იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
კანონისტი |
Jun 14 2009, 07:03 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ვიწყებ სურათების ატვირთვას და თან მოყოლას...
გუშინ ვიყავი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. საოცარი განცდაა მართლაც იერუსალიმში ასვლა. ვის არ აღუწერია, ვის ლექსად, ვის პროზად, ვის ნახატით და ვის სიმღერით, ყველა თითქოს რაღაცას გადმოსცემს, მაგრამ სამწუხაროდ, სრულად ვერავინ. შეუძლებელია სრულად გადმოსცე ის, რაც იგრძნობა ამ ქალაქში.... ძველი ქალაქის შესასვლელი, მორწმუნე იუდეველი: მეფე დავითის კოშკი: იერუსალიმის ჯვრის მონასტერი გზიდან: შოთა რუსთაველის ბარელიეფი მონასტრის შესასვლელთან: ყველა ქართველისთვის საამაყო წარწერა ადრე იდო ეს ფოტო და კაიროსმა იკითხა წვრილი წარწერის ტექსტი. იქ წერია, რომ უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც ამ მონასტერში ცხოვრობდა მე-12 საუკუნეში მონასტრის შესასვლელი: საქართველოს საელჩოს მრჩეველთან ირაკლისთან ერთად, ტაძრის შესასვლელში: აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ირაკლის და დიპკორპუსს ჩვენთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის ჯვრის მონასტრის მაღაზიაში არაბი ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც სუვენირებისა და საეკლესიო ნივთების შეძენის შემდეგ იქვე, ჩვენთვის სახელდახელოდ გამოწურული ნატურალური წვენებით გაგვიმასპინძლდნენ. წვენს მალევე მოვრჩით, რადგან შოთა რუსთაველთან შეხვედრა გველოდა.... ქართველი მლოცველების მიერ შეწირული წმინდა ნინოს ჯვარი (ასე განგვიმარტეს ადგილობრივმა არაბებმა) მონასტრის ეზოში: ძელი ტაძრის შესასვლელთან (იქვე კედელზე, საბერძნეთის რესპუბლიკის გერბი და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს დროშები): ტაძრის კარების თავზე: ლოთის ხატი, რომლის მიერ მორწყული სამი ხე ერთ ხედ შეერთდა, საიდანაც შემდეგ დამზადდა მაცხოვრის ჯვარი: ქართული წარწერა მონასტრის კარიბჭის თავზე: -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Jun 14 2009, 07:13 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ჯვრის მონასტრის ინტერიერი:
აქედან მარჯვენა სვეტის აღმოსავლეთ ნაწილზე არის რუსთველის ფრესკა. ესეც ფრესკასთან: მონასტრის საცავში, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შეწირული ხატი ( ) ამის შემდეგ გავემართეთ ბეთლემში. იქაურ ფოტოებს მოგვიანებით დავდებ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნაინა |
Jun 14 2009, 07:28 PM
პოსტი
#3
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ყოჩაღ კანონ, ძალიან კარგი სურათებია, აბა კიდევ მეტი და მეტი მოგვაშველე.
წარმომიდგენია რა განცდებში ხარ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
L@SH@KoRi |
Jun 14 2009, 07:43 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 7-September 08 წევრი № 5,613 |
აუ ძალიან მაგარია. მეეეეეეეეეეც მინდაააააააააააა
|
კანონისტი |
Jun 14 2009, 07:57 PM
პოსტი
#5
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ვაგრძელებ....
გზად ბეთლემისკენ. პალესტინის ავტონომიის უმნიშვნელოვანესი ქალაქი რამალა: (მოძრაობაშია გადაღებული და ხარისხი ცუდია) გამშვები პუნქტი ისრაელი-პალესტინის საზღვარზე (სადაც წარწერა გვაუწყებს, რომ გადასვლა აკრძალულია ისრაელის მოქალაქეებისთვის). პალესტინის საზღვარი და ბეთლემის შესასვლელი ფაქტიურად ერთია: ბეთლემის ქართულ სახლში. სამწუხარო გაუგებრობის გამო იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოსთან, ეს სახლი ჩვენ თვალწინ გაურკვეველი ვადით დაიკეტა: ქართული სახლის მონაზონ დედა ზოილესთან და ქართული დელეგაციის წარმომადგენელთან ერთად, ქართულ სახლში: -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Jun 14 2009, 08:10 PM
პოსტი
#6
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
"... და შენ იუდეის ქალაქო ბეთლემო, არ ხარ მცირე, რამეთუ შენგან იშვება კაცთა მაცხოვარი..."
შობის ტაძარი ბეთლემში ტაძრის ინტერიერი (ორი არაბი ჯვარს იწერდა ამ დროს): მოზაიკის ძველი ფენა ტაძრის იატაკის ქვეშ: ბეთლემის სომხური საკურთხეველი, ცენტრალური მართლმადიდებლური საკურთხევლიდან მარცხნივ: -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნაინა |
Jun 14 2009, 08:11 PM
პოსტი
#7
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
რა კარგ და მადლიან ადგილებზე ხარ კანონ, სიამოვნებით შემოგიერთდებოდი
-------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
აკაკი |
Jun 14 2009, 08:16 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ვაააააჰ, უმაგრესიააა, რა, ნეტა ოდესმე მოვხვდე,
ძაან მაგარია "კანონისტ" მალადეც |
კანონისტი |
Jun 14 2009, 08:26 PM
პოსტი
#9
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მაცხოვრის შობის ადგილი:
მდებარეობს ტაძრის ტრაპეზის ქვეშ. როგორც წესი, ჩადიან მარჯვენა კიბით და ამოდიან მარცხნივ. შობის ადგილიდან ოდნავ უკან და მარჯვნივ არის ბაგა, სადაც რამდენიმე წუთის დაბადებული განხორციელებული სიტყვა ღმრთისა მიაწვინა ყოვლადწმინდა დედამ: ულამაზესი და განცდით აღსავსე წამი. ეხები წმინდა ადგილს და არ იცი, რა თხოვო უფალს, საიდან დაიწყო ან რა თქვა, რომელი ერთი შეჰვედრო. თითქოს ყველა ლოცვა ერთად დაგავიწყდა და მხოლოდ "უფალო" თუ გაკრთება ბაგიდან... გაივლის ეს წამი და მერე უკვე ყველაფერი მოდის, მოდის თავისით და უწყვეტად, თითქოს ტვინი გვერდზე გასწია სულმა და თავად ალაპარაკდა.... ჩასასვლელ კიბესთან დასვენებულია ბეთლემისად წოდებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი: გარეთ, ტაძრის შესასვლელიდან მარცხნივ ცალკე არის აღმართული ლათინთა ეკლესია. მის თავზე - ვატიკანისა და ფრანცისკანული (იერუსალიმური) დროშები: ეს იყო სულ, რაც საინტერესო მინდოდა მეთქვა და მეჩვენებინა. წინ მელოდება გალილეაში, სამარიასა და ჩრდილო ისრაელში გასვლა, ქ. ნაზარეთი, მდ. იორდანე და რაღა თქმა უნდა იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ეკლესია. მადლი და მშვიდობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, თქვენ თანა, ძმებო წმინდა მიწიდან. ამინ ჰაბარუხ ვეჰაშალომ ადონეინუ იეშუა ჰამეშიახ, ლეხემ, ახიმ შელი მაარეც ჰაკადოშ. ამენ ი ხარის კე ი ირინი ტუ კირიუ იმონ იისუ ხრისტუ, მეტა იმონ, ადელфი მუ აპო ტონ აღიონ ტოპონ. ამინ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ბექა |
Jun 14 2009, 08:50 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ღმერთო რა მაგარია
|
KAIROS |
Jun 14 2009, 10:00 PM
პოსტი
#11
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ულამაზესი და განცდით აღსავსე წამი. ეხები წმინდა ადგილს და არ იცი, რა თხოვო უფალს, საიდან დაიწყო ან რა თქვა, რომელი ერთი შეჰვედრო. თითქოს ყველა ლოცვა ერთად დაგავიწყდა და მხოლოდ "უფალო" თუ გაკრთება ბაგიდან... გაივლის ეს წამი და მერე უკვე ყველაფერი მოდის, მოდის თავისით და უწყვეტად, თითქოს ტვინი გვერდზე გასწია სულმა და თავად ალაპარაკდა.... უყურე შენ კარგია, კარგი, ეგრე გააგრძელე -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
.ნინო |
Jun 14 2009, 10:05 PM
პოსტი
#12
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
მშვიდობა მოგცეს უფალმა და სიკეთით დაგაბრუნოს... მიხარია რომ გვიზიარებ, იმედია ოდესმე საკუთარი თვალითაც ვიხილავ...
-------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
ნანინა |
Jun 14 2009, 11:41 PM
პოსტი
#13
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
კანონისტი
რა კარგი სურათებიაააა -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ნათია |
Jun 14 2009, 11:42 PM
პოსტი
#14
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
კანონისტი
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
tamuna_18 |
Jun 15 2009, 10:53 AM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 118 რეგისტრ.: 11-March 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,624 |
აუ ეს დაუვიწყარი განცდები.. და ემოციები. კიდე მინდა იერუსალიმში. რა ბედნიერი ხარ !
-------------------- "ჩასჭიდე უფალს ხელი და არ მოსწყდე ... "
|
guest |
Jun 15 2009, 12:53 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კანონისტი
დათო, კიდევ გვაჩვენე სურათები ის ლათინების დროშებიო რომ თქვი, ერთი როგორ გავს ჩვენსას თუ ჩვენია? |
tamuna_18 |
Jun 15 2009, 01:08 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 118 რეგისტრ.: 11-March 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,624 |
ეგ იერუსალიმის დროშაა
-------------------- "ჩასჭიდე უფალს ხელი და არ მოსწყდე ... "
|
კანონისტი |
Jun 15 2009, 09:12 PM
პოსტი
#18
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
დღეს მოულოდნელად და დაუგეგმავად აღმოვჩნდი იერუსალიმში. მქონდა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა.
მარცხნიდან: დავიდ აბბადი, ისრაელის სახელმწიფოს წითელი დავითის ვარსკვლავის საზოგადოების კოორდინატორი ამოს ავგარი, მსოფლიო ებრაული თანამშრომლობის ორგანიზაციის (JDC) ნიუ-იორკის ოფისის ხელმძღვანელი ნანა ყეინიშვილი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი და მე ამის შემდეგ ებრაელმა მასპინძლებმა ასევე მოულოდნელად წაგვიყვანეს აღდგომის ტაძარში... გზად ტაძრისკენ ძველ ქალაქში აღდგომის ტაძრის ხედი შესასვლელშივე არის ქვა, სადაც დაასვენეს ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვარი. ქვას ასდის ენითაუწერელი სურნელება იქვე, კედელზე არის გარდამოხსნის ფრესკა. იწყება მარჯვნიდან, რადგან იქითა მხარეს არის გოლგოთა თავად კუვუკლია, ანუ მაცხოვრის საფლავი არის ტაძრის დასავლეთ ნაწილში. მის წინ არის აღდგომის ტაძარში შესასვლელი, საიდანაც აღმოჩნდებით ტაძრის მთავარ - ბერძნულ საკურთხეველთან აღდგომის ტაძარი: კუვუკლია სამხრეთიდან: კუვუკლიის შესასვლელი (ფოტო აღმოსავლეთიდან): კუვუკლია კი, როგორც იცით, იყოფა ორ ნაწილად: ანგელოზის ეკვდერად და თავად საფლავად ანგელოზის ეკვდერი, სადაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა მენელსაცხებლე დედებს პირველებს უთხრა: "რად ეძიებთ ცოცხალს მკვდართა შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა..." ეკვდერიდან საფლავზე შესასვლელი (ახლოდან). კარის მარცხნივ მოჩანს დედები ნელსაცხებლით, ხოლო მარჯვნივ - მთავარანგელოზი გაბრიელი: უფალო, გვიხსენ და გვილხინე ჩვენ ცოდვილთ...... უბედნიერესი წუთები გრძელდება.... ეხლა უფრო დაწყნარებით შეგიძლია ილოცო.... გოლგოთისკენ..... გოლგოთა. ამ ადგილას იყო აღმართული მაცხოვრის ჯვარი: გოლგოთის ქვემო ნაწილი, კლდის ნახეთქი, რომელიც მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოსულმა სისხლმა გააპო... აღდგომის ტაძრის უძველესი საკურთხეველი: დღეს ეს იყო. იგეგმება ჩვენი გაყვანა იერუსალიმში უკვე ორგანიზატორთა მიერ. შემდეგ კვლავ დავდებ ახალ-ახალ ფოტოებს. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ბექა |
Jun 15 2009, 09:17 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ვაიმე რა მაგარია ყფალმა შეისმინოს შენი ლოცვა
|
აკაკი |
Jun 15 2009, 09:27 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ვაახ, კეთილად მშურს, მაგარია კანონისტ მალადეც,
ღმეთმა ყველა მოგვავხვედროს ერთხელ მაინც, |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th November 2024 - 02:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი