IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ნაციონალური ხატები, რამდენად მისაღებია
G_saxva
პოსტი Mar 25 2014, 03:46 PM
პოსტი #21


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



qetevano
მეც მასე ვფიქრობ არსებობს რაღაც კანონიკა რაც აუცილებელია ხატის დაწერისას მაგალითად მაცხოვრი ჯვარცმაზე როგორ უნდა გამოსახო ან მაკურთხებელი ხელი როგორ უნდა ჰქონდეს და ა.შ მაგრამ ის რომ ზოგი ტუჩს თვალს ცხვირს სახის კონტურებს და მსგავს რამეებს სხვადასხვანირად ხატავს ეს სუფთა ნაციონალური თემაა.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jariskaci
პოსტი Mar 25 2014, 08:10 PM
პოსტი #22


jariskaci
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,034
რეგისტრ.: 2-October 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,878



თქვენი არ ვიცი მაგრამ არ მე მომწონს.
ბარემ ერთ რაღაცასაც გკითხავთ რაა, იქნებ მიპასუხოთ. რატომაა რომ საეკლესიო მაღაზიებში რაც კი ხატები იყიდება 70% მაინც რუსული დამწერლობითაა. წმიდა ნინოს ხატი ვნახე და მასაც კი რუსულად ეწერა.....


--------------------
ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Mar 25 2014, 08:34 PM
პოსტი #23


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



qetevano
ციტატა
მასე თუა მარიამ, მაგალითად თევზი სიმბოლურად იესო ქრისტესაც გამოხატავს ხოლმე და სინამდვილეში თევზი ხომ არ იყო არა? რა მოხდა თუ ადმიანი მუქკანიანს გამოხატავს როცა მის ქვეყანაში სულ ასეთები არიან და მათთვის უფრო ახლობელია.

აი თუ დააკვირდები რუსები უფრო რუსულ სახეს უხატავენ, ბერძნები თავიანთებურს, ჩვენ ჩვენებურს და ა.შ. და არაა გასაკვირი როცა ვირაც აფრიკელი აფრიკულ სახეს დაუხატავს.


რასაკვირველია თევზი არ არის, ისევე როგორც კრავი, ან მწყემსი, ან კარი, გზა და ა.შ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური გამოხატვა მისი.... თავისი ფუნქციიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუმცა იგი არ არის ყოველივე ზომოთ ჩამოთვლილთაგან არც ერთი.... ეს ადამიანური კატეგორიებია და და ღმერთი ამ კატეგორიებზე მაღლა დგას... თუმცა თითოეულ ამ სმბოლოს თავისი ახსნა აქვს თუ რატომ არის ასე.... ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ სად და რატომ ხდებოდა ამ სიმბოლოთა გამოყენება.

რაც შეეხება იერს... მართალია ხატწერისთვის არსებობს იკონოგრაფია, და აუცილებელია მისი დაცვა, თუმცა ქრისტიანულ ხელოვნებაზე ყოველთვის ახდენდა და ახდენს გავლენას ადგილობრივი კულტურული ტრადიციები.... ხელწერა ყოველთვის განსხვავებული და ცნობადია ამ მხრივ... თუმცა ძირეული ღერძი რაც არის ის არ უნდა შეიცვალოს და მის ფარგლებში უნდა ხდებოდეს ქმედება...

როდესაც 2 ადამიანი ერთი ნატურიდან ხატავს, მიუხედავად ერთი ნატურისა ორივე მხატვრის ნახატი განსხვავებულია.... თუმცა თუ ნატურას შევუცვლით სახის ფერს, ნაკვთებს, თმის ვარცხნილობას, მზერას ეს აღარ იქნება ნატურის მსგავსი და მიიღებთ სულ სხვა პიროვნება....

როდესაც ხატწერასთან გვაქვს საქმე უნდა დავიცვათ მისი მოთხოვნები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა,რომ ხატი ამოცნობადი უნდა იყოს... იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს პიროვნულ ნიშნებს.... როდესად ეცვლება კანის ფერი, ნაკვთი, ვარცხნილობა, სამოსი, ვფიქრობ, რომ ამით იშლება ყოველგვარი კვალი პიროვნულობის და ცნობადობის.

მაგალითად მაცხოვარი უნდა მივიღო ისეთი როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც მე მინდა, რომ იყოს.... უნდა ეცვას ისეთი სამოსი, რაც იმ პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, უნდა ჰქონდეს ისეთი სახის ფერი, როგორიც ჰქონდა და არა ისეთი, როგორიც მე მომეწონებოდა....



G_saxva
ციტატა
მეც მასე ვფიქრობ არსებობს რაღაც კანონიკა რაც აუცილებელია ხატის დაწერისას მაგალითად მაცხოვრი ჯვარცმაზე როგორ უნდა გამოსახო ან მაკურთხებელი ხელი როგორ უნდა ჰქონდეს და ა.შ მაგრამ ის რომ ზოგი ტუჩს თვალს ცხვირს სახის კონტურებს და მსგავს რამეებს სხვადასხვანირად ხატავს ეს სუფთა ნაციონალური თემაა.

სწორედ კანონიკის ანუ იკონოგრაფიის მიხედვით არის, რომ ხატი ცნობადი უნდა იყოს და პიროვნულ ნიშნებს უნდა შეიცავდეს


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 25 2014, 11:38 PM
პოსტი #24


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



mariami-k
და მაინც ვცდილობთ ღმერთი რაღაც კანონებში და საზღვრებში მოვაქციოთ : ))
არ ვამტკიცებ, რომ სწორია ეს ფორმა, მაგრამ ვამბობ, რომ მსგავსი გამოსახვა ჩემთვის მისაღებია, თუ ეს ლოცვითი განწყობას ემსახურება.
მარიამ, მეთანხმები იმაში, რომ ეს ხატი სხვა ნაციისთვის შეიძლება ძალიან მიუღებელი იყოს?
IPB-ს სურათი
აქ თითქოს წმ. გიორგი ბავშვია და ესეც შეიძლება კანონიკურ და ისტორიულ დარღვევად ჩაითვალოს.
სახელობითი ხატები ცოტა არ იყოს, ჩემში გაღიზიანებას იწვევს.
ზოგადად მარიამის ნათქვამია მართალია, მაგრამ არის რაღაცა კანონებზე უფრო აღმატებული და ესაა - გრძნობაა.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 26 2014, 09:28 AM
პოსტი #25


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა
მაგალითად მაცხოვარი უნდა მივიღო ისეთი როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც მე მინდა, რომ იყოს.... უნდა ეცვას ისეთი სამოსი, რაც იმ პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, უნდა ჰქონდეს ისეთი სახის ფერი, როგორიც ჰქონდა და არა ისეთი, როგორიც მე მომეწონებოდა....

ვერ დაგეთანხმები, ჩემი აზრით ხატის დანიშნულება ისაა ადამიანს ლოცვის განწყობა იმდენად შეუქმანს რამდენადაც ეს ხეზე დახატულ გამოსახულებას ძალუძს. როგორი ლოგიკითაც შენ ამბობ არ შეიძლება ღმერთი ისე გამოსახო როგორიც გინდა არამედ ისეთი უნდა გმაოსახო როგორიც წესიაო, მაშინ მეეჭვება უფალის სიდიადე და აღმატებულობა რომელიმე ხატმწერმა გადმოსცეს და საერთოდ რამემ დაიტიოს. ასევე იმასაც დავამატებ უფლიშთვის მთავარია ანთებული გულით ვილოცოთ, მეეჭვება იმას უფრო დიდი მნიშვნელობა ქოდეს როგორ გამოსახავ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Hercules
პოსტი Mar 27 2014, 12:05 AM
პოსტი #26


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 26-July 11
წევრი № 11,371



კანის ფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ეთიოპიური ხატები უფრო ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე მაგალითად ეს რუსული ხატი:

http://www.russiawholesale.com/images/uplo...IST%203X2.5.jpg

რადგან მაშინდელი ებრაელები მუქკანიანები იყვნენ, შავი ფერის თმებით და თვალებით.
მაგრამ მთავარი ისაა რომ გამოისახება განკაცებული ღმერთი, რომელსაც აქვს ღვთიური და ადამიანური ბუნება. ადამიანური ბუნება კი ყველა რასის ადამიანისთვის საერთოა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Hercules
პოსტი Mar 27 2014, 12:22 AM
პოსტი #27


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 26-July 11
წევრი № 11,371



ციტატა(mariami-k @ Mar 25 2014, 08:34 PM) *

qetevano
როდესად ეცვლება კანის ფერი, ნაკვთი, ვარცხნილობა, სამოსი, ვფიქრობ, რომ ამით იშლება ყოველგვარი კვალი პიროვნულობის და ცნობადობის.

მაგალითად მაცხოვარი უნდა მივიღო ისეთი როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც მე მინდა, რომ იყოს.... უნდა ეცვას ისეთი სამოსი, რაც იმ პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, უნდა ჰქონდეს ისეთი სახის ფერი, როგორიც ჰქონდა და არა ისეთი, როგორიც მე მომეწონებოდა....



სინამდვილეში არავინ იცის მაცხოვრის ზუსტი გარეგნობა. არც კანის ფერი (მაგრამ დაახლოებით ვარაუდი შეიძლება)
და მითუმეტეს არც ნაკვთები და ვარცხნილობა.
მართლმადიდებლურ ხატებში ბიზანტიური სტილის სამოსია გამოყენებული, მაშინ არც ეს უნდა მივიღოთ.
ხატი რო გარეგნობის კოპიო არ არის ეგ ადვილი მისახვედრია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 27 2014, 01:08 AM
პოსტი #28


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



Hercules
გეთანხმები, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ხატწერის ისტორია ახალი აღთმიდან მოდის, სწორედ იმ პერიოდიდან, როდესაც ღმერთი განკაცდა, ხო?
აი მსოფლიო კრებებზე თემა რომ გვქონოდა, მეშვიდე კრებასაც მოვიშველიებდით : ))


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Mar 27 2014, 01:15 PM
პოსტი #29


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



Hercules
ციტატა
გამოისახება განკაცებული ღმერთი, რომელსაც აქვს ღვთიური და ადამიანური ბუნება. ადამიანური ბუნება კი ყველა რასის ადამიანისთვის საერთოა.

ეს ძალიან კარგად თქვი


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
datoooooo
პოსტი Aug 26 2014, 11:56 PM
პოსტი #30


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი № 13,800



რათქმაუნდა დაუშვებელია ჩემთვის ამგვარი ხატები,როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის....... თურათქმაუნდა სხვათვალით შევხედავთ როგორც ხელოვნების ნიმუშებს შეიძლება სხვაგვარად განვიხილოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
datoooooo
პოსტი Aug 27 2014, 12:35 AM
პოსტი #31


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი № 13,800



ყველას საკუთარი აზრი გააჩნია ამ თემაზე,გასაგებია,მაგრამ რეალობა ისაა რომ ეს ნამდვილად კანონიკის დარღვევაა,ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ,ჭეშ მარიტება ერთია... ნუ დაგვავიწყდება ის რომ პირველი გამოსახულება თვით უფალმა დაგვიტოვა,ვგულისხმობ ხელთუქმნელ ხატს მაცხოვრის გამოსახულებით მანდილიონზე,პირველმა ხატმწერმა,ლუკა მახარებელმა,რომელმაც დაწერა ღვთისმშობლის ხატი ყრმით ხელში "ოდიგიტრია" ანუ გზის მაჩვენებელი,აქ არც მაცხოვარია შავკანიანი და არც გვთისმშობელი.ამით მე იმის თკმა მინდა რომ ჩვენი გადასაწყვეტი არა არის რომელი წმინდანი როგორ გამოვსახოთ,ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იმ დოგმატიკას და კანონიკას რაც ჩვენმა,მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაგვიტოვა.ვიგაცას როგორ მოუნდება ხატის გამოსახვა ისე გამოსახოს ესე არარის... ის ფაკტი თქვენ ეს ხატი მოგწონთ თუარა ეს თქვენი გადასაწყვეტია მაგრამ იცოდეთ რომ ეს ხატი არ არის ხატი მაცხოვრის გამოსახულებით. ამის გარდა მთელი რიგი კანონოკა არსებობს მაცხოვრის გამოსახვისა გარდა კანის პერისა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Aug 27 2014, 10:48 PM
პოსტი #32


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



datoooooo
რა მკაცრი და რადიკალური ხარ : )))
კანის ფერის გარდა, სხვა რომელი კანონიკური დარღვევა ნახე და რომელ ხატში.
უფრო კონკრეტულად ვიმსჯელოთ
საინტერესო იქნება


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Aug 30 2014, 04:11 PM
პოსტი #33


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



აბა ამაზე რას იტყვით?
wub.gif
სომხური მინიატურები


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
datoooooo
პოსტი Sep 2 2014, 12:40 PM
პოსტი #34


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი № 13,800



ამ თემასთან ყოველთვის მკაცრი ვარsmile.gif იმიტომ რომ ამ ხატის ავტორი მკრეხელობაში გადადის.კანის ფერის გარდა დარღვევაა თმისა და წვერის განლაგება,მაცხოვარს მართლმადიდებლურ ხატებში ყოველთვის გრძელი და დაწყობილი თმა და წვერი აქვს.აბა ეს რაუბედურებაა ეგრედწოდებული ბლანჟე და მოკლედ შეჭრილი თმაsmile.gif)) და კიდევ კისერზე მძივები.რაც შეეხება სომხურ მინიატურებს მე თავიდანვე ავგნიშნე ის რომ თუ ამ ხატებს შევხედავთ ხელოვნების ნიმუშებს მე მომწონს,მაგრამ რაღათქმაუნდა დარგვევები აქაც არის,მაგალითად ის რომ ღვთისმშობელს არ აქვს ქალწულების აგმნიშვნელი ნიშანი,სიმბოლო,მხრებსა და თავზე,რაც ნიშნავს იმას რომ ღვტისმშობელი იყოქალწული იესოს დაბადებამდე,დაბადებისას და დაბადების მერე,ანუ ყოვლად უბიწო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Hercules
პოსტი Sep 7 2014, 08:48 PM
პოსტი #35


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 26-July 11
წევრი № 11,371



ციტატა(datoooooo @ Aug 27 2014, 12:35 AM) *

ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იმ დოგმატიკას და კანონიკას რაც ჩვენმა,მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაგვიტოვა.ვიგაცას როგორ მოუნდება ხატის გამოსახვა ისე გამოსახოს ესე არარის... ის ფაკტი თქვენ ეს ხატი მოგწონთ თუარა ეს თქვენი გადასაწყვეტია მაგრამ იცოდეთ რომ ეს ხატი არ არის ხატი მაცხოვრის გამოსახულებით. ამის გარდა მთელი რიგი კანონოკა არსებობს მაცხოვრის გამოსახვისა გარდა კანის პერისა...


ჩვენს ეკლესიაში გავრცელებულია ბიზანტიური სტილის მხატვრობა, მაგრამ კოპტურ და ეთიოპიურ ეკლესიაებსაც აქვთ თავიანთი ხატწერის წესები და კანონიკა. ეს უძველესი ეკლესიებიც სამოციქულოა და მათ საეკლესიო ხელოვნებასაც დიდი წარსული აქვს. მართალია ამჟამად არ გვაქვს მათთან ევქარისტიული კავშირი, მაგრამ ხატწერის ამ მანერას ქალკედონის კრებამდე ჩაეყარა საფუძველი. ასე რომ მუქი კანის ფერით მაცხოვრის გამოსახვაც ლეგიტიმურია, მაგრამ არ არის დამახასიათებელი ბიზანტიური წესის ეკლესიებისთვის, რადგან ის ერთადერთია დღესდღეობით, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია მისდევს (მცირე გამონაკლისების გარდა).
ასევე განსხვავებული ხატწერის მანერაა საქართველოში. ქართული ხატები განსხვავდება ბიზანტიურისგან, რადგან უმეტესად სირიულ გავლენას განიცდის, ისევე როგორც სომხური.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Hercules
პოსტი Sep 7 2014, 08:58 PM
პოსტი #36


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 26-July 11
წევრი № 11,371



ციტატა(datoooooo @ Sep 2 2014, 12:40 PM) *

ამ თემასთან ყოველთვის მკაცრი ვარsmile.gif იმიტომ რომ ამ ხატის ავტორი მკრეხელობაში გადადის.კანის ფერის გარდა დარღვევაა თმისა და წვერის განლაგება,მაცხოვარს მართლმადიდებლურ ხატებში ყოველთვის გრძელი და დაწყობილი თმა და წვერი აქვს.აბა ეს რაუბედურებაა ეგრედწოდებული ბლანჟე და მოკლედ შეჭრილი თმაsmile.gif))


მაცხოვრის გრძელი თმით გამოსახვა გვიანდელი მოვლენაა, რადგან ძველი ქრისტიანებისთვის მიუღებელი იყო გრძელი თმის ტარება და მაცხოვარსაც მოკლე თმით გამოსახავდენ. ასევე ისტორიულად საეჭვოა რომ ქრისტეს ღია ფერის კანი და მითუმეტეს ცისფერი თვალები ჰქონოდა, როგორც თანამედროვე რუსულ ხატებში გვხვდება.
ჩემთვის უფრო მიუღებელი ის რუსული ხატებია, რომელთა შესრულების სტილიც პეტრე I-ს დროს შემოვიდა. კანონიკური ანდრეი რუბლოვისა და თეოფანე ბერძენის ხატწერის მანერაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
datoooooo
პოსტი Sep 8 2014, 12:00 AM
პოსტი #37


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი № 13,800



კარგი მაშინ ერთ კითხვას დავსვავ,ამ ხატში ქრისტეს ხედავ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Hercules
პოსტი Sep 8 2014, 12:39 PM
პოსტი #38


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 26-July 11
წევრი № 11,371



ციტატა(datoooooo @ Sep 8 2014, 12:00 AM) *

კარგი მაშინ ერთ კითხვას დავსვავ,ამ ხატში ქრისტეს ხედავ?


რომელში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
datoooooo
პოსტი Sep 11 2014, 01:50 PM
პოსტი #39


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 26-August 14
წევრი № 13,800



პირველ და მეორე ხატში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Sep 11 2014, 02:56 PM
პოსტი #40


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა
აბა ამაზე რას იტყვით?

სომხური მინიატურები

ძალიან ლამაზია...


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი