IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> რატომ არიან წირვაზე მოწყენილი სახეებით?
მოციქული
პოსტი Aug 31 2008, 01:22 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 27-August 08
წევრი № 5,540



წირვაზე ან ლოცვაზე მრევლი რატომ არის დამწუხრებული სახეებით? რატომ არ ეტყობა მრევლს სიხარული? ქრისტე ხომ ცხოვრების მომნიჭებელია, ის ხომ გვაცხოვნებს, რატომ არ გვიხარია ეს წირვა-ლოცვაზე? მე არ ვამბობ ლოცვაზე სიცილი და საქეიფო განწყობა გვქონდესთქო, მაგრამ, ხალხს უცნაური გამომეტყველება აქვთ, ზოგს ისეთი სახე აქვს აზრზე არაა სად არის იმ დროს... მაპატიოს ღმერთმა თუ განვიკითხავ მაგრამ ამას დიდი ხანია ვაკვირდები და ვთქვი sad.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Aug 31 2008, 01:28 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550



მოციქული
ჩემი სუსტი ჭკუით ეს სუფთა ადამიანური მომენტია. მეც ასე ვდგევარ ხოლმე ალბათ. შუა წირვის დროს წავალ ფიქრებით მთელ ქვეყანას მოვივლი, ყველა პრობლემაზე ვიფიქრებ და მერე გამახსენდება ხოლმე სად ვარ. ჩემი აზრით ამის გარეშე ადამიანი ამპარტავნებაში ჩავარდებოდა... (ალბათ)


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოციქული
პოსტი Aug 31 2008, 01:32 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 27-August 08
წევრი № 5,540



dariala
ციტატა
ჩემი აზრით ამის გარეშე ადამიანი ამპარტავნებაში ჩავარდებოდა... (ალბათ)


ანუ გონებაგაფანტულობას და მოწყენილობას ამართლებ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Aug 31 2008, 01:33 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



ვერ დაგეთანხმები რომ წირვის დროს ადამიანს სიხარული უნდა დასთამაშებდეს.წირვა საუკეთესო დროა საკუთარ თავში ჩაღრმავების და ცოდვების განცდისა,ასევე სინანულის ქონის.პატრიარქი ბევრჯერ უნახავთ როგორ ტირის წირვის დროს.თუმცა ამ შემთხვევაში უფრო ჩვენი ცოდვების გამო ალბათ.სხვა საქმეა აღდგომის წირვა.მამა გაბრიელს აქვს ნათქვამი :ვინც ამ დროს საკუთარ ცოდვებზე იტირებს ის იუდაზე უარესიაო.


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 31 2008, 01:37 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რატომ არ ეტყობა მრევლს სიხარული?


ეგ ცხოვრების ერთი ნაწილია....
სინანულიც არანაკლებ სასიამოვნოა smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Aug 31 2008, 01:37 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550



chelo
პატრიარქის სულიერების მეათასედი რომ მომცა ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებაsmile.gif მე მოწყენილი სახე იმიტომ კი არ მაქვს რომ ვტირი, ადამიანური უძლურების გამო. ზოგს ფეხები სტკივა, ზოგს წელი და ა.შ. 8 თვის ორსული ხან სად ვხდებოდი ცუდად და ხან სად, ზიარების დროს წინ გადატარება კი არა ლამის ფეხით მდგებოდნენ ზედ, ამის გამო ისედაც ბევრჯერ დავბრკოლდი. მოდი და ამ დროს იფიქრე სულიერებაზე და სიხარულზე. smile.gif


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოციქული
პოსტი Aug 31 2008, 01:45 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 27-August 08
წევრი № 5,540



chelo
ციტატა
წირვა საუკეთესო დროა საკუთარ თავში ჩაღრმავების და ცოდვების განცდისა,ასევე სინანულის ქონის


მგონი თქვენ კარგად არ გესმით წირვის არსი...

საკუთარ თავს თუ გინდა ყველგან ჩაუღრმავდები, ასევე სინანული წირვის გარეშეც აქვს ადამიანს...

dariala
ციტატა
ზოგს ფეხები სტკივა, ზოგს წელი და ა.შ. 8 თვის ორსული ხან სად ვხდებოდი ცუდად და ხან სად, ზიარების დროს წინ გადატარება კი არა ლამის ფეხით მდგებოდნენ ზედ, ამის გამო ისედაც ბევრჯერ დავბრკოლდი. მოდი და ამ დროს იფიქრე სულიერებაზე და სიხარულზე.


კარგია კათოლიკებს აქვთ და პროტესტანტებს სკამები, ზიხარ და ღმერთზე ფიქრობ და არა ფეხებზე, არც ვინმე გადაგივლის, არც ვინმე მოგიკიდებს ცეცხლს სანთლით თმებზე როგორც ეს ჩვენთან ხდება, გაცილებით უფრო ბედნიერი სახეები აქვთ კათოლიკებს და პროტესტანტებს ვიდრე ჩვენ sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Aug 31 2008, 01:46 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



ციტატა(მოციქული @ Aug 31 2008, 01:38 AM) *

chelo
მგონი თქვენ კარგად არ გესმით წირვის არსი...

საკუთარ თავს თუ გინდა ყველგან ჩაუღრმავდები, ასევე სინანული წირვის გარეშეც აქვს ადამიანს...

წირვის არსი თქვენ პირადად ბოლომდე გესმით?ისე როდის განიცდიტ ხოლმე სინანულს. მოკლედ სწორი მიდგომაა საჭირო,მაგალითად უნდა ვეზიარო,ამ დრო ერთდროულად განვიცდი სინანულს საკუთარი ცოდვების გამო და ამავდროულად სიხარულს გამომდინარე იქიდან,რომ წმინდა ზიარებით გეტევება შენი ცოდვები.ისე ვერ წარმომიდგენია მოძღვარი გამოვიდეს და გახარებული სახით წიროს.კარგი იქნება თუ ამაზე მამაოც გაგვიზიარებს თავის აზრს.


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Aug 31 2008, 01:49 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550



მოციქული
ციტატა
კარგია კათოლიკებს აქვთ და პროტესტანტებს სკამები, ზიხარ და ღმერთზე ფიქრობ და არა ფეხებზე, არც ვინმე გადაგივლის, არც ვინმე მოგიკიდებს ცეცხლს სანთლით თმებზე როგორც ეს ჩვენთან ხდება, გაცილებით უფრო ბედნიერი სახეები აქვთ კათოლიკებს და პროტესტანტებს ვიდრე ჩვენ

აუ, მაგაზე მეც მიფიქრია, განსაკუთრებით იმ ზემოთხსენებულ "მწარე" დღეებში smile.gif


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 31 2008, 01:50 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
არგია კათოლიკებს აქვთ და პროტესტანტებს სკამები, ზიხარ და ღმერთზე ფიქრობ და არა ფეხებზე, არც ვინმე გადაგივლის, არც ვინმე მოგიკიდებს ცეცხლს სანთლით თმებზე როგორც ეს ჩვენთან ხდება, გაცილებით უფრო ბედნიერი სახეები აქვთ კათოლიკებს და პროტესტანტებს ვიდრე ჩვენ ალბათ უფრო გრძნობენ ღმერთს


იდიოტობ ახლა შენ, მოციქულო...
სკამები არა კვირტები.

ბედნიერი სახით არ განიზომება ლიტურღიული მსახურება, რამდენადაც ბალანსში უნდა მოდიოდეს სინანულისა და სიხარულის ემოციები...

წირვა უპირველესად წირვაა, ქრისტესთან ცოცხალი ზიარება.
ხოდა ნუ გადავაქცევთ მას იოგას გაკვეთილად, სადაც თავს უნდა ჩაუღრმავდე და ათასი სისულელე აკეთო... წირვა არის ჩახუტება მამასთან, კრძალვითი ჩახუტება... რომელშიც ცნობიერია დანაშაული და გააზრებულია სიხარული, უკანასკნელის ბალანსს კი არ შეუძლია თვითკმაყოფილი იდიოტის სახე შექმნას, სავსებით ზომიერია მშვიდი გამომეტყველება...

ციტატა
აუ, მაგაზე მეც მიფიქრია, განსაკუთრებით იმ ზემოთხსენებულ "მწარე" დღეებში


მწველი გული თუ მწველი ფეხები? biggrin.gif
სკამები არის აუცილებლობა... მაგრამ შეუძლებლობაც, ამასთანავე biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Aug 31 2008, 01:55 AM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



ციტატა(მოციქული @ Aug 31 2008, 01:45 AM) *

chelo
მგონი თქვენ კარგად არ გესმით წირვის არსი...

საკუთარ თავს თუ გინდა ყველგან ჩაუღრმავდები, ასევე სინანული წირვის გარეშეც აქვს ადამიანს...

dariala
კარგია კათოლიკებს აქვთ და პროტესტანტებს სკამები, ზიხარ და ღმერთზე ფიქრობ და არა ფეხებზე, არც ვინმე გადაგივლის, არც ვინმე მოგიკიდებს ცეცხლს სანთლით თმებზე როგორც ეს ჩვენთან ხდება, გაცილებით უფრო ბედნიერი სახეები აქვთ კათოლიკებს და პროტესტანტებს ვიდრე ჩვენ sad.gif

მამა თეოდორე ამბობს,რომ ადამიანი ლოცვის დროს ისე უნდა იდგეს ღვთისწინაშე როგორც მეომარი მხედართმთავრის წინ.უნდა შეებრძოლო სულსაც და სხეულსაც.ზუსტადაც რომ უნდა დაიღალო.კომფორტულად სკამზე მჯდომი თუ გაატარებ წირვას აქ ძილიც მოგერევა და კარგი ფილმის ნახვაც მოგინდება ადამიანს.

ციტატა(მნათე @ Aug 31 2008, 01:50 AM) *

იდიოტობ ახლა შენ, მოციქულო...
სკამები არა კვირტები.

ბედნიერი სახით არ განიზომება ლიტურღიული მსახურება, რამდენადაც ბალანსში უნდა მოდიოდეს სინანულისა და სიხარულის ემოციები...

წირვა უპირველესად წირვაა, ქრისტესთან ცოცხალი ზიარება.
ხოდა ნუ გადავაქცევთ მას იოგას გაკვეთილად, სადაც თავს უნდა ჩაუღრმავდე და ათასი სისულელე აკეთო... წირვა არის ჩახუტება მამასთან, კრძალვითი ჩახუტება... რომელშიც ცნობიერია დანაშაული და გააზრებულია სიხარული, უკანასკნელის ბალანსს კი არ შეუძლია თვითკმაყოფილი იდიოტის სახე შექმნას, სავსებით ზომიერია მშვიდი გამომეტყველება...
მწველი გული თუ მწველი ფეხები? biggrin.gif
სკამები არის აუცილებლობა... მაგრამ შეუძლებლობაც, ამასთანავე biggrin.gif

დღეს მნათემ გამაოცა smile.gif


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Aug 31 2008, 01:56 AM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550




მნათე
ციტატა
წირვა უპირველესად წირვაა, ქრისტესთან ცოცხალი ზიარება.ხოდა ნუ გადავაქცევთ მას იოგას გაკვეთილად, სადაც თავს უნდა ჩაუღრმავდე და ათასი სისულელე აკეთო... წირვა არის ჩახუტება მამასთან, კრძალვითი ჩახუტება... რომელშიც ცნობიერია დანაშაული და გააზრებულია სიხარული, უკანასკნელის ბალანსს კი არ შეუძლია თვითკმაყოფილი იდიოტის სახე შექმნას, სავსებით ზომიერია მშვიდი გამომეტყველება...

მართლა 17 წლის ხარრრრ??????????


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოციქული
პოსტი Aug 31 2008, 02:01 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 27-August 08
წევრი № 5,540



მნათე
ციტატა
იდიოტობ ახლა შენ, მოციქულო...
სკამები არა კვირტები.


შეურაცხყოფას რატომ მაყენებ, გიცნობ ან მიცნობ??

ხატზე კარგად მოჩანს მოციქულები დამჯდარი იყვნენ რომ ეზიარნენ, და დამჯდარი უსმენდა ხალხი ქრისტეს ქადაგებებს.

მე არ ვამბობ რომ სიცილით და ზედმეტი ემოციებით უნდა ვიყოთ წირვაზეთქო, მაგრამ ხალხს ძალიან მოწყენილი სახეები აქვთ და ეს მ,ხოლოდ მე არ შემიმჩნევია. შეიძლება იმის ბრალიცაა რომ ქართველი ადამიანი შინაგანად მგლოვიარეა.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zedela
პოსტი Aug 31 2008, 02:05 AM
პოსტი #14


chuvaaaaak:)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,886
რეგისტრ.: 15-March 08
წევრი № 4,194



მოციქული
ციტატა
კარგია კათოლიკებს აქვთ და პროტესტანტებს სკამები, ზიხარ და ღმერთზე ფიქრობ და არა ფეხებზე, არც ვინმე გადაგივლის, არც ვინმე მოგიკიდებს ცეცხლს სანთლით თმებზე როგორც ეს ჩვენთან ხდება, გაცილებით უფრო ბედნიერი სახეები აქვთ კათოლიკებს და პროტესტანტებს ვიდრე ჩვენ

ამაში ნამდვილად არ გეთანხმები...
აქაც დგას ეკლესიაში სკამები..მაგრამ მხოლოდ მათთვის ვისაც არ შეუძლია 3-4 საათი ფეხზე იდგეს...მოხუცებისთვის...ორსულებისთვის...
და სულაც არაა საჭირო ჩვენ სრულიად ჯანმრთელებს გვჭირდებოდეს სკამი..და კომფორტი ეკლესიაში...smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 31 2008, 02:05 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
შეურაცხყოფას რატომ მაყენებ, გიცნობ ან მიცნობ??


ვაი რომ.. biggrin.gif

ციტატა
ხატზე კარგად მოჩანს მოციქულები დამჯდარი იყვნენ რომ ეზიარნენ, და დამჯდარი უსმენდა ხალხი ქრისტეს ქადაგებებს.


რას იზავ, ფორმაცია იცვლება და ამჯერად აღარავინ ეზიარება დამჯდარი.

ციტატა
მე არ ვამბობ რომ სიცილით და ზედმეტი ემოციებით უნდა ვიყოთ წირვაზეთქო, მაგრამ ხალხს ძალიან მოწყენილი სახეები აქვთ და ეს მ,ხოლოდ მე არ შემიმჩნევია. შეიძლება იმის ბრალიცაა რომ ქართველი ადამიანი შინაგანად მგლოვიარეა.


მაგ ხალხს სულიერ წარმატებაში სასიხარულო არაფერი აქვთ და იმიყომ... შენ ბედნიერი დგახარ ლიტურგიაზე? პირადად მე "წარვედით ყოველთას" მრავალმოწყალე ხმას ველოდები ხოლმე, რომ როგორმე დავისვენო... smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Aug 31 2008, 02:06 AM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550



ისე ყველამ კარგად ვიცით, რომ ზოგ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არის სკამები, მაგალითად ბერძნულში. ხოლო ჩვენთან ფეხზე დგომა რატომაცაა სავალდებულო ისტორიულად ცნობილია. მუდმივი შემოსევებისა და საფრთხის ქვეშ მყოფი ქართველი კაცი წირვაზე ფეხზე მდგომი და იარაღით გამართული იდგა. რა დროს დაუძახებდნენ საბრძოლველად არ იცოდა. ასე არ იყო?


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 31 2008, 02:08 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ისე ყველამ კარგად ვიცით, რომ ზოგ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არის სკამები, მაგალითად ბერძნულში. ხოლო ჩვენთან ფეხზე დგომა რატომაცაა სავალდებულო ისტორიულად ცნობილია. მუდმივი შემოსევებისა და საფრთხის ქვეშ მყოფი ქართველი კაცი წირვაზე ფეხზე მდგომი და იარაღით გამართული იდგა. რა დროს დაუძახებდნენ საბრძოლველად არ იცოდა. ასე არ იყო?


არ არის ეგ მაგ მეთოდიკის... სკამები ბევრგან იდგა..

დიაკონი რომ გამოდის და ამბობს "აღსდეგინ" თქვენ გგონიათ ზრდილობის ფორმაა? ხალხი ისხდა... სკამი არის აუცილებელი, რამდენადაც ფეხზე წამოყუდება არასდროს ყოფილა ეკლესიის ნორმა... მაგრამ დღეს ჩვენს ტაძრებს ამის საშუალება არ აქვთ... როგორც არქიტექტურულად, ისე რაოდენობის მხრივ...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Aug 31 2008, 02:08 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



საერთოდ დღეს(კი არა და დიდი ხანია) ქართველები ქალაქშიც მოწყენილი სახეებით დადიან.მხიარული და ბედნიერი სახეები იეღოველებს აქვთ მარტო.რაც შეეხება იმა რომ მოციქულები ისხდნენ როცა ეზიარებოდნენ მათთან ერთად ხილულად იჟდა ქრისტეც.წარმოიდგინე ამ ყველაფრის შემდეგ ჯვარზე ეწამა და ეხლა ჩვენ წავიდეთ წირვაზე ქრისტესთან შესახვედრად და საზიარებლად და დავსხდეთ და როგორც რაიმე სანახაობაში ისე მივიღოთ მონაწილეობა.ძალიან ცუდი წარმოსადგენია.


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 31 2008, 02:09 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



chelo
ციტატა
ვერ დაგეთანხმები რომ წირვის დროს ადამიანს სიხარული უნდა დასთამაშებდეს.წირვა საუკეთესო დროა საკუთარ თავში ჩაღრმავების და ცოდვების განცდისა

წირვა არ არის მწუხრი - აი აქ გეშლებათ...

წირვისას შეიწირება უფალი იესო ქრისტე და აღდგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი წირვის განმავლობაში უნდა იყოს ნათელი მოლოდინი ქრისტეს აღდგომისა და სწორედ მაშინ როდესაც ტარიგი შეიწირება - არის უდიდესი სიხარული - ამ დროს ჭეშმარიტად შეიძლება წარმოსთქვა: ქრისტე აღსდგა.

ნუთუ შეიძლება ამ დროს მოწყენილი ყოფნა?

ვიმეორებ: წირვა არ არის პროტესტანტული მსახურება, სადაც პირად ემოციებზეა დამოკიდებული ყველაფერი...აქ ყველაფერი სწორედ იმიტომაა დაწერილი, რომ ლიტურგისტის უნიჭოდ ჩატარებული ლიტურგიის დროსაც, ის წაიკითხავს და წარმოსთქვამს იმ სიტყვებს, რაც მისი დაწერილი არაა, არამედ ღვთით განათლებული ადამიანების.

მე ვიტყოდი: წირვისას უფლება არ გვაქვს ვიყოთ მოწყენილები


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 31 2008, 02:12 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მე ვიტყოდი: წირვისას: უფლება არ გვაქვს ვიყოთ მოწყენილები


მაგრამ ლიტურგიულ ტექსტში არის უამრავი ისეთი ლოცვა, რომელიც სულაც არ მოითხოვს შენგან სიხარულის გამოვლენას და მწუხრისკენაც მოგიწოდებს... განსაკუთრებით ე.წ კათაკმეველთა ლიტურგიაში...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 06:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი