზე, რომლის ხალხი _ პატრიარქისა (იბერიის _ გამოცხადებისეული `ფილადელფიის ეკლესიის ეპისკოპოსი”) და აღდგენილი სამეფო ტახტის ხელმწიფის (`ღვთის რჩეული გლახაკი მეფის”) ხელძღვანელობით _ შექმნის მართლმადიდებლურ იმპერიას, `წმიდათა ათასწლოვან მეფობის იერუსალიმს”.
მართლმადიდებლური ქრისტიანობის იდეოლოგიით იმპერია არ არის ვინმეს პყრობა. მართლმადიდებლური იმპერია არის თანამეგობრობა მართლმადიდებელი ხალხებისა, რომელიც სასულიერო და საერო, პატრიარქისა და იმპერატორის (მეფეთა-მეფის) ხელისუფლებათა სიმფონიის მეშვეობით წინ აღუდგება ანტიქრისტეს მოსვლა-გაბატონებას.
კირილე ლავრიოტისის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ შეიტყო რამოდენიმე წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციაზე, `ელინისტიკა საუკუნეთა მიჯნაზე”, სტრასბურგის უნივერსტიტეტის მეცნიერის ასტერიოს არგირიუსის მოხსენებიდან. მკითხველს ვთავაზობთ ამ მოხსენებას.
ასტერიოს არგირიუსის გადმოცემით, კირილე ლავრიოტისის ნაშრომები ათასობით გვერდს მოიცავს. თავად მამა კირილეს ნაშრომის ასლი, ალბათ, მალე გახდება ქართველი მეცნიერების კვლევის საგანი (თუ მოგვცეს ბერძნებმა, თუმცა ასტერიოს არგირიუსი, ქართველების მეგობარი, ალბათ ამას მოახერხებს).
აღნიშნული ნაშრომი უდიდესი აღმოჩენა გახდება, დარწმუნებული ვართ, არა მარტო ქართველებისათვის, არამედ ყველა მართლმადიდებლისათვის. მანამდე ყოველი ქართველის ოჯახში უნდა იდოს ბერი კირილეს ნაშრომების ასტერიოს არგირიუსისეული მიმოხილვა.
ეს მოხსენება პირველად გამოქვეყნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტში”, ფირუზ მეტრეველის ინიციატივით (ფრანგულიდან თარგმნა ბ. კობახიძემ). მისი არსებობის შესახებ მიგვითითა რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა. მცირეტირაჟიანი გაზეთის ქსეროასლი ძლივს გვიშოვა უნივერსიტეტის პრორექტორმა პარმენ მარგველაშვილმა. გაზეთ `ნაციონალისტშიც” გამოვაქვეყნეთ იგი (ვახტანგ ხარჩილავას ფინანსური დახმარებით), მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ამიტომ მივაკითხეთ ჩვენს მეგობარს, მედია-ჰოლდინგ `ჯორჯიან_თაიმსის” მფლობელს მალხაზ გულაშვილს. მისი ძალისხმევით ამ პოპულარულმა გაზეთმა ორჯერ გამოაქვეყნა აღნიშნული მიმოხილვა ბერი კირილეს ნაშრომებისა...
მაგრამ, ესაც არ აღმოჩნდა საკმარისი, უამრავი ქართველი ჯერ კიდევ არ იცნობს მას. ამიტომ, მალხაზ გულაშვილმა იდეა გადაწყვიტა ცალკე ბროშურა გამოიცეს დიდი ტირაჟით, რათა ყოველმა ქართველმა წაიკითხოს.
გარდა კირილეს ნაშრომებისა, თავად ასტერიოს არგირიუსის საინტერესო მიგნებაცაა წინამდებარე მოხსენებაში. ბერი კირილეს ნაშრომების კვლევამ იგი მიიყვანა დასკვნამდე, რომ პანტაზეს ლარისელის _ რომელმაც დაწერა ლეონ ბრძენის კონსტანტინეპოლის გაპარტახებისა და აღორძინების შესახებ წინასწარმეტყველების ეკზეგეზა _ მტკიცებით, კონსტანტინეპოლის გამათავისუფლებელი იურტზისი უნდა იყოს (იქნება) საქართველოს დინასტიის წარმომადგენელი გიორგი, რადგან ეს სახელი 1014 წლიდან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს სამეფო დინასტიასთან...


ქართველი იმპერატორი აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერიის აღორძინებისათვის

კირილე ლავრიოტისის, რომელიც წარმოშობით ქ. პატრადან იყო, აპოკალიფსის ეკზგეზას (განმარტებას) სამი განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანი აქვს: ეს არის ყველაზე ვრცელი მართლმადიდებლური კომენტარი, რომელიც არსებობს ბერძნულ ენაზე; მისი ავტორი წარმოჩნდება, როგორც წმიდათა ათასწლოვანი მეფობის ყველაზე დარწმუნებული დამცველი, რომლის სრულ აღწერასაც იგი ახორციელებს; ეს არის ერთადერთი ეკზგეგეზა, რომელიც აიგივებს ფილადელფიის ეკლესიას იბერიის ეკლესიასთან.
ამ ნაშრომზე კირილე მუშაობდა 1792 წლიდან 1826 წლამდე. ე. ი. ოცდათორმეტი წლის განმავლობაში თერთმეტჯერ დაწერა და გადაწერა იგი. ჩვენთვის მხოლოდ მეთერთმეტე ვერსიაა ცნობილი. იგი შედგება 5256 ხელნაწერი გვერდისაგან, რომელიც რვა ტომად არიან აკინძულნი; აღნიშნული ვერსია შედგენილი იყო 1817 წლის 11 ივლისსა და 1821 წლის 30 მაისს შორის. უფრო მოგვიანებით, 1825-26 წლებში კირილემ გადაიკითხა თავისი კომენტარი და შეიტანა შესწორებები გვერდების მინდორზე ჩამატებული ტექსტისა თუ სხვადასხვა ადგილას მიკრული ქაღალდის პატარა ნაჭრებზე დაწერილი შენიშვნების სახით. როგორიც არ უნდა იყოს მისი საღვთისმეტყველო თუ ჰერმენევტიკული ღირებულება, ჩვენი ბერის ეკზგეგეზა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ წყაროს იმ მოვლენებისა და იდეოლოგიური ტენდენციების კვლევისათვის, რომელთაც ადგილი ჰქონდათ 1821 წლის დამოუკიდებლობის ომის დაწყებამდე ორმოცდაათი წლის განმავლობაში და აღნიშნული ომის პირველ თვეებში.
ავტორის შეხედულებები წმინდა ათასწლოვანი მეფობის შესახებ გაბნეულნი არიან კომენტარის მთელ ტექსტში. მიუხედავად ამისა, კირილე გრძნობს აუცილებლობას, რომ შედგენილი იქნეს ცალკე ტექსტი, მისი სიტყვა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ. სიტყვა დაიწერა 1821 წელს, ე. ი. ეკზგეგეზა მეთერთმეტე ვერსიის დასრულების შემდეგ. იგი ყველაზე ვრცელია.
ეკზგეგეზას მერვე ტომში შემავალ თორმეტ სიტყვას შორის 120 ხელნაწერ გვერდზე წარმოდგენილი ტექსტი არა მარტო კრებს და ახარისხებს კომენტარში წარმოდგენილ ავტორის იდეებს, არამედ ახორციელებს სხვა მოვლენების განმარტებასაც. სიტყვა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ მრავალი დეტალით, გამეორებებითა და ბუნდოვანებით აღწერს მომავალ აღმოსავლურ მართლმადიდებელ იმპერიას: მისი დაარსების დროსა და საშუალებას, მოწყობასა და მმართველობას, მის ბუნებასა და დასასრულს. ჩემთვის ცნობილი წყაროებიდან, აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ყველაზე უფრო დეტალურ და შესაძლებელია, ყველაზე უფრო სრულ აღწერილობას მართლმადიდებელი ერების მმართველობისა მუსულმანებისა და პაპისტების ბატონობის გაქრობის შემდეგ. მაგრამ ყველა სხვა მნიშვნელობაზე უფრო მეტად მის მთავარ ინტერესს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი გულწრფელობითა და სისავსით გამოხატავს იმ ეპოქაში გავრცელებულ იდეოლოგიურ, ეთნიკურ-რელიგიურ და სახალხო მოძრაობის მწუხარებებს, იდეებსა და იმედებს.
`გლახაკი მეფე, რჩეული ღვთისა~, რომელიც მოვა დამონებული მართლმადიდებელი ერების მუსულმანური და პაპისტური ტირანიისგან გასათავისუფლებლად, იქნება წარმოშობით ქართველი. 1821 წელს კირილე ვერ დაწერდა ამ მოვლენებისადმი მიძღვნილ ოც გვერდს (გ.1871-1892), უფრო ადრე, 1817 წელს რომ არ შეედგინა ორმოცდაათგვერდიანი ტექსტი (გ.882-957) _ ფილადელფიის ეპისკოპოსისადმი ეპისტოლეს განმარტება, სადაც იგი ნათლად და კატეგორიულად აიგივებს ფილადელფიის ეკლესიას იბერიის ეკლესიასთან. წარმოდგენილ მოხსენებაში ჩვენი ინტერესი მიმართულია ამ ორი საკითხის შესწავლისადმი: ფილადელფიის ეკლესიის გაიგივება საქართველოს ეკლესიასთან და გლახაკი მეფის გაიგივება საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელთან. მე ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მშვენიერი საჩუქარი, რომლის მიძღვნასაც შევძლებდი ჩვენი ქართველი კოლეგებისათვის მათი ძმური მასპინძლობის სანაცვლოდ. გარდა ამისა, მოცემული საკითხი შედის ჩემს კომპეტენციაში და ჩემი მეცნიერული ინტერესების სფეროში.
მიუხედავად ამისა, საკითხის კვლევა წარმოადგენს დიდ და ხშირად გადაულახავ სიძნელეებს, რადგან იგი ორ მნიშვნელოვან დაბრკოლებას აწყდება: ერთის მხრივ ავტორის მიერ გამოყენებული რთული ეკზეგეტიკური მეთოდი და მეორეს მხრივ წყაროები, საიდანაც აღებულია ის ისტორიული ელემენტები, რომლებსაც ეფუძნება ზემოთაღნიშნული გაიგივება, რომელიც უნიკალური მოვლენაა ბერძნულ ეკზეგეტიკურ ტრადიციაში. ჩემთვის გამოყოფილი დრო ნებას არ მაძლევს დაწვრილებით განვიხილო დეტალები და ვრცლად წარმოგიდგინოთ თემა, ამიტომ შევეცდები შეძლებისდაგვარად ნათლად და ზუსტად აღვწერო კირილეს ესქატოლოგიური ნაააზრევი და მისი ეკზგეტიკური მოღვაწეობა. აგრეთვე შესაძლებლობა მექნება წარმოვაჩინო უფრო სრული კვლევის ზოგიერთი მიმართულებები, რომელიც უნდა განხორციელდეს მოგვიანებით, თუ შესაძლებელი იქნება ქართველი მკვლევარის (ან მკვლევარების) მიერ, რომელიც იქნება ბერძნული ენისა და პალეოგრაფიის კარგი მცოდნე და შესაბამისი დონის ისტორიკოსი და ღვთისმეტყველი.
თავის ჰერმენევტიკულ ნაშრომში კირილე იყენებს მეთოდს, რომელიც არის როგორც კომპლექსური, ასევე რთული, მეთოდს, რომელიც არის ხან მორიგეობით და ხან ერთდროულად სიტყვა-სიტყვითი ალეგორიული, ანალოგიური და ისტორიული ეკზეგეზა. ხშირად მისი შენიშვნები ერთი სიტყვის ბგერით ფორმასა და აზრობრივ შინაარსზე აღნიშნულ მეთოდს აახლოვებენ თანამედროვე სემიოტიკის მეთოდს. კირილეს მიერ გამოყენებული მეთოდი წარმოჩნდება როგორც გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ჩვენი თემისათვის. მართლაც, მხოლოდ ასეთი მეთოდი, ე. ი. კომბინირება და შერევა მრავალი მეთოდებისა, აძლევს მას საშუალებას მიაღწიოს აპოკალიფსის წიგნის პირად ინტერპრეტაციას. უფრო მეტი განვრცობისათვის მოვიტან სამ მაგალითს ფილადელფიის ეკლესიის მიმართ ეპისტოლედან. ასე მაგალითად, კირილე ხანგრძლივად განმარტავს განსაზღვრებების წმიდასა და ჭეშმარიტების (გამოცხ. 3, 7) მნიშვნელობას, სადაც ეს განსაზღვრებები ბუნებრივად არიან მიკუთვნებულნი ქრისტესადმი, როგორც უპირატესად წმიდისა ჭეშმარიტისადმი. შემდგომ იგივე განსაზღვრებები ალეგორიულად და ანალოგიით მიკუთვნებული არიან ფილადელფია-იბერიის ეკლესიის ეპისკოპოსისადმი, რადგან აგრეთვე ის, როგორც ქრისტე, ფლობს კლიტეს დავითისას, რომლითაც ის განაღებს და ვერავინ დახშას. ეს მეორე ინტერპრეტაცია მას საშუალებას აძლევს შეუდგეს ისტორიულ ეკზეკეზას და მიაკუთვნოს იბერიის სამეფოსა და ეკლესიას წმიდათა ათასწლოვანი მეფობის დამფუძნებლისა და ხელმწიფის ესქატოლოგიური როლი (გ.885-894). იგივე მეთოდი არის გამოყენებული იერუსალიმის შესახებ (გამოცხ. 3, 12) განმარტებისათვის. ამგვარად, ძველი იერუსულიმი მორიგეობით ნიშნავს ძველი აღქმის იერუსალიმს, მუსულმანების მიერ დაპყრობილ იერუსალიმს და ზოგადად ისტორიული პერიოდისას. ახალი იერუსალიმი კი ნიშნავს ახალი აღთქმის იერუსალიმს და წმიდათა ათასწლოვანი მეფობის იერუსალიმს, როგორც ზეციური და საუკუნო ქალაქის წინახატს. ბოლოს, განღებული კარისა და დავითის კლიტეს მეტაფორების შესახებ მსჯელობისას, კირილე ნათლად განასხვავებს ბგერით ფორმასა და აზროვრივ შინაარსს, სადაც აზრობრივი შინაარსი აღნიშნავს ღვთის მიერ საქართველოს პატარა სამეფოსათვის მინიჭებულ ხელმწიფებასა და სიძლიერეს (გ.895-908).
აუცილებელი წინასწარი შენიშვნების შემდეგ ვნახოთ, თუ როგორ ახერხებს ჩვენი ეკზეგეტი ასეთ გამბედავ განმარტებას იბერიის შესახებ, განმარტებას, რომელიც აბსოლუტურად უცხოა ბერძნული ეკზეგეტიკური ტრადიციისათვის.
1. უპირველეს ყოვლისა, კირილე შენიშნავს, რომ ფილადელფიის ეკლესის ანგელოზის მიმართ ეპისტოლეს უკავია მეექვსე ადგილი სარდიკია-ანტიოქიის ეკლესიის მიმართ ეპისტოლეს შემდეგ და ლაოდიკია-რუსეთის ეკლესიის მიმართ ეპისტოლეს წინ. მართლაც, იბერიამ მიიღო ქრისტიანობა ანტიოქიის შემდეგ და რუსებზე ადრე, კონსტანტინე დიდის მეფობისას, `ღვთისნიერი ქალის წყალობით~ (გ.831).
2. იგი აგრეთვე შენიშნავს, რომ ფილადელფიის ეკლესია არის ერთადერთი შვიდ ეკლესიას შორის, რომლისთვისაც `დაწნულია დიდების გვირგვინი და რომელსაც ეძღვნება დიდი ქება და კეთილი აღთქმები~. მართლაც, ქრისტიანულ ეკლესიებს შორის მხოლოდ იბერიის ეკლესიას არ გადაუხვევია არასოდეს მართლმადიდებლობის დოგმებიდან და ტრადიციებიდან, არასოდეს მოპყრობია უყურადღებოდ სახარებისეულ ზნეობრივ სათნოებებს და არასოდეს განუცდია არამართლმადიდებელი თუ ურწმუნო, უცხო ძალის გაბატონება ან უარყოფითი გავლენა (გ.831). სწორედ ამ ორ ელემენტს (ეპისტოლეს ადგილმდებაროება და შინაარსი) მიჰყავს კირილე ორი ეკლესიის გაიგივებსთან. შემდეგ, რა თქმა უნდა, ეკზეგეტი იპოვის სხვა `დამახასიათებელ ნიშნებს~, რომლებიც განამტკიცებენ და მისი აზრით უეჭველს გახდიან აღნიშნულ გაიგივებას.
3. ასე, მაგალითად: თურქების უღლის ქვეშ მყოფი ბერძნებისადმი ქართველების მიერ გამოხატული კაცთმოყვარული დამოკიდებულების გამო იბერიას ეწოდა ფილადელფია, უფრო გულწრფელი და მტკიცე დამოკიდებულებისა ვიდრე რუსების მიერ იყო გამოხატული (გ.882, 883).
4. სტეფანეს ლექსიკონის მიხედვით, აღმოსავლეთში სამი ქალაქი ატარებს ფილადელფიის სახელს. ეს გარემოება გულისხმობს იბერიის დაყოფას სამ სამეფოდ: იმერეთი, ქართლი და კახეთი (გ.882).
5. ეპისტოლეში დგას განღებული კარისა და დავითის კლიტეს საკითხი. განღებული კარი ნიშნავს, რომ `კონსტანტინე დიდის მეფობიდან ჩვენს დრომდე მათი პატარა სამეფო ქრისტემ გაზარდა დიდ სახელმწიფოდ და ვერც ერთმა სახელმწიფომ უძველესმა, შუასაუკუნეობრივმა თუ თანამედროვემ ვერასოდეს მოახერხა მასზე ბატონობა (...), მაშინ როდესაც მისი უღმერთო და ბოროტმოქმედი მტრები იყვნენ იმდენად მრავალრიცხოვანნი, კარგად შეიარაღებულნი და მამაცნი, მსგავსნი ველური მხეცებისა~ (883).
6. რაც შეეხება დავითის კლიტეს, კირილე მას ადარებს ქართველი მეფეების უძველეს ტრადიციას ეტარებინათ დიდი მეფეებისა და წინასწარმეტყველების, დავითისა და სოლომონის სახელები, როგორც ამასვე გვამცნობს იერუსალიმის პატრიარქის, ქრისანთოს ნოტარასის სინტაგმატიონი.
7. უფრო მეტიც, განღებული კარისა და დავითის კლიტეს საშუალებით `წმინდა იოანეს სურდა განეცხადებინა (ეწინასწარმეტყველა) ერთის მხრივ ქრისტიანული სარწმუნოების მტრების დამარცხება, ხოლო მეორეს მხრივ, დამონებული მართლმადიდებლობის აღორძინება (გათავისუფლება) და მათი მძლავრი და დაუმარცხებელი სახელმწიფოს აღდგენა, რომელიც ათას წელს იარსებებს (გ.883).



გაგრძელება http://mamuli.net/portal/ge/forum/forum_po...sp?TID=333&PN=1



რა აზრის ხართ? smile.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 5 2010, 04:23 PM
პოსტი #2


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



llaasshhaa
ციტატა
ბუქარესტში მოღვაწე ბერძენი ბერი კირილე ლავრიოტისი.
მამა კირილეს მთელი სიცოცხლე მიუძღვნია იოანეს გამოცხადების განმარტებისათვის. თავისი შრომებით იგი სრულიად განსხვავდება აპოკალიფსისის სხვა ეკზეგეზეტებისაგან.



წმინდანია? თეოლოგი იყო თუ ღვთისმეტყველი?



--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი May 5 2010, 05:29 PM
პოსტი #3


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



დამატებული მასალა....

სხვა გვერდზე კირილე მშვენივრად გადმოსცემს ფილადელფიის ეკლესიისადმი ეპისტოლეს თავის ისტორიულ ინტერპერტაციას. ის წერს, რომ ფილადელფიის ეკლესიის ეპისკოპოსისადმი მიმართული ეპისტოლე მოთავსებულია აპოკალიფსის წიგნის მე-3 თავის 7-13 მუხლებში. აღნიშნული შვიდი მუხლიდან პირველ ექვს მუხლში სულმან წმიდამ ალეგორიულად გადმოსცა საქართველოს მთელი ისტორია და მიანიშნა იმ ესქატოლოგიურ როლზე, რომლისთვისაც ის არის მოწოდებული. მე-7 მუხლით სული წმიდა მოძღვრავს ქართველებს მიბაძონ ქრისტეს სიწმიდეს და განეშორონ მუსულმანების ბოროტმოქმედებას; მე-8 მუხლი შეიცავს ქართველების ისტორიას მათი გაქრისტიანებიდან წმიდათა ათასწლოვან მეფობამდე მე-9 მუხლი ეხება მუსულმანების ბატონობის პერიოდს, კერძოდ, მუჰამედის გამოჩენიდან კონსტანტინეპოლის დაცემამდე და კონსტანტინეპოლში ოტომანების დაფუძნებიდან მათი ტირანული იმპერიის სრულ განადგურებამდე; მე-10 მუხლი შეიცავს ქრისტეს დამოძღვრას ქართველებისადმი, რომელიც მათ მოუწოდებს იყვნენ უშიშარნი და არავითარი კავშირი არ იქონიონ არც ბოროტმოქმედ მუსულმანებთმან, არც უგუნურ მწვალებლებთან (ლუთერანები და კალვინისტები), არც ხარბი და ანგარებიანი მართლმადიდებელი მეფეების სიცრუესთან (რუსები); ბოლოს მე-12 მუხლში ქართველებისა და სხვა ყველა მართლმადიდებელი ეკლესიების მორწმუნეებისათვის აღთქმულნი არიან უდიდესი ჯილდოები (გ.884).
ბრწყინვალე ისტორიული გზა და განსაკუთრებული ესქატოლოგიური როლი, რომლისთვისაც მოწოდებულნი არიან ქართველები, წარმოადგენენ ღვთის ჯილდოს მათი შეურყეველი ქრისტიანული რწმენისა, მართლმადიდებლობისადმი მოშურნე ერთგულებისა და სახარებისეული დიდი სათნოებისათვის (გ.902-905, 927, 945).
ქართველების ძირითადი დამსახურებებისა და დამახასიათებელ ნიშნებს შორის კირილე ჩამოთვლის შვიდს, იგივენაირად, როგორც ისინი წარმოჩნდებიან ფილადელფიის ეკლესიისადმი ეპისტოლეში. ასე რომ, ჩვენი ბერის მიხედვით, ეპისტოლეში ვხედავთ: `1. რომ ეს სამეფო არის მცირე თავისი სიძლიერისა და ტერიტორიის მიხედვით; 2. რომ ის აღსააარებს აღმოსავლეთის ეკლესიის მართლმადიდებელ სარწმუნოებას; 3. რომ მისი მეზობლები ცდილობენ აიძულონ უარყოს თავისი რწმენა; 4. რომ იგი ცხოვრობს ზედმიწევნით სწორად ქრისტიანული ზნეობრივი კანონების მიხედვით; 5. რომ იგი თავისუფალია მუსულმანების ყოველგვარი ბატონობისა და გავლენისაგან; 6. რომ მან არ განიცადა არავითარი ვნება მეზობელი ხალხებისაგან, რომლებიც ყველა საშუალებით ცდილობენ მატერიალურად და სულიერად დააზიანონ იგი; 7. რომ იბერიის ეკლესიას, რომელმაც ხელშეუხებლად დაიცვა თავისი ქრისტიანული სარწმუნოება და ზედმიწევნით სწორად იცხოვრა სახარებისეული ზნეობრივი სათნოების მიხედვით, ღმერთი იფარავს და განაშორებს მისგან ყველა მტერს~. თითქოს ქრისტე ამბობდა: `ვიცი, რომ შენი ძალი მცირეა; ვიცი, რომ დაიმარხე ჩემი სიტყვა; ვიცი, რომ არ უარყავი ჩემი სახელი, ამიტომ მოგეცი კარი განღებული, რომელსაც ვერავინ დახშავს~ (გ.901).
კირილეს მიხედვით, იბერიის სახელმწიფოს ისტორიული დანიშნულების სიმბოლოა კარი განღებული, ხოლო დავითის კლიტე აღნიშნავს მის ესქატოლოგიურ როლს. ამ ადგილას (გ.883 და სხვაგან) ჩვენი ეკზეგეტი პარალელს ახდენს გამოცხ. 3, 8-სა და ისაია 22, 20-25-ს ღრმად მესიანურ ტექსტს შორის. ამ უკანასკნელზე იყო დაფუძნებული მთელი ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ესქატოლოგიური ლიტერატურა ღვთის რჩეული გლახაკი მეფის შესახებ. ამ ტექსტში იაჰვე წარმოჩნდება როგორც თავისი მსახურისათვის დიდებისა და დავითის სახლის კლიტეს მიმნიჭებელი, მისთვის ძალაუფლების მიმცემი და დიდების ტახტზე დამადგინებელი. სხვა ადგილას კირილე წერს (გ.900): `აქედან გამომდინარეობს, რომ აღმოსავლეთში მხეცის სრული დამარცხების შემდეგ, იბერიიდან წარმოიმართება ხელმწიფე და მეფე, რომელიც მართავს მორწმუნეებს, უფლის ჭეშმარიტი გზით ატარებს მათ და ამავე დროს ჩაშლის მტრების მზაკვრობებსა და მრავალრიცხოვან ხაფანგებს~. მუსულმანური მხეცის სრული დამარცხება მოხდება ღვთის მიერ დანიშნულ ჟამს (გ.924), როდესაც უფლის მიერ დანიშნული ჟამი მოვალს, მუსულმანები მრავალრიცხოვანი ჯარით შეუტევენ იბერიას, მაგრამ `ღვთის ძალით დაცული~ მართლმადიდებელი ქართველები გაანადგურებენ ურწმუნოებს და `სრულ და საუკუნო დავიწყებას მისცემენ მათ ტირანიას მთელ აღმოსავლეთში~ (გ.920). ამგვარადვე განადგურდებიან ანტიქრისტეს ყველა სხვა ძალები და ასე დაარსდება წმიდათა ათასწლოვანი მეფობა, მსოფლიო მართლმადიდებელი და მესიანური იმპერია, რადგან ყველა სხვა მმართველობა და ძალაუფლება გაქრება. შემდეგ მართლმადიდებელი სარწმუნოების მისაღებად მოვლენ `მთელი ებრაელები, მუსულმანთა დიდი რიცხვი, პაპისტები, ზოგიერთი ათეისტი და ვოლტერის მიმდევარი~ (გ.947).
ისინი, ვინც მოისურვებენ თავისი უღმერთობისა ან მცდარი სარწმუნოებისადმი ერთგულებას, მეგობრობისა და მოკავშირეობის სათხოვნელად მიმართავენ ახალ მართლმადიდებელ ხელმწიფეს და დაემორჩილებიან მას, როგორც ვასალები და სახელმწიფოს მართლმადიდებელი მოქალაქეების მსახურები (გ.916-918).
ქართველი ხელმწიფის მისია, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის შურისმაძიებლისა ანტიქრისტეს ერებისა და მათი მმართველების წინააღმდეგ, წარმოჩნდება აპოკალიფსის ყველა ხილვებში, სადაც ჩვენ ვხედავთ ანგელოსს, რომელმაც `დასთხია ლანკანი თვისი მდინარესა ზედა დიდსა ევფრატისასა~ (გამოცხ. 16, 12), `და მიჰყო... მანგალი თვისი ქუეყანასა და მომკო ქუეყანა~ (გამოცხ. 14, 16), `მოჰკრიბა ვენახი ქუეყანასა და შთადგა საწნეხელსა მას დიდსა გულის წყრომისა ღმრთისასა~ (გამოცხ. 14, 19), რომელსაც `აქუნდა კლიტე უფსკრულისა და ჯაჭვი დიდი ხელსა მისსა. და შეიპყრა ვეშაპი იგი და გუელი დასაბამისა, რომელ არს ეშმაკი და სატანა, და შეჰკრა იგი და დაბეჭდა მას ზედა, რათა არღარა აცთუნებდეს წარმართთა მერმე, ვიდრე აღესრუოს ათასი წელი (გამოცხ. 20, 1-3), რომლის მიერაც `შეპყრობილ იქმნა მხეცი იგი და მისთანა ცრუ-წინასწარმეტყველი იგი, რომელმან ჰქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, და რომლითა აცთუნნა იგინი, რომელსა მიეღოს ბეჭედი მხეცისა და თაყუანის-ჰსცეს ხატსა მისსა. და ცოცხლივ შთავარდეს ორნი იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი იგი იწვების წუნწუბითა~ (გამოცხ. 19, 20).
ყველა ხილვა, რომელიც აპოკალიფსში ეხება მორწმუნეების საბოლოო გამარჯვებასა და ქრისტეს მეუფების დადგინებას, ჩვენი ავტორის მიერ გაგებული არის როგორც წმიდათა ათასწლოვანი მეფობის მომასწავებელი. ამგვარად ივარაუდება აპოკალიფსის წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილის კავშირი ქართველების ესქატოლოგიურ როლთან.
ამ ახალ გარემოებაში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის დადგენით, მორწმუნე მეფე `რომელსაც გვირგვინს დაადგამს იბერიის ეპისკოპოსი და რომელიც ღვთის წინასწარგანზრახვით უწინარეს ყოველთა საუკუნეთა იყო მოწოდებული მეფობისათვის (გ.910), `რომელიც არის მორწმუნე მეფეების უძველესი ოჯახის შთამომავალი~(გ.5961), გახდება `უფრო დიდებული მეფეთა მეფე და უფალთა უფალი (გ.936) და `მადლით სიტყვა ღვთისა~ (გ.952); იბერიის ეპისკოპოსს ექნება წოდება და ნამდვილად იქნება `დამოუკიდებელი ეპისკოპოსი მეფედ კურთხევისა და მღვდელმთავრად ხელდასმის უფლებებით~; `და ამ ორი მეუფის მმართველობის ქვეშ მყოფი~ მორწმუნე ხალხი `იქნება და მას ეწოდება წმინდა ერი, სამეუფო სამღვდელოება და რჩეულთა ერი~ `და თქვენს დედაქალაქს ეწოდება ახალი იერუსალიმი~; ეპისკოპოსი იზრუნებს სულიერ დამწყსაზე და მეფე კი ღვთის ერის სამოქალაქო მმართველობაზე (გ.936) წმიდათა ათასწლოვანი მეფობისას იბატონებს სახარებისეული სამართლიანობა, მორწმუნეთა მმართველობა განხორციელდება სიბრძნითა და ღვთის სამართლის მიხედვით. ეპისკოპოსი გარშემორტყმული იქნება წმინდა სინოდით და მეფე კი ბრძენთა, ერისკაცთა და სასულიერო პირთა საბჭოთი. ამგვარად, უსამართლობა, ამბოხება და საიმპერატორო დინასტიის შეცვლა იქ არ მოხდება.
წმიდათა ათასწლოვანი მეფობის ბუნება, მისი მოწყობა და რელიგიური, სოციალური და პოლიტიკური მმართველობა აღწერილნი არიან კირილე ლავრიოტისის მიერ თავის სიტყვაში. საკითხი ეხება იმპერიას, რომლის შენობის აგებაც შეძლო ჩვენმა ბერმა სხვადასხვა მასალების სესხებით ექატოლოგიური ლიტერატურიდან, ოტომანთა იმპერიის სინამდვილიდან და ევროპელი მოაზროვნეების იდეებიდან ლიბერალური დესპოტიზმის შესახებ.
საკითხი, რომელიც წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ სიტყვაში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ჩვენი თემისათვის, არის ნაბუქოდონოროსის მიერ ჩვენებაში ხილული ქანდაკების ინტერპრეტაცია. საქმე ეხება ბიზანტიურ და პოსტ-ბიზანტიურ ესქატოლოგიურ ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ტექსტს. აღნიშნულ ტექსტსა და იბერიის ესქატოლოგიურ როლს შორის პარალელის გავლებით, კირილე ახდენს ახალი და გამბედავი ეკზეგეზის მცდელობას, მიზნად ისახავს რა განამტკიცოს აპოკალიფსის საკუთარი კომენტარი და პასუხი გასცეს მოწინაამდეგეების შენიშვნებსა და დაცინვებს. ჩვენ შემოვიფარგლებით დანიელის წიგნის 22, 34-35 და 44 მუხლების განმარტებით, რადგან მათ უფრო პირდაპირი კავშირი აქვთ ჩვენს თემასთან (გ.5881-5892). `შენ უყურებდი: უცბად ერთი ქვა, ვინმეს ხელშეუხებლად მოწყდა და მოვიდა და დაეჯახა ქანდაკებას (...) და ქვა, რომელიც დაეჯახა ქანდაკებას გახდა დიდი ქვა და გაავსო მთელი ქვეყანა (...). ამ მეფეების დროს ზეცათა უფალი დააფუძნებს სამეფოს, რომელიც არასოდეს განადგურდება და ამ სამეფოს სხვა ერი ვერ დაეპატრონება~.
ქანდაკების ფეხები, კირილეს მიხედვით, სიმბოლურად ნიშნავს ორ უკანასკნელ იმპერიას, რომლებიც არიან ანტიქრისტეს ორი ძალა, ისლამი და პაპიზმი, რომელთაც აპოკალიფსის მე-13 თავში ორი მხეცი ეწოდებათ: დანიელის ხილვის მთა პირველადი მნიშვნელობით აღნიშნავს ისრაელის თორმეტ ტომს და მეორადი მნიშვნელობით (ანალოგიით) მართლმადიდებელ მეფეებს. ბიზანტიელმა იმპერატორებმა თავისი ღვთისმოშიშების სანაცვლოდ ღვთისაგან მიიღეს მეუფება და ძალი. მაგრამ ისინი განშორდნენ უფლის გზას და ღვთისაგან დაისაჯნენ (გ.904, 5895). შემდგომ უფალმა თავისი ძალაუფლება მიანდო რუსეთის მართლმადიდებელ მეფეებს, მაგრამ მათაც გადაუხვიეს ჭეშმარიტ გზას და იწვევენ ღვთის მრისხანებას. ქვა, რომელიც ვინმეს ხელშეუხებლად მოწყდა მთას, უპირველესად ნიშნავს ქრისტეს და შემდეგ `ყველა მორწმუნეს და აღმოსავლეთის ეკლესიის სარწმუნოების ერთგულ ყველა მორწმუნე სახელმწიფოს~. დღეს (1821 წელს) იბერიის ძალიან მცირე სამეფო არის ერთადერთი მორწმუნე სახელმწიფო, რომელიც აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენის ერთგული დარჩა. ამპარტავნებითა და სიხარბით შეპყრობილმა რუსეთის მეფეებმა ხელჰყვეს საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოუკიდებლობა; `მათ მიიტაცეს მათი გვირგვინი~, სხვანაირად რომ ვთქვათ, რუსეთის პოლიტიკურ და საეკლესიო ხელისუფლებას შეუერთეს. ქართველი ხალხი მამაცურად და თავგანწირვით იბრძვის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის და ღმერთი შეეწევა მას ამ საუნჯის მოპოვებაში. ასე რომ, ქვა, საქართველო, მოწყდება მთას, გათავისუფლდება რუსეთის ბატონობისაგან, ვინმეს ხელშეუხებლად, რუსეთის პოლიტიკური და საეკლესიო ინსტანციების გადაწყვეტილებისა და თანხმობის გარეშე. და ეს ქვა გახდება დიდი მთა, რომელიც დაამსხვრევს და მტვრად აქცევს ყველა სხვა სამეფოებს. `ქვამ, ამბობს წმინდა წერილი, დაამსხვრია ქანდაკების რკინისა და გამომწვარი თიხის ფეხები, რომლებიც დაემსგავსნენ ზაფხულში ჰაერში გაბნეულ ბზეს. ეს უდიდესი საიდუმლო პირველად ბრწყინვალედ იქნა აღსრულებული ჩვენი უფლის განკაცებით (...); ის აღსრულდება მეორედ კიდევ უფრო ბრწყინვალედ, როდესაც ამ პატარა სამეფოში მოვა კეთილდღეობა და მზისქვეშეთის ყველა სახელმწიფოები და ძალაუფლებანი, დიდნი და პატარანი, მის ფერხთა წინაშე გარეთხმებიან~ (გ.5886). თვით `რუსეთი, რომელიც ამჟამად დიდად არის განვრცობილი და ამპარტავნებს თავის დიდებულებით, განიძარცვება იმ რეგიონებისა და უცხო სამეფოებისაგან, რომლებიც მან შეიერთა; დამცირებული, იგი იქნება შემოფარგლული მხოლოდ საკუთარი საზღვრებით~ (გ.5843). თავისი სიხარბისა და სხვა ცოდვებისათვის რუსეთი დაისჯება. მისი დიდება და სიძლიერე კიდევ მხოლოდ მცირედ როით გაგრძელდება; ის დაეცემა და თავის დაცემულ მდგომარეობაში გამოჩნდება `უბადრუკი, საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი~, როგორც უფალმა იწინასწარმეტყველა ლაოდიკია-რუსეთის ეკლესიისადმი ეპისტოლეში. `ღმერთმა დაგვიფაროს!~ (გ.5958); ამ ადგილას კირილე ახდენს შედარებას ქვასა, რომელიც გახდა დიდი მთა და ძე წულს, რომელსაც შობს მზით შემოსილი დედაკაცი (გამოცხ. 12, 1-5) შორის. ეს საკითხი მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. კირილე წერს: `ამგვარად, მზით შემოსილი დედაკაცის მიერ შობილი ვაჟი, ორი მოწმის (დამონებული მართლმადიდებლობის სიმბოლოები) დახმარებით, როგორც პატარა ქვა ქანდაკების _ ოტომონთა ბრწყინვალე და დიდებული იმპერიის _ დამსხვრევის შემდეგ, თავისი ერთგული მსახურის სამეფოს გახდის მთად, რომლის ჩრდილიც ათასი წლის განმავლობაში დაფარავს მთელ ქვეყნიერებას~ (გ.5876). ეს მცირე ნაწყვეტი, რომელშიდაც შეკრებილი და დალაგებულია მესიანური და ესქატოლოგიური ლიტერატურის სამი ძირითადი სიმბოლო (აპოკალიფსის ძე წული, ისაიას ერთგული მსახური და დანიელის ქვა, რომელიც გახდა მთა), ყველაზე მოკლედ და მეტყველად გამოხატავს კირილე ლავრიოტისის ნააზრევს, იბერიის ესქარილოგიური როლის მისეულ ხედვას.
აღნიშნული ტექსტების ანალიზის მეთოდი უეჭველად კირილეს ეკუთვნის. მასვე ეკუთვნის ფილადელფიის ეკლესიის იბერიის ეკლესიასთან გაიგივების იდეა. შეიძლება იგივე ითქვას საქართველოს ესქატოლოგიური როლის შესახებ? განა არ შეეძლო ჩვენს ავტორს საიდანმე აიღო ეს იდეა, გაეთავისებინა და `მოვლენათა განვითარების~ 15 მისეული ხედვისა და ინტერპრეტაციისათვის შეესაბამებინა? ორმოცდაათირდე წლით ადრე (1767 ან 1774 წელს) სხვა ბერძენმა ინტელექტუალმა, პანტაზეს ლარისელმა, რომელიც ასევე ბუქარესტში ცხოვრობდა და დაკვირვებისათვის ამ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილიდან იკვლევდა და განმარტავდა მოვლენებს, დაწერა ლეონ ბრძენის კონსტანტინეპოლის გაპარტახებისა და აღორძინების შესახებ წინასწარმეტყველების _ ეკზეგეზა. ის იქ ამტკიცებდა, რომ კონსტანტინეპოლის გამათავისუფლებელი მეფე იქნებოდა ვინმე იურტზისი. ესქატოლოგიური ტექსტების პანტაზესისეული ოთხი კომენტარი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი 1767-1792 წლების რუსეთ-თურქეთის ომებთან და გამოხატავენ ბერძენი ხალხის დიდი ნაწილის ღრმა რწმენას იმის შესახებ, რომ დამონებული მართლმადიდებლობის მომავალი გამათავისუფლებელი იქნება რუსეთის მეფე. ოცი წლის წინ, პანტაზესის ეკზეგეზებზე მუშაობისას გამოვთქვი შეხედულება ამის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო გავლებულიყო პარალელი უცნობ იურტზისსა და გრიგოლ ორლოვსა ან გიორგი პაპაზოლისს შორის, რადგან ორივემ აქტიური მონაწილეობა მიღეს რუსეთ-თურქეთის ომში და იმ ეპოქის ბერძნულ იდეოლოგიურ მიმდინარეობებში. დღეს იქნებოდა კი შესაძლებელი გამოგვეთქვა ჰიპოთეზა გარკვეული სიახლოვის შესახებ პანტაზესის იურტიზისსა და გიორგის შორის, რადგან ეს სახელი 1014 წლიდან კირილეს პერიოდამდე მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს სამეფო დინასტიასთან? სხვანაირად რომ ვთქვათ, შესაძლებელი იქნებოდა გვეფიქრა, რომ პანტაზესმა, როგორც კირილემ, რომელიმე ქართული წყაროებიდან, ქართული ესქატოლოგიური ტექსტიდან, წინასწარმეტყველებიდან, პროგნოსტიკონიდან და სხვ. აიღო აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერიის აღმშენებლობის პერსონაჟი? ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ტექსტები არსებობდნენ და ცირკულირებდნენ. თუ ეს ტექსტები არსებობდნენ, ჩვენი კვლევა უნდა განვითარდეს შემდეგი მიმართულებით: უნდა ვეძიოთ, თუ როგორ შეიტყვეს ამის შესახებ ჩვენმა ორმა ავტორმა და როგორ შეძლეს ამ ტექსტების შეთავსება განსხვავებულ სინამდვილესთან, ბერძნულ სამყაროსა და ზოგადად მართლმადიდებლობის სინამდვილესთან


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 5 2010, 05:39 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(llaasshhaa @ May 5 2010, 04:20 PM) *

რა აზრის ხართ? smile.gif


რა აზრის ვარ და - იმას თავი დავანებოთ, რამდენად რეალურია თუ ირეალური ეს ყველაფერი.
უფრო სხვა რაკურსით გეტყვი : ელემენტარულად, სასარგებლო არაა ქართველებისთვის ასეთი დამოკიდებულებები.
როდის უნდა დამთავრდეს ეს მეზღაპრეობა და უსაფუძვლო მეოცნებეობა, ვერ მესმის.
გადახედეთ რა, საერთოდ რა ხდება ქვეყანაში, გინდ ერში და გინდ ბერში.
მართლმადიდებლური პაპიზმი, რელიგიური ექსტრემიზმი, გაუნათლებლობა, ათეიზმი, მკრეხელობა,
გარყვნილება, ლოთობა და ჭამა-სმა. კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო.
დეგრადაციისკენ მიდის ერი, სულიერადაც და ხორციელადაც.
რა მესიანიზმი და რა გაბრწყინება. ასეთი იდეები, ბერძნებსაც აქვთ, რუსებსაც და რა ვქნათ ეხლა?!
ღმრთისმშობლის წილხვედრი რომაა საქართველო, ხო ყველას ტვინი წავჭამეთ ტრაბახით და ამაყობით,
ვალდებულებას კი ნაკლებად ვგრძნობთ.
ხანდახან მგონია, რომ ღრმა, ხანგრძლივი, ლეთარგიით ვართ შეპყრობილი და კაცმა არ იცის, როდის გამოვიღვიძებთ.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი May 5 2010, 05:41 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(terra @ May 5 2010, 05:39 PM) *

რა აზრის ვარ და - იმას თავი დავანებოთ, რამდენად რეალურია თუ ირეალური ეს ყველაფერი.
უფრო სხვა რაკურსით გეტყვი : ელემენტარულად, სასარგებლო არაა ქართველებისთვის ასეთი დამოკიდებულებები.
როდის უნდა დამთავრდეს ეს მეზღაპრეობა და უსაფუძვლო მეოცნებეობა, ვერ მესმის.
გადახედეთ რა, საერთოდ რა ხდება ქვეყანაში, გინდ ერში და გინდ ბერში.
მართლმადიდებლური პაპიზმი, რელიგიური ექსტრემიზმი, გაუნათლებლობა, ათეიზმი, მკრეხელობა,
გარყვნილება, ლოთობა და ჭამა-სმა. კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო.
დეგრადაციისკენ მიდის ერი, სულიერადაც და ხორციელადაც.
რა მესიანიზმი და რა გაბრწყინება. ასეთი იდეები, ბერძნებსაც აქვთ, რუსებსაც და რა ვქნათ ეხლა?!
ღმრთისმშობლის წილხვედრი რომაა საქართველო, ხო ყველას ტვინი წავჭამეთ ტრაბახით და ამაყობით,
ვალდებულებას კი ნაკლებად ვგრძნობთ.
ხანდახან მგონია, რომ ღრმა, ხანგრძლივი, ლეთარგიით ვართ შეპყრობილი და კაცმა არ იცის, როდის გამოვიღვიძებთ.

გეთანხმები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 5 2010, 05:51 PM
პოსტი #6


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



sandro40
საინტერესოა რომ ეთანხმები biggrin.gif

გვერდით თემაში ერთ-ერთი დასახელებულთაგანი კი გამომაჟღავნე tongue.gif


***
ბევრია წასაკითხი და გასაანალიზებელი, ამიტომ ნელ-ნელა დავუყვები smile.gif

მე კითხვა მაქვს: ფილადელფიის ეკლესიას კიდევ რომელ ეკლესიასთან აიგივებენ? ნუ გარდა იბერიის ეკლესიისა, რომელიც კირილესთან გვხვდება smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი May 5 2010, 05:58 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
რა აზრის ხართ?


დემაგოგიაა...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი May 5 2010, 06:08 PM
პოსტი #8


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
რა აზრის ვარ და - იმას თავი დავანებოთ, რამდენად რეალურია თუ ირეალური ეს ყველაფერი.უფრო სხვა რაკურსით გეტყვი : ელემენტარულად, სასარგებლო არაა ქართველებისთვის ასეთი დამოკიდებულებები.როდის უნდა დამთავრდეს ეს მეზღაპრეობა და უსაფუძვლო მეოცნებეობა, ვერ მესმის.გადახედეთ რა, საერთოდ რა ხდება ქვეყანაში, გინდ ერში და გინდ ბერში.მართლმადიდებლური პაპიზმი, რელიგიური ექსტრემიზმი, გაუნათლებლობა, ათეიზმი, მკრეხელობა, გარყვნილება, ლოთობა და ჭამა-სმა. კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო.დეგრადაციისკენ მიდის ერი, სულიერადაც და ხორციელადაც.რა მესიანიზმი და რა გაბრწყინება. ასეთი იდეები, ბერძნებსაც აქვთ, რუსებსაც და რა ვქნათ ეხლა?!ღმრთისმშობლის წილხვედრი რომაა საქართველო, ხო ყველას ტვინი წავჭამეთ ტრაბახით და ამაყობით,ვალდებულებას კი ნაკლებად ვგრძნობთ.ხანდახან მგონია, რომ ღრმა, ხანგრძლივი, ლეთარგიით ვართ შეპყრობილი და კაცმა არ იცის, როდის გამოვიღვიძებთ

დღეს რანი ვართ ამაზე არაა საუბარი, საუბარია რა მისია გვაქ და როგორი იქნება საქართველო

იცი რას ვადარებ სენ დამოკიდებულებას? როგორც ლაზარეს აღდგინება რომელიც 4 დღის მკვდარი იყო არავის წარმოედგინა და სისულელედაც მიაჩნდათ ალბათ ბევრს ასევეა დღესაც რო სეხედავს კაცი საქართველოს მართლაც რომ რას ვგავართ მაგრამ როგორც ლაზარე აღადგინა დარწმუნებული ვარ საქართველოსაც ასევე სასწაულებრივად სულიერად აღადგენს უფალი smile.gif ამას დრო უნდა და ბევრი შრომა


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი May 5 2010, 06:10 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(llaasshhaa @ May 5 2010, 06:08 PM) *

დღეს რანი ვართ ამაზე არაა საუბარი, საუბარია რა მისია გვაქ და როგორი იქნება საქართველო

იცი რას ვადარებ სენ დამოკიდებულებას? როგორც ლაზარეს აღდგინება რომელიც 4 დღის მკვდარი იყო არავის წარმოედგინა და სისულელედაც მიაჩნდათ ალბათ ბევრს ასევეა დღესაც რო სეხედავს კაცი საქართველოს მართლაც რომ რას ვგავართ მაგრამ როგორც ლაზარე აღადგინა დარწმუნებული ვარ საქართველოსაც ასევე სასწაულებრივად სულიერად აღადგენს უფალი smile.gif ამას დრო უნდა და ბევრი შრომა

და საიდან მოიტანე რომ საქართველე ლაზარეა, იქნებ ყარა-ყალმუყეთია ლაზარე biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 5 2010, 06:13 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(llaasshhaa @ May 5 2010, 06:08 PM) *

დღეს რანი ვართ ამაზე არაა საუბარი, საუბარია რა მისია გვაქ და როგორი იქნება საქართველო

იცი რას ვადარებ სენ დამოკიდებულებას? როგორც ლაზარეს აღდგინება რომელიც 4 დღის მკვდარი იყო არავის წარმოედგინა და სისულელედაც მიაჩნდათ ალბათ ბევრს ასევეა დღესაც რო სეხედავს კაცი საქართველოს მართლაც რომ რას ვგავართ მაგრამ როგორც ლაზარე აღადგინა დარწმუნებული ვარ საქართველოსაც ასევე სასწაულებრივად სულიერად აღადგენს უფალი smile.gif ამას დრო უნდა და ბევრი შრომა


ლაშა, მე მწამს, რომ უფლისთვის არაფერია შეუძლებელი, მაგრამ ამისთვის,
სინერგიაა საჭირო. ჩვენი კეთილი ნებაცაა საჭირო. სინანულია საჭირო, სინანული!!

დღეს ამას ვერ ვხედავ.
ხვალ და ზეგ არ ვიცი რა იქნება.

მე სახარების მწამს და არა მესიანისტური იდეების.
ისრაელიც რჩეული იყო, მაგრამ დედა ეტირათ.
იმიტომ, რომ ასე მოინდომეს.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი May 5 2010, 06:16 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(terra @ May 5 2010, 06:13 PM) *

ლაშა, მე მწამს, რომ უფლისთვის არაფერია შეუძლებელი, მაგრამ ამისთვის,
სინერგიაა საჭირო. ჩვენი კეთილი ნებაცაა საჭირო. სინანულია საჭირო, სინანული!!

დღეს ამას ვერ ვხედავ.
ხვალ და ზეგ არ ვიცი რა იქნება.

მე სახარების მწამს და არა მესიანისტური იდეების.ისრაელიც რჩეული იყო, მაგრამ დედა ეტირათ.
იმიტომ, რომ ასე მოინდომეს.

thumbs.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი May 5 2010, 06:17 PM
პოსტი #12


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
სინერგიაა საჭირო. ჩვენი კეთილი ნებაცაა საჭირო. სინანულია საჭირო, სინანული!!

გეთანხმები

ციტატა
დღეს ამას ვერ ვხედავ

ამაშიც, ვერც მე ვერ ვხედავ sad.gif

ციტატა
ხვალ და ზეგ არ ვიცი რა იქნება

ამაშია საქმე smile.gif იმედი არ უნდა დაიკარგოს ...
ციტატა
ისრაელიც რჩეული იყო, მაგრამ დედა ეტირათ.

მართალია

მაგრამ ამ სიტყვებს რას ვუსვრებით უფალი პირდება ღვთისმშობელს რომ მის წილხვედრ ქვეყანას უკანასკნელ ჟამს გააბრწყინებს სულიერად
სწორედ ეს ჟამი როდის დადგება არ ვიცით და დროც უნდა ამიტომ ვთქვი და რო დადგება 100% დარწმუნებული ვარ smile.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 5 2010, 06:24 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398




ციტატა
ამაშია საქმე smile.gif იმედი არ უნდა დაიკარგოს ...

ამინ!!

ციტატა
მაგრამ ამ სიტყვებს რას ვუსვრებით უფალი პირდება ღვთისმშობელს რომ მის წილხვედრ ქვეყანას უკანასკნელ ჟამს გააბრწყინებს სულიერად

სად წერია ეს? როგორ განიმარტება ეკლესიის მიერ?
და რას ვგულისხმობთ გაბრწყინებაში?



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი May 6 2010, 01:32 PM
პოსტი #14


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(Believer @ May 5 2010, 04:23 PM) *

llaasshhaa
წმინდანია? თეოლოგი იყო თუ ღვთისმეტყველი?


უბრალოდ სირია...

მომიტევეთ გულახდილობა biggrin.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 6 2010, 01:43 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(death @ May 6 2010, 01:32 PM) *

უბრალოდ სირია...

მომიტევეთ გულახდილობა biggrin.gif

შეიძლება ორჯერ + დავსვა? laugh.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი May 6 2010, 01:54 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



შეეშვით ტყუილად დავას
მოსახდენი მაინც მოხდება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი May 6 2010, 05:39 PM
პოსტი #17


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



death
ციტატა
უბრალოდ სირია... მომიტევეთ გულახდილობა

რატომ უზრდელობ?


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი May 6 2010, 05:52 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რწმენას თუ არასოდეს ვუღალატებთ ..იერუსალიმი თავისმა ურწმუნოებამ დაღუპა.. ქრისტეს არ მიღებამ..პოლიტიკურმა მიდგომამ საკითხისადმი შეიძლება რწმენაში შეგასუსტოს.. ქრისტიანობა უანგარო სვლაა, და არა შახმატის ჭკვიანური თამაში.


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi kareliZe
პოსტი Apr 15 2011, 12:12 AM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 7-July 08
წევრი № 5,294



მართლმადიდებლური იმპერია პირველად გავიგე მე.
იმპერია და მართლმადიდებლური.


იბერიის გაბრწყინების მჯერა და წმინდა მამების წინასწარმეტყველების, მაგრამ ეს რაღაც ვერ მომხვდა კარგად გონებაში.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Apr 15 2011, 10:05 AM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ადამიანი უნდა მიხვდეს რომ ცოდვილია და ებრძოლოს თავის შეცდომებს,
რა საჭიროა ეს წინასწარმეტყველებები რომლებიც ადამიანში ამპარტავნობას და განსაკუთრებულობის გრძნობას აღძრავს?
ქრისტიანი უნდა იყოს თავმდაბალი, უყვარდეს მოყვასი, შეეცადოს მაქსიმალურად დაიცვას ცნებები და ეს მისცემს შანსს რომ გადარჩეს და განა სხვა მიზანი აქვს ადამიანს გარდა გადარჩენის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 10:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი