თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ წმ. სერაფიმ საროველი

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 23 2007, 01:56 PM

ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი smile.gif

მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი.

ყოველთვის ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ მფარველობას.


დიდი ხნის მანძილზე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მის მიმართ ვერაფრით ამეხსნა, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრების შესახებ დიდი წიგნი ვიყიდე და დაბადების თარიღად ამოვიკითხე 1 აგვისტო, ჩემი დაბადების დღე smile.gif არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, მაგრამ ჩემთვის მართლაც სასწაული იყო; საქმე იმაში გახლდათ რომ სადაც მისი ცხოვრება წამეკითხა, ყველგან 19 ივლისი ეწერა.



დარწმუნებული ვარ ფორუმზე ბევრისთვის საყვარელი წმინდანია smile.gif




პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Aug 23 2007, 04:03 PM

წმიდა სერაფიმე საროველის მიერ აღსრულებული სასწაულები
1.

პოლტავოს ეპარქიის მოძღვრის 1898 წლის ჩანაწერებში ვკითხულობთ: ჩემი მეუღლე ცხელებით ავად გახდა, რასაც კბილის ტკივილიც დაერთო. იგი შუა ოთახში იწვა, მე კი სამზარეულოში ხმამაღლა ვკითხულობდი წიგნს მამა სერაფიმეს ცხოვრებასა და მისი სასწაულებრივი კურნებების შესახებ. შემდეგ გადავწყვიტე, მელოცა და მეთხოვა მამა სერაფიმესათვის ჩემი ავადმყოფი მეუღლის განკურნება. სანამ ხატების ოთახში გავიდოდი, მივედი ჩემს მეუღლესთან, მივუტანე ტუჩებთან მამა სერაფიმეს სურათი, იგი ემთხვია. ამის შემდეგ ვილოცე და სამზარეულოში დავბრუნდი, ცოტა რომ მეჭამა. ჩემს ცოლს ჩასძინებოდა. 10-15 წუთის შემდეგ იგი ადგა და საჭმელი მოითხოვა. მანამდე ორი დღე-ღამე ვერაფერს ჭამდა. მან განაცხადა, რომ სავსებით ჯანმრთელია და არაფერი აწუხებს. მე ვუთხარი, რომ მამა სერაფიმეს უნდა უმადლოდეს გამოჯანმრთელებას და ორივემ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით საროვოში და სამადლოებელი ლოცვა გადაგვეხადა.

2.

1900 წელს მამა სერაფიმეს ლოცვებით აღრსულდა შემდეგი სასწაული. დივეევოს მონასტრის ახალგაზრდა მორჩილი, 22 წლის მარიამ მოროზოვა ავად გახდა. მისი დედა, მონაზონი სერაფიმა, მანამდე ამჩნევდა, რომ რაც არ უნდა ეთქვათ მარიამისთვის, იგი აუცილებლად საწინააღმდეგოს უპასუხებდა. მდგომარეობა თანდათან რთულდებოდა. დაეწყებოდა შეტევები, ადამიანებს ესხმოდა თავს და იმდენად დაუმორჩილებელი იყო, რომ რამდენიმე ადამიანი ძლივს აკავებდა. ბოლოს და ბოლოს ექიმმა იგი სულიერ ავადმყოფად გამოაცხადა და ურჩია დედებს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოეთავსებინათ. ქვემო ნოვგოროდში გამგზავრების წინ რჩევისათვის იღუმენიამ ნეტარ პრასკოვიასთან გაგზავნა დები მონასტერში. ნეტარმა უთხრა: წაიყვანეთ, დაავადება მაინც მასთან დარჩება, მე ფეხი მტკიოდა და მოხუცმა მიშველა. რომელმა მოხუცმა? ჰკითხეს დებმა. სერაფიმემ, რა თქმა უნდა, და მისმა წყარომ. იქ წაიყვანეთ. ავადმყოფი ქვემო ნოვგოროდის ნაცვლად საროვოში წაიყვანეს წყაროზე. წყაროზე სამი განბნვის შემდეგ იგი სავსებით განიკურნა.



პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 5 2007, 04:45 PM

მე ამ ბოლოდროინდელ სასწაულს მოგოთხრობთ სერაფიმე საროველის მიერ აღსრულებულს რომელიც ჩემდა გასაკვირად არ არის გაჟღერებული!ვისაც ეს შეემთხვა მინდა პირადად ვინახულო და მერე უფრო დაბეჯითებით მოგითხრობთ მაგრამ მანამდე გულმა არ მომითმინა:
მოკლედ,ქ.ქუთაისში წმ.გიორგის სახელობის ტაძრის ერთ-ერთ მრევლის წევრს ფეხზე წყლულები გაუჩნდა და ექიმები ვერა და ვერ ახერხებდნენ მის მორჩენას,ეს ქალბეტონი მიეცა ხანგრძლივ ლოცვას და რის ვაი-ვაგლახით ფეხზე მდგომი ცდილობდა ელოცა როგორც კი ტკივილები დაეწყებოდა,ჩაუქრობლად ანთებდა კანდელს სერაფიმე საროველის სახელზე და მის დაუჯდომელს კითხულობდა.ერთ დღესაც გადაწყვიტა მის ტაძარში წასულიყო და თეატრის გვერდზე ჩამოვიდა (ვინც იცის დასახელებული ტერიტორია მიხვდება) ჰოდა იქედან ფეხით აპირებდა მისვლას გადადგმულიც არ მქონდა ნაბიჯიო ჯიპს გაუჩერებია და უთხოვია მისთვის წმ.გიორგის ტაძარი აქ სადააო?ამ ქალმა უპასუხა მეც იქ მივდივარ შვილო აქვეაო და ჩაჯდა ჯიპში.ეს კაცი გაეცნო და მოუთხრო რომ რუსეთიდან ახალი ჩამოსულია თბილიოსელი და იგი ამ ტაძარში მლოცველ ქალს ეძებს რომელთანაც მალამო გამოატანეს.უფლება არ მაქვს მონაზვნების თხოვნა არ შევასრულო და ამიტომ პირადად ჩამოვედიო, საქრთველოში რომ ვბრუნდებოდი ამის გამო გამომატანესო,ვინ ქალიაო ამას უკითხავს და მის სახელს და გვარს არ ეუბნებაა,შოკში ჩავარდიო იხსენებდა ეს ქალი ამ კაცს თან დაუყოლებია გადაეცით რომ მისი თხოვნა შეისმინა წმ.სერაფიმემ და სულ მალე მორჩებაო.ტაძარი რა თქმა უნდა სერაფიმე საროველის სახელობის იყო და ეს კაცი მის მოსალოცად ბრძანდებოდა მონაზვნებს რომ უთხოვიათ საქართველოში ამა და ამ ქალაქში უნდა ჩაიტანოთ ეს მალამოო.როგორია? მე ვაპირებ ამ ქალთან გასაუბრებას და უფრო დაზუსტებით მერე მოგახსენებთ.

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Sep 5 2007, 04:52 PM

ციტატა
ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი

მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი.


ნაცნობი სიტუაციაა... მეც ყოველთვის მას ვთხოვ მეოხებას უფლის წინაშე.. .და დღემდე თვეში ერთხელ ვკითხულობ მის დაუჯდომელს... wink.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 5 2007, 04:54 PM

ანემზიანი არქიეპისკოპოსი ინოკენტი: „ღირსი სერაფიმეს სახით ჩვენ მოგვევლინა ჩვენი წმიდა და ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებელი, მსასოებელი და მეოხი ჩვენი, მოძღვარი, რომელსაც უნდა ვბაძავდეთ და რომელიც ამავე დრობით ფრთაშესხმულნი ჩვენ მაინც არ გამოვფხიზლდებით ცოდვის ძილისაგან და ჭეშმარიტების იმ გზას არ დავადგებით, რომლითაც იგი ამაღლდა ზეცად, ვერც ზენაარ მამულს დავიმკვიდრებთ მისი შეწევნით“.


P.S. უსაყვარლესი წმინდანია smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Sep 5 2007, 04:58 PM

N. R.
უი მე გერგეთის ექსკურსიაზე წავიკითხე მისი ცხოვრების მცირე ნაწილი დავით ივერიელის წიგნში და დათომ მარტო მისი სწავლებანი მაჩუქა , ის წიგნი ვერ წავართვი smile.gif მოხიბლული ვარ ამ წმინდანის ცხოვრებით smile.gif

პ.ს
ისე ყველა წმინდანი ძალიან უნდა გიყვარდეს smile.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 5 2007, 05:01 PM

საროველი სასწაულთმოქმედის, ღირსი მამა სერაფიმეს სახელი განთქმულია მთელს რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ იგი თითქმის ჩვენი თანამედროვეა, მას თაყვანს სცემენ საყოველთაოდ ცნობილი ძველი წმიდანების თანაბრად.

სერაფიმე საროველი დაიბადა 1759 წლის 19 ივლისს ქალაქ კურსკში, კეთილმორწმუნე და შეძლებული მშობლების - დიდვაჭარ ისიდორე მოშნინისა და მისი მეუღლის - აღათიას ოჯახში. მისი ნათლობის სახელი იყო პროხორი.


პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Sep 5 2007, 05:03 PM

ციტატა
რომ იგი თითქმის ჩვენი თანამედროვეა, მას თაყვანს სცემენ საყოველთაოდ ცნობილი ძველი წმიდანების თანაბრად.

ვერ მივხვდი sad.gif ჩვენ ხომ ყველა წმინდანს თანაბრად უნდა ვცეთ თაყვანი ?

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Sep 6 2007, 05:02 AM

მეც ძალიან მიყვარს ეს წმინდანი,შეგვეწიოს ყველას მისი ლოცვა.სხვათა შორის ჩემს სოფელში არის მისი სახელობის მონასტერი,რუსების მიერ 19-საუკუნეში აშენებული,ამჟამად ყოველკვირას ვერ სრულდება იქ წირვა-ლოცვა,რადგან მოსაწესრიგებელია საკურთხეველი და ბევრი სხვა რამ ,რასაც გარკვეული ფინანსები სჭირდება.ისე ვისაც სურვილი ექნება შეეწიოს ამ მონასტრის აღდგენას,დამიკავშირდით და მე დაგაკავშირებთ მოძღვართან ვინც ამ ეკლესიაში დრო და დრო აღავლენს ლოცვებს.ეს ეკლესია მდებარეობს ბოდბის ეპარქიაში,კერძოდ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში(კომუნისტების დროს ამ სოფელს ერქვა ჯაფარიძე,რასაც ახლაც ასე ეძახის უმრავლესობა.ხოლო სამრეკლო მისი ისტორიული სახელია).აქვე ვდებ სერაფიმ საროველისადმი სავედრებელ ლოცვას:
"სავედრებელი ლოცვა ღირსისა მამისა სერაფიმე საროველისადმი
ჰოი, დიდად სათნომყოფო უფლისა, ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო სერაფიმე! მოიხილე საყდრითა დიდებისათა ჩვენ უძლურთა და უღირსთა მრავალთა ცოდვათა გამო ტვირთმძიმეთა, შენისა ლოცვისა და ნუგეშინისცემისა მთხოვნელთა ზედა, შეგვიტკბე ჩვენ გულმოწყალებისა შენისათვის და შეგვეწიე, რაჲთა ქრისტეს მცნებანი უმანკოდ დავიცვად, სარწმუნოება მართლმადიდებლობისა მტკიცედ ვიპყრათ, სინანული ცოდვათა ჩვენთათვის უფალსა გულწრფელად მივართვათ და ღმრთისმსახურებასა შინა წარვემატებოდეთ, რაჲთა ღირსნი ვიქმნეთ ლოცვათა შენითა წინაშე ღმრთისა ჩვენთვის შეწირულისა.

ჰოი, წმიდაო ღმრთისაო, შეისმინე ჩვენი, შენდამი სიყვარულითა და სარწმუნოებითა ლოცვათა შემწირველთა და ნუ მომიძაგებ, ჩვენ, რომელნი ვითხოვთ შეწევნასა შენსა: აწ და ჟამსა აღსსრულებისასა შეგვეწიე ჩვენ და გარე შეგვზღუდე ლოცვითა შენითა მზაკვართა ეშმაკთა ზედა დასხმისაგან, რაჲთა არა გვეუფლნენ წინააღმდგომნი სულნი ბოროტნი, არამედ ღირს ვიქმნეთ მეოხებითა შენითა დამკვიდრებად სასუფეველსა ცათასა. შენზედა დაგვიძს სასოებაჲ ჩვენი მამაო მოწყალეო, გვექმენ ჩვენ მმართებლად გზასა ზედა ხსნისასა, რაჲთა წინამძღოლობითა შენითა მივიწივნეთ დაუღამებელსა ნათელისა საყდარსა ყოვლადწმიდისა სამებისასა, რომელსა ვუგალობთ და ვადიდებთ ყოველთა წმიდათა თანა, ყოვლად თაყვანისსაცემსა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჰოი უსაკვირველესო მამაო სერაფიმე, საროვოს დიდო სასწაულთმოქმედო, სწრაფლშემსმენო შენდა მოლტოლვილთაო! ჟამსა ამას სოფელში მოღვაწებისასა არავინ არს წარსულ შენგან უნუგეშოდ და სევდიან, არამედ ყოველთათვის საამო იყო ხილვა სახისა შენისა და კეთილ მითვალულ ხმა ბაგეთა შენთა, ნიჭი კურნებისა მჭვრეტელობისა, უმწეოთა სულთა წამლობისა უხვად არს შენში, ყოვლად ნეტარო, ოდეს უფალმა მოგიწოდა შენ, ღირსო მამაო სერაფიმე ზეციურ განსვენებისათვის, სიყვარული შენი არა დაუტევე ჩვენგან, არამედ აღურაცხელ არიან საკვირველებანი შენნი და ურიცხვ ვითარცა ვარსკვლავნი ცისანი, ღირსო მამაო, საკვირველმოქმედო სერაფიმე, სასოებით გიღაღადებთ: უწყნარესო და მშვიდო წმიდაო ღმრთისაო, უფლისადმი შემმართებელო მლოცველო, შენდა შევრდომილნი შეწევნასა შენსა ვითხოვთ: მიართვ მადლმოსილი ლოცვაჲ შენი ჩვენ ცოდვილთათვის უფალსა ყოვლისა მპყრობელსა, რაჲთა აცხოვნოს სულნი ჩვენნი, განამტკიცოს სამშობლო ჩვენი,მოგვანიჭოს ყოველი კეთილი ამა ცხოვრებასა შინა და უმჯობესი სულისა ჩვენისა, დაგვიფაროს ცოდვით დაცემისაგან და მოგვმადლოს ნიჭი ჭეშმარიტი სინანულისა, რაჲთა დაუბრკოლებლად მივიწივნეთ სამარადისოსა სასუფეველსა ცათასა, სადაცა დაუსრულებელ არს წარუვალი ნათელი დიდებისა მისისა და ჩვენცა ყოველთა წმიდათა თანა შევასხმიდეთ გალობასა, პატივსა და თაყვანისცემასა, ყოვლადწმიდასა ერთარსსა, ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა, საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.

ჩემი მობილურია:899-925-129 bye1.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 6 2007, 09:31 PM

მომწონს მისი ხატი, სამების ტაძარში რომ არის. ალექსი II ს ნაჩუქარი.
შეგვეწიოს smile.gif

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Sep 26 2007, 01:26 PM

შეგვეწიოს წმ. სერაფიმე საროველი, ძალიან მიყვარს ეს წმინდანი და უდუდესი ძალა აქვს მას,
http://imageshack.us

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 15 2008, 01:28 PM

დღეს სერაფიმ საროველის ხსენების დღეა, ყველას გილოცავთ

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Jan 15 2008, 05:23 PM

მეც გილოცავთ ყველას წმინდა სერაფიმ საროველის ხსენების დღეს!
დღეს ვემთხვიე წმინდა სერაფიმ საროველის ხატს, როგორც მომიყვეს წმ. გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიასთან ახლოს იყო ნაპოვნი თოვლში, გაყინული... ძველი ხატია. ზუსტად ვერ გეტყვით რომელი საუკუნისაა... მაგრამ ესეც რაღაც სასწაულია მაინც

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 16 2008, 10:19 PM

დღეს მაჩუქეს წმინდა სერაფიმს ხატი უბედნიერესი ვარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jan 16 2008, 10:19 PM

მიყვარს ეს წმინდანი smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 16 2008, 11:54 PM

მამა სერაფიმე 2kiss.gif

ყოველთვის მამით მივმართავ...

პოსტის ავტორი: ket_ketevani თარიღი: Jan 17 2008, 02:01 PM

გფარავდეთ მისი ლოცვა კურთხევა...

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 18 2008, 02:36 AM

ket_ketevani
a025.gif შენც smile.gif


ისე რა მაინტერესებს იცით ბევრ წმინდანს ხო მოუხდენია სასწაული ზოგს ბრმა გაუკურნია ზოგს რა ზოგს რა ილია 2 გაუკეთებია რამე სასწაული? smile.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 4 2008, 08:11 PM

წმინდა სერაფიმ საროველი ნამდვილად დიდი მადლის მქონეა,ყველას გვფარავდეს მისი მადლი smile.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Mar 9 2008, 07:36 PM

ციტატა(Маиа @ Jan 15 2008, 05:23 PM) *

მეც გილოცავთ ყველას წმინდა სერაფიმ საროველის ხსენების დღეს!
დღეს ვემთხვიე წმინდა სერაფიმ საროველის ხატს, როგორც მომიყვეს წმ. გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიასთან ახლოს იყო ნაპოვნი თოვლში, გაყინული... ძველი ხატია. ზუსტად ვერ გეტყვით რომელი საუკუნისაა... მაგრამ ესეც რაღაც სასწაულია მაინც



შეგიძლია უფრო ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდო? unsure.gif




ნათ, 19 ივლისი ძველი სტილითაა, სინამდვილეში 1 აგვისტოსაა დაბადებული smile.gif

პოსტის ავტორი: maia-maia თარიღი: Mar 10 2008, 03:53 PM

წმინდა სერაფიმე მართლაც რომ ძალიან დიდი ძალის მქონე წმინდანია. მის ხატს რომ ვუყურებ ყოველთვის სიმშვიდეს მგვრის. smile.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Mar 11 2008, 04:55 AM

smile.gif ყველას გეწოდეთ ,განსაკუთრებით ამ მარხვაში, გაგვაძლიეროს და გვფარავდეს!

პოსტის ავტორი: lelio თარიღი: Mar 14 2008, 11:16 PM

იცით რა საოცარი შეგრძნებაა როცა პირველად მარხულობთ! ყოველტვის მინდოდა დამეცვა მარხვა და ვერასდროს ვერ ვიცავდი და დადგა დრო როცა ჩემი ცხოვრების მანძილზე პირველად ვმარხულო და ძალიან ბედნირ ადამიანად ვგრძნიბ თავს....

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Mar 16 2008, 12:36 AM

ციტატა
იცით რა საოცარი შეგრძნებაა როცა პირველად მარხულობთ! ყოველტვის მინდოდა დამეცვა მარხვა და ვერასდროს ვერ ვიცავდი და დადგა დრო როცა ჩემი ცხოვრების მანძილზე პირველად ვმარხულო და ძალიან ბედნირ ადამიანად ვგრძნიბ თავს....


წმინდა სერაფიმს ლოცვით შეგეწიოს უფალი smile.gif მარხვა სინანულისა და აღდგომა სხარულისა გაგითენოს smile.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Mar 22 2008, 11:40 PM

''მეორედ მოსვლის დროს ღმერთი მკვდრეთით აღადგენს სერაფიმე საროველს და იგი დიდხანს იცოცხლებს''.....ანუ იგი ძალიან დიდი მადლის მქონეა და უნდა ვევედროთ მას.

მის თბილ თვალებს როცა შეხედავ,აუცილებლად სიკეთისკენ მოგიბრუნდება გული.ძალიან მიყვარს ეს წმინდანი

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Apr 1 2008, 08:12 AM

ket_ketevani
ქეთ გთხოვ რა იქნებ სხვა სერვერზე ატვირთო ხატები, არანაირად არ მიცჰვენებს უკვე რამდენი ხანია. მადლობა წინასწარ smile.gif

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Apr 2 2008, 02:54 PM

საროველი სასწაულთმოქმედის, ღირსი მამა სერაფიმეს სახელი განთქმულია მთელს რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ იგი თითქმის ჩვენი თანამედროვეა, მას თაყვანს სცემენ საყოველთაოდ ცნობილი ძველი წმიდანების თანაბრად.

სერაფიმე საროველი დაიბადა 1759 წლის 19 ივლისს ქალაქ კურსკში, კეთილმორწმუნე და შეძლებული მშობლების - დიდვაჭარ ისიდორე მოშნინისა და მისი მეუღლის - აღათიას ოჯახში. მისი ნათლობის სახელი იყო პროხორი.
პროხორი სამი წლის იყო, როდესაც მამამისი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ისიდორე მოშნინმა გადაწყვიტა აეგო ტაძარი ღირსი მამა სერგის სახელზე. ქმრის გარდაცვალების შემედეგ სერაფიმეს დედამ - აღათიამ განაგრძო ეს საქმე და ბოლომდე მიიყვანა ტაძრის მშენებლობა. ერთხელ, როდესაც შვიდი წლის პროხორი დედასთან ერთად მშენებლობას ათვალიერებდა, ის დაუმთავრებელი სამრეკლოდან ძირს გადმოვარდა. გულგახეთქილი დედა სამრეკლოდან სირბილით ძირს დაეშვა - ეგონა ბავშვი სასიკვდილოდ დაშავდებოდა, მაგრამ საღ-სალამათი და უვნებელი შვილის დანახვაზე მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს შემთხვევა აღათიას უფლის განსაკუთრებულ წყალობად ენიშნა.
ათი წლის პროხორს მძიმე სნება შეეყარა. ბავშვი სასიკვდილოდ იყო განწირული. ამ სასოწაკრვეთილების ჟამს ყმაწვილს ძილში გამოეცხადა ღვთისმშობელი და განკურნება უწინასწარმეტყველა. მალე ქალაქში ლიტანიობა მოეწყო - ღვთისმშობლის ხატს მოასვენებდნენ სწორედ იმ ქუჩაზე, სადაც მოშნინები ცხოვრობდნენ. წვიმდა და გზის შესამოკლებლად პროცესიამ მოშნინების ეზოში შეუხვია. პროხორის დედამ სწრაფად დასტაცა ბავშვს ხელი და ხატთან მიიყვანა. ხატი ბავშვის თავზე გადაატარეს; იმ დღიდან ბავშვმა მოიხედა და მალე სრულიად გამოკეთდა.
პროხორი კარგად სწავლობდა და საღვთისმეტყველო წიგნების კითხვა უყვარდა. უქმე დღეებში თანატოლებს ხმამაღლა უკითხავდა სულის სამოძღვრებო წიგნებს, მაგრამ განმარტოება ყველაფერს ერჩივნა. იმხანად იგი დაუახლოვდა ერთ სალოსს, ვისაც კურსკში ყველა პატივს სცემდა. ამ კაცმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა.
დედა გრძნობდა შვილის განწყობილებას. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ნათელი ხდებოდა მისთვის, თუ როგორ ცხოვრებას ირჩევდა მისი ვაჟი. როდესაც პროხორმა მონასტერზე ჩამოაგდო სიტყვა, დედას წინააღმდეგობა არ გაუწევია. რამდენიმე კურსკელმა მოქალაქემ გადაწყვიტა პროხორთან ერთად ერს გასცლოდა. ჩვიდმეტი წლის პროხორმა დედას კურხევა გამოსთხოვა და დაემშვიდობა.
სავანეში გამგზავრებამდე პროხორი ეახლა რუსეთის ბერ-მონაზონთა მთავრებს - ღირს ანტონს და კიევ-პეჩორელ თეოდოსის; კიტაევოს (კიევის მახლობლად მდებარეობს) უდაბნოს განდეგილი ბერის - დოსითეოზისგანაც აიღო კურთხევა სავანეში დასაყუდებლად. დოსითეოზმა პროხორს უთხრა: „ღმერთის შვილი ყოფილხარ... საროვოს მონასტერში გაემგზავრე, სულის ხსნას თუ ეძებ. შენი მიწიერი გზა იქ დაასრულე. საროვოში ჰპოვებ სულიწმიდას - ყველა სათნოებათა საუნჯეს, რომელიც შენს სულს სიწმიდისკენ წარუძღვება“. მოიარა პროხორმა ეს სავანე და კურსკში დაბრუნდა, სადაც რამდენიმე ხანი დაჰყო დედისეულ სახლში, შემდეგ კი გამოეთხოვა მშობლიურ მიწა-წყალს.
1778 წლის 20 ნოემბერს ცხრამეტი წლის პროხორ მოშნინი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების წინა დღეს, საღამოჟამს, საროვოში ჩამოვიდა. საროვო ერთი ნახვით შეუყვარდა. ღამისთევის ლოცვაზე რომ იდგა და საროვოს მწყობრი და დარბაისლური ღვთისმსახურებით ტკბებოდა, პროხორი ჭეშმარიტად მიწიერ ანგელოზთა შორის იგულვებდა თავს. მან იპოვა ის, რაზეც ოცნებობდა - მყუდრო მონასტრული ცხოვრება. წინამძღვარმა პახუმმა ალერსიანად მიიღო ჭაბუკი პროხორი და ისიც მაშინვე შეუდგა ღვაწლს - განუწყვეტელი ლოცვით ბეჯითად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა მორჩილებას: წირვაზე პირველი მოდიოდა და ვიდრე ღვთისმსახურება არ აღესრულებოდა, ფეხმოუცვლელად იდგა ტაძარში. სენაკშიც სულ ერთთავად სამოძღვრებო წიგნებს კითხულობდა, განსაკუთრებით უყვარდა სახარება, საქმე მოციქულთა, დავითნი და წმიდა მამების წერილები. ერთთავად ფხიზლობდა და მძიმე მარხვა განიწესა. მაგრამ ამასაც არ დასჯერდა: მის ღვთისმოყვარე სულს სწყუროდა სრული განმარტოება უდაბნოში, სადაც სულ ილოცებდა და უფლის ჭვრეტას არავინ დაუშლიდა. და აი, ღვთის რჩეულმა ბერებს კურთხევა გამოსთხოვა, რათა მორჩილების საათის შემდეგ ტყეში განმარტოებულიყო. თავდაჭერილი ქცევით პროხორმა მალე მიიპყრო ბერ-მონაზონთა დასის ყურადღება და ღვაწლით მრავალს აოცებდა.
პროხორს მძიმე სნება შეეყარა. ბერებმა მკურნალობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა და ღვთის გულმოწყალებას მიენდო. პროხორის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ღვთისმშობელი გამოეცხადა და განკურნა. მალე ის სენაკი, სადაც ეს გასაოცარი ხილვა მოხდა, დაანგრიეს, იმ ადგილზე საავადმყოფოს კორპუსი ააგეს და ტაძრითავ შეამკეს. მშენებლობისათვის ფულის შეგროვება პროხორს დაევალა - მან მოიარა საროვოს მომიჯნავე ქალაქები, კურსკიც მოინახულა, სადაც ცხარე ცრემლებით ილოცა დედის საფლავზე; ძმამ საკმაოდ დიდი თანხა შესწირა ტაძრის ასაგებად.
1786 წლის 13 აგვისტოს 28 წლის პროხორი ბერად აღიკვეცა და სახელად ეწოდა სერაფიმე (ცეცხლის სადაგი)... 1787 წლის დეკემბერში ღირსი სერაფიმე მთავარდიაკვნად აკურთხეს. ამ დღიდან მოყოლებული ექვსი წლის მანძილზე იგი თითქმის უწყვეტლივ აღავლენდა მსახურებას. ღმერთი აძლევდა ძალას - დაუღალავად იღწვოდა, ჭამა-სმა არ ახსოვდა და ეკლესიიდან გასვლა უჭირდა. სერაფიმემ ბერებს უამბო შემდეგი:
„ერთხელ წირვის დროს, დიდ ხუთშაბათს, აღსავლის კარით რომ შევედი საკურთხეველში და წარმოვთქვი „უკუნითი უკუნისამდე“, უეცრად აღმობრწყინდა ნათელი, რომელშიც ვიხილე უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე, გაბრწყინებული, მზეზე უფრო ელვარე, გარემოცული გამოუთქმელი შუქით და გარშემორტყმული ანგელოზებით, მთავარანგელოზებით, ქერუბიმებითა და სერაბიმებით. ის ჰაერში მოდიოდა ტაძრის შესასვლელიდან ვიდრე საკურთხევლადმე. მერე აღაპყრნა ხელნი თვისნი, საკურთხევლის წინ შეჩერდა და აკურთხა მსახურნი და ყველა მლოცველი. შემდეგ კი აღსავლის კართან დაკიდებულ ხატში ჩაესვენა. მაშინ ჩემმა გულმა განიხარა ამ ნათლით და უფლის სიყვარულის სიტკბოებით“.
ამ ხილვის შემდეგ მამა სერაფიმეს წამიერად შეეცვალა იერი - ადგილზე გაშეშდა და სიტყვით თქმა ვეღარ შეძლო. მთავარდიაკვანი ხელით შეიყვანეს საკურთხეველში, სადაც დაახლოებით ორი საათი გაუნძრევლად იდგა. სახე წამისწამ ეცვლებოდა - ხან მიტკლისფერი დაედებოდა, ხან სიწითლე გადაჰკრავდა. ხშირად მამა სერაფიმე უდაბნოში მიდიოდა და ღამეს ლოცვებში ატარებდა, დილით კი კვლავ სავანეში ბრუნდებოდა.
1793 წლის 2 სექტემბერს მამა სერაფიმე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და ამ დღიდან მოკიდებული ყოველდღე ეზიარებოდა წმიდა საიდუმლოს. ღვთის სიყვარულით ანთებული, ნიადაგ განდეგილობას ეშურებოდა, რათა თანაცხოვრების ტვირთი განმარტოებით აერიდებინა. და აი, ოცდათხუთმეტი წლისამ დატოვა სავანე და საცხოვრებლად გადავიდა ღარიბულ ხის ქოხში, რომელ???დგა სავანიდან ხუთი ვერსის მოშორებით. აქ მამა სერაფიმემ ბოსტანი და სკა გააშენა. უდაბნოში ის გამუდმებით ლოცულობდა და ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებდა. უბრალოდ და ღარიბულად ეცვა. თეთრ კაბაზე ეკიდა სპილენძის ჯვარი, რომლითაც დედამ აკურთხა სახლიდან წამოსვლისას. მხარზე გადაკიდებული აბგით მამა სერაფიმეს ყველგან თან დაჰქონდა და გამუდმებით კითხულობდა სახარებას, რათა ქრისტეს მძიმე ტვირთი არ დავიწყებოდა. ფიზიკური გარჯა ღრმა სიმშვიდით აღავსებდა და ასეთ დროს საგალობელს წამოიწყებდა ხოლმე, საგალობელი კი ბევრი იცოდა. ღირსი სერაფიმე ყველაზე მკაცრ, უძველეს მეუდაბნოეთა მსგავსად აღასრულებდა ბერისათვის განწესებულ ლოცვის კანონებს. იგი მარხულობითაც გამოირჩეოდა - საოცრად ბევრს მარხულობდა.
თავდაპირველად ხმელა პურით იკვებებოდა - კვირაობით მონასტერში წირვაზე რომ მივიდოდა, ერთი კვირის სამყოფ პურს წამოიღებდა იქიდან. ბერის ისედაც მცირე ულუფას მამა სერაფიმე ხშირად უზიარებდა ჩიტებს და ტყიურ ნადირს, რომლებიც მის ქოხს არ შორდებოდნენ. შემდეგ კი პურიც აიკვეთა და მხოლოდ თავისი ხელით მოწეული ბოსტნეულით - კარტოფილით, ჭარხლითა და ხახვით - იკვებებოდა. ონ-ნახევარი წლის განმავლობაში მას მოხარშული კეჟერა კომბოსტოს მეტი არაფერი უჭამია. ამ ღვაწლს ღირსი სერაფიმე სიკვდილამდე არავის უმხელდა.
ზოგიერთი ძმა შეეცადა მისი მაგალითი გაეზიარებინა, მაგრამ ასეთ მკაცრ ცხოვრებას ვერც ერთმა ვერ გაუძლო და წმიდა სერაფიმემ ღვთის წინაშე მარტომ აღასრულა ეს უმაგალითო ღვაწლი. ათასგვარი განსაცდელი შეემთხვა მას უდაბნოში, მაგრამ სულით არ დაეცა. კაცთა დახსნის მტერი - ეშმაკი, რაკი დარწმუნდა, რომ მას არ ძალედვა ამ მხურვალე მოსაგრის უდაბნოსგან განშორება, ბოროტი ხალხი გამოიყენა თავის იარაღად. ერთხელ, როდესაც ღირსი სერაფიმე ტყეში შეშას აპობდა, მასთან მივიდა სამი უცნობი გლეხი და უტიფრად მოსთხოვა ფული. წმიდანი ეუბნებოდა მათ: „ფულს არავისგან ვიღებ“-ო. პირველი გლეხი, რომელიც მას თავს დაესხა, დაეცა, დანარჩენებიც შეშინდნენ. წმიდა სერაფიმე ძალიან ღონიერი იყო და ცულიც თან ჰქონდა, მაგრამ მას ახსოვდა მაცხოვრის სიტყვები: „ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდნენ“. მან ცული დაუშვა, ხელები ჯვარედინად გადაიწყო მკერდზე და თქვა: „რაც გინდათ, ის მიყავით“. მაშინ ცულის ყუა თავში ჩასცხეს. პირიდან და ყურებიდან სისხლი წასკდა ბერს და ცოცხალმკვდარი ძირს დაეცა. ყაჩაღებმა სენაკისკენ წაათრიეს, ფეხებით შედგნენ, გათოკეს, და რაკი მკვდარი ეგონათ, სენაკში შეცვივდნენ ფულის წასაღებად. მაგრამ იქ მხოლოდ ხატი და რამდენიმე კარტოფილი იპოვეს; ბოროტმოქმედნი შიშმა აიტანა და გაიქცნენ.
ღირსი სერაფიმე გონებაზე მოვიდა, გაჭირვებით გაითავისუფლა თავი, ღმერთს მადლი შესწირა, რომ უდანაშაულოდ ევნო და ილოცა, რათა ღმერთს მიეტევებინა მძარცველებისათვის. დილით ძლივს მილასლასდა სავანემდე - საშინლად გამოიყურებოდა: ტანსაცმელშემოფლეთილი, სისხლში მოსვრილი, ჭრილობებზე სისხლი მიხმობოდა. ექიმებმა ნახეს, რომ თავი გატეხილი ჰქონდა, ნეკნები ჩალეწილი, მკერდი დათეთქვილი, სხეულზე რამდენიმე ადგილას სასიკვდილო ჭრილობდა ჰქონდა მიყენებული და გაოცდნენ, ცოცხალი რომ გადარჩა. ვიდრე ისინი ლათინურ ენაზე ბჭობდნენ, მამა სერაფიმეს ჩაეძინა და იხილა გამოცხადება:
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მოსილი შარავანდედით, მოციქულების - იოანე ღვთისმეტყველის და პეტრეს თანხლებით, მიუახლოვდა მის სარეცელს და წარმოსთქვა ექიმების მისამართით: „რისთვის ირჯებით?“ შემდეგ ბერს შეხედა და თქვა:
„აჰა, ნათესავი ჩემი!“ - ეს სიტყვები მხოლოდ ბერმა გაიგონა.
როცა გაიღვიძა, მამა სერაფიმემ უარი განაცხადა მკურნალობაზე, იმავე დღეს მომჯობინდა და ფეხზე დადგა. ხუთი თვე მაინც დარჩა სავანეში, ვიდრე სრულიად არ გამოჯანმრთელდა, შემდეგ კი უდაბნოში დაბრუნდა, რათა უწინდებურად გაეგრძელებინა თავისი სულიერი ღვაწლი.
მძარცველები ამხილეს, მაგრამ მამა სერაფიმემ საროვოს განმგებელ მემამულეს განუცხადა, რომ სამუდამოდ გადაიხვეწებოდა საროვოდან, გლეხებს თუ დასჯიდნენ. ბერის თხოვნით ბოროტმოქმედნი შეიწყალეს, მაგრამ მალე ხანძარმა გადაწვა მათი სახლები; მათ მოინანიეს და მამა სერაფიმეს ეახლნენ.
ხალხში ხმა გავარდა ღირსი მამა სერაფიმეს მკაცრი ცხოვრების შესახებ. მრავალნი მოდიოდნენ მასთან რჩევა-დარიგების მისაღებად, მაგრამ მას განმარტოება უყვარდა და მნახველებს გაურბოდა. განსაკუთრებით იმათ ერიდებოდა, ვინც ცნობისმოყვარეობის გამო მოდიოდნენ. მაგრამ თუკი ვინმეს მართლაც უჭირდა სულიერად, არასოდეს გააწბილებდა. ზოგჯერ მეზობელი მოუდაბნოე ბერები ალექსანდრე და მარკოზი თავს წამოადგებოდნენ წმიდა სერაფიმეს, რომელიც უფლის ჭვრეტით ისე იყო გართული, რომ მათ ვერც კი ამჩნევდა და ისინიც უხმოდ გაეცლებოდნენ. ღირსი სერაფიმე ტყეში ვინმეს თუ გადაეყრებოდა, მოკრძალებით მიესალმებოდა და წავიდოდა თავისი გზით. ხშირად უთქვამს: „დუმილი სანანებლად არავის დარჩენიაო“.
ღირსმა მამა სერაფიმემ ისეთ სულიერ სიმშვიდეს მიაღწია, რომ მის დანახვაზე ტყის ნადირიც კი მოწიწებით იმსჭვალებოდა. სავანის სტუმრებს ხშირად უნახავთ მამა სერაფიმეს გვერდით უზარმაზარი დათვი, რომელსაც ის საკუთარი ხელით აჭმევდა. დათვი თურმე ზოგჯერ ტყეში მიდიოდა, შემდეგ კი კვლავ უკან ბრუნდებოდა. ბერი ხან საკუთარი ხელით აჭმევდა მას, ხანაც თავის სტუმრებს სთხოვდა დათვი დაეპურებინათ. ასეთ დროს წმიდა სერაფიმე აღვსილი იყო ნეტარებით და სახე ანგელოზივით უბრწყინავდა. მნახველები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ ბერის სიცოცხლეში ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ.
ხედავდა რა მოსაგრის ამ დიად ცხოვრებას, კაცთა დახსნის უძველესი მტერი გამძვინვარებული შეიარაღდა მის წინააღმდეგ და სასტიკი განსაცდელები დაატეხა თავს. ერთხელ ღირსმა სერაფიმემ სენაკის კედლებს მიღმა გაიგონა მხეცის ღრიალი, შემდეგ კი მოეჩვენა, თითქოს ხალხის ბრბო კარს მოაწვა და შემოვარდნას ლამობდა. კარის წირთხლი ამოვარდა და ხის უზამაზარი მორი მლოცველი ბერის ფერხთით დაეცა. მეორე დღეს ეს მორი რვა კაცმა ძლივს გაათრია ქოხიდან. ზოგჯერ მამა სერაფიმეს ეჩვენებოდა, რომ ქოხი ოთხივე კუთხით იშლება და საშინელი მხეცები ველური ღრიანცელით თავს ესხმიან. ერთხელ ღირსი სერაფიმე უხილავმა ძალამ ჰაერში აიტაცა და რამდენჯერმე დიდი ძალით დაანარცხა იატაკს. მფარველი ანგელოზის შეწევნით ის მაინც გადარჩა და ძვალიც არ დაჟეჟვია. ერთმა ერისკაცმა გულუბრყვილოდ ჰკითხა მას: „მამაო, ავი სულები თუ გინახავს?“ მამა სერაფიმემ ღიმილით მიუგო: „ისინი ბილწნი არიან სახილველადაც - როგორც ნათლითმოსილ ანგელოზს ვერ გაუსწორებს თვალს ცოდვილი ადამიანი, ასევე ეშმაკის ხილვა შეგაძრწუნებს, რადგან ბილწია სახილველად“. ყველა ხილვას და ცდუნებას ბერი პირჯვრის გადასახვით ამარცხებდა. ორჯერ აირჩიეს ღირსი სერაფიმე მონასტრის იღუმენად და არქმიანდრიტად, მაგრამ ბერმა ეს პატივი აირიდა. რაკი დარწმუნდა მის სიმდაბლეში, კაცთა მოდგმის მტერმა ახალი უბედურება, საშინელი საცთური დაატეხა თავს - უჩინარი ბრძოლა. ეს მართლაც უსაშინლესი იყო ყველა უბედურებათაგან... ძალიან უმძიმდა მამა სერაფიმეს, მაგრამ ღვთის და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შეწევნით ამ საცთურსაც სძლია.
ღირსი მამა სერაფიმე, თუმცა ხორციელი იყო და მიწაზე ცხოვრობდა, დიდ სულიერ სიმტკიცეს ფლობდა და მიწიერი ხუნდებით არ იყო შებორკილი. ფიქრით და გონებით ის ზეციურ სავანეებს დასტრიალებდა. ბერი დღითი დღე ძლიერდებოდა, ნიადაგ ახალი ღვაწლით ამარცხებდა მტერს და ბოლოს ისეთ ხარისხში ამაღლდა, როგორსაც რჩეულთა შორის ურჩეულეს მოსაგრეთა ძალზე მცირე ნაწილმა თუ მიაღწია ქრისტიანული ეკლესიის მთელი არსებობის მანძილზე.
სამი წელი მამა სერაფიმემ სრულ მდუმარებაში განვლო, ისე რომ ერთხელაც არავისთვის გაუცია ხმა. სვიმეონ მესვეტის მიბაძვით მამა სერაფიმე ათასი დღე და ათასი ღამე იდგა ქვაზე. ასეთი ქვა ორი იყო: ერთი მის სენაკში, მეორე კი - უსიერ ფიჭვნარში. მოსაგრე დილიდან საღამომდე სენაკის ქვაზე იდგა და მხოლოდ საჭმლის მისაღებად თუ გადმოვიდოდა. მზის ჩასვლის შემდეგ კი ტყეში მდებარე ქვაზე გადაინაცვლებდა. გათენებამდე ამ ქვაზე იდგა ცისკენ ხელაპყრობილი და მეზვერის სიტყვებით ევედრებოდა ღმერთს: „ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა ამას!“ ღვთის მადლით გაძლიერებული, იგი მხნედ იტანდა ზამთრის ყინვას, შემოდგომის წვიმას, ზაფხულის ხვატს, კოღო-ბუზების შემოსევას და ცისქვეშეთში დაბუდებული ბოროტი ძალების უსასრულო იერიშებს. ღირსი მამა სერაფიმე ამ ღვაწლს საიდუმლოდ აღასრულებდა და არავინ არაფერი იცოდა ამის შესახებ, ვიდრე თვითონ არ გაუმხილა რამდენიმე ძმას; ხოლო ისინი განცვიფრდნენ და აღიარეს, რომ წმიდა სერაფიმეს ღვაწლი ადამიანურ ძალ-ღონეს აღემატებოდა.
ღირსმა სერაფიმემ მოსაგრეობის მძიმე გზა განვლო და ბევრი სულიერი გმირობა ჩაიდინა, რითაც საშინლად ავნო საკუთარ სხეულს. ფეხები ლამის წაერთვა და დღესასწაულზე მონასტერში ვეღარ მიდიოდა ზიარების მისაღებად. ამიტომ თექვსმეტი წლის განდეგილობის შემდეგ სამუდამოდ გამოეთხოვა თავის უდაბნოს და 1810 წლის 8 მაისს მონასტერში დაბრუნდა.
ღირსი მამა სერაფიმე ჩვიდმეტი წელი იყო დაყუდებული ამ მონასტერში და გარეთ არ გამოდიოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მან დაარღვია ეს განმარტოება. პირველი ხუთი წელი თვალი არავის შეუვლია მისთვის, თვით იმ ბერსაც კი არ უნახავს, ვისაც წმიდა სერაფიმესთან ღარიბული სადილი მიჰქონდა ხოლმე. ხშირად ბერს უკანვე მოჰქონდა ხელუხლებელი საკვები.
ღირსი სერაფიმეს სენაკში ღვთისმშობლის ხატის გარდა არაფერი იყო. ხატის წინ ჩაუქრობლად ენთო კანდელი, ღუმელთან შეშის გროვა ეწყო (თუმცა იგი ღუმელს არასოდეს ანთებდა) და ხის კუნძი, რომელიც მას სკამის მაგივრობას უწევდა. წინკარში შეუღებავი მუხის კუბო იდგა. მოხუცი სანთლებს ანთებდა კუბოს ირგვლივ და ლოცულობდა. ასე ემზადებოდა საწუთროდან მარადისობაში გადასასვლელად. თუ ვინმეს შემთხვევით შეუცდებოდა ფეხი მის სენაკში, დაინახავდა, რომ მამა სერაფიმე მოკრძალებით აღავლენდა ლოცვას, ან ჩუმად კითხულობდა ფსალმუნს და სახარებას. კითხვაზე კი პასუხს არავინ აძლევდა.
ერთხელ საროვოს უდაბნოს ეპისკოპოსი იონა მონასტერს ეწვია და წმიდა სერაფიმეს ნახვა ისურვა, მაგრამ წმიდა სერაფიმემ არც ეპისკოპოსისთვის დაარღვია მდუმარება.
მარტო უფალმა უწყის, თუ როგორი იყო განდეგილობაში მამა სერაფიმეს შინაგანი ცხოვრება, რადგან იგი ამას საგულდაგულოდ უმალავდა ხალხს. წამითაც არ განიშორებდა იესოს ლოცვას - ეს ლოცვა მისი გულის განუყრელი თანამგზავრი იყო. მაგრამ ჭეშმარიტი ნეტარება მისთვის მაინც წმიდა სახარების კითხვა იყო. ორშაბათს ის მათეს სახარებას კითხულობდა, სამშაბათს - მარკოზის სახარებას, ოთხშაბათს - ლუკას, ხუთშაბათს - იოანეს; კვირის დანარჩენ დღეებში კი მისი საკითხავი მოციქულთა საქმენი და ეპისტოლენი იყო.
ათი წლის მდუმარებისა და განმარტოების შემდეგ, უდაბნოში ცხოვრების გამოცდილებით გამდიდრებულმა და გონება-გასხივოსნებულმა, მადლის მოზღვავებით შთაგონებულმა მოსაგრემ კვლავ განიხვნა ბაგენი. ღირსი მამა სერაფიმე შეუდგა ღვაწლს იმ ურიცხვ სულთა გადასარჩენად, რომლებსაც ცხოველმყოფელი, მადლიანი სიტყვა ენატრებოდათ. მაგრამ ეს ახალი ღვაწლი ბერმა საკუთარი გონების კარნახით, თვითნებურად როდი იტვირთა.
მას გამოეცხადა ღვთისმშობელი, ღირსი მეუდაბნოის ონოფრე დიდის და პეტრე ათონელის თანხლებით და უბრძანა მიეღო მნახველები, რათა რჩევა დარიგება მიეცა მათთვის. იმ დღიდან მოკიდებული, წირვის შემდეგ თეთრ კაბასა და ოლარში გამოწყობილი ბერი, სამკლაურებით და ნახევარმანტიით შემოსილი, საღამოს რვა საათამდე იღებდა სტუმრებს თავის სენაკში. ღირსი სერაფიმეს მრევლი სწრაფად იზრდებოდა, ბერს წამითაც არ ჰქონდა მოსვენება. საუფლო დღესასწაულებზე ხუთი ათასზე მეტი მნახველი მოდიოდა. მაგრამ ბერი ლოცვა-კურთხევით ისტუმრებდა ყველას და ღვთივშთაგონებულ სულის საკურნებელ რჩევა-დარიგებას არავის აკლებდა. საუბრის დროს ბერს უწყინარი და ალერსიანი კილო ჰქონდა, რაც ფრიად ატკბობდა მსმენელის ყურს, თანაც ეს კილო საოცრად შეესაბამებოდა თითოეული სტუმრის შინაგან განწყობილებას. ღირსი სერაფიმე ღრმა თავაზით ეპყრობოდა ყველას. გამონაკლისს ისინი წარმოადგენდნენ, ვინც ღვთისმოსაობას ნიღბად იყენებდნენ, სინამდვილეში კი აღვსილნი იყვნენ ყოველგვარი ცბიერებით. ასეთებს იგი მრისხანედ იშორებდა თავიდან.
მაგრამ თუკი რომელიმე მნახველს ჭეშმარიტ ქრისტიანულ ზრახვას და ღვთის მხურვალე რწმენას შენიშნავდა, სიხარულით შეიწყნარებდა და სამღვდელო წესით აღასრულებდა მასზე სინანულის საიდუმლოს. თავზე ოლარის კიდეს გადააფარებდა, მარჯვენა ხელს დაადებდა და უბრძანებდა, რომ მის კვალდაკვალ გაემეორებინა სიტყვები - „გცოდე, უფალო, გცოდე“, და ასე შემდეგ. მერე პირჯვარს გადასახავდა, ანტიდორს ან ნაკურთხ პურს მისცემდა და ნაკურთხ წყალს დაალევინებდა, კანდელის ზეთს შუბლზე სცხებდა, ეამბორებოდა და ეტყოდა: „ქრისტე აღსდგა!“ შემდეგ ანიშნებდა, რომ ღვთისმშობლის ხატს და მის გულზე დაკიდებულ ჯვარს მთხვეოდნენ. ბოლოს სულის საკურნებელ რჩევას მისცემდა.
განსაკუთრებით ამას ჩააგონებდა ყველას: განუწყვეტლივ ემეორებინათ გულში იესოს ლოცვა „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ - „ამ ლოცვაში ჩააქსოვე მთელი შენი ცოდნა და გულისხმიერება“-ო, - დასძენდა სასოებით. წმიდა სერაფიმე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იესოს ლოცვას და აუცილებლად მიაჩნდა ის ყველა ქრისტიანისთვის.
ღირს სერაფიმეს უყვარდა წმინდანთა ცხოვრების მოყოლა. ისე ნათლად და სულისშემძვრელად აღწერდა ხოლმე მათი ცხოვრების ეპიზოდებს, ისე საამოდ, ისეთი ზარ-ზეიმით გადმოსცემდა მათ ზეციურ მშვენებას და ნეტარ ყოფას, რომ მსმენელებში მხურვალე აღტაცების და ღრმა სიხარულის განცდას იწვევდა.
ღირსი სერაფიმე ყველას ურჩევდა, მტკიცედ დაეცვათ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატები. მას ხშირად მოჰყავდა ნეტარი მარკოზ ეფესელის მაგალითი, რომელმაც ფლორენციის საეკლესიო კრებაზე ურყევად დაიცვა აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიის სარწმუნოება. თავადაც საგულდაგულოდ განუმარტავდა მორწმუნეებს მართლმადიდებლობის საფუძვლებს, დაწვრილებით უამბობდა მრევლს მართლმადიდებლობის არსზე და დასძენდა: „ეს არის ერთადერთი წმიდა და ჭეშმარიტი ქრისტიანული მოძღვრება“-ო. ღირსი სერაფიმე ასწავლიდა თუ როგორ უნდა დაეცვათ სარწმუნოება. ძალიან უყვარდა რუსეთის ეკლესიის წმიდანები, განსაკუთრებით კი - ღირსი სერგი რადონეჟელი. რუსი წმიდანების ცხოვრება მისაბაძად მიაჩნდა მათთვის, ვინც სულის სახსნელ გზას შეუდგებოდა. ღირსი სერაფიმეს საამური ქადაგებები მართლმადიდებლობის სიყვარულით იყო განმსჭვალული.
იმ დროს მამა სერაფიმეს უკვე მთელს რუსეთში იცნობდნენ, შორს გავარდა ხმა მისი ღვთისმოსაობის შესახებ და მისი თანამედროვე ქრისტიანი მოსაგრენი მას „მთაზე აღმართულ ქალაქად“ მიიჩნევდნენ.
განგებამ ღირს სერაფიმეს მიჰმადლა უაღესად შორსმჭვრეტელი გონება. აქ მოკლედ არის აღწერილი მისი ცხოვრება და გამოტოვებულია ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც შეტანილია მამა სერაფიმეს ვრცელ „ცხოვრებაში“. მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა აზრის იყო ღირსი სერაფიმე საკუთარ შორსმჭვრეტელობაზე.
ერთხელ ერთმა მეუდაბნოემ ჰკითხა ბერს: „რისგან არის, ყველას ჭკუას რომ ასწავლი?“ რაზეც ბერმა მიუგო: „მე მივდევ ეკლესიის მოძღვრებას, რომელიც საგალობელით გვამცნობს: „ნუ დაჰფარავ უფლის სიტყვას, არამედ ყველას აუწყე მისი საქმენი“.
მამა სერაფიმეს ერთი სულიერი შვილი განცვიფრებული დარჩა მისი წინასწარმეტყველური ნიჭით, ხოლო ბერმა შემდეგნაირად ახსნა ეს იშვიათი მოვლენა: „როგორც მრავალი სხვა, როგორც შენ, ეს ადამინიც ისე მოვიდა ჩემთან; უფლის მონასთან მოვიდა. მეც ხომ ცოდვილი ვარ, უფლის ცოდვილი მონა, რომელსაც ღმერთმა უბრძანა რჩევა-დარიგებით გაჭირვებულს შესწეოდა. ჩემს სულში გაელვებული პირველივე ზრახვა ღვთის ნების გამოვლენად მიმაჩნია და ამას ხმამაღლა ვაცხადებ. არ ვიცი, ჩემი თანამოსაუბრის სულში ამ დროს რა ხდება, მაგრამ მწამს, რომ ღვთის ნება იმას მკარნახობს, რაც ჩემთვის სასარგებლოა. მე ჩემი თავი უფალს მივანდე, როგორც რკინა - მჭედელს. მისი სურივლისამებრ ვიქცევი და საკუთარი ნება არ გამაჩნია. რაც ღმერთს სწადია, ხალხს იმას ვაუწყებ“.
ღირს მამა სერაფიმეს საოცარი ხილვები ჰქონდა - ის ზეციურ სავანეებს ჭვრეტდა.
მამა სერაფიმეს უთქვამს ერთი საროველი მეუდაბნოესთვის: „ჩემი უფალი იესო ქრისტე ამბობს, მამაჩემის სახლში ბევრი სავანეაო; ამ სიტყვებმა შვება მომგვარა. მე უბადრუკმა გულის ფიცარზე ამოვიჭერი ეს სიტყვები და ნატვრად გადამექცა იმ ზეციურ სავანეთა ხილვა. ნიადაგ ამას ვევედრებოდი უფალს - ეჩვენებინა ისინი ჩემთვის. ღმერთმა მომანიჭა ეს წყალობა - ნატვრა და თხოვნა შემისრულა. ამ სავანეებში ვიქმენ ატაცებული, ოღონდ ეს კი აღარ ვიცი სხეულიც თან მახლდა, თუ უსხეულო ვიყავ. ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის, ჩვენ ვერ ჩავწვდებით მის განგებას. მაგრამ ვერ აღვწერ იმ ზეციურ ნეტარებას და სიტკბოებას, რაც იქ განვიცადე“.
იგი დადუმდა, წინ გადმოიხარა, თავი ჩაღუნა, თვალები დახუჭული ჰქონდა, ჩუმად და დინჯად ისრესდა მკერდს მარჯვენა ხელისგულით. სახე შეეცვალა და ისეთ შუქს გამოსცემდა, რომ კაცი თვალს ვერ გა???ლს გამოხატავდა. ჭეშმარიტად ზეციურ ადამიანს თუ მიწიერ ანგელოზს ჰგავდა. განცვიფრებული და გულშეძრული, რაღაც საოცარი ჭვრეტით იყო გართული, თან სმენად იყო ქცეული. მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ ალაპარაკდა: „ოჰ, რომ იცოდე, ჩემო საყვარელო, რა სიხარული, როგორი სიტკბოება ელის ზეცაში მართალი კაცის სულს, მადლიერებით აიტანდი ამქვეყნიურ მწუხარებას. აი ეს სენაკი მატლებით რომ იყოს სავსე და მთელი სიცოცხლის მანძილზე შენს გვამს ღრღნიდნენ, ამაზეც კი ხალისით უნდა დათანხმდე, ოღონდ ის ზეციური სიხარული არ დაჰკარგო“.
თავის სიცოცხლეში ღირსი მამა სერაფიმე უამრავ სასწაულს ახდენდა უფლის განგებით. ავადმყოფებს არჩენდა, მრავალი განწირული ადამიანი იხსნა, ზოგსაც მომავალი უწინასწარმეტყველა და ამ გზით საფრთხეს განარიდა. ჩვეულებრივ ის ავადმყოფებს ზეთს სცხებდა ხოლმე იმ კანდელიდან, რომელიც მის სენაკში ღვთისმშობლის ხატის წინ ენთო ჩაუქრობლად. ეს იყო ხატი „გიხაროდენ“, რომელსაც იგი „უზესთაეს ნეტარებას“ უწოდებდა. როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ სცხებდა ზეთს ავადმყოფებს, მან უპასუხა: „წმიდა წერილში ვკითხულობთ, რომ მოციქულნი ზეთს სცხებდნენ და რომ ამ გზით მრავალი ავადმყოფი განიკურნა. ვიღას უნდა მივბაძოთ ჩვენ, თუ არა მოციქულებს!“ ცხებულნი მართლაც იკურნებოდნენ.
ღირსი სერაფიმე რჩევა-დარიგებით, კურნებითა და ლოცვით ეწეოდა ყველას, ვისაც კი მისი დახმარება სჭირდებოდა; თავად მას არასოდეს მოკლებია უფლისა და ღვთისმშობლის უხვი მოწყალება; ღვთისმშობელი კვლავ გამოეცხადა ბერს წმიდანების - კლიმენტი რომაელის და პეტრე ალექსანდრიელის თანხლებით.
ბოლოს მნახველთა რიცხვი ისე გაიზარდა, რომ ღირს სერაფიმეს კვლავ მოსწყურდა უდაბნოში განმარტოება, რათა გარიდებოდა ხალხის მითქმა-მოთქმას. ამიტომ მან წინამძღვარს კურთხევა გამოსთხოვა, რათა ახალ სავენში დაყუდებულიყო. მამა სერაფიმეს ეს მეორე სავანე მონასტერთან უფრო ახლოს იყო, რაღაც სული ორი ვერსის დაშორებით, ისიც საროვოს ტყეში ააშენა, მდინარე საროვკის ნაპირას.
ღირსი სერაფიმე ყოველდღიურად მოდიოდა აქ ნაშუადღევის ოთხიდან რვა საათამდე, ღამეს მონასტერში ათევდა და საზრდოს მხოლოდ საღამოობით იღებდა. ჩაცმულობითა და იერით უჩვეულო სანახავი იყო - მშვიდი, წყნარი, წელში მოხრილი ჭაღარა ბერი, თოხის ან ცულის ტარს დაყრდნობილი; თეთრი კაბის ზემოთ ზოგჯერ გამოქნილ ტყავს იცვამდა, ღარიბული კუნკულათი, მხარზე დაკიდებული აბგით, რომლითაც ყველგან თან დაატარებდა თავის განუყრელ მეგზურს - წმიდა სახარებას და რკინის იარაღებს, ვინაიდან ფიზიკური შრომა ყოველდღე უწევდა.
თუმცა ღირსმა სერაფიმემ დაკარგა სხეულის შეგრძნება და ფეხებიც გახევებული და დაწყლულებული ჰქონდა, მაინც მუდამ მხნე და ხალისიანი ჩანდა, რადგან სულით ძლიერი იყო და ცხოველი.
მის შემხედვარეს გული აგიჩუყდებოდა, როდესაც წმიდა ზიარების შემდეგ ის ტაძრიდან სენაკში ბრუნდებოდა. საკუთარ ფიქრში ჩაფლული, არავის აქცევდა ყურადღებას და ყველას ლოცავდა. მისი სენაკის კარამდე გზის ორივე მხარეს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ათასოებით ადამიანი ირეოდა და სათნო მოხუცს უჭირდა გზის გაკვლევა, რადგან ყველას სურდა, მისი სამოსის კიდეს მთხვეოდა, ხელით შეხებოდა მას და კურთხევა მიეღო, ან უბრალოდ თვალი შეევლო მისთვის.
წმიდა სერაფიმეს სენაკის ახლოს მცხოვრებმა ბერმა პავლემ გაიგონა, რომ მოხუცი თავის სენაკში აღდგომის საგალობლებს მღეროდა: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით...“, „განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალემ...“ და „აღდგომასა შენსა...“
2 იანვარს დილის ექვს საათზე, ბერები ღირსი სერაფიმეს სენაკში შევიდნენ და დაინახეს, რომ იგი ჩვეულებისამებრ პატარა ანალოგიის წინ იყო დაჩოქილი. გადაჯვარედინებული ხელებით ანალოგიას დაყრდნობოდა. ანალოგიაზე გადაშლილი წიგნი იდო. როგორც ჩანდა, ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცულობდა. თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული, ეგონათ სძინავსო. გაღვიძება სცადეს, მაგრამ ამაოდ - ბერმა სერაფიმემ თავისი მიწიერი გზა დაასრულა და განისვენა სამარადისოდ.

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Apr 2 2008, 03:16 PM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2009, 03:52 PM

"მრავალი ერი აღიხოცება პირისაგან მიწისა, მაგრამ საქართველო, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, იარსებებს ქვეყნის დასასრულამდე.

ბოლო ჟამს უფლის ტრაპეზზე ღვინო ივერიიდან მოვა."

/წმ. სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2009, 12:08 PM

"ადამიანმა რომ იცოდეს რა საშინელია ჯოჯოხეთი და რა ტკბილია სამოთხე, ყველანაირ ტანჯვას გაუძლებდა აქ მიწაზე."

/წმ. სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Apr 29 2010, 12:47 AM

ახლა ვამთავრებ ვალნტინ ზანდერის წიგნს http://www.amazon.com/St-Seraphim-Sarov-Valentine-Zander/dp/0913836281/ref=ntt_at_ep_dpi_1. ძალიან კარგი წიგნია. მთლიანად მისი ბიოგრაფია და სწავლება არის გადმოცემული. უდიდესი წმინდანი იყო. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მამა გიორგის და მამა გაბრიელის სწავლებაც იდენტურია. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, არის ერთადერთი. ასეთ ადამიანებში თვით ღმერთი და უფალი იესო ქრისტე საუბრობს სულიწმინდის საშუალებით. ხანდახან წმინდანის გამონათქვამებს შევამატებ. მე რუსული ან ქართული ვარიანტი მისი სწავლებისა არ მაქვს. ამიტომ უნგლისურიდან ვთარგმნი:

ღმერთის სიყვარულზე: ის, ვისაც ღმერთის სრულყოფილი სიყვარული გააჩნია, ცხოვრობს ამ ქვეყანაზე ისე, თითქოს არ იყოს ამ ქვეყანაზე, ისე თითქოს უცხოა მიწა მისთვის, რადგანაც უფლის გარდა ის არაფერს ხედავს. ის მთლიანად გარდაქმნილია უფლის სიყვარულით და სხვა სიყვარული არ გააჩნია. როცა დრო მოდის, როდესაც სხეულს ტოვებს სული, რომელიც მთლიანად ავსებულია ღვთიური სიყვარულით, მას არ ეშინი ამ ქვეყნის მეფის და მიფრინავს ანგელოზების თანხლებით, თითქოს უცხო ქვეყანას ტოვებდეს და საკუთარ სამშობლოს უბრუნდებოდეს.

ცოდნა ღმერთის შესახებ: იმდენად, რამდენადაც კაცი წმინდავს საკუთარ თავს უფლის წინაშე და მისი თანხლებით ცხოვრობს, უფალი მას დაანახებს მის სახეს ამ ცხოვრებაშიც. წმინდანები უყურებდნენ (ჭვრეტდნენ) მის სახეს ისე თითქოს სარკეში ხედავდხენ.
თუ ჯერ კიდევ არ შეგიცნია უფალი, მაშინ შეუძლებელია მისი სიყვარული და თუ მისი სიყვარული ჯერ არ გაგაჩნია, მაშასადამე მისი ჭვრეტა ჯერ არ გქონია. უფლის შესახებ ცოდნა გვაძლევს იმ საშუალებას, რომ იგი დავინახოთ, რადგანაც განჭვრეტა მოდის მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასზე ცოდნა გაგვაჩნია.

პოსტის ავტორი: uxucesi თარიღი: May 1 2010, 02:49 PM

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: shxelda თარიღი: Aug 26 2010, 07:10 PM

დღეს რუსულ საიტზე დაიდო ინტერვიუ ბორჯომის და ბაკურიანის მიტროპოლიტთან სარეფიმესთან, სადაც მეუფე საუბრობს იმაზე თუ რა ადგილი უკავია სერაფიმ საროველს მის ცხოვრებაში და მოღვაწეობაში.
http://pravoslavie.ru/smi/38861.htm

პოსტის ავტორი: gvanchi თარიღი: Jul 4 2011, 08:57 PM

წმინდა სერაფიმეს ხსენების დღე როდის არის?

პოსტის ავტორი: Lidl თარიღი: Jul 4 2011, 08:59 PM

http://www.orthodoxtheology.ge/2011/06/blog-post_30.html

პოსტის ავტორი: gvanchi თარიღი: Jul 4 2011, 09:04 PM

ზოგან 2იავარია და ზოგან 15 sad.gif((
ალბათ 2ძველი სტილით არის ხომ? huh.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jul 6 2011, 03:04 PM

კი, 2 იანვარი ძველი სტილით, ახლით 15 იანვარია smile.gif

პოსტის ავტორი: gvanchi თარიღი: Jul 6 2011, 08:55 PM

ციტატა(.ნინო @ Jul 6 2011, 04:04 PM) *

კი, 2 იანვარი ძველი სტილით, ახლით 15 იანვარია smile.gif

დიდი მადლობაააა ნინო გაიხარე a025.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 7 2011, 10:21 AM

gvanchi

ციტატა
დიდი მადლობაააა ნინო გაიხარე

ეს კიდევ ერთი კეთილი მოდერიაsmile.gif


ხო, მართლა, აი ამას უყურეთ, მართლია 2 წუთიანი ანიმაციაა, მაგრამ დიდი აზრი დევს.
აქაც სერაფიმ საროველია დახატული.
http://www.youtube.com/watch?v=9BBnJbdPAX0

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jul 7 2011, 12:54 PM

ციტატა
ეს კიდევ ერთი კეთილი მოდერია


ჩარჩზე ყველა მოდერი კეთილია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

gvanchi

smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 7 2011, 01:45 PM

.ნინო

ციტატა
ჩარჩზე ყველა მოდერი კეთილია

ნწუ sleep.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 12 2011, 11:20 PM

რუსულად მაქვს სერაფიმე საროველზე წიგნი წაკითხული და როგორ მახსოვს ღვთისმშობელი მას ასე მიმაღტავდა :_ ლუბიმჩე მოი...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 12 2011, 11:20 PM

რუსულად მაქვს სერაფიმე საროველზე წიგნი წაკითხული და როგორ მახსოვს ღვთისმშობელი მას ასე მიმართავდა :_ ლუბიმჩე მოი...

პოსტის ავტორი: sibrdzne.ge თარიღი: Sep 5 2011, 04:36 PM

http://sibrdzne.ge/წმ_სერაფიმე_საროველი:

http://sibrdzne.ge/წმ_სერაფ

პოსტის ავტორი: mevar თარიღი: Jan 16 2012, 12:13 AM

დღეს 15 იანვარს მისი ხსენების დღეა.
წმინდაო სასწაულმოქმედო,აღსავსევ ადამიანის უსაზღვრო სიყვარულით. უზენაესი მოწიწების თრთოლვით და გამოუთქმელი უმდაბლესი თავმოდრეკილობით აღსავსევ უფლის შემოქმედების საოცრებათა საოცრების -ადამიანის წინაშე...
შეგავედრებ ჩემს ბედკრულ სამშობლო ქვეყანას
დაე მისთვის ილოცვიდეს შენი ნეტარი ამაღლებული და განათლებული სული ქრისტესადმი...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2013, 02:49 PM

მუდმივად იკითხეთ წმინდა სერაფიმ საროველის ეს ლოცვა:


"უფალო, მომეცი მე სულიერი სიმშვიდე და ხორციელი ჯანმრთელობა, უფალო, გამინათე გონება, დამიმშვიდე გული, მომეხმარე ცხოვრებაში, მიხსენი ბოროტისაგან, ამინ!"

/დედა ანტონია (კავეშნიკოვა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2015, 12:22 PM

"ღირსმა მამამ დივეევოელ დედათათვის ახალი, დროის სულისა და ქალური, სუსტი ბუნების შესაბამისი ტიპიკონი შექმნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2015, 12:46 PM

„ერთ მონაზონს გაუმხილა: - სიცოცხლე მელევა, სულით კი - თითქოს ეს-ესაა, დავიბადეო“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2015, 08:38 PM


„მხიარულება კი ცოდვა როდია, დაღლილობას განდევნის, დაღლამ სასოწარკვეთა იცის, მასზე უარესი კი არაფერია“

/წმ. სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2015, 11:23 AM

"...შემოდგომა ახლოვდება, გაერთ წვიმაა, ტალახი, სიცივე... ტყე ხმაურობს, გააქვს და გამოაქვს ზამთრისპირული... ვინ არ ინატრებდა ამ დროს თბილ განსასვენებელს, წმინდანი კი, მთლად სველი, სხეულს თბილი სინანულით ითბობს..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2015, 08:24 PM

"წმინდა სერაფიმე საროველისთვის ყოველი დღე აღდგომის ტოლფასი იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2017, 08:49 PM

"ვისაც უყვარს ეს სოფელი, შეუძლებელია დარდიანი არ იყოს. ვისაც სძულს "ამა სოფლისანი", იგი მხიარულია ყოველთვის".

/ღირსი სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2017, 10:26 AM

"დიდია წმინდა სერაფიმეს [საროველი] ღვაწლი: მოუკლებელი ლოცვა, მარხვა, განმარტოება, მესვეტეობა, განდეგილობა, მდუმარება, დაყუდება და სხვა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2017, 08:14 PM

"წმინდა სერაფიმე საროველის კურთხევა - "ვინც ჩემ მშობლებს - ისიდორეს და აღათის - მოიხსენიებს ლოცვებში, მე მათ გარდაცვლილ მშობლებს მოვიხსენიებ ღვთის წინაშეო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 10:42 AM

"ბოლო ჟამს უფლის ტრაპეზზე ღვინო ივერიიდან მოვაო, - ამბობდა წმინდა სერაფიმე საროველი და მრავალჯერ შესწევია ქართველთ.

გამოეცხადა ერთ რუს ქალბატონს, რომელსაც შვილი მისი შემწეობით ეღირსა, და უთხრა: ბავშვს გიორგი ათონელის სახელი დაარქვითო.

რამდენიმე წლის წინ წმინდა სერაფიმე ისევ გამოეცხადა იმავე ქალბატონს მისთვის უცნობ ქართველ მეფესთან (მამათა ვარაუდით, წმინდა დავით აღმაშენებელთან) ერთად და აუწყა: უთხარით მორწმუნეებს, დახატონ სამი მოწამე დის - მინადორას, მიტრადორას და ნიმფადორას ხატი და ივერიაში გაგზავნონ. ეს ქვეყანას მშვიდობას მიანიჭებს, ივერია კი ისე გაბრწყინდება, როგორც ამ მეფის დროს იყოო.

იმ ქალბატონის ვაჟმა, გიორგიმ, ხატი დაწერა და საქართველოში გამოგზავნა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2019, 05:22 PM

"ვლადიმირში ერთ ოჯახში სამი ტყუპი დაიბადა - ორი გოგო და ერთი ბიჭი! სტატისტიკის მიხედვით, ასეთი რამ მხოლოდ 6 500 მშობიარობისას ერთხელ შეიძლება მოხდეს. ვლადიმირში ასეთი რამ ბოლოს ოთხი წლის წინ მოხდა.

ირინე და დიმიტრი 11 წლის ცოლ-ქმარი იყო. მათ ბედნიერებას მხოლოდ შვილი აკლდა. იყვნენ ექიმებთან. თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, ირინა კი არ ფეხმძიმდებოდა. გადაწყვიტეს დივეევოს მოლოცვა. იბანავეს წმინდა სერაფიმეს წყაროში. გავიდა ცოტა ხანი და ირინამ სასიხარულო ამბავი ამცნო ქმარს. ექოსკოპიით კი შეიტყვეს, რომ სამი ტყუპი ეყოლებოდათ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2019, 03:16 PM

"ერთი ქრისტიანი ქალი ჰყვებოდა: ჩემი ქალიშვილი ვერა ბრმა დაიბადა და ბრმა იყო ცხრა წელი. ძალიან ვიტანჯებოდი, დღედაღამ შვება არ მქონდა. საუკეთესო თვალის ექიმები მეუბნებოდნენ, არ განიკურნებაო. ღვთისა და მისი წმინდანის, ღირსი სერაფიმეს იმედიღა დამრჩა. საროვში ორი კვირა დავყავით. პირველი კვირა ტაძრიდან არ გამოვდიოდით.

წმინდა სერაფიმეს ლუსკუმასთან ვიყავი დამხობილი და ღირს მამას ქალიშვილის განკურნებას ვევედრებოდი, მაგრამ ჩვენს ლოცვას წმინდანი არ ისმენდა. შინ დაბრუნება გადავწყვიტე. ეტლი დავიქირავე, რომელიც მონასტრის სასტუმროსთან მელოდა. აუტანელი მწუხარებისგან გული მეფლითებოდა. იმავდრულად, ღვთისა და მამა სერაფიმეს შეწევნის იმედს არ ვკარგავდი.

ვერას ხელი მოვკიდე და უკანასკნელად შევედით ტაძარში. შვილი წმინდა სერაფიმეს ლუსკუმასთან დავაჩოქე და აქვითინებულმა ვუთხარი: - ილოცე, მხურვალედ შესთხოვე წმინდა სერაფიმეს თვალის განკურნება. მისთვის ყველაფერი შესაძებელია ღვთის წინაშე-მეთქი. მეც სულშეძრული ვევედრებოდი წმინდანს, უნუგეშოდ არ გავეშვი.

უეცრად ვერამ მთელი ტაძრის გასაგონად დაიყვირა: - დედა, ვხედავ, დედა, ვხედავო! ენით აუწერელი იყო ჩვენი სიხარული, ვმადლობდით ღმერთსა და მის წმინდანს, მამა სერაფიმეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 10:08 PM

"გზა გაიკვლიე უფლისაკენ და მთელი სასოება მასზე დაამყარე, და მაშინ უფალი აღგაშენებს, შეგიწყალებს"

/ღირსი სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 03:04 PM

"წმინდა სერაფიმე საროველის სულიერი შვილის, მამა ზოსიმეს გადმოცემით, რომელმაც ჩვენამდე ალექსანდრე გუმანოვსკის მეშვეობით მოაღწია, ქრისტიანებისათვის VIII საუკუნეში თავად ღვთისმშობელს უსწავლებია "გიხაროდენის" 150-ჯერ წამოთქმა, რასაც მორწმუნე ხსნისაკენ მიჰყავს. მამა ზოსიმეს თქმით, დავიწყებული ლოცვა ქრისტიანებისათვის წმინდა სერაფიმეს შეუხსენებია.

"ჩემს ხელთ მისი სენაკის წიგნია, რომელშიც მოთხრობილია მრავალი სასწაული, რომელიც ღვთისმშობლისადმი ლოცვამ მოახდინა, განსაკუთრებით 150-ჯერ "გიხაროდენის" წარმოთქმამ. თუ შენთვის რთულია ამგვარი ლოცვა, ჯერ თქვი 50-ჯერ. ყოველი ათის შემდეგ თქვი "მამაო ჩვენო". გადმოცემის მიხედვით, წმინდა სერაფიმე საროველი ყველა მსურველის ცოცხალი და გარდაცვლილი ნათესავისა და ნაცნობის სულისათვის ლოცულობდა. იგი დივეევოს გარშემო უვლიდა და 150 "მამაო ჩვენოს" და 150 "გიხაროდენს" ამბობდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2022, 08:47 PM

"მე ვიყავი ჩეჩნეთში. კანტუზია დამემართა, პრაქტიკულად დავკარგე სმენა. მომანიჭეს ინვალიდობა, პენსია - კაპიკები იყო. სმენის პრობლემებიანთვის სამსახურის შოვნა თითქმის შეუძლებელი იყო; ფული არ მქონდა, მომავალიც არ მქონდა, მხოლოდ ავადმყოფი დედა მყავდა. გადავწყვიტე, მოწყალება მეთხოვა.

თავიდან მრცხვენოდა, მერე - მივეჩვიე. ვიდექი ჩვეულ ადგილზე, ვიყურებოდი მიწაში. შემოდგომა იყო, წვიმდა. მომიახლოვდა ქალი შავებში, მონაზონი, მითხრა: "ასეთი ახალგაზრდა რატომ მათხოვრობ? ეს მე ტუჩების მოძრაობით წავიკითხე, რადგან თითქმის აღარაფერი მესმოდა. ვუთხარი: - "არ მესმის". მან მითხრა: "წამომყევი, სმენა დაგიბრუნდება" და წამიყვანა ეკლესიაში.

მიმიყვანა ღირსი სერაფიმე საროველის ხატთან და მაჩვენა: - აქ ილოცე. მე კი ლოცვა არ ვიცოდი. მან მანიშნა - ისე ილოცე, როგორც შეგიძლიაო. მე დავიწყე პირჯვრის გამოსახვა და გულში თხოვნა, რომ წმინდანი დამხმარებოდა, რომ სმენა დამბრუნებოდა და რამე სამსახური მეშოვა;

და უცებ ვიგრძენი, თითქოს ყურებში ბამბა დამიცეს, თავი კი წყლით სავსე ქილასავით მქონდა. მე წავედი სახლში და დავწექი დასაძინებლად, დილას კი საათის წიკწიკმა გამომაღვიძა... თავიდან საათზე გავბრაზდი კიდეც, მერე კი გავიაზრე: - მე ხომ ეს ხმა არასდროს მესმოდა, ახლა კი - მესმის! მივედი დედასთან და ვუთხარი: - აბა რამე მითხარი მეთქი. მან დამიყვირა - დილა მშვიდობისა!

მე კვლავ ვუთხარი: - ჩუმად მითხარი; მას გაუკვირდა - რა მოხდაო, მე კი ვთხოვე, ეჩურჩულა. ის გაბრაზდა და მიჩურჩულა: - რა გინდა, ბოლო-ბოლო?! და აი, ამ დროს უკვე დავრწმუნდი, რომ მესმოდა.

ერთი კვირის შემდეგ კი უკვე სამსახურიც მქონდა.

აი, ასე გამოსწორდა ცხოვრება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2022, 08:57 PM

"ჩემს გოგონას გასტრიტის მორიგი შეტევა დაემართა, თანაც ძალიან მძიმე ფორმით. წამალი მივეცი. გადაწყვიტა, დასაძინებლად ადრე დაწოლილიყო. ძილში ის კვნესოდა, ბორგავდა ლოგინში. ისე მეცოდებოდა, გული მეფლითებოდა.

მე დავიწყე ლოცვა - "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, დაეხმარე ჩემს შვილს!"

გარკვეული დროის მერე შვილმა გაიღვიძა და მითხრა, რომ მან იხილა მინდორი და ამ მინდორში ბაბუა, რომელმაც გაუწოდა წყალი. მან დაიწყო სმა, რის მერეც გამოეღვიძა. "როგორც კი დავლიე ბაბუას მოწვდილი წყალი, მაშინვე გამიარა მუცლის ტკივლმა", - მითხრა ბავშვმა.

მე ვკითხე, რა ერქვა ბაბუას, მან კი მითხრა, რომ არ უკითხავს. ამიტომ არ იცის. ამის მერე ის ისევ დაწვა და მაშინვე დაეძინა. რამოდენიმე წუთში კვლავ გაიღვიძა და თქვა, რომ ბაბუა ისევ ეჩვენა. ჩემმა შვილმა ამჯერად მას სახელი ჰკითხა, რაზეც მოხუცს უპასუხია: - მე მქვია წმიდა სერაფიმე. - მე მას მადლობა ვუთხარი, რაც პირველ ჯერზე ვერც კი მოვასწარი, რომ მეთქვაო."

ამ ისტორიამდე ღირს სერაფიმე საროველზე ზედაპირულად მსმენოდა, ბავშვს კი ნამდვილად არაფერი ჰქონდა მასზე გაგონილი.

როდესაც ჩვენ გავემგზავრეთ დივეევოში, შვილმა ერთ-ერთ ხატზე მიმითითა და მითხრა, რომ ესაა სწორედ ის ბაბუა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 03:58 PM

"მამაჩემი ვალენტინი დივეევოში ლოცვის შემდგომ მძიმე სნეულებისგან განიკურნა. ის იტანჯებოდა თეძოს მოტეხილობით, ასევე გულის უკმარისობისგან. ის ორ წელზე მეტი ვერ დადიოდა, ჭრილობები არ უხორცდებოდა და მას ამიტომ ღამეები არ ეძინა.

ექიმების დასკვნა უიმედო იყო - ის ვერასდროს გაივლის და დიდხანს ვერ იცოცხლებსო. მაგრამ თავად ის არ ვარდებოდა სასოწარკვეთაში, ლოცულობდა და ევედრებოდა დივეევოს წმინდანებს მწუხარებაში შეწევნასა და განკურნებას.

2000 წლის ივნისში მე მოვილოცე დივეევო და ვითხოვე მამაჩემის განკურნება. მოგზაურობიდან ერთი კვირის შემდეგ სახლში დავინახე, რომ მამა დამოუკიდებლად დადიოდა და თან სავსე იყო სიხარულით! ჩვენი ლოცვები შესმენილ იქნა! ჭრილობები შეხორცდა, გაქრა სიწითლე და შეშუპება.

2002 წლის ივლისში კვლავ გავემგზავრე წმიდა სავანეში სამადლობლად, მამის განკურნების გამო.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!"

/მხევალი ღვთისა ტატინა,
ჩერნოგოვის ოლქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 07:06 PM

"2001 წელს, 1 მაისს ვიყავი დივეევოს მოსალოცად. უფალმა ღირსი გამხადა ამეღო მიწა ღირს დედათა - ალექსანდრას, ელენას და მართას საფლავებიდან.

2002 წლის აპრილში მარცხენა მხარეს ნეკნებზე გამიჩნდა ბავშვის მუშტის ზომის სიმსივნე.

ორი კვირა მტანჯავდა ძლიერი ტკივილი, მაგრამ ექიმთან არ მივდიოდი. ბოლოს ვილოცე, წავიკითხე წმ. ალექსანდრას, წმ. მართასა და წმ. ელენეს ცხოვრება. დილით რომ ავდექი, ჩემი მზერა გაჩერდა იმ ადგილას, სადაც მედო ამ წმინდანების საფლავებიდან წამოღებული მიწა. ავიღე ის და წავიკითხე ტროპარი. შვილიშვილს ვთხოვე, ეცხო ჩემთვის ღირსი სერაფიმე საროველის წმ. ნაწილებიდან წამოღებული ზეთი და სიმსივნეზე წმ. მიწაც დავიდე. 10 წუთის შემდგომ შვილიშვილმა მკითხა: - ბებია, შენ უკეთ გახდი? მან ეს ჩემი სახის გამომეტყველებით იგრძნო - მანამ იგი ტკივილისგან გალურჯებული მქონდა. ამ საუბრისას შვილიშვილი ხელს მისვამდა სიმსივნის ადგილზე. უცებ მან წამოიძახა - ბებია, სადაა სიმსივნე? 10 წუთში სიმსივნე სრულად გაქრა და ტკივილმ გამიარა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2022, 06:38 PM

"ღირსმა სერაფიმე საროველმა ძმაზე მწუხარების გამო საღვთო მადლი დაკარგა და მას ამაზე დიდი უბედურება თავს არასდროს დასტყდომია. ადამის მწუხარებასა და ტირილში გამოხატული უსაზღვრო ტკივილი, რაც ღმერთთან ურთიერთობის დაკარგვასა და სამოთხის დატოვებას უკავშირდებოდა, ბერმა სერაფიმემ თავის ტკივილში შეიგრძნო. ამის შემდეგ ბერი სერაფიმე ათასი ღამე და ათასი დღე ქვაზე მუხლმოდრეკილი იდგა და ლოცულობდა, ასე ცდილობდა იგი მადლის დაბრუნებას და ლოდი მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რცა ღვთის მადლის მობრძანება შეიგრძნო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 06:55 PM

"2013 წლის ზაფხულში ჩვენთან მოვიდა დედის მეგობარი, რომელმაც ორი თვე ვერაფრით მოირჩინა ხველება. მისი ხველების ხმა მთელ ოთახში გრუხუნებდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ქალი მუსულმანი იყო. ხველების მორიგი შეტევისას ამ ქალმა აიღო ღირსი სერაფიმე საროველის ხატი და მკერდზე მიიკრა. - "გთხოვ, დამეხმარე", - იჩურჩულა მან. რამოდენიმე წამის შემდგომ მან წამოიძახა: - "სითბო! ვგრძნობ სითბოს". მის გაკვირვებას არ ჰქონდა საზღვარი, როცა ნახა - სითბო იმდენად ძლიერი იყო, რომ შეხების შემდგომ კანზე დარჩა წითელი კვალი.
ასე დაეხმარა მამა სერაფიმე გაჭირვებულ ადამიანს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2022, 09:54 PM

"მამა სერაფიმესთან დივეევოში ვიყავი რამდენჯერმე, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ უშუალოდ გამოჩნდა მამა სერაფიმეს დახმარება.

ეს მოხდა ზამთარში: მე მძიმე ბრონქიტის შემდგომ გავემგზავრე დივეევოში - 20 გრადუსი ყინვა გამეფებულიყო. იქ მოვისმინე საოცარი ისტორია: მომლოცველთა ერთი ჯგუფი წმ. წყაროში ჩავიდა, ზოგი ფოტოებს იღებდა, გარკვეული დროის შემდეგ ერთ-ერთი დაბრუნდა მზა ფოტოთი, რომელზეც ცაში ღირსი სერაფიმეს უზარმაზარი ფიგურა იყო გამოსახული, რომელიც ჯვრით ხელში იყო, რომელმაც ჯვარი წმიდა წყაროში დაფლა.

ეს რომ გავიგე სასწრაფოდ შევიძინე კვართი და სუნთქვაშეძრული გაყინულ წყაროში ჩავედი. თითქოს გავთბი და სიხარულითაც ავივსე! რა მადლიანი მდგომარეობა იყო. ჩემი ავტობუსი ამასობაში წასულყო, თუმცა არ მინერვიულია - რწმენით ვიყავი. მართლაც ავტობუსი მობრუნდა ჩემს გამო და არც არავის უსაყვედურია ჩემთვის, დრო რომ დავაკარგინე. ჩემი ხველება კი უგზოუკვლოდ გაქრა მომენტალურად.

აი, ასე გამაგზავნა მამა სერაფიმემ თავის წყაროზე.

ღირსო მამაო სერაფიმე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2023, 07:44 PM

"ავად გაგვიხდა ჩემი ორი წლის შვილიშვილი. ჰქონდა სიცხე, საჭმელზე უარს ამბობდა. მხოლოდ ნაკურთ წყალს სვამდა და მამა სერაფიმეს ორცხობილებს ითხოვდა.

ასე გავიდა ერთი დღე. საღამოს ორცხობილები დამთავრდა, ბავშვი კი სულ მათ ითხოვდა.

დილით წავედი ღვთისმსახურებაზე და ეკლესიაში შემხვდა ნაცნობი ქალი. ის დიდი ხნის უნახავი მყავდა. ის იშვიათად ჩამოდის ხოლმე მეზობელი ქალაქიდან. როგორც კი მასთან მივედი, ჩანთიდან პაკეტი ამოვიღო: "აი, შენ საჩუქარი დევეევოდან!" მე გაოცების შეძახილი აღმომხდა: - "მამა სერაფიმეს ორცხობილები". არ დააყოვნა საოცარმა ხუცესმა ბავშვის თხოვნის აღსრულება. მყისიერად გამოგვიგზავნა ისინი ბავშვის განსაკურნებლად"

/ოლგა უშაკოვა, ქალაქი კატავ-ივანოვსკი, ჩელიაბნისკის ოლქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2024, 08:47 PM

"ერთხელ საროვოს სავანეში მოვიდა ერთი კაცი. ღამე მას მისცეს ქურთუკი დასაფარებლად, რომელსაც მამა სერაფიმე საროველი ცხოვრებაში ატარებდა.

მომლოცველს არ ეძინა მთელი ღამე. მას ესმოდა ანგელოზთა გალობა, თითქოს ის სამოთხეში მოხვდა.

დილით მოლოცველმა უამბო ბერებს, რაც შეემთხვა ღამით, ბერებმა კი უპასუხეს:

- ვისაც ამ ქურთუკს ვაფარებთ, ყველას იგივე ემართება, რაც თქვენ ამ ღამით".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)