პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
ნიკოლოზ_V |
Nov 15 2006, 07:15 PM
პოსტი
#81
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
პოეზია უცნაური მადლია და პოეტი ამ მადლითმოსილი კაცია...
პოეზია.. ისეთი... მზეთუნახავი ყვავილია, რომ მალე ჭკნება, თავის სურნელობას ჰკარგავს, თუ მეცნიერების შუქი არ ადგია, თუ მეცნიერება თავის უკვდავების წყაროს არ ასხურებს და სიბრძნისხელი კიდევ დღე-მუდამ არა ჰფურჩქნის... ზღვაა უძირო, არამც თუ თვალ, ფიქრ-მიუწვდომელიცა. ამ ზღვისათვის კაცი გემია, ნიჭი-აფრა და მეცნიერება -საჭე, გემის მიმმართველი.. ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოპლიო, ერთი დიდებული წიგნია, უცნაურ ენაზედ დაწერილი. მეცნიერება იმას სთარგმნის უხატებაო, უსურათო სიტყვითა, პოეზია კი ხატებითა და სურათითა. მეცნიეების ნათარგმნი ჯერ უნდა, რაც შეიძლება ბლომად, მოგროვდეს გულის სიგანძეში, რომ მერე პოეტის მხატვრობითმა სიტყვამ აღმობეჭდოს, სული ჩაუდგას, ხორცით შემოსოს ადამიანის გასატაცებლად, აღსაფრთოვანებლად და გასაოცებლად. თუ პოეტი მეცნიერებას არ მოიწევს, მარტო ცარიელი ნიჭი ვერ უთარგმნის ამ წიგნსა. პოეზია მადლია, ნიჭია რომელიც ეძლევა მხოლოდ კაცთა.. რჩეულთა. მადლია, მაგრამ ამასთანავე ტვირთიც არის, რადგანაც იგი მოვლენილია, რომ ჭრილობიდან სისხლის შეუწყვეტელი დენა კაცთა სიცოცხლეს შეუყენოს. ---------------------------- მიყვარს მშფოთვარე ეს ცხოვრება ზათქით და ზარით მაგრამ სიცოცხლე წამის არის და ჰგავს ტკბილ ბურანს. მსურს ჩავეჭიდო დედამიწას ისეთი ძალით რომ წამით მაინც შევაჩერო მე მისი ბრუნვა. უნდა ვიჩქარო თორემ ჟამი ყანწივით დამცლის, სად ხარ უფალო, რა სიყალბით ეს დრო რიგდება... მე მინდა ვნახო სიკვდილის მკაცრი, მუხლმოკვეთილი დიაცივით რომ ატირდება. ------------------------------------------ ღამე შემოდის ვით წმინდა ბერი.. და მე დუმილის ვწევარ საკანში. მოვსულვარ თქვენი მიწა და მტვერი თქვენი ხმისა და სულის განგაში. მსურს აქ ვიტირო და ვიმდუღარო, დღეს თქვენტან ერთად მინდა ვათენო, ჩემო წარსულის ხმა იდუმალო, რჯულის ლოცვანო, წმინდა ხატებო. თქვენ შიშსა ჰგვრიდით შაჰსა თუ სულთანს და სასიკვდილოდ ბოჭავდით თითქოს... თქვენშია ჩემი წარსულის სუნთქვა ჩემი დიდების, ხელების სითბო. თქვენ ჩაგდით ძარღვში ძალა უძლევი, არ გავღუნულვართ სიკვდილის პირზე, ვილეწებოდით თუ ვერვუძლებდით. ნაწილებიდან ვდგებოდით ისევ. რჯულისთვის რამდენს დღე ჩაემუქა და სად რამდენი მოკვდა წამებით... სიკვდილის წინ რომ არ ჩაუმუხლავთ აქ მუხლის თავზე იდგნენ მამებ... თქვენდამი რწმენა ლეწავდა მტარვალს. დღეს კი თენდება ცა იმარჯნება. მაგ თქვენს კალთაში ესვენა ალბათ ეს მზე, თბილისი და გადარჩენა. -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
ნიკოლოზ_V |
Nov 15 2006, 07:41 PM
პოსტი
#82
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
ხშირად ჩემ თავთან დავრჩები მარტო
თუმცა არ მიყვარს განმარტოვება. მზე არის, მაინც მზის ღვარებს ვნატრობ, დე ცა არწიონ პალმის რტოებმა. კაცს ზღვა იმედებს ნუ დაუშრიტავ განცდავ და რწმენავ, მიწავ და ცაო, ფიქრებში ვფარტავ სიკვდილის ტიტანს და უკვდავების დავეძებ წყაროს. -------------------------------------------------- ეს მერამდენედ ცა გადასჭრეს წეროს გუნდებმა, ლანდი თუ ქალი დადის, ეზოს ცრემლად ედება. ჩურჩულებს-მოვა, უეჭველად ის დაბრუნდება. - რის ფიქრები, ოცნებები და იმედები. მგონი დღეს ასჯერ გადაიკითხა სვილის ბარათი ჰაი, ზღვასავით ურწყავია დედის ბუნება. ჩარჩა სმენაში: - მელოდეო - ჩარჩა მარადის, ყურის ძირში კი დაფართხალებს არ დაბრუნება მოგონებები სიმძიმილით წვება ფილებად. ეხ მშობლის გული დაიტევდა მტკვარსაც არაგვსაც, საგულედან კი მოაქანებს ფიქრის დინება, დედის თვალებში ვიწროვდება სოფლის შარაგზა. ღამდება, მთებმა ნაპრალები ბინდით მიჩულეს და ბალადები აჟღერებენ ფშანებში ლერწმებს, დედა კი დადის, როგორც რთოლვა, როგორც სიჩუმე მთელ სასოებით რაღაც თბილს და უხილავს ეძებს. ომედი ჰკვებავს ადამის შვილს, - დედასაც სჯერა... სახლში შემოდის ფეხაკრებით ქარის ხმაურში. - მოვალო მითხრა, დაბრუნდება ის უეჭველად, - იტყვის მოხუცი და ბუხართან ლოგინს გაუშლის. მიდის იძინებს.., და ძილშიაც არის მოთქმაში, შუაღამისას წამოდგება როგორც აჩრდილი, არ შესცივდესო, ჩუმად, ჩუმად შედის ოთახში და სასთუმალი ცარიელი ხვდება გაშლილი. სკდება ნერვები, გაშმაგებით, მიარღვევს ღარებს. მტრედისფერ ფარდას გადმოაფენს ზეცა მთა სერებს, დედის ტანჯვაში მოქანცული ბარბაცებს ღამე და მოლოდინებს ორღობეში ცრემლით ასველებს. როდესაც მაღლა დაბორგავენ ავი სულები, შავ ქაღალდივით ფარფატებენ შავი ჩრდილები, წონასწორობას აქ ჰკარგავენ მთები სრულებით ისეთნაირად ცას შებღავის დედა ირემი. -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
Beri_Sergi |
Nov 15 2006, 10:10 PM
პოსტი
#83
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 61 რეგისტრ.: 15-November 06 წევრი № 477 |
aramgonia ro mickinot tu sakutar 2 leqss davagdeb
როგორც ყოველთვის ისევ მომენატრე ისევ მომადგა თვალებზე ცრემლი ისევ შენ გნატრობ ისევ შენ გელი ისევ ვლოცულობ რომ იყო ჩემი ისევ წამომცდა მიყვარხარ მეთქი ისევ შენს სურათს ვესაუბრები ისევ აგორდა ფიქრის მორევი ისევ ადიდდა მდინარე ცრემლის ისევ ჩამესმის შენი ჩურჩული ისევ ე მომდის შენი სურნელი ისევ გამოჩნდა ცაზე ღუბელი ისევ გადავშალე სევდის ფურცელი მე უშენობას ვერ ვეგუები!!!! ------------------------------------------------ დავიღალე ვზივარ მარტო თვალზე ცრემლი აღარ შრება მზის სინათლე მეზიზღება შენი სახე მესიზმრება ნავრა,ოცნებაში ჩემ ფიქრებში ისევ რჩება გავიღვიძებ ყველაფერი,ღამის ბინდში იკარგება დრო არ მინდობს მიდის ნელა სევდა ტანჯვა მემატება შენი თვალები მელანდება შენი კოცნა მენატრება სიყვარულო სად ხარ ნეტა? -------------------------------- es leksebi ar gankitxot es ubralod erti shekvarebuli BERIS bodvaa... -------------------- |
იოანა |
Nov 16 2006, 01:00 AM
პოსტი
#84
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ფუტკარი
შენ ღვთის ფიქრი ხარ, ფუსფუსა ფიქრი მაძიებელი ფიქრი კირკიტა. გაბრუებული სკისაკენ მიჰქრი, რომ დაიბადოს საქმე ფიქრიდან. თუ ჩემი სიტყვა შენს ხვედრს გაიყოფს მართლაც მქონია ქვეყნად სათქმელი, იმაზე დიდი რა უნდა იყოს, კაცს თაფლი მისცეს, ღმერთს კი სანთელი. -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
ბექა |
Nov 16 2006, 02:08 AM
პოსტი
#85
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ეჰ პოეზია ყველაზე მაგარი რამ არის ამ ქვეყნად ბედნიერნი ის ვისაც ღმერთმა ლექსის წერის ნიწი დააბედა მე ერთი უცნობი ავტორის ლექს დავწერ ოღონდ ეს უცნობი თქვენთვისაა ჩემთვის არა
elodebi da arc ki ici vin mogakiTxavs verc imas xvdebi momavalSi rogor iqnebi, adamiano gagaCines saqarTveloSi, gaWirvebam ki evropisken mimarTa frTebi. gawire Sen dangreuli namosaxlari rac gqonda wminda sazRvargareT gadaisrole Sen sakuTari araferi ar gagaCnia mxlodo Rameul sizmars ebrZvi saqarTveloze. arvis egonos emigrantebs vlanZRavde amiT, mxolod veZaxi Cemi qveynis mimalul Svilebs, romelsac erT dRes miakiTxavs civi sikvdili da gasaTbobad saqarTvelos mzes moinatrebs. ეს ლექსები რომლებსაც მე ვწერ ეკუთვნის ჩემ უახლოეს ძმაკაცს ლაშა მეტრეველს აი კიდევ . . . . . . . . . bagratis taZars CamoSloda cidan kalTebi qvaTa jarebad Seyinula irgvliv samefo daseirnobda xelovnebis baRSi qalRmerTi krefda CuqurTmas ukvdaveba unda aego. Zirs daufines Cemi qveynis patara miwa Tavs moaxvies silaJvarde miuwvdomeli suli aCuqes uwmindesma angelo zebma da daamSvenes Cems patara saqarTveloSi. gars Semoartyes darbazebi bagrationTa da mimofantes mzis sxivebi leqsebad mwveli cxra saukunis Semdeg vdgavar rogorc moxuci da grzel kibeebs bagratisken isev mivyevbi. |
შეხვეწილი |
Nov 16 2006, 10:31 AM
პოსტი
#86
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
Irine |
Nov 17 2006, 12:33 PM
პოსტი
#87
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
დღეს გალაქტიონ ტაბიძის დაბადების დღეა მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა, მიწად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები. იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები. ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ, სული მოუვლინე ისევ შენმიერი, დილა გაუთენე ისევ ციურიდან, სული უმანკოთა მიეც შვენიერი. ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები, მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება, მზეო თიბათვისა, ამას გევედრები. 1917წ. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
შეხვეწილი |
Nov 17 2006, 12:57 PM
პოსტი
#88
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
kato_Bato |
Nov 17 2006, 01:14 PM
პოსტი
#89
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
"გზად გურულ ქალს ვეუბნები,
რომ გზაც ვარდით ნაფერია. ის ყურს მიგდებს, მერე მკაცრად ამბობს,_ "მაი აფერია!" გალაკტიონი -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
კანონისტი |
Nov 17 2006, 01:29 PM
პოსტი
#90
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნუ გაიხეტე გული, მამულო,
ცოტა ხანს კიდევ გაძელ, არ დაადუმო შენი "ლილე" და მოვალ, აგინთებ კანდელს. თუ გინდა ფეთქვით, ოღონდ დამიხვდი არ დაიშრიტო თვალი, ოღონდ მელოდე, ოღონდ მიწამე, მოვალ იმედად ხვალის. შენი ცოტნე ვარ, შენი თამარი, მოვალ დავითად, საბად, დიდი ხანია რომ გენატრება მოვალ იმ პირველ კაცად... შენი გუთნის და შენი აკვანის შენი ქართული ოდის, შენი თბილისის მადლი რომ იცის სწორედ ის ბიჭი მოდის! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
teo.. |
Nov 17 2006, 09:26 PM
პოსტი
#91
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
რადგანაც მართლმადიდებლური ფორუმია, ალბათ უფრო ამაღლებულ თემებზე მოუხდებოდა ლექსები! ჰოდა GO GO GO ამ გრანდიოზული პოეტების გვერდით ცოტა არ იყოს მერიდება მაგრამ, ვეცდები თემის შესაფერისი ლექსები წაგაკითხოთ ჩემი შემოქმედებიდან სვეტიცხოველთან მოვდივარ... სვეტიცხოველთან მომაწია სიშავემ ღამის, შევჩერდი... გულზე შემომაწვა ტკივილი ლამის, დავჯექ და მუხლი მოვიყარე ტაძრის წინ ღამით, ჩემდა უნებურად ხელი შევახე - გიორგის მახვილს. წამს შეშფოთებულმა ხელის შეხებით წმინდანზე ალბათ, უკან დავიხიე, ტაძარს, კედელზე მივეყრდნე მაგრად, გაოცებული შევყურებდი მოხატულ ფრესკებს და ამ ქვეყნიურს, ვერ ვხედავდი ტაძარში ფერებს. და ცის ტატნობზე, გაიელვა მნათობმა მკრთალად და უკუნეთში შავი ჭინკები გაფანტა სადღაც... და ღამის ცაზე, გამობრჭყინდა მნათობი სვეტად, დაბლა დაეშვა, ტაძარს, გუმბათზე დაედგა სვეტად... და რა ვიხილე, გამობრწყინდა ცით ანგელოზი, შეიძრა -ცა და დედამიწა, იგრგვინა ზეცამ. კიდით - კიდემდა გაიელვა მნათობმა ყველგან და სულიწმინდა გადმოეშვა ტაძარზე მტრედად. და თეთრი იყო იმ საღამოს მიდამო ტაძრის, ისმოდა ირგვლივ ბუკის ცემა, გალობა, ლოცვა... შვება ვიგრძენი, დამიამდა მტკივანი გული, უძლეველის წინ მოვიყარე ცოდვილმა მუხლი. ყოველი გაჰქრა... თენდებოდა ნელ-ნელა ღამე, სვეტიცხოვლიდან არ მინდოდა გამოსვლა გარეთ, გაოცებული, შევყურებდი მოხატულფრესკებს და ამ ქვეყნიურს, ვერ ვხედავდი - ტაძარში ფერებს. 01.31.1993 თეა კანდელაკი ფრესკა ვყოფილიყავ, დავამშვენებდი სვეტიცხოველს. არწივი ვყოფილიყავ, ფრენაში გავლევდი წუთისოფელს, ფერია ვყოფილიყავ, ოქროს დავუყრიდი ჩემი გზის მპოვნელს. წმინდანი ვყოფილიყავ?! ბედს დავულოცავდი აკვნიდან ყოველს, ფრესკა ვყოფილიყავ, დავამშვენებდი სვეტიცხოველს. ჩრდილი, რომ, ვყოფილიყავ, შენთან ვიქნებოდი გართხმული მიწას, ღამე, რომ ვყოფილიყავ, მკლავებში ჩაგიწვენდი ბავშვივით მძინარს. წვიმა, რომ ვყოფილიყავ, იარას ჩამოვბანდი გულ-დამსკდარ მიწას. გზა მაინც ვყოფილიყავ, ის გზა - ტაძრამდე რომელსაც მიჰყავს... ღვინო, რომ ვყოფილიყავ, ღვინო ზედაშის, ჩემით დაგათრობდით, ყინულის გულიც, რომ მქონოდა ჰიჰქად დაგათოვდით. უფლის ანგელოზი ვყოფილიყავ?! ფრთებით გაგათბობდით. თქვენი, რწმენა მაინც ვყოფილიყავ, ხიდი - მანათობლის... მე კი, მთლად ციდა არსება ვარ, ღვთისგან დასახული და მაინც, ეს ყველა, ერთად თავმოყრილი - ჩემშია ჩასახული... 01.28.1998 წელი თეა კანდელაკი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
კანუდოსელი |
Nov 17 2006, 09:28 PM
პოსტი
#92
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
Лучше впасть в нищету, голодать или красть
Чем в число блюдолизов презренных попасть Лучше кости глотать, чем прильстится сластями За столом у мерзавцев имеющих власть Омар Хаям -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Beri_Sergi |
Nov 17 2006, 10:40 PM
პოსტი
#93
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 61 რეგისტრ.: 15-November 06 წევრი № 477 |
ციტატა ფრესკა ვყოფილიყავ, დავამშვენებდი სვეტიცხოველს.არწივი ვყოფილიყავ, ფრენაში გავლევდი წუთისოფელს, ფერია ვყოფილიყავ, ოქროს დავუყრიდი ჩემი გზის მპოვნელს. წმინდანი ვყოფილიყავ?! ბედს დავულოცავდი აკვნიდან ყოველს, ფრესკა ვყოფილიყავ, დავამშვენებდი სვეტიცხოველს. ჩრდილი, რომ, ვყოფილიყავ, შენთან ვიქნებოდი გართხმული მიწას, ღამე, რომ ვყოფილიყავ, მკლავებში ჩაგიწვენდი ბავშვივით მძინარს. წვიმა, რომ ვყოფილიყავ, იარას ჩამოვბანდი გულ-დამსკდარ მიწას. გზა მაინც ვყოფილიყავ, ის გზა - ტაძრამდე რომელსაც მიჰყავს... ღვინო, რომ ვყოფილიყავ, ღვინო ზედაშის, ჩემით დაგათრობდით, ყინულის გულიც, რომ მქონოდა ჰიჰქად დაგათოვდით. უფლის ანგელოზი ვყოფილიყავ?! ფრთებით გაგათბობდით. თქვენი, რწმენა მაინც ვყოფილიყავ, ხიდი - მანათობლის... მე კი, მთლად ციდა არსება ვარ, ღვთისგან დასახული და მაინც, ეს ყველა, ერთად თავმოყრილი - ჩემშია ჩასახული... 01.28.1998 წელითეა კანდელაკი udzlieresia sagollllllllllllllllllllllll -------------------- |
teo.. |
Nov 18 2006, 10:23 PM
პოსტი
#94
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
udzlieresia sagollllllllllllllllllllllll დიდი მადლობა ეს ლექსი რომელსაც ახლა წაიკითხავთ "სულთა გამოცდა" და "ხილვა" მაცხოვრის ორბუნებოვანი ხატის წერის დროს განვიცადე და ვიგრძენი. მხოლოდ უფალმა იცის თუ რა მოხდა ამ წუთებში... ს უ ლ თ ა გ ა მ ო ც დ ა ჩემში, ახლა ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემი უფალი და ალბათ დავწერ იმქვეყნიურ სახეს საოცარს . . . გარს განლაგდება ქერუბიმთა დიადი დასი, სერაფიმები მოაწყობენ სულთა გამოცდას. მე, ანგელოზთა ფრათათა ჩრდილში დავესვენები, განა, ღირსი ვარ ?! - მათი ფრთები მექნეს საფარად . . . არა ! უბრალოდ გადარჩენა მოუნდათ სულის და თვით მხილველად გამაყოლეს წმინდა ქარავანს. ახლა, კი, სულში ვგრძნობ მაცხოვრის საოცარ მზერას და დემონების შეკივლება აკვდება ექოს. ანგელოზები მიმაქანებენ ბროლის ტახტრევნით, იქ, სადაც სულთა საუკუნო სიმშვიდე მეფობს. ჩემი სხეული გარდაქმნილი, თითქოს უხორცო, სული კი, ისე გამჭვირვალე - ბროლის მსგავსია და მე ცოდვილი ვდგავარ ახლა ამ ფრთათა ჩრდილში და ტანს მაცხოვრის მადლმოსილი კაბა მაცვია . და მდის ცრემლები, ნიაღვარად, მთის ნაკადულად, ცეცხლის გეენა მწვავს და ცოდვის ჭაობებს მიშრობს. ჩემი სხეული მოცელილი ეშვება მუხლზე და სინანულის, იბადება ჩემს სულში პირმშო. მე ანგელოზთა ფრათათა ჩრდილში დავესვენები, განა ღირსი ვარ ?! - მათი ფრთები მექნეს საფარად , არა ! უბრალოდ გადარჩენა მოუნდათ სულის და თვით მხილველად გამაყოლეს წმინდა ქარავანს. 06.15.2005 თეა კანდელაკი ხილვა ზურგს უკან უფლის დასალოცად აღმართულ ხელს მოვკარი თვალი. თითები ზე-აღმართულნი, თითქოს დაგრუნტულ ტილოს მოშორებოდნენ, მისგან საკმაოდ ზემოთ ამოსულიყვნენ და ცოცხალნი, ხორცშესხმულნი… ღმერთო, დიდებაო… სისხლი გამეყინა. დასაძინებლად მიმავალი ელდანაკრავივით უკან მოვტრიალდი და მაცხოვრის ორბუნებოვან სახებას მივაჩერდი. საოცარია…მშვიდად მიყურებდა ტილოზე მოხატული მაცხოვრის სახე. მარცხენა წარბი ზე-აზიდული, თითქოს პირქუში - მრისხანებისა, მარჯვენა - მშვიდი, სიყვარულის გამომხატველი. მარცხენა ხელში ჯერ კიდევ ფერებში დაუსრულებელი ახალი აღთქმა მკერდზე მიჰკვროდა. აგერ მარჯვენაც… მზერა გაყინული მივაშტერდი მის დასალოცად აღმართულ მარჯვენას… თლილი თითები სითბოსა და სიყვარულს რომ აფრქვევდა ირგვლივ… ოი, უფალო! Eეს რა იყო, მოჩვენება თუ?.. ნახევრად დასრულებულ მაცხოვრის ხატის წინ ფუნჯები ელაგა და ფერებით აჭრელებული დაფა. ოი უფალო! - აღმომხდა ბგერებად. რა იყო ეს, ნუთუ… და მზერა კედელზე დაკიდულ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისკენ გამექცა. ზემოდან უფალი დამჩერებოდა. მშვიდი და... თვალები, თუმც სიბნელეში ძნელად თუ მოჩანდნენ, მაინც ეტყობოდა სითბოს რომ აფრქვევდა, თითქოს დაჰფენოდა ბაგეზე ღიმილი... მიუხედავად ეკლის გვირგვინისა თვალები მლოცავდნენ... -უფალო შემიწყალე! - აღმომხდა გულიდან და თვალთა სიმწრის ცრემლები მოასკდა. სხეულში დამიარა მდუღარე შანთივით ცოდვათა სიმრავლემ და გული დაშანთა. - სირცხვილო! ხატს ვწერ და თან დამყვება ცოდვები ულევი, ხან კი, მე მივდევ უტიფრად კვალდაკვალ. არა ვარ უფალო მე ღირსი არაფრის, როგორ მოვახერხებ მე შენგან დამალვას?! ... და წამსკდა ცრემლები ულევ ნიაღვარად, ნეტავ ამ ცრემლებმა წალეკონ ცოდვანი... უფალო შემიწყალე „ცოდვილი არა-რა“, ცხოვრემაბ ამ ქვეყნად ყველა გზით მატარა. გზა იყო ვიწრო და ბარდებით ნაფენი, ხან ფართო შარა-გზა, ხან მზე, ხან უკუნი... მაგრამ ყოველი გზა, ყოველი ბილიკი შენთან მოდიოდა უფალთა უფალო და თუ დამაბრმავა ჩადენილ ცოდვათა, ან თუ შეურაცხვყავ გულისთქმა „უბრალოდ“, ღმერთო არ გამიშვა ხელი მე „არა-რას“, ჩემს სულს ნუ ჩაუგდებ დემონებს უწყალოდ... უფალო შემიწყალე! – აღმოხდა ბაგეებს, თვალი შევაპარე იესოს სახებას... დაგრუნტულ ტილოზე ლოცვად ზე-აღმართულ თითებზე ჯერ კიდევ სხივი ციალებდა, სათნოდ მიყურებდა უძირო თვალები და ... კედელზე დაკიდებულ ხატზე მანიშნებდა გაუმშრალ ტილოდან მაცხოვრის თითები... 05.18.2006 10:07 ა.შ.შ. ნიუ-იორკი თეა კანდელაკი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
Beri_Sergi |
Nov 19 2006, 09:12 PM
პოსტი
#95
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 61 რეგისტრ.: 15-November 06 წევრი № 477 |
ციტატა ციტატა(Beri_Sergi @ Nov 17 2006, 09:40 PM) quotecudzlieresia sagollllllllllllllllllllllllQuoteEndQuoteEEnd დიდი მადლობა ეს ლექსი რომელსაც ახლა წაიკითხავთ "სულთა გამოცდა" და "ხილვა" მაცხოვრის ორბუნებოვანი ხატის წერის დროს განვიცადე და ვიგრძენი. მხოლოდ უფალმა იცის თუ რა მოხდა ამ წუთებში... ს უ ლ თ ა გ ა მ ო ც დ ა ჩემში, ახლა ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემი უფალი და ალბათ დავწერ იმქვეყნიურ სახეს საოცარს . . . გარს განლაგდება ქერუბიმთა დიადი დასი, სერაფიმები მოაწყობენ სულთა გამოცდას. მე, ანგელოზთა ფრათათა ჩრდილში დავესვენები, განა, ღირსი ვარ ?! - მათი ფრთები მექნეს საფარად . . . არა ! უბრალოდ გადარჩენა მოუნდათ სულის და თვით მხილველად გამაყოლეს წმინდა ქარავანს. ახლა, კი, სულში ვგრძნობ მაცხოვრის საოცარ მზერას და დემონების შეკივლება აკვდება ექოს. ანგელოზები მიმაქანებენ ბროლის ტახტრევნით, იქ, სადაც სულთა საუკუნო სიმშვიდე მეფობს. ჩემი სხეული გარდაქმნილი, თითქოს უხორცო, სული კი, ისე გამჭვირვალე - ბროლის მსგავსია და მე ცოდვილი ვდგავარ ახლა ამ ფრთათა ჩრდილში და ტანს მაცხოვრის მადლმოსილი კაბა მაცვია . და მდის ცრემლები, ნიაღვარად, მთის ნაკადულად, ცეცხლის გეენა მწვავს და ცოდვის ჭაობებს მიშრობს. ჩემი სხეული მოცელილი ეშვება მუხლზე და სინანულის, იბადება ჩემს სულში პირმშო. მე ანგელოზთა ფრათათა ჩრდილში დავესვენები, განა ღირსი ვარ ?! - მათი ფრთები მექნეს საფარად , არა ! უბრალოდ გადარჩენა მოუნდათ სულის და თვით მხილველად გამაყოლეს წმინდა ქარავანს. 06.15.2005 თეა კანდელაკი ხილვა ზურგს უკან უფლის დასალოცად აღმართულ ხელს მოვკარი თვალი. თითები ზე-აღმართულნი, თითქოს დაგრუნტულ ტილოს მოშორებოდნენ, მისგან საკმაოდ ზემოთ ამოსულიყვნენ და ცოცხალნი, ხორცშესხმულნი… ღმერთო, დიდებაო… სისხლი გამეყინა. დასაძინებლად მიმავალი ელდანაკრავივით უკან მოვტრიალდი და მაცხოვრის ორბუნებოვან სახებას მივაჩერდი. საოცარია…მშვიდად მიყურებდა ტილოზე მოხატული მაცხოვრის სახე. მარცხენა წარბი ზე-აზიდული, თითქოს პირქუში - მრისხანებისა, მარჯვენა - მშვიდი, სიყვარულის გამომხატველი. მარცხენა ხელში ჯერ კიდევ ფერებში დაუსრულებელი ახალი აღთქმა მკერდზე მიჰკვროდა. აგერ მარჯვენაც… მზერა გაყინული მივაშტერდი მის დასალოცად აღმართულ მარჯვენას… თლილი თითები სითბოსა და სიყვარულს რომ აფრქვევდა ირგვლივ… ოი, უფალო! Eეს რა იყო, მოჩვენება თუ?.. ნახევრად დასრულებულ მაცხოვრის ხატის წინ ფუნჯები ელაგა და ფერებით აჭრელებული დაფა. ოი უფალო! - აღმომხდა ბგერებად. რა იყო ეს, ნუთუ… და მზერა კედელზე დაკიდულ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისკენ გამექცა. ზემოდან უფალი დამჩერებოდა. მშვიდი და... თვალები, თუმც სიბნელეში ძნელად თუ მოჩანდნენ, მაინც ეტყობოდა სითბოს რომ აფრქვევდა, თითქოს დაჰფენოდა ბაგეზე ღიმილი... მიუხედავად ეკლის გვირგვინისა თვალები მლოცავდნენ... -უფალო შემიწყალე! - აღმომხდა გულიდან და თვალთა სიმწრის ცრემლები მოასკდა. სხეულში დამიარა მდუღარე შანთივით ცოდვათა სიმრავლემ და გული დაშანთა. - სირცხვილო! ხატს ვწერ და თან დამყვება ცოდვები ულევი, ხან კი, მე მივდევ უტიფრად კვალდაკვალ. არა ვარ უფალო მე ღირსი არაფრის, როგორ მოვახერხებ მე შენგან დამალვას?! ... და წამსკდა ცრემლები ულევ ნიაღვარად, ნეტავ ამ ცრემლებმა წალეკონ ცოდვანი... უფალო შემიწყალე „ცოდვილი არა-რა“, ცხოვრემაბ ამ ქვეყნად ყველა გზით მატარა. გზა იყო ვიწრო და ბარდებით ნაფენი, ხან ფართო შარა-გზა, ხან მზე, ხან უკუნი... მაგრამ ყოველი გზა, ყოველი ბილიკი შენთან მოდიოდა უფალთა უფალო და თუ დამაბრმავა ჩადენილ ცოდვათა, ან თუ შეურაცხვყავ გულისთქმა „უბრალოდ“, ღმერთო არ გამიშვა ხელი მე „არა-რას“, ჩემს სულს ნუ ჩაუგდებ დემონებს უწყალოდ... უფალო შემიწყალე! – აღმოხდა ბაგეებს, თვალი შევაპარე იესოს სახებას... დაგრუნტულ ტილოზე ლოცვად ზე-აღმართულ თითებზე ჯერ კიდევ სხივი ციალებდა, სათნოდ მიყურებდა უძირო თვალები და ... კედელზე დაკიდებულ ხატზე მანიშნებდა გაუმშრალ ტილოდან მაცხოვრის თითები... 05.18.2006 10:07 ა.შ.შ. ნიუ-იორკი თეა კანდელაკი IBF.ATTACHMENT_20326 -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა. udzlieresia martla sagol leksi gansakutrebulia egreve gulshi mirtyavs -------------------- |
teo.. |
Nov 20 2006, 01:15 AM
პოსტი
#96
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
udzlieresia martla sagol leksi gansakutrebulia egreve gulshi mirtyavs მადლობა უფალს და თქვენც რომ დროს უთმობთ ჩემს შემოქმედებას "ვინძლო, ჩვენამდე მოაწიოს საუფლომ განსჯის" ზოგჯერ, ადამიანის სულიერი მდგომარეობისათვის, უკიდურეს ჟამსაც კი, შენგან, მცირედი ყურადღება და თანაგრძნობის გამოხატვა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მატერიალური დახმარება... ამიტომ, სანამ შეგიძლია ნუ დაშვრები, რადგან, საჭირო გახდე ვინმესათვის, თვითოეულთა ხვედრია მხოლოდ და ხედავდნენ იმედს მხოლოდ შენში - ღვთის დიდი მადლი... და თუ, არ გინდა ჟამიდან-ჟამზე, სინდისი შენი გექცეს მწამებლად, ეცადე მუდამ გააკეთო რაიმე კარგი და დაინახე,რომ, ეს "ტიტული", ჭეშმარიტია და არა ფარსი. ადამიანო! არავინ იცის ცხოვრება ქვეყნად უმზადებს ვის რას, რადგან, დანახვა საკუთარ თავის ძნელად აღმავალ საფეხურს მიჰგავს... იქნებ, სჯობს, ოდნავ დახარო თავი, იქნებ, შენს იქით ვინმეც შენიშნო, რომ, შენს წინ ფეხ-ქვეშ მიგდებულ კენჭზე არ წაჰკრა ფეხი და შენს წინ გათხრილ უფსკრულში არ გადაიჩეხო. ნუ დაშვრები და სანამ შეგწევს აკეთო რამე, იქნებ სიკეთე, სიქველე და მადლიც დათესო, ვინძლო, ჩვენამდე მოაწიოს საუფლომ განსჯის… ვინძლო, სინდისმა უფლის კართან არ შეგვაჩეროს... იქნებ, შეგვეძლოს, ჭეშმარიტების ნათელ თვალებში, ჩაბუდებული იდუმალება ამოვიკითხოთ, ან, ამ საწუთროს ბედ-უკუღმა ჩარხთა ტრიალის დაუნდობელი კანონები გამოვიკითხოთ. ნუ შეგაშინებს, ჭეშმარიტებას დაუდგე მხარში. ვიცი, ძნელია სიმართლის თქმა, აღიარება. გადაგიჭრიან გზას პირ-სისხლა კრავთა ნიღბები და ყოველ სიტყვას დაგაჩნევენ ტანს იარებად, მაგრამ- მთავარი, სული ისევ დაგრჩება მთელი, ღვთის სამართალი ამ ქვეყნადაც დაიარება. ნუ შეგაშინებს! თუნდაც ერთი ამბობდეს მართალს, იმ ერთის აზრი - ბაირაღად აფრიალდება. ნუ დაშვრები და სანამ შეგწევს აკეთო რამე, იქნებ სიკეთე, სიქველე და მადლი დათესო... ვინძლო ჩვენამდე მოაწიოს - საუფლომ განსჯის... ვინძლო, სინდისმა, უფლის კართან არ შეგვაჩეროს... 03.04.2002 ა.შ.შ.ფლირიდა -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
teo.. |
Nov 21 2006, 07:12 PM
პოსტი
#97
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
უფლის ანგელოზი დამდევდა მფარველად.
ღმერთო დიდებაო, უფალთა უფალის, უკიდეგანო სივრცეთა ზრახვაო, სული უსახური უწონელ არსთა-თა მზის სხივს მიჩრდილავდა "მფარველის" მარაო... ისედაც დიადი, დიადად ფრთა-აშლილ სულს უსხეულოთა ვგრძნობდი ჩემს ზურგს უკან, ყურში ჩამესმოდა უსიტყვო ბგერები:- "უფალი აქვეა, ო, სულო ნუ სწუხარ" და იხატებოდა მზის სხივთა ციალში ოქროსფერ ფრთიანი უსახო სახება, ზურგს უკან - ფრთის წვერით სწვდებოდა ტატნობებს, კვერთხით - ქვესკნელს უფრო ქვესკნელში დევნიდა და ვიყავ მე ასე ქვესკნელს და ცას შორის, ჰაერში ბორიალე მტვრის ციდა ნამცეცად... უფლის წინ მე ასე ციდას და უსუსურს უფლის ანგელოზი დამდევდა მფარველად. 05.01.2006 ნიუ-იორკი (სანაპიროზე) თეა კანდელაკი გილოცავთ მთავარანგელოზობას -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
შეხვეწილი |
Nov 21 2006, 07:52 PM
პოსტი
#98
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
მოგესალმებით ქედებო!
მომაქვს სალამი გვიანი! -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
tat-ia |
Nov 21 2006, 08:24 PM
პოსტი
#99
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 2-November 06 წევრი № 378 |
ღმერთი და ხელები
მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამა ღმერთი, თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად, მყინვარი შანდლად ედო, შიგ მზე სანთლდად ენთო, და ხალხს ელვის კვერხთით სურვილს ანიშნებდა. წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა, მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა, გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა, რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა, მის წინ რიგში იდგნენ ზანგნი თუ არაბნი, ფრანგი თუ ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ, ზოგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი, ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი, ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთების კალთები... უფლის განაჩენი არ იყო სადაო, მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი, რიგი და ქართველნი? საიდან სადაო, და როცა პირწმინდად დარიგდა მთა-ბარი, გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ, უეცრად ჩვენები სად იყვნენ სად არა, წარუდგნენ და ჰკითხეს:- ჩვენ რა ვქნათ უფალო? მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ, ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც, განცვიფრდა და ჰკითხა:- ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე? მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე -ქართველნი გახლავართ! გავშალეთ ნაბდები, შენი სადღეგრძელო თასებით მოვცალეთ, რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ და დაგვაგვიანდა, ჰე, ღმერთო მოწყალევ, დავლოცეთ შენ მიერ შექმნილი სამყარო, მეუფევ მაღალო, და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი, ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად, რა ვუყოთ ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი, ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა! ალპებად, ანდებად თუ კავკასიონის მთებად აიწივნენ წარბები შეკრული, -სად დაგაბინაოთ, არ არის იოლი, ასეთი ლამაზნი, მამაცნი, ერთგულნი, სულ ყველა გავეცი ბილიკი, ჭიუხვიც, მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი, იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის, საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი, მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები, და რადგან მიწის სხვა ნამცეცი არ არის, ზეცაში ვიცხოვრებ, ხოლო ეს ედემი თქვენთვის დამითმია, -დე იყოს ალალი. და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა, და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი, მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია, ქუხს მისი სიტურფის, სიუხვის ამბავი. |
teo.. |
Nov 23 2006, 10:45 PM
პოსტი
#100
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
ჩემო თბილის ქალაქო
მე შენს ქუჩებს,ფეხშიშველი შემოვირბენ, ჩემო თბილის-ქალაქო, ჩემო ჭაღარა მთაწმინდავ, სასუფეველო წმინდანთა,ჩემო სულის მალამო ვენაცვალე, შენს მთა-ველებს, სილამაზე, თვალს მეტი რა ვანახვო, უცხოეთის ცის ქვეშეთშიც, მონატრებად მოვლენილო ზღაპარო... უფლის წმინდა ტაძრებად და სალოცავად აღმართულო ალამო, მითხარ! შენი სილამაზე, გულში ჩუმად, როგორ უნდა ვატარო, როცა იქნეს მივიცვალო, ჩემი ნეშტი, შენს თბილ მიწას, მინდა, რომ მიაბარო, ჩემი სული, საქართველოს, ცის ლაჟვარდზე ატარო, მე შენს ქუჩებს, ფეხშიშველი შემოვირბენ, ჩემო თბილის-ქალაქო, უცხოეთის ცის ქვეშეთშიც, მონატრებად მოვლენილო ზღაპარო... 08.03.1998 თეა კანდელაკი მ ა შ ი ნ, რ ო დ ე ს ა ც . . . ახლა, სამშობლოს მოწყვეტილი, ვემსგავსე კუნძულს - ვრცელ ოკეანის შუაგულში უსასოდ შთენილს. მაშინ, როდესაც, მზეც კი კარგავს მცხუნვარე სხივებს, მაშინ, როდესაც, მთვარის სირმა ცის ტატნობს კვეთავს... ჩემი ფიქრები, უერთდება შორით ტატნობებს... ჩემი სხეული, გათანგული, უძრავი ხდება და მხოლოდ, ლოცვად გარდაქცეულს, შევიცნობ ჩემს სულს, იქ, სადაც ცათა ტალანები წყალს უერთდება... და ჰორიზონტზე, იბადება ტკივილი მწველი, სულს ჩაბუდრული მონატრება მიდაღავს სხეულს... მე, საქართველოს ნაწილი ვარ, ის სისხლის წვეთი, დილის ცვარად რომ პოულობენ, ხან ნისლად ქცეულს... თავს ჩამოწოლილ - ბუმბერაზი მთების ქედებზე, ხან, კი, მივყვები ქარიშხალთა უსაზღვრო ქროლვას, ხან, დავიბურავ, ყაყაჩოთა წითელ სამოსში - თვალებს ცრემლიანს და მანდილით ვიფარავ თრთოლვას... მაშინ როდესაც, მზეც კი კარგავს მცხუნვარე სხივებს, მაშინ, როდესაც, მთვარის სირმა ცის ტატნობს კვეთავს... მთელი არსებით, საქართველოს ნაწილი ვხდები, ჩემი სხეული, გათანგული, უძრავი ხდება... 03.18.05 თეა კანდელაკი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი