ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
NINJA - ნინძა |
Mar 31 2012, 03:35 PM
პოსტი
#81
|
Sidharta-Gautama-Buddha ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-June 11 მდებარ.: moscow წევრი № 11,240 |
George Leluashvili
ციტატა ანუ იმავე ბუნებისა და დიდების მატარებელი, რომელსაც მისი მამა ატარებს; არ ვარ მართლმადიდებელი, მაგრამ ვერ ვხვდები, რად უნდა იმას დიდი ფილოსოფია, რომ რაც მამაა, იგივეა შვილიც? ანუ არსობრივად იგი ხომ ყოველმხრივ მამის მსგავსია. -------------------- ________________________________________________________________________ _ गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा — გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას. „ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა) ომ - დიდსულოვნება მა - ეთიკა ნი - მოთმინება პად - სიბეჯითე მე - უარი ჰუნგ - სიბრძნე __________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Mar 31 2012, 09:17 PM
პოსტი
#82
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
NINJA - ნინძა
ვახო, შენმა ხელმოწერამ მიიქცია ჩემი ყურადღება om mani padme hum - მანტრა მაგრად მომწონს, ხშირად ვუსმენ ხოლმე. ეს ისე, გადახვევასავით http://www.youtube.com/watch?v=z4GYHcJgRcI&feature=related რაც შეეხება ქრისტეს არსს, იგი რათქმაუნდა მამის თანა-არსია. ამას შენც კარგად ხვდები თეორიულად. მაგრამ მრავალნი არიან "რომელთა დაუბნელდენ თვალნი მათნი, რათა არა ხედვიდენ"; რა ვუყოთ, თუ გონება თავად არ აამუშავეს, უკითხე ლექციები რამდენიც გინდა. შედეგი 0. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
■გიორგი■ |
Apr 1 2012, 12:07 AM
პოსტი
#83
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
ანუ იმავე ბუნებისა და დიდების მატარებელი, რომელსაც მისი მამა ატარებს; George Leluashviliრის საფუძველზე ასკვნი რომ იმავე ბუნებისა და დიდების მატარებელია ღვთის შვილი, რომელსაც მისი მამა ატარებს? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
toka@ |
Apr 1 2012, 12:18 AM
პოსტი
#84
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
■გიორგი■
სახარებითა და წმინდა მამათა განმარტებით -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
A.V.M |
Apr 1 2012, 12:36 AM
პოსტი
#85
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ბატონო ■გიორგი■!
მე არც ისე ახალი ფორუმელი ვარ და არ ვიცი შენი აღმსარებლობის შესახებ. ამიტომ შეგეკითხები თუ ნებას მომცემ- წმ.იოანე დამასკელის ნაშრომზე-,,მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა " უხეშად რომ თქვათ -როგორ ხართ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
■გიორგი■ |
Apr 1 2012, 05:05 PM
პოსტი
#86
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
■გიორგი■ სახარებითა და წმინდა მამათა განმარტებით toka@ სამაგისო არაფერი წერია სახარებებში. თუ ფიქრობ რომ წერია, დააციტირე, საინტერესო იქნებოდა ერთად განგვეხილა. ■ ■ ■ ■ ■ ■ ბატონო A.V.M! პირადი გზავნილები შეამოწმე; ზემოთ რაც მკითხე მასზე მოგწერე პასუხი. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
ქევანა |
Apr 1 2012, 06:18 PM
პოსტი
#87
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა იესო არის იაჰვეს ავატარი ისევე როგორც კრიშნა ვიშნუსი. ასეთი ფრაზები მაგიჟებს ავატარი იცით რა არის რო? ჩემი აზრით, ან 1) არაა ეგ ტიპი იეღოვას მოწმე, ან 2) არ იცის ავატარის მნიშვნელობა -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
A.V.M |
Apr 1 2012, 07:59 PM
პოსტი
#88
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა პირადი გზავნილები შეამოწმე; ზემოთ რაც მკითხე მასზე მოგწერე პასუხი. ვიცი. როგორც ვფიქრობდი ის პასუხი მივიღე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Apr 1 2012, 11:49 PM
პოსტი
#89
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
■გიორგი■
ციტატა რის საფუძველზე ასკვნი რომ იმავე ბუნებისა და დიდების მატარებელია ღვთის შვილი, რომელსაც მისი მამა ატარებს? ბევრ ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას რომ თავი დავანებოთ, მოკლედ გკითხავ: შენ და მამაშენი სხვადასხვა ბუნების მატარებლები ხართ? ციტატა სამაგისო არაფერი წერია სახარებებში. თუ ფიქრობ რომ წერია, დააციტირე, საინტერესო იქნებოდა ერთად განგვეხილა. დავიწყოთ აქედან - "მე და მამა ერთ ვართ"(იოანე 10,30) შენი აზრით რა ერთობაზეა ამ მუხლში საუბარი? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
■გიორგი■ |
Apr 3 2012, 03:28 PM
პოსტი
#90
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
■გიორგი■ ბევრ ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას რომ თავი დავანებოთ, მოკლედ გკითხავ: შენ და მამაშენი სხვადასხვა ბუნების მატარებლები ხართ? კი ბატონო, შენ და მამაშენი ერთი ბუნების ხართ, რადგან ადამიანები ხართ ორივე და ადამიანური ბუნებისანი ხართ. ადამიანი მიწისგანაა აღებული, მტვერია და მტვრადვე მიიქცევა. (დაბ. 3,19). რადგან მიწიერნი ვართ ადამიანები, ადამიანური ბუნებისანი ვართ, ზეციერნი კი ღვთაებრივი ბუნებისანი არიან. ყველა ცოცხალი არსება, რომელიც ზეცაში ცხოვრობს (ანგელოზები, ღმერთი) ღვთაებრივი ბუნებისანი არიან, მართალი ხარ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვინც ღვთაებრივი ბუნებისაა - მაგალითად ანგელოზები, ღმერთებად მიიჩნეოდნენ. ციტატა დავიწყოთ აქედან - "მე და მამა ერთ ვართ"(იოანე 10,30) შენი აზრით რა ერთობაზეა ამ მუხლში საუბარი? "მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი". (იოანე 17,11) შენი აზრით რა ერთობაზეა ამ მუხლში საუბარი? უპასუხე და შენ კითხვაზე მიიღებ პასუხს. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
George Leluashvili |
Apr 3 2012, 04:02 PM
პოსტი
#91
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
■გიორგი■
ციტატა ადამიანი მიწისგანაა აღებული, მტვერია და მტვრადვე მიიქცევა. (დაბ. 3,19). რადგან მიწიერნი ვართ ადამიანები, ადამიანური ბუნებისანი ვართ, ზეციერნი კი ღვთაებრივი ბუნებისანი არიან. ანუ შენი აზრით, რომელიმე არსის, ან ქმნილების ბუნებას განსაზღვრავს არა მადლი, არამედ ფიზიკური ადგილმდებარეობა. მე თურმე იმიტომ მაქვს ადამიანური ბუნება, რომ დედამიწაზე ვცხოვრობ და ანგელოზს იმიტომ აქვს "ღვთაებრივი", რომ იგი ზეცაშია. შესანიშნავია, მარტივად გადაწყდა საკითხი. გარდა იმისა, რომ ბუნების ცნება არ გესმის, არც ღმერთზე გაქვს წარმოდგენა, თუ ვინ არის ის, რადგან ღვთაებრივსა და ანგელოზებრივ ბუნებას ერთმანეთისაგან არ ანსხვავებ. ციტატა ყველა ცოცხალი არსება, რომელიც ზეცაში ცხოვრობს (ანგელოზები, ღმერთი) ღვთაებრივი ბუნებისანი არიან, მართალი ხარ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვინც ღვთაებრივი ბუნებისაა - მაგალითად ანგელოზები, ღმერთებად მიიჩნეოდნენ. საიდან ასკვნი, რომ ანგელოზს ღვთაებრივი ბუნება აქვს? იქიდან, რომ ღვთის გარკვეულ თვისებებს იძენს და ატარებს? მაგ ლოგიკით ადამიანიც ღვთაებრივი ბუნების მატარებელი ყოფილა. აბა დაუკვირდი. ციტატა "მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი". (იოანე 17,11)შენი აზრით რა ერთობაზეა ამ მუხლში საუბარი? უპასუხე და შენ კითხვაზე მიიღებ პასუხს. დარწმუნებული ვიყავი, რომ "არგუმენტად" ამ მუხლს მომიყვანდი, რადგან მოწმეების ტაქტიკა ზეპირად ვიცი. მაგრამ ეს მუხლი შენსას კი არა, ჩემ (მართლმადიდებლობის) პოზიციას ამართლებს, რადგან უფალი თავად ამბობს, რომ როგორც მამა და ძე არიან ერთნი, როგორც ერთი და იმავე ბუნების მატარებლები, ასევე მოციქულებიც ერთნი არიან, როგორც ადამიანური ბუნების მქონენი. ვედრების - "დაიცვენ ესენი სახელითა შენითა" მიზანი იმაში მდგომარეობს, "რაითა იყვნენ ერთობით", ანუ მამა ღმერთმა, დაე, დაიცვას ისინი ჭეშმარიტ სარწმუნოებაში მისი სახელისა და აღიარებისათვის, რათა ამ საერთო რწმენისა და აღსაარების მეშვეობით ისინი ერთნი იყვნენ ხატისებრ იმ ერთიანობისა, რომელიც ღმერთშია მამასა და ძეს შორის. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Apr 3 2012, 07:51 PM
პოსტი
#92
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
■გიორგი■
ციტატა კი ბატონო, შენ და მამაშენი ერთი ბუნების ხართ, რადგან ადამიანები ხართ ორივე და ადამიანური ბუნებისანი ხართ. სწორედ ამიტომ, მამა და ძე ერთი ბუნებისანი არიან, რადგან ორივე ღმერთია სულიწმინდა ღმერთთან ერთად და ღვთაებრივი ბუნების მატარებლები არიან. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
■გიორგი■ |
Apr 3 2012, 08:06 PM
პოსტი
#93
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
■გიორგი■ მიზანი იმაში მდგომარეობს, "რაითა იყვნენ ერთობით", ანუ მამა ღმერთმა, დაე, დაიცვას ისინი ჭეშმარიტ სარწმუნოებაში მისი სახელისა და აღიარებისათვის, რათა ამ საერთო რწმენისა და აღსაარების მეშვეობით ისინი ერთნი იყვნენ ხატისებრ იმ ერთიანობისა, რომელიც ღმერთშია მამასა და ძეს შორის. ციტატა ღვთაებრივი ბუნების მატარებლები არიან. George Leluashvili მაინც ვერ ახსენი იესო ქრისტე რატომ ევედრებოდა ღმერთს, რომ მოციქულებიც ისევე ყოფილიყვნენ ერთნი, როგორც თვითონ და ღმერთი არიან ერთნი. დაუფიქრდი და ისე მიპასუხე ამაზე: ციტატა "მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი". (იოანე 17,11) როგორ უნდა ყოფილიყვნენ მოციქულები ისევე ერთნი, როგორც იესო ქრისტე და ღმერთი არიან ერთნი? და ერთი კითხვაც. რადგან თავიდანვე თვითონ შეეხე ადამიანურ ბუნებას, ახსენი როგორ გესმის შემდეგი: რას ნიშნავს ვინმეს ჰქონდეს ღვთაებრივი ბუნება და ვინმეს ჰქონდეს ადამიანური ბუნება? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
George Leluashvili |
Apr 3 2012, 08:16 PM
პოსტი
#94
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
■გიორგი■
ციტატა მაინც ვერ ახსენი იესო ქრისტე რატომ ევედრებოდა ღმერთს, რომ მოციქულებიც ერთნი ყოფილიყვნენ, როგორც თვითონ და ღმერთი არიან ერთნი. ციტატა როგორ უნდა ყოფილიყვნენ მოციქულები ისევე ერთნი, როგორც იესო ქრისტე და ღმერთი არიან ერთნი? აგიხსენი, თანაც საკმაოდ გასაგებად. კარგი, ვეცდები უფრო გასაგებად ვთქვა: "რათა იყვნენ ერთნი, როგორც ჩვენ", რადგან თუ მათ ერთმანეთი ეყვარებათ და მათ შორის არ იქნება განხეთქილება (წინააღმდეგობა), ისინი უძლეველნი იქნებიან. და არა მხოლოდ მარტო ერთობა ჰქონდეთ, არამედ როგორც ჩვენ გვაქვს ერთი სურვილი და ერთი გონიერება, ასევე მათაც მიმადლე, რადგან მათი მფარველობა იქნება მათი ერთსულოვნება. ესეიგი, რათა მისი მოწაფეები დაამშვიდოს უფალმა, იგი მათ მფარველობას სთხოს თავის მამას. ციტატა რას ნიშნავს ვინმეს ჰქონდეს ღვთაებრივი ბუნება და ვინმეს ჰქონდეს ადამიანური ბუნება? ვინმე იყოს სრული (ჭეშმარიტი) ღმერთი და ვინმე იყოს სრული ადამიანი. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
■გიორგი■ |
Apr 3 2012, 09:06 PM
პოსტი
#95
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
■გიორგი■ ვეცდები უფრო გასაგებად ვთქვა: "რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი", რადგან თუ მათ ერთმანეთი ეყვარებათ და მათ შორის არ იქნება განხეთქილება (წინააღმდეგობა), ისინი უძლეველნი იქნებიან. და არა მხოლოდ მარტო ერთობა ჰქონდეთ, არამედ როგორც ჩვენ გვაქვს ერთი სურვილი და ერთი გონიერება, ასევე მათაც მიმადლე, რადგან მათი მფარველობა იქნება მათი ერთსულოვნება. George Leluashvili ესე იგი შენი ნაწერიდან გამომდინარე გამოდის რომ როცა იესო ევედრებოდა ღმერთს რათა მოციქულები ჩვენსავით ერთნი იყვნენო ნიშნავს იმას რომ: მოციქულები იესო ქრისტესა და ღვთის ერთობის მსგავსად, "უძლეველნი და ერთსულოვანნი" ყოფილიყვნენ. ანუ სიტყვები "რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი" ნიშნავს ერთსულოვნებას და უძლეველობას, როგორც ღმერთსა და იესო ქრისტეს აქვთ ერთმანეთში. სწორად გავიგე? ციტატა ციტატა რას ნიშნავს ვინმეს ჰქონდეს ღვთაებრივი ბუნება და ვინმეს ჰქონდეს ადამიანური ბუნება? ვინმე იყოს სრული(ჭეშმარიტი) ღმერთი და ვინმე იყოს სრული ადამიანი. დააზუსტე: რას ნიშნავს ვინმე იყოს სრული? არასრული რომლები არიან ზეცაში შეგიძლია დაასახელო? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
George Leluashvili |
Apr 4 2012, 05:52 PM
პოსტი
#96
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
■გიორგი■
ციტატა ესე იგი შენი ნაწერიდან გამომდინარე გამოდის რომ როცა იესო ევედრებოდა ღმერთს რათა მოციქულები ჩვენსავით ერთნი იყვნენო ნიშნავს იმას რომ: მოციქულები იესო ქრისტესა და ღვთის ერთობის მსგავსად, "უძლეველნი და ერთსულოვანნი" ყოფილიყვნენ. ანუ სიტყვები "რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი" ნიშნავს ერთსულოვნებას და უძლეველობას, როგორც ღმერთსა და იესო ქრისტეს აქვთ ერთმანეთში. სწორად გავიგე? მე ამ მუხლის ორი განმარტება დავწერე, რომელთანაგ მხოლოდ მეორე გაწყობდა და სწორედ მასზე გაამახვილე ყურადღება. თან პირველ განმარტებაზე ისიც აღნიშნე, რომ შენთვის გაუგებარი იყო. "რაითა იყვნენ ერთობით", ანუ მამა ღმერთმა, დაე, დაიცვას ისინი ჭეშმარიტ სარწმუნოებაში მისი სახელისა და აღიარებისათვის, რათა ამ საერთო რწმენისა და აღსაარების მეშვეობით ისინი ერთნი იყვნენ ხატისებრ იმ ერთიანობისა, რომელიც ღმერთშია მამასა და ძეს შორის. ციტატა დააზუსტე: რას ნიშნავს ვინმე იყოს სრული? ცნებაში "სრული" ვიგულისხმე "ჭეშმარიტი" და ეს აღვნიშნე კიდეც, ჩავსვი რა ეს უკანასკნელი ფრჩხილებში. ანდაც, მე რატომ მეკითხები, თქვენი სწავლებით განა იესო ქრისტე არასრული ღმერთი არ არის? ციტატა არასრული რომლები არიან ზეცაში შეგიძლია დაასახელო? შენ თუ "არასრულში" ღვთაებრივ ბუნებას გულისხმობ, ანუ მეკითხები იმას, არის თუ არა ვინმე არასრული ღვთაებრივი ბუნების მატარებელი, გეტყვი, რომ ღვთაებრივი ბუნება ერთია და ჭეშმარიტი, რომელსაც მამა, ძე და სულიწმინდა ატარებენ მხოლოდ. სხვა ღვთაებრივი ბუნება, გინდ სრული, გინდ - არასრული, არსად არავისთან არ არსებობს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
■გიორგი■ |
Apr 5 2012, 12:55 AM
პოსტი
#97
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
ციტატა შენთვის გაუგებარი იყო. George Leluashvili გაუგებარი არაფერი იყო ჩემთვის, პირიქით. ცხადზე ცხადია რომ შორიდან უვლი პასუხებს და კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ვერ ცემ. შენი ქმედებიდან გამომდინარე შენივე პასუხები შევაჯამე და გკითხე ასეა მეთქი? შენ კი გაექეცი კითხვას და დამიკოპირე იგივე. მხოლოდ იმის თქმა ასეა და სამებაა მხოლოდ ღვთაებრივი ბუნებისო, კარგია საკითხის ადვილად მოსაგვარებლად მაგრამ როცა ხედავ რომ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტულ პასუხებს ვერ ცემ, ჯობია უპასუხოდ დატოვო კითხვები და გაატარო, ვიდრე პოსტები მიკოპირო. თუ ოდესმე სურვილი და უნარი გექნება კითხვებს უპასუხო, არ დაიზარო. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
George Leluashvili |
Apr 5 2012, 03:45 PM
პოსტი
#98
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ციტატა ცხადზე ცხადია რომ შორიდან უვლი პასუხებს და კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ვერ ცემ. შენ თუ წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქვს და ვერ აღიქვამ დაწერილს, პრობლემა შენში ყოფილა და სხვას ნუ აბრალებ ნურაფერს. მე გასაგებად ავხსენი რას ნიშნავს მამისა და ძის ერთობა და რას ნიშნავს მოციქულთა ერთობა. ამის შემდეგ კი შენი გადასწყვეტია მიიღებ, თუ შენ აზრზე დარჩები, ამიტომ მეორე მხარეს ნუღარ ედავები უზაროდ. ციტატა შენი ქმედებიდან გამომდინარე შენივე პასუხები შევაჯამე და გკითხე ასეა მეთქი? შენ კი გაექეცი კითხვას და დამიკოპირე იგივე. რომ დაგიკოპირე, ამით შენი ზერელე დამოკიდებულება წარმოვაჩინე, რადგან რაც დაგიკოპირე, იმისთავის არ მიგიქცევია ყურადღება. ახლა გასაგებია მიზეზი ციტირების გაკეთებისა? ციტატა მხოლოდ იმის თქმა ასეა და სამებაა მხოლოდ ღვთაებრივი ბუნებისო, კარგია საკითხის ადვილად მოსაგვარებლად "მხოლოდ ასეა" - ამგვარი საუბარი თქვენ გჩვევიათ, რაშიც ამ ბოლო ხანებშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. არგუმენტების გარეშე საუბარი თქვენი ტაქტიკაა. ვითომ ბიბლიურ მუხლებს იმოწმებთ, მაგრამ ცალკეული მუხლების მოყვანით და არა მთლიანი კონტექსტის აღქმით საუბარია სწორედ სექტანტური და ასე საუბრობთ ზუსტად თქვენ - საგუშაგო კოშკის წარმომადგენლები. სხვა აზრი ვერ გამომაქვს, რადგან აშკარა და ნათელია, რომ მთლიანად ბიბლია არ საუბრობს ერთ პიროვნულ ღმერთზე, არამედ მასში რამდენიმე პიროვნება მოისაზება, მაგრამ თქვენ საკითხს მხოლოდ იოანეს სახარების მე-17 თავის მე-3 მუხლით წყვეტთ და მორჩა! ციტატა მაგრამ როცა ხედავ რომ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტულ პასუხებს ვერ ცემ, ჯობია უპასუხოდ დატოვო კითხვები და გაატარო, ვიდრე პოსტები მიკოპირო. თუ ოდესმე სურვილი და უნარი გექნება კითხვებს უპასუხო, არ დაიზარო. შენ კი გირჩევდი, რომ თუ წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქვს, უმჯობესია ეს პრობლემა შენ თავში აღმოფხვრა და მოწინააღმდეგე მხარეს არ გადასწვდე და არ დააბრალო, გასაგებად ვერ ხსნიო. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
■გიორგი■ |
Apr 8 2012, 01:28 AM
პოსტი
#99
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
შენ თუ წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქვს და ვერ აღიქვამ დაწერილს, სხვა აზრი ვერ გამომაქვს, შენ კი გირჩევდი, George Leluashvili მსჯელობა არ გდომებია. უნაყოფო კამათს აზრი არ აქვს. მე გავჩერდები, შენ რადგან მასე გსურს, ჩათვალე თავი "გამარჯვებულად", ალბათ დაგამშვიდებს მაგ სტატუსში საკუთარი თავის წარმოდგენა. ახლა კი toka@-ს დაველოდები, 86-ე პოსტს რომ გამოეხმაუროს. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
George Leluashvili |
Apr 8 2012, 05:28 PM
პოსტი
#100
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
■გიორგი■
ციტატა მსჯელობა არ გდომებია. უნაყოფო კამათს აზრი არ აქვს. მე გავჩერდები, შენ რადგან მასე გსურს, ჩათვალე თავი "გამარჯვებულად", ალბათ დაგამშვიდებს მაგ სტატუსში საკუთარი თავის წარმოდგენა. ობიექტურმა მკითხველმა განსაჯოს... -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი