IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დავლოცოთ ერთმანეთი, პატრიარქის კურთხევა
კანონისტი
პოსტი Dec 4 2006, 12:09 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ქრისტეს მიერ ძმებო და დებო,

ყველას გვახსოვს ალბათ უწმიდესის კურთხევა, დავლოცოთ ერთმანეთი. ურთიერთლოცვა გარდამოგვივლენს საღვთო მადლს, კიდევ უფრო დაგვაახლოვებს, ხოლო დამლოცავს ასწილად დაუბრუნდება მისი ლოცვა.

გუშინდელმა დღემ დააჩქარა ჩემში ამ იდეის თქვენთვის შემოთავაზება. მოდით ამ თემაში დავლოცოთ ერთმანეთი, როგორც ერთობლივად, ისე პირადად, ვუსურვოთ სიკეთენი და წყალობა ღვთისა.

განსაკუთრებით გთხოვთ შეძლებისდაგვარად შევზღუდოთ ოფტოპიკები

მაშ, ასე პირველ მაგალითს მე მოგცემთ და დავლოცავ ფორუმის ყველა წევრს და ადმინისტრატორ გიორგის smile.gif

ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, უფალო უფლებათაო, შემოქმედო ცათა და ქუეყანისაო, მამაო ძეო და წმიდაო სულო, მოვიკრებ ყოველსა აზრსა და გონებასა ჩემსა, ლმობიერად შეგივრდები შენ ჭეშმარიტსა ერთსა უფალსა, ჩვენთა წინაპარათა ღმერთსა და გევედრები, მარადჟამს დაიფარე, დალოცე და აკურთხე წ ე ვ რ ნ ი ა მ ი ს ა ფ ო რ უ მ ი ს ა ნ ი, თანამავალ ექმენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, მოგვმადლე სული ლმობიერი, გული კეთილი, ურთიერთსიყვარული და ურთიერთპატივისცემა, იყავნ ჩვენ შორის უფალო, სიტყვისაებრ შენისა, ვითარმედ "სადა ორი გინა სამი შეკრბეს სახელითა ჩემითა, მე მუნვე ვარ", გარდამოგვივლინე მადლი სულისა წმიდისა შენისა, რათა მისითა მეოხებითა განცხოველებულნი და განბრძნობილი უკუნისამდე აღვიარებდეთ პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა, მოგვეც უფალო ერთობა და ღირს გვყავ, რათა ოდეს ინებო განსლვაი ჩუენი ამიერ სოფლითგან, ესე ერთობით განგადიდოთ შენ, შემოქმედი ჩვენი საყოფელსა ყოვლადწმიდასა და სასურველსა შენსა საშუებელთა შინა სამოთხისათა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა. ამინ!

ჰოი, წმიდაო ძლევაშემოსილო გიორგი, უფლისა მიერ ქუეყანისა ჩუენისა მფარველად დადგინებულო, მე უღირსი და უხმარო მონაი ღმრთისა, ვითარცა შვილი შენ მიერ საკვირველად დაცულისა ქართუელთა ერისა, გევედრები რათა მფარველ ექმნა მოსახელესა შენსა გ ი ო რ გ ი ს, დამილოცე იგი ვითარცა ძმაი ჩემი, დაიცევ იგი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, აკურთხე ყოველნი საქმენი მისნი, დაულოცე მოყვარულნი და უმრავლე იგინი, მტერნი მოკეთედ უქციე, ჩემ მიერ აღვლენილი ყოველნი სიტყუანი ლოცვათა ჩემთანი, დაღაცათუ გაფანტულითა გონებითა, გარნა გულითა ჩემითა აღმოთქმულნი, შესწირე უფალსა გიორგისათვის, რათა შენ თანა ადიდებდეს შენ მიერ ბარბაროზთა წინაშე უშიშრად აღსარებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
18 გვერდი V « < 16 17 18  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(340 - 343)
marine
პოსტი Dec 22 2021, 01:03 PM
პოსტი #341


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთმა დაგლოცოს ყოველმხრივ და წმიდა-გყოს და საღმრთო კურთხევის სავსების ღირსი გაგხადოს"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2022, 03:03 PM
პოსტი #342


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ღმერთმა] დაგლოცოს ყოველმხრივ და არ განეშოროს შენგან, და წარმატების სავსების ღირსი გაგხადოს. ამინ".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 25 2022, 07:17 PM
პოსტი #343


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქება და დიდება ჩვენს ღმერთს, პატივი და თაყვანისცემა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ჯანმრთელობა და მშვიდობა ყველას, სიხარული და კურთხევა ღვთისა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2023, 09:52 PM
პოსტი #344


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალმა დაგლოცოთ ყველა, შეადუღაბოს და დაიფაროს თქვენი ოჯახები სულიწმიდის მადლით. ამინ"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 16 17 18
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 10:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი