IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >  
Reply to this topicStart new topic
> მედავითნეობა კილოში, რას ფიქრობთ
კანონისტი
პოსტი Jan 22 2010, 02:20 PM
პოსტი #61


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
ციტატა
თუ ადრე თითქმის ყველაფერი იგალობებოდა, მაშინ მედავითნეს დანიშნულება რა იყო ტქო?

არ იგალობებოდა ყველაფერი.



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jan 22 2010, 02:57 PM
პოსტი #62


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



კანონისტი
ციტატა
2. ძველქართულ ტექსტებში შემხვედრია იშვიათად მაგრამ მაინც, მინიშნება მახვილზე

იცი რა მაინტერესებს? დღევანდელ ქართულში არ ვსაუბრობთ და ვწერთ მახვილებით ხო? ანუ შეიძლება სიტყვების წარმოთქმისას ბუნებრივად ეს ხდება, მაგრამ ადამიანი ამას არ აცნობიერებს და არც დაწერისას ვუწერთ მახვილებს ხო? ანუ ყველა ასო ისე იკითხება, როგორც იწერება smile.gif
ძველ ქართულში რატომ მიანიშნებდნენ მახვილებს? იყო ამისი აუცილებლობა? და რატომ შეიცვალა ახლა მახვილები? ანუ სიტყვა იგივეა დღესაც, მაგრამ მისი წარმოთქმა _ განსხვავებული smile.gif

ცოტა ავცდით თემას, მაგრამ მგონი მედავითნეებს დააინტერესებთ smile.gif


ციტატა
კეთილ : )) უკუეთუ გსურით, ჩემიცა სკაიპი უწყით, შემოვედით და ვსთქუათ ჩუენი სიტყუანი ძუელითა ენითა. : )))

ადვილ არს თქუმად, ხოლო აღსრულებად ძნელ არს ფრიად user.gif

პ.ს. ეუF huh.gif biggrin.gif რას ვბოდიალობ biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 22 2010, 04:55 PM
პოსტი #63


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ნანინა
tibikonaA
უკუეთუ გნებავთ ამა უსტარსა ძუელითა ენითა დავსწერ.

ციტატა
დღევანდელ ქართულში არ ვსაუბრობთ და ვწერთ მახვილებით ხო? ანუ შეიძლება სიტყვების წარმოთქმისას ბუნებრივად ეს ხდება, მაგრამ ადამიანი ამას არ აცნობიერებს და არც დაწერისას ვუწერთ მახვილებს ხო?

არცაღა ძუელსა აქუნდა და არცაღა ახალსა აქუს. გარნა ამა ქართულს-იტალიურს სიტყვარსა შინა მოცემულ არნ ქართულნი იგი სიტყუანი მახუილითა, რამეთუ იტალიელმან არა უწყოდა, ვითარ მართლ არს აღმოკითხუაი ქართულისა ენისაი. ესე არს მიზეზ ოდენ.

ციტატა
მე არ ვუწყი თქვენი სკაიპი

"არ" შეკუეცილ არს ახალსა ქართულსა შინა. მართალი თქუმაი არს "არა", ხოლო ესე უმჯობეს არს თქუმად: არა ვუწყი.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jan 22 2010, 09:14 PM
პოსტი #64


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ოFF-ები წავშალე, იმედია არ მიწყენთ 2kiss.gif
თემას ცოტა ავცდით და კვლავ დავუბრუნდეთ rolleyes.gif

რახან საეკლესიო გალობის განყოფილებაა, მარტო მედავითნეობაზე რომ არ გვქონდეს საუბარი, ზოგადად კილოში გალობაზე რას იტყოდით? a075.gif
მამა დავითის მგალობელთა გუნდი თუ გაქვთ მოსმენილი? მალხაზ ერქვანიძეა მათი რეგენტი smile.gif ახლა იყო მათი კონცერტი ანსამბლ "სახიობასთან" ერთად smile.gif
მოგწონთ თუ არა ის საქმე, რასაც მალხაზი აკეთებს ამ ბიჭებთან და მიგაჩნიათ თუ არა რომ ამის პრაქტიაკში დანერგვა აუცილებელია? smile.gif
თუ ხელოვნურად გეჩვენებათ? smile.gif
რას იტყოდით მგალობლებო? rolleyes.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr.satadarigo
პოსტი Jan 22 2010, 09:18 PM
პოსტი #65


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 527
რეგისტრ.: 11-July 09
წევრი № 7,252



ნანინა

მალხაზის ღვაწლზე საუბარი დიდხანს შეიძლება...მისი გუნდებიც კარგები არიან,არა მარტო მამა დავითის,არამედ ქაშვეთის მგალობლებიც მისი სკოლის არიან a075.gif





--------------------
მდგმურები ვართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Rati_Van_Bakuradze
პოსტი Feb 3 2010, 10:59 PM
პოსტი #66


რატი ბაკურაძე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 16-June 08
წევრი № 5,100



ციტატა(ნანინა @ Jan 3 2010, 07:21 PM) *

::სალომე::
წირვა ცალკე არ ვიცი, მაგრამ მე როგორც ვიცი ღამისთევით იყო ღვთისმსახურება: მწუხრი (შებინდებისას) _ ცისკარი (გამთენიისას) და მოყვებოდა წირვა. თუ ვცდები შემისწორეთ. მწუხრ-ცისკრის მართლა ბევრი დღევანდელი საკითხავი იგალობებოდა. თუნდაც საცისკრო გალობანი თავისი ძლისპირებით რამხელა იყო მარტო და კი გაგრძელდებოდა დიდ ხანს. დღეს ეს შეუძლებელია, მრევლი უბრალოდ ვერ გაჩერდება ამდენ ხანს smile.gif

საგალობლების კილოს თუ გულისხმობ ჩვენამდე მოღწეულია დასავლეთ საქართველოდან იმერულ-გურული კილო (შემოქმედის, გელათის სკოლები), ხოლო აღმოსავლეთიდან ქართლ-კახური (ე.წ. კარბელაანთ კილო). რაჭაში სამგალობლო ტრადიცია რამდენად იყო ასე ცალკე მე არ ვიცი, უბრალოდ მე როგორც ვიცი საქართველოში არსებობდა ცალკეული სამონასტრო კერები, სადაც ეს სამგალობლო სკოლები არსებობდა: გელათის, მარტვილის, შემოქმედის, ალავერდის, იყალთოს და ა.შ smile.gif


რაღაც შეუძლებლად მიმაჩნია რომ ნიკორწმინდაში არ ყოფილიყო რამე ეგეთი სკოლა. ალბათ ჩვენამდე ვეღარ მოაღწია თორე შეუძლებელია არ ყოფილიყო (რაჭველი ვარ და მინდა რომ ასე იყოს biggrin.gif )


--------------------
ადრე თუ გვიან ცერა თითი მაინც გახევდა წინდას... ამიტომ გადავწყვიტე წინდა აღარ ჩამეცვა - აღმოსავლური სიბრძნე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Feb 3 2010, 11:01 PM
პოსტი #67


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



Rati_Van_Bakuradze
ციტატა
რაღაც შეუძლებლად მიმაჩნია რომ ნიკორწმინდაში არ ყოფილიყო რამე ეგეთი სკოლა. ალბათ ჩვენამდე ვეღარ მოაღწია თორე შეუძლებელია არ ყოფილიყო (რაჭველი ვარ და მინდა რომ ასე იყოს

ხო, გამორიცხული არაფერია smile.gif სამგალობლო კერა იქნებოდა, თუმცა რამდენა იქნებოდა კილოს სახით და ცალკე გამოყოფილი ეგ არ ვიცით .. ფაქტია, რომ არ მოუღწევი ჩვენამდე, ნუ ყოველ შემთხვევაშI რომ ყოფილიყო XIX საუკუნეში ჩვენი წინაპრები აუცილებლად ჩაიწერდნენ რაჭულ საგალობლებს smile.gif

შენ მაგაზე გული არ გაიტეხო, სიმღერა გაქვთ ძალიან კარგი biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯამბაკური
პოსტი Feb 4 2010, 01:16 AM
პოსტი #68


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 299
რეგისტრ.: 14-September 06
წევრი № 189



რაჭაში იყო სამგალობლო კერები, ჭელიშის მონასტერი დიდი მონასტერი იყო მაშინ სადაც გალობით აღესრულებოდა ღვთისმსახურება. ცნობილია როდესაც გაბრიელ ეპისკოპოსმა შეკრიბა მგალობლები ქუთაისში ქორიძის გუნდის მოსასმენათ, რაჭიდან ჩამოვიდნენ ბარაკონის მგალობლები ასლან ერისთავის მეთაურობით და ნიკორწმინდიდან კანდელაკები. ნიკორწმინდელი კანდელაკი გაბრიელის საკათედრო გუნდშიც იყო.
არის ძალიან საიტერესო ჩანაწერი წირვის თუ არ ვცდები 1928 წლის ბარაკონის გუნდისა. თან გავს გელათურს და თან სხვაობს. ცალკე სკოლის რა გითხრა მაგრამ რაღაც საგალობლების ვარიანტები კი არის.


ციტატა(ნანინა @ Feb 3 2010, 11:01 PM) *

Rati_Van_Bakuradze

ხო, გამორიცხული არაფერია smile.gif სამგალობლო კერა იქნებოდა, თუმცა რამდენა იქნებოდა კილოს სახით და ცალკე გამოყოფილი ეგ არ ვიცით .. ფაქტია, რომ არ მოუღწევი ჩვენამდე, ნუ ყოველ შემთხვევაშI რომ ყოფილიყო XIX საუკუნეში ჩვენი წინაპრები აუცილებლად ჩაიწერდნენ რაჭულ საგალობლებს smile.gif

შენ მაგაზე გული არ გაიტეხო, სიმღერა გაქვთ ძალიან კარგი biggrin.gif



--------------------
გალობის ერთი მოყვარულთაგანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 4 2010, 01:49 AM
პოსტი #69


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



კანონისტი
ციტატა
რამდენადაც ვიცი, არ ყოფილა. არსებობდა კითხვის სხვადასხვა სტილი – გაბმული, საზეიმო, სამგლოვიარო....

რომელი რომელია ან როგორია ?


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Feb 4 2010, 02:17 AM
პოსტი #70


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ჯამბაკური
ციტატა
არის ძალიან საიტერესო ჩანაწერი წირვის თუ არ ვცდები 1928 წლის ბარაკონის გუნდისა.

მართლა?? რა საინტერესოა


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Rati_Van_Bakuradze
პოსტი Feb 8 2010, 09:35 PM
პოსტი #71


რატი ბაკურაძე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 16-June 08
წევრი № 5,100



ციტატა(ჯამბაკური @ Feb 4 2010, 01:16 AM) *

რაჭაში იყო სამგალობლო კერები, ჭელიშის მონასტერი დიდი მონასტერი იყო მაშინ სადაც გალობით აღესრულებოდა ღვთისმსახურება. ცნობილია როდესაც გაბრიელ ეპისკოპოსმა შეკრიბა მგალობლები ქუთაისში ქორიძის გუნდის მოსასმენათ, რაჭიდან ჩამოვიდნენ ბარაკონის მგალობლები ასლან ერისთავის მეთაურობით და ნიკორწმინდიდან კანდელაკები. ნიკორწმინდელი კანდელაკი გაბრიელის საკათედრო გუნდშიც იყო.
არის ძალიან საიტერესო ჩანაწერი წირვის თუ არ ვცდები 1928 წლის ბარაკონის გუნდისა. თან გავს გელათურს და თან სხვაობს. ცალკე სკოლის რა გითხრა მაგრამ რაღაც საგალობლების ვარიანტები კი არის.



შემთხვევით ეგ ჩანაწერი ხო არ მოგეპოვება? ძალიან დამაინტერესა smile.gif


--------------------
ადრე თუ გვიან ცერა თითი მაინც გახევდა წინდას... ამიტომ გადავწყვიტე წინდა აღარ ჩამეცვა - აღმოსავლური სიბრძნე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Mar 13 2010, 09:45 PM
პოსტი #72


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



მალხაზ ერქვანიძე კითხულობს საწინასწარმეტყველოს


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arali?
პოსტი Mar 15 2010, 02:45 PM
პოსტი #73


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 24-August 09
წევრი № 7,405



დღეს ერთ მარგალიტს წავაწყდი,შეიძლება იცით,კილოსთან არანაირ კავშირშია,მარა მედავითნეობასთან შეიძლება ... smile.gif

http://www.myvideo.ge/?video_id=485951

ამის მერე ორი კითხვა მაქვს:
1)ეს საქართველოშია?
2)არსებობს თუ არა სინოდის რაიმე განჩინება მედავითნეობაზე,ისე როგორც მაგალითად ქართულ გალობაზეა.


--------------------
'' დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიყვარულმა მოგიყვანა
პოსტი Mar 15 2010, 07:13 PM
პოსტი #74


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 3-July 08
წევრი № 5,253



ეს არის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი,ამერიკელი მოძღვარი იყო ჩამოსული და პატივისცემის ნიშნათ ზოგი ლოცვა ინგლისურად წაიკითხეს მედავითნეებმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arali?
პოსტი Mar 15 2010, 10:03 PM
პოსტი #75


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 24-August 09
წევრი № 7,405



ციტატა(სიყვარულმა მოგიყვანა @ Mar 15 2010, 07:13 PM) *

ეს არის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი,ამერიკელი მოძღვარი იყო ჩამოსული და პატივისცემის ნიშნათ ზოგი ლოცვა ინგლისურად წაიკითხეს მედავითნეებმა.


ააა გასაგებია,მაგრამ უკეთესი იქნებოდა თუ მაინცა და მაინც ''პატივისცემა'' უნდოდათ ინგლისურის მცოდნეს მაინც წაეკითხა ...

იქნება მეორე კითხვაზე მიპასუხოს ვინმემ?


--------------------
'' დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Mar 16 2010, 01:53 AM
პოსტი #76


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



arali?
ციტატა
დღეს ერთ მარგალიტს წავაწყდი,შეიძლება იცით,კილოსთან არანაირ კავშირშია,მარა მედავითნეობასთან შეიძლება ...

http://www.myvideo.ge/?video_id=485951

ამის მერე ორი კითხვა მაქვს:
1)ეს საქართველოშია?
2)არსებობს თუ არა სინოდის რაიმე განჩინება მედავითნეობაზე,ისე როგორც მაგალითად ქართულ გალობაზეა.

ჰეჰ, მანდ ვგალობ, მაშინ მანდ ვიყავი.
ეგ თამარაა, მედავითნე, ქმარი მღვდელი ყავს.
ამერიკელი მოძღვარი იყო ჩამოსული და მაგიზა წაიკითხა. IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arali?
პოსტი Mar 16 2010, 02:31 PM
პოსტი #77


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 24-August 09
წევრი № 7,405



რატომ კი არა, როგორ კითხულობს იმას ვამბობ ... smile.gif ქართულ ეკლესიაში გავრცელებული მედავითნური მახვილებით რომ კითხულობს და არც ერთი რომ არაა და არც მეორე იმას ვგულისხმობ ... შეიძლება ვცდები,რავი ასე მგონია მე და ...


P.S რა დღე იყო, ''აღდგომა ქრისტესი'' არ იგალობებოდა? smile.gif


--------------------
'' დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Mar 16 2010, 05:39 PM
პოსტი #78


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



arali?
ციტატა
P.S რა დღე იყო, ''აღდგომა ქრისტესი'' არ იგალობებოდა?

კი, როგორ არა.
ერთხელ ჩვენ ვთქვით, ერთხელ ინგლისურად წაიკითხა და ერთხელაც ქართულად. smile.gif


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 2 2010, 02:49 PM
პოსტი #79


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



გამოვიდა კილოში კითხვის ახალი კომპაქტ დისკი "ანჩისხატის ტაძრის საეკლესიო კითხვის წესი". მასში შესულია მამა რევაზ ტომარაძის, არქიმანდრიტ ნიკოლოზისა და მალხაზ ერქვანიძის მიერ წაკითხული საკითხავები. გთავაზობთ დისკის წინასიტყვაობას.

ანაჩისხატის ტაძრის საეკლესიო კითხვის წესი

აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობა (ფს. 146:1)


ღმერთი განაგებს ყოველივეს.
როგორც საქართველო გადარჩა სასწაულებრივად დაღუპვას და გადაშენებას, ასევე გადაურჩა დაკარგვას ძველი ქრისტიანული ქართული გალობაც.
XIX საუკუნეში დიდი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა იყო ამტყდარი ქართული გალობის დაცვასა და შენარჩუნებაზე. მაშინდელ ქართველებს მაღალი ზნეობა ახასიათებდათ და გამორჩეული მოქალაქეობრივი ნიშანი გააჩნდათ, ხოლო სამშობლოს, ეკლესიისა და მისი მომავლის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას განიცდიდნენ. ასევე, ვითარ შვენის ქართულ გალობას, შესაბამისად ისე აფასებდნენ მას. ისინი ქართული გალობის დაკარგვას ერის დაცემისა და გადაგვარების ტოლფას მნიშვნელობას ანიჭებდნენ. სამწუხაროდ, დღევანდელ ჩვენს საზოგადოებაში განსხვავებულ სურათს ვხედავთ. ვინც უნდა იცავდეს ქართულ გალობას, ძალიან ხშირად მისგან უწევს თავის დაცვა. ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ერთს, ყველაზე ნაკლებად მტკივნეულს აღვნიშნავ: მაშIნდელი და დღევანდელი ერის მუსიკალური ა%ღქმა, სმენა და სიყვარული მშობლიური საეკლესიო ჰანგების მიმართ დიდად განსხვავებულია. ქართველი ერის უდიდეს ნაწილს დაავიწყდა (დაავიწყეს კიდეც) თავისი მშობლიური ჰანგები, რომლითაც განადიდებდნენ უფალს, ღვთისმშობელს, ჯვარს და წმინდანებს ჩვენი წინაპრები. დღევანდელი ქართველის მუსიკალური სმენა გაუცხოებულია მშობლ;იური ჰანგების მიმართ. წმ. ექვთიმე კერესელიძემ სიკვდილის წინ მაცხოვარს შეავედრა ქართული გალობა რათა არ დაკარგულიყო და კვალად ეჩინა მას თავი მომავალ საქართველოში. როგორც ვხედავთ, მისი ლოცვა აღსრულდა და დღეს ჩვენ ბოლო ჟამის ქართველ (და არა მარტო ქართველ) ქრისტიანებს, გვეწია დიდი სიხარული და ბედნიერება მშობლიურ საეკლესიო ჰანგებთან მიახლებისა.
დღეს მას ესაჭიროება ისეთივე დაფასება და სულის ბერვა, როგორც XIX საუკუნის სასულიერო და საერო პირებმა გამოიჩინეს მის მიმართ. დღეს უდუიდესი ძალისხმევაა საჭირო რათა ერის გულსა და გონებაში კვლავ დაივანოს ქართულმა გალობამ, რომლის მსგავსი კაცობრიობის ისტორიაში არაფერი შექმნილა _ ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.
ქართული გალობის აღდგენაში ამავდროულად იგულისხმება საეკლესიო კითხვის წესის აღდგენაც, რომელსაც გალობის ტოლფასი დანიშნულება გააჩნია ეკლესიაში. გალობა და კითხვა ერთი მთლიანის ორი შემადგენელი ნაწილია. ქართული გალობა ხომ ამოზრდილია მადლიანი ქართული ენიდან და გამღერებული კიტხვიდან, რომლის მდიდარი ტრადიცია ოდითგანვე არსებობდა საქართველოში.
უახლესი პერიოდის საქართველოს ცხოვრებაში მართლმადიდებლური ქრისტიანობა ხელახალ აღორძინებას გასული საუკუნის 80-იან წლებში იწყებს. ეს აღორძინება დაიწყო საკმაოდ მძიმე რეალობის ფონზე: დანგრეული ტაძრები და ადგილობრივი მართლმადიდებლური ხედვის, ხელოვნებისა და ტრადიციების წყვეტა. მართლმადიდებლობის სრული აღორძინება გულისხმობს სწორედ ზემოჩამოთვლილი ტრადიციების ერთობლიობაში აღდგენას.
საქართველოს ღირსეული ადგილი უკავია მსოფლიოს ქრისტიანულ ქვეყანათა შორის და უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი როგორც ქრისტიანული ხედვის, სკოლისა და ტრადიციების, საევე ქრისტიანული ხელოვნების თვალსაზრისით, რომელთა შორის გალობას და საეკლესიო კითხვას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ქართული საეკლესიო კითხვისა და გალობის აღდგენა უშუალოდაა დაკავშირებული გამართული ღვთისმსახურების აღდგენასთან, სადაც სიტყვისა და ჰანგის სწორ და შეურყვნელ წარმოთქმას უდიდესი მნიშვნეკლობა გააჩნია (გარდა ამისა, მას უდიდესი ეროვნული მისიაც აკისრია, რაც ქართული ცნობიერების აღდგენას უკავშირდება).
ღვთისმსახურება, წმინდა მამათა განმართებით ჯერ არს შიშით, კრძალვით, სიმდაბლით, ამავე დროს სიმხნევით, სიხარულითა და რასაკვირველია _ მეცნიერებით.
ამ ოცი წლის განმავლობაში დღიდან ანჩისხატის ტაძღის აღდგენისა 1988 წელს, ქართულმა გალობამ და საეკლესიო კითხვამ საკმაოდ წარმატებული ნაბიჯები გადადგა. მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი საქმისა, რომელიც შემდგომ აუცილებელ გაგრძელებას საჭიროებს. ქართული გალობისა და საეკლესიო კითხვის აღდგენა, როგორც აღვნიშნეთ, პირდაპირ კავშირშია გამართული ღვთისმსახურების აღდგენასთან. ეს საკითხი ჩვენს ეკლესიაში დღეს მეტად მტკივნეულია. ღვთისმსახურების დროს სიტყვა არ ისმის, და თუ ისმის, იგი არაა ქართულ კილოზე წარმოთქმული. უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, თუ რა კილოთი ვგალობთ და ვკითხულობთ. სამწუხაროდ, ეს ძალიან ცოტას თუ ესმის. ჩვენს ავტოკეფალიაში ქართველებს საუკუნეებით ნაწრთობი ჩვენეული კილო გაგვაჩნია სიტყვისა და ჰანგის. ქრატVელებმა ქართული კილოთი უნდა მივუძღვნათ უფალს ლოცვა, გალობა და საღვთისმსახურო საკითხავები. ამ კილოშია ჩენი ბუნებრივი მდგომარეობა, სიხარული და თავისუფლება და არა ბერძნულ, რუსულ, საოპერო ან სხვა ინტონაციებში. ქათული კილოს შეურყვნელობის შესახებ ბევრი დაიწერა თავის დროზე XIX საუკუნეში სასულერო და საერო პირების მეირ.
ტრადიციების წყვეტის გამო ჩვენ განებივრებულები არ ვართ ცოცხალი მაგალითების სიუხვით. პატრარქ კალისტრატე ცინცაძის თხოვნით წმ. ექვთიმე კერესელიძემ ნოტებზე გადაიტანა კილოშI კითხვის წესის რამდენიმე ვარიოანტი, რომლებიც მის ხელნაწერებში ინახება. ეს ხელნაწერები ძვირფასი მონაპოვარია, მაგრამ სირთულე იმაშია, რომ მას სწორი ინტონირებით წაკითხვა უნდა. არსებობს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ინტრონიზაციაზე მიტროპოლიტ ფრიგოლის მიერ წარმოთქმული კვერექსის ვიდეოჩანაწერი, რომლიდანაც მახვილი ყური აუცილებლად დაიჭერს მისთვის სასარგებლო მანერას, რომელიც მარტო სასულიერო პირებს არ გამოადგებათ, იგი ყველასათვის მისაბაძი შეიძლება იყოს. შესანიშნავია უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მიერ მშვიდი, წყნარი და ყველასათვის გასაგები მანერით წაკითხული სახარება.
წინამდებარე კომპაქტდისკში წარმოდგენილია ტრადიციული ქართული საეკლესიო კითხვის წესის ისეთი ფორმა, რომელიც ანჩისხატის ტაძარში ჩამოყალიბდა ამ ოცი წლის განმავლობაში და ახლა უკვე მამა დავითის ტაძარში გრძელდება. ამიტომაც დაერქვა მას ანჩისხატის ტაძრის საეკლესიო კითხვის წესი. აქაა თავმოყრილი სამი ერთმანეთთან ახლოს მდგომი, მაგრამ მაინც ერთმანეთისაგან განსხვავებულ კილოში კითხვის ვარიანტები: ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ რევაზ ტომარაძის, არქიმანდრიტ ნიკოლოზ ღლონტისა და ჩემს მიერ მოკრძალებულად წარმოდგენილი საკითხავები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მამა რევაზიას მიერ წაკითხული სახარება.
მისივე თქმით მას კითხვის გარკვეული საფუძველი პრპტპპრესვიტერმა პახომმა აგდასცა. პროტოპრესვიტერი პახომი სიონში მსახურობდა გასული საუკუნის 70-იან წლებში. შემდეგ თავადვე განავითარა მამა რევაზმა კითხვის თავისებური და ის მადლიანი მანერა, რომელიც მრავალს ხიბლავს ჩვენს ეკლესიაში. მის მიერ წაკითხული სახარებით გვეუფლება არაჩვეულებრივი განცდა, რომელსაც უხილავად შევყავართ ძველ ეკლესიასთან და მის სულიერ ტრადიციებთან შეხებაში. ანჩისხატის გუნდის გალობა და მამა რევაზის კითხვის ერთობლიობა ყოველთვის რჩება ერთ სანიმუშო მაგალიტად უახლეს ისტორიაში.
მამა რევაზის ფონზე არქიმანდრიტ ნიკოლოზის მიერ წარმოდგენილი კითხვის მანერა შესაძლოა შედარებით ერთგვაროვანია, მაგრამ სულით ერთია. მე წლების მანძილზე მიწევდა მამა ნიკოლოზთან ღვთისმსახურებაში მონაწილეობა და არ მახსოვს შემთხვევა მას უკრძალველად წარმოეთქვას სიტყვა, ან აეჩქარებინოს ლოცვა თუნდაც მცირე პანაშვიდის გადახდის დროს. ასეთი დინჯი და აუჩქარებელი ლოცვისა და კითხვის მანერა შეზავებული ქართული კილოსთან მრავალთათვის სანიმუშო უნდა გახდეს. ამას ემსახურება სწორედ ამ კომპაქტდისკის გამოცემაც.
რაც შეეხება ჩემს მიერ წაკითხულს, მისი შეფასება მსმენელისთვის მიმინდია. მე მქონდა ბედნიერება წინა საუკუნის 80იან წლებში ხშირად მევლო მსახურებებზე ბეთანიის მონასტერშI. მიუხ3ედავად იმისა, რომ ეს მსახურებები გალობის გარეშე მიმდინარეობდა, სამაგიეროდ კიკთხვა და ლოცვითი განწყობა იყო ისეთი, რომლის მაგვარს ძალზედ იშვიათად თუ შეხვდები. ალბათ ესაა ერთერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ მაშინდელი ბეთანიის მონასტერი მრავალი ჩვენთაგანისთვის იყო შთაგონების, მართალი სიტყვისა და სულიერი საზრდოს მიღების წყარო. ტკბილად მახსენდება ბეთანიელი მამების: იოანე შეყლაშვილისა და გიორგი ბარიშვილის კითხვის მანერები.
ჩვენს ეკლესიაში გამართული ღვთისმსახურება (ვგულისხმობ კითხვა-გალობას) დაფუძნებული უნდა იყოს ორ აუცილებელ გარემოებაზე: კანონიკურ კილო-ინტონაციურ საფუძვლებზე და ნამდვილ, ეკლესიურ ლოცვით განწყობაზე.
ზოგადად აღსანიშნავია _ შეიძლება კაცი სწორს ამბობდეს, მაგრამ მართალი არ იყოს. საშური ისაა, მადლიანობას ვესწრაფოდეთ, რომელსაც მხოლოდ ღმერთი იძლევა. თუ უფალმა არ შეიწირა ჩვენი მსახურება, ფუჭია ყოველივე. სხვათა შორის, ჩანაწერის მოსმენის დროს მსმენელი შეამჩნევს წიგნის გადაფურცვლის ან ზოგჯერ ჩახველების ხმებსაც. ასეთი რამ ბუნებრივაად ჩავთვალეთ და არც გვიცდია მათი მოშორება. აქცენტი გამახვილებული გვქონდა, რომ ჩანაწერის სულისკვეთება ყოფილიყო ჯანსაღი.

დასასრულს მინდა ვთქვა და გავიმეორო, რომ წინ დიდი გზაა გასავლელი მანამ, სანამ ჩვენთან ღვთისმსახურება არ მოწესრიგდება კითხვა-გალობასთან მიმართებაში. ტაძრებში მსახურების დროს აბსოლუტური სიჩუმე უნდა სადგურებდეს. ერთი პატარა აგურის დადებად ეს კომპაქტ დისკი, ვფიქრობ ნამდვილად გამოდგება საეკლესიო კითხვის შემეცნების გზაზე. აქ თავმოყრილია კილოში კითხვის ძირიტადი კილო-ინტონაციური საფუძვლები. წარმოდგენილია სახარების, სამოციქულოს, საწინასწარმეტყველოს, დასდებლების, ფსალმუნების, ჩასართავების კითხვის წესები. სავალდებულო არაა ყველამ კალკირებულად მიბაძოს ასეთ სტილს. ქართული გალობის მდიდარი კილო-ინტონაციური არსენალი გვაძლევს იმის საშუალებას, ართა მომავალში ახალი გზები მოიძებნოს ამ რთული და უაღრესად საპასუხისმგებლო ქრისტიანული ხელოვნების აღზევებისა და განვითარების საქმეში, რათა უფალმა შეიწიროს ჩვენი მსახურება, ხოლო ჩვენ შიშით, კრძალულებით, სასოებით, სიხარულით და მეცნიერებით განვადიდებდეთ ყოვლადწმინდა სამებას, ღვთისმშობელს, ჯვარს და უფლისათვის სათნოყოფილ წმინდანებს.
ღმერთო შეგვეწიე.

მამა დავითის ტაძრის მგალობელ-მედავითნე:
მალხაზ ერქვანიძე

ობიექტური მიზეზების გამო ამ დისკს მთლიანად ფორუმზე ვერ ავტვირთავ, თუმცა მოგასმენინებთ რამდენიმე მაგალითს:

შექმნათა მალხაზ ერქვანიძე
http://allshares.ge/download.php?id=F674F38F43
სახარება, მამა რევაზი
http://allshares.ge/download.php?id=DD87CEA853


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 2 2010, 03:23 PM
პოსტი #80


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



მამა ნიკოლოზი, სახარება smile.gif

http://allshares.ge/download.php?id=8824EC8143

გადაწერეთ და თქვენი აზრი მომახსენეთ biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 11:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი