IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

22 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა არის სული
გიორგი
პოსტი Jul 20 2007, 10:56 PM
პოსტი #81


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



southruislip
ციტატა
თქვენ კითხვები მომაყარეთ

ეს ბუნებრივია ფორუმზე, აქ დისკუსიაა.
ციტატა
თქვენ ცდილობთ სიტყვებში ჩამჭრათ

ჩვენ ვცდილობთ სიმართლის აღიარებას, უბრალოდ ფაქტების, რწმენას და ადამიანის პიროვნებას არ ვეხებით
ციტატა
გაგახსენებთ ერთ რამეს ისტორიიდან. იყო დრო , რომ ადამიანები, მღვდელმთავრები , მეცნიერები ფიქრობდნენ რომ დედამიწა ბრტყელია

ეს ასე იყო, მაგრამ ვინც ქრისტიანობის არსი ელემენტალურ დონეზე იცის იმწამსვე გიპასუხებს, რომ დედამიწის ბრტყელობა, ასევე მცდარი მოსაზრება რომ მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო არ განეკუთვნებოდა არც დოგმატს და არც ქრისტიანულ სწავლებას. ეს იყო შესაბამისი მღვდელმთავრების თუ სწავლულების იმ დროინდელი მეცნიერული წარმოდგენები, რაც არანაირად არ უნდა გაიგივდეს ქრისტეანობას.
ციტატა
მაგრამ გარკვეული ადამიანები ფიქრობდნენ რომ იგი მრგვალია რასაც და ასეთ ადამიანებს ქრისტიანი მღვდელმთავრები სასტიკად უსწორდებოდნენ, რადგან ეს მათი ინტერესების საწინააღმდეგო იყო. თქვენ შეგიძლია მითხრათ რომ მართლმადიდებლბს არ უწვალებიათო მაგრამ მართლმადიდებლებიც აწვალებდნენ. ეს ერთი მაგალითია და რამდენი სხვა აწამეს ვინ იცის.

მართლმადიდებლებს არავინ არ უწამებიათ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. აწამებდა კათოლიკური ეკლესიის ინკვიზიცია. მართლმადიდებელი მღვდელმთავრების ინკვიზიცია შენს მეტს არავის უთქვამს. გარდა ამისა თუ კარგად იცნობ კათოლიციზმს იმასაც მიხვდები, რომ ინკვიზიტორი პაპები ხალხს პირადი შუღლის გამო აწამებდნენ და არა იმიტომ, რომ დედამიწის სიმრგვალე თუ ბრტყელობა ქრისტეანობასთან კავშირში არის.
ციტატა
მე გამოვთქვი აზრი, რომ სული უკვდავია და იგი ყოველთვის იყო, ასევე რომ ცხოველს სული აქვს. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება თქვენ შეხედულებას რადგან რეინკარნაციის იდეის შესაძლებლობამდე მივყავართ, რაც თქვენი იდეოლოგიის სრულ დანგრევას ნიშნავს და ძალიან გეშინიათ ამისი.

მე არაფრის არ მეშინია. მე ვამტკიცებ ერთ რამეს, რომელსაც წყალი არ გაუვა და ეს არის: "ქრისტეანობა არ ცნობს სულის დაუსაბამოდ გაჩენას და არ ცნობს ცხოველის სულს" მორჩა. შენ კიდევ მედავები ქრისტეანობის სახელით რომ ეს ასე არ არის, ანუ შენ ეწევი უბრალოდ აბსურდს, იმას ასაღებ ქრისტეანობად, რაც არ არის. სულ სხვა საკითხია თუ შენ სხვა რელიგიის მიმდევარი ანდა თუ გჯერა რეინკარნაციის და ა.შ. მაშინ სხვანაირად დაგელაპარაკები. რატომღაც არ მგონია, რომ ქრისტეანი ხარ და პირველად შენგან მესმის რომ ქრისტეანი ლაპარაკობს რეინკარნაციის შესაძლებლობაზე ქრისტეანული მსოფლმხედველობიდან. ეს სისულელეა.
ციტატა
ნუ მოკლედ ბოლოს და ბოლოს გავიგე რისთვის გავჩნდი არა მარტო მე არამედ ყველა ადამიანი. ამას ვერ გეტყვით რადგან ჯერ ჯერობით მაინც არ მიიღებთ.

მინდა გითხრა რომ მე უპირველესად არ მივიღებ ბუდიზმის, ინდუიზმის და მსგავსი ტიპის რელიგიების ელემენტების ქადაგებას ქრისტეანობის სახელით. ასევე არ მივიღებ მართლმადიდებლობაზე ჩირქის მოცხებას და ინკვიზიციისსაქმეების გადაბრალებას, ხოლო თუ შენ არ ხარ ქრისტეანი აღიარე ეს, ყველაზე ვაჟკაცური ეს იქნება და ყველაზე მეტად ამას მივიღებ. სიმართლე თქვი ვინ ხარ და რა აღმსარებლობის, ქრისტეანობას თავი დაანებე და შენს აღმსარებლობის გარშემო ვისაუბროთ, ეს ბევრად უფრო მისაღებია . . .
ციტატა
ახალი სჯული ცოტა გადააკეთეს და ძირითად იგივე დატოვეს და საერთოდ ადამიანები რომლებიც მრგვალ დედამიწას ბრტყლად აჩვენებენ მათ დაწერილ კანონებს პირადად მე და თქვენი არ ვიცი არ ვცნობ.

მოდი ქრისტეანობაზე და მისი სჯულის კანონებზე ნუ ილაპარაკებ, ნურც მის გადაკეთება-გადმოკეთებას მიმოიხილავ, რაც უფრო ნაკლებს დაწერ მით უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებ. ასევე მცდარია დედამიწის სიმრგვალე-სიბრტყელის გაიგივება ქრისტეანულ სწავლებასთან, ამაში სჯულში ოდნავ ჩახედული ადამიანიც კი არ შეცდება. ისე ამის გამო, რომ ქრისტეანულ კანონებს არ ენდობი ძალიან მაინტერესებს შენ რომ აღმსარებელი ხარ იმ რელიგიის სასულიერო პირებს ადრეულ შუა საუკუნეებში რა ეგონათ? ახლა არ მითხრა, რომ ისინი თვლიდნენ, რომ დედამიწა არის სფეროს ფორმის, რომლის დიამეტრი არის 12757 კმ და რომ იგი 29კმ/წმ-ში სიჩქარით ბრუნავდა, მისგან 149 600 000 კმ დაშორებული მზისგან, რომლის დიამეტრი 1 390 000 კმ იყო?! ახლა არ მითხრა რომ ასე იყო?! ეს იყო იმდროინდელი მეცნიერული წარმოდგენები, რაც ყველგან ერთნაირად ჩამორჩენილი იყო.
ციტატა
იესო ქრისტე ბევრმა ადამიანმა ჯვარზე გაკვრამდე ცნეს. საინტერესოა იესო მათ ჯვრებს კიდებდა და მისი ცნობის ერთ ერთ ატრიბუტად ამას მოითხოვდა?

ჯვარზე გაკვრამდე ბრძანა უფალმა: "რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე...."

ეს იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტემ ჯვარზე გაკვრამდე მოუწოდა წინასწარმეტყველურად თავის მიმდევრებს, რომ ჯვარი აეღოთ და ისე შედგომოდნენ მას....

ისე კი, ჯვარი მას შემდეგ გახდა ქრისტეანთა სიმბოლო, რაც მასზე სიკვდილით და ბოროტების დამარცხებით იძლია ჯოჯოხეთი და მის მიმდევრებს მიეცათ შანსი საუკუნო ცხონებისა. ამდენად, გაურკვეველია, თუ რატომ უნდა აეღოთ ჯვარი ქრისტეს მიმდევრებს ჯვარცმამდე?? თუმცა კი, მაინც მოგიყვანე ციტატა, რომ მაცხოვარი წინასწარ აუწყებდა თავის მიმდევრებს ჯვრის ტვირთვისაკენ, წინასწარ იცოდა რა თავისი ამქვეყნიური აღსასრული და კაცობრიობის გამოხსნა ჯვრით



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 21 2007, 12:56 PM
პოსტი #82


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



გიორგის

გიორგი ერთს გეტყვი, მე ვარ ქრისტიანი ადამიანი. ცოდვები მაქვს ნამდვილად, მაგრამ ცოდვების არ მეშინია
იმიტომ რომ , ცოდვა ეს არის შეცდომა, რომლის გამოსწორება შეიძლება.

ციტატა:
ქრისტეანობა არ ცნობს სულის დაუსაბამოდ გაჩენას და არ ცნობს ცხოველის სულს.

ამ დროს შოტა1 ამბოს რომ მოძღვარმა მითხრაო შემდეგი რამე:

სული სიცოცხლეს ნიშნავს
თუ ქრისტიანული გაგებით სული ნიშნავს სიცოცხლეს, მაშინ ცხოველს აქვს სიცოცხლე(სული) და მაშასადამე ქრისტიანობა
და მათ შორის მარტლმადიდებელი ქრისტიანობა აღიარებს იმას რომ ცხოველს სული აქვს, და თუ ვინმე არ აღიარებს, ნამდვილად არა ქრისტიანები და არა მართლმადიდებლები, რადგან ამის არ აღიარება ძალიან დიდ მწვალებლობას შეიცავს და ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებას და მის მცნებებს

სული სიცოცხლეს ნიშნავს
და
ცხოველს არა აქვს სული


როგორ გავიგოთ. ცხოველს არა აქვს სული (სიცოცხლე), ესე იგი მკვდარია

ეს არ შეესბამება ჭეშმარით ქრისტიანულ შეხედულებებს, და მწვალებლობის ელემენტებს შეიცავს

ასეთი მსჯელობებით სავსეა წიგნები და კანონები, და ვინც ასეთი წიგნებით ბრმად სარგებლობს, იესო ქრისტე მწიგნობრებს უწოდებს და ამხელთ მათ.

გიორგი მე მესმის ,რომ შენ და ბევრი ამ ფორუმზე დამსწრე ადამიანებს გაინტერესებთ რელიგია.ცდილობთ და ეძებთ, რაღაც გაიგოთ რადგან ვინც ეძებს ის იპოვისო., მაგრამ ბევრი რამის ბრმად აღიარება არ შეიძლება.

ასევე ქრისტინობა არ ცნობს სულის დაუსაბამოდ გაჩენას.

ესეც მცდარი შეხედულებაა, რადგან ადამიანის სული არის ღმერთის შვილი და როცა ვამბობთ რომ ღმერთმა ადამიანი გააჩინა ეს არ ნიშნავს რომ მისი სული მანამდე არ არსებობდა. ოკეანედან ჩნდებიან წყლის წვეთები , ისინი გაჩნდნენ როგორც წვეთები, როგორც წვეთები ადრე არ არსებობდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი მაინც არსებობდნენ ოკეანეში. ასევეა სულიც , როცა ახალდაბადებულ ადამიანში სული შედის იგი ღვთის სულიდან გამოდის,ესე იგი იგი არსებობდა ღმერთში. ეს არის პირადად ის რაც მე ქრისტიანული წიგნებიდან და ქრისტეს აზროვნებიდან დავინახე და თუ ვინმე, ვერ ხედავს ან ბრმაა, ან არ უნდა დაინახოს და იგი ეწინააღმდეგება იესო ქრისტეს ხედვას, მათ შორის მრთლმადიდებლობის ხედვასაც, ან ქრისტიანებს შორის შემოგზავნილია მწვალებლების მიერ, რომ სხვები დააბრმავოს. მე არ ვამბობ , რომ ეს დიდი ცოდვაა და ღმერთი და იესო ამისთვის დასჯის ადამიანს, რადგან ღმერთი ისე სჯის როგორც თვით ადამიანი განსჯის და
რადგან ცოდვების(შეცდომების )გამოსწორება ყოველთვის შეიძლება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 21 2007, 09:14 PM
პოსტი #83


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



southruislip

მოგვასვენე რა, თორემ შენმა აპლომბით წერამ და და ჩვენთვის უვიცობაში ბრალის დადებამ შეგვაწუხა უკვე. არაა ეს თემა "მართლმადიდებელთა მხილების თემა", მითუფრო, რომ არც გამოგდის ეგ.

ციტატა(southruislip @ Jul 21 2007, 12:56 PM) *

სული სიცოცხლეს ნიშნავს
თუ ქრისტიანული გაგებით სული ნიშნავს სიცოცხლეს, მაშინ ცხოველს აქვს სიცოცხლე(სული) და მაშასადამე ქრისტიანობა
და მათ შორის მარტლმადიდებელი ქრისტიანობა აღიარებს იმას რომ ცხოველს სული აქვს, და თუ ვინმე არ აღიარებს, ნამდვილად არა ქრისტიანები და არა მართლმადიდებლები, რადგან ამის არ აღიარება ძალიან დიდ მწვალებლობას შეიცავს და ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებას და მის მცნებებს


არა აქვს ცხოველს გონიერი და უკვდავი სული. ესაა მართლმადიდებლური სწავლება.

ციტატა
ასეთი მსჯელობებით სავსეა წიგნები და კანონები, და ვინც ასეთი წიგნებით ბრმად სარგებლობს, იესო ქრისტე მწიგნობრებს უწოდებს და ამხელთ მათ.


წმ. მამების ნაწერები ან სჯულისკანონი გაქვს წაკითხული და გაგებული გაქვს?

ციტატა
გიორგი მე მესმის ,რომ შენ და ბევრი ამ ფორუმზე დამსწრე ადამიანებს გაინტერესებთ რელიგია.ცდილობთ და ეძებთ, რაღაც გაიგოთ რადგან ვინც ეძებს ის იპოვისო.,


ნაპოვნი გვაქვს უკვე.

ციტატა
როცა ვამბობთ რომ ღმერთმა ადამიანი გააჩინა ეს არ ნიშნავს რომ მისი სული მანამდე არ არსებობდა.


ორიგენეს ერესს გვასწავლი? IPB-ს სურათი

ციტატა
ოკეანედან ჩნდებიან წყლის წვეთები , ისინი გაჩნდნენ როგორც წვეთები, როგორც წვეთები ადრე არ არსებობდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი მაინც არსებობდნენ ოკეანეში. ასევეა სულიც , როცა ახალდაბადებულ ადამიანში სული შედის იგი ღვთის სულიდან გამოდის,ესე იგი იგი არსებობდა ღმერთში.


ისე რა ღმერთი გყავს ასეთი, არაარსისგან რომ არ შეუძლია რამის არსად მოყვანა? IPB-ს სურათი

ციტატა
ეს არის პირადად ის რაც მე ქრისტიანული წიგნებიდან და ქრისტეს აზროვნებიდან დავინახე და თუ ვინმე, ვერ ხედავს ან ბრმაა, ან არ უნდა დაინახოს და იგი ეწინააღმდეგება იესო ქრისტეს ხედვას, მათ შორის მრთლმადიდებლობის ხედვასაც, ან ქრისტიანებს შორის შემოგზავნილია მწვალებლების მიერ, რომ სხვები დააბრმავოს.


რა იცი სულის წარმომავლობის სამი თეორიის

1) ტრადუციანიზმის
2) გენერაციანიზმის
3) კრეაციონიზმის

შესახებ?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 21 2007, 10:55 PM
პოსტი #84


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



სოტრის

ვერ გავიგე თან მეუბნები მოგვასვენეო და თან კითხვებს მისვამ. რა ვქნა არ ვიცი?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 22 2007, 12:00 AM
პოსტი #85


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(southruislip @ Jul 21 2007, 10:55 PM) *

ვერ გავიგე თან მეუბნები მოგვასვენეო და თან კითხვებს მისვამ. რა ვქნა არ ვიცი?


კითხვები არ ჰქვია ამას, ამას ჰქვია გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში IPB-ს სურათი დაფიქრდი იმაზე, რაც ხალხმა დაგიწერა აქ და ნუ მოგვვარდები "აღმოჩენებით" და ერესში ბრალდებებით.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 22 2007, 12:44 AM
პოსტი #86


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



სოტირის

შენ გეტყობა მართლმადიდებლების ინკვიზიციის წარმომადგენელი ხარ, რომელიც ერთ-ერთმა ფორუმელმა

აღნიშნა რომ არ გვყავსო. მაგრამ ვაი , რომ ყავთ.ცოტას დავისვენებ და მერე ისევ შემოგიერთდებით.

რაღაც საკითხები ვერ გავარკვიე და ალბათ გამარკვევინებთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 22 2007, 01:18 AM
პოსტი #87


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(southruislip @ Jul 22 2007, 12:44 AM) *

სოტირის

შენ გეტყობა მართლმადიდებლების ინკვიზიციის წარმომადგენელი ხარ, რომელიც ერთ-ერთმა ფორუმელმა

აღნიშნა რომ არ გვყავსო. მაგრამ ვაი , რომ ყავთ.


საკუთარი თავის დევნილად წარმოდგენა ზოგიერთების ჩვეული ტაქტიკაა IPB-ს სურათი არ მსიამოვნებს, ზოგიერთი რომ ჩვენს ეკლესიას გვიგინებს (მგონი არც შენ გესიამოვნებოდა დედის ლანძღვა) და აპლომბით გველაპარაკება, თუმცა მართლმადიდებლობაზე ძალიან მიახლოებითი წარმოდგენა აქვს.

ციტატა
ცოტას დავისვენებ და მერე ისევ შემოგიერთდებით.

რაღაც საკითხები ვერ გავარკვიე და ალბათ გამარკვევინებთ


მაგი სხვებთან, მე ინკვიზიტორი ვარ IPB-ს სურათი


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 23 2007, 12:51 AM
პოსტი #88


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



სოტრის

ჩემს ქრისტიან ძმას, სად დაინახეთ რომ ეკლესიას ვაგინებ. უბრალოდ განსხვავებული აზრი გამოვთქვი სულის
შესახებ და მითხრეს რომ ეს დიდ მწვალებლობას მოიცავს და მეც გამოვაჯავრე გიორგის და კანონისტს.
ისე ქრისტიანობის მთავარი დანიშნულება ის არ არის სული როგორია , რადგან რეკლიგიის მთავარი დანიშნულებაა
ადამიანის მომზადება სამოთხისათვის, მე წინა პოსტებში ავღნიშნე ისტორია იმისა რომ კათოლიკური ეკლესიის ინკვიზიცია ადამიანებს რომლებიც ამბობდნენ ,რომ დედამიწა მრგვალია დევნიდადა მათ ასევე ერეტიკოსებს, და მწვალებლებს ეძახდნენ. ეს და კიდევ მრავალ სხვა გახდა შედეგი კაცობრიობის განვითარების ასე თუ ისე შეფერხებისა. და თუნდაც ამ ადამიანების თვითგანწირვას, რომლებმაც თავის თავი გასწირეს სიმართლისათვის
უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ფორუმზე ინტერნეტის საშუალებით საუბრისა.
ასევე ქრისტიანულ (ბოდიში თუ ეს ასე არ არის. მე ასე მითხრეს)მართლმადიდებლურ ეკლესიას ყავს გამოცხადებული მასონად უდიდესი ადამიანი მოცარტი, რომელიც მე ვიცი რომ მასონი არ იყო. მასონი იყო მამამისი და იგი მასონების წრეში იზრდებოდა. და როცა გაიზარდა ხვდებოდა, რომ მასონები არასწორად ფიქრობდნენ და თავისი ბევრი ნაწარმოებით ამხილებდა მათ, რისთვისაც იგი შეკვეთილი მკვლელობით სიცოცხლეს გამოასალმეს.
მოცარტი არ იყო მართლმადიდებელი მაგრამ იგი იყო უდიდესი ადამიანი რადგან ღმერთმა დააჯილდოვა უდიდესი ნიჭით და მე დარწმუნებული ვარ მიუხედავად იმისა რომ, მართლმადიდებელი არ იყო და არც სჯულის კანონები იცოდა და არც ღვთისმეტყველება, იგი სასუფეველში მოხვდებოდა. რადგან სასუფეველში ადამიანი შეიძლება მოხვდეს კაცობრიობის წინაშე გაკეთებული კარგი საქმეებისთვისაც. მე მაგალითად დიდი მოხარული ვიქნებოდი თუ მის მუსიკებს ეკლესიებში მოასმენინებდნენ საგალობლების რანგში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 23 2007, 10:08 AM
პოსტი #89


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



southruislip
ციტატა
მართლმადიდებლების ინკვიზიციის

ასეთი რაიმე ისტორიაში არ არსებულა, არც არსებობს და არც იარსებებს . . .
ეს არის უბრალოდ ტყუილი და ამის მერე შენ დაწერე:
ციტატა
სად დაინახეთ რომ ეკლესიას ვაგინებ

სწორედ აქ და ამის მსგავსი შინაარსის მქონე ფრაზებში დავინახეთ.
ციტატა
რაღაც საკითხები ვერ გავარკვიე და ალბათ გამარკვევინებთ

რა თქმა უნდა, პრობლემა არაა, მაგრამ რატომღაც კითხვების მაგივრად ცდილობ რომ ბუდიზმ-ინდუიზმის ელემენტები ქრისტიანობაში შემოიტანო (მცენარის და ცხოველის უკვდავი სული, რეინკარნაციის შესაძლებლობა) და პერიოდულად მართლმადიდებელ ქრისტეანობას ინკვიზიციას ადარებ, ასე არაფერი არ გამოვა.
ციტატა
უბრალოდ განსხვავებული აზრი გამოვთქვი სულის
შესახებ და მითხრეს რომ ეს დიდ მწვალებლობას მოიცავს და მეც გამოვაჯავრე გიორგის და კანონისტს.

ჩვენ განსხვავებულ აზრს არ ვდევნით, ჩვენ ვდევნით განსხვავებულ აზრს ქრისტეანობის სახელით. თუ შენ სხვა რაიმე რელიგიის მიმდევარი ხარ, რომელიც ცხოველის სულს აღიარებს მაშინ გასაგები იქნებოდა შენი პოზიცია და სხვანაირად დაგელაპარაკებოდით, მაგრამ ქრისტეანობის არცერთი მიმდინარეობა არ იცნობს არც ცხოველის სულს და არც რეინკარნაციას.
ციტატა
რადგან რელიგიის მთავარი დანიშნულებაა
ადამიანის მომზადება სამოთხისათვის

ეს თავისთავად ასეა, მაგრამ სხვადასხვა რელიგიები აბსოლუტურად სხვადასხვანაირად ამზადებენ სამოთხისათვის ადამიანს, ზოგან ურთიერთგამომრიცხავი ცხოვრების წესიცაა ნაჩვენები და როგორ მოემზადები სამოთხისათვის თუ ისიც არ გეცოდინება სიკვდილის შემდეგ შენი სული ღმერთთან მიდის თუ ხელმორედ უნდა დაიბადოს მაგალითად ძაღლად?!
ციტატა
ეს და კიდევ მრავალ სხვა გახდა შედეგი კაცობრიობის განვითარების ასე თუ ისე შეფერხებისა.

ძალიან მაინტერესებს "უცდომელი" რომის პაპაების თავსგადასული მწვალებლობა და არაადამიანობა, რომელსაც ზოგადად ქრისტეანობასთან და მითუმეტეს მის ორთოდოქსალურ მიმდინარეობასთან საერთო არაფერი აქვს ასე ხშირად რატომ მოგყავს მაგალითად და ვითომდა ჩვენს სამხილებლად?!
ციტატა
ასევე ქრისტიანულ (ბოდიში თუ ეს ასე არ არის. მე ასე მითხრეს)მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰყავს გამოცხადებული მასონად უდიდესი ადამიანი მოცარტი, რომელიც მე ვიცი რომ მასონი არ იყო.

უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრა რომ მართლმადიდებელი ქრისტეანული ეკლესია არ ცნობს მასონად გამოცხადების მსახურებას და ის თავისთავად არც არავის აცხადებს მასონად და არც მისგან ათავისუფლებს ვისმეს. თავისთავად ის ფაქტი, რომ მოცარტი დიდი კომპოზიტორი იყო სულაც არ გამორიცხავს მის მასონობას, მაგრამ ეს სხვა საკითხია, რომელიც მის იდეოლოგიაში და ისტორიულ დოკუმენტებში უნდა ვეძებოთ.
ციტატა
მოცარტი არ იყო მართლმადიდებელი მაგრამ იგი იყო უდიდესი ადამიანი რადგან ღმერთმა დააჯილდოვა უდიდესი ნიჭით და მე დარწმუნებული ვარ მიუხედავად იმისა რომ, მართლმადიდებელი არ იყო და არც სჯულის კანონები იცოდა და არც ღვთისმეტყველება, იგი სასუფეველში მოხვდებოდა.

შეუცნობელია გზანი უფლისანი. სასუფეველში პირველი ავაზაკი მოხვდა სახარების მიხედვით, ამიტომ გამორიცხული არაფერი არაა, მაგრამ საინტერესოა შენ საიდან იცი სად მოხვდებოდა მოცარტის სული?! საინტერესოა ასეთი დამარწმუნებელი ინფორმაცია საიდან მიიღე საეჭვო წარმომავლობის პიროვნებაზე მაშინ როდესაც თითქმის 100% ცხონებულ ადამიანზეც, რომლის სხეული უხრწნელადაა წლების განმავლობაში და საფლავიდან ზეთიც გადმოდის მართლმადიდებელი ეკლესია თავს იკავებს კანონიზაციისგან და შენ უკვე მოცარტის სული სამოთხეში გაუშვი. ჩვენ ქრისტეანებს გვიჭირს იმის დადგენა ვინ ცხონდა და ვინ არა და შენ რა წყაროები გაქვს ეგეთი?!
ციტატა
მე მაგალითად დიდი მოხარული ვიქნებოდი თუ მის მუსიკებს ეკლესიებში მოასმენინებდნენ საგალობლების რანგში.

აღმოსავლეთის ეკლესიების ტრადიცია არ არის საგალობლების ინსტრუმენტებზე დაკვრა. ასევე გადასამოწმებელია რამდენად კანონიკურია ამ საგალობლების ტექსტი და ასევე რა ენაზეა გარითმული. სხვათა შორის მართლმადიდებლები კათოლიკებისგან განსხვავებით მშობლიურ ენაზე ათარგმნინებდნენ წირვა-ლოცვის ტექსტებს, ამიტომაა რომ ქართულად მსახურების ტექსტები დაახლოებით 1500 წლის წინ ითარგმა, ითარგმა აგრეთვე ლათინურადაც, მაგრამ კათოლიკებმა ისლამის და არაბული ენის არ იყოს მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე არავის მშობლიურ ენაზე არაფერი არ ათარგმნინეს. არა მგონია მოცარტის საგალობლები მიზანშეწონილი იყოს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 23 2007, 10:48 AM
პოსტი #90


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
კათოლიკური ეკლესიის ინკვიზიცია ადამიანებს რომლებიც ამბობდნენ, რომ დედამიწა მრგვალია დევნიდადა მათ

კათოლიკური ეკლესიის ინკვიზიცია იყო შავი ლაქა მსოფლიოს ისტორიაში, მას საერთო არაფერი აქვს მართლმადიდებლურ ქრისტეანობასთანდა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ რადგან ასე გადაეკიდე დედამიწის სიმრგვალე/სიბრტყელის საკითხს გეტყვი რომ ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დაწვა და გალილეის დევნა არ უნდა გავაიგივოთ მეცნიერების, როგორც განათლების დევნასთან თუნდაც ინკვიზიციის მიერ. თუ კარგად წაგიკითხავს ისტორია გეცოდინება ამ საქმის რეალური არსი. ჯორდანო ბრუნო განუდგა კათოლიციზმს, დაიწყო სატანისტურ რიტუალებში მონაწილეობა და პირადად დაუპირისპირდა რომის პაპს, რის გამოც ის კოცონზე დაცვეს. (თავისთავად ეს მარაზმია, მართლმადიდებლები ასეთ დროს უბრალოდ სატანისტს ეკლესიიდან განკვეთდენ და აღარ აზიარებდნენ), გალილეიც რომის პაპთან უთანხმოების გამო იდევნებოდა და არა იმიტომ, რომ თუნდაც კათოლიციზმი უარყოფდა დედამიწის სიმრგვალეს (მართლმადიდებლობასთან ამას უბრალოდ კავშირიც არ აქვს), ამის ბრწყინვალე დასტური არის მსოფლიოში უდიდესი პოლონელი მეცნიერის - ნიკოლაი კოპერნიკის ამბავი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა და პირველმა შექმნა ჰელიოცენტრიული სისტემის მოდელი, იგი არმც თუ იდევნებოდა არამედ საკმაოდ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა რომის პაპთან და კათოლიკე კარდინალებთან, 1533 წელს მისი ლექციაც კი წაკითხულ იქნა რომში, სადაც შემოთავაზებულ მოდელში არამც თუ დედამიწა იყო მრგვალი არამედ იგი უკვე მზის გარშემო მოძრაობდა მდგრად ორბიტაზე გარკვეული რადიუსით იმ დროს ჯერ კიდევ უცნობი ძალის მოქმედების შედეგად. ნიკოლაი კოპერნიკის ცხოვრება და მოღვაწეობა, აგრეთვე ურთიერთობა კათოლიციზმთან იხილე:
http://en.wikipedia.org/wiki/Nicolaus_Copernicus

ძალიან გთხოვ ერთმანეთში ნუ აურევ ქრისტეანობას, განსაკუთრებით მართლმადიდებლობას და ინკვიზიციის ზღვარს გადასულ ქმედებებს, რომლის პირველმიზეზი იყო "შეუმცდარი" რომის პაპების პირადი ძალაუფლების სურვილი, ინდულგენციების გამყიდველი კარდინალების მომხვეჭელობა და პირადი მტრების მწვალებლად გამოცხადება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 23 2007, 11:19 AM
პოსტი #91


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
ციტატა:
ქრისტეანობა არ ცნობს სულის დაუსაბამოდ გაჩენას და არ ცნობს ცხოველის სულს.

ამ დროს შოტა1 ამბოს რომ მოძღვარმა მითხრაო შემდეგი რამე:

სული სიცოცხლეს ნიშნავს
თუ ქრისტეანული გაგებით სული ნიშნავს სიცოცხლეს, მაშინ ცხოველს აქვს სიცოცხლე (სული) და მაშასადამე ქრისტიანობა
და მათ შორის მართლმადიდებელი ქრისტიანობა აღიარებს იმას რომ ცხოველს სული აქვს, და თუ ვინმე არ აღიარებს, ნამდვილად არა ქრისტიანები და არა მართლმადიდებლები, რადგან ამის არ აღიარება ძალიან დიდ მწვალებლობას შეიცავს და ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებას და მის მცნებებს
სული სიცოცხლეს ნიშნავს
და
ცხოველს არა აქვს სული
როგორ გავიგოთ. ცხოველს არა აქვს სული (სიცოცხლე), ესე იგი მკვდარია

ამ კითხვაზე უკვე გაგაცეცი პასუხი, თუ კიდევ ვერ გაიგე ან პოსტი ვერ ნახე მაშინ შედი ლინკზე:
http://church.ge/index.php?s=&showtopic=15...ndpost&p=136056

მოკლე განმარტება:
"სული სიცოცხლეს ნიშნავს, მაგრამ სიცოცხლე სულს არა"
ლოგიკაში არ იცი შემთხვევები, როდესაც A უდრის B, მაგრამ B არ უდრის A?!

ციტატა
ეს არ შეესბამება ჭეშმარიტ ქრისტეანულ შეხედულებებს, და მწვალებლობის ელემენტებს შეიცავს

საინტერესოა . . . უბრალოდ ქრისტეანობის ყველა მიმდინარეობა აშკარად სრულ წინააღმრდეგობაში მოდის მცენარის და ცხოველის სულის არსებობის დაშვებასთან, ამას ვერ წაიკითხავდი ვერც მართლმადიდებლურ, ვერც კათოლიკურ და ვერც პროტესტანტულ ლიტერატურაში, ეს არ ჩანს არც სახარებაში, მართალი გითხრა ვეღარ გავიგე ვინ ხარ და რა მიმდინარეობს, რატომ არ მპასუხობ სად გაეცანი ისეთ ქრისტეანობას, რომელიც აღიარებს მცენარისა და ცხოველის სულს და უშვებს რეინკარნაციის შესაძლებლობას?

ციტატა
ასეთი მსჯელობებით სავსეა წიგნები და კანონები, და ვინც ასეთი წიგნებით ბრმად სარგებლობს, იესო ქრისტე მწიგნობრებს უწოდებს და ამხელთ მათ.

მოკლედ, როგორც ვატყობ ამით გინდოდა გეთქვა, რომ მაცხოვარი იესო ქრისტე ამხელს იმ ადამიანებს ვინც მცენარის და ცხოველის სულს არ აღიარებს?! არა, გასაგებია რომ ეს ფორუმია და აქ სწორედ, რომ დისკუსია უნდა მიდიოდეს, მაგრამ ისეთი რაიმე არ უნდა დაწერო, რომ ადამიანმა უბრალოდ ხელი ჩაიქნიოს და თავი დაანებოს დისკუსიას.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 23 2007, 11:30 AM
პოსტი #92


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
გიორგი მე მესმის, რომ შენ და ბევრი ამ ფორუმზე დამსწრე ადამიანებს გაინტერესებთ რელიგია. ცდილობთ და ეძებთ, რაღაც გაიგოთ რადგან ვინც ეძებს ის იპოვისო., მაგრამ ბევრი რამის ბრმად აღიარება არ შეიძლება.

ჭეშმარიტების გზა უკვე ნაპოვნი გვაქვს, რაც შეეხება რელიგიის შემდგომ ინტერესს ეს ცხადია მაქვს, მაგრამ იმ დონეს უკვე დიდი ხანია გავცდი, რომ ფლორასა და ფაუნას, რომ უკვდავი სული აქვს ეგ რომ დავიჯერო.

მე საკუთარ ისტორიებს არ მოგიყვები რამდენად ბრმად მწამს და რისი. თუ დაინტერესებული ხარ ამ საკითხებით გაეცანი ჩემს პოსტებს სხვადასხვა თემებში და თავად შეგექმნება შთაბეჭდილება.

თავის მხრივ ინტერნეტში უამრავი მასალაა ნებისმიერი რელიგიის ისტორიაზე, იდეოლოგიაზე, მეცნიერებასთან დამოკიდებულებაზე და ა.შ. ამიტომ სანამ ნეო-ქრისტეო-ბუდიზმის მიქსტურულ იდეოლოგიას ჩამოიყალიბებდე სასურველი იყო გაცნობოდი მას.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 23 2007, 10:17 PM
პოსტი #93


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



გიორგის

მე არ ვამბობ რომ ცხოველებს აქვთ ისეთი სული, რომ ისინი შეიძლება სამოთხეში მოხვდნენ, რა თქმა უნდა ცხოველის სული სამოთხეში ვერ მოხვდება. ქრისტიანული რელიგიების მიზანია რომ სამოთხეში მოხვდეს ადამიანის სული და ცხოველზე ამიტომ აქცენტირება არ არის გაკეთებული და არც ამაზეა ლაპარაკი.
შენ ამბობ რომ ქრისტიანებს არ გვაქვსო წყაროები. ჭესმარიტების ქრისტიანულ ჭყაროებად შეიძლება ჩემის აზრით ჩაითვალოს იესო ქრისტეს ლაპარაკი რომელიც გადმოცემულია ოთხ სახარებაში
და იქაც ყველა სახარება სხვადასხვანაირად არის გადმოცემული. ყველაზე დიდი მოცულობის არის იოანეს სახარება.
პლიუს ახალ აღთქმაში, მითითებულია რომ იესო ქრისტემ თავის მოშწავლეებს ყველაფერი არ ასწავლა და არც ყველაფერი გაუმხილა. ისიც არის მითითებული რომ სახარებებში ყველაფერი არ წერია ის რაც იესო ქრისტემ მოიმოქმედა. ყველა დანარჩენი ადამიანის ვარაუდი შეიძლება ვარაუდად ჩაითვალოს.
ყველა დღევანდელი ქრისტიანული მიმდინარეობას თავის თავი მართალი ჰგონია და ამბობს რომ მარტო მათი მიმდევრები მოხვდებიან სამოთხეში და სხვებს სამუდამო ჯოჯოხეთით ემუქრებიან. მაშ რაქნან ადამიანებმა
რომლებიც ვთქვატ კომუნისტების დროს ცხოვრობდნენ არ დადიოდნენ მართლმადიდებელ ეკლესიაში.
ესე იგი ისინი სამუდამო ჯოჯოხეთში მოხვდებიან და დაღუპულია მათი საქმე?

მე პირადად არ მწამს სამუდამო ჯოჯოხეთისა და არც მათი ვისაც სამუდამო ჯოჯოხეთისა სწამს
შენ ხარ ადამიანი და შენს შვილს სამუდამო ჯოჯოხეთს არ უსურვებ და ღმერთმა რომელიც შენზე ძალიან დიდია როგორ შეიძლება თავის შვილები სამუდამო ჯოჯოხეთისთვის გაიმეტოს.
ხოლო მე კიდევ საქართველოში ჟურნალ-გაზეთებში რეინკარნაციების სტატიების კითხვის შემდეგ დავიწყე ფიქრი საერთოდ რელიგიაზე. თქვენ ვინც ამას იტყვის რომ რეინკარნაცია შესაძლებელიაო მასევე ბუდისტის. კრიშნაიტს ეძახით. სხვთა შორის მუსულმანურ რელიგიაშიც არის ასეთი მიმდინარეობა რომელიც რეინკარნაციას ცნობს.

რეინკარნაციით ადამიანს მრავალჯერ ეძლევა სამოთხეში მოხვედრის შანსი, ანუ იგი მრავალჯერ იბადება და როცა მიაღწევს ამ მდგომარეობას აღარ დაიბადება ამ ქვეყანაზე. და მართლმადიდებლობისაგან სამუდამო ჯოჯოხეთში განწირული ადამიანებისთვის ყოვეთვის არსებობს შანსი გადარჩენისა. მე ღმერთი ასე უფრო წარმომიდგენია.
და თქვენ რა იცით რომ იესო ქრისტე ამის წინააღმდეგია.
იესო ქრიტეს ბევრი რამე არც ალაპარაკეს, მან ცოტა თქვა და ის არ დაუჯერეს და ამ ცოტას გულისთვის სიკვდილით დასაჯეს და რეინკარნაციაზე, რომ დაეწყო ლაპარაკი , თუ წარმოგიდგენიათ იმ დროის ადამიანის მდგომარეობა, (რომელსაც დედამიწა ბრტყელი ეგონა) ის ადამიანები საერთოდ ვერ მიიღებდნენ ასეთ რაღაცას,( მაშინ არ იყო დამოკრატია)
პლიუს ბევრ ადამიანს რომ უთხრა შენ შეიძლება ბევრჯერ დაიბადოო ადამიანის კრიმინალური და ცოდვილი
ხასიათიდან გამომდინარე მან შეიძლება ყოველთვის გადადოს მზრუნველობა თავისი სულისთვის და სამოთხეზე არც იფიქროს. ამიტომ მართლმადიდებლობა სამუდამო ჯოჯოხეთით ემუქრება ადამიანებს. ასევე ქრისტიანული რელიგიები ეყრდნობა პავლე მოციქულის სწავლებებს, რომელიც იესო ქრისტეს უშუალო მოსწავლე არ ყოფილა
და მას საერთოდ არ ულაპარაკია იესო ქრისტესთან. თუ იესო ქრისტეს მოსწავლე იუდას შეეშალა, რატომ არ შეიძლება სხვებსაც შეეშალოთ რამე.
ჩემის აზრით თქვენც ბევრჯერ იყავით ამ ქვეყანაზე დაბადებული და თუ მართლმადიდებლური რელიგიით შეგეძლებათ სამოთხეში მოხვედრა
აღარ დაიბადებით ამ ქვეყანაზე და იოქნებით სამოთხეში და თუ ვერ მიაღწიეთ. რამდენმიმე ხნის შემდეგ კიდევ დაიბადებით და საშუალება გექნებათ სამოთხეში მოხვედრისა. მგონი ასე ჯობია და იესო ქრისტეც ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ იქნება

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 23 2007, 11:55 PM
პოსტი #94


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



პირველ რიგში როგორც ვხედავ southruislip-ს თავის შეხედულება აქ რელიგიაზე. მე მგონი ეს არაა პრობლემა, ზოგი როგორ გებულობს ამ რელიგიას ზოგრი როგორ...

ჩემი აზრი ასეთია.
პირველ რიგში რეინკარნაციის "სისუსტე" იმაშია, რომ თუ ადამიანს კიდევ ეძლებვა შანსი სამოთხეში მოხვედრის, მან ამის შესახებ უდნა იცოდეს, თორემ თუ მან არ იცის რომ მეორე ან მესამეჯერ მიეცა შანსი, არც ეცოდინება რა უნდა ქნას და შეიძლება ისევ ჯოჯოხეთში ამოყოს თავი, ასე რომ ეს რეინკარნაციის იდეა მოიკოჭლებს.

მეორე, შეიძლება ვცდები, მე არ ვიცნობს მართმადიდებლობას კარგად, მაგრამ არ უნდა იყოს ისე, თითქოს მარტო მართმადიდებლები ხვდებოდნენ სამოთხეში, მე მგონი ჩვენ სამსჯავროზე როცა წავრსდგებით, ჩვენი ქცევების მიხედვით განგვსჯიან და არა ჩვენი რელიგიური შეხედულებებით. რა ქნას ადამიანმა რომელიც მუსლიებში დაიბადა, ის ასე გაიზარდა, ის თავის რელიგიის და იდეის ერთგულია, ამიტომ ეს არაა დასაძრახი. მთავარია როგორი ადამიანი იქნება, თორემ , ეხლა იუდეველმა რომ სამყარო გადაარჩინოს ის ჯოჯოხეთში ხომ არ მოხვდება იმის გამო რომ მართამდიდებელი არ იყო?

და კიდევ ერთი, თუ იესოს რაღაცეები დარჩა სათქმელი და არ უთქვამს, თქენ საიდან იცით რა უნდა ეთქვა?


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 24 2007, 12:49 PM
პოსტი #95


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



southruislip
ციტატა
ყველა დღევანდელი ქრისტიანული მიმდინარეობას თავის თავი მართალი ჰგონია და ამბობს რომ მარტო მათი მიმდევრები მოხვდებიან სამოთხეში და სხვებს სამუდამო ჯოჯოხეთით ემუქრებიან.

ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ეს ასე არაა. შენ თუ სიტყვა "მართლმადიდებლობა" გაბნევს მაშინ განგიმარტავ რომ მას ევროპულ ენებში მოიხსენიებან, როგორც "ორთოდოქსალურ" ქრისტეანობას, რაც ნიშნავს პირდაპირს, სწორი კუთხით მომავალს. მართლმადიდებლური ქრისტეანობა არის სწორედ ის სწავლება, რომელიც ყველა სხვა ქრისტეანულ მიმდინარეობას ჰქონდა 1054 წლამდე. (სინამდვილეში ეკლესია კი არ დაიყო, არამედ გამოეყო მართლმადიდებლობას კათოლიციზმი და შემდეგ გაჩნდა პროტესტანტობა). ეს არის ისტორიული ფაქტი, ამიტომ სხვა ქრისტეანული დენომინაციები იმის ცალსახად თქმას ვერ ბედავენ, რომ თქვენი რელიგია არასწორია და ჯოჯოხეთი გელოდებათაო, რადგან კარგად ჩანს რომ ქრისტეანობა სრული სისავსით მხოლოდ მის უძველეს (დროში მაცხოვარ იესო ქრისტესთან ახლოს) მიმდინარეობაშია გადმოცემული. მათი არგუმენტები ჩვენს მიმართ ასეთია: "ამდენი საჭირო არ არის", "ზედმეტია", "სხვანაირადაც შეიძლება ცხონება" და ა.შ. რაც შეეხება მართლმადიდებლების დამოკიდებულებას მათ მიმართ ჩვენ ვამბობთ, რომ იმათი სარწმუნოება მაცხონებელი არ არის, რადგან ძალიან ბევრი რაიმე გადაკეთებულია და ქრისტეს სჯულის ერთგვარი დეფორმაციაა, რაც მათ აშორებს ჭეშმარიტ ქრისტეანულ ცხოვრებას.
ციტატა
მაშ რაქნან ადამიანებმა
რომლებიც ვთქვატ კომუნისტების დროს ცხოვრობდნენ არ დადიოდნენ მართლმადიდებელ ეკლესიაში.

ყველა ადამიანი განისჯება იმის გათვალისწინებით თუ რა გააკეთა მან იქიდან რაც შეიძლებოდა სცოდნოდა. ყოველი ადამიანი განუმეორებლად ინდივიდუალური ცხოვრებით ცხოვრობს, იგივე კომუნისტების დროსაც იყო ადამიანების მცირე კატეგორია ეკლესიური, ზოგს ეშინოდა წასვლა, ზოგმა არც იცოდა რომ უნდა წასულიყო და ა.შ. ამას თუ შენ ხედავ, განა ღმერთი ვერ ხედავს?! ხედავს თან შენზე უფრო კარგად. ნიუანსები იცის ვის რა შეეძლო, რას ეცადა და რა გააკეთა. ფიქრების დონეზე იცის ეს ყველაფერი და თუ ვინმე ცუდ ეპოქაში თუ არა მართლმადიდებლურ ქვეყანაში დაიბადა შენზე უკეთესად მიხვდება მის მდგომარეობას და შესაძლოა მისი ცხონებაც დაუშვას, ბოლოსდაბოლოს სხვას თუ არფერს ცნობ პირდაპირ სახარებიდან მაინც გეცოდინება, რომ სამოთხეში პირველი ავაზაკი შევიდა და ამით ჩემი აზრით ყველაფერია ნათქვამი, ღმერთმა ზედმიწევნით იცის ვინ როგორ განსაჯოს. გარდა ამისა უნდა გაითვალისწინო ისიც რომ თუ ადამიანი ძალიან დაინტერესებულია ჭეშმარიტების ძიებით ის ყოველთვის მოიძევს შესაბამის ლიტერატურას, ეროვნება და ქვეყანა არაფერ შუაშია არაა, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო ბევრი მართლმადიდებელია ვიდრე საქართველოში და ამითაც ბევრი რამეა ნათქვამი. მე ვიცნობ ამერიკელ მართლმადიდებლებს მაშინ როცა საქართველოში უამრავი ხალხი არამც თუ მართლმადიდებელი და ეკლესიური არამედ მონათლულიც არ არის, ასე რომ ჭეშმარიტებამდე მისვლა ყველგან შეიძლება და თუ ეს შეუძლებელი იყო რომელიმე კონკრეტული პიროვნებისთვის ეს ღმერთმა შენზე გაცილებით უკეთ იცის.
ციტატა
მე პირადად არ მწამს სამუდამო ჯოჯოხეთისა და არც მათი ვისაც სამუდამო ჯოჯოხეთისა სწამს

ეს პირდაპირ სახარებაში წერია, მაცხოვარი მიმართავს შეკრებილთ რომ გელოდებათ "ცეცხლის გეენიაო" და სჯულის კანონების თუ არ გწამს ეგ ხომ პირდაპირ წერია სახარებაში?! ამას ხომ აღიარებს ყველა ქრისტეანული მიმდინარეობა?! და არა მარტო ქრისტეანული . . .
ციტატა
შენ ხარ ადამიანი და შენს შვილს სამუდამო ჯოჯოხეთს არ უსურვებ და ღმერთმა რომელიც შენზე ძალიან დიდია როგორ შეიძლება თავის შვილები სამუდამო ჯოჯოხეთისთვის გაიმეტოს.

რატომ ეჭიდები ურთულეს პრობლემებს? სამოთხე და ჯოჯოხეთი არის არა ადამიანის სასჯელი არამედ მისი სულის ლოგიკური და ოპტიმალური მდგომარეობა. ადამიანი, რომლის სულიც სერიოზულად არის დაშორებული ღმერთს სამოთხეში ბევრად უფრო დაიტანჯება ვიდრე ჯოჯოხეთში. არის ასეთი გამონათქვამი: "მძიმე ცოდვილისათვის ჯოჯოხეთში მოხვედრა ღმერთის უკანასკნელი წყალობააო". შენ ძალიან მატერიალური სასჯელივით უყურებ იმქვეყნიურ მისაგებელს მაშინ როდესაც ეს არის არა სასჯელი არამედ "სულიერი დისტანცია ღმერთთან".
ციტატა
სხვთა შორის მუსულმანურ რელიგიაშიც არის ასეთი მიმდინარეობა რომელიც რეინკარნაციას ცნობს.

ისლამი არ ცნობს რეინკარნაციას, არც ერთი მისი ძირითადი მიმდინარეობა და ვიღაცამ თუ ამ დღეებში ჩამოაყალიბა ეგეთი რაიმე არ ვიცი . . . ეგრე შენც თუ გაიჩინე მიმდევრები რეინკარნაციული ქრისტეანობის შექმნის მომსწრენიც გავხდებით.
ციტატა
რეინკარნაციით ადამიანს მრავალჯერ ეძლევა სამოთხეში მოხვედრის შანსი, ანუ იგი მრავალჯერ იბადება და როცა მიაღწევს ამ მდგომარეობას აღარ დაიბადება ამ ქვეყანაზე. და მართლმადიდებლობისაგან სამუდამო ჯოჯოხეთში განწირული ადამიანებისთვის ყოვეთვის არსებობს შანსი გადარჩენისა. მე ღმერთი ასე უფრო წარმომიდგენია.
და თქვენ რა იცით რომ იესო ქრისტე ამის წინააღმდეგია.
იესო ქრიტეს ბევრი რამე არც ალაპარაკეს, მან ცოტა თქვა და ის არ დაუჯერეს და ამ ცოტას გულისთვის სიკვდილით დასაჯეს და რეინკარნაციაზე, რომ დაეწყო ლაპარაკი , თუ წარმოგიდგენიათ იმ დროის ადამიანის მდგომარეობა, (რომელსაც დედამიწა ბრტყელი ეგონა) ის ადამიანები საერთოდ ვერ მიიღებდნენ ასეთ რაღაცას,( მაშინ არ იყო დამოკრატია)

მცდარად წარმოგიდგენია. ჯოჯოხეთი რაღაც ფორმით აუცილებლად არსებობს, მასში მოხვედრის შესახებ ზემოთ დაგიწერე. საერთოდ რეინკარნაცია ყოვლად წარმოუდგენელია ქრისტეანობისთვის, არც სახარებაში, არც სამოციქულოებში, არც წმინდა მამაათა კომენტარებში ამის შესახებ მინიშნებით ლაპარაკიც არაა, არამედ საუბარია მხოლოდ სულის მდგომარეობაზე სიკვდილის შემდეგ. მაცხოვარმა ყველაფერი თქვა რაც საჭირო იყო, იგი სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ განა მან არ იცოდა რომ ასე მოხდებოდა?! მან თავისი მისიის შესრულება უნაკლოდ შეძლო. წარმოუდგენელია იმაზე ლაპარაკი, რომ ღმერთმა რაღაცის თქმა ვერ მოასწრო და მითუმეტეს შენ ვერანაირად ვერ გეცოდინება ეს. გარდა ამისა ძალიან ცუდად შეადარე რეინკარნაციის და დედამიწის სიბრტყე/სიმრგვალის საკითხი ერთმანეთს. დედამიწის სიმრგვალეს მაშინდელი ადამიანი ვერ ხვდებოდა დაბალი დონის ასტრონომიული ცოდნის გამო, მაგრამ რეინკარნაციის იდეას ეს ხელს არ შეუშლიდა სხვამხრივ რომ ჭეშმარიტი ყოფილიყო. არც ბუდისტებმა იცოდნენ დედამიწის ფორმისა და ზომის შესახებ რაიმე, მაგრამ რეინკარნაცია დაიჯერეს და ჰქონდათ ასეთი სწავლება უძველესი დროიდან და იესო ქრისტე, რატომ ვერ იტყოდა საჭირო, რომ ყოფილიყო?!
ციტატა
თუ იესო ქრისტეს მოსწავლე იუდას შეეშალა, რატომ არ შეიძლება სხვებსაც შეეშალოთ რამე.

შეიძლებოდა შეშლოდათ, მაგრამ შენ მაგას ვერ მიხვდები და თანაც შეცდომა დიამეტრალურად არ შეცვლიდა ქრისტეანობის კურსს და თუ ეს მოხდებოდა, როგორც იუდა აღარ ითვლება ქრისტეანად არც შესაბამისი მოციქული ჩაითვლებოდა. ასევე უნდა იცოდე რომ დაწერილია არა ოთხი, არამედ 70-მდე სახარება, რომლიდანაც მხოლოდ ოთხია ბიბლიაში შეტანილი, მაგრამ არა იმიტომ რომ დანარჩენი დიამეტრალურად განსხვავებულ რაიმეს წერდნენ ან რეინკარნაციას აღიარებდნენ, არამედ უბრალოდ ეს ოთხი იყო ყველაზე ინფორმატიული, განვრცობილი და სრულყოფილი. ქრისტეანობა ძალიან ბევრ რამეს ეყრდნობა, ყველაფერი არც კია კანონიკური, მაგრამ არც ერთი მათგანი შენი მსგავსი იდეოლოგიის გაკვრით მომხსენიებელიც არ არის.
ციტატა
მგონი ასე ჯობია და იესო ქრისტეც ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ იქნება

წარმოუდგენელ რაღაცას ლაპარაკობ, ყველას ცხონების თეორია დიდი ხანია უარყოფილია, გარდა ამისა თუ ადამიანი ხელმეორედ იბადება ეს მან უნდა იცოდეს ბიბლიიდანავე წინააღმრდეგ შემთხვევაში ყოველი ხელახალი დაბადება ძველის მსგავსი იქნება და შეიძლება ადამიანს უსასრულო რაოდენობის რეინკარნაციული გარდასხვა დასჭირდეს. ასეთი რაიმე ქრისტეანობაში არ არსებობს, ბუდიზმში კი ეს ყველაფერი მთვარდება განმღრთოებით, რომელიც ნიშნავს გაქრობას. ცუდია რომ ბუდიზმის საშინელება ბოლომდე არ იცი, რითაც იგი განსხვავდება არა მარტო ქრისტეანული დენომინაციებისგან არამედ ყველა სხვა რელიგიისგან, ბუდიზმის მიხედვით რეინკარნაციის პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდება კასტების ცვლილებით მანამ სანამ ადამიანი "ნირვანას" არ მიაღწევს, რაც ნიშნავს მარადისობასთან შერწყმას, როდესაც ქრება ყველა ტკივილი და ამასთან ერთად ყველა სიხარული, ადამიანი არარაობაში გადადის და თავისუფლდება მიწიერი ტანჯვისგან. ეს არის საშინელი უიმედობის რელიგია, რომელშიც სხვათაშორის ღმერთი არ არსებობს, არის მხოლოდ სულიერი სამყარო რომელიც არარაობიდან მოდის იმისთვის რომ არარაობაში წავიდეს. მე უძველეს ბრიტანულ ნაშრომებს გავეცანი ბუდა გაუტამაზე და თუ გინდა ერთად ვამხილოთ ბუდიზმი, როგორც სასოწარკვეთილი ადამიანის დემონური აზრების ნაბოდვარი. ამას არამც თუ ქრისტეანობასთან არამედ არც ერთ სხვა ევრაზიულ რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 24 2007, 09:51 PM
პოსტი #96


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



გიორგის

ციტატა:

ბუდიზმში კი ეს ყველაფერი მთვარდება განმღრთოებით, რომელიც ნიშნავს გაქრობას.


ცოტა თემას დავშორდით სულის შესახებ, მაგრამ მაინც გავაგრძელებ, იმიტომ რომ ვერ გავიგე


გარდა გაქრობისა როგორ გესმის განღმრთოება. ღმერთად გახდომას გულისხმობ,თუ რას?



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 24 2007, 10:37 PM
პოსტი #97


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



southruislip
ციტატა
ბუდიზმში კი ეს ყველაფერი მთვარდება განმღრთოებით, რომელიც ნიშნავს გაქრობას.

თუ არ შეწუხდები წყარო დაასახელე სადაც ეს ამოიკითხე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jul 24 2007, 10:43 PM
პოსტი #98


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ციტატა
თუ არ შეწუხდები წყარო დაასახელე სადაც ეს ამოიკითხე.

laugh.gif laugh.gif laugh.gif

ციტატა
ბუდიზმში კი ეს ყველაფერი მთვარდება განმღრთოებით, რომელიც ნიშნავს გაქრობას.

ბოდვაა!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 24 2007, 10:58 PM
პოსტი #99


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ისე ზოგს რა მაგრად გაუმართლა, მისი სული რომ იმ ლეღვში არ იყო ინკარნირებული, ქრისტემ რომ გაახმო IPB-ს სურათი


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 24 2007, 11:03 PM
პოსტი #100


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Sotiris
ციტატა
ისე ზოგს რა მაგრად გაუმართლა, მისი სული რომ იმ ლეღვში არ იყო ინკარნირებული, ქრისტემ რომ გაახმო

biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 08:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი