IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 11 12 13 14 15 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
gugua
პოსტი Jan 27 2009, 09:25 PM
პოსტი #241


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გაცნობებთ, რომ საიტში www.fereidani.ge დაემატა 31-ე ქვეთავში „Как приманить Деньги“. პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 3 2009, 07:31 AM
პოსტი #242


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



„მაინც ანთია სანთელი თეთრი. მუდამ ანთია სანთელი თეთრი, მისი ჩუმი წვა – ამაღლებაა“... თქვენ გენაცვალეთ ფერეიდნელო ქართველებო, თქვენი სიყვარული და თქვენი ცხოვრებაც ამაღლებაა... ძალიან გვაკლიხართ! ლევან გურული. საქართველო. თბილისი.
www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, შენიშვნები, წინადადებები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 46.

მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს...

მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს,
ალაზნის პირას თეთრად ანთებულს,
კვლავ მოიხილავს,
კვლავ მოიხილავს
ქეთევანისა წმინდა ხატება...
მრავალმოწამე გურჯთა დედოფალს
კალთა სავსე აქვს თეთრი ვარდებით
და დიდებული თვისი ნაბიჯით
ცით მიწისაკენ მიემართება...

ამობრწყინდება დიდი ნათელი
მარადიული მწუხრის წინაშე...
წითელი ვარდით გზა ეფინება:
ცოდვილიანი ნანობს შირაზი!
მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს,
ალაზნის პირას თეთრად ანთებულს,
კვლავ მოიხილავს,
კვლავ მოიხილავს
ქეთევანისა წმინდა ხატება.

1959. ანა კალანდაძე

www.fereidani.ge
ქვეთავი 70 – „ლექსები ფერეიდანზე“ – ჩანაწერი 7.

ვეხმარებით საქართველოს – GEORGIA AID
სოფელ წეროვანიდან მიღებული ფოტო-სურათები. კლინიკა მუშაობს ჩვეულებრივი ტემპით.
Několik fotografií z činnosti nemocnice v posledních dnech. Mirek - Mirian Dolanský.
www.fereidani.ge
ქვეთავი 104 – ჯიმი დაბრუნდაშვილი – ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთში.“


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 3 2009, 06:42 PM
პოსტი #243


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



პატარებისთვის!
www.fereidani.ge
ქვეთავი 75 – „გოლე ლაალე ვააჟეგუნ“ – „ეფექტები“.

დიდი ქართული გამარჯობა ბატონო ორჰან! საოცარი პიროვნება ბრძანდებით! რაც გოგებაშვილის „თოხმა“ ვერ გააკეთა, თქვენმა „თოხმა“ გააკეთა ის – შესძარით მსოფლიო ქართველობა, ყველა კუთხეში მიმობნეული ქართული მარგალიტები. საიქიო და სააქაო. ალბათ ცხონებული მამათქვენი და ბაბუათქვენი სიამაყით ღმერთის ტოლად გრძნობენ თავს. თქვენი წერილის წაკითხვის შემდეგ საოცარი ბურთი ყელში გაიჩხირა, ტკივილად გულში ჩაიარა და ცრემლისთვის რომ არ მიმეცა გზა, ალბათ გასკდებოდა. გმადლობთ, რომ ქართველი ხართ, გმადლობთ რომ ასე შეგიძლიათ შეაზანზაროთ ჩვენს გულებში ისედაც მშფოთვარე პატრიოტიზმის გრძნობა. ვენაცვალე თქვენს გამჩენს, თქვენი კაცობის მასწავლებელს, თქვენს ჯიშს და თქვენს შთამომავალს. ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი. მომიკითხეთ მეუღლე და ბავშვები დიდი სიყვარულით! ნანა ფიცხელაური. გერმანია.
www.fereidani.ge
ქვეთავი 102 – „ORHAN BERİDZE – თურქეთის ქართველი“ – ჩანაწერი 7.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 4 2009, 07:23 PM
პოსტი #244


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ახალი ქვეთავი 105 – „წმინდა ნინო – ქართველთა განმანათლებელი“.
www.fereidani.ge

გიწვევთ ქართულ საღამოზე! მოგესალმებით ყველას, 27 თებერვალს ქალაქ Trutnov-ში, 18.00 საათზე გაიმართება ქართული საღამო – GRUZIE: მისამართი: Úpická 146. წარმოდგენილი იქნება:
1. საქართველოს ისტორიის მოკლე მიმოხილვა, ფოტო-სურათების პრეზენტაციით; 2. ქართული ლიტერატურა; 3. რუსეთის აგრესია, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია. ფოტო-სურათების გამოფენა; 4. ქართული სიმღერები, ქართულ-ჩეხური ანსამბლის შესრულებით; 5. დისკუსია თემაზე – თავისუფლება.
აქციის ორგანიზატორი: ჯიმი დაბრუნდაშვილი და Tomaš Karel (Trutnov) + 420 721 647 748; skype: jimidadatuna www.samshoblo.net
www.fereidani.ge
ქვეთავი 104 – „ჯიმი დაბრუნდაშვილი ქართული სათვისტომო „სამშობლო“ ჩეხეთში.

რამდენჯერ შევდივარ ფერეიდანის საიტზე, იმდენჯერ გულდამძიმებული და ყელის ტკივილით გამოვდივარ (ყელში მაწვება ტკივილი და გულივით
მიფეთქავს) არ ვიცი რა ჰქვია ამას... ბატონო გუგუა!!! ღმერთმა ყველა ჩვენს ფერეიდანელ ქართველს მისცეს თავის სამშობლოს ჩახუტების ბედნიერება, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა ბევრ რამეში ვერ გეხმარებათ. რა სულგრძელი და ჩვენი სამშობლოს მოყვარული ხალხი ხართ, 400 წელი მოგაქვთ ენა დაუკარგავად... გაიხარეთ... ძლიერი რწმენის და სჯულის ხალხი ხართ!
www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 42 (უცნობი ავტორი).

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით, გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 6 2009, 12:16 AM
პოსტი #245


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მივმართავ თამარს!
თამარ, რატომღაც პმ არ გამოიგზავნა და აქედან გეხმიანები. ნებას გაძლევ რომელი სურათიც დაგჭირდება, ის გამოიყენო! იქ იყო რამდენიმე სურათი, რომლის ტირაჟირებაც არ შეიძლებოდა, ამიტომაც დავადე აკრძალვა საერთოდ სურათებს, მერე ის სურათები საერთოდ ამოვიღე (ამომაღებინეს) ასე რომ შეგიძლია გამოიყენო ოღონდ წყაროს მითითება არ დაგავიწყდეს, კარგი?


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
-tamar-
პოსტი Feb 6 2009, 11:49 AM
პოსტი #246


summer time :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 522
რეგისტრ.: 27-May 08
მდებარ.: საქართველო-თბილისი
წევრი № 4,927



ციტატა(gugua @ Feb 6 2009, 12:16 AM) *

მივმართავ თამარს!
თამარ, რატომღაც პმ არ გამოიგზავნა და აქედან გეხმიანები. ნებას გაძლევ რომელი სურათიც დაგჭირდება, ის გამოიყენო! იქ იყო რამდენიმე სურათი, რომლის ტირაჟირებაც არ შეიძლებოდა, ამიტომაც დავადე აკრძალვა საერთოდ სურათებს, მერე ის სურათები საერთოდ ამოვიღე (ამომაღებინეს) ასე რომ შეგიძლია გამოიყენო ოღონდ წყაროს მითითება არ დაგავიწყდეს, კარგი?

ვააა, რა მაგარიაააააააააააააააააsmile.gif
ანუ საუბარია fereidani.ge-ზე დადებულ სურათებზე ხომ?????
ძალიან დიდი მადლობააააააა smile.gif
აუცილებლად მივუთითებ წყაროს smile.gif


--------------------
მიყვარხართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 6 2009, 10:59 PM
პოსტი #247


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ახალი ქვეთავი 106 – „წმინდა ნინო – ქართველთა განმანათლებელი“.
www.fereidani.ge

გუგუა, ღმერთმა გაგიმარჯოს ჩემო კეთილო და გულიანო ქართველო! წავიკითხე და სურათებიც დავათვალიერე ფერეიდნელი ქართველების შესახებ... და მართლა ყელი ამტკივდა, ამტკივდა ემოციებისგან. გული ყელში მაქვს მოწოლილი, მაგრამ არ ფეთქავს. თითქოს გაჩერდა. ცრემლები კი თავისით მოდის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფერეიდნელ ქართველებს, ქართველობისათვის და თანაც ასეთი სამაგალითო ქართველობისათვის. შეინარჩუნეს ენა... სული... სიყვარული ქართული... მადლობა და დიდება თქვენ – დიდებულო ქართველებო. წარმოგიდგენიათ 400 წლის განმავლობაში ფერეიდანში ქართველი არ დაღუპულა ქართველის ხელით. მინდა ვიყვირო მთელი ქართველობის და საქართველოს გასაგონად – გესმით?! – გაიგეთ?! გაოცებული ვარ, აღფრთოვანებული და საერთოდაც სიტყვებს ვერ ვპოულობ ჩემი თქვენდამი გაჩენილი გრძნობების გადმოსაცემად. გუგუა-გიორგი, დიდი მადლობა ჩემო კარგო ქართველო. ღმერთი იყოს შენი მფარველი.
www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 43 (უცნობი ავტორი).

„მაინც ანთია სანთელი თეთრი. მუდამ ანთია სანთელი თეთრი, მისი ჩუმი წვა – ამაღლებაა“... თქვენ გენაცვალეთ ფერეიდნელო ქართველებო, თქვენი სიყვარული და თქვენი ცხოვრებაც ამაღლებაა... ძალიან გვაკლიხართ!
ბატონო გიორგი, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემთვის იქაური (ფერეიდანს ვგულისხმობ) საქართველოა კანოდუსი – მიუღწეველი ადგილი. როგორ უყვართ და უფრთხილდებიან ერთმანეთს... განა საკვირველი არაა, რომ 400 წლის მანძილზე ფერეიდანში ქართველს ქართველი არ მოუკლავს?!.. ვფიქრობ, ასე იმიტომ ხდება, რომ მე-16 საუკუნის ქართველებივით არიან. ამდენი გაჭირვების მიუხედავად არაფერს არ შეურყვნია მათი სულები და ისეთივენი დარჩნენ, როგორებიც ჩვენი წინაპრები იყვნენ. იმის თქმა კი არ მინდა, რომ ჩვენთან ცუდის მეტი არაფერი ხდება... სულაც არა... დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მიმიხვდებით...
P.S. ბატონო გიორგი, თქვენი მეორე მოგზაურობის მესამე ნაწილში რევაზ ინანიშვილის ”თმაგათეთრებული ქალი რუსთაველის გამზირზე” რომ წავიკითხე, ერთი მოთხრობა გამახსენდა იმ ქალის ნათქვამზე, რომელსაც ლექსები არ უყვარდა... ეს მოთხრობაც რევაზ ინანიშვილისაა – „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“. პატივისცემით, ლევან გურული. ჭიათურა.

www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 46. ლევან გურული. ჭიათურა.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით, გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 9 2009, 11:24 PM
პოსტი #248


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 38.2.

www.fereidani.ge
ქვეთავი 106 (დამატება) – „წმინდა ნინოს მომლოცველობითი გზა. ფეხით – მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრიდან ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრამდე“.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zegardeli
პოსტი Feb 10 2009, 05:46 PM
პოსტი #249


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 9-February 09
წევრი № 6,471



ციტატა(gugua @ Apr 23 2008, 11:20 PM) *

xornabujel-ს!
ჩემო სეხნიავ და ჩემო მიწა-წყალო! დიდი მადლობა! შენც და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ მომავალ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

IPB-ს სურათი

გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი

ფრიად ვბოდიშობ ბატონებო, მაგრამ ეს თამარის ჯვარი უკუღმა რატოა დადებული? და არ შეიძლება რომ გადმოატრიალოთ? თორემ უხერხულია...

აი მე უკვე გადმოვატრიალე და თქვენ? smile.gif
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 10 2009, 08:16 PM
პოსტი #250


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მე არ მიჭირს ბოდიშის მოხდა, ეს უნებლიე შეცდომა საიტში მაშინვე ჩავასწორე (ქვეთავი 63) აქ უბრალოდ არ ვიცოდი როგორ უნდა გამესწორებინა! დიდი მადლობა ყურადღებისათვის!
გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 12 2009, 09:58 PM
პოსტი #251


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
ქვეთავი 106 (განახლებული) – „უხუცესი პილიგრიმი – გიორგი ამუზაშვილი“:
1. „წმინდა ნინოს მომლოცველობითი გზა. ფეხით – მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრიდან ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრამდე“;
2. „წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მომლოცველობითი გზა ქუთაისიდან გელათის მონასტრამდე“.

www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 47.
გუგუა ბიძია! 2009 წლის 9 თებერვალი ჩემთვის უკვე ორმაგად მნიშვნელოვანი თარიღია: პირველ რიგში მამას დაბადების დღეა და მეორეც – მთელი ფერეიდანი გავიცანით! თქვენი წასვლის შემდეგ კიდევ დიდხანს ვათვალიერებდით საიტს... ერთმანეთს ენაცვლებოდა ნაღვლიანი და სასიხარულო ამბები... ჩემს თანაკლასელებსაც გავაცნობ და ისტორიის გაკვეთილზე საიტსაც განვიხილავთ. მამიკოსთვის ყველაზე სასიამოვნო თქვენი სტუდენტობის დროინდელი სურათების ნახვა იყო, ერთი სურათი კი სულაც აღმოჩენა იყო, რომელიც ჩვენს მშობლიურ სოფელში, რუფოთში სტუმრობისას გადაგიღიათ. მე და ჩემი მშობლები დიდ მადლობას გიხდით ასეთი საინტერესო საიტისათვის. ქეთი რომანის ასული გელიაშვილი. თბილისის 179-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე.


გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 16 2009, 08:15 PM
პოსტი #252


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
ქვეთავი 75 – „გოლე ლაალე ვააჯეგუნ” – “ეფექტები“ – ვიდეო-კლიპი „სხვა პოეტი ვერ მოგიძღვნის შენ ამ ლექსს“. მღერის გიგა მიქაბერიძე. კომპიუტერული უზრუნველყოფა ირაკლი ალავერდაშვილისა.

www.fereidani.ge
ჩასწორებულია ქვეთავი 102 – „ORHAN BERİDZE – თურქეთის ქართველი” – “ვარიაციები“– ჩანაწერი 4.

www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 35.2.
1991 წელს ახალი გახსნილი იყო საზღვარი ირანთან. მოვახერხე და წავედი. ტურისტული ავტობუსით ვიყავით. არ ვიცი საიდან გაიგეს. სასტუმროში მოგვაკითხეს. ორი ახალგაზრდა ბიჭი ვიყავით ჯგუფში. ჩვენ მოგვაკითხეს ნომერში. პირველად ჩემს სიცოცხლეში, ვნახე 400-წლის წინ გადასახლებული ქართული ჯიში და გენი. სიტყვებს ვერ ვპოულობ, თუ რა ემოციებით მიმდინარეობდა ჩვენი საუბარი. სრული, ამ სიტყვის მნიშვნელობით გვეფერებოდნენ, როგორც დიდი ხნის უნახავ ძმებს. ყოველ დღე გვაკითხავდნენ, ჩვენი გულისთვის ჩამოდიოდნენ თეირანში. ერთი კაცი გაგვეცნო რეზო მქვიაო, ჩვენზე ბევრად უფროსი იყო. ის უფრო ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე. თავიდანვე ფული შემოგვთავაზა. დაგჭირდებათ და დახარჯეთო. საქართველოში რომ ჩამოვალთ, მერე გადამიხადეთო. ფული რომ არ აიღოთ – მომეწყინებაო. განა მეწყინებაო, მომეწყინებაო. წამოსვლის დღეს, დაახლოებით 30 კილომეტრზე გამოგვაცილეს, მანქანებით გვერდში მოგვდევდნენ და გვემშვიდობებოდნენ. ეეჰჰჰ, მას მერე რამდენი დრო გავიდა. მათი სამშობლოს სიყვარულით და მონატრებით ანთებული სახეები ახლაც მკაფიოდ მახსოვს. ღმერთო, ყველა გადახვეწილი ქართველი დაგვაბრუნე ჩვენს მიწა-წყალზე. მერვე წელია, მეც სხვა მიწაზე ვცხოვრობ... ეს წერილი თითქმის ერთი წლის წინ დავწერე. გამახსენდა ამ კაცის გვარი – რეზო ონიკაშვილი, ამ სახელით და გვარით გაგვეცნო. იქნება მოვძებნოთ ის ადამიანი, არის შესაძლებელი?

www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 44.
მიყვარხართ, პატივს გცემთ ფერეიდნელო ქართველებო. დიდება თქვენს ადამიანობას, სულიერებას, ერთმანეთის გატანას, სიყვარულს ყველაფერი ქართულისადმი. ნამდვილად ალალად გულით ვამბობ: ქედს ვიხრი და მუხლს ვიყრი თქვენი იმ გრძნობის წინაშე, რასაც სიყვარული ქვია საქართველოსადმი და ყველაფერი ქართულისადმი, ერთურთის სიყვარული. გაგიმარჯოთ ფერეიდნელო ქართველებო, იდღეგრძელეთ, გამრავლდით და გაიხარეთ. გუგუა! ჭეშმარიტო ქართველო! მადლობა შენი თავდადებული, უანგარო შრომისათვის, ჩვენს შორის გადებული ხიდისათვის. გაიხარე, იბედნიერე, გამრავლდი!

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 17 2009, 07:19 PM
პოსტი #253


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქალბატონ ფატის!

ამერიკელო ქართველებო და ყველას, ვისაც რამე კავშირი გაქვთ ამერიკასთან!
რამდენიმე დღის წინ მივიღე წერილი ჩემი უკრაინელი მეგობრისგან – გიორგი ოჩკუროვისგან, რომელიც ამჟამად კალიფორნიაშია (გიორგის გასაცნობად შეიხედეთ ჩემი საიტის 63-ე ქვეთავში). საქართველოში სტუმრობისას მცხეთიდან მამა გაბრიელის ზეთი, ხოლო სიღნაღის წმინდა ნინოს მონასტრიდან ხატები და წმინდა ნინოს წყალი წაიღო დედასთან (მართლმადიდებლური ოჯახი ჰყავს). შემდეგ კი როცა გიორგის დედა რეანიმაციაში იწვა, ფოსტით იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა მიწა გავუგზავნე. დედამისი ახლა უკვე კარგადაა. გიორგი დედის გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ ამერიკაში დაბრუნდა, გიორგი პროფესიით იურისტია და მუშაობდა ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში კონსულტანტად. ამჟამად სამსახურის გარეშეა დარჩენილი, როცა ეს გავიგე, დახმარება შევთავაზე. აი, მისი პასუხი:
Privet Georgiy, Ochen neozhidanno ti predlozhil pomosch zdes v USA ot svoih druzey.
Vospolusyus tvoim predlozheniem. Ya zhivu v gorode Thousand Oaks, California. On nahoditsya v 40 kilometrah ot Los-Angelesa. Vchera ezdil v Los-Angeles na sobesedovanie. Tam vse mesta uzhe zanyati. Rad, chto u tebya est rabota. Vidimo Bog pomogayet tebe za tvoy dobrodushniy kharakter! Ya tebya ochen uvazhayu moy drug. Georgiy.
მოგმართავთ თხოვნით, თუ ვინმეს გაქვთ გიორგისთვის სამსახურის შეთავაზების საშუალება (მეეჭვება რომ გიორგის მხოლოდ კონსულტანტის თანამდებობაზე ჰქონდეს პრეტენზია) გთხოვთ შემეხმიანოთ, ვისაც რისი შემოთავაზება შეგიძლიათ.
პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 18 2009, 07:45 AM
პოსტი #254


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 45.

გამარჯობათ გიორგი! საინტერესო და გულზე მალამოსავით დასადები საიტი გაქვთ! თქვენმა წერილებმა და ფერეიდნელებმა ჩემი ცნობიერება შეცვალა! ჩემი თავი მაპოვნინა! დიდი სურვილი გამიჩნდა ფერეიდანში წასვლისა და იქაური ქართველების გაცნობისა, თუმცა ჩემს ქმარს ირანის გაგონებაც არ უნდა... ვერც გაამტყუნებ, თავის ქვეყანაში ცხოვრობს და მისთვის ეს გრძნობა ცოტა გაუგებარია...
თქვენი საიტის ნახვის შემდეგ წავიკითხე სხვადასხვა ოფიციალური რჩევები ირანში წამსვლელთათვის; ისინი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე თქვენი. მოკლედ: მოსახლეობასთან კონტაქტში არ შეხვიდეთო; ხალხს, პოლიციელებს, მუზეუმებს და სამხედრო შენობებს სურათები არ გადაუღოთო; მარტო არ წახვიდეთ ტურისტადო და ასე შემდეგ. მართალია ეს ყველაფერი? ამის წაკითხვის შემდეგ მარტოდ წასვლის სურვილი დამეკარგა... მაგრამ თუ ქართველების ჯგუფი წავა, მეც სიამოვნებით გავყვები. თქვენ რომ მწერდით: „წისქვილში ვინც მიდიოდა ფქვავდაო, ვინც არა – ჯერსა კითხულობდაო“ ეს ანდაზა პირველად გავიგონე, ძალიან მომეწონა და ბევრიც ვიცინე. სუფთა ქართული ანდაზაა. მე კი აქაურმა ცხოვრებამ ძალიან მერკანტილური გამხადა. თუ წინასწარ არ დავგეგმე ყველაფერი (ტრაექტორია, ბიუჯეტი, მოგზაურობის ყველა დეტალი, მაგალითად: რომელ საათებში გადის ავტობუსი თეირანიდან ისპაჰანში; რა ღირს, რამდენი ხანი უნდა მგზავრობას, სასტუმროების სია თეირანში, ისპაჰანში. სად დგანან ფერეიდანისკენ მიმავალი ტაქსები და სასტუმროები ფერეიდანში, ყველას ხომ არ გვყავს ნაცნობი, რომ მათთან გავათენოთ?) ისე არსად წავალ. არადა, მოუმზადებლად წასვლას ბევრად უფრო მეტი ხიბლი აქვს.
უკვე 10 წელია საქართველოში აღარ ვცხოვრობ და ხომ ხედავთ, ხასიათს ვინ ჩივის, გვარიც აღარ მაქვს ქართული... გადაჯიშებაა, აბა რაა... ფერეიდნელებისაგან განსხვავებით მე ჩემი სურვილით წამოვედი საქართველოდან, როგორც ბევრი სხვა ქართველი. ყველა ისე თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცით, თითქოს ქართული მიწა ფეხისგულებს გვწვავდა... ვერ ავიტანეთ დისკომფორტი... გულში ყოველთვის მოღალატედ ვთვლიდი ჩემს თავს და ყველა იმ ქართველს, ვინც უცხოეთში ვცხოვრობთ და შორიდან ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ყველამ ვიპოვეთ პიროვნული გამოსავალი, თავი გადავირჩინეთ, გავიქეცით... ჩვენ ვერ მივხვდით, რომ ყველამ ერთად მანდ უნდა ავაშენოთ „კარგი ქვეყანა“. ვერავის ვერ გავკიცხავ, ყველა ადამიანი თავისუფალია და ყველას აქვს არჩევანის უფლება, სადაც უნდა იქ იცხოვროს... ჩემს თავს კი მაინც დამნაშავედ ვთვლი...
მიუხედავად იმისა, რომ აქ დავქორწინდი და ძალიან მოსიყვარულე ოჯახი მაქვს, ყოველთვის მახსენდება ის პერიოდი, როცა აქ წამოსასვლელად საბუთების შეგროვება დავიწყე. ეს ის პერიოდია, ხალხი მთელ დღეებს საელჩოების წინ რიგში რომ ატარებდა, იქნებ ვიზა მიიღონ და გაიქცნენ... გული მიტიროდა... იყო დრო, ქართველებს სტამბოლის ბაზარზე ყიდდნენ, ახლა ჩვენი ფეხით გავრბოდით ამ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწიდან. განა ვიცით ჩვენ, წამსვლელებმა, რომ სანამ ჩვენი თვითმფრინავი აფრინდება თბილისის აეროპორტიდან, მშობლები და ახლობლები აეროპორტის მოსაცდელში დგანან, მდუმარედ უყურებენ თვითმფრინავს, იცრემლებიან და პირჯვარს იწერენ? განა ვიცით ჩვენ, წამსვლელებმა, მხიარულად რომ ვჯდებით თვითმფრინავში და შვებით ამოვისუნთქებთ „გვეშველა!“ ჩვენს თვითმფრინავს ჩვენი ახლობლების თვალცრემლიანი, სიყვარულიანი მზერა მოსდევს, სანამ ჩვენი თვითმფრინავი ღრუბლებში გაუჩინარდება? ჩვენ უკან ვტოვებთ ჩვენს სისხლსა და ხორცს... სიყვარულით სავსე გულებს... წლების მერე მხიარულები უკან ვბრუნდებით, იგივე აეროპორტში გვხვდება იგივე ხალხი, ჩვენზე დარდში და მოლოდინში (+ მანდაური მდგომარეობით ნანერვიანები) გაჭაღარავებულები და დაბერებულები... ჩვენ უკვე პრაქტიკულები, მიზანდასახულები და კრიტიკულები ვართ... სერიოზული სახით ვაკრიტიკებთ ქართულ მენტალიტეტს და ქართულ ტრადიციებს...
ამიტომაც მინდა ფერეიდნელი ქართველების გაცნობა! მათ ხომ 4 საუკუნეს გაუძლეს და არ გადაჯიშდნენ? რა შერჩათ მათ ქართული, გარდა ენისა? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ ხასიათსა და ტრადიციებში (მე არ ვგულისხმობ სუფრის ტრადიციებს, ეგ ნაკლებად მნიშვნელოვანი მგონია)? რა შეიძლება ვისწავლოთ შაჰ-აბასის ექსპერიმენტიდან?
ჩემო გიორგი, ერთი თხოვნით მინდა დავამთავრო ჩემი წერილი: იქნებ გააკეთოთ ქვეთავი და დადოთ საიტზე პრაქტიკული რჩევები ირანში/ფერეიდანში ტურისტად წამსვლელთათვის? თუნდაც მოკლედ... გმადლობთ! გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში. მომწერეთ ხოლმე... ძალიან გამიხარდება. პატივისცემით, ნანა.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Feb 18 2009, 03:56 PM
პოსტი #255


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



ამ ადამიანების ცოდვით შაჰ-აბას 1 როგორ წევს საფლავში? ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაციები რამდენნი არიან ისინი ან რაიმე საინტერესო ფაქტები მათ შესახებ . კარგი იქნება თუ გვარებსაც დავწერთ მაინც გავიგებთ იქნებ ჩვენი რომელიმე ნათესავი არის ფერეიდანში? unsure.gif


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 18 2009, 07:57 PM
პოსტი #256


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ამ კითხვებზე პასუხები სხვადასხვა ქვეთავებში ამომწურავად არის გაცემული. რაც შეეხება შაჰ-აბასის საფლავს იქ მიწერია რომ ჩვენმა სასიქადულო ქართველმა ბატონმა დოდო აბაშიძემაც მოინახულა-თქო და სამი წერტილია... იცი რას ნიშნავს?

ახლა კი:

გამარჯობა ბატონო გიორგი, იმედია, რომ კარგად მიდის თქვენი პატრიოტული საქმიანობა. მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე www.bbs.ge დავდეთ ბანერი –,,საერთაშორისო პროექტები", სადაც მოცემულია პროექტის ,,სამი საქართველოს" მასალები, მათ შორის ფილმი. გვაინტერესებს თქვენი აზრი, პატივისცემით, როსტომ ბერიძე.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Feb 18 2009, 09:04 PM
პოსტი #257


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



უკაცრავად არ წამიკითხავს.


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 19 2009, 10:23 PM
პოსტი #258


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 45.2.
გავმარჯოს ჩემს გიორგის! როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველანი. როგორ არიან ოჯახი და ჩვენი მეგობრები და ნაცნობი ხალხი? ის წერილი წავიკითხე და ჩემზეც ძალიან იმოქმედა. დაგვაკავშირე ის ქალბატონი და იქნებ როგორმე დავეხმაროთ, თუმცა როგორც შენ იცი და თვითონ ბრძანა აქ სხვა სიტოვაციაა, მაგრამ რაღაცას ვიზამთ რათა ავუსრულოთ იმ ქალბატონის ოცნება. ჩვენც ხომ ოდესმე ძალიან ვოცნებობდით საქართველოში წასვლაზე და შეგვისრულდა.

www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ირანი, ფერეიდანი“ – ჩანაწერი 9.
გიორგი გამარჯობა! ძალიან მოხაროოლი ვარ რომ შენ ჩვენი მეგობარი ხარ და ძალიან მინა ირანში გნახო ჩემო ძმაო. ღმერთს ებარებოდეთ! აქბარ მოყადასი. ირანი. ყუმი.

www.fereidani.ge
ქვეთავი 94 – „როსტომ ბერიძე − «სამი საქართველო» − ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი, საინგილო“.
P.S. გამარჯობათ ბატონო გიორგი, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე www.bbs.ge დავდეთ ბანერი –,,საერთაშორისო პროექტები", სადაც მოცემულია პროექტის ,,სამი საქართველოს" მასალები, მათ შორის ფილმი. პატივისცემით, როსტომ ბერიძე.

www.fereidani.ge
ქვეთავი 104 – „ჯიმი დაბრუნდაშვილი – ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთში“.
მხარი დავუჭიროთ ჩეხური პრო-ქართული
ორგანიზაციების აქციას!

ძვირფასო ქართველებო! ჩვენმა ჩეხმა მეგობრებმა მიგვიწვიეს ღონისძიებაზე, რომელიც ეხება აშშ რადარის განთავსებას ჩეხეთის რესპუბლიკაში და NATO-ს გაძლიერება-გაფართოვებას აღმოსავლეთისაკენ. ორგანიზატორებმა მთხოვეს ამ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლა. ამიტომ გთხოვთ, ვისაც დრო გექნებათ, მოდით ქართული დროშებით (ეს მათი თხოვნაც არის) და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ.
განსაკუთრებით ეს ჩვენს აქტიურ ბირთვს ანუ სტუდენტებს, სპორტსმენებს და ყოფილ სტუდენტებს ეხებათ (იმედია ვეტერანებს შეხსენება არ დასჭირდებათ).
მისამართი: add: středu 18.2. v 18 hodin na Hradčanském náměstí v Praze.

ვეხმარებით საქართველოს!

ძვირფასო თანამემამულენო, ორგანიზაცია Hand for help ატარებს ვებ-გვერდის ახალი ვერსიის შექმნას. ჩვენ სამომავლოდაც ვითანამშრომლებთ ამ ორგანიზაციასთან საქართველოში ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.
გთხოვთ, შემოხვიდეთ ამ გვერდზე (რომელიც ჯერ კიდევ დაუმთავრებელია) და მადლობა მოუხადოთ ჩვენს ჩეხ მეგობრებს. მათი უანგარო დახმარებით შეიქმნა კლინიკა სოფელ წეროვანში და უკვე ასობით ლტოლვილმა მიიღო სამედიცინო დახმარება.
პატივისცემით ჯიმი დაბრუნდაშვილი და Jaromír Dolanský +420 721 647 748

Vážení přátelé, v průběhu tohoto týdne spouštíme nové webová stránky o naší aktuální aktivitě v Gruzii. I když zatím běží ve zkušebním provozu, potěší nás, pokud je navštívíte.
www.helpgruzie.cz Stránky www.handforhelp.cz prochází generální přestavbou a budou dokončeny v průběhu března.
S přáním hezkého dne Jaromír Dolanský Hand for Help Liberec

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 25 2009, 07:54 AM
პოსტი #259


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 45.3.

როგორ ბრძანდებით ძმაო გიორგი! თქვენთან ოჯახში როგორ არიან, იმედია როგორც ყოველთვის ყველაფერი კარგად არის! სალამი ირაკლისაც და ყველას. ნანას წერილი სამჯერ წავიკითხე და ძალიან დამწყდა გული, ეტყობა ამ განშორებაში მოენატრა თავისი სამშობლოში ცხოვრება და დროს გატარება, მე პირადად ძალიან კარგად და გულის სიღრმიდან ვიგრძენი ნანას ემოცია, ძალიან სამწუხაროა კაცს თითონ რომ ისეთი ლამაზი, კეთილი, ტკბილი და თბილი სამშობლოს ყოფნაში იძულებულია საზღვარგარეთ იცხოვროს, თითოეული უცხოეთში მცხოვრებ ქართველისათვის ძალიან ვწუხვარ, ნეტა მალე მიეცემოს ის საშუალება ყველას და რომ მალე დაბრუნებულიყოს თავის დედასთან. კაი აზრი შემოუთვლიათ ნანას თქვენთვის, ის რომ თუ შეკრებას გაკეთებთ საიტში ვისაც სურს ფერეიდანში მოგზაურობა! ფერეიდანში კიდე ვართ დიდი სიამოვნებით ასეთ პროგრამებში თუ რამე შეგვეძლოს ძმაო გიორგი.
გიორგი, ძალიან დავინტერესდი, ნანას წერილი რომ წავიკითხე ისედაც ნანა ვიგრძენი, როგორც ფერეიდნელი ქართველი, ისეთი ემოციები მოსდევდა მის წერილს და ამიტომაც სურვილი გამიჩნდა მასთან კავშირი და თუ დამაკავშირებ ნანასთან, მაინტერესებს ურთიერთობა. ღმერთს ებარებოდეთ ქართველებო და საქართველო!


www.fereidani.ge
ქვეთავი 107 – „კონდრათ თავაძე “

2009 წლის 20 თებერვალს შემეხმიანა კახა ფერეიდნელი (მულიანი) და კონდრათ თავაძესთან მიმიპატიჟა, რომელიც წინა დღით სტუმრად ჩამოსულა საქართველოში. კონდრათი ჩემი უახლოესი მეგობარი და მუდმივი მასპინძელია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. დიდი სიხარულით გავეშურე მეგობრებთან შესახვედრად, რამაც მეტად გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. კახა და კონდრათი თავისი მომზადებული საჭმელებით და განთქმული ირანული ნუგბარით გამიმასპინძლდნენ, რის დაგვირგვინებად მშვიდობის ჩიბუხად წოდებული ჩილიმის გაბოლება შეიძლება ჩაითვალოს.
საუბრისას კონდრათმა გამოთქვა სურვილი კახეთის ერთ-ერთი ისტორიული და თვალწარმტაცი ქალაქის – სიღნაღის ნახვისა. მისი ინტერესი ჩემსავე საიტში ჩადებულ ფოტო-მასალას გამოუწვევია. ჩვენც მეტი რა გვინდოდა და შევთანხმდით, რომ მეორე დღესვე კახეთს გავმგზავრებულიყავით.
მართლაც, 21 თებერვალს, კახა ფერეიდნელი და კონდრათ თავაძე ჯერ სამსახურში მეწვივნენ, სადაც ჩემი მეგობარი და თანამშრომელი ვახტანგ კვირიკაშვილიც შემოგვიერთდა და ოთხნი გავემგზავრეთ კახეთისაკენ. განწყობილება იმითაც იყო ამაღლებული, რომ ჩვენი მოგზაურობა დედა ენის დღეს დაემთხვა.
სასადილოდ კაჭრეთის ცნობილ „ნაძვებში“ გავჩერდით. მომსახურე პერსონალმა სიხარულით მიგვიღეს ჩვენც და ჩვენი სტუმრებიც. ერთ-ერთმა ქალბატონმა, ლია სეფიაშვილმა ფერეიდანში გამგზავრების სურვილიც კი გამოთქვა.
გზაში ჩვენი სტუმრები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ შემხვედრ ღირსშესანიშნაობებს, ახარებდათ ბაღ-ვენახებში სამუშაოდ გამოსული კახელების ნახვაც. ახლად მოხნული ნაკვეთების შემხედვარე ჩვენმა სტუმრებმა ასეთი ამბავი მოგვიყვეს: ფერეიდანში ჩვენს ძველებს ისევ ახსოვთ საქართველოს შავ-მიწა ნიადაგები, ამიტომ როცა დედა თავის შვილს უწყრება, ეუბნება – „შავ-მიწა კი დაგაყარეო!“ რაც უფრო დალოცვის ტოლფასია, ვიდრე გაწყრომისა, რადგან შავ-მიწაში დედა მხოლოდ ქართულ მიწას გულისხმობსო.
პირველად ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი მოვინახულეთ, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში კი წმინდა ნინო განმანათლებლის საფლავი. შემდეგ ტყე-ტყე თავქვე დავეშვით წმინდა ნინოს წმინდა წყაროსაკენ.
სიღნაღმა ჩვენს სტუმრებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ხელნაკეთი სუვენირების მაღაზიაში კონდრათმა თავისი სიმამრისათვის, ალი-რეზა რაჰიმისთვის (რეზო დავითაშვილი) თექის შემოსაცმელიც კი იყიდა, რითიც ძალიან გახარებული იყო, რადგან ეს საჩუქარი სწორედ სიღნაღში იყიდა!
ფეხით შემოვიარეთ ძველი და ახალი სიღნაღის ქუჩები. მოვინახულეთ სამაჩაბლოს და მეორე მსოფლიო ომის დროს სიღნაღის რაიონიდან დაღუპულთა მემორიალური დაფები. სამახსოვრო სურათები გადავიღეთ დაფასთან, სადაც ჩემი ბიძების, ვიქტორ და გიორგი ალავერდაშვილების გვარებია ამოკვეთილი.
დავათვალიერეთ სასტუმრო „სიღნაღის“ აპარტამენტებიც, საიდანაც ალაზნის ველი და კავკასიონის ბუმბერაზი მთები ხელისგულზე გადაშლილივით მოჩანს...
დიდი ინტერესი გამოიწვია ძველი სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის აღმოჩენამ, რომელიც არტოს (ბებრების) ბაღში ზედაპირული მიწის შემთხვევითმა ჩანგრევამ გამოაჩინა.
სიღნაღის შემდეგ ვახტანგ კვირიკაშვილის მშობლიურ სოფელს – ვაქირს ვესტუმრეთ, სადაც მე და ვახტანგის „ღვინის ქურდების“ მსგავსი თავგადასავალი შეგვემთხვა.
ვაქირის შემდეგ ისევ სიღნაღში ავედით, სადაც ვახტანგის ახლობელმა, 71 წლის ბატონმა გიორგი გონაშვილმა გვიმასპინძლა. ამ მასპინძლობას ენით აუწერელ ხიბლს მატებდა ქუჩის მეორე მხარეს ამაყად მდგარი თამარ დედოფლის სახელობის ეკლესია...
თბილისში გვიან ღამით დავბრუნდით...


გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Feb 26 2009, 03:27 PM
პოსტი #260


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



ციტატა
www.fereidani.ge


ეეეეეჰ შაჰ შაჰ აბასსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს :@


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 11 12 13 14 15 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th January 2021 - 09:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი