IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს ომები
ნათია
პოსტი Oct 23 2007, 02:07 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



საქართველოს ომები ქრისტეშობამდე
  • 1112 ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ I-ის ბრძოლები დიაოხის მეფის სიენის მეთაურობით ჩრდილოელ ტომთა დიდ გაერთიანებასთან.
  • IX დასასრული - VIII დასაწყისი ურარტუს მეფის მენუას ბრძოლები დიაოხთან.
  • VIII 8060 წწ. ურარტუს მეფის არგიშთი I-ის ლაშქრობები დიაოხზე.
  • VIII 40-იანი წწ. ურარტუს მეფის სარდური II-ის ბრძოლები კოლხას სამეფოსთან.
  • VIII 20-იანი წწ. კიმერიელთა შემოსევები და კოლხას განადგურება
  • 83 კოლხეთის აჯანყება.მმართველად მითრიდატეს დაყენება.
  • 65 რომაელთა ლაშქრობები პომპეუსის სარდლობით იბერიასა და კოლხეთში.
საქართველოს ომები ქრისტეშობიდან
  • I საუკუნე ფარსმან I-ის ბრძოლები პართიასთან.
  • 69 აჯანყება კოლხეთში ანიკეტეს მეთაურობით რომის წინააღმდეგ.
  • 482-484 ქართველთა ანტიირანული აჯანყება ვახტანგ გორგასლის მეთაურობით.
  • 523 ქართლის აჯანყება ირანელთა წინააღმდეგ გურგენ მეფის წინამძღოლობით.
  • VII 20-იანი წწ. ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს ლაშქრობები საქართველოში.
  • 627 თბილისის აღება ბიზანტიელთა და ხაზართა მიერ.
  • 640-იანი წწ. არაბთა პირველი მარბიელი რაზმების გამოჩენა ქართლში.
  • 650-იანი წწ. არაბთა შემოსვლა ქართლში.
  • VIII 30-იანი წწ. მურვან ყრუს ლაშქრობა საქართველოზე.
  • 853 ბუღა თურქის ლაშქრობა ამიერკავკასიაში.
  • 1011-1112 ქართველთა გალაშქრება განძაზე.
  • 1021 შირიმნის ბრძოლა.
  • 1032-1040 ბრძოლა თბილისის შემოერთებისათვის.
  • 1064-1068 ალფ-არსლანის ლაშქრობები საქართველოში.
  • 1071 მანაზკერტის ბრძოლა.
  • 1080 დიდი თურქობა
  • 1104 ერწუხის ბრძოლა
  • 1110 სამშვილდის აღება
  • 1110 ძერნის აღება
  • 1115 რუსთავის აღება
  • 1116 თურქ-სელჯუკთა დამარცხება ტაო-კლარჯეთში.
  • 1117 გიშის აღება
  • 1117 შამქორის ლაშქრობა და ქალაძორის აღება.
  • 1118 ლორის აღება.
  • 1120 შირვანის ქალაქ ყაბალის აღება.
  • 1121 თურქ-სელჯუკების დამარცხება ხუნანთან.
  • 1121 ბარდავის აღება ქართველთა ლაშქრის მიერ.
  • 1121 12 აგვისტო დიდგორის ბრძოლა
  • 1122 თბილისის აღება
  • 1123 თურქ-სელჯუკთა დამარცხება შამახიასთან.
  • 1123 გულისტანის აღება.
  • 1124 დმანისის აღება.
  • 1124 შაბურანის აღება.
  • 1124 სომხეთის ციხეების აღება.
  • 1124 ივნისი ქართული ლაშქრის მიერ ჯავახეთის, კოლას, კარნიფორის, ბასიანის გაწმენდა თურქ-სელჯუკებისაგან.
  • 1124 23 აგვისტო ანისის და მისი მიმდებარე ციხეების აღება.
  • 1124 სექტემბერი შირვანის შემოერთება.
  • 1138 განძის აღება.
  • 1162 დვინის აღება ქართველთა მიერ.
  • 1167 შირვანს ლაშქრობა.
  • 1177-1178 ორბელთა ამბოხება.
  • 1195 შამქორის ბრძოლა.
  • 1203 ბასიანის ბრძოლა.
  • 1208-1209 არჭეშის აღება.
  • 1210 ქართველთა ლაშქრობა ირანში.
  • 1220-1221 პირველი ბრძოლები მონღოლებთან.
  • 1225 გარნისის ბრძოლა.
  • 1226 თბილისის აღება ჯალალედინის მიერ.
  • 1227-1228 ბოლნისის ბრძოლა.
  • 1235-1236 აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობა მონღოლების მიერ.
  • 1247 კოხტასთავის შეთქმულება.
  • 1259 აჯანყება მონღოლთა წინააღმდეგ დავით VI-ის მეთაურობით.
  • 1260 აჯანყება მონღოლთა წინააღმდეგ დავით VII-ის მეთაურობით.
  • 1260 ბრძოლა ახალდაბასთან.
  • 1261 არღუნის ლაშქრობა სამცხეში.
  • 1265 ბერქა-ყაენის ლაშქრობა.
  • 1282-1285 დავით VI-ის ბრძოლა ტრაპიზონის სამეფოში.
  • 1285-1306 რუმელი თურქების შემოსევები.
  • 1297 აჯანყება მონღოლთა წინააღმდეგ დავით VIII-ის მეთაურობით.
  • 1386 თემურლენგის პირველი შემოსევა. თბილისის აღება.
P.S. საინტერესო იქნება ისტორიკოსების აზრი ზემოთჩამოთვლილი ბრძოლების შესახებ... იქნებ მოვიპოვოთ ცნობები და უფრო ვრცლად მიმოვიხილოთ


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(60 - 73)
marine
პოსტი Dec 2 2019, 10:09 PM
პოსტი #61


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...ბოლო არ უჩანდა მტერს; სხვათა შორის, ისტორიკოსები და თვითმხილველებიც აღნიშნავენ, რომ ოსმალთა ლაშქარი ბრწყინვალედ იყო შეიარაღებული და ისეთი ლამაზი მხედრობისგან შედგებოდა, დაგენანებოდა კიდეც მათი დახოცვაო...

ხრესილში მისულ ოსმალებს ყოველი მხრიდან თოფების გრიალი მოესმათ... სწორედ ეს იყო სოლომონ მეფის გეგმის ფინალი... ფიცხელ ბრძოლაში ქართველებმა სძლიეს მტრებს. ეს იყო სოლომონ მეფის მიერ გამართული - "იმერული ძლევაი საკვირველი"...

ოსმალთა დამარცხებას გადაჰყვა ახალციხის ფაშაც - მან ხონთქრისგან მიიღო ქამარი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ ქამრით უნდა აღსრულებულიყო.. მთელი თურქეთი გლოვობდა..."

/"კარიბჭე" N12, 2019, გვ.18/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 9 2019, 09:23 PM
პოსტი #62


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოში მტრის შემოსევა ყოველთვის იყო ქართველთა ცოდვების, ღვთისაგან განდგომის და ურწმუნოების ან მცირედმორწმუნეობის შედეგი"

/"კრიალოსანი" N11, 2008, გვ.30/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2020, 02:18 PM
პოსტი #63


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ომი მაინც სჯობია მონობასა და პყრობას"

/ლევან გოთუა, "სერაფიტი", გვ.325/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2020, 08:22 PM
პოსტი #64


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არსებობს ცნება - "ომის ფსიქოლოგია". ომი ხშირად ლაკმუსივით ავლენს ადამიანის, ზოგადად, ერის მანკიერ თუ საამაყო თვისებებს. ომიც თავისებური გამოცდაა, გამოცდა ადამიანობის, ურთიერთსიყვარულისა".

/მამა გაბრიელ ნათენაძე
"კარიბჭე" N12, 2020, გვ.4/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2020, 01:16 PM
პოსტი #65


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[დიდ სამამულო ომში] ქართველ ხალხს არ უღალატია მამა-პაპათა ანდერძისთვის და ქუდზე კაცი გამოიყვანა ქვეყნის გადარჩენისათვის. 700 ათასი ქართველი, რომელთა შორის 16 ათასი მანდილოსანი იყო, ჩადგა მებრძოლთა რიგებში. სამამულო ომში ასეულ ათასობით გაგზავნილ მეომართაგან საქართველომ აღზარდა 60-ზე მეტი გენერალი და ადმირალი, 23 ათასი ოფიცერი და მეთაური, რომელნიც მამაცურად იბრძოდნენ ხმელეთზე, ზღვასა თუ ჰაერში".

/ილია მეორე
"კარიბჭე" N12, 2020, გვ.24/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2020, 01:49 PM
პოსტი #66


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ომი არ არის თავგადასავალი, ომი ავადმყოფობაა, როგორც შავი ჭირი"

/"კარიბჭე" N12, 2020, გვ.32/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 23 2021, 08:25 PM
პოსტი #67


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეფეებმა და მმართველებმა რომ იცოდნენ ღვთის სიყვარული, არასოდეს იომებდნენ. ომები ცოდვებისთვის გვევლინება და არა სიყვარულისთვის. უფალმა სიყვარულით შეგვქმნა და გვამცნო, სიყვარულში ვიცხოვროთ და ვადიდებდეთ მას"

/"ღირსი სილუანე ათონელი" გვ.62/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 9 2021, 06:24 PM
პოსტი #68


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველას, ვინც კი ომში ყოფილა, რაღაცნაირი, განსაკუთრებული თვალები აქვს. ეტყობა, მათში სამუდამოდ გაირინდა მშფოთვარე, გამაოგნებელი კითხვა, რომელთან ბრძოლაც უძლურ გონებას სიცოცხლის ბოლომდე მოუწევს".

"ვერავითარი წიგნი და მონათხრობი, ვერანაირი წარმოსახვა გადმოსცემს ომის მთელ საშინელებას"

"ომს ყოველთვის გმირობათა და ჭრილობათა სიდიადე წარმოაჩენს".

/ნინო ჯორჯაძე
"კარიბჭე" N5, 2021, გვ.39-40/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 25 2021, 08:15 PM
პოსტი #69


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთო, მშვიდობით მოგვაბრუნებდე და მშვიდობით დაგვახვედრებდე"

/ლევან გოთუა, "კრწანისის სევდა" გვ. 104/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 30 2021, 10:55 PM
პოსტი #70


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სანთელანთებული ლაშქარი იდგა და ხმალს სიკვდილგაშმაგებული იქნევდა"

/ლევან გოთუა, "თრიალეთური ლანდები", გვ.188/

"...ამ აკაფულ-ჩაკაფულ ომის ორომტრიალში..."

/ლევან გოთუა, "მუმლი მუხასა" გვ.207/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2022, 04:38 PM
პოსტი #71


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბრძოლაში თავდავიწყებით გადაშვება, უკან დაუხევლობა კარგად აქვს შენიშნული XIV საუკუნის ისტორიკოსს ჟამთააღმწერელეს: "არა არს წესი ჩუენი ქართველთა, უკეთუ ვიხილეთ მტერი, ჩუენ კერძო მომავალი, შეუბმელად ზურგი შემოვაქციოთ, დაღათუ იყოს სიკუდილი"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 312/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 28 2022, 02:12 PM
პოსტი #72


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რთული გეოპოლიტიკური მდებარეობის მქონე საქართველო ოდითგანვე იძულებული იყო, თავის გადასარჩენად გამუდმებული ომები ეწარმოებინა; ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში დროის მცირე მონაკვეთსაც ვერ მოვძებნით, რომელსაც შეიძლება მშვიდობიანად, ომის გარეშე ჩაევლო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 228/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2022, 08:28 PM
პოსტი #73


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



როკითის ბრძოლა

"1684 წელს, სოფელ როკითთან, იმერეთის მეფე ალექსანდრე მეოთხესა და გურიის მთავარ გიორგი მესამე გურილეს შორის გაიმართა ბრძოლა. იმერეთის ტახტის დასაბრუნებლად გიორგი მესამე გურიელმა კავშირი შეკრა ალექსანდრე მეოთხის წინააღმდეგ. გამარჯვება ალექსანდრე მეოთხემ მოიპოვა და შეინარჩუნა იმერეთის ტახტი. გურიელი და მისი მომხრე შოშიტა მესამე - რაჭის ერისთავი, ბრძოლაში დაიღუპნენ"

/"კარიბჭე" N5, 2022, გვ.34/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2022, 05:00 PM
პოსტი #74


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გონებით ჩლუნგი მეფე გიორგი, როგორც იქნა, რუსეთის მანქანებით გამეფდა 1798 წ. და სამეფო ტახტზე ავიდა, გიორგის მეფობაში, ერთხელ ავარიის ომარ-ხანთან მოუხდა, ეს ომი იყო კახეთისკენ, ივრის ხეობაზედ, ამ ომს ეწოდება "ნიახურის ომი". ამ ომისაგან სნეული მეფე გიორგი დიდათ დაღონებული იყო, მას ძალა და ღონე არ ჰქონდა, მეტი გზა არ იყო, მან მალე ჰავლე იმპერატორს მიჰმართა და ჯარით დახმარება სთხოვა, გიორგის მალე მოუვიდა ცნობა, რომ პავლე იმპერატორმა ინება დახმარების მოცემაო.

ამ ამბავმა გიორგი მეფე დიდათ გაახარა. მეფე გიორგი სიხარულს მიეცა, ამიტომ დაუწყო პავლე იმპერატორს ქება-დიდება და მალე ამ ქებამ იგი იმდენად გაიტაცა, რომ პალე იპერატორი ქრისტეს შეადარა და ბოლოს ქრისტეზე მაღლაც დააყენა"

/"კარიბჭე" N10, 2022, გვ.37/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th May 2024 - 12:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი