თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ დავლოცოთ ერთმანეთი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 4 2006, 12:09 PM

ქრისტეს მიერ ძმებო და დებო,

ყველას გვახსოვს ალბათ უწმიდესის კურთხევა, დავლოცოთ ერთმანეთი. ურთიერთლოცვა გარდამოგვივლენს საღვთო მადლს, კიდევ უფრო დაგვაახლოვებს, ხოლო დამლოცავს ასწილად დაუბრუნდება მისი ლოცვა.

გუშინდელმა დღემ დააჩქარა ჩემში ამ იდეის თქვენთვის შემოთავაზება. მოდით ამ თემაში დავლოცოთ ერთმანეთი, როგორც ერთობლივად, ისე პირადად, ვუსურვოთ სიკეთენი და წყალობა ღვთისა.

განსაკუთრებით გთხოვთ შეძლებისდაგვარად შევზღუდოთ ოფტოპიკები

მაშ, ასე პირველ მაგალითს მე მოგცემთ და დავლოცავ ფორუმის ყველა წევრს და ადმინისტრატორ გიორგის smile.gif

ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, უფალო უფლებათაო, შემოქმედო ცათა და ქუეყანისაო, მამაო ძეო და წმიდაო სულო, მოვიკრებ ყოველსა აზრსა და გონებასა ჩემსა, ლმობიერად შეგივრდები შენ ჭეშმარიტსა ერთსა უფალსა, ჩვენთა წინაპარათა ღმერთსა და გევედრები, მარადჟამს დაიფარე, დალოცე და აკურთხე წ ე ვ რ ნ ი ა მ ი ს ა ფ ო რ უ მ ი ს ა ნ ი, თანამავალ ექმენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, მოგვმადლე სული ლმობიერი, გული კეთილი, ურთიერთსიყვარული და ურთიერთპატივისცემა, იყავნ ჩვენ შორის უფალო, სიტყვისაებრ შენისა, ვითარმედ "სადა ორი გინა სამი შეკრბეს სახელითა ჩემითა, მე მუნვე ვარ", გარდამოგვივლინე მადლი სულისა წმიდისა შენისა, რათა მისითა მეოხებითა განცხოველებულნი და განბრძნობილი უკუნისამდე აღვიარებდეთ პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა, მოგვეც უფალო ერთობა და ღირს გვყავ, რათა ოდეს ინებო განსლვაი ჩუენი ამიერ სოფლითგან, ესე ერთობით განგადიდოთ შენ, შემოქმედი ჩვენი საყოფელსა ყოვლადწმიდასა და სასურველსა შენსა საშუებელთა შინა სამოთხისათა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა. ამინ!

ჰოი, წმიდაო ძლევაშემოსილო გიორგი, უფლისა მიერ ქუეყანისა ჩუენისა მფარველად დადგინებულო, მე უღირსი და უხმარო მონაი ღმრთისა, ვითარცა შვილი შენ მიერ საკვირველად დაცულისა ქართუელთა ერისა, გევედრები რათა მფარველ ექმნა მოსახელესა შენსა გ ი ო რ გ ი ს, დამილოცე იგი ვითარცა ძმაი ჩემი, დაიცევ იგი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, აკურთხე ყოველნი საქმენი მისნი, დაულოცე მოყვარულნი და უმრავლე იგინი, მტერნი მოკეთედ უქციე, ჩემ მიერ აღვლენილი ყოველნი სიტყუანი ლოცვათა ჩემთანი, დაღაცათუ გაფანტულითა გონებითა, გარნა გულითა ჩემითა აღმოთქმულნი, შესწირე უფალსა გიორგისათვის, რათა შენ თანა ადიდებდეს შენ მიერ ბარბაროზთა წინაშე უშიშრად აღსარებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2006, 02:11 PM

კანონისტი

მშვენიერი იდეა და სიტყვებია.. smile.gif

ყველა ფორუმელს დაგლოცავთ!!!

ღმერთმა უფლისმიერი სიყვარულით, რწმენით, ახდენილი სურვილებით გააჯეროს თქვენი ცხოვრების ყოველი წუთი და ყოველი წამი! smile.gif

ისე გეცხოვროთ, რომ კენჭზეც კი არ წამოგეკრათ ფეხი. smile.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Dec 4 2006, 03:01 PM

ქრისტესმირი სიყვარული და სიმშვიდე არ მოკლებოდეს თქვენს გულებს

პოსტის ავტორი: anastasia თარიღი: Dec 4 2006, 03:04 PM

დაგგლოცავთ ხალხო ყველას,ღმერთს ებარებოდეთ!!!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 4 2006, 03:08 PM

მნათეს დალოცვა:

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისაო, რომელმან უკუანასკნელსა ჟამსა გამოუთქმელად ხორციელად ჰშევ ძე ღმრთისა დაუსაბამო, რომელმან აურაცხელითა მოწყალებითა სათნო იჩინე მფარველობაი და კურთხევაი ქუეყანისა და ერისა ჩუენისა, შენ გევედრები, რაითა მარადჟამს ჰფარავდე და აკურთხევდე შვილსა შენგან შეყუარებულისა და შენდა წილხდომილისა ქართუელთა ერისა, მონასა ღვთისასა ლ ე ვ ა ნ ს, რომელი შედგომილ არს მსახურებად ძისა შენისა ტაძარსა შინა შენსა, დაიცევ უმწიკვლობაი მისი, მიეც მას აზრი კეთილი, სიბრძნე გუელისა, სიმშვიდე ტრედისა და უმანკოება ჩჩვილისა, ექმენ მას, დედაო ყოველთა ქრისტიანეთაო, მეოხ წინაშე უფლისა, რათა ჩუენთა დიდთა წინაპართა დარად მსახურებდეს მშობელსა ერსა და ეკლესიასა მისსა და ღირს-იქმნეს ნეტარებად წიაღთა შინა აბრაამისათა, სადაცა დაუსრულებელ არს დიდებაი ღმრთისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 4 2006, 03:22 PM

ციტატა
მნათეს დალოცვა:

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისაო, რომელმან უკუანასკნელსა ჟამსა გამოუთქმელად ხორციელად ჰშევ ძე ღმრთისა დაუსაბამო, რომელმან აურაცხელითა მოწყალებითა სათნო იჩინე მფარველობაი და კურთხევაი ქუეყანისა და ერისა ჩუენისა, შენ გევედრები, რაითა მარადჟამს ჰფარავდე და აკურთხევდე შვილსა შენგან შეყუარებულისა და შენდა წილხდომილისა ქართუელთა ერისა, მონასა ღვთისასა ლ ე ვ ა ნ ს, რომელი შედგომილ არს მსახურებად ძისა შენისა ტაძარსა შინა შენსა, დაიცევ უმწიკვლობაი მისი, მიეც მას აზრი კეთილი, სიბრძნე გუელისა, სიმშვიდე ტრედისა და უმანკოება ჩჩვილისა, ექმენ მას, დედაო ყოველთა ქრისტიანეთაო, მეოხ წინაშე უფლისა, რათა ჩუენთა დიდთა წინაპართა დარად მსახურებდეს მშობელსა ერსა და ეკლესიასა მისსა და ღირს-იქმნეს ნეტარებად წიაღთა შინა აბრაამისათა, სადაცა დაუსრულებელ არს დიდებაი ღმრთისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


რა ბედნიერებაა wub.gif უღრმესი მადლობა, ჩემი მონიტორი რომ არ კვდებოდეს მეც შევეცდებოდი დაწერას. . . ახლა კი ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს wub.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Dec 4 2006, 04:34 PM

კანონისტი– გაიხარე ასეთი თემისთვის, დალოცვილი ყოფილიყავი როგორც შენ ასევე ყველა ფორუმელი,ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Dec 4 2006, 05:37 PM

კანონისტი

გაიხარე დავით, გაუცებული და გაშეშებული ვარ. უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს, დიდი მადლობა ასეთი კარგი თემის გახსნისთვის.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 4 2006, 06:28 PM

შოთას დალოცვა:

ჰოი, დიდო წინასწარმეტყველო ილია, წინასწარმეტყველთა შორის ყოვლადქებულო, ისრაელის წმიდა მიწაზე განბრწყინვებულო, იუდეველთა შორის აღმატებულო, რჩეულისა ერისა შვილთა შორის რჩეულო, ძველისა აღთქმისა თვალო, უფლის მეორისა მოსლვისა წინამორბედო, შენთა თანა მყოფთა საღმრთოითა ძალითა დამილოცე ძმაი იგი ქრისტეს მიერი შ ო თ ა, აკურთხე იგი, რათა წარემატოს სიმხნითა, განმტკიცდეს სარწმუნოებითა, აღივსოს წყალობითა უფლისაითა, ევედრე შენ მიერ განდიდებულსა მაცხოვარსა ჩუენსა, ნუ დააკლებს მას ზეციურსა და ყოვლადკეთილსა შეწევნასა მისსა, უფროისად განაძლიეროს მადლითა წმიდისა მიწისაითა, სადა აღბეჭდულ არნ წმიდანი ნატერფულნი მისნი, რათა ღირსებით დაუბრუნდეს დედასამშობლოსა თვისსა, მეორედ იერუსალიმად წოდებულსა ივერიასა, რათა მარადის შენთა თანა განადიდებდეს ყოვლადუხრწნელსა სახელსა ღმრთისასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 4 2006, 06:36 PM

კანონისტი

საოცარი ადამიანი ხარ wub.gif

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 4 2006, 06:50 PM

http://www.patriarchate.ge/su/text/N389_5.htm წაიკითხეთ smile.gif

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 4 2006, 07:03 PM

ქრისტესმიერო ძმებო და დებო,ღმერთმა მოგცეთ რწმენა,იმედი,სიყვარული და სინანული!ღმერთს ებერებოდეთ!

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Dec 4 2006, 08:19 PM

დაგლოცოს უფალმა ჩემო მეგობრებო და გაგაძლიეროთ რწმენაში.

დიდი მადლობა კანონისტს.

პოსტის ავტორი: fea თარიღი: Dec 4 2006, 09:02 PM

ყველანი დალოცვილები ყოფილიყავით და თითოეულ თქვენგანს ამას ვუსურვებდი: "უფალმა დაგლოცოს, მოგანიჭოს ძალა და შეწევნა, რომ სიმშვიდით მიღოს შენმა სულმა ყოველივე რასაც მოგცემს ღმერთის წმინდა ნება. გაძლიერებულიყოს შენში ღვთის სიყვარული და რწმენა. გაანათოს უფალმა შენი გულიდან წამოსული თითოეული აზრი და გრძნობა, რომლითაც საზრდოობ ყოველ წამის განმავლობაში. გისურვებ! შეგეწიოს ღმერთი, არ დაგივიწყოს, ყოველთვის მოგმადლოს თავისი უსაზღვრო სიყვარული და გაგინათოს ცხოვრების თითოეული დღე. უფალი ყოფილიყოს წინამძღოლი შენი თავისუფალი ნების, რომელიც თავად მან მოგანიჭა. მოგეცეს ის მადლი და წყალობა, რომლისაგანაც ისწავლება - ლოცვა, სასოება, რწმენა სიყვარული, მოთმინება და მიტევება. "

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 5 2006, 12:05 PM

დავით ივერიელის დალოცვა:

ჰოი, დიდო მეფეო დავით, ქრისტე მაცხოვრის მიერ ქართუელთა გადარჩენისათვის საკვირველად დადგინებულო, მადლიერთა ივერიელთა მიერ აღმაშენებლად წოდებულო უსაჩინოესო სკიპტრის-მპყრობელთა შორის, ღვთივცხებულო მახვილო მესსიისა, საბაძველო საქართუელოის ყოველთა მმართველთა, რომელსა გქონან დიდნი მეოხებანი წინაშე ღმრთისა მოსახელეთა შენთათვის, ევედრე მას, რათა ზეგარდამო გარდამოუვლინოს მდიდარნი წყალობანი თვისნი მონასა თვისსა დ ა ვ ი თ ს, დალოცოს და განაძლიეროს ყოველსა საქმესა შინა, ღირს ჰყოს პყრობად საკვირველისა ამის სახელისა შენისა, რომელ არს "საყუარელი ღმრთისა", მიჰმადლოს მას სული სახიერი, გული წრფელი, გონება აღვსილი სულითა წმიდითა, რათა შენებრ ემსახუროს შენ მიერ შეყუარებულსა და საკვირველად დაცულსა ერსა ჩუენსა, და რათა ჟამსა ამიერ სოფლითგან განსლვისა წიაღთა შინა უფლისათა შენ თანა ადიდებდეს შენსა გვიგვინოსან-მყოფელსა მამასა, შენსა მაკურთხეველსა ძესა და შენ შორის მეტყველსა სულსა წმიდასა, აწ და დაუსრულებელთა საუკუნეთა. ამინ!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 5 2006, 12:30 PM

ნიკოლოზ_V-ის დალოცვა:

ჰოი, დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, მნათობო მირონ-ლუკიისაო, კაცთა საკვირველო და მსწრაფლმეოხო წინაშე ღმრთისა, განგებითა მისითა ეკლესიისა ჩუენისა მფარველად დადგინებულო, შენთა თანა აღურაცხელითა შეწევნითა მოხედენ მონასა ღმრთისასა ნ ი კ ო ლ ო ზ ს, დამილოცე იგი ვითარცა ძმაი ქრისტესმიერი, მიმადლე აზრი კეთილი, გული შემუსვრილი, სული მონანული, აკურთხე ყოველნი სიტყუანი მისნი, რათა მარადჟამს ოდენ დიდებაი უფლისა აღმოდიოდეს ბაგეთაგან მისთა, ევედრე შენ მიერ განდიდებულსა მაცხოვარსა ჩვენსა იესოს, რათა ნუ მოიხსენებს უსჯულოებათა მისთა, არამედ შეიწიროს ლოცვაი და ღვწაი და მსახურებაი მისი და ნუ დააკლებს მას კეთილსა სიტყვისგებასა დღესა მას კურთხეულსა და საშინელსა მეორედ მოსლვისა მისისასა, რომლისაი არს სუფევა თანა მამით და წმიდით სულით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Dec 5 2006, 01:07 PM

საოცარია დავით, დიდი მადლობა გაგახაროს უფალმა და დედა ღვთისმშობელმა.

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Dec 5 2006, 04:38 PM

კანონისტი
გაიხარე დავით... გაკურთხოს დედა ღვთისამ... smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 5 2006, 09:26 PM

მარიამის დალოცვა:

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისაო, ქერუბიმთა და სერაფიმთა უზესთაესო, ქალწულთა დიდებაო, პირველისა დედისა ჩუენისა ევაის წყევისაგან გამომხსნელო, რომელმან საკვირველად გვიშევ ქრისტე მაცხოვარი, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, რომლისა მიერ განეღმრთო უძლური კაცობრივი ხორცნი ჩუენნი, რომელმან წილისყრითა ინებე მფარველობაი ერისა ჩუენისა, აწცა გევედრები რაითა მფარველ ექმნა მხევალსა ღმრთისა მ ა რ ი ა მ ს, მისცე მას ძალი ზიდვად თვისისა ჯვრისა, ტვირთვად უსუბუქესისა და უტკბილესისა უღელისა ძისა შენისა, რათა შენითა მეოხებითა განბრწყინებული, სულითა წმიდითა განბრძნობილი, ყოველ საქმესა შინა კეთილწარმატებული, თვისითა მოქმედებასა შინა მადიდებელი ყოვლადწმიდისა სამებისა, ღირს იქნეს მიახლებათა ზეციურთა სამყოფელთა, სადა ყოველნი წმიდანი და ანგელოზნი ღმრთისანი დაუსრულებელსა გალობასა აღავლენენ წინაშე მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 5 2006, 09:52 PM

კანონისტი
დაგლოცოს დედა ღვთისმშობელმა!!! ძალიან გამახარე, ღმერთმა სიხარული არ მოგაკლოს smile.gif
ყველას გლოცავთ და გეფერებით smile.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Dec 6 2006, 01:46 AM

ყველას შეგეწიოთ ღვთის მადლი, გაიხარეთ

პოსტის ავტორი: natali თარიღი: Dec 8 2006, 12:39 AM

გამარჯობათ ხალხო....მე ახლახანს დავრეგისტრირდი,ასე,რომ კარგად არ ვიცნობ ამ საიტს....ერთი თხოვნა მექნება : თუ შეგიძლიათ მამა დოსითეს სურათი რომ დადოთ??????

პოსტის ავტორი: ზოსიმე თარიღი: Dec 9 2006, 07:44 PM

ძალიან მახარებს რომ გაქვთ სურვილი ერთმანეთი დალოცოთ,სამწუხაროდ მე ცოდვილს არ ძალმიძს ამ სასწაულმოქმედი სიტყვების წარმოთქმა, ერთი რაც შემიძლია რომ გისურვოთ ეს არის სიტყვის ძალა,რომ შეძლოთ დალოცვა და სიყვარულში სიმდიდრე,რომ შეძლოთ სიყვარულის(ღმერთის) მიმართ სიყვარულის გამოხატვა. საქართველოში რაც უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ამას,მით მეტი ჭეშმარიტი მადიდებელი (სიყვარულის) გაჩნდება ჩვენს ღვთივკურთხეულ ქვეყანაში.

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Dec 14 2006, 05:44 PM

ღმერთმა სიყვარულით და სიმშვიდით აგივსოთ გულები.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 14 2006, 06:14 PM

ღმერთმა გაახაროს თითოეული აქ პირველი შემომსვლელი. უფლის რწმენაში ანთებოდეს გული და გონება და მის დიდებაში გაეტარებინოს მთელი სიცოცხლე...

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Dec 14 2006, 06:34 PM


ღმერთმა მტერიც მოგვცეს და მოყვარეც!




პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Dec 26 2006, 08:50 PM

აქ ლოცვები იხვეწება.რამეთუ სრულყოფილება სიმარტივეშია.

ოთხ კუთხივ ჯვარი გესახოთ.

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Dec 29 2006, 06:58 PM

გამარჯობათ ყველას... კეთილი იყოს ჩემი მოსვლა თქვენს წრეში...

ჩემი სიტყვებით ცოტა გამიჭირდება დალოცვა, კანონისტის პოსტების წაკითხვის შემდეგ. ამიტომ პატრიარქის სიტყვებს გავიხსენებ და თქვენ მოგიძღვნით:
"ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს თქვენ და სრულიად საქართველო" ამინ

პოსტის ავტორი: lasha_giorgi თარიღი: Jan 1 2007, 03:49 PM

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახრაოთ ყველანიsmile.gif ძალიან მომეწონა ეს თემა განსაკუთრებით კანონისტის დალოცვა smile.gif

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Jan 4 2007, 12:51 AM

ღმერთმა დაგლოცოთ, ღვთის მადლი შეგეწიოთ ყველას!

პოსტის ავტორი: giorgi1987 თარიღი: Jan 4 2007, 10:13 PM

დაგლოცოთ უფალმა სუყველა, გეხაროთ ორთავ სოფელსა შინა და წმინდა მარიამის მეოხება ნუ მოაკლოს თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს.... ამინ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 5 2007, 01:38 PM

ახლა დალოცვა ჩვენ საყვარელ მეგრულ და სვანურ ენებზე:

ახალ წანას მოგახვამანთ, ჩქიმ ჯიმალეფი დო დეფი! ირფერ ჯგირი, ძინა-სიკეთე დო ღორმოთიში წყალობა ვა მორკებუდას თქვან კერიეფის!

ხოჩაამდ, ჯამრთელდ, ბედნიერდ უხარიიხი! ხოჩა ზაოვ ეიცაადეენა! ღერბეთ ლოგვეშდ ი ლოგუეწდ ათხე ი ამუნღი ი ჩიგარ!

პოსტის ავტორი: manana თარიღი: Jan 5 2007, 10:24 PM

ციტატა(კანონისტი @ Jan 5 2007, 12:38 PM) *

ახლა დალოცვა ჩვენ საყვარელ მეგრულ და სვანურ ენებზე:

ახალ წანას მოგახვამანთ, ჩქიმ ჯიმალეფი დო დეფი! ირფერ ჯგირი, ძინა-სიკეთე დო ღორმოთიში წყალობა ვა მორკებუდას თქვან კერიეფის!

ხოჩაამდ, ჯამრთელდ, ბედნიერდ უხარიიხი! ხოჩა ზაოვ ეიცაადეენა! ღერბეთ ლოგვეშდ ი ლოგუეწდ ათხე ი ამუნღი ი ჩიგარ!




კანონისტი

არაჩვეულებრივია. თარგმანიც მოაყოლე!


იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ღმერთს ებარებოდეთ!

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Jan 5 2007, 11:09 PM

ქართველო ხალხო ამ ფორუმის თითოეულო წევრო გილოცავთ შობა-ახალ წელს მრავალს დაესწარით გისურვებთ უფლის სიყვარულში გაძლიერებულიყავით ყოველთვის დედა მარიამისგან ყოფილიყავით დალოცვილი და მისი მადლით გევლოთ ასევე მაცხოვრის მადლი ფარავდეს თითოეული თქვენთაგანის ოჯახსა და სრულიად საქართველოს, რაც მე ვერ დაგლოცოთ მაღალმა ღმერთმა დაგლოცოთ! გაიხარეთ სუყველა მაგრები ხართ smile.gif

პოსტის ავტორი: tat-ia თარიღი: Jan 6 2007, 02:52 PM

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, მისი მადლი არ მოგვკლებოდეს, გაიხარეთ smile.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jan 6 2007, 07:06 PM

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ამ დიდი ოჯახის წევრები. უფალი იყოს თქვენი შემწე და დედა ღვთისმსობელი გფარავდეთ მისი კალთით.
შეგეწიოთ ყველა წმინდანის ლოცვა.

პოსტის ავტორი: magdalina თარიღი: Jan 9 2007, 01:45 PM

წმ. მატრონას ტროპარი სად მოვიძიო?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 9 2007, 02:44 PM

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ , მრავალჟამიერო ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში , გაიხარეთ, გფარავდეთ დედა ღვთისა smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 11 2007, 02:25 AM

magdalina

ციტატა
წმ. მატრონას ტროპარი სად მოვიძიო?

ტროპარი არ მაქვს მაგრამ აი ლოცვა ესაა, თუმცა ავღნიშნავ იმასაც რომ ტარგმანი არ მომეწონა sad.gif
ლოცვა ნეტარი მატრონას მიმართ
ჰოი, ნეტარო დედაო მატრონა! სულით ზეცაში ღვთის საყდრის წინაშე მდგომარეო, ხორცითა შენითა მიწაზე განისვენებ და ზეგარდმო მონიჭებული მადლით მრავალგვარ სასწაულს გვიწყალობებ.
მოგვიხსენე უფალთან, აწ მადლითა შენითა ჩვენ, მწუხარენი, სნეულნი, ბოროტნი, შეპყრობილნი, განდიდებულო ღვთისაგან და არა კაცთაგან. დაამშვიდე მწუხარება ჩვენი, განკურნე ცოდვათა ჩვენთა გამო უფლისგან დაშვებული წყლულებანი ჩვენნი.
გვიხსენ ჩვენ ურიცხვი მწუხარებისაგან და განსაცდელტაგან და ევედრე უფალსა ჩვენსა, იესო ქრისტეს, რათა მოგვიტეოს ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, უსჯულოებანი და ცოდვით დაცემანი სიყრმითგან ჩვენისა აქამომდე. ლოცვითა შენითა მივიღებდეთ მადლსა და დიდსა წყალობასა, რათა ყველანი ერთობით ვადიდებდეთ ღმერთსა, სამებასა - მამასა და ძესა და წმიდასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

პოსტის ავტორი: judi თარიღი: Jan 16 2007, 05:18 PM

ყველას გფარავდეთ მადლი უფლისა, მარად ქალწული მარიამისა და ყოველთა წმიდათა.. ღვთის სიყვარულში გავძლიერებულიყავით და ღვთის შეწევნითა და მადლით მასვე ვებარებოდეთ საუკუნოდ...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 18 2007, 10:05 AM

ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს, ერთმანეთი არ მოგვიშალოს.

მადლობა უფალს ამ ფორუმისთვის.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2007, 11:59 AM

ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყველა ჩვენი თანამემამულე,

სიკეთე უმრავლოს, ჭირი აშოროს,

ძალა მისცეს განსაცდელის დათმენისა, ბოროტზე გამარჯვებისა, ღვთის დიდებისა,

მადლი მოსცეს ურთიერთსიყვარულისა, მიტევებისა, შენდობისა,

უნარი ლხინში სიხარულისა, ჭირში ურვისა, კეთილი საქმის კეთებისა და უფლის სასოებისა,

ვაჟებს მიმადლოს სარწმუნოება წმინდა გიორგისა, შორსმჭვრეტელობა დიდი დავითისა, მამულის სიყვარული ილია მართლისა, გამბედაობა თორნიკე ერისთავისა და ღვაწლი გრიგოლ ხანძთელისა,

გოგონებს უბოძოს უმანკოება წმინდა ნინოსი, მშვენიერება ქალწულ ბარბარესი, სიბრძნე თამარისა და სიმტკიცე ქეთევან დედოფლისა

უფალო, იყავნ!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 18 2007, 12:24 PM

ციტატა
ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყველა ჩვენი თანამემამულე,

სიკეთე უმრავლოს, ჭირი აშოროს,

ძალა მისცეს განსაცდელის დათმენისა, ბოროტზე გამარჯვებისა, ღვთის დიდებისა,

მადლი მოსცეს ურთიერთსიყვარულისა, მიტევებისა, შენდობისა,

უნარი ლხინში სიხარულისა, ჭირში ურვისა, კეთილი საქმის კეთებისა და უფლის სასოებისა,

ვაჟებს მიმადლოს სარწმუნოება წმინდა გიორგისა, შორსმჭვრეტელობა დიდი დავითისა, მამულის სიყვარული ილია მართლისა, გამბედაობა თორნიკე ერისთავისა და ღვაწლი გრიგოლ ხანძთელისა,

გოგონებს უბოძოს უმანკოება წმინდა ნინოსი, მშვენიერება ქალწულ ბარბარესი, სიბრძნე თამარისა და სიმტკიცე ქეთევან დედოფლისა

უფალო, იყავნ!





შენ გაიხარე დავით, მაგარი ხარ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 23 2007, 02:09 AM

ბექა შუხოშვილის დალოცვა:

ჰოი წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველო მაკურთხეველო და მფარველო ივერიის უწმიდესისა ეკლესიისაო, მირონისა შენისა წდევითა სნეულთა მკურნალო და მაცხოვნებელო, მონაზონთა თვალო, მღვდელმთავართა სიმტკიცეო, ღვთისა და ღვთისმშობლის შემდგომად სასოებაო ქრისტეანეთაო, ხატო სიმშვიდისაო, კანონო სარწმუნოებისაო, მფარველო და დიდო მეოხო ყოველთა მართლმადიდებელთაო, შენთა თანა საღმრთოითა მადლითა დაიცევ და დალოცე ძმაი ჩემი ბ ე ქ ა, მფარველ და მეოხ ეყავ მას წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა, ევედრე შენგან განდიდებულსა ყოვლადწმიდასა სამებასა, რათა მოსცეს მას გონებაი გუელისა, უმანკოება ჩჩვილისა, სულის სიმტკიცე წმიდა გიორგისა, დედასამშობლოს სიყუარული ილია მართლისა, შორსმჭვრეტელობა დიდისა დავითისა, კეთილმოღუაწება გრიგოლ ხანძთელისა, დღეთა სიმრავლე ნოესი და ოჯახის სიწმიდე ბასილი დიდისა, აღავლინე ლოცვაი შენი წმიდა წინაშე საშინელისა ზეციერისა საკურთხევლისა ღმრთისა, რათა მანცა შენებრ განადიდოს, შენებრ აკურთხევდეს, შენებრ მორჩილ ექმნას ნებასა ღმრთისასა, რათა ოდეს ინებოს განსლვაი მისი ამიერ სოფლითგან, შენ თანა უგალობდეს შენსა მაკურთხეველსა და განმაბრძნობელსა ღმერთსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Jan 23 2007, 02:15 AM

ციტატა(კანონისტი @ Jan 23 2007, 02:09 AM) *

ბექა შუხოშვილის დალოცვა:

ჰოი წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველო მაკურთხეველო და მფარველო ივერიის უწმიდესისა ეკლესიისაო, მირონისა შენისა წდევითა სნეულთა მკურნალო და მაცხოვნებელო, მონაზონთა თვალო, მღვდელმთავართა სიმტკიცეო, ღვთისა და ღვთისმშობლის შემდგომად სასოებაო ქრისტეანეთაო, ხატო სიმშვიდისაო, კანონო სარწმუნოებისაო, მფარველო და დიდო მეოხო ყოველთა მართლმადიდებელთაო, შენთა თანა საღმრთოითა მადლითა დაიცევ და დალოცე ძმაი ჩემი ბ ე ქ ა, მფარველ და მეოხ ეყავ მას წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა, ევედრე შენგან განდიდებულსა ყოვლადწმიდასა სამებასა, რათა მოსცეს მას გონებაი გუელისა, უმანკოება ჩჩვილისა, სულის სიმტკიცე წმიდა გიორგისა, დედასამშობლოს სიყუარული ილია მართლისა, შორსმჭვრეტელობა დიდისა დავითისა, კეთილმოღუაწება გრიგოლ ხანძთელისა, დღეთა სიმრავლე ნოესი და ოჯახის სიწმიდე ბასილი დიდისა, აღავლინე ლოცვაი შენი წმიდა წინაშე საშინელისა ზეციერისა საკურთხევლისა ღმრთისა, რათა მანცა შენებრ განადიდოს, შენებრ აკურთხევდეს, შენებრ მორჩილ ექმნას ნებასა ღმრთისასა, რათა ოდეს ინებოს განსლვაი მისი ამიერ სოფლითგან, შენ თანა უგალობდეს შენსა მაკურთხეველსა და განმაბრძნობელსა ღმერთსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ

უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ ძმაო გენაცვალე შენ

პოსტის ავტორი: mikaeli თარიღი: Jan 25 2007, 10:51 PM

მშვიდობა!!!!!ღმერთმა დაგლოცოთ და უკვდავყოს თკვენი სულები!!!

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jan 25 2007, 10:53 PM

ციტატა(mikaeli @ Jan 25 2007, 11:51 PM) *

მშვიდობა!!!!!ღმერთმა დაგლოცოთ და უკვდავყოს თკვენი სულები!!!


მშვიდობა მოგცეს ღმერთმა! smile.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jan 28 2007, 12:15 AM

ქრისტე მოეფეროს თქვენს გულებს smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 29 2007, 10:33 PM

იოანა

ციტატა
ქრისტე მოეფეროს თქვენს გულებს

გაიხარე! აი, ნამდვილი დალოცვა, მოკლე და საოცრად თბილი...

ალექსანდრე-ს დალოცვა:

ჰოი წმიდაო მღვდელმთავარო ალექსანდრე, მნათობო ივერიის ეკლესიისაო, მღვდელმთავართა თვალო, მონაზონთა სიწმიდეო, ხატო სიმშვიდისაო, რომელსა საკვირველად და ზეციერითა წყალობითა მოგემადლა სულიერი მწყსაი წმიდისა ილია მართლისა, ქართველი ერის წინამძღოლისა ბნელეთიდან სინათლისა მიმართ, რომელმან კეთილმოღუაწებითა შენითა კუალად განაშუენე სამეუფოი მონასტერი იგი ღირსისა შიოისა და უმოციქულე გზააბნეულთა ცხოვართა ქრისტესთა, რომელი წარდგომილ ხარ წინაშე საშინელისა საყდრისა ყოვლადწმიდისა სამებისასა და დაუცხრომელად აღავლენ ლოცვათა შენთა საცხოვნებელად შენდა მოლტოლვილთა ყოველთა მართლმადიდებელთა, აწცა გევედრები უღირსი მონაი ესე ღმრთისა, შვილი შენითა შუამდლომლობითა საკვირველად დაცულისა ქართველთა ერისა, რაითა მადლითა და ოხითა შენითა მარადჟამ თანამავალ ექმნა ძმასა ჩემსა ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ს, დაიცვა იგი, აკურთხო იგი, დალოცო იგი, ზეგარდამო შეწევნაი მომადლო საქმეთა შინა თვისთა, რათა ყოველნი ხატნი ხელთა მისთა მიერ ქმნილნი და საშინელითა საღმრთოითა ძალითა კურთხეულნი შემწე ეყვნენ მას ტვირთვისათვის ტკბილისა და უსუბუქესისა უღლისა ქრისტე მაცხოვრისასა, რათა სიწმიდითა მათითა და დაუცხრომელითა ლოცვითა შენითა დაცული, ორსავ სოფელსა შინა სერაფიმებრ ადიდებდეს ყოვლადწმიდასა სამებასა, სამგვამოვნად ცნობილსა ერთსა და მხოლოსა ღმერთსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 30 2007, 12:12 AM

კანონისტი
გაიხარე დავით, უფალმა ისმისნოს შენი ლოცვები smile.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Jan 30 2007, 11:53 AM

ციტატა
ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყველა ჩვენი თანამემამულე,

სიკეთე უმრავლოს, ჭირი აშოროს,

ძალა მისცეს განსაცდელის დათმენისა, ბოროტზე გამარჯვებისა, ღვთის დიდებისა,

მადლი მოსცეს ურთიერთსიყვარულისა, მიტევებისა, შენდობისა,

უნარი ლხინში სიხარულისა, ჭირში ურვისა, კეთილი საქმის კეთებისა და უფლის სასოებისა,

ვაჟებს მიმადლოს სარწმუნოება წმინდა გიორგისა, შორსმჭვრეტელობა დიდი დავითისა, მამულის სიყვარული ილია მართლისა, გამბედაობა თორნიკე ერისთავისა და ღვაწლი გრიგოლ ხანძთელისა,

გოგონებს უბოძოს უმანკოება წმინდა ნინოსი, მშვენიერება ქალწულ ბარბარესი, სიბრძნე თამარისა და სიმტკიცე ქეთევან დედოფლისა

უფალო, იყავნ!


იყავნ!

დავით გაიხარე, რასაც ჩვენ შენი დალოცვების კითხვით სითბოს და სიხარულს ვიღებთ ერთი ასად დაგიბრუნოს უფალმა

იხარეთ ორსავ სოფელსა შინა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 31 2007, 02:06 PM

.nino
დაგლოცოს, გაგახაროს და გაცხონოს ქრისტე მაცხოვარმა!

beqa.shuxoshvili

ციტატა
უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ ძმაო გენაცვალე შენ

მადლობა უფალს თქვენნაირი მეგობრები რომ მყავს

ისე რა გინდა, ხომ შეგისრულე პირობა?
http://church.ge/index.php?s=&showtopic=17&view=findpost&p=36772

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 1 2007, 04:43 AM

ციტატა(კანონისტი @ Jan 31 2007, 02:06 PM) *

.nino
დაგლოცოს, გაგახაროს და გაცხონოს ქრისტე მაცხოვარმა!

beqa.shuxoshvili

მადლობა უფალს თქვენნაირი მეგობრები რომ მყავს

ისე რა გინდა, ხომ შეგისრულე პირობა?
http://church.ge/index.php?s=&showtopic=17&view=findpost&p=36772

გაიხარე ძმაო გენაცვალე შენა მთავარა შენ იყო კარგად და მთავარი ეგაა

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 1 2007, 05:32 PM

...და თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და შეასრულო ყველა მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, დაგაყენებს უფალი, შენი ღმერთი, ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა
და გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა, და აღსრულდება შენზე, თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის ხმას.
კურთხეულ იყავ ქალაქში და კურთხეულ იყავ მინდორში.
კურთხეულ იყოს ნაყოფი შენი მუცლისა და შენი მიწისა, და ნაყოფი შენი საქონლისა, მონაგები შენი მსხვილფეხა პირუტყვისა, და ნამატი შენი წვრილფეხა პირუტყვისა.
კურთხეულ იყოს შენი ბეღლები და შენი საკუჭნაოები.
კურთხეულ იყავ შენ შესვლისას და კურთხეულ იყავ შენი გამოსვლისას!



მეორე რჯული 28:1-6

პოსტის ავტორი: gurian თარიღი: Feb 4 2007, 07:35 PM

უფალი გეწეოდეთ!!!

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 5 2007, 11:19 PM

ღმერთი გფარავდეთ,გაძლიერებდეთ და გაბედნიერებდეთ.

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Feb 8 2007, 05:05 PM

ღმერთმა დაგლოცოთ და წყალობა არ მოგაკლოთ

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 8 2007, 07:36 PM

დაგვლოცოს მამა ზეციერმა.
ღვთისმშობელმა თავისი კალთა გადმოგვაფაროს და ყოველი წმინდა ფარავდეს ჩვენს ოჯახებს.

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Feb 10 2007, 02:49 AM

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!
შეგეწიოთ დედა ღვთისმშობელი!
smile.gif

პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 10 2007, 02:56 AM

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ, ძალიან კარგი ხალხი ხართ აქ ყველა და შეგეწიოთ ყველას უფალი, დაგიფაროთ ყოველი ბოროტებისაგან და "იხარეთ ორსავ სოფელსა შინა" smile.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Feb 10 2007, 02:22 PM

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Feb 12 2007, 12:19 AM

ერთ წიგნში ამოვიკითხე ეს სიტყვები: ”მამცნე ღმერთო ის ჭეშმარიტება,რომელიც ადამიანს სიკვდილზწე მაღლა აყენებს. არამც თუ გვეშინოდეს სიკვდილისა, არამედ თითქმის შევიყვაროთ კიდეც იგი.”
საოცარი სიმშვიდე და ბედნიერება ვიგრძენი ამ სიტყვების წაკითხვისას.

ღმერთმა ყველას ასეთი მყარი რწმენა მოგვცეს თუ ეს შესაძლებელია

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 21 2007, 02:58 PM

ჰოი მაცხოვარო და მხსნელო სოფლისაო ქრისტე იესუ, უფალო უფლებათაო, მამისა და წმიდისა სულისა თანა დიდებულო, მსაჯულო სიმართლისაო, სიტყუაო მამისაო, რომელსა დაუცხრომელად გიგალობენ ანგელოსთა დასნი და გადიდებენ კრებულნი წმიდათანი, რომელსა გაქუს ხელმწიფებაი ცოდვათა მოტევებისა, რომელმან თვისითა კაცობრივითა ბუნებითა გვიჩუენე წესი იგი მარხვისაი, რომელმან სძლიე ბოროტსა და მთავარსა ამა სოფლისასა, აწცა გევედრებით, რაითა გვაკურთხო მარხვასა ამას შინა, მოგვეც ძალი და სიწმიდე სულისა, რაითა განერეს ყოველი ბოროტი და ძვირი სულთაგან ჩვენთა, სიტყვისაებრ შენისა, ვითარმედ "ნათესავი ესე არა განვალს თვინიერ ლოცვისა და მარხვისა", მოგვმადლე მარხუაი ლოცვასა თანა შეერთებული, რაითა სინანულითა და ცოდვათა აღხოცვითა განვვლოთ იგი და მშვიდობითა აღვსილნი და ძალითა შენითა ზეგარდამოითა საკვირველად დაცულნი, მივიწივნეთ დღესა მას აღვსებისასა - შენ მიერ ჯოჯოხეთის ბჭეთა შემუსვრისასა, რაითა ზეციურთა ძალთა თანა ვუგალობდეთ ბრწყინვალესა აღდგომასა შენსა, რომლითა საყოფელი იგი მამისაი დაგვიბრუნე მმოსავთა შენთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ

პოსტის ავტორი: meri თარიღი: Feb 21 2007, 06:37 PM

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ყველა ფორუმელი და მთლიანად საქართველო. უფალი გფარავდეთ

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Feb 23 2007, 01:36 PM

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ!
მადლი და წყალობა არ მოგაკლოთ თქვენ ყველას და სრულიად საქართველოს !
ღმერთის შიში და სიყვარული გქონოდეთ!

პოსტის ავტორი: ekusia თარიღი: Mar 1 2007, 04:17 PM

სულში _ მშვიდობას, გულში _ უფალს, გონებაში საქართველოს გისურვებთ!
უფალი შეგყვარებოდეთ გაუნელებელი სიყვარულით!

პოსტის ავტორი: cicinatela თარიღი: Mar 1 2007, 11:35 PM

ღმერთი გწყალობდეთ თითოეულ თქვენგანს...

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Mar 3 2007, 05:12 PM

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!უძლურებაში მყოფთ ძალა მოგცეთ ღმერთმა,სასოწარკვეთაში მყოფთ იმედი,სნეულებაში მყოფთ ჯანმრთელობა...
ღმერთი არს ჩვენში!!!

პოსტის ავტორი: salome_tur თარიღი: Mar 3 2007, 09:58 PM

('ubralod gio')
არს და იყოს!

ღვთის მადლი და წყალობა არ მოგვკლებოდეს ქართველთ...

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Mar 5 2007, 03:04 AM

ღმერთმა გაგვაძლიეროს და გაგვახაროს სრულიად საქართველო smile.gif

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Mar 5 2007, 03:08 AM

ღმერთს ებარებოდეთ რათა იხაროთ ორსავე სოფელსა შინა! smile.gif ...

პოსტის ავტორი: natali თარიღი: Mar 18 2007, 02:38 AM

"დაგიკოცნით მირონცხებულ შუბლს და ოქრომეტყველ ბაგეთ"

პოსტის ავტორი: sopio_23 თარიღი: Mar 18 2007, 03:03 AM

gmertma dagvlocos mertmadidebeli qristianebi. gvtiskaloba da mparveloba ar mogvklebodes.

პოსტის ავტორი: mendes masieli თარიღი: Mar 18 2007, 05:35 PM

უფალმა გაგაძლიეროთ,ყველანი,მის სიყვარულში!!!!!

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Mar 18 2007, 10:14 PM

ღმერთმა დაგლოცოთ... გაგაძლიეროთ.... და რაც მთავარია არასოდეს დაგეკარგოთ ღვთის სიყვარული.... გიყვარდეთ ერთმანეთი..... ჩემი პატარა გულით გლოცავთ.....დიდი სიყვარულით......
ბექა, მნათე, კანონისტი, ნიკოლოზი და სხვა.... იხარეთ მუდამ.....

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Mar 20 2007, 04:20 PM

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, გარიდოთ ბოროტ თვალსა და გზას

- ასე მლოცავს დედაჩემი smile.gif) ჰოდა მეც გადმოგილოცავთ თქვენ smile.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Mar 20 2007, 07:54 PM

ღმერთმა სიყვარულითა და სიხარულით აავსოს თქვენი გულები.

პოსტის ავტორი: meri თარიღი: Mar 21 2007, 08:42 PM

ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ, გაბედნიეროთ, გაგაძლიეროთ. მისი მადლი არ მოგკლებოდეთ ყველა ფორუმელს და მთელს საქართველოს. უფალი შეგეწიოთ ყველას

პოსტის ავტორი: takusha თარიღი: Mar 22 2007, 07:31 PM

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ რწმენაში.მისი მადლიანი კალთის მფარველობა არ მოგკლებოდეთ.

პოსტის ავტორი: ნოდარიკო თარიღი: Mar 22 2007, 07:44 PM

როგორ უნდა დაგლოცოთ?დამილოცნიხართ

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Mar 26 2007, 03:26 AM

დალოცვილი და ბედნიერი გამყოფოთ უფალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თქვენ და სრულიად საქართველო.

ღმერთს ებარებოდეთ, ღმერთს ეყვარებოდეთ!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II








პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 27 2007, 06:08 PM

ღმერთო მართალო, საკვირველო და გამოუთქმელო,

გარდამოიხილე მოწყალითა თვალითა ჭირვეულსა ერსა ჩვენსა ზედა და აღგვიდგინე
რწმენა ცხოველი, გული შემუსვრილი, ეკლესია ძლიერი, მოძღვარნი ღვთივგანბრძნობილნი, მთავრობა ქრისტეს მსახური, სამზღვარნი დაცულნი, ყოველი ქართველი შენი მადიდებელი!!!

უფალო, იყავნ......

პოსტის ავტორი: elene1504 თარიღი: Mar 27 2007, 06:18 PM

უფალმა დაგლოცოთ და გაგძლიეროთ რწმენაში.და ჭეშმარიტებას გზა აცდენილნიც დალოცოს და გააძლიეროს ისე რო მართმადიდებლოდის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ. სინანულისა ბჭენი განუხვენ სულსა ჩემსა, ცხოვრებისმომცემელო

პოსტის ავტორი: kristine თარიღი: Mar 30 2007, 10:51 PM

ქრისტეს მიერ საყვარელნო იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!!!

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Apr 5 2007, 11:44 PM

მეც ზოსიმესი არ იყოს, ვინ ვარ მე თქვენ რო დაგლოცოთ,...
თუმცა გისურვებთ რწმენაში უფრო გაძლიერებას და ღვთის ნების აღსრულებას.

პოსტის ავტორი: tamari_irakli თარიღი: Apr 6 2007, 10:13 PM

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგძლიეროთ! შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი!
ქრისტე არს ჩვენს შორის!

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 8 2007, 11:55 AM

ღმერთმა დაგვლოცოს ყველა ქრიასტიანი და არა ქრისტიანი.
გვფარავდეს ყოველთა წმიდათა მადლი და მათი ლოცვა გვეწეოდეს!

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Apr 8 2007, 11:56 AM

Floyd
ვაააააა შენც დაგლოცოს ზზზზზზზზ გირეკავ აიღე biggrin.gif

პოსტის ავტორი: sopio_23 თარიღი: Apr 8 2007, 03:57 PM

ღმერთმა დაგლოცოთ.
დღევანდელი დღის მადლი შეგვეწიოს და გვფარავდეს სრულიად საქართველოს.

პოსტის ავტორი: meri თარიღი: Apr 9 2007, 07:26 PM

ქრისტე აღსდგა!!!!!! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
უფალს ებარებოდეთ!

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Apr 10 2007, 10:23 AM

ქრისტე აღსდგა!!!!!!!!!!!!!!!
შეგეწიოთ აღდგომის მადლი და ცხონდით ორსავ სოფელსა შინა.


პოსტის ავტორი: ნოდარიკო თარიღი: Apr 10 2007, 07:18 PM

დამილოცნიხართ შვილნო ჩემნო ეგე აბრაამ დანელიასი
მღვდელი უნდა გამოვიდე,ისე ბევრჯერ მიფიქრია ბერობაზე

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Apr 10 2007, 07:26 PM

ციტატა(ნოდარიკო @ Apr 10 2007, 06:18 PM) *

დამილოცნიხართ შვილნო ჩემნო ეგე აბრაამ დანელიასი
მღვდელი უნდა გამოვიდე,ისე ბევრჯერ მიფიქრია ბერობაზე

კაი ბიცჰო, კაი აზრია,მაგრამ სანამ არ გახდები ნუ ლოცავ ხალხს biggrin.gif

პოსტის ავტორი: z_a_z_a თარიღი: Apr 12 2007, 01:37 PM

ღმერთმა დალოცოს ამ თემის გამხსნელი და სუყველა აქ დარეგისტრირებული და მარტმადიდებელი ქრისტიანენი !

აღდგომა მშვიდობისა და სიხარულისა არ მოგიშალოთ ღმერთმა!

ქრისტე აღსგა! mellow.gif

ვაკის წმინდა სამების მრევლი ზაზა იმედია მიცნობთ.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 13 2007, 02:39 AM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 18 2007, 11:05 AM) *

ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს, ერთმანეთი არ მოგვიშალოს.

მადლობა უფალს ამ ფორუმისთვის.

ციტატა
ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყველა ჩვენი თანამემამულე,

სიკეთე უმრავლოს, ჭირი აშოროს,

ძალა მისცეს განსაცდელის დათმენისა, ბოროტზე გამარჯვებისა, ღვთის დიდებისა,

მადლი მოსცეს ურთიერთსიყვარულისა, მიტევებისა, შენდობისა,

უნარი ლხინში სიხარულისა, ჭირში ურვისა, კეთილი საქმის კეთებისა და უფლის სასოებისა,

ვაჟებს მიმადლოს სარწმუნოება წმინდა გიორგისა, შორსმჭვრეტელობა დიდი დავითისა, მამულის სიყვარული ილია მართლისა, გამბედაობა თორნიკე ერისთავისა და ღვაწლი გრიგოლ ხანძთელისა,

გოგონებს უბოძოს უმანკოება წმინდა ნინოსი, მშვენიერება ქალწულ ბარბარესი, სიბრძნე თამარისა და სიმტკიცე ქეთევან დედოფლისა

უფალო, იყავნ!

ღმერთმა გაგიმარჯოს კანონისტო!..... მამულიშვილებო , ხალხო, ფორუმელებო,მინდა იგივე ლოცვით დაგლოცოთ, ეროვნული ღირსებისა და სიამაყის გრძნობა გაათმაგებულიყოს თქვენში.

ღმერთს ებარებოდეთ! უფლის მფარველობა არ მოკლებოდეს თქვენ ოჯახებს! დიდება უფალს! ამენ!

პოსტის ავტორი: sofia თარიღი: Apr 13 2007, 07:18 AM

გაიხარეთ !
გვეცხოვროს სარწმუნოებაში სიხარულისთვის!

პოსტის ავტორი: salome_tur თარიღი: Apr 13 2007, 02:54 PM

ლოცვის მადლი შეგეწიოთ,
ანგელოზთა გალობა,
ზეციური სამყარო და
მამა ღმერთის წყალობა...

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Apr 13 2007, 03:52 PM

გლოცავთ ღმერთის ნებით ყველა კარგად ჯამრთელად და ბედნიერად ვყოფილიყავით და რა თქმა უნდა რწმენაში გავძლიერებულიყავით

პოსტის ავტორი: natia83 თარიღი: Apr 19 2007, 11:21 PM

ყველას კომენტარზე ვიტყოდი ა მ ი ნ !!!


უფალი შეგეწიოთ და გაგაძლიეროთ

დაიცვას ჩვენი ქვეყანა, ერი


გისმინოთ უფალმა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 26 2007, 11:08 AM

ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, უფალო უფლებათაო, შემოქმედო ცათა და ქუეყანისაო, მამაო ძეო და წმიდაო სულო, მოვიკრებ ყოველსა აზრსა და გონებასა ჩემსა, ლმობიერად შეგივრდები შენ ჭეშმარიტსა ერთსა უფალსა, ჩვენთა წინაპარათა ღმერთსა და გევედრები, მარადჟამს დაიფარე, დალოცე და აკურთხე წ ე ვ რ ნ ი ა მ ი ს ა ფ ო რ უ მ ი ს ა ნ ი, თანამავალ ექმენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, მოგვმადლე სული ლმობიერი, გული კეთილი, ურთიერთსიყვარული და ურთიერთპატივისცემა, იყავნ ჩვენ შორის უფალო, სიტყვისაებრ შენისა, ვითარმედ "სადა ორი გინა სამი შეკრბეს სახელითა ჩემითა, მე მუნვე ვარ", გარდამოგვივლინე მადლი სულისა წმიდისა შენისა, რათა მისითა მეოხებითა განცხოველებულნი და განბრძნობილი უკუნისამდე აღვიარებდეთ პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა, მოგვეც უფალო ერთობა და ღირს გვყავ, რათა ოდეს ინებო განსლვაი ჩუენი ამიერ სოფლითგან, ესე ერთობით განგადიდოთ შენ, შემოქმედი ჩვენი საყოფელსა ყოვლადწმიდასა და სასურველსა შენსა საშუებელთა შინა სამოთხისათა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა. ამინ!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 26 2007, 03:32 PM

კანონისტი

ციტატა
ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, უფალო უფლებათაო, შემოქმედო ცათა და ქუეყანისაო, მამაო ძეო და წმიდაო სულო, მოვიკრებ ყოველსა აზრსა და გონებასა ჩემსა, ლმობიერად შეგივრდები შენ ჭეშმარიტსა ერთსა უფალსა, ჩვენთა წინაპარათა ღმერთსა და გევედრები, მარადჟამს დაიფარე, დალოცე და აკურთხე წ ე ვ რ ნ ი ა მ ი ს ა ფ ო რ უ მ ი ს ა ნ ი, თანამავალ ექმენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, მოგვმადლე სული ლმობიერი, გული კეთილი, ურთიერთსიყვარული და ურთიერთპატივისცემა, იყავნ ჩვენ შორის უფალო, სიტყვისაებრ შენისა, ვითარმედ "სადა ორი გინა სამი შეკრბეს სახელითა ჩემითა, მე მუნვე ვარ", გარდამოგვივლინე მადლი სულისა წმიდისა შენისა, რათა მისითა მეოხებითა განცხოველებულნი და განბრძნობილი უკუნისამდე აღვიარებდეთ პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა, მოგვეც უფალო ერთობა და ღირს გვყავ, რათა ოდეს ინებო განსლვაი ჩუენი ამიერ სოფლითგან, ესე ერთობით განგადიდოთ შენ, შემოქმედი ჩვენი საყოფელსა ყოვლადწმიდასა და სასურველსა შენსა საშუებელთა შინა სამოთხისათა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა. ამინ!




ოჰ რა მაგარი ლოცვაა, ამინ! ამინ!

პოსტის ავტორი: matebichi თარიღი: Apr 26 2007, 03:45 PM

უფალო შეგვიწყალე სრულიად მსოფლიო, გევედრები!

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: May 5 2007, 06:11 PM

უფალო ისეო ქრისტე, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილები, ამინ!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 6 2007, 07:49 PM

ზესქვი_უჩა-ს დალოცვა:

ჰოი წმიდაო ახოვანო მხედარო ქრისტესო, მოწამეთა შორის განდიდებულო, ყოვლადწმიდა სამების აღმსაარებელთა შორის განბრწყინვებულო, ქრისტესმოყვარეთა მთავართა უძლეველო წინამბრძოლო, საქართუელოის ქუეყანისა საკვირველად მფარველო, გიორგიანელთა დამცველო და ძლევისა მომნიჭებელო გიორგი, გვედრი ყოვლითა გულითა ჩემითა, რაითა საკვირველად მფარველ ექმნე ქრისტეს მიერსა ძმასა ჩემსა უ ჩ ა ს, შენ მიერ ფრიად შეყვარებულისა ქართველთა ერისა შვილთაგანსა, რაითა ყოველსა საქმესა შინა კეთილად წარემართოს სლვაი თვისი, რაითა ყოველსა დღესა და ღამესა შინა დაუცხრომელად ჰმადლობდეს შემოქმედსა და კეთილისა მიზეზსა მხოლოსა ღმერთსა ჩვენსა, რაითა მარად ჟამს შენებრ განადიდებდეს კაცთმოყვარესა და ყოვლადძლიერსა სამწმიდაობით განდიდებულსა ღმერთსა ჩვენსა, დაიფარე, დაიცევ და აკურთხე იგი უძლეველითა მეოხებითა შენითა, კეთილად შესწირე ყოველი ლოცვაი ჩემი უღირსად აღვლენილნი მეგობართა ჩემთათვის ქრისტესა ღმერთსა, რაითა ესეცა ყოველთა ზეციურთა ძალთა თანა განადიდებდეს შენდა საკვირველისა ძალისა მომცემელსა ღმერთსა ჩვენსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ

პოსტის ავტორი: ilia003 თარიღი: May 6 2007, 10:50 PM

DEDA XVTISA GFARAVDET KOVELTA DGETA CXOVREBISA TQVENISATA

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 6 2007, 11:01 PM

კანონისტი
მეც დამლოცე დავით smile.gif smile.gif მაგრები იცი შენა smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 6 2007, 11:31 PM

ქავთარაძე

ციტატა
მეც დამლოცე დავით მაგრები იცი შენა

მნათეს ლოცვა შეგეწიოს! tongue.gif

გიორგობას გილოცავ

აუცილებლად გიო, დავწერ....

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: May 7 2007, 11:12 PM

კანონისტი

ციტატა
ზესქვი_უჩა-ს დალოცვა:

ვააა ეს რა საჩუქარი გამიკეთე კაცოsmile.gif
გაიხარე ძამი. მადლობა. მაგრად გამახარე. 2kiss.gif
წმინდა გიორგის მფარველობა და მადლი არ მოგკლებოდეს მთელი ცხოვრება.

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: May 7 2007, 11:46 PM

დაგვიანებით გილოცავთ გიორგობას. მისმა მახვილმა დაგვიცვას მტრისგან

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: May 8 2007, 12:30 AM

misdevs mela loms
გაიხარე ძმაო. შენც გილოცავ.
შეგეწიოს მისი მადლი.

პოსტის ავტორი: Rezo თარიღი: May 8 2007, 12:40 AM

ღმერთმა დაგლოცოთ ხალნხო ხვთის მადლი არ მოგაკლდეთ !

პოსტის ავტორი: arti vardi თარიღი: May 9 2007, 05:00 PM

ბავშვებოოოოოოოო მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ
სიყვარულით გლოცავთ მარი wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2007, 11:19 AM

ჩვენი წინაპრების ძალიან ლამაზ დალოცვას წავაწყდი:

- გაუმარჯოს ხარის ქედს, გუთნის ღვედს, ცის ნამს, დედამიწის მოსავალს, კაცის მარჯვენას და მშობიარე დედაკაცსაო.

smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი86 თარიღი: May 13 2007, 01:52 AM

დაგლოცავთ ყველას მთელი სული და გულით,

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიერო, ღმერთს ებარებოდეთ.

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: May 13 2007, 09:28 AM

გაგაძლიეროთ ყოვლადწმიდა სამებამ , ღვთისმშობელმა დაგიცვათ თვისი კალთის ქვეშ , წმიდა ნინო იყოს თქვენი მეგზური ყველგან ჯვრით ხელში.

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: May 14 2007, 01:29 AM

marine

ციტატა
- გაუმარჯოს ხარის ქედს, გუთნის ღვედს, ცის ნამს, დედამიწის მოსავალს, კაცის მარჯვენას და მშობიარე დედაკაცსაო.

უძლიერესია მარინე.smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2007, 10:56 AM

ციტატა(ზესქვი_უჩა @ May 14 2007, 02:29 AM) *

marine

უძლიერესია მარინე.smile.gif


wub.gif


პოსტის ავტორი: Tamro თარიღი: May 15 2007, 12:22 AM

დაგლოცავთ ყველას და თამარობას გილოცავთ თამარებსაც და არა თამარებსაც. წმიდა თამარ დედოფალი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს შემწე! ამინ!

პოსტის ავტორი: izi-izi თარიღი: May 20 2007, 05:58 PM

ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!ღვთის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთsmile.gif შეიყვარეთ ერთმანეთი და შეუყვარდებით სხვებსაც:0მადლობელნი იყავით უფლისა ყველაფრისთვის,წყალობისთვისა
და განსაცდელისთვისაც.არ დაგავიწყდეთ რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს და გაუფრთხილდით:smile.gifმოეფერეთ ერთმანეთს,ღმერთმა სეგაძლებინოთ სიკეთის კეთება:0 ისეთი სიკეთის რომ ის კი არ გასცეთ რაც გეჭარბებატ არამედ გაიმეტოტ ის რაც თქვენც გჭირდებათsmile.gifყველანი ძალიან მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ!!!!::biggrin.gif


გენაცვალეთ მაგ ლამაზ გულებში!!!!!!!თქვენთან ვარ და არაა საცოდაობა მე რომ კომპიუტერი სახლსი არ მაქვსsad.gif სულ თქვენთან ვიქნებოდიsmile.gifმიყვარხართ ,

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: May 21 2007, 01:00 AM

დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ უალმა!შეგეწიოთ სამება და ღვთისმშობელი!

ღმერთმა არ მოგაკოთ სიყვარული და სიხარული!


wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: May 22 2007, 01:25 AM

წმინდა ნიკოლოზის ძალა, მფარველობა და მადლი არ მოგკლებოდეთ!
გილოცავთ ნიკოლოზობას!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 05:31 PM

მინდა განსაკუთრებით დავლოცო ჩვენი პრეზიდენტი:

ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, მხედართმთავარო უფლისაო, სამებისა წმიდისა საშინელისა საყდრისა წინაშე მდგომარეო, ანგელოზთა დიდებაო, მორწმუნეთა სიმტკიცეო, ეშმაკისა ძალისა შემმუსვრელო და განმაქიქებელო, შენ თანა საღმრთოითა მადლითა განანათლე და დაიფარე ნებითა ღვთისაითა დედისა ღვთისა წილხდომილისა ქუეყანისა ივერიისა მთავრად დადგინებული მოსახელეი შენი მ ი ხ ე ი ლ ი, წარუმართე მას სლვანი თვისნი, შთაუთხრენ გულსა შინა მისსა კეთილი და მშვიდობაი წმიდისა ეკკლესიისათვის და ერისა შენისა, დაუმორჩილენ ქუეშე ფერხთა მისთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი საქართველოისანი, ევედრე უფალსა, რაითა მოსცეს მას სიმტკიცეი წმიდისა გიორგისა, კეთილმსახურება დავით აღმაშენებელისა, ქველისმოქმედება ვახტანგ გორგასლისა, მამულის სიყვარული ილია მართლისა და ცხოველი რწმენა მირიან მეფისა, მიქაელ მთავარანგელოზო, ევედრე უფალსა და შემოქმედსა ჩვენსა, რათა გაუღვივოს მთავარსა ჩვენსა სარწმუნოება ჭეშმარიტი, მდუღარებაი გულისა და სიწმიდით ცხოვრებაი მისი, მოგვეც ჩვენ პატივისცემაი და კეთილმიგებაი მისდამი, რათა ოდეს განასრულოს მართვაი ქვეყანისა ჩვენისა, სათნო ეყოს იგი საქმითა თვისითა მისა ძალაუფლებისა მიმცემელსა ზეციურსა მეუფესა ჩვენსა, რომლისაი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: May 30 2007, 03:01 PM

შეგეწიოთ უფლის, ყველა წმიდანის და ყოველი დღის მადლი, გაიხარეთ და ცხოვნდით, ამინ!

პოსტის ავტორი: a-l-e-q-s-a-n-d-r-e თარიღი: May 30 2007, 03:23 PM

დაგლოცოთ ღმერთმა!

მნათე გვაკურთხე biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2007, 04:00 PM

ჩვენი წინაპრების კიდევ ერთი დალოცვა:

" ვინც თქვენ გაგიხსენებთ, ვინც მწყურვალს ღვინოსა და მშიერს ლუკმას მიაწვდის, პერანგს გაიხდის და სხვას ჩააცმევს, წარსულის შესანდობარსა და მომავლის დღეგრძელობას იტყვის, სიკეთის უღელში შეებმევა და კაცობის კვალს დატოვებს - იმას გაუმარჯოს!"
smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 8 2007, 04:29 PM

shakuna_-ის დალოცვა:

ჰოი წმიდაო დიდო მოწამეო შალვა, ახალციხისა სასანთლეო, ქართველთა ერისა ძლიერებაო, მართლმადიდებელთაგან პატივცემულო, საკვირველო მეოხო და ხელისაღმპყრობელო ქრისტესმოყვარეთა მხედართაო, ყოველთა წმიდისა სამებისა მადიდებელთა სიმტკიცეო, შენთა თანა საღმრთოითა ძალითა დალოცე და ყოველ საქმესა შინა კეთილად აკურთხე ძმაი ჩემი ქრისტესმიერი შ ა ლ ვ ა , მიმადლე ჟამი თვისისა ცხორებისა მრავალი, სული შემუსვრილი, გული კეთილი, გონება ნათელი და სიმრთელე მტკიცე, შესწირე ყოველი ლოცვაი მის მიერ აღვლენილი შენგან შეყვარებულსა ტკბილსა იესოს, აკურთხე მშობელნი მისნი და ყოველნი მოყვარენი მისნი, უმრავლე მოკეთენი, კეთილად უქციენ ბოროტნი და მტერნი, შენითა მეოხებითა წარუმართე სლვანი მისნი ყოველსა კეთილსა შინა, რაითა ოდეს ინებოს უფალმან განსლვაი მისი ამიერ სოფლით, შენ თანა და ყოველთა წმიდათა თანა ადიდებდეს და თაყვანის-ცემდეს დამბადებელსა თვისსა ზესთა წმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 13 2007, 01:30 PM

ubralod_gio-ს დალოცვა:

წმინდაო დიდო მოწამეო გიორგი, ჰოი დიდო და საკვირველმოქმედო ახოვანო მხედარო ქრისტესო, წამებითა განბრწყივებულო, ქრისტეს მიერ განათლებულო, სულითა წმიდითა აღვსილო, გლახაკთა ხელისაღმპყრობელო, უძლურთა შემწეო და ერისა ჩვენისა მფარველო ზეციურო, შენსა სიწმიდესა შემოვედრებული, გვედრი ყოვლითა გულითა, გონებითა და არსებითა ჩემითა, რაითა ყოვლადვე მფარველ და დამცველ ექმნე მოსახელესა შენსა გ ი ო რ გ ი ს, დამილოცე იგი ვითარცა ძმაი ჩემი, ევედრე უფალსა ღმერთსა ჩვენსა, რათა მიმადლოს მას სიბრძნე გველისა და უმანკოება ტრედისა, აკურთხე ყოველსა დღესა ცხოვრებისა მისისა, კეთილად წარუმართე მსახურებაი სადიდებელად უფლისა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შენგან შეყვარებულსა, რათა იყოს იგი ქუეყნის მოყუარულ, ვითარცა ილია მართალი, თავგანწირულ, ვითარცა თავდადებული დემეტრე, ლოცვით განძლიერებული, ვითარცა ხანძთელი გრიგოლ, სიკეთის მთესველ, ბოროტის არმომხსენებელ და მოყუარულ ყოველთა, რათა შენთანა და ზეციურისა იერუსალემისა მკვიდრთა თანა ადიდებდეს ყოვლადწმიდასა სამებასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ

პოსტის ავტორი: Tamro თარიღი: Jun 29 2007, 09:51 PM

ციტატა(marine @ May 11 2007, 11:19 AM) *

ჩვენი წინაპრების ძალიან ლამაზ დალოცვას წავაწყდი:

- გაუმარჯოს ხარის ქედს, გუთნის ღვედს, ცის ნამს, დედამიწის მოსავალს, კაცის მარჯვენას და მშობიარე დედაკაცსაო.

smile.gif

აუუ გაიხარე ულამაზესია smile.gif ძაან გემრიელი , მადლიანი დალოცვაა smile.gif აქამდე რატომ ვერ ვნახე არ ვიცი

პოსტის ავტორი: lelagiga თარიღი: Jun 30 2007, 12:35 AM

უფალმა შეისმინოს თქვენი ლოცვა ვედრება.............................. ა მ ი ნ................. ღვთის ცყალობა,მადლი,შემცეობა.სათნოება არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოსა და ემიგრანტ ქართველებს

პოსტის ავტორი: ნოდარიკო თარიღი: Jul 18 2007, 12:27 AM

ამ განსხვავებული სასმისით თქვენ გაგიმარჯოთ
:აუუუFFFFFსმაილი:

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 22 2007, 07:37 PM

ჩემო ფორუმელო ძმებო და დებო,

უფალმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგახაროთ,
ღვთივ გბოძებოდეთ მადლი სახიერისა, სიყვარული ერისა, სურვილი მოთმინებისა, ერთმანეთის გვერდით დგომისა
ყოვლადწმინდა დედის ლოცვით ვყოფილიყავით ძისა მისისა ჭეშმარიტი მადიდებელნი, ქვეყნისთვის თავდადებულნი, მოძმეთა გამტანი და მტრისათვის მლოცველნი,
წმინდა გიორგის შემწეობით ყოვლადწმიდა სამებამ დალოცოს საპატრონო და საზეპურო ერი თვისი ქართველთა, სამზღვანი აღუდგინოს, მადიდებელნი თვისნი განამრავლოს, ტაძარ-მონასტერნი აღადგინოს,
წმინდა ანდრიას და წმინდა ნინოს ლოცვით ყოველი შვილი ჩვენი ეკლესიისა ყოფილიყოს აღვსილი დიდი რწმენითა და სარწმუნოებრივი საქმეების კეთებით,
უფალო, იყავნ!

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 22 2007, 07:46 PM

კანონისტი
დაგლოცავ გიორგი ღმერთმა ჯანი და სული გაგიმაგროს და ეს დავენება შეგარგოს. ალალი იყოს შენი დაბრუნება დელ-მამულს.

ღმერთს შევთხოვ ყველა ფორუმელის და და სრულიად საქართველოს გაძლიერბას , მტერი მოყვრად მოგვდგომოდეს .
გაიხარეთ აბო.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 22 2007, 09:28 PM

abo
გაგახარის უფალმა!

ციტატა
გიორგი

smile.gif მე დავითი მქვია. გიორგი ჩემი ძმაა smile.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Aug 1 2007, 12:10 PM

ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ smile.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Aug 1 2007, 10:56 PM

xandaxan Tqven pawawuna gulukeebSi momixsenieT xolme

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Aug 2 2007, 02:08 PM

ღვთის მადლი გფარავდეთ

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Aug 2 2007, 08:49 PM

უფალმა გაგაძლიეროთ და ღვთისმშობლის მადლიანი კალთა გფარავდეთ ჩემო ლამაზებო!დღეს უბედნიერსი ადამიანი ვარsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifხდიდი მადლობ მინდა მოვუხადოყვლას ვინცცმინდანიკოლოზის სახელობის ტაზარს(ვორონცოვზე,სანპიროსთა
ნ)შეეწია ,დღეს ვიყავი და სიხარულისგან თვალებიც ამიცრემლიანდაsmile.gifტაძარში იატაკის გამოცვლა უკვე დიწყოsmile.gifშესაწირი ყუთიც ეკლესიის კართან დგას და ვისაც სურვილი ექნება შეძლბისდაგვარად შეგიძლიათ დაეხმაროთ:smile.gifეჰ ჯერ კიდევ არ იცით როგორ მიყვარხართ ყველა,გფარავდეთ უფალი და დედა ღვთისა,წმინდა ნიკოლოზი!


zviadauri
აუცილებლად ჩემო კარგოsmile.gif ლოცვისას ჩემს პაწია გულსი სულაც მთელ ფორუმელებს მოგიხსენიებთ smile.gifდღეს მარტო მოფერების და სიყვარულის დღე მაქვსsmile.gifგაიხარეთ

პოსტის ავტორი: tamar_i თარიღი: Aug 7 2007, 04:55 PM

უფალმა მოგცეთ რწმენა, ძალა და სიმშვიდე

პოსტის ავტორი: PUSKU თარიღი: Aug 30 2007, 09:48 PM

ღმერთმა დაგლოცოთ..გაჭირვებაში მოგცეთ ძალა,რწმენა..სიხარული და სიყვარული ხარობდეს თქვენს გულებში.გევლოთ ღმერთისაკენ მიმავალი ნათელი გზით.

გფარავდეთ უფალი,შეგეწიოთ მისი მადლი!

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Sep 2 2007, 06:27 PM

ქრისტეში სყვარელო ძმებო და დებო დაგლოცოთ უფალმა,წყალობა და ცოდვათა მოტევება არ მოგიშალოთ ღმერთმა. მარად გისურვებთ მადლისმონიჭებას ღვთისგან და სულიერ ამაღლებას ზეცაში დაგლოცოთ ღმერთმა და შეგიწყალოტ და გაცხონოთ ცათა სასუფეველში

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Sep 2 2007, 08:09 PM

ღმერთმა მოგმადლოთ,ნიჭი სასოებისა,
რწმენისა და სიყვარულისა.
ღვთისმობელი შეგეწიოთ ყველას.

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 3 2007, 11:37 AM

სუყველა დამილოცნიხართ,
გფარავდეთ დედა ღვთისაო!
ქრთველი კაცის ღირსება
არვის დაგეგდოთ ძირსაო!

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 3 2007, 12:53 PM

M.M.
ენამ ვეღარ გაგიკაფა
თუ მაწბილებს თვალებიცო?
სადმე ჩაგეკვეხებინა
"საცოდავი" " ქალებიცო" laugh.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 3 2007, 01:00 PM

laugh.gif

დალოცვილებს გვევლოს ყველგად
ფორუმელებს ჩვენსაო!
კატო-ბატო ნუ ბლატაობ
ამ თემაში ბევრსაო laugh.gif 2kiss.gif

M.M. kato_Bato
ორივესაც გეტყვით ეხლა,
თუკი გერჩით სიტყვაო,
წადით კაფიების თემას,
დღეს არაფერი ითქვაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 3 2007, 01:03 PM

k@the

ციტატა
დალოცვილებს გვევლოს ყველგად
ფორუმელებს ჩვენსაო!
კატო-ბატო ნუ ბლატაობ
ამ თემაში ბევრსაო

M.M. kato_Bato
ორივესაც გეტყვით ეხლა,
თუკი გერჩით სიტყვაო,
წადით კაფიების თემას,
დღეს არაფერი ითქვაო


ერთს მეც გავაოფტოპიკებ
რომელიმე თემასაო,
თორე სხვისი შემომყურე
მივეცემი გვემასაო laugh.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 3 2007, 01:09 PM

ციტატა(kato_Bato @ Sep 3 2007, 11:03 AM) *

k@the
ერთს მეც გავაოფტოპიკებ
რომელიმე თემასაო,
თორე სხვისი შემომყურე
მივეცემი გვემასაო laugh.gif


გენაცვალე, მე რას ვნაღვლობ
მიდი აოფეო კატოო! wink.gif
იქნებ ერთი გაფრთხილება,
შენც აიკიდო ზატოო laugh.gif laugh.gif

ხოდა მეც არ მიმაყოლონ rolleyes.gif
დავამატებ კიდევ ერთსო:
გლოცავთ ჩემო ფორუმელნო,
ებარებოდეთ ღმერთსო!
wub.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 3 2007, 01:13 PM

კაი, აწი დალოცვაsmile.gif

smile.gif

ღმერთმა ყველას მოგვანიჭოს
განსაცდელის ატანაო,
ლხინში ვიცით,_ უბრობაშიც
ერთმანეთის გატანაო smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 3 2007, 01:26 PM

მაშინ ერთს მეც დავამატებ!

ღმერთმა მოგცეთ იმის ნიჭი,
სხვა არ ყვედროთ გულითა!
არასოდეს არ განსაჯოთ -
ეს ცხოვრება ფულითა!

სწავლა სიკვდილამდე არის,
მართალ იყო ბრძენიო,
ხოდა კარგად დაისწავლეთ
უფლის სიტყვა ჩვენიო!

ღმერთმა კეთილად ისურვოს,
თქვენი ცხოვრების წარმართვა,
სხვას პირიდან ლუკმა
არასოდეს წაართვა!

თუ ხვდები ეშმაკს ვერ უძლებ,
ვერ უმკლავდები შენითა,
ილოცე! ჩვენი უფალი,
შენ დაგიფარავს ხელითა!

ამას ვთქვამ და გულით მინდა
ასეც ახდეს ყოველიო,
მეტს სიკეთეს უფლისაგან,
არაფერს არ მოველიო.

wub.gif

მომიტევეთ დიდაქტიკა, შემომერითმა smile.gif

პოსტის ავტორი: romuli123 თარიღი: Sep 14 2007, 01:30 PM

ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს.მოგესალმებით ყველას მე ახალი ფორუმელი ვარ

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Sep 14 2007, 01:55 PM

romuli123
კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ ფორუმზე, ღმერთმა დაგლოცოს! smile.gif mze.gif hello.gif toast.gif

mze.gif ყველა ფორუმელსmze.gif

ალავერდს ვთხოვ დაგიფაროთ,
ბეთანია გწყალობდეთ,
ნიკორწმინდამ ჩაგიხუტოთ,
გელათი კი გყვარობდეთ.
ყოვლაწმინდა შეგეწიოთ
უფლის მადლი გწყალობდეთ!

(ნეტა ვისი ლექსია?fiqri.gif)

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Sep 19 2007, 10:58 AM

კვერექსში არის ესეთი სიტყვები"აცხოვნე უფალო კეთილმსახურნი და ისმინე ჩვენი."
მაცხოვნებელი მადლი არ მოკლებოდეს ყოველ ქრისტიანს,ღმერთმა კეთილმსახურებაში განგამტკიცოთ და განგაბრძნოთ.
ც ხ ო ნ დ ი თ!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 19 2007, 11:15 AM

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი
მოდიოდა ფეხშიშველი
ღმერთმა ყველა დაგილოცოთ
სტუმარიც და მასპინძელიც

შეგეწიოთ ყოვლადწმინდა *
ხოტევი და ნიკორწმინდა
ზემო ბარი, ქვემო ბარი
ქოლოსი და მრავალძალი

აგარა და უყეში,
ღმერთმა მოგცეთ ნუგეში

რაჭული დალოცვა smile.gif
____________________
* იგულისხმება ბარაკონის მიძინების ტაძარი (XVII ს.)

პოსტის ავტორი: Jnosy თარიღი: Sep 19 2007, 11:17 AM

ხმატკბილად მხმობარეო ორღანო, ოქროისა ნესტო, მდინარე საღმრთოთა სწავლათაო, მვედრელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევებაი, იოანე ოქროპირო, მეოხ გვეყავ წინაშე სამებისა.

ღმერთმა გაგაძლიეროთ
ამინ!

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Sep 19 2007, 01:58 PM

ყველას გილოცავთ ხსენებას, მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს(ხონას)შინა ქმნილ სასწაულს(|V);

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Oct 1 2007, 03:20 PM

smile.gif ყველას გილოცავთ წმიდათა მოწამეთა და ქრისტეს ახოვანი მხედრების,სახელოვანი ქართველი გმირების,ბიძინა,შალვა და ელიზბარის ხსენების დღეს!დაესწარით მრავალს.განსაკუთრებით ვულოცავ მათ ვინც ხსენებული მოწამეების სახელებს ატარებს, გეწეოდეთ მათი ლოცვა თქვენ და მთლიანად საქართველოს.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 1 2007, 03:51 PM

ძალიან კარგი თემაა smile.gif

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 1 2007, 05:46 PM

გმერთმა დაგლოცოთ და გაძლიეროთ უფრო გავძლიერებულიყავი რწმენაში ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი

მე პირველად ვარ ამ საიტზე და ძალიან მომეწონა უფალი გეწეოდეთ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 1 2007, 05:47 PM

t.d
გაიხარე, უფალი გფარავდეს უკუნითი უკუნისამდე!

პოსტის ავტორი: jiulieni თარიღი: Oct 1 2007, 08:03 PM

ჩემო დედა ღვთისმშობელო მეც ხომ შენი შვილი ვარ,შემაფარე მე შენს კალთას, თორემ მუდამ ვტირივარ, შენსა ძესა შემავედრე, ცოდვილი ვარ ძალიან, მეშინია განკითხვისა, მისი მოსვლა მალეა. ჩემო დედა ღვთისმშობელო ყველა შენს იმედად ვართ, ვიცი ყველა გებრალება, რადგან ყველას დედა ხარ! ჩემო დედა ღვთისმშობელო შეგვიბრალენ ცოდვილნი, ცოგვილ მიწის შვილები ვართ, ცოდვისაგან შობუილნი.
რუის-ურბნისის მამებმა უგალობეს დედა ღვთისას.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Oct 15 2007, 01:00 PM

smile.gif -პირმა დაგლოცასთ ღვთისამა,ნაწილმა ბარძიმისამან,ქალაქჩი-სიონისამა დარეკამ ზარებისამან,მცხეთაჩი-სვეტიცხოველმა, გადმომცქერელმა მტკვრისამან,ლომისამ თორმეწამემა,პატრონმა არაგვისამან,
მა კობის წმიდა გივარგიმ,პატრონმა დიდის მთისამან,მა ბერმა წმიდა სამებამ,პატრონმა ხმელეთისამან,ივანე ნათლისმცემელმან,პატრონმა ბალღებისამან,მა ბახტრის წმიდა გივარგიმ,პატრონმა მგზავრებისამან. gio.gif [/b]
P.S.-სულ დალოცვილნი გამყოფოთ გამჩენმა,უკუნითი უკუნისამდე!
bye1.gif

პოსტის ავტორი: sopho_stumari თარიღი: Oct 18 2007, 12:48 PM

დღეს დავრეგისტრირდი, აქამდე ერთი-ორჯერ თუ შემოვსულვარ ამ საიტზე, ინფორმაციების მოსაძებნად და დღეს მომინდა დათვალიერება და დავიწყე "დავლოცოთ ერთმანეთით" და ძალიან სიხარულის მომცემი განცდაა დალოცვების კითხვა, დიდი მადლობა და ღმერთს ებარებოდეთ და ეყვარებოდეთ!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2007, 12:50 PM

ციტატა(sopho_stumari @ Oct 18 2007, 12:48 PM) *

დიდი მადლობა და ღმერთს ებარებოდეთ და ეყვარებოდეთ!


შენთან ერთად, სოფო smile.gif

იმედია, აქტიური ფორუმელი გახდები და გაგვამდიდრებ საინტერესო და დადებითი პოსტებით smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 18 2007, 12:51 PM

sopho_stumari

ციტატა
დღეს დავრეგისტრირდი, აქამდე ერთი-ორჯერ თუ შემოვსულვარ ამ საიტზე, ინფორმაციების მოსაძებნად და დღეს მომინდა დათვალიერება და დავიწყე "დავლოცოთ ერთმანეთით" და ძალიან სიხარულის მომცემი განცდაა დალოცვების კითხვა, დიდი მადლობა და ღმერთს ებარებოდეთ და ეყვარებოდეთ!

გაიხარე, შენც დაგლოცოს და გაგაძლიეროს უფალმა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 18 2007, 01:30 PM

sopho_stumari
გაიხარე!

წყალობა უფლისა იყოს შენ თანა უკუნისამდე!

პოსტის ავტორი: nino27 თარიღი: Oct 18 2007, 03:37 PM

მე ახალი ფორუმელი ვარ, ძალიან მომეწონა თქვენი თემა.
თითოეული ფორუმელი დალოცვილი ყოფილიყავით უფლის მიერ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 18 2007, 03:39 PM

nino27
უფალი შეგეწიოს!

smile.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Oct 18 2007, 03:40 PM

კანონისტი

დალოცვა ჭიქითsmile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 18 2007, 03:40 PM

გაგვეცანი აბა:
http://church.ge/index.php?showtopic=24&pid=189924&st=1420&

პოსტის ავტორი: NinucebiNinucebi თარიღი: Oct 19 2007, 05:47 PM

უფალი გვფარავდეს მთელ ფორუმს და სრულიად საქართველოს

პოსტის ავტორი: ann-ann თარიღი: Oct 22 2007, 07:51 PM

ფორუმელებო ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გამრავლოთ , და მრავალს დაგასწროთ ...... ყველა წმინდანი ყოფილიყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი................. გ ა ი ხ ა რ ე თ

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 22 2007, 08:19 PM

ღმერთმან დაგლოცოთ !

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 22 2007, 08:20 PM

უფალი იყოს ჩვენი მფარველი

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Oct 28 2007, 02:59 PM

დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს უფალმა, შეურცხვენლად გვაზიდინოს ყველას ჩვენ ჩვენი ჯვარი და ღირსეულად მიგვიყვანოს გოლგოთამდე! უფალს ებარებოდეთ!

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Nov 6 2007, 05:05 AM

დედა ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ ბავშვებო სუყველააას.smile.gif
გაიხარეეეთ.

პოსტის ავტორი: GABAONI თარიღი: Nov 22 2007, 12:45 AM

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენ და ყოვლნი მართლმადიდებელი ქრისტიანენი ,ღვთის რწმენა გქონოდეთ, ღმერთს ებარებოდეთ.

ქართველნო ერთად ღვთისაკენ!

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 26 2007, 11:09 AM

ღმერთმა ყველა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Nov 28 2007, 05:09 AM

ღმერთმა დაგლოცთ, გაგახაროთ. ღმერთმა ინებოს, რომ ეს საოცარი სიტყვები _ „გიხაროდენ, მიმადლებულთ“, _ შინაგანად მოისმინოს ყოველმა ჩვენგანმა, ყოველი ჩვენთაგანი აივსოს ღვთის მადლითა და სიხარულით; სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. რაც უფრო მეტს გავცემთ სიყვარულს, უფალი მით უფრო მეტს მოგვცემს სიყვარულსაც და სიხარულსაც.

ერთხელ ასეთი ლოცვა-კურთხევა მოგეცით, რომ მიგეწერათ თქვენი ახლობლებისთვის, ნაცნობებისთვის და დაგელოცათ თქვენი სიტყვებით. ახლა კიდევ გახსენებთ ამას, და თქვენ დაწერილი უნდა გაუგზავნოთ ან გადასცეთ, თვით უცნობსაც კი. თქვენი გულწრფელი დალოცვა აუცილებლად აუსრულდება იმ ოჯახს და იმ ადამიანს, ეს კი ათმაგად დიდ სიხარულსა და სიყვარულს მოგიტანთ თქვენ. ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ლოცვა-კურთხევა და ყოველ დღე უნდა დალოცოთ ადამიანები. არ დაგავიწყდეთ ჩემი თავიც, მეც ველოდები თქვენგან დალოცვას.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო.
ჩვენთან არს ღმერთი.



უწმიდესი და უნეტარესი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II



ეხლა სუ შემთხვევით წავაწყდი ამ სიტყვებს.
დღეს მარხვა დაიწყო და მოდით ვეცადოთ რომ უწმინდესის კურთხევა როგორც თვითონვე ბრძანებს ,,ყოველდღიურად" შეძლებისდაგვარად შევასრულოთ აქ ამ თემაშიც.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Nov 28 2007, 06:03 AM

აი მე აბა სუყველას ერთი ჩვენი მამაპაპურად დაგლოცავთ გაიხარეთ ყველამა. 2kiss.gif

"უფალმა ღმერთმა შენ მოგცეს ოჯახი
საძირკვლიანი,
ხარი-კამეჩი გუთნებით, ურმები სავსე
ძნიანი.
იმყოფებოდე ხალხმრავლად, დედ-მამა-
რძლიან-ძმიანი,
ლამაზი შემოგეყვანოს - მშვენიერი და
ჭკვიანი".

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Nov 28 2007, 06:17 AM

ღმერთმა დალოცოს ამ ფორუმის საძირკველი და ჭერი! დაილოცოს ჩვენი ყველა კეთილისმსურველი! კეთილი თვალით იყოს იმაზე, ვინც ამ ფორუმზედ კეთილი გულით შამადის, ღმერთმა ბედიან-დავლათიანი ამყოფოსთ. ვისაც ჩვენი ფორუმის დღეგრძელობა და სიცოცხლე არ უნდოდეს, ღმერთმა ისინიც მოაბრუნოის და ჭეშმარიტების გზაი ასწავლოს. smile.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Dec 16 2007, 01:01 AM

ციტატა(კანონისტი @ May 6 2007, 11:49 PM) *

ზესქვი_უჩა-ს დალოცვა:

ჰოი წმიდაო ახოვანო მხედარო ქრისტესო, მოწამეთა შორის განდიდებულო, ყოვლადწმიდა სამების აღმსაარებელთა შორის განბრწყინვებულო, ქრისტესმოყვარეთა მთავართა უძლეველო წინამბრძოლო, საქართუელოის ქუეყანისა საკვირველად მფარველო, გიორგიანელთა დამცველო და ძლევისა მომნიჭებელო გიორგი, გვედრი ყოვლითა გულითა ჩემითა, რაითა საკვირველად მფარველ ექმნე ქრისტეს მიერსა ძმასა ჩემსა უ ჩ ა ს, შენ მიერ ფრიად შეყვარებულისა ქართველთა ერისა შვილთაგანსა, რაითა ყოველსა საქმესა შინა კეთილად წარემართოს სლვაი თვისი, რაითა ყოველსა დღესა და ღამესა შინა დაუცხრომელად ჰმადლობდეს შემოქმედსა და კეთილისა მიზეზსა მხოლოსა ღმერთსა ჩვენსა, რაითა მარად ჟამს შენებრ განადიდებდეს კაცთმოყვარესა და ყოვლადძლიერსა სამწმიდაობით განდიდებულსა ღმერთსა ჩვენსა, დაიფარე, დაიცევ და აკურთხე იგი უძლეველითა მეოხებითა შენითა, კეთილად შესწირე ყოველი ლოცვაი ჩემი უღირსად აღვლენილნი მეგობართა ჩემთათვის ქრისტესა ღმერთსა, რაითა ესეცა ყოველთა ზეციურთა ძალთა თანა განადიდებდეს შენდა საკვირველისა ძალისა მომცემელსა ღმერთსა ჩვენსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ



აუ ეხლა ამ თემას ვათვალიერებდი და ეს დალოცვა სულ აღარ მახსოვდა და ეხლა რო წავიკითხე და გავიხსენე მაგრდ გამეხარდა.smile.gif
ნახეთ რა ძამიკო მყავს რა. 2kiss.gif

დაგლოცოს და გაგაძლიეროს უფალმა დათ და წმინდა გიორგი გფარავდეს, გაიხარე.smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jan 15 2008, 03:41 PM

ნუ გეშინით ყინვის, უფალი ჩვენთანაა!!!

მე პირადად -17 გრადუს ყინვაში გარეთ, ღამის ცვლაში ვიყავი. rolleyes.gif

ღმერთმა გაგაძლებინოთ და გაგაძლიეროთ!!!

ღმერთო მილხინე მე ცოდვილს!!!

უფალი ძლიერი და უფალი შემწე!!!

ამინ!!!

პოსტის ავტორი: rien თარიღი: Jan 23 2008, 08:26 PM

ღმერთმა დაგლოცოთ ყველა,ღვთის მადლი არ მოგკლებოდესთ

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jan 23 2008, 08:30 PM

rien
გილოცავ ახალ წელს

პოსტის ავტორი: rien თარიღი: Jan 24 2008, 10:34 PM

ციტატა(m16 @ Jan 23 2008, 07:30 PM) *

rien
გილოცავ ახალ წელს

შენც ასევე,მრავალს დაესწარი

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Feb 6 2008, 12:05 AM

ღმერთმა წყალობა არ მოგაკლოთ mpua.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Mar 18 2008, 02:21 PM

ღმერთმა დაგლოცოთ სუყველა, თავისი მადლი, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, არ მოგაკლოთ არასდროს. ღვთაებრივი სიყვარულით ყოფილიყავით მუდამ აღსავსე.

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 18 2008, 02:34 PM




უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ,

მარიამ ღვთისმშომელი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი

პოსტის ავტორი: maia-maia თარიღი: Mar 20 2008, 03:17 PM

გმერთი იყოს ჩვენი მფარველი

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Mar 20 2008, 09:09 PM

ღმერთს ებარებოდეთ

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Mar 20 2008, 11:27 PM

ღმერთი იყოს ყველა ჩვენგანის მფარველი და შემწე! ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 20 2008, 11:29 PM

უფალმა თავისი კალთა გადაგაფაროთ smile.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Mar 20 2008, 11:58 PM

ღმერთმა მოგცეთ გონიერება, ბედნიერება . სიყვარულის განცდის უნარი,მრავალჟამიერ ! smile.gif

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Mar 21 2008, 12:35 AM

უფალმა დაგლოცოთ!

გაგახაროთ!

და გაგაძლიეროთ!!! იმინ! mpua.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Mar 21 2008, 10:54 AM

ციტატა(aia @ Mar 21 2008, 12:35 AM) *



იმინ! mpua.gif

----შეცდომების გასწორება-----

ამინ! biggrin.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Mar 21 2008, 03:13 PM

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!! მე ამ ფორუმის ახალი წევრი ვარ. აბა თქვენ იცით!!! ღმერთს ებარებოდეთ!!!

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Mar 21 2008, 08:09 PM

ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ smile.gif ყველაა :*

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Mar 21 2008, 08:38 PM

ციტატა(ართი ვარდი @ Mar 21 2008, 10:54 AM) *

----შეცდომების გასწორება-----

ამინ! biggrin.gif



გაიხარე!!! 2kiss.gif

პოსტის ავტორი: xatuna თარიღი: Mar 22 2008, 02:26 AM

დაგლოცოთ უფალმა...
ღმერთს ებარებოდეთ.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Apr 21 2008, 09:54 PM

უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ყველა.
მიყვარხართ smile.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Apr 21 2008, 10:21 PM

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი........

პოსტის ავტორი: t a m a r i თარიღი: May 7 2008, 05:18 PM

უფლის წყალობა და მადლი გვფარავდეს და გვაძლიერებდეს მარადჟამს...
უფალს ვებარებოდეთ... wub.gif
გაიხარეთ

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: May 9 2008, 10:38 PM

დაგლოცოთ ღმერთმა და გაგვაძლიეროს რწმენაში ! smile.gif

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 12 2008, 06:03 AM

ციტატა(კანონისტი @ Dec 4 2006, 04:08 PM) *

მნათეს დალოცვა:

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისაო, რომელმან უკუანასკნელსა ჟამსა გამოუთქმელად ხორციელად ჰშევ ძე ღმრთისა დაუსაბამო, რომელმან აურაცხელითა მოწყალებითა სათნო იჩინე მფარველობაი და კურთხევაი ქუეყანისა და ერისა ჩუენისა, შენ გევედრები, რაითა მარადჟამს ჰფარავდე და აკურთხევდე შვილსა შენგან შეყუარებულისა და შენდა წილხდომილისა ქართუელთა ერისა, მონასა ღვთისასა ლ ე ვ ა ნ ს, რომელი შედგომილ არს მსახურებად ძისა შენისა ტაძარსა შინა შენსა, დაიცევ უმწიკვლობაი მისი, მიეც მას აზრი კეთილი, სიბრძნე გუელისა, სიმშვიდე ტრედისა და უმანკოება ჩჩვილისა, ექმენ მას, დედაო ყოველთა ქრისტიანეთაო, მეოხ წინაშე უფლისა, რათა ჩუენთა დიდთა წინაპართა დარად მსახურებდეს მშობელსა ერსა და ეკლესიასა მისსა და ღირს-იქმნეს ნეტარებად წიაღთა შინა აბრაამისათა, სადაცა დაუსრულებელ არს დიდებაი ღმრთისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

დალოცვილები იყავით მაღალი ღმერთისგან ჩემო თანამემამულეებო,უფალმა გაგვაძლიეროს ყველა რწმენაში.

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 12 2008, 06:37 AM

ციტატა(კანონისტი @ Dec 4 2006, 04:08 PM) *

მნათეს დალოცვა:

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისაო, რომელმან უკუანასკნელსა ჟამსა გამოუთქმელად ხორციელად ჰშევ ძე ღმრთისა დაუსაბამო, რომელმან აურაცხელითა მოწყალებითა სათნო იჩინე მფარველობაი და კურთხევაი ქუეყანისა და ერისა ჩუენისა, შენ გევედრები, რაითა მარადჟამს ჰფარავდე და აკურთხევდე შვილსა შენგან შეყუარებულისა და შენდა წილხდომილისა ქართუელთა ერისა, მონასა ღვთისასა ლ ე ვ ა ნ ს, რომელი შედგომილ არს მსახურებად ძისა შენისა ტაძარსა შინა შენსა, დაიცევ უმწიკვლობაი მისი, მიეც მას აზრი კეთილი, სიბრძნე გუელისა, სიმშვიდე ტრედისა და უმანკოება ჩჩვილისა, ექმენ მას, დედაო ყოველთა ქრისტიანეთაო, მეოხ წინაშე უფლისა, რათა ჩუენთა დიდთა წინაპართა დარად მსახურებდეს მშობელსა ერსა და ეკლესიასა მისსა და ღირს-იქმნეს ნეტარებად წიაღთა შინა აბრაამისათა, სადაცა დაუსრულებელ არს დიდებაი ღმრთისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

გილოცავთ ჩემო თანამემამულელებო წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს.

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: May 12 2008, 10:31 AM

გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგვლოცოს და გაგავძლიეროს, მიყვარხართ ყველააააააა

პოსტის ავტორი: კავკასიელი თარიღი: May 13 2008, 08:15 PM

ღმერთმა დალოცოთ და გაგაძლიეროთ

პოსტის ავტორი: teklikie თარიღი: May 13 2008, 08:21 PM

უფალმა დაგლოცოთ გაგაძლიეროთ ყველა,სულიერი ძალა გაგიძლიეროთ და ყველას მოგვცეს საკუთარი ცოდვების განცდის დასინანულის ძალა და მოგმადლოთ სიმშვიდე,თავმდაბლობა მოთმინება და უსაზღვრო რწმენა.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: May 26 2008, 10:54 PM

ღმერთო ძლიერო, დალოცე, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო!

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 27 2008, 01:22 AM

ციტატა(orthodox-georgia @ May 26 2008, 10:54 PM) *

ღმერთო ძლიერო, დალოცე, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო!

ღმერთმა გისმინოს! smile.gif

პოსტის ავტორი: natia. თარიღი: Jun 2 2008, 12:21 PM

ღმერთო ყველა კარგად ამყოფე, გაიხარეთ ყველამ და იბედნიერეთ...როცა სხვას ვლოცავ გულში, ძალიან დადებითი ემოციებით ვიმუხტები...ამ ქვეყნად არსად არაფერი იკარგება არც ადამიანის დალოცვა smile.gif ის მასაც მისდის ვისაც ლოცავ და შენც გიბრუნდება...smile.gif) გაიხარეეეეთ

პოსტის ავტორი: ilia003 თარიღი: Jun 11 2008, 04:32 PM

იხარეთ და იბედნიერერთ მუდამ

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 23 2008, 07:59 PM

გფარავდეთ მადლი უფლისა! smile.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jun 23 2008, 08:01 PM

თემა: დავწყევლოთ ერთმანეთი laugh.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 23 2008, 08:04 PM

ციტატა(llaasshhaa @ Jun 23 2008, 09:01 PM) *

თემა: დავწყევლოთ ერთმანეთი laugh.gif

ლაშააააააააააააა რა გეძგერააააააააააა,რა არიიიიიიიიი? biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Jun 26 2008, 12:00 PM

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Jun 26 2008, 12:02 PM

ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ !!!!

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 26 2008, 02:08 PM

გისურვებთ ყველას, სასუფევლის დამკვიდრებას!

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jun 26 2008, 02:18 PM

ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ და ღმერთმა დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება ...
შეგვიწყალოს და გვაცხონოს

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Jul 7 2008, 03:16 PM


უფალმა დალოცოს ჩვენი სამშობლო და მთელი ქვეყანა wub.gif


ყველას უფლის შემწეობა და მადლი არ მოგკლებოდეთ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jul 11 2008, 12:14 PM

ღმერთს ებარებოდეთ, ძვირფასო ფორუმელებო!!!
ძველად თურმე ქართველები დამშვიდობებისას ერთმანეთს ასე ლოცავდნენ!!!

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 11 2008, 01:47 PM

ციტატა(kesaria777 @ Jul 11 2008, 12:14 PM) *

ღმერთს ებარებოდეთ, ძვირფასო ფორუმელებო!!!
ძველად თურმე ქართველები დამშვიდობებისას ერთმანეთს ასე ლოცავდნენ!!!

ღმერთმა გაგახაროს! smile.gif

პოსტის ავტორი: animani თარიღი: Jul 23 2008, 10:11 PM

უფალმა დაგლოცოთ, გაიხარეთ, გამრავლდით ღვთისა და ერის სადიდებლად, შეგეწიოთ წმინდა სალოცავების ძალა და მადლი, ღვთისმშობლის მფარველობა არ მოგვკლებოდეს , ღმერთმა გაგვაძლიეროს რწმენაში.

პოსტის ავტორი: natiko თარიღი: Jul 23 2008, 11:46 PM

კანონისტი
ღმერთმა გისმინოს ჩემო კარგო! გაიხარე და სულ ბედნიერი გევლოს! kiss1.gif

მეც ასევე ვთხოვ უფალს, რომ მფარველობა, მადლი და წყალობა ნუ მოგვიშალოს უფალმა ჩვენც დ სრულიად საქართველოს. ყველას ბედნიერად და დალოცვილ გზაზე გვევლოს.


ღმერთო ისმინე ესეი ვედრებაი ჩვენი და შეგვიწყალენ ჩვენ! ამინ!

პოსტის ავტორი: jiventino თარიღი: Aug 7 2008, 09:35 AM

ყველას დაგლოცაბთ, პირველ რიგში იყავით თქვენ თავთან მართლები და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: N10a თარიღი: Aug 9 2008, 07:39 PM

კანონისტი
ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს


და საერთოდ ღმერთმა გააძლიეროს ყველა ჩვენთგანი,მითუმეტეს ასეთ დღეებში

უფალი ჩვენთანაა smile.gif

პოსტის ავტორი: tatiusi თარიღი: Aug 9 2008, 08:06 PM

ღმერთმა დალოცოს თითოეულუ ქართველი!!! განსაკუთრებით ისინი ვინს ეხლა საქართველოსთვის იბრძვიან!!! უფალი იყოს ჩვენი მფარველი!!!

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Aug 9 2008, 08:11 PM

ყველა წმინდა მამის,ყველა მინდა მეფისა და მოწამეების,ღვთის და დედა ღვთისმშობლის ლოცვამ გადააარჩინოს საქართველო

პოსტის ავტორი: sათნო მარინე თარიღი: Nov 27 2008, 01:35 PM

ღმერთმა დაგლოცოთ

მე ახალი ვარ ფორუმზე. დიდი სურვილი მაქვს თქვენთან დაახლოვების

პოსტის ავტორი: iber თარიღი: Nov 27 2008, 10:50 PM

ღმერთმა გლოცოთ ქართველებო!!!–მოქცეთ მრავალჟამიერი!
ავად ვინც კი მოგიხსენოთ –გახდეს ისიც ხვთისნიერი.

შავნაბადის მთიდან მოჰქრის წმინდა გიორგი მერანით
წმინდანები გვერდითაგყავს – გაინათლეთ მათი მადლით

მამას ლოცვა არ დააკლოთ,მამულს დაუაროთ ჩოქვით
დიდგორის წინ , შამქორს წინ შესვით მაცხოვარის დოქით

არ დაუთმოთ არვის მიწა –ხვთისმშობლის ჯვრით მონანათლი
ქრისტეს კვართი დაიცავით – რადგან გიცავთ უფლის მადლი

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Nov 28 2008, 01:11 AM

ციტატა(iber @ Nov 27 2008, 10:50 PM) *

ღმერთმა გლოცოთ ქართველებო!!!–მოქცეთ მრავალჟამიერი!
ვინც კი რამე გაგიბედოთ – გახდეს სუფრის ნაშიერი.

ამხედრებულა გიორგი –შავნაბადის მთიდან მოქრის
წმინდანები გვერდითაგყავთ –ავამაღოთ მამა ლოცვით

არ შექცივდეთ შობის ღამეს –ქეც რომ ყაზბეგს ედგეთ ჩოქვით
არ შეშინდეთ დიდგორის წინ , შამქორს მკვლავაც გაუმაგრდით

არ დაუთმოთ არვის მიწა –ხვთისმშობლის ჯვრით მონანათლი
ქრისტეს კვართი დაიცავით – თქვენ კი გიცავთ უფლის მადლი


ღმერთმა დალოცოს ყველა ქართველი!
rolleyes.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Dec 8 2008, 07:58 PM

ღმერთმა სიმშვიდით და სიხარულით გამყოფოთ!

კი მომენატრეთ ისე rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Abe თარიღი: Dec 11 2008, 08:39 PM

ყველა ამ ფორუმელს დაგლოცავთ. ჯერ არ გიცნობთ და უკვე გული მიგრძნობს, რომ უმაგრესი ხალხი ხართ! ! !
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ! ! !

პოსტის ავტორი: cheloo თარიღი: Dec 11 2008, 11:15 PM

უფალმა დაგლოცოთ და ბედნივრები გამყოფოთ.

პოსტის ავტორი: eto sakhokia თარიღი: Dec 20 2008, 10:17 PM

ქრისტემ ჩაგიხუტოთ უსაყვარლესნოოო!

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Dec 21 2008, 01:06 AM

ღმერთმდა დაგლოცოთ და გაგძლიეროთ

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 21 2008, 07:15 AM

გწყალობდეთ!

პოსტის ავტორი: qavtaradze თარიღი: Jan 6 2009, 01:51 PM

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ

პოსტის ავტორი: elenele თარიღი: Jan 10 2009, 11:14 PM

აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ღმერთმა გაგვაძლიეროს და გაგვამრავლოს, და მოგვანიჭოს სიბრძნე და მოთმინება.

პოსტის ავტორი: sormonii თარიღი: Jan 29 2009, 11:18 PM

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, მისი მადლი და წყალობა არ მოგაკლოთ... ღმერთმა მოგცეთ ძალა რათა შევიცნოთ ჩვენი სულიერი უძლურება და დავინახოთ რო მის გარეშე არაფერს წარმოვადგენთ. ღმერთმა მოგცეთ ცოდვაზე გამარჯვება და სიკვდილის მარადიული ხსოვნა. ღმერთმა დედა ღვთისას და თქვენი მფარველი ანგელოზების ლოცვით შეგიწყალოთ, დაგლოცოთ დაგიფაროთ და გაგახაროთ.დაე სულიწმინდის მადლმა აავსოს თქვენი გულები და სულები სიყვარულით.

ღმერთს ებარებოდეეთ

პოსტის ავტორი: kereseli თარიღი: Mar 13 2009, 02:07 PM

რა კარგი აზრია ერტმანეტის დალოცვა დაილოცოს ამ აზრის ავტორი.

პოსტის ავტორი: gujia თარიღი: Mar 16 2009, 09:34 PM

უფალმა გახსნას ჩვენი გულები მისი სიტყვის მოსასმენად და გასაგებად და სულიწმინდის მიერ ვიმართებოდეთ ყოველი ჩვენგანი. უფალმა გაკურთხოთ თავის მადლით და სულიწმინდის ძალით.

პოსტის ავტორი: Superboy თარიღი: Mar 16 2009, 09:39 PM

gmerTma daglocoT

პოსტის ავტორი: +++ვახო+++ თარიღი: Mar 25 2009, 03:26 PM

მშვიდობა მოგმადლოთ უფალმა!

პოსტის ავტორი: gvanc_a თარიღი: Apr 28 2009, 10:56 AM

უფალმა დაგლოცოთ! მისი მადლი არასოდეს მოგკლებოდეთ!

პოსტის ავტორი: ekaterine555 თარიღი: Sep 28 2009, 05:46 PM

ღმერთმა დაგლოცოცოთ ფორუმელებო...

პოსტის ავტორი: svanka თარიღი: Sep 30 2009, 09:59 PM

ღმერთს ებარებოდეთ.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Sep 30 2009, 10:03 PM

თქვენი გამარჯვებისა იყოს! toast.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Oct 1 2009, 01:27 AM

ღმერთმა დაგლოცოთ! : )

პოსტის ავტორი: mr.satadarigo თარიღი: Oct 1 2009, 02:01 PM

ღმერთმა ყველა ფორუმელს სინანული მისცესa075.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Oct 27 2009, 11:20 AM

იყოს უფალი ჩვენი ნების წინამძღვარი!

დაგლოცოთ უფალმა!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 27 2009, 11:29 AM

ღმერთო გააღვიძე ყველა ფორუმელი (როცა საჭირო დრო მოვა) lodini.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 27 2009, 12:48 PM

შენდობის მადლი, თავმდაბლობის ძალა და სწავლის წყურვილი არ მოგაკლოთ ღმერთმა!

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Oct 27 2009, 04:43 PM

,მშვიდობა ყველას,სიყვარული,უფლისა და ერთმანეთისა,მოფერება და თანადგომა,მიტევება და ერთობა გვქონოდეს ღვთის მადლით ფორუმელებოsmile.gifმიყვარხართ და დალოცვილნი ყოფილიყავით.ამინ!!!

პოსტის ავტორი: IkaMac თარიღი: Oct 29 2009, 08:08 PM

ღმერთმა დაგლოცოთ!

პოსტის ავტორი: xatia19 თარიღი: Nov 27 2009, 01:43 AM

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!!!

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Nov 27 2009, 01:47 AM

ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ იმის ძალა, რომ კარგად დაიცვათ შობის მარხვა(ჩემთან ერთად) smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Nov 27 2009, 01:41 PM

ციტატა(ai gogoo @ Nov 27 2009, 01:47 AM) *

ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ იმის ძალა, რომ კარგად დაიცვათ შობის მარხვა(ჩემთან ერთად) smile.gif kiss1.gif



გაიხარე!!! smile.gif smile.gif kiss1.gif მეც გლოცავთ ყველას! smile.gif ღმერთმა მოგვცეს ნამდვილი სინანული და სულიერი სიძლიერე,

რათა მთელი გულით და მონდომებით შევინახოთ მარხვა (არა მარტო საკვებით...) sad.gif smile.gif smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Nov 27 2009, 02:22 PM

გულები გაგითბოთ და გაგახაროთ უფალმა smile.gif სულიწმინდის მადლი გფარავდეთ.... smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Nov 27 2009, 02:55 PM

ღმერთმა სინანულისა და სიყვარულის უნარი მოგვცეს

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 27 2009, 03:06 PM

იყავნ უფალო ჩვენ შორის


პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 27 2009, 03:07 PM

ციტატა(protestanti @ Nov 27 2009, 03:06 PM) *

იყავნ უფალო ჩვენ შორის


აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ! smile.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 7 2009, 01:15 AM

იყოს მშვიდობა თქვენ ყოველთა თანა. ამინ.

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Dec 31 2009, 02:08 PM

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაძლიეროთ ბოროტთან ბრძოლაში...
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ ყოველგვარ განსაცდელთაგან...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 1 2010, 12:35 PM

ღმერთმა დაგლოცოთ.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 1 2010, 03:49 PM

მადლი გიმრავლოთ უფალმა!

პოსტის ავტორი: tibikonaA თარიღი: Jan 19 2010, 06:57 PM

ღმერთს ებარებოდეთ და ეყვარებოდეთ !!!

yvavilebi.gif
თუ შეიძლება დამლოცეთ გამოცდები მაქვს type.gif oops.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 19 2010, 07:04 PM

tibikonaA
Gmertma daglocos da gagadzlieros

პოსტის ავტორი: tibikonaA თარიღი: Jan 19 2010, 07:05 PM

გაიხარე kiss1.gif kiss1.gif მაშიკო

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 19 2010, 07:08 PM

tibikonaA
შეგეწიოს უფალი kiss1.gif

პოსტის ავტორი: tibikonaA თარიღი: Jan 19 2010, 07:10 PM

მაშიკო
kesaria777
უფლის მადლი და წყალობა არ მგკლებოდეთ kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 21 2010, 10:33 PM

tibikonaA

უფალი შეგეწიოს!

პოსტის ავტორი: tibikonaA თარიღი: Jan 23 2010, 02:29 AM

გაიხარე kiss1.gif kiss1.gif შენც დაგლოცოს და გაგაძლიეროს უფალმა

პოსტის ავტორი: mtawmindeli თარიღი: Jan 25 2010, 07:26 PM

ყველანი დალოცვილნი ყოფილიყავით ქრისტესმიერნო დანო და ძმანო!!!

პოსტის ავტორი: +++ვახო+++ თარიღი: Mar 30 2010, 12:47 PM

უფალი შეგეწიოთ განსაცდელში. უფალმა გაგვამარჯვებიონოს ბრძოლაში.
გაიხარეთ!

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Mar 31 2010, 12:57 AM

ციტატა(mtawmindeli @ Jan 25 2010, 08:26 PM) *

ყველანი დალოცვილნი ყოფილიყავით ქრისტესმიერნო დანო და ძმანო!!!


ვაააა... დაკარგული მთაწმინდელი... გიორგი ბატონო, იცოცხლე, მრავალს დაგასწროს ღმერთმა!!!

დამდეგ აღდგომას გილოცავთ ყველას!!! kiss1.gif

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Apr 14 2010, 10:10 PM

დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ

უფალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა!!!!

ყველა წმიდანის მადლი და ძალა შეგეწიოთ!!!

პოსტის ავტორი: zanneti თარიღი: Jun 5 2010, 12:54 AM

უფალმა გაკურთხოთ..მისი მადლი თქვენს სულთან...

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jun 5 2010, 01:08 AM

zanneti

ციტატა
უფალმა გაკურთხოთ..მისი მადლი თქვენს სულთან...

kiss1.gif

ლიაშა ვარ ფორუმ ჯიდან კარგია რომ დარეგისტრირდი იმედი აქაც იაქტიურებ ხოლმე და დისკუსიებში შემოხვალ smile.gif

პოსტის ავტორი: zanneti თარიღი: Jun 14 2010, 07:23 PM

llaasshhaa
გაგიმარჯოსsmile.gif კი გიცანი ისედაც სურათით და ნიკითაც...


რავი ვნახოთ თუ ვნახე თემა შესაბამისი შეიძLება ვისაუბრო მაგრამ შენც ხედავ იქაც ბევრს არ ვპოსტავ უფრო სწორად თითქმის საერთოდ არ ვპოსტავ..


პოსტის ავტორი: gmerto miyvarxar თარიღი: Nov 5 2010, 01:33 PM

მუდამ ვეძებდი ერთსაო,

თურმე იესო ღმერთსაო,

იგი ვიპოვე სულშიო,

რომ ჩავიხედე გულშიო.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რა ტკბილად ლოცავთ ერთმანეთს, თქვენ შემოგევლეთ.

ხალხნოო უბედნიერესი ადამიანი ვარ მთელს სამყაროში, და ამ ბედნიერების მიზეზი, რომელიც არის უზენეასი მბრძანებელი, უტკბილესი მეუფე, უსათუთესი და უსპეტაკესი არსება, ღმერთი გულისა და უსანატრელესი სიძე სულისა ,(გაგიჟებული ვარ მისი სიყვარულით, არ ვიცი როგორ მოვეფერო, როგორ გავგიჟდე კიდევ უფრო მეტად) მიბრძანებს და ამავდროულად უსაყვარლესად, უფაქიზესად მთხოვს ყველანი თქვენ და მთელი სამყარო შევავედრო მის სიტკბოებასა და დიად მეუფებას.

დაე მეუფემ და მამამ ყოვლისა არსებისამ დაგლოცოთ, უტკბილესი მარჯვენით გაკურთხოთ , გაგახაროთ და მთელი არსებით ჩაგიხუტოთ. არ ვიცი როგორ გადმოვცე ჩემი ეხლანდელი გულის ცეცხლი, რომელიც ახლა ამ წუთში აღაგზნო ღმერთმა ჩემს გულში, დაე უზენაესი ღმერთის ცეცხლი უსასრულოდ აღეგზნებოდეს და იზრდებოდეს თქვენს გულებსა და მთელს თქვენს არსებაში და მთელს სამყაროში.
ამინ!
ამინ!
ამინ!
( მიყვარს უზენაესი მთელი არსებით, მიყვარხართ თქვენ, სახალხოდ მოფერების არც ძალა მაქვს და არც შნო, აქ მაინც მოგეფერებით ჩემო უტკბილესებო,შემინდეთ ამდენი ბრძნადმეტყველება, მაგრამ რომ არ დამეწერა არ შემეძლო, ვერ მოვერიე გულში ანთებულ გრძნობას, რომელიც თავად უზენაესს ეკუთვნის, გენაცვალეთ, თქვენს სანაცვლოდ წავსულიყავი, ამინ!გეხუტუნეთ, მინდა უსასრულოდ მოგეფეროთ, შემოგევლეთ, kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif და ასე შემდეგ უსასრულოდ. kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif ......

პოსტის ავტორი: Metal 0-1 თარიღი: Mar 11 2012, 02:37 PM

გფარავდეთ ღმერთი,საქართველოს და სრულიად მსოფლიოს,ცოცხლებს და სრულიად გარდაცვლილებს smile.gif ამინ :yes:

პოსტის ავტორი: nikoloza1997 თარიღი: Sep 2 2012, 07:39 PM

გფარავდეთ ყოვლადწმინდა სამება სრულიად საქართველოს ყველა ცოცხალს მშვიდობა და სათნოებაში წამატება ხოლო გარდაცვლილებს სამუდამო სასუფეველი

პოსტის ავტორი: seminarieli89 თარიღი: Sep 11 2012, 06:28 PM

ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. ღმერთმა გაგაძლიეროტ, ძალა გვქონოდეს, რათა შეგვეძლოს წინ აღვდგომოდით ბოროტს.

პოსტის ავტორი: Lucrezia Borgia თარიღი: Sep 16 2012, 05:39 PM

ღმერთმა დაიფაროს ვინმე, მე რომ დავლოცო smile.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Sep 16 2012, 07:38 PM

Lucrezia Borgia
პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, რომ ხალხმა ერთმანეთი დალოცოს. ერისკაცსაც შეუძლია ადამიანის დალოცვა.

პოსტის ავტორი: Lucrezia Borgia თარიღი: Sep 19 2012, 05:00 AM

zaz მაშ დამილოცნიხართ smile.gif

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: Apr 20 2013, 11:31 PM

ციტატა
ისე გეცხოვროთ, რომ კენჭზეც კი არ წამოგეკრათ ფეხი. smile.gif

მუდმივად მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიან a075.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 20 2013, 11:33 PM

ღმერთმა იმხელა მადლი მოგვცეს ხალხო ლოცვის ფასი გაგვეგოს smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 2 2013, 08:00 PM

toka@

ციტატა
ღმერთმა იმხელა მადლი მოგვცეს ხალხო ლოცვის ფასი გაგვეგოს

ლოცვაზე შენი ხმა არ გამაგონო!!!
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 26 2013, 05:58 PM

ბოდბელი ეპისკოპოსი-მეუფე იაკობი
26 აგვისტოს მამა გაბრიელის დაბადების დღეა! გილოცავთ ყველას.
მისი წმინდა ლოცვა ეწევა სრულიად საქართველოს. "თქვენი სიყვარული ღვთის ტრაპეზზე უნდა ავიტანოო, როცა გაგიჭირდებათ ერთი მახსენეთ და იქვე გავჩნდებიო"-ამბობდა წმინდანი.
ეს წმინდა გაბრიელის პირველი დაბადების დღეა, მას მერე რაც მოხდა მისი კანონიზაცია. დღეს სამთავროს დედათა მონასტერში საზეიმო ლიტურგია აღესრულა. წირვის დასრულების შემდეგ კი პარაკლისი - წმინდა გაბრიელის საფლავზე.
მამა გაბრიელი: იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე. ამაზე დიდი არაფერია. როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ , ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ -- ჩამოდიხარ, ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება... უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს, ჯოჯოხეთი უფლისგან განშორებააა...

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Aug 27 2013, 10:38 AM

ღმერთმა ძალა მოგვცეს, ვუერთგულოთ მისკენ სავალ გზაზე და გვასწავლოს, მისი და ერთმანეთის, ნამდვილი სიყვარული და ნამდვილი ქრისტიანობა! kiss1.gif ქრისტემ დაგიფაროთ !

პოსტის ავტორი: irakli sharabidze თარიღი: Dec 21 2013, 09:29 PM

უფალო იესო ქრისტე,ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისა და მხოლოისა ურცხუენელისა შუამდგომელისა კაცთა ნათესავისაითა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა,მეოხებითა წმიდათა პატიოსანთა ზეცისა უხორცოთა ძალთაითა,მფარველებისა ჩვენისა წმიდათა ანგელოსთაითა,ვედრებითა წმიდისა დედებულისა წინაისწარმეტყუელისა,წინამორ
ედისა და ნათლისმცემელისა შენისა იოანესითა,ღმრთისმეტყუელთა შენთა მოციქულთაითა,ღირსთა და ღმერთშემოსულთა მამათა და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთაითა,შეიწირე უნდო ლოცვაი ესე შემწიკვლებულისა მონისა შენისაგან და მოჰმადლე მადლი სულისა წმიდისა შენისაი ყოველთა ცოდვილთა და უხმართა მონათა ამათ შენთა,მხოლოო კურთხეულო.ამენ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2015, 06:42 PM

"უფალმა მოგვცეს მტკიცე რწმენა, ყოველკვირეული სვლის ძალა ტაძარში, აღსარებისა და ზიარების უნარი. ეს არის ჩვენი განღმრთობის ერთადერთი საშუალება: თვინიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო ყოფა ღვთისა - გვასწავლის მოციქული. გისურვებთ განღმრთობასა და ნეტარების უმაღლეს საზომს!"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2015, 07:29 PM

"ცხოვრების მომნიჭებელს შევთხოვ, განაგრძოს თქვენი სიცოცხლე ჯანმრთელობით მრავალჟამიერ!"

/უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2015, 01:27 PM

"ვისურვებდი, რომ ღვთის დასაბამიერი ხატება და მსგავსება მძლავრად და შეუქცევლად წარმოჩენილიყოს თვითოეულ ჩვენგანში"

/ნუგზარ მეკოკიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2015, 10:01 PM

"მაღალმა ღმერთმა განწმინდოს თქვენი გული და გონება ცოდვის ბურუსისგან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2015, 11:09 PM

"ღმერთი იყოს ყველა ჩვენი საქმის დასაწყისი და დასასრული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 06:54 PM

"უფლისგან კურთხეულებო, კურთხეულია მაკურთხეველი თქვენი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2015, 10:38 PM

"ზოგჯერ ასე დალოცავდა ხოლმე ადამიანებს [წმ. გაბრიელ ბერი]: "ღმერთმა მოგცეს მოსეს სიწმინდე, დავით მეფსალმუნის თავმდაბლობა, მოთმინება იობისა და სიბრძნე სოლომონისა"

/დედა პარასკევა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 07:10 PM

"გონების თვალის ნათელი გაუძღვეს მას ჭეშმარიტების გზაზე"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)