IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> პირველი საუკუნეების ეკლესია, დევნებიდან კონსტანტინე დიდამდე ( I - IV სს.)
KAIROS
პოსტი Mar 11 2012, 02:33 PM
პოსტი #41


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ამ თემას რატომ არ ამოწევთ smile.gif
მე არა მცალია, ლამის გასული ვარ, მაგრამ მაინც თქვენ იზრუნეთ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 13 2014, 11:09 PM
პოსტი #42


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



,,ხალხი ვერ კმაყოფილდებოდა - ,,Panem et circensen ''-(პური და სანახაობა) და უმატებდა ,,Christianos an leone's'' (ქრისტიანები ლომებს)''
---
წარმოუდგენელი პერიოდია პირველი საუკუნეები , რწმენის მხრივ .ქრისტიანი ხდები იმიტომ , რომ გაწამონ და მოგკლან ...
საოცრებაა ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Oct 13 2014, 11:53 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



მე გამახსენდა სტეფანე მოციქული , რომელიც პირველი იყო ვინც ეწამა ქრისტეს და მისი ეკლესიის გულისთვის! წარმოიდგინეთ_ ქრისტეს ეკლესია სულ რამდენიმე წელია რაც ჩამოყალიბებულია , მოწაფეებს ჯერ რწმენაც კი არ აქვთ განმტკიცებული და მათგან ერთ_ერთი _ სტეფანე _ ხდება საშინელი წამების მსხვერპლი!

ის მიყავთ და ჩაქოლვას უპირებენ .,, სტეფანემ იცოდა რომ მას თავი უნდა გაეწირა და თითქოს გამოსავალი აღარსად იყო ! მაგრამ ჰოი საოცრებავ რომ სტეფანე ხედავს ყველაზე დიად სანახაობას!

სტეფანემ იხილა ის , რაც არასოდეს არცერთ ღვთის მსახურს არ უნახავს!

სტეფანეზე გარდამოდის სულიწმიდა და ის პირდაპირ ხედავს მამა ღმერთის დიდებას ! არა მარტო ამას არამედ ის ხედავს თავის უფალსაც იესოსაც! საოცარი კი ის არის რომ_ ბიბლიაში უმეტეს შემთხვევებში იესო ზის მამის მარჯვნივ , მაგრამ ამ შემთხვევაში სტეფანე ხედავს უფალ იესოს , რომელიც ფეხზე დგას ! რამდენად დიდებულია ეს სანახაობა , როცა უფალი იესო ქრისტე ფეხზე დგომით ქომაგობს თავის ერთგულ მსახურს , სტეფანეს , რომელმაც თავი უნდა შესწიროს მას!

მე ბევრჯერ გამოვცადე საკუთარ თავზე და მერწმუნეთ რომ უფალი იესო ქრისტე ყოველთვის , თავისი მსახურის გვერდით დგას ! არ არსებობს სიტუაცია , რომ მას შენი დახმარება არ შეეძლოს! დიდება იესოს!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 15 2014, 01:55 AM
პოსტი #44


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



,, 70 წლის 10 აგვისტოს , ზუსტად იმ რიცხვში როცა ნაბუქოდონოსორმა პირველი ტაძარი გადაწვა , მეორეც ცეცხლს ემსხვერპლა , ბევრი იუდეველი ცეცლში ჩავარდა , რათა ტაძართან ერთად დაღუპულიყო . ექვსი ათასი კაცი , ხანძრისგან აბრიალებულ გალერეაში შევარდა , დაუჯერა რა რომელიღაც ცრუწინასწარმეტყველს , რომ მესია სწორედ იქ გამოჩნდებოდა და ტაძარს დაიხსნიდა . ყველა მათგანი დაიღუპა . '' გ.კოპლატაძე. ,,ქრისტიანული ეკლესიის ისტორია . '' გვ.39
----
რა ვქნა , ძალიან ვამგვანებ ამ ებრაელებს ერთ დღევანდელ ერს , რომელიც მთიდან ,,გამოჭენებულ წმიდა გიორგის'' ელის , რათა ,,ღვთისმშობლის წილხვედრი'' ქვეყანა , ისევ გადაჭიმოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე , რადგან საზეპურო ერია იგი , ღვთის რჩეული , ყველაზე მორწმუნე და.ა.შ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 16 2015, 09:46 PM
პოსტი #45


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ქრისტიანთა დევნები რომის იმპერიაში

ეკლესიის ისტორიაში მრავალი ასპექტით არის გამორჩეული და უნიკალური , ქრისტიანობის მდგომარეობა , ნიკეის I საეკლესიო კრებამდე. ეს პერიოდი ძირითადად მოიცავს რომის იმპერატორთა მხრიდან ქრისტიანთა წინააღმდეგ წარმოებულ დევნებს . თუ რა რაოდენობისაა ისინი , ამაზე ჯერ კიდევ კამათობენ მეცნიერები და სავარაუდოდ ვერც შეთანხმდებიან საერთო აზრზზე.

ჩვენ გამოვყავით ათი დევნა , რომლებიც გარკვეული ასპექტებით სხვებზე გამორჩეულები არიან , დავალაგეთ ისინი ქრონოლოგიურად და მივუთითეთ ის მოკლე ინფორმაციები , რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს , საკითხით დაინტერესებული პირისათვის .

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ , რომ ჩვენს მიერ შედგენილი თეზისები ხშირ შემთხვევაში პირობითია და თითოეულმათგანზე უმეტესად ვრცელი ტომებია შექმნილი .

I დევნა

ა – იმპერატორი – ნერონი (37-54-68 წწ.)

ბ – დევნის პერიოდი – 64-68 წწ.

გ – დევნის მიზეზი – დევნის მიზეზი გახდა 64 წელს რომში გაჩენილი ხანძარი , რომელიც იმპერატორმა ქრისტიანებს დააბრალათ . დევნა კიდევ უფრო გაასასტიკა , ქრისტიანთა მისამართით გამოთქმულმა მოგონილმა ბრალდებებმა , რომლის მიხედვითაც მათ ჰქონდათ – უკანონო და გამთენიის შეკრებები , ჯადოსნობის ხელოვნება ; ათეიზმი ; გარყვნილება ; კანიბალიზმი – (ჩვილების ჭამა და ნეკროფილია) .

დ – დიდი მოწამენი- მოციქულთა თავნი – პეტრე და პავლე .


II დევნა

ა – იმპერატორი – დომიციანე (51-81 – 96 წწ. )

ბ – დევნის პერიოდი – 94-96 წწ.

გ – დევნის მიზეზი – ქრისტიანებს დააბრალეს უღმერთობა და ამბოხების მცდელობა , რადგან ისინი არ სწირავდნენ მსხვერპლს იმპერატორს . დომიციანე ძალიან განარისხა , საკუთარი ნათესავების გაქრისტიანებამ და დაიწყო საშინელი დევნა .

დ -გამორჩეული მოღვაწე- იოანე მოციქული (მახარებელი)

ე- დიდი მოწამენი- დიონისე არეოპაგელი ; პერგამონის ეპისკოპოსი ანტიპა ; დომიციანეს ბიძაშვილი – ფლავიუს კლემენტუსი ;

III დევნა

ა – იმპერატორი – ტრაიანე ( 53-96-117 )

ბ – დევნის მიზეზი – ქრისტიანები არ სცემდნენ თაყვანს იმპერატორს და არ იფიცებდნენ მას.გარდა ამისა , ტრაიანეს გამოცემული კანონით იკრძალებოდა საიდუმლო შეკრებები , ქრისტიანები კი საკუთარ ღვთისმსახურებაზე მოუნათლავებს არ ასწრებდნენ , რაც საკმარისი მიზეზი იყო დევნის დასაწყებად .

გ – დიდი მოწამენი- წმ.კლიმენტი რომაელი ; წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი .

IV დევნა

ა – იმპერატორი – ადრიანე ( 76 – 117 – 138 )

ბ – დევნის მიზეზი – -იმპერატორს სჯეროდა წარმართობის და მასზე დიდ გავლენას ახდენდნენ ქურუმები . ქურუმებს ქრისტიანობის გავრცელებამ მიმდევრები დააკარგვინა , რამაც სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია . მათ დაარწმუნეს იმპერატორი , რომ ქრისტიანთა განადგურება , ღმერთებისათვის მოსაწონი საქციელი იქნებოდა და დევნაც დაიწყო .

გ-დიდი მოწამენი- წმ.სოფიო და მისი სამი ასული ; წმ.ევსტატი პლაკიდა ;

V დევნა

ა-იმპერატორი- მარკუს ავრელიუსი ( 121-161-180 წწ.)

ბ-დევნის მიზეზი – იმპერატორი სტოელთა სწავლების მიმდევარი იყო და აღიარებდა რომ ღმერთი არ არსებობდა , ხოლო სათნოებანი და სულიერი სიმტკიცე კი პიროვნების ღირსებას მიეკუთვნება , ამის გამო იგი რა თქმა უნდა ზიზღით უყურებდა იმ სარწმუნოებას , რომელიც ადამიანურ სისუსტეებს და ცოდვათა მიტევების აუცილებლობას ქადაგებდა . მასზე დიდი გავლემა ჰქონდათ წარმართ ფილოსოფოსებს , რამა საბოლოოდ შედეგად მოიტანა ის , რომ დაიწყო სასტიკი დევნა .

გ-გამორჩეული მოღვაწე- წმ.იუსტინე აპოლოგეტი

VI დევნა

ა – იმპერატორი – მაქსიმინე (მაქსიმე თრაკიელი ) (173-235-238 წწ.)

ბ – დევნის პერიოდი – 235 – 238 წწ.

გ – დევნის მიზეზი – მაქსიმინეს გაიმპერატორობიდან რამდენიმე ხანში მოუწყვეს შეთქმულება . მან იეჭვა , რომ ამაში მონაწილეობდნენ ქრისტიანები , რასაც დაემატა საშინელი მიწისძვრაც და ეს ყველაფერი დაბრალდა ქრისტიანებს . სასტიკი დევნა იმპერატორის სიკვდილის შემდეგ დასრულდა .

დ – მოწამე- ორიგენეს მამა ალექსანდრე .

VII დევნა

ა – იმპერატორი – დეკიუსი (201-249-251 წწ.)

ბ – დევნის პერიოდი – 250-251 წწ.

გ – დევნის მიზეზი – გამეფებიდან მოკლე ხანში დეკიუსმა იმპერიის ოლქებში ბრძანება გაგზავნა , რომლითაც ყველა ქრისტიანი , ვინც სარწმუნოებას არ უარყოფდა , სიკვდილით უნდა დასჯილიყო . დეკიუსი ფიქრობდა , რომ ამ გზით ღმერთების წყალობას მოიპოვებდა და თავიდან აიცილებდა იმ უბედურებებს , რომლებიც იმპერიას ემუქრებოდა .

ამ ყოველივეს კი , ერთი ვერსიით ხელი შეუწყეს მჩხიბავებმა , რომლებმაც ქრისტიანთა წინააღმდეგ წააქეზეს იმპერატორი .

დ – გამორჩეული მოღვაწეები- ალექსანდრიის ეპისკოპოსი დიონისე ; ორიგენე ; კვიპრიანე კართაგენელი ; გრიგოლ ნეოკესარიელი .

VIII დევნა

ა – იმპერატორი – ვალერიანე ( 200-253-259 წწ. )

ბ – დევნის პერიოდი – 257 – 259

გ – დევნის მიზეზი – ეგვიპტელი მოგვების მოძღვარმა და საკრებულოს მთავარმა (ფინანსთა მინისტრმა) მაკრიანემ დაარწმუნა ვალერიანე , რომ დაეწყო დევნა , რადგან მისი და მისი მიმდევრების შელოცვებისა თუ სხვა რიტუალების სიცრუეს ადვილად ამხელდნენ ხოლმე ქრისტიანები .

დ – გამოცემული ედიქტები :

I – 257 წ. იგი კრძალავდა ქრისტიანთა შეკრებებს .

II – 258 წ. მოითხოვდა სასულიერო პირთა დასჯას .

ე- დიდი მოწამენი – კვიპრიანე კართაგენელი , ეპისკოპოსი სტეფანე , ეპისკოპოსი სიქსტი , არქიდიაკონი ლავრენტი …

ვ – გამორჩეული მოღვაწე – ალექსანდრიის ეპისკოპოსი დიონისე .

IX დევნა

ა – იმპერატორი – ავრელიანე (214- 270-275 წწ. )

ბ – დევნის პერიოდი – 275 წ.

გ – დევნის დაწყება – 275 წელს იმპერატორმა ავრელიანემ ქრისტიანთა წინააღმდეგ ახალი ბრძანება გამოსცა , რასაც შედეგად მათი დევნის დაწყება მოჰყვა , მაგრამ გავრცელება ვერ მოასწრო , რადგან ავრელიანე მოკლეს .

დ – დიდი მოწამენი- წმ.პავლესა და მისი და იულიანა ; წმ. კონონსი ; ქრისანთესა და დარია .

X დევნა

ა – იმპერატორი – დიოკლეტიანე (244- 284-305 წწ. )

ბ – დევნის პერიოდი -303 – 305 წწ.

გ – დევნის მიზეზი – დიოკლეტიანეს ,, რელიგიურმა ტოლერანტობამ’’ შედეგი ვერ გამოიღო , ამიტომ , იმპერიისვე სასიკეთოდ მან დაიწყო რელიგიური რეფორმა , რაც ნიშნავდა ,, ძველი რომაული რელიგიის’’ აღორძინებას და იმპერატორის კულტის წინ წამოწევას , რაშიც რა თქმა უნდა ვერ დაეხმარებოდნენ ქრისტიანები , რადგან დიოკლეტიანეს მიერ , იმპერატორისთვის განკუთვნილი სახელი – ,, DOMINUS ES DEUS’’ – ,,უფალი და ღმერთი’’ , ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანთა მოძღვრებას . გარდა ამისა , არსებობს ვარაუდი , რომ მნიშვნელოვნად განაპირობა დევნა , თანაიმპერატორის – გალერიუსის ფაქტორმა , რომლის დედაც იყო ქურუმი და ვერ იტანდა ქრისტიანებს .

დ) გამოცემული ედიქტები :

I- ყველა სასულიერო პირის დაპატიმრების შესახებ ;

II – ვინც უარს იტყოდა მსხვერპლშეწირვაზე , მათი დასჯა .

ე – გამორჩეული მოღვაწეები- ანტონი დიდი , ლაკტანციუსი …

ვ – დიდი მოწამენი – გიორგი ძლევაშემოსილი , პეტრე ალექსანდრიელი , თეოდორე ტირონი , დიმიტრი თესალონიკელი , წმ. ბარბარე .


https://seminarieli.wordpress.com/2015/01/1...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 16 2015, 10:19 PM
პოსტი #46


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



A.V.M
a025.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 17 2015, 08:47 PM
პოსტი #47


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



I-III საუკუნის , ეკლესიის მამები
შესავალი

მცირე ხნის წინ შემოგთავაზეთ თეზისები , რომის იმპერიაში ქრისტიანთა დევნების შესახებ . ამჯერადაც იმავე პერიოდის შესახებ ვისაუბრებთ , ოღონდ იმ განსხვავებით , რომ შემოგთავაზებთ მოკლე ინფორმაციებს , რომლებიც ეხება დასახელებულ პერიოდში მოღვაწე მამებს , მათი მოღვაწეობის პერიოდს , ნაშრომებს და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს .

წმიდა კლიმენტი რომაელი

რომის პაპი – ( 92-101 წწ. ) ;

პეტრე მოციქულის მოწაფე ;

აღესრულა მოწამეობრივად ტრაიანეს დევნის დროს ;

შრომები : კორინთელთა მიმართ ეპისტოლე ; (ნამდვილად ეკუთვნის კლიმენტის)

კორინთელთა მიმართ ΙΙ ეპისტოლე – მოციქულთა 85 კანონი ; 2 ეპისტოლე ქალწულთა მიმართ ; (ეკუთვნის თუ არა კლიმენტის კალამს დასახელებული შრომები , მკვლევართა აზრი 2-ად იყოფა) .

მოციქულთა განწესებანი ; (VI მს.კრებამ , განაჩინა მისი ხმარებიდან ამოღება ) .

+ ფსევდოკლიმენტინური ლიტერატურის მთელი კორპუსი .

წმიდა პოლიკარპე სმირნელი

სმირნის ეპისკოპოსი ;

იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე ;

ცოცხლად დაწვეს 167 წ. , მარკუს ავრელიუსის დევნის დროს .

შრომა : ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ ( დაწერილი 156 წ. 22 თებერვალს )

წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი

იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე ;

ანტიოქიის ეპისკოპოსი ;

კოლიზეუმში ლომების მიერ აღესრულა , იმპერატორ ტრაიანეს დევნის დროს ;

შრომები : ეპისტოლეები – ეფესოს , მაგნეზიის , ტრალის , ფილადელფიის , სმირნის , რომის საკრებულოებს . + ეპისტოლე სმირნის ეპისკოპოს პოლიკარპეს .

P.S. - ჩვენამდე მოღწეულია მის ეპისტოლეთა ვრცელი და მოკლე რედაქცია . მოკლე რედაქციაა ზემოთმოყვანილი 7 ეპისტოლე , ხოლო ვცელი კი ის , რომელიც თარგმნა ქართულად წმ.გიორგი მთაწმინდელმა .

წმიდა დიონისე არეოპაგელი

ათენის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ;

პავლე მოციქულის მოწაფე ;

აღესრულა იმპერატორ დომიციანეს დევნისას ;

შრომები : ‘’ საღვთო სახელთა შესახებ’’ ; ‘’ ციური იერარქიის შესახებ’’ ; ‘’საეკლესიო იერარქიის შესახებ ‘’ ; ‘’საიდუმლო ღვთისმეტყველების შესახებ’’

გარდა დასახლებულ შრომებისა , მას მიეწერება ასევე 10 ეპისტოლე .

P.S. ეპისტოლეთა ავტორის შესახებ აზრი ორად იყოფა , თუმცა საეკლესიო გადმოცემით მიჩნეულია რომ იგი ეკუთვნის პავლე მოციქულის მოწაფის-დიონისეს კალამს .

წმიდა ირინეოს ლუგდუნელი

ცხოვრების წლები : ( 130 – 202 წწ.)

ლიონის ეპისკოპოსი გახდა 178 წ.

თავი მოკვეთეს 202 წ. , სეპტიმუს სევერიუსის დევნის დროს .

პოლიკარპე სმირნელის მოწაფე ;

შრომები : ‘’ მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა’’ ; ( ჩვენამდე მოღწეულია) ;

‘’გაცხადება სამოციქულო სწავლებისა’’ ; (მოღწეულია ჩვენამდე) ;‘’

შემეცნების შესახებ’’ . ( ამ შრომას , ევსები ახსენებს მხოლოდ და ჩვენთვის უცნობია სხვა მხრივ) .

ეპისტოლეები – ‘’რომაელი მღვდლის – ფლორინუსისადმი’’ ; ‘’რომის მკვიდრ – ბლასტუსისადმი ‘’ ; ‘’პაპ ვიქტორისადმი’’ ; (ფრაგმენტების სახითაა ჩვენამდე მოღწეულია მისი ეპისტოლეები ) .

წმიდა იუსტინე მარტვილი , აპოლოგეტი და ფილოსოფოსი ;


რომში , საღვთისმეტყველო სკოლის ხელმძღვანელი ;

მისი მოწაფე იყო – ტატიანე სირიელი ;

აღესრულა 165 წელს , მარკუს ავრელიუსის დევნისას .

შრომები : ‘’ სიტყვისგება იუდეველ ტრიფონისადმი’’ ; ‘’დიდი და მცირე აპოლოგია’’ ;

+ ‘’სიტყვა ელინთა მიმართ’’ ( დასახელებული შრომის შესახებ მკვლევართა აზრი ორად იყოფა , ნაწილი მიაკუთვნებს მას იუსტინეს კალამს , ნაწილი კი არა ) .

წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელი ( დაახ. 140-214 წწ ) .


მასწავლებელი – პანტენოს ალექსანდრიელი ;

მღვდელი და ალექსანდრიის კატეხიზატორული სკოლის ხელმძღვანელი ;

აღესრულა – ბუნებრივი სიკვდილით ;

შრომები : “სტრომატები” ; “ჰიპოტიპოსები” ; “ელინების მიმართ სიტყვა მომაქცეველი” ; “პედაგოგი”; “ვინ არის მდიდარი, რომელიც ცხონდება?” ; “პასექის შესახებ” ; “მარხვის შესახებ” და “ცილისწამების შესახებ” ; “შეგონება დათმენისათვის”, ანუ “ახლად მონათლულთა მიმართ” ; “საეკლესიო კანონი”, ანუ “იუდაურად მოაზროვნეთა წინააღმდეგ” ;

წმიდა იპოლიტე რომაელი (დაახ. 170-235 წწ. )

მასწავლებელი – ირინეოს ლიონელი ;

შრომები : ‘’ ფილოფოფუმენა’’ ანუ ‘’ ყველა ერესის მხილება’’ ; ‘’სინტაგმა ‘’ ანუ ‘’ ყველა ერესის წინააღმდეგ ‘’ ; ‘’ ანტიქრისტეს შესახებ’’ ; ‘’ დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება ‘’ ; ‘’ . ”ქებაქებათას” განმარტება’’ ; ‘’ . ისააკისა და იაკობის კურთხევათა განმარტება’’ ; ‘’ . მოსეს კურთხევათა განმარტება’’; ‘’ დავითისა და გოლიათის განმარტება’’;’’ ჰომილია ფსალმუნთა შესახებ’’;’’ ქრონიკონი’’;’’ . “საზომთათვის და საწყაულთა”;’’ აღდგომის ჟამთა დასაბუთება’’; ჰომილიები-. ‘’წმინდა აღდგომის შესახებ’’; ‘’ უფლისა და მაცხოვრის ქების შესახებ’’;’’ ჰომილია ვინმე ნოეტის მნიშვნელობის შესახებ’’;’’ ჰომილია იუდეველთა წინააღმდეგ, დასაბუთებითი’’;’’ სიტყვა წმინდა თეოფანიათა შესახებ’’;

”სამოცქიულო გადმოცემა”;

”პლატონის, ელინებისა და ყოვლიერების შესახებ” ;’’ არტემონის ერესის წინააღმდეგ’’;’’ აღდგომის შესახებ’’;’’ პროტრეპტიკონი სებერინასადმი’’;’’ . მარკიონის წინააღმდეგ’’;’’ იოანეს სახარებისა და აპოკალიფსის შესახებ’’;’’ გაიუსის წინააღმდეგ’’;’’ ”განგებულების შესახებ”;’’ ”გალობანი ყოველთა წერილთა მიმართ”;’’ თეოფანიის (ღვთისგამოჩინების) შესახებ (ბერძნ. ”პერითეოფანიას”)’’ ;

ორიგენე

მოღვაწეობის წლები : ( 184 – 254 წწ. )

202 წლიდან ალექსანდრიის კატეხიზატორული სკოლის ხელმძღვანელი ;

232 წელს პალესტინის კესარიაში დაარსა სასწავლებელი ;

მოწაფეები - წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი (საკვირველმოქმედი) და მისი ძმა ათენოდორი ;

შრომები : ერთი გადმოცემითმას 6000 – მდე ნაშრომი ჰქონდა , ხოლო ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტები კი 20 ტომს შეადგენს .

‘’ აღდგომის შესახებ’’ ;’’ სტრომატები ‘’- (10 ტომი ) ; ‘’ შესაქმისათვის’’ (20 ტომი) ; ‘’საწყისების შესახებ’’ ; ‘’ ფსალმუნთათვის და გოდებათათვის’’ ( იერემიას) ; ‘’მათეს სახარების განმარტება’’ (25 ტომი) ; ‘’12 წინასწარმეტყველის განმარტება ‘’ ; ‘’ეპისტოლე იმპერატორ ფილიპეს მიმართ’’ ; ‘’ ეპისტოლე ფილიპეიმპერატორის მეუღლე-სევერას მიმართ’’ ; ‘’ ეპისტოლე რომის ეპისკოპოს ფაბიანესადმი’’ ; ‘’ იოანეს სახარების განმარტება’’ ; ბიბლიის რვასვეტიანი განმარტება ;

ორიგენეს ძირითადი ცდომილებები :

1-სწავლება აპოკატასტასისზე-მისი აზრით , მთელი შინაარსი ისტორიული დროისა უკვალოდ იფანტება და ისტორიის შემდეგ რჩება ის , რაც ისტორიამდე იყო . ; 2- მის მიხედვით ჩვენი ხილული სამყარო , სამყაროს პერიოდებიდან ერთ-ერთია ,რომელშიც ყველა ქმნილება დაცემულ სულებს წარმოადგენს . 3-ადამიანის თავისუფალი ნება მხოლოდ ბოროტების მიზეზია , სიკეთისთვის კი საჭირო არაა თავისუფალი ნება . 4- განხორციელდა არა სიტყვა , არამედ ადამიანური სული , რომელიც სიტყვასთან განუყოფლად იყო შეერთებული .მაცხოვარი მისთვის გამომსხნელი იყო და არა გამომსყიდველი . 5- ანგელოზის დაცემა განპირობებული იყო მისი დაცემამდელი მდგომარეობის მოყირჭებით (მობეზრებით ) ; 6- სუბორდინაცია ყოვლადწმინდა სამების დოგმატში , რაც გულისხმობდა იმას , რომ ძე კნინობითია მამასთან შედარებით ხოლო სულიწმინდა კი კნინობითია ძესთან შედარებით .

წმიდა გრიგოლ საკვირველმოქმედი (გარდაიცვალა – 266/270 წ.)


ნეოკესარიის ეპისკოპოსი ,

232 წ. სწავლა დაიწყო ორიგენეს მიერ დაარსებულ კატეხიზატორულ სასწავლებელში ;

აღესრულა ღრმა სიბერეში , ბუნებრვი სიკვდილით ;

შრომები : ‘’ გამოსათხოვარი სიტყვა’’ (პანეგირიკიორიგენესადმი) ; ‘’ მრწამსი ანუ სიმბოლო , ანუ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარება’’ ; ‘’ ქადაგებანი ხარების შესახებ’’ ;

წმიდა დიონისე ალექსანდრიელი ( აღესრულა 264 წ. )

231 წ-დან ალექსანდრიის სასწავლებლის მოძღვარი ;

247 წ. -დან ალექსანდრიის პატრიარქი ;

აღესრულა ბუნებრივი სიკვდილით – 264 წ.

შრომები : ეპისტოლეები – ‘’ფლავიუსს’’ ;’’ დომიციუსს ‘’ ; ‘’დიდიმეს’’ ; ‘’საბელიოზის წინააღმდეგ’’ ; ‘’ ბერენიკაში ეკლესიის ეპისკოპოსს’’ ; ‘’ამნონის მიმართ’’ ; ‘’ტელესფორის მიმართ’’ ; ‘’ევფრანონის მიმართ’’ ;

წიგნები – ‘’ ბუნების შესახებ’’ ; ‘’ განსაცდელთა შესახებ’’ ; ‘’ეკლესასტეს ‘’ დასაწყისის განმარტება .

წმიდა კვიპრიანე კართაგენელი (დაიბადა-200/210 წ.)

248/249 წ. ხდება – კართაგენის ეპისკოპოსი ;

257 წ. 30 აგვისტოს იგი გადაასახლეს კურუბისში ;

258 წლის 14 სექტემბერს კვიპრიანეს თავი მოკვეთეს კართაგენის ახლოს , იმპერატორ ვალერიანეს დევნისას ;

იგი აფრიკის პირველი ეპისკოპოსია , რომელმაც იმარტვილა .

შრომები : ‘’ დონატუსისადმი’’ ; ‘’ ქალწულთა შესამოსელის შესახებ (De habitu virginum) ‘’ ; ‘’ დაცემულთა შესახებ’’ ; ‘’ ეკლესიის ერთიანობის შესახებ’’ ; ‘’ საუფლო ლოცვის შესახებ ‘’ ; ‘’ დემეტრიანუსისადმი’’ ; ‘’ მოკვდავობის შესახებ ‘’ ; ‘’ ქველმოქმედებათა და მოწყალებათა შესახებ ‘’ ; ‘’ კეთილმოთმინების შესახებ ‘’ ; ‘’ შურისა და ღვარძლის შესახებ’’ ; ‘’ ფორტუნატუსისადმი, მარტვილობისკენ წვევის შესახებ ‘’ ; ‘’ კვირინუსისადმი, მოწმობათა სამი წიგნი ‘’ ; ‘’ რომ კერპები ღმერთები არ არიან ‘’ ; ეპისტოლეები’’ (65 ნიმუში) ;



გამოყენებული ლიტერატურა :

გული გონიერი“, №2, 2011 ; ედიშერ ჭელიძე

კოპლატაძე გვანცა ; ქრისტიანული ეკლესიის ისტორია ; თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2009 ;

ევსები კესარიელი – საეკლესიო ისტორია ; თბილისი 2007 წ.

(ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა )

ჭელიძე ედიშერ – I-VII საუკუნეების ლათინი საეკლესიო მწერლები, ნაწილი I

ჭელიძე ედიშერ- I-VII საუკუნეების ლათინი საეკლესიო მწერლები, ნაწილი I I

ინტერნეტ წყაროები :

http://catholic.ge

http://library.church.ge

http://martlmadidebloba.ge/eklesiis_istoria.html

http://www.wikipedia.org


https://seminarieli.wordpress.com/2015/01/1...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2015, 08:29 PM
პოსტი #48


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პირველ ქრისტიანებს ჩვეულებად ჰქონდათ კედლებზე დამმოძღვრავი და გამამხნევებელი წარწერების გაკეთება"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N36, 2015, გვ. 14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 27 2017, 10:40 PM
პოსტი #49


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იმპერატორმა იულიანემ აშკარად უარყო ქრისტე. მან ებრაელებს ნება დართო, აღედგინათ რომაელთაგან დარბეული იერუსალიმის ტაძარი და ამისთვის სახელმწიფო ხაზინიდან თანხაც გაიღო. ამ დროს კი წმინდა კირილე [იერუსალიმელი] ქადაგებდა, რომ მაცხოვრის სიტყვა ტაძრის დარღვევის შესახებ ახდებოდა და იულიანეს მკრეხელური ჩანაფიქრი არ განხორციელდებოდა.

ერთხელ, ღამით, ისეთი მიწისძვრა მოხდა, რომ ახლად აგებული ტაძარი მტვრად იქცა. იუდეველებმა მაინც განაგრძეს მშენებლობა. მაშინ ციდან ცეცხლი გარდამოხდა და სამუშაო იარაღები გაანადგურა. ყველა შიშმა მოიცვა. მეორე ღამეს იუდეველთა ტანსაცმელზე ჯვრები გამოისახა, რომლებიც ვერაფრით მოიშორეს. ამ გამოცხადების შემდეგ წმინდა კირილე კვლავ განდევნეს."

/"კარიბჭე" N22, 2009, გვ.23/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2017, 10:43 AM
პოსტი #50


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამ დროს [რომის იმპერიაში ქრისტიანთა დევნის მეშვიდე პერიოდში] ალექსანდრიის ეკლესიას სათავეში ღმრთისმოსაობით ცნობილი ეპისკოპოსი დიონისე ედგა.

ეკლესიის ისტორიაში დიონისე დიდის ზედწოდებით არის ცნობილი.

თვითონ დიონისე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. როცა მისი დაჭერის ბრძანება გაიცა, იგი მშვიდად იჯდა შინ და ელოდა, როდის მიაკითხავდნენ, მეომრები კი მთელ ქალაქში დაძრწოდნენ და ეძებდნენ ყველგან, გარდა საკუთარი სახლისა, რადგანაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შინ არ გაჩერდებოდა. ეპისკოპოსი მაშინ შეიპყრეს, როცა რამდენიმე დღის შემდეგ სხვა ქრისტიანებთან ერთად ქალაქიდან გადიოდა. დიონისე სიკვდილისთვის ემზადებოდა, მაგრამ ღამით უცნობი ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა მეომრებს და ტყვეებს გაქცევაში დაეხმარა, ეპისკოპოსი კი ძალით წაიყვანეს განმარტოებულ ადგილას, სადაც მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრებოდა.

თავის წერილში დიონისე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უფლის უარმყოფელებს, რომელნიც თავიანთი საქციელის გამო წრფელ სინანულს განიცდიდნენ, წმინდა აღმსარებელნი კვლავ სიყვარულით იღებდნენ თავიანთ წრეში და ლოცვებითა და კეთილი დამოკიდებულებით ამხნევებდნენ სათნოსაყოფად ღმრთისა, რომელსაც ცოდვილის არა სიკვდილი, არამედ სინანულის გზით გამოსწორება სურს.

იერუსალიმის ღრმად მოხუცი ეპისკოპოსი ალექსანდრე საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც ბორკილებდადებული აღესრულა."

/"კარიბჭე" N4, 2006, გვ.36-37/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2017, 11:07 AM
პოსტი #51


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[II საუკუნი მიწურულს მცხოვრები გნოსტიკოსებიდან ცნობილი] ვარდესანი თავის ერეტიკულ იდეებს ლექსად გამოთქვამდა, რათა მსმენელებისთვის მათი აღქმა და დამახსოვრება გაეადვილებინა."

"მეორე საუკუნის მიწურულსვე რომში გამოჩნდა მწვალებელი, სახელად თეოდოტე, რომელიც ქრისტეს ღვთაებრიობას უარყოფდა. იმხანად ასეთი წესი იყო დამკვიდრებული: ქრისტიანს, რომელიც სხვა ქალაქში მიემგზავრებოდა, თან უნდა წაეღო ეპისკოპოსის სარეკომენდაციო წერილი იმის თაობაზე, რომ იგი ქრისტიანი იყო და საიდუმლოებებზე დასწრება შეეძლო. ამგვარი სიფრთხილის გამოჩენა დევნამ და ერესის გაძლიერებამ გამოიწვია. თეოდოტე კი რომში ეპისკოპოსის წერილის გარეშე ჩავიდა, რის გამოც იქაურ ქრისტიანთა შორის იმთავითვე ეჭვი გამოიწვია. რომის ეკლესიამ იგი არ მიიღო და მართალიც აღმოჩნდა, მალე გაირკვა, რომ მას ქრისტიანთა დევნის პერიოდში პატარა ქალაქ ბიზანტიონში ქრისტე უარეყო. თეოდოტეს თავის მართლება არც უცდია, რადგან, როგორც განაცხადა, მან ღმერთი კი არა, ქრისტე უარყო, რომელსაც ჩვეულებრივ ადამიანად მიიჩნევდა."

"მიუხედავად მიკერძოებულობისა და ქრისტიანული მოძღვრების დამახინჯების თავგამოდებული მცდელობისა, წარმართები აღიარებდნენ, რომ ქრისტიანები სათნონი, ჭირთამთმენნი და მამაცნი იყვნენ. უსამართლო შეურაცხყოფა, ცილისწამება, დევნა და ტანჯვა-წამება, ნაცვლად იმისა, რომ ზიანი მიეყენებინა ეკლესიისთვის, საბოლოო ჯამში მის საკეთილდღეოდ გარდაიქმნა. მრავალფეროვანი განსაცდელი ეკლესიას კიდევ უფრო აწრთობდა. მას თითქმის მთელი სამყარო დაუპირისპირდა, მაგრამ მფარველობდა ის, ვინც სამყარო შექმნა და ვინც მასზე განუზომლად მაღლა დგას. ეკლესიას სასწაულები არ აკლდა, მისი მწყემსმთავრები, ვითარცა მნათობნი, სიწმინდითა და სიბრძნით ბრწყინავდნენ."

/"კარიბჭე" N2, 2006, გვ.46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2017, 01:33 PM
პოსტი #52


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




"რომის იმპერიაში რელიგია და პოლიტიკა განუყოფელნი იყვნენ. კერპის უგულებელყოფა სახელმწიფოებრიობის იდეალების შეურაცხყოფად ითვლებოდა. წარმართები ქრისტიანებს ათეიზმში ადანაშაულებდნენ, რადგან მათ სიკვდილის მუქარითაც კი ვერ აიძულებდით მსხვერპლშეწირვის აღსრულებას. იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ვრცელდებოდა ქრისტიანობა, ტაძრები იცლებოდა, ვაჭრობა შეჩერებული იყო და კერპებისთვის მსხვერპლშესაწირ ხორცზე მოთხოვნილება ქრებოდა."

"როდესაც იმპერატორმა ვალერიანემ (257-260) ქრისტიანებს მშვიდობა შესთავაზა იმ პირობით, რომ ქრისტეს მიმართ თაყვანისცემის თანაბრად პატივი ეცათ იმპერიის ღმერთებისათვის, ქრისტიანები ამ გარიგებაზე არ დათანხმდნენ".

/"კარიბჭე" N2, 2007, გვ.44/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 29 2017, 11:22 AM
პოსტი #53


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"II საუკუნის ქრისტიანების თვალში მისტერიები ოფიციალურ კულტზე არანაკლები ბოროტება იყო. მდგომარეობას ის ამწვავებდა, რომ დიდი აზრობრივი სხვაობის მიუხედავად, წარმართული რიტუალი ზოგ შემთხვევაში გარეგნულად ქრისტიანულ საიდუმლოებას ჰგავდა. გარეშე ადამიანს, შეიძლებოდა, ნათლისღება შეშლოდა წარმართების რიტუალურ განბანაში, რომელსაც ისინი მსხვერპლშეწირვის წინ აღასრულებდნენ. მითრას მისტერიებში იყენებდნენ პურს და წყალს, რომელთა ზედა წარმოთქვამდნენ შელოცვებს. ერთი ქრისტიანი აპოლოგეტის აზრით, ბოროტმა დემონებმა მოაწყვეს საქმე ისე, რომ გაუთვითცნობიერებელ ადამიანს მითრას მისტერია ევქარისტიაში აღრეოდა."

/"კარიბჭე" N2, 2007, გვ.44/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2017, 11:46 AM
პოსტი #54


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რა თქმა უნდა, არც იმის ფიქრი შეიძლება, რომ სამღვდელოებას გალიაში არავითარი კეთილი გავლენა არ ჰქონია, ეპისკოპოსთა შორის ქრისტეს ერთგული მსახურნიცა და მოშურნე მქადაგებლებიც იყვნენ, რომლებიც წარმართთა მოსაქცევად სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად იღვწოდნენ.

სარწმუნოების ძალა განსაკუთრებით ქალებში შეიმჩნეოდა. იმ პერიოდისთვის საფრანგეთში მაღალი წოდების ქალები განათლებით მამაკაცებზე გაცილებით მაღლა იდგნენ. მათგან საუკეთესონი საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზს, სადაც უხეში გარყვნილება სუფევდა, ტოვებდნენ, მონასტრებში მიდიოდნენ და ცხოვრებას ლოცვაში, მოწყალების ღვაწლსა და მეცნიერებათა შესწავლაში ატარებდნენ.

მრავალი მონასტერი თვით ფრანკთა მეფეების ცოლებისა და დების მიერ იყო დაარსებული. მათგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო პიკარდიაში კორბიის მონასტერი, რომელიც დედოფალმა ბატილდამ VII საუკუნეში ააგო."

/"კარიბჭე" N21, 2006, გვ.29/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 30 2017, 10:33 AM
პოსტი #55


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[იულიანე განდგომილმა] შეიტყო, რომ პალესტინის ჩრდილოეთით, ქალაქ პანეადაში, აღმართული იყო ქრისტეს ქანდაკება, რომელიც იმ სისხლმდინარე დედაკაცს აეგო სამადლობლად, ქრისტეს სამოსის შეხებით რომ განიკურნა. ქანდაკება იულიანეს ბრძანებით დაამსხვრიეს (თავი ვინმე ქრისტიანმა გადამალა), მის ადგილას კი თავისი ქანდაკება დაადგმევინა. მერე მას მეხი დაეცა და დაიმსხვრა."

/"კარიბჭე" N22, 2006, გვ.42/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2018, 06:29 PM
პოსტი #56


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ დავფარავ თქვენგან იმასაც, თუ რა გამოაჩინა უფალმა ჩემს მიერ თავისი სახელის სადიდებლად. ერთხელ ქალაქში გავემგზავრე. იქ შევხვდი მანიქეველთა მასწავლებელს, რომელიც აცდუნებდა ხალხს. უნდა შევკამათებოდი, მაგრამ ის ძალზე გაქნილი გამოდგა და ვერ შევძელი მისი გამოჭერა. შემეშინდა, ცთუნების საბაბი არ მიმეცა მსმენელისთვის.

თუ ის წავიდოდა, თავის ქებას დაიწყებდა, - გავიმარჯვეო და წამოვიძახე: "დაანთეთ მოედანზე კოცონი. ჩვენ ორივე შევალთ მასში. ვინც იქიდან უვნებელი გამოვა, დაე, მისი რწმენა ვაღიაროთ ჭეშმარიტად!" ჩემი ნათქვამი მოეწონა ხალხს და მაშინვე საშინელი ცეცხლი გააჩაღეს. ხელი მოვკიდე მანიქეველს და კოცონისკენ წავიყვანე. "შეჩერდი, - იყვირა მან, - ასე არა, თითოეული ჩვენგანი ცალ-ცალკე შევიდეთ. რადგან ეს შენ მოიგონე, შენვე შედი პირველი".

ქრისტეს სახელით გამოვისახე ჯვრის ნიში და შუა კოცონში შევაბიჯე. ცეცხლის ალი გამექცა... ასე გავიდა ნახევარი საათი და ღვთის სადიდებლად უვნებელი დავრჩი. განცვიფრებული ხალხი განადიდებდა უფალს: "საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა" (ფს. 67,16).

ამის მერე მანიქეველის ჯერიც დადგა. მას აიძულებდნენ ცეცხლში შესულიყო, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა. მაშინ ბრბომ შეიპყრო და შუა კოცონში შეაგდო. ცეცხლი უმალ მოედო და იქიდან ნახევრადდამწვარი გამოვარდა. ხალხმა ის ქალაქიდან შერცხვენილი გააგდო. "ცოცხლად უნდა დაგვეწვი, შე მატყუარაო", - უყვიროდნენ, მე კი ხელში აყვანილი მიმიყვანეს ეკლესიაში."

/"კარიბჭე" N1, 2010, გვ.25/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 1 2021, 08:16 PM
პოსტი #57


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ რამდენად სწრაფად ვრცელდებოდა ქრისტიანობა მოციქულთა დროს, იქიდან ჩანს, რომ II საუკუნის დასაწყისში (იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალების შემდეგ), ბითვინიის მმართველი პლინიუს-უმცროსი იმპერატორ ტრაიანეს აცნობებდა, რომ ამ ოლქში ქრისტიანობამ, მისი სიტყვებით, ჭირივით შეაღწია არა მარტო ქალაქებში, არამედ სოფლებსა და დაბებშიც, ისე რომ, დაცარიელდა წარმართული ტაძრები და შეწყდა წარმართული დღეობები. ბითვინიაში ქრისტიანობა გავრცელდა მოციქულთა სიცოცხლეშივე. სამოციქულო ხანაში, იმპერიის ტერიტორიაზე უკვე ათასობით ქრისტიანი იყო".

/დეკანოზი ლევან მათეშვილი "ეკლესიის ისტორია" ნაწილი I, გვ.26/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2022, 10:17 PM
პოსტი #58


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პირველი ქრისტიანები კერკეტი კაკლები იყვნენ; მათ მთელი მსოფლიო შეცვალეს"

/მამა პაისი მთაწმინდელი
"სულიერი გამოღვიძება" გვ. 20/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 12:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი