თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ზარზმა

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Aug 31 2006, 04:54 PM

[email]http://image.700up.com[/email]

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 31 2006, 05:07 PM

დავაპატარავე... მგონი ზედმეტიც მომივიდა huh.gif

http://image.700up.com

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 3 2006, 02:30 AM

ზარზმის მონასტერი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 3 2006, 01:33 PM

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 4 2006, 12:37 AM

liliana მეც გიცნობ...

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: imereli თარიღი: Sep 5 2006, 05:08 PM

მაპატიეთ წინა თემაზე სიჩკარის გამო მოIPB-ს სურათიმივიდა.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 5 2006, 05:10 PM

imereli

რა ლამაზია ზარზმა. . .

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 5 2006, 07:33 PM

უი ძალიან ლამაზია rolleyes.gif

პოსტის ავტორი: imereli თარიღი: Sep 6 2006, 12:54 PM

ვისაც არ გინახავთ მალე ნახეთ რო დატკბეთ.მართლა ლამაზია

IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: imereli თარიღი: Sep 11 2006, 06:07 PM

IPB-ს სურათი





IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 11 2006, 11:04 PM

ერთხელ ვიყავი ზარზმაში და უზომოდ შემიყვარდა ეს მონასტერი.
დიდი მადლია ამ ადგილას.
მონასტრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზი ძალიან კარგი ადამიანია. რაც ყველაზე მეტად მომწონს მასში მისი თანამედროვე აზროვნებაა. ბევრი ბერი მინაზავს, მაგრამ მისთანა გონებაგახსნილი და სათნო ადამიანი მართლაც იშვიათია.
imereli როგორ იყო 50 მეტანია რომ დაიმსახურე მამა ნიკოლოზისგან? tongue.gif
მოუყევი ერთი საზოგადოებას smile.gif

ძალიან მენატრებიან ძმები - ბესარიონი, ზურაბი, ვალერი, მამა სპირიდონი...
ფილმი ზარზმის მონასტრის შესახებ, რომლის გადაღებაშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას გუჯას აქვს. მე ჯერ ვერ მოვახერხე მისი ნახვა.
გუჯა, იქნებ როგორ მე ვანახოთ თანაფორუმელებს ეს ფილმი? smile.gif


http://image.700up.com

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 11 2006, 11:14 PM

ამ სურათში იმერელი ვიცანი, დათიკო თქვენც ხართ ააქ?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 11 2006, 11:26 PM

salome

ციტატა
ამ სურათში იმერელი ვიცანი, დათიკო თქვენც ხართ ააქ?

ცისფერი პერანგით, თქვენი მონამორჩილი.
ქვევით მარცხნიდან მეორე არის მაქსი, ოპერატორი, რომელმაც გადაიღო ზემოდხენებული ფილმი.
სხვათაშორის ის ებრაელია, რეჟისორი კი კათოლიკე გერმანელი იყო და გასაოცარი იყო საძმოს უთბილესი დამოკიდებულება მათ მიმართ.
ისინი ჩემი აზრით უდიდესი მისიონერები არიან.
როდესაც მაქსი მიემგზავრებოდა მას ღვთისმშობლის ხატი აჩუქეს და უნდა გენახათ რა სათუთად და მოწიწებით ატარებდა გულის ჯიბით.
აი, ასე ხდება ადამიანთა მოქცევა და არა ჯვრის თავში რტყმით,, როგორც ამას ზოგზოგიერთები აკეთებენ. smile.gif

http://image.700up.com

აქვე დავამატებ, რომ ზარზმის მონასტერს არ აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა და თუ ვინმეს გექნებათ სურვილი შესწიროთ მათ წიგნები, ძალიან გაახარებთ საძმოს.
http://www.iveria.eu/index.php?showtopic=3106
ელენემ შესწირა მონასტერს იოანე ოქროპირის სამი ტომი.
მე ეს წიგნები, აუდიო და დივიდი დისკები უნდა გადავცე გუჯას, რომელიც მამა ნიკოლოზს მიაწვდის ყველაფერს.
შემოგვიერთდით smile.gif

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 11 2006, 11:38 PM

13 ში მივდივარ ზარზმაში rolleyes.gif ხალხო უზმოდ ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს როდის ჩავალ smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 11 2006, 11:50 PM

liliana

ციტატა
13 ში მივდივარ ზარზმაში ხალხო უზმოდ ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს როდის ჩავალ

მომიკითხე დიდი სიყვარულით ყველანი (დათო ხოსიტაშვილისგან)
გაახსენე, ფილმს რომ იღებდნენ და უზარმაზარი მიკროფონით რომ ბიჭი იყო თქო biggrin.gif

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 12 2006, 12:11 AM

ციტატა(დათიკო @ Sep 11 2006, 11:50 PM) *

liliana

მომიკითხე დიდი სიყვარულით ყველანი (დათო ხოსიტაშვილისგან)
გაახსენე, ფილმს რომ იღებდნენ და უზარმაზარი მიკროფონით რომ ბიჭი იყო თქო biggrin.gif

აუცილებლად rolleyes.gif

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 12 2006, 03:55 PM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 12 2006, 03:57 PM

guja: ულამაზესია rolleyes.gif ოღონდ ნუ გადატვირთავთ ამ თემას მეც დამაცადეთ ჩხაკუნი laugh.gif წასვლა და ჩამოსვლა biggrin.gif

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 12 2006, 03:58 PM

თამარის წყაროს რესტავრაცია... ლილიანა შენ ხომ იცანი ეს ადგილი?

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 12 2006, 07:15 PM

ციტატა(salome @ Sep 12 2006, 02:57 PM) *

მეეც მინდაა.... mellow.gif mellow.gif


ძალიან შორია ზარზმის მონასტერი მარა ღირს ამ მხარეში ექსკურსიაზე წასვლა...რამდენ რამეს მოვილოცავთ ჭულევს, საფარას, ზარზმას...

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 12 2006, 09:40 PM

ციტატა(guja @ Sep 12 2006, 03:15 PM) *

ძალიან შორია ზარზმის მონასტერი მარა ღირს ამ მხარეში ექსკურსიაზე წასვლა...რამდენ რამეს მოვილოცავთ ჭულევს, საფარას, ზარზმას...



მართლაც კარგი აიდეაა biggrin.gif biggrin.gif

ჭულევში არ ვარ ნამყოფი...
იქ მამა გრიგოლია ხოომ....ძმა რომ ყავს ბელგიაში ისsmile.gif

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 12 2006, 11:33 PM

ციტატა(salome @ Sep 12 2006, 09:40 PM) *

მართლაც კარგი აიდეაა biggrin.gif biggrin.gif

ჭულევში არ ვარ ნამყოფი...
იქ მამა გრიგოლია ხოომ....ძმა რომ ყავს ბელგიაში ისsmile.gif

ჭულევსაც მოვილოცავ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 16 2006, 08:15 PM

ძალიან მაგარია!!!!
მიყვარს ასეთი ქვით ნაშენი ტაძრები!!!
ფრესკების ამბავი როგორაა??
შავი ფერი ისევ აქვს, თუ აშორებენ??

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 16 2006, 08:29 PM

ციტატა(salome @ Sep 16 2006, 08:15 PM) *

ძალიან მაგარია!!!!
მიყვარს ასეთი ქვით ნაშენი ტაძრები!!!
ფრესკების ამბავი როგორაა??
შავი ფერი ისევ აქვს, თუ აშორებენ??

აშორებენ rolleyes.gif რესტავრაციას უკეთებენ და ამიტომ ვერ მოავახერხე ფრესკების გადაღება rolleyes.gif

ჭულე ნახეთ ეკლესია მონასტების თემაში smile.gif ჭულეს თითქმის დაკარგული აქვს ძველი იერსახე ფრეკები გადაფხეკილი გაშავებული საშინელი წარწერებით sad.gif არ ვიცი მთელი ტოტალიტარული რეჟიმი მთელი თავისი იდიოტიზმით ტაძრის კედლებზეა ასახულიsad.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 16 2006, 08:51 PM

გუმბათი ძალიან მაგარია, გამბურძგლა...

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Sep 17 2006, 07:32 PM

ზარზმა რომელ ეპარქიას ეკუთვნის???

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 17 2006, 11:22 PM

ციტატა(david the iverian @ Sep 17 2006, 03:32 PM) *

ზარზმა რომელ ეპარქიას ეკუთვნის???



ახალციხის, ლაზეთის და ტაო-კლარჯეთის

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 17 2006, 11:37 PM

მეუფე თეოდორესsmile.gif

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 19 2006, 12:35 PM

ზარზმა განდგომილების დროს-დედები და მამები ერთად ცხოვრობდნენ...

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: maeasi თარიღი: Sep 25 2006, 10:02 PM

ძალიან მომინდა ზარზმაში წასვლა ......

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 28 2006, 01:07 AM

რუსი მორჩილები (რუსეთის პატრიარქის ალექსი 2) სტუმრად ზარზმაში
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 28 2006, 04:10 AM

ალექსანდრე
ხო, 1997 წელს განუდგნენ საქართველოს ეკლესიას...



რუსი მორჩილები ზარზმელებთან ერთად smile.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Nov 2 2006, 11:53 PM

ზარზმის ტაძარი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზრზმაში(ადიგენის რ-ნი). შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო, გიორგი ჩორჩანელის დახმარებით დაუარსებია სერაპიონ ზარზმელს.

ივანე ჯავახიშვილი
ენციკლოპედიური ლექსიკონი, თსუ-ს გამომცემლობა, 2002 წელი გვ. 320;

+ + +

სერაპიონ ზარზმელი - IX საუკუნის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე, "ახალი მნათობი", "მოძღუარი", "მასწავლებელი" თავისი დროისა (IX ს.). . .

ივანე ჯავახიშვილი
ენციკლოპედიური ლექსიკონი, თსუ-ს გამომცემლობა, 2002 წელი გვ. 602;

+ + +

სერაპიონ ზარზმელი - ზარზმის ცნობილი მონასტრის დამაარსებელი. მისი ცხოვრების აღმწერი ბასილი ზარზმელი მოგვითხრობს, რომ სერაპიონი იყო "სხუათავე თანა სათნოებათა თანა მეცნიერ... და ფრიად შემკულ წესითა ხუროობისაითა". იგი მონაწილეობდა ოპიზის მონასტერში წარმოებულ ერთ-ერთ მშენებლობაში ('იხილვებოდა მდგომარედ ხუროთა თანა').

ვახტანგ ბერიძე. ძველი ქართველი ოსტატები; 1967 წელი; გვ.205.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2007, 01:07 PM

გრიგოლ აბაშიძე

ზარზმა

ცეცხლით და ზარით დაეცა ზარზმას,
მაინც დაინთქა ურდო მონგოლთა,
ზარზმამ რამდენჯერ გაუძლო ჯვარცმას,
რამდენი ნახა ზარზმამ გოლგოთა.

შემდეგ იმძლავრა თურქმა და სპარსმა,
გვიტევდნენ სულის ამოხდომამდი,
იმ ქარიშხლებსაც გადურჩა ზარზმა,
ტალღებზე დადგა, როგორც ხომალდი.

მაგრამ სხვაც ახსოვს კარგი დრო ზარზმას,
თხისებრ დამფრთხალი თურქთა ბრბოები,
როცა ჯვრის სახედ შეკრულმა ვაზმა
გადაანათა უდაბნოები.

მაშინ ძლიერნი და მკლავმაგრები,
მტრებს თვით ზარავდნენ გაბატონებით,
მესხეთს მართავდნენ ათაბაგები
და ტახტზე ისხდნენ ბაგრატოვნები.

სამოთხეს ჰგავდა ქართლის მთა-ბარი,
უღრუბლო იყო და სხივოსანი,
მაშინ აქ იდგა ლოცვად თამარი
და ჯარს უძღოდა დავით სოსლანი.

ამოდიოდა სამცხის ბაღებით
თვითონ რუსთველი - მეფე მგოსანი.
იქარგებოდა ზარზმის თაღები,
იხატებოდა გარდამოხსნანი.

და აბრმავებდა ჩუქრუთმის მკაზმავს,
ალბათ, თამარის შუქთა თოვანი
და მაღლდებოდა ღრუბლებში ზარზმა,
ტაძარი - ნათელ-გუმბათოვანი.


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 7 2007, 02:12 PM

გუჯა


გუჯა განმანათლე, რა განდგომილებაზეა საუბარი

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Feb 9 2007, 11:35 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Feb 7 2007, 10:12 AM) *

გუჯა
გუჯა განმანათლე, რა განდგომილებაზეა საუბარი


1997 წელს საქართველოს ეკლესიაში განდგომილების დროს ზარზმის მონასტერი შეუერთდა სქიზმატებს და განუდგნენ პატრიარქს sad.gif

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jul 5 2007, 11:52 PM

ზარზმის მონასტრის აღორძინების ფონდში 200 308 მაგთიდან, და 700 308 ჯეოსელიდან თქვენ შეგიძლიათ ჩარიცხოთ 1 ლარი. ღმერთმა შეგიწიროთ.

პოსტის ავტორი: ekaterine555 თარიღი: Sep 29 2009, 11:13 PM

ციტატა(guja @ Sep 12 2006, 07:15 PM) *

ძალიან შორია ზარზმის მონასტერი მარა ღირს ამ მხარეში ექსკურსიაზე წასვლა...რამდენ რამეს მოვილოცავთ ჭულევს, საფარას, ზარზმას...



ვერ ვსვავ პოტოების ცჰასმა მინდა ბევრი პოტო მაქვს ჭულევს, საფარის, და ზარზმის.მართლა საოცარი ადგილებია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2022, 07:39 PM

"ბოლოს ჩვენ დავათვალიერეთ დიდებული შემოქმედის ანუ ზარზმის მონასტერი, რომელიც ისეთ საუცხოვო ადგილას არის აშენებული, რომ თვით ინგლისის შვილს - ჩვენი ქვეყნის მოტრფიალე უორდროპს - ანატრა აქ სიკვდილი და ანდერძიც დასტოვა, დაემარხათ მის გალავანში, მაგრამ არ აუსრულეს ანდერძი და ბურუსიან ინგლისის მიწას მიაბარეს".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N9, 2022, გვ.22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2022, 06:15 PM

"ზარზმის მონასტერი... ექვთიმე თაყაიშვილმა ეს მონასტერი საფუძვლიანად შეისწავლა თავისი წარწერებითა და ფრესკებით. დღემდე შემორჩენილია გუმბათოვანი ტაძარი დი დიდი სამრეკლო, იგი აშენებულია მეთოთხმეტე საუკუნეში ბექა ჯაყელის მიერ. ზარზმის ტაძარს მეტად მიმზიდველს ხდის სამხრეთის კარიბჭე, რომელსაც სამი ღია თაღი აქვს. მეთოთხმეტე საუკუნეში მიტოვებული ტაძარი ჟამთა სვლამ გაცრიცა. ამჟამად ყველა ის ძვირფასეულობა, რომელიც ზარზმიდან შემოქმედში გადაიტანეს, თბილისში, ქართული ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)