IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მგალობლის შესამოსელი, ქართულ ტრადიციაში
Sotiris
პოსტი Jun 14 2007, 09:33 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



მაინტერესებს, არსებობს თუ არა გამოკვლევები მგალობლის შესამოსლის შესახებ ქართულ ტრადიციაში (ვთქვათ მინიატურების ან ფრესკების საფუძველზე). როდიდან შემოვიდა ჩვენში ფერად-ფერადი სტიქარების ტარების ტრადიცია? ატარებდნენ თუ არა მე-19 ს. მგალობლები განსაკუთრებულ შესამოსელს (ფოტოებზე არ ჩანს)?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Jun 15 2007, 10:41 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



Sotiris
საინტერესო თემაა. ისე პოლონელ და რუს მგალობლებს ანაფორის მსგავსი სამოსლები აცვიათ.


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Jun 15 2007, 10:50 AM
პოსტი #3


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



საქართველოშიც ეცვათ მგალობლებს შესაბამისი ფორმა. როგორც ვიცი თბილისში არსებობს შემორჩენილი ეს ფორმა თუმცა აღარავის აცვია. როგორც ვიცი მეუფე ანდრია აპირებს რომ მგალობლებს შეგვიკეროს ფორმები. შემორჩენილია როგორც ბიჭის ასევე გოგო მგალობლების შესამოსელის ნიმუშები.

misdevs mela loms

მართალი ხარ. ამას წინათ ჩამოსული იყვნენ პოლონელი მგალობლები და ვნახე. ძალიან ლამაზია როდესაც ერთნაირი შესამოსელები აცვიათ.

მგალობელი გოგოს შესამოსელის ძველი ქართული ვარიანტი ხევსურულ სტილშია შეკერილი, ხევსურული ორნამენტებით.

კარგი იქნება ამ ტრადიციის აღდგენა.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 15 2007, 10:53 AM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



mariami-k
ციტატა
შემორჩენილია როგორც ბიჭის ასევე გოგო მგალობლების შესამოსელის ნიმუშები.

ვაა, საინტერესოა. როგორი იყო ნეტავ? unsure.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Jun 15 2007, 11:26 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



mariami-k
სამებაში პატრიარქის წიგნის და დისკის პრეზენტაციაზე იყვნენ და იქ ვნახე.


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Jun 15 2007, 11:34 AM
პოსტი #6


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



misdevs mela loms
გორში იყვნენ ჩამოსულები და მე იქ ვნახე. სემინარიაში ოყო კონცერტი სადაც მეუფე ანდრიას ორივე გუნდმა (გოგოების და ბიჭების) ,სემინარიის მგალობელთა გუნდმა და პოლონელებმა ვიგალობეთ. მეორე დღეს კი გორის დამუსიკო სასწავლებელში შალვა მოსიძის გუნდთან ერთად ჰქონდათ კონცერტი.

იცი რა არ მომეწონა, ყველაზე მეტად?
ის რომ მათმა რეგენტმა თქვა გალობა ქართველებმა საერთოდ ჩვენგან უნდა ისწავლოთო./


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 15 2007, 11:36 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ბერძნებთან, როგორც დავაკვირდი, ყველა მგალობელი შავითაა შემოსილი smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 15 2007, 12:52 PM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
ბერძნებთან, როგორც დავაკვირდი, ყველა მგალობელი შავითაა შემოსილი

კონსტანტინოპოლის დაცემის გლოვა გოუგრძელდათ ნამეტანი.....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 15 2007, 12:56 PM
პოსტი #9


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(Sotiris @ Jun 14 2007, 09:33 PM) *

მაინტერესებს, არსებობს თუ არა გამოკვლევები მგალობლის შესამოსლის შესახებ ქართულ ტრადიციაში (ვთქვათ მინიატურების ან ფრესკების საფუძველზე). როდიდან შემოვიდა ჩვენში ფერად-ფერადი სტიქარების ტარების ტრადიცია? ატარებდნენ თუ არა მე-19 ს. მგალობლები განსაკუთრებულ შესამოსელს (ფოტოებზე არ ჩანს)?



ძალიან საინტერესოა

გმადლობთ


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 15 2007, 01:13 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
კონსტანტინოპოლის დაცემის გლოვა გოუგრძელდათ ნამეტანი.....


შავი მხოლოდ გლოვის სიმბოლიზირებაა?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯამბაკური
პოსტი Jun 15 2007, 01:42 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 299
რეგისტრ.: 14-September 06
წევრი № 189



როგორც ფოტოებზე ჩანს ქართველ მგალობლებს ეცვათ სადა ჩოხები, გრძელი, უხანჯლოთ, ასეთ ჩოხებს ეძახდნენ ,,დიაკვნის ჩოხებს".

ფოტოებზე კარგად ჩანს

მაგალითად იხილეთ გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსი ქუთაისი ტაძრის მღვდელმსახურებთან და მგალობლებთან ერთად.
ბოლო რიგში დგანან გუნდის წევრები და ხაზგასმით ერთნაირი ჩოხები აცვიათ.


--------------------
გალობის ერთი მოყვარულთაგანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 15 2007, 02:06 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ჯამბაკური, ქვევითა ფოტოზე საუბრობს:

IPB-ს სურათი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 15 2007, 04:33 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Jun 15 2007, 01:13 PM) *

შავი მხოლოდ გლოვის სიმბოლიზირებაა?


ყოვლადუწმიდესი ბართლომეს სიტყვიდან, რომელიც მან წარმოთქვა მგალობელ ვასილი ნიკოლაიდისის გარდაცვალების 20 წლისთავთან დაკავშირებულ შეხვედრაზე 2005 წ.: "... ისინი [მგალობლები] ატარებენ უბრალო შავ შესამოსელს, მართლმადიდებელი სამღვდელოების მდაბალ ანაფორას. ... სამწუხაროდ, დასაბუთებული შეშფოთებითა და სიმწარით ვხედავთ, რომ ზოგიერთი მგალობელი ატარებს შეუფერებელ შესამოსელს წითელი ან მეწამული საყელოთი ან სამკლაურებით და ხანდახან აგრეთვე ოქროსფერი ზოლებით, რაც გამოხატულებაა საერო სულისა, ამპარტავნებისა და ამაოებისა, და ღმერთის მგალობელს გარდაქმნის სამწუხარო შესახედაობის არსებად...".

ამ შავი შესამოსელის ტარება ბერძნებს, ჩემი დაკვირვებით, მე-19 ს.-ის მეორე ნახევრიდან უნდა დაეწყოთ. ბიზანტიაში სხვანაირად იყო საქმე.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 15 2007, 04:39 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(ჯამბაკური @ Jun 15 2007, 01:42 PM) *

როგორც ფოტოებზე ჩანს ქართველ მგალობლებს ეცვათ სადა ჩოხები, გრძელი, უხანჯლოთ, ასეთ ჩოხებს ეძახდნენ ,,დიაკვნის ჩოხებს".


მადლობა ფოტოსთვის. ფოტოდან ჩანს, რომ ეს ჩოხა საერო შესამოსელისგან რადიკალურად არ განსხვავდებოდა (ხანჯალი უმნიშვნელო დეტალია). ახლა ასეთი კითხვა მაქვს, ეს შესამოსელი სხვა ფოტოებზეც გვხვდება, თუ მარტო გაბრიელ ეპისკოპოსის მგალობლებს ეცვა? რამდენად ძველია ეს შესამოსელი? რა ეცვათ შუა საუკუნეებში (მინიატურები და ფრესკული გამოსახულებები არ არსებობს?)?

ციტატა(misdevs mela loms @ Jun 15 2007, 04:37 PM) *

Sotiris
ე.ი ადრე სტიქარი მეცვა და ამპარტავანი ვიყავი და ეხლა აღარ მაცვია და აღალ ვარ ამპარტავანი? smile.gif


ყოვლადუწმიდესს კითხე smile.gif


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 15 2007, 04:45 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
"... ისინი [მგალობლები] ატარებენ უბრალო შავ შესამოსელს, მართლმადიდებელი სამღვდელოების მდაბალ ანაფორას. ... სამწუხაროდ, დასაბუთებული შეშფოთებითა და სიმწარით ვხედავთ, რომ ზოგიერთი მგალობელი ატარებს შეუფერებელ შესამოსელს წითელი ან მეწამული საყელოთი ან სამკლაურებით და ხანდახან აგრეთვე ოქროსფერი ზოლებით, რაც გამოხატულებაა საერო სულისა, ამპარტავნებისა და ამაოებისა, და ღმერთის მგალობელს გარდაქმნის სამწუხარო შესახედაობის არსებად...".


უკვთ განგვიმარტეთ თქვენი ღვთაებრივო ყოვლადუწმინდესობავ, ძღვნისშემწირველიც სამწუხარო შესახედაობის არსებაა ფერად სამოსელში? huh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 15 2007, 04:45 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(mariami-k @ Jun 15 2007, 10:50 AM) *

მგალობელი გოგოს შესამოსელის ძველი ქართული ვარიანტი ხევსურულ სტილშია შეკერილი, ხევსურული ორნამენტებით.


გურიაშიც ეს ხევსურული შესამოსელი ეცვათ? smile.gif საქმე კიდევ იცი რაშია, ქალი მგალობლების არსებობა ქართულ ნარატიულ წყაროებში რაღაც არ ჩანს (ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი. დედათა მონასტრებზე არ ვსაუბრობ). კი, იყო კეთილშობილ გოგონათა სასწავლებლები, სადაც გალობასაც ასწავლიდნენ და ესენიც გალობდნენ ზოგიერთ ეკლესიაში, მაგრამ ეგ სასწავლებელი ხომ ქართული მოვლენა არ არის, რუსეთიდანაა გადმოტანილი.

ციტატა
კარგი იქნება ამ ტრადიციის აღდგენა.


ჯერ მგალობლის ხელდასხმის აღდგენა.



--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 15 2007, 04:49 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ჯერ მგალობლის ხელდასხმის აღდგენა.

არსებობს ხელდასხმის წესი მგალობელზე?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 15 2007, 04:50 PM
პოსტი #18


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Sotiris
ციტატა
ჯერ მგალობლის ხელდასხმის აღდგენა.

ხელდების tongue.gif

მნათე
ციტატა
არსებობს ხელდასხმის წესი მგალობელზე?

ხელდასხმის არა smile.gif

ხელდების კი, მგალობელზე, კერძო დიაკონზე და წიგნის მკითხველზე. ადრე იყო მეკარეზე და ე.წ. შემფუცებელზე (ეგზორცისტზე)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 15 2007, 04:51 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ხელდების კი, მგალობელზე, კერძო დიაკონზე და წიგნის მკითხველზე. ადრე იყო მეკარეზე და ე.წ. შემფუცებელზე (ეგზორცისტზე)


სოტირისმა ხომ განმარტა რომ დიდად არ განასხვავებსო კურთხევანი, ქიროტესიასა და ქიროტონიას?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 15 2007, 04:52 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Jun 15 2007, 04:45 PM) *

უკვეთ განგვიმარტეთ თქვენი ღვთაებრივო ყოვლადუწმინდესობავ, ძღვნისშემწირველიც სამწუხარო შესახედაობის არსებაა ფერად სამოსელში? huh.gif


კარგი, მოდი მე განგიმარტავ. ყოვლადუწმიდესი ამბობს, რომ არსებობს საყოველთაოდ მიღებული ტრადიცია შავი შესამოსელის ტარებისა. ზოგიერთმა დაიწყო ამის "გაუმჯობესება", რადგან ზედმეტად მარტივი და უბრალო ჰგონია. ესაა საერო სულის გამოვლინება. სამღვდელოების მაგალითი არაფერ შუაშია, რადგან მაგათ ისედაც ფერადი შესამოსელი ეცვათ. მეორეს მხრივ, თუ მღვდლები ხელზე ბაფთის ტარებას დაიწყებენ, შენ თვითონ შეაფასე, რა იქნება ეს biggrin.gif


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 06:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი