IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 4 5 6 7 8 >  
Reply to this topicStart new topic
> ჰქონდა თუ არა იუდას შანსი თავი დაეხსნა
A.V.M
პოსტი Sep 6 2014, 12:59 AM
პოსტი #101

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

esre ars cheshmariteba
ციტატა
სხვათაშორის ბევრი რამე ვისწავლე ფორუმელებისგან და ბოლოსდაბოლოს აფხაზი იმდენი მეჩიჩინა რომ გავიგე ის თუ რას ასწავლის მართლმადიდებლობა გამოსყიდვასთან დაკავშირებით,

ხოდა , აგაშენათ ძმაო შენც და აფხაზიც ღმერთმა .
პირადში რომ ისაუბროთ , ხოლმე უფრო არ აჯობებს? თან როგორ გაუხარდება დათოს...

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Sep 6 2014, 09:51 PM
პოსტი #102

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

ციტატა(A.V.M @ Sep 6 2014, 01:59 AM) *

esre ars cheshmariteba

ხოდა , აგაშენათ ძმაო შენც და აფხაზიც ღმერთმა .
პირადში რომ ისაუბროთ , ხოლმე უფრო არ აჯობებს? თან როგორ გაუხარდება დათოს...

რას ამბობ?! blink.gif მე ვინ ვარ დათოს რომ ვესაუბრო?! wub.gif

როგორ კაცო , უფალმა წინასწარ იცოდეს რომ მე უნდა წავიფორხილო და არ დამეხმაროს?! ეს ხომ სიგიჟეა! უფალმა არ იცის არ იცის არაფერიც არ იცის იმის შესახებ თუ მე ხვალ რას გავაკეთებ... მე და სერგიმ კიასაშვილმა ვისაუბრეთ ამ თემაზე და კარგად მახსოვს სერგი მეუბნებოდა_ ქრისტემ იცოდა რომ იუდა გასცემდა მას , მაგრამ ის მაინც ცდილობდა ისე მოქცეოდა იუდას რომ მოენანიებინა და არ გადაედგა ეს ნაბიჯიო biggrin.gif კაცო ერთი ამიხსენით იცოდაში რას გულისხმობთ? აფხაზს ვთხოვ ამიხსნას , უმორჩილესად გტხოვ აფხაზ იქნებ რამე გამაგებინო blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 7 2014, 11:22 AM
პოსტი #103

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

esre ars cheshmariteba
ციტატა
ქრისტემ იცოდა რომ იუდა გასცემდა მას

არ იცოდა ? biggrin.gif
მოიცა , ეგ შენი კონკრეტული ,,დოგმატია'' თუ ზოგადად , თქვენის სექტა (ანუ , ე.წ. იეჰოვას მოწმეები) ასწავლით მაგას ?
ციტატა
კაცო ერთი ამიხსენით იცოდაში რას გულისხმობთ?

იქამდე არ გეტკინოს არაფერი , მე ეგ არ შევეცადო ... biggrin.gif

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 8 2014, 10:17 AM
პოსტი #104

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

esre ars cheshmariteba
ციტატა
არ მჯერა ! თავიდანვე არ არის განსაზღვრული ჩვენი ცხოვრება .

ზემოთ თავად დაწერე
ციტატა
სცენარს ვერ შეცვლი დიახ ვერანაირად!

ეს ნიშნავს რომ ყველაფერი წინასწარ განზრახულია. ვერ გავიგე კაცო ხან იმას იძახი ხან ამას! როცა რა გაწყობს იმას იტყვი, ეგრე არაა. ჯერ უნდა ჩმამოყალიბდე გაიაზრო მოუსმინო სხვებს და მერე დაიწყო დავა და საკუთარი აზრის დავა. შენ ჯერ დავას იწყებ და მერე გინდა გაიგო .
ის თუ იცი მართლმადიდებლობა რას ამბობს? ამ წინასწარ ცოდნაზე ადამიანის თავისუფალ ნებაზე, ან მართი ურთიერთქმედების შესახებ?

ციტატა
უფალმა არ იცის არ იცის არაფერიც არ იცის

ოხ ოხ ოხ ოხ ასეთი მარგალიტები მართლაც ღირს ერთ წაკითხვად... პირდაპირ ნუ წერ ხოლმე ჯერ დაფიქრდი გაანალიზე და მერე დაწერე. რომ ამბობ უფალმა არაფერი არ იცის ხვალ მე რას გავაკეთებო აბა წინასწარ მცოდნეობა და წინასწარ განჭვრეტა ყველაფრისა აღარ ჰქონია. ან შენ ამბობ შენი მომავალი არ იცის უფალმა ? biggrin.gif ახლა იმაზე დაფიქრდი თუ მომავალი არ იცის უფალმა მაშIნ ადამიანის გარდაცვალება და ამ ქვეყნიდან გასვლა როგორ ხდება? ანუ უფალმა არ იცის წინასწარ ის დრო როდის უნდა დატოვო ეს ქვეყანა და ოპ ექსპრომტად მოხდება ეს ყველაფერი? biggrin.gif

--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 8 2014, 12:18 PM
პოსტი #105

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

ციტატა
უფალმა არ იცის არ იცის არაფერიც არ იცის იმის შესახებ თუ მე ხვალ რას გავაკეთებ...

მერე მეტყვის , სერიოზულად მელაპარაკე თეოლოგიაზე და დოგმატებზეო ...
biggrin.gif

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Sep 8 2014, 10:01 PM
პოსტი #106

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

ოხ ოხ ოხ ოხ ასეთი მარგალიტები მართლაც ღირს ერთ წაკითხვად... პირდაპირ ნუ წერ ხოლმე ჯერ დაფიქრდი გაანალიზე და მერე დაწერე. რომ ამბობ უფალმა არაფერი არ იცის ხვალ მე რას გავაკეთებო აბა წინასწარ მცოდნეობა და წინასწარ განჭვრეტა ყველაფრისა აღარ ჰქონია. ან შენ ამბობ შენი მომავალი არ იცის უფალმა ? biggrin.gif ახლა იმაზე დაფიქრდი თუ მომავალი არ იცის უფალმა მაშIნ ადამიანის გარდაცვალება და ამ ქვეყნიდან გასვლა როგორ ხდება? ანუ უფალმა არ იცის წინასწარ ის დრო როდის უნდა დატოვო ეს ქვეყანა და ოპ ექსპრომტად მოხდება ეს ყველაფერი? biggrin.gif
[/quote]

მოიცა მოიცა , რა მე როდის უნდა მოვკვდე ეს უფალმა იცის? კარგი რა სასაცილოა! blink.gif
მე მამა იმ დროს დამეღუპა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა და თურმე ეს უფალმა იცოდა, თუ როდის დატოვებდა მამაჩემი ამ ქვეყანას? ანუ უფალმა წაიყვანა მამაჩემი ამ ქვეყნიდან? blink.gif თუ ეს ასეა , მაშ რატომ კაცო რა დავაშავე მე რომ უმამოდ დამტოვა რატომ კაცო რატომ? sad.gif მამაჩემი მკვდარია , მაგრამ იმდენად ძლიერ მიყვარს რომ ის ჩემთვის ცოცხალია და მუდამ რეალურია...,, ეხლაც ისე ვარ რომ სულ მუდამ მინდა რომ ჩემ გვერდით იყოს sad.gif . და კიდევ იცი რაა, მამაჩემი ისე მოკვდა რომ მე ვერ მნახა, ისე გულით უნდოდა ჩემი ნახვა, მაგრამ არ დასცალდა, რუსეთში დაიღუპა და 8 წელი არ ვყავდი ნანახი და ისე მოხდა რომ სანამ ჩავიდოდი მანამდე გარდაიცვალა და შენ მეუბნები რომ უფალმა იცოდა ეს წინასწარ და მან გაიყვანა ამ ქვეყნიდან? sad.gif კაცო არ შეიძლებოდა 2 დღე კიდევ ეცოცხლა მამაჩემს უფლის ნ ე ბ ი თ , რომ მე ცოცხალი მენახა? sad.gif

თუ ეკლესიასტეში წერია რომ არის ჟამი სიკვდილისა , ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს უფალმა განუწესა ყველა ადამიანს, არამედ ეს იმას ნიშნავს , რომ ყველა ადამიანს დაუდგება ეს ჟამი ამ ცისქვეშეთში.

ლაზარე არ მომკვდარა უფლის ნებით! იესომ დაინახა როცა ლაზარე მოკვდა და შემდეგ მან კიდევ დააყოვნა ორი დღით იმისათვის რომ როცა მას აღადგენდა , ხალხს ნამდვილად ერწმუნა ლაზარეს აღდგომა რომელიც უკვე 4 დღის მკვდარი იყო და ხრწნადობაში იყო წასული მისი ხორცი. და იცი რა მაინტერესებს ? თოთო ბავშვები რო კვდებიან ეგენი სად მიდიან ან რა აზრი ქონდა მათ დაბადებას ერთი ეგ ამიხსენი რა მართლა მაინტერესებს? blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 9 2014, 12:16 AM
პოსტი #107

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

esre ars cheshmariteba
ციტატა
მოიცა მოიცა , რა მე როდის უნდა მოვკვდე ეს უფალმა იცის? კარგი რა სასაცილოა!

ხოდა იცინე შენ შემოგევლე , ჩვენ თვი გაგვანებ . კარგი ბატონო არ იცის უფალმა ეგ , შენ თუ გინდა ეგრე იყოს შენთვის , ჩვენგან რას ელი ? biggrin.gif

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 9 2014, 11:05 AM
პოსტი #108

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

esre ars cheshmariteba
ციტატა
მოიცა მოიცა , რა მე როდის უნდა მოვკვდე ეს უფალმა იცის? კარგი რა სასაცილოა!
მე მამა იმ დროს დამეღუპა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა და თურმე ეს უფალმა იცოდა, თუ როდის დატოვებდა მამაჩემი ამ ქვეყანას? ანუ უფალმა წაიყვანა მამაჩემი ამ ქვეყნიდან? თუ ეს ასეა , მაშ რატომ კაცო რა დავაშავე მე რომ უმამოდ დამტოვა რატომ კაცო რატომ? მამაჩემი მკვდარია , მაგრამ იმდენად ძლიერ მიყვარს რომ ის ჩემთვის ცოცხალია და მუდამ რეალურია...,, ეხლაც ისე ვარ რომ სულ მუდამ მინდა რომ ჩემ გვერდით იყოს . და კიდევ იცი რაა, მამაჩემი ისე მოკვდა რომ მე ვერ მნახა, ისე გულით უნდოდა ჩემი ნახვა, მაგრამ არ დასცალდა, რუსეთში დაიღუპა და 8 წელი არ ვყავდი ნანახი და ისე მოხდა რომ სანამ ჩავიდოდი მანამდე გარდაიცვალა და შენ მეუბნები რომ უფალმა იცოდა ეს წინასწარ და მან გაიყვანა ამ ქვეყნიდან? კაცო არ შეიძლებოდა 2 დღე კიდევ ეცოცხლა მამაჩემს უფლის ნ ე ბ ი თ , რომ მე ცოცხალი მენახა?

შენ გინდა მე ადამიანმა აგიხსნა უფლის ნება და სურვილი და მისი გადაწყვეტილება? მეკითხები ისეთ კითხვას რაც უფლის გარდა არავინ იცის ? მე რომ გკითხო ადმაინაზე ცხონდება თუ არა შენ მიპასუხებ? ვერა რადგან ეს უფლის ნება და მისი ძალაუფლებაა. მე კიდე მარჩიელი არა ვარ რაღაც ჰიპოთეზები წამოვაყენო.
ახლა იმაზე გაამახვილე ყურადღება და ამ მდგომარებოას სხვნარიად შეხედე, შენი ადამინური ბუნებიდან გონიდან და აზროვნებიდან გამომდინარე აწმყოში ხედავ მოვლენას აფასებ მას და ამბობ როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდა საყვარელი ადამიანი მაშინ გავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ მოდი ახლა იმასა დააკვირდი თუ ღმერთი მომავალს ხედავს და იცის შენი მომავალი როგორი იქნება იცის რა იმ შენი საყვარელი ადამიანის მომავალი, შენი გულიც და გონებაც ამ ყველაფრიდან გამომდინარე დაუშვა ეს ფაქტი. რატომ არუშვებ იმის შესაძლებლობას რომ უფლის ყოვლის მცოდნეობა და წინასწარ ჭვრეტის უნარი ყოველგვარ ადამიანურ სისუსტეზე მაღლა დგას და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენივე სიკეთისთვის თუ გონზე მოსაყვანად ხდება ყოველივე? რომ არა საყვარელი დამიანის დაკარგვა ასეთი ცხოვრება გექნებოდა? ასეთ მოემნტში მუდამ მახსენდება ერთი ამბავი რომელიც ადრე მაქვს წაკითხული. დედას შვილი გარდაეცვლა დამას მერე მუდამ ეკლესიაშიდ ადიოდა ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა მაგრამ ღვთისმშობელს მუდამ იმას შესჩიოდა რატომ წაიყვანე ჩემი შვილი ასე უდროოთო. ერთ დღესაც ამ ქალმა ნახა მისი შვილის მომავალი თუ როგორი იქნებოდა ამ ქვეყნიდან რომ არ გასულიყო. ის მკვლელობის ყაჩაღობისა და ქურდობის გზას ადგა, სხვაც აწიოკებდა ძარცვავდა და აუბედურებდა თავის სულს კიდევ იღუპავდა. ამის მერე მადლობა შესწირა ქალმა უფალს რადგან მისი შვილიდ აღუპვისგან იხსნა. ასე და ამგვარად ჩემო მეგობარე ვერც მე ვერც შენ და ვერც ერთი ცოცხალი ადმიანი უფლის ნებას ვერც განსჭვრეტს და ვერც განსაზღვრავს. (ამ მაგალითით მხოლოდ ამის თქმა მინდოდა, და მეტი არფირს.)
ციტატა
ლაზარე არ მომკვდარა უფლის ნებით! იესომ დაინახა როცა ლაზარე მოკვდა და შემდეგ მან კიდევ დააყოვნა ორი დღით იმისათვის რომ როცა მას აღადგენდა , ხალხს ნამდვილად ერწმუნა ლაზარეს აღდგომა რომელიც უკვე 4 დღის მკვდარი იყო და ხრწნადობაში იყო წასული მისი ხორცი.

არასწორი ფორულირებაა, ლაზარე არ მომკვდარა იმისთვის რომ მომკვდარიყო ეს უფლის სადიდებლად მოხდა, რათა ხალხს ერწმუნა მისი ძალის და ღვთაებრივი ბუნება ამოეცნო მაში.
"ხოლო ვითაცა ესმა იესუს, თქუა: ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან." იოანე თავი 11.
პ.ს ის კი არ უნდა ეცადო მოწინააღდეგეს რომესაც ესაუბრები საკუთარი აზრი თავს მოახვიო ( რასელისტების ქადაგების თავისებურება) არამედ ეცადე გაიგო რისი თქმა უნდა. შენი ქადაგება კი ჭეშმარიტების მიწოდება და მის თვალსაწიერში განთავსებაა, იმ ფორმით და დოზით რა დროსაც ის ამ ყოველივეს უმტკივნეულოდ და უზარალოდ მიიღებს, არანირი ძალადობა და თავზე საკუთარია ზრების მოხვევა.

ციტატა
თოთო ბავშვები რო კვდებიან ეგენი სად მიდიან ან რა აზრი ქონდა მათ დაბადებას ერთი ეგ ამიხსენი რა მართლა მაინტერესებს?

ასეთ რამეს ნურც შმეეკთხები და ნურც მომთხოვ. მე ვინ ვარ უფლის ნება და სუვილის ახსნა ვცადო? ან როგორ ავხსნი შენი აზრით? მე რომ გკითხო შენ რატომ დაიბადე ამ ქვეყნად თქო რას მიპასუხებ?

--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 9 2014, 11:19 AM
პოსტი #109

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

ახლა იმას დაუკვრიდი რასაც ამბობ. ანუ არსებობს ისეთი რამ რაც უფალს არ ემორჩილება და უფლის ნება მასზე არ მოქმედებს ???
ასავე იმასდ აუკვრიდი მე როგორც პიროვნებას მემუქრება ისეთი რამ რაზეც უფალს მეუფება არ აქვს? ანუ ჩემი სიცოცხლე უფლის ნების გარეთაა და ღმერთამ არ იცის მე როდის მოვკვდები ??? ანუ გამოდის არსებობს ისეთი რამ რაც უფალმა არ იცის ????
არ ის გამოგრჩეს მხედველბოიდან როცა უფალთან პრისპირ ვრჩები ვლოცულობ და ვთხოვ ჩემი ახლობლების კარგათ ყოფნას მათ ბედნიერაბას დიდხანს ს ი ც ო ც ხ ლ ე ს (????) ჯამრთელობას. გამოდის ისეთ რამეს ვთხოვ რაც მას არ შეუძლია, ანუ მას არ შეუძლია მომაკვდავი ადამიანი განკურნოს რადგან ავტომატურად ეს მისი სიცოცხლის გახანგძLივებას გამოიწვევს რაც მასზე არაა დამოკიდებული, ამას რომ თავი დავანებოთ, ისეთ რამეს ვთხოვ რაც მას არ შეუძლია: 1 ღმერთს არ შეუძლია ??? 2 რატომ ვლოცულობ თუ არ შეძლია ??? 3 ღმერია თუ ამს რაღაც არ შეუძლია ???

ასე რომ ჩემო მეგობარო უფრო მეტად უნდა ჩაცუღრმავდეთ და ასე ზედაპირულად არ უნდა განვსაჯოთ და ვილაპარაკოთ ნებისმერ მოვლენაზე რაც უფალთან ურთერთქმედებააშია.

პოსტი Sep 9 2014, 10:48 PM
პოსტი #110

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

ციტატა(G_saxva @ Sep 9 2014, 12:19 PM) *

ჯერ ჩემ პოსტში ნახე თუ სადმე მიწერია რომ უფალს რამე არ შეუძლია მეთქი და მერე განმსაჯე! sad.gif . ღმერთი ყოვლისმძლეა , ებრაულად ელშადაი ანუ ყოვლისმძლე _ უფრო სწორად სიტყვასიტყვითი თარგმანი_ღმერთი სიუხვისა ანუ მისი მძლავრი დინამიკური ძალა უხვად და მარადიულად გამოვალს მისგან. მე ვთქვი რომ ღმერთს შეუძლია განჭვრიტოს ის თუ მე რას გავაკეთებ ხვალ , მაგრამ ამას არ აკეთებს, იმისათვის რომ ჩემ თავისუფალ ნებაში არ ჩაერიოს , რატომ? იმიტომ რომ _ სიტყვებს დააკვირდი რა ! ___ თუ უფალმა უკვე იცის რომ მე ხვალ კაცი უნდა მოვკლა , ესეიგი განა ეს მისი ცოდნა იმის მაჩვენებელი არაა , რომ ის აუცილებლად შესრულდება? ხო მეთანხმები ? კი . ხოდა გამოდის რომ ღმერთია დამნაშავე რომ მე ხვალ კაცი უნდა მოვკლა რადგან მან თავისდაუნებურად ძალდაუტანებლად განჭვრიტა , რომ მე კაცი უნდა მოვკლა , რა ასე არაა? ხომ არ ჯობია თავი შეიკავოს ღმერთმა რომ წინასწარ რამე იცოდეს ადამიანის შესახებ? რა ცნობისმოყვარეა განა ღმერთი? აი მე ხომ შემიძლია ცოდვაზე ვიფიქრო რაღაც ბოროტის გაკეთებაზე , ხომ შემიძლია? კი , მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ მე თავის შეკავება არ შემიძლია რომ ბოროტებაზე არ ვიფიქრო? რათქმაუნდა შემიძლია თავი შევიკავო და ვთქვათ სულიერზე ვიფიქრო და სიკეთის გაკეთებაზე ვიფიქრო. ღმერთსაც შეუძლია რომ თავისი ყოვლისმცოდნეობა შეაკავოს , იქ სადაც ადამიანის ნების თავისუფლების ზღვარია! ხოდა ჩემო კარგო უფალი არ ერევა ადამიანის ბედში , მას შეუძლია გაიგოს თუ რას გააკეთებს ხვალ ადამიანი , მაგრამ ამას არ აკეთებს! blink.gif

მიკვირს რა_ მართლმადიდებლობა კიცხავს ბედისწერას და ამავდროულად ასწავლის რომ ღმერთმა ყველაფერი იცის წინასწარო, ხოდა ერთი ამიხსენი რა განსხვავებაა ამათ შორის და ვჩუმდები რა _ ახსენი განსხვავება და ეხლავე მოვკურცხლავ აქედან! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 10 2014, 09:48 AM
პოსტი #111

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

esre ars cheshmariteba
ბოლოდან ვუპასუხებ შენს კითხვებს.
ციტატა
მიკვირს რა_ მართლმადიდებლობა კიცხავს ბედისწერას და ამავდროულად ასწავლის რომ ღმერთმა ყველაფერი იცის წინასწარო, ხოდა ერთი ამიხსენი რა განსხვავებაა ამათ შორის და ვჩუმდები რა _ ახსენი განსხვავება და ეხლავე მოვკურცხლავ აქედან!

ბედი
წინასწარ განსაზღვრულობა, გარდუვალობა.

უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
ახლა დავაკვირდეთ სიტყვა წინასწარ მცოდნეობა, წინასწარ ც ო დ ნ ა, ანუ ფაქტი რომელიც წინასწარ იცი. მოვიშველიოთ ლოგიკა და სიტყვაზე დაყრდნობბით გავაკეთოთ გონივრული ანალიზი ჩემო კარგო.
წინასწარ მცოდნეობა არის რაიმე მოვლენისა თუ ფაქტის ცოდნა , ანუ ჩვენი მიმდინარე აწმყოზე წინ პერიოდიდა მომავლიდან.
ახლა ორივე ერთმანეთს შევადაროთ რაშიც შენ დაიბენი და ვერ გააკეთე მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა. ბედისწერა ანუ ბედი არის წინასწარ გასნაზღვრული, ხოლო წინასწარმცოდნეობა არის ფაქტისა თუ მოვლენი წინასწარ ცოდნა. ერთია რაიმესი დაგეგმვა და მერეა უბრალო ცოდნა.
ახლა ვხსნად მართლმადიდებლობა რატომ უარყოფს ბედისწერას, რაშიც ვფიქრობ თავადვე დამეთანხმები. ბედისწერა წინასწარ განსაზრვრული მოვენებია, და თუ მართლაც არსებობს გამოდის ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი განსაზღვრულია, ის რომ მე ახლა ამას ვწერ და იმას რომ შენ ამას წაიკითხავ, მაშ გამოდის არანარი თვისუფალ ინება აღარ იარსებებს თუ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია, ცხოვრებაც აზრს მოკლებული ხდება და ჩემი როგორც პიროვნების ამ ქვეყნად მოვლინება უაზრობაა. მე პირვნება კი არა რობოტი გამოვდივარ რომელიც წინასწარ განსაზღვრულს აკეთებს. მგონი ასე თუ ისე ნათლად ავხსენი.
ახლა ავხსნად წინასწარმცოდნეობა რომელიც აშკარად ვერ გაგიგია და დაუბნევიხარ. მოდი პატარ მაგალIთს მოვიყვან რომელიც მეტ-ნაკლებად, მიესადაგაება. მაგალითად ავიღოთ ფილმი "ქრისტეს ვნებანი" რომელსაც მე ნაყურები მაქვს და ვთქვათ შენ ან ნებისმიერ პიროვნებას არა. მერე მე და ის პიროვნება რომელსაც არ აქვს ნაყურები ფილმი და პირვლეად უყურებს მოვხვდით ერთად და დავიწყეთ ფილმის ყურება. მე რადგან ნაყურები მაქვს ფილმი ვიცი რაც ხდება ის კი პრივლეად უყურებს, მე წინასწარ ვიცი ფილმი მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვინც ეს ფილმი წინასწარ იცის მის სცენარს შეცვლის ან სხვანარიად დამთავრდება. ფილმი თავისით წავა ისე როგორც საჭიროა. დაახლოებით ამისი მსგავსია წინასწარ მცოდნეობა, წინასწარ იცი მგრამ მის სცენარში არანაირად არ ერევი. ასე თუი ისე მგონი ესეც ავხსენი.

ახლა მიპასუხე განსხვავება დაინახე? ? ? ? ? ? ? ?

ციტატა
_ თუ უფალმა უკვე იცის რომ მე ხვალ კაცი უნდა მოვკლა , ესეიგი განა ეს მისი ცოდნა იმის მაჩვენებელი არაა , რომ ის აუცილებლად შესრულდება? ხო მეთანხმები ? კი . ხოდა გამოდის რომ ღმერთია დამნაშავე რომ მე ხვალ კაცი უნდა მოვკლა რადგან მან თავისდაუნებურად ძალდაუტანებლად განჭვრიტა , რომ მე კაცი უნდა მოვკლა , რა ასე არაა? ხომ არ ჯობია თავი შეიკავოს ღმერთმა რომ წინასწარ რამე იცოდეს ადამიანის შესახებ? რა ცნობისმოყვარეა განა ღმერთი? აი მე ხომ შემიძლია ცოდვაზე ვიფიქრო რაღაც ბოროტის გაკეთებაზე , ხომ შემიძლია? კი , მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ მე თავის შეკავება არ შემიძლია რომ ბოროტებაზე არ ვიფიქრო? რათქმაუნდა შემიძლია თავი შევიკავო და ვთქვათ სულიერზე ვიფიქრო და სიკეთის გაკეთებაზე ვიფიქრო. ღმერთსაც შეუძლია რომ თავისი ყოვლისმცოდნეობა შეაკავოს , იქ სადაც ადამიანის ნების თავისუფლების ზღვარია! ხოდა ჩემო კარგო უფალი არ ერევა ადამიანის ბედში , მას შეუძლია გაიგოს თუ რას გააკეთებს ხვალ ადამიანი , მაგრამ ამას არ აკეთებს

რატომ ჩემო მეგობარო? რატომ ფიქრობ ასე არასწორად. თუ ღმერთმა განჭვრიტა ღმერთია დამნაშავეო? ის რომ შენ ცოდვას ჩადიხარ და ამ ცოდვის შესახებ ღმერთი იგებს ღმერთია დამნაშავე? ohmy.gif აბა დაუკვირდი თუ ღმერთი წინასწარ იგებს ჩემს ცუდ საქციელს ცოდვას და ღმერთი გამოგყავს ამ ყველაფერში დამნაშავე რადგან მან წინასარ იცოდა, მაშინ ცოდვა რომელიც მე ჩავიდინე და ღმერთმა გაიგო მაგაშიც დამნაშავე ღმერთი ყოფილა რადგან მან ჩემი ცოდვა შეიტყო რომელიც გარდაუვალია. შენ დაახლოებით ასეთ რამეს აბობ, ის რომ მე ხვალ სამსახურში უნდა მოვიდე და ეს ვიცი, ეს ფაქტი იმიტომ მოხდება რომ ვიცი და არა იმიტომ რომ მე სამსახურში უდნა ვიარო წინააღმდეგ შემთხვევაში ხელფასს დამიქვითავენ. შენ ბოლოდან მოყვები მთელ მოვლენათა წყებას და არა თავიდან. სწორედ შეხედე და შეაფასე. გაანალიზე რაც ზემოთ გითხარი და გულისყურით წაიკითხე განხსვავება ბედისწერასა და წინასწარმცოდნეობას შორის არა კრიტიკული თვალი რაიმე ახალის აბაბი იპოვო სადაოთ არამედ ახალი რაიმეს გაგების შესახებ. მე მჯერა სწორედ შეაფასებ მოვლენებს და ჩახვდები ამ სიტუაციის სისწორეს.

--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Sep 10 2014, 08:55 PM
პოსტი #112

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

ციტატა(G_saxva @ Sep 10 2014, 10:48 AM) *

esre ars cheshmariteba
ბოლოდან ვუპასუხებ შენს კითხვებს.
ბედი
წინასწარ განსაზღვრულობა, გარდუვალობა.

უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
ახლა დავაკვირდეთ სიტყვა წინასწარ მცოდნეობა, წინასწარ ც ო დ ნ ა, ანუ ფაქტი რომელიც წინასწარ იცი. მოვიშველიოთ ლოგიკა და სიტყვაზე დაყრდნობბით გავაკეთოთ გონივრული ანალიზი ჩემო კარგო.
წინასწარ მცოდნეობა არის რაიმე მოვლენისა თუ ფაქტის ცოდნა , ანუ ჩვენი მიმდინარე აწმყოზე წინ პერიოდიდა მომავლიდან.
ახლა ორივე ერთმანეთს შევადაროთ რაშიც შენ დაიბენი და ვერ გააკეთე მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა. ბედისწერა ანუ ბედი არის წინასწარ გასნაზღვრული, ხოლო წინასწარმცოდნეობა არის ფაქტისა თუ მოვლენი წინასწარ ცოდნა. ერთია რაიმესი დაგეგმვა და მერეა უბრალო ცოდნა.
ახლა ვხსნად მართლმადიდებლობა რატომ უარყოფს ბედისწერას, რაშიც ვფიქრობ თავადვე დამეთანხმები. ბედისწერა წინასწარ განსაზრვრული მოვენებია, და თუ მართლაც არსებობს გამოდის ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი განსაზღვრულია, ის რომ მე ახლა ამას ვწერ და იმას რომ შენ ამას წაიკითხავ, მაშ გამოდის არანარი თვისუფალ ინება აღარ იარსებებს თუ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია, ცხოვრებაც აზრს მოკლებული ხდება და ჩემი როგორც პიროვნების ამ ქვეყნად მოვლინება უაზრობაა. მე პირვნება კი არა რობოტი გამოვდივარ რომელიც წინასწარ განსაზღვრულს აკეთებს. მგონი ასე თუ ისე ნათლად ავხსენი.
ახლა ავხსნად წინასწარმცოდნეობა რომელიც აშკარად ვერ გაგიგია და დაუბნევიხარ. მოდი პატარ მაგალIთს მოვიყვან რომელიც მეტ-ნაკლებად, მიესადაგაება. მაგალითად ავიღოთ ფილმი "ქრისტეს ვნებანი" რომელსაც მე ნაყურები მაქვს და ვთქვათ შენ ან ნებისმიერ პიროვნებას არა. მერე მე და ის პიროვნება რომელსაც არ აქვს ნაყურები ფილმი და პირვლეად უყურებს მოვხვდით ერთად და დავიწყეთ ფილმის ყურება. მე რადგან ნაყურები მაქვს ფილმი ვიცი რაც ხდება ის კი პრივლეად უყურებს, მე წინასწარ ვიცი ფილმი მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვინც ეს ფილმი წინასწარ იცის მის სცენარს შეცვლის ან სხვანარიად დამთავრდება. ფილმი თავისით წავა ისე როგორც საჭიროა. დაახლოებით ამისი მსგავსია წინასწარ მცოდნეობა, წინასწარ იცი მგრამ მის სცენარში არანაირად არ ერევი. ასე თუი ისე მგონი ესეც ავხსენი.

ახლა მიპასუხე განსხვავება დაინახე? ? ? ? ? ? ? ?
რატომ ჩემო მეგობარო? რატომ ფიქრობ ასე არასწორად. თუ ღმერთმა განჭვრიტა ღმერთია დამნაშავეო? ის რომ შენ ცოდვას ჩადიხარ და ამ ცოდვის შესახებ ღმერთი იგებს ღმერთია დამნაშავე? ohmy.gif აბა დაუკვირდი თუ ღმერთი წინასწარ იგებს ჩემს ცუდ საქციელს ცოდვას და ღმერთი გამოგყავს ამ ყველაფერში დამნაშავე რადგან მან წინასარ იცოდა, მაშინ ცოდვა რომელიც მე ჩავიდინე და ღმერთმა გაიგო მაგაშიც დამნაშავე ღმერთი ყოფილა რადგან მან ჩემი ცოდვა შეიტყო რომელიც გარდაუვალია. შენ დაახლოებით ასეთ რამეს აბობ, ის რომ მე ხვალ სამსახურში უნდა მოვიდე და ეს ვიცი, ეს ფაქტი იმიტომ მოხდება რომ ვიცი და არა იმიტომ რომ მე სამსახურში უდნა ვიარო წინააღმდეგ შემთხვევაში ხელფასს დამიქვითავენ. შენ ბოლოდან მოყვები მთელ მოვლენათა წყებას და არა თავიდან. სწორედ შეხედე და შეაფასე. გაანალიზე რაც ზემოთ გითხარი და გულისყურით წაიკითხე განხსვავება ბედისწერასა და წინასწარმცოდნეობას შორის არა კრიტიკული თვალი რაიმე ახალის აბაბი იპოვო სადაოთ არამედ ახალი რაიმეს გაგების შესახებ. მე მჯერა სწორედ შეაფასებ მოვლენებს და ჩახვდები ამ სიტუაციის სისწორეს.

სხვაობა ვერ დავინახე! მოყვანილი მაგალითი ფილმის შესახებ ბავშვს მოუყვანე ის უფრო მოტყუვდება! და კიდევ მოდი ღმერთით შევხედოთ_ ღმერთზე მაქ მე საუბარი და ღმერთისთვის არ არის სხვაობა წინასწარ ცოდნასა და ბედს შორის რადგან ეს ერთიდაიგივეა ! ის თუ რაც ღმერთმა იცის ის 100 პროცენტით შესრულებადია და ეს იგივე ბედისწერა გამოდის ღმერთის მხრიდან! ჩემი მხრიდან არა ღმერთის მხრიდან შეხედე blink.gif . მთლიანად ალოგიკური ხარ მაპატიე რა sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Sep 10 2014, 11:11 PM
პოსტი #113

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

რას ამბობ დოგმატებს ხელოვნურად ვქმნი და შენ კიდე რაღაც ბავშვური მაგალითი მოგვავს,.. რა ფილიმი რის ფილმი სასაცილოა რა! ეგ კი არა რაც აქამდე მაგალითი მოყვანილა ყველაფერი გავაქარწყლე! მე საერთოდ მაგალითის მოყვანა არ მიყვარს რადგან მაგალითს ვერასოდეს მიუსადაგებ სინამდვილეს.,, სამებისა არ იყოს _ რანაირად მიდარებთ მატერიას მზეს _ ღმერთთან იპოსტასთან რა სისულელეა , ანდა ნაკადული და მდინარეო და სხვანი , კარგი რა თუ ვერ ხსნი გაჩუმდი მაინც ,,,. აგერ ვენაცვალე კარლს ბართს , კაცმა პირდაპირ აღიარა_ ჩვენ ვერასოდეს ჩავწვდებით სამების დოგმატს , არამედ ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვართ რომ ვცნოთ იგი! blink.gif

კაცო თუ ქრისტე არ იცი ვინ არის, მაშ როგორ გაყვები მას? blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 11 2014, 09:44 AM
პოსტი #114

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

esre ars cheshmariteba
მეგობარო ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ არ გინდა გაიგო. ვფიქრობ თავადაც ხვდები საკუთარი აზრისა და სოფმხედველობის არასწორობას, მაგრამ არ გინდა შენ მიერ აგებული ჰიპოთეზები დაგენგრეს, ამიტომაც თავს იცავ და აქეთ გადმოდიხარ შეტევაზე. შენი ეს ქმედება ჭეშმარიტების ძებნას კი არა საკუთარი აზრის სხვაზე მოხვევას და თუ ეს შეუძლებელია მისი კბილებით დაცვას, რაც არ უნდა არასწორი იყოს. შენ ბოლო პოსტში აშკარად ჩანს თუ რარიგ არ გაინტერესებს არა მარტო მართლმადიდებლური ხედვა არამედ ის რაც შეიძლება სხვა პიროვნებამ აზრის გადმოსაცემად და მის ნათლად ჩამოსაყალიბებლად გამოიყენოს. საკუთარი მაგალითის ალოგიკურობას და უაზრობას მიმტკიცებ რარიგ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ყველაფერი ღმერთან მიმართებაშიო, როდესაც წინა გვერდზე მაგალითად გახვრეტილი კამერა მოგყავს. ეს უბრალოდ ძალიან ცუდი საქციელია შენი მხრივ.
ციტატა
სხვაობა ვერ დავინახე! მოყვანილი მაგალითი ფილმის შესახებ ბავშვს მოუყვანე ის უფრო მოტყუვდება!

მოდი პირველი ის ვთქვათ, რომ განა ვერ დაინახე, არამედ არ დაინახე. ახლა მეორე მე ჩემს აზრს გადმოგცემ და გიზიარებ ჩემო კარგო ჩემი რელიგიის შესახებ შენ კიდევ შეურაწყოფას მაყენებ და მიწოდებ მატყუარას რომელიც თავისი რელიგიით იტყება. მე შენთვის შეურაწყოფა არ მომიყენებია ამიტომ შენგანაც იგივეს მოვითხოვ, ელემენტარული ზრდილობის ნორმებში რომ ჩავჯდეთ.
ციტატა
და კიდევ მოდი ღმერთით შევხედოთ_ ღმერთზე მაქ მე საუბარი და ღმერთისთვის არ არის სხვაობა წინასწარ ცოდნასა და ბედს შორის რადგან ეს ერთიდაიგივეა !

ნამდვილად არ არის ერთI და იგივე ვინც ზემოთ მოყვანილ ჩემს პოსტს გადახედავს და ამის გაგების სურვილი ექნება.
ციტატა
ის თუ რაც ღმერთმა იცის ის 100 პროცენტით შესრულებადია და ეს იგივე ბედისწერა გამოდის ღმერთის მხრიდან! ჩემი მხრიდან არა ღმერთის მხრიდან შეხედე

მგონი ორივე ქართულად ვსაუბრობთ და ჩემი დაწერილის გააზრებაც არ უნდა გიჭირდეს. იმასაც ვერ ხვდები შენი ლოგიკით წინასწარმეტყველი ბედის მწერელიც გამოდის.
ციტატა
. მთლიანად ალოგიკური ხარ მაპატიე რა

მიპატიებია, მაგრამ ლოგიკა შენთან საერთოდ ახლოსაც არ არის.
ლოგიკა მსჯელობისა და დასკვნათა თანამინდევრულობა. ასე არის განმარტებული უცხო სიტყვათა ლექსიკონში. შენს საუბარში არც მსჯჯელობაა და არც დასკვა რა თQმა უნდა თანმიმდევრულად. შენ უბრალოდ რაღაცას იტყვი შემდოგმ ამის იწყებ დასკვებსა და მსჯელობას შენი სიტყვების გასამართლებლად, ეს ლოგიკა არ არის.
ციტატა
რას ამბობ დოგმატებს ხელოვნურად ვქმნი და შენ კიდე რაღაც ბავშვური მაგალითი მოგვავს,.. რა ფილიმი რის ფილმი სასაცილოა რა! ეგ კი არა რაც აქამდე მაგალითი მოყვანილა ყველაფერი გავაქარწყლე! მე საერთოდ მაგალითის მოყვანა არ მიყვარს რადგან მაგალითს ვერასოდეს მიუსადაგებ სინამდვილეს.

ახლა იმაში დავეჭვდი საერთოდ კითხულობ თუ არა ჩემს პოსტებს, მე მაგალითის მოყვანამდე დავწერე მომყავს მაგალითი რომელიც მ ე ტ - ნ ა კ ლ ე ბ ა დ მიესადაგება თქო, არ მითქვამს სრულად მიესადაგება და არც ამ მაგალითით იხსნება თქო.
ციტატა
სამებისა არ იყოს _ რანაირად მიდარებთ მატერიას მზეს _ ღმერთთან იპოსტასთან რა სისულელეა , ანდა ნაკადული და მდინარეო და სხვანი , კარგი რა თუ ვერ ხსნი გაჩუმდი მაინც

ძალიან ცუდია ჩემო კარგო როდესაც შენ ტვინსა და გონებას არ უნდა რაიმე ახალი შეიმეცნოს და გაიგოს. თავად მაცხოვარი მიმართავს იგავბს და სასუფეველს ვენახს ადარებს, თუ შენ მჭერ-მეტყველებას დავეყრდნობი არამატერიალურს მატერიალურს ვერ შევადარებთ ეს არასგზით არ შეიძლება. ამაზე მსჯელობას აღარ განვაგრძობ, რადგან თავად მიხვდები, მაგრამ არ აღარებ და აქეთ შემომედავები, შენ არასწორ ხედვას.
ციტატა
აგერ ვენაცვალე კარლს ბართს , კაცმა პირდაპირ აღიარა_ ჩვენ ვერასოდეს ჩავწვდებით სამების დოგმატს , არამედ ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვართ რომ ვცნოთ იგი!

საინტერესოა როგორ იცნობ თუ ზოგადი წარმოდგენა არ გაქვს.
ციტატა
კაცო თუ ქრისტე არ იცი ვინ არის, მაშ როგორ გაყვები მას?

ძალიან დამაინტერესა ერთმა ფაქტმა და ვფიქრობ შენზე უკეთ ამას ვერავინ მეტყვის. იმ შეკრებებზე რასელისტები რომ მართავთ და თავს იაღოვას თუ იაჰოვას მოძმეებს უწოდებთ რას გიკითხავენ რას გასწავლიან და როგორ გიდებენ ტვინში ასეთ არასწორ იმფორმაციას თან იმ კუთხით საკუთარი სიმართლით თავდაჯერებულნი მზად ხართ ყველას ეკამათოთ, ისე რომ საკუთარი სიმცდარე ვერ დაინახოთ. ბოდიში მომითხოვია მაგრამ ეს არის ადამიანის აზროვნების შეზღუდვა და მათი ზომბირება. ძალიან მაინტერესებს როგორ ახერხებენ ამას, რას აკეთებენ ასეთს?

სამწუხაროდ გურამ წყლის ნაყვა გამომივიდა, ვეცადე სიყვარულით მასში რაიმე გამეღვიძებინა მაგრამ მცდელობა მცდელობათვე დარჩა რადგან მას უბრალოდ არა ჭეშმარიტების ძებნა და შეცნობა სურს არამედ თავისი აზრის წარმოჩენა და მისი დაცვა. მეც ვწყვეტ კამათს და მსჯელობას მანამ სანამ ელემენტარულად მსჯელობას ლოგიკას და სხვის მოსმენას არ ისწავლის. ვფიქრობ მანამ უნდა იკითხოს ზემოთ მოყვანილი პოსტები სანამ არ შეიცვლის პოზიციას და არ დაინახავს განსხვავებას ბედისწერასა და წინასარ მცოდნბოას შორის. რა და ამას მხოლოდ სიტყვების სწორი წაკითხვა უნდა ბედის წ ე რ ა და წინასწარ ც ო დ ნ ა ... პირადად მე მას ვუსურვებ ყოველივე კარგს და მართლაც ჭეშმარიტების შეცნობას, გულის კარის გაღებას და უფლის შეშვებას მასში.
პატივისცემით მუდამ თქვენი გულშმატკივარი გ.ს

--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Sep 11 2014, 10:35 PM
პოსტი #115

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

ციტატა(G_saxva @ Sep 11 2014, 10:44 AM) *

esre ars cheshmariteba
მეგობარო ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ არ გინდა გაიგო. ვფიქრობ თავადაც ხვდები საკუთარი აზრისა და სოფმხედველობის არასწორობას, მაგრამ არ გინდა შენ მიერ აგებული ჰიპოთეზები დაგენგრეს, ამიტომაც თავს იცავ და აქეთ გადმოდიხარ შეტევაზე. შენი ეს ქმედება ჭეშმარიტების ძებნას კი არა საკუთარი აზრის სხვაზე მოხვევას და თუ ეს შეუძლებელია მისი კბილებით დაცვას, რაც არ უნდა არასწორი იყოს. შენ ბოლო პოსტში აშკარად ჩანს თუ რარიგ არ გაინტერესებს არა მარტო მართლმადიდებლური ხედვა არამედ ის რაც შეიძლება სხვა პიროვნებამ აზრის გადმოსაცემად და მის ნათლად ჩამოსაყალიბებლად გამოიყენოს. საკუთარი მაგალითის ალოგიკურობას და უაზრობას მიმტკიცებ რარიგ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ყველაფერი ღმერთან მიმართებაშიო, როდესაც წინა გვერდზე მაგალითად გახვრეტილი კამერა მოგყავს. ეს უბრალოდ ძალიან ცუდი საქციელია შენი მხრივ.

მოდი პირველი ის ვთქვათ, რომ განა ვერ დაინახე, არამედ არ დაინახე. ახლა მეორე მე ჩემს აზრს გადმოგცემ და გიზიარებ ჩემო კარგო ჩემი რელიგიის შესახებ შენ კიდევ შეურაწყოფას მაყენებ და მიწოდებ მატყუარას რომელიც თავისი რელიგიით იტყება. მე შენთვის შეურაწყოფა არ მომიყენებია ამიტომ შენგანაც იგივეს მოვითხოვ, ელემენტარული ზრდილობის ნორმებში რომ ჩავჯდეთ.

ნამდვილად არ არის ერთI და იგივე ვინც ზემოთ მოყვანილ ჩემს პოსტს გადახედავს და ამის გაგების სურვილი ექნება.

მგონი ორივე ქართულად ვსაუბრობთ და ჩემი დაწერილის გააზრებაც არ უნდა გიჭირდეს. იმასაც ვერ ხვდები შენი ლოგიკით წინასწარმეტყველი ბედის მწერელიც გამოდის.

მიპატიებია, მაგრამ ლოგიკა შენთან საერთოდ ახლოსაც არ არის.
ლოგიკა მსჯელობისა და დასკვნათა თანამინდევრულობა. ასე არის განმარტებული უცხო სიტყვათა ლექსიკონში. შენს საუბარში არც მსჯჯელობაა და არც დასკვა რა თQმა უნდა თანმიმდევრულად. შენ უბრალოდ რაღაცას იტყვი შემდოგმ ამის იწყებ დასკვებსა და მსჯელობას შენი სიტყვების გასამართლებლად, ეს ლოგიკა არ არის.

ახლა იმაში დავეჭვდი საერთოდ კითხულობ თუ არა ჩემს პოსტებს, მე მაგალითის მოყვანამდე დავწერე მომყავს მაგალითი რომელიც მ ე ტ - ნ ა კ ლ ე ბ ა დ მიესადაგება თქო, არ მითქვამს სრულად მიესადაგება და არც ამ მაგალითით იხსნება თქო.

ძალიან ცუდია ჩემო კარგო როდესაც შენ ტვინსა და გონებას არ უნდა რაიმე ახალი შეიმეცნოს და გაიგოს. თავად მაცხოვარი მიმართავს იგავბს და სასუფეველს ვენახს ადარებს, თუ შენ მჭერ-მეტყველებას დავეყრდნობი არამატერიალურს მატერიალურს ვერ შევადარებთ ეს არასგზით არ შეიძლება. ამაზე მსჯელობას აღარ განვაგრძობ, რადგან თავად მიხვდები, მაგრამ არ აღარებ და აქეთ შემომედავები, შენ არასწორ ხედვას.

საინტერესოა როგორ იცნობ თუ ზოგადი წარმოდგენა არ გაქვს.

ძალიან დამაინტერესა ერთმა ფაქტმა და ვფიქრობ შენზე უკეთ ამას ვერავინ მეტყვის. იმ შეკრებებზე რასელისტები რომ მართავთ და თავს იაღოვას თუ იაჰოვას მოძმეებს უწოდებთ რას გიკითხავენ რას გასწავლიან და როგორ გიდებენ ტვინში ასეთ არასწორ იმფორმაციას თან იმ კუთხით საკუთარი სიმართლით თავდაჯერებულნი მზად ხართ ყველას ეკამათოთ, ისე რომ საკუთარი სიმცდარე ვერ დაინახოთ. ბოდიში მომითხოვია მაგრამ ეს არის ადამიანის აზროვნების შეზღუდვა და მათი ზომბირება. ძალიან მაინტერესებს როგორ ახერხებენ ამას, რას აკეთებენ ასეთს?

სამწუხაროდ გურამ წყლის ნაყვა გამომივიდა, ვეცადე სიყვარულით მასში რაიმე გამეღვიძებინა მაგრამ მცდელობა მცდელობათვე დარჩა რადგან მას უბრალოდ არა ჭეშმარიტების ძებნა და შეცნობა სურს არამედ თავისი აზრის წარმოჩენა და მისი დაცვა. მეც ვწყვეტ კამათს და მსჯელობას მანამ სანამ ელემენტარულად მსჯელობას ლოგიკას და სხვის მოსმენას არ ისწავლის. ვფიქრობ მანამ უნდა იკითხოს ზემოთ მოყვანილი პოსტები სანამ არ შეიცვლის პოზიციას და არ დაინახავს განსხვავებას ბედისწერასა და წინასარ მცოდნბოას შორის. რა და ამას მხოლოდ სიტყვების სწორი წაკითხვა უნდა ბედის წ ე რ ა და წინასწარ ც ო დ ნ ა ... პირადად მე მას ვუსურვებ ყოველივე კარგს და მართლაც ჭეშმარიტების შეცნობას, გულის კარის გაღებას და უფლის შეშვებას მასში.
პატივისცემით მუდამ თქვენი გულშმატკივარი გ.ს

რაო რა დაწერე ზემოთ? იეჰოვას მოძმეებსო?! ეს პირველად გავიგე blink.gif . მიკვირს რა , მეუბნები არ გინდა იცოდე მართლმადიდებლობა რას ასწავლისო და შენ კიდევ იმ რელიგიის წოდებაც კი არ იცი სწორად , რასაც მე ვემხრობი უმეტესწილად blink.gif !

ის ჯგუფი რომელიც თავიდან ცნობილი იყო , როგორც საგუშაგო კოშკი და ტრაქტატების საზოგადოება , რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩარლზ ტეიზ რასელი , რომელმაც ეს საზოგადოება ფეხზე დააყენა საკუთარი ქონებით , ანუ მისი ქონება რომელიც მთლიანად დაახლოებით 300 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა , მთლიანად გაწირად ამ საზოგადოებისთვის და იმისათვის რომ მთელს მსოფლიოში ექადაგა ის რასაც ის და მისი მეგობრები ჩასწვდნენ ბიბლიაში, ეს ყველაფერი კი სათავეს იღებს ადვენტიკური მოძრაობიდან რომელთად უფრო ადრე დაიწყეს ქრისტეს მოსვლის შესახებ ქადაგება და დანიელის წიგნიდან გამოთვალეს თარიღი რომელიც 1840 წელს მთავრდებოდა და ამ დროს იწყებოდა საწმინდარის განწმენდა ,,, ისინი კი ფიქრობდნენ რომ ეს იყო უფლის მეორედ მოსვლის თარიღი... ამის ერთ ერთი პირველი მქადაგებელი იყო ამერიკელი ფერმერი უილიამ მილერი, თუმცა ყველაზე დიდი წვლილი ადვენტიკურ მოძრაობაში შეაქვს ელენ უაითს! სწორედ მისი ნაშრომებით ინტერესდება პასტორი რასელი მოგვიანებით და აYალიბებს ბიბლიის კვლევით ცენტრს ... მოგვიანებით ის მიდის იმ დასკვნამდე რომ უფალი უნდა მოვიდეს 1914 წელს , თუმცა რასელი ცდება იმაში რომ ადვენტისტური მოძრაობიდან მას შეთვისებული ქონდა სწავლება ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ , ამიტომ ის თარიღში კი არ შეცდა , არამედ იმაში რომ 1914 წელს ქრისტე უნდა გამეფებულიყო და არა მოსულიყო! მოგვიანებით როცა რასელი გარდაიცვლება 1916 წელს ტეხასში მატარებლით მგზავრობისას,... მას შემდეგ ხდება განხეთქილება და განდგომილები აყალიბებენ საკუთარ საზოგადოებას და ამ საზოგადოებასთან ერთადვე ქრებიან! ჭეშმარიტება კი განაგრზობს სვლას და ამჯერად უფალი ირჩევს იოსებ რუტერფორდს და სწორედ მის ხანაში ეწოდებათ ამ რელიგიის წევრებს იეჰოვას მოწმეები! რას ნიშნავს მოწმე? მოწმე საერთოდ ყოველთვის ამოწმებს იმას რაც იცის ვინმეს ან რაიმეს შესახებ. ვინ იყო იეჰოვას უდიდეს მოწმე ? რა თქმა უნდა იესო ქრისტე! ყველაზე საუკეთესოდ იესო ქრისტემ დაამოწმა მამის შესახებ _ ის ამბობს მე მამის ჩემის სახელით მოვედი და არ მღებულობთო! ანუ იესო მოვიდა იეჰოვას სახელით ! გამოცხადება 3:14 იესო არის იეჰოვას ჭეშმარიტი მოწმე რომელიც მუდამ მამის ერთგულია .

ჯერ მოწმეების სწორად წოდება ისწავლე და მერე მესაუბრე! სხვათაშორის მე ძალიან კარგად მესმის მართლმადიდებლობა და რიგ შემთხვევებში ყოვლადწმიდა სამების დოგმატის გააფთრებით დაცვაც შემიძლია blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 12 2014, 09:28 AM
პოსტი #116

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

ციტატა
რაო რა დაწერე ზემოთ? იეჰოვას მოძმეებსო?! ეს პირველად გავიგე

სიმართლე ვთქვა არ ვიცი რას უწოდებთ ერთმანეთს და არც იმას დავმალავ რომ დიდად დაინტერესებული არც ვარ.
ციტატა
მიკვირს რა , მეუბნები არ გინდა იცოდე მართლმადიდებლობა რას ასწავლისო და შენ კიდევ იმ რელიგიის წოდებაც კი არ იცი სწორად , რასაც მე ვემხრობი უმეტესწილად

მე ჩემო კარგო წამდაუწუმ არ ვიძახი აი იაღოველები სად იჭრებით, აი სად ცდებით, აი რა არ გესმით სწორად და მსგავსი. რაც შენ წამადაუწუმ იძახი მართლმადიდებლობაზე, ამიტომ მე არ მჭირდება რასელისტების ყველა ტერმინოლოგია თუ წეს კანონის ცოდნა, რადგანნ ეს ჩემთვის არაფრის მომცემია. მე ვიცი ჩემი რელიგიის ის მცირე ნაწილი რაც სავსებით მარწმუნებს მის ჭეშმარიტებაში და სხვა რელიგიაზე აღმატებულობაში. მე ვეცადე შენთვის ნათლად გადმომეცა განსხვავება წინასწარ მცოდებოასა და ბედისწერას შორის რაც შენ არ დაინახე, ეს უკვე არა რელიგიის ცოდნისა თU ლოგიკის არამედ პიროვნული ბრალეულობაა როდესაც არ გინდა რამის გაგება.
ციტატა
ის ჯგუფი რომელიც თავიდან ცნობილი იყო , როგორც საგუშაგო კოშკი და ტრაქტატების საზოგადოება , რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩარლზ ტეიზ რასელი , რომელმაც ეს საზოგადოება ფეხზე დააყენა საკუთარი ქონებით , ანუ მისი ქონება რომელიც მთლიანად დაახლოებით 300 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა , მთლიანად გაწირად ამ საზოგადოებისთვის და იმისათვის რომ მთელს მსოფლიოში ექადაგა ის რასაც ის და მისი მეგობრები ჩასწვდნენ ბიბლიაში, ეს ყველაფერი კი სათავეს იღებს ადვენტიკური მოძრაობიდან რომელთად უფრო ადრე დაიწყეს ქრისტეს მოსვლის შესახებ ქადაგება და დანიელის წიგნიდან გამოთვალეს თარიღი რომელიც 1840 წელს მთავრდებოდა და ამ დროს იწყებოდა საწმინდარის განწმენდა ,,, ისინი კი ფიქრობდნენ რომ ეს იყო უფლის მეორედ მოსვლის თარიღი... ამის ერთ ერთი პირველი მქადაგებელი იყო ამერიკელი ფერმერი უილიამ მილერი, თუმცა ყველაზე დიდი წვლილი ადვენტიკურ მოძრაობაში შეაქვს ელენ უაითს! სწორედ მისი ნაშრომებით ინტერესდება პასტორი რასელი მოგვიანებით და აYალიბებს ბიბლიის კვლევით ცენტრს ... მოგვიანებით ის მიდის იმ დასკვნამდე რომ უფალი უნდა მოვიდეს 1914 წელს , თუმცა რასელი ცდება იმაში რომ ადვენტისტური მოძრაობიდან მას შეთვისებული ქონდა სწავლება ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ , ამიტომ ის თარიღში კი არ შეცდა , არამედ იმაში რომ 1914 წელს ქრისტე უნდა გამეფებულიყო და არა მოსულიყო! მოგვიანებით როცა რასელი გარდაიცვლება 1916 წელს ტეხასში მატარებლით მგზავრობისას,... მას შემდეგ ხდება განხეთქილება და განდგომილები აყალიბებენ საკუთარ საზოგადოებას და ამ საზოგადოებასთან ერთადვე ქრებიან! ჭეშმარიტება კი განაგრზობს სვლას და ამჯერად უფალი ირჩევს იოსებ რუტერფორდს და სწორედ მის ხანაში ეწოდებათ ამ რელიგიის წევრებს იეჰოვას მოწმეები! რას ნიშნავს მოწმე? მოწმე საერთოდ ყოველთვის ამოწმებს იმას რაც იცის ვინმეს ან რაიმეს შესახებ. ვინ იყო იეჰოვას უდიდეს მოწმე ? რა თქმა უნდა იესო ქრისტე! ყველაზე საუკეთესოდ იესო ქრისტემ დაამოწმა მამის შესახებ _ ის ამბობს მე მამის ჩემის სახელით მოვედი და არ მღებულობთო! ანუ იესო მოვიდა იეჰოვას სახელით ! გამოცხადება 3:14 იესო არის იეჰოვას ჭეშმარიტი მოწმე რომელიც მუდამ მამის ერთგულია .

არ მოგატყუებ არ წამიკითხავს, რადგან ეს ჩემთვის არც არაფერს ნიშნავს და არც რაიმე ცოდნის მომცემია. უბრალოდ ის მაოცებს ეს ხალხი ასე როგორ დააზომბეს, ათჯერ მოატყუეს ქრისტეს მოსვლის თარიღი ვიცითო და ათჯერევე გავიდნენ მის დასახვედრად, მაგრამ მოეტყუებულნი ისევ როგორ დაბრუნდნენ უკან? ან ის როგორ ჯერათ 100 წლის შქმნილი რელიგია ყოფილა ჭეშმარიტი და აქამდე ხალხი თურმე სიბნელესა და სიცრუეში ცხოვრობდა. როგორ შეიძლება ადამიანს დახმარება სჭირდებოდეს და მას უარი უთხრა რელიგიის გამო (სისხლის გადასხმა). აღარ ვამბობ იმ იდიოტობებზე ფრენას რომ ეხება. არ იცმაზე ოჯახში შუღლი და განხეთქილება რომ შეაქვს. საინტერესოა ასევე გურამის მიერ ერთი მშვენიერი კითხვის დასმა, როდესაც ახალი ღურნალ გაზეთები გამოდის, (მახსოვს ფორუმზე გიორგი იყო, რომელთანაც ბოლოს კამათი მოგივიდა ზუსტად ამ თემაზე) შეიძლება ახალ ნომერში სავსებით ახალი იმფორაცია იყოს რომელიც ცვლის თქვენ დოგმატებს და ეს თქვენთვის დასაVებია. დაისვა ასეთი კითხვა ის რისიც ახლა გწამს და თავგამოდებით იცავ, რა იცი რომ მეორე ჟურნალში არ შეიცვლება? და ის რისიც გწამს აფსურდი არ აღმოჩნდება? თუ მიპასუხებთ ძალიან დამავალებთ.
ციტატა
ჯერ მოწმეების სწორად წოდება ისწავლე და მერე მესაუბრე!

არც ერთს არ ვაპირებ, არც მოწმეების წოდებების განსაზღვრას და არც შენთან საუბარს.
ციტატა
სხვათაშორის მე ძალიან კარგად მესმის მართლმადიდებლობა და რიგ შემთხვევებში ყოვლადწმიდა სამების დოგმატის გააფთრებით დაცვაც შემიძლია

ვხვდები რარიგ კარგად გესმის მართლადიდებლობა გსაკუთრებით ბედისწერასა და წინასწარ მოცდეონას შორის გამოჩნდა.
და ასევერ რაიმეს გააფთრებით დაცვა ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს რაშიც ასევე ცდები.

სამწუხაროდ შენთნა დავას აზრი არ აქვს, რადგან ჭეშმარიტებას არ ეძებ უბრალოდ გინდა სხვა ვინმე დააეჭვო რაც ამ ფორუმზე არც მაინცდამაინც კარგად გამოგდის biggrin.gif

--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Sep 12 2014, 10:03 PM
პოსტი #117

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

შეიძლება ახალ ნომერში სავსებით ახალი იმფორაცია იყოს რომელიც ცვლის თქვენ დოგმატებს და ეს თქვენთვის დასაVებია. დაისვა ასეთი კითხვა ის რისიც ახლა გწამს და თავგამოდებით იცავ, რა იცი რომ მეორე ჟურნალში არ შეიცვლება? და ის რისიც გწამს აფსურდი არ აღმოჩნდება? თუ მიპასუხებთ ძალიან დამავალებთ.

კი ბატონო აუცილებლად გიპასუხებ biggrin.gif . მოვიშველიებ სეზარ ვიდალ მანზანარესის _ იეღოვაწ მოწმის მოგონებებს _ ამ წიგნში ეს ავტორი განსჯის მოწმეებს და სწორედ იქ არის წამოყენებული ის კითხვა რაც შენ დასვი და პასუხიც ძალიან კარგია! რატომ იცვლებოდა სწავლებები და ახლაც რატომ იცვლება? იმიტომ რომ სხვა რელიგიებისგან განსხვავებით , საგუშაგო კოშკი ყოველთვის თავმდაბლურად აღიარებდა თავის შეცდომას ნებისმიერ სწავლებასთან დაკავშირებით და ცვლიდა მას იმიტომ რომ ღმერთისთვის ესიამოვნებინა, რომელიც თავის ხალხს მოუწოდებს_ გამოდით მისგან ჩემო ხალხო (ბაბილონიდან , ცრუ რელიგიის სიმბოლო) რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს! გამოვიდა საზოგადოება საგუშაგო კოშკი ცრუ რელიგიიდან ? აუცილებლად ! მან მოიშორა ხატები და ჯვრები და გამოსახულებები და დღესასწაულები რომლებიც სათავეს ბაბილონიდან იღებს ... მართალთა გზა დილის ნათელივითაა და უფრო და უფრო ნათდება , დრის დადგომამდე (იგავნი 4:18) დიახ მართლაც ასეთი იყო საგუშაგო კოშკის გზა და მან ნელ_ნელა ცრუ სწავლებების უარყოფით მთლიანად გაანათა და გამოაცისკროვნა blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 15 2014, 09:40 AM
პოსტი #118

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

esre ars cheshmariteba
ციტატა
ცრუ სწავლებების უარყოფით მთლიანად გაანათა და გამოაცისკროვნა

მანამ არაფერი გეტკინოს შენ სანამ ეგ არ გაცისკროვნდეს. მაშინ იმაზეც მიპასუხე წამოჭრილ არაერთ საკითხზე რომელზეც თუნდაც აფხაზს ედავებოდი, შემდეგ ნომერში რომ შეიცვლაოს და დავითის აზრი დაადასტუროს რა გამოდის? ის რომ სენ პიროვნება არასწორ აზრზე იდექი და იმას იცავდი ასევე ის რომ შენ ვერ დაინახე სულიერება და კიდევ სანამ ეს არ დაგიწერეს მანამ ვერც გაიგე. დასკვნა აქედან არანრი კავშირი სულიერებასთან მხოლოდ ჟურნალში დაბეჭდილი ნაწერის რწმენა. სიმართლე აი ეს არის smile.gif შენი ყოველი დავის დასაწყისი და საგანი აბსურდია რადგან შეიძლება ერთ კვირაში ჟურანალში დაბეჭდილით შეიცვალოს.

--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Sep 15 2014, 09:39 PM
პოსტი #119

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

ციტატა(G_saxva @ Sep 15 2014, 10:40 AM) *

esre ars cheshmariteba

მანამ არაფერი გეტკინოს შენ სანამ ეგ არ გაცისკროვნდეს. მაშინ იმაზეც მიპასუხე წამოჭრილ არაერთ საკითხზე რომელზეც თუნდაც აფხაზს ედავებოდი, შემდეგ ნომერში რომ შეიცვლაოს და დავითის აზრი დაადასტუროს რა გამოდის? ის რომ სენ პიროვნება არასწორ აზრზე იდექი და იმას იცავდი ასევე ის რომ შენ ვერ დაინახე სულიერება და კიდევ სანამ ეს არ დაგიწერეს მანამ ვერც გაიგე. დასკვნა აქედან არანრი კავშირი სულიერებასთან მხოლოდ ჟურნალში დაბეჭდილი ნაწერის რწმენა. სიმართლე აი ეს არის smile.gif შენი ყოველი დავის დასაწყისი და საგანი აბსურდია რადგან შეიძლება ერთ კვირაში ჟურანალში დაბეჭდილით შეიცვალოს.

ბოდიში მეგობარო მაგრამ თუ ჩემს მიერ გახსნილ თემას ___ პასუხი ანდრია კურაევს __ წაიკითხავ იქ კარგად დაინახავ თუ ვინ გაიმარჯვა პოლემიკაში_ მე თუ აფხაზმა?! მე არასოდეს არ დავმარცხდები ძირითად დოგმატიკურ საკითხებში რაც მე წამოვაყენე და რაც ბიბლიიდან მომდინარეობს ! ამ თემაში__პასუხი ანდრია კურაევს _ ყველა აშკარა განხეთქილებამდე მივიყვანე და გავიმარჯვე ! ხოდა ნუღა მედავებით ეხლა რაღაც _რუღაცეებს a015.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 16 2014, 12:10 PM
პოსტი #120

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Sep 15 2014, 09:39 PM) *

ბოდიში მეგობარო მაგრამ თუ ჩემს მიერ გახსნილ თემას ___ პასუხი ანდრია კურაევს __ წაიკითხავ იქ კარგად დაინახავ თუ ვინ გაიმარჯვა პოლემიკაში_ მე თუ აფხაზმა?! მე არასოდეს არ დავმარცხდები ძირითად დოგმატიკურ საკითხებში რაც მე წამოვაყენე და რაც ბიბლიიდან მომდინარეობს ! ამ თემაში__პასუხი ანდრია კურაევს _ ყველა აშკარა განხეთქილებამდე მივიყვანე და გავიმარჯვე ! ხოდა ნუღა მედავებით ეხლა რაღაც _რუღაცეებს a015.gif

არ ვიცი ჩემო კარგო საიდან ასეთი თავდაჯერება და თვითრწმენა. მე შენი გამარჯვება იქ ვერ დავინახე და შენდა სამწუხაროდ არა მარტო მე არამედ მთელმა ფორუმმა, ყველას საპირისპირო აზრი გაგვიჩნდა არა იმიტომ რომ შენი ჯინი გვჭირს ან სახეზე არ მოგვწონხარ (მითუმეტეს პირადად არ გიცნობ), არამედ იმ პოსტებიდან გამომდინარე რაც იქ დაიწერა. მაგ თემსას სკმაოდ დიდხანს და საფუძვლიანად ვადევნებდი თვალს სანამ ერთიდაიგივე არ გაიმეორე და რაზეც პსუხი გაგცა აფხაზმა. მაგრამ შენი აზრი რომ სწორი ხარ და სხვისი მოსმენა ნაკლებად გინდა გიჩენს აზრს რომ გამარჯვებული ხარ და აფხაზი დაამარცხე.
პ.ს არც შენ გიცნობ არც აფხაზს ორვიე ფორუმელი ხართ ორივეს პოსტებს ვკითხულბდი და როგორც ნეიტრალურმა და მიუკერძოებელმა ფორუმელმა ეს აზრი გამოვიტანე.

--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 4 5 6 7 8 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 10:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი