თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ ასკეტიკა

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 23 2010, 05:55 PM

სამოთხის შესახებ

ციტატა
წმინდა ისააკ ასურის (VII ს.) ასკეტიკურ თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები ჩვენამდე მოღწეულია ორი რედაქციით: პირველი შექმნილია IX საუკუნემდე და ანონიმურია, შემორჩენილია მხოლოდ ორიოდე “თქუმულის” სახით (იხ. მამათა სწავლანი, თბ., 1955 წ.), ხოლო მეორე რედაქცია ეკუთვნის წმინდა ეფთვიმე მთაწმინდელს; ბერძნულიდან შესრულებული უწმინდესი თარგმანი შესულია ხელნაწერებში — A1101, G 45. ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი მომზადებულია უშუალოდ პირველწყაროს, A1101 ხელნაწერის, მიხედვით, რომელიც შეიცავს წმინდა ისააკის სწავლებას სიყვარულის, აღდგომის, სამოთხისა და მარადიული ცხოვრების შესახებ.


A1101, 60ვ: სამოთხე არს სიყუარული ღმრთისა, რომელსა შინა არს საშუებელი ყოვლისავე ნეტარებისა, რომელსა შინა მიიღო ნეტარმან პავლე საზრდელი იგი უზეშთაეს ბუნებისა და ვინაითგან იხილა გემო ძელისა მის ცხორებისა, ღაღადებდა და იტყოდა: "რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა მისთა" (I კორ. 2.9). ამის ძელისაგან განეყენა ადამ განზრახვითა მტერისათა. ძელი ცხორებისა არს სიყუარული ღმრთისა, რომლისაგან დაეცა ადამ და ვერღარა პოვა სიხარული, არამედ ქუეყანასა მას შინა ეკალთასა შურებოდა. რომელნი დაეცნენ სიყუარულისაგან ღმრთისა, იგინი ოფლისა პურსა ჭამენ საქმეთა შინა მათთა, დაღაცათუ ფართოებით ვიდოდინ, რომელი ჭამა ადამ შემდგომად დაცემისა ბრძანებითა ღმრთისათა. ვიდრემდის სიყუარული ვპოოთ, მუნამდე ქუეყანასა მას შინა
ეკალთასა არს საქმე ჩუენი; და შორის ეკალთასა ვთესავთ და ვმკით - დაღაცათუ თესლი ჩუენი იქმნას თესლ სიმართლისა, და ყოველსავე ჟამსა განვიგუმირებით მათ მიერ; და რაზომცა განვმართლდეთ ოფლითა პირისა ჩუენისათა, ვცხოვნდებით, ხოლო რაჟამს ვპოოთ სიყუარული, მერმე მივიღებთ პურსა მას (61რ) ზეცისასა და მითა ვიზარდებით და განვძლიერდებით თნიერ საქმისა და შრომისა. ხოლო პური იგი ზეცისა არს ქრისტე, რომელ გარდამოხდა ზეცით და ცხორებასა მოანიჭებს სოფელსა (ინ. 6.33); და ესე არს საზრდელი იგი ანგელოზთა. რომელმან პოვა სიყუარული იგი, ქრისტეს ხორცსა ჭამს მარადღე და უკუდავებასა მიიღებს, რამეთუ იტყვს, ვითარმედ: ,,რომელმან ჭამოს პურისა მისგან, რომელ მე მივსცე მას, მან სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე" (ინ. 6.51).

- ხოლო ნეტარ არს, რომელი ჭამდეს პურისა მისგან სიყუარულისა, რომელ არს იესუ! ხოლო სიტყუასა ამას ზედა, რომელ ვთქუ, ვითარმედ რომელსა აქუნდეს სიყუარული იგი, ქრისტეს ხორცსა ჭამს, მეწამების მე იოვანეცა ღმრთისმეტყუელი, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: ,,ღმერთი სიყუარული არს" (I ინ. 4.8). ამისთვისცა უწყოდეთ, ვითარმედ რომელსა აქუნდეს სიყუარული იგი, მიიღებს ღმრთისა მიერ ცხორებასა და მიერვე სოფლით ეყნოსების მას ჰაერი იგი მერმისა აღდგომისა, და მას ჰაერსა შინა იშუებენ მართალნი მერმესა მას აღდგომასა.

- სიყუარული არს სასუფეველი იგი, რომელი აღუთქუა უფალმან მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ: ,,ჭამდეთ და სუმიდეთ სასუფეველსა შინა ჩემსა" (ლკ. 22.30) _ რამეთუ სიტყუა ესე, ვითარმედ "ჭამდეთ და სუმიდეთ სასუფეველსა შინა ჩემსა", სხუა არარაი არს, გარნა სიყუარული. რამეთუ სიყუარული შემძლებელ არს გამოზრდად კაცსა საჭმლისა წილ და სასუმლისა – ესე არს ღვინო იგი, რომელი ახარებს გულსა კაცისასა (ფს. 103.15). ნეტარ არს, რომელმან სუას ამის ღÂნისაგან! ამისგან სუეს მეძავთა და ქალწულებად მოიქცეს; და ცოდვილთა სუეს და დაავიწყდეს მათ გზანი ცოდვათა მათთანი; და მომთრვალეთა სუეს ამისგან და იქმნნეს მმარხველ; და მდიდართა სუეს და შეიყუარეს სიგლახაკე; და გლახაკთა სუეს და განმდიდრდეს სასოებითა; და უძლურთა სუეს და განძლიერდეს; და უმეცართა სუეს და განბრძნდეს.

- ვითარცა შეუძლებელ არს განვლა დიდისა მის ზღვისა თვინიერ ნავისა, ეგრეთვე შეუძლებელ არს თვინიერ შიშისა მოწუთომა სიყუარულსა. ზღუა ესე მყრალი, რომელ დადებულ არს (61ვ) შორის ჩუენსა და საცნაურისა ამის სამოთხისა, შეუძლოთ განვლად ნავითა მით სინანულისათა, რომელსა შინა იყვნენ მენავენი შიშისა ღმრთისანი. უკუეთუ კულა მენავენი ესე შიშისა ღმრთისანი არა ჰმართებდენ ნავსა მას სინანულისასა, რაითამცა განვლეთ ზღუა ესე და მოვიწიენით ღმრთისა, დავინთქმით ზღუასა მას შინა მყრალსა. სინანული არს ნავი და შიში ღმრთისა არს მენავეთმოძღუარი მისი, და სიყუარული არს ნავთსადგური საღმრთო. შიში ღმრთისა შეგვიყვანებს ჩუენ ნავთსადგურსა მას საღმრთოსა, რომელ არს სიყუარული, რომელსა შინა განისუენებენ ყოველნივე მაშურალნი და ჭირვეულნი სინანულსა შინა. და რაჟამს მივსწუთეთ სიყუარულსა, მაშინ მიწთომილ ვართ ღმრთისა და გზა ჩუენი აღსრულებულ არს და მიწთომილ ვართ ჭალაკსა მას, რომელ არს წიაღი სოფლისა ამის, სადა იგი არს მამა, ძე და სულიწმიდა, რომლისა არს დიდება! და ჩუენცა ღირს მყვნეს დიდებასა და სიყუარულსა მისსა შიშისა მიერ მისისა უკუნითიუკუნისამდე.
ამენ!

მოამზადა
გიორგი თოდუამ - გაზეთი "კლიტე დავითისი"

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 26 2014, 11:27 PM

მოგახსენებთ რომ გამოვიდა ,ჩვენი ყოფილი ფორუმელის , აწ მღვდელმონაზონ ანდრიას(სარია) წიგნი - ასკეტიკა .
მნიშვნელოვანი შენაძენია საქართველოს საღვთისმეტყველო ბიბლიოთეკისთვის , მე კი მეამაყება რომ , მისი მეგობარი ვარ .
https://www.facebook.com/photo.php?fbid=1454174741508206&set=a.1387651768160504.1073741830.100007470814732&type=1

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2015, 05:32 PM

"ფიზიკური ასკეზა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2015, 09:02 PM

"ბრწყინავდა თავის ასკეტიზმით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2015, 10:44 PM

"რა სავსე და მწიფე ნაყოფნი მიართვა ღმერთს უნაყოფო უდაბნომ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2015, 12:52 PM

"მას მერე ახალგაზრდა მოსაგრემ უფრო დიდი მოშურნეობით ასწია ასკეზის ჯვარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2016, 06:29 PM

"საიდუმლოებებისა და ასკეტური ცხოვრების გარეშე მართლმადიდებლური სულიერება წარმოუდგენელია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2016, 10:48 PM

"ქრისტიანული ასკეტიკა გვასწავლის, რომ ნებისმიერი განსაცდელის დროს ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი სწორი ნაბიჯია იმის თქმა, რომ ეს შენივე ბრალია".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 08:00 PM

"ასკეტური სიმკაცრე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2016, 11:13 AM

"ყოველისათვის, ვისთვისაც ცნობილია აღმოსავლური ასკეტიკის სული, ნათელია, რომ რაც უფრო მაღალია ღვაწლი და რაც უფრო უხორცოა თავად ასკეტი, მით უფრო მაღალი, მოწიწებული და პატივისცემითა განმსჭვალული მისი სწავლება ხორცის, ადამიანის ბუნებისა და მისი ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2016, 11:09 PM

"ახალი კაცი მართლმადიდებლურ ასკეტურ ლიტერატურაში გავრცელებული ტერმინია და გულისხმობს მდგომარეობას ადამიანური ბუნებისა, რომელსაც შემოსილი აქვს საღვთო მადლი, საპირისპიროდ ძველი კაცისა. ახალ კაცში უნდა გავიგოთ ახალი ქრისტესმიერი ცხოვრება, რომელსაც ნეტარ მარადიულობამდე მივყავართ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2016, 11:06 PM

"ისე აცარიელებდა თავის ასკეტურ ქვაბურას [მამა სტეფანე], თითქოს მდიდრულ სადილს მიირთმევდა. მისი კალივა მისთვის ზეციური კარავი იყო, რომელიც თავისი სიმარჯვითა და კეთილდღეობით აღემატებოდა ამერიკის ყველა ცათამბრჯენს, საჭმელი კი - ყველაზე გემრიელი მსოფლიოში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2016, 02:25 PM

"ასკეტთა დაკონკილ სამოსის ქვეშ იმალება სიმდიდრე სათნოებათა, მასში მჟღავნდება მატერიალური სიკეთეების უგულებელყოფა და ძლევა სულისა, სოფლის საგანთმოყვარე განწყობილებაზე. სიამოვნებათა ნებაყოფლობით დათმენაში, თავისუფლებასა და მკაცრ ცხოვრებაში ძევს საგანძური სიმდაბლისა, აქ განცხადდება ქრისტეში სახარებისეული ცხოვრების ფილოსოფია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2016, 06:03 PM

"მამა თეოფილაქტე, მტკიცე ანდამატი ასკეზისა და ჭირთდათმენისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2016, 09:12 PM

„რომელიც იმარხავს პირველყოფილ ასკეტურობას“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2016, 03:55 PM

„ხშირი მუხლისდრეკისაგან მუხლები დაუკოჟრდა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2016, 09:47 PM

"თავის პატარა კალივაში უხორცოსავით ცხოვრობდა. როცა ლიტურგიაზე მიდიოდა, ტრაპეზზე მცირეოდენს დარცხვენით შეჭამდა და უკან მშვიდად და ლოცვით ბრუნდებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2016, 09:55 AM

"მრავალი ნაყოფი შესწირა უფალს: თავგანწირვა, მხურვალე სიყვარული, უდიდესი უპოვრება და სიგლახაკე. მრავალიც მიიღო - როგორც აქ, ამ სიცოცხლეში, ასევე დაუსრულებელ და საუკუნო ზეციურ სასუფეველში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2016, 10:19 AM

"ასკეზა იმგვარი უნდა იყოს, რომ ჩვენ შევძლოთ ჯანმრთელობის შენარჩუნება საკუთარი მოვალეობის აღსრულებისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2016, 10:31 AM

„ეს მოსაგრე არ არღვევდა კანონს, რომელიც საკუთარ თავს დაუდგინა“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2016, 10:43 AM

„მას პატარა სარკმელი ჰქონდა, საიდანაც ესაუბრებოდა მიმსვლელთ. ზოგიერთ ძმათმოყვარე მამას ყველაფერი მოჰქონდა მასთან, რაც აუცილებელი იყო გამოკვებისათვის, ამ განსულიერებული ზეციური ფრინველისთვის“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2016, 10:55 AM

„ძველი დროის მსგავსად, ჩვენს დროშიც არიან ასკეზი გმირები“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2016, 12:48 PM

"წმიდა პეტრე ათონელი განმარტოებულ მღვიმეში წარმოდგენელი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა მეუდაბნოე მამა ქრიზოსთომოსი თავის მოწაფეებთან ერთად. მათ ტანთ დახეული სამოსი ეცვათ, დადიოდნენ ფეხშიშველნი, ჭამდნენ ორცხობილასა და წაბლს და იმას, რასაც მათ ლავრა უგზავნიდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, სასიამოვნო სახე ჰქონდათ და ზეციურ ნათელს ასხივებდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2016, 10:34 AM

„მამა პავლე ლავრელი, ექიმი, ასკეტური მოსაზრებით წყალს კოვზით სვამდა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2016, 01:44 PM

"მისი ცვილივით სახე ერთგვარ ასკეტურ ნათელს აფრქვევდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2016, 10:22 AM

"გაგვიმასპინძლდა ასკეტური საკვებით (ლეღვის ჩირით და წვიმის წყლით)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2016, 09:24 PM

"გამოცდილ ბერებს ჩემთვის უთქვამთ, რომ ოჯახური ცხოვრება ადამიანისაგან გაცილებით მეტ ასკეტურ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე მონასტერში ცხოვრება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2016, 11:09 PM

"დიდგამოცდილი ხანდაზმული ასკეტი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2016, 01:03 PM

"დიდი შრომა გასწია ასკეტურ სარბიელზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2016, 03:17 PM

"სულიერ ცხოვრებაში მცენარის ზრდის მსგავსად თანდათანობაა აუცილებელი. ასკეტიკაში ყოველი ნახტომი ზევით, ძირს დანარცხებას უდრის".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2016, 11:07 PM

"შესაძლოა, ჩანდეს, რომ ორი ადამიანი გარეგნულად ერთნაირად მოიხმარს მიწიერ საჭიროებებს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომელი რას არის მიჩვეული - თუკი ადამიანს ჰქონდა დიდი ქონება და ღვთისთვის რაღაც მოიკლო, შეიძლება ეს მოკლებაც მეტი იყოს, შესაძლოა, სხვა სხვებზე ნაკლებ მატერიალურ საჭიროებებს იყენებს, მაგრამ ის მის მოთხოვნილებებს აღემატებოდეს".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2016, 12:55 PM

"მოძღვარი გრიგოლი პატრიარქს ხის თეფშზე დადებული სამი ლეღვითა და წვიმის წყლით უმასპინძლდებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2016, 12:53 PM

"გონისა და გულის ასკეტურად განწმენდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2016, 10:31 AM

"ადამიანის თავმდაბლობას ცხოველები განსაკუთრებულად მაშინ შეიგრძნობდნენ, როდესაც ისინი ადამთან მიდიოდნენ. ამიტომ არის, რომ ასკეტის მიმართ ცხოველები დღესაც თვინიერ დამოკიდებულებას ავლენენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2016, 08:30 PM

"ასკეტიზმი იდუმალების ესთეტიკას ბადებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 11:43 AM

"უპოვარება - "კაცმან რომელმან იხილოს გემოი უპოვარებისაი, მძიმე უჩნს სამოსელიცა, რომელ ჰმოსიეს, და ეწყინების თასიცა სასუმელი წყლისაი, ამისთვის რამეთუ გონებაი მისი სხუაგან შექცეულ არს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 03:05 PM

"ქრისტიანი მისტიკოსისთვის აუცილებელია ასკეტიზმი (თუნდაც ის საერო ცხოვრებას ეწეოდეს), მცნებების მიხედვით ცხოვრება, ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2016, 09:22 PM

"წყალს ძალზე თავშეკავებულად სვამდა, სხვა სასმლის დალევის უფლებას კი თავს არასოდეს აძლევდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2016, 09:44 PM

"ღმერთი ყოველ შენს კეთილ საქმეს, აღსრულებულს შენივ თავისთვის და შენი საკუთარი სარგებლობისთვის, მიიღებს თვით მისთვის მოქმედებულ საქმეებად... და რაც შენ საკუთარი გლახაკი, მშიერ-მწყურვალი სულისთვის გიქმნია, ის სწორედ უფალ იესო ქრისტესთვის გაქვს გაკეთებული. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, განა როგორ სათნოყოფდნენ ღმერთს ის ადამიანები, რომლებიც განმხოლოებით ცხოვრობდნენ მთებსა და მიუვალ ადგილებში?!"

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2016, 09:53 PM

"მამა პაისი ამბობდა: "ასკეზისას ძალიან ეხმარება მიჩვევა. როცა კაცი სიყმაწვილიდან მოღვაწეობას მიეჩვევა, შემდგომში ვეღარ გრძნობს სიძნელეებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2016, 11:10 AM

"მამა პაისის მოღვაწეობაში ჩანდა ღვთის დიდი სიყვარული. ასკეზა ბერისთვის არ იყო თვითმიზანი, არამედ მისი საშუალებით განიწმენდდა თავს და აღივსებოდა სულიწმინდის მადლით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2016, 08:44 AM

"პიროვნებამ ასკეტური ღვაწლი უნდა გაიღოს, რომლის გარეშეც არაფრის მიღწევა არ არის შესაძლებელი. ამ ღვაწლში "ოხვრაც, და ცრემლიც, მარხვაც და ლოცვაც" მნიშვნელოვანია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ აუცილებელი საშუალებებია, რაც შეეხება მიზანს, ის "არც მარხვაა, არც ბორკილებია და არც ჯვალოა, აქ მნიშვნელოვანია გული შემუსვრილი და დამდაბლებული; და ხსნა უსასყიდლოდ და არა კეთილი საქმეების გამო გეძლევა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2016, 09:08 PM

"ახალგაზრდა შედგა ბერად და 73 წელი გაატარა მკაცრ ასკეზში. მთელი ეს ხანი არ უჭამია პური, მარტო ფინიკით იკვებებოდა. მან ღვთისგან მიიღო მადლი ეშმაკთა განსხმისა და ყოველგვარ სნეულებათა კურნებისა. ბერი მოსე 47 წელი მორჩილებდა მას და ამდენი ხნის მერე მოიპოვა სათნოებები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2016, 10:39 AM

"მათი კელიები ჩრდილოეთ მხარეს გადიოდა; ესმოდათ, როგორ ამზადებდნენ საჭმელს სამზარეულოში და უქმმეტყველებდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ჩრდილოეთის ქარი უბერავდა, მინებს მაინც არ სვამდნენ. მზად იყვნენ, დაეთმინათ ძვლებამდე გამჭოლი სიცივე და საკუთარი თავი ნებაყოფლობით მოწამეობისთვის მიეცათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2016, 09:39 PM

"მისი [წმინდა ნინოს] სამოსელი უხეში ქსოვილისა იყო, ხოლო განსასვნებელი სარეცელი - მიწაზე დაგებული ძაძა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2016, 10:06 PM

"დღე-ღამეში სამი ათას მეტანიას ასრულებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 11:08 AM

"მარხვით და ლოცვით, მღვიძარებით, მუხლდრეკით, დიდი სინანულით ცდილობდა სულიერ წყლულთა აღხოცას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2016, 01:41 PM

"აუცილებელია ასკეტური ღვაწლისა და საიდუმლოებათა მოქმედების ერთიანობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2016, 01:29 PM

"ქუჩაში სიარულის დროს ქუდი თვალებზე ჩამოფარებული ჰქონდა და აქეთ-იქით ყურება მისგან არ შეიძლებოდა, მუდამ თავდახრილი და პირდაპირ მიმავალი იყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 11:05 AM

"წლის ნებისმიერ დროს ჯვალოს უხეში კაბა ემოსა, ზამთარში ღვთისგან წარგზავნილი არწივი ათბობდა, ყოველ განსაცდელს საკვირველი მოშურნეობით დაითმენდა და ღვთისგან სასწაულმოქმედებისა და წინასწარჭვრეტის მადლი მოიხვეჭა, რომელსაც წყალობადვე გასცემდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 10:25 PM

"განუწყვეტელი მარხვისა და ფიცხელი ლოცვის წყალობით ღირსმა თეოდოსიმ [ანტიოქიელი] ხორციელ ვნებებს და მრისხანებას სძლია, გონება კი - მიწიერ ფიქრთაგან განიწმინდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2016, 06:18 PM

"ასკეტური ღვაწლი გააორმაგა და ყოველ მიმსვლელს უფრო მეტი სიყვარულით ეპყრობოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2016, 10:11 AM

"როგორც ვთქვით, მამა გიორგი [მხეიძე] ასკეტიზმითა და დიდი განათლებით გამოირჩეოდა, მამა იოანე [მაისურაძე] კი გაცილებით რბილი და უბრალო ჩანდა, რომელშიც ასკეტს კი არა, უფრო კეთილ, უწმინდეს ანგელოზს ხედავდნენ. მამა იოანეს ღვაწლი და ღრმა სულიერი სიბრძნე მისი უბრალოებითა და ადამიანური სითბოთ გახლდათ დაფარული (მამა იოანემ 17 წელი იღვაწა ათონზე, რაც ბეთანიის წეს-ჩვეულებებშიც აისახა)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 10:31 AM

"მამა პაისის [ათონელი] მოღვაწეობაში ჩანდა ღვთის დიდი სიყვარული. ასკეზა ბერისთვის არ იყო თვითმიზანი, არამედ მისი საშუალებით განიწმენდდა თავს და აღივსებოდა სულიწმინდის მადლით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 01:23 PM

"მამა პაისი [ათონელი] ამბობდა: "ასკეზისას ძალიან ეხმარება მიჩვევა. როცა კაცი სიყმაწვილიდან მოღვაწეობას მიეჩვევა, შემდგომში ვეღარ გრძნობს სიძნელეებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2016, 10:02 PM

"ასკეტიკური, ფხიზელი ცხოვრება იგივე საზოგადოებრივი ცხოვრებაა და მართლაც, უპირატესად სწორედ საზოგადოებრივია, რადგან ის ადამიანს თავისი ბუნებრივი ძალების აღდგენაში ეხმარება და მის ბუნებრივ დანიშნულებას (ანუ ღვთისგან ბოძებულ განგებულებას) აღასრულებინებს".

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 02:21 PM

"მიუსაფარი ცხოვრების" ღვაწლი იტვირთა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 02:37 PM

„სხეულს ოდნავი განსვენების ნებაც არ მისცა“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 02:56 PM

"მძიმე მარხვითა და მკაცრი ასკეტური ცხოვრებით კასიანემ ბოროტი ძალების განდევნის ნიჭი შეიძინა. მას მხურვალე ლოცვით შეეძლო ბოროტი განედევნა ადამიანისაგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2016, 01:00 PM


„ბერი ბორკილებს არ ატარებდა, მაგრამ ლოცვის დროს ბეჭებზე მუხის დიდ ფესვს იდებდა, რომელიც თვითონ ამოთხარა მიწიდან“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2016, 01:35 PM

„ერთი მათგანი იყო ნეტარი იაკობი, რომელიც სოფელ ნიმუზის მახლობლად მცირე ქოხში გამოიკეტა და თავისი 90-წლოვანი სიცოცხლის ბოლომდე არ გამოსულა კელიიდან. მნახველებს წმინდანი პასუხობდა ვიწრო ჭრილიდან, რომელიც ირიბად იყო კედელში დატანებული ისე, რომ არავის შეძლებოდა მისი დანახვა“.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 10:50 AM

"გმირული მოსაგრეობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2016, 06:31 PM

"[პეტრე იბერი] მთელ დღეს ლოცვაში, მარხვასა და მღვიძარებაში ატარებდა. თვით სადღესასწაულო დღეებშიც არ ანელებდა ამ ღვაწლს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2017, 07:51 PM

"მართლმადიდებლური სულიერების მთავარი მიზანი - ადამიანის სრულად გაჯანსაღებაა და ეს ამოცანა ეკლესიურ საიდუმლოებებთან ზიარებით და ასკეტური ცხოვრებით მიიღწევა. მთელ ეკლესიურ გადმოცემაში აშკარად მოსჩანს საიდუმლოებებსა და ასკეტური ცხოვრების წესს შორის კავშირი. მოსაგრეობა წინ უსწრებს საიდუმლოებების აღსრულებას, ხოლო საიდუმლოებებში მონაწილეობის შემდეგ მოღვაწე აგრძელებს მოსაგრეობის ღვაწლში ცხოვრებას".

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2017, 05:06 PM

"კონკისძველებით დადიოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 11:04 AM

"დრაგუტინი უფრო და უფრო იმძიმებდა ფარულ ღვაწლს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 08:39 PM

"წმინდა მაკარი კი 81 წლისაც საკუთარ თავს მოდუნების ნებას არ აძლევდა, არც ღამისთევისას, არც ლოცვისას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2017, 08:05 PM

"მამა პაისის, მიუხედავად სნეულებისა, მარხვა არ შეუმცირებია. არც ძველ "ჩვეულებაზე" უთქვამს უარი, როცა ფეხშიშველი დადიოდა სინაზე. აქაც ფეხსაცმელი აბგაში ედო და მხოლოდ მაშინ იცვამდა, როცა ვინმეს შეეყრებოდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2017, 11:02 PM

"ისეთი მოშურნეობით მიეცნენ [ღირსი ტრიფენა და მატრონა კისიკოსელები] ასკეტურ ღვაწლს, რომ ცარიელი ძვალი და ტყავიღა იყვნენ დარჩენილნი. ღარიბული სამოსი ეცვათ, ფეხშიშველი დადიდონენ და ხმელ საწოლზე ეძინათ. დაფხავებულ ქოხში ცხოვრობდნენ და ქოთნის გარდა სხვა ჭურჭელი არ ჰქონდათ, სადაც მცირეოდენ ოსპს ინახავდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2017, 11:06 PM

"აქ წმინდა აკაკიმ [კავსოკალიველი] გააძლიერა თავისი ღვაწლი, მუდმივად მღვიძარების, ლოცვის, სიცივისა და სიშიშვლის გარდა, მან პურის ჭამაზე უარი თქვა, და მხოლოდ ბალახს ჭამდა. ამგვარმა საჭმელმა მას სისხლისღებინება დააწყებინა. ეშმაკი ვერ დაითმენდა მის ამგვარ ღვაწლს და ათასგვარ განსაცდელს უვლენდა, მაგრამ წმინდა აკაკი საშველად უფალს უხმობდა და ისინიც შეშინებული ილტვოდნენ.

ბოლოს, უფალმა იხილა რა მისი ღვაწლი, მიჰმადლა მას ნიჭი გონებისმიერი ლოცვისა და საღმრთო გამოცხადებისა, გული მისი სულიწმინდის სამკვიდრებელად იქცა, და სულიერი სიხარული სახეზეც აესახა. იგი ანგელოზს ჰგავდა, და სულის დამატკბობელი იყო მისი ხილვა და საუბრის მოსმენა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2017, 08:08 PM

"გადაწყვიტა, თავი მძიმე ასკეზით გამოეცადა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2017, 11:46 AM

"იქ ის [ღირსი სვიმეონ უხამლო] მკაცრ ასკეტურ ღვაწლს მიეცა: ყოველთვის ძველი და დაკერებული სამოსი ეცვა, მუდამ უხამლოდ (ფეხშიშველი) დადიოდა და მთელ ღამეებს ფეხზე მდგარი ლოცვაში ატარებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2017, 11:18 PM

"ის [წმ. თეოდორე ტრიქვინა] იმდენად ასკეტურად ცხოვრობდა, იმდენად მოაუძლურა საკუთარი სხეული, რომ მკვდარს მიემსგავსა. მთელი ღამე ლოცულობდა, მიუხედავად სიცხისა, თუ სიცივისა, თავზე არასოდეს იხურავდა, ტანთ კი უხეში სამოსელი ეცვა, რისთვისაც შეარქვეს "სამოსელბალნიანი", ანუ ტრიქვინა". შემდეგ მისი სახელი მისსავე მონასტერს ეწოდა, სადაც ის მოსაგრეობდა. სიცოცხლეშივე აღასრულებდა სასწაულებს და კურნებებს, ეშმაკს განასხმიდა. სიკვდილის შემდეგ მისი წმინდა ნაწილებიდან გადმოდინდა მირონი, რომელიც სნეულებს კურნავდა და ბოროტ სულებს განასხმიდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2017, 10:12 AM

"ასკეტიზმი თავის თავში სინანულს შეიცავს, ვნებებთან ბრძოლას და ხუთივე გრძნობაზე კონტროლს. ღირსი მამა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი წერს: "ვინც ხუთ გრძნობას ფლობს, ის მთელ ქვეყნიერებას ფლობს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2017, 01:14 PM

"ქრისტიანული ასკეტიკური სწავლების თანახმად, ადამიანის ცხოვრებაში ფიზიკურ და სულიერ ტკივილს შესაძლებელია განწმენდის მნიშვნელობა ჰქონდეს, და ამ მდგომარეობამ ცოდვილი სინანულამდე შეიძლება მიიყვანოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2017, 10:06 PM

"ნებისმიერი ქრისტიანი მეტ-ნაკლებად ასკეტი უნდა იყოს"

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2017, 01:35 PM

"ნეტავ თავი როგორ გაჰქონდათ, როგორ ცხოვრობდნენ რამდენიმე ორცხობილას, მარწყვისა და ნუშის ამარა?

მიუხედავად სიღატაკისა, მიუხედავად სრული უპოვარებისა, თავს ბედნიერად და სულიერად უსაფრთხოდ გრძნობდნენ, წინასწარ ტკბებოდნენ საუკუნო ნეტარებით. ამ სტრიქონების წერისას მეხსიერებაში ამოტივტივდა ყველა ის ასკეტი, ბედნიერი შვილები ღვთისა. ყველას თავისი განსაკუთრებული მადლი და სულიერი ღირსება ჰქონდა. მამა ნილოსი, მამა ზოსიმე მამა ნიკოდიმოსთან ერთად, დიდსულოვანი მამა პართენი, რომელსაც არისტოკრატული წარმოშობა ჰქონდა, მამა ბართლომე..."

/არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2017, 04:47 PM

"ღირსი პანარეტის ანდერძის მიუხედავად, მისი წესისამებრ დაკრძალვა განიზრახეს და როდესაც სხეულის გაპატიოსნება დააპირეს, აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილს ჯვრისებრად ჰქონდა შემოხვეული წლების მანძილზე სხეულში შეზრდილი ჯაჭვი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2017, 02:10 PM

"შეუძლებელია იმ ღვაწლის აღწერა, რაც წმინდა მამამ იდო თავს - ოდენ პურსა და ნედლ ბალახეულს სჯერდებოდა, ღამით კი ძილი არ იცოდა, რადგან გათენებამდე ლოცვად იდგა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 12:08 PM

"თუმცა ასკეზისგან ჩონჩხს დავემსგავსე, - ჰყვებოდა მამა პაისი, - ერთხელ ღამით ეშმაკის ხლართებით ყურთან ქალის სუნთქვასავით ვიგრძენი. მაშინვე წამოვდექი, ავანთე სანთელი და გალობა დავიწყე. როცა მოძღვართან ვაღიარე ეს ბრძოლა, მითხრა: ალბათ დაფარული სიამაყე გაქვს. როცა კაცი ასეთ ასკეზს აღასრულებს, ამგვარ განსაცდელებს გამართლება არ აქვსო. გამოვიკვლიე თავი და დავრწმუნდი, რომ ზოგჯერ გულისთქმა მეუბნებოდა, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებდი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 06:37 PM

"კელიის უბრალოება, მჭევრმეტყველურად მიგანიშნებდა მის ასკეტურობაზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2017, 06:30 PM

"მამა იოაკიმემ აღგვიწერა მამა გიორგის სახე, როგორც ასკეტი მხატვრისა, საკუთარი თავისადმი მკაცრი მოშურნისა, ადამიანისა, რომელმაც კარგად იცის, რა არის მიწიერი ცხოვრება და საუკუნო სიცოცხლე. მან შესაბამისად შეაფასა ისინი და ცხოვრება ისე განვლო, რომ არაფრად მიიჩნია ყოველგვარი მიწიერი. ამაში დასარწმუნებლად მასთან საუბარიც არ გჭირდებოდა, მხოლოდ უნდა შეგეხედა. დაუვიწყარი პიოვნება გახლდათ."

/არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 10:30 PM

"ბერი თეოფანე (კორძაია) ძალიან ასკეტურად ცხოვრობდა, მის სენაკში, გარდა თავისი ძმისწულის, ოსანასი (თავად მამა თეოფანმე დაარქვა სახელი), არც ერთ ქალს არ შეეძლო შესვლა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2017, 10:21 PM

"როცა იქ მოღვაწე ღირს მამათა მოსაგრეობა იხილა, [წმინდა] გრიგოლი საკუთარ "სიზარმაცეზე" დაღონდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2017, 12:24 PM

"არ გაურბოდა და არ ემალებოდა ადამიანებს, ამავე დროს, არ იყო მათთან"

"[მამა იერონიმე] სამორჩილო საქმეზე მიმავალი უხორცო არსება გეგონებოდა, რომელიც ჩრდილივით უჩუმრად მისრიალებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2017, 02:27 PM

"ამ საკვირველ მოსაგრეს [ღირს პეტრე პატრიკიოსს], ვისი ღვაწლის აღწერაც კაცის ენას არ ძალუძს, სული თვისი სათნოებათა ჭურჭლად რომ ეყო, უხორცო ანგელოზს მიმსგავსებოდა.

ღირსი პეტრე 854 წლის 1-ლ ივლისს განვიდა ამ სოფლიდან და იმ პერანგითვე მიაბარეს მიწას, რომელიც 34 წელიწადს მოსავდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2017, 11:34 AM

"ხშირად [ღირსი სერგი რადონეჟელის] საძმოს წირვისთვის ღვინოც კი არ ჰქონია, რის გამოც წმინდა ზიარებას ვერ ახერხებდნენ. არცთუ იშვიათად არც სეფისკვერების გამოსაცხობი ხორბალი ჰყოფნიდათ, არც - საკანდელე ზეთი, სასანთლე ცვილი თუ საკმეველი... ასეთ დროს ძმობა ტაძარში კვარს ანთებდა ამ მკრთალ შუქზე თავადვე ანათებდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2017, 11:50 AM

"მოუკლებელ ღვაწლისაგან განლეულნი"

"კვლავ უდაბნოში განმარტოვდა, რომელიც მისთვის სამოთხე იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2017, 11:19 AM

"წმინდა ბასიანემ გაიმკაცრა ცხოვრების წესი: ცოტას ჭამდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2017, 10:55 AM

"მამა კალენიკე გულმოდგინედ იცავდა დაუბანლობის წესს. ერთხელ ღამით ჩაეძინა და ნავთის ლამპა ანთებული დარჩა. აბოლდა და იქაურობა გააშავა. დილით სულიერმა შვილებმა მოძღვარი ვეღარ იცნეს. მამა კალენიკემ დასაბანად წყალი არ მოატანინა, უთხრა: "ნუ შეწუხდებით, მერე ოფლითა და ცრემლებით ყველაფერი ჩამოიბანებაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:17 PM

"ცხოვრობდა უდაბნოში [მამა ორი], ბალახითა და ფესვებით იკვებებოდა და ამას თვლიდა სასურველად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2017, 11:02 PM

"არავის გაუგონია მისგან [წმ. ნიფონტი] ნათქვამი უქმი სიტყვა, თუ სიცილი, არამედ მუდამ იგლოვდა საკუთარ თავს და საღვთო წიგნებს კითხულობდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2017, 11:15 PM

"წმინდა სერიდი [ღაზელი] სიყმაწვილიდანვე თავშეკავებული ხასიათით გამოირჩეოდა, და უკიდურესი ღვაწლით ისე მოაუძლურა საკუთარი სხეული, რომ მძიმედ დაავადდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2017, 11:34 AM

მამა გაბრიელი მამა ვასილზე [ფირცხალავა] ამბობდა: "ბოლოს ისე ასკეტურად ცხოვრობდა, მხოლოდ ყურძენს მიირთმევდა. ვუყურებდი, გამჭვირვალე სხეული ჰქონდა. როცა ქადაგებდა, მისი სხეული მზის სხივებს ატარებდა. ანგელოზი იყო, მუდმივი მლოცველი წმინდანი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 12:04 PM

"ძველად [ტურ-აბდინის] მონასტერი მოღვაწეებით იყო განთქმული. მაგალითად, აქ უცხოვრია ბერს, რომელიც 15 წლის განმავლობაში წუთითაც არ დამჯდარა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2017, 10:47 AM

"ფიცხელი მოღვაწეობა"

"გონებით ასრულებდა მეტანიებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2017, 11:13 AM

"ის ცნობილი იყო სიკეთითა და მკაცრი მოღვაწეობით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 10:16 AM

"...დროს ატარებდა უწყვეტ მარხვასა და ლოცვაში..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 04:03 PM

"დიდი მოღვაწებისგან დაღლილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 05:59 PM

"მისი [ღირსი სერაპიონ ფსკოველი] ცხოვრება საბაძველ ექცათ იქაურ მამებს, სხეულს კი იმდენად უბადრუკი კაბა უფარავდა, რომ მიცვალების შემდგომ მისი წაღების სურვილი არავის გაუჩნდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 10:46 AM

"[მამა დანიელი] ძალზე მდუმარე და განკრძალული კაცი იყო, თავის ცხოვრებას მკაცრ კანონებს უმორჩილებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 09:37 PM

"მამა ნეოფიტეს უდაბნოს კელიაში ვერაფერს იპოვიდით, ორცხობილიანი ტომრის გარდა. მხოლოდ შაბათ-კვირას თუ მოდიოდა ის დანიელის საძმოში და მათთან ერთად ტრაპეზობდა. ამის მერე კი მთელი კვირა იკარგებოდა.

ამბობენ, როცა ლავრაში გარდაიცვალა მამა ნეოფიტე, სახე გაუბრწყინდაო..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2017, 02:51 PM

"ადამიანი რაც უფრო ასკეტურად ცხოვრობს, მით უფრო ჯანმრთელია".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2017, 03:01 PM

"ჩიტის ბუდესავით ღარიბული იყო კერასიელი ისიქასტის მღვდელმონაზონ მეთოდეს კალივა, რომელსაც არც წყარო ჰქონდა და არც ტაძარი.

თავის კურთხეულ მოწაფესთან, მორჩილ ბარტყთან ერთად იგი სრულიად უზრუნველ ცხოვრებას ეწეოდა, არაფერი აშფოთებდა, არც მიწიერ სიკეთეებსა და კომფორტზე ზრუნავდა. ორივენი ნეტარნი იყვნენ, უპოვარნი ზეცისა მკვიდრნი, ღარიბნი და დაგლახაკებულნი ქრისტესადმი სიყვარულისთვის. მოძღვარი მორჩილს ლავრაში გზავნიდა მოწყალების სათხოვნელად. ისინი იმით კმაყოფილდებოდნენ რასაც აძლევდნენ.

მამა მეთოდე ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო, მაგრამ ფასდაუდებელი სულის ცხონებისთვის დაუტევა ყოველგვარი ერისკაცული დიდება და ყოველგვარი მაღალი მდგომარეობა.

ამ წმინდა კალივაში საჭმელი, ჩვეულებისამებრ, ასე მზადდებოდა: ისინი ადუღებდნენ წყალს, ყრიდნენ მასში ცოტაოდენ ფქვილსა და მარილს და ფაფა მზადდებოდა. როცა ყურძენი ჰქონდათ, ძმები დებდნენ მას თიხის ჭურჭელში და წყალს უმატებდნენ.

ერთხელ მათ სანახავად ძმა მოვიდა. ისინი მას ასკეტური საჭმლით გაუმასპინძლდნენ.

- წმინდაო მოძღვარო, ეს რა არის? ჭარხლის სუპი? - ჰკითხა სტუმარმა ცნობისმოყვარეობით.

- ხუთმაგი წყლის კისელია, - უპასუხა მამა მეთოდემ. ანუ ხუთჯერ დაამატეს მასში წყალი.

სიცოცხლის ბოლო წლებში ის წმინდა ათანასე ათონელის მღვიმეში გადასახლდა. ჰიმნოგრაფი გახლდათ და არაჩვეულებრივად თხზავდა კილოებს და მელოდიებს.

გერასიმე სმირნაკისი წერს: "ის უკიდურესად მკაცრად ცხოვრობდა და მუდმივად საქმიანობდა".

1903 წელს მამა მეთოდე წმინდა კინოტის მდივნად აირჩიეს. გარდაიცვალა 1920 წელს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2017, 09:32 AM

"დავუბრუნდეთ დიდებულ სვიმეონს, უკვე 28 წელია, იგი წმინდა ორმეოცს უჭმელი მარხულობს: დრომ და მუდმივმა მეცადინეობამ შეუმსუბუქა მას ეს ღვაწლი. მარხვის პირველ დღეებს, ჩვეულებისამებრ, ფეხზე დგომასა და ფსალმუნთგალობაში ატარებდა; შემდეგ კი, როცა სხეულს შიმშილის გამო ფეხზე დგომა აღარ შეეძლო, ღვთისმსახურებას დამჯდარი აღასრულებდა, ბოლო დღეებში წვებოდა კიდეც.

რაც მან მესვეტეობის ღვაწლი დაიწყო, გადაწყვიტა, სვეტიდან არასოდეს ჩამოსულიყო. ამისთვის განსაკუთრებული რამ მოიფიქრა. სვეტს ძელი მიაბა, ხოლო ძელზე თავი მიიბა და ამგვარად ატარებდა ორმოც დღეს.

შემდგომში, როცა ზეითგან უფრო მეტი მადლი მიიღო, აღარ სჭირდებოდა ამგვარი მოწყობილობა და ორმოცი დღე უსმელ-უჭმელი იდგა, გაძლიერდეობდა მოშურნეობით და საღვთო მადლით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2017, 09:03 PM

"ეგოიტურად ნუ აიძულებთ თავს, თქვენს ძალებზე მეტად იღვაწოთ და დაიმძიმოთ სული. ქრისტე მოყვარული მამაა და არა ტირანი. ქრისტეს ახარებს ჩვენი მოშურნეობა ღვაწლისათვის".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 09:15 PM

"კარიესში მუშაობისას ბევრს მესაუბრებოდნენ ბიძაჩემზე, მამა ხარიტონის უპოვარებაზე. როცა ის მოკვდა, ერთი კოკაღა დარჩა, მეტი არაფერი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 02:56 PM

"მკაცრი ცხოვრების წესის მიუხედავად, ყველას გასაოცრად, ღირს მამას [სერგი რადონეჟელს] ჯანი მცირედადაც არ შერყევია და მოაკვდინებდა რა ხორცისმიერ ზრახვებს, სხეულს განამტკიცებდა, განწვრთნიდა და სხვა, უფრო მაღალი ღვაწლისთვის შეამზადებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2017, 09:27 AM

"გამუდმებით განწმედდა თავის თავს მარხვით, ღამისთევითა და ლოცვით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2017, 02:10 PM

"სკიტის სახელწოდება - "კავსოკალივი" (ანუ "დამწვარი ქოხები") - უკავშირდება დიდი ასკეტის, XIV საუკუნის სულიერი მოღვაწის, ღირსი მაქსიმე კავსოკალიველის სახელს. ეს მეტსახელი მას იმიტომ შეარქვეს, რომ განუწყვეტლივ იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს და როცა კი ახალ ადგილზე გადავიდოდა, ცეცხლს უკიდებდა თავის ძველ ჩალის ქოხს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2017, 10:39 AM

"[მამა გიორგი განდეგილი] უპოვარების სათნოების აღმსრულებელი, განთავისუფლდა ამაოებისაგან, მოიპოვა ღვთის სიყვარული და ვითარცა ქრისტეს "კეთილი მაწანწალა", მთელ ათონზე მოგზაურობდა. მისი ქონება გაცრეცილი სამოსი გახლდათ, ზამთარ-ზაფხულ რომ ატარებდა. ფეხებზე წინდების მაგივრად ჩვრები ჰქონდა შემოხვეული, რომლებიც იარებიდან სისხლის დენასაც უჩერებდა, სალოცავი ადგილის ძებნაში კლდეებზე ცოცვისას რომ მიეღო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 08:29 PM

"მამა იოაკიმე ანგელოზების სამყაროსთან გაცილებით უფრო ახლოს იყო, ვიდრე ამ მიწიერ სამყაროსთან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:56 PM

"[მამა გიორგი განდეგილი] მიუხედავად დაღლილობისა, საღამოობით არქონდარიკში (სასტუმრო ოთახში) არ მიდიოდა, დასასვენებლად ტაძრის კარიბჭეში, მარმარილოს იატაკზე დაწვებოდა მიცვალებულივით. მისთვის სულ ერთი იყო წელიწადის ყველა დრო, რადგან ის უკვე სამოთხეში ცხოვრობდა, ღვთის სიყვარულით გამთბარი სიცივეს ვეღარ გრძნობდა. უეცრად, თითქოს რაღაცის შეეშინდაო, წამოხტებოდა და ლოცვას იწყებდა. დიდხანს იდგა ასე გაუნძრევლად."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2018, 02:50 PM

"სრულად გამოაწრთო, გამოძერწა ასკეტად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2018, 10:07 PM

"ეს ყოვლადსაკვირველი ხუცესი [ღირსი აეფსიმე სირიელი] სირიაში იმპერატორ თეოდოსის (379-395 წლები) ჟამს ცხოვრობდა, უვიწროეს სენაკში დაეყუდა და არც არავის ენახვებოდა და არც - ესაუბრებოდა, არამედ უფალთან გამუდმებული საუბრისას გამუდმებით იკრებდა გონებას გულში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 11:44 AM

"მე მაშინვე განმაიარაღა მისი ცხოვრების უბრალოებამ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:47 PM

"დიდი ხის ჯვარი კედელზე ეკიდა. ამ ჯვარს ბერი ალექსი (შუშანია) ზურგზე მოიკიდებდა და ისე ლოცულობდა უფლის წინაშე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2018, 05:45 PM

"პაისიმ [ათონელი] კურთხევა აიღო და უდაბნოში, წმინდა გალაქტიონისა და ეპისტიმიას კელიაში გადასახლდა. ეს ასკეტირიონი მონასტრიდან ერთი საათის სავალზეა და მშვენიერ მაღლობზეა გაშენებული. ასკეტირიონის ზევით, ორას მეტრზე, წმინდა გალაქტიონის მღვიმეა, ცოტა მოშორებით - წმინდა ეპისტიმიას სკიტი.

ასკეტირიონის ახლოს პატარა წყარო იყო, საიდანაც დღე-ღამეში ორ-სამ ლიტრ წყალს იღებდნენ. მამა პაისი ჰყვებოდა: "წყალზე თუნუქის ქილით მივდიოდი - ჩაისთვის მჭირდებოდა. ქილის ავსებამდე ღვთისმშობლის დაუჯდომელს ვკითხულობდი, თვალები ცრემლით მევსებოდა: "ღმერთო ჩემო, - ვამბობდი, - მე მხოლოდ ცოტა წყალი მინდა დასალევად, მეტი არაფერი".

საჭმელად ორცხობილა ჰქონდა, რომელსაც თვითონვე აცხობდა. თუნუქის ქილა იყო მისთვის ყავადანი, ქვაბი და თეფშიც კი. არც ლამპა ჰქონდა და არც ფანარი. სანთებელათი ინათებდა ხოლმე გზას. ერთხელ პომიდორი დარგო კელიასთან. მერე თქვა, - საცოდავ ბედუინებს არ აქვთ პომიდორი და მე, ბერს რატომ უნდა მქონდესო და ამოგლიჯა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2018, 11:33 AM

"მამა იოაკიმე [ნიკოლაიდისი] ღვთის ვენახში ქანცგაწყვეტამდე მუშაკობდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2018, 08:23 PM

"ცნობილი მოძღვარი ილარიონ ქართველი, პარასკეობით არც საჭმელს ჭამდა და არც წყალს სვამდა. ამ დღეს ის ჯვარცმასა და ჯვარცმულ უფალს უძღვნიდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2018, 05:04 PM

"ხორცი არა ქრისტესათვის სისხლის დათხევით, არამედ მოზღუდვით, თავშეკავებით, ასკეტური ცხოვრებით აწამეს. ასეთი მამები ეკლესიაში ღირსი მამების სახელით არიან ცნობილნი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2018, 10:38 PM

"ასკეტესა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2018, 07:58 PM

"გონიერ უქორწინო ცხოვრებას ეწეოდნენ, ასე ვთქვათ, "საერო ასკეტებად" გვევლინებოდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2018, 06:42 PM

"ის ჭამდა მშვიდად, აუღელვებლად, რათა არავის ეფიქრა, რომ მშიერი იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2018, 01:48 PM

"[წმ. ალექსი შუშანია] ოთხ კედელში გამოკეტილი დაუზოგავად ებრძოდა ვნებებს, იცილებდა ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ შემოჩენილ ჩვეულებებს. აღიკვეთა ფეხის გადადებით ჯდომა, განუტევა ძილი და მცირედ ჩამოყვინთვას სჯერდებოდა. მოსპო, ყურძნის გარდა, ყველა ხილეულის ჭამა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2018, 02:03 PM

"მამა იოსები ერთ-ერთ წერილში წერს: "ასეთი წესი გვქონდა, რომ დღეში ერთხელ მცირეოდენი გვეჭამა. აღდგომასა თუ ყველიერში მაინც დღეში ერთხელ ვტრაპეზობდით. მთელი წლის მანძილზე ღამისთევით ვლოცულობდით. ეს წესი მე და მამა არსენმა ერთი მღვიძარე და წმინდა ბერისგან, მამა დანიელისგან ავიღეთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2018, 08:32 PM

"ღირსი აკაკი კავსოკალიველი. მთაწმინდაზე თავისი მოღვაწე ცხოვრების დასაწყისში ღირსი აკაკი მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა, ისიც - ორ-სამ დღეში ერთხელ. მოგვიანებით, ხორცისთვის რომ ეძლია, მინდვრის ბალახს ახმობდა, კეცავდა და იმდენს ჭამდა, რამდენიც სიცოცხლისთვის იყო საკმარისი. ხანდახან ქვებსაც ნაყავდა, თივას ურევდა და ჭამდა.

ერთხელ ასეთი უჩვეულო საკვების გამო სისხლდენა დაემართა. შორიახლოს მცხოვრები მონაზვნები ურჩევდნენ, ასე არ ემარხულა - თვლიდნენ, რომ ეს ხიბლი იყო, მაგრამ მან ისინი ჩვეული სიმდაბლით დაამშვიდა, თუმცა არ დაუტევებია ამგვარი მოღვაწეობა და უფრო მკაცრად მოსაგრეობდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2019, 02:50 PM

"ყოველი ჩვენი ასკეზა - მცირე თუ დიდი, მარხვა იქნება ეს, მუხლთა დრეკა, ფსალმუნთა ღაღადება, ღამის თევა, მღვიძარება თუ სხვა, ყველაერი ეს ზეციური ცხოვრების წიგნში იწერება".

/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2019, 03:31 PM

"ასკეტიკა - ეს არის დაფარული ღვაწლი, რომლითაც უნდა ცხოვრობდნენ ქრისტიანები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 03:34 PM

"ასკეზას და სულიერ გმირობას, ისევე როგორც სრულყოფილთა სრულყოფილებას, ჭეშმარიტ ცხოვრებაში სასრული არ გააჩნიათ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2019, 10:06 PM

"რაზეც არაა საჭირო უკონტროლო საუბარი - ეს საკუთარი ასკეტურობა, ღვაწლი, კვებაში, ძილში თავშეკავებაა და ა.შ. ფიზიკური ასკეტას მხოლოდ მაშინ მოაქვს სარგებელი, როცა ის შერწყმულია სულიერ მდგომარეობასთან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 08:48 PM

"ასკეტური გზით შეიყვარა ქრისტე და ერთგულად ემსახურა ადამიანებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2019, 10:11 PM

"არც ერთი მოსგრე არ განწმენდილა აკეზის გარეშე. ვერავინ ვერ შეძლო სულიერ სიმაღლეზე ასვლა ასკეზის გარეშე. ასკეზი აუცილებელია. ასკეზში შედის მეტანიები, მღვიძარება და ა.შ., მაგრამ არა ძალდატანებით.

დაე, ყველაფერი სიხარულით გაკეთდეს. მნიშვნელოვანი მეტანიები ან ლოცვები როდია, არამედ ქრისტესთვის თავგანწირვა, ტრფიალება. ბევრი ადამიანია ისეთი, ვინც ამას აკეთებს არა ღვთისათვის, არამედ ფიზიკური სარგებლისთვის. თუმცა, ადამიანები ამას სულიერი სარგებლისთვის, ღვთისთვის აკეთებენ. მაგრამ ამასთანავე, სხეულიც დიდ სარგებელს ღებულობს და არ სნეულდება. ბევრი კარგი მოაქვს ღვთისმიერ ასკეზს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 09:43 PM

"უპოვარმა მამა არსენმა ქონება არაფერი დატოვა, რამდენიმე გაცრეცილი წიგნის გარდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2020, 05:37 PM

"ღვთის ნებას მინდობილი უდაბნოს მწირი მცენარეებით და რამდენიმე ყლუპი წყლით საზრდოობდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2020, 07:07 PM

"იოანე [კოლოვი] მიწიშქვეშა მღვიმეში განმარტოვდა და თან ოდენ ლოცვა, სიფხიზლე და მარხვა იახლა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2020, 07:47 PM

"იგი [ღირსი მოსე] იდუმალად ცხოვრობდა ღმერთში, მოუკლებელი გარეგანი საზრუნავების პირობებში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2020, 03:59 PM

"გიყვარდეს წმინდა განმარტოება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2020, 09:14 PM

"[ბერმა ანთიმოზმა] ნებაყოფლობით იტვირთა ასკეტური ღვაწლი და ლოცვა, ლმობიერი ცრემლით დანამული. ამ ცრემლებმა მას დაუშრეტელი სიხარული და ნეტარება მიანიჭეს სასუფეველში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 09:21 PM

" - რომელი მთავარი წესით უნდა ხელმძღვანელობდეს მოღვაწე?

- მან ყველაფერში თავი უნდა შეიზღუდოს".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2020, 06:08 PM

"ასკეტი გაურბის სამყაროსათვის დამახასიათებელ ამქვეყნიურობას და მიაჩნია, რომ მისგან გათავისუფლებაა საჭირო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2020, 06:49 PM

"სხვა ასკეტურ საქმეებს შორის უდავოდ უმთავრესი ადგილი ლოცვას უჭირავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2020, 08:17 PM

"მართლმადიდებლობის დამახასიათებელი ნიშნებია - ასკეტური ცხოვრება და სიყვარულით თანაზიარება"

/არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2020, 08:29 PM

"საგულისხმოა, რომ დიდი ცოდნისა და განათლების მიღება, არა მხოლოდ წიგნებითაა შესაძლებელი, არამედ უმეტესად სულიწმინდის მოპოვებისათვის გაწეული დიდი შრომითა და ასკეტური ღვაწლით. წმინდანთა ცხოვრებაში ხშირია მაგალითები, როცა არაწიგნიერ ადამიანებს, დიდი ასკეტური ღვაწლის შემდეგ, სულიწმინდის მადლით აღვსილებს, სხვადასხვა ენებისა და ყოველი წიგნების მცნობელობასთან ერთად, იმ დაფარულ კანონზომიერებათა აღქმაც რომ მიმადლებიათ, რომელიც მიუწვდომელია ჩვეულებრივ წიგნიერ და სწავლულ მეცნიერთათვის".

/წმ. გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2020, 08:19 PM

"თავისა და გულის ტკივილები ასკეტის სულიერი შრომის დასაწყისში წარმოიქმნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 08:26 PM

"იცით, რატომ გადიოდნენ ასკეტები უდაბნოში? არა მარტო იმიტომ, რომ უდაბნოში მეტი სიწყნარე იყო, არამედ, რადგან უდაბნო სატანის განსაკუთრებულ საბრძანებლად ითვლებოდა. ამიტომაც ქრისტე პირველ რიგში უდაბნოში გავიდა და ეშმაკს თავის ყველაზე ძლიერ ციხესიმაგრეში სძლია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2020, 08:29 PM

"ისიქასტი, რომელიც გარეგნულად არ სცოდავს, ცოდვილის მდგომარეობას შესანიშნავად იცნობს. ეს იმის გამო ხდება, რომ ასკეტური გამოცდილების გამო, მას საშუალება ეძლევა, კარგად იცოდეს გონებაში გულისთქმის მსვლელობა - როგორ ვითარდება მისი გზა და როგორია ამ გზის დასასრული. აი, რატომ შეინიშნება შემდეგი ფაქტი: "ასკეტი, რომლის გულიც, ლოცვის გავლენით, ძალზე მგრძნობიარე ხდება, იმ დროს, როდესაც ვინმესთვის ლოცულობს, შეუძლია შეიტყოს, რა მდგომარეობაშია ის, ვისთვისაც ლოცულობს. ერთი სიტყვით, მოღვაწე მჭვრეტელი ხდება".

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 08:41 PM

"ასკეტმა ბევრი ტანჯვა უნდა განიცადოს, სანამ წონასწორობას არ მიაღწევს, მან ყველა ბოროტი ნაფიქრალი და მოპოვებული სიამოვნება მწუხარებით უნდა აანაზღაუროს და გააქარწყლოს".

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2021, 06:16 PM

"მართლმადიდებლურ ასკეტიკაში ნებისმიერი წარმოსახვაც კი ლოცვისას (ქრისტეს სახის წარმოდგენა) მკაცრად იკრძალება"

/მღვდელი ანდრია დუდჩენკო/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 09:51 PM

"ასკეტი მრავალწლიანი ღვაწლის გაღებისთვის მზად უნდა იყოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2022, 05:34 PM

"ასკეზის პოზიტიური ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ხასიათი გამოასწოროს, სათნოებები შესძინოს, გული გაუწმიდოს, ადამიანური პიროვნება სრულყოს, და ღმერთის ხატებას ღმერთის მსგავსება მიამატოს"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2022, 06:01 PM

"როდესაც მოსაგრე სასულიერო პირი გაიგებს, რომ რომელიმე ეპისკოპოსი ცხოვრობს ასკეტურად, მოციქულთა მსგავსად და გაბედულად ებრძვის ამა სოფლის თავადს, ეს აძლევს მას გამბედაობას და ძალას ბრძოლაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 12:57 PM

"კიბისაღმწერელი ასევე კატეგორიულად უკრძალავს ყოველ ქრისტიანს და განსაკუთრებით ასკეტს, უგუნური მრისხანების აყოლას. ის გვირჩევს, გულში არ დაუშვათ არა მხოლოდ გაშმაგებული რისხვა, არამედ თუნდაც მცირე შეურაცხყოფით გამოწვეული მსუბუქი გაღიზიანება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2022, 07:53 PM

"საღმრთო ზიარების შემდეგ სულიერი ცხოვრება კიდევ უფრო ძლიერდება. ასკეტური ღვაწლის გასაგრძელებლად ქრისტეს თანამყოფობა აუცილებელია".

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2022, 01:19 PM

"წმიდა მამები, უჯეროს თავიდან ასარიდებლად, მრავალ ჯეროვანსაც უკრძალავდნენ საკუთარ თავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2022, 05:47 PM

"სიტყვა, ასკეზა ქრისტიანულ ტერმინოლოგიაში წვრთნას, ვარჯიშს ნიშნავს"

/დეკ. ლუკა ბუცხრიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2022, 09:33 PM

"ჭეშმარიტი ლოცვის მოსაპოვებლად ასკეტს მოეთხოვება ბევრი ლოცვითი შრომა, მოთმინება, მუდმივობა, გამძლეობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2022, 09:28 PM

"რაც უფრო მაღლა ავა ასკეტი სათნოების კიბეზე, მით მეტად ემუქრება მას პატივმოყვარეობის სულით დაღუპვა"

/სქემარქიმანდრიტი პანტელეიმონი (აგრიკოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2022, 07:36 PM

"ასკეტმა ბევრი ტანჯვა უდნა განიცადოს, სანამ წონასწორობას არ მიაღწევს, მან ყველა ბოროტი ნაფიქრალი და მოპოვებული სიამოვნება მწუხარებით უნდა აანაზღაუროს და გააქარწყლოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 04:02 PM

"ასკეტი, რომლის გულიც, ლოცვის გავლენით, ძალზე მგრძნობიარე ხდება, იმ დროს, როდესაც ვინმესთვის ლოცულობს, შეუძლია შეიტყოს, რა მდგომარეობაშია ის, ვისთვისაც ლოცულობს. ერთი სიტყვით, მოღვაწე მჭვრეტელი ხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 04:54 PM

"ასკეტს გონება ჯოჯოხეთში უნდა ჰქონდეს და მას სასოწარკვეთილება არ უნდა დაეუფლოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2023, 05:10 PM

"ზოგჯერ ასკეტი, რომელმაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწია საკუთარი ვნებული ბუნების მანკიერებების წინააღმდეგ ბრძოლაში, თავის საქმეს უკვე დასრულებულად და საკმარისად მიიჩნევს, თითქოსდა ჩერდება მიღწეული სათნოების სიმაღლეზე. ასეთი აზრის შედეგად იგი თანდათან და შეუმჩნევლად ვარდება ნელთბილობასა და უდარდელობაში, რომელთაც იგი მომაკვდინებელ ულმობელობამდე მიჰყავთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2023, 09:37 PM

"როდესაც ასკეტი ნებაყოფლობით დატოვებს ამქვეყნიურ ცხოვრებას, სიამოვნებითა და საზრუნავებით აღსავსეს, უკვე თავისუფლად და მარტივად შეუძლია ზეაღსვლა, ხდება მთელი სამყაროს მბრძანებელი. ის უკვე მონა კი აღარ არის მისი, არამედ ხელმწიფე; უწინდებურად ვნებების მორჩილი მსახური კი არ არის, არამედ თავისუფალი ძე ქრისტესი და მარადიული კურთხევის მემკვიდრე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2023, 10:00 PM

"შრომისმოყვარეობა, ასკეტიზმი და, უპირველეს ყოვლისა, ღვთაებრივი სიყვარული გარდაქმნის ვნებებით შეპყრობილ ადამიანს, განწმენდს მის სულიერ და ხორციელ ცხოვრებას, რითაც ათავისუფლებს მის გონებას. სწორედ ეს სიყვარული ეხმარება ადამიანს ყველაფრის სწორად განსჯაში, წაიყვანს სხეულს სიწმინდისა და უბიწოებისკენ, ადამიანს ღვთის ხატების სიმაღლეზე შეაკავებს და ღმერთის მსგავსების გზად და მიზნად აქცევს"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2023, 08:28 PM

"უსაფრთხოების მეორე ზომა, რაც უნდა მიიღოს ასკეტმა მოღვაწემ იმისათვის, რომ კვლავ არ აღმოჩნდეს ამა სოფლის ტყვეობაში, ღირსი იოანე კლემაქსის მიხედვით, არის ის, რომ ასკეტი აუცილებლად უნდა მოერიდოს იმ ადგილებსა და საგნებს, რომელთაც შეუძლიათ კვლავ გააღვიძონ მის სულში სიმპათია და სიყვარული ამქვეყნიური ცხოვრების მიმართ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2023, 05:19 PM

"...წმინდა მოღვაწის სამოსელი, რომლის ბეწვებიც იჩხვლიტება ნემსებივით..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2023, 05:51 PM

"ასკეტურ მღვაწეობას, წმინდა [იოანე] კიბისაღმწერლის მიხედვით, მუდმივი და შეუპოვარი ხასიათი უნდა ჰქონდეს. ასკეტი, ღირსი ამბას კონცეფციით, არის დაუღალავი სათნო-მყოფელი და ნებაყოფლობითი მოწამე. ასკეტიზმი არის გოლგოთამდე მიმავალი ჯვრისა და წამების გზა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 04:51 PM

"ასკეტიზმის მიზანი გულის სიწმინდეა, ხოლო ყველა სახის ღვაწლი, გარეგანი და შინაგანი (ფიზიკური და სულიერი), მხოლოდ გულის სიწმინდის მიღწევის საშუალებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2023, 08:16 PM

"ასკეტი, რომელსაც მტერი შეებრძოლება თავმომწონეობით, მაშინ ეუბნება საკუთარ თავს: "მოხუცო! შენს სიძვის ცოდვებს მიხედე".

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2023, 07:46 PM

"...თავიდან ქორაფის ნაკადის მღვიმევის კელიაში დარჩენას ვფიქრობდი, მაგრამ აქ ბედუინები ხშირად თავს ესხმიან ასკეტებს, ამიტომ იორდანესკენ წავედი..."

/იორდანელი მეუდაბნოე ფოტინია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2023, 08:24 PM

"ასკეტებს ერთი მიზანი ჰქონდათ, სულის გადარჩენა და ღვთის დახმარების ღრმა რწმენა"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2023, 07:42 PM

"მისი [ღირსი სერაპიონ ფსკოველი] ცხოვრება საბაძველ ექცათ იქაურ მამებს, სხეულს კი იმდენად უბადრუკი კაბა უფარავდა, რომ მიცვალების შემდგომ მისი წაღების სურვილი არავის გაუჩნდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2023, 08:28 PM

"ასკეტური გზით შეიყვარა ქრისტე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2023, 05:41 PM

"ვპოულობდი მცოცავ ჭანგას და ვჭამდი. ამას ასკეზის გამო ვაკეთებდი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 06:09 PM

"არც ერთი მოსაგრე არ განწმენდილა ასკეზის გარეშე. ვერავინ ვერ შეძლო სულიერ სიმაღლეზე ასვლა ასკეზის გარეშე. ასკეზი აუცილებელია. ასკეზში შედის მეტანიები, მღვიძარება და ა.შ., მაგრამ არა ძალდატანებით. დაე, ყველაფერი სიხარულით გაკეთდეს. მნიშვნელოვანი მეტანიები ან ლოცვები როდია, არამედ ქრისტესთვის თავგანწირვა, ტრფიალება. ბევრი ადამიანია ისეთი, ვინც ამას აკეთებს არა ღვთისათვის, არამედ ფიზიკური სარგებლობისთვის. თუმცა, სულიერი ადამიანები ამას სულიერი სარგებლისთვის, ღვთისთვის აკეთებენ. მაგრამ ამასთანავე, სხეულიც დიდ სარგებელს ღებულობს და არ სნეულდება. ბევრი კარგი მოაქვს ღვთისმიერ ასკეზს.

ასკეზში მეტანიებთან, მღვიძარებასთან და სხვა ღვაწლთან ერთად, მარხვაც შედის"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2023, 05:33 PM

"ბევრმა, განსჯის გარეშე, საკუთარი თავი სულის სწაფვას გადაცა და დემონებისგან წაქეზებულმა გონება დაკარგა, სხვებმა, რომ არ სურდათ მიწიერი საკვების მიღება, თავი შიმშილით მოიკლეს - ორ ასეთ ბერზე მოგვითხრობს წმინდა ეფრემ ასური. სხვები კი მძიმე ავადმყოფობაში ჩავარდნენ და ასკეტური ღვაწლი მიატოვეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2023, 01:52 PM

"ღირსი კანიდის [კაპადოკიელი] მღვიმე მთის ძირში მდებარეობდა და ძალზე ნესტიანი გახლდათ, რის გამოც წმინდანს დროთა განმავლობაში თმა და წვერი გასცვივდა. თუმცა, იმ ადგიილას სამოცდაცამეტი წელი იღვაწა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2023, 09:31 PM

"გადმოცემის თანახმად, წმინდა მამამ [ღირსი კევინ ირლანდიელი] შვიდ წელიწადს გაატარა ფეხზე მდგომმა, გულზე ხელებგადაჯვარედინებულმა და თვალხილულმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2023, 07:36 PM

"მრავალი წელი იცხოვრა პეტრემ [კორიშელი] მღვიმეში, სადაც ხან აუტანელი სიცივე ტანჯავდა, ხანაც - მცხუნვარე მზე. საზრდელად კი ბალახს თუ მიიღებდა, მის განმარტოებას კი ოდენ გარეული მხეცნი არღვევდნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2023, 08:29 PM

"მამა გერმანეს გარდაცვალების შემდეგ, ბერი დანიელი წმინდა ანას სკიტის ზემოთ, მღვიმეში დასახლდა. ეს მღვიმე მიწისძვრის დროს ჩამოწოლილ მთის ეხშია, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთისკენ არის გადაშლილი. შესაძრწუნებელია არა მხოლოდ მასში ცხოვრება, არამედ შესვლაც კი, რადგან უნებურად ფიქრობ, სადაცაა, ლოდი მოსწყდება და გამსრესსო. ლოდსა და კლდეს შორის შესასვლელი ჯერ ზევით, აღმოსავლეთისკენ მიდის, შემდეგ მარჯვნივ, სამხრეთისკენ უხვევს, სადაც სარკმელია ამოჭრილი, მღვიმის შესასვლელთან - კარი. იატაკზე გამართულ სასთუმლიან საწოლზე იჯდა ხოლმე ბერი ხელსაქმობის ან წიგნის კითხვისას, რაც საკმაოდ ბევრი ჰქონდა. მღვიმეში გვერდულად უნდა ახვიდე, მაგრამ სადმე ზურგს მაინც გაჰკრავ ლოდს. მღვიმეში ისეთი სივიწროვეა, უთუოდ უნდა იჯდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2024, 07:17 PM

"მამა პაისის [ათონელი] მოღვაწეობა ფარული, დიდებული, არა ტიპიური და ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულით აღბვჭდილი იყო, ვისაც უყვარს, სწყურია ტანჯვა სიყვარულისთვის. მისი ასკეტიზმი თვითმიზნური კი არა, განმწმენდელი იყო. მამა პაისი ყველა თავის ქმედებას მსხვერპლად სწირავდა ამაღლებულს. ოდესღაც ხორცი გაისნჯა მხოლოდ სიყვარულით, ერთი სნეული ბერის დასანახად. უფლის მადლით, არ შეუგრძვნია ხორცის გემო.

მამა პაისი ასკეტობით მოკვდა ამ სოფლისთვის. დაიცხრო ხორციელი ვნებები. განიწმიდა სული და ხორცი, და მადლის სპეტაკი ჭურჭელი გახდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2024, 08:42 PM

"ვალდებულნი ვართ ტრადიცია დავიცვათ, შევინარჩუნოთ უბრალოება და ასკეტიზმი, რათა მომავალმა თაობამ იპოვოს რაიმე ჩვენში"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2024, 07:40 PM

"ერთმა ბერმა ჰკითხა მამა პაისს [ათონელი]: "შენ, მამაო, ასკეტი ხარ?" მამა პაისმა კითხვაზე კითხვით მიუგო: "რას ნიშნავს ასკეტი?" და განაგრძო სევდიანად: "ასკეტი თავშესაფრის არმქონეს ნიშნავს. მე კი კალივი მაქვს. ამიტომ არც ასკეტი ვარ და არც თავშესაფრის არმქონე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2024, 08:34 PM

"ასკეზისა და ღვაწლის მიერ ადამიანი უხორცო ძალებს მიემსგავსება. რა თქმა უნდა, როდესაც უდიდესი სულიერი მიზანი არსებობს, თავშეკავება საჭიროა. თუკი ადამიანი იმისთვის იკავებს თავს საკვების მიღებისგან, რომ ხორციელი ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და მავნე ცხიმებისგან გათავისუფლდეს, ამ შემთხვევაში ასკეზი იოგას მიმდევართა ასკეზს ემსგავსება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2024, 09:06 PM

"ნიკოდიმოსი - (1139 წ.) ანტონის მღვიმეებში [კიევ-პეჩორის ლავრა] სეფისკვერების მცხობელი პიმენის თანაშემწის მორჩილებას აღასრულებდა და მასთან ერთად 30 წელი ემსახურებოდა სავანეს, ისინი მკაცრ ასკეტურ ღვაწლში ცხოვრობდნენ და ყველა საქმეს განუწყვეტელი ლოცვითა და ფსალმუნთგალობით აკეთებდნენ. ღირსი ნიკონი დასვენებულია ანტონის მღვიმეებში. ხსენება: 31/10 (13/11)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2024, 08:10 PM

"კათოლიციზმმა დაამახინჯა გაგება პირველქმნილი ცოდვისა და ამით "აძინებს" ადამიანს. მან ასკეტიზმი მინიმუმამდე დაიყვანა და ის მხოლოდ რამდენიმე მონაზვნური ორდენის კუთვნილებაში დატოვა. პროტესტანტიზმი ასკეტიზმს ისე უყურებს, როგორც პათოლოგიას. ხატოვანი გამოთქმით, კათოლიციზმმა ასკეტიკის კედლები დაანგრია, პროტესტანტიზმმა კი მისი უკანასკნელი ქვები საერო საცხოვრებლების ასაშენებლად წაიღო. მან ასკეტიზმი სხვა ცნებებით შეცვალა: "ზომიერება", "მომჭირნეობა" და "წესრიგი". კათოლიკურ და პროტესტანტულ რელიგიებში მისტიკა განადგურებული და დეფორმირებულია. ერთ შემთხვევაში მას მორალიზმი ცვლის, მეორეში - ის ხშირად ოკულტურ ხასიათს იღებს (რის გამოც ჩვენს დროში ესოდენ პოპულარული ხდება სხვადასხვა ოკულტური მიმდინარეობები და სკოლები)".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2024, 09:04 PM

"ასკეტიკაში ყოველი ნახტომი ზვვით, ძირს დანარცხებას უდრის"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2024, 09:11 PM

"სიკვდილის ხსოვნა - უპირველესი ასკეტური წესია"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)