IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ***1924***, ს ი ა
დავით ივერიელი
პოსტი Mar 5 2008, 08:19 PM
პოსტი #1


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



***


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 5 2008, 10:14 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



დავით,

საიდან მოამზადე ეს სტატია? მე არ ვარ წყაროების მოყვარული,მაგის გამო არ გეკითხები smile.gif მე სიტყვაზეც შემიძლია ვენდო კაცს,მაგრამ იმიტომ ვკითხულობ, რომ უფრო ვრცლად მინდა ამ პერიოდის შესახებ გაგება 2kiss.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2008, 11:04 AM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(დავით ივერიელი @ Mar 5 2008, 08:19 PM) *


1922წელს გენუის კონფერენციაზე წერილს აგზავნის საქართველოს კათალიკოს-პატრაირქი წმ. ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)... რის გამოც აპატიმრებენ...
მიუხედავად ამისა მთელი მსფლიო იგებს იმ ეროვნული სატკივარის შესახებ, რომელიც ქართველ ერს შეექმნა

მემორანდუმში პატრაირქი ითხოვდა:
1.რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას საქართველოდან
2.ქართველი ერისთვის თავისი ცხოვრების დამოუკიდებლად მოწყობის უფლების მინიჭებას.

(თუ ვინემს მოგეპოვებათ ზუსტი ტექსტი მემორანდუმისა იქნებ დადოთ)



დავით ივერიელი

მადლობა, დავით, საინტერესო თემის გახსნისთვის 2kiss.gif


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას
მიმართვიდან გენუის საერთაშორისო კონფერენციისადმი (1922 წ)


"... 1918 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას... რასაკვირველია ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი.

მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ... თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გავლურების და გახრწნის კარამდე!

ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას.

ამიტომ ვითხოვ:
1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან.
2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 6 2008, 11:15 AM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მძიმე წასაკითხია ძალიან sad.gif

ღმერთმა აშოროს საქართველოს განსაცდელი!

ციტატა
თავისუფალი არჩევნების გამოცხადება (ეს კი დღემდე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნაა ჩვენი ერისა)

იმდენი შენ რა გითხარი..... smile.gif

ამირიკის დიდს მთავრობას ხევსურეთის წარმომადგენლობის თხოვა


ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბალშოვიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან ხშირად გვეუბნებიან მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვ მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში იართ ჩვენ.


მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები
გიგა ლიქოკელი
ვ. გორგილაშვილი
23/VI-36 წ.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2008, 11:34 AM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(დავით ივერიელი @ Mar 5 2008, 08:19 PM) *


როგორც თემის დასაწყისში აღვნიშნე გთავაზობთ 1924 წელს დახვრეტილთა სიას.... რომელიც განთავსებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცილურ ვებ გვერდზე

http://archive.security.gov.ge/daxvretilebi.html

(გახსენით internet explorerით)
გთხოვთ დაწეროთ თქვენეული შეფასებებიც ამ ფაქტებტან და მოვლენებთან დაკავშირებით smile.gif


დახვრეტილთა შორის ჩემი მოგვარეებიც არიან sad.gif

რამდენადაც ვიცი, 1924 წელს დახვრეტილთა სულების საოხად, ვაკის პარკში უნდა აშენდეს ეკლესია. ვინმეს ხომ არ გაქვთ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია? ან ხომ არაა უკვე დაწყებული ეკლესიის მშენებლობა?


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Mar 7 2008, 04:09 PM
პოსტი #6


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ციტატა
საიდან მოამზადე ეს სტატია? მე არ ვარ წყაროების მოყვარული,მაგის გამო არ გეკითხები მე სიტყვაზეც შემიძლია ვენდო კაცს,მაგრამ იმიტომ ვკითხულობ, რომ უფრო ვრცლად მინდა ამ პერიოდის შესახებ გაგება


სხვა და სხვა წიგნებიდან ამოვკრიფე ნან.... ძირითადად სურგულაძიდანაა...

ციტატა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას მიმართვიდან გენუის საერთაშორისო კონფერენციისადმი (1922 წ)colorc/colorc"... 1918 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას... რასაკვირველია ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი.მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ... თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გავლურების და გახრწნის კარამდე!ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას.ამიტომ ვითხოვ:1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან.2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა..."


გაიხარე მარინე, კარგა ხანია ამას ვეძებ... smile.gif

ციტატა
იმდენი შენ რა გითხარი.....

უი, ჩაქრიიი..... ჩემი თვალით მაინც არ მენახა რაღაცეები

ციტატა
რამდენადაც ვიცი, 1924 წელს დახვრეტილთა სულების საოხად, ვაკის პარკში უნდა აშენდეს ეკლესია. ვინმეს ხომ არ გაქვთ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია? ან ხომ არაა უკვე დაწყებული ეკლესიის მშენებლობა?


შარშან გამოაცხადეს რამდენდაც მახსოვს მაგ ტაძარის მშენებლობაზე smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2008, 04:16 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(დავით ივერიელი @ Mar 7 2008, 04:09 PM) *

შარშან გამოაცხადეს რამდენდაც მახსოვს მაგ ტაძარის მშენებლობაზე smile.gif


მადლობა, დათუნა, რომ მითხარი smile.gif რამდენადაც მე მახსოვს, 1924 წელს დახვრეტილთა შთამომავლების სურვილით უნდა შენდებოდეს ეგ ტაძარი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2008, 05:02 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აჯანყების პირველსავე დღეს თბილისის ციხიდან გამოიყვანეს და დახვრიტეს პოლიტპატიმრები, სიკვდილით იქნენ დასჯილნი რუსეთის ციხეებში ადრე გადაგზავნილი პოლიტპატიმრებიც.

განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინეს სადგურ ყვირილასთან, სადაც ვაგონებშივე დახვრიტეს ჭიათურიდან ჩამოყვანილი მრავალი ადამიანი.

მარტო სამეგრელოში სიკვდილით დასაჯეს რამდენიმე ასეული კაცი. სულ რეპრესიებს ემსხვერპლა დაახლოებით 4 ათასი კაცი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Mar 7 2008, 05:18 PM
პოსტი #9


დაურეგისტრირებელი









ქავთარაძე ბადუ იოსების ძე 1870 ქართველი ზუგდიდის მაზრა ედპ 1/9/1924
ქავთარაძე თეოფილე თომას ძე 1889 ქართველი შორაპნის მაზრა უპარტიო 1/9/1924
ქავთარაძე ნიკიტა ყარამანის ძე 1901 ქართველი შორაპნის მაზრა მენშევიკების პარტია 1/9/1924
საწყლები ...

ქავთარაძე ვასილი ალექსის ძე 5 მცხეთის რ-ნი 1951 1953 მცხეთის რ-ნი 97519 756790
ეს კაცი აღმოჩნდა მამაჩემის დიდი პაპის ძმა... ეხ...

ქავთარაძე ვლადიმერი ლუკას ძე 1882 22219 1922
ქავთარაძე ტიმოთე ლუკას ძე 1888 22219 1922
ai amaTi bedi? gasamartlebulebis anu? ra uyves ?

ar wavidet okupaciis muzeumshi?
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2008, 05:22 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩემი მოგვარეებიდან ეს ორი ქართველია:

გელაშვილი ივანე დიმიტრის ძე 1892 ქართველი სართიჭალა მენშევიკების პარტია 1/9/1924

გელაშვილი სერგო 1894 ქართველი გორის მაზრა ედპ 1/9/1924


ღმერთმა აცხონოს მათი და ყველა დაღუპულის სული.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Mar 7 2008, 08:52 PM
პოსტი #11


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



აი ეს ჩემი დიდი პაპაა დეკანოზი დავით კახაბერი(მის სახელს და გვარს ვატარებ) არის მაგ სიაში sad.gif

IPB-ს სურათი


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Mar 7 2008, 11:10 PM
პოსტი #12


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ნაცვლიშვილი იოსები რომანის ძე 1878 ქართველი ქუთაისის მაზრა ანტისაბჭოთა ელემენტი 1/9/1924
ნაცვლიშვილი გიორგი დავითის ძე 1880 ქართველი სიღნაღის რაიონი მენშევიკების პარტია 1/9/1924
ნაცვლიშვილი ივანე ლევანის ძე 1894 ქართველი სიღნაღის რაიონი სფპ 1/9/1924

მე ვამაყობ ამ ხალხით!


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Mar 7 2008, 11:17 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



დავით ივერიელი
კარგია ადამიანს ასეთი გმირი წინაპრები რომ ყავს საამაყოცაა და მიმბაძველობის ძალის მომცემიც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 7 2008, 11:53 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(დავით ივერიელი @ Mar 7 2008, 05:52 PM) *

აი ეს ჩემი დიდი პაპაა დეკანოზი დავით კახაბერი(მის სახელს და გვარს ვატარებ) არის მაგ სიაში sad.gif

IPB-ს სურათი


ამ მოწამე წინაპრის სიმართლის მადლი ნუ მოკლებოდეს შენს ოჯახს sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 1 2009, 11:25 AM
პოსტი #15


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მივმართავ ყველას ვინც ამ თემაში დაწერა თავისი ახლობლების ან ნაცნობების შესახებ, რომლებიც გახდნენ კომუნისტური დევნის მსხვერპლნი, განსაკუთრებით იმათ, ვინც რელიგიური მოტივებით იქნა რეპრესირებული, გინდ ერისკაცი გინდ სამღვდელო, ან აქვთ ინფორმაციები დარბეული ან დანგრეული ტაძარ-მონასტრების შესახებ, დამიკავშირდეს ან PM-ით ან ჩემს პროფილში მითითებულ მაილზე.

იხარეთ და დიდი მადლობა წინასწარ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Jun 1 2009, 11:46 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



ციტატა(KAIROS @ Jun 1 2009, 12:25 PM) *

მივმართავ ყველას ვინც ამ თემაში დაწერა თავისი ახლობლების ან ნაცნობების შესახებ, რომლებიც გახდნენ კომუნისტური დევნის მსხვერპლნი, განსაკუთრებით იმათ, ვინც რელიგიური მოტივებით იქნა რეპრესირებული, გინდ ერისკაცი გინდ სამღვდელო, ან აქვთ ინფორმაციები დარბეული ან დანგრეული ტაძარ-მონასტრების შესახებ, დამიკავშირდეს ან PM-ით ან ჩემს პროფილში მითითებულ მაილზე.

იხარეთ და დიდი მადლობა წინასწარ;

კაიროსი!

კაიროს
ძიება დაწყებული მაქვს და იმედია რამეს ვიპოვი kiss1.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 18 2013, 03:11 PM
პოსტი #17


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



როგორ მიყვარს თემების გაცოცხლება ხომ იცით?biggrin.gif ხოდა აქ ვდებ ნაშრომს რომელიც რამდენიმე წლის წინ შევასრულე და რომელიც შესრულებამდე რამდენიმე წლით ადრე მოხდა.
(რესპუბლიკურ კონფერენციის ისტორიის სექციაში საუკეთესოდ დაასახელეს 2009 წელს და მონაწილეთა ხმათა უმრავლესობით ზოგადად კონფერენციის 3 საუკეთესო თემათაგან პირველი იყო)

თავაზობთ თემას:

1924 წლის აჯანყება და ძმები ფალავანდიშვილები

ა ნ ო ტ ა ც ი ა


ხაშურის რაიონში არის არცთუ ისე დიდი სოფელი გომი,რომელიც ნამდვილად ვერ დაიკვეხნის განსაკუთრე-ბული წარსულით,მისი არსებობის ისტორიაში მხოლოდ რა- მოდენიმეა ისეთი ფაქტი,რომელმაც შეიძლება ჩვენი ყურად- ღება მიიქციოს,ეს ნამუშევარიც მათგან ერთ-ერთია.
თემაში მოგითხრობთ იმ საინტერესო და შემაძრძწუნე- ბელი ისტორიის შესახებ,რომლის საზოგადოების ფართო მასებისთვის გაცნობის დიდი სურვილი გაგვაჩნია.
ამ ნამუშევარში გაეცნობით,თუ როგორი ტრაგიკული ფინალით დასრულდა,სამშობლოსათვის თავდადებული ხუთი ძმის სიცოცხლე,რომელთა გულშიც საქართველოსათვის ანთებული,ჩაუქრობელი კანდელი გიზგიზებდა.
შ ი ნ ა ა რ ს ი

I შესავალი 4
II საქართველო 1921-1924 წლებში 5-8
III მიწაში დამარხული საიდუმლო 9-10
IV უიმედო ძიება 11
V ნიკო პაპა 12-14
VI დასკვნა 15
VII დანართი:ფოტოები 16-19
VII გამოყენებული ლიტერატურა 22

შ ე ს ა ვ ა ლ ი
ქართველებმა უნდა ვიამაყოთ ჩვენი ისტორიული წარსუ-ლით,რომელიც იმდენად მდიდარია და მრავალფეროვანი, რომ შეუძლებელია მარადიული საფიქრალი არ გაუჩინოს ქართველ კაცს.
ხაშური მართალია პატარა რაიონია, თუმცა მას საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს, თურმე ხაშურის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ქვის ხანიდან უცხოვრია და მას დაუტო- ვებია კიდეც თავისი სულიერი და მატერიალური მოღვაწეობის კვალი.ცნობილია, რომ ხაშურის ტერიტორიაზე გადიოდა აღმო- სავლეთის ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპისკენ მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა.ამ გზის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი.ცხადია,ხელსაყრელი გეოგრაფი- ული მდებარეობა ხელს უწყობდა ხაშურს, არ ჩამორჩენოდა საქართველოში მიმდინარე კულტურულ ტენდენციებს.
ხაშურის რაიონი მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით.აქ აღნუსხულია სხვადასხვა დროის და დანიშნულე- ების 150-ზე მეტი ძეგლი.თუმცა ამჯერად არცერთის შესახებ არ გიამბობთ.ჩვენი დღევანდელი თემა ეხება იმ შემაძრძწუნე- ბელ და უცნობ ისტორიას,რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ გომში მოხდა.



1.თ.ლაცაბიძე,ხაშურის რაიონი,2000წ.გრაფიქსი


1921 წელს,საქართველოში ხელისუფლების სათავეში მო- ვიდნენ ქართველი ბოლშევიკები.მოსალოდნელი იყო,რომ ხელი- სუფლება შეეცდებოდა თავისი ფრთხილი პოლიტიკით დაევიწ- ყებინა ქართველი ერისთვის ახალი ხელისუფლების წარმო- შობის მომენტი.მართლაც, ხელისუფლებამ განაცხადა. რომ სა- ქართველოში მოხდა მხოლოდ ძალაუფლების შეცვლა:მენშევი- კების მაგიერ ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ქართველი მუშები და გლეხები, საქართველოს დამოუკიდებლობა კი დარჩა კვლა- ვინდებურად...
მათ დაკეტეს 1500-მდე ქართული ეკლესია, შეურაცხყვეს საფლავი დავითისა და კონსტანტინესი, ქართული ეკლესია- მონასტრები,ჩვენი ქრისტიანული რწმენა.შემდეგ ჯერი მიდგა საქართველოს ტერიტორიაზე: რუსეთმა დაუთმო თურქეთს ბათუმის ოლქის ნაწილები და ართვინი, სომხებს მისცა ბორჩალოს მაზრის ნაწილი, აზერბაიჯანს-ზაქათალის, სიღნა-ღისა და თბილისის მაზრების ნაწილები..ბოლშევიკურმა ხელი- სუფლებამ კი თანდათანობით საქართველოს დამოუკიდებ- ლობას ძირი გამოუთხარა და ქართველმა ხალხმა აჯანყებით უპასუხა.
ანტისაბჭოთა აჯანყების დროშა პირველად თავისუფ- ლების მოყვარე სვანებმა ააფრიალეს. მათ სათავეში ედგნენ მოსოსტრ დადიშქელიანი,ნესტორ გარდაფხაძე,ბიძინა პირველი და სხვანი.აჯანყებულებმა სვანეთში შეჭრილი წითელი არმიის



1-ს.ზალდასტანიშვილი-საქართველოს 1924 წლის აჯანყება


საბჭოთა ორგანოები გარეკეს.აჯანყება თითქმის 6 თვეს გრძელდებოდა სამწუხაროდ,საქართველოს სხვა რეგიონებმა სვანეთს მხარი ვერ აუბეს. რაც მთავარია წითელმა არმიამ სვანეთის სრული იზოლაცია მოახერხა.ამის შემდეგ აჯანყება უპერსპექტივო გახდა და თანდათანობით ჩაცხრა.
პარიტეტულმა კომიტეტმა შექმნა და ინახავდა შეიარა- ღებულ რაზმებს:კახეთში ქ.ჩოლოყაშვილისას,ქართლში ლაშქა- რაშვილისას,ბორჯომის რაიონში-კასრაძისას,სვანეთში გარდაფ- ხაძისას, გურიაში მათიაშვილისას და სხვა.ამის შემდეგ პარი- ტეტულმა კომიტეტმა აჯანყების მომენტად აირჩია ინგლისსა და საბჭოთა კავშირს შორის მოლაპარაკების დასაწყისი. ამრიგად,მთელ სამხედრო მუშაობას აჯანყების მოსამზადებ- ლად სათავეში ედგა ,,სამხედრო კომისია”.იგი ორი წევრისგან შედგებოდა ,,სამხედრო კომისია” ეყრდნობოდა თბილისში სამხედრო ქვეკომისიას,პერიფერიებში-საოლქო პარიტეტულ კომიტეტებთან არსებულ სამხედრო ორგანიზაციებს, ხოლოსადაც ასეთები არ არსებობდნენ-საგანგებოსამხედრო
რწმუნებულებს.
1924 წლის ზაფხულისათვის პარიტეტულმა კომიტეტმა დაამთავრა აჯანყების სამხედრო მომზადება.ამავე დროისათვისსაზღვარგარეთიდან მიიღეს ნ.ჟორდანიას სადირექტივო წერილი,აჯანყების გეგმა .ნ. ჟორდანია დირექტივას აძლევს პარიტეტულ კომიტეტს,რომ აჯანყება მთელი კავკასიის

1-საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტომი-VII გვ198,გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო” 1976

მასშტაბით მოეწყო. ,,მხოლოდ ამ შემთხვევაში, მოგვაქცევს ევროპა სერიოზულ ყურადღებას და გაგვიწევს დახმარებას”, წერს ნოე ჟორდანია. პარიტეტულმა კომიტეტმა არაერთგზის გააგზავნა თავისი ემისრები აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ ჟორდანიას დირექტივას განხორციელება არ ეწერა,მათ ვერ შეძლეს ჩრდილოეთ კავკასიასა და აზერბაიჯანში კონტრრევოლუციური გამოსვლების მოწყობა.
1924 წლის ივლისში ანტისაბჭოთა პარტიების ცენტრა- ლურმა კომიტეტებმა მიიღეს გადაწყვეტილება აჯანყების დაუ-ყოვნებლივ დაწყების შესახებ. 1924 წლის 7 აგვისტოს დააპა- ტიმრეს ვ.ჯუღელი.ამის შემდეგ აჯანყების საკითხი განიხილა პარიტეტული კომიტეტის პლენარულმა სხდომამ 1924 წლის 18 აგვისტოს და ხმების უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული აჯანყების დაწყების შესახებ,მიუხედავად ჯუ- ღელის მიერ ციხიდან 12 აგვისტოს გამოგზავნილი წერილისა ,რომლითაც იგი წინადადებას აძლევდა გარეთ დარჩენილ შეთქმულთ მოეხსნათ აჯანყების საკითხი. 22 აგვისტოს პარი- ტეტული კომისიის სხდომაზე კ.ანდრონიკაშვილის, მ.ჯავახიშვილისა და შ.ამირეჯიბის მონაწილეობით შეიარაღებული გამოსვლის დღედ დაინიშნა 28 აგვისტო.
ანტისაბჭოთა მოძრაობამ განსაკუთრებით ფართო ხასია- ათი მიიღო კახეთსა და ფშავ-ხევსურეთში. მას სათავეში ედგა



1-საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტომი VII.,გვ 199.გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო”1976
სახელგანთქმული ოფიცერი ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვი-ლი . მან შექმნა საკმაოდ მრავალრიცხოვანი შეიარაღებული რაზმი,რომელიც 1921 წლიდან ქიზიყში მოქმედებდა, თუმცა დევნის გაძლიერების გამო იძულებული გახდა ტყეში გასულიყო.მთლად ხალხზე იყო რაზმის კვება და ჩაცმა-დახურვა.1922 წელს გაჭირვება და შიმშილი მძვინვარებდა მთელ საქართველოში,თუმცა ხალხი ყოველმხრივ ხელს უწყობდა და აწვდიდა რაზმს რისი საშუალებაც ჰქონდა.მაშინ როცა თვითონ არაფერი გააჩნდათ.იშვიათი როდი იყო შემთხვევა,რომ თუ ხუთი პური ჰქონდა წვრილშვილიან ოჯახს,ოთხს რაზმს აძლევდა,,ჩვენ იოლად გავალთ,თქვენთვის უფრო საჭიროაო.” სვანეთისა და კახეთ-ფშავ-ხევსურეთის აჯანყებათა გამოცდილებამ ცხადჰყო,რომ პარტიზანული გამოსვლებითა და ლოკალური აჯანყებით საბჭოთა ხელისუფლების დამხობა შეუძლებელი იყო. ემიგრაციაში და თვით საქართველოში თითქმის ერთდროულად წარმოიშვა საყოველთაო აჯანყების მოწყობის იდეა. ამ იდეის აღმოცენებას ხელი შეუწყო იმანაც,რომ ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებისადმი დახმარების თხოვნამ არავითარი შედეგი არ გამოიღო.
სათანადო მუშაობა საქართველოშიც გაიშალა.აჯანყება ყოველ ქალაქსა და მაზრაში ერთდროულად უნდა დაწყებულიყო. სამწუხაროდ, ჭიათურაში აჯანყება 28 აგვისტოს დაიწყო. ამან აჯანყების დაწყების საიდუმლო გასცა, რამაც ფატალური შედეგი გამოიღო.საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყება სისხლში ჩაახშო, .უსასტიკესმა რეპრესიებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.მარტო აჯანყების დღეებში მოკლეს 4000 კაცი.თვით იარაღაყრილებსა და შემორიგებულებსაც აღარ ინდობდნენ. საკმარისია აღინიშნოს,რომ ჭიათურიდან.წამოყვანილი ტყვეები მატარებელში ამოჟლიტეს,საქართველოს კრწანისის შემდეგ,ასეთი დღეები არ დასდგომია.





















1-ცისკარი,საქ.ქპ.ცკ-ის გამომცეცლობა.გვ 150, 1990 წელი
2-საქართველოს ისტორია IX-კლ,ფ.ლომაშვილი ,თბილისი-2002.გვ 158
3-იქვე.


ფაქტი,რომელზეც ყურადღება უნდა შევაჩეროთ,სწორედ ამ მოვლენებს უკავშირდება.
2003 წლის გაზაფხულზე,მამაჩემი და მე ვმგზავრობდით ფეხით და შევდიოდით სოფელ გომში აღმოსავლეთის მხრიდან, შორიდან შევამჩნიეთ ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ, .გავიფიქრე მივალ ბავშვებთან და ფეხბურთის თამაშში ჩავეზიარები მეთქი, მაგრამ ადგილთან მიახლოებისას ფეხბურთის თამაშის კი არა, ყველანაირი სურვილი გამიქრა და აღვმოჩნდი შემზარავი სურათის მოწმე,პატარა ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ ადამიანთა თავის ქალებით,მამაჩემმა,რა თქმა უნდა ბავშვები დატუქსა, შემდეგ შიშველი ხელებით ამოვთხარეთ მიწა და მინიმალურ სიღრმეზე ჩავფალით მიცვალებულთა ნაწილები, იმ ადგილზე იყო არა მარტო თავის ქალები,არამედ სხვა სახის ძვლებიც,რომელთა იდენტიფიცირება მაშინ მე ნამდვილად ვერ მოვახერხე,გამოგიტყდებით და ძალიან შეშინებული ვიყავი, თუმცა მცირეწლოვან ბავშვს მქონდა დიდი სურვილი იმისა,რომ რამენაირად ფარდა ამეხადა ამ საიდუმლოსთვის,თუ არადა მონაწილეობა მაინც მიმეღო მასში.
გადავწყვიტეთ რომ გავრკვეულიყავით ამ ძალიან საინ- ტერესო ამბავში, მამაჩემი წინააღმდეგი იყო,რომ ამ ამბის გარკვევაში მეც მიმეღო მონაწილეობა,ვითომ იმიტომ,რომ ასა- კით არც თუ ისე დიდი ვიყავი და შეიძლებოდა ამ ამბავს ჩემს ფსიქიკაზე ცუდად ემოქმედა.ძნელია არ დაეთანხმო მამის გადაწყვეტილებას, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს გადაწყვეტილება აგრერიგად ჰუმანური გახლდათ,თუმცა ჩემში იმდენად დიდი იყო შეუცნობელის შეცნობის სურვილი, რომ მამის ესოდენ მტკიცე გადაწყვეტილებაც კი გადაძალა. მამაჩემსაც რაღა დარჩენოდა,იძულებული გახდა, იქით ეტერებინა თავისი ჯიუტი შვილი,საითაც ბურუსის გამფანტველი ქარი დაუბერავდა.
პირველად სოფლის მკვიდრ მოსახლეობას გავესაუბრეთ ,რომლმაც არაფერი არ იცოდა მათგან მხოლოდ ის გავიგეთ, ,რომ ამ ადგილიდან მოუჭრიათ მიწა ყვავილებისთვის,მიწა საკ- მაოდ ნაყოფიერი აღმოჩენილა,რამაც გამოიწვია ის რომ კმაყო- ფილმა მომხმარებლებმა მეორედაც ამოიღეს ამ ადგილიდან მი- წა.საბოლოოდ მანძილი ჩამარხულ ნეშტებსა და მიწის ზედა- პირს შორის ძალიან შემცირდა,
შემდგომში გავიგეთ,რომ სოფელ გომში მცხოვრები,ადგილობრივი მკვიდრი,ვინმე არშაკა გიკაშვილი ცხოვრებაში საკმაოდ მრავლისმნახველი კაცი ყოფილა და შეიძლებოდა მას სცოდნოდა რაიმე ამ ამბის შესახებ.ჩვენც გავემართეთ ამ პიროვნებისკენ.ბატონმა არშაკამ გვითხრა, რომ მან იცოდა ამ ამბის შესახებ და მცირე ხანში დაგ- ვიკავშირდებოდა,მოგვცემდა ზუსტ ინფორმაციასაც და დამატე- ბით გაზეთს,რომელშიც დაწვრილებით იქნებოდა აღწერილი ამ ამბის შესახებ, ჩვენც გაგვიხარდა, და იმედითა და მოლოდინით აღსავსენი დავბრუნდით სახლში. გავიდა საკმაოდ დიდი დრო და ბატონი არშაკა არ გვიკავშირდებოდა და ვერც ჩვენ მოვა- ხერხეთ დაკავშირება.
ჩვენ განვაგრძობდით ძიებას,სოფლის მოსახლეობა ხან რა ინფორმაციას გვაწვდიდა,ხან რას თუმცა მათგან რეალური არცერთი არ ყოფილა.ჩვენ არც დოკუმენტური მასალის მოძი- ება დაგვზარებია,მაგრამ მხოლოდ ერთს მივაკვლიეთ:1906წლის შემოდგომაზე,გომის რკინიგზის სადგურის მახლობლად ცხე- ნოსან პოლიციასთან უთანასწორო ბრძოლაში, მოკლულ იქნა გორის მაზრის ორგანიზაციის წევრი შაქრო მარგიევი,შესაძლე- ბელი იყო იქ მისი ძვლები აღმოჩენილიყო,თუმცა არც ეს ამბა- ვი აკმაყოფილებდა ჩვენს სურვილს.
შემდგომში დაიწყო ჩვენი გრძელვადიანი ძიება და დავიწყეთ მუზეუმებსა და არქივებში ინფორმაციის მოძი- ება.პირველად ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მივაკითხეთ,შემდგომში ხაშურის არქივს:პოლიტიკური მდგომარეობა რაიონში დამაკმაყოფილებელია.რაც შეეხება ყოფილ კულაკებს,რომლებსაც ჩამოერთვათ ზედმეტი მამული,მათ ეტყობათ,რომ ცოტა უკმაყოფილონი არიან,რაც თანდათანობით გაქარწყლდება.
ეს კი იმას მაუწყებელი იყო,რომ არქივებში არაფერი გვესაქმებოდა. ამის შემდეგ ჯერი მიდგა გორის რაიონულ არქივზე,რომლიდანაც ახალი და საინტერესო ვერაფერი გავიგეთ,ბოლოს თბილისის არქივს მივადექით. ძიება აქაც უშედეგო და არაფრისმომცემი გამოდგა. ამ დროს ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი იმედგაცრუება და რომ ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს ღმერთის იმედზე რადგან ,,შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს უფლისა მიერ”
გარკვრული დროის შემდეგ გავიგეთ,რომ სოფელ გომის მცხოვრებმა ღრმად მოხუცებულმა ნიკო ჩოჩიშვილმა იცოდა

1-საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V, Gგვ-428,1990 წ.თბილისი
2-გომის არქივი.აღნ.1;ფურცელი 9
რაღაც მნიშვნელოვანი ამ თემის შესახებ.ჩვენ ბატონ ნიკოს დეტალურად აღვუწერეთ ის ადგილები,სადაც თავის ქალები და ჩონჩხები ვიპოვეთ,მან გვითხრა, რომ არ შეიძლებოდა ამ ადგილზე მიწის ზემოთ ძვლების პოვნა,რადგან ისინი ძალიან ღრმად იყვნენ დაფლულლნი,ჩვენ ვუთხარით,რომ ამ ადგილიდან ორჯერ ამოიღეს მიწა ყვავილებისთვის, რამაც მიწის ზედაპირისა და ძვლების საგრძნობლად დაახლოება გამოიწვია და ვთხოვეთ ,რომ უფრო ნათლად მოეთხრო ამ ამბის შესახებ ბატონმა ნიკომ კი შემდეგი გვიამბო: 1924 წელს,როდესაც იგი 9 წლისა გახლდათ,მიდიოდა სიმინდის მოსატანად ურმით და მათ ბაღამდე მისასვლელად უნდა გაევლოთ ის ადგილი, სადაც თითქმის საუკუნის შემდეგ მიცვალებულთა ძვლები იქნა ნაპოვნი.მას დაუნახავს ღრმად ამოთხრილი ორმო, რომელშიც ჯერ კიდევ თბილი მიცვალებულები იყვნენ ჩასვენებულნი, კომუნისტებმა თურმე 4-5 დღე არ მიაყარეს მიწა გარდაცვლილებს, რადგან ხალხს შიშის ზარი მოჰგვროდა მათ დანახვაზე და რომ თვითონ კარგა ხანს აღარ ეფიქრათ აჯანყებაში მონაწილეობაზე და წინააღმდეგობა აღარ გაეწიათ კომუნისტური რეჟიმისათვის. ნიკოს მამას ურემი გაუჩერებია,ქუდი მოუხდია და პირჯვარი გადაუწერია, თან თავისი შვილისთვის უთქვამს,რომ მიცვალებულები ძალიან კარგი ხალხი იყვნენ და რომ ისინი დახვრიტეს კომუნისტებმა.
სიკვდილით დასჯილები,ექვსი ძმა ფალავანდიშვილი სოფელ ცერონისიდან იყვნენ.ისინი თურმე თავადები ყოფი- ლან(ხუთი ძმიდან ერთ-ერთი გომის სათემო თვითმმართველო- ბაში მუშაობდა) როგორც ჩანს 1924 წლის აგვისტოს აჯანყე-

ბასთან კავშირის გამო დაუპატიმრებიათ და ჩამოუყვანიათ გომში, სადაც მილიციის განყოფილება იყო.გარდა ამისა სო- სოფელში რკინიგზაც მდებარეობდა, რომლის დახმარებითაც მატარებლით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, სოფელ გომში ჩამოჰყავდათ თავადები,მღვდლები და კომუნიზმის სხვა ,,ხორცმეტები.“აქ იკრიბებოდა სამკაციანი სასამართლო(,,ტრო- იკა”) .მეტიც,ბატონმა ნიკომ დაგვისახელა ის სამი პირი, ვინც ე.წ.,,ტროიკაში” შედიოდა,ესენი იყვნენ: იკოშვილი, გიკაშვილი და ლევან კრანეცი. ამათგან უკანასკნელი ადგილობრივ სპირტისა და არყის ქარხანაში მუშაობდა.რაოდენ შემზარავა- დაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ რუსი პიროვნების ჰობი იყო ეს საქმე და თავისუფალ დროს სიკვდილმისჯილთა დახვრეტაში ატარებდა,რომლის სანაცვლოდაც გასამრჯელოს სახით იღებდა მანეთსა და რაღაც კაპიკებს. ხოლო მეორე პიროვნება-გიკაშვილი,აღმოჩნდა ბატონი არშაკას მამა.ჩვენ სწორედ ამ დროს მივხდით თუ რატომ აღარ დაგვიკავშირდა ბატონი არშაკა გიკაშვილი.
ბატონ ნიკოსთან საუბრის შემდეგ,ჩვენ დაუყოვნებლივ გავემართეთ სოფელ ცერონისისკენ,სადაც არც თუ ისე დიდი ხნის ძიების შემდეგ მივაკვლიეთ ფალავანდიშვილების ,,ნავთს- საყუდელს”,მასპინძლობა გაგვიწია სახელგანთქმულმა ფალა- ვანმა იასე ფალავანდიშვილმა,რომელმაც გვიამბო,რომ ყოფილა 6 ძმა ფალავანდიშვილი,რომლებსაც არ მოსწონდათ კომუნის- ტური მმართველობის პერიოდი და დიდი სურვილი ჰქონიათ, რომ გაენთავისუფლებინათ სამშობლო ამ მძიმე მარწუხებისგან და მიუღიათ კიდევაც მონაწილეობა 1924 წლის აჯანყებაში, თუმცა ცნობილი მიზეზების გამო ხელი მოეცარათ და კომუ- ნისტებმაც დააპატიმრეს, უფროსი ძმა თავისი ასაკის გამო გაუნთავისუფლებიათ. ძმები მიმხვდარან თუ რაშიც იყო საქმე, უმცროსი ძმა გაუპარებიათ და მის მაგივრად უფროსი წასულა ,,ეშაფოტზე”. თავად ბატონი იასე ყოფილა უმცროსი ძმის, კონსტანტინე ფალავანდიშვილის შვილი. სამწუხაროდ ჩვენს ცერონისში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე B ბატონ იასეს მამას,რომელიც საკმაოდ მოხუცი ყოფილა, გონება გათიშვია და ლოგინად ჩავარდნილა და მასთან გასაუბრება ვეღარ მო- ვასწარით.
ჩვენც დავემშვიდობეთ ბატონ იასეს და გამოვემართეთ შინისაკენ.ამოვთხარეთ სახელდახელოდ გაკეთებული საფლავი, დავასუფთავეთ მიმდებარე ტერირორია,დავამზადეთ ჯვარი და სოფლის მოსახლეობასთან ერთად დავმარხეთ პატრიოტ ძმათა ძვლები.
და ს კ ვ ნ ა
ასე მოეფინა ნათელი, იმ ისტორიას, რომლის საიდუმლოსაც თითქმის საუკუნის მანძილზე ინახავდა ეს მიწა და რომლის ამოხსნასაც ჩვენ რამდენიმე წელი მოვანდომეთ,იმედია ამ მცირე ნაშრომით კიდევ ერთხელ გაგვახსენდება,თუ რაოდენ დიდი ღვაწლი გასწიეს ჩვენმა წინაპრებმა იმის გამო,რომ ეს ქვეყანა ჩვენამდე მოღწეულიყო და რაოდენ დიდი ჯვარია თითოეული ქართველი კისერზე, ჯვარი რომელსაც ქართველობა ეწოდება.
ვინ იცის,ამ მიწაზე რამდენია ისეთი ადგილი, რომე- ლიც უფრო დიდ დიდ საიდუმლოს ინახავს.
ჩემი მიზანი იყო რომ ამომეხსნა ეს ბურუსით მო- მოცული ამბავი,და ღვთის მადლით შევძელი კიდევაც,ახლა კი მსურს,რომ საზოგადოების რაც შეიძლება დიდ ნაწილს გავაც- ნო ეს ძალიან საინტერესო ისტორია და იმედია,რომ უფალი დამეხმარება კიდევაც,ჩემი მიზნის საბოლოოდ განხორციელე- ბაში.


ფოტოები
მამა არჩილი და მამა იაკობი,პარაკლისს უხდიან მიცვალებულთა სულებს
(ვორდიდან ამოჭრას რომ მასწავლით ფორუმელებო , ამას მერე დავდებ)biggrin.gif

ძმები ფალავანდიშვილების საფლავი:
IPB-ს სურათი

გამოყენებული ლიტერატურა
I-თ.ლაცაბიძე-ხაშურის რაიონი,2000წ.გრაფიქსი
II-ს.ზალდასტანიშვილი-საქართველოს 1924 წლის ამბოხება მერანი 1989
III-საქართველოსი სტორია IX-კლ,ფარნაოზ ლომაშვილი ,განათლება-თბილისი-2002
IV-საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, მთავარი რედაქტორი ს.კინწურაშვილი,ტომი V,1990წ.თბილისი
V-საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტომი VII,რედაქტორი იური კაჭარავა.გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო”1976
VII-ჟურნალი ცისკარი;#8/ მთ.რედაქტორი იორამ ქემერტელიძე.1990 წელი,თბილისი
VII-საქართველოს გეოგრაფიული ატლასი, გ.ქარჩხაძე,2004
IX-ხაშურის რაიონის საარქივო მასალა

http://seminarieli.wordpress.com/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 18 2013, 03:35 PM
პოსტი #18


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ეს ერთი რეცენზია , შევეცდები მეორეც დავდო:

რეცენზია

გურამ ლურსმანაშვილის ნაშრომზე:
,,1924 წლის აჯანყება და ძმები ფალავანდიშვილები”

გავეცანი გურამ ლურსმანაშვილის ნაშრომს ,,1924 წლის აჯანყება და ძმები ფალავანდიშვილები”. თავიდანვე მინდა შევნიშნო, რომ ჩემთვის კარგად არის ცნობილი ხაშურის რაიონში 1924 წლის აჯანყების შემდეგ დატრიალებული მოვლენები. თავის დროზე ამ საკითხს ვრცელი ნარკვევიც მივუძღვენი, მაგრამ რასაც გურამ ლურსმანაშვილი თავის ნაშრომში აღწერს, ეს ჩემთვის დღემდე უცნობი ფაქტია. ვიცი რომ ხაშურის რაიონში აჯანყებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ხელისუფლებამ ინტელიგენციის, თავადაზნაურების, ვაჭრების ერთი ჯგუფი დახვრიტა. ნაწილი ხაშურში ე.წ ზემო სერზე, ხოლო ნაწილი გორში. Aრაც შეეხება გომში მომხდარ ფაქტს, ეს დღემდე უცნობი ფაქტია. გორის არქივში დაცულია ცნობა, რომ გომის სათემო აღმასკომის ტერიტორიაზე აჯანყების დროს სიმშვიდე იყო და არანაირ ექსესს არ ჰქონია ადგილი.
გურამ ლურსმანაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან სრულიად უცნობი ფაქტი შეისწავლა და დღის სინათლეზე გამოიტანა.ავტორს ჩაუტარებია მეტად საჭირო კვლევა, როცა მოუძებნია ისეთი ხანდაზმული ადამიანი, როგორიც ნიკო ჩოჩიშვილია (მეც მქონია მასთან შეხვედრა) და ჩაუწერია მისი მონათხრობი. ეს მეტად საშური საქმეა, რადგან ის ადამიანები რომელთა თვალწინაც მოხდა 1924 წლის აჯანყება და სხვა მოვლენები, თანდათან მცირდებიან. მათ მოგონებებს კი ხშირად პირველხარისხოვანი ისტორიული საბუთის მნიშვნელობაც შეიძლება მიენიჭოს.
მოსწავლე გურამ ლურსმანაშვილის მიერ ჩატარებული მუშაობა და გამოკვლევა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. შეიძლება სცდებოდეს კიდეც მოსწავლის წინაშე დასახულ ამოცანას.

ხაშურის მხარეთმცოდნეობის
მუზეუმის მთ. სპეციალისტი
თამაზ ლაცაბიძე


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2017, 12:00 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(მოგონება 1924 წლის აგვისტოს აჯანყების თაობაზე)

"იმ დროს, როდესაც ბაქრაძე და ვაშაძე ტყვიის ცეცხლით ანადგურებდნენ იმერეთის აჯანყებულებს, სამეგრელოში საშა გეგეჭკორი დაფარფაშებდა მაუზერით ხელში და სპობდა სიცოცხლეს მისას, ვინც მას თვალში არ მოეწონებოდა. არც ერთ ტუსაღს არ მიუღწევია ციხემდის. სენაკისა და მარტვილის ახლო-მახლო თითქმის ყველ ნაბიჯზედ შეხვდებოდით გვამს, ტყვიით განგმირულს, მწარე ღიმილშერჩენილს, ან ტანჯვით სახემოქცეულს და დამახინჯებულს მტრის ხელითგან.

დახვრეტები გაგრძელდა პარასკევ საღამომდის. ზესტაფონის ციხე სავსეა ტუსაღებით. უკვე გადაბმულია ერთიმეორეზე ოთხმოცამდე სასაკლაოზე გასაყვანად. გაისმა ხმა: დახვრეტები შეჩერებულია!.. გადაბმულებს ხელები დაუხსნეს. ყველას სახეზე უცვლელი სიმწუხარეა მხოლოდ. აქა-იქ ისმის კმაყოფილი წამოძახილი: მადლობა ღმერთს, სიკვდილი ციმბირით შეიცვალა!"

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ. 29/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2017, 08:44 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...ხსენებული წერილი 1924 წელს გენუის კონფერენციაზე წარუდგენიათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩიჩერინისთვის - ხალხის თავისუფლებაზე საუბრობთ და აბა, ეს წერილი რაღას ნიშნავს - უძველეს ეკლესიას ავტოკეფალიას ართმევთო...

მალევე დაატყვევეს მთელი სინოდი..."

/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.143/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 03:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი